კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, 9-15 დეკემბერი
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება, მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. წელს მასში მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჩართული იქნება მილიონობით მოსწავლე და მასწავლებელი.
კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის (Grace Hopper, 9.12.1906-1.01.1992) დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი, ამავე დროს ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი (1991 წ)
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს მეორედ უერთდებიან კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს და კვირეულის ფარგლებში გიწვევენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებსა და კოდირების საათებზე, რომლებსაც წარუძღვებიან კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.
2019 წლის კვირეულის დევიზია: "ისწავლე კომპიუტერული მეცნიერება. შეცვალე სამყარო!" (Learn computer science. Change the world!)
კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის პროგრამა:
სამშაბათი, 10 დეკემბერი
- 16:00 სთ - კომპიუტერული 3D გრაფიკა - კახაბერ რევაზიშვილი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის IT სამსახურის უფროსი
- 17:00 სთ - კოდირების საათი - კობა გელაშვილი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი
ხუთშაბათი, 12 დეკემბერი
- 16:00 სთ - ხელოვნური ინტელექტი - პაატა გოგიშვილი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
- 17:00 სთ - კოდირების საათი, რობოტიკა - ნანა ნოზაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები
პარასკევი, 13 დეკემბერი
- 16:00 სთ - ჩვენი სამყარო და ციფრული წარმოდგენები სამყაროს შესახებ - გიორგი ჯავახიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმის კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
- 17:00 სთ - კოდირების საათი, რობოტიკა - ქეთი კახნიაშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის STEM-კლუბის ხელმძღვანელი.
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 53ა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები და შემოგვიერთდით!
შენიშვნა: თუ რომელიმე სკოლიდან მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა იქნება 15-ზე მეტი, დაგვიკავშირდით და ჩვენ დაგეხმარებით მოსწავლეთა ტრანსპორტირებაში.
საკონტაქტო პირი: ლია შენგელია 599 32 06 46
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
