მენიუ

სიახლე

ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია

ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია

24, 25 და 26 ივნისს ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი ტრენინგი „საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია“, რომელსაც სამსახურის უფროსი ბაია ჯაფარიძე უძღვებოდა.

საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს. ტრენინგს ესწრებოდნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავებისა და განვითარების ძირითადი პრინციპები;
  • სწავლის შედეგების ფორმულირება, მათი გაზომვადობა და შეფასების მეთოდოლოგია;
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სილაბუსის შემუშავების სავალდებულო მოთხოვნები და პრაქტიკული ქეისები.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიულ მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებას.

 
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“

ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“

25 ივნისს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სამეცნიერო სტატიის მომზადების ძირითადი პრინციპები, პუბლიკაციის ეტაპები, აკადემიური წერის სტანდარტები და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნების პროცესი.

ვორკშოპის მიზანი იყო დოქტორანტებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და რეკომენდაციების გაზიარება, რაც მათ ხარისხიანი სამეცნიერო ნაშრომების მომზადებასა და წარმატებულ გამოქვეყნებაში დაეხმარება.

შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე

შეხვედრა დოქტორანტებთან სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის საკითხებზე

24 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი, რომელიც დოქტორანტებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათ მხარდაჭერას სადისერტაციო ნაშრომის მომზადების, სტრუქტურირების, აკადემიური სტანდარტების შესაბამისად გაფორმებისა და წარმატებით დაცვის პროცესში.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სადისერტაციო ნაშრომის შექმნის ძირითად ეტაპებზე, კვლევის შედეგების ეფექტიანად წარმოჩენის მეთოდებსა და აკადემიური წერის მოთხოვნებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნაშრომის შინაარსობრივ და ტექნიკურ გაფორმებას, ასევე დაცვის პროცედურებსა და შეფასების კრიტერიუმებს.

ღონისძიების ფარგლებში დოქტორანტებს მიეწოდათ პრაქტიკული რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომლებიც მათ სადოქტორო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის პროცესში დაეხმარება.

სემინარი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები სადოქტორო კვლევისა და დაცვის პროცესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება დოქტორანტების აკადემიური და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სანგუ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
სანგუ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

2026 წლის 22 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ რევაზ ნადარაიას, უნივერსიტეტში უმასპინძლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სანგუში, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

მემორანდუმს სანგუს მხრიდან ხელი მოაწერა უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ბრაჭულმა, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან - სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, აკადემიური და პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტებისთვის განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას.

მემორანდუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და სამართლის სფეროში მოქმედი ინსტიტუტების საქმიანობის გაცნობას. თანამშრომლობა ასევე შექმნის საფუძველს ერთობლივი საგანმანათლებლო, კვლევითი და პროფესიული აქტივობების განხორციელებისთვის.

 
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“

Academic Discussion on Artificial Intelligence in Education
Academic Discussion on Artificial Intelligence in Education

2026 წლის 19 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ენების ცენტრის ინიციატივით, გაიმართა აკადემიური დისკუსია თემაზე ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს მოკლე პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში, რომლის დროსაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი, შესაძლებლობები და გამოწვევები თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარება, ასევე აქტუალური საკითხების აკადემიური დისკუსიის ფორმატში განხილვის ხელშეწყობა.

ღონისძიებამ საფუძველი ჩაუყარა სტუდენტური აკადემიური დისკუსიებისა და საჯარო გამოსვლების ახალ ციკლს, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და სტუდენტებს აქტუალური საკითხების აკადემიურ ფორმატში განხილვის დამატებით შესაძლებლობებს შესთავაზებს.

 
სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში
სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში

2026 წლის 16 ივნისს, ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში.

სემინარის ფარგლებში სტუდენტებმა წარადგინეს სამეცნიერო ესეები, რომლებიც ციფრული ჰუმანიტარიის აქტუალურ საკითხებს, ციფრულ რესურსებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს მიეძღვნა თანამედროვე ჰუმანიტარულ კვლევებში.

მონაწილეებმა აუდიტორიას გააცნეს შემდეგი მოხსენებები:

  • სალომე შენგელია - „კორპუსული ლინგვისტიკა და „ვეფხისტყაოსნის“ ციფრული ანალიზი“;
  • ლუდმილა გელაძე - „TEI სტანდარტი, როგორც ხიდი ტექნოლოგიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის“;
  • თეა მინდიაკაური - „ციფრული ეპიგრაფიკა: ქართული ეპიგრაფიკული კორპუსი და წარსულის კვლევა თანამედროვე ტექნოლოგიებით“;
  • გიორგი ბასიაშვილი - „ქართული ენის გრამატიკის კომპიუტერული მოდელირების საკვანძო საკითხები“;
  • სოფიო შუკვანი - „ციფრული ჰუმანიტარიის როლი სვანური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში“;
  • სოფიო კუნჭულია - „ციფრული ეპიგრაფიკა ტრადიციული ეპიგრაფიკის კვალდაკვალ“;
  • ლონდა გოგოლაძე - „ინტერნეტქსელის განვითარება და მისი როლი დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებაში“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ციფრული ჰუმანიტარიის მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კვლევით პროცესში და ციფრული ტექნოლოგიების ფართო გამოყენების შესაძლებლობები ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის მიმართულებით.

სემინარი: საერთაშორისო მონაცემთა ბაზების ეფექტიანი გამოყენება

საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზები და მათი გამოყენების მნიშვნელობა

საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზები

16 ივნისს სანგუს წმინდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარი უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის. შეხვედრა მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების მნიშვნელობას თანამედროვე კვლევით საქმიანობასა და მკვლევართა პროფესიულ განვითარებაში.

სემინარის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიების თანამედროვე მეთოდებისა და სამეცნიერო კვლევებში ინფორმაციის ეფექტიანი გამოყენების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბიბლიომეტრული მეთოდების გამოყენებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებთან მუშაობის შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Web of Science (WoS), Scopus და Google Scholar.

სემინარის მიმდინარეობისას განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

  • საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ბიბლიომეტრული მაჩვენებლების მოძიების შესაძლებლობები;
  • მკვლევარის სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდექსების ძიებისა და შეფასების მექანიზმები;
  • მკვლევარის პროფილის შექმნის აუცილებლობა და მისი ფორმირების ძირითადი პირობები;
  • საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში მკვლევარის პირადი პროფილის მართვისა და განახლების საკითხები.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები საერთაშორისო სამეცნიერო რესურსების გამოყენების, კვლევითი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და საკუთარი სამეცნიერო აქტივობის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენის მიმართულებით.

შეხვედრა დოქტორანტებთან ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების თაობაზე

შეხვედრა დოქტორანტებთან ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების თაობაზე

Meeting with Doctoral Students on AI
Meeting with Doctoral Students on AI

15 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა დოქტორანტებთან, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების თანამედროვე ტენდენციებსა და აქტუალურ საკითხებს სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური საქმიანობის პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს წარედგინათ უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და გზამკვლევი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი გამოყენების შესახებ. განხილულ იქნა AI-ის შესაძლებლობები სამეცნიერო კვლევის დაგეგმვის, ინფორმაციის მოძიების, მონაცემთა ანალიზისა და აკადემიური ტექსტების მომზადების პროცესში, ასევე მისი გამოყენებისას მოქმედი ეთიკური და აკადემიური სტანდარტები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვას, პლაგიატის პრევენციასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამჭვირვალედ ასახვის მნიშვნელობას სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევით ტექსტებში. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები AI-ის გამოყენების სათანადო დეკლარირებისა და წყაროების სწორად დამოწმების შესახებ, საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებისა და უნივერსიტეტის რეგულაციების შესაბამისად.

ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ, ეთიკურ და კვლევით ასპექტებზე, ასევე მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

 
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის 1700 წლისთავი

2026 წლის 12 ივნისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის 1700 წლისთავს.

სტუდენტებმა კონფერენცია გახსნეს უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვითა და ვიდეოკოლაჟით, რის შემდეგაც წარმოადგინეს მოხსენებები საქართველოს ეკლესიის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე.

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

  • „ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის XX საუკუნის 20-იან წლებში“ - მომხსენებელი თეკლე ქვარცხავა;
  • „მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას საქმე“ - მომხსენებელი გიორგი კუჭაძე;
  • „მღვდელმონაზონ თეოდორეს (ჩიხლაძე) საქმე“ - მომხსენებელი გურამ ლომიძე;
  • „საბჭოეთის რღვევა და საქართველოს სამოციქულო ეკლესია“ - მომხსენებელი მარიამ მესტვირიშვილი;
  • „საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა იერუსალიმის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (XX საუკუნე)“ - მომხსენებელი ნაზი ბიჩინაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა კუხალაშვილმა და ისტორიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გვანცა ბურდულმა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.

 
ლელა ოჩიაურის საჯარო ლექცია: „ქართული კინო XXI საუკუნეში“

ლელა ოჩიაურის საჯარო ლექცია თემაზე „ქართული კინო XXI საუკუნეში“

ქართული კინო XXI საუკუნეში
ქართული კინო XXI საუკუნეში

15 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით, საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული კინო XXI საუკუნეში“, რომელსაც უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სრული პროფესორი ლელა ოჩიაური.

მომხსენებელმა ისაუბრა XXI საუკუნის ქართული კინოს განვითარების ძირითად ტენდენციებზე, თანამედროვე კინოპროცესებზე, ქართული კინემატოგრაფიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საერთაშორისო სივრცეში მის ადგილსა და მნიშვნელობაზე.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე ქართული კინოს თემატური და მხატვრული თავისებურებები, ახალგაზრდა რეჟისორების შემოქმედებითი ძიებები, ასევე ქართული კინოს როლი ეროვნული კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენის პროცესში.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში ქართული კინოს თანამედროვე განვითარების საკითხებზე.

საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“ მიზნად ისახავს ეროვნული კულტურის, ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აქტიურ ჩართულობას აღნიშნული საკითხების განხილვაში.

Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი „Planting Democracy“

სტუდენტები Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლის პროექტში „Planting Democracy“ მონაწილეობდნენ

2026 წლის 2-9 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელ ქეთევან ხურცილავასთან ერთად Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლის პროექტის „Planting Democracy“ ფარგლებში უნგრეთის ქალაქ ნირედჰაზაში იმყოფებოდნენ.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებების, აქტიური მოქალაქეობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაძლიერება. პროგრამაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, სომხეთიდან და პოლონეთიდან, რომლებმაც არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით იმსჯელეს დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თანამედროვე საზოგადოებრივი გამოწვევების საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთნენ დებატებში, დისკუსიებში, თემატურ ვორქშოფებში, სიმულაციურ აქტივობებსა და ინტერკულტურულ ღონისძიებებში. აღნიშნული აქტივობები მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა გაეღრმავებინათ ცოდნა დემოკრატიული პროცესების შესახებ, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები, ასევე მიეღოთ საერთაშორისო თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება.

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მონაწილე ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, რაც ხელს უწყობდა კულტურათაშორისი დიალოგისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას. მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს საკუთარი ორგანიზაციები და იმსჯელეს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ეფექტიან მექანიზმებზე.

სანგუს მხრიდან პროექტში მონაწილეობდნენ სტუდენტები ნინი ჯიქია, მართა ლომაშვილი, ლუკა ბეჟაშვილი, ირაკლი სარალიძე და გიორგი ფირცხალავა, ასევე სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი ქეთევან ხურცილავა.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა გაეფართოებინათ პროფესიული და პიროვნული გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი საერთაშორისო კონტაქტები და შეეძინათ ცოდნა, რომელიც მომავალში აქტიური მოქალაქეობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მიმართულებით საქმიანობაში გამოადგებათ.

 
სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი N202 საჯარო სკოლაში

სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი თბილისის N202 საჯარო სკოლაში

11 ივნისს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლაში.

ვიზიტის მიზანი იყო უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო გარემოს გაცნობა და სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ინკლუზიური განათლებისა და მოსწავლეთა სოციალური ინტეგრაციის საკითხებთან მიმართებით.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სასწავლო მასალებს, დამხმარე ტექნიკურ საშუალებებსა და მათი გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს.

ვიზიტის ფარგლებში დარგის ექსპერტებმა, საგნის მასწავლებლებმა და მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტებმა, სტუდენტებს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და ცოდნა უსინათლო მოსწავლეების სწავლა-სწავლების ეფექტიანი მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ.

სანგუ მადლობას უხდის სსიპ - ქალაქ თბილისის N202 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნათია გაჩეჩილაძეს, და სკოლის სპეციალისტებს სტუდენტებისთვის ნაყოფიერი სასწავლო გარემოს შექმნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

 
საერთაშორისო კონფერენცია: „I Have a Voice“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“

აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის საერთაშორისო კონფერენცია და პრაქტიკულ ვორქშოპები

10-11 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მასპინძლობდა აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის (ააკ) საერთაშორისო კონფერენციასა და პრაქტიკულ ვორქშოპებს „I HAVE A VOICE“ - „მეც შემიძლია კომუნიკაცია“.

ღონისძიებები გაიმართა ორგანიზაცია „ქონსორთ ჯორჯიას“ ორგანიზებით, პროექტის „I HAVE A VOICE - Building Academic Foundations for Augmentative and Alternative Communication in Georgia“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Czech Challenge Fund 2025-ის ფარგლებში და ფინანსდება ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

პროექტს ახორციელებენ ორგანიზაცია „ქონსორთ ჯორჯია“ და პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში (ჩეხეთი). პროექტის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანგუ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონფერენციისა და ვორქშოპების მიზანი იყო საქართველოში აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება. ღონისძიებებმა გააერთიანა აკადემიური პერსონალი, პრაქტიკოსი სპეციალისტები, სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები.

ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტების მოხსენებები, გაეცნენ აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებს, დამხმარე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და ინტერაქტიულ სამუშაო სესიებში.

კონფერენციისა და ვორქშოპების ფარგლებში განხილული იყო კომუნიკაციის მხარდაჭერის თანამედროვე მეთოდები, ძირითადი ლექსიკონის (Core Vocabulary) გამოყენება, ფუნქციური კომუნიკაციის განვითარების სტრატეგიები, ადაპტირებული და ინტერაქტიული სასწავლო რესურსების შექმნა, Eye-Tracking ტექნოლოგიების გამოყენება და საქართველოში აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციისთვის განკუთვნილი დამხმარე ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები.

ღონისძიებებს უძღვებოდა ორგანიზაცია „ქონსორთ ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სანგუს მოწვეული ლექტორი მარიამ გელაშვილი. მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს პალაცკის უნივერსიტეტის (ჩეხეთი) ასოცირებულმა პროფესორმა ჯარომირ მაშტალირჟმა (Jaromír Maštalíř, Ph.D.) და აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის სპეციალისტებმა ჟანა შაროუნოვამ (Jana Šarounová) და ლენკა რჟიჰოვამ (Lenka Říhová).

ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში აუგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის აკადემიური და პრაქტიკული საფუძვლების გაძლიერების მიმართულებით და ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების განვითარებასა და კომუნიკაციის სირთულეების მქონე პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

 
ვორკშოპი სტუდენტებისთვის - ხელოვნური ინტელექტის კეთილსინდისიერი გამოყენება
AI Workshop at SANGU
AI Workshop at SANGU

ვორკშოპი სტუდენტებისთვის: ხელოვნური ინტელექტის კეთილსინდისიერი გამოყენება

11 ივნისს სანგუში გაიმართა ვორკშოპი თემაზე „ხელოვნური ინტელექტის (AI) კეთილსინდისიერი გამოყენება“, რომელიც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი.

ვორკშოპის მიზანი იყო სტუდენტების ცნობიერების ამაღლება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების, პლაგიატის პრევენციისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების საკითხებზე. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიურ საქმიანობაში მოქმედი ეთიკური სტანდარტების, წყაროების სათანადო მითითებისა და აკადემიური ნაშრომების მომზადებისას გამჭვირვალობის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში წარდგენილი იყო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული AI-ის გამოყენების დამოწმების გზამკვლევი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და ეტაპობრივ ინსტრუქციებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სათანადოდ აღსანიშნავად და დასადასტურებლად აკადემიურ ტექსტებში.

თეორიულ ნაწილთან ერთად, ვორკშოპი მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებსაც. მონაწილეებმა იმუშავეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების სწორად დოკუმენტირებისა და დამოწმების საკითხებზე და პრაქტიკულად განიხილეს, როგორ უნდა აისახოს AI-ის გამოყენება აკადემიურ ნაშრომებში უნივერსიტეტის რეგულაციებისა და საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების შესაბამისად.

სტუდენტებმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში მიღებული გამოცდილება გააზიარეს

ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში მიღებული გამოცდილება გააზიარეს

Erasmus+ Presentation
Erasmus+ Presentation

9 ივნისს, გაიმართა ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტების ანგარიშის წარდგენა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხორვატიაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.

შეხვედრაზე სტუდენტებმა, ლუკა ალიბეგაშვილმა, ნიკა მამეიშვილმა და ლუკა ღურჭუმელიამ, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საერთაშორისო ტრენინგ კურსში „Blue Entrepreneurship for Youth Workers“ მონაწილეობის გამოცდილება, მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები.

პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტებმა ისაუბრეს ტრენინგის ძირითად თემებსა და შედეგებზე, რომლებიც მდგრადი მეწარმეობის, ახალგაზრდული მუშაობისა და „ლურჯი ეკონომიკის“ თანამედროვე მიდგომების შესწავლას უკავშირდებოდა. მათ ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა პროფესიული და პიროვნული განვითარების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ეკოლოგიურად პასუხისმგებელი მეწარმეობის, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც Erasmus+ პროგრამა ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილებისა და ახალი კომპეტენციების შეძენის მიმართულებით სთავაზობს.

ტრენინგ კურსი „Blue Entrepreneurship for Youth Workers“ 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ხორვატიის ქალაქებში, ზაგრებსა და სამობორში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდულ მუშაკთა პროფესიული უნარების განვითარებასა და მდგრადი მეწარმეობის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას.

ახალგაზრდული ტრენინგ-კურსი „MARKER: Designing the Future of Youth Work“

Erasmus+ ახალგაზრდული ტრენინგ-კურსი „MARKER: Designing the Future of Youth Work“

2026 წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ Erasmus+ ახალგაზრდულ ტრენინგ-კურსში „MARKER: Designing the Future of Youth Work“, რომელიც ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდულ სფეროში ჩართული პირების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებული მიდგომების გაზიარება და ახალგაზრდული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინკლუზიის საკითხებს, რომლებიც Erasmus+ პროგრამის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს.

პროგრამაში მონაწილეობდნენ სტუდენტები: თემურ შეყლაშვილი, მარი ბოლქვაძე და იოანე მესხი.

ტრენინგი დაფუძნებული იყო არაოფიციალური განათლების მეთოდებზე და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა Erasmus+ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით, ემუშავათ ახალგაზრდული მუშაობის თანამედროვე მიდგომებზე, გაცნობოდნენ ციფრული და მწვანე ტრანზიციების საკითხებს და განეხილათ ინკლუზიური პრაქტიკების დანერგვის შესაძლებლობები ახალგაზრდულ პროექტებში.

სასწავლო პროცესის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სამუშაო სესიებში, პროექტების განვითარების ლაბორატორიებში, პარტნიორული თანამშრომლობის აქტივობებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების პროცესში. პროგრამამ მათ საშუალება მისცა განევითარებინათ პროფესიული კომპეტენციები, გაეფართოებინათ საერთაშორისო კონტაქტები და მიეღოთ მრავალეროვან გარემოში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

 
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აქტუალური საკითხები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აქტუალური საკითხები

2026 წლის 5 ივნისს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თანამედროვე ტენდენციებსა და აქტუალურ საკითხებს აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს წარედგინათ უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი გამოყენების შესახებ. განხილულ იქნა აღნიშნული ტექნოლოგიების შესაძლებლობები, მათი როლი სასწავლო პროცესში, ასევე ის მნიშვნელოვანი უპირატესობები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შესთავაზოს სტუდენტებსა და მკვლევრებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხს, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის მოძიებას, ანალიზსა და იდეების განვითარებას, თუმცა იგი ვერ ცვლის აკადემიური ნაშრომის ავტორს, მის დამოუკიდებელ აზროვნებას, კრიტიკულ მსჯელობასა და დასკვნების ჩამოყალიბების პროცესს.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და ემსჯელათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ, ეთიკურ და აკადემიურ ასპექტებზე.

“ქართველოლოგიის კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის” შედეგები

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის პროექტმა „გალის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2026 წლის "ქართველოლოგიის კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში" გაიმარჯვა.

ორწლიანი პროექტი გალის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკური მასალის სისტემურ კვლევასა და დამუშავებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება გალის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკის დამოუკიდებელი ენციკლოპედიური ლექსიკონი და შედგება ონომასტიკური რუკები ე.წ. „ამერიკული“ მეთოდის გამოყენებით.

პროექტის მიზანია გალის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკური მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა, დოკუმენტირება და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით წარმოდგენა, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

„გალის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“ განკუთვნილი იქნება როგორც სპეციალისტებისთვის - ონომასტიკოსების, ენათმეცნიერების, ისტორიკოსების, დემოგრაფებისა და სხვა მკვლევრებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით.

 
კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და ჩრდოლოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად (აშშ) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მესამე და მეოთხე გამოშვების კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოსაშვებ ცერემონიას უმასპინძლეს.

ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა იმ კურსდამთავრებულთა წარმატება, რომლებმაც დაასრულეს ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო დონის აკადემიური კვალიფიკაცია მოიპოვეს.

კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ორ უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია. პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ როგორც ქართული, ისე ამერიკული აკადემიური ხარისხი, ისწავლონ საერთაშორისო აკადემიურ გარემოში და დაეუფლონ თანამედროვე კიბერუსაფრთხოების სფეროსთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს.

ცერემონიის ფარგლებში კურსდამთავრებულებს წარმატებული სწავლის დასრულება მიულოცეს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, პარტნიორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროგრამის მნიშვნელობაზე საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისა და მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადების მიმართულებით.

ვულოცავთ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობასა და მომავალ კარიერულ განვითარებაში.

სანგუმ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს უმასპინძლა

სანგუმ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს უმასპინძლა

2026 წლის 29 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება გარეთ უორდი.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა სიტყვით მიმართა სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University, USA) კიბერუსაფრთხოების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის მზადყოფნის, მდგრადობის გაძლიერებისა და ცოდნისა და ინოვაციების გამოყენებით საზოგადოების სასიკეთოდ პოზიტიური ცვლილებების შექმნის მნიშვნელობაზე.

ელჩმა განსაკუთრებულად აღნიშნა ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარების მნიშვნელობა. მისი თქმით, წარმატებული ლიდერობა არა მხოლოდ პირად მიღწევებს, არამედ პასუხისმგებლობას, სოლიდარობასა და სხვების მხარდაჭერასაც მოიცავს. მან კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და განათლების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელთან სანგუში, ბოდბელ მთავარეპისკოლოს იაკობთან და უნივერსიტეტის პრორექტორთან, პროფესორ არჩილ ყანჩაველთან. შეხვედრისას ელჩი გაეცნო უნივერსიტეტის მისიას, საერთაშორისო პარტნიორობებსა და მიმდინარე აკადემიურ ინიციატივებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს გაერთიანებულ სამეფოსა და SANGU-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის საგანმანათლებლო, კვლევითი და ინსტიტუციური კავშირების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

სანგუ მადლობას უხდის მის აღმატებულება გარეთ უორდს უნივერსიტეტში სტუმრობისთვის, ნაყოფიერი დიალოგისა და განათლების, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

SANGU-სა და Northern Kentucky University-ის წარმომადგენლებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლეს

SANGU-სა და Northern Kentucky University-ის წარმომადგენლებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლეს

2026 წლის 29 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (აშშ) წარმომადგენლებს აშშ-ის საელჩოში უმასპინძლეს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰარვი სერნოვიცმა და განათლების პროგრამების კოორდინატორმა სოფო ბზიშვილმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა SANGU-ს და NKU-ის წარმატებული პარტნიორობის მიმდინარე შედეგები, ერთობლივი პროგრამები, გაცვლითი შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მხარეებმა ისაუბრეს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით შესაძლებლობებზე, ასევე განათლების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალი ინიციატივების განვითარების მნიშვნელობაზე.

SANGU მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობის, საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და ადამიანებს შორის კავშირების გაძლიერების მუდმივი მხარდაჭერისთვის.

NextGen ბიზნეს ფორუმი

NextGen Business Forum 2026

2026 წლის 28 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) გაიმართა "NextGen Business Forum 2026", რომელიც ორგანიზებული იყო ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (აშშ) პარტნიორობით.

ფორუმმა თავი მოუყარა ბიზნესის, განათლების, სახელმწიფო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აკადემიურ წრეებს, სტუდენტებსა და პროფესიონალებს, რათა განეხილათ თანამედროვე ბიზნესგარემოს წინაშე არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური პანელური დისკუსია, რომლებიც დაეთმო ბიზნესგანათლების მომავალს, ლოგისტიკასა და საერთაშორისო ვაჭრობას, სახელმწიფო პოლიტიკასა და გლობალურ პროცესებს, ასევე ფინანსებს, ინოვაციებსა და მეწარმეობას.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოსა და უცხოეთის წამყვანმა ექსპერტებმა, ბიზნესისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა. დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის გავლენას ბიზნესზე, გლობალური ეკონომიკის ტენდენციებს, განათლების როლს მომავალი ლიდერების განვითარებაში და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უნივერსიტეტებს, ბიზნესსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების შექმნა.

სანგუ მადლობას უხდის ფორუმის ყველა სპიკერს, პარტნიორს, სტუმარსა და მონაწილეს ღონისძიებაში ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

 
შეხვედრა ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

შეხვედრა ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

Meeting with Brno University of Technology Representative
Meeting with Brno University of Technology Representative

27 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Brno University of Technology) წარმომადგენელთან. აღნიშნული შეხვედრა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პირველი ოფიციალური გაცნობითი შეხვედრა იყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, კომპიუტერული მეცნიერებისა და კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, ასევე სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლები. ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა ასოცირებული პროფესორი ვიტესლავ ბერანი (Vítězslav Beran), მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-დეკანი.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები. საუბარი შეეხო სტუდენტურ და აკადემიურ მობილობას, ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით ინიციატივებს, ასევე გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებებს.

მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა და ინტერესი. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირველი სტუდენტური მობილობა უკვე მომავალი სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის იგეგმება, რაც პარტნიორობის პრაქტიკული შედეგის მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება.

სანგუ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი საგანმანათლებლო და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია

თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია

2026 წლის 27 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიება ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, USA) პარტნიორობით ჩატარდა და საქართველოში კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად იქცა.

კონფერენცია გახსნეს სანგუს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა არჩილ ყანჩაველმა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, პროფესორმა კევინ ჯ. კირბიმ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, საჯარო და კერძო სექტორის ლიდერები, მკვლევრები და სტუდენტები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ხუთი თემატური სესია, რომლებიც მიეძღვნა აკადემიურ სფეროსა და კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული უსაფრთხოების საკითხებს, კერძო სექტორის როლს კიბერუსაფრთხოების განვითარებაში, ქალების ჩართულობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე ღია მიკროფონის ფორმატში წარმოდგენილ კვლევით პრეზენტაციებს.

სესიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა, კიბერუსაფრთხოების განათლების განვითარება და კერძო სექტორის გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების შექმნას.

კონფერენცია ასევე წარმოადგენდა სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში უნივერსიტეტები ერთობლივად ახორციელებენ ქართულ-ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და აქტიურად თანამშრომლობენ კვლევისა და საერთაშორისო აკადემიური განვითარების საკითხებზე.

თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია სანგუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების სფეროში აკადემიური, პროფესიული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. კონფერენცია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ უფრო აძლიერებს სანგუს საერთაშორისო პოზიციონირებას რეგიონში.

ღონისძიება მომავალშიც ყოველწლიურად გაიმართება და საერთაშორისო პროფესიული დიალოგის, კვლევითი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმად დარჩება.

 
ვორქშოპი სკოლის მოსწავლეებისთვის „შექმენი შენი პირველი ვებგვერდი“

ვორქშოპი სკოლის მოსწავლეებისთვის „შექმენი შენი პირველი ვებგვერდი“

ქ. თბილისის N24 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სანგუში გამართულ ვორქშოპში „შექმენი შენი პირველი ვებგვერდი“.

ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვებტექნოლოგიების საფუძვლებს და თავადაც გადადგეს პირველი ნაბიჯები ვებდეველოპმენტის სამყაროში.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ მუშაობს ვებგვერდი, შეისწავლეს HTML-ის ძირითადი ელემენტები და პრაქტიკული დავალებების საშუალებით შექმნეს საკუთარი პირველი ვებგვერდი.

სწავლება დაფუძნებული იყო პრაქტიკულ აქტივობებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა მიღებული ცოდნა პროცესშივე გამოეყენებინათ.

ვორქშოპს უძღვებოდა გიორგი სარალიძე, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება ვებდეველოპმენტის მიმართულებით.

ვორქშოპის დასასრულს სანგუს ელჩებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის ტური მოუწყეს, გააცნეს სასწავლო გარემო, საბაკალავრო პროგრამები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები. მონაწილეებს ასევე გადაეცათ ვორქშოპში მონაწილეობის სერტიფიკატები.

სანგუ აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიმართულებების გაცნობას პრაქტიკული და ინტერაქტიული ფორმატით.

 
სტუდენტური კონფერენცია „ქართველი დიპლომატები“

სტუდენტური კონფერენცია „ქართველი დიპლომატები“ 

2026 წლის 18 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია - „ქართველი დიპლომატები“.

კონფერენცია მიეძღვნა ქართველი დიპლომატების, საზოგადო მოღვაწეებისა და ისტორიული პირების საქმიანობისა და მემკვიდრეობის განხილვას. მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ქართული დიპლომატიის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის შესახებ.

ღონისძიება გახსნა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, რომელმაც სტუდენტებსა და მონაწილეებს მიმართა მისასალმებელი სიტყვით და ისაუბრა ქართული დიპლომატიის ისტორიის კვლევის, ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებისა და ახალგაზრდების აკადემიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსგავსი სტუდენტური კონფერენციების როლზე კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

სტუდენტებმა ისაუბრეს ისეთი ისტორიული პირებისა და დიპლომატების შესახებ, როგორებიც არიან ნიკო ნიკოლაძე, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჩკორი, სულხან-საბა ორბელიანი, ფარსადან გორგიჯანიძე და სხვები.

 
ინტელექტუალური კონკურსი - „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“

2026 წლის 13 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროექტების განვითარების ხელშეწყობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ქარაია, ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, დეკანოზი თომა ცეცხლაძე, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტი კოტე სვანაძე, ასევე „დავითიანნის“ პარტნიორი სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.

ღონისძიების ფარგლებში „დავითიანნის“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი - „გაიცანი აფხაზეთი - დაიცავი მემკვიდრეობა“, რომელშიც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

  • I ადგილი - თბილისის N90 საჯარო სკოლა
  • II ადგილი - თბილისის N45 საჯარო სკოლა
  • III ადგილი - თბილისის N89, N115 და N59 საჯარო სკოლები

გამარჯვებული გუნდების წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ გადასცა სომხეთის საგზური, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები მოინახულებენ ლორე-ტაშირის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ქართულ კულტურულ ძეგლებს.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო „დავითიანნის“ TechLab-ის ინოვაციური პლატფორმა.

 
სანგუში მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

სანგუში მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

2026 წლის 8 მაისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მედალოსანი კურსდამთავრებულების წახალისების პარალელურად, SANGU განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წარმატებული სტუდენტების მხარდაჭერასა და მოტივაციას.

უნივერსიტეტის მიერ ფასიანი საჩუქრები, ლეპტოპები და პლანშეტები გადაეცათ იმ მედალოსან სტუდენტებს, რომლებიც სანგუში N1 პრიორიტეტული არჩევანის საფუძველზე ჩაირიცხნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, პრორექტორი, პროფესორი არჩილ ყანჩაველი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი პაპუნა გურული, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, კანცლერი თამაზ ვაჩაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ:

ოქროსმედალოსნები:

  • ანა კოპალიანი
  • მარიამ შიუკაშვილი
  • დიტო ბაღიშვილი


ვერცხლისმედალოსნები:

  • ლუკა ჯანაშვილი
  • გიორგი კირაკოზაშვილი
  • თინიკო გოგოლაური
  • ხატია თეთრაული
  • ნინო კოკაია

სანგუ ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

 
სტუდენტები Erasmus+ პროექტის ფარგლებში ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო ტრენინგ კურსში მონაწილეობდნენ

სანგუს სტუდენტები Erasmus+ პროექტის ფარგლებში ხორვატიაში გამართულ საერთაშორისო ტრენინგ კურსში მონაწილეობდნენ

2026 წლის 27 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები - ლუკა ალიბეგაშვილი, ნიკა მამეიშვილი და ლუკა ღურჭუმელია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტრენინგ კურსში „Blue Entrepreneurship for Youth Workers“, რომელიც ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებსა და სამობორში გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდულ სფეროში ჩართული პირების ცოდნისა და უნარების განვითარება მდგრადი მეწარმეობისა და ე.წ. „ლურჯი ეკონომიკის“ მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ წყლის რესურსებთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობებს, ეკოლოგიურად პასუხისმგებელ ბიზნესმოდელებსა და მდგრადი განვითარების თანამედროვე მიდგომებს.

ტრენინგ კურსი მოიცავდა საგანმანათლებლო სესიებს, პრაქტიკულ სამუშაოებს, ჯგუფურ აქტივობებსა და საველე ვიზიტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბებას.

პროექტში მონაწილეობამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა გაეღრმავებინათ ცოდნა მდგრადი განვითარების საკითხებში, შეეძინათ ახალი პროფესიული გამოცდილება და გაცნობოდნენ საერთაშორისო პრაქტიკას ახალგაზრდული საქმიანობისა და მეწარმეობის მიმართულებით.

სანგუ ულოცავს სტუდენტებს საერთაშორისო პროექტში წარმატებულ მონაწილეობას და უსურვებს მათ მომავალ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას.

 
სანგუს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 15 წლისაა

სანგუს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 15 წლისაა

ინტერვიუ პროფესორ ოთარ მათეშვილთან

მთარგმნელის პროფესია ერთდროულად ცოდნას, სიზუსტესა და დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მოითხოვს. დღევანდელ ინტერვიუში ვესაუბრებით სანგუს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ბატონ ოთარ მათეშვილს, რომელიც გვიამბობს, როგორ იქცა იდეა რეალობად და რა გზა გაიარა სკოლამ 15 წლის განმავლობაში. ინტერვიუში ბატონი ოთარი მოგვითხრობს როგორც სკოლის შექმნის ისტორიას, ისე მისი განვითარების, პროფესიული გამოცდილებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც თანამედროვე მთარგმნელის პროფესიას ახლავს.

ბატონო ოთარ, მოგესალმებით და გილოცავთ 15 წლის იუბილეს.

მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დაარსებისა და მისი განვითარების პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი წვლილი სკოლის 15 წლის იუბილეს აღნიშვნის ორგანიზებაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროგრამის მნიშვნელობას როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ სივრცეში.

გვიამბეთ, როგორ გაჩნდა მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის შექმნის იდეა 2011 წელს?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადრე ი. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი, 1980 წლიდან ფუნქციონირებდა სინქრონული თარგმნის განყოფილება, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და იქ მოხვედრა საკმაოდ რთული. ამ განყოფილებას ვხელმძღვანელობდი 1992 წლიდან 14 წლის განმავლობაში. ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლის შემდეგ ჩათვალეს, რომ ეს განყოფილება აღარ იყო საჭირო და დახურეს.

ჩვენ უნივერსიტეტში, სანგუში, მუშაობა დავიწყე მისი დაარსების პირველივე დღეებიდან, როგორც ენების ცენტრის ხელმძღვანელმა. პედაგოგების კონკურსის წესით შერჩევის შედეგად, გარკვეული რაოდენობა აღმოჩნდა „სინქრონის“ კურსდამთავრებული, რომლებიც იხსენებდნენ „ძველ დროს“. ასევე, ბევრი კითხულობდა, ხომ არ იყო ჩვენთან ანალოგიური კურსები. ეს აზრი მეც დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა და მივმართე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სინქრონული თარგმნის უმაღლესი სკოლის გახსნის შესახებ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო მათ მხარდაჭერისთვის.

როგორ განვითარდა სკოლა ამ 15 წლის განმავლობაში და რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები?

თავიდან, კონკურსი გამოცხადდა 3 ენაში, ისევე, როგორც ილიას უნივერსიტეტში, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში. კონკურსი ჩატარდა ინგლისურ და გერმანულ ენებში, ფრანგულის მსურველი არ აღმოჩნდა. განვლილი 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ინგლისური ენის მსურველები გვყავს.

ჩვენთან ჩაბარების მსურველებს ვთავაზობთ ე.წ. 4 მოდულს - ოთხ, სამ, ორ და ერთ-სემესტრიან კურსს. ყველა შემთხვევაში, ენის ცოდნის დონეა მინიმუმ B2. 4-სემესტრიანი მოდული გულისხმობს ნებისმიერი ასაკის და განათლების მქონე მსურველს, ასეთი მსურველი არ გვყოლია; 3-სემესტრიანი - ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრიატდამთავრებულს, ძირითადად, ასეთი მსმენელები გვყავს; 2-სემესტრიანს - ფილოლოგიის განხრით მაგისტრატურადამთავრებულს, გვყავდა 1 ჯგუფი, გერმანული ენით; და 1-სემესტრიანს - მოქმედ/პროფესიონალ მთარგმნელ/თარჯიმნებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, გვყავდა 10-მდე ასეთი ჯგუფი.

ზოგადად, თარგმნის თეორიულ ასპექტს დათმობილი აქვს შედარებით ნაკლები დრო. შეისწავლება ის უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია როგორც წერილობითი, ასევე თანმიმდევრული/სინქრონული თარგმნისთვის. ძირითადი ყურადღება გადატანილია პრაქტიკულ ასპექტზე, განსხვავებულ სფეროებსა და სპეციფიკაზე.

როგორ აფასებთ სკოლის კურსდამთავრებულების წარმატებას პროფესიულ სფეროში?

როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 25 აპრილს ჩატარდა ჩვენი სკოლის გახსნის 15 წელთან დაკავშირებული შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 50-მდე კურსდამთავრებული. ბევრმა, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, სხვადასხვა საშუალებით მოგვილოცა ეს თარიღი. ზოგადად, კურსდამთავრებულთა რაოდენობა 150-მდეა.

ჩვენთან საკმაოდ ხშირად გადიოდნენ პრაქტიკას პროფესიონალი მთარგმნელ/თარჯიმნები, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროდან, რომლებსაც ჰქონდათ თარჯიმნად მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება. ასეთი პროფესიონალების საკმაოდ გრძელი სიაა. თქვენი ნებართვით, დღეს გავიხსენებდი ეკა ხუნდაძეს, რომელიც მუშაობდა აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განყოფილებაში, როგორც პროექტის ხელმძღვანელი და თარჯიმანი/სინქრონისტი 17 წლის განმავლობაში; ან თეა ფუტკარაძეს - წამყვან თარჯიმანს ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში.

აქვე მინდა დავუმატო ანა ოღაძე და მარიამ კვერნაძე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს წერილობით თარგმანში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწესებულ კონკურსში. როგორც მოგახსენეთ, ჩამონათვალი შეიძლება გაიზარდოს.

რა უნარებსა და კომპეტენციებზე კეთდება აქცენტი სწავლების პროცესში?

ძირითად აქცენტი კეთდება, ზოგადად, ენის ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე, შესასწავლი/განსახილველი სფეროს სპეციფიკაზე როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი თარგმანის კუთხით.

რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება თარჯიმნისა და მთარგმნელის მომზადებაში და როგორ ხდება მისი ინტეგრირება პროგრამაში?

პრაქტიკული გამოცდილება არის უმნიშვნელოვანესი. ეს ეფუძნება სფეროს შერჩევას და ინტენსიურ ზეპირ/წერილობით თარგმანს ყველა სპეციფიკის გათვალისწინებით.

რა როლი აქვს აკადემიურ პერსონალს სკოლის წარმატებაში?

აკადემიური პერსონალის როლი არის გადამწყვეტი. ყოველი მათგანი არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, დიდი პრაქტიკული გამოცდილებით. მაგალითისთვის, გავიხსენებ 2012 წელს, როდესაც ვთარგმნეთ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ეპისტოლეთა სრული კრებული.

რას ნიშნავს თქვენთვის ეს 15-წლიანი გზა როგორც დამფუძნებლისთვის და ხელმძღვანელისთვის და როგორ ხედავთ სკოლის განვითარების მომავალ ეტაპს?

განვლილი 15 წელი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია, როდესაც ურთიერთობა გაქვს უმაღლესი დონის პროფესიონალ კოლეგებთან, უკვე მეგობრებთან, და კურსდამთავრებულებთან, როდესაც ისინი თავის დამოკიდებულებას ჩვენი სკოლის მიმართ გამოხატავენ 5-პუნქტიანი კითხვარის შევსებისას. უღრმესი მადლობა ყველას.

იგეგმება თუ არა პროგრამის გაფართოება ან ახალი მიმართულებების დამატება?

ამ ეტაპზე ცვლილებები არ გვაქვს დაგეგმილი; ზოგადად, ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და გამოწვევებს მთარგმნელობითი მიმართულებით.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ ამ სფეროში კარიერის დაწყებას?

ამ კარიერის დასაწყებად უნდა გაითვალისწინონ - აუცილებელია უცხო ენის ზედმიწევნით კარგად ფლობა და მზადყოფნა, რომ ჩადონ მაქსიმუმი საწადელი დონის/შედეგის მისაღწევად. ასევე ვურჩევდი, გაეცნონ ჩვენი უნივერსიტეტის საიტზე მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კურსდამთავრებულთა შეფასებას.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ.

მოამზადა: ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

სანგუში ვახტანგ ბუცხრიკიძის საჯარო ლექცია გაიმართა

4 მაისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ლექციის ფარგლებში მან ისაუბრა პროფესიული არჩევანისა და კარიერული განვითარების შესახებ, ამ გზაზე არსებულ მთავარ მოტივაციასა და გამოწვევებზე, ასევე თიბისი ჯგუფის განვითარების ისტორიაზე.

შეხვედრა საინტერესო იყო სტუდენტებისთვის, რადგან მათ ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ წარმატებული ლიდერის გამოცდილება, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები კარიერული განვითარების გზაზე.

 
სანგუს სტუდენტებმა Erasmus+ საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

სანგუს სტუდენტები სერბეთში გამართულ Erasmus+ საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები 21-29 აპრილის ჩათვლით Erasmus+ საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის „Entrepreneurship Education for Youth Workers“ ფარგლებში სერბეთში, ქალაქ ნოვი სადსა და პეტროვარადინში იმყოფებოდნენ.

პროგრამა აერთიანებდა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს, რომლებიც არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით მუშაობდნენ მეწარმეობის განათლების, სოციალური ინიციატივების, კრეატიული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ახალგაზრდული პროექტების განვითარების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ საერთაშორისო ვორქშოპებს, პრაქტიკულ აქტივობებსა და გუნდურ სამუშაო პროცესებს, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა გაეფართოებინათ ცოდნა, გაეზიარებინათ გამოცდილება და ემუშავათ მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოში.

პროგრამაში მონაწილეობდნენ: ხატია წიკლაური, ანა ჭინჭარაული, ალექსანდრა ნაფეტვარიძე, ნიკოლოზ ყოჩიაშვილი, დავით ღამბარაშვილი, ლაზარე ჩიკვინიძე, გიორგი ბესტავაშვილი და ნიკოლოზ ჯანაშვილი.

პროგრამა ასევე ხელს უწყობდა კულტურულ გაცვლას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალგაზრდებს შორის პროფესიული და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებას.

 
ვორქშოპი „AI - შენი კრეატიული თანაშემწე“

28 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა ვორქშოპი „AI - შენი კრეატიული თანაშემწე“, რომელსაც ესტუმრნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მოსწავლეები.

ვორქშოპი განხორციელდა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გაცნობას და მისი პრაქტიკული გამოყენების დემონსტრირებას.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პრინციპების შესახებ, გაეცნენ მის გამოყენების თანამედროვე მიდგომებს და აქტიურად ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებში. ვორქშოპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო AI ინსტრუმენტების გამოყენება კრეატიული ამოცანების შესასრულებლად, სადაც მოსწავლეებმა თავად გამოსცადეს ტექნოლოგიის შესაძლებლობები.

ვორქშოპს უძღვებოდა დავით კურცხალია, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე ხედვები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით.

სანგუ აგრძელებს სკოლებთან აქტიურ თანამშრომლობას და მოსწავლეებისთვის სხვადასხვა პროფესიული მიმართულების გაცნობას პრაქტიკული და ინტერაქტიული ფორმატით.

საგანმანათლებლო შეხვედრა „ქრისტიანული ტაძრის სიმბოლიკა“

2026 წლის 27 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა თემაზე „ქრისტიანული ტაძრის სიმბოლიკა“, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს მიეძღვნა.

შეხვედრას უძღვებოდა მარინა ხოსიტაშვილი, რომელმაც ისაუბრა ქრისტიანული ტაძრის სიმბოლიკის, მისი ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიება ემსახურებოდა ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის, სულიერი ტრადიციებისა და ისტორიული მნიშვნელობის უკეთ გააზრებას.

 
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აქტუალური საკითხები აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში

აკადემიური პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

28 აპრილს, სანგუში გაიმართა ონლაინ შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აქტუალურ საკითხებს აკადემიურ და კვლევით საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორი ძირითადი თემა: გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) და ავტომატიზებული ინსტრუმენტების გამოყენების რეკომენდაციები, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დამოწმების (ციტირების) პრინციპები აკადემიურ ნაშრომებში. ორივე დოკუმენტი შემუშავებულია უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტიან ინტეგრაციას სასწავლო და კვლევით პროცესში.

მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები, რაც ხელს უწყობს ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებასა და პრაქტიკაში დანერგვას.

ღონისძიება ემსახურებოდა აკადემიური პერსონალის ინფორმირებას, ცნობიერების ამაღლებასა და მხარდაჭერას ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით.

სანგუში მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის 15 წლის იუბილე აღინიშნა

სანგუში მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის 15 წლის იუბილე აღინიშნა

2026 წლის 25 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დაარსებიდან 15 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 2011 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში 100-ზე მეტი კურსდამთავრებული პრაქტიკოსი მთარგმნელი და თარჯიმანი მოამზადა.

სკოლას მისი დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს პროფესორი ოთარ მათეშვილი. მისი ხელმძღვანელობით პროგრამა მნიშვნელოვნად განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალი მთარგმნელებისა და თარჯიმნების მომზადების მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლის დაარსების ისტორიას და მის როლს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

სკოლის წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების პროფესიულ განვითარებაში და პროგრამის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში.

ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის წარდგინება

ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავი

2026 წლის 23 აპრილს შესრულდა 150 წელი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მისი დაარსების დროიდან ყოველ წელს 23 აპრილს აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის დღე. ეს დღე დაარსდა აკადემიკოს როინ მეტრეველის ინიციატივით. ივანე ჯავახიშვილის დღე რამდენჯერმე აღინიშნა სამეცნიერო კონფერენციით.

150 წლისთავთან დაკავშირებით ბატონ როინ მეტრეველის ინიციატივით გადაწყდა ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიების კრებულის გამოცემა, რომელშიც განხილული იქნებოდა ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეტაპები, შეფასებული იქნებოდა ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქის მეცნიერული მემკვიდრეობა. კრებული მომზადდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი როინ მეტრეველი. კრებულში წარმოდგენილა გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა ნაშრომები. კრებული იხსნება როინ მეტრეველი წინათქმით და მისი ნაშრომით ,,კავკასიოლოგია ივანე ჯავახიშვილის შემოქმედებაში“. კრებულში წარმოდგენილია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ქართული უნივერსიტეტის რექტორის ირაკლი ბრაჭულის, აკადემიკოს ავთანდილ არაბულის, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის, ასევე ვახტანგ გურულის, გიორგი ალიბეგაშვილის, ივანე ამირხანაშვილის, საბა მეტრეველის, ეკა დუღაშვილის და სხვათა ნაშრომები.

კრებულის გაცნობა დაინტერესებულ მკითხველს წარმოდგენას მისცემს რა დიდი ღვაწლი დასდო ივანე ჯავახიშვილმა არა მარტო ქართულ ისტორიოგრაფიას, არამედ საერთოდ ქართველოლოგიას.

 
შეხვედრა პროფესორ რომან სტრასერთან

შეხვედრა პროფესორ რომან სტრასერთან

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, შეხვდა პროფესორ რომან სტრასერს, რომელიც სანგუში საჯარო ლექციების ციკლს „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“ მართავს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების როლზე.

სანგუში პროფესორ რომან სტრასერის საჯარო ლექციების ციკლი გაიმართა

სანგუში პროფესორ რომან სტრასერის საჯარო ლექციების ციკლი გაიმართა

2026 წლის 20, 21 და 22 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ რომან სტრასერის საჯარო ლექციების ციკლი თემაზე „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“.

პროფესორი რომან სტრასერი, წარმოშობით ლუქსემბურგიდან, უკვე 37 წელზე მეტია საქმიანობს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის (ქრისტიან-დემოკრატები) ჯგუფის სამდივნოში. სხვადასხვა დროს მას ეკავა პოლიტიკური მრჩევლის, ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციები. იგი ასევე არის ევროპარლამენტის - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი გენერალური მდივანი.

ლექციების ფარგლებში განხილული იქნა ევროკავშირის შექმნა და განვითარება 50-იანი წლებიდან დღემდე, ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირება, ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა, ასევე ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესი, ევროკავშირის როლი მოქალაქეების ცხოვრებაში, თანამედროვე გამოწვევები და საქართველოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მომავალი.

ლექციების ციკლმა დამსწრეებს მისცა შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა ევროკავშირის ინსტიტუციური სისტემის, მისი მუშაობის პრინციპებისა და თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შესახებ.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

სანგუ მადლობას უხდის პროფესორ რომან სტრასერს საინტერესო, შინაარსიანი და მაღალპროფესიული ლექციებისთვის.

 
აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2026 წლის 16 აპრილს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის თანამშრომლობით.

ღონისძიებამ გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო მკვლევრები და მოიცვა მრავალფეროვანი მოხსენებები ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განწყობის თეორიის, გეშტალტ თერაპიის, მეტაკოგნიტური პროცესებისა და თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევების აქტუალური საკითხების შესახებ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პლენარული და თემატური სესიები, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კვლევები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიებში და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის პროფესიული გამოცდილება.

დღის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომლის ფარგლებში ფსიქოთერაპიის მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ კონფერენციაში მონაწილე იტალიელი სტუმრები: პროფესორი რაფაელე სპერანდეო - ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ქცევითი მეცნიერებების დოქტორი, ბაზილიკატის უნივერსიტეტის პროფესორი, F.I.S.I.G.-ის სრული პროფესორი და SIPGI-ის დირექტორი; ლუჩია ლუჩიანა მოსკა - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მუსიკათერაპევტი და პედაგოგი, Phenomena HUB APS-ის მკვლევარი, ISM მოზარდთა სერვისის კლინიკური მენეჯერი და SIPGI-ის პედაგოგი.

 

ქ. თბილისის 140-ე სკოლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ

ქ. თბილისის 140-ე სკოლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ

ქ. თბილისის 140-ე სკოლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში გაიმართა პროფესორ მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით.

მოსწავლეები დაესწრნენ სადემონსტრაციო ცდებს, თავად ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ეტაპობრივად დააკვირდნენ პროცესებს და დამოუკიდებლად შეაფასეს მიღებული შედეგები.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სანგუს ინფრასტრუქტურას და საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც მათ დაეხმარება მომავალი პროფესიული და აკადემიური არჩევანის უკეთ გააზრებაში.

 
ისტორია აუდიტორიის მიღმა

ისტორიის სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია თბილისის ისტორიულ და კულტურულ სივრცეში

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი კედლებს გასცდა და რეალურ ისტორიულ სივრცეში გადაინაცვლა. 2026 წლის 16 აპრილს ასოცირებული პროფესორ ნინო შიოლაშვილის ინიციატივით, მოეწყო გასვლითი ლექცია ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

გასვლითი ლექცია მიზნად ისახავდა თბილისის სულიერ, კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობასთან სტუდენტების ზიარებას. დღე დაიწყო ანჩისხატში, სადაც სტუდენტებმა VI საუკუნის ბაზილიკის ისტორიას და არქიტექტურას გაეცნენ. შემდეგ ჯგუფმა გადაინაცვლა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ განსაკუთრებული პატივით მოეგონებინათ უწმინდესი და უნეტარესი ილია II და კიდევ ერთხელ გაეაზრებინათ პატრიარქის უდიდესი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

შემეცნებითი პროცესი გაგრძელდა ჯვრის მამის ტაძარში, სადაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა უნიკალური ფრესკების დათვალიერება და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მოსმენა, რომელიც ძველ თბილისს იერუსალიმის სიწმინდეებთან აკავშირებს.

გასვლითი ლექცია ბუნების წიაღში დასრულდა. სასწავლო ტურის ფინალური ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღს დაეთმო. ისტორიული ძეგლების ნახვის შემდეგ, სტუდენტებმა ბუნების გარემოში გადაინაცვლეს, სადაც დაათვალიერეს ბაღის მრავალფეროვანი ფლორა, ჩანჩქერი და ისტორიული ხიდები. ეს იყო საუკეთესო შესაძლებლობა მიღებული ცოდნის გასააზრებლად.

მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინო შიოლაშვილს ასეთი შთამბეჭდავი, ემოციური და შინაარსობრივად დატვირთული დღისთვის.

 
სანგუს სტუდენტები Erasmus+ Sport საერთაშორისო პროექტში CYCLEPATHS მონაწილეობდნენ

სანგუს სტუდენტები Erasmus+ Sport საერთაშორისო პროექტში CYCLEPATHS მონაწილეობდნენ

სანგუს სტუდენტები ანა კოპალიანი და ლუკა კიპაროიძე Erasmus+ Sport პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტში CYCLEPATHS (Cyclepaths Training of Trainers) მონაწილეობდნენ, რომელიც 2026 წლის 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართა ქ. მუღლაში, თურქეთში.

პროექტი მიზნად ისახავდა ველო-კულტურის განვითარებას, ტრენერთა გადამზადებასა და ახალგაზრდებთან მუშაობის თანამედროვე მიდგომების გაზიარებას.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო კულტურული ველო-მარშრუტების დაგეგმვა, რომლის დროსაც მონაწილეებმა იმუშავეს მუღლას კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე დაფუძნებული ტურისტული ველო-მარშრუტების შექმნაზე და წარმოადგინეს საკუთარი ხედვები ჯგუფურ პრეზენტაციებში.

პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა ველოტურს მარშრუტზე ნარლი კაჰვე - კარაბაღლარის იაილა - მუღლა კონაქალთის კულტურის ცენტრი. რთული ამინდის პირობების მიუხედავად, მონაწილეებმა წარმატებით გადალახეს მარშრუტი, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო როგორც გუნდური მუშაობის, ასევე გამოწვევებთან ადაპტაციის თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა მენტეშეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები და სპორტული ინიციატივების განვითარების პერსპექტივები.

პროექტი განხორციელდა ERASMUS-SPORT-2025-CB პროგრამის ფარგლებში და მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა შეეძინათ პრაქტიკული გამოცდილება, გაეღრმავებინათ პროფესიული უნარები და აქტიურად ჩართულიყვნენ საერთაშორისო სპორტულ და საგანმანათლებლო ინიციატივებში.

 
მემორანდუმი პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან

პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან

წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა (სანგუ) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა პოლონეთის ნოვი სონჩის ბიზნეს სკოლასთან - National Louis University (WSB-NLU).

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას.

თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა - მობილობის შესაძლებლობების გაფართოება
  • სამეცნიერო და აკადემიური აქტივობები - ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და მათი საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნება
  • საერთაშორისო ღონისძიებები - სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები და საზაფხულო სკოლები

აღნიშნული პარტნიორობა სანგუს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უხსნის ახალ საერთაშორისო შესაძლებლობებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

საჯარო ლექცია - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“

საჯარო ლექცია - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“

2026 წლის 2 აპრილს, 14:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია აქტუალურ და კრეატიულ თემაზე - „როგორ დავამარცხოთ AI, წინდებით და მატრასებით“.

ლექციას უძღვებოდა თორნიკე ტურიაშვილი - ლექტორი, ტრენერი, „Kraken“-ისა და „Giffer“-ის დამფუძნებელი, „Invia“ ჰოლდინგის მარკეტინგის დირექტორი.

ლექციის ფარგლებში სპიკერმა ისაუბრა ტექნოლოგიურ გამოწვევებზე, კრეატიულ მიდგომებსა და მარკეტინგულ სტრატეგიებზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრულ გარემოში ინოვაციური გადაწყვეტილებების მნიშვნელობას.

შეხვედრა საინტერესო იყო როგორც მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის, ისე სტუდენტებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ციფრული სამყაროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაში.

 
სანგუში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება
Event Image 1 Event Image 2

სანგუში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება

2026 წლის 31 მარტს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ვიქტორი და მე“ ჩვენება.

ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრის, ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის, ვიქტორ ფრანკლის დაბადების თვეს და ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის დაარსების 100 წლის იუბილეს.

ფილმის რეჟისორია ალექსანდრ ვესელი, ვიქტორ ფრანკლის შვილიშვილი. დოკუმენტური ფილმი ქართულად გახმოვანებულია ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.

კინოჩვენება განხორციელდა კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) და ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიებას დაესწრო CALEA-ის პრეზიდენტი ნინო ბერძნიშვილი, რომელმაც დამსწრეებს გააცნო ვიქტორ ფრანკლის მოწაფეების გამოცდილება და ლოგოთერაპიის განვითარების თანამედროვე ხედვები.

დამსწრეებს სიტყვით ასევე მიმართა სანგუს პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა, ფსიქოლოგიის პროგრამების ხელმძღვანელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ვიქტორ ფრანკლის იდეების მნიშვნელობას თანამედროვე ფსიქოლოგიისა და განათლების სივრცეში.

კინოჩვენებამდე გაიმართა მოკლე შესავალი ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ, რამაც დამსწრეებს საშუალება მისცა უკეთ გაეცნოთ მისი იდეები და გავლენა თანამედროვე ფსიქოთერაპიაზე.

პატრიარქი ილია მეორე ქართული ენის შესახებ
Event Image 1 Event Image 2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ქართული ენის შესახებ

2026 წლის 26 მარტს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ქართული ფილოლოგიის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტთა სამეცნიერო სესია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

სესია გახსნა პროფესორმა მანანა ტაბიძემ, რომელმაც წაიკითხა მოხსენება თემაზე „ქართული ენის პრობლემური საკითხების შეფასება საქართველოს პატრიარქის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში“.

ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა სალომე იაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „ილია მეორე ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობის შესახებ“.

სტუდენტმა ელენე აბიათარმა აუდიტორიას გააცნო საკითხი „პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გამოცემული საღვთისმეტყველო ლიტერატურის ენობრივი თავისებურებები“.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა მსჯელობა, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საკითხებზე და გაცვალეს მოსაზრებები ქართული ენის თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით.

მადლობა, პატრიარქო!

მადლობა, პატრიარქო!

არის სიჩუმე, რომელიც სიტყვებზე მეტს ამბობს... სიჩუმე, რომელიც გულს ამძიმებს და მოგონებებს აცოცხლებს. დღეს სწორედ ასეთ სიჩუმეში ვიხსენებთ ჩვენს პატრიარქს, ილია II, ადამიანს, რომლის არსებობაც თავად იყო იმედი, ხოლო მისი სიტყვა ნუგეში მთელი ერისთვის. არის დანაკარგი, რომელსაც სიტყვები ვერ იტევს... არის ტკივილი, რომელიც მარად იცხოვრებს ყველა ქართველის გულში. რთულია ისაუბრო წარსულში მის უწმინდესობაზე, ადამიანზე, რომელმაც მთელი ერი სიყვარულით გააერთიანა. ის იყო ადამიანი, რომლის სიტყვა ყოველთვის აღწევდა ადამიანის გულამდე.

