ქართულ უნივერსიტეტში ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის ერთ ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე ფსიქოლოგიის მიმართულებით. (აფილირების პირობით)
29 იანვარი 2020
კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა განისაზღვრო
კონკურსის გამოცხადების და ჩატარების ვადები:
კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 4 და 5 მარტს მისამართზე ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
კონკურსი ჩატარდეს (კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2020 წლის 6 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2020 წლის 16 მარტისა.
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ძირითადი (საკანონმდებლო) მოთხოვნები:
აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება: ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
დამატებითი (საუნივერსიტეტო) მოთხოვნები:
სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
სამეცნიერო ნაშრომები შესაბამისი მიმართულებთ გამოქვეყნებული ბოლო 10 წლის განმავლობაში;
სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
სამეცნიერო სტიპენდიები ან/და გრანტები, ან/და სხვა პროფესიული აქტივობები ბოლო 5 წლის განმავლობაში;
ასოცირებული პროფესორისთვის განსაზღვრული დამატებითი (სპეციფიკური) მოთხოვნები:
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილება;
ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის გაძღოლის გამოცდილება;
ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მინიმუმ 3 სასწავლო კურსის მასალების შემუშავება/უზრუნველყოფის გამოცდილება;
ფსიქოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი;
ფსიქოლოგიის ცოდნა შემდეგი მიმართულებით: განვითარების ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი, ფსიქოლოგიის ისტორია;
სასწავლო და კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება;
საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
უცხო ენის ცოდნა.(პრიორიტეტი მიენიჭება ინგლისური ენის ცოდნას)
საკონკურსო ვაკანსიის მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (ფორმა განთავსებულია sangu.edu.ge); ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
შევსებული კონკურსანტის ანკეტა ელექტრონულ ვერსიასთან (დისკი ან მეხსიერების ბარათი) ერთად (შესავსები ფორმა განთავსებულია sangu.edu.ge)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
ავტორიზებული ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის/ დარგისათვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების შესახებ (ავტორის შეხედულებით), სამეცნიერო ნაშრომის დართვით, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო საქმიანობას;
კონკურსანტის მიერ შედგენილი დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით); და სასწავლო მასალები:
შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლები ნოტარიულად დამოწმებული;
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო სტიპენდიების, ან/დ ა გრანტების, ან/და სხვა პროფესიული აქტივობების დამადასტურებელი ინფორმაცია;
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.
დამატებითი(სპეციფიკური) მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...