ცხადდება 2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა
30 ივლისი 2019
2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის
2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილები:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ისტორია - 5 ადგილი;
ქართული ფილოლოგია - 5 ადგილი;
სამართალი - 10 ადგილი;
საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონალური პროცესები - 10 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართალი - 5 ადგილი;
საჯარო მმართველობა - 5 ადგილი;
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ბიზნესის ადმინისტრირება - 20 ადგილი;
ტურიზმის ბიზნესი - 5 ადგილი;
ეკონომიკა - 5 ადგილი;
ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
კომპიუტერული მეცნიერება - 5 ადგილი;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
ეკონომიკა - 5 ადგილი;
ბიზნესის ადმინისტრირება - 5 ადგილი;
სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - 10 ადგილი;
ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - 42 ადგილი.
სწავლის წლიური საფასური ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა სამართლის და საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა შეადგენს 2250ლარს, ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართალი - 2450 ლარს;
საჯარო მმართველობა - 2350 ლარს.
2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) - 2019 წლის 29 აგვისტო - 18 სექტემბერი;
კრედიტების აღიარების კომისიის მუშაობა და დასკვნების მომზადება - 2019 წლის 2-19 სექტემბერი;
სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2019 წლის 3-19 სექტემბერიი;
დეკანატებისა და აღიარების კომისიების მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად - 2019 წლის 20 სექტემბერი,
შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების/ბრძანებების პროექტის/პროექტების მომზადება და გამოცემა - 2019 წლის 20 სექტემბერი..
შიდა მობილობის განხორციელების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
განცხადება (ივსება სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოს, ოთახი N103);
სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (შესაბამისი დეკანატის მიერ დამოწმებული);
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის დამადასტურებელი (სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის) დოკუმენტი.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...