ჩვენი პატრიარქი ყველასთვის იყო სულიერი მამა, რომელიც თავის შვილებს არასდროს ტოვებდა და იყო იქ, სადაც თავის ხალხს უჭირდა. პატრიარქი ყოველთვის გვასწავლიდა მოთმინებას, სიმშვიდეს და გვაძლევდა რწმენას, რომ ბნელშიც კი არსებობს სინათლე. მისი მზერა სითბოს ასხივებდა, მისი სიტყვა კი სიბრძნეს, რომელიც თაობებს გადაეცემოდა.

დღეს, როცა მის გარეშე გვიწევს სამყაროს დანახვა, ყველაფერი სხვანაირია, თითქოს ყველაფერმა ფერი დაკარგა. მზეც სხვანაირად ანათებს, ხალხიც სხვანაირია, ყველას თვალებში დაინახავ სევდას და დარდს, რაც ჩვენმა უწმინდესმა დატოვა მისი ამ ქვეყნიდან წასვლით. თუმცა ყველას თვალებში არის ცოტა სიხარული, სიხარული იმისა, რომ საქართველოს ჰყავს და ეყოლება ზეციური მფარველი და მლოცველი, რომელიც იყო, არის და იქნება ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით.

როგორც სტუდენტი იმ უნივერსიტეტისა, რომელიც 2008 წელს მისი ლოცვა-კურთხევით დაარსდა, კიდევ უფრო გაორმაგებულ ტკივილსა და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. უნივერსიტეტში შესვლის დროს ყოველი დერეფანი, ყოველი აუდიტორია თითქოს მისი უხილავი სითბოთი და სიყვარულით არის სავსე. მისი სულიერი მემკვიდრეობა მხოლოდ წარსული არ არის, ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ, ახალგაზრდები, უნდა გავყვეთ. მისი სიტყვა დღესაც ცოცხლობს ჩვენში, ჩვენს აზრებში და ჩვენს მომავალში. ჩემი გული დიდი სიხარულით და პასუხისმგებლობით ივსება. სიხარულით - იმიტომ, რომ ვარ იმ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც მისი უწმინდესობის მიერ არის დაარსებული და პასუხისმგებლობით - იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის, როგორც სტუდენტის, მოვალეობაა, მოვუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც ჩვენმა დიდმა პატრიარქმა დაგვიტოვა.

არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი პირველი შეხვედრა ჩვენს უწმინდესთან. ვმადლობ უფალს, რომ მომეცა საშუალება პირადად მენახა ის. ეს იყო 2017 წლის 17 მაისი, მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. 17 მაისს ვიყავი ოჯახის სიწმინდის დღისთვის გამართულ მსვლელობაზე, სადაც ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვიყავი შემოსილი. როდესაც მსვლელობით სამებაში მივედით, იქ დაგვხვდა ჩვენი ტკბილი პატრიარქი. ჩემი მთავარი მიზანი იყო შევსულიყავი სამების საკურთხეველში და შორიდან მაინც დამენახა მისი უწმინდესობა. უფალს ვეხვეწებოდი, გთხოვ მომეცი საშუალება შორიდან მაინც დავინახოთქო და მართლაც, უფლის წყალობით, ხალხის რიგები გავარღვიე, შევედი სამების საკურთხეველში და დავინახე ჩვენი უწმინდესი. გავჩერდი, ვეღარ ვინძრეოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უფალი დავინახე და საოცარი სიხარული ვიგრძენი. ვხედავდი როგორ მიდიოდნენ სასულიერო პირები მასთან და უეცრად, ჩემი უძვირფასესი მეუფის წყალობით, მეც აღმოვჩნდი უწმინდესის წინაშე, გავაკეთე დიდი მეტანია და მივედი. არ ვიცი რა მოხდა ჩემს თავს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გული გამიჩერდა, აღარაფერი მესმოდა. მივედი პატრიარქთან, დამლოცა, ხელზე ვეამბორე და სახეზე მომეფერა, არ ვიცი - ყველაფერი გაჩერდა, ჩემი თვალები ცრემლებით აივსო და როგორც კი გამოვედი უწმინდესისგან მინდოდა ყველასთვის მომეყოლა რა გადამხდა თავს. მაშინ კიდევ ვერ ვიაზრებდი თუ რაოდენ დიდი ადამიანის წინაშე ვიდექი.

ვმადლობ ღმერთს, რომ მოვესწარი ამ ეპოქალურ პატრიარქს, რომელმაც აღაშენა ქართული ეკლესია და უდიდესი როლი ითამაშა ქართული სულის გამოღვიძებაში. დღეს, როცა მის სახელს ვიხსენებთ, ცრემლი უნებურად მოდის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვაკლია, არამედ იმიტომ, რომ გვახსოვს, როგორი დიდი ადამიანი გვყავდა. მისი ყოველი სიტყვა, ყოველი დარიგება, ყოველი ლოცვა ახლა კიდევ უფრო ღირებული და ძვირფასი ხდება. სევდა მძიმეა, მაგრამ ამ სევდაში არის მადლიერებაც, მადლიერება იმისა, რომ გვასწავლა უანგარო სიყვარული, ერთობა და რწმენა.

დრო გადის, თაობები იცვლება, მაგრამ ასეთი ადამიანები არასდროს ქრებიან. ისინი რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს სიტყვებში, ჩვენს ცხოვრებაში და სანამ ჩვენ ვაგრძელებთ იმ გზას, რომელიც მათ დაგვიტოვეს, ისინი ყოველთვის ჩვენთან იქნებიან.

პატრიარქის ოცნება იყო, რომ ენახა გაერთიანებული ერი და ასეც მოხდა. თავისი წასვლით მან გააერთიანა ქართველი ერი და ეს დღეები მხოლოდ ერთი სიტყვა ისმის მთელ საქართველოში, - „გვიყვარხარ, პატრიარქო“, „მადლობა, პატრიარქო“ და მაინც... არის სიჩუმე, რომელიც ყველაფერს ამბობს. არის სევდა, რომელიც სიტყვებზე უფრო ძლიერია.

მიყვარხარ, პატრიარქო! მადლობა, პატრიარქო!

ლუკა კიპაროიძე
SANGU-ს სტუდენტი

ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილი - ილია II

ღვთის ხატად და მსგავსად ქმნილი - ილია II

მზე ჩაესვენა ისე, თითქოს სინათლემ თავადვე დახუჭა თვალები და ქალაქს სიჩუმის მძიმე საბურველი გადააფარა.

ქალაქი ნელ-ნელა ჩაიძირა მდუმარებაში, რომლის გულშიც იდგა სიონის ჭაღარა ტაძარი - ჩუმი, დამძიმებული, თითქოს თავადაც გლოვობდა...

ჰაერი სავსე იყო უთქმელი სიტყვებით. ადამიანები თავჩაღუნულნი, მდუმარედ მივუყვებოდით გზას სამებისკენ... გზას, რომელიც ადამიანთა უწყვეტი ნაკადით იყო სავსე.

თითქოს თითოეული ჩვენგანი საკუთარ ჯვარს ატარებდა და გოლგოთის გზას მიუყვებოდა - არა მხოლოდ ტკივილით, არამედ იმ რწმენითაც, რომ სიკვდილი დასასრული არ არის... რომ არსებობს სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე.

ერთი ტკივილი გვაერთიანებდა, თუმცა ყველას თავისებურად გვტკიოდა. ეს არ იყო მხოლოდ სევდა - ეს იყო დანაკარგი, რომელიც ერთდროულად შეეხო მთელ ერს.

თითქოს თავად ბუნებაც დადუმებულიყო. დუმდა სიონი...

მტკვრის დინება აღარ ჰგავდა ხმაურს - ის უფრო ცრემლს მიაგავდა, ვიდრე წყალს. ცაც დამძიმებულიყო - მძიმე, მოღრუბლული, ადამიანთა გულებივით სევდიანი.

და დუმდა ხალხიც...

ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ხმაზე მეტად ყვიროდა...

დაობლდა საქართველო...

დაობლდა ქართველი ერი...

დაობლდა სრულიად მართლმადიდებელი სამყარო...

დაობლდა ჩვენი უნივერსიტეტიც - ადგილი, რომლის შექმნასა და განმტკიცებაში თავად უწმინდესის ლოცვა და კურთხევა იყო ჩადებული...

როგორი იყო იგი ჩემთვის?

წელში მოდრეკილი, მაგრამ სულით კლდესავით მტკიცე...

ჭაღარა, მშვიდი, ტკბილხმიანი...

ადამიანი, რომელიც სიტყვებით კი არა - სიყვარულით ქადაგებდა.

მის მზერაში იყო სიმშვიდე. მის ხმაში - მამობრივი სითბო. მის დუმილშიც კი - რწმენა.

ის იყო კაცი, რომელიც ზეცასა და მიწას შორის იდგა - თითქოს ანგელოზი იყო ადამიანთა შორის...

მისი არსებობა თავად იყო ლოცვა - უხმო, მაგრამ ყოვლისმომცველი.

მისი თბილი, ღვთისმიერი ხელით დალოცვა დღემდე რჩება ჩვენს გულში.

მისი სიტყვები კი - დროის მიღმაც აგრძელებენ სიცოცხლეს.

ვგლოვობთ...

მაგრამ ამ გლოვაშიც არის მადლიერება და სიხარული, რადგან თქვენ არ წასულხართ ბოლომდე. დარჩით ტაძარში დარეკილი ზარის ხმაში... ანთებულ სანთლებში... ჩუმ ლოცვებში... და იმ გზაზე, რომელიც თქვენ გვაჩვენეთ - გზაზე, რომელსაც ახლა ჩვენ უნდა გავყვეთ.

მზიანი ღამე ჩაესვენა...

და იქ, სადაც ადრე სიტყვები ისმოდა, ახლა ლოცვა დგას.

ჩემს გულს ორი გრძნობა ერთდროულად ავსებს - მწუხარება და სიხარული...

მწუხარება - რადგან დავობლდი… დავკარგე სულიერი მამა, ნუგეში და ამქვეყნიური ანგელოზი...

და სიხარული - რადგან მქონდა ბედნიერება მეცხოვრა თქვენს ეპოქაში... ვყოფილიყავი იმის ნაწილი, რასაც თქვენი მადლიანი ხელი შეეხო...

ახლა კი...

ზეცად კიდევ ერთი მფარველი ანგელოზი გვყავს.

დასრულდა ეპოქა...

ეპოქა, რომელმაც შეცვალა ერის სულიერი ყოფა...

ეპოქა, რომელმაც ჩვენი იდენტობის ნაწილი განსაზღვრა...

დღეს სიცარიელე საერთოა... მაგრამ სწორედ ახლა იწყება გზა - უფრო აღმართიანი, უფრო მძიმე, რომელიც უნდა გავიაროთ, რათა თქვენი დარიგება, კურთხევა და სიყვარული სიცოცხლედ ვაქციოთ.

მშვიდობით!.. ვინც სიცოცხლე სიყვარულით დაგვიტკბე... ვინც სიჩუმეშიც კი ლოცვად დარჩით...

მიყვარხართ, პატრიარქო!..

ლიკა ტოკლიკიშვილი
SANGU-ს სტუდენტი

 
ეპოქის სინათლე - ილია II

ეპოქის სინათლე - ილია II

მდუმარედ ვზივარ და ვფიქრობ, მე, რიგით ადამიანს, რა შემიძლია განსაკუთრებული ვთქვა პიროვნებაზე, ლეგენდაზე, ეპოქალურ ადამიანზე, რომელსაც მთელი ქვეყანა ფეხზე დაუდგა. ვზივარ და ჩემთვის ვფიქრობ, როგორ? როგორ შეუძლია ადამიანს, ღვთისგან მოვლენილს, ასე შეაყვაროს თავი ვინმეს კი არა, მთელ ქვეყანას?!

ილია II, ჩვენი დროის ეპოქალური სულიერი პიროვნება, წარმოადგენდა გარდამტეხ ძალას არა მხოლოდ საეკლესიო სივრცისთვის, არამედ მთელი ერის სულიერი და მორალური განვითარებისათვის. მისი ცხოვრება იყო უკიდეგანო ნიჭისა და ღვთიური მოწოდების განზოგადება - ნიჭისა, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ საკუთარ თავში აძლიერებს, არამედ მთელ საზოგადოებას განანათლებს.

არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება დროის საზღვრებს სცდება და მარადისობის ნაწილად იქცევა. ასეთთა შორის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჩვენი პატრიარქი, ილია II - სულიერი მამა, რომლის სიტყვაც, როგორც თავად იტყოდა, მუდამ გვახსენებდა: „სიყვარული არის ერთადერთი ძალა, რომელიც სამყაროს გადაარჩენს.“

მისი მოღვაწეობა არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის მსახურება - ეს იყო სულიერი გზის გაკვალვა ერისთვის. ეპოქების ქარიშხალში, როდესაც საზოგადოება ხშირად კარგავდა წონასწორობას, მისი ხმა იმედიანად ჩაგვესმოდა: „არ არსებობს ადამიანი სიყვარულის გარეშე, როგორც არ არსებობს სიცოცხლე სუნთქვის გარეშე.“

ეს სიტყვები არ იყო მხოლოდ ქადაგება - ეს იყო ცხოვრების წესი, რომელიც თავად განასახიერა.

მის ხმაში შემჩნეული უჩვეულო სიჩუმე იყო სასწაული, რომელიც მისი პირიდან, როგორც მელოდია, ისე გაისმოდა ყოველი ქადაგებისას.

ილია II იყო მშვიდობის მქადაგებელი იმ დროს, როდესაც დაპირისპირება თითქოს გარდაუვალი ჩანდა. იგი გვასწავლიდა, რომ „ბოროტებას ვერ დაამარცხებ ბოროტებით“ და ამ უბრალო, მაგრამ ღრმა ჭეშმარიტებით ადამიანებს ერთმანეთისკენ აბრუნებდა.

მისი სულიერი ავტორიტეტი არ მოდიოდა ძალაუფლებიდან - ის მოდიოდა სიმდაბლიდან. „სიმდაბლე არის გზა ღვთისკენ,“ - ამბობდა იგი, და თავად იყო ამ გზის ნათელი მაგალითი.

ამიტომაც, წლების განმავლობაში, იგი იქცა არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლად, არამედ ერის სინდისად - იმ ხმად, რომელიც რთულ დროსაც კი იმედს არ კარგავდა.

დღეს, როდესაც ვემშვიდობებით მას, განსაკუთრებით მძაფრად გვესმის მისი სიტყვების ძალა: „ადამიანი მაშინ არის ძლიერი, როდესაც მას სიყვარული შეუძლია.“

და ის მართლაც ძლიერი იყო, მან შეძლო და გააერთიანა ქვეყანა, ერი და ბერი. ადამიანების უწყვეტი ნაკადი ყოველდღიურად მიედინებოდა სამების ტაძრისკენ, მან შეძლო და გააერთიანა საქართველო. ქალები, ბავშვები, მოხუცები, ორსულები თუ შშმ პირები იდგნენ საათობით რიგებში და ფეხს არ იცვლიდნენ ქარსა თუ წვიმაში, რომ ჩვენს ძვირფას პატრიარქს ბოლოჯერ გამომშვიდობებოდნენ.

ვიდექი და გულში ვფიქრობდი...

ნეტავ დღეს რამდენი ადამიანია აქ მოსულთა შორის, რომელთაც დიდი ხანია ტაძრის კარი არ შეუღია, თუმცა ამ უდიდესმა და მტკივნეულმა დანაკარგმა აქამდე მოიყვანა. მან, ჩვენმა ძვირფასმა პატრიარქმა ნამდვილად შეძლო და გააერთიანა ჯიუტი ქართველი ერი!

ეს არის მისი მემკვიდრეობა - არა მხოლოდ ტაძრები, არა მხოლოდ ისტორიული გზა, არამედ სულიერი საზრდო, რომელიც მომავალ თაობებსაც გაანათლებს.

ილია II გადაინაცვლა მარადიულ სამყაროში, მაგრამ მისი ნათქვამი სიტყვა, მისი ლოცვა, მისი სულიერი ძალა დარჩა - მარადიულ სინათლედ.

და იქნებ სწორედ ამიტომ, ეს არ არის დასასრული. ეს არის გაგრძელება - მისი სიტყვის, მისი სიყვარულის, მისი რწმენის.

და ბოლოს, როდესაც ბოლო წუთების ათვლა დაიწყო, მისი ტკბილი ხმა ყოველ ჩვენგანს ჩაესმოდა, ვით დედის იავნანა,
მიყვარხარ საქართველო!
მიყვარხარ საქართველო!
მიყვარხარ საქართველო!

ნინო ასანიძე
SANGU-ს კურსდამთავრებული

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებთან“

სანგუმ „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2026 წლის 16 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტსა და „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას, პროფესიული უნარების განვითარებას და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტივობების შეთავაზებას, მათ შორის ტრენინგებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტების ჩართულობა პრაქტიკულ საქმიანობაში, სტაჟირებისა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის გზით, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას რეალურ გარემოში განავითარონ ცოდნა და უნარები.

 
სტუდენტური იდეებიდან რეალურ პროექტებამდე

სტუდენტური იდეებიდან რეალურ პროექტებამდე - ინტერვიუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტთან

„ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი იგრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია.“

უნივერსიტეტის ცხოვრებაში სტუდენტური თვითმმართველობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის სივრცე, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაცვა, იდეების გაზიარება და უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა. თვითმმართველობის პრეზიდენტის პოზიცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ლიდერობას მოითხოვს, რადგან ის ერთგვარ ხიდს ქმნის სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის.

ინტერვიუში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, საუბრობს სტუდენტური ცხოვრების გამოწვევებზე, განხორციელებულ პროექტებსა და მომავალ გეგმებზე.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობა საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაა. რა იყო მთავარი მოტივაცია, რომელმაც ამ გზის არჩევა გადაგაწყვეტინათ?
ჩემი მთავარი მოტივაცია იყო სურვილი, რომ სტუდენტების ხმა რეალურად ყოფილიყო გაგონილი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტი არ უნდა იყოს მხოლოდ სწავლის ადგილი, ის უნდა იყოს სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ განვითარება, იდეების რეალიზება და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.

ადრე ნაკლებად ვიყავით ჩართული სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებებსა და აქტივობებში. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ამ პროცესებში აქტიურად ჩართვა, რაც, ვფიქრობ, წარმატებით შევძელით. სწორედ ცვლილებების განხორციელების სურვილმა გადამაწყვეტინა ამ გზის არჩევა.

როგორი იყო თქვენი პირველი დღე პრეზიდენტის სტატუსით, რა ემოცია და პასუხისმგებლობა იგრძენით მაშინ?
პირველი დღე ჩემთვის ძალიან ემოციური და ამავე დროს საპასუხისმგებლო იყო. ერთი მხრივ დიდი სიამაყე ვიგრძენი, რადგან სტუდენტებმა ნდობა გამომიცხადეს, ხოლო მეორე მხრივ გავიაზრე, რომ ეს ნდობა დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. სწორედ მაშინ დავისახე მიზანი, რომ ჩემი საქმიანობა რეალური ცვლილებების მომტანი ყოფილიყო.

თქვენი აზრით, დღეს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც სტუდენტები დგანან უნივერსიტეტში?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სტუდენტების ინფორმირებულობა და ჩართულობაა უნივერსიტეტის პროცესებსა და აქტივობებში. ხშირად სტუდენტებს აქვთ საინტერესო იდეები, თუმცა არ იციან როგორ და სად უნდა გააჟღერონ ისინი. ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ უფრო გახსნილი პლატფორმა, სადაც თითოეული სტუდენტი იგრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

სტუდენტური თვითმმართველობა ხშირად განიხილება როგორც ხიდი ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის. როგორ ახერხებთ ამ ბალანსის შენარჩუნებას?
ამ ბალანსის შენარჩუნების მთავარი გზა, ჩემი აზრით, არის მჭიდრო კომუნიკაცია და ნდობა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სტუდენტების პრობლემები და იდეები მივიტანოთ ადმინისტრაციამდე, ხოლო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები სწორად ავუხსნათ სტუდენტებს. სწორედ დიალოგი ქმნის ეფექტურ თანამშრომლობას.

თქვენს გუნდთან ერთად განხორციელებული რომელი ინიციატივა ან პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად?
ვფიქრობ, ყველა პროექტი გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ინიციატივები, რომლებმაც რეალურად გააძლიერა სტუდენტური ცხოვრება. ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო შეხვედრები, სტუდენტური აქტივობები, ბანაკები თუ სხვადასხვა სოციალური პროექტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ინიციატივები, რომლებმაც სტუდენტებს ახალი გამოცდილება და შესაძლებლობები მისცა.

არის თუ არა ისეთი იდეა ან პროექტი, რომლის განხორციელებაც ჯერ ვერ მოახერხეთ, მაგრამ მომავალში აუცილებლად გსურთ?
დიახ, ყოველთვის არსებობს იდეები, რომელთა სრულად განხორციელება დროის ან რესურსების გამო ვერ ხერხდება. მაგალითად მსურს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი სტუდენტური პროგრამების შექმნა, რომლებიც სტუდენტებს პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება, როგორიცაა სტაჟირებები, საერთაშორისო პროექტები და გაცვლითი პროგრამები. ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ჩართული ვართ სხვადასხვა საგრანტო პროექტში და გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო დონეზე.

რამდენად აქტიურები არიან სტუდენტები უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რა გზებით ცდილობთ მათი ჩართულობის გაზრდას?
სტუდენტებში ნამდვილად დიდი პოტენციალია, თუმცა ზოგჯერ საჭიროა სწორი მოტივაცია და შესაბამისი პლატფორმა. სწორედ ამიტომ ვცდილობთ უფრო მეტი აქტივობისა და ინიციატივის ორგანიზებას, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი იდეების გაზიარება და განხორციელება. ჩვენი მიზანია, სტუდენტებმა იგრძნონ, რომ სწორედ ისინი ქმნიან უნივერსიტეტის ცხოვრებას.

თქვენი საქმიანობის განმავლობაში ალბათ არაერთ გამოწვევას შეხვდით. რომელმა სირთულემ შეგძინათ მეტი გამოცდილება?
ყველაზე დიდი გამოცდილება მომცა იმ სიტუაციებმა, როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღება გახდა საჭირო და სტუდენტების ინტერესების სხვადასხვა რეალობასთან დაბალანსება მოგვიწია. ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ დროს სწავლობ პასუხისმგებლობის აღებას, გუნდურ მუშაობას და პრობლემების კონსტრუქციულად გადაწყვეტას.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს სტუდენტურ თვითმმართველობაში, რათა ის კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს?
ვფიქრობ მნიშვნელოვანია მეტი გამჭვირვალობა და სტუდენტებთან აქტიური კომუნიკაცია. ჩვენ ვაძლევთ თითოეულ დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობას ჩაერთოს გუნდში და თავისი იდეებით გააძლიეროს სტრუქტურა. როდესაც თვითმმართველობა გახსნილია და სტუდენტები ხედავენ მის რეალურ საქმიანობას, ნდობაც და ეფექტიანობაც მნიშვნელოვნად იზრდება.

თქვენი პრეზიდენტობის შემდეგ რა მემკვიდრეობა გსურთ დაუტოვოთ სტუდენტურ თვითმმართველობას?
მსურს დავტოვო ძლიერი, აქტიური და სტუდენტებზე ორიენტირებული თვითმმართველობა. გუნდი, რომელიც ყოველთვის მზად იქნება სტუდენტების ინტერესების დაცვასა და მათ განვითარებაზე მუშაობისთვის. ასევე მინდა დავუტოვო იმ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლებმაც რეალურად შეძლეს ჩვენი მხარდაჭერა და თვითმმართველობა ახალ ეტაპზე გადაიყვანეს.

რას ურჩევდით იმ სტუდენტებს, რომლებსაც მომავალში ლიდერობა სურთ?
პირველ რიგში არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის. ლიდერობა ნიშნავს არა მხოლოდ პოზიციას, არამედ პასუხისმგებლობას ადამიანებისა და იდეების წინაშე. იყავით აქტიურები, მოუსმინეთ სხვებს და მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილებები.

მოამზადა: ნინო აბრამიშვილი
ფოტო: ნუგზარ შონია

როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი

დასრულდა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ ლექცია-სემინარების ციკლი

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ ფარგლებში 25 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მესამე, დასკვნითი შეხვედრა თემაზე „როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“.

შეხვედრას უძღვებოდა გია პირადაშვილი, „შატო მერესა“ და „Winiveria“-ს დამფუძნებელი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება მეწარმეობის, ბიზნესის განვითარების და ბაზარზე პოზიციონირების მიმართულებით.

ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესის შექმნის საწყისი ეტაპები, იდეის ფორმირების პროცესი, რისკების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა და იმ გადაწყვეტილებების როლი, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის ზრდასა და მდგრად განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მეწარმეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ უნარებს, რომლებიც წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, ემსჯელათ პრაქტიკულ შემთხვევებზე და უკეთ გაეაზრებინათ, რა ეტაპებს გადის ბიზნესი იდეიდან რეალურ პროდუქტამდე და წარმატებულ ბრენდამდე.

დასკვნითი შეხვედრით დასრულდა სამდღიანი ლექცია-სემინარების ციკლი, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ბიზნესის ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებას, საბანკო სექტორის თავისებურებებს, ESG და კიბერუსაფრთხოების პროფესიულ შესაძლებლობებს.

მესამე დღეს მონაწილეებს გადაეცათ სამდღიან ლექცია-სემინარების ციკლში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მადლობას უხდის გია პირადაშვილს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების წარმოჩენა.

 
ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ ფარგლებში მეორე შეხვედრა გაიმართა

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ ფარგლებში 24 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მეორე შეხვედრა უფროსკლასელებისთვის თემაზე „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია, ESG მიმართულების კოორდინატორი ლევან გოგოლაძე და კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა.

მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციების, ფინანსური ინსტიტუტების როლის, ESG მიმართულებით კარიერული შესაძლებლობებისა და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და უშუალოდ ესაუბრათ დარგის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ქვიზი, რომლის გამარჯვებულებს საქართველოს საბანკო ასოციაციისა და სანგუს სახელით გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები.

სანგუ მადლობას უხდის საქართველოს საბანკო ასოციაციას თანამშრომლობისთვის, მოწვეულ სპიკერებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის.

 
დაიწყო პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“

დაიწყო პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“

23 თებერვალს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - ბიზნესის ადმინისტრირება“ პირველი შეხვედრა თემაზე „ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი“.

შეხვედრას უძღვებოდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის ავტორი და გენერალური პროდიუსერი. მოსწავლეებმა მოისმინეს რეალური ბიზნეს ქეისები, იმსჯელეს მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციებზე და მედიის როლზე ეკონომიკაში. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

პროექტი გრძელდება და მომდევნო შეხვედრები დაგეგმილია შემდეგ თემებზე:

  • 24 თებერვალი, 2026 - „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“
  • 25 თებერვალი, 2026 - „როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“
 
დასრულდა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი“ იმიტირებული პროცესები

დასრულდა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი“ იმიტირებული პროცესები

20 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დასრულდა პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია - სამართალი“ ფარგლებში ორგანიზებული იმიტირებული პროცესების ოთხსაფეხურიანი ციკლი, რომელიც განკუთვნილი იყო სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებული XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის.

პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის სამართლის სფეროს პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზება და პროფესიის შინაარსისა და სპეციფიკის გაცნობა რეალურ პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

ციკლის ფარგლებში გაიმართა ოთხი შეხვედრა. 9 და 12 თებერვალს ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები, სადაც მოსწავლეები გაეცნენ სისხლის სამართლის პროცესის ძირითად ელემენტებს, ბრალდებულის უფლებებსა და პროცესუალურ გარანტიებს, საქმის წარმოების ლოგიკასა და გამოძიების ჩატარების ძირითად მიდგომებს. 16 თებერვალს მონაწილეებმა შეისწავლეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მასალები, რის საფუძველზეც მოემზადნენ დასკვნითი ეტაპისთვის.

20 თებერვალს იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში გაიმართა დასკვნითი იმიტირებული პროცესი, სადაც მოსწავლეებმა პრაქტიკულად წარმოაჩინეს მიღებული ცოდნა და უნარები. მათ იმუშავეს მოწმის დაკითხვის პროცედურაზე, დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკაზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის არსსა და ჩხრეკა-ამოღების წესებზე, რაც სამართლის სფეროს პროფესიული უნარების უკეთ გააზრებაში დაეხმარათ.

იმიტირებული პროცესების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ მიზნად ისახავს უფროსკლასელებისთვის პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას და მათთვის ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას.

„აღმოაჩინე შენი პროფესია“ - ფსიქოლოგიის შეხვედრა სანგუში

„აღმოაჩინე შენი პროფესია“ - ფსიქოლოგიის შეხვედრა სანგუში

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგიის მიმართულებით დაინტერესებულ აბიტურიენტებისთვის.

შეხვედრას უძღვებოდა სანგუს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარმომადგენლები: რუსუდან კილაძე, ხატია გოგოლაძე და უჩა მაჭარაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ფსიქოლოგიის განვითარება მსოფლიოში და საქართველოში, პიროვნების განვითარების ფსიქოლოგია, ადამიანის ცხოვრებაზე მოქმედი ფაქტორები და ბავშვის განვითარების ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერებისა და პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას, ასევე კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა მხარდაჭერას.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაეღრმავებინათ ცოდნა ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ.

 
SANGU-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გრძელდება Haile College of Business-თან შეხვედრებით

SANGU-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გრძელდება Haile College of Business-თან შეხვედრებით

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გრძელდება პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლასთან (Haile College of Business) სამუშაო შეხვედრებით

შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, ერთობლივი აკადემიური პროგრამების განვითარება და მიმდინარე ინიციატივების გაფართოების შესაძლებლობები

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი პროგრამების შექმნას, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო ფართო აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს გაუხსნის

ვიზიტის აღნიშნული ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს SANGU-სა და NKU-ს შორის პარტნიორობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მიმართულებით

SANGU-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

SANGU-ს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვიზიტი დაიწყო პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში (Northern Kentucky University) სამუშაო შეხვედრებით, რომელიც გაიმართა ინფორმატიკის კოლეჯთან (College of Informatics, Northern Kentucky University).

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს არსებული ერთობლივი პროგრამების განვითარების პერსპექტივები, ახალი აკადემიური შესაძლებლობები, ტექნოლოგიური განათლების გაძლიერების მიმართულებები და სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ინიციატივები.

SANGU-სა და Northern Kentucky University-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმოადგენს წარმატებულ და უნიკალურ პარტნიორობის მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ ინტეგრაციას და საქართველოში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების ხელმისაწვდომობას.

ვიზიტის მიმდინარე ეტაპი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების პროცესში.

 
თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება. ღონისძიების ფარგლებში შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ გამარჯვებულ გუნდებსა და 14 მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებს. დაჯილდოების ფარგლებში ჯილდო გადაეცა სანგუსაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, სანგუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია და სტუდენტები.

ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ერთმანეთს ცოდნასა და გუნდურ მუშაობაში გაუწიეს კონკურენცია. ინიციატივამ ჯამში 100-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა.

ტურნირის მიზანია ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების განვითარება და არგუმენტირებული დისკუსიის კულტურის დამკვიდრება.

პროექტი განხორციელდა თბილისის საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, დედაქალაქის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხარდაჭერით, სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით.

 
სისხლის სამართლის მიმართულებით იმიტირებული პროცესები SANGU-ში უფროსკლასელებისთვის

„აღმოაჩინე შენი პროფესია“ - სისხლის სამართლის მიმართულება: პირველი შეხვედრა და მომდევნო ეტაპები

პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ – პირველი შეხვედრაიმიტირებული პროცესები სისხლის სამართლის მიმართულებით SANGU-ში

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა სისხლის სამართლის მიმართულებით დაინტერესებული XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დაიწყეს იმიტირებული პროცესებისთვის მოსამზადებელი ეტაპი და გაეცნენ სისხლის სამართლის სფეროს ძირითად საკითხებს, მათ შორის ბრალდებულის უფლებებს, საქმის წარმოებისა და გამოძიების ზოგად პრინციპებს. შეხვედრა ორიენტირებული იყო პრაქტიკულ ჩართულობაზე და მოსწავლეებისთვის სამართლის სფეროს სპეციფიკის უკეთ გააზრებაზე.

პროექტი გრძელდება და მოიცავს მომდევნო შეხვედრებს:

  • 12 თებერვალი, 16:00 საათი - მოსამზადებელი ტრენინგი
  • 16 თებერვალი, 16:00 საათი - საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მასალების გაცნობა
  • 20 თებერვალი, 16:00 საათი - იმიტირებული პროცესის ჩატარება სპეციალურად განკუთვნილ დარბაზში


პროექტის მიზანია, უფროსკლასელებმა პრაქტიკული გამოცდილების გზით უკეთ გაიგონ სისხლის სამართლის პროცესების მიმდინარეობა და რეალურ პროფესიულ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

პროფესორ დევიდ ელერის საჯარო ლექცია სანგუში

29 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ დევიდ ელერის (David Ellery) საჯარო ლექცია თემაზე „2026: გამოწვევები სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობისთვის“.

საპატიო სტუმარი უნივერსიტეტში მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

პროფესორი დევიდ ელერი არის სტრატეგიისა და სტრატეგიული ლიდერობის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტი, რომელსაც 35-წლიანი გამოცდილება აქვს საგარეო და სახელმწიფო სამსახურში. იგი უმაღლეს დონეზე მონაწილეობდა სტრატეგიული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით.

ლექციის ფარგლებში პროფესორმა ელერმა ყურადღება გაამახვილა 2026 წლის გლობალურ სტრატეგიულ გარემოზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც უკავშირდება სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ლიდერობას, სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მდგრადობას, ასევე ტექნოლოგიური ცვლილებების გავლენას სტრატეგიულ აზროვნებაზე.

ღონისძიებამ მაღალი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე სტრატეგიული აზროვნების შესახებ დისკუსიის გაღრმავებაში უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში.

 
სანგუმ პროექტ „წიგნიერი ლიდერი 2026“-ის მონაწილეებს უმასპინძლა

სანგუმ პროექტ „წიგნიერი ლიდერი 2026“-ის მონაწილეებს უმასპინძლა

2026 წლის 21-23 იანვარს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტში „წიგნიერი ლიდერი 2026“ ჩართულ მოსწავლეებს.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის აკადემიური გარემოს, სწავლების შესაძლებლობებისა და მომავალი კარიერული პერსპექტივების გაცნობას.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მიიღეს დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. მათ მოინახულეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.

სანგუს ელჩებმა მონაწილეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, მათი სპეციფიკა და კარიერული განვითარების პერსპექტივები. მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ახალგაზრდების განათლებასა და პროფესიულ ორიენტაციას, რადგან მათ საშუალებას აძლევს წინასწარ გაეცნონ აკადემიურ სივრცეს და გააზრებულად დაგეგმონ მომავალი.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მადლობას უხდის ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მომავალშიც მზად არის, აქტიურად დაუჭიროს მხარი მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს.

 
საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატების დაჯილდოება

საქართველოს ეროვნული პრემიის გადაცემის ღონისძიება საქართველოს ეროვნული პრემიის გადაცემის ღონისძიება

საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატების დაჯილდოება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ულოცავს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატებს და წარმატებას უსურვებს მათ სამეცნიერო საქმიანობაში.

2026 წლის 29 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა საქართველოს ეროვნული პრემიის გადაცემის ღონისძიება. საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა, ლაურეატის დიპლომები და მედლები გადასცა ავტორთა ჯგუფს სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისთვის „კავკასიის ისტორია“ (ორტომეული).

ლაურეატები არიან: როინ მეტრეველი, ვახტანგ გურული, ლელა მიქიაშვილი, ვალერიან ვაშაკიძე, გიორგი ჭეიშვილი, ოთარ ჯანელიძე, ჯონი კვიციანი და ალექსანდრე დაუშვილი.

აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო მონაპოვარს ქართული და კავკასიური ისტორიოგრაფიის განვითარების პროცესში და ნათლად ასახავს ქართველ მეცნიერთა მაღალ აკადემიურ დონეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია "ლაივ საფორთთან"

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია "ლაივ საფორთთან"

LiveSupport არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს IT აუთსორსინგის, კონსულტირების, კიბერუსაფრთხოებისა და ქლაუდ სერვისების მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მისი საქმიანობა აღიარებულია სხვადასხვა პროფესიული ჯილდოთი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული მომზადების ხელშეწყობა, სტაჟირებისა და პრაქტიკის შესაძლებლობების განვითარება, ასევე თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებული პროფესიული უნარების ჩამოყალიბება.

უნივერსიტეტის საახალწლო კარნავალი

უნივერსიტეტის საახალწლო კარნავალი

23 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა უნივერსიტეტის საახალწლო კარნავალი. ღონისძიებამ სტუდენტური სივრცე გააერთიანა მუსიკით, იუმორით და შემოქმედებითი ნომრებით, რამაც შექმნა თბილი და სადღესასწაულო ატმოსფერო.

სანგუს კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები GITA-ს ტექნოპარკში

სანგუს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფში GITA-ს ტექნოპარკში

დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და შემეცნებით ვორქშოფში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), ტექნოპარკის სივრცეში.

ვორქშოფი ორ ეტაპად ჩატარდა და მოიცავდა ფაბლაბის საინფორმაციო ტურსა და Hardware პროდუქტის პროტოტიპირების თემაზე პრეზენტაციას. სტუდენტები გაეცნენ ფაბლაბის შესაძლებლობებს, თანამედროვე საწარმოო დანადგარებსა და რეალურ Hardware პროექტებს.

განხილული იყო Hardware პროდუქტის პროტოტიპირების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპები. ასევე, სტუდენტებმა დეტალურად გაიცნეს სასწავლო საგანი „Hardware პროდუქტის პროტოტიპირება“, რომლის დანერგვაც იგეგმება სანგუს კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

ვორქშოფმა ხელი შეუწყო სტუდენტების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მათ პროფესიულ განვითარებას თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში.

 
სანგუს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ კონფერენციაში „დიპლომატები“

სანგუს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ კონფერენციაში „დიპლომატები“

სტუდენტური კონფერენცია დიპლომატები სტუდენტური კონფერენცია დიპლომატები

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, მართა ლომაშვილმა და ალექსანდრე ლობჯანიძემ, მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ კონფერენციაში „დიპლომატები“, რომელიც 2025 წლის 19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა.

კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მამუკა გიორგაძემ, დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამთა ღლონტმა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა. წარმოდგენილი თემები მოიცავდა როგორც უახლესი პერიოდის გამოჩენილი დიპლომატების ცხოვრებისა და საქმიანობის განხილვას, ასევე ძველი ეპოქების დიპლომატიური პრაქტიკისა და მოღვაწეების ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი დიპლომატების, მათ შორის ქალი დიპლომატების საქმიანობას.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები სანგუს ესტუმრნენ

19 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტი გაიმართა ღია კარის დღის ფარგლებში და მიზნად ისახავდა უფროსკლასელებისთვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და აკადემიური შესაძლებლობების გაცნობას.

სანგუს ელჩებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და გააცნეს სასწავლო პროგრამები. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და აკადემიური შესაძლებლობების შესახებ.

ღია კარის დღის ფარგლებში გაიმართა თემატური შეხვედრებიც. კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ბასილაძემ, მოსწავლეებს კიბერჰიგიენის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახაბერ რევაზიშვილმა უსაფრთხო კოდის ძირითადი პრინციპები განიხილა და კიბერშეტევის სიმულაცია წარმოადგინა.

შეხვედრები მოსწავლეებისთვის პრაქტიკული და შემეცნებითი გამოცდილება იყო და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების მნიშვნელობა ნათლად დაანახა.

 
საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ CBHE 2026 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ CBHE 2026 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ

19 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+ ქვეპროგრამის „ინსტიტუციური განვითარება უმაღლეს განათლებაში“ (CBHE) ფარგლებში გამოცხადებული 2026 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებზე, შინაარსობრივ მოთხოვნებსა და განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ პროცედურებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის პრიორიტეტებთან შესაბამისი საპროექტო იდეებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვას.

განხილული საკითხები შეეხებოდა როგორც კურიკულარული და სასწავლო კომპონენტების გაძლიერებას, ასევე ინსტიტუციური ერთეულებისა და შიდა პროცესების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისთვის.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები. ღონისძიება მიზნად ისახავდა ERASMUS+ CBHE კონკურსში მონაწილეობის მზაობის გაზრდას და თანამშრომლების ინფორმირებულობის გაძლიერებას.

 
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 19 დეკემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ინიციატივით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლის საიუბილეო თარიღს.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს ისტორიის სამაგისტრო და ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა „მოქცევა ქართლისის“ სხვადასხვა რედაქციას, წმინდა ნინოს ცხოვრებას და მის კავშირს ქრისტიანობამდელი რელიგიური სააზროვნო სისტემასთან.

ღონისძიება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი აკადემიური პლატფორმა იყო კვლევითი შედეგების წარმოსაჩენად, ისტორიული საკითხების სიღრმისეული განხილვისთვის და სამეცნიერო დისკუსიის ხელშეწყობისთვის.

ონლაინ ტრენინგი უფროსკლასელებისთვის „საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები“

ონლაინ ტრენინგი უფროსკლასელებისთვის „საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები“

პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში 18 დეკემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა ტრენინგი თემაზე „საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები“.

ტრენინგს უძღვებოდა გიორგი ჩიფჩიური, სანგუს სამართლის სკოლის ლექტორი და იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო სექტორში საქმიანობის სპეციფიკის, საჯარო მოსამსახურის როლისა და პასუხისმგებლობების, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოებისა და სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ. მიღებული ცოდნა დაეხმარა ახალგაზრდებს საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში.

ტრენინგი განკუთვნილი იყო XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის, საჯარო მმართველობის ან ადმინისტრაციული სფეროთი.

სტუდენტური კონფერენცია „სამართალი ციფრულ ეპოქაში"

სტუდენტური კონფერენცია „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“ სანგუში გაიმართა

16 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტური კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და სამართლის სფეროში ციფრული ტექნოლოგიებით გამოწვეული თანამედროვე პროცესებისა და ტენდენციების განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები. მათ წარმოადგინეს მოხსენებები, რომლებიც შეეხებოდა ციფრული ტექნოლოგიების სამართლებრივ რეგულაციას, ადამიანის უფლებათა დაცვას ციფრულ გარემოში, მონაცემთა უსაფრთხოებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე სამართლებრივ გამოწვევებზე და იმ მექანიზმებზე, რომლებიც პასუხობს ციფრული ეპოქის მოთხოვნებს. კონფერენცია სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო საკუთარი კვლევების წარდგენის, აკადემიური აზრთა გაცვლის და პროფესიული უნარების განვითარების თვალსაზრისით.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. სანგუ მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ და აკადემიურ განვითარებას.

 
სტუდენტების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

სასწავლო ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები სალექციო კურსის „ქართული კულტურის ისტორია“ ფარგლებში, ლექტორის, ასოცირებული პროფესორის ხათუნა კუხალაშვილის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.

ვიზიტის განმავლობაში სტუდენტები გაეცნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას და უნიკალურ არტეფაქტებს. მათ განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს ჰომონიდების ნაშთების გამოფენა, ოქროს ფონდი, კოლხური კულტურის ექსპონატები და საქართველოს ისტორიული და კულტურული განვითარების ამსახველი სხვა მნიშვნელოვანი კოლექციები.

ვიზიტმა სტუდენტებზე ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა. მათ აღნიშნეს, რომ საგანმანათლებლო პროცესში მსგავსი პრაქტიკული ვიზიტები და ნანახი ექსპონატების უშუალოდ აღქმა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, არამედ კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღვივებას და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებას.

 
საინფორმაციო შეხვედრა Jean Monnet აქტივობების შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Jean Monnet აქტივობების შესახებ

9 დეკემბერს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ქვეპროგრამის Jean Monnet აქტივობების კონკურსის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში თათა ლორთქიფანიძემ ისაუბრა Jean Monnet პროექტების მიზნებზე, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლებისკენ, ასევე სწავლებისა და კვლევის ხელშეწყობისკენ ევროპისმცოდნეობის მიმართულებით.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტის წარმატება სამეცნიერო კონფერენციაზე

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტის წარმატება სამეცნიერო კონფერენციაზე

20 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის მე-2 ეტაპზე გასულმა საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო წარჩინებულმა სტუდენტმა მედეა გოგილაშვილმა, რომელმაც პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით წარმოადგინა თეზისი თემაზე: „მდგრადი ტურიზმის კვლევა და განვითარების პერსპექტივები ყაზბეგში“.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციაში მონაწილეობა ორი ეტაპისაგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე, თეზისები იგზავნებოდა სააგენტოში, სადაც სპეციალური ჟიური შეარჩევდა 15 საუკეთესო ნაშრომს, შემდეგ ეტაპზე კი, ჟიურის მიერ შერჩეული თეზისების ავტორები წარდგებოდნენ აუდიტორიის წინაშე.

SANGU-ს სტუდენტი მედეა გოგილაშვილი ღირსეულად წარსდგა ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე, მისმა გამოსვლამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და იგი დაჯილდოვდა სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით.

ვულოცავთ მედეას და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას.

ახლად გამოცემული მონოგრაფიის წარდგენა

მონოგრაფიის „ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში“ წარდგენა SANGU-ში

 

19 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის მცირე დარბაზში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ასოცირებული მკვლევრის, ფილოლოგიის დოქტორ მიხეილ ლაბაძის ახლად გამოცემული მონოგრაფიის „ენისა და კილოს გამიჯვნის საკითხი ლინგვისტურ ქართველოლოგიაში (საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით)“ წარდგენა.

ღონისძიება გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ტაბიძემ. მან აღნიშნა, რომ ზოგადად, ძალზე საშურია ამ მიმართულებით კვლევა-ძიება, რამდენადაც ენისა და დიალექტის გამიჯვნა აქტუალური საკითხია მსოფლიოს ენათმეცნიერებაში; აგრეთვე, მეტად მნიშვნელოვანია ის ენობრივი პოლიტიკის მართებულად დაგეგმვა-განხორციელების თვალსაზრისით. ამიტომ, ქართულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაარსებიდანვე, მისმა პირველმა ხელმძღვანელმა ტარიელ ფუტკარაძემ (1960-2021) ჯეროვანი ყურადღება მიაქცია ამ საკითხს.

გახსნის შემდეგ, სიტყვა წარმოთქვა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების არსებობა და ზოგადად, კვლევითი კომპონენტის განვითარება. აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ ლაბაძის ნაშრომი გამოსადეგი იქნება მომიჯნავე დარგების მკვლევართათვისაც.

მონოგრაფიის ავტორმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ასოცირებულმა მკვლევარმა, ფილოლოგიის დოქტორმა მიხეილ ლაბაძემ მიმოიხილა მონოგრაფიის მოკლე შინაარსი და აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, დღემდე, მთელ მსოფლიოში ენობრივი ერთეულის სტატუსი — ენაა თუ დიალექტია, — განისაზღვრება სხვადასხვა კრიტერიუმებით, რომელთაგან უმთავრესი და ყველაზე გავრცელებულია ეთნოკულტურული კრიტერიუმი.

ვრცელი სიტყვა წარმოთქვა აგრეთვე თსუ-ის პროფესორმა, ისტორიკოსმა მიხეილ ქართველიშვილმა. მისი თქმით, მონოგრაფია უაღრესად საყურადღებო და საინტერესოა ისტორიკოსთათვის და ეთნოლოგთათვის, რადგან ენობრივი საკითხი იმთავითვე ერთობ მჭიდროდ უკავშირდება ხსენებულ დარგებს.

ცნობილმა აფხაზოლოგმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო საქართველოში ენისა და დიალექტის გამიჯვნის საკითხის კვლევა. ისევე, როგორც პროფ. მანანა ტაბიძემ, მანაც ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ საკითხმა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა 90-იან წლებში — დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ.

ამავე თემაზე ისაუბრა თსუ-ის პროფესორმა ივანე ლეჟავამ. მან დადებითად შეაფასა მიხეილ ლაბაძის ახალი მონოგრაფიის გამოსვლა და აღნიშნა, რომ ამიერიდან მას გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი მკვლევარი, ვინც კი ქართული (ქართველური) ენობრივი სამყაროს შესწავლითაა დაკავებული.

თსუ-ის პროფესორმა ნათია ფუტკარაძემაც აღნიშნა, რომ მიხეილ ლაბაძის ნაშრომი გამოირჩევა აკადემიურობის მაღალი დონით, სიღრმისეულობით და სანდოობით. ბევრი წყარო, რომელსაც მონოგრაფიაში ავტორი იმოწმებს, ქართულ სამეცნიერო ველში პირველადაა შემოტანილი და ერთობ საყურადღებოა.

მეცნიერთა აზრით, სასურველია, მ. ლაბაძის მონოგრაფია უახლოეს მომავალში მთლიანად ითარგმნოს ინგლისურ ენაზე, რათა ის უცხოელი ენათმეცნიერებისათვისაც გახდეს ხელმისაწვდომი.

საჯარო ლექცია თემაზე „მეხსიერების პოლიტიკა შუა საუკუნეების საქართველოში“

საჯარო ლექცია მეხსიერების პოლიტიკასა და კულტის იდენტობის ტრანსფორმაციაზე

17 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია: „მეხსიერების პოლიტიკა შუა საუკუნეების საქართველოში: კულტის იდენტობის ტრანსფორმაცია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაში“. ლექცია ჩაატარა სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ბატონმა დანიელ ოქროპირიძემ.

ლექციაზე განხილული იყო, თუ როგორ მოქმედებდა პოლიტიკური რეალობა რელიგიური კულტების იდენტობის ჩამოყალიბებაზე. მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა მეხსიერების პოლიტიკის როლს ძალაუფლების განაწილებასა და კოლექტიური იდენტობის შექმნაში და განმარტა, თუ როგორ ხდება კოლექტიური იდენტობის ფორმირება სიმბოლური ნარატივებისა და რიტუალურ-კულტურული კონსტრუქციების მეშვეობით.

პოლიტიკური თეოლოგიის პერსპექტივიდან საუბარი შეეხო იმ კულტურ-პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ქრისტიანობის გამავრცელებლების, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის გამამყარებელი ფიგურების, კულტის ფორმირებას განსაზღვრავდა.

 
სანგუს ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელების საერთაშორისო აღიარება

სანგუს ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელების საერთაშორისო აღიარება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით კონფერენციაში „Open Science HUB 2025“, სადაც მათ გადაეცათ ედუარდო ჯუსტის პრემია ფსიქოთერაპიის კვლევაში განსაკუთრებული წვლილისთვის.

Open Science HUB 2025 წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმას, რომელსაც ხელს უწყობს კამპანიის რეგიონის ფსიქოლოგთა ორდენი და ორგანიზებას უწევს ასოციაცია Phenomena HUB APS. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეცნიერებაში გამჭვირვალობას, ცოდნის გაზიარებას და კვლევითი საქმიანობის განვითარებას ღია მეცნიერების პრინციპების შესაბამისად.

ღონისძიება მოიცავდა ორ ეტაპს:

  • 7 ნოემბერს გაიმართა ონლაინ სესია, სადაც 150-ზე მეტმა საერთაშორისო მკვლევარმა წარადგინა საკუთარი ნაშრომი;
  • 8 ნოემბერს, Palazzo Criscuolo-ში (Torre Annunziata, იტალია), გაიმართა მთავარი სამეცნიერო დღე, სადაც პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა წარადგინეს ერთობლივი მოხსენება თემაზე: „ფენომენოლოგიის ხელოვნებიდან სამეცნიერო კვლევამდე“.

ჯილდო პროფესორებს პირადად გადასცა ედუარდო ჯუსტის მეუღლემ, ხოლო პრიზის ვიზუალური სიმბოლო, ვეზუვის ვულკანის ფერადი ფოიერვერკებით შთაგონებული ნამუშევარი, შექმნილია გამორჩეული იტალიელი არტისტისა და კინემატოგრაფისტის მარიო ამურას მიერ.

სანგუ გულითადად ულოცავს პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილს და პროფესორ თეა გოგოტიშვილს მიღწეულ წარმატებას, საერთაშორისო სამეცნიერო აღიარებასა და უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

„როგორ დავწეროთ კვლევითი საპროექტო განაცხადი“

სამუშაო შეხვედრა – „როგორ დავწეროთ კვლევითი საპროექტო განაცხადი“

6 ნოემბერს, SANGU-ს სამეცნიერო კვლევების და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „როგორ დავწეროთ კვლევითი საპროექტო განაცხადი“.

შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ კვლევითი საპროექტო კონკურსების ზოგად ეტაპებს და პირობებს, ასევე საპროექტო განაცხადის მომზადების ძირითად წესებს.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საპროექტო განაცხადის ზოგადი ჩარჩო და სტრუქტურა, შესაბამისი განაცხადის შევსების ტექნიკური და შინაარსობრივი საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი პროექტის ფარგლებში თემის აქტუალურობის, მიზნებისა და ამოცანების, ასევე კვლევის მეთოდებისა და ეთიკური პრინციპების დაცვის საკითხების განხილვას.

„სტუდფესტი 2025“ დასკვნითი ღონისძიება

SANGU სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ფესტივალში „სტუდფესტი 2025“

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში „სტუდფესტი 2025“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სტუდენტური ინიციატივაა საქართველოში.

ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მინისტრმა მონაწილეებს მიულოცა წარმატება და ახალგაზრდებში განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა, რომელთაგან 400-ზე მეტი გამარჯვებული დაჯილდოვდა პრიზებითა და სერტიფიკატებით. დასკვნით ღონისძიებაზე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს გადაეცა ჯილდო წარმატებული მონაწილეობისათვის.

უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ რექტორი, პროფ. ირაკლი ბრაჭული და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნიკოლოზ კოკაია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროსა და მერიის წარმომადგენლები, ახალგაზრდობის სააგენტო, უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები.

„სტუდფესტი 2025“ ორ ეტაპად ჩატარდა ოთხ ძირითად მიმართულებაში: განათლება, სპორტი, კულტურა და მოხალისეობა. სპორტის მიმართულებით გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ფუტსალი, 3x3 კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი, ჭადრაკი, ფრენბურთი, დებატები, ბოულინგი, სამბო, კლდეზე ცოცვა, eSports (FIFA) და სხვა შეჯიბრებები.

სანგუს სტუდენტებმა ფესტივალში მონაწილეობით გამოავლინეს მაღალი მოტივაცია, გუნდური სულისკვეთება და აქტიური ჩართულობა ახალგაზრდულ ინიციატივებში. უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას და მადლობას უხდის ღირსეული წარმომადგენლობისთვის.

საინფორმაციო შეხვედრა SANGU-ში - პროექტი „პარალეგალები“

საინფორმაციო შეხვედრა SANGU-ში - პროექტი „პარალეგალები“

31 ოქტომბერს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ბატონმა დავით სიმონიამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტი - „პარალეგალები“.

შეხვედრა ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა მეტი გაეგოთ პროექტის მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ და პირადად დაესვათ კითხვები ორგანიზატორებს.

პროექტი მოიცავს უფასო ტრენინგებს სამართლებრივ საკითხებზე, პრაქტიკულ გამოცდილებას იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, „პარალეგალის“ როლის შეთავსების შესაძლებლობას საზოგადოების წევრებისთვის სამართლებრივი ცოდნის გავრცელების მიზნით, ასევე სერტიფიკატის მიღებასა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

პროექტი განკუთვნილია როგორც დამწყები იურისტებისთვის, ისე არაიურიდიული განათლების მქონე პირებისთვის, რომლებიც სპეციალური გადამზადების შემდეგ შეძლებენ პირველადი იურიდიული დახმარების გაწევას.

საინფორმაციო შეხვედრა: „პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში“

საინფორმაციო შეხვედრა: „პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში“

2025 წლის 30 ოქტომბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის დარბაზში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის თემა იყო „პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში“. პრეზენტაციაზე განხილული იყო სამეცნიერო სტატიის დაწერისა და პუბლიკაციის სრული პროცესი კვლევის იდეიდან გამოქვეყნებამდე, პრაქტიკული მითითებები თემის შერჩევაზე, სტრუქტურის შედგენაზე, ციტირების წესებზე, ჟურნალის შერჩევასა და რეცენზირების პროცესზე, ასევე კვლევის ეთიკური სტანდარტები.

წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ნუსხა სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, შესაბამისი მონაცემთა ბაზები და რეიტინგები, რაც მონაწილეებს დაეხმარა შესაბამისი პლატფორმების იდენტიფიცირებასა და პუბლიკაციის სტრატეგიის დაგეგმვაში.

შეხვედრის მიზანი იყო პროფესორ-მასწავლებელთა მხარდაჭერა კვლევის ხარისხის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მათი ჩართულობის გაზრდის მიმართულებით. მონაწილეებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და იმ გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომების გამოქვეყნებისას, ასევე განიხილეს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მიერ შემოთავაზებული საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერის შესაძლებლობები.

შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან

SANGU-მ და საქსტატმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

28 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საჯარო სექტორში კარიერული შესაძლებლობების გაცნობა და უნივერსიტეტსა და საქსტატს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა.

მემორანდუმის ფარგლებში, სანგუს სტუდენტები სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას, რაც მათ ცოდნის გაღრმავებაში და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება.

მემორანდუმის მიზანია მხარეების ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კიბერუსაფრთხოების სტუდენტები U.S. Bank-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

SANGU-ს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები U.S. Bank-ის კიბერუსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ U.S. Bank-ის კიბერუსაფრთხოების გუნდს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) Griffin Hall-ში.

სესია დაეთმო ფინანსურ სექტორში კიბერუსაფრთხოების სტრატეგიების გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებს, მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის მექანიზმებიდან დაწყებული, თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციური მიდგომებით დასრულებული.

სტუდენტებმა მიიღეს ფასეული გამოცდილება, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და რეალურ ინდუსტრიულ პრაქტიკას, ხელს უწყობს პროფესიული უნარების გაღრმავებას და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

სანგუ მადლობას უხდის U.S. Bank-ს ინფორმაციული შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

AWS-ის სემინარი NKU-ში სანგუს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

AWS-ის სემინარი NKU-ში სანგუს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში (NKU) სანგუს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის გაიმართა სპეციალური სემინარი Amazon Web Services (AWS)-ის წარმომადგენელთან, ქ-ნ არიანა ლოპესთან.

სესია დაეთმო ღრუბლოვან ტექნოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებსა და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც AWS ასრულებს თანამედროვე კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემაში.

სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ ინდუსტრიის ექსპერტისგან მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა და უკეთ გაეგოთ, როგორ ხდება გლობალური გამოცდილების ინტეგრირება რეალურ სამუშაო პროცესებში.

სანგუ მადლობას უხდის Amazon Web Services-სა და ქ-ნ არიანა ლოპესს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

"ვარდისფერი ოქტომბერი" SANGU-ში

ვარდისფერი ოქტომბერი SANGU-ში

24 ოქტომბერს, SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეს მიეძღვნა.

კ. ერისთავის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა ონკოლოგმა, ლიკა ჩხაიძემ, სტუდენტებს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძუძუს კიბოს პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და რეგულარული შემოწმების აუცილებლობის შესახებ.შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ღონისძიების დასასრულს, კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბერი“ ფარგლებში, სტუდენტებმა სიმბოლური აქტივობებით გამოხატეს მხარდაჭერა დაავადების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მიმართ.

კიბერუსაფრთხოების სტუდენტები კომპანია Altafiber-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კიბერუსაფრთხოების სტუდენტები კომპანია Altafiber-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს კომპანია Altafiber-ის ოფისი, სადაც ადგილზე გაეცნენ კომპანიის საქმიანობას, ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და მონაცემთა დაცვის სისტემებს. სტუდენტებმა გაიგეს, როგორ უზრუნველყოფს კომპანია რეგიონში თანამედროვე კომუნიკაციურ გადაწყვეტილებებსა და საიმედო კავშირს, ასევე რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს კიბერუსაფრთხოებას მომხმარებელთა მონაცემების დაცვასა და ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებაში.

SANGU განსაკუთრებულ მადლობას უხდის altafiber-ის გუნდს თბილი მასპინძლობისა და შთამაგონებელი პროფესიული დისკუსიისთვის.

შეხვედრა IT კომპანია „სოლვითის“ წარმომადგენლებთან

23 ოქტომბერს, SANGU-ში დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტების შეხვედრა IT კომპანია „სოლვითის“ წარმომადგენლებთან.

კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ლევან მირჩილაძემ და ტექნიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ კაციტაძემ სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია კომპანია „სოლვითის“ საქმიანობის შესახებ, ისაუბრეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებისა და ამ სფეროში არსებული დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და IT კომპანია „სოლვითს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რესურსების გაზიარებასა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობას.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვა, სწავლის პროცესთან ერთად სამუშაო გამოცდილების შეძენა, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და პრაქტიკული უნარების განვითარება.

აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი ნაბიჯია უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რაც სწავლების ხარისხისა და სტუდენტთა პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინსვლას წარმოადგენს.

კიბერუსაფრთხოების სტუდენტები აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში Kroger Technology-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

კიბერუსაფრთხოების სტუდენტები აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში Kroger Technology-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

SANGU-ს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში აგრძელებენ ინტენსიურ სწავლებასა და პრაქტიკულ საქმიანობას.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა კომპანია Kroger Technology-ისა და მისი CIS გუნდის წევრებთან, სადაც სტუდენტებმა დეტალურად გაეცნენ ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული საცალო ქსელის კიბერუსაფრთხოების სისტემების მართვის პროცესებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

შეხვედრა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, მათ გაიგეს, როგორ აერთიანებს ტექნოლოგია, გუნდური თანამშრომლობა და ინოვაცია უსაფრთხო ციფრული გარემოს შექმნასა და მონაცემთა დაცვის მექანიზმებს.

SANGU განსაკუთრებულ მადლობას უხდის Kroger Technology-ს თბილი მასპინძლობისა და პროფესიული ცოდნის გაზიარებისთვის.

„საერთო ხედვა ინკლუზიური განათლებისთვის“

კონფერენცია — „საერთო ხედვა ინკლუზიური განათლებისთვის“

19 ოქტომბერს, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის, „ქონსორთ ჯორჯიას“ და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპეციალური მასწავლებლებისთვის, დირექციისა და მშობლებისთვის ჩატარდა კონფერენცია თემაზე — „საერთო ხედვა ინკლუზიური განათლებისთვის“.

კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი თემები, რომლებიც ეხებოდა სპეციალური მასწავლებლის როლის წარმოჩენას, პორტფოლიოს წარმოების მნიშვნელობას, განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და კომუნიკაციის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის დამხმარე ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგიებს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების პროცესში სპეციალური მასწავლებლისა და დირექციის სწორი ხედვის მნიშვნელობაზე.

მადლობას ვუხდით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექციას მასპინძლობისთვის.

„სამეცნიერო პუბლიკაციების შექმნა და გამოქვეყნება“

ვორქშოფი დოქტორანტებისთვის — „სამეცნიერო პუბლიკაციების შექმნა და გამოქვეყნება“

21 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი დოქტორანტებისთვის თემაზე — „სამეცნიერო პუბლიკაციების შექმნა და გამოქვეყნება“.

ვორქშოფი სპეციალურად ისტორიის მიმართულების დოქტორანტებისთვის იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა მათთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრაზე განხილული იყო სამეცნიერო პუბლიკაციების შექმნისა და გამოქვეყნების ეტაპები და პრაქტიკული მაგალითები.

ვორქშოფი კითხვა-პასუხის რეჟიმითა და დოქტორანტების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ახალი მემორანდუმი

სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ახალი მემორანდუმი

სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (Northern Kentucky University, NKU) შორის თანამშრომლობა ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა უნივერსიტეტთაშორისი მემორანდუმის გაფორმებით, რომელიც ორი ინსტიტუციის მრავალწლიან პარტნიორობას კიდევ უფრო ამყარებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა სანგუში, და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეიდი შორტ-ტომპსონმა (Cady Short-Thompson).

ახალი შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს:

  • სტუდენტთა გაცვლა – ბაკალავრიატის და მაგისტრატურის დონეზე, როგორც უფასო, ასევე ფასიან პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობით;
  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა – მოწვეული მეცნიერებისა და ლექტორების მობილობის გზით;
  • ერთობლივი კვლევითი საქმიანობა – საერთო კვლევითი პროექტებისა და გარე დაფინანსების ინიციატივების განხორციელებით;
  • ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა;
  • კულტურული და აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება.

მემორანდუმი ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ასევე უნივერსიტეტების საერთო განვითარებისათვის და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული და ამერიკული უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების გზაზე.

SANGU-სა და Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

SANGU-სა და Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-სა და საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია Silknet-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს:

  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას;
  • თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან განათლების სფეროს უფრო მჭიდრო დაკავშირებას;
  • ინოვაციური და პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობას;
  • კერძო და აკადემიურ სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ძირითად მიმართულებებზე:

  • საგანმანათლებლო აქტივობები: ერთობლივი ტრენინგების, სემინარების, ვორქშოფებისა და პანელური დისკუსიების ორგანიზება, რომელიც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას უფრო პრაქტიკული ცოდნა და უნარები შეიძინონ.
  • ინოვაციური ინიციატივები: კონკურსების, ჰაკათონების, იდეათონებისა და მასტერკლასების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენას და მათი კრეატიული პოტენციალის განვითარებას.
  • დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა: Silknet აქტიურად მიიღებს მონაწილეობას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში და შესთავაზებს სტუდენტებს სტაჟირების პროგრამებს, რაც გაზრდის მათ შანსებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული გამოცდილების მიღებაზე.
  • რეკრუტინგის მხარდაჭერა: კომპანიის მხრიდან ახალი კადრების საჭიროების შემთხვევაში, SANGU უზრუნველყოფს შესაბამისი პოტენციური კანდიდატების შერჩევასა და რეკომენდაციას.
  • ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება: მხარეები ითანამშრომლებენ სასწავლო პროგრამების სრულყოფის მიზნით, რათა ისინი მაქსიმალურად დაუახლოვდეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და გაზარდოს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობა.
სანგუს დელეგაცია ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში

SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ხვდება პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University, NKU) წარმომადგენლებს ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებისა და მიმდინარე პროგრამების წარმატებული გაგრძელების განსახილველად.

მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა NKU-ის პრეზიდენტთან, პროფესორ ქეიდი შორტ-ტომპსონთან (Cady Short-Thompson).

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სანგუს პრორექტორი, პროფესორი არჩილ ყანჩაველი და კანცლერი თამაზ ვაჩაძე.

სანგუსა და NKU-ის წარმატებული პარტნიორობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობას.

ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განვითარებისთვის.

რუბრიკა: SANGU-ს კურსდამთავრებულები

რუბრიკა - სანგუს კურსდამთავრებულები

ლიკა ბაბაჯანაშვილი – ჰერეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელმაც სწავლა სანგუში ფილოლოგიის ფაკულტეტზე წარმატებით დაასრულა. ენისა და ლიტერატურისადმი სიყვარული მისთვის არა მხოლოდ პროფესიული არჩევანი, არამედ ცხოვრებისეული მოწოდებაა. სწავლების პერიოდში ლიკა ორჯერ გახდა სტიპენდიანტი, რაც მისი შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის შედეგია. დღეს ის მადლიერებით საუბრობს იმ ცოდნაზე, გამოცდილებასა და თბილ ურთიერთობებზე, რომლებიც SANGU-მ აჩუქა.

– რატომ გადაწყვიტე, რომ სწავლა ფილოლოგიის ფაკულტეტზე SANGU-ში გაგეგრძელებინა?
ყოველთვის მიზიდავდა ენისა და ლიტერატურის სამყარო, ფილოლოგიის შესწავლა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული არჩევანია, არამედ ცხოვრებისეული მოწოდებაც.

– რატომ აირჩიე სწორედ SANGU?
SANGU-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, თანამედროვე მიდგომებითა და მეთოდიკით. ვიცოდი, რომ აქ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლებას მივიღებდი, არამედ მეგობრულ გარემოშიც ვისწავლიდი, ამიტომ ავირჩიე SANGU პირველ ნომრად და, დიახ, ეს იყო ჩემი საუკეთესო არჩევანი.

– როგორ გახსენდება პირველი დღეები SANGU-ში?
პირველი დღეები სავსე იყო ემოციებით, სიახლეებით, მოლოდინებით. პირველ რიგში მოვიხიბლე უნივერსიტეტის გამორჩეული ინტერიერით, ბიბლიოთეკით, საოცარი სტუდენტური გარემოთი და პროფესიონალი ლექტორებით. გავიცანი ბევრი ახალი ადამიანი და მალევე გავიჩინე საუკეთესო მეგობრებიც.

– სწავლის პროცესში რომელი საგანი ან კურსი მოგეწონა ყველაზე მეტად და რატომ?
ასე გამორჩეულად საგნების დასახელება მიჭირს, რადგან ყველა საგანმა დამიტოვა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება. სასწავლო საგნები მხოლოდ თეორიულ ნაწილს არ მოიცავდა, მოითხოვდა ფიქრს, ანალიზს, განსჯის უნარს, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას და ეს დისკუსიები მაძლევდა სტიმულს, უფრო ღრმად გამეაზრებინა საკითხები.

– რა სირთულეებს წააწყდით სასწავლო პროცესში და როგორ გადალახე ისინი?
რა თქმა უნდა, სირთულეები ყველა სასწავლო წელს ახლდა, მაგრამ SANGU-ს აკადემიური პერსონალი შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში. მადლობას ვუხდი მათ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.

– ორჯერ იყავი სტიპენდიანტი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ.
დიახ, ორჯერ ვიყავი სტიპენდიანტი, ეს ჩემთვის მართლაც დიდი მიღწევაა. ამაყი ვარ იმის გამო, რომ ჩემი თავდაუზოგავი შრომით შევძელი და მივაღწიე დასახულ მიზანს. მსურს სხვა სტუდენტებსაც მივცე მოტივაცია, რომ თავადაც იგრძნონ ეს უდიდესი სიხარული.

– როგორ ფიქრობ, რა დაგეხმარა ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში?
მუდმივი შრომა, მიზანდასახულობა და მონდომება, დაუღალავ შრომას კი აუცილებლად აქვს შედეგი. ჩემი ყველა წარმატების უკან დგას ჩემი ოჯახი, ისინი უდიდეს ძალას და მოტივაციას მაძლევენ.

– შენთვის, როგორც ჰერეთიდან ჩამოსული სტუდენტისთვის, რას ნიშნავს ქართული ენის სწავლება და მისი მომავალი თაობისთვის გადაცემა?
ჰერეთი საქართველოს დროებით დაკარგული კუთხეა და ჩვენთვის – ჰერელი სტუდენტებისთვის – ქართული ენის სიღრმისეული შესწავლა ნიშნავს საკუთარ ფესვებთან დაკავშირებას. როცა ქართულ ენას ვსწავლობ, უფრო მკაფიოდ ვგრძნობ ჩემს იდენტობას, ჩემს ისტორიასა და კულტურას. ქართული ენა არის ის კავშირი, რომელიც ჰერეთს საქართველოსთან აერთიანებს. ამიტომ ჩემი ვალია, შევინარჩუნო ეს ენა – ის მემკვიდრეობა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები წლების განმავლობაში იბრძოდნენ – და გადავცე მომავალ თაობას, რათა არ დაიკარგოს ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ქართველობის განცდა.

– რას ურჩევდი სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ SANGU-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას?
პირველ რიგში, ვულოცავ თითოეულ პირველკურსელს, საინტერესო დღეებსა და დადებითი შეგრძნებებით სავსე სტუდენტობას ვუსურვებ. ეს მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, მაქსიმალურად უნდა გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, სიღრმისეულად შეისწავლონ ფილოლოგია, რადგან სწორედ ჩვენ გვევალება ქართული ენის ღირსეულად შენახვა და მომავალი თაობისთვის გადაცემა.

– რომელია უნივერსიტეტში გატარებული წლების ყველაზე თბილი მოგონება?
შემიძლია ძალიან ბევრი თბილი მოგონება გავიხსენო, თუმცა გამოვარჩევდი დამამთავრებელ კურსს, რომელიც ძალიან ემოციური იყო – გამომშვიდობება იმ თბილ გარემოსთან, რომელიც ერთ დიდ ოჯახად გვაერთიანებდა, ლექტორებისა და თანაკურსელების გარემოცვაში. ყველას გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულ მომენტებს გვახსენებს, SANGU ჩემთვის სწორედ ასეთი ადგილია.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

SANGU-ს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების წარმატება საერთაშორისო ფორუმზე

SANGU-ს კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების წარმატება საერთაშორისო ფორუმზე

კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ორი სტუდენტი: ეკა კაკალაშვილი და სოფიო ქათამაძე წარმატებით წარდგნენ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე თავიანთი მოხსენებებით:

  • “Social Engineering in the Age of AI: Why Humans Are Still the Weakest Link”
  • “From Brainwaves to Firewalls: Securing AI-Driven Emotion Recognition”

მათი მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს SANGU-ს სტუდენტთა მაღალი აკადემიური მომზადების დონესა და უნივერსიტეტის წარმატებულ საერთაშორისო პარტნიორობას კიბერუსაფრთხოების სფეროში.

SANGU-ს დელეგაცია NKU-ს კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმის გახსნაზე

SANGU-ს დელეგაცია ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმის გახსნაზე

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმის – Cyber 18 – გახსნით ცერემონიაში.

სიამაყით გაცნობებთ, რომ SANGU-ს პრორექტორმა, პროფ. არჩილ ყანჩაველმა, რექტორის მრჩეველთან ლუკა კურდღელიასთან და კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელთან პროფ. გიორგი ბასილაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კიბერუსაფრთხოების მე-18 ყოველწლიური სიმპოზიუმის გახსნის სესიაში, რომელიც ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში, აშშ-ში გაიმართა.

დელეგაციასთან ერთად სიმპოზიუმს დაესწრო SANGU-სა და NKU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის 20 სტუდენტი. ღონისძიება აერთიანებს ექსპერტებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს მთელი ამერიკიდან, რათა განიხილონ კიბერუსაფრთხოების, ციფრული მდგრადობისა და ტექნოლოგიური წინსვლის უახლესი ტენდენციები.

ჩვენი დელეგაცია წარმოაჩენს SANGU-სა და NKU-ის წარმატებულ პარტნიორობას, რაც ხაზს უსვამს ქართული აკადემიური წრის მზარდ გავლენას გლობალურ კიბერუსაფრთხოების ასპარეზზე. სტუდენტები აქტიურად ერთვებიან დისკუსიებში საერთაშორისო პროფესიონალებთან ერთად.

საკონსულტაციო შეხვედრა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსების შესახებ

 

 

2025 წლის 9 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა შიდა საუნივერსიტეტო მულტიდისციპლინური საგრანტო კონკურსის შესახებ. შეხვედრა განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მიმდინარე შიდა საუნივერსიტეტო მულტიდისციპლინური საგრანტო კონკურსების (ახალგაზრდა მკვლევრის ხელშეწყობისა და კვლევითი პროექტების საგრანტო კონკურსი) წესებისა და პირობების შესახებ. კონკურსები მიმართულია ხელი შეუწყოს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და პოპულარიზაციას, გააუმჯობესოს კვლევების ხარისხი და წაახალისოს კვლევითი ინიციატივები უნივერსიტეტში.

გარდა ამისა, პერსონალსა და სტუდენტებს გადაეცათ კითხვარი, რომელიც მიზნად ისახავდა მათი საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირებას სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდასაჭერად. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, უნივერსიტეტი დაგეგმავს შიდა საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებს.

ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯია წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ მაღალი ხარისხის კვლევითი გარემოს შექმნისა და სამეცნიერო პროცესებში ფართო ჩართულობის მხარდასაჭერად.

პრეზენტაცია - კვლევითი პროექტების კონკურსის პირობები

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“

საერთაშორისო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“

2025 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ირაკლი ბრაჭულმა. რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტთა სტრატეგიულ ხედვებზე და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე. 

დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა სანგუს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ.

კონფერენცია ორდღიანია. 3 ოქტომბერს, სანგუს რექტორის მრჩეველი, ლუკა კურდღელია წარსდგება მოხსენებით თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის დანერგვა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში: გამოცდილება და გამოწვევები“.

ასეთი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები მნიშვნელოვანი პლატფორმაა უნივერსიტეტებისთვის, მკვლევრებისთვის და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის. ისინი ხელს უწყობს გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაცვლას, კვლევისა და განათლების სფეროში ახალი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერებას გლობალურ კონტექსტში.

ანსამბლ „ჰერიოს“ სოლო კონცერტი

ანსამბლ „ჰერიოს“ სოლო კონცერტი

29 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ანსამბლ "ჰერიოს" სოლო კონცერტი.

ანსამბლმა სცენაზე მოღვაწეობის 15 წლის იუბილე განახლებული რეპერტუარით, კამერული ორკესტრისა და ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით აღნიშნა.

კონცერტში მონაწილეობდნენ: ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და ანსამბლი „შვიდკაცა“.

ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

სანგუში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებმა საღამომ განსაკუთრებული ემოციებით ჩაიარა!

გილოცავთ სანგუელებო, ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანით, თქვენი შრომა და ერთგულება გამარჯვებად იქცა.

გისურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერასა და ცხოვრებაში! 

SANGU-ს წარმომადგენელი მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაზე

SANGU-ს წარმომადგენელი მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციაზე

2025 წლის 1 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე-15-ე ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (GMU XV IC) საზეიმო გახსნა. კონფერენცია ეძღვნება ბსუ-ს დაარსების 90-ე წლისთავს და მასში მონაწილეობას იღებენ ცნობილი მეცნიერები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, ქალბატონმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ტიტე აროშიძემ.

კონფერენციის თავმჯდომარეა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ალექსანდრე მესხი.

ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გურამ გოგიშვილი, რომელიც კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტების წევრია. მისმა მოხსენებამ "On Creative Collaboration with Artificial Intelligence in Mathematics Teaching and Learning" დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

ღონისძიების ფარგლებში პატივი მიაგეს იმ გამოჩენილ მეცნიერებს, რომელთაც 80 და 90 წელი შეუსრულდათ: ელიზბარ ნადარაიას, თეიმურაზ ვეფხვაძეს, გურამ გოგიშვილს, გია ჯაიანსა და როლანდ დუდუჩავას. ასევე იუბილე მიულოცეს პროფესორებს ვახტანგ კვარაცხელიას, თემურ ჯანგველაძეს და ნუგზარ კერესელიძეს.

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ გურამ გოგიშვილს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას და მადლობას უხდის უნივერსიტეტის ღირსეულად წარმოჩენისთვის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

სპეც. მასწავლებლის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება

სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება სანგუში

2025 წლის 18 ივლისს, სანგუში გაიმართა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა და პროგრამის ხელმძღვანელმა წარადგინეს სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, პრაქტიკული გამოცდილება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა პორტფოლიოები. წარმოდგენილი მასალები ხაზს უსვამდა სტუდენტების პროფესიულ წინსვლას და ინკლუზიური განათლებისადმი მათი პასუხისმგებლობით სავსე მიდგომას.

ღონისძიების დასასრულს 2024–2025 სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის პრაქტიკისა და პორტფოლიოს განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის, სანგუმ მადლობის სიგელები გადასცა სპეციალურ სკოლებსა და ინდივიდუალურ მასწავლებლებს.

ღონისძიება დასრულდა სიმბოლური ჟესტით, ერთ-ერთმა სტუდენტმა, სანგუს საჩუქრად გადასცა თავად შესრულებული სამახსოვრო ტიპოგრაფია.

სანგუ მადლობას უხდის ყველა სტუდენტს, მენტორსა და პარტნიორ სკოლას თანადგომისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ინკლუზიური განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

GITA-სა და SANGU-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

SANGU-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა (SANGU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ აქტივობებს, რაც უნივერსიტეტში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რესურსების გაზიარებას და ინოვაციების სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობას.

SANGU-სა და EPAM Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

SANGU-სა და EPAM Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

SANGU განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას საერთაშორისო ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან. უნივერსიტეტსა და გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიას EPAM Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

EPAM Georgia 2020 წელს დაფუძნდა საქართველოში და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის IT სექტორის განვითარებაში. კომპანია აერთიანებს მრავალპროფილურ ტექნოლოგიურ გუნდებს და უზრუნველყოფს ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებს სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის.

მემორანდუმი ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ის მიზნად ისახავს SANGU-ს სტუდენტების მომზადების დონის ამაღლებას, არსებული სპეციალისტების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესებას.

მხარეებს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის გაერთიანებას თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების გადასაჭრელად. 

სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების ვიზიტი N202 საჯარო სკოლაში

სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების ვიზიტი N202 საჯარო სკოლაში

2025 წლის 20 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისის N202 საჯარო სკოლაში. ვიზიტის მიზანი იყო უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო გარემოს გაცნობა და მოსწავლეთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სასწავლო მასალებს, დამხმარე ტექნიკურ საშუალებებს (ბრაილერი, CCTV) და მათი გამოყენების წესებს. დარგის ექსპერტებმა, საგნის მასწავლებლებმა და მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უსინათლო მოსწავლეების სწავლა-სწავლების ეფექტიანი მეთოდების და სტრატეგიების შესახებ.

ნაყოფიერი სასწავლო ტურის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას და პერსონალს!

ახალი საერთაშორისო პარტნიორობა SANGU-ში

ახალი საერთაშორისო პარტნიორობა SANGU-ში

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University, NKU) ბიზნესის კოლეჯმა (Haile College of Business) ხელი მოაწერეს ახალ თანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის გაფორმება გაიმართა SANGU-ში, სპეციალური ღონისძიების ფარგლებში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, SANGU-ს რექტორმა, პროფესორ ირაკლი ბრაჭულმა, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორ ლევან ქისტაურმა და ჰაილის ბიზნესის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ჰასან ჰასაბელნაბიმ (Hassan R. HassabElnaby, Ph.D.).

მემორანდუმი ეფუძნება წარსულში განხორციელებულ წარმატებულ თანამშრომლობას SANGU-სა და NKU-ს შორის და ასახავს პარტნიორობის გაღრმავების საერთო სურვილს. შეთანხმება ქმნის მყარ საფუძველს მომავალი ერთობლივი პროექტებისთვის, რომელთა მიზანია ხარისხიანი განათლების მიწოდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ახალი პროგრამების და ინიციატივების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მიღებას, გააფართოებს საერთაშორისო დონის განათლებაზე ხელმისაწვდომობას და კიდევ უფრო გააძლიერებს SANGU-ს პოზიციას გლობალურ საგანმანათლებლო ქსელში.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას, რაც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია SANGU-ში

2025 წლის 26 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) გაიმართა კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე გამოშვების კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია. პროგრამა ხორციელდება SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (Northern Kentucky University, NKU) შორის მრავალწლიანი აკადემიური თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები, SANGU-სა და NKU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ბაია კვიციანი.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ შინაარსსა და სწავლების ხარისხს, ასევე იმ უნარებს, რომლებიც კურსდამთავრებულებს კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს კიბერუსაფრთხოების სწრაფად განვითარებად სფეროში.

SANGU-ს და NKU-ს ერთობლივმა აკადემიურმა გუნდმა მონაწილეებს მიულოცა წარმატებით სწავლის დასრულება და ხაზი გაუსვა ორ უნივერსიტეტს შორის მტკიცე პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება ახალი ინიციატივებითა და ერთობლივი პროექტებით.

ღონისძიება დასრულდა კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემით, ფოტოსესიითა და არაფორმალური შეხვედრებით.

ვულოცავთ ჩვენს ახალ კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს და ვუსურვებთ წარმატებულ კარიერულ განვითარებას!

ტრენინგი ონლაინ სწავლების თემაზე

ტრენინგი ონლაინ სწავლების თემაზე

2025 წლის 26 ივნისს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებოდნენ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სანგუს აკადემიურმა პერსონალმა და ის მიზნად ისახავდა დისტანციური და ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკების გაზიარებას.

ინგლისურენოვანი ტრენიგი ჩაატარეს: პროფესორმა მორინ დოილმა, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტიდან და პროფესორმა ტრაიან მარიუს ტრუტამ, კომპიუტერული ანალიტიკის სკოლისა და კვლევითი მიმართულებების დირექტორმა (School of Computing and Analytics, NKU).

ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ თემებს:

  • დისტანციური და ონლაინ სწავლების ძირითადი მიდგომები და წარმატებული პრაქტიკები
  • ციფრული ინსტრუმენტები სინქრონული და ასინქრონული სწავლისთვის
  • ინკლუზიური, სტუდენტზე ორიენტირებული პედაგოგიკა ვირტუალურ გარემოში
  • ონლაინ შეფასება, უკუკავშირი და აკადემიური კეთილსინდისიერება

ღონისძიება წარმოადგენდა პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებულ ინიციატივას და სანგუს აკადემიური განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე.

SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ფართოვდება

SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა ფართოვდება

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ახალ მემორანდუმს, რომელიც ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სანგუში დამფუძნებლის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ ირაკლი ბრაჭულმა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, პროფესორ კევინ კირბიმ.

დოკუმენტი ეფუძნება უკვე არსებულ წარმატებულ პარტნიორობას SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის და ქმნის მყარ საფუძველს, რათა თანამშრომლობა მომავალშიც კიდევ უფრო ინტენსიური, მასშტაბური და შედეგზე ორიენტირებული გახდეს.

თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია სანგუში

თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია

2025 წლის 24 ივნისს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით უმასპინძლა თბილისის პირველ საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციას (TICC).

ღონისძიება გაიმართა სანგუს პირველ კორპუსში, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში და გააერთიანა საქართველოსა და აშშ-ის ციფრული მმართველობის წარმომადგენლები, აკადემიური წრეების სპეციალისტები და კიბერუსაფრთხოების პროფესიონალები.

კონფერენცია მოიცავდა ისეთ თემატურ სესიებს, როგორიცაა:

  • კიბერუსაფრთხოება საჯარო და კერძო სექტორში
  • ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
  • ქალები კიბერუსაფრთხოებაში
  • აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა
  • ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები

დღის მეორე ნახევარში გაიმართა სპეციალური პარალელური სესია, რომელშიც მონაწილეობდნენ SANGU-ს და NKU-ის ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. მათ წარადგინეს საკუთარი თეზისები მოწვეული აკადემიური კომისიის წინაშე. წარმოდგენილი ნაშრომები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა: კრიპტოგრაფია, საფრთხეების ანალიზი, კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი რეგულირება და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვითი მექანიზმები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ღია მიკროფონის ფორმატში გამართული პრეზენტაციები, სადაც ახალგაზრდა მკვლევრებმა და სტუდენტებმა წარადგინეს ინოვაციური პროექტები და კვლევითი ინიციატივები.

თბილისის საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია (TICC 2025) წარმოადგენს პირველ ამგვარ საერთაშორისო ფორმატს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით. კონფერენცია მნიშვნელოვანი ეტაპია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში და კიდევ უფრო ამყარებს სანგუს პოზიციას, როგორც რეგიონულ ლიდერს კიბერუსაფრთხოების განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. ღონისძიება იგეგმება ყოველწლიურად და მომავალშიც გახდება საერთაშორისო პროფესიული დიალოგისა და კვლევითი გაცვლის მნიშვნელოვანი პლატფორმა.

SANGU-ს სტუდენტებისა და ბრემენის უნივერსიტეტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ქუთაისში

SANGU-ს სტუდენტებისა და ბრემენის უნივერსიტეტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი ქუთაისში

2025 წლის 4 ივნისს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები: ლუკა ალიბეგაშვილი, ანა აბესაძე, მედეა გოგილაშვილი და გიორგი ჯიშიაშვილი, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, შეხვდნენ ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლის (HSB Hochschule Bremen) პროფესორ რაინერ ჰარტმანს და მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის მონაწილე სტუდენტებს ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

შეხვედრას მასპინძლობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის აპარატის უფროსი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი, დეკანის მოადგილე ასოცირებული პროფესორი იზოლდა ხასაია, ტურიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორები: სერგო ცაგარეიშვილი, ელისო გველესიანი, ნანა შარაბიძე, მზია კუბეცია და ასისტენტ პროფესორი მაია დიკონიძე.

ეს უკვე მეოთხე წელია, რაც პროფესორი ჰარტმანი, პროფესორ ნიკო კვარაცხელიასთან, ბრემენელი მაგისტრანტებთან და SANGU-ს სტუდენტებთან ერთად ატარებს კვლევებს საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარების მიმართულებით. წინა წლებში პროექტი განხორციელდა თბილისში, სტეფანწმინდასა და ბათუმში, ხოლო 2025 წელს ქუთაისმა უმასპინძლა კვლევით პროცესს.

ვიზიტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში, რომელიც შეიქმნა ბრემენის მაგისტრანტებისა და სანგუს სტუდენტების მიერ. კითხვარების შევსებაში ჩაერთო ქუთაისის მოსახლეობის წარმომადგენლებიც.

პროექტი „ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასება ქუთაისში“ დასასრულს უახლოვდება. დაგეგმილია, რომ ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლა გამოაქვეყნებს ერთობლივად მომზადებულ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც შეეხება მდგრადი ტურიზმის გამოკვლევის მეთოდებსა და კრიტერიუმებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

HR კურსის დასკვნითი ღონისძიება

ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამის მორიგმა ნაკადმა კურსი წარმატებით დაასრულა!

9 ივნისს, SANGU-ში გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამის დასკვნითი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პროფესორ თეა გოგოტიშვილის საჯარო ლექციას თემაზე: „სტრესის მართვა ორგანიზაციაში და პროდუქტიულობის გაზრდა“.

ღონისძიების დასასრულს კურსის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

საჯარო ლექცია „დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ“.

საჯარო ლექცია „დამხმარე ტექნოლოგიები - გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ“.

2025 წლის 7 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დამხმარე ტექნოლოგიები – გზა მეტი დამოუკიდებლობისკენ“.

ლექცია წაიკითხა ქალბატონმა მარიამ გელაშვილმა, თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტმა, კომპანია „ქონსორთ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და SANGU-ს მოწვეულმა ლექტორმა.

მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი კომუნიკაციის დამხმარე ტექნოლოგიები და კომპიუტერულ სისტემებთან წვდომის ინოვაციური გადაწყვეტები. განხილული იყო, თუ როგორ უწყობენ ხელს მსგავსი ტექნოლოგიები იმ პირებს, რომელთაც კომუნიკაციის, გარემოზე ხელმისაწვდომობისა და ციფრულ რესურსებთან ურთიერთობის სირთულე აქვთ.

ლექციაში აღინიშნა, რომ დამხმარე ტექნოლოგიები საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება შშმ პირთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით განათლებაში, პროფესიულ ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ჩართულობაში.

ღონისძიება აერთიანებდა თეორიულ ნაწილსა და პრაქტიკულ დემონსტრაციას, მონაწილეებმა ადგილზე იხილეს კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალებები და იმსჯელეს მათი დანერგვის შესაძლებლობებზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული საჭიროებების პასუხად.

ლექცია განკუთვნილი იყო სპეციალური მასწავლებლებისთვის, საგნის პედაგოგებისთვის, მეტყველების თერაპევტებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ინკლუზიური განათლების პრაქტიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებით.

სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია SANGU-ში

სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია SANGU-ში

9 ივნისს, SANGU-ში გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მიესალმა აუდიტორიას, მიულოცა სტიპენდიანტებს მიღწეული წარმატებები და ხაზი გაუსვა კვლევითი უნარების განვითარების მნიშვნელობას თანამედროვე აკადემიურ გარემოში.

სესია გახსნა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა. მან წარადგინა სტიპენდიანტები, ისაუბრა მათი აკადემიური წარმატებებისა და სტიპენდიანტთა ყოველ სემესტრულ სამეცნიერო კონფერენციად ჩამოყალიბებული ტრადიციის მნიშვნელობაზე.

კონფერენციაზე სტიპენდიანტებმა საკუთარი სპეციალობიდან გამომდინარე მოამზადეს და წარადგინეს კვლევითი მოხსენებები:

  • კომპიუტერული მეცნიერებების მე-4 სემესტრის სტუდენტმა, გიორგი ცქიფურიშვილმა ისაუბრა თემაზე – „მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება“;
  • ფსიქოლოგიის მე-4 სემესტრის სტუდენტმა, მედეა გოგილაშვილმა წარმოადგინა მოხსენება – „თაობებს შორის კომუნიკაციის პრობლემები“;
  • ბიზნესის ადმინისტრირების მე-2 სემესტრის სტუდენტმა, შოთა ქურდოვანიძემ განიხილა აქტუალური საკითხი – „შრომითი მიგრაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“;
  • კომპიუტერული მეცნიერებების მე-6 სემესტრის სტუდენტმა, გიორგი ფირცხალავამ წარადგინა ნაშრომი – „ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP)“;
  • ფსიქოლოგიის მე-2 სემესტრის სტუდენტმა, ნინო ბუბაშვილმა ისაუბრა თემაზე – „მეხსიერების მანიპულაცია და ცრუ მოგონებები“.

კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა.

დასასრულს, პროფესორმა ლევან ქისტაურმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს გამორჩეულად საინტერესო და თანამედროვე საკითხებზე წარმოდგენილი კვლევებისთვის.

სტიპენდიანტებს გადაეცათ სერტიფიკატები და უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები.

ახალი შესაძლებლობები SANGU-ში!

ახალი შესაძლებლობები SANGU-ში!

SANGU-მ და Itera Group-მა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

თანამშრომლობის ფარგლებში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ერთობლივი კიბერუსაფრთხოებისა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს პრორექტორმა არჩილ ყანჩაველმა და „Itera Group“-ის დირექტორმა შოთა ბაკურაძემ.

Itera Group - ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა IT პროფესიონალების მიერ. კომპანია ბიზნესებს სთავაზობს ინფრასტრუქტურულ, ქსელურ, მონაცემთა ცენტრის და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, ასევე IT პროექტების მართვისა და აუთსორსინგის სერვისებს.

ეს პარტნიორობა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პრაქტიკული გამოცდილება და გააღრმავონ პროფესიული კომპეტენციები.

„საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ ორი გაგება: ჰობსი და ლოკი

საჯარო ლექცია ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორისგან SANGU-ში

6 ივნისს, SANGU-ში ვებსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჯავახიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ ორი გაგება: ჰობსი და ლოკი.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ თეორია, როგორც თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის საფუძველი.

მომხსენებელმა მსმენელებს წარუდგინა ორი განსხვავებული პერსპექტივა: რეალისტური, რომელიც თომას ჰობსის ხედვაზეა დაფუძნებული, და ლიბერალური, რომელიც ჯონ ლოკის იდეებს ეყრდნობა.

ლექციამ მსმენელებს საშუალება მისცა უკეთ გაეაზრებინათ „საზოგადოებრივი ხელშეკრულების“ თეორია და თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ფორმირების ძირითადი პრინციპები.

SANGU - ადგილი, სადაც შესაძლებლობა გეძლევა პიროვნული ზრდისა და კარიერული განვითარების

SANGU - ადგილი, სადაც შესაძლებლობა გეძლევა პიროვნული ზრდისა და კარიერული განვითარების

ქართულ უნივერსიტეტში სწავლა 2021 წელს დავიწყე, როდესაც ჩავაბარე ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე. მაშინ სწავლება პანდემიის გამო ონლაინ მიმდინარეობდა, რაც, სიმართლე რომ გითხრათ, გარკვეულ შიშს მიჩენდა - არ ვიცოდი, როდის განახლდებოდა აუდიტორიული სწავლება. საბედნიეროდ, ონლაინ რეჟიმი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. პირველი კურსი საკმაოდ დატვირთული და სირთულეებით სავსე აღმოჩნდა - ვიდრე გავერკვეოდი სტუდენტურ ცხოვრებაში.

ქართული ფილოლოგია, როგორც პროფესია ბავშვობიდანვე მომწონდა და განსაკუთრებული სიხარული ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ ამ მიმართულებით ჩავირიცხე. მინდოდა, ინფორმაციული თვალსაზრისით, ეს სფერო დეტალურად შემესწავლა - და ასეც მოხდა. ჩემს პროფესიულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩემს ლექტორს, ქალბატონ ეკა დუღაშვილს, რომელმაც არა მხოლოდ ფასეული ცოდნა მომცა, არამედ არაერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩამრთო. უკვე ერთი წელია, სტაჟირებას გავდივარ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტში, სწორედ მისი ხელმძღვანელობით. ეს გამოცდილება ძალიან შთამაგონებელია: ყოველდღე ვსწავლობ ახალსა და მნიშვნელოვანს. სტუდენტობა სულაც არ არის მხოლოდ საგნების სწავლის პროცესი - ის მრავალმხრივი განვითარებაა და ეს SANGU-ში აშკარად იგრძნობა.

„ქართული სამწიგნობრო-მთარგმნელობითი სკოლების“ კურსმა, კიდევ უფრო გამიღრმავა სიყვარული ქართული ლიტერატურის მიმართ და გამააზრებინა მისი მნიშვნელობა ევროპულ კონტექსტში. მეორე წელია ვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

მეორე წელია, სტიპენდიანტი ვარ - წელს განსაკუთრებით გამიხარდა, რომ მოვიპოვე წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდია. გასულ წელს საფაკულტეტო სტიპენდია მქონდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართულ უნივერსიტეტში საუკეთესო ლექტორების წყალობით, შრომა ფასდება.

ოთხი წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტში ჩავერთე. ერთ-ერთი მათგანი იყო „SANGU-ს ელჩები“, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ვხვდებით და ვუზიარებთ ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ. ეს პროცესი განსაკუთრებით მხიბლავს, კომუნიკაცია მოტივირებულ და გულწრფელ მოსწავლეებთან ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან შემიძლია მათ გავუზიარო ჩემი გამოცდილება სტუდენტურ ცხოვრებაზე.

2024 წლის 19 აპრილს, ჩემი ინიციატივითა და ორგანიზებით, SANGU-ში გაიმართა ღონისძიება „SANGU იუმორინა 2024“. ღონისძიება წარმატებით ჩატარდა და მოლოდინს გადააჭარბა, წარმოდგენილი იყო იუმორისტული ნომრები, ლექტორების პაროდიები და სხვადასხვა სახალისო ნომინაცია. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ მაჩვენა, რამდენად უწყობს ხელს SANGU სტუდენტის იდეების განხორციელებას და ინიციატივების მხარდაჭერას, SANGU-ს თითოეული წევრი გვერდში დამიდგა.

პირველ კურსზე ჩაკეტილი და საკმაოდ სერიოზული გოგონა ვიყავი - ხშირად მაკლდა თავდაჯერებულობა. ახლა, მეოთხე კურსზე ვარ და ვხვდები, რამდენად შევიცვალე: გავხდი უფრო თავდაჯერებული, აქტიური, ამბიციური და მიზანდასახული, მხიარული, მეგობრული - და ეს სწორედ SANGU-ს დამსახურებაა, მადლობა მას.

ქართულ უნივერსიტეტში პირველ კურსზევე ვიგრძენი რაღაც თბილი, განსაკუთრებული გარემო, ძალიან მოვიხიბლე, რადგან სიმშვიდე იყო ირგვლივ და ეს მსიამოვნებდა. არც კი მჯერა, რომ ოთხი წელი გავიდა, რაც აქ ვსწავლობ. ერთი რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ ქართულმა უნივერსიტეტმა, ცოდნასთან ერთად, მასწავლა ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობა, მეგობრობა თანატოლებთან, კომუნიკაცია ძვირფას ლექტორებთან, თუ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. უნივერსიტეტში იმდენად იგრძნობა ჰარმონია, რომ ყოველი დღე მიყვარს უნივერსიტეტში მოსვლის, პირველი კურსიდან მეოთხე კურსამდე.

SANGU-ში სტუდენტებს განსაკუთრებული ადამიანები ხვდებიან, ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ, გვერდში დაუდგნენ. ეს ყოველივე საბოლოოდ ქმნის იმ გარემოს, სადაც დღითიდღე გიყვარდება საკუთარი უნივერსიტეტი. ქართულმა უნივერსიტეტმა პიროვნული განვითარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი რამ მასწავლა, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გამომადგება. SANGU-მ მომცა საშუალება იმისა, რომ მაქსიმალურად გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები, დამეძლია არაერთი დაბრკოლება, რომელიც საბოლოოდ მიმიყვანდა წარმატებასთან და ეს ასეც მოხდა. ოთხი წლის განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტური ცხოვრება აქტიური და მრავალფეროვანი იყო, აქ გატარებული წლები ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩება. ჩემთვის SANGU - არის ადგილი, სადაც ცოდნასთან ერთად შევიძინე სამეგობრო წრე, რომელიც ერთ დიდ ოჯახს აერთიანებს.

ნინო ჯანიაშვილი
SANGU-ს სტუდენტი

სანგუს დელეგაციის ვიზიტ ქ. ბრემენში DAAD-ის პროექტის ფარგლებში

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დელეგაციის ვიზიტი ქ. ბრემენში, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის (DAAD) პროექტის ფარგლებში

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლის (HSB Hochschule Bremen) თანამშრომლობის ფარგლებში, 2025 წლის 19 მაისს, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები: ლუკა ალიბეგაშვილი, ანა აბესაძე, გიორგი ჯიშიაშვილი და მედეა გოგილაშვილი, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ გერმანიაში, ქალაქ ბრემენში.

ვიზიტის მიზანი იყო ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უმაღლესი სკოლისა და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო (DAAD) პროექტის ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, მდგრადი ტურიზმის გამოკვლევის მეთოდებისა და კრიტერიუმების შემუშავება, რომელიც საქართველოში უკვე მე-4 წელია გრძელდება.

ქართველმა სტუდენტებმა გერმანელ კოლეგებსა და პროექტის ხელმძღვანელ პროფესორ რეინერ ჰარტმანსა და ასისტენტ პროფესორ იულია როსდოფს წარუდგინეს მოხსენება, რომელიც მოიცავდა კვლევის პროცესში ინსტიტუციურ, ეკონომიურ, ეკოლოგიურ და სოციო-კულტურულ განზომილებებს.

სამუშაო დღე მოიცავდა ლექციებს, პრაქტიკულ მეცადინეობასა და დამოუკიდებელ სამუშაოს. პირველ ლექციაზე პროფესორმა ჰარტმანმა და ასისტენტ პროფესორმა როსდორფმა ქართველ სტუდენტებს გააცნეს ვიზიტის მიზნები და პროგრამის სპეციფიკა. შემდგომ ქართველი სტუდენტები წარსდგნენ პრეზენტაციებით საქართველოზე და განსაკუთრებით – ქუთაისზე.

სამუშაო სემინარებზე აღინიშნა, რომ SANGU-ს სტუდენტთა მოხსენებები მნიშვნელოვნად დაეხმარა პროექტში ჩართულ გერმანელ მაგისტრანტებს ქუთაისის ისტორიის, ეკონომიკური მდგომარეობის, ეკოლოგიური ფონისა და რელიგიური მრავალფეროვნების უკეთ შესწავლაში. ამის შემდეგ სტუდენტები გადანაწილდნენ თემატურ ჯგუფებში (ინსტიტუციური, ეკოლოგიური, ეკონომიური და სოციო-კულტურული განზომილებები) კონკრეტული კვლევების ჩასატარებლად.

პროექტმა დადებითი უკუკავშირი მიიღო ორივე მხარისაგან. ერთობლივმა მუშაობამ წინ წასწია კვლევის პროცესს და გააძლიერა ინტერპერსონალური კავშირები სტუდენტებს შორის. პროექტი „ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასება ქუთაისში“ გაგრძელდება უკვე საქართველოში.

ბრემენის უნივერსიტეტის გუნდი 3 ივნისს ჩამოდის საქართველოში, რათა განაგრძოს კვლევა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად. მათ შეუერთდებიან ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით.

ფიზიკის მასწავლებელთა II ეროვნული კონფერენცია სანგუში

ფიზიკის მასწავლებელთა II ეროვნული კონფერენცია სანგუში

2025 წლის 31 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ფიზიკის მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია (PTA), ხოლო გენერალური სპონსორი - წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU).

კონფერენციის თემა იყო: „ფიზიკის სწავლება და STEM განათლება“, და მასში მონაწილეობა მიიღეს ზოგადი განათლების სფეროს მასწავლებლებმა, მეცნიერებმა, ექსპერტებმა და STEM განათლებით დაინტერესებულმა პროფესიონალებმა მთელი საქართველოდან.

კონფერენცია დაიწყო დელეგატების რეგისტრაციითა და მისასალმებელი სიტყვით. კონფერენცია საზეიმოდ გახსნა ალექსანდრე თევზაძემ – ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური სტრატეგიული განვითარების დირექტორმა, რომელმაც წარადგინა ლექცია თემაზე: „ფიზიკის სწავლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ეთიკა და ინსტიტუციური პოლიტიკა“.

მომდევნო ეტაპზე გაიმართა პანელური დისკუსია ფიზიკის სწავლების თანამედროვე გამოწვევებზე. პანელში მონაწილეობდნენ წამყვანი ექსპერტები განათლების სფეროდან: გიორგი ლომიძე, მარეხი მაზანაშვილი, ირმა ლორია და მერაბ კვირიკაშვილი, რომლებიც სხვადასხვა სკოლებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს წარმოადგენენ.

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო სასტენდო და ზეპირი მოხსენების სესიები, სადაც ფიზიკის მასწავლებლებმა წარმოადგინეს პრაქტიკული გამოცდილებაზე და კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური ხედვები. წარმოდგენილი თემები შეეხებოდა როგორც პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლების მოდელებს, ასევე ადგილობრივი კულტურის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, მათ შორის - STEM და STEAM მიმართულებების გაძლიერების გზებს.

დღის ბოლოს კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესო მოხსენებების ავტორები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALIS და წამყვანი ქართული გამომცემლობები: დიოგენე, ინტელექტი და საქართველოს მაცნე.

პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“ – წარმატებით დასრულდა

პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“ – წარმატებით დასრულდა

2025 წლის 25 თებერვლიდან 27 მაისის ჩათვლით, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) უმასპინძლა 30-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლას მთელი საქართველოდან. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტს ეწვია 600-ზე მეტი მოსწავლე, რომლებსაც მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, რეალურ ლაბორატორიებში, ფიზიკის ექსპერიმენტების საშუალებით, ჩართულიყვნენ სამეცნიერო აღმოჩენებისა და კვლევის პროცესში.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს როგორც სადემონსტრაციო, ისე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებში, აწარმოეს ექსპერიმენტები, შეასრულეს გაზომვები და შეაფასეს შედეგები, რაც მათ დაეხმარა, უკეთ გაეცნობიერებინათ ფიზიკის მნიშვნელობა და მეცნიერების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პროექტის დასკვნით დღეს, 27 მაისს, SANGU-ს ეწვივნენ:
• ქ. გორის მეოთხე საჯარო სკოლა
• საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის და ჭალის საჯარო სკოლები

ვიზიტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. SANGU-ს ელჩებმა მათ დაათვალიერებინეს უნივერსიტეტი, გააცნეს საბაკალავრო პროგრამები, სხვადასხვა შეთავაზებები და სტუდენტური გარემო.

პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“ განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის „მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის“ მხარდაჭერით (პროექტის კოდი: SPG-24-1436).

პროექტის მთავარი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით კი ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივება. ლაბორატორიულ აქტივობებთან ერთად, პროექტი ხელს უწყობდა ფიზიკის როგორც აკადემიური, ისე ყოველდღიურ რეალობასთან დაკავშირებული დისციპლინის აღქმას და მის კავშირებს სხვა სფეროებთან – ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მუსიკა, ხელოვნება და სხვა.

SANGU მადლობას უხდის ყველა მონაწილე სკოლას, მოსწავლესა და პედაგოგს ჩართულობისა და ნდობისთვის.

უნივერსიტეტი აგრძელებს ახალგაზრდების შთაგონებასა და მეცნიერების პოპულარიზაციას.

შეხვედრა პროფესორ ნესტან სულავასთან

შეხვედრა პროფესორ ნესტან სულავასთან

2025 წლის 27 მაისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან ნესტან სულავასთან.

ღონისძიების ფარგლებში, პროფესორმა ნესტან სულავამ სტუდენტებსა და აკადემიურ საზოგადოებას გაუზიარა თავისი მდიდარი გამოცდილება როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობაში. მან ისაუბრა ნაშრომების ხელმძღვანელობის თანამედროვე სტანდარტებსა და პრაქტიკებზე, რაც განსაკუთრებით ღირებული იყო იმ სტუდენტებისთვის, ვინც აკადემიური კარიერის გაგრძელებას გეგმავს.

შეხვედრაზე პროფესორმა სულავამ ასევე გააცნო მონაწილეებს თავისი ახალი გამოცემული მონოგრაფია — „IV–X საუკუნეების ქართული ლიტერატურა“, რომელიც წარმოადგენს მის ხანგრძლივი კვლევითი მუშაობის შედეგს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ძველი ქართული მწერლობის პერიოდს.

ნესტან სულავა არის ქართული ჰაგიოგრაფიისა და აგიოგრაფიული ტექსტების ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი, ავტორი ასობით სამეცნიერო პუბლიკაციისა და დაახლოებით ოცამდე მონოგრაფიის.

Tech დასაქმებისა და კარიერის ფორუმი SANGU-ში

Tech დასაქმებისა და კარიერის ფორუმი SANGU-ში

2025 წლის 27 მაისს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, უმასპინძლა Tech დასაქმებისა და კარიერის ფორუმს – ღონისძიებას, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი ტექნოლოგიურ კომპანიებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ფორუმი მიზნად ისახავდა მონაწილეთა დაკავშირებას შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პრაქტიკულ შესაძლებლობებთან.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც დამსაქმებლების, ისე ახალგაზრდების მხრიდან. ფორუმში მონაწილეობა მიიღო როგორც ადგილობრივმა, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომლებიც აქტიურად ეძებენ ახალ კადრებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სტუდენტი უკვე დასაქმდა, ბევრმა კი მიიღო პერსპექტიული შეთავაზება და სტაჟირების რეალური შესაძლებლობა. დასაქმებისა და პროფესიული განვითარების რეალურ შედეგებთან ერთად, ღონისძიებამ ხელი შეუწყო სტუდენტებისა და დამსაქმებლების უშუალო დიალოგს.

ღონისძიების დასასრულს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სანგუსა და საერთაშორისო აუთსთაფინგ კომპანია „Webiz International“ შორის. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერებას, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას.

Tech ფორუმმა დაამტკიცა SANGU-ს მზარდი როლი არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, არამედ განათლებისა და ტექნოლოგიური სექტორის მჭიდრო ინტეგრაციაში. ღონისძიება იყო პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის, დასაქმების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობების გაძლიერების მნიშვნელოვანი პლატფორმა.

"ანდრია პირველწოდებული და საქართველო"

სამეცნიერო კონფერენცია – "ანდრია პირველწოდებული და საქართველო"

23 მაისს, SANGU-ში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: "ანდრია პირველწოდებული და საქართველო". ღონისძიება მიეძღვნა ანდრია მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეს – 12 მაისს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები ფართოდ წარმოაჩენდა წმ. ანდრია პირველწოდებულის როლს ბიბლიურ და ქართულ ტრადიციებში. მოხსენებებში განხილული იყო მისი კვალი ქართულ ლიტერატურაში, მესხური გადმოცემების ვერსიები, ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის თემა და თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორიული ხედვები.

ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა აკადემიურ პროცესში, კვლევითი ინტერესები და მათი მზაობა, წვლილი შეიტანონ ქვეყნის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და გააზრებაში.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა: „მეფე – ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა: „მეფე – ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“

2025 წლის 20 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ რიგით ორმოცდამეთვრამეტე ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა დანიელმა.

საჯარო ლექციით წარსდგა ისტორიის დოქტორი ბუბა კუდავა.

მოხსენების თემა იყო: „მეფე – ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო“.

სტუდენტური კონფერენცია: „დიპლომატები“

სტუდენტური კონფერენცია: „დიპლომატები“

2025 წლის 19 მაისს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტების კონფერენცია: „დიპლომატები“.

კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის გააქტიურებას, ანალიზისა და საჯარო წარდგენის უნარების განვითარებას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში.

ღონისძიება დისკუსიებით, სტატიებისა და პრეზენტაციების წარდგენით წარიმართა და მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი ხედვები დიპლომატიის მნიშვნელობის, გამოწვევებისა და გლობალური პროცესების შესახებ.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

SANGU-ს სტიპენდიანტები

SANGU-ს სტიპენდიანტები – ინტერვიუ ვიკა დულარიძესთნ

დღევანდელ ინტერვიუში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს, ვიკა დულარიძეს გაგაცნობთ. - “სანამ SANGU-ში ჩაბარებას გადავწყვეტდი, ვეძებდი უნივერსიტეტს, რომელიც არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებულ გარემოსაც შემომთავაზებდა. სამი წლის შემდეგ თამამად ვამბობ, რომ ჩემი არჩევანი სწორია. SANGU-ში მიღებული განათლება და მხარდაჭერა ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული განვითარების გზაც გახდა.“

ვიკა მოგესალმები!
მოგესალმებით

გვიამბე, როგორ გაიგე SANGU-ს შესახებ და რატომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება სწორედ აქ?
SANGU-ს შესახებ პირველად სკოლაში სწავლის დროს შევიტყვე. იმ პერიოდში აქტიურად ვეძებდი უნივერსიტეტს, რომელიც ჩემს ინტერესებს, ღირებულებებსა და მომავალ პროფესიულ გეგმებს დაემთხვეოდა. როდესაც SANGU-ს შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღე - მისი მისია, ხედვა და ის, თუ როგორ ასოცირდება უნივერსიტეტი ეკლესიასთან - დავინტერესდი და უფრო სერიოზულად დავიწყე განხილვა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, უნივერსიტეტი ყოფილიყო ადგილი, სადაც განათლების მიღებასთან ერთად ადამიანური ღირებულებების დაცვა, ეროვნული ფასეულობების პატივისცემა და პიროვნული ზრდაც შესაძლებელი იქნებოდა. სწორედ ამ ყველაფრის ნაზავი ვნახე SANGU-ში. აქ მინდოდა მიმეღო სიღრმისეული ცოდნა და მეპოვა გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩემს აკადემიურ და სულიერ განვითარებას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გამეგრძელებინა სწავლა SANGU-ში. ეს იყო გაცნობიერებული არჩევანი, რომელსაც არასდროს ვინანებ.

უნივერსიტეტის შერჩევისას რომელი კრიტერიუმები იყო შენთვის მთავარი და როგორ მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება?
უნივერსიტეტის შერჩევისას ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი იყო განათლების ხარისხი და პროგრამის შინაარსი. მინდოდა საფუძვლიანად მესწავლა არჩეული სპეციალობა და მიმეღო ის ცოდნა და უნარები, რომლებიც მომავალში პროფესიონალად ჩამომაყალიბებდა. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევდი ლექტორთა კადრებს - მაინტერესებდა, ვინ იქნებოდნენ ადამიანები, ვისგანაც სწავლის პროცესში გამოცდილებას და ცოდნას მივიღებდი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო სასწავლო გარემო, თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული. საბოლოო გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მივიღე, რაც დეტალურად გავეცანი SANGU-ს მიერ შემოთავაზებულ პროგრამას, დავესწარი ღია კარის დღეს და პირადად შევხვდი ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს. ამან კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ ეს უნივერსიტეტი სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი.

როდესაც არჩევანს SANGU-ზე აჩერებდი, ალბათ გარკვეული მოლოდინები გექნებოდა - როგორ აფასებ ამ მოლოდინების რეალიზებას?
როდესაც SANGU ავირჩიე, მქონდა იმედი, რომ ეს იქნებოდა ის სივრცე, სადაც არამხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღებას შევძლებდი, არამედ პიროვნულადაც განვვითარდებოდი. მოლოდინი მქონდა, რომ დამხვდებოდა თბილი და მეგობრული გარემო. ვფიქრობდი, რომ ეს უნივერსიტეტი ხელს შეუწყობდა ჩემი ინტერესების რეალიზებასა და პროფესიულ განვითარებას, განსაკუთრებით ფილოლოგიის მიმართულებით. სამი წლის შემდეგ თამამად და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ SANGU-მ ნამდვილად გაამართლა ჩემი ყველა მოლოდინი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ სამი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე და ეს არის არჩევანი, რომელსაც არასდროს ვინანებ.

ბევრ შრომას და მონდომებას სტიპენდიაც მოჰყვა, რაც ძალიან სასიხარულოა. რას ნიშნავს შენთვის ეს მიღწევა?
სტიპენდიის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მიღწევაა. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა - ეს არის სიმბოლო იმისა, რომ შრომასა და მონდომებას მოსდევს წარმატება. ეს წარმატება ჩემთვის პასუხისმგებლობაა, რომ განვაგრძო კიდევ უფრო მიზანმიმართული განვითარება და არასდროს დავკმაყოფილდე უკვე მიღწეულით. სტიპენდია ჩემთვის ერთგვარი თავდაჯერების საფუძველიც გახდა — მან მაჩვენა, რომ იმ გზას, რომელსაც მივყვები, შედეგი მოაქვს. როდესაც იცი, რომ შენს ყოველდღიურ თავდაუზოგავ შრომას აუცილებლად ექნება შედეგი. ეს მიღწევა ჩემთვის წარმოადგენს ვალდებულებას, რომ შევინარჩუნო ის სტანდარტი, რომელმაც ამ წარმატებამდე მომიყვანა.

რატომ აირჩიე ფილოლოგია და როდის გააცნობიერე, რომ ამ სფეროში გსურდა შენი შესაძლებლობების განვითარება?
ფილოლოგიის არჩევანი ჩემთვის სრულიად ბუნებრივი და გულითადი გადაწყვეტილება იყო. ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული მქონდა წიგნების მიმართ - სიტყვებში რაღაც განსაკუთრებულს ვხედავდი, თითქოს ყოველი ტექსტი ჩემთვის ახალი სამყარო იყო. სიამოვნებას მანიჭებდა არა მხოლოდ კითხვით მიღებული ემოციები, არამედ ამ ტექსტების შინაარსზე დაფიქრება, დეტალების გაცოცხლება და იმაზე ფიქრი, რას გვაძლევს სიტყვა ადამიანის არსების გასაგებად. სკოლაში განსაკუთრებულად მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, რამაც კიდევ უფრო გამიღრმავა ფილოლოგიის მიმართ ინტერესი.

გარდა აკადემიური სწავლებისა, კიდევ რა აქტივობებში ან პროექტებში ხარ ჩართული უნივერსიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ?
ჩემთვის უნივერსიტეტი მხოლოდ სწავლა და ლექციებზე დასწრება არ არის - ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია განავითარო შენი ინტერესები და იპოვო ის, რაც ნამდვილად გხდის მოტივირებულს. მართალია, ძირითადად აკადემიურ პროცესზე ვარ ორიენტირებული, თუმცა ამის მიღმაც ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო ისეთ საქმიანობებში, რაც დაკავშირებულია თვითგანვითარებასა და ცოდნის გაღრმავებასთან. ვმონაწილეობ ჯგუფურ პროექტებში, რაც არამარტო ცოდნის გაღრმავებაში მეხმარება, არამედ თანამშრომლობისა და გუნდურობის უნარებსაც მიორმაგებს.

რას ურჩევდი მათ, ვისაც სურს იყოს წარმატებული, მოტივირებული და რეალიზებული საკუთარ პროფესიასა თუ ცხოვრებაში?
ვურჩევდი, პირველ რიგში, საკუთარ თავს მოუსმინონ. ნამდვილი წარმატება მაშინ მოდის, როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც უყვარს და რაშიც საკუთარ თავს ხედავს. არ არსებობს მარტივი გზა, ყველგან საჭიროა ძალისხმევა, მაგრამ თუ გზას გულისხმიერად და თავდაჯერებულად მიჰყვები, შედეგი აუცილებლად იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და დააფასონ მცირედი წარმატებები, რადგან დიდი წარმატება ყოველთვის მცირედიდან იწყება. რეალიზაცია არ ნიშნავს მხოლოდ გარეგნულ მიღწევებს — ის შინაგანი კმაყოფილებაა იმით, რაც ხარ და რასაც ქმნი. მთავარია სრული პასუხისმგებლობითა და საკუთარი თავის რწმენით მიყვნენ საკუთარ მიზანს.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო - ნუგზარ შონია

წიგნის წარდგინება: „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“

წიგნის წარდგინება: „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“

2025 წლის 1 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ეკოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, უნივერსიტეტის პროფესორის მარინა ჩხარტიშვილის ახალი წიგნის – „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ – წარდგინება.

ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, სანგუს რექტორმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა ირაკლი ბრაჭულმა, ასევე უნივერსიტეტის პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

წიგნი წარმოადგენს მრავალწლიანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის შეჯამებას და სრულად ასახავს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ისტორიულ განვითარებას, მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო მისიის მნიშვნელობას. განსაკუთრებით ხაზგასმულია ბაღის როლი ეკოლოგიური მემკვიდრეობის დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

სანგუს ბიბლიოთეკა IATUL-ის წევრი გახდა

სანგუს ბიბლიოთეკა IATUL-ის წევრი გახდა

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შეუერთდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციას (IATUL), რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს და უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობასა და ინოვაციების ხელშეწყობას.

