გადასვლა ძირითად შიგთავსზე
მენიუ

ამერიკული განათლების გამოფენა

25 ოქტომბერი 2019

30 ოქტომბერს, 15:00 სთ-დან-18:00 სთ-მდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს მასშტაბურ ამერიკული განათლების გამოფენას 16 ამერიკული კოლეჯისა და უნივერსიტეტის მონაწილეობით. გამოფენა გაიმართება სასტუმრო რუმსის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, მ. კოსტავას 14).

გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები საშუალო სკოლის, საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებზე. დამსწრეები  გაეცნობიან წარმოდგენილ მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების მიხედვით, ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის მთავრობის სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოდან 600-მდე ადამიანი იღებს განათლებას აშშ-ში, მათგან 60 % საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობს. ამ მონაცემებით, აშშ-ში განათლების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 35% ით გაიზარდა (IIE, Open Doors 2018), რაც ევროპის რეგიონისთვის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. გამოფენა ხელს შეუწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.

გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტებზე  და ელექტრონული რეგისტრაციის ბმული განთავსებულია ღონისძიების ფეისბუქის გვერდზე  (ადგილზე რეგისტრაციაც შესაძლებელია).

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის

საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?

როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?

2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს

22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა