19 მაისს, SANGU-ში დასაქმების კვირეული გაიხსნა. კვირეულის მიზანი სამსახურის მაძიებელი სტუდენტების დამსაქმებლებთან დაკავშირებაა. კვირეულის პირველ დღეს სტუდენტები კრედო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დაინტერესებულ სტუდენტებს კრედო ბანკის საბურთალოს ფილიალის მმართველმა ბადრი ბარჯაძემ და ტალანტების შერჩევის რეგიონულმა ოფიცერმა ანა მათიაშვილმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, სტაჟირების გავლის, შემდგომში დასაქმების და ზოგადად საბანკო საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, უპასუხეს დასმულ კითხვებს და კრედო ბანკის ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.
დასაქმების კვირეულის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 22 მაისს GPI Holding-ის წარმომადგენელთან გაიმართება.