IATUL 1955 წელს დაარსდა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში და ამჟამად 240-ზე მეტი წევრი ბიბლიოთეკა ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიზანია უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბიბლიოთეკების პერსონალის პროფესიული განვითარება და გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

სანგუს ბიბლიოთეკისთვის IATUL-ის წევრობა ახალი შესაძლებლობაა — საერთაშორისო კონფერენციებში, ვორქშოპებში და კვლევით პროექტებში აქტიური მონაწილეობა, თანამშრომლობის ახალი პლატფორმების განვითარება და უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის გაძლიერება.

ივანე ჯავახიშვილის 149-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის 149-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2025 წლის 23 აპრილს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიება გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

მოწვეული სტუმრების წინაშე მოხსენებით წარდგა აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი მოხსენება „ივანე ჯავახიშვილის წინაპრები“ ეძღვნებოდა დიდი ქართველი მეცნიერისა და თსუ-ს დამაარსებლის საგვარეულო წარსულის აღწერას. წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის მშობლების – ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ისტორიული ფესვები.

ღონისძიება მოიცავდა როგორც ისტორიული ფაქტების მიმოხილვას, ისე მსჯელობას ივანე ჯავახიშვილის ეროვნული მნიშვნელობის შესახებ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის წვლილს საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ განვითარებაში.

ფილმის „არ დეიჟანგა, გადარჩა...“ ჩვენება სანგუში

2025 წლის 16 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ორგანიზებით, გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „არ დეიჟანგა, გადარჩა...“ – ჩვენება.

ღონისძიება გახსნა ქართველოლოგიის ცენტრის თანამშრომელმა მიხეილ ლაბაძემ, რომელმაც ფილმის კვლევით და კულტურულ ღირებულებებზე უსაუბრა.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და პროფესორმა მანანა ტაბიძემ. მათ ისაუბრეს ფილმის მნიშვნელობაზე, ქართული ენის როლზე ეროვნულ თვითშეგნებაში და ენოვანი მემკვიდრეობის შენარჩუნების საჭიროებაზე.

ფილმი მომზადებულია შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ფუნდამენტური კვლევებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.

ფილმის ავტორები არიან: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, მიხეილ ლაბაძე, სოფიო კეკუა, კესო გეჯუა და მაკა სალია-ბეშიროღლ.

სტუდენტური კონფერენცია

სტუდენტური კონფერენცია ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შესახებ

2025 წლის 14 აპრილს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის საკონსტიტუციო სტატუსისა და სახელმწიფოებრივი უფლებების დაცვის თემატიკას.

კონფერენციაზე მოისმინეს, პროფესორ მანანა ტაბიძის მოხსენება თემაზე: „ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის მნიშვნელობა“. მოხსენებაში გამახვილებული იყო ყურადღება ენის, როგორც ეროვნული იდენტობის საფუძვლის, საკანონმდებლო დაცვის მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ძირითადი მოხსენება წარადგინა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ლიკა ბაბაჯანაშვილმა. მან აუდიტორიას დეტალურად გააცნო 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო მოძრაობის ისტორია, მიმოიხილა ამ ისტორიული მოვლენების კონტექსტი, მათ შორის მობილიზაციისა და საზოგადოების ერთიანობის როლი. მოხსენებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ თარიღს მემორიულ მნიშვნელობასთან ერთად, რეალური ზემოქმედების ძალა აქვს თანამედროვე სახელმწიფოებრივ პროცესებზე.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებმა იმსჯელეს ქართული ენის სახელმწიფოებრივი ფუნქციიების სრულყოფილი მოქმედებისთვის ნიშანდობლივ საკითხებზე, გლობალიზაციური ხასიათის გამოწვევებზე და ამ კუთხით სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გამართულად მოქმედების საჭიროებაზე.

ტრენინგი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პერსონალისთვის

ტრენინგი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების გაუმჯობესების მიზნით, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა რამდენიმე დღიანი ინტენსიური სწავლება/ტრენინგი.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სწავლების თანამედროვე მიდგომები და ტექნიკები, სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის მექანიზმები, მოტივაციის ამაღლების გზები, მხარდაჭერის პრაქტიკები და ნდობის გარემოს ჩამოყალიბება სასწავლო პროცესში. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ერთმანეთთან გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და დისკუსიის ფორმატში ემუშავათ პრაქტიკულ ამოცანებზე.

ტრენინგს უძღვებოდა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი — მაია ინასარიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც მიმდინარეობდა თეორიული და პრაქტიკული ნაწილები.

2025 წლის 11 აპრილს, ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია პროფესიული განვითარების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს გაძლიერებისკენ.

საჯარო ლექცია ინკლუზიური სწავლების თემაზე

საჯარო ლექცია: ინკლუზიური სწავლების გამოწვევები და სსსმ მოსწავლეების მხარდაჭერა

2025 წლის 11 აპრილს, 18:00 საათზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „ინკლუზიური სწავლების გამოწვევები სკოლაში და სსსმ მოსწავლეების მხარდაჭერა“.

ლექცია წაიკითხა ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა და სამედიცინო ფიზიკოსმა ირმა ინიაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, პედაგოგები და ინკლუზიური განათლებით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

მომხსენებელმა მსმენელებს გაუზიარა თავისი პრაქტიკული გამოცდილება და მიმოიხილა ინკლუზიური სწავლების მნიშვნელობა სასკოლო სივრცეში. მან ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების (სსსმ) მხარდაჭერის გზებზე და კონკრეტულ მიდგომებზე.

ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სენსორული ინტეგრაციის დარღვევის არსი, სენსორული არხების მრავალფეროვნება და ის, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს სენსორულ სირთულეებთან გამკლავებაში. ასევე განიხილა გარდატეხის ასაკის გამოწვევები და მათი გავლენა მოსწავლეთა ქცევაზე.

ლექციამ ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის მხარდამჭერი გარემოს შექმნა ინკლუზიური განათლების კონტექსტში. ღონისძიება უნივერსიტეტში არსებული ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მან ხელი შეუწყო როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე პრაქტიკული უნარების გაღრმავებას ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბების პროცესში.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება: „ხევისბერები – ცისა და მიწის შუამავლები“

დოკუმენტური ფილმის ჩვენება: „ხევისბერები – ცისა და მიწის შუამავლები“

2025 წლის 10 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „ხევისბერები – ცისა და მიწის შუამავლები“ – ჩვენება. 

ღონისძიება გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ქალბატონმა ხათუნა კუხალაშვილმა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, ფილმის ავტორებმა და უნივერსიტეტის ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა – ბატონმა ამირან არაბულმა და ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ. სიტყვით გამოვიდა ასევე ფილმის ერთ-ერთი ავტორი – ქალბატონი ლია ტოკლიკიშვილი.

ფილმი შექმნილია საქართველოს პირველი არხის მიერ და ასახავს ხევსურეთში საუკუნეების განმავლობაში დაცულ ტრადიციებს, ხევისბერობის კულტურულ ფენომენსა და მის მნიშვნელობას ქართული საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების კონტექსტში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია წარმოდგენილ თემებზე, სადაც საუბარი შეეხო ქართული ეთნოგრაფიის, მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიულ-კულტურული იდენტობის მნიშვნელობას.

ბატონი გურამ გოგიშვილი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა

საპატიო სიგელი გურამ გოგიშვილს – 80 წლის იუბილე და მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და 80 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელი გურამ გოგიშვილი დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.

სიგელი მას გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ირაკლი ბრაჭულმა.

უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის ბატონ გურამ მისი თავდადებული საქმიანობისთვის. მისი ღვაწლი განსაკუთრებულად ფასეულია მომავალ თაობათა განათლების გზაზე. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და შთაგონებას მომავალშიც.

საჯარო ლექცია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე

7 აპრილს, პროექტ "აღმოაჩინე შენი პროფესიის" ფარგლებში, SANGU-ში გაიმართა მორიგი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან. საჯარო ლექცია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე წაიკითხა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელმა, პროფესორმა თორნიკე შურღულაიამ.

ლექციის ფარგლებში განხილული იყო სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა, პოლიტიკური და საგარეო უსაფრთხოება და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობების მართვა.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს არა მხოლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება, არამედ აძლევს შესაძლებლობას, გააცნობიერონ თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა და მათი გავლენა საზოგადოებაზე.

შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან

2025 წლის 7 აპრილს, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, SANGU-მ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ჩაატარეს სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ და კარიერის კონსულტანტებმა თამარ გედენიძემ და თინათინ ნოზაძემ.

სტუდენტებმა სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების მოძიების შესაძლებლობებზე, დამსაქმებლებთან ურთიერთობის მეთოდებზე, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებზე, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზებზე.

სეთი სახის შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ გააცნობიერონ კარიერული განვითარების პერსპექტივები და მიზნობრივად დაგეგმონ საკუთარი პროფესიული მომავალი.

SANGU-ს ჭადრაკის შიდა ტურნირი

სტუდენტური დღეების 2025-ის ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ჭადრაკის შიდა ტურნირი. ღონისძიება ორგანიზებული იყო SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ და მასში აქტიურად ჩაერთნენ უნივერსიტეტის სტუდენტები.

ტურნირი მეგობრულ გარემოში წარიმართა. მონაწილეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი და გამორჩეული სათამაშო სტრატეგიები. გრძელვადიანი პარტიების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ბიჭებს შორის გამარჯვებულები გახდნენ:

  • პირველი ადგილი – გიორგი მაშანეიშვილი
  • მეორე ადგილი – გიორგი ტურაშვილი
  • მესამე ადგილი – ლუკა ქარდავა

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგები აჩვენეს:

  • პირველი ადგილი – ხატია წიკლაური
  • მეორე ადგილი – ქეთი მუკბანიანი

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ ტურნირებში!

ტრენინგი თემაზე: „საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესები“

2025 წლის 31 მარტს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესები“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი თამაზ კვიტია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი.


შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის იმ აუცილებელი ცოდნის და პრაქტიკული რჩევების მიწოდება, რაც სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციაში უსაფრთხო და ეფექტური ქცევისათვის არის საჭირო. ბატონმა თამაზმა დეტალურად ისაუბრა საგანგებო სიტუაციების ტიპებზე, მოიყვანა რეალური მაგალითები და გაუზიარა მონაწილეებს ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრის, მიწისძვრის, წყალდიდობის, ქიმიური ავარიებისა და სხვა კრიზისულ ვითარებებში.


ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა – სტუდენტებს და თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და განეხილათ პრაქტიკული შემთხვევები.


ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებისა და კრიზისულ სიტუაციებში სწორი რეაგირების უნარების განვითარების თვალსაზრისით.


SANGU მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბატონ თამაზ კვიტიას თანამშრომლობისთვის და მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიებების ორგანიზებას სტუდენტებისა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტები

აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტები

სემინარის ფოტო 1 სემინარის ფოტო 2

28 მარტს, SANGU-ში გაიმართა სემინარი თემაზე: "აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ინსტრუმენტები", რომელსაც უძღვებოდა "ასოციაცია მეცნიერებისთვის" დამფუძნებელი თამარ ხახუტაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აკადემიური კეთილსინდისიერების არსი, პლაგიატის ამოცნობის სისტემა StrikePlagiarism-ი და მისი შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ტექსტების ამოცნობის მიმართულებით. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია „ასოციაცია მეცნიერებისთვის“ მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე, როგორიცაა ელექტრონული ჟურნალების პლატფორმა, დოის მინიჭება, სამეცნიერო ლიტერატურაზე წვდომა და ღია ციფრული რეპოზიტორიუმი.

სემინარს ესწრებოდნენ პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტები. ასეთი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას აკადემიური ეთიკის სფეროში.

პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის

2025 წლის 26 მარტს, 14:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის.


მასტერკლასს ხელმძღვანელობდა ანა ანდღულაძე – კარიერული კონსულტანტი ტექნოლოგიურ სფეროში, DataArt-ის (წამყვანი საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ფირმა) Senior Tech Talent Acquisition Manager.


ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

  • LinkedIn-სა და რეზიუმეს ოპტიმიზაცია კარიერული წინსვლისთვის;
  • IT მიმართულებით კარიერული თვითგანვითარების ინსტრუმენტები;
  • AI ხელსაწყოების გამოყენება სამუშაოს ძიების პროცესში;
  • საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე შერჩევის პროცესი;
  • გასაუბრებისა და სახელფასო მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგიები.


მასტერკლასი ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში – სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიური ბაზრის მოთხოვნებს.


ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების კარიერული განვითარებისა და შრომის ბაზარზე წარმატებული ინტეგრაციის ხელშეწყობას.

გაეროს მოდელირება SANGU-ში!

24 მარტს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, პროექტ „აღმოაჩინე შენი პროფესიის“ ფარგლებში, წარმატებით ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება - გაეროს მოდელირება, რომელიც როლური თამაშის ფორმატში აერთიანებდა დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო დისკუსიის მიმართულებებს.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლების მორგებით გამართეს დებატები და მოლაპარაკებები, წარმოადგინეს ქვეყნის ინტერესები და მონაწილეობა მიიღეს სიმულირებულ გაეროს სესიებში. დისკუსიები იყო აქტიური და შინაარსიანი, მონაწილეებმა წარმოაჩინეს მაღალი ხარისხის ანალიტიკური, კომუნიკაციური და ლიდერული უნარები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი - ქალბატონი მაია მანჩხაშვილი, რომლის პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მთელი მოდელირების პროცესისთვის.
ღონისძიების მიზნები მოიცავდა:

  • დემოკრატიული ღირებულებების გაღრმავებას ახალგაზრდებში
  • საჯარო გამოსვლისა და მოლაპარაკების უნარების განვითარებას
  • გუნდური მუშაობისა და ლიდერობის პრაქტიკულ სწავლებას
  • დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს გაცნობას

 

სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა“

14 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფა და კულტურა“.

ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური საგრანტო პროექტის „ხადას ხეობა – უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“ (№ FR-22-18207) ფარგლებში განხორციელდა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მთიანეთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევების შედეგები, რაც მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესწავლაში.

„კვლევის შედეგების დაბეჭდვა - პუბლიკაციის მომზადება და ჟურნალის შერჩევა“

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს პერსონალის სამეცნიერო საქმიანობას და უწყობს ხელს მათ მიერ შექმნილი სამეცნიერო პროდუქციის პოპულარიზაციას. უნივერსიტეტი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას შესაბამისი დამხმარე მექანიზმებისა და რესურსების შესახებ, ასევე გეგმავს მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას.

14 მარტს SANGU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ფიქრია წოწკოლაურმა ჩაატარა სემინარი „კვლევის შედეგების დაბეჭდვა - პუბლიკაციის მომზადება და ჟურნალის შერჩევა“.

შეხვედრაზე განხილული იყო მეცნიერის მიერ კვლევის შედეგების გამოქვეყნებისა და შესაბამისი სამეცნიერო ჟურნალების შერჩევის პროცესი. ასვეე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სია, სადაც მეცნიერებსა და მკვლევრებს საქართველოდან შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ ან შეღავათიან ფასად გამოაქვეყნონ სამეცნიერო პუბლიკაციები.

SANGU-ს სტიპენდიანტები

უნივერსიტეტის შერჩევისას, როდესაც დეტალურად იკვლევ ინფორმაციას და გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას იღებ, ყველა მოლოდინი აუცილებლად მართლდება და წარმატებაც გარდაუვალია. ასე ფიქრობს SANGU-ს ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სტიპენდიანტი, ნათია მეკოშკიშვილი.

ინტერვიუში ნათია გვიზიარებს, როგორ დაიწყო მისი აკადემიური გზა, რატომ აირჩია SANGU და როგორია სტუდენტური ცხოვრება ამ უნივერსიტეტში. ის ასევე გვესაუბრება სტიპენდიანტის სტატუსის მნიშვნელობაზე და ფილოლოგიისადმი მის სიყვარულზე.

 ნათია, მოგესალმები!

მოგესალმებით.

როგორ გაიგე SANGU-ს შესახებ და რატომ აირჩიე სწავლის გასაგრძელებლად?
პირველად SANGU-ს შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომელიც აქ ქართულ ფილოლოგიაზე სწავლობდა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ უნივერსიტეტზე მეტი ინფორმაცია მიმეღო და სხვადასხვა ჯგუფში დავიწყე ცნობების შეკრება. როდესაც კარგად გავეცანი ამ უნივერსიტეტის მახასიათებლებს, გაწყვეტილებაც მაშინ მივიღე.

რა კრიტერიუმები იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის შერჩევისას?
ინფორმაციის მოძიების დროს ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, როგორი გარემო და ლექტორები დამხვდებოდნენ უნივერსიტეტში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სტუდენტზე მორგებული გარემო.

რამდენად გაამართლა შენი მოლოდინი უნივერსიტეტმა, ოთხი წლის შემდეგ რას იტყოდი, სწორი გადაწყვეტილება მიიღე?
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე და ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.
წელს ვამთავრებ ბაკალავრიატს, თუმცა, SANGU-ში აუცილებლად დავბრუნდები მასწავლებლის მომზადების 60 - კრედიტიან პროგრამაზე.
ვინც უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, მათ აუცილებლად ვურჩევ წმ. ანდრიას სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, რადგან აქ დახვდებათ, როგორც სტუდენტებზე მორგებული გარემო, ასევე, საუკეთესო ლექტორებითა და თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი.

უკვე მერამდენე სემესტრია ინარჩუნებ სტიპენდიანტის სტატუსს, რაც დიდი შრომის შემდეგია. წელს პირველად ხარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სტიპენდიანტი, ალბათ ძალიან ამაყი ხარ?
ნამდვილად ძალიან ამაყი ვარ. აქამდე საფაკულტეტო სტიპენდიას ვიღებდი, ახლა კი პატრიარქის სტიპენდიანტიც გავხდი, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა.

რატომ ფილოლოგია, რა ასაკში მიხვდი, რომ ამ მიმართულებით უნდა განგევითარებინა შენი შესაძლებლობები?
ქართველებისთვის ქართული ენა ყველაზე დიდი საგანძურია, ამიტომ ის ჩემთვის ბავშვობიდან საყვარელი და მნიშვნელოვანი იყო. სკოლაში სწავლის დროს სხვადასხვა ოლიმპიადებშიც ვიღებდი მონაწილეობას და ვცდილობდი კარგი შედეგი დამედო, თუმცა, ფილოლოგობაზე არ ვფიქრობდი. აბიტურიენტობის დროს ორი ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა, ერთი - ისტორიის, მეორე - უნარების, მათთან სწავლამ მასწავლებლობაზე დამაფიქრა, რადგან დავინახე რამხელა მნიშვნელობა აქვს კარგ მასწავლებელს ადამიანის ცხოვრებაში, სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე ქართულ ფილოლოგიაზე ჩაბარება, ამით ქართული ენის სწავლასაც და მასწავლებლობასაც შევძლებდი.

რას ურჩევ მათ, ვისაც სურს იყოს წარმატებული, რეალიზებული ადამიანი?
ასეთ ადამიანებს ვეტყოდი, რომ წარმატება თავისით არ მოდის და საკუთარი მიზნებისთვის ძალიან ბევრი იშრომონ. შეიძლება რაღაც დღეს არ გამოვიდეს, მაგრამ ხვალ აუცილებლად გამოვა.


ესაუბრა ნინო აბრამიშვილი
ფოტო: ნუგზარ შონია

აღმოაჩინე შენი პროფესია - ადვოკატი

2025 წლის 13 მარტს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ადვოკატის პროფესია“. ტრენინგს უძღვებოდა ქეთევან ხურცილავა – იურიდიული სფეროს გამოცდილი სპეციალისტი, რომელმაც მონაწილეებს პროფესიის საფუძვლები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები გააცნო.

ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ადვოკატის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა და მათთვის პროფესიული ორიენტაციის პროცესში დახმარება. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს:

  • ადვოკატის როლი და ფუნქციები სამართლებრივ სისტემაში;
  • პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და მათი განვითარების გზები;
  • იურიდიული განათლებისა და კარიერული განვითარების ეტაპები;
  • ადვოკატის პროფესიული ეთიკის ძირითადი პრინციპები.


ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარდა – მოსწავლეებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები, მოისმინეს რეალური გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითები და მიიღეს პრაქტიკული რჩევები ადვოკატის კარიერის დასაწყებად.
ქეთევან ხურცილავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადვოკატისთვის აუცილებელ პიროვნულ თვისებებზე, როგორიცაა კომუნიკაციის უნარი, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტაციის ხელოვნება და პასუხისმგებლობა.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს და სპიკერს, აღნიშნეს, რომ ტრენინგმა მათ მეტი მოტივაცია და მიმართულება მისცა მომავალი პროფესიული გზის დაგეგმვაში.

SANGU აქტიურად აგრძელებს სკოლის მოსწავლეებისათვის კარიერული განათლების მხარდაჭერას და მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრასა და ტრენინგს უმასპინძლებს.

ტრენინგი „როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტი?!“

2025 წლის 4 მარტს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნათია სადღობელაშვილმა, გამართა ტრენინგი თემაზე: „როგორ დავწეროთ აკადემიური ტექსტი?!“.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო აკადემიური ტექსტის მომზადების ძირითადი პრინციპები. მომხსენებელმა მონაწილეებს გააცნო, როგორ უნდა შეირჩეს შესაბამისი საკვლევი თემა, რა მნიშვნელობა აქვს სათაურს და როგორ უნდა მოხდეს მისი სწორად ფორმულირება. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს შესავალი ნაწილის სტრუქტურა და მისი კომპონენტები, სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების მეთოდები და ძირითადი ნაწილის ფორმირების პრინციპები.

მონაწილეებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული ცოდნა პარაფრაზირების, ციტირებისა და ციტირების წესების შესახებ. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა დასკვნის შედგენაზე, აკადემიური ტექსტის სტილზე და პლაგიატის თავიდან აცილების გზებზე. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოებიც, რაც დაეხმარა სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში.

ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას.

 

 
პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“ დაიწყო

2025 წლის 25 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით დაიწყო საგრანტო პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკის პოპულარიზაციას VII-XII კლასის მოსწავლეებს შორის.

პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ეძლევათ შესაძლებლობა: დაესწრონ სადემონსტრაციო ცდებს უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში; თავად ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ეტაპობრივად შეისწავლონ პროცესები და დამოუკიდებლად შეაფასონ ცდების შედეგები; გაეცნონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას და საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც დაეხმარებათ მომავალი კარიერული არჩევანის გაკეთებაში; მიიღონ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

პირველი ვიზიტი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის უფროსკლასელებმა განახორციელეს, რის შემდეგაც პროექტს შეუერთდნენ: მწვანე სკოლა, თბილისის 140 საჯარო სკოლა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სკოლა.

პროექტი 2025 წლის 30 მაისამდე გაგრძელდება, და სკოლებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვიზიტის დასაგეგმად. შეხვედრები ტარდება სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ჯგუფების მაქსიმალური რაოდენობა 20 მოსწავლეა.

პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. თანამედროვე განათლების სისტემაში პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობა მუდმივად იზრდება- თეორიული ცოდნის გაღრმავება ლაბორატორიულ გარემოში, ცდების უშუალო ჩატარება და შედეგების ანალიზი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, უკეთესად გაიგონ ფიზიკის ძირითადი პრინციპები.

შეხვედრა მოსამართლე ევა გოცირიძესთან

21 თებერვალს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა უფროსკლასელებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის სფეროთი. ღონისძიება წარმართა SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელმა, სამართლის დოქტორმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ევა გოცირიძემ.

მოსწავლეებს მიესალმა SANGU-ს რექტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი ბრაჭული და სამართლის პროგრამის კოორდინატორი ქეთევან ხურცილავა. რექტორმა აღნიშნა, რომ SANGU აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების განათლებას და კარიერულ განვითარებას, მსგავსი ინიციატივები მათ ეხმარება პროფესიული არჩევანის უკეთ გასაგებად. მან ასევე ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლს სამართლის სფეროს განვითარებაში და სტუდენტების მხარდაჭერაში.


შეხვედრის თემა იყო „პროფესია მოსამართლე“, რომლის ფარგლებშიც ქალბატონმა ევამ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და ესაუბრა მოსამართლის როლის მნიშვნელობაზე. მან დეტალურად განიხილა კარიერული განვითარების გზები, გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც სამართლის სფეროში მოღვაწე პირებს ელით. ისაუბრა იმ უნარებსა და მიდგომებზე, რომლებიც აუცილებელია წარმატებული სასამართლო კარიერისთვის და განმარტა, როგორ იწყება და ვითარდება მოსამართლის პროფესიული გზა.


მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედრის ბოლოს დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. დისკუსიის ინტერაქტიულ ფორმატში ჩატარებამ მათ საშუალება მისცა უკეთ გაეცნოთ სამართლის პროფესია და გაეაზრებინათ საკუთარი მომავალი შესაძლებლობები ამ სფეროში.


პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ SANGU-ს ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებს გააცნოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები, სხვადასხვა სფეროები და დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში. კამპანია გრძელდება და მომავალშიც მოიცავს მრავალ საინტერესო შეხვედრას სხვადასხვა დარგის წამყვან პროფესიონალებთან.

SANGU-ს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის ხელმძღვანელობით, აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება.

დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრებით დაიწყო.

ვიზიტი გრძელდება პარტნიორ - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) წარმომადგენლებთან, ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებზე და მიმდინარე პროგრამების წარმატებით გაგრძელების მიზნით.

SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმატებული და უნიკალური თანამშრომლობა ზრდის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხისა და უნიკალური პროგრამების ხელმისაწვდომობას.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების მიმართულებით, რაც მომავალში მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

SANGU-ს სტუდენტების ვიზიტი აშშ-ში

SANGU-ს და NKU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ამჟამად NKU-ში ორკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან.

პირველი დღეები სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა. ისინი უკვე შეხვდნენ ინფორმატიკის ფაკულტეტის პროფესორებსა და თანამშრომლებს, დაათვალიერეს NKU-ს მონაცემთა ცენტრი და დაესწრნენ საზეიმო ვახშამს, რომელიც მათ მისასალმებლად მოეწყო.

ვიზიტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ ამერიკულ აკადემიურ გარემოს, განავითარონ პრაქტიკული უნარები და ჩაერთონ ინტერაქტიულ სწავლებაში.

ზამთრის უნივერსიადა 2025: SANGU-ს ფრენბურთელ გოგონათა შთამბეჭდავი გამოსვლა ბაკურიანში

დაბა ბაკურიანში, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, "ზამთრის უნივერსიადა 2025" წარმატებით გაიმართა. ტურნირში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების 24 უნივერსიტეტის სპორტული გუნდები მონაწილეობდნენ.

SANGU-ს გოგონათა ფრენბურთის გუნდი განსაკუთრებული თამაშით გამოირჩეოდა და ნახევარფინალამდე მიაღწია.

ვულოცავთ ჩვენს ფრენბურთელ გოგონებს და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ ტურნირებში.

ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის მეოთხე კონვენციის დელეგატი

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ხელშეწყობით, ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის მეოთხე კონვენციაზე საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენელი დელეგატი სანგუს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ნიკოლოზ კოკაია იქნება.

ევროპული ახალგაზრდული მუშაობის კონვენცია (EYWC) ახალგაზრდულ მუშაობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდული პოლიტიკის, ინკლუზიურობისა და პროფესიული განვითარების საკითხების განხილვას. ღონისძიება შეკრებს ახალგაზრდული ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, განათლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მთელი ევროპიდან.

კონვენციას უმასპინძლებს მალტის ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო (Agenzija Zghazagh) და ევროკავშირის პროგრამების სააგენტო (EUPA), მალტის ახალგაზრდობის საკითხებში პასუხისმგებელ სამინისტროსთან თანამშრომლობით. ღონისძიება გაიმართება 2025 წლის 27-30 მაისს, მალტაში.

ნიკოლოზ კოკაიას კონვენციაში მონაწილეობა სანგუსა და მისი სტუდენტური თვითმმართველობის საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

SANGU წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს ამ საპასუხისმგებლო მისიაში.

 
„პროფესია მოსამართლე“ – შეხვედრა ევა გოცირიძესთან

„აღმოაჩინე შენი პროფესია“ – ეს არის SANGU-ს ინიციატივა, რომელიც გაძლევთ შანსს, გაიცნოთ სამართლის სფეროს პროფესიონალი, მოისმინოთ მისი გამოცდილება და მიიღოთ პრაქტიკული რჩევები თქვენი მომავალი კარიერისთვის.

21 თებერვალს, 16:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შეხვდი პროფესორ ევა გოცირიძეს – სამართლის დოქტორს, SANGU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს.

შეხვედრის თემატიკა:

  • რა არის მოსამართლის პროფესია?
  • სამართლის სფეროში კარიერის განვითარების შესაძლებლობები
  • რა უნარებია საჭირო წარმატებული იურისტისთვის?


სპიკერი:
ევა გოცირიძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი, SANGU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

შეხვედრა განკუთვნილია IX-XII კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლის მიმართულებით.

დასწრება უფასოა, თუმცა საჭიროა რეგისტრაცია!
რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

11 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საზეიმოდ აღინიშნა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერებაში მოღვაწე ქალბატონების მხარდაჭერას და მათი მიღწევების აღიარებას.

განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კუხალაშვილი, დაჯილდოვდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის!

ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმსა და მეცნიერებაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე 2015 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დაწესდა, რათა განათლებასა და მეცნიერებაში ქალთა თანასწორ განვითარებას ხელშეწყობა ჰქონოდა.

ვულოცავთ ყველა ქალ მეცნიერს ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლო საქმიანობაში!

"მეცნიერის პროდუქტიულობა და მეცნიერის პროფილი"

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტისა და მისი პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის განვითარებისა და სამეცნიერო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით უნივერსიტეტი ცდილობს შესაბამისი დამხმარე მექანიზმებისა და საშუალებების შესახებ რეგულარულად გაავრცელოს ინფორმაცია და დაგეგმოს თანმდევი მხარდამჭერი ღონისძიებები.

14 თებერვალს გაიმართა ონლაინ ვორკშოპი "მეცნიერის პროდუქტიულობა და მეცნიერის პროფილი".

ვორკშოპზე განხილული იყო მკვლევრებისათვის საჭირო ინფორმაცია სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და გამოქვეყნების, ასევე სამეცნიერო პროფილების შექმნის შესახებ. წარმოდგენილი იყო პრაქტიკული, სადემოსტრაციო მაგალითები, მეცნიერის მაიდენტიფიცირებელი პროფილების და მათი მართვის თაობაზე.

SANGU-მ ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

2025 წლის 31 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს.

სანგუს ელჩებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის აკადემიური და სტუდენტური შესაძლებლობები გააცნეს; ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, გაცვლით შესაძლებლობებზე, სტუდენტური აქტივობებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი.

სანგუსა და ლიდერთა სკოლის პარტნიორობა სკოლის მოსწავლეებს უმაღლესი განათლების გარემოსთან აკავშირებს და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

სანგუმ და "ქონსორთ ჯორჯიამ"-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და „ქონსორთ ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სანგუს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და „ქონსორთ ჯორჯია“-ს დირექტორმა, მარიამ გელაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქონსორთ ვორლდ“-ის გენერალური დირექტორი, კამილ მატა, სანგუს მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ბერია, სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნათია ნიაური, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორი მარიამ სილაგაძე და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დავით გორგიაშვილი.

„Consort World“ და „Consort Georgia“ მომხმარებლებს სთავაზობს დამხმარე ტექნოლოგიების სრულ სპექტრს, რომელიც კომუნიკაციის სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მქონე პირებს ეხმარება. მათი პროდუქცია მოიცავს კომუნიკაციის დამხმარე მოწყობილობებს, კომპიუტერული წვდომის ხელსაწყოებს, სპეციალურ გადამრთველებს, გარემოს კონტროლის ერთეულებსა და ფიზიკური მხარდაჭერის სხვადასხვა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას. თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის საფუძველზე მომავალი სპეციალური მასწავლებლები ისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას სწავლა-სწავლების პროცესში, რაც გაზრდის შშმ ან/და სსსმ მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას და უზრუნველყოფს მათი დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხარისხის გაზრდას. 

SANGU-მ „დავითიანნის“ პროექტის – „წიგნიერი ლიდერი 2025“-ის მოსწავლეებს უმასპინძლა

2025 წლის 20-24 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პროექტში – „წიგნიერი ლიდერი 2025“ ჩართულ მოსწავლეებს.

კვირეული პროფორიენტაციას მიეძღვნა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის აკადემიური გარემოს, სწავლების შესაძლებლობებისა და მომავალი კარიერული პერსპექტივების გაცნობას.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მიიღეს დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მოენახულებინათ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.

სანგუს ელჩები მონაწილეებს გაესაუბრნენ უნივერსიტეტის პროგრამებზე, მათ სპეციფიკასა და კარიერულ პერსპექტივებზე. მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდა თაობის განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რადგან მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წინასწარ გაეცნონ აკადემიურ სივრცეს და უფრო მიზნობრივად დაგეგმონ მომავალი.

სანგუ მადლობას უხდის „დავითიანნის“ წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლოდაც მზადაა, მხარი დაუჭიროს მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განათლებასა და კარიერულ წინსვლას.

ვულოცავთ ბატონ გიორგი ალიბეგაშვილს

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ალიბეგაშვილი არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

ვულოცავთ ბატონ გიორგის ამ ღირსშესანიშნავ მიღწევას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს განათლებისა და მეცნიერების განვითარების გზაზე!

ილია II, ღმერთთან ერთობაში მყოფი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი

როგორც ცნობილია, 1977 წლის 23 დეკემბერს, სრულიად საქართველოს მეთორმეტე საეკლესიო კრების მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად არჩეულ იქნა ილია II, ხოლო იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. მინდა, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით, ჩვენს პატრიარქს, რომელიც ერის სულიერი მამაა უკვე 47 წელია, მივულოცო!

უწმიდესო და უნეტარესო, ჩვენო განსაკუთრებულო პატრიარქო, გილოცავ, აღსაყდრებიდან 47-ე წელს, გისურვებთ, მხნეობას, დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას! თქვენი არსებობა მაცოცხლებელი ჰაერივით სჭირდება საქართველოს.!

ხშირად მიფიქრია იმის თაობაზე, თუ რამდენად განუზომელი და ფასდაუდებელია ილია II -ის ღვაწლი. შეუძლებელია სიტყვით გადმოსცე, რიგითმა ადამიანმა შეაფასო. ალბათ, სიტყვები არ იქნება საკმარისი, მაგრამ ამ სტატიაში შევეცდები ყურადღება გავამახვილო, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II - ის მიერ გაწეულ უამრავ სასიკეთო საქმეებზე და რამდენიმე გავიხსენო, რათა მკითხველმა ჯეროვნად შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი სულიერი მამა ჰყავს საქართველოს და როგორ ზრუნავს მასზე 47 წლის განმავლობაში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ილია II-ის უდიდესი შრომით საქართველომ აღიდგინა ავტოკეფალია, რადგან იმ დროს, როდესაც პატრიარქი გახდა, დაკარგული იყო ავტოკეფალიის დამადასტურებელი სიგელი. ილია II-ემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალია მიენიჭებინა და შეძლო კიდეც.
იმ პერიოდში, როდესაც პატრიარქად ილია II აირჩიეს, ფაქტობრივად, უწმინდესმა და უნეტარესმა ჩაიბარა 52 ეკლესია, 3-4 მღვდელმთავრითურთ, რის გამოც ამბობდნენ, რომ პატრიარქმა „სუდარაგადაფარებული“ ეკლესია ჩაიბარაო, მართლაც, ასე იყო.

უწმინდესმა შეძლო და ზემოთ ხსენებულ ეკლესიათა რაოდენობა გაზარდა.

ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ყოველ წელს, სამების საკათედრო ტაძარში წინა საგამოცდოდ ხდება აბიტურიენტების დალოცვა, მე-12 კლასელებისთვის ეს ძალიან დიდი ნუგეში და იმედია! ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, როდესაც პატრიარქი გამობრძანდება ხოლმე და საქადაგებელ სიტყვას, ასე იწყებს: „ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, - ჩემთვის ეს სიტყვები ბევრს ნიშნავს! უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, დაიწერა საგალობელი შემდეგი სიტყვებით: „კირიე ელეისონ“, პატრიარქი ხშირად გალობს შემდეგი საოცარი სიტყვებით: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, _ ეს საგალობელი იმდენად გულშიჩამწვდომია, რომ შეუძლებელია ემოციების გარეშე უსმინო. მართლაც, რაოდენ ძვირფასია უწმინდესისთვის უფალი. როდესაც მას ეკითხებიან თუ რაშია ჭეშმარიტი ბედნიერება, პატრიარქი ყოველთვის ამბობს და ხაზს უსვამს, რომ ჭეშმარიტად ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც მთელი გულითა და სულით უყვარს უფალი. პატრიარქისთვის წარმოუდგენელია ადამიანი ბედნიერი იყოს, მაგრამ ღმერთთან ერთობაში არ იმყოფებოდეს, ამით იგი აღნიშნავს, რაოდენ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ადამიანი მუდამ ისწრაფოდეს ღვთისაკენ.

პატრიარქის აღსაყდრების თარიღთან ერთად არანაკლებ საყურადღებოა მისი ხორციელი დაბადების დღე (1933 წლის 4- იანვარი). მინდა, ვისარგებლო ამ მომენტით და 92-ე წლის იუბილე მივულოცო და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო და ვთხოვო უფალს, რომ კიდევ დიდხანს გვყავდეს სულიერი მამა, საქართველოს ეკლესიისა და ერის საიმედოდ!

ბოლოს კი, ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის, როგორც რიგითი სტუდენტისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა ასეთი გამორჩეული პატრიარქი რომ ჰყავს საქართველოს და ამაყი ვარ იმითაც, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II - ის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, უკვე მეოთხე წელია! დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს მოკრძალებულ წერილში ჩაქსოვილი პატივისცემა და განუზომელი სიყვარული პატრიარქამდე მიაღწევს! აქვე გაგიმხელთ, რომ ჩემი ერთადერთი ოცნება ისაა, რომ ცოტა ახლოდან დავინახო პატრიარქი, იმედს, ვიტოვებ, რომ ამ ნატვრას ოდესმე ავისრულებ!

ნინო ჯანიაშვილი
SANGU-ს სტუდენტი

 

ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტების მიერ CERGE-EI-ს სერტიფიკატის მოპოვება

პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი ფონდ CERGE-EI-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 28 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის 13-მა სტუდენტმა ინგლისურ ენაზე მოისმინა 5 კრედიტიანი თავისუფალი სასწავლო კურსი „შრომის ეკონომიკა“.

ლექცია-სემინარული მეცადინეობები მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში და ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ლექციების პროცესში ჩართული იყვნენ სტუდენტები ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. სემინარული მეცადინეობები დაყოფილი იყო ორ ეტაპად. პირველ ეტაპს ატარებდნენ ჩეხი სპეციალისტები, ხოლო მეორე ეტაპის მუშაობაში, რომელიც ეხებოდა სალექციო ნაწილის განხილვას, ტესტებზე მუშაობას, ამოცანების განხილვას, დავალებების შესასრულებლად მომზადებას და შემდეგ აღნიშნული დავალებების მომზადებას და ა.შ. ჩართული იყვნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორები ნინო დამენია და იზა გიგაური.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა წარმატებით ჩააბარეს როგორც შუალედური, ისე დასკვნითი გამოცდები და მიიღეს სერტიფიკატი, რაშიც პროფესორებს ნინო დამენიასა და იზა გიგაურს, უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

ასეთი სახის სასწავლო კურსის ჩაბარების პრეცენდენტი უნივერსიტეტს არ ჰქონია. ვულოცავთ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს CERGE-EI-ს სერტიფიკატის მოპოვებას და ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, უფრო და უფრო მეტ სტუდენტს გაუჩნდება სურვილი ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, პროგრამის ფარგლებში გაიაროს 5 კრედიტი მოცულობის სასწავლო კურსი და მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი.

"მაკლეინის ასოციაციის" საჯარო ლექცია SANGU-ში

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, SANGU-ში, სპეციალური მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაიმართა "მაკლეინის ასოციაციის" (MAC Georgia) ორგანიზებული ლექცია, რომელიც დაეთმო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ეფექტიანი სწავლების სტრატეგიებისა და ხერხების განხილვას. მოწვეული სპიკერები: თეონა დარჩია და სოფო ნადირაძე.

SANGU განაგრძობს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საჯარო ლექციებს და ტრენინგებს სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის.

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების კონკურსის შესახებ

2024 წლის 19 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის - ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების შემუშავების (Erasmus Mundus Design Measures) შესახებ.

შეხვედრა ჩაატარა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, თათა ლორთქიფანიძემ, რომელმაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული კონკურსის მოთხოვნებისა და შესაძლებლობების შესახებ.

Erasmus+ საგრანტო პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას, ასევე კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული იყო:

  • Erasmus Mundus Design Measures-ის კონკურსში მონაწილეობის ძირითადი ეტაპები;
  • საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებისა და წარდგენის პროცესი;
  • SANGU-ს პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ SANGU-ს აკადემიური პერსონალის აქტიური მონაწილეობა ასეთ პროექტებში უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების და პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

 

"გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს თემაზე: "გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.

აღნიშნულ პროექტში SANGU-ს სამართლის პროგრამის კოორდინატორის, ქეთევან ხურცილავას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ სამართლის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტები: ქეთევან მუკბანიანი და ლუკა ქარდავა. მათ წარმატებით გადალახეს პროექტის წერილობითი ნაწილი და გადავიდნენ ზეპირ რაუნდში. 16-18 დეკემბერს გაიმართება იმიტირებული პროცესის ზეპირი რაუნდები.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს შემდგომ რაუნდში გადასვლას და მორიგ წარმატებას ვუსურვებთ.

სპეციალური მასწავლებლების ტრენინგი SANGU-ში!

28 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სპეციალური მასწავლებლის როლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში“, რომელსაც უძღვებოდა ნათია ნიაური, SANGU-ს სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის პრინციპები
  • პრიორიტეტული სასწავლო მიზნები
  • MTSS სისტემის დონეები
  • გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმები
  • სპეც. მასწავლებლის პორტფოლიოს მნიშვნელობა


ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო“, „ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია“, მეგობართა წრე - ეფექტური ინტერვენცია სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად“ ტრენინგები გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი პროფესიული განვითარებისაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

SANGU განაგრძობს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტრენინგებს სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის.

უნივერსიტეტის ბაზაზე სატრენინგო ცენტრი ყალიბდება
USAID განათლება მომავლისთვის პროგრამამ, სანგუსთან თანამშრომლობის ფარგლებში, სატრენინგო ცენტრის ჩამოყალიბების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა. 
 
შეხვედრაში Სანგუს აკადემიური პერსონალი მონაწილეობდა, რომლის მიზანიც უნივერსიტეტის ბაზაზე სატრენინგო ცენტრის კონცეფციის შემუშავება იყო.
სკოლის მოსწავლეები სტუმრად SANGU-ში

წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) უმასპინძლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს.

  • ფიზიკის ექსპერიმენტები SANGU-ს ლაბორატორიაში

მოსწავლეები მონაწილეობდნენ ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში, რომლებიც უნივერსიტეტის პროფესორის, ზურაბ ბერიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.

  • უნივერსიტეტის გაცნობა

მოსწავლეებმა დაათვალიერეს SANGU-ს სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი და ბიბლიოთეკა.

  • ინფორმაცია სასწავლო პროგრამებზე

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო მიმართულებებისა, სასწავლო პროგრამების და შეთავაზებების შესახებ.

  • პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება

SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ.

SANGU განაგრძობს ახალგაზრდა თაობის განათლების ხელშეწყობას და მათთვის ახალი გამოცდილებების შეთავაზებას!

თანასწორობის და განათლების უფლების დაცვის სტანდარტები

8 ნოემბერს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ და სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მანანა კობახიძემ, გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „თანასწორობის უფლების და განათლების უფლების დაცვის სტანდარტები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ჭრილში.“

ლექციაზე ქ-ნმა მანანა კობახიძემ სტუდენტებს გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს თანასწორობისა და განათლების უფლებების დაცვას. მან აღნიშნა, რომ თანასწორობის უფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის და დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

განათლების უფლების შესახებ საუბრისას, ქ-ნმა მანანამ ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას პიროვნების განვითარების, სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს განათლების უფლებაზე წვდომის თანაბარი სტანდარტების დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ასევე, მან დამსწრეებს გააცნო სასამართლოს მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებმაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრეცედენტები შექმნეს.

ლექციაზე განხილულმა რეალურმა მაგალითებმა და სასამართლოს პრაქტიკამ დიდი ინტერესი გამოიწვია აუდიტორიაში, და შეხვედრა ინტერაქტიული დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

SANGU მადლობას უხდის ქ-ნ მანანა კობახიძეს საჯარო ლექციისთვის, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტების ცნობიერების ამაღლებასა და მათი ცოდნის გაღრმავებაში ადამიანის უფლებებისა და სამართლის სფეროში.

„ჰორიზონტი ევროპა“ - საინფორმაციო შეხვედრა

7 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებთან. ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეების ინფორმირებას „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის დაფინანსების ინსტრუმენტებისა და პროცესების შესახებ.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა SANGU-ს პრორექტორმა საერთაშორისო მიმართულებით, არჩილ ყანჩაველმა, რომელმაც ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის მისწრაფებას, საერთაშორისო პროექტებში ჩართულობით ხელი შეუწყოს კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებას საქართველოში.

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, დამსწრეებს გააცნო პროგრამის ზოგადი ხასიათი და მიმოიხილა არსებული საგრანტო შესაძლებლობები. პროგრამა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს უნივერსიტეტებსა და მეცნიერებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს კვლევითი თანამშრომლობისა და ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო „ჰორიზონტი ევროპა“ პროგრამის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების (SSH) მიმართულება, რომელიც აუდიტორიას გააცნო „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ოფისის წარმომადგენლმა თამარ ბერბერაშვილმა.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა დასმული კითხვების საფუძველზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.  

SANGU მადლობას უხდის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნულ ოფისს. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სტუდენტების და მეცნიერების ევროკავშირის პროექტებში ჩართულობის გაზრდას და საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას.

პლაგიატი და მისი აღმოფხვრის გზები

6 ნოემბერს, SANGU-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნათია სადღობელაშვილმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატისა და მისი აღმოფხვრის გზების შესახებ.

პლაგიატი და მასთან დაკავშირებული საკითხები თანამედროვე მსოფლიო საუნივერსიტეტო საზოგადოებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ ინფორმაციას პლაგიატის შესახებ, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან პლაგიატისა და თვითპლაგიატის შემთხვევები და რა მექანიზმებია ხელმისაწვდომი SANGU-ში პლაგიატის თავიდან არიდების მიზნით.

ოქროს მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს, SANGU კი, წახალისების მიზნით, მედალოსან სტუდენტებს, ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს.

31 ოქტომბერს, გაიმართა მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება, სადაც რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ, სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ და დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიამ ქვარიანმა ხუთ მედალოსან სტუდენტს - გვანცა მჭედლიშვილს, ნინო ბუბაშვილს, ნიკოლოზ ვაჩაძეს, მედეა გოგლოძეს, ნიკა ხარაიშვილს საჩუქრად ლეპტოპები გადასცეს.

მედალოსანმა სუდენტებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სკოლაში მათ ამ შედეგისთვის ბევრი იშრომეს და უნივერსიტეტშიც გააგრძელებენ ბრძოლას პროფესიული განვითარებისთვის.

 
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების 17-ე სიმპოზიუმი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში ჩასულმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს NKU-ს კამპუსში გამართულ 17-ე ყოველწლიურ კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმში - #Cyber17. ეს ღონისძიება ერთ-ერთი წამყვანია აშშ-ში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სადაც იკრიბებიან ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტები და ინოვატორები, რათა განიხილონ სფეროში არსებული ტენდენციები, ახალი საფრთხეები და საუკეთესო პრაქტიკები.

სიმპოზიუმის ფარგლებში, SANGU-ს სტუდენტები დაესწრნენ სემინარებს, პანელურ დისკუსიებს და პრაქტიკულ ვორქშოფებს. ღონისძიების მთავარი თემები მოიცავდა ხელოვნურ ინტელექტს (AI), მანქანურ სწავლებას, ფიშინგის შეტევებს და მობილურ უსაფრთხოებას. მთავარი სპიკერი იყო ცნობილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ქ-ნი ტერეზა პეიტონი.

SANGU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სიმპოზიუმის პანელურ დისკუსიაში, სადაც განიხილეს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გარემო, საჯარო და კერძო სექტორის გამოწვევები, საქართველოს ეროვნული CERT-ის (Computer Emergency Response Team) როლი, SOC-ის (Security Operation Center) ფუნქციები ინციდენტებზე რეაგირებისთვის, კიბერუსაფრთხოებაში ქალების როლი და არსებული სტერეოტიპები.

პანელური დისკუსიის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროსა და ზოგადად ქვეყნის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
სემინარებისა და პრაქტიკული სამუშაოების გარდა, SANGU-ს სტუდენტები გაეცნენ ამერიკის კულტურას, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილებას ამდიდრებს და უქმნით უნიკალურ შესაძლებლობას, გაიზიარონ მსოფლიო დონის სპეციალისტების საუკეთესო პრაქტიკები.

SANGU-სა და NKU-ს ერთობლივი ორმაგი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში ინოვაციური ნაბიჯია საქართველოსთვის, რომელიც სტუდენტებს აძლევს მსოფლიო დონის განათლების მიღების შესაძლებლობას SANGU-ს სრული დაფინანსებით. ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ენიჭებათ კიბერუსაფრთხოების მაგისტრისა და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

Welcome Party SANGU-ს პირველკურსელებისთვის

28 ოქტომბერს, SANGU-მ პირველკურსელებისთვის გამართა Welcome Party, რომელიც მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავდა როგორც სტუდენტებისთვის, ისე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

ღონისძიება ჩატარდა კლუბ „ცამეტში“, რომლის დახვეწილმა ინტერიერმა და განსაკუთრებულმა გარემომ საღამო კიდევ უფრო დაამშვენა. სტუდენტების განწყობაზე ზრუნავდა ბენდი „სინთეზი“.

ეს იყო დაუვიწყარი საღამო, რომელიც სავსე იყო ახალი მეგობრებით, განსაკუთრებული მომენტებითა და მხიარულებით. 

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიება SANGU-ში

24 ოქტომბერს, SANGU მასპინძლობდა კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებას, რომელიც სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს” მხარდაჭერით გაიმართა.

სააგენტოს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა თამარ კაპანაძემ და სალომე ბეგიაშვილმა SANGU-ს სტუდენტებს და გააცნეს არსებული კიბერსაფრთხეები, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და კიბერჰიგიენის მინიმალური წესები. ინტერაქტიული ფორმატის წყალობით, მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ცოდნა, თუ როგორ დაიცვან საკუთარი მონაცემები ონლაინ სივრცეში.

ღონისძიების დასასრულს ჩატარდა სახალისო ქვიზი, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

SANGU მადლობას უხდის ყველა მონაწილეს და პარტნიორ ორგანიზაციას, რომელმაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საინფორმაციო შეხვედრა

24 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საქსტატმა გამოაცხადა ვაკანსია აღმწერის პოზიციაზე, რომელიც 2024 წლის საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში განხორციელდება. შეხვედრაზე თბილისის სტატისტიკის ბიუროს უფროსმა ირაკლი კახიძემ დასაქმებით დაინტერესებულ სტუდენტებს აღნიშნული პროექტი წარუდგინა.

სტუდენტები გაივლიან რამდენიმედღიან ტრენინგს შესასრულებელი სამუშაოს, მათზე დაკისრებული მოვალეობებისა და მეთოდოლოგიის საკითხებზე და პროექტში ჩართულობისთვის საჭირო უნარების არსებობის შემთხვევაში მის განხორციელებაში ჩაერთვებიან.

პროექტის მიხედვით სტუდენტების ძირითადი ფუნქციები იქნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის - გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით. ისინი იმუშავებენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.

პროექტი 29 ნოემბრიდან ამოქმედდება.

შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან

23 ოქტომბერს SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თეგეტა მოტორსის წარმომადგენლებთან.

თეგეტა მოტორსის შერჩევის კოორდინატორმა, ანი ზურაბაშვილმა წარმოადგინა საინტერესო პროექტი სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავს თეგეტა აკადემიაში სწავლების და შემდგომ დასაქმების შესაძლებლობას. კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები მიიღებენ სტიპენდიას და გარანტირებულ სამუშაო შეთავაზებას შესაბამისი ანაზღაურებით.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა გათამაშება, სადაც ორ გამარჯვებულ სტუდენტს თეგეტა მოტორსისაგან გადაეცა ბრენდირებული საჩუქრები.

სტუდენტები სტუმრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა არ არღვევს ტრადიციას და ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას. სწორედ ამ მიზნით 2024 წლის 16 ოქტომბერს შედგა პირველკურსელთა ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სტუდენტებს ბიბლიოთეკაში მეგზურობა ქალბატონმა ლოლა სანაიამ და ქალბატონმა მაია მიქაბერიძემ გაუწია. ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა მოინახულეს ის შიდა სივრცეები, რომელთა ნახვის შესაძლებლობა, როგორც მკითხველებს აღარ ექნებათ. გასაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დარბაზის მონახულება, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ენახათ იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო ფონდიდან დედა ენის ნიმუშები. ასევე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წიგნის მუზეუმმა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ ენახათ ერთადერთი ეგზემპლარები ისეთი წიგნების, როგორიც არის 1609 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული გრამატიკა, ვახტანგ VI-ის დროინდელი წიგნები, სახარება, დავითნი და ა.შ. ამავე დარბაზში თაროზე იყო განთავსებული ყველა ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსანი".

ქართული უნივერსიტეტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლოლა სანაის და ქალბატონ მაია მიქაბერიძეს გაწეული მეგზურობისათვის.

 

მრგვალი მაგიდა თემაზე - “განწყობა და დიალოგის კულტურა”

2024 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ,,ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან’’ და საქართველოს ეროვნულ გეშტალტ-ინსტიტუტთან ერთად გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - “განწყობა და დიალოგის კულტურა”.

ღონისძიება მიეძღვნა განწყობის თეორიისა და გეშტალტთერაპიის აქტუალურ საკითხებს, კერძოდ, იმას, თუ როგორ ეხმარება ეს მიმართულებები პიროვნების სრულყოფასა და განვითარებას, ადამიანებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

მრგვალი მაგიდა პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა გახსნა და ისაუბრა ღონისძიების მიზანზე. აუდიტორიას მიესალმა SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, რომელმაც საკითხის ისტორია და მნიშვნელობა მიმოიხილა. მომხსენებლებმა გაიხსენეს გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგები, რომლებმაც განწყობის თეორიის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: დიმიტრი უზნაძე, შოთა ნადირაშვილი და ანგია ბოჭორიშვილი.

პროფესორ თეა გოგოტიშვილის საინტერესო გამოსვლა მიეძღვნა თერაპიულ დიალოგს. პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა განწყობიდან გეშტალტამდე საკითხის ისტორია გააცნო აუდიტორიას, ხოლო სპეციალური განათლების ფილოსოფიის მაგისტრმა ნათია ნიაურმა სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან კომუნიკაციის დამხმარე საშუალებები განიხილა.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფსიქიატრი რევაზ კორინთელი, პროფესორი ევა გოცირიძე და დედა ელენე ნაფეტვარიძე, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს კომუნიკაციის პროცესში განწყობის როლზე.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა და მისი მონაწილეები დალოცა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა დიალოგის კულტურის განვითარების მნიშვნელობას საზოგადოებაში.

 

 
გამოსაშვები ცერემონია 2024

2024 წლის 19 სექტემბერს, SANGU-ში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, უნივერსიტეტის ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე მისასალმებელი სიტყვებით და სიგელების გადაცემით დაიწყო. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა რესტორან "ოტიუმში". კურსდამთავრებულთა განწყობაზე უნივერსიტეტის ანსამბლა "ჰერიო"-მ და DJ "Katse"-მ იზრუნეს.

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) უმასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ირინე დახუნდარიძეს და მკვლევარს, ბატონ ნიკოლოზ რთველიაშვილს.

ღონისძიება გახსნა და სტუმარი აუდიტორიას წარუდგინა SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მაია მანჩხაშვილმა. სტუდენტებს ასევე მიესალმა დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ირინე დახუნდარიძე.

ბატონმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა, რომელიც 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში, წაიკითხა ლექცია თემაზე: „გლობალური და რეგიონული უსაფრთხოება“. ლექციის მსვლელობისას მან ამომწურავად უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს და საინტერესო ხედვები გაუზიარა აუდიტორიას.

შეხვედრა შეაჯამა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, რომელმაც აღნიშნა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში.
ლექციის დასრულების შემდეგ, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და SANGU-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

აღნიშნული ინიციატივა SANGU-სა და დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის ხელს შეუწყობს აკადემიური სივრცისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და ცოდნის გაცვლას, რაც კიდევ უფრო გაზრდის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის განვითარების შესაძლებლობებს.

SANGU-მ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი გააფართოვა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) მიმდინარე წლის განმავლობაში გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რაც სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.

მემორანდუმები გაფორმდა შემდეგ პარტნიორებთან:

  • ბულგარეთი: Higher School of Security and Economics - HSSE
  • რუმინეთი: Petroleum-Gas University of Ploiesti
  • ნორვეგია: University of Oslo (Faculty of Law)
  • იტალია: University of Naples L’Orientale

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე სამეცნიერო თანამშრომლობას, მათ შორის კონკრეტული აქტივობებისა და პროექტების ხელშეწყობას.

მემორანდუმები ითვალისწინებს:

  • ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას;
  • სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლების წახალისებას;
  • ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას;
  • საჯარო ლექციებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
  • საგრანტო კონკურსებში ერთობლივი მონაწილეობის გაძლიერებას და სხვა აქტივობებს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში SANGU აძლიერებს საკუთარ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელს, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, მიიღონ უკეთესი გამოცდილება, განავითარონ კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებები, და ხელი შეუწყონ ახალი იდეების გენერირებასა და დანერგვას.

თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდ CERGE-EI-სა და SANGU-ს შორის

2024 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ფონდ CERGE-EI-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის.

CERGE-EI არის პრაღის კარლის უნივერსიტეტისა და ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამა, რომელიც შექმნილია ეკონომიკის თანამედროვე განათლებისა და კვლევის ხელშეწყობისთვის.

იმავე სახელწოდების ფონდი აფინანსებს აღნიშნულ ინსტიტუტს და მის პროგრამებს, მათ შორის დისტანციურ განათლებას, რომელშიც პირველად იღებს მონაწილეობას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები.

CERGE-EI ფონდი უზრუნველყოფს სასწავლო კურსში: „შრომის ეკონომიკა“ ონლაინ ლექციების ჩატარებას და ექსპერტული სწავლების მხარდაჭერას. ლექციები დაიწყება 28 ოქტომბერს და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ 5 კრედიტიანი თავისუფალი სასწავლო კურსი მოისმინონ ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.

ონლაინ ლექციებში უნივერსიტეტების ერთდროული მონაწილეობა ხელს შეუწყობს ინტერაქციას სტუდენტებს შორის სხვადასხვა ქვეყანაში და საშუალებას მისცემს მათ საერთაშორისო საკლასო ოთახის გარემო განიცადონ უნივერსიტეტიდან/სახლიდან გაუსვლელად.

SANGU-ში სპექტაკლის - “მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მოწამენი მისნი” ჩვენება გაიმართა

17 ოქტომბერს, SANGU-ში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “იცანის” ორგანიზებით რეჟისორ გოგა თავაძის სპექტაკლის - “მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა და მოწამენი მისნი” ჩვენება გაიმართა.

თეატრალურ წარმოდგენაში მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ზურა არუსია, ნიკოლოზ კვანტალიანი და ვამეხ ჯანგიძე მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მუსიკალური წარმოდგენა ჯგუფ "იცანის" შესრულებით.

დასასრულს, აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა გაბრიელ ბარბაქაძემ, რომელმაც მსახიობებს წარმოდგენილი სპექტაკლისთვის, SANGU-ს სტუდენტებს კი ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა.

ტრენინგი რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის პერსონალისთვის

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რობერ შუმანის ევროპული სასწავლებლის პროგრამების: ,,მარი ბროსე“ და ,,ანი-ზეტ-თან“ თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა სამდღიანი ტრენინგი, სადაც მონაწილეები გაეცნენ ინკლუზიური განათლების პრინციპებს, სფეროში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერებას და მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულების შეთავაზებას, რომლის მთავარი მიზანია მათი პროფესიული გაძლიერება და მხარდაჭერა.

 

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა მორგი შეხვედრა გამართა

15 ოქტომბერს SANGU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრებისა და სემინარების ციკლის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა.

სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა თამარ ლორთქიფანიძემ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესთავაზა ინფორმაცია Jean Monnet Actions შესახებ. შეხვედრაზე მან დეტალურად განიხილა პროგრამის კონკურსის წესები და პირობები, რომლის მიზანი ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, პოპულარიზაცია და ევროპისმცოდნეობის დარგის განვითარებაა.

შეხვედრის დასასრულს მან დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

 

მაგისტრანტთა მორიგი ჯგუფი აშშ-ში წარმატებით ჩავიდა

მაგისტრანტთა მორიგი ჯგუფი წარმატებით ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუ) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) ერთობლივ ორმაგი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ პროგრამაში. ეს ინოვაციური კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც საქართველოში პირველია და ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ როგორც სანგუ-ს, ასევე NKU-ს მაგისტრის ხარისხს.

პროგრამაში უკვე ჩართულია 120 სტუდენტი ოთხი ნაკადიდან. მაგისტრანტებს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში და შეხვედრებში სხვადასხვა კომპანიებთან, რაც ხელს შეუწყობს მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. გარდა ამისა, ისინი ჩაერთვებიან ყოველწლიურ კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმში და გაეცნობიან აშშ-ის კულტურას, რაც გაამდიდრებს მათ საერთაშორისო გამოცდილებას.

სანგუს დელეგაცია აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე იმყოფება და შეხვედრებს ატარებს პარტნიორ - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) წარმომადგენლებთან, ახალი თანამშრომლობების შესაძლებლობებზე და მიმდინარე პროგრამების წარმატებულ გაგრძელებაზე საუბრის მიზნით.

სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობა ზრდის საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხისა და უნიკალური პროგრამების ხელმისაწვდომობას. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პარტნიორობის კავშირების განმტკიცების მიმართულებით, რაც მომავალში მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

 
პროექტი - „მე ექსპერიმენტატორი“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის "მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის"  გამარჯვებული პროექტის „მე ექსპერიმენტატორი“-ს (SPG-24-1436) მიზანია სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, კერძოდ სამეცნიერო ექსპერიმენტების საშუალებით ფიზიკისადმი ინტერესის გაღვივება. პროექტის მიხედვით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის ბაზაზე დამატებით მოეწყობა სასკოლო ლაბორატორია, სადაც მოწვეული სკოლების მოსწავლეები ღონისძიების I ნაწილში დაესწრებიან და ნახავენ საინტერესო სადემონსტრაციო ექსპერიმენტებს, ხოლო II ნაწილში უკვე თავად ჩაატარებენ სასკოლო ექსპერიმენტებს, გაზომავენ ცდის შედეგებს, გამოთვლიან სხვადასხვა ფიზიკური სიდიდეების მნიშვნელობებს, შეაფასებენ გაზომვის ცდომილებებს.

უშუალო მონაწილეობა საინტერესო ექსპერიმენტებში დაეხმარება მოსწავლეებს სწორი წარმოდგენა შეექმნათ სამეცნიერო დარგების, კერძოდ ფიზიკის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, ამასთან დაეხმარება სამომავლოდ, პროფესიის არჩევის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე პროექტი მიზნად ისახავს დაანახოს ახალგაზრდებს ფიზიკის კავშირი როგორც ყოფა-ცხოვრებასთან, ასევე მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა დარგებთან (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია, მუსიკა, ხელოვნება და ა.შ.), ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ფიზიკის, როგორც საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო დარგის პოპულარიზაციას და მისით მოსწავლეების დაინტერესებას.

შედეგების ბმული.

დასაქმების ფორუმი - 2024

8 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც სამსახურის მაძიებელ ან მისი ცვლილებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ 30-მდე კომპანიის მიერ შეთავაზებულ ვაკანტურ პოზიციებს გასცნობოდნენ.

დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები. მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს, პოტენციური დამსაქმებლებისთვის დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

SANGU-ს დასაქმების ფორუმი 2019 წლიდან ყოველ წელს ტარდება და მისი მიზანი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან დაკავშირება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ ყოველი ფორუმის შემდეგ 20-30 სტუდენტი საქმდება.

საჯარო ლექციების სერია - „როგორ მუშაობს ევროკავშირი“

საჯარო ლექციების სერია თემაზე – „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“

7-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში, პროფესორმა რომან შტრასერმა ჩაატარა საჯარო ლექციების სერია თემაზე – „როგორ მუშაობს ევროკავშირი?“.

მომხსენებელმა მიმოიხილა ევროკავშირის შექმნისა და განვითარების ისტორია, ევროპული ინსტიტუტებისა და ორგანოების ფუნქციონირების პრინციპები, ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა და ევროპული კანონმდებლობის შემუშავების პროცესი. პროფესორი დეტალურად შეეხო ევროკავშირის როლს მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებული გამოწვევებს 2024 წლის ბოლოსთვის, ასევე საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ მომავალს.

სამდღიანი საჯარო ლექციების სერიის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროფესორ რომან სტრასერს კი წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

აშშ-ში ვიზიტით იმყოფება SANGU-ს დელეგაცია

აშშ-ში ვიზიტით იმყოფება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია მართავს შეხვედრებს ამერიკელ პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული პარტნიორობების გაღრმავებას.

სანგუმ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით წარმატებით დანერგა ორმაგი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებასა და ბიზნეს ინფორმატიკაში, რომელიც საქართველოში პირველია და დიდი წარმატებით სარგებლობს. პროგრამა უკვე მოიცავს 120 სტუდენტს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირდაპირ წარმატებულ მაგალითს IVLP პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ამასთან, სანგუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების პირდაპირი ბენეფიციარია. უნივერსიტეტმა მოიპოვა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა და 2024 წლიდან აქტიურად ჩაერთო „USAID-ის მომავლის განათლების პროგრამაში," რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის როლს განათლების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში.

სანგუ მადლობას უხდის ამერიკელ პარტნიორებს მრავალწლიანი მხარდაჭერასა და თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ინოვაციურ პროექტების განვითარებას. განსაკუთრებული მადლობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საელჩოს თბილისში ამ მჭიდრო და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.

 
ირწმუნეთ საკუთარი თავის, თქვენ ხართ ის, ვინც თავისი ოცნებები რეალობად აქცია

ახალ გარემოში მოხვედრა და ახალ ამპლუაში ყოფნა ბევრ შერეულ ემოციებთან არის დაკავშირებული, რაც ბუნებრივია. სიახლის შიშს თან ახლავს სიხარული, სიხარულს თან ახლავს ცნობისმოყვარეობა, ამგვარი ემოციების გრადაციები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მეტი საკუთარ შესაძლებლობებზე და საკუთარ თავზე. ყველაფერი კი სწორედ საკუთარი თავის, სურვილების მოსმენით, გაგებით და მასთან დაახლოებით იწყება, ამ პროცესში კი ძალიან გვეხმარება ახალი გარემო და ახალი ადამიანები, ეს საინტერესო თავგადასავალი კი, სტუდენტობის პირველივე წლებიდან იწყება.

რამდენადაც ჩვენ ყველანი ინდივიდუალური პიროვნებები ვართ, იმდენად განსხვავდება ჩვენი გამოცდილებებიც. ზოგს უმეტესად ნეგატიური წარსულის გამოცდილება აქვს, ზოგს კი პოზიტიური. ნეგატიური გამოცდილებები ნუ შეგაშინებთ, მათ ძალიან ბევრი რამ შეუძლია მოგცეთ. ასეთი სახის გამოცდილება პოზიტიურ გამოცდილებაზე უფრო ძვირფასია, რადგან მეტ ძალას, ენთუზიაზმს და მოტივაციას გაძლევთ, კიდევ სცადოთ და მიხვიდეთ იმ მიზანთან, სურვილთან, რისი ახდენაც სულ გინდოდათ.

სტუდენტობის წლები და განსაკუთრებით პირველი წელი, ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ღირებულ აღმოჩენას გაგაკეთებინებთ. თუ სკოლასთან არ გაქვთ კარგი მოგონებები, არ გამოირჩეოდით მაღალი აკადემიური მოსწრებით, მუდმივად გეუბნებოდნენ, რომ რაღაც არ გამოგდიოდათ, თქვენ არ ხართ მარტო, თითქმის ყველა ჩვენგანს ჰქონია ცხოვრების ასეთი ეპიზოდი, სადაც რაიმე არ გამოგვსვლია და ვყოფილვართ გაკიცხვის საგანი. ასევე სასურველია გამიჯნოთ ერთმანეთისგან სკოლისა და უნივერსიტეტის გამოცდილება და გარემო, ეს დაგეხმარებათ ადაპტაციის მარტივად და შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვაში.

წარსულში მომხდარი არასასიამოვნო შემთხვევები არ განსაზღრავს თქვენს პიროვნებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არასაკმარისად კარგი ხართ ან ისევ დაუშვებთ შეცდომებს. შეცდომები აუცილებელიც კი არის თქვენივე წინსვლისთვის, თუმცა უნდა შეგვეძლოს მათი დანახვა და გამოსწორება. ეს მოგცემთ საშუალებას აღმოჩნდეთ იქ, სადაც მთელი გულით გსურდათ ყოფნა, ამისთვის კი დიდი შრომის გაწევაა საჭირო. ბევრი სიხარული იქნება, სევდაც და შიშიც, თუმცა შიში ძალაა, თუ მას თქვენ სასიკეთოდ წარმართავთ, აუცილებლად მიიღებთ სასურველს.

მოუსმინეთ თქვენს სურვილებს, აიღეთ პასუხისმგებლობა მათზე, ეს გზა შესაძლებელია რთული გასავლელი იყოს, თუმცა თუ სურვილი ძლიერია, აუცილებლად გამოგივათ.

თუ გაქვთ ხოლმე შფოთვა ახალ ადამიანებთან კონტაქტის დროს, ახალ გარემოში, ეს ძალიან ბუნებრივია. დაფიქრდით თუ არის ერთი რამ მაინც, რასაც შეცვლიდით საკუთარ ქცევაში, რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი, შედეგი, ამის საშუალებას მოგცემთ უნივერსიტეტის კეთილმოწყობილი გარემო, ლექტორები და თქვენივე ჯგუფელები, რომლებთანაც საერთო სურვილები და მიზნები გაკავშირებთ.

ნუ შეგეშინდებათ სიახლის, სიახლისგან გამოწვეული ცვლილებების, რადგან ისინი გვზრდიან, გვაყალიბებენ და აუცილებლად გვიტოვებენ ჩვენთვის ღირებულ ინფორმაციას ჩვენზე და გარშემომყოფებზე.

ახალ გარემოსთან ადაპტაცია სირთულეებსაც უკავშირდება, მიეცით დრო საკუთარ თავს ამისთვის, რომ გაერკვეთ რისი მიღება გსურთ და შემდეგ პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყეთ მოძრაობა სასურველისკენ, რომელიც მიგიყვანთ თქვენთვის სანუკვარ მიზანთან და მოგცემთ საშუალებას მეტად ირწმუნოთ საკუთარი გაზრდილი „მე“, რომელიც საკუთარი თავის ბევრ ისეთ ასპექტს დაგანახებთ, თქვენც კი სასიამოვნოდ გაოცდებით.

ძვირფასო პირველკურსელებო, გისურვებთ წარმატებებს, სტუდენტობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, პირველ რიგში საკუთარი თავის ძიებაა, რომელიც გაპოვნინებთ ძალას, მოტივაციას, განაგრძოთ გზა სირთულეების მიუხედავად.

თქვენ იყავით პირველები, ვინც აღმოაჩენს და ირწმუნებს საკუთარი თავის ძალას და შემდეგ დააჯერებს გარშემომყოფებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის, რომლითაც მომავალში იამაყებთ, რომ თქვენ ხართ ის, ვინც თავისი ოცნებები რეალობად აქცია.

თამარ კურატიშვილი

ფსიქოლოგი, SANGU-ს ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი.

SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2024 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში პირველკურსელებთან ტრადიციული გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებს სწავლის დაწყება SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიულოცა: „ძვირფასო სტუდენტებო და პირველკურსელებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ეს დღე ყოველთვის საზეიმოა, არა მარტო თქვენთვის ვინც პირველად მოხვედით SANGU-ში, არამედ ჩვენთვისაც ისეთივე ამაღელვებელი და საზეიმოა, როგორც თითოეული პირველკურსელისთვის. გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“.

პირველკურსელებს ასევე სიტყვით მიმართეს: ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველკურსელები პროგრამების ხელმძღვანელებისა და კოორდინატორების დახმარებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნენ.

SANGU - მიზნების განხორციელების ადგილი

დამთავრდა სტუდენტობის ბედნიერი ხანა და შეჯამების დრო დგება. SANGU-ში გატარებული პერიოდი იყო საუკეთესო წლები, გამოცდილება და ურთიერთობა საოცარ ადამიანებთან. პროფესიად ისტორიკოსობა ავირჩიე - ისტორია, საგანი, რომელზეც ბავშვობიდან შეყვარებული ვარ. ვფიქრობ, როცა პროფესიას ვირჩევთ, მნიშვნელოვანია ის ავირჩიოთ, რაც გვიყვარს, რადგან ცნობილია, რომ, როცა საქმეს სიყვარულით ვაკეთებთ, კი არ ვიღლებით, არამედ სიამოვნებას ვიღებთ.

როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში, ონლაინ დავიწყე სწავლა, რადგან პანდემიის პერიოდი იყო, თუმცა, როგორც კი სააუდიტორიო სწავლაზე გადავედით მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან თბილ გარემოში მოვხვდი და ერთი დიდი ოჯახის წევრი გავხდი. თავიდანვე მონდომებული ვიყავი და შემიყვარდა ყველა ლექცია. რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ და სწავლების მეთოდი. ჩემი ყველა ლექტორი ძალიან მიყვარს და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებ მათ.

მიყვარს აქტიური ცხოვრება და თავიდანვე ვიყავი ჩართული სტუდენტურ საქმიანობაში, ვმონაწილეობდი კონფერენციებში. სტუდენტური თვითმმართველობის წევრიც ვიყავი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისაც, ასევე, ვიყავი სტიპენდიანტი, რაც ყველაზე მეტ მოტივაციას მაძლევდა. საბოლოოდ კი ჩემი შრომით და მონდომებით იმდენი შევძელი, რომ ახლა წითელი დიპლომი უნდა ავიღო, ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა, ალბათ, ყველასთვის ასეა, როცა შრომა გიფასდება. თუმცა უფრო მაღალი საფეხურები არის წინ და ამით არ ვასრულებ სწავლას, მინდა მაგისტრატურა და დოქტორანტურაც ისე წარმატებით გავიარო, როგორც ბაკალავრიატი.

მინდა ყველა პირველკურსელს და არა მარტო მათ, ყველა სტუდენტს პატარა რჩევა მოგცეთ: აუცილებლად აირჩიეთ ის პროფესია, რომელიც გიყვართ. საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, მას სიყვარულით ისწავლით და როცა დაასრულებთ, გულიც დაგწყდებათ, რადგან არ გენდომებათ თქვენი საქმის დასრულება.

ყველა სტუდენტს გისურვებთ უდიდეს წარმატებას, თქვენი მიზნების განხორციელებას, დამერწმუნეთ, ამისთვის SANGU სწორედ ის ადგილია, რომელსაც ეძებდით.

თათია ჯანხოთელი,
SANGU-ს კურსდამთავრებული

სემინარი: Erasmus+ პროგრამის „შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების მიმართულებით (CBHE)“

7 სექტემბერს, SANGU-ში სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა თამარ ლორთქიფანიძემ Erasmus+ პროგრამის „შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების მიმართულებით (CBHE)“ ფარგლებში საინფორმაციო სემინარი გამართა.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რათა გასცნობოდნენ როგორც ზოგად ინფორმაციას Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობებისა და სიკეთეების შესახებ, ასევე მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ინსტიტუციური განვითარების (უმაღლესი განათლების მიმართულებით) ქვეპროგრამის კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების, პრიორიტეტებისა და მიზნების თაობაზე.

სემინარის მონაწილეებმა ასევე მიიღეს შესაბამისი რჩევები თუ როგორ დაწერონ წარმატებული განაცხადი, რაზე გაამახვილონ ყურადღება აპლიკაციის გაკეთების დროს და როგორ მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები.

2 აგვისტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეა

,,იხარეთ ორსავ სოფელსა შინა" - ასე გვლოცავს მრავალი წელია, ჩვენი პატრიარქი, დღეს კი ამ სიტყვებითვე უსურვებს ჯანმრთელობას და სიხარულს მას SANGU-ს სტუდენტი ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელიც გულწრფელი სიტყვებით გამოხატავს ერის სულიერი მამისადმი სიყვარულს და მოწიწებას.

გინახავთ ღვთის მადლით შემოსილი, გასხივოსნებული ადამიანი? ,,ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“, ღვთის კაცი, მოვლენილი ნათელ წერტილად ამ წუთისოფელში?! ღვთივკურთხეულია ჩვენი მამული, მსოფლიო რუკაზე უჩინარი საქართველო, რომელიც ათასწლეულებია, მოდის და მოდის სიღრმეებიდან… უფლის განუზომელი მოწყალება და უხვად მოფენილი მადლი იგრძნობა საქართველოს ველ-მინდვრებსა და აზურმუხტებულ მთებში... ამბობენ, ღმერთი ყოველთვის ირჩევს შენთვის შესაფერის ადამიანსო, ჰოდა 46 წლის წინ სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც იტვირთა ქართველი ერის უმძიმესი ჯვარი. 40 წელზე მეტია საქართველოს დედაბოძად ქცეული პატრიარქი ყველას გულში საქართველოს იმედად ფეთქავს; იმედად, რომელიც უფალმა გვიბოძა ქართველ ერს. მრავალი ათეული წელია უმძიმესი გვირგვინი ადგას თავზე ერის სულიერ მამას და მიიკვლევს გზას გოლგოთისაკენ. ურთულეს გზაზე შეუპოვრად მიილტვის წინ, რათა ამაღლდეს და აღსდგეს საქართველო.

რთულია ვიპოვო სიტყვები, რომ მცირედით მაინც გამოვხატო თქვენდამი სიყვარული და პატივისცემა, ჩვენო უწმინდესო. თქვენ ხართ მოსეს გზის გამგრძელებელი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მუდამ დგახართ საქართველოს გვერდით. თქვენს თვალებში ღმერთს ვხედავთ, წმინდა და უბიწო სიყვარულს. თქვენში იგრძნობა ხატება და მსგავსება ღვთისა, უკიდეგანო სიკეთე და მადლი უფლისა. თქვენ ხართ ანთებული სანთელი, რომელიც მთელ ქვეყანას სინათლეს და სიყვარულს ჰფენს, საიმედო ბურჯად დგახართ საქართველოს სადარაჯოზე. თქვენ ხომ ღვთის უდიდესი შეწევნით, ღვაწლითა და მუხლჩაუხრელი შრომით აღადგინეთ და გააძლიერეთ ეკლესია საქართველოსი.

2 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდებული წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს საქრისტიანოს იმედო, ღვაწლმოსილო მამათმთავარო, ჩვენო მანუგეშებელო, ქრისტეს გზით მატარებელო, დიდო მეუფევ, ანგელოზის დღეს გილოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ.

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას! „იხარეთ ორსავ სოფელსა შინა“.

SANGU - ადგილი, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა

განათლება, რომლის მიღებასაც აპირებს აბიტურიენტი, მის არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევანი ფართოა, მაგრამ სწორედ ამიტომ უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს, რას ელოდება და რისი მიღება სურს იმ უნივერსიტეტისგან, სადაც აბარებს. SANGU-ს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ლიკა ტოკლიკიშვილი აბიტურიენტებს თავის გამოცდილებას უზიარებს და ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე პირველ ნომრად შემოხაზავენ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელს.

აბიტურიენტობის დროს, მანამ, სანამ SANGU-ს შესახებ გავიგებდი, ბევრს ვფიქრობდი, რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მინდოდა ისეთ უნივერსიტეტში მესწავლა, სადაც სწავლასთან ერთად აქტიური სტუდენტური ცხოვრებით დავკავდებოდი, ისეთ უნივერსიტეტში, სადაც დამხვდებოდა სასიამოვნო გარემო, მყუდრო და კომფორტული სტუდენტური სივრცეები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სტუდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთდამოკიდებულება. სწორედ ასეთი თბილი, ოჯახური გარემოთი, სტუდენტის განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი აღმოჩნდა SANGU, ადგილი, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა.

ჩემთვის ეს არის სივრცე, სადაც მე ჩემი შესაძლებლობები აღმოვაჩინე. შემთხვევითი არ არის უნივერსიტეტის ლოგოზე წარწერა: „შეიცან თავი შენი“. SANGU-მ მომცა შესაძლებლობა, პირველივე კურსიდან დამემკვიდრებინა და აღმომეჩინა საკუთარი თავი. ვარ თვითმმართველობის წევრი, SANGU-ს ელჩი, მონაწილეობას ვიღებ არაერთ პროექტში, აქტივობასა თუ ღონისძიებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში შემობიჯებისთანავე დავიმკვიდრე თავი და მაქვს საშუალება, აღმოვაჩინო და განვავითარო ჩემი შესაძლებლობები.

ქართული ფილოლოგია ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიყვარდა. პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი ჩემს პირველ ქართულის მასწავლებელს, ნანას, მიუძღვის, რომელმაც თავისი მეთოდებითა და მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებით კიდევ უფრო მეტად შემაყვარა მშობლიური ენა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემში ქართული ენის სიყვარული ზენიტშია. ფილოლოგის ოჯახში ვიზრდებოდი და პატარა ასაკიდანვე ვხვდებოდი, თუ რაოდენ საინტერესო და საამაყოა ჩვენი ენა, ქართული შემოქმედება.

ყველაზე მეტად რითაც SANGU-მ მომხიბლა არის ის, რომ სულ რაღაც 15 წელია არსებობს, ჩემთან ერთად იზრდება და ვითარდება. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ამ ყველაფრის მონაწილე მეც ვარ და მაქვს შესაძლებლობა ჩემი საყვარელი უნივერსიტეტის აღორძინებაში წვლილი შევიტანო. SANGU ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია; ოქროს შუალედია თანამედროვეობასა და სიძველეს შორის.

ყველა აბიტურიენტს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სასურველი უნივერსიტეტი, ეძებს თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო პროცესს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორებს, მყუდრო და თანამედროვე აუდიტორიებს, სადაც ყოველდღიურად განვითარდება, შეიძენს უამრავ მეგობარს, როგორც სტუდენტი, ვურჩევ, რომ SANGU ჩაწეროს პირველ ნომრად, რადგან ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენთან ერთად იზრდება, ჩვენი გულშემატკივარია და ჩვენ გვერდითაა მუდამ! იყო „სანგუელი’’ - ეს ძალიან საამაყოა, რადგან შენ ხარ ერთ-ერთი, ვინც წერს უნივერსიტეტის ისტორიას!

ჩემთვის ქართული უნივერსიტეტი იდეალური ადგილია სწავლისა და გართობისთვის. ეს არ არის უბრალოდ უნივერსიტეტი, აქ ყველა შენი ოცნება რეალობად გადაიქცევა. ეუფლები სასურველ პროფესიას კომფორტულ გარემოში და ამასთან, გაქვს საუკეთესო სტუდენტური წლები.

წინ დიდი გეგმები მაქვს, რომელთა განხორციელებაში, ვიცი, რომ SANGU დამეხმარება.

Euraxess Georgia-ს პორტალის პრეზენტაცია

10 ივლისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სპეციალურად BTU-ს და SANGU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის Euraxess Georgia-ს პორტალის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და Euraxess Georgia-ს დამფუძნებელმა ქეთევან გაბიტაშვილმა ჩაატარა პრაქტიკული ვორკშოპი, სადაც პორტალის გამოყენების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

EURAXESS GEORGIA არის ევროკომისიის ინიციატივა და მიზნად ისახავს მკვლევართა სამეცნიერო კარიერის განვითარებისა და მათი მობილობის ხელშეწყობას.

აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელია ევროპის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებში არსებული კვლევითი, თუ საგანმანათლებლო შესაძლებლობების თავმოყრა, გამოცხადებული ვაკანსიების (მათ შორის სამეცნიერო პროექტების ფარგლებში) გაცნობა და მობილობისათვის საჭირო სერვისების მხარდაჭერა. პლატფორმა მკვლევრებს, მეწარმეებს, აკადემიური სივრცისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დაკავშირების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. Euraxess Georgia, ეროვნული სერვის ცენტრის მხარდაჭერით, ეხმარება საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულ ან საქართველოდან უცხო ქვეყანაში მიმავალ მკვლევარებს მოიძიონ მათთვის საინტერესო პროექტები, კვლევითი ვიზიტების შეთავაზებები და მარტივად გადაჭრან ლოგისტიკური საკითხები.

SANGU-მ პროექტის - „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისთვის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა

10 ივლისს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, პროექტის - „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელს, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის დოქტორს, კორინა ბორერს და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს და პროექტის წევრებს, ამავე ცენტრის თანამშრომლებს ნათია ნაცვლიშვილს და მაია არავიაშვილს უმასპინძლა.

სტუმრები SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღო და პროექტის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც ხორციელდება ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას ემსახურება სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში.

შეხვედრის ფარგლებში დოქტორი კორინა ბორერი, SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებს, პროექტის მიზნებისა და სპეციფიკის შესახებ დეტალურად ესაუბრა. პროექტის სხვადასხვა ასპექტებზე ისაუბრეს ნათია ნაცვლიშვილმა და მაია არავიაშვილმა. შეხვედრაზე წარმოადგინეს პროექტის მონაწილის როლფ გოლობის ავტორობით გამოცემული პუბლიკაციების ქართული თარგმანები. თავად ავტორმა მათ შესახებ ონლაინ რეჟიმში დეტალურად ისაუბრა. სტუმრებმა ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცეს ეს პუბლიკაციები. აღნიშნული პუბლიკაციები უნივერსიტეტს სკოლებთან აქტიური თანამშრომლობით, დაეხმარება, მოამზადოს ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული მასწავლებელი.

პროექტი 2021 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს მის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების მხარდამჭერი რესურსების მომზადებას, პროფესიული განვითარების აქტივობების ორგანიზებას და სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებას სკოლებსა და უნივერსიტეტებში - მასწავლებლის მომზადების პროგრამებში. პროექტი 2024 წელს დასრულდება.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

28 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ფაზისის აკადემიის დაარსებიდან 1759 და აღდგენიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა SANGU-ს პროფესორმა მარინა ჩხარტიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველმა მეცნიერებმა. კონფერენციის მსვლელობის დროს SANGU-ს პროფესორი მარინა ჩხარტიშვილი ახალი ფაზისის აკადემიის წევრად აირჩიეს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 29 ივნისს ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება, 30 ივნისს კი მის მონაწილეებს ქალაქი ფოთი უმასპინძლებს.

დიალექტოლოგიური ექსპედიცია იმერეთში

2024 წლის 17 ივნისს მოეწყო დიალექტოლოგიური საველე პრაქტიკა ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონ სოფელ გეზრულსა და უსახელოში. საველე ექსპედიცია განხორციელდა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის „ქართული ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კურსის „ქართველური დიალექტოლოგია (ზოგადი კურსი საველე პრაქტიკითურთ)“ ფარგლებში, სადაც მონაწილეობდნენ მესამე კურსის სტუდენტები.


სტუდენტებმა ლექციებზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და ველზე თვითონ ჩაწერეს რესპონდენტები. მოიპოვეს ხალხის მეტყველებაში დაცული საინტერესო სიტყვა-ფორმები, ტოპონიმები, მეფუტკრეობის, სამზარეულოს ლექსიკა, ზოგადი დიალექტური ტექსტი. მოპოვებულ ხუთსაათიან ვიდეო-აუდიო მასალას სტუდენტები ტექსტურ ფაილად აქცევენ, გააკეთებენ ენობრივ ანალიზს და წარმოადგენენ „სტუდენტის საველე პრაქტიკის ანგარიშს“.


ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კურსის განმახორციელებელი და პრაქტიკის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა. ჯგუფური მუშაობისას სტუდენტებს ასევე ეხმარებოდნენ ქართველოლოგიის ცენტრის ასოცირებული მკვლევრები: ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა და ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე.


მადლობა ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისათვის.

"სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობები"

19 ივნისს  წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო გაჩეჩილაძემ, სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელიც სპეციალურად  SANGU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ის საგრანტო კონკურსები განიხილეს, უფრო დეტალურად კი ის პროექტები, რომელიც უნივერსიტეტისთვის ამ ეტაპზეა პრიორიტეტული.

საინფორმაციო შეხვედრას SANGU-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები"

17 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს “ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში” ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტების და პროფესორების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია თემაზე - "კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები".

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი.

პირველი მოხსენება - „ასიმეტრიული კრიფტოგრაფია და CA ალგორითმი“ აუდიტორიას წარუდგინა SANGU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახა რევაზიშვილმა; შემგეგი მოხსენებები SANGU-ს სტუდენტმა წარმოადგინეს: „კრიპტოგრაფია ძველი რომიდან დღემდე“ - გიორგი ცქიფურიშვილი; „გრაფები და მათი ალგორითმები“ - დავით კიკნაძე; „მეხსიერების მენეჯმენტი C++“ - ილია ჭიჭიკაშვილი; ბოლო მოხსენება - „მაშინლერნინგის მინიმიზების ალგორითმები“, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელმა, კობა გელაშვილმა შესთავაზა აუდიტორიას.

კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მკვლევართა პოპულარიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებას.

კონფერენცია წარმართა SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ქვარიანმა.

SANGU-ში იმიტირებული ეროვნული გამოცდები გაიმართა

12-14 ივნისს, SANGU-ში ეროვნული სასახლის სააბიტურიენტო პროგრამის პედაგოგების ორგანიზებით იმიტირებული ეროვნული გამოცდები გაიმართა.

აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში და არჩევით საგნებში (ისტორია, მათემატიკა, ქიმია) გამოეცადათ თავიანთი თავი და დაეძლიათ გამოცდის შიში.

ტესტებს სააბიტურიენტო პროგრამის პედაგოგები გაასწორებენ, რის შემდეგაც აბიტურიენტები შეძლებენ პროგრამის პედაგოგებითან ერთად განიხილონ თავიანთი ნამუშევრები და მიიღონ რჩევები.

პროექტის "ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასება ბათუმში" ანგარიში

13 ივნისს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა საბა კუკავამ და მერცია სოლოღაშვილმა, DAAD-ის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის: "ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასება ბათუმში" მონაწილეობის დეტალური ანგარიში წარადგინეს.

ანგარიში ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა, დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ, პროფესორებმა ნიკო კვარაცხელიამ, ფიქრია წოწკოლაურმა და დაინტერესებულმა სტუდენტებმა მოისმინეს. პროფესორებმა პროექტის მონაწილეების მიერ გაწეული შრომა დადებითად შეაფასეს და წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცეს.

კვლევითი პროექტი SANGU-ს და ბრემენის გამოყენებით მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის ერთობლივი მონაწილეობით უკვე მესამე წელია, SANGU-ს ლექტორის, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ხორციელდება. მასში აქტიურად არიან ჩართული საბა კუკავა, მერცია სოლოღაშვილი, გიორგი ჯიშიაშვილი და მანანა ცირდავა.

SANGU-ს და ბრემენის გამოყენებით მეცნიერებათა უმაღლეს სკოლას შორის თანამშრომლობა გრძელდება. ორი უმაღლესი სკოლის სტუდენტები და პროფესორები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას სხვადასხვა პროექტებზე.

SANGU-მ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

12 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, ბატონმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მემორანდუმი საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს. მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით მხარეები აქტუალურ საკითხებზე ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს, კვლევებს და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა, ანტიკორუფციულ ბიუროში სტაჟირების გავლით პრაქტიკაშიც გამოცადონ და გაიუმჯობესონ ის უნარ-ჩვევები რაც მათ განვითარებაზე მომავალში დადებითად აისახება.

შეხვედრის ფარგლებში ბატონი რაჟდენი SANGU-ს სტუდენტებს შეხვდა. სტუმარი აუდიტორიას წარუდგინა საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. სტუმარმა ანტიკორუფციული ბიუროს დაარსების მნიშვნელობაზე და იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომელსაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. მან ბიუროს მიერ, ანტიკორუფციული მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ღია კარის დღე

10 ივნისს, SANGU-მ წეროვნის მესამე საჯარო სკოლისა და პატარა ქანდას საჯარო სკოლის უფროსკლასელებს და მათ პედაგოგებს უმასპინძლა.

სტუმრები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა მიიღო.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზები, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

ბატონ ალექს დანიელის ვიზიტი SANGU-ში

2024 წლის 7 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს - საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ, ბ-ნ ალექს დანიელს, საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელ ქ-ნ სოფიო ბზიშვილს და საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ქ-ნ ნინო ჩინჩალაძეს უმასპინძლა.

ისინი უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს.

სტუმრები ასევე კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და საქართველოში ვიზიტად მყოფ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ, რომლებიც SANGU-ში ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ორკვირიან ინტენსიურ კურსს ატარებენ.

ბატონმა ალექს დანიელსმა სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება უსურვა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

კონფერენცია თემაზე - „თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები ფიზიკის სწავლებისას“

2024 წლის 1 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფიზიკის მასწავლებელთა I ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციის თემა იყო - „თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები ფიზიკის სწავლებისას“.

შეხვედრა გახსნა ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, SANGU-ს მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ ბერიამ.
კონფერენცია, რომელიც მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, პლენარული სესიებისგან, ვორქშოპებისგან და სასტენდო მოხსენებებისგან შედგებოდა. კონფერენციის დასკვნით ნაწილში გამოვლინდნენ საუკეთესო მონაწილეები.
საუკეთესო მოხსენების ავტორი გახდა ინესა ბეჟანოვა; საუკეთესო ვორკშოპის წამყვანები - ანა მგელაძე, მერი თორთლაძე, ნინო ყაზარაშვილი, ნელი ღოლიჯაშვილი; საუკეთესო სასტენდო მომხსენებლები კი ნინო ბურჯალიანი და ნათელა ჩიტრეკაშვილი. კონფერენციაზე ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა ამერიკული აკადემიის მასწავლებელი, SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის ფიზიკის მიმართულების მსმენელი ეკატერინე წულაძე.

კონფერენციის ყველა მონაწილეს და მომხსენებელს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

კონფერენციის გენერალური სპონსორი იყო წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU. ორგანიზატორთა პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS; STEM განათლება - კლუბი "ჩხირკედელა" /TINKERERS;STEM ინოვატორთა ასოციაცია;გამომცემლობა „დიოგენე“ • Diogene Publishers; გამომცემლობა ინტელექტი • Intelekti Publishing; გამომცემლობა საქართველოს მაცნე • Publishing House Sakartvelos Matsne.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი SANGU-ში
   
   

 

2024 წლის 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა, რომელთა შემადგენლობაში არიან: ფრანსუა ლეროი - გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ კირბი - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, მარიუს ტრუტა - კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვეი ჰაუ - კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები - მაურინ დოილი, რასიბ ხანი და ტონი ცეცე.

ამერიკული დელეგაცია მიიღო ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ და პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა პერსონალმა.

მეუფე იაკობმა სტუმრებს საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა, მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა და SANGU-სა და NKU-ს წარმატებული თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო, ორმხრივი თანამშრომლობის ნათელ მაგალითად მიიჩნია.

ამერიკელი პროფესორების თქმით თანამშრომლობა, რომელიც კიბერუსაფრთხოების პროგრამის დანერგვით ხუთი წლის წინ დაიწყო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საფუძველი ჩაუყარა ბიზნეს ინფორმატიკის და სხვა ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს.
ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე მიღების ქართველი სტუდენტები, ამერიკელი პროფესორების ჩართულობით, ორი კვირის განმავლობაში ჩაერთვებიან ინტენსიურ ლექცია-სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და პრაქტიკულ სამუშაოებში. ეს მათთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მოისმინონ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ.

2023 წლის იანვრიდან სამაგისტრო პროგრამაზე 90-მდე სტუდენტი ირიცხება, რომლებიც SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად, მომავლის პროფესიას - კიბერუსაფრთხოებას.
პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

სტუდფესტი 2024

27 მაისს, “სტუდფესტი 2024”-ის ფარგლებში SANGU-ს და ბრიტანეთის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდებს შორის გაიმართა შეჯიბრი ფეხბურთში.

მატჩი SANGU-ს სტუდენტების სასარგებლოდ, ანგარიშით 12-2 დასრულდა.

ვულოცავთ სტუდენტებს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო პროგრამის პირველმა ნაკადმა კურსი წარმატებით დაასრულა.

24 მაისს SANGU-ში პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაეცემის ცერემონია გაიმართა, რომელიც კურსის ტრენერებმა: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტმა ნატალია მაისურაძემ, SANGU-ს HR-მენეჯერმა მარიამ გელაშვილმა და SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსმა მარიამ ქვარიანმა წარმართეს.

შეხვედრის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს უფროსმა, მარიამ კრაწაშვილმა საჯარო სამსახურის ბიუროს HR დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან კურსის მონაწილეებს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების მხარდაჭერის ინსტრუმენტებისა და თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სამმართველოს უფროსმა აუდიტორიას ამ მიმართულებით თავისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება გაუზიარა და დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

პროგრამის მონაწილეებს ვულოცავთ კურსის დასრულებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

შეხვედრა თემაზე - "რატომ ვისარგებლოთ SANGU-ს მონაცემთა საერთაშორისო ბაზებით?!"

24 მაისს  წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა - "რატომ ვისარგებლოთ SANGU-ს მონაცემთა საერთაშორისო ბაზებით?!"

SANGU-ს ბიბლიოთეკის დირექტორმა ნათია სადღობელაშილმა მონაცემთა ბაზების გამოყენების წესებსა და მისი უპირატესობების შეესახებ ესაუბრა.

შეხვედრაზე სტუდენტები ასევე გაეცნენ მონაცემთა ბაზების გამოყენების საიტს, რომელიც ბიბლიოთეკის გვერდზეა ხელმისაწვდომი.

შეხვედრა წარიმართა კითხა-პასუხის რეჟიმში. 

 

SANGU-ს სტიპენდიანტები

დღევანდელ რუბრიკაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტს, ნინო ჯანიაშვილს გაგაცნობთ. ნინო ფილოლოგობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, გადაწყვეტილების მიღებაში კი დიდი წვლილი მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მიუძღვის, რომელმაც სწავლების განსაკუთრებული მეთოდებით, კიდევ უფრო მეტად გაზარდა მასში მშობლიური ენისადმი ინტერესი.

ნინო, მოგესალმები!
მოგესალმებით.

როგორ გაიგე SANGU-ს შესახებ და რატომ აირჩიე სწავლის გასაგრძელებლად?
SANGU-ს შესახებ გავიგე მაშინ, როდესაც ჩემი და მოხვდა ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. მისთვის საოცნებო იყო ქართული უნივერსიტეტი. მას შემდეგ, რაც ჩემმა დამ გამიზიარა თავისი ოთხწლიანი გამოცდილება, არაერთხელ ვესტუმრე ქართულ უნივერსიტეტს, ჩემი დის მოწვევით. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, დავესწარი ლექციებს, გავიცანი ლექტორები და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ SANGU-ში ჩამებარებინა ჩემთვის სასურველ მიმართულებაზე.

სწორედ იმიტომ, რომ სტუმრობდი უნივერსიტეტს და ლექციებსაც ესწრებოდი, შეგეძლო გამოგეყო პრიორიტეტები, რომლებიც დაგაინტერესებდა. რით მოგხიბლა უნივერსიტეტმა?
ბევრი არ მიფიქრია უნივერსიტეტის შერჩევისას, რადგან ნამდვილად ვიცოდი, რომ არჩევანს ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერებდი. ჩემთვის პრიორიტეტული იყო და ახლაც არის, თბილი, ოჯახური გარემო, სადაც სტუდენტთა უმეტესობა ერთმანეთს იცნობდა, და ყველაზე მთავარი, ლექტორებთან მექნებოდა მეტად ახლო ურთიერთობა, ზუსტად ვიცოდი, ჩემი დისგანაც, რომ SANGU-ში ეს დამხვდებოდა.

როდესაც SANGU-ს ირჩევდი, ალბათ, გარკვეული მოლოდინები გქონდა, როგორია შენი განწყობა სამი წლის შემდეგ ამ მოლოდინების მიმართ?
აბიტურიენტი როდესაც ვიყავი, ბევრი მოლოდინი მქონდა, მინდოდა მესწავლა ისეთ უნივერსიტეტში, სადაც შევძლებდი ჩემი შესაძლებლობების გამოვლენას, მექნებოდა თბილი ურთიერთობა ლექტორებთან, გარდა ამისა, შევიძენდი მეგობრებს, ჩავერთვებოდი არაერთ მოხალისეობრივ პროექტებში. ჩემი განწყობა სამი წლის შემდეგ, ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც სამი წლის წინ. SANGU-მ ჩემი მოლოდინი და განწყობა სრულად გაამართლა, ვინმემ რომ მკითხოს, აბიტურიენტი რომ იყო, რომელ უნივერსიტეტს აირჩევდი, ისევ ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერებდი არჩევანს.

ბევრი შრომის შემდეგ სტიპენდიანტიც გახდი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ?
თავდაუზოგავი შრომით მესამე კურსზე პირველად გავხდი სტიპენდიატი, ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, მეტად სასიხარულოა. მესამე კურსზე არ ველოდი სტიპენდიატობას, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ იმისა, რომ სამწლიანი შრომა დამიფასდა და მივიღე ის, რაც პირველი კურსიდანვე მინდოდა. იყო SANGU-ს წარჩინებული, სტიპენდიატი სტუდენტი, ჩემთვის ნიშნავს, რომ სხვა სტუდენტებს მივცე მოტივაცია, თავადაც მიაღწიონ ამ წარმატებას, თავადაც იგრძნონ ის უდიდესი სიხარული და ბედნიერება, რასაც სტიპენდიანტობა ჰქვია.

რატომ ფილოლოგია, რა ასაკში მიხვდი, რომ ამ მიმართულებით უნდა განგევითარებინა შენი შესაძლებლობები?
ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ფილოლოგობა მინდოდა, თუმცა ამ პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თამარს, რომელმაც თავისი მეთოდებით, კიდევ უფრო მეტად გაზარდა ჩვენში ინტერესი მშობლიური ენისადმი. მას შემდეგ კი თავად გადავწყვიტე ქართული ფილოლოგიის მიმართულებით მეტი შემესწავლა და, რაც ყველაზე მთავარია, სხვებისთვისაც შემეყვარებინა ჩვენი მშობლიური ენა.
ჩემში ქართული ენის სიყვარული შეიძლება ითქვას ზენიტშია. „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ ტექსტში ვკითხულობთ: „და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“- ჩემთვის მხოლოდ ამ სიტყვებითაც გამოიხატება უზომო სიყვარული მშობლიური ენისა.

გარდა სწავლისა კიდევ რა პროექტებში ხარ ჩართული?
სწავლის გარდა, არაერთ პროექტში ვიყავი ჩართული. განსაკუთრებით საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო პროექტი “SANGU-ს ელჩები“, სადაც პიროვნულად მეტი ცოდნა შევიძინე. ასევე, ჩემი ინიციატივითა და ორგანიზებით, აპრილის თვეში, გავმართეთ იუმორისტული ღონისძიება სახელწოდებით „SANGU-ს იუმორინა 2024“. ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო სახალისო სკეტჩები, ჩვენთვის განსაკუთრებული ლექტორების პაროდიები, (მათ როლში ყოფნა საოცარი იყო), ნომინაციები და სიმღერები. ვისარგებლებ ამ მომენტით და დიდ მადლობას გადავუხდი, პირველ რიგში, ჩემს მეგობრებს, რომელთა გვერდში დგომის გარეშე ვერ შევძლებდი ასეთი ღონისძიების ჩატარებას, რექტორს, ბატონ ირაკლის, კანცლერს, ბატონ თამაზს და დეკანატის წარმომადგენლებს, ყველასი მადლიერი ვარ ხელშეწყობისა და გვერდში დგომისათვის.

რას ურჩევ მათ, ვისაც სურს იყოს წარმატებული, რეალიზებული ადამიანი?
მათ, ვისაც სურს, რომ იყოს წარმატებული აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ თავდაუზოგავი შრომისა და გარჯის გარეშე არ არსებობს წარმატება, ნებისმიერ სფეროში. მათ მინდა ვუთხრა, რომ არასდროს არ დანებდნენ, ყოველთვის იბრძოლონ დასახული მიზნის მისაღწევად. იმისათვის, რომ გახდე წარმატებული და რეალიზებული ადამიანი, არ უნდა დაივიწყო სამი რამ: ღვთის რწმენა, შრომა, გარჯა. საკუთარი თავის რწმენა და თავის არ დაზოგვა.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

შეხვედრა სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

20 მაისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

მხარეთა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გერალ ვეტცელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს.

მემორანდუმის საფუძველზე SANGU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საწარმოო პრაქტიკას გერმანიის წამყვან სასტუმროებში გაივლიან.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ურსულა ოპერმანი, SANGU-ს სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერი ინგა ნაფეტვარიძე, ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, დეკანის მოადგილე, პროფესორი ნინო დამენია, SANGU-ში გერმანული მხარის კოორდინატორი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია, სასწავლო-სამეცნიერო ცენტრების მენეჯერი თამარ ნაფეტვარიძე.

აღნიშნული თანამშრომლობა 2014 წელს დაიწყო და დღემდე ნაყოფიერად გრძელდება. მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან SANGU-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირება გერმანიაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრის დასრულების შემდეგ ხორციელდება.

სტუდენტური კონფერენცია - "დიპლომატები"

13 მაისს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია - "დიპლომატები".

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: "გოლდა მეირი" - მარიამ დოხნაძე, "მარგარეტ ტეტჩერი" - ლიკა გუგუჩია, "აკაკი ჩხენკელი" - მარიამ ქავთარაძე, "რა არის დიპლომატია" - ანი ჩოხელი, "გიორგი V ბრწყინვალე" - ბარბარე ჯიქია, "ნიკოლოზ ჩოლაყაშვილი" - თამუნა არველაძე, "მეფე ლუი XI - მეფე მზე" - ხატია ჯიქურაშვილი, "იოსუკე მაცუოკა" - ანა ქებურია.

დასასრულს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

SANGU-ს სტიპენდიანტები

სტიპენდიანტობა, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგია. პირველივე კურსზე ამ შედეგის მიღწევა სიამაყის გრძნობას უნდა ბადებდეს წარჩინებულ სტუდენტში, თუმცა როდესაც ბიზნესის კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტიპენდიანტ მარიამ ონიანს ვესაუბრეთ, მას სიამაყე ვერ შევნიშნეთ. მარიამს წარმატებებზე საუბარი არ უყვარს, არც ის ავიწყდება, რომ ერთია სტუდენტის მონდომება და შრომა და მეორეა ამ ძალისხმევის დანახვა და დაფასება უნივერსიტეტის მხრიდან.

მთავარი კი მისთვის სხვა რამეა...
ყველაზე საშიში სიცოცხლის უქმად და უსარგებლოდ გატარებაა. მადლიერი ვიქნები, თუ შევძლებ ერთ ადამიანს მაინც გავუმარტივო ცხოვრება, ამიტომ ვცდილობ ვიშრომო საკუთარი თავის სრულყოფისა და გარშემომყოფთა კეთილდღეობისთვის. სტიპენდიანტობაც, ვფიქრობ, პირველყოვლისა იმის ნაწილია, რომ ვიყო კარგი შვილი ღირსეული მშობლებისთვის.

მარიამ, რატომ აირჩიე SANGU, რა იყო შენთვის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის შერჩევისას, SANGU-ს შემთხვევაში რამ განაპირობა შენი არჩევანი?
SANGU-ს შესახებ თავად მოვიძიე ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით და პირველ ნომრად ავირჩიე. ზოგადად უნივერსიტეტის შერჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ როგორი საბაკალავრო პროგრამა ჰქონდა მას იმ სპეციალობაში, რომლის დაუფლებაც მსურდა. სწორედ ამ ნიშნით ავირჩიე SANGU, რადგან ამ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

თვითონ ფსიქოლოგია რატომ აირჩიე, როდის მიხვდი, რომ ამ სფეროში ხედავდი შენს თავს და ზოგადად მომავალს?
პროფესიის შერჩევისას ბევრი არც მიფიქრია, რადგან თავიდანვე ვიცოდი, რაც მინდოდა. თვითონ სიტყვა ფსიქოლოგიაც კი საკმაოდ დიდი ღირებულებითი მნიშვნელობისაა ჩემთვის. მე არ განვიხილავ მას, როგორც სფეროს. ჩემს წარმოსახვაში ის არის რაღაც, რაც გვასწავლის, როგორ ვიყოთ სასარგებლო საკუთარი თავისა და სამყაროსთვის. რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ ვხედავ მომავალს ამ სფეროში, ვიტყოდი, რომ ჩემთვის ყოველთვის უჩვეულოა მომავალთან დაკავშირებით დასმული კითხვები, რადგან მუდამ ორიენტირებული ვარ აწმყოზე, რომელიც თავისთავად განსაზღვრავს მომავალს.

უნივერსიტეტის არჩევისას რაღაცას ელიან ხოლმე მისგან, აქვთ მოლოდინი, რომელიც ხან მართლდება, ხან - არა. როდესაც SANGU აირჩიე გარკვეული მოლოდინი არ გქონია?
მოლოდინთან დაკავშირებით ასე ვფიქრობ, რომ მოლოდინი უნდა მქონდეს მხოლოდ საკუთარი თავისგან და არა სხვისგან. ასე იყო SANGU-ს შემთხვევაშიც, თუმცა სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, SANGU არის ადგილი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

რა გამოარჩევს SANGU-ს ფსიქოლოგიის პროგრამას, რომელიც, როგორც მივხვდი, გაცნობისთანავე მოგეწონა. ახლა, როცა უკვე სწავლობ ამ პროგრამაზე, რას იტყოდი მის შესახებ?
უბრალოდ სიტყვები საკმარისი არ იქნება კვალიფიცირებული სპეციალისტების შესაფასებლად, რომლებიც მართლაც რომ ზრუნავენ სტუდენტებზე და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის ის, რაც ჩანს საქმეში და თუ არ გამოცდი, ვერც გაიგებ. SANGU-ს ფსიქოლოგიის პროგრამაში ღირებულად მივიჩნევ სწავლების პროცესის კრეატიულ თავისებურებებს, რომლებიც ინდივიდუალურია და მათ ლექტორები განსაზღვრავენ.

დიდი მადლობა მარიამ, წარმატებებს გისურვებთ.
დიდი მადლობა.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

მოსწავლეთა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენცია

27 აპრილს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა 77 -ე სასწავლო-კვლევით კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციის მთავარი თემა წელსაც ,,მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა“ იყო.

მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად გაეროს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება. აღნიშნული მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებსა და კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს ეხება და მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი 2030 წლამდე შესრულდეს.

კონფერენციაში საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლის 12-18 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დღის ბოლოს გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა, მათ შესაბამისი სერტიფიკატებით გადაეცათ.

ივანე ჯავახიშვილი - 148

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის, ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად SANGU-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც დიდი მეცნიერის ცხოვრებისა და მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. SANGU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნინო შიოლაშვილმა კი წარმოადგინა მოხსენება თემაზე - ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის სხდომების მიხედვით.

SANGU წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალზე

23 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ბიბლიოთეკისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალი“ გაიხსნა.

ფესტივალზე, რომელშიც საქართველოში აკრედიტებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა და გამომცემლობებმა საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემული წიგნები წარუდგინეს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.

ღონისძიება გახსნა თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ: თსუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ გაიპარაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, თამარ ლებანიძე და SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული.

ღონისძიების მონაწილეები თსუ-ს რექტორთან ერთად ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლის აღსანიშნავად დიდი მეცნიერის ძეგლთან შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სტუდენტური იუმორინა 2024

19 აპრილს, SANGU-ში სტუდენტური იუმორინა 2024 გაიმართა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებმა დატვირთული საუნივერსიტეტო ცხოვრება გაიხალისეს. მათ საყვარელი ლექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები იუმორით, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობით გაშარჟეს და SANGU-ს მხიარული დღე აჩუქეს.

ღონისძიებაზე გარდა სახალისო ნომრებისა წარმოდგენილი იყო სტუდენტთა სტუდენტთა მიერ შესრულებული სიმღერები.

დასასრულს სტუდენტებმა გამოავლინეს წლის სახალისო ნომინაციები.

SANGU-ს სტუდენტები პარლამენტში

11 აპრილს SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და მოისმინეს საინტერესო ისტორიები საქართველოს საპარლამენტო წარსულიდან.

მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტს მასპინძლობისათვის.

SANGU-მ ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გაგა შურღაიას უმასპინძლა

SANGU-მ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სპეციალური მოწვევით, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გაგა შურღაიას უმასპინძლა.

საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორმა, მწერალმა გაგა შურღაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა დიალოგი და შუა საუკუნეების საქართველო: ლეგენდა ბალავარსა და იოდასაფზე". მან აუდიტორიას ასევე წარუდგინა იტალიელი პოსტმოდერნისტი მწერლის დინო ბუცატის ნოველის ,,შვიდნი მალმსრბოლნი“ საკუთარი ქართული თარგმანი.

შეხვედრის მეორე ნაწილში სტუმარმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსის უფროსკლასელების ვიზიტი

სტუმრები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა და SANGU-ს ელჩებმა მიიღეს.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზები, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

SANGU-ს ელჩების დახმარებით მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგეს სტუდენტური ცხოვრებისა და იმ მრავალფეროვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც უნივერისტეტი სტუდენტთა აქტიური ჩართულობით ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ქ-ნ რობინ დანიგანის ვიზიტი

11 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნ რობინ დანიგანი თანმხლებ პირებთან: საელჩოში საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ, ბ-ნ ალექს დანიელსთან და საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელ ქ-ნ სოფიო ბზიშვილთან ერთად ეწვია.

საპატიო სტუმრები ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორ ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს.

რექტორმა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით ხარისხიანი და ინოვაციური, მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოებული განათლება მიგვიყვანს განვითარებამდე, კეთილდღეობამდე, რეალურ თავისუფლებამდე და უსაფრთხოებამდე, რომელიც დღეს ასე სჭირდება არა მარტო ჩვენს სამშობლოს, არამედ საერთოდ ადამიანის არსებობას სამყაროში.

მეუფე იაკობმა აღნიშნა - მისი უწმინდესობა, რომლის ლოცვა-კურთხევითაც დაარსდა ქართული უნივერსიტეტი, ყოველთვის რეალურად გრძნობს და აფასებს გამოწვევებს. ამის დასტურია ის, რომ მისივე ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა. მან განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ელჩს, საელჩოს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს. 

ქალბატონმა რობინ დანიგანმა SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების პროგრამის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ და ამის ნათელ მაგალითად ერთობლივი პროგრამის წარმატებით განხორციელება მიიჩნია.

ქეთევან ჩაჩავამ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)  აღმასრულებელმა დირექტორმა SANGU-სა და NKU-ს პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დანერგვაში, აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

იმ ერთობლივ ქართულ-ამერიკულ პროგრამებს, რომელსაც SANGU ახორციელებს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აქვს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული მხარდაჭერა.

კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე 2023 წლის იანვრიდან 80 სტუდენტი ირიცხება. ისინი SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას. კურსდამთავრებულს ენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

 

რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი

5 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორები: დოქტ. გერიტ მანსენი და დოქტ. რობერტ უერპმან-ვიტზაკი სტუმრობდნენ.

სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ბრაჭულს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ პაპუნა გურულს, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ პაატა ტურავას, ადმინისტრაციისა და სკოლის წარმომადგენლებს.

მხარეებმა, სამართლის და საჯარო მმართველობის მიმართულებით, ერთობლივი პროგრამების შემუშავების და „ერასმუს+“-ის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

გერმანელმა პროფესორებმა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს რეგენსბურგის უნივერსიტეტის შესახებ უამბეს და SANGU-ში მოქმედ სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.

 
სტუდენტური კონფერენცია

8 აპრილს SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებებით, ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ცოტნე ლომიძე “საქართველო 1989 წლის 9 აპრილამდე”, მარიამ ლაბაძე “საბჭოთა კავშირის დაშლა”, ვიკა დულარიძე “ეროვნული მოძრაობა”, თამუნა ჩიტუაშვილი “9 აპრილის ტრაგედია”, ლია ტოკლიკიშვილი “9 აპრილის გმირები”, გურამ ლომიძე “ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა”.

1989 წლის 9 აპრილმა ჩვენს მეხსიერებაში ტკივილთან ერთად უდიდესი სიამაყის განცდაც დატოვა – ამ დღეს ქართველებმა ერთად დგომა და ეროვნული ერთიანობის მიღწევა შეძლეს. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო.

ტრენინგი თემაზე - "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები"

4 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, SANGU-ს ელჩების მონაწილეობით, დასრულდა ტრენინგი თემაზე - "საჯარო გამოსვლის ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები".

SANGU-ს ელჩებს ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ტრენერთან, ფსიქოლოგ ნიკა გაბლიშვილთან ერთად, უფრო დეტალურად გასცნობოდნენ საჯარო გამოსვლების, აუდიტორიასთან მუშაობის, წარდგენის და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების ეფექტიანად მართვის იმ ტექნიკას, რომელიც კარგი პრეზენტატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს აყალიბებს.

მონაწილეები ტრენინგის შედეგად შეძლებენ როგორც მცირე, ისე ფართო აუდიტორიასთან თავდაჯერებული და ეფექტური კომუნიკაცის განხორციელებას.

SANGU-ს სტიპენდიანტები

როდესაც გაიგე, რომ დამამთავრებელ კურსზე კვლავ სტიპენდიანტი ხარ, ალბათ, სიამაყის გრძნობით აივსე, გვიამბე რა შეგრძნებები ახლავს ორგზის სტიპენდიანტობას?
სტიპენდიანტობა ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის. მეოთხე კურსზე ვარ, ვცდილობ ბევრი შრომით მივაღწიო იმ მიზანს, რომელიც ოთხი წლის წინ დავისახე. როგორც თეოდორ რუზველტი ამბობს - “საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც ცხოვრება გვიძღვნის არის ბეჯითად მუშაობა საქმეზე, რომელიც ამად ღირს“. რა თქმა უნდა, ის გრძნობა, რომ ჩემი შრომა ფასდება ორმაგად სასიამოვნოა და მადლობა SANGU-ს ამისთვის.

როდესაც SANGU-ს ირჩევდი, როგორი იყო მოლოდინი და საბოლოოდ, როგორია შენი შეფასება უნივერსიტეტის და იმ პროფესიის მიმართ, რომელიც 4 წლის წინ აირჩიე?
SANGU-ს არჩევამ მოლოდინს გადააჭარბა. აქ იმდენად მყუდრო და თბილი გარემოა, რომ ჩემთვის მეორე სახლი გახდა. ჩემი პროფესია, ისტორია, საკმაოდ რთული შესასწავლია, თუმცა ისეთი პროფესიონალი, მეგობრული და საუკეთესო ლექტორების გარემოცვაში, როგორიც SANGU-შია სწავლა უფრო მარტივი და სახალისო ხდება. ვფიქრობ, იმის შესწავლა, რაც გიყვარს სიამოვნებას და აღტაცებას განიჭებს, რადგან ყოველდღიურად მეტ სიახლეს იგებ შენი მომავალი პროფესიის შესახებ. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე ამ ოთხი წლის განმავლობაში და ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგი კარიერული წინსვლისკენ.

ყველაზე მეტად რას გამოარჩევ SANGU-ში?
იმდენად მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი, რთულია ერთი კონკრეტული რამის გამორჩევა, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რასაც გამოვარჩევდი, სიმშვიდეა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდი გარემო და რთულია იპოვო ისეთი მშვიდი და მეგობრული გარემო, როგორიც SANGU-შია.

რა გეგმები გაქვს SANGU-ს დასრულების შემდეგ?
აუცილებლად ვაპირებ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში, შემდეგ კი დოქტორანტურაში, იმავე პროფესიით და ისევ SANGU-ში. წინ დიდი მიზნები მაქვს და იმედი მაქვს ყველაფერი გამომივა, შრომას ყოველთვის აქვს შედეგი და მეც სწორედ ამის მჯერა.

SANGU-მ 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

3 აპრილს, SANGU-მ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა.

ისინი წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა და SANGU-ს ელჩებმა მიიღეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზები, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

 

ჭადრაკის ტურნირი

2 აპრილს, SANGU-ში სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჭადრაკის ტურნირი გაიმართა.

თამაშში, რომელიც შესარჩევი ნახევარფინალური და ფინალური ეტაპისგან შედგებოდა SANGU-ს 8 სტუდენტი მონაწილეობდა.
I ადგილი დაიკავა დავით გერლიანმა, II - საბა კეკუამ, III ადგილის მფლობელი კი გიორგი ცქიფურიშვილი გახდა.
ტურნირის პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ მოთამაშეებს მედლები გადაეცათ. დავით გერლიანი და საბა კუკავა მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიადაზე.

ვულოცავთ მათ გამარჯვებას და უნივერსიადაზე წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ.

აკრედიტაცია კანადის ექსპერტთა ტრენინგი SANGU-ში

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის ემზადება.

ამ მიზნით 30 მარტს ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, კლინიკაში მუშაობის საერთაშორისო პროცესებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს, საქართველოში აკრედიტაცია კანადის წარმომადგენელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ და აკრედიტაცია კანადის ექსპერტმა ალესანდრო ბურიანიმ კლინიკის პერსონალისთვის ტრენინგი გამართეს. მათ ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, კლინიკაში მუშაობის საერთაშორისო პროცესებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

ტრენერების აზრით, სერვისზე დაფუძნებული სტანდარტები ეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს შეაფასონ მომსახურების ხარისხი და დანერგონ პაციენტის უსაფრთხოების და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვის პრაქტიკა სამედიცინო მომსახურების ყველა ეტაპზე.
აღნიშნული სტანდარტების დანერგვა სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის წარმატებით გავლას უსურვებს.

საჯარო ლექცია თემაზე: "როგორ ფორმირდება პიროვნული ხასიათი და მისი ცვლილების შესაძლებლობები"

28 მარტს, სტუდენტებისთვის და თემით დაინტერესებული პირებისთვის SANGU-ს პროფესორებმა - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა და ფსიქოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე: "როგორ ფორმირდება პიროვნული ხასიათი და მისი ცვლილების შესაძლებლობები".

მომხსენებლებმა წარმოაჩინეს ადამიანის ხასიათი, განიხილეს რა გარემო პირობები მოქმედებს მის ჩამოყალიბებაზე, პრაქტიკული მაგალითებით დაანახეს მსმენელს, რომ მონდომების შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ხასიათის იმ მახასიათებლების ცვლილება, რომლებიც ადამიანებს საკუთარ თავში არ მოსწონთ.

SANGU-ს პროფესორებმა ლექციის დასასრულს უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

საჯარო ლექცია თემაზე: "შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით"

26 მარტს განათლების ფსიქოლოგმა ნატა ასათიანმა SANGU-ს სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით".

მომხსენებელმა ძალიან საინტერესოდ და დეტალურად ისაუბრა ადამიანის ნიჭის, მისი აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ. მან გამოჩენილ მეცნიერთა ნააზრევის მოხმობით და პრაქტიკული მაგალითებით ნათლად დაანახა მსმენელს, რომ ნიჭის შესაბამისი შრომა ყოველთვის ფასდება, მთავარია ვუერთგულოთ იმ ნიჭს, რომელსაც ჩვენში აღმოვაჩენთ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ნატა ასათიანმა დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

შეხვედრას SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო SANGU-ს ბიბლიოთეკა.

25 მარტი - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წლის 25 მარტს, გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ასწელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ავტოკეფალია აღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდან აღიარების მოპოვება. 1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დიდი ძალისხმევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი - ტომოსი გადმოსცა.

27 მარტს, ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღს SANGU-ს ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ინიციატივით სტუდენტური კონფერენცია "საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია - ისტორია და თანამედროვეობა" მიეძღვნა.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „ავტოკეფალიის რაობა“ - თეკლე ქვარცხავა, „1905-07 წლების პოლიტიკური ფონი“ - გიორგი ჩანქსელიანი, „1905-06 წლების მოვლენები საქართველოს ეკლესიაში“ - გურამ ლომიძე, „ ავტოკეფალიის აღდგენა“ - ნუცა მუნჯიშვილი, „კირიონ II-ის ეპისტოლარული მემკვიდრეობა (პირადი წერილები ავტოკეფალიის თაობაზე)“ - ელენე ხაჭაპურიძე.

კონფერენციის მონაწილეებს საჩუქრად ვახტანგ გურულის ავტორობით გამოცემული წიგნები გადაეცათ. ღონისძიებას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

"გალაკტიონის თეატრი - პოეტის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი"

21 მარტს, SANGU-ს მოწვეულმა ლექტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ლიტერატურათმცოდნე საბა მეტრეველმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "გალაკტიონის თეატრი - პოეტის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი".

შეხვედრა გახსნა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა. მან გალაკტიონის პოეზიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ რუსთაველის ენობრივ სამყაროში ვიყავით, ვიდრე არ მოვიდა გალაკტიონი და უზარმაზარი ნახტომი არ გააკეთა პირდაპირ ევროპული ხელოვნების თანამედროვეობაში, პოსტმოდერნში.

საბა მეტრეველმა დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას მათთვის აქამდე უცნობი გალაკტიონი გააცნო. მან რამდენიმე ათეული წლის წინ გამოცემული გალაკტიონის პირადი არქივის 25 ტომეულიდან გალაკტიონის ბიოგრაფიის აქამდე უცნობ ფაქტებზე დაყრდნობით მისი ცხოვრების იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. როგორც ბატონმა საბამ აღნიშნა, შერჩეული თემის ინსპირაცია გახდა გიგა ლორთქიფანიძის მოგონება, რომელიც იხსენებდა, რომ 50-იან წლებში მწერალთა კავშირში ანკეტის შევსების დროს გალაკტიონმა საკუთარ პროფესიად ჩაწერა რეჟისორი. 2001 წელს კი გალაკტიონის ძმისშვილი, ცნობილი მეცნიერი ნოდარ ტაბიძეც თავის კაპიტალურ შრომაში გალაკტიონის შესახებ წერდა, რომ გალაკტიონს სახლში ჰქონდა მოწმობა, რომ ის იყო რეჟისორი და მოხუცი პოეტი აღტაცებით დაჰყურებდა მას. ეს ორი მოგონება შეკრა მომხსენებელმა, წაიკითხა ამონარიდები და ამ გზით უჩვენა მსმენელს გალაკტიონის ნიღბები, ანუ, როგორც თვითონ პოეტი ამბობდა, "ჩემი როლი ნიღბებით".

ფოტოები იხილეთ ბმულზე

SANGU-ს სტიპენდიანტები

გურამ მოგესალმები.

მოგესალმებით.

პირველი კურსის მეორე სემესტრში უკვე სტიპენდიანტი ხარ. გვიამბე, როგორ შეძელი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ?
ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო სტიპენდიის აღება, ამის შესახებ ისტორიის პროგრამის კოორდინატორმა გამაგებინა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვიგრძენი, რომ ჩემი შრომა დაფასდა. ამ ფაქტმა კი ჩემში გამოიწვია უდიდესი მოტივაცია. ვცდილობ, მუდმივად მომზადებული ვიყო ლექცია-სემინარებისთვის. ამან კი, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო, მოვინდომე და წარმატებასაც მივაღწიე.

როგორ მიიღე SANGU-ში ჩაბარების გადაწყვეტილება?
SANGU-ს არჩევა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. დიდი ხანი ვიფიქრე, სად გამეგრძელებინა სწავლა, არჩევანი კი ქართულ უნივერსიტეტზე შევაჩერე. როდესაც აბიტურიენტების ცნობარიდან შევიტყვე SANGU-ს შესახებ, ძალიან დამაინტერესა და ვცდილობდი ინფორმაციის შეგროვებას უნივერსიტეტის შესახებ. ძალიან კარგი და დადებითი შეფასებები მივიღე. SANGU-ს ხშირად ვირტუალური ტურით ვათვალიერებდი, მისი გარემო, დიზაინი, აუდიტორიები ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო და მეც ავირჩიე ის.

რატომ აირჩიე ისტორიის მიმართულება?
ისტორია ძალიან მიყვარს. სკოლის ასაკიდანვე შემაყვარა ჩემმა მასწავლებელმა და, ალბათ, პროფესიის არჩევაზეც საგნის სპეციფიკურობამ იქონია გავლენა.
ძალიან მომწონს და მოტივაციას მაძლევს, როდესაც სხვადასხვა ისტორიული პირის ცხოვრებას ვეცნობი და აღმოვაჩენ საინტერესო ფაქტებსა თუ დეტალებს. ისტორია ხომ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, მოვიყვან ილიას ჭავჭავაძის სიტყვებს: „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“.

გაამართლა SANGU-მ ამ მიმართულებით შენი იმედები?
დიახ, SANGU-ს ისტორიის პროგრამა დაკომპლექტებულია მაღალი დონის აკადემიური პერსონალით. ლექტორები მუდმივად მზად არიან დაგეხმარონ საკითხის საფუძვლიანად გაანალიზებაში, გიჩვენონ ფაქტის დადებითი და უარყოფითი შედეგები, რაც ხელს უწყობს კრიტიკული ანალიზის უნარის ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, სწავლის ხარისხმა და ლექტორებმა ნამდვილად გაამართლეს ჩემი იმედები და ვიღებ შესაბამის სრულფასოვან განათლებას.

აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ცხოვრობ, სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობ, როგორ ახერხებ სწავლის პარალელურად სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას?
ვფიქრობ, მთავარი დროის სწორი მენეჯმენტია. ვცდილობ, რომ აქტიური ვიყო სტუდენტურ ცხოვრებაშიც და ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში, რადგან ეს მივითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას და კომპეტენციას. სკოლის პერიოდშიც ჩართული ვიყავი სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ სკოლის დაგეგმილ პროექტებში. ეს ყველაფერი კი მეხმარება უფრო კომუნიკაბელური ვიყო და სხვადასხვა სიტუაციაში შევძლო თავის დამკვიდრება. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ აქტივობებში მონაწილეობა ჩემთვის განტვირთვის საშუალებაცაა.

SANGU შენთვის არის ადგილი, სადაც...
SANGU ჩემთვის არის ადგილი, სადაც თითოეულ სტუდენტს შეუძლია ხარისხიანი განათლება მიიღოს, ეს არის ადგილი, სადაც ოჯახურ გარემოს იგრძნობ, აქ ყველა სტუდენტი მნიშვნელოვანია, აქ ყველას შეუძლია თავი დაიმკვიდროს, წარმოაჩინოს თავისი უნარები და მიაღწიოს განათლების უმაღლეს მწვერვალებს.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

ტრენინგი თემაზე: "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში

14-16 მარტს, SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა უფასო ტრენინგი თემაზე: "ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია კლასში".

ტრენინგი განკუთვნილი იყო მხოლოდ SANGU-ს მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის, ხოლო მიზნობრივ ჯგუფში მოიაზრებოდნენ საგნის მასწავლებლები, სპეციალური განათლების მასწავლებლები, სკოლის დამხმარე სპეციალისტები, მშობლები, მეტყველების თერაპევტები და ბავშვთან მომუშავე ყველა სხვა პირი, რომელიც დაინტერესებულია დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციით და ინტერვენციის დაგეგმვით.

ტრენინგი ჩაატარეს ტრენერებმა: სპეციალური განათლების მაგისტრებმა ხატია ცოცხალაშვილმა და  თეონა თარგამაძემ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის რაობასა და მახასიათებლებს; გააცნობიერეს, თუ რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ენაზე დაფუძნებულ დასწავლის სირთულეს მოსწავლის წიგნიერების, საკომუნიკაციო უნარებსა და ქცევით-ემოციურ სფეროზე; გაანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენობრივი დასწავლის მქონე მოსწავლის რაც შეიძლება ადრეული იდენტიფიკაცია პრევენციისათვის;

სასკოლო სივრცეში LLD-ის მქონე მოსწავლის პირველადი ნიშნების იდენტიფიკაციისთვის ,,დისლექსია/LLD-ის ადრეული ნიშნების საიდენტიფიკაციო „ჩეკლისტი“ გამოიყენება. ტრენინგის მონაწილეები მისი გამოყენების წესებს გაეცნენ.  ისინი ასევე LLD-ის მქონე მოსწავლის ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტს გაეცნენ, რომელსაც ისინი ინტერვენციის გეგმის შედგენისა  და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის გამოიყენებენ;

ტრენერებმა მონაწილეებს ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის მქონე მოსწავლესთან ადაპტაციის ხერხებიც გააცნეს, რომელთაც ისინი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ.

USAID განათლება მომავლისთვის

19 მარტს, SANGU-ში, USAID-ის პროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად „განათლება მომავლისთვის“ პროგრამის სამუშაო ჯგუფმა SANGU-ს აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად განათლების ლიდერთა სატრენინგო პროგრამების მომზადების შესახებ იმსჯელეს. წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მათ თავიანთი ხედვა გაუზიარეს და პროგრამის მუშაობაში ჩართულობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

პროგრამის საუნივერსიტეტო განათლების უფროსმა მრჩეველმა ეკატერინე სლოვინსკიმ განმარტა, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი პროგრამები შესაძლოა ტრანსფორმირდეს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებში, რომლებიც განკუთვნილი იქნება მოქმედი და მომავალი განათლების ადმინისტრატორებისთვის და წამყვან პოზიციაზე მომუშავე პერსონალისთვის. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სხვადასხვა საგანმანათლებლო მოდულების დახმარებით მოქმედი განათლების ადმინისტრატორები კვალიფიკაციის ამაღლებას სასურველი მიმართულებით შეძლებენ.

USAID-ის პროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ცოტახნის წინ გაფორმდა, რომლის მიზანი უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობაა.

,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსი“ საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული ანა ოღაძე მონაწილეობდა.

კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელს ატარებს.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს ჯილდოები პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კონკურსის ფინალისტთა შორის იყო SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ კვერნაძეც.

SANGU - მე უბრალოდ ვისურვე…

უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას ვუხდი SANGU-ს ჩემი სწავლის უნარიანობის დაფასებისათვის.

უკვე მეორე წელია სტიპენდიატი ვარ, რაც ჩემი მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა და ეჭვი არ მეპარება, რომ სხვა სტუდენტის მონდომებასაც ამგვარად დააფასებენ.

ჩემი საქმის კეთება სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, ამ ყველაფერს კიდევ უფრო წამახალისებელს ხდის სტიპენდია და უნივერსიტეტის გარემო.

პირველი სემესტრიდან ვცდილობ პირნათლად შევასრულო ჩემი, როგორც სტუდენტის მოვალეობა, როგორც ამას თუნდაც სწავლის დაწყების წინ ლოცვაში ვკითხულობთ ,,სადიდებლად ღვთისა, სანუგეშოდ მშობლისა, სასარგებლოდ ეკლესიისა და მამულისა“.

მჭირდებოდა ადგილი, გარემო, სადაც სწავლა და ზემოხსენებული თანხმობაში მოდიოდა, სადაც შრომას აფასებდნენ, მოტივაციას გიმაღლებდნენ და არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ დადებითი ემოციებით, ურთიერთობებით გაძლევდნენ იმას, რაც ყველას სჭირდება, - ,,ერთ დიდ ოჯახს“.

კარიერული თვალსაზრისით, საკმაოდ რთულია ის რასაც ვსწავლობ, ისტორია. მიხარია, რომ ყოველი ჩვენგანი გამოცდილი, სანდო, პროფესიონალი ლექტორების გარემოცვაში ვართ. ამით საგნის ბევრი სირთულე მარტივად იძლევა და ჩვენც კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ კარიერული წინსვლისკენ.

ყოველთვის მეკითხებიან, რთულია თუ არა მუდმივად მზადყოფნა, გამოცდებთან გამკლავება, ქულების სასტიპენდიო დონეზე დაგროვება... მინდა ვთქვა, რომ ასეთ დროს უკეთესი იქნებოდა არა მხოლოდ მოტივაციას, არამედ დისციპლინას მიენდოთ. ,,მოტივაციის ალი შეიძლება განელდეს, დისციპლინა კი მუდმივია“. სტუდენტები, აბიტურიენტები, ვისაც რაიმე ახლის შესწავლის სურვილი აქვს, უნდა ეცადონ, რომ არა მოტივაციით, არამედ დისციპლინით დაადონ აგური აგურზე. საამისოდ კი ჩემი უნივერსიტეტი ყოველმხრივ მხარს გვიჭერს სტუდენტებს და გვეხმარება. ამიტომაც, ყოველთვის ვამბობ, რომ არჩევანი სწორად გამიკეთებია.

SANGU - მე უბრალოდ ვისურვე.


ელენე ხაჭაპურიძე, SANGU-ს სტუდენტი
ფოტო: ნუგზარ შონია

SANGU-ში იურიდიული კლინიკა შეიქმნა

იურიდიული კლინიკა, რომელიც ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ბაზაზე შეიქმნა, სამართლის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მისცემს უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობას და პრაქტიკულ უნარებს გამოუმუშავებს. კლინიკა ასევე უსასყიდლოდ მოემსახურება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსა და დევნილებს.

იურიდიული კლინიკის მიზნებზე, ფუნქციებზე და საქმიანობის მიმართულებებზე გვესაუბრება კლინიკის ხელმძღვანელი SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის კოორდინატორი, მოწვეული ლექტორი ქეთევან ხურცილავა.

როგორ გაჩნდა იურიდიული კლინიკის შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება იგი?
ნებისმიერი იურისტისთვის მნიშვნელოვანია თეორიულ ცოდნასთან ერთად კარგი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. კლინიკაში რეალური ქეისების დამუშავებით სტუდენტები შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, რაც განაპირობებს ბაზარზე კონკურენტუნარიანი იურისტების მომზადებას. კლინიკა ასევე მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და დევნილებისთვის უფასო იურიდიულ დახმარებას, რასაც ზედამხედველობას გაუწევენ კლინიკაში მოწვეული იურისტები.

რა აქტივობებს და ღონისძიებებს განახორციელებს კლინიკა და ვინ იქნებიან მასში ჩართული?
კლინიკა სტუდენტთა და პრაქტიკოს იურისტთა ჩართულობით განახორციელებს ტრენინგებს/ვებინარებს სკოლის მოსწავლეებისათვის, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დისკუსია-დებატები, სამართლებრივ დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს, რაც გულისხმობს: უფასო კონსულტაციებს, სამართლებრივი დოკუმენტების (სარჩელი, შესაგებელი, საჩივარი და სხვა) მომზადებას.

ვინ წარმართავს კლინიკის საქმიანობას?
კლინიკის საქმიანობას წარმართავს იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის ყოველდღიურ მუშაობას, კლინიკაში პრაქტიკული კომპონენტის და სტაჟირების განხორციელების პროცედურებს, მოიწვევს დარგის შესაბამის სპეციალისტებს, ზედამხედველობას გაუწევს პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებას.

SANGU-ში USAID-ის პროგრამის „განათლება მომავლისთვის“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2024 წლის 20 თებერვალს, SANGU-ში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის USAID „განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: სწავლის უნივერსალური დიზაინი (UDL).

შეხვედრა გახსნა პროგრამის საუნივერსიტეტო განათლების უფროსმა მრჩეველმა ეკატერინე სლოვინსკიმ. პროექტის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

სამუშაო შეხვედრა წარმართა პროექტის სწავლის უნივერსალური დიზაინის, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის სპეციალისტმა, SANGU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნონა პოპიაშვილმა. მონაწილეები სწავლის უნივერსალური დიზაინის ძირითად პრინციპებს, ელემენტებს და ამ მიმართულებით არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცდილებას გაეცნენ. მათ საშუალება ჰქონდათ UDL-თან მიმართებაში გადაეხედათ საკუთარი პრაქტიკისთვის და განესაზღვრათ ის სფერო, რომელშიც UDL პრინციპების ინტეგრირება - დაგეგმვა, დანერგვა, არსებული სასწავლო პროცესის ანალიზი და რეფლექსიაა შესაძლებელი.

USAID-ის პროგრამა განათლება მომავლისთვის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადებისა და განათლების მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას.

თბილისის 51 საჯარო სკოლის მოსწავლეები SANGU-ში

წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი, ბიბლიოთეკა და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის დახმარებით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიეღოთ მონაწილეობა.

კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები აშშ-ში მიემგზავრებიან

SANGU-ს და NKU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან!

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და პროგრამაში ჩართულმა პერსონალმა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში დაესწრებიან ინტენსიურ ლექციებს, ვორქშოფებს და სემინარებს. მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა ადგილზე მიიღონ საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ll-ს ლოცვა-კურთხევით, კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის დანერგვას სათავეში ჩაუდგა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. 2022 წლიდან პროგრამაზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მომავლის პროფესიას.

აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა უპრეცენდენტოა. მის კურსდამთავრებულს ენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

 

ინტერვიუ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მსმენელ სალომე ნიკოლაიშვილთან

SANGU-ში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა წარმატებულად ხორციელდება. პროგრამის მსმენელები დარგის პროფესიონალი ლექტორების ჩართულობით, ინოვაციური მეთოდებით თეორიულ სწავლებასთან ერთად თბილისის საჯარო თუ კერძო სკოლებში პრაქტიკულ კომპონენტსაც გადიან. პროგრამის წარმატებას მისი უამრავი კურსდამთავრებული განსაზღვრავს.
პროგრამაზე სწავლების მეთოდების შესახებ უფრო ვრცლად მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მსმენელის, სალომე ნიკოლაიშვილისგან შეიტყობთ.

სალომე მოგესალმები!
მოგესალმებით.

როგორ გაიგე ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის შესახებ და რატომ აირჩიე SANGU პროგრამის გასავლელად?
რამდენიმე წელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვმუშაობ და როდესაც გადავწყვიტე მასწავლებლის სტატუსის მიღება, სკოლაში მაძიებლად დარეგისტრირებას ვამჯობინე მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა. ამისათვის, რა თქმა უნდა, დავიწყე საუკეთესო სასწავლებლის ძიება და სოციალურ ქსელში ვიპოვე SANGU-ს ბევრი მადლიერი სტუდენტი და უამრავი დადებითი კომენტარი.

როგორ შეაფასებ პროფესორ-მასწავლებლებს და როგორ ფიქრობ, პროგრამის გავლის შემდეგ, გარდა კვალიფიკაციისა კიდევ რა უნარებს შეიძენ?
ვფიქრობ, პროფესორ მასწავლებელთა გუნდი თავისი საქმის მცოდნე და გამოცდილი ადამიანები არიან. პირველივე ლექციაზე დამხვდა სასიამოვნო სასწავლო გარემო და კეთილგანწყობილი ლექტორები.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვმუშაობ სკოლაში, ვფიქრობ, მასწავლებელი გამუდმებით უნდა ვითარდებოდეს პროფესიული კუთხით. მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება და პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას ნიშნავს, რაც მოსწავლეთა შედეგებზე დადებითად აისახება. რა თქმა უნდა, ცოდნა, რომელიც SANGU-ში მივიღე, ჩემი როგორც პედაგოგის განვითარებას შეუწყობს ხელს, რათა დავნერგო კლასებში სწავლა-სწავლების ახალი მეთოდები, ასევე უფრო სიღრმისეულად გავიგო კანონით განსაზღვრული მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები.
რას გვეტყვი სასწავლო პროცესის შესახებ, გრაფიკი ითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნებს?
ძალიან კმაყოფილი ვარ გრაფიკით რომელიც უნივერსიტეტემა შემომთავაზა, რადგან მომცა არჩევანის უფლება ისე გამენაწილებინა ლექციები, რომ მუშაობაში ხელი არ შემშლოდა.

მოქმედი მასწავლებელი ხარ, თუმცა პროგრამაში ჩადებულია პრაქტიკული კომპონენტიც, ალბათ, ჩართული ხარ ამ პროცესშიც?
დიახ, ჩართული ვარ იმდენად, რამდენადაც უკვე ვმუშაობ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ ვფიქრობ, დამწყები მასწავლებლებისთვის, რომლებიც ჯერ არ მუშაობენ ამ სფეროში, სწავლების პრაქტიკული კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რათა მიღებული ცოდნა უკვე საკლასო ოთახში, მოსწავლეების პირისპირ გამოიყენონ. ძალიან კომფორტულია როდესაც შენივე სასწავლებელი გიწყობს ამაში ხელს და გთავაზობს სხვადასხვა სკოლის ბაზაზე შეიძინო ეს გამოცდილება.

რას ურჩევ მათ ვინც პროგრამის გავლას SANGU-ში ფიქრობს?
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის არჩევით, მასწავლებლობის მსურველები კომფორტულ და სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოში მოხვდებიან. სასწავლო პროცესში იგრძნობა ლექტორების მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ისინი ყველანაირად ცდილობენ სამ საათიანი ლექციები არ იყოს დამღლელი, რისთვისაც ინტერაქციულ საგაკვეთილო ფორმატს იყენებენ. მათი ლექციები მოიცავს არა მარტო თეორიული მასალის განხილვას, არამედ გამდიდრებულია კონკრეტული მაგალითებით პრაქტიკული გამოცდილებიდან, რითაც სტუდენტები უფრო კარგად იაზრებენ იმ რეალობას, რაც მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დახვდებათ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

პროფესორ ვახტანგ გურულის ახალი წიგნი: "რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში"

დაიბეჭდა პროფესორ ვახტანგ გურულის ახალი წიგნი: ,,რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში (,,საბერძნეთის პროექტი”)”. წიგნი გამომცემლობა ,,მერიდიანის” სტამბაში დაიბეჭდა, წარმოადგენს ლექციების კურსს ქართული უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტთათვის.

XVIII საუკუნის 80-იან წლებში რუსეთის საიმპერატორო კარზე შეიქმნა პროექტი, რომლის არსი მოკლედ შემდეგში მდგომარეობდა: რუსეთისა და ავსტრიის იმპერიებს უნდა მიეღწიათ ოსმალეთის ტერიტორიის გადანაწილებისათვის. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ბერძნების წინამძღოლობით ქრისტიანი ერებისაგან (სერბების, ბულგარელების, რუმინელების, ხორვატების და სხვებისაგან) უნდა შექმნილიყო ქრისტიანული სახელმწიფო. ამ სახელმწიფოს მეფე უნდა ყოფილიყო რუსეთის იმპერატორის, ეკატერინა II-ის შვილიშვილი კონსტანტინე. აზიაში ოსმალეთის ჩრდილოეთ პროვინციების, ასევე ოსმალეთისაგან მიტაცებული საქართველოსა და სომხეთის, ქართული სამეფო-სამთავროების ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო მეორე ქრისტიანული სახელმწიფო ქართველების, სომხებისა და ასირიელების შემადგენლობით. კავკასიაში ამ პროცესს სათავეში უნდა ჩასდგომოდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, რომელიც იმხანად კავკასიის აღიარებული ლიდერი იყო. ამ და სხვა საინტერესო საკითხებს ეხება ვახტანგ გურულის ზემოთ ხსენებული ნაშრომი.

გვანცა ბურდული
ასოცირებული პროფესორი

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა, მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებულ მეცნიერ ქალებს შესაბამისი სიგელები პირადად გადასცა.

ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალბატონებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საუბრისას მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დაჯილდოების ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.

ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე სიგელი გადაეცა SANGU-ს ასოცირებულ პროფესორს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორს, იზა გიგაურს.

ვულოცავთ ქ-ნ იზას აღნიშნულ მიღწევას და მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ.

ევროპული საბჭოს მოდელირება

10 თებერვალს, პროექტ „აღმოაჩინე შენი პროფესიის“ ფარგლებში წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებულ უფროსკლასელებისთვის ჩატარდა ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის, ევროპული საბჭოს მოდელირება.

მონაწილეები წარმოადგენდნენ ევროპულ საბჭოში შემავალ სახელმწიფოების პირველ პირებს, რომლებმაც საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე განიხილეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

სამიტს უძღვებოდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის სალექციო კურსის ხელმძღვანელი, განათლებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, 11 წლიანი ფასილიტაციის გამოცდილების მქონე მშვიდობის ახალგაზრდული ელჩი თამარ თოლორდავა.

ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“

5 თებერვალს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის კოორდინატორმა, სამართლის მაგისტრმა ქეთევან ხურცილავამ, სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩაატარა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის“.

SANGU-ს მოწვეულმა ლექტორმა, ქეთევან ხურცილავამ ტრენინგის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების, EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უპირატესობების შესახებ.

ინტერაქციული ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.

ვახტანგ გურულის საიუბილეო კრებული

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა გამოსცა პროფესორ ვახტანგ გურულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული. კრებულის მომზადებას ხელმძღვანელობდა აკადემიკოსი როინ მეტრეველი. კრებული დაიბეჭდა მისივე რედაქტორობით. ბატონი როინის ინიციატივით გადაწყდა კრებულში, გარდა ქართული უნივერსიტეტის პროფესორებისა, დაბეჭდილიყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერთა ნაშრომები. კრებულში 31 ავტორია წარმოდგენილი, რომელთა ნაშრომები საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურათმცოდნეობის, ქართული სამართლის ისტორიის აქტუალურ საკითხებს ეძღვნება.

კრებული იხსნება აკადემიკოს როინ მეტრეველის წერილით: ,,ჭეშმარიტი მეცნიერი, ღირსეული საზოგადო მოღვაწე”, რომელიც ვახტანგ გურულის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეფასებას ეძღვნება. კრებულში წარმოდგენილია შემდეგი ნაშრომები: როინ მეტრეველის ,,განათლება და კულტურა საქართველოში (1900-1917 წწ.)”, ოთარ ჟორდანიას ,,საქართველოს რესპუბლიკის ოფიცერთა პოლკის წმინდა გიორგის ჯვრის კავალრები;” ავთანდილ ნიკოლეიშვილის ,,ეროვნული პრობლემის სტალინური კონცეფცია და საქართველო”; მახარე (მიქაელ) ბუკიას ,,ეპისკოპოსი კირიონი _ წმინდანების ისტორიის მკვლევარი (წმინდა ნინო)”; ავთანდილ არაბულის ,,გრიგოლ რობაქიძე და ვაჟას სამყარო” და სხვ.

კრებული გამომცემლობა ,,ქართული უნივერსიტეტის” გრიფით გამოვიდა, დაიბეჭდა გამომცემლობა ,,მერიდიანის” სტამბაში.

გვანცა ბურდული
ასოცირებული პროფესორი

აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგა

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.

უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა საქართველოს ოთხმა უნივერსიტეტმა აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

აღნიშნული უნივერსიტეტებია:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი


ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა.

აშშ-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის ასოცირებულმა დეკანმა გლობალური ჩართულობის მიმართულებით, პროფესორმა ივეტა სილოვამ.

შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას, რაც გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

„კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“

25 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საგანმანათლებლო სესია თემაზე - „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“.

შეხვედრა გახსნა და აუდიტორიას სპიკერები წარუდგინა SANGU-ს სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ. დამსრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ჯეკ კოლინზმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს კიბერუსაფრთხოების პროგრამის უფროსმა და ნინო ვადაქარიამ, კიბერუსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა. საინფორმაციო სესიას უძღვებოდნენ "ქალები კიბერუსაფრთხოებაში" ინიციატივის (WIC) დამფუძნებლები ნათია სესკურია და ნატა გოდერძიშვილი, ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები: ნინა ლუქსმანი (Nina Lucksmann) და ჯოელ ჩუეიფატი (Joelle Choueifati) გენდერის მიმართულების მრჩეველი.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებზე, კიბერთავდასხმებისგან დაცვის მექანიზმებზე, გლობალური ტენდენციებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

"ქალები კიბერუსაფრთხოებაში" ინიციატივის ფარგლებში გამართული საგანმანათლებლო შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას კიბერუსაფრთხოების მზარდი პოტენციალისა და კიბერუსაფრთხოების შრომის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ.

SANGU-ს სტუდენტები დაზვერვის სამსახურში

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ლომიძე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს და დაზვერვის სამსახურის როლს ამ სფეროში.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახურის ხელმძღვანელს, შალვა ლომიძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ბატონმა შალვა ლომიძემ უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებზე და ამ სფეროში დაზვერვის სამსახურის როლზე ისაუბრა. იგი ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო. ინტერაქტიური შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხი დასმულ შეკითხვებზე.

შეხვედრის დასასრულს, SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს თორნიკე შურღულაიას დაზვერვის სფეროს პოპულარიზაციისა და აღნიშნული სფეროს კვლევითი და აკადემიური მიმართულებით დანერგვისთვის მადლიერების ნიშნად გადაეცა ჯილდო.

 

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის SANGU შეირჩა

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტების შერჩევის პროცესი დასრულდა.
კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი


შერჩეულ უნივერსიტეტებში USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური დახმარებით ხელს შეუწყობს მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარებას.
უნივერსიტეტებში:

  • შემუშვდება ახალი სასწავლო კურსები, რომელიც დაფუძნებული იქნება სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე
  • გაძლიერდება სასკოლო პრაქტიკის კომპონენტი
  • გაუმჯობესდება აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარები
  • გაიზრდება ხელმისაწვდომობა თანამედროვე ლიტერატურაზე
  • უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა

პროგრამასთან თანამშრომლობის ინტერსის გამოხატვა შეეძლოთ უნივერსიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების ან/და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას, ან გეგმავენ განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის შექმნას.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა სულ თხუთმეტმა უნივერსიტეტმა.
აღსანიშნავია, რომ მომავალში, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განათლების პროგრამების განმახორციელებელი ქართულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისთვის.

ინტერვიუ სტუდენტური თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტთან

ნიკოლოზ მოგესალმები!

მოგესალმებით!

SANGU-ს სტუდენტებმა თავიანთი არჩევანით გამოგიცხადეს დიდი ნდობა, რომელსაც გამართლება სჭირდება.  როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას და რამდენად ხარ  მზად ამისთვის?

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სტუდენტს და თვითმართველობის ახალ წევრებს ნდობისა და ხმის მოცემისთვის. დიდი სიყვარული და ნდობა ვიგრძენი მათგან. როგორც თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტს, უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია SANGU-ს სტუდენტების წინაშე. თვითმმართველობის გუნდი სტუდენტებს ვპირდებით, რომ ეს წელი იქნება განსხვავებული, უამრავი სიახლითა და სხვადასხვა აქტივობით სავსე. მაქსიმალურად ვეცდებით, მათი ნდობა გავამართლოთ!

როგორ დაკომპლექტდა ახალი მმართველი გუნდი გაგვაცანი არსებული დეპარტამენტები და მათი ახალი ხელმძღვანელები.

მოგეხსენებათ, სტუდენტური თვითმმართველობა დაკომპლექტებულია რამდენიმე დეპარტამენტით. დღესდღეობით აქტიურად ფუნქციონირებს განათლების, ლაშქრობა-ექსკურსიის, სპორტის, განათლების, კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (პიარის) დეპარტამენტები. მინდა გაგაცნოთ თვითმმართველობის ახალი გუნდი, რომელიც, ვფიქრობ, ერთ- ერთი საუკეთესო და წარმატებული იქნება SANGU-ს ისტორიაში. პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ მარიამ ყურუა, რომელსაც SANGU-ს სტუდენტები კარგად იცნობენ. მას აქვს თვითმმართველობაში ყოფნის ორწლიანი გამოცდილება. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, აქტიურობით, გუნდურობითა და განსხვავებული, საინტერესო იდეებით. მეორე ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ საბა ჩართოლანი, რომელიც აქტიურადაა ჩართული თვითმმართველობის გუნდში. ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტის ხელმძღვანელები არიან ალექსანდრე ლაცაბიძე და ჯულია ზედელაშვილი. მათ მიერ ორგანიზებული ლაშქრობები, მერწმუნეთ, საუკეთესო იქნება და არ უნდა გამოტოვოთ. განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არის გურამ ლომიძე, რომელსაც მრავალი საინტერესო შემეცნებითი პროექტი აქვს დაგეგმილი. კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელები გახლავან თამთა ბონდარევა და მარიამ მიქავა. მათი გეგმებიც არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანია. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები არიან ლია ტოკლიკიშვილი და ვლადიმერ ბასარია. მოგეხსენებათ, სპორტი დღეს დიდ ადგილს იკავებს ახალგაზრდების ცხოვრებაში. მათი სამომავლო პროექტები კი ბევრ სპორტის მოყვარულს დააინტერესებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის (პიარის) დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან ანა ოლქიაშვილი და თაკო ქავთარაძე. ისინი პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი და სრული პასუხისმგებლობით ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. მინდა აღვნიშნო მათი აქტიური ჩართულობა, მრავალფეროვანი, განსხვავებული აქტივობები, გუნდური მუშაობა და მონდომება, რომ წარმატებული პროექტები შესთავაზონ სტუდენტებს.

თვითმმართველობის წევრი იყავი და შენთვის ნაცნობია მისი მუშაობის სპეციფიკა.  რა სიახლეების შეტანას და განხორციელებას გეგმავ შენი მმართველობის პერიოდში?

დიახ, წინა თვითმმართველობის წევრი ვიყავი და მარიამ ყურუასთან ერთად ვხელმძღვანელობდი ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს. კარგი გუნდი ვიყავით; ვცდილობდით სტუდენტებისთვის გაგველამაზებინა და დასამახსოვრებელი გაგვეხადა თითოეული პროექტი თუ აქტივობა, რომელსაც მე და მარიამი ვახორციელებდით.  SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის გუნდი იქნება მუდმივ განვითარებასა და სიახლეებზე ორიენტირებული. მაქსიმალურად ვეცდებით საუკეთესო ღონისძიებები შემოგთავაზოთ. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, სტუდენტთა აქტიურობა და მათი ჩართულობაა საჭირო.

რას ურჩევ მათ, ვინც არ არის ჩართული აქტიურად სტუდენტურ ცხოვრებაში?

რა თქმა უნდა, ვურჩევ, რომ ჩაერთონ ყველა აქტივობაში, რომელთაც უნივერსიტეტი და ჩვენ, თვითმმართველობა, ვთავაზობთ სტუდენტებს. თითოეულ მათგანში ჩართვით სტუდენტები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, დააგროვებენ საუკეთესო მოგონებებს, რომელთაც წლების შემდეგ გაიხსენებენ. სტუდენტური თვითმმართველობა ზრუნავს სტუდენტთა შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენაზე, რათა მათი სტუდენტური წლები მრავალფეროვანი, აქტიური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ფოტო: ნუგზარ შონია

140-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად SANGU-ში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა თბილისის 140-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ისინი ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა მიიღეს. შეხვედრაზე ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა SANGU-ს და NKU-ს ერთობლივი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ მიაწოდა მათ ინფორმაცია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზები, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

მოსწავლეები შეხვდნენ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს, რომელმაც მათ სასწავლო პროგრამები გააცნო; სამართლის პროგრამის კოორდინატორმა ქეთევან ხურცილავამ მოსწავლეებს სამართლის დარბაზში უმასპინძლა და იმ აქტივობებისა და იმიტირებული პროცესების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რომლებიც ამ დარბაზში დარგის ცნობილი და წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით იმართება; საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახა რევაზიშვილმა მათთვის ჩაატარა ლექცია თემაზე - „პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის დაცვა“; საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ანა ხუციშვილი კი მომავალ სტუდენტებს SANGU-ს საგამოცდო ცენტრის მუშაობის და საგამოცდო პროცესების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

საახალწლო კონცერტი
     

26 დეკემბერს, SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

საახალწლო კონცერტში SANGU-ს სტუდენტები და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას SANGU-ს კანცლერი თამაზ ვაჩაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე ხათუნა კუხალაშვილი, სხვა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.

ღონისძიება დასრულდა Secret Santa-ს საჩუქრების გაცვლით.

 

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე.

ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები, სკოლის დეკანის მოადგილის, სასწავლო კურსის განმახორციელებლის ხათუნა კუხალაშვილის ორგანიზებით, კურსის ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში განთავსებული ქართულ, ბერძნულ, ებრაულ ენებზე შესრულებული, როგორც სასულიერო, ისე საერო შინაარსის მქონე ხელნაწერთა მულაჟები: თამარ მეფის კუთვნილი "ვეფხისტყაოსან", მოქვის ოქროთი შემკული ოთხთავი, ალავერდის ოთხთავი, უძველესი ასტროლოგიის წიგნი და სხვა. ისინი ასევე გაეცნენ "ხელნაწერი წიგნის შექმნის" შესახებ ცეკვა "ხორუმის" მუსიკის ფონზე მომზადებულ ანიმაციას.

ვიზიტს სასწავლო კურსის ერთგვარი, შემაჯამებელი ხასიათი ჰქონდა, რაც სტუდენტებისათვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

მასტერკლასი თემაზე: „კარიერული გზამკვლევი“

18 დეკემბერს, SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით სერტიფიცირებული კარიერის კონსულტანტმა, ევროსაბჭოს ახალგაზრდული პროექტების კოორდინატორმა თამთა უგულავამ გაიმართა მასტერკლასი თემაზე: „კარიერული გზამკვლევი“.

მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პროფესიული უნარების და შესაძლებლობების შესახებ ანალიზი, გაცნობოდნენ მიზნის დასახვისა და მიღწევის პრაქტიკულ ტექნიკებს, შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებსა და ტენდენციებს, კონკურენტული რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენის ფორმებსა და წარმატებული გასაუბრების ტექნიკები.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიული არჩევანის ან კარიერული ცვლილებების დაგეგმარების შესახებ დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული SANGU-ში

9-15 დეკემბერი კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი, ამავე დროს ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისათვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი. 

2023 წლის 9 დეკემბერს, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების ტრადიციული ვებინარის ფარგლებში გაკეთდა შემდეგი მოხსენებები:

  • გიგა ჩალაური - "hexagonal architecture"
  • ნათია დოლიაშვილი - "Apache Spark"
  • დავით კურცხალია - "გენერაციული მოდელების ჰორიზონტზე, GPT-4-ის განხილვა"
  • კობა გელაშვილი - ოსცილაციისგან თaვისუფალი მინიმაიზერები
SANGU-ს სტუდენტები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ

2023 წლის 15 დეკემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, ისტორიის პროგრამის პირველი კურსის სტუდენტები ხელოვნების სასახლეს ეწვივნენ.

სასახლე, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, XIX საუკუნეში, 1895 წელს, იმ დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის - აგრაფინა ჯაფარიძის გულის მოსაგებად კონსტანტინე ოლდენბურგის ინიციატივით აშენდა.

სტუდენტები პირველივე წუთიდან მოიხიბლნენ სასახლის არქიტექტურით. მათ საშუალება მიეცათ ეხილათ ისტორიული მნიშვნელობის შემდეგი საგამოფენო დარბაზები: ზამბახების დარბაზი სადაც წარმოდგენილია სასახლის მკვიდრთა, მათ შორის: გრაფ კონსტანტინე ოლდენბურგის, აგრაფინა ჯაფარიძის, ანდრია დადიანის პერიოდის ნივთები, ფერწერული ტილოები, იაკობ გოგებაშვილის უნიკალური ავეჯი და სხვა; ქართული კოსტუმის ისტორიის დარბაზი სადაც გამოფენილია საქართველოს მეფის, თამარის სამეფო კოსტიუმი, რომელიც ვარძიის ფრესკის მიხედვითაა აღდგენილი, თეკლე დედოფლის ოქრომკედით ნაქარგი მე-XVII საუკუნის უნიკალური მოსასხამი და სხვა მრავალი საინტერესო ნივთი; ლურჯი იადონების დარბაზი (მას ასევე რევაზ ლაღიძის სახელობის საგამოფენო დარბაზსაც უწოდებენ). დარბაზში წარმოდგენილია ქართული მუსიკის ისტორია, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია უნიკალური შავი როიალი, რომელზეც შექმნილია კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ცნობილი ნაწარმოებები.

სტუდენტები განსაკუთრებით მოიხიბლნენ გრაფ ოლდენბურგის ბიბლიოთეკითა და სიყვარულის კოშკთ ე.წ საიდუმლო ოთახით, სადაც ლეგენდის მიხედვით შეყვარებული წყვილი (გრაფი კონსტანტინე ოლდენბურგი და აგრაფინა ჯაფარიძე) ერთმანეთს ხვდებოდა.

თეატრალიზებული წარმოდგენა „გრიგოლ ფერაძე“

15 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “იცანის” ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი თეატრალიზებული წარმოდგენა „გრიგოლ ფერაძე“.

გოგა თავაძის რეჟისორობით დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, ლევან კაციაშვილი და ზურაბ არუსია.

ღონისძიებას რომელსაც SANGU-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ მუსიკოსების, ზაზა მარჯანიშვილისა და დათო ჯაფარიძის კონცერტით დასრულდა.

შეხვედრა აშშ-ს საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელთან

2023 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი და SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელს, ალექს დანიელს და სოფო ბზიშვილს, საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განათლებისა და სხვა სფეროებში მიმდინარე პროცესები, წარმატებული ერთობლივი სასწავლო პროგრამების დანერგვის გამოცდილება, მათ შორის, SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო, ერთობლივი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა.

დაისახა ნაყოფიერი პარტნიორობის გაგრძელების გზები და სამომავლო გეგმები.

SANGU-ს სტიპენდიანტები


ელენე, მოგესალმები.
მოგესალმებით.

უკვე მეორე წელია SANGU-ს სტუდენტი ხარ, როგორ შეაფასებ განვლილ პერიოდს?
ყოველთვის, როდესაც SANGU-ში ჩემი სტუდენტობის შესახებ მეკითხებიან, ვპასუხობ, რომ ეს იყო ჩემი წინა წლების ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი. მოგეხსენებათ, არაა მარტივი მუშაობის, განვითარების, ახალი ინფორმაციების მიღების პროცესი, თუმცა, ჩემთვის ყოველივე ეს საყვარელ საქმიანობად იქცა. SANGU-ში განვითარების დიდი მასშტაბია, მთავარია, რომ სტუდენტმა თვითონ მოინდომოს. აქ, მართლაც , ასეა, რომ ,,ყველა ლექტორი სტუდენტის მხარეზეა”, უბრალოდ, ,,არ უნდა გადავდოთ ის, რაც დღესაა გასაკეთებელი”. სწორედ, ეს ორი ფრაზა მოვისმინე უნივერსიტეტში შემოსვლის პირველ დღეს, ეს სიტყვები კარგად დავიმახსოვრე და ვეცადე, რეალობად მექცია. შესაბამისად, არაერთ წარმატებას მივაღწიე განსაკუთრებით მეორე რჩევის შესრულებით.

პროფესიის არჩევაც შენი საუკეთესო არჩევანია? როგორ მიიღე ისტორიის პროგრამაზე ჩაბარების გადაწყვეტილება?
ისტორია ყოველთვის მიზიდავდა და სკოლიდან მოყოლებული ყოველთვის სხვანაირად ვმუშაობდი ამ საგნის საკითხებზე. იყო პერიოდი (სკოლის ასაკი), როდესაც არ მიმაჩნდა, რომ ისტორიულზე ჩაბარება კარგი აზრი იყო, მაგრამ დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კარგი ისტორიკოსი ვიქნებოდი. მომდევნო წლებში, როდესაც მივხვდი, რომ ეს იყო საგანი, რომლის სწავლაც არ მბეზრდება, გადავწყვიტე ისტორიულზე ჩაბარება და ამის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ დედის სიტყვები იყო.


,,იავნანას“ სახელობის სტიპენდიატობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას?
რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოც არის. ეს არის საჩუქარი, რომლის მისაღებად ბევრი შრომაა საჭირო და, ასევე, არის ვალდებულება, რომ შენი თავის უკეთ განვითარებისთვის მუდმივ ბრძოლაში ჩაება. ამ უკანასკნელს საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობ ჩემს ცხოვრებაში და ,,იავნანას” სახელობის სტიპენდიანტობა მიმაღლებს მოტივაციას, რომ უფრო და უფრო სწორი მიმართულებით ვიარო ჩემი მიზნისკენ.


სწავლას თუ უთავსებ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში ჩართულობას?
უნივერსიტეტში, გარდა სწავლისა, უამრავ აქტივობაში ვიღებ მონაწილეობას, იქნება ეს ორგანიზებული შეხვედრები, გასვლები თუ სტუდენტური თვითმართველობის მიერ ან მასთან ერთად დაგეგმილი ღონისძიებები.
ამასთან, ვცდილობთ, რამდენიმე თვეში ერთხელ, სტუდენტთა ჯგუფმა კონფერენციები დავგეგმოთ. ამ პერიოდისთვის, ორი კონფერენცია შედგა და წარმატებითაც ჩატარდა, ახლა კი მესამეს ვგეგმავთ.
ამიტომაც უნივერსიტეტი როგორც სწავლაში, ასევე სხვადასხვა უნარების გამომუშავებაში მეხმარება.

პოტენციურად ისტორიის მომავალი მკვლევარი ხარ. ისტორიის სწორად გაგებისა და გააზრებისთვის მნიშვნელოვანია ისტორიული წყაროების ცოდნა, თუ ეცნობი საარქივო მასალებს, მუშაობ პირველწყაროზე და საერთოდ რა მიმართულებით გეგმავ პროფესიული საქმიანობის წარმართვას?

მიმაჩნია, რომ სტუდენტებმა და, როგორც აღნიშნეთ, პოტენციურად ისტორიკოსებმა, აუცილებელია, რომ ამ ასაკიდანვე დაიწყონ პირველწყაროებთან მუშაობა. სემინარების მომზადების დროსაც კი ვცდილობ, რომ პირველწყარო (,,ქართლის ცხოვრება”, პერიოდიკა და ა.შ. ) დავიხმარო, რადგან ზუსტად ეს მაძლევს საშუალებას, რომ ეპოქა, პერიოდი, მისი ღირსების შესაბამისად, სწორად აღვიქვა. ამის დიდი სტიმული მომცა ი. ჯავახიშვილის 150 წლისთავისთვის დაგეგმილმა კვლევამ, სადაც ,,ივერიის” არაერთი ნომრის ანოტირებული ბიბლიოგრაფია დავწერე.
ამჟამინდელი გეგმებით, ვაპირებ მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებისთვის შრომასა და სწავლას, თუმცა მანამდე ბაკალავრიატის წარჩინებულად დახურვასა და პროფესიული კუთხით, მრავალ ახალ გამოცდილებას ველი.

გზავნილი თანატოლებს?
არავინ თქვას, რომ ყოველივე ამის კეთება, მუდმივი შრომა თუ სწავლა მარტივია. თუმცა, ბევრი მათგანი ამაზე უარს ამბობს იმიტომ, რომ ისეთი წარმოდგენა აქვთ, თითქოს ვინც სწავლობს, უნივერსიტეტის მერე პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება, განსაკუთრებით მათ, ვინც მუდმივად ამ რეჟიმშია. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ეს სიმართლე არაა. ხანდახან უფრო მეტი დროც კი მაქვს. ამიტომაც, საჭიროა უბრალოდ მონდომება და დროის მენეჯმენტი. სტუდენტური წლები - პერიოდი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რადგან ვეღარ განმეორდება.

 


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ფოტო: ნუგზარ შონია

SANGU-მ 140-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, თბილისის 140-ე საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა.

ისინი ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს. რის შემდეგაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი, ბიბლიოთეკა და მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები, SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

SANGU-მ მარგერიტა სპანიოლა ლობბს უმასპინძლა
       

8 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა იტალიის გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორს, ფილოსოფიის დოქტორ მარგერიტა სპანიოლა ლობბს უმასპინძლა, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „მიჯაჭვულობასა და ტრავმასთან მუშაობა გეშტალტ თერაპიაში“.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაცია; წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი; კავკასიის გეშტალტ თერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი.

შეხვედრა გახსნა და აუდიტორიას საპატიო სტუმარი წარუდგინა SANGU-ს ფსიქოდიაგნოსტიკის და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, გეშტალტ თერაპევტმა თინათინ ფანცულაიამ. საპატიო სტუმარს და აუდიტორიას მიესალმნენ: SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი და გეშტალტ თერაპევტი სოფო ვერულაშვილი.

მარგერიტა სპანიოლა ლობბმა შეხვედრის მასპინძლებსა და ორგანიზატორებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და გეშტალტ თერაპიაში მიჯაჭვულობასა და ტრავმასთან ბრძოლის შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა. მან საინტერესოდ წარმოაჩინა ამ მიმართულებით პაციენტის ირგვლივ არსებული შესაძლო პრობლემები და ნათლად დაანახა აუდიტორიას გეშტალტ თერაპევტის ჩართულობის საჭიროება აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

საინტერესო ლექციის დასასრულს სტუმარმა ამომწურავად და საინტერესოდ უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.

SANGU-ში მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს.

SANGU მედალოსან სტუდენტებს, წახალისების მიზნით, ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს.

8 დეკემბერს, გაიმართა მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება, სადაც რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, კანცლერმა თამაზ ვაჩაძემ, სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა 8 მედალოსან სტუდენტს საჩუქრები - ოქროს მედალოსან სტუდენტებს ლეპტოპი, ვერცხლის მედალოსანს კი პლანშეტი გადაეცათ.

ისინი ემოციებს გვიზიარებენ:

გურამ ლომიძე:  აბიტურიენტობის პერიოდში ბევრი არაფერი ვიცოდი SANGU-ს შესახებ. ჩემი ახლობლები სწავლობდნენ და მათგან ძალიან მწირი ინფორმაცია მქონდა უნივერსიტეტზე. როდესაც გავიგე, რომ მისი დამფუძნებელი უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო ბევრი აღარ მიფიქრია, პირველ ნომრად ჩავწერე, აქ მოვხვდი და ძალიან გახარებული ვარ, რადგან ჩემი მოლოდინები გამართლდა. აქ არსებული ოჯახური გარემო სიხარულით მავსებს. მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას აქ არსებული გარემოს შექმნისთვის.

გიორგი ცქიფურიშვილი: SANGU-ში ჩაბარება, პროფესორ კობა გელაშვილის ვებინარების ნახვის შემდეგ გადავწყვიტე. როდესაც  სასწავლო სილაბუსს გავეცანი აღმოვაჩინე, რომ იყო ერთ-ერთი თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული პროგრამა სადაც კომპიუტერული მეცნიერების შესწავლა მხოლოდ საჭირო საგნებით ხდებოდა.

აისელ გაჯიევა: უნივერსიტეტის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე, ჩემი ძმა არის პროგრამისტი, ეს სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. SANGU პირველ ნომრად მეწერა, გამიმართლა და აქ მოვხვდი.

მარიამ ონიანი: ფსიქოლოგია ყოველთვის მაინტერესებდა, ძალიან მინდოდა ეს პროფესია საპატრიარქოს რომელიმე უნივერსიტეტში შემესწავლა. როდესაც გავიგე, რომ SANGU-ს საკმაოდ წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული ფსიქოლოგიის სკოლა ჰქონდა, აქ ჩაბარება გადავწყვიტე. სწავლის პროცესში, ჩემი არჩევანის სისწორეში, კიდევ უფრო დავრწმუნდი.

ლია ტოკლიკიშვილი: SANGU-ს შესახებ გავიგე ონლაინ შეხვედრის მეშვეობით, რომელიც ჩვენ სკოლაში აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალში იყო ქართული ფილოლოგია, დავინტერესდი და პირველ ნომრად ჩავწერე. საპატრიარქოს სკოლა დავამთავრე და კვლავ მის სივრცეში მინდოდა სწავლის გაგრძელება, ის სულისკვეთება და ოჯახური გარემო რაც იქ იყო აქაც გრძელდება და ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.

რუსუდან ზურაბიშვილი: SANGU-ში ჩაბარებამდე მის შესახებ საკმაოდ ბევრი კარგი რამ ვიცოდი. პირველ ნომრად ჩავწერე და ჩემი მოლოდინი რა თქმა უნდა გამართლდა, ძალიან კმაყოფილი ვარ სწავლების მაღალი დონით და არსებული გარემოთი. ვეცდები მეც გავამართლო უნივერსიტეტის იმედები.

ნიკოლოზ ჯანაშვილი: უნივერსიტეტთან დაახლოებული პირებისგან ძალიან ბევრი ვიცოდი SANGU-ში სწავლების, სტუდენტური აქტივობებისა და მისი სწრაფი განვითარების შესახებ. ჩავაბარე და ჩემი მოლოდინი გამართლდა.

იაკობ დალაქიშვილი: ბავშვობიდან მაინტერესებდა ტექნიკური საგნები. SANGU-ს შესახებ ჩემი ახლობლებისგან გავიგე, რომლებიც კარგად იცნობენ აქ არსებულ გარემოს. მოხარული ვარ, რომ SANGU-ში გარდა სწავლისა სტუდენტებს სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობაც გვაქვს.

SANGU ამაყობს გამორჩეული სტუდენტებით და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

SANGU-ში მეათე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა

5-6 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მეათე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

არჩევნები ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელ კანდიდატებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის წარმომადგენლებს შორის მაღალი კონკურენციით წარიმართა. სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად არჩეულ იქნა ახალი მმართველი გუნდი. დებულების თანახმად, ორივე სკოლიდან ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობაში 6-6 მანდატი შევიდა.

მეორე დღეს, შიდა არჩევნების საფუძველზე, ახალმა მმართველმა გუნდმა ხმათა უმრავლესობით სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი ნიკოლოზ კოკაია აირჩია, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პირველ ვიცე-პრეზიდენტად მარიამ ყურუა დაასახელა, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი - საბა ჩართოლანი იქნა არჩეული.

2023-2024 წლის მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტებში კანდიდატები შემდეგი თანმიმდევრობით გადანაწილდნენ: საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - თაკო ქავთარაძე, ანა ოლქიაშვილი; განათლების დეპარტამენტი - გურამ ლომიძე; კულტურის დეპარტამენტი - მარიამ მიქავა, თამთა ბონდარევა; ლაშქრობებისა და ექსკურსიების დეპარტამენტი - ალექსანდრე ლაცაბიძე, ჯულიანა ზედელაშვილი; სპორტის დეპარტამენტი - ვლადიმერ ბასარია, ლია ტოკლიკიშვილი.

ვულოცავთ ახალ მმართველ გუნდს გამარჯვებას და ნაყოფიერ მუშაობას ვუსურვებთ.

შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებთან

2023 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი შეხვდა USAID-ის სტრატეგიისა და პროგრამების ოფისის მრჩეველს, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში მიქაელ ბეიკერს და USAID-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების პროგრამის ხელძღვანელს ქრისტინე ნაჭყებიას.

შეხვედრას ესწრებოდნენ - პროფესორი ირაკლი ბრაჭული, SANGU-ს რექტორი, თამაზ ვაჩაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ინგა ნაფეტვარიძე, სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერი, პროფესორი კობა გელაშვილი, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამების და კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კახაბერ რევაზიშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსი და კახაბერ იაკობიშვილი, უნივერსიტეტში სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანაშემწე.

მხარეებმა განიხილეს კიბერუსაფრთხოების განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, SANGU-სა და NKU-ს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო, ერთობლივი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვის გამოცდილება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.

გიორგი მხეცაძის პოეზიის საღამო

1 დეკემბერს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტის, გიორგი მხეცაძის პოეზიის საღამო გაიმართა.

ახალგაზრდა, დამწყები პოეტი აუდიტორიას ღონისძიების წამყვანმა, ელენე ხაჭაპურიძემ წარუდგინა. გიორგი მხეცაძემ დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისი ავტორობით შექმნილი ლექსები წაიკითხა.

ღონისძიებას SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი ხათუნა კუხალაშვილი და სტუდენტები ესწრებოდნენ.

SANGU-ს სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ

4 დეკემბერს, პროფესორ მარინა ჩხარტიშვილის ორგანიზებით, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის წარმომადგენლები და სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

ისინი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

მაკა ბოჭორიშვილი სტუდენტებს ევროკომისიის მიერ გაცემულ დადებით რეკომენდაციებზე და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინებზე ესაუბრა. მან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბარი ასევე შეეხო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობას და საქართველოს პარლამენტის როლს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

ინტერაქციული შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები, როგორც სასამართლოს რეფორმის, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების და დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

დასასრულს სტუდენტებს ,,ევროკავშირთან ასოცირების საკანონმდებლო საფუძვლების (2014-2023)“ კრებული გადაეცათ, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ცხოვრების ევროპული ხარისხის დანერგვის მიზნით 2014 წლიდან დღემდე
განხორციელებულ რეფორმებს.

SANGU-ს სტიპენდიანტები

თათია, მოგესალმები!
მოგესალმებით.

რა განცდებს იწვევს შენში დამამთავრებელ კურსზე ყოფნა და როგორ შეაფასებდი განვლილ პერიოდს?
SANGU-ში როცა ჩავაბარე პანდემია იყო, სწავლა უჩვეულო და ჩემთვის არაკომფორტულ ფორმატში მიწევდა, ლექცია-სემინარები ონლაინ მიტარდებოდა, რამდენჯერმე მქონია განცდა აკადემიური წლის აღების, თუმცა ეს არ გავაკეთე, რადგან განათლება ჩემთვის მნიშვნელოვანია და მინდა არცერთმა ფაქტორმა ხელი არ შემიშალოს პროფესიულ და არამარტო პროფესიულ, არამედ პიროვნულ ჩამოყალიბებაშიც, რადგან განათლება, პირველ რიგში, პიროვნებად გვაყალიბებს, ამაში კი სწორად შერჩეული უნივერსიტეტი გვეხმარება. ჩემთვის SANGU სწორედ ასეთი უნივერსიტეტია, თბილი, მეგობრული გარემო და ლექტორები. მას შემდეგ, რაც ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელეთ სწავლა, ლექცია-სემინარებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა პროექტებსა და სტუდენტურ კონფერენციებში. წელს მეოთხე კურსზე ვარ, სრულდება ჩემთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ამ უნივერსიტეტში შევიძინე ბევრი მეგობარი, უამრავი სასიამოვნო მოგონება დავაგროვე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამ განაპირობა პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევა, ზოგადად, რას უნდა მიექცეს ყურადღება ამ დროს?
ისტორია ბავშვობიდან მიყვარს, ვფიქრობ, აბიტურიენტმა ის პროფესია უნდა აირჩიოს, რომელიც ყველაზე მეტად მისია, რომელშიც ხედავს საკუთარ თავს. ჩემთვის ასეთია ისტორიკოსობა, SANGU ჩემმა მეგობარმა მირჩია. მართალია, თავიდან დიდი ინფორმაცია არ მქონდა ამ უნივერსიტეტზე, მაგრამ იმდენად დადებითად და კარგად აღმიწერა, რომ არჩევანი მასზე შევაჩერე. აღარც დავფიქრებულვარ, პირველი მეწერა და როცა აქ სწავლა დავიწყე, მივხვდი, რომ მართალი იყო ჩემი მეგობარი. უფრო მეტიც, უნივერსიტეტმა იმაზე მეტად გაამართლა ჩემი იმედები, ვიდრე ველოდი.

საკმაოდ აქტიური სტუდენტური ცხოვრება გაქვს, თვითმმართველობის წევრი ხარ, რას საქმიანობ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში?
მიყვარს აქტიური ცხოვრება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სტუდენტურ თვითმმართველობაში შესვლა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვარ, მიყვარს სიახლეები და ამ სიახლეების სხვებისთვის გაზიარება, ჩემი საქმიანობაც ძირითადად ამას მოიცავს თვითმმართველობაში. ყოველთვის მჯერა, რომ ნებისმიერი სიახლე პიროვნულად გვზრდის.

მეოთხე კურსზე გახდი სტიპენდიანტი, რა შეცვალა შენს სტუდენტურ ცხოვრებაში სტიპენდიანტობამ?
წლევანდელი წელი სწორედ ამიტომ ჩემთვის ემოციურად ყველაზე დატვირთული იყო, ვფიქრობ, სტიპენდიანტობა ძალიან დიდი მოტივაციაა სტუდენტისთვის. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ სტიპენდიანტი გავხდი, პასუხისმგებლობაც უფრო გაიზარდა, რადგან მიყვარს, როდესაც ვამართლებ ოჯახის წევრების, მეგობრების, ლექტორების იმედებს. მართლაც, წვრილმანებშია ბედნიერება.


გარდა შრომისმოყვარეობისა, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეუცვლელია არა მხოლოდ სტუდენტის, არამედ ყველა მიზანდასახული ადამიანისათვის, შენი აზრით, კიდევ რა თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?
მიზანდასახულობა, საკუთარი თავის რწმენა, და პასუხისმგებლობის გრძნობა, ვფიქრობ, თუ ეს სამი თვისება გაქვს, აუცილებლად იქნები წარმატებული.

რა შეგიძლია ურჩიო მომავალ სტუდენტებს?
ყველა მომავალ სტუდენტს ვურჩევ კარგად დაფიქრდნენ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. ესენია: პირველი, პროფესიის არჩევა შინაგანი ხმის კარნახით, სურვილის შესაბამისად და მეორე, უნივერსიტეტის სწორად შერჩევა, რათა შემდეგ შეძლონ თავიანთი მიზნების განხორციელება და მომავლის სწორად დაგეგმვა.
თითოეულ სტუდენტს წარმატებებს ვუსურვებ, დიდ სიყვარულს ვუცხადებ აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს,რომელთა მეგობრული დამოკიდებულებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ ასე ძალიან მიყვარს SANGU.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ფოტო: ნუგზარ შონია

ფილმის „გამაგრდით, არხოტიონნო“ ჩვენება

28 ნოემბერს, SANGU-ს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „გამაგრდით, არხოტიონნო“ ჩვენება გაიმართა.

ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის ავტორობით გადაღებული ფილმი გვიამბობს არხოტის ხეობაზე, იქ არსებული სოფლების ისტორიაზე, არხოტელების წეს-ჩვეულებაზე, კულტურასა და ზეპირსიტყვიერებაზე.

ფილმი, რომელშიც მაყურებელი წარსულის რჩეულ არტეფაქტებს დიდი რაოდენობით იხილავს, ბესიკ გაფრინდაშვილის რეჟისორობითაა გადაღებული, პროექტის ხელმძღვანელია ლია ტოკლიკიშვილი.

ფილმის ჩვენებას კინოკრიტიკოსები, მწერლები, მოწვეული სტუმრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

მორიგი ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
      

2023 წლის 24 ნოემბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. სტუდენტებს ბიბლიოთეკაში მეგზურობა  ქალბატონმა ლოლა სანაიამ გაუწია. სტუდენტებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეროვნული ბიბლიოთეკის  ყველა დარბაზი და მუშაობის პრინციპი. ისტორიის სპეციალობის სტუდენტებმა მოინახულეს ის შიდა სივრცეები, რომელთა ნახვის შესაძლებლობა, როგორც მკითხველებს აღარ ექნებათ. დაათვალიერეს ბიბლიოთეკის პირველი და მეორე კორპუსის შემდეგი დარბაზები: ინგლისური ენის ოლივერ და მარჯორი უორდროპების სახელობის, გერმანული ენის, ფრანგულის, უკრაინულის, იტალიურ ენათა დარბაზები, კომპიუტერების დარბაზი, საკონფერენციო ოთახი, ქართველოლოგიის დარბაზი, მეღვინეობის დარბაზი, საარქივო ფონდი, მერაბ მამარდაშვილის სახელობის დარბაზი, საგამოფენო დარბაზი და ა.შ.

სტუდენტებისთვის გასაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დარბაზის მონახულება, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ენახათ იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო ფონდიდან დედა ენის ნიმუშები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წიგნის მუზეუმმა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ ენახათ   ერთადერთი ეგზემპლარები ისეთი წიგნების, როგორიც არის  1609 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული გრამატიკა, ვახტანგ VI-ის დროინდელი წიგნები, სახარება, დავითნი და ა.შ. ამავე დარბაზში თაროზე იყო განთავსებული ყველა ენაზე გამოცემული ,,ვეფხისტყაოსანი“.

ვიზიტის ბოლოს, ბიბლიოთეკის სახელით, ქალბატონმა ლოლა სანაიამ, სტუდენტებს საჩუქრად გადასაცა წიგნები, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით მას.

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

SANGU-ში სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან კაცელაშვილი იყო, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას სტუდენტთა საერთაშორისო დღის დაწესების ისტორია შეახსენა და სტუდენტურ ცხოვრებაში სტუდენტური თვითმმართველობის როლსა და ფუნქციებზე ისაუბრა.

მან პირველკურსელებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების სპეციფიკა გააცნო და აქტიური სტუდენტური ცხოვრებისკენ მოუწოდა.

სტუდენტთა საერთაშორისო დღე 1946 წლის 17 ნოემბერს, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა.

ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ საბა კუკავას წარმატება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე

17 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“ გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მე-4 კურსის წარჩინებულმა სტუდენტმა საბა კუკავამ, რომელმაც პროფესორების ნინო დამენიასა და ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით წარმოადგინა თეზისი თემაზე: „ინოვაციების მნიშვნელობა მართვის სფეროში კურორტების მდგრადი განვითარებისათვის“.

კონფერენციაზე აუდიტორიის წინაშე 17 თეზისის ავტორი წარსდგა. ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელიც დაჯილდოვდა სპეციალური პრიზებით.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი საბა კუკავა ღირსეულად წარსდგა ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე და II ადგილი დაიკავა.

ვულოცავთ საბა კუკავას და მის ხელმძღვანელებს, პროფესორებს: ნინო დამენიას და ნიკო კვარაცხელიას გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

SANGU-მ სოფელ კირბის სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, SANGU-ს პროფესორ ზურაბ ბერიას მოწვევით, გორის სოფელ კირბის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს უმასპინძლა.

მოსწავლეებმა SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის დახმარებით ფიზიკის საინტერესო ექსპერიმენტებში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ, დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი და ბიბლიოთეკა.

ლაბორატორიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებს სკოლაში შეძენილი თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელების შესაძლებლობა მისცეს.

საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა

10 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გაიმართა.

2001 წელს UNESCO-ს მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის, ყოველწლიურად ნოემბრის თვეში მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ, ასევე UNESCO-ს ეგიდით ჩატარდა ბუდაპეშტში (უნგრეთი) 1999 წელს.

ამ თარიღის დაწესება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართული საზეიმო ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცი წერილი გააცნო.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელმაც კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის მისალოცი წერილი წაიკითხა.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტო, ბატონო როინ, და პატივცემულო აკადემიკოსებო!
ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც UNESCO-ს მიერ ყოველწლიურად 10 ნოემბერს აღინიშნება მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში უკვე ტრადიციად იქცა ყოველი წლის 10 ნოემბერს საზეიმო ღონისძიების ჩატარება და გამორჩეულ ქართველ მეცნიერთა საქმიანობის აკადემიის სპეციალური სიგელით აღნიშვნა. სახელობითი პრემიების მოსაპოვებლად გამართულ კონკურსებში გამარჯვებულთათვის კი, - შესაბამისი ჯილდოს გადაცემა.
როგორც ცნობილია და არა ერთხელ აღგვინიშნავს, საეკლესიო სწავლებით, რწმენა და ცოდნა, სარწმუნოება და მეცნიერება ერთმანეთს კი არ უპირისპირდება, არამედ, - ავსებს. ჩვენს დროში ამისი ნათელი დადასტურებაა ის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ეკლესიის წიაღში დაარსება, აღდგენა და განახლება როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი სასწავლებლებისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიისა. ყოველივე ეს მიზნად ისახავს მეცნიერების და მეცნიერთა საქმიანობის მხარდაჭერას ჩვენის მხრიდან, რადგან ეს ქვეყნის წინსვლისა და წარმატების საწინდარია.
დიდი პატივისცემით ვულოცავ ქართველ მეცნიერებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მეცნიერების საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ მათ, კვლავაც წარმატებით გააგრძელონ ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობა საქართველოსა და მისი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.”

გამომსვლელთა შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, აკადემიკოსები: დავით გურგენიძე, თინათინ სადუნიშვილი და ვლადიმერ პაპავა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში მოხდა გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი პრემიებით დაჯილდოება და საპატიო სიგელების გადაცემა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია მიენიჭა − ქართული უნივერსიტეტის რექტორს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს ირაკლი ბრაჭულს და SANGU-ს განათლების ექსპერტს, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს ანასტასია ზაქარიაძეს წიგნებისთვის „ანთიმოლოგიური შტუდიები - ტრადიცია და პერსპექტივები“, „ანთიმოზ ივერიელი - თხზულებები“, „ანთიმოზ ივერიელის რჩეული თხზულებების სამენოვანი პარალელური ტექსტების კრებული“.

საპატიო სიგელით კი ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოვდა SANGU-ს მოწვეული ლექტორი, ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი საბა მეტრეველი.

დაცული ტერიტორიების სააგენტო SANGU-ში

2 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმა, ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, SANGU-ს სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

ნატო სულთანიშვილმა შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოტურისტულ სერვისებზე, ისაუბრა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში 100 დაცული ტერიტორიაა, რომელსაც 24 ტერიტორიული ადმინისტრაციის მეშვეობით მართავს. დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზანი, როგორც ქვეყნის, ისე, საერთაშორისო მასშტაბით, ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ეკოტურიზმის განვითარება და დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციაა.

ინტერაქციული შეხვედრის მონაწილე სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიების, მასზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობების, ლაშქრობის დაგეგმვისა და მისი უსაფრთხოდ წარმართვისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, SANGU-ს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ცესკო-ს იმიტირებული არჩევნები SANGU-ში

1 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა - ლევან კაპანაძემ და სიმონ პარუნაშვილმა SANGU-ს სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს, რის შემდეგაც, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის იმიტაცია გაიმართა.

SANGU-ში გამართულ იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

სტუმრობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
      

 

2023 წლის 27 ოქტომბერს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. აღნიშნული სტუმრობა დაიგეგმა პროგრამის ხელმძღვანელების პროფესორ ვახტანგ გურულისა და ისტორიის დოქტორის გვანცა ბურდულის ინიციატივით. სტუდენტებს ბიბლიოთეკაში მეგზურობა გაუწია ქალბატონმა ლოლა სანაიამ.  ქალბატონმა ლოლამ სტუდენტებს დეტალურად გააცნო  ეროვნული  ბიბლიოთეკის ისტორია და სამკითხველო დარბაზების მუშაობის პრინციპი. სტუდენტთა ვიზიტი დაიწყო ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსიდან, სადაც მათ მოინახულეს:

სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველო დარბაზის დათვალიერებამ, პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზმა და წიგნის მუზეუმმა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სახელით გვსურს გულითადი მადლობა გადავუხადოთ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილეს ბატონ მირიან ხოსიტაშვილს  და სევე ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს: ქალბატონ ლოლა სანაიას და მაია მიქაბერიძეს ძალიან საინტერესო მასპინძლობისთვის.

საჯარო ლექცია თემაზე: "ილია ჭავჭავაძის მკვლელობა"

25 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "ილია ჭავჭავაძის მკვლელობა".

საჯარო ლექცია წარმართა SANGU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ გურულმა.

ბატონმა ვახტანგმა აუდიტორიას ქრონოლოგიურად და საინტერესოდ მოუთხრო ილიას მკვლელობის, საქმის ძიებისა და სასამართო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, დასასრულს კი, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

ერი და ეროვნული ცნობიერება

2023 წლის 15-18 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“. სიმპოზიუმი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.

სამეცნიერო ფორუმის დამთავრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრს მისცა ლოცვა-კურთხევა გაეგრძელებინა მუშაობა სიმპოზიუმზე განხილული საკითხების გარშემო. ამ მიზნით საერთაშორისო ქრისტიანული ცენტრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“.

2023 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ამ სემინარის პირველი სხდომა - „ერი და ეროვნული ცნობიერება“.

მომხსენებლები:

დასაქმების ფორუმი 2023

19 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით SANGU-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაცია.

დასაქმების ფორუმის მონაწილე სტუდენტებმა, კომპანიების წარმომადგენლებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სამუშაო ადგილების, სტაჟირების პროგრამების, მათ ორგანიზაციაში არსებული სტანდარტებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

SANGU-ში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

18 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის სპეციალობის სტუდენტების მონაწილეობით სამეცნიერო კონფერენცია: "სვეტიცხოველი - საუკუნეებით შემონახული ისტორია" გაიმართა.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა. მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა და თითოეულ მათგანს წარმატებული გამოსვლა უსურვა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

კონფერენციის მუშაობა წარმართა ისტორიის პროგრამის კოორდინატორმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა.
აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ: თათია ჯანხოთელი - „სვეტიცხოვლის ტაძრის ისტორიისა და არქიტექტურის მოკლე მიმოხილვა“; ელენე ხაჭაპურიძე - „სვეტიცხოვლის აღდგენითი სამუშაოები XIX საუკუნეში“; თამუნა ჩიტოიშვილი - „სვეტიცხოვლის სიწმინდეები და ქართველ მეფეთა განსასვენებელი“; მარიამ ყურუა - „სვეტიცხოვლის მოხატულობანი“; გიორგი ჩანქსელიანი - „სვეტიცხოველი სულიერი ნათლის სვეტი“.

დასასრულს მონაწილეებს SANGU-ს პროფესორებმა: ვახტანგ გურულმა, რუსუდან დაუშვილმა, ნინო შიოლაშვილმა, პაპუნა გურულმა და გვანცა ბურდულმა სერტიფიკატები გადასცეს.

რა? სად? როდის?

17 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლინდა გოგალაძის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური თამაში "რა?სად?როდის?", რომელსაც, SANGU-ს სტუდენტები ლუკა ქარდავა და ელენე ხაჭაპურიძე უძღვებოდნენ.

ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა ხუთი ადამიანისგან შემდგარი ოთხი გუნდი, რომლებიც SANGU-ს სხვადასხვა სკოლას წარმოადგენდნენ.

პირველი ადგილი დაიკავა საბა კუკავას გუნდმა, მეორე გიორგი ჩანქსელიანის, მესამე ადგილზე კი  დავით გერლიანის გუნდი გავიდა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები მეორე და მესამე ადგილზე გასულს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

თეატრალიზებული ღონისძიება - „კათალიკოს პატრიარქი - ამბროსი ხელაია“


12 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით მორიგი საღამო გაიმართა.

საღამო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მამა იოანე გორელიშვილმა გახსნა და ღონისძიებათა ციკლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თეატრალიზებული ღონისძიება - „კათალიკოს პატრიარქი - ამბროსი ხელაია“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღების მიეძღვნა.

საღამო კაკო ვაშალომიძის ჯაზ ბენდ ,,დიქსი ლენდის" კონცერტით დასრულდა.
თეატრალიზებულ წარმოდგენას SANGU-ს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

წიგნის "ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები" წარდგინება

11 ოქტომბერს, წმ. ანდრიას სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნონა ახალაშვილის წიგნის: "ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები" წარდგინება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა.

წიგნის შესახებ ისაუბრეს და ავტორს ახალი გამოცემის წარდგინება მიულოცეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა, წიგნის ტექნიკურმა დირექტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა, რედაქტორებმა, ფსიქოლოგიის დოქტორებმა ლანა სულხანიშვილმა და ნანა გოგიჩაშვილმა, ახალი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა თამარ გარდაფხაძემ და SANGU-ს მოწვეულმა ლექტორმა მამუკა ბენაშვილმა.

წიგნში "ფსიქოლოგიის ისტორიის ნარკვევები" განხილულია იმ ადამიანთა ცხოვრება და შემოქმედება, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიის განვითარებასა და დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებაში. სახელმძღვანელო განკუთვნილია ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ფსიქოლოგიის ისტორიის საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

დასასრულს ავტორმა წიგნის შემოქმედებით კოლექტივს და სტუმტებს მადლობა გადაუხადა წიგნის წარდგინებას SANGU-ს სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მარბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსის ნორბერტ ბერნსდორფის ვიზიტი

10 ოქტომბერს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა გერმანიის ფედერალური სოციალური სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, მარბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსს, სოციალური სამართლის პროფესორს, ნორბერტ ბერნსდორფს უმასპინძლა.

პროფესორი ნორბერტ ბერნსდორფი SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ პაპუნა გურულს, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ პაატა ტურავას და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსს დავით გორგიაშვილს შეხვდა.

მხარეებმა, სოციალური სამართლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევითი პროექტის შემუშავების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ პროექტს ისინი ერაზმუს+-ის ფარგლებში განახორციელებენ.

გერმანელმა პროფესორმა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მარბურგის უნივერსიტეტის შესახებ უამბო და SANGU-ში მოქმედ სასწავლო პროგრამებს გაეცნო.

შეხვედრის დასასრულს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით მას სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

 
ნებისმიერი სიახლე თუ გამოწვევა, ახალს გვასწავლის და გვზრდის

ხშირად მიფიქრია ამ მომენტზე, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი უცნაური შეგრძნება თუ იქნებოდა.

მიხარია და კმაყოფილი ვარ, რომ დასახული მიზნების განხორციელება შევძელი. ბევრი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დღე დავაგროვე, რომელთაც ძვირფასი მოგონებების სახით ვინახავ და ვუფრთხილდები.

უნივერსიტეტის დამთავრება თითქოს არ მახარებს. უფრო კმაყოფილი ვარ, გონივრული არჩევანის და ყველა შემდგომი ნაბიჯის, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში გადამიდგამს.

ბევრი დაბრკოლება იყო. ყველაზე რთულ ეტაპად პანდემიის პერიოდი მახსენდება. არაერთხელ მქონია აკადემიური შვებულების აღების მცდელობა, თუმცა მაინც გამიჭირდა სასწავლო პროცესისთვის თავის დანებება და ისევ გაგრძელება ვარჩიე.

იმ რეალობას, რომელიც უსიამოვნო განცდებთან იყო დაკავშირებული, არ გავემიჯნე, რადგან ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ვიგრძენი, რომ კიდევ უფრო გავიზარდე, აღმოვაჩინე და განვავითარე სხვა უნარები, რომლებიც შემდგომ ეტაპზე დამეხმარა. შექმნილი სიტუაცია შემოქმედებითად გამოვიყენე და დრო სწორად გავანაწილე: ლექცია-სემინარების პარალელურად მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა პროექტებსა თუ შემეცნებით აქტივობებში.

ყოველთვის ვიზიარებ, რომ "მცდელობა ქმედებებს შორის ერთადერთი საუკეთესო გზაა".

მადლიერი ვარ საკუთარი თავის, არაერთი მცდელობისა და გამბედაობისთვის.

მჯერა, რომ არაფერი ხდება შემთხვევით და რაც ხდება, საჭიროა, როგორი სასიამოვნო ან უსიამოვნოც უნდა იყოს.

მთავარია, მაშინვე უარი არ ვთქვათ მოცემულ შესაძლებლობებზე. არამედ დავაკვირდეთ, პროცესს მივყვეთ და ბოლოს - გააზრებულად მივიღოთ გადაწყვეტილება.

აბიტურიენტი ორ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დაფიქრდეს. პირველი, ეს არის საკუთარი სურვილის გათვალისწინებით პროფესიის არჩევა და მეორე, უმაღლესი სასწავლებლის შერჩევა, სადაც შეძლებს სასურველი მიმართულებით სწავლას და განვითარებას.

ბედნიერებას ვგრძნობ, როცა ვაცნობიერებ, რომ ორივე გადაწყვეტილება სწორად მივიღე, არჩევანი ფსიქოლოგიის სპეციალობაზე შევაჩერე და გადავწყვიტე SANGU-ში ჩაბარება. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ნელი მასწავლებლის, რომელმაც უნივერსიტეტის შესახებ მიამბო და რეკომენდაციაც გაუწია.

სწავლასთან ერთად პარალელურად ვმუშაობდი. ბოლო, მერვე სემესტრი, ამ მხრივ კიდევ უფრო დატვირთული აღმოჩნდა. პასუხისმგებლობაც გაიზარდა. ვინაიდან, დამამთავრებელი სემესტრი იყო, სადიპლომო ნაშრომი დასაწერი მქონდა.
შესაბამისად, რესურსის განაწილებას ვცდილობდი როგორც უნივერსიტეტში, ასევე სამსახურში.

გამიმართლა, რომ ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდი მენეჯერის მხარდაჭერას და ხელშეწყობას.

განსაკუთრებულად მახსენდებიან ის ადამიანები - ოჯახის წევრები, მეგობრები, კურსელები - რომლებიც სადიპლომო ნაშრომზე მუშაობის დროს მამხნევებდნენ და ჩემს დახმარებას ცდილობდნენ.

ჯგუფელებს გვქონდა საინფორმაციო სასწავლო ჯგუფი, სადაც ყველა მზად იყო დახმარებისთვის. წლების განმავლობაში საიმედო ონლაინ სივრცე იყო, სადაც ერთმანეთს ვუზიარებდით კონსპექტებსა თუ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ ბაკალავრიატი დავასრულე. მგონია, რომ ცოტა ხანში ისევ დავბრუნდები აუდიტორიაში და გავაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას.

იმაზე საინტერესო წლები იყო, ვიდრე წარმომედგინა. ხშირად ვფიქრობ და მიკვირს - როგორ მოვასწარი ამდენი, არაერთი დადებითი შეგრძნებით სავსე და ხალისიანი დღე.

ერთდროულად რამდენიმე ემოცია იყრის თავს. ახლაც, წერის პროცესში, თან სიამოვნებას და სიხარულს ვგრძნობ და, ამასთან ერთად, სევდასა და გულისწყვეტას.

ხომ გვაქვს ხოლმე პერიოდები, რამდენიმე უსიამოვნო და გაურკვეველი სიტუაცია ერთდროულად რომ იქმნება, ზუსტად ასეთი ეტაპი მქონდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ბევრი ცვლილება მოხდა, სხვადასხვა შემოთავაზება მივიღე და ახალი შესაძლებლობაც გაჩნდა. გარკვეულ საკითხებში გადაწყვეტილების მიღება დამჭირდა. ვცდილობდი, არ შევშინებოდი ცვლილებებს და პროცესს მივყოლოდი.

ყოველთვის მჯერა, რომ ნებისმიერი სიახლე თუ გამოწვევა, ახალს გვასწავლის და გვზრდის.

საბოლოოდ, ვთვლი, რომ თავი გავართვი საკმაოდ რთულ პერიოდს.

როგორც როჯერსი იტყოდა, "ცხოვრება თავის საუკეთესო გამოვლინებებში - ესაა მიმდინარე, მუდმივად ცვალებადი პროცესი, რომელშიც არაფერია გაქვავებული, დაფიქსირებული."

სწორედ ამ ცვალებად პროცესში სირთულეებთან ერთად არაერთი ალტერნატივა გვეძლევა.

მთავარია, პროცესს დავაკვირდეთ, ყური ვუგდოთ, შევამჩნიოთ და ჩავეჭიდოთ ჩვენთვის საუკეთესო და სასარგებლო შესაძლებლობას.

ყველას გვაქვს ადგილები, რომლებიც განსაკუთრებულ მომენტებს გვახსენებენ.
SANGU ჩემთვის სწორედ ასეთი ადგილია.
და ბოლოს, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მამხნევებდა, მოტივაციას მაძლევდა, მხარს მიჭერდა და მაგრძნობინებდა, რომ ყველაფერს შევძლებდი.

დიდ სიყვარულს და მხარდაჭერას ვუცხადებ თითოეულ სტუდენტს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს.

SANGU-ს პირველკურსელებს კი საინტერესო დღეებსა და დადებითი შეგრძნებებით სავსე სტუდენტობას ვუსურვებ.

ხშირად გეგრძნოთ სწავლისგან მიღებული სიამოვნება!

ახლო მომავალში SANGU-სთან ურთიერთობას რომ გავაგრძელებ, დარწმუნებული ვარ.

ასე რომ - დროებით.


სალომე სისაური, SANGU-ს კურსდამთავრებული

ცინცინატის რადიო NPR-ის სიუჟეტი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის შესახებ

ქ. ცინცინატის რადიო NPR-ის სიუჟეტი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შესახებ.

რუსეთის მიერ ორი რეგიონის ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველო ცდილობს თავი დაიცვას კიბერდანაშაულისაგან. ამ გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია კიბერუსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიების ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების აღზრდა სახელმწიფო და კერძო სექტორებისათვის. ამ მიზნის მიღწევის საქმეში საკვანძო როლს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი თამაშობს.

საჯარო სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამ პროგრამის სტუდენტი, დავით სახვაძე მუშაობს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. დავითი ამბობს, რომ „კიბერუსაფრთხოების მთავარი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ იგი სწრაფადცვლადია, შეტევები კი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან არის მოსალოდნელი. კიბერუსაფრთხოებას არ აქვს საზღვრები, ის განსხვავდება ჩვეული (კონვენციური) პოლიტიკისგან, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს ახლო მეზობლებთან. კიბერი უბრალოდ ამგვარად არ ოპერირებს. კიბერ სფეროში შენზე შეტევა შეიძლება განხორციელონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან“.

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯების გადადგმის დიდი სურვილი ჰქონდათ. ისინი ესტუმრნენ შეერთებულ შტატებს და შეარჩიეს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მათი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში. გადაწყდა, რომ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა კიბერუსაფრთხოებაში საუკეთესო არჩევანი იქნებოდა მიზნის მისაღწევად. პარტნიორებმა შეძლეს ამ პროგრამის იმპლემენტაცია, ხოლო ეკლესიამ დააფინანსა ამ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა. პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი უნდა დასაქმდნენ საქართველოში.

ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, კევინ კირბი, ამბობს:“ ნკუ-ს პროგრამა არ მოითხოვს არანაირ საბაზისო ცოდნას აიტისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. ეს პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა უნდა, ამიტომაც სტუდენტები იწყებენ კიბერუსაფრთხოების საფუძვლების შესწავლით, შემდგომ კი სწავლობენ ისეთ საგნებს, როგორიცაა: ქსელების უსაფრთხოება, ღრუბლოვანი უსაფრთხოება, მონაცემთა უსაფრთხოება, ვებ- უსაფრთხოება, რისკების მენეჯმენტი. ისინი ასევე ბევრს მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტებს. ამ პროგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ეთიკური გატეხვის თემა“.

ოცდაათმა ქართველმა სტუდენტმა უკვე დაიწყო სწავლა იანვარში, ხოლო მომდევნო ოცდაათი სტუდენტი სწავლას სწორედ ამ თვეში დაიწყებს. ისინი ძირითადად ისწავლიან ონლაინ ფორმატით, თუმცა წელიწადში ორჯერ მათ ჩაუტარდებათ დასწრებული ფორმატის ლექციები. ნკუ-ს პროფესორები უკვე ესტუმრნენ საქართველოს წელს ივნისში, ხოლო ოქტომბერში სტუდენტების პირველი ნაკადი მიემგზავრება ამერიკაში, ნკუ-ში. კევინ კირბი აღნიშნავს, რომ სტუდენტები მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას ცინცინატის წამყვან კომპანიებში. „მაგალითად, ამერიკის ბანკის უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლები ყოველთვის ატარებენ საინტერესო შეხვედრებს ჩვენს წარმატებულ სტუდენტებთან. ეს ცენტრი მდებარეობს მე-13 სართულზე, ეს საოცარი ადგილია.“

საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს ამერიკის სხვა უნივერსიტეტებთანაც, კალიფორნიაში და ნიუ ჯერსიში, მაგრამ ამ პროგრამით სტუდენტებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ორმაგი ხარისხი კიბერუსაფრთხოებაში. სანგუს წარმომადგენელი ინგა ნაფეტვარიძე ამბობს: „მნიშვნელოვანია შეიქმნას ძლიერი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალისტების არსებობა, რომლებიც რეალურად შეძლებენ ქვეყნის დაცვას კიბერ შეტევის დროს. სწორედ ამიტომ მეუფემ შეაირჩია ნკუ და ეს კონკრეტული პროგრამა და 4 წლის დაუღალავი შრომის, მოლაპარაკებებისა და ამერიკაში ვიზიტების შედეგად, ჩვენ შევძელით ამ პროგრამის გაკეთება და მივიღეთ აკრედიტაცია. და ახლა, მეუფისა და მისი გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ, სულ რაღაც ერთ წელიწადში, წარვადგენთ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების პირველ კოჰორტას“.

ნკუ-ს ინფორმატიკის კოლეჯის დეკანს კევინ კირბის სრულად აქვს გააზრებული ამ პროგრამის მნიშვნელობა. ის ამბობს: „ფაქტიურად საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მაგრამ ცნობილია ისიც, რომ მშვიდობიან ქვეყნებშიაც კი, ფაქტია კიბერ შეტევების არსებობა. მათი მთავარი მიზანია დაიცვან საჯარო და კერძო სექტორები კიბერ შეტევებისაგან.“

კევინის სურს გააგრძელოს პარტნიორული ურთიერთობა; იგი გვიმხელს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა კიდევ ერთ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნეს ინფორმატიკაში ქართველი სტუდენტებისთვის.

SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა


ბატონო ზურაბ, მოგესალმებით.
მოგესალმებით.

SANGU-ში ძალიან წარმატებულად ხორციელდება სწავლა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი უკონკურენტოა.
დიახ, ამ პროგრამის შესახებ ხშირად გვეკითხებიან, ბევრს აინტერესებს ინფორმაცია მის შესახებ, უმეტესობას მასზე მოხვედრა უნდა, ზოგს ახლობლისთვის უნდა გარკვევა ან, უბრალოდ, გაგებული აქვთ პროგრამის შესახებ და აინტერესებთ, რამდენად გამოადგებათ. ამ პროგრამის აკრედიტაციისთვის მომზადება რომ დავიწყეთ, ბევრ უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა აკრედიტაცია გავლილი და სწავლაც მიმდინარეობდა. ჩვენ ამ პროგრამით ერთი წლის დაგვიანებით გამოვჩნდით საგანმანათლებლო სივრცეში, თუმცა სწრაფად აღმოვჩნდით ლიდერთა შორის.

მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ პროგრამა წარმატებულია, მიღება ყოველ წელს იმატებს, როგორ შეძელით ამ სტატუსის შენარჩუნება?
ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული; პირველ რიგში, იმით, რომ პროგრამა შეიმუშავეს და მისი ლექტორ-პედაგოგები არიან მასწავლებლის სახლის საგნობრივი ექსპერტ-კონსულტანტები, ასევე ესგ-ს საგნობრივი ექსპერტები, გამოცდილი ტრენერები, სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოების ავტორები ან მოკლედ, რომ ვთქვათ, ლიდერები ამ სფეროში; ამიტომ არის, რომ ყველა ის სიახლე, რაც დღეს სკოლებში და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ინერგება, მაშინვე აისახება ჩვენს პროგრამაში.

სასწავლო გრაფიკი თუ ითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნებს?
ჩვენ თავიდანვე შევისწავლეთ ის კონტიგენტი, ვისაც მოუწევდა ჩვენს პროგრამაზე სწავლა, გავეცანით მათ საჭიროებებს, სურვილებს და ავსახეთ პროგრამაში. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი და სტუდენტზე მორგებული სასწავლო გრაფიკი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, რადგან ბევრი უკვე დასაქმებულია, დაოჯახებულია, ასევე ბევრს უწევს სხვა რეგიონიდან სიარული და ამ მხრივაც სჭირდებათ ხელშეწყობა.

რაც შეეხება დაფინანსებას, რამდენია სწავლის საფასური და რამდენად მონაწილეობს უნივერსიტეტი დაფინანსების პროცესში?
ამ მხრივ დიდი მხარდაჭერა გვაქვს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან. ამ პროგრამაზე გვაქვს 80 ადგილი სახელმწიფო დაფინანსებით; ხოლო ფასიან ადგილებზე ჩარიცხულებისთვის, სადაც გადასახადი ყველგან 2250 ლარია, უნივერსიტეტი შედის თანადაფინანსებაში და ფარავს თანხის 40%-ს, შესაბამისად, სტუდენტს რჩება მხოლოდ 60% გადასახდელი ანუ 1350 ლარი, რასაც უნივერსიტეტი კიდევ უნაწილებს ოთხ ნაწილად სასწავლო წელზე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაგვეხმარა ყველაზე დეფიციტური - საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით სტუდენტების მოზიდვაში. წინა წლებში სულ თითო სტუდენტი გვყავდა ამ საგნებზე, ახლა კი მათი რაოდენობა 20-მდეა, რითაც ასევე ყველასგან გამორჩეულია ჩვენი პროგრამა. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტი არ წყვეტს კავშირს თავის კურსდამთავრებულებთან, ეხმარება დასაქმებაში; ცოტა ხნის წინ შეიქმნა SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბი, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც პროგრამის კურსდამთავრებულები, ასევე პროგრამის ლექტორები, უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები; ამ გაერთიანების მიზანია შევინარჩუნოთ კავშირი უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულებთან, რომელთა რიცხვი უკვე 600-ზე მეტია; მათი საშუალებით კი გავაძლიეროთ კავშირი სკოლებთან, რადგან ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ მოთხოვნადი არიან და ბევრ სკოლაში არიან დასაქმებულები; შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ტრენინგი, მასტერ-კლასი, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის. სტუდენტის და ლექტორის არცერთ სურვილს თუ პრობლემას არ ვტოვებთ უყურადღებოდ, ამას სტუდენტებიც და ლექტორებიც ხედავენ და აფასებენ; თვითონაც იმავე განწყობით არიან.

სკოლები ახსენეთ, სასწავლო კურსი თუ ითვალისწინებს პრაქტიკას?
სასწავლო პროგრამაში შედის სასკოლო პრაქტიკა, რომელსაც სტუდენტები გადიან საჯარო ან კერძო სკოლებში; ამ მხრივ არჩევანის სრულ თავისუფლებას ვაძლევთ მათ, შევურჩევთ სკოლებს მათი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

რომელ საგნობრივ მიმართულებებს მოიცავს პროგრამა და ვინ არიან პროგრამის პროფესორები?
პირველ ჯერზე პროგრამა ამზადებდა პედაგოგებს 7 საგნობრივი მიმართულებით; ესენია - ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური), ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური), ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური), მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური), ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური), ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური), ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური); შარშან გავიარეთ აკრედიტაცია კიდევ 8 საგნობრივი მიმართულებით: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი), მათემატიკა (დაწყებითი), ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური), გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური), სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა. ასე რომ, ამ ზაფხულში 15 სხვადასხვა საგნის მასწავლებლობის მსურველებს მივიღებთ; კიდევ ვამზადებთ პროგრამის მესამე პაკეტს და ერთი წლის შემდგომ უკვე ყველა საგნის მასწავლებლობის მსურველების მიღებას შევძლებთ ჩვენს პროგრამაზე. ამ პროგრამაზე ასწავლიან როგორც ჩვენი უნივერსიტეტის არჩეული პროფესორები - ნონა პოპიაშვილი, ნინო კობალაძე, მიხეილ ტეფნაძე, დავით ლიპარტელიანი და მათ შორის მეც - ზურაბ ბერია, ასევე მოწვეული ლექტორები - გურამ გოგიშვილი, მაია ინასარიძე, მარინა ჭელიძე, ნათია არაბული, თამარ მალაზონია, ნათია ნიაური, გიორგი გახელაძე, ქეთი ბაცანკალაშვილი, ლიანა კობესაშვილი, გიორგი მოდებაძე.


და ბოლოს, ადმინისტრაციული დეტალების შესახებ რომ გვითხრათ, რა ეტაპები უნდა გაიაროს აპლიკანტმა პროგრამაზე დარეგისტრირებამდე და რა სახისაა შემდგომი გასაუბრება?

პროგრამაზე დარეგისტრირებისთვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ანუ მასწავლებლის გამოცდა არანაკლებ 60%-ზე იმ საგანში, რომელზეც აპირებს სწავლას. ამის შემდეგ შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს უნივერსიტეტში და გაიაროს ზეპირი გასაუბრება; გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები საჯაროა და დევს უნივერსიტეტის გვერდზე; ზოგიერთ საგანში (ინგლისური, ქართული) ზოგჯერ ზეპირ გასაუბრებას ემატება ესეს წერა, რაზეც წინასწარ ვაცნობებთ აპლიკანტებს; გასაუბრების შედეგების მიხედვით შეირჩევიან ის სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს ანუ ისწავლიან უფასოდ; დანარჩენ აპლიკანტებს ვთავაზობთ სწავლას გადასახადით უნივერსიტეტის 40%-იანი თანადაფინანსებით, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ; უნივერსიტეტი, ტრადიციულად, გაზაფხულზევე აცხადებს წინასწარ რეგისტრაციას პროგრამაზე, რის შემდეგ დარეგისტრირებულ აპლიკანტებს ვაწვდით ყველა ინფორმაციას გასაუბრების ვადებზე, საჭირო დოკუმენტების შესახებ, ვუტარებთ წინასაგამოცდო კონსულტაციებს და ა.შ.

 

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

SANGU-ში საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის წარდგინება გაიმართა

3 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის წარდგინება გაიმართა.

აღნიშნული ასოციაცია გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა, დღეს კი მისმა დამფუძნებლებმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მარიკა კაპანაძემ და ანდრია როგავამ, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ფიზიკის მასწავლებელმა ილია მესტვირიშვილმა, ბაქსვუდის სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ქეთევან ტატიშვილმა და SANGU-ს პროფესორმა ზურაბ ბერიამ პირველი საერთო კრება ჩაატარეს. მათ ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან (ლალი ნადირაძე, პირველი კლასიკური გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებელი, გიორგი ჭანტურია, ბონის უნივერსიტეტის დოქტორანტი) და ასოციაციაში გაწევრიანებულ დარგის პროფესიონალ წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო გეგმებზე, საჯარო თუ კერძო სტრუქტურებთან შესაძლო თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

ასოციაციის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, საქმიანობის ,,პირველ ნაბიჯებზე” გვერდში დგომისთვის, მადლიერება გამოხატეს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიმართ და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

როგორც ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, SANGU-ს პროფესორმა ზურაბ ბერიამ ბრძანა, ასოციაციის დამფუძნებლები თავმჯდომარეს გარკვეული პერიოდულობით აირჩევენ. ამ ეტაპზე ასოციაციას ქალბატონი მარიკა კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა წევრმა, ქეთევან ტატიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს ასოციაციის დაარსების ისტორია გააცნო, დეტალურად ისაუბრა დამფუძნებლების და საბჭოს წევრების შესახებ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: მარიკა კაპანაძე, სხვა დამფუძნებლები და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, პედაგოგები და გამომცემლები, როლებმაც თავიანთ ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სტუმართა შორის ბრძანდებოდა ბატონი კახმეგ კუდავა, რომლის ინიციატივითაც დარბაზიდან განხორციელდა სატელეფონო ზარი შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ ფიზიკოს ზურაბ გუგუჩიასთან, რომელმაც საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის დაარსების აღსანიშნავად, ასოციაციის მიერ შერჩეულ 10 ქართველ ფიზიკის მასწავლებელს შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით მიწვევა შესთავაზა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა SANGU-ს უახლესი ინვენტარით აღჭურვილი ფიზიკის ლაბორატორიები დაათვალიერეს. ისინი ლაბორატორიის თანამშრომლების დახმარებით ფიზიკის ექსპერიმენტებშიც ჩაერთვნენ. ასოციაციის თაოსნობით სხვადასხვა სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეთათვის დაიგეგმა საინფორმაციო და შემეცნებითი ტურები SANGU-ს ლაბორატორიებში, სადაც მოსწავლეები სადემონსტრაციო და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ჩაერთვებიან.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციას ულოცავს შინაარსობრივად და სამომავლო გეგმებით დატვირთული პირველი საერთო კრების ჩატარებას და წარმატებებს უსურვებს.

SANGU-ს სტუდენტები ივ. ჯავახიშილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო პროექტის მუშაობაში ჩაერთვნენ

2026 წელს, ივანე ჯავახიშვილს 150 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ივანე ჯავახიშვილის ცენტრმა“ დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ნაშრომების ახალ, სრულ გამოცემაზე მუშაობა დაიწყო.

საკვლევი მასალის სიდიდის გამო ცენტრმა პროექტში სამეცნიერო საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტების ჩართვა გადაწყვიტა. პროექტის მუშაობაში SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტები გიორგი ჩანქსელიანი, ლევან აბრამიშვილი და ელენე ხაჭაპურიძე ჩაერთნენ.

ლევან აბრამიშვილი - „აღნიშნული პროექტის შესახებ, ინფორმაცია SANGU-ს ლექტორმა, ქალბატონმა რუსუდან დაუშვილმა მოგვაწოდა, რომელიც უშუალო კომუნიკაციაში იყო ამ დიდი საქმის სულისჩამდგმელებთან, ბატონ მიშა ქართველიშვილთან და ბატონ დავით სართანიასთან. სტუდენტებმა, თავიდანვე გამოვთქვით მზაობა აღნიშნულ პროექტში ჩასართავად, რაც დიდ შრომასთან და პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული. საკითხის უკეთ გააზრების მიზნით, პირველი შეხვედრა, ბატონ დავით სართანიასთან და ქალბატონ რუსუდან დაუშვილთან ქართულ უნივერსიტეტში შედგა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ბატონმა მიშა ქართველიშვილმა გვიმასპინძლა. შეხვედრებზე განვიხილეთ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოგვადგებოდა. კომუნიკაცია დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და კითხვების არსებობის შემთხვევაში ვუკავშირდებით პროექტის ორგანიზატორებს“.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სხვადასხვა გამოცემების მომზადება, ამიტომ სამუშაო ჯგუფი აგროვებს მასალებს, მეცნიერის ბიოგრაფიული მონაცემების, მისი მრავალმხრივი საქმიანობის და პირველი ქართული უნივერსიტეტის შესახებ. სტუდენტები მასალების ძიებას ცენტრალურ საისტორიო არქივში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სახელმწიფო და ლიტერატურულ მუზეუმებში და სხვადასხვა მნიშვნელოვან დაწესებულებებში შეეცდებიან.

გიორგი ჩანქსელიანი - „ჩვენ არ გვაქვს მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება. საკმაოდ შრომატევად საქმეში მოგვიწია ჩართვა, რადგან გვიწევს მუშაობა XIX-XX საუკუნეების პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე. ვმუშაობთ როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ასევე ელექტრონული რესურსების გამოყენებით. არ გვინდა რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს, ამიტომ გვიწევს დეტალურად შევისწავლოთ არსებული მასალები. ჩვენი მიზანია შევქმნათ ანალიტიკური ბიოგრაფია, რომლის მეშვეობითაც აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შესახებ შესაძლებელი გახდება დაიწეროს მრავალტომეული წიგნი. თუ რამდენი ტომის შედგენა იქნება შესაძლებელი ამას დრო გვაჩვენებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ნაშრომის დეტალური შესწავლა და თავმოყრა ერთ მთლიან წიგნად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მკითხველისთვის, თუმცა სასიხარულოა, რომ აღნიშნულის განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა“.

SANGU-ს სტუდენტებს პროექტში ჩართულობით მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ამ დიდ საქმეში და მცირედი წვლილი შეიტანონ ისტორიკოსების და ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ არსებული მასალის მოძიებაში.

ელენე ხაჭაპურიძე - „ჩვენთვის, როგორც ბაკალავრის სტუდენტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შანსის სწორად გამოყენება, განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობაა მსგავს კვლევაში ჩართვა ჩემთვის, როგორც პირველკურსელისთვის. ვფიქრობ, ამ პროექტში მონაწილეობა მომცემს დიდ გამოცდილებას სამომავლოდ, დიდი ნაბიჯია, როგორც კარიერულად, ასევე ინტერესის სფეროს განსავითარებლად. მოგეხსენებათ, პერიოდიკა დიდ ინფორმაციას შეიცავს, სწორედ ამიტომ, ჩემთვის სასიხარულო და სასარგებლოა ამხელა ინფორმაციის მიღება, მისი ისტორიულად გაანალიზება და კვლევის უნარების გამომუშავება“.

ელენეს, გიორგის და ლევანს ვულოცავთ პირველ ნაბიჯებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

პროექტი „NATO-ს სკოლა“

2023 წლის 20-22 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, YATA Georgia-სთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, NATO-ს ისტორიის, პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით პროექტი - „NATO-ს სკოლა“ განახორციელა.

NATO-ს დღეებისადმი მიძღვნილ სალექციო და პრაქტიკული კომპონენტებისგან შემდგარ პროექტში მონაწილეობდნენ, როგორც SANGU-ს, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები.

20-21 ივნისს, პროექტის ფარგლებში, SANGU-ში ტრენინგები მოწვეულმა სპიკერებმა წარმართეს. თავდაცვის სამინისტროს აშშ-ს მრჩეველთა ჯგუფის “Valiant” მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლევან სიხარულიძემ, აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე: „ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორია“; კავკასიის/შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგო-უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საქმეების სპეციალისტმა ნიკა ჩიტაძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „NATO-ს პოლიტიკა, მისი ტრანსფორმაცია და როლი დღევანდელ რეალობაში’’; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების, გენერალური შტაბის, J5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის, სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ კი „ნატოს სამშვიდობო მისიების“ შესახებ ისაუბრა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

22 ივნისს, პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიმულაციურ სწავლებაში ჩართულიყვნენ.

საგრანტო პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბრემენში

2023 წლის 7 ივნისს, ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები მანანა ცირდავა, მერცია სოლოღაშვილი და საბა კუკავა, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გაემგზავრნენ გერმანიაში, ქალაქ ბრემენში. გამგზავრების მიზანი იყო ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი საგრანტო პროექტის ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, მდგრადი ტურიზმის გამოკვლევის მეთოდებისა და კრიტერიუმების შემუშავება.

სამუშაო დღე შედგებოდა ლექციებისგან, პრაქტიკული მეცადინეობისა და დამოუკიდებელი სამუშაოსგან. პირველ ლექციაზე პროგრამის ხელმძღვანელებმა - პროფესორმა რაინერ ჰარტმანმა და ასისტენტ პროფესორმა იულია როსდორფმა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ვიზიტის მიზნები და პროგრამის სპეციფიკა. შემდეგ გერმანელი სტუდენტებისა და ხელმძღვანელების წინაშე ქართველი სტუდენტები წარსდგნენ მომზადებული პრეზენტაციებით საქართველოზე და კერძოდ, ყაზბეგზე. საბა კუკავა აუდიტორიის წინაშე წარსდგა ყაზბეგის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვით, მან კვლევაში ჩართულ სტუდენტებს გააცნო ყაზბეგის მდებარეობა, დემოგრაფიული მდგომარეობა, ტურისტებისთვის საინტერესო დესტინაციები და უპასუხა მონაწილეების კითხვებს. მანანა ცირდავამ პრეზენტაცია ყაზბეგის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოამზადა, სადაც განხილული იყო სასტუმრო „რუმსი“, როგორც პოპულარული განთავსების საშუალება. მერცია სოლოღაშვილმა აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის სახით განიხილა შემდეგი საკითხი: „ტურიზმი - ეკონომიკური შესაძლებლობა თუ საფრთხე მთის მოსახლეობისთვის“, სადაც ისაუბრა თუ რა გავლენა იქონია ტურიზმმა მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობებზე. პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ პროფესურასა და სტუდენტებს პრეზენტაციის სახით გააცნო კვლევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და საინტერესო მასალები.

სტუდენტები მდგრად ტურიზმს ოთხი მაჩვენებლის მიხედვით იკვლევენ, ესენია: ეკონომიკური, სოციო-კულტურული, ეკოლოგიური და მენეჯმენტის. ქართველი სტუდენტები საკუთარი ინტერესების მიხედვით განაწილდნენ ამ მაჩვენებლების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სამუშაო გუნდებში. მერცია სოლოღაშვილი შეუერთდა გუნდს, რომელიც იკვლევდა ეკონომიკურ მიმართულებას, საბა კუკავამ შეარჩია მენეჯმენტის გუნდი, ხოლო მანანა ცირდავამ - ეკოლოგიის. პირველ დღეს გუნდების წევრებთან ერთად განიხილეს კვირის მანძილზე შესასრულებელი შემდეგი სამუშაოები: ოთხი მიმართულების გამოსაკვლევად საჭირო კრიტერიუმების, ინდიკატორებისა და სტანდარტების შემუშავება; მოპოვებული ინფორმაციის დამოწმების საშუალებები; დამატებითი მონაცემების მოძიება და ა.შ.

ქართველი სტუდენტების ჩართულობა პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისინი გერმანელ სტუდენტებს აწვდიდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას საქართველოში არსებული ტურიზმის მართვის ორგანოებზე, ამუშავებდნენ და უთარგმნიდნენ ქართულ ენაზე არსებულ მონაცემებს. გერმანელ პროფესორებთან და სტუდენტებთან მუშაობის პროცესში მათ შეისწავლეს მრავალი საინტერესო და ახალი საკითხები.

გერმანელმა სტუდენტებმა მდგრადი ტურიზმის კვლევისთვის შემუშავებული კრიტერიუმები და ინდიკატორები 14 ივნისს წარმოადგინეს. პრეზენტაციების დროს, ისევე როგორც პროფესორებმა, ასევე წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, გააკეთეს კომენტარები კრიტერიუმების ქართულ რეალობასთან შესაბამისობის შესახებ. საბოლოოდ, ერთობლივი მუშაობის შედეგად შედგა კვლევის მეთოდი, რომელიც მოიცავს ზემოთხსენებულ ოთხ მიმართულებას, ჯამში 27 კრიტერიუმსა და 75 ინდიკატორს (ეკონომიკური მიმართულება - 5 კრიტერიუმი, 18 ინდიკატორი; მენეჯმენტის მიმართულება - 9 კრიტერიუმი, 23 ინდიკატორი; ეკოლოგიური მიმართულება - 7 კრიტერიუმი, 16 ინდიკატორი; სოციო-კულტურული მიმართულება - 6 კრიტერიუმი, 18 ინდიკატორი).
ბოლო ლექციაზე გერმანელ პროფესორებსა და სტუდენტებს ქართულმა დელეგაციამ პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით გადასცეს უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საჩუქრები, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია (განსაკუთრებით სტუდენტებში).

ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი ხელმძღვანელები 21 ივნისს ჩამოდიან საქართველოში კვლევის ჩასატარებლად. ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტები მანანა ცირდავა, მერცია სოლოღაშვილი და საბა კუკავა, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ხელმძღვანელობით შეუერთდებიან მათ და აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა გუნდთან მონაცვლეობით, რათა 6 დღის განმავლობაში დაწყებულმა კვლევამ მიიღოს სრულყოფილი სახე.

სტუდენტები მანანა ცირდავა, მერცია სოლოღაშვილი და საბა კუკავა დიდ მადლობას უხდიან უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის, რექტორს - პროფესორ ირაკლი ბრაჭულს, კანცლერს - ბატონ თამაზ ვაჩაძეს, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს - პროფესორ ლევან ქისტაურს, დეკანის მოადგილეს - პროფესორ ნინო დამენიას, რომელიც თავდაუზოგავად ზრუნავდა მათზე და პროფესორ ნიკო კვარაცხელიას, რომელიც პროექტის მიმდინარეობის პროცესში მუდამ სწორ მიმართულებებს აძლევდა.

მერცია სოლოღაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, ბრემენში გამგზავრებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს, რაც ბევრისთვის საოცნებო და ნამდვილად დასაფასებელია.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორებმა ვორქშოფი გამართეს

16 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა პროფესორებმა: ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა კევინ კირბმა, კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებულმა ხელმძღვანელმა სიუზან ბრუდვიგმა, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა ი ჰუმ და კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებულმა პროფესორებმა ტონი ცეცემ და რასიბ ხანმა კიბერუსაფრთხოების და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ვორქშოფი გამართეს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა დარგის პროფესიონალი აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ჩართულიყვნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული მნიშვნელოვანი თემების განხილვაში.

SANGU-ს აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ესტუმრა

16 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი და გრანტების უფროსი მენეჯერი სოფო ბზიშვილი ეწვივნენ.

სტუმრები ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს. ვიზიტის მიზანი კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში SANGU-ში მყოფ ამერიკულ დელეგაციასთან და პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა იყო.

კრისტოფერ ანდერსონმა სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნების მრავალმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მნიშვნელოვნად მიიჩნია კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დანერგვა SANGU-ში, რადგან მისი თქმით ამ პროგრამის არსებობა აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ქართველ და უცხოელ აკადემიურ პერსონალს შეხვდა და ამ საქმეში უპირობო მხარდაჭერა აღუთქვა.

ქართული ფილოლოგიის სტუდენტების ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

14 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტების ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია: "ქართული ენა, ლიტერატურა და კულტურა თანამედროვე კვლევებში". კონფერენცია დაგეგმეს და სტუდენტებს ხელმძღანელობა გაუწიეს ასოცირებულმა
პროფესორმა ეკა დუღაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა თეა ბურჭულაძემ.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს სტუდენტებმა: ნათია მეკოშკიშვილმა, ლიკა ბაბაჯანაშვილმა, თეა ვარდოსანიძემ, მაიკო შაინიძემ, ვიკა დულარიძემ, ნინო ჯანიაშვილმა, ლინდა გოგალაძემ, რუსუდან გონაშვილმა.

სტუდენტთა გამოსვლები შეაფასეს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს, სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა და დეკანის მოადგილემ ხათუნა კუხალაშვილმა.

SANGU-ს განათლების მინისტრი ესტუმრა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ამერიკელ პროფესორებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება.

14 ივნისს, SANGU-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და მისი მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ეწვივნენ.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელთან, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობთან, უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ბრაჭულთან, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უცხოელ და ადგილობრივ კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ პერსონალთან და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით ჩრდილოეთ კენტუკისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სამაგისტრო პროგრამის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრი კიბერუსაფრთხოების პროგრამის სტუდენტებს შეხვდა, მოისმინა მოსაზრებები პროგრამით დაინტერესების შესახებ და მათ წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში SANGU მასპინძლობს დელეგაციას პარტნიორი უნივერსიტეტიდან, რომელთა ჩართულობით, ორი კვირის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ქართველ სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა დაესწრონ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს, ვორქშოფებს და გაიარონ პრაქტიკული სამუშაოები დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად.

 
NKU-ს დელეგაციის ვიზიტი SANGU-ში

2023 წლის 12 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ჩვენს უნივერსიტეტს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა, რომელთა შემადგენლობაში არიან: კევინ კირბი - ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორი, სიუზან ბრუდვიგი - კომპიუტინგისა და ანალიტიკის სკოლის ასოცირებული ხელმძღვანელი, ი ჰუ - კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, რასიბ ხანი და ტონი ცეცე - კიბერუსაფრთხოების პროგრამის ასოცირებული პროფესორები.

სტუმრობის ფარგლებში ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები, ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური ლექცია-სემინარებისა და ვორქშოპების ციკლს ჩაუტარებენ სტუდენტებს.

2023 წლის იანვრიდან სამაგისტრო პროგრამაზე 30 სტუდენტი ირიცხება, რომლებიც SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად, მომავლის პროფესიას - კიბერუსაფრთხოებას.

კურსდამთავრებულს მიენიჭება ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

მომდევნო სემესტრიდან სტუდენტები ორი კვირით გაემგზავრებიან აშშ-ში, სადაც მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა NKU-ში მოისმინონ ლექციები, მონაწილეობა მიიღონ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სიმპოზიუმში, გაიარონ პროფესიული პრაქტიკა მოქმედ ბიზნეს კომპანიებში და გაეცნონ, თუ როგორ უმკლავდებიან კიბერუსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს.

სტუმრობის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა უნივერსიტეტი, შეხვდნენ კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს, რექტორს - პროფესორ ირაკლი ბრაჭულს, აკადემიურ პერსონალს და გააკეთეს ოფიციალური განცხადებები.

იმიტირებული გამოცდები SANGU-ში

6-9 ივნისს, SANGU-ში ეროვნული სასახლის სააბიტურიენტო პროგრამის პედაგოგების ორგანიზებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში და არჩევით საგნებში (ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია) იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდა.

იმიტირებული გამოცდების ტესტები ეროვნული სასახლის პედაგოგების მიერ საგამოცდო ტესტის ოფიციალური ნიმუშის მიხედვით იყო მომზადებული და მიზნად ისახავდა აბიტურიენტთათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე საკუთარი თავის გამოცდას და იმ ფსიქოლოგიური სტრესის გადალახვას, რომელიც საგამოცდო მღელვარებას ახლავს.

იმიტირებული ეროვნული გამოცდების მონაწილეებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას ვუსურვებთ.

SANGU-ს მთარგმნელ თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

ბრიტანეთის საბჭოს პროფესიონალური მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 12 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა, რომლის მიზანი პროფესიონალი პრაქტიკოსი მთარგმნელების და თარჯიმნების მომზადებაა.


2011 წლიდან დღემდე სკოლამ 100-ზე მეტი კურსდამთავრებული - პრაქტიკოსი მთარგმნელი და თარჯიმანი გამოუშვა. მისი დაარსების ინიციატორი იყო პროფესორი ოთარ მათეშვილი, რომელიც დღემდე მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელია.


ოთარ მათეშვილი, სკოლის ხელმძღვანელი: „ჩვენი სკოლა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს, რომლებიც დასაქმებული არიან და დღისით მუშაობენ, შესაძლებლობას აძლევს საღამოს საათებში, სამსახურის შემდეგ, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ აუდიტორიაში მთარგმნელ-თარჯიმნის პროფესიას დაეუფლონ. ისინი ჯერ თეორიულ ცოდნას იღებენ - შეისწავლიან თარგმანის თეორიის საფუძვლებს, შემდეგ კი პრაქტიკულად მუშაობენ. მეცადინეობის ძირითადი ნაწილი პრაქტიკულია. ყოველდღე სამი საათის განმავლობაში ისინი ინტენსიურად მუშაობენ და თარგმნიან უცხო ენიდან ქართულად და ქართულიდან უცხო ენაზე“.
მთარგმნელ-თარჯიმანთა სკოლის სწავლების სპეციფიკა და მეთოდები მთლიანად ორიენტირებულია მსმენელთა ინტერესებზე. ისინი სამუშაოდ, სურვილისამებრ, მათთვის საინტერესო სფეროებს ირჩევენ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ აირჩიონ მეორე უცხო ენა - გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური ან რუსული და სამი სემესტრის შემდეგ მიაღწიონ B1 დონეს.


მარინა ხუროშვილი, სკოლის პროფესორი: მასალა, რომელი სფეროდანაც არ უნდა იყოს, ყოველთვის არის უახლესი და ხარისხიანი. პრიორიტეტულია მსმენელთა ინტერესები და იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი პოლიტიკას ირჩევენ, თარგმნიან როგორც ევროკავშირის პარლამენტის/კომისიის, თუ აშშ-ის ოფიციალური პირების, ასევე სხვათა გამოსვლებს. ასევე, ითარგმნება უცხო ენაზე, ქართველი პოლიტიკოსების უახლესი გამოსვლები და სხვა საინტერესო მოვლენები. ამ მეთოდს ვიყენებთ თარგმანის ნებისმიერი სახის შესწავლისას, იქნება ეს ზეპირი (თანმიმდევრული თუ სინქრონული) ან წერილობითი თარგმანი.
ოთარ მათეშვილი, სკოლის ხელმძღვანელი: „სწავლების პროცესში ვითვალისწინებთ ეროვნულ აქცენტებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ, რადგან ნებისმიერი ეროვნების ადამიანი, იტალიელი, ფრანგი თუ სხვა, ინგლისურს ხშირად თავისი ეროვნული აქცენტით წარმოთქვამს, მათი შესწავლის მიზნით სხვადასხვა ეროვნების გამომსვლელთა ჩანაწერებიც მუშავდება“.
კურსდამთავრებულები არ წყვეტენ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებლებთან კონტაქტს. აქ გატარებული დრო, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტთაგან მიღებული ცოდნა მათი წარმატებული საქმიანობის გარანტია.


მარიამ კვერნაძე, კურსდამთავრებული - მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც მთარგმნელობით საქმიანობაზე მეტი ინფორმაციის მოძიება დავიწყე. სკოლის შესახებ კურსდამთავრებულებისგან დადებითი უკუკავშირის საფუძველზე ჩაბარება გადავწყვიტე. სწავლება სამწუხაროდ კოვიდ პანდემიას დაემთხვა, ამიტომ გარკვეული საგნები დისტანციურ რეჟიმში გვიტარდებოდა, რაც გარკვეულ დისკომფორტს ქმნიდა, თუმცა ლექტორები მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ საკითხში სტუდენტების ხელშეწყობას. ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ ლექტორების, რომელთა წყალობითაც სასწავლო პროცესი უზომოდ საინტერესო და ინფორმატიული იყო. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და საშუალება მომეცა შესანიშნავი ლექტორებისგან მიმეღო ცოდნა. სკოლის დამსახურებით, რამდენიმე მთარგმნელობით კონკურსში მივიღე მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დავიკავე.
სკოლას და ლექტორებს დიდ წარმატებას და ბევრ კურსდამთავრებულს ვუსურვებ.


სალომე კომლაძე, კურსდამთავრებული - მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარებამდე უკვე ვმუშაობდი მთარგმნელად, თუმცა, თავდაჯერებულობა ძალიან მაკლდა. თვითშეფასების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით გადავწყვიტე კურსის გავლა. გაოცებული დავრჩი სწავლების მეთოდებით და მასწავლებელთა პროფესიონალიზმით. აქ მიღებული ცოდნა, მართლაც დამეხმარა, და მეტად თავდაჯერებული გავხდი.


თეკლა კალანდაძე, კურსდამთავრებული - გადავწყვიტე არსებული ცოდნა გამეღრმავებინა და მოძიებული ინფორმაციით საუკეთესო ვარიანტი ავარჩიე. სწავლება იდეალურად იყო ორგანიზებული, მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ორიენტირებული ინდივიდუალურად ყველა სტუდენტის განვითარებაზე. ჩემი მოლოდინები 100%-ით გამართლდა და ყველა მსურველს ვურჩევდი, მიუხედავად ასაკისა თუ რეჟიმისა, აუცილებლად გაიარონ ეს კურსი.

 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ახალი მიღება უკვე დაიწყო. ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს  2023 წლის 20 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

 

SANGU-ს სტუდენტების მორიგი წარმატება

საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის“ თანამშრომლობით, 3-4 ივნისს ჩატარდა ჰარვარდის ბიზნესქეისების რიგით მეოთხე კონკურსის ნახევარფინალური ტური, სადაც საქართველოს მასშტაბით ნახევარფინალურ ტურში გასულ გუნდებს შორის მონაწილეობას იღებდა ქართული უნივერსიტეტის გუნდი - „Future Leaders” (გუნდის წევრები: საბა კუკავა - ლიდერი, მერცია სოლოღაშვილი, მანანა ცირდავა, მარიამ ტაბატაძე). ისინი ახალ ბიზნეს სიტუაციაზე ინტენსიური მუშაობის შედეგად, 3 ივნისს წარდგნენ ჟიურის წინაშე და ქეისში არსებული პრობლემის გადასაჭრელად მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები გააცნეს. გუნდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქეისზე მუშაობამ საკმაოდ დიდი შრომა მოითხოვა. მათ გაითვალისწინეს პროფესორ ნინო დამენიას რჩევები ნახევარფინალისთვის სრულყოფილად მოსამზადებლად, გაეცნენ და შეისწავლეს ფინანსური ანალიზის სხვადასხვა გზა, რისკების შეფასების მეთოდები და მენეჯმენტის სფეროში არსებული ინოვაციური მიდგომები. „Future Leaders”-ის სპიკერმა - მერცია სოლოღაშვილმა, ნახევარფინალის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ამ რაუნდისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, ამაში ყველაზე დიდი წვლილი ჩვენს ლიდერს - საბას მიუძღვის, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა და ამუშავებდა ფინანსურ მონაცემებს. ამჯერად გუნდის სპიკერის როლი მე მერგო და ჟიურის წინაშე პრეზენტაცია წარვადგინე. მაქსიმალურად ვეცადე თავდაჯერებული ვყოფილიყავი და ეს ასეც მოხდა.“

ფინალში გადასვლა 23-დან მხოლოდ 6 გუნდს შეეძლო. 3 ივნისს ჩატარდა პირველი ეტაპი, სადაც გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. ფინალში ავტომატურად ხვდებოდა მხოლოდ ის 2 გუნდი, რომელიც ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებდა ჟიურისგან. დანარჩენი მონაწილეები კი 4 ივნისს კვლავ უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს და მათგან უნდა გამოვლენილიყო შემდეგი ოთხი ფინალისტი.

ქართული უნივერსიტეტის გუნდი „Future Leaders” თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოხვდა საუკეთესო ორ გუნდს შორის და ავტომატურად გადავიდა კონკურსის ფინალურ ეტაპზე, სადაც ისინი უნივერსიტეტის სახელით კვლავ განაგრძობენ ასპარეზობას გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად.

წარმატებებს ვუსურვებთ გუნდ „Future Leaders”-ს, გვჯერა ღირსეულად წარდგებიან ფინალურ ეტაპზე და ასახელებენ მშობლიურ უნივერსიტეტს.

იმიტირებული ეროვნული გამოცდები

6 მაისს, SANGU-ში ეროვნული სასახლის სააბიტურიენტო პროგრამის პედაგოგების ორგანიზებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმიტირებული ეროვნული გამოცდები ჩატარდა.

იმიტირებული გამოცდების ტესტები ეროვნული სასახლის პედაგოგების მიერ, საგამოცდო ტესტის ოფიციალური ნიმუშის მიხედვით არის მომზადებული და მიზნად ისახავს, აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გამოცადონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში.

SANGU-ში იმიტირებული გამოცდები ინგლისურ ენაში 8 ივნისს, არჩევით საგნებში კი (ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია) 9 ივნისს გაიმართება.

ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში

5 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე - „ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში“.

პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ აუდიტორიას საექსკურსიო მენეჯმენტის ახალი ფორმები და შინაარსი გააცნო, საგანმანათლებლო პროცესში ექსკურსიების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ექსკურსიათა ტიპები განიხილა. ასევე წარმოადგინა მარკეტინგული კვლევა საექსკურსიო ფირმებთან თანამშრომლობის შესახებ.

მასტერკლასის დასასრულს უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

კონფერენცია თემაზე - „სოხუმის დღეები"

30 მაისს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ინიციატივით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „სოხუმის დღეები“.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა. მან სოხუმის თემატიკით სტუდენტთა დაინტერესება მნიშვნელოვნად მიიჩნია და კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტმა და კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოფიო მინდაძემ კონფერენციის მიზანზე ისაუბრა, რაც ახალი თაობებისთვის სოხუმის ტრაგედიის ისტორიის გაცნობა იყო.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ აუდიტორიას წარუდგინა პროექტი - „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: “ავტონომია, როგორც მაკონტროლებელი ბერკეტი“ - აკაკი ხურციძე, SANGU-ს სტუდენტი; „კონფლიქტი აფხაზეთში (ისტორია და თანამედროვეობა)“ - ლევან გერაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მშვიდობის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი: „აფხაზეთში კონფლიქტის გადაჭრის გაშვებული შესაძლებლობები“ - გელა ცაავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; „აფხაზეთი - ქართული სულიერების კერა“ - თამარ ბეშიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; „აფხაზთა მუჰაჯირობა“ - სერგი გოგალაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; „სოხუმი ომამდე და ომის შემდგომ“ - მარიამ ქასოშვილი, ეთერ შეშაბერიძე, გამარჯვების საშუალო სკოლა, 11 კლასი; „რუსეთის გავლენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთის მაგალითზე)“ - ხატია ლეგაშვილი, გვანცა ცანავა, SEU-ს სტუდენტები.

კონფერენციის ფარგლებში სოხუმის ტრაგედიის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო. ასევე ნაჩვენები იქნა მოკლე მეტრაჟიანი სიუჟეტი იმ ადამიანთა მონაწილეობით, რომლებმაც აფხაზეთის ომში ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგეს.

სტუდენტური კონფერენცია

29 მაისს, SANGU-ს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორმა გელა ქისტაურმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა, მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და წარმატებები უსურვა დეკანოზმა მიქაელ ბუკიამ.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებმა: მარიამ ყურუამ (საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში), ნინო კაპანაძემ (ეროვნული მოძრაობა საქართველოში 19 საუკუნეში), დავით გერლიანმა (საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების საკითხი), ელენე ხაჭაპურიძემ (ამიერკავკასიის მართვა-გამგეობის სისტემა და მისი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე 1917-1918 წლებში), თათია ჯანხოთელმა (საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1918-1921 წლებში), გიორგი ჩანქსელიანმა (დისიდენტური მოძრაობა და მისი პოლიტიკური შედეგები).

კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლები შეაფასა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ გურულმა. მან მონაწილეებს მისი ავტორობით გამოცემული წიგნი "საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918)" უსახსოვრა.

სტუდენტური ექსკურსია

26 მაისს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტთა გაცნობა-დაახლოების მიზნით, შემეცნებითი სახის ექსკურსია მოეწყო. SANGU-ს სტუდენტები ბორჯომს ესტუმრნენ, სადაც მათ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მწვანე მონასტერი, ტიმოთეს უბანი მოინახულეს და ამ ადგილების ისტორიას გაეცნენ.

ექსკურსია სასიამოვნოდ დამღლელი დღის შემდეგ ტრადიციული პიკნიკით დასრულდა.

მასწავლებლის პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

27 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ, მიულოცეს სასწავლო კურსის წარმატებულად დასრულება და მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ზურაბ ბერიამ, რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა და SANGU-ს პროფესორ-მასწავლებლებმა.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს წარმატებული სწავლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.
SANGU ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს პროგრამის წარმატებულად დასრულებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

ფოტოები იხილეთ ბმულზე

დასაქმების კვირეული - შეხვედრა Optimo-ს წარმომადგენლებთან

19-25 მაისს SANGU-ში დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით დასაქმების კვირეული მიმდინარეობდა.

25 მაისს, კვირეულის დახურვის დღეს, დასაქმების მსურველი სტუდენტები Optimo-ს ტალანტების შერჩევის მენეჯერს ანა ბარბაქაძეს და გარე გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელს ედო ძანძავას შეხვდნენ.

ინტერაქციული შეხვედრის მსვლელობის დროს სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია Optimo-ს სამუშაო სპეციფიკისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

მონოგრაფიის წარდგინება

24 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორების მიერ გამოცემული მონოგრაფიის - „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ წარდგინება გაიმართა.
წარმოდგენილი მონოგრაფია და დღევანდელი წარდგინება პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა SANGU-ს ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა ტაბიძემ, მან წიგნი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ავტორთა კოლექტივს მიულოცა ახალი ნაშრომის გამოცემა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

წიგნის გამოცემის და მასში წარმოდგენილი თემების შესახებ ისაუბრეს, წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა ია ვაშაკიძემ და წიგნის თანაავტორმა და კოორდინატორმა მიხეილ ლაბაძემ. მათ წიგნის გამოცემის პროცესში გაწეული დახმარებისთვის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერებს მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ წმ. თამარ მეფის სკოლა-პანსიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმიდა ტბელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტების პროფესორი ნაილა მიქელაძე.

დასასრულს გაიმართა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ექსპედიციის ამსახველი ფილმის ჩვენება. ფილმის რეჟისორია ნინო გელოვანი.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა "სიმებიანი კვარტეტი".

წარმოდგენილი მონოგრაფია წარმოადგენს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულ შემაჯამებელ ნაშრომს, რომელიც ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ბაზაზე შესრულდა. მონოგრაფიაში განხილულია თურქეთის რესპუბლიკის სამ რეგიონში (შუა შავიზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვისპირეთში) მოსახლე, ქართველურენოვან მუჰაჯირთა (1878-1882 წლებში, საქართველოს ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი კუთხეებიდან ოსმალეთში გადახვეწილ მუსლიმან ქართველთა) შთამომავლების მეტყველებაში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი თავისებურება - ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევა; დადგენილია მისი მთავარი კანონზომიერებები.
მონოგრაფიის ავტორები არიან: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე (1960-2021) – SANGU-ს პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტაბიძე - ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევრები: ფილოლოგიის დოქტორები მიხეილ ლაბაძე, სოფიო კეკუა, კესო გეჯუა და თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორები: ფილოლოგიის დოქტორი ფევზი ჩელები (SANGU-ს კურსდამთავრებული) და ფილოლოგიის დოქტორი მაკა სალია.

მონოგრაფია დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“. ყველა დაინტერესებულ პირს მისი ელექტრონული ვერსიის გაცნობა შეეძლება SANGU-ს ქართველოლოგიის ცენტრისა და ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელის ვებ-გვერდებზე.

დასაქმების კვირეული - შეხვედრა "One Point HR Outsourcing"-ის წარმომადგენლებთან

24 მაისს SANGU-ს სტუდენტებს "One Point HR Outsourcing"-ის წარმომადგენლები ანი დარსალია და ნინი მარეხაშვილი შეხვდნენ.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული კომპანია, რომლის საქმიანობაც ფარავს სრულ HR მომსახურეობას.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და მსურველებს ადგილზე ჩაუტარეს გასაუბრება.

დასაქმების კვირეული - შეხვედრა "სფეროს" წარმომადგენლებთან

SANGU-ში დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით დასაქმების კვირეული გრძელდება.

23 მაისს, SANGU-ს სტუდენტები ნეო-სოციალური ქსელის, სფერო-ს აღმასრულებელ დირექტორს სანდრო ბოლქვაძეს და PR სპეციალისტს სალომე ბერიკელაშვილს შეხვდნენ. დამსაქმებლებმა სტუდენტებს აღნიშნული ქსელის მუშაობის სპეციფიკა და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 24 მაისს One Point HR Outsourcing-ის წარმომადგენლებთან გაიმართება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის პარტნიორი კომპანიის TBC Bank-ის ვაკანსიები. ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ და მიიღონ ინფორმაცია სხვა კომპანიებში არსებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებზე.

SANGU-ს გუნდმა კონფერენციაში „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“ II ადგილი მოიპოვა

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ორგანიზებით საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გაიმართა კონფერენცია თემაზე „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“, რომელშიც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის ბიზნესის პროგრამის სტუდენტთა გუნდი „SANGU“ მონაწილეობდა.

გუნდმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი, რომელიც საკონფერენციო თემის მომზადებას და შესაბამის პორტალზე ატვირთვას გულისხმობდა. მეორე ეტაპზე სულ 9 გუნდი გავიდა, გუნდ „SANGU“-ს მიერ მომზადებული საკონფერენციო თემა მაღალი ქულით შეაფასდა.

21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჟიურიმ კონფერენციის მეორე ეტაპზე გასულ გუნდთა მოხსენებები მოისმინა. ქართული უნივერსიტეტი ღირსეულად წარსდგა კონფერენციაზე, მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისი პრიზები გადაეცა.

23 მაისს გამარჯვებულები SANGU-ს რექტორს, პროფესორ ირაკლი ბრაჭულს შეხვდნენ, მან გუნდის წევრებს გამარჯვება მიულოცა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

მერცია სოლოღაშვილი - „მარტის თვეში პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ მეილის მეშვეობით შეგვატყობინა, რომ კავკასიის უნივერსიტეტში ტარდებოდა კონფერენცია თემაზე „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“. მისი რეკომენდაციით გადავწყვიტეთ, დავრეგისტრირებულიყავით, რადგან ვმუშაობდით კვლევაზე - მდგრადი ტურიზმის მიმართულებით და მიღებული გამოცდილება დაგვეხმარებოდა ჩვენი კვლევის წარმოებაში“.

საბა კუკავა - „კონფერენციაზე წარსადგენი თემა ერთობლივად შევარჩიეთ. სამუშაოდ ავირჩიეთ „ინვესტირება ხალხში, პლანეტაში და ეკონომიკურ კეთილდღეობაში“. 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ დღის წესრიგში სწორედ ეს საკითხები დააყენა და მუშაობა ჩვენც ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ. ბატონ ნიკო კვარაცხელიას რჩევით თბილისის ვერტიკალური გამწვანების საკითხზე მერციამ იმუშავა, რამაც ჟიურის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა“.

მანანა ცირდავა - „კონფერენციისთვის მზადების დროს ძალიან ბევრი ვიშრომეთ, 20 მაისს გვქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინო დამენიასთან, სადაც ყველა დეტალი დაწვრილებით გავიარეთ, ძალიან ვნერვიულობდით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გუნდების ჩამონათვალში სიით ბოლო აღმოვჩნდით, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღეთ, ბევრ რამეს დავაკვირდით და ყველანაირად ვეცადეთ, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის და მივაღწიეთ კიდეც. ჩვენ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენ ხელმძღვანელებს ქალბატონ ნინო დამენიას და ბატონ ნიკო კვარაცხელიას“.

გუნდ „SANGU“-ს წევრებს: საბა კუკავას, მერცია სოლოღაშვილს, მანანა ცირდავას, ანი არუთინოვს, გიორგი ხარბედიას და გუნდის ხელმძღვანელებს, პროფესორებს: ნინო დამენიას და ნიკო კვარაცხელიას ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

SANGU-ს სტიპენდიანტები

დღევანდელ რუბრიკაში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მრავალგზის სტიპენდიანტს, ამჯერად კი ფონდ "იავნანას" სტიპენდიანტ სოფიო მინდაძეს გაგაცნობთ.

სოფიო, მოგესალმები!
მოგესალმებით.

იყო ფონდ ,,იავნანას” სახელობის სტიპენდიანტი, ნიშნავს იყო ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი მთელ საუნივერსიტეტო სივრცეში, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ? გვიამბე, როგორ ახერხებ ყველა საგანში იყო უკონკურენტო, სწავლის გამო რაღაცეებზე უარის თქმაც გიწევს?
განვლილი სემესტრების მანძილზე ოთხჯერ ვიყავი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სტიპენდიანტი, თუმცა პირველად მერგო ბედნიერება მომეპოვებინა ფონდ ,,იავნანას“ სახელობის სტიპენდია. რა თქმა უნდა, საამაყოა, რადგან ამ დროს კონკურენციას არა მხოლოდ ჰუმანიტარებს უწევ, არამედ მთელ უნივერსიტეტს. ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო, მქონოდა უმაღლესი აკადემიური მოსწრება, რადგან, სწავლის გარდა, ვმუშაობ ორ სამსახურში და ყველაფერს, რასაც ვახერხებდი და ვახერხებ, მხოლოდ კომფორტის ზონიდან გამოსვლის ხარჯზე და ბევრ რამეზე უარის თქმით ვაღწევ, იქნება ეს დასვენება, გართობა თუ სხვა რამ. ჩემი ხასიათიც ხელს მიწყობს ყოველივეში - ვარ მაქსიმალისტი და საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი. ყოველთვის ვცდილობდი დავსწრებოდი ლექცია-სემინარებს, რათა ლექტორებისგან მიმეღო ის ცოდნა, რის შესაძლებლობასაც მაძლევდა უნივერსიტეტი. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანიც ზუსტად ესაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მონიჭებული დრო იმისათვის, რომ შევიმეცნოთ, რაც შეიძლება, მეტი ახალი რამ.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე სწავლობ, რატომ აირჩიე ეს პროფესია, რა გეგმები გაქვს მომავალში?
თავდაპირველად, როცა ვაბარებდი, არანაირი ინტერესი არ მქონდა ამ სფეროს მიმართ, რადგან ვიყავი აპოლიტიკური ადამიანი. ქართულ უნივერსიტეტში მხოლოდ ჩინური ენის სასწავლებლად ჩავაბარე, ვიცოდი, რომ ძალიან კარგი სპეციალისტები გყავდათ. შემდგომში, დროდადრო, რაც უფრო ღრმად გავეცანი ამ მიმართულებას, ჩემში აღძრა ინტერესი და მივხვდი, რომ დღესდღეობით შეუძლებელია იყო აპოლიტიკური, თან ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა. ამ ყოველივეს გაცნობიერების შემდგომ უკვე უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებისადმი გამიჩნდა ინტერესი და მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მომავალშიც ვფიქრობ, ჩემი თავის ამ სფეროში განვითარებას, თუმცაღა გეგმებზე საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებ.

როგორია შენი დღევანდელობა SANGU-ში, გარდა სწავლისა, კიდევ რა აქტივობებში ხარ ჩართული?
დღევანდელობა წინა სემესტრებთან შედარებით მეტად შრომატევადია, რადგან ამ სემესტრში ვამთავრებ უნივერსიტეტს და ვმუშაობ საბაკალავრო ნაშრომზე, აგრეთვე გავდივარ პრაქტიკას თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრში, რაც საკმაოდ დიდ გამოცდილებასა და ცოდნას მმატებს. ამ ყოველივეს გარდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ვმუშაობ პროექტზე, რომელსაც სულ მალე გაგაცნობთ.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
უდავოდ შრომა. ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ წარმატების მისაღწევად. რაც უფრო მეტს ვიშრომებთ, მით უფრო მივუახლოვდებით წარმატებას. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ვიყოთ გათვითცნობიერებული ჩვენს მიზნებში, კონცენტრირებული და დარწმუნებული საკუთარ თავში.

რას უსურვებ SANGU-ს ახლანდელ და მომავალ სტუდენტებს?
თითოეულ სტუდენტს ვუსურვებ წარმატებას და იმ მიზნების განხორციელებას, რომლისთვისაც მუხლჩაუხრელად შრომობენ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

SANGU-ში დასაქმების კვირეული გაიხსნა

19 მაისს, SANGU-ში დასაქმების კვირეული გაიხსნა. კვირეულის მიზანი სამსახურის მაძიებელი სტუდენტების დამსაქმებლებთან დაკავშირებაა. კვირეულის პირველ დღეს სტუდენტები კრედო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დაინტერესებულ სტუდენტებს კრედო ბანკის საბურთალოს ფილიალის მმართველმა ბადრი ბარჯაძემ და ტალანტების შერჩევის რეგიონულმა ოფიცერმა ანა მათიაშვილმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, სტაჟირების გავლის, შემდგომში დასაქმების და ზოგადად საბანკო საქმიანობის სპეციფიკის შესახებ, უპასუხეს დასმულ კითხვებს და კრედო ბანკის ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.

დასაქმების კვირეულის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 22 მაისს GPI Holding-ის წარმომადგენელთან გაიმართება.

მარაბდის ბრძოლის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე

18 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ,,იცანის" ორგანიზებით და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით მორიგი საღამო გაიმართა. თეატრალიზებული ღონისძიება მარაბდის ბრძოლის გმირებსა და ცხრა ძმა ხერხეულიძეს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული. მათ მსგავსი შემეცნებითი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იცანის“ წარმომადგენლები, სასულიერო პირები, SANGU-ს პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

"აღდგენითი მართლმსაჯულება, სამართლის აღსრულების განსხვავებული გზა"

SANGU-ში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორის, ევა გოცირიძის ინიციატივით გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, კავკასიის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართლის დოქტორმა, ევროპის საბჭოს აღდგენითი მართლმსაჯულების ექსპერტმა ლევან დარბაიძემ გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "აღდგენითი მართლმსაჯულება, სამართლის აღსრულების განსხვავებული გზა."

შეხვედრის ფარგლებში აღდგენითი მართლმსაჯულების არსი და მიზნები, მისი განვითარების პერსპექტივები, აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა და განრიდება და მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

ქოუჩინგური მიდგომები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს"

16 მაისს, SANGU-ში Erickson Coaching International Georgia-ს კომერციულმა დირექტორმა, სერტიფიცირებულმა ქოუჩმა (EPC) სოფო ლაცაბიძემ გამართა მასტერკლასი თემაზე "ქოუჩინგური მიდგომები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს".

სოფო ლაცაბიძემ მასტერკლასი საკუთარი პროფესიული გამოცდილების გაზიარებით, ერიქსონის საერთაშორისო ქოუჩინგის პროგრამიდან სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით წარმართა, სადაც დეტალურად ისაუბრა ქოუჩინგის ჰუმანური და ეკოლოგიური პრინციპების, პიროვნების კონტროლის ზონის, მკაფიო მიზნების გამოკვეთის და კითხვების დასმით მიღებული ქმედებების გაცნობიერების შესახებ.

ინტერაქტიული მასტერკლასის მონაწილეებმა პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

დასასრულს მასტერკლასის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

შეხვედრა ნორვიჩის უნივერსიტეტის კურსანტებთან

15 მაისს, SANGU-ს სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით Field Study-ის საქართველოს პროექტის ფარგლებში ნორვიჩის უნივერსიტეტის, აშშ-ში უძველესი კერძო სამხედრო კოლეჯის "ომისა და მშვიდობის ცენტრის" კურსანტები: სებასტიან ლოპესი, ბრენდან კოინი, ჯოზეფ ჩატერტონი და ზოჰა ალამი ესტუმრნენ.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

SANGU-ს გუნდი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მეოთხე კონკურსის ნახევარფინალშია

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტები: საბა კუკავა (გუნდის ლიდერი), მერცია სოლოღაშვილი, მანანა ცირდავა და მარიამ ტატიშვილი ჰარვარდის ბიზნესქეისების რიგით მეოთხე კონკურსში მონაწილეობენ. მათ შექმნეს გუნდი სახელწოდებით „Future Leaders”.

ჰარვარდის ბიზნესქეისების რიგით მეოთხე კონკურსი TBSC Consulting-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ბიზნეს ფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. კონკურსის მიზანია სტუდენტებს მიეცეთ საშუალება მოირგონ მენეჯერულ პოზიციაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის როლი. ღონისძიება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარებას, რაც ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად მიიღწევა. თითოეული გუნდი მონაწილეობას იღებს საკუთარი უნივერსიტეტის სახელით და კონკურსის განმავლობაში მუშაობს ჰარვარდის ბიზნესქეისებზე. მონაწილეებს აფასებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი მენეჯერები.

შეჯიბრება 3 ეტაპად იმართება, გუნდმა „Future Leaders” მონაწილეობა მიიღო ღია რაუნდში, რომელიც ჩატარდა 1 და 2 მაისს და გადავიდა ნახევარფინალურ რაუნდში, რომელიც გაიმართება 22-23 მაისს.

ღია რაუნდში მონაწილეობისას, გუნდმა პროფესორ ნინო დამენიას ხელმძღვანელობით, ერთი კვირის განმავლობაში დაამუშავა ინგლისურენოვანი ბიზნესქეისი, რომლის პროცესშიც გამოიყენეს მარკეტინგული და ფინანსური ანალიზის მეთოდები. ამ მოკლე დროში, გუნდმა შეძლო დაესაბუთებინა და ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე წარმოედგინა შერჩეული რეკომენდაცია ქეისში არსებული პრობლემის გადაჭრის შესახებ. კონკურსში მონაწილე გუნდები განაწილებულები არიან პანელებში, სადაც, საქართველოს მასშტაბით, ერთმანეთს უპირისპირდება 6-8 გუნდი. აღსანიშნავია, რომ გუნდმა პანელში უმაღლესი შეფასება მოიპოვა და მოხვდა ნახევარფინალში.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის უდიდესი სურვილი და მთავარი მიზანია ამ კონკურსში გამარჯვებით, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, რომელზე სწავლისას შესაძლებელია წარმატებების მიღწევა.

უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და კონკურსში მონაწილეობის გამოცდილების გაზიარება უამრავ ახალგაზრდას დაეხმარება სწორი სპეციალობის არჩევაში.

 

SANGU USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრნატო კონკურსის გამარჯვებულია

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცხადებულ სამოქალაქო განათლების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროექტმა - „უნივერსიტეტის როლი მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებაში სასკოლო ქსელების გზით“.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდაა. პროგრამა სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვას, სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას ითვალისწინებს.

კონკურში გამარჯვებული საგრანტო პროექტი SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორების ზურაბ ბერიას, ნონა პოპიაშვილის, მიხეილ ტეფნაძის, დავით ლიპარტელიანის, გიორგი გახელაძის და SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის გვანცა ტაბაღუას ჩართულობით არის მომზადებული. მისი მიზანი საერთო სასკოლო მიდგომის დანერგვის გზით, უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის თანამშრომლობით, პარტნიორ სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებაა. მოქალაქეობისა და დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშესაწყობად მხარეები, ამერიკულ აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასკოლო ქსელის გაძლიერებაზე იმუშავებენ. პარტნიორ სკოლათა ჩართვა ერთიან სასკოლო ქსელში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებისა და მომავალი მასწავლებლებისთვის ასევე მომზადდება მოქალაქეობისა და დემოკრატიული კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სატრენინგო პროგრამები, გზამკვლევები და საჭირო რესურსები.

10 მაისს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება „PH International“-სა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს „PH International“ დირექტორმა ბერდია ნაცვლიშვილმა და SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა. შეხვედრას ესწრებოდნენ - მარინა უშვერიძე (USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, პროგრამის დირექტორი) და ნუცა მაისურაძე (USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, გრანტების კოორდინატორი).

 
სტუდენტობა - ცხოვრების განსაკუთრებული ეტაპი

სტუდენტობა ყოველთვის განსაკუთრებულ ეტაპად მესახებოდა. ჩემთვის ის დამოუკიდებლობასთან და გაცნობიერებულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდებოდა.

შინაურულობის, საიმედოობისა და სიმყუდროვის განცდა მეხმარებოდა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენაში.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ პირველ კურსელი, როგორი თავდაჯერებულიც არ უნდა იყოს, ახალ ეტაპს იწყებს, რასაც გარკვეული სირთულეები ახლავს თან. ამ დროს მნიშვნელოვანია, მოახერხო საკუთარი თავის პოვნა უცხო სივრცეში.

მე სწორედ ეს გარემო დამეხმარა, რომ სიმორცხვე, მორიდებულობა, ნაკლები ინიციატივის გამოჩენის სურვილი გადამელახა და მექცია განვითარებისა და წარმატების ინსტრუმენტად.

ხშირად მახსენდება პირველი სემესტრის პერიოდი, როცა ჩემ კურსელ და ახლა უკვე ახლო მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიება დავგეგმე. ახლაც მიკვირს, როგორ შევძელით. ადმინისტრაციის წევრებს არ ვიცნობდით კარგად, თუმცა მაინც მოვახერხეთ კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ ჩვენი სურვილი.

გულწრფელად რომ გითხრათ, არაერთხელ მოსმენილი ფრაზა: "უნივერსიტეტმა პიროვნულად გამზარდა", ყოველთვის გაზვიადებული მეჩვენებოდა. ახლა კი მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

პირველი კურსიდან პატარ-პატარა მიზნებთან ერთად, შედარებით დიდი სურვილებიც მქონდა, რომლის განხორციელებაც ხშირად არარეალური და რთული მეგონა. ასეთი იყო სტიპენდიანტობა, რომელიც მიუწვდომელ მიზნად წარმომედგინა, თუმცა სურვილითა და მონდომებით ჩემთვის ყველაზე რთულ ეტაპზე, პანდემიის დროს, როცა აკადემიურის აღებასაც კი ვაპირებდი, სტიპენდიანტი გავხდი. ყოველთვის მხიბლავდა და დიდ ყურადღებას იქცევდა ფოიეში წარჩინებული სტუდენტებისთვის განკუთვნილი დაფა. ხშირად წარმომედგინა საკუთარი თავი ამ სივრცეში, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, ცოტა ხნის წინ კოორდინატორის ნათქვამი, რომ როგორც წარჩინებული სტუდენტი, დაფაზე ჩემი ფოტო უნდა განეთავსებინათ.

მიხარია, რომ სტუდენტობის პერიოდში თვითმმართველობაში განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი. ვახორციელებდი სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას. ვგეგმავდი საქველმოქმედო ღონისძიებებს და აქტიურად ვიყავი ჩართული საჯარო ლექციებში.

მეგობრებთან საუბრის დროს, როცა გამიჟღერებია გულისწყვეტა ბაკალავრის დასრულებასთან დაკავშირებით, ხშირად უთქვამთ, რომ "არაუშავს, კიდე გააგრძელებ სწავლას, შეგიძლია მაგისტრატურაზე ჩაბარება". რა თქმა უნდა, შემიძლია, თუმცა ეს სხვანაირად მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემ ცხოვრებაში. რასაკვირველია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ასევე საინტერესო, სასიამოვნო მოგონებებითა და ნაყოფიერი დღეებით დატვირთული პერიოდი არ შეიძლება იყოს მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება, თუმცა ამ ეტაპის დასრულებაზე ფიქრი ცოტას მაინც მასევდიანებს.

ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩემთვის ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ სტუდენტს, ვისთანაც თუნდაც ზედაპირული კომუნიკაცია მქონია. ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამ კონტაქტმა და უკუკავშირებმა გამზარდა.
ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი ფსიქოლოგიის გარდა სხვა სფეროში და ვერც SANGU-ს გარდა - სხვა უნივერსიტეტში.

წელს არ ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას. მაგრამ ჩემი ერთ-ერთი მიზანი, რომელიც დიდი ხანია, სკოლის პერიოდიდან მაქვს და SANGU-ში ჩაბარების შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა, ვიყო აკადემიურ სფეროში როგორც ლექტორი, აუცილებლად განვახორციელებ და დავბრუნდები SANGU-ში ახალი სტატუსით.

განვლილი წლების განმავლობაში კეთილგანწყობას ვგრძნობდი როგორც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისგან, ისე ადმინისტრაციის წევრების მხრიდან, რაც სისავსის განცდას მმატებდა.

SANGU-ში შეძენილი ადამიანები დიდი მონაპოვარია ჩემთვის, რისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები სამყაროსი.

მადლობა დადებითი ემოციებისთვის, რომელიც ყოველთვის მაძლევდა ბიძგს არ გავჩერებულიყავი და გამეგრძელებინა.

დიდი მადლობა თქვენ, სარედაქციო კოლეგიას, ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ჩემი რიგით მესამე სტატია ქვეყნდება.

ჩემი გულითადი მხარდაჭერა ყველა აქტიურ სტუდენტსა და მომავალ SANGU-ელს.

 

სალომე სისაური, SANGU-ს სტუდენტი

წიგნის - "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება

21 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წიგნის - "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება გაიმართა. წიგნი გამომცემლობა "არტანუჯმა" საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, SANGU-ს პროფესორის, აკადემიკოს როინ მეტრეველის რედაქტორობით გამოსცა.

ღონისძიება გახსნა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა; შეხვედრის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. მეუფე იაკობმა ბატონ როინს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა, მიულოცა ამ არაჩვეულებრივი წიგნის გამოცემა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა წარმოდგენილი წიგნის შექმნის ისტორიაზე ისაუბრა, რომელშიც სიღრმისეულად არის განხილული ქართული საერთაშორისო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები და დიპლომატია უძველესი დროიდან დღემდე. აღსანიშნავია, რომ წიგნი ქართული დიპლომატიის ისტორია ბევრმა უმაღლესმა სასწავლებლებმა უკვე სასწავლო პროცესში შეიტანა და სალექციო პროცესში ინტეგრირდა.

გამომცემლობა "არტანუჯის" დირექტორმა, პროფესორმა ბუბა კუდავამ, თავის გამოსვლაში, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ უაღრესად საჭირო გამოცემის შესახებ; წიგნის ღირსებებზე, ქართული დიპლომატიის ისტორიის მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ერეკლე ასტახიშვილმა, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ გურულმა და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ ბატონ როინს მიულოცა და ძალიან მაღალი შეფასება მისცა გამოცემას. მან დამსწრეთ მოახსენა როგორც მეცნიერებათა აკადემიის, ისე თავისი პირადი დამოკიდებულება ამ არაჩვეულებრივი წიგნისადმი. აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ,,ქართული მენტალიტეტი ქართული წეს-ადათი ცხოვრებისა, რომელიც გახდა საფუძველი იმ ძველი დიპლომატიისა, რომელიც არსებობდა მანამდე, ვიდრე საერთაშორისო კანონებზე გადავიდოდა".

ღონისძიებას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ესწრებოდა. მან ავტორთა ჯგუფს წიგნის გამოცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თანამედროვე პროცესებში და თანამედროვე პოლიტიკაში ჩართული ადამიანები უნდა ეცნობოდნენ და ზედმიწევნით შეისწავლიდნენ, თუ რას წერენ თანამედროვე მეცნიერები. ეს მეცნიერთა ჯგუფის მიერ შედგენილი ნაშრომების პირველი გამოცემა არ არის, თუმცა ასეთი შეკრული, სავსე და ერთად წარმოდგენილი პირველია აღნიშნა მან.
დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, რომელმაც მიულოცა ქართველ საზოგადოებას წიგნის გამოცემა და მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილ მეცნიერებს იმისთვის, რომ გლობალური თუ ადგილობრივი გამოწვევების ჟამს, მათი დამსახურებით სამეცნიერო საქმიანობა გრძელდება, და ამ წიგნით, მომავალი თაობები შეძლებენ გაეცნონ ისტორიულ ფაქტებს საქართველოს ისტორიისა და ქართული დიპლომატიის განვითარების შესახებ.

წიგნში "ქართული დიპლომატიის ისტორია" გაანალიზებულია უცხოური თუ ქართული წყაროები საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატის შესახებ; განხილულია დიაოხისა და კოლხას, ეგრისისა და ქართლის, ცალკეული სამეფო-სამთავროების საგარეო ურთიერთობები; ასევე ერთიანი ქართული სახელმწიფოს დიპლომატიური ბრძოლა საერთაშორისო არენაზე აღიარებისა და სრული სუვერენიტეტის მოპოვებისათვის, წარმოდგენილია დიპლომატიური სამსახურისა და ეტიკეტის შექმნის ისტორია. დიდი ადგილი ეთმობა რუსეთთან ურთიერთობის დეტალებს, გეორგიევსკის ტრაქტატს; დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვას; საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას და ბოლოს, გასული საუკუნის 90-იანი წლების საგარეო პოლიტიკას.

ამ საინტერესო გამოცემის წარდგინება ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგინება
                                                        

18 აპრილს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ვიქტორ ფრანკლის წიგნის „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ წარდგინება გაიმართა. წიგნი SANGU-სთან თანამშრომლობით, გამომცემლობა „დიოგენემ“ და კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) ქართულ ენაზე გამოსცა.

ავსტრიელმა ფსიქიატრმა, ფსიქოთერაპევტმა და ლოგოთერაპიის ფუძემდებელმა ვიქტორ ფრანკლიმ წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა 9 დღეში დაეწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს. მან სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას.

წიგნი შედის „დიოგენეს“ ახალ სერიაში “NONFICTION”, რომელიც არამხატვრულ ლიტერატურას აერთიანებს, მათ შორის, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ ნაშრომებს.

ღონისძიება გახსნა და ფრანკლსა და მის წიგნზე ისაუბრა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა. „დიოგენეს“ დამფუძნებელმა თამარ ლებანიძემ, წიგნი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა და „NONFICTION” სერიაზე ისაუბრა. ფრანკლისა და მისი მოძღვრების შესახებ ლექცია წაიკითხა ფსიქოლოგმა, ლოგოთერაპევტმა, პროფესიონალმა ქოუჩმა, კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის (CALEA) პრეზიდენტმა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა) ნინო ბერძნიშვილმა. თარგმნის პროცესისა და ნაშრომის შესახებ კი მთარგმნელმა მაია ბადრიძემ ისაუბრა

დასასრულს სპეციალურად წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის, მოეწყო სერია “NONFICTION”-ის გამოფენა-გაყიდვა, სადაც წიგნები 30%-იანი ფასდაკლებით იყო წარმოდგენილი.

ვიზიტი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში
6 აპრილს, პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
 
შეხვედრის პირველ ნაწილში მოსწავლეები SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროს დავით გორგიაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის, სწავლის შესაძლებლობების, გაცვლითი პროგრამების, სტიპენდიებისა და სხვადასხვა საშეღავათო პირობების შესახებ.
 
შეხვედრის მეორე ნაწილში, მოსწავლეებმა და SANGU-ს ამავე პროგრამის სტუდენტებმა, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ღოღონიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დაათვალიერებინეს საკასო ცენტრის სპეციალიზებული შენობა, ფულის საცავი და იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე ესაუბრნენ, რომელიც ამ ნაგებობას გააჩნია. ასევე, გააცნეს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მართვის პროცესები.
ღონისძიება მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას მიეძღვნა

4 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ,,იცანის" ორგანიზებით და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობით რიგით მეცამეტე საღამო გაიმართა. თეატრალიზებული ღონისძიება მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას ცხოვრებასა და მოწამებრივ ღვაწლს მიეძღვნა.

შეხვედრა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნეს. მათ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, სხვა სასულიერო პირები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იცანის“ წარმომადგენლები, SANGU-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

ფილმის - „ვარსკვლავიანი დედამიწა“ ჩენება

31 მარტს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ლიტერატურათმცოდნისა და კინოდოკუმენტალისტის, საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ჟურნალისტის ნინო ხოფერიას დოკუმენტური ფილმის „ვარსკვლავიანი დედამიწა“ ჩვენება გაიმართა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება.

სახელოვანი წარსულის გახსენებით და დღევანდელი დიდების ჩვენებით ფილმი პატრიოტიზმის, ეროვნული სიამაყის გრძნობას აღვიძებს თითოეულ ქართველ მაყურებელში და ქართული ფეხბურთის მომავლის იმედით ავსებს. ფილმი ვეტერანი ფეხბურთელებისა და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ხვიჩა კვარაცხელიას წარმატების, პროფესიონალიზმისა და პიროვნული თვისებების შესახებ გვიამბობს.

ფილმის ჩვენებას SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.  ნინო ხოფერიამ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

SANGU-ს რექტორი რუსთავის 23 სკოლას ესტუმრა

30 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული და საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დავით გორგიაშვილი ქალაქ რუსთავის ვაჟა-ფშაველას სახელობის 23 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიას - „XXI საუკუნე, საქართველო - გამოწვევები და პერსპექტივები“ დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, დისკუსიაში მონაწილე მოსწავლეებმა, მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მოხსენებები წარუდგინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

დასასრულს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მადლობა გადაუხადა მათ მოწვევისთვის და წარმატებები უსურვა.

შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი ფეხბურთში

25 მარტს, SANGU-ს სპორტის და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, კუს ტბის სტადიონზე, ფეხბურთის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი გაიმართა, რომელშიც გუნდები: „TULE“, „სამართალი“ და „FC KVARA“ მონაწილეობდნენ.

I ადგილი ირაკლი ბაცანაძის კაპიტნობით მოიპოვა გუნდმა „TULE“, II ადგილზე გავიდა გუნდი „სამართალი“ დავით ჟვანიას კაპიტნობით, III ადგილი კი ლადო დარსანიას კაპიტნობით გუნდმა „FC KVARA“ დაიკავა.

ასევე გამოვლინდნენ - ტურნირის ბომბარდირი ირაკლი ბაცანაძე, საუკეთესო მეკარე შოთიკო სარდალიშვილი და საუკეთესო მოთამაშე ლაშა ჯაგოევი, რომლებიც დაჯილდოვდნენ მედლებით და საჩუქრად SANGU-ს სპორტდარბაზის სამთვიანი აბონემენტები გადაეცათ.

სტუდენტები საქართველოს პარლამენტში

2023 წლის 22 მარტს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტები ასოცირებული პროფესორის მაია მანჩხაშვილის ხელმძღვანელობით მეორედ იმყოფებოდნენ  საქართველოს პარლამენტში.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ პარლამენტი,  გაცნობოდნენ საქართველოს პარლამენტის მუშაობის პრინციპს და დასწრებოდნენ ერთ-ერთ სხდომას.

SANGU-ში ღია კარის დღე გაიმართა

27 მარტს, SANGU-ში, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.

შეხვედრა წარმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა მაია გაბუნიამ.

ღია კარის დღის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორებისა და ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ. მათ ასევე დაათვალიერეს უნივერსიტეტი და SANGU-ს საბაკალავრო და გაცვლითი პროგრამების, სპეციალური შეთავაზებების, სტაჟირების, სტიპენდიებისა და თანადაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

აღმოაჩინე შენი პროფესია
     

 SANGU-ში პროექტის „აღმოაჩინე შენი პროფესია“ ფარგლებში ტრენინგების ციკლი გრძელდება. 21-23 მარტს, X-XII კლასის მოსწავლეებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლამ უმასპინძლა.

21 მარტს, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით ტრენინგი წარმართეს SANGU-ს პროფესორებმა: საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ალიბეგაშვილმა, ფილოლოგიის დოქტორებმა - ეკა დუღაშვილმა და თეა ბურჭულაძემ, ლინგვისტიკის მაგისტრმა, ნათია სადღობელაშვილმა. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების იმიტირებული დავალების შესრულებაში და ლიტერატურულ ვიქტორინაში.

22 მარტს, ისტორიის მიმართულებით ტრენინგი წარმართა ისტორიის დოქტორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, SANGU-ს ლექტორმა მირიან ხოსიტაშვილმა. ტრენინგის მსვლელობის დროს აბიტურიენტებმა მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში, სადაც მათ გუნდურად კონკრეტული ისტორიული მოვლენის/გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის ტექსტებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცათ.

23 მარტს, საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართა ვორქშოფი თემაზე: „გაეროს მოდელირება“, რომელიც წარმართა კონფლიქტოლოგმა თამარ თოლორდავამ. ვორქშოფის მსვლელობის დროს შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიმდინარე აქტუალური პროცესის მოდელირებაში მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები და SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები.

ფოტოალბომი იხილეთ Facebook გვერდზე

შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა SANGU-ში

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

დასაქმების ბაზარზე, კვალიფიციურ სპეციალისტებზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, SANGU-ში, დარგის წამყვანი სპეციალისტები მსურველებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარებიან.

SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის მსმენელებს პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ ხუთი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო სფერო, სამშენებლო და მომსახურების სფეროები.

პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მსმენელებმა რეალურ სამუშაო გარემოში შეასრულეს დავალებები, რაც მათ თეორიული ცოდნის გამყარებაში და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარებათ.

SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საეთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა .
მარიამი აღმოსავლური ენების შესწავლით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული, ჩინური ენის შესწავლა კი ერთ წელიწადში შეძლო. მათ ვისაც ჩინურის შესწავლა სურთ ურჩევს, გადადგან ეს ნაბიჯი და თავად მიხვდებიან, რომ აქ დაუძლეველი არაფერია.

-მარიამ მოგესალმები!
-მოგესალმებით.

-თავდაპირველად გვიამბე, რატომ გადაწყვიტე SANGU-ში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე ჩაბარება?
-აბიტურიენტობის პერიოდიდანვე ვფიქრობდი SANGU-ში ჩაბარებაზე, ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, ჩემი კარიერული მიზნებიდან გამომდინარე, ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ის დამატებითი უნარები, რასაც აქ შევიძენდი, მათ შორის დამატებითი უცხო ენის, ჩინურის შესწავლა.

-გარდა თეორიული ცოდნისა კიდევ რა შესაძლებლობებს გთავაზობს SANGU პროფესიული უნარების განსამტკიცებლად?
-მეცადინეობებზე თეორიული ცოდნის გარდა აქტიურად განვიხილავთ პრაქტიკულ მაგალითებს, ვაანალიზებთ კონკრეტულ მოვლენებსა თუ თემებს. ხშირია სხვადასხვა სახის აქტივობები, რაც განამტკიცებს მომავალ პროფესიულ უნარებს.

-რატომ გადაწყვიტე ჩინური ენის შესწავლა?
-ზოგადად აღმოსავლური ენების შესწავლით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, მათ შორის ჩინური ენით და კულტურით. რაც მეტ ენას ვსწავლობთ, მით უფრო მეტ საჭირო და საინტერესო მასალაზე მიგვიწვდება ხელი.

-ახლახან ჩააბარე ჩინური ენის B2 დონის საერთაშორისო გამოცდა, რაც დიდი წარმატებაა და გილოცავ. გვიამბე რა პროცესები გაიარე და რა გეგმები გაქვს ამ მიმართულებით.
-დიდი მადლობა. ჩინური ენის სწავლა დავიწყე გასულ წელს, რაც საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. უშუალოდ საერთაშორისო გამოცდისთვის მხოლოდ რამდენიმე თვე ვემზადებოდი, რაც ჩვეულებრივ საკმარისი არ არის, თუმცა ჩემი ლექტორის ნინი ასანიძის დახმარებით და ინტენსიური მეცადინეობით მივაღწიე სასურველ შედეგს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ უფრო მაღალი დონის გამოცდაზე გასვლას, რომ საფუძვლიანად დავეუფლო ჩინურ ენას და ჩემს მომავალ კარიერაში გამოვიყენო.

-რას ურჩევ მათ, ვისაც ჩინური ენის შესწავლა სურთ და თვლიან, რომ არც ისე მარტივია?
-ჩინური და ზოგადად აღმოსავლური ენები მკვეთრად განსხვავდება დასავლურისგან, რაც ხშირად მეტ სირთულესთან ასოცირდება. ჩინური ნამდვილად არ არის მარტივი ენა, თუმცა საკმარისი მონდომებით და კონკრეტული მიზნის ქონით ეს პროცესი უფრო საინტერესო ხდება. ვისაც ჩინური ენის შესწავლა სურს, ვურჩევ რომ გარკვეული წინასწარი წარმოდგენების მიუხედავად გადადგან ეს ნაბიჯი და თავად მიხვდებიან, რომ აქ დაუძლეველი ნამდვილად არაფერია და კარიერულ წინსვლაში დიდ წვლილს შეიტანს.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

თბილისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს

13-17 მარტს, თბილისი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.

 

თბილისის საკრებულოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში პირველ შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური.

 

ღონისძიების ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრეს.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სექტორში საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, პირველი ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“ განახორციელა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ.

 

გამოიცა ახალი მონოგრაფია

გამოიცა ახალი მონოგრაფია „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“, რომლის ავტორებიც არიან: ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე (1960-2021) - ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ტაბიძე - ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევრები: ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა და თურქეთის დუზჯეს უნივერსიტეტის პროფესორები: ფილოლოგიის დოქტორი ფევზი ჩელები (ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული) და ფილოლოგიის დოქტორი მაკა სალია.

მონოგრაფია წარმოადგენს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული, იმავე სახელწოდების პროექტის (ხელმძღვანელი 2021 წლამდე - პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, 2021 წლიდან - პროფ. მანანა ტაბიძე) ფარგლებში შექმნილ შემაჯამებელ ნაშრომს. ის შესრულდა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრში. მონოგრაფიაში განხილულია თურქეთის რესპუბლიკის სამ რეგიონში (შუა შავიზღვისპირეთში, სამხრეთ-დასავლეთ შავიზღვისპირეთსა და მარმარილოს ზღვისპირეთში) მოსახლე, ქართველურენოვან მუჰაჯირთა (1878-1882 წლებში, საქართველოს ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი კუთხეებიდან ოსმალეთში გადახვეწილ მუსლიმან ქართველთა) შთამომავლების მეტყველებაში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი თავისებურება - ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევა; დადგენილია მისი მთავარი კანონზომიერებები.

მონოგრაფია დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“. მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

 

ჯემალ ხუციშვილი 85

10 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მხატვარ ჯემალ ხუციშვილს და მის მეუღლეს, ხელოვნებათმცოდნე ნათელა გულდამაშვილს უმასპინძლა.

შეხვედრაზე SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, უნივერსიტეტის კანცლერმა, ბატონმა თამაზ ვაჩაძემ, პროფესორმა ეთერ თათარაიძემ და არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა ხელოვანის შემოქმედებაზე და მის პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, მხატვარმა, სტუდენტთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ბატონმა ჯემალმა უნივერსიტეტს თავის ნამუშევრები - წმინდა ანდრია პირველწოდებული, მწყემსი კეთილი და ახალი აღთქმა უსახსოვრა. ქართულმა უნივერსიტეტმა კი, მას, მადლობის სიგელი და ბიბლია გადასცა საჩუქრად.

SANGU-ს პროფესორი, საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამა” გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) თანამშრომლობით განხორციელდა.
პროგრამის მიზანი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ევროპის კვლევით სივრცეში ქართველ მკვლევართა ინტეგრაცია და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ისტორიის, მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების წარმოჩენაა.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში SANGU-ს ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური იტალიის სალერნოს უნივერსიტეტში ჭკვიანი შეფუთვის საკითხების კვლევაზე სამუშაოდ გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ მობილობის საგრანტო კონკურსში 119 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგან 50-მა გაიმარჯვა. პროექტებისა და კონკურსანტების შეფასება ევროპის კვლევითი აღმასრულებელი სააგენტოს (EREA - European Research Executive Agency) მონაცემთა ბაზიდან შერჩეულმა ექსპერტებმა განახორციელეს.

ვულოცავთ იზა გიგაურს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

ტრენინგი ინტერნაციონალიზაციის შესახებ

 

1 მარტს, SANGU-ს მრჩეველმა, ირინე დარჩიამ ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი ინტერნაციონალიზაციის შესახებ.

სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ტრენინგის ფარგლებში მსმენელები ინტერაქტიულ რეჟიმში გაეცნენ ინტერნაციონალიზაციის როლს და მის საკვანძო საკითხებს სწავლებისა და კვლევის პროცესში, ასევე განიხილეს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით დღეს არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები.

SANGU - ადგილი, რომელიც სლოგანს „Nocse te ipsum“ ამართლებს

გადაწყვეტილება, რომ სწავლა უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, ჩემთვის ნამდვილი გამოწვევა იყო. სკოლაში წარმატებების მიუხედავად, აბიტურიენტობის პერიოდი საკმაოდ რთული და სტრესული აღმოჩნდა. არ ვიცოდი, არჩევანს რომელ უნივერსიტეტზე შევაჩერებდი. მოგეხსენებათ, ჩოვიდ-19-ის პერიოდში უფრო რთული იყო რომელიმე უნივერსიტეტში ვიზიტი და მთლიანად სოციალური ქსელებით ამუშავებულ მარკეტინგზე იყო დამოკიდებული აბიტურიენტის არჩევანი. სწორედ ამ პერიოდში შესანიშნავმა ისტორიკოსმა (ჩემმა მასწავლებელმა) თამარ ქაფიანიძემ ეს უნივერსიტეტი მირჩია, რის გამოც მისი ძალიან მადლიერი ვარ.

დავიწყე SANGU -ზე ინფორმაციის მოძიება. პირველად რაც ვნახე, ეს SANGU -ს ონლაინ პლატფორმა იყო. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ საპატრიარქოს უნივერსიტეტი იყო. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გარემოს, თუ რამდენად მოტივაციური იქნებოდა ჩემთვის, ასევე ლექტორების დამოკიდებულებასა და სტუდენტებს. მიუხედავად ზემოხსენებული ჩოვიდ-19-გან გამოწვეული პრობლემებისა, 2022 წლის თებერვალში SANGU -ში მიმდინარეობდა ინდივიდუალური ღია კარის დღეები და აბიტურიენტებს საშუალება ეძლეოდათ გასაუბრებოდნენ ლექტორებსა და ადმინისტრაციას, გაეცათ პასუხები კითხვებზე და დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტი. მეც არ დავაყოვნე და უნივერსიტეტში მოვედი.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ როდესაც პირველად დავინახე უნივერსიტეტი, უკვე ვიცოდი, რომ აქ ჩავაბარებდი. ადამიანები, რომლებიც მე ამ დღეს გავიცანი, უშუალო დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. გარემომ კი უბრალოდ, მოლოდინს გადააჭარბა. განსაკუთრებით ყურადღება მიიქცია ბიბლიოთეკამ, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ ინვენტარითა და წიგნით, რომლებიც შეიძლება სტუდენტს დასჭირდეს. გარემო კი ჯანსაღი და თანამედროვეა.

SANGU -ში დამხვდა ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. ლექტორების დამოკიდებულება ჩემთვის ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით იმის მერე, რაც მოვისმინე, რომ აქ ,,ყველა ლექტორი სტუდენტის მხარესაა“. დასაფასებელია მათი პროფესიონალიზმი და საქმისადმი სწორი მიდგომა, რომელიც აქ მოსვლის პირველივე დღიდან შევამჩნიე. სწორედ ამიტომ ავირჩიე SANGU. ის გასაქანს აძლევდა ჩემს ზოგად ცოდნას, ურთიერთობებს, პროფესიულ განვითარებას და ამასთანავე, მაქვს შესაძლებლობა ვიყო იმ გარემოში, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ.

პირველკურსელობა...

ყოველთვის მეგონა, რომ პირველი წელი შედარებით აქტივობას მოკლებული იქნებოდა, რადგან ,,ახალი“ ვიყავი, მაგრამ, საბედნიეროდ, შევცდი. ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრია, რაც SANGU -ში ვსწავლობ, მიუხედავად ამისა, უამრავ აქტივობაში მივიღე მონაწილეობა (აკადემიურ სივრცეში გასვლები- კონსერვატორია, მუზეუმი-, ექსკურსია, საახალწლო კონცერტი...), რაც უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის, ყოველი სტუდენტის დამსახურებაა. აქ ნებისმიერი სტუდენტის სიტყვა ღირებულია და ყველა ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ SANGU -ს განვითარებაში.

ვფიქრობ, SANGU ის ადგილია, რომელიც თავის სლოგანს („Nocse te ipsum“) ამართლებს.

 

ელენე ხაჭაპურიძე
ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

თანამშრომლობა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო პირველი ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“.

პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

23 თებერვალს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სოფო მომცელიძემ, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სერგო სანიკიძემ და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლანა გელაშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს SANGU-ს სტუდენტებთან.  

შეხვედრას ესწრებოდნენ SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, პროფესორ-მასწავლებლები და  სტუდენტები.

შეხვედრის ფარგლებში SANGU-სა და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მთავარი მიზანია სტუდენტების ხელშეწყობა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. 

 

ბიზნეს ინფორმატიკის ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც ბიზნეს ინფორმატიკის სფეროში სწავლის გაგრძელებითაა დაინტერესებული!

SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს (NKU) შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიზნეს ინფორმატიკის ახალი, ერთობლივი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე.

პროგრამა გააერთიანებს ორივე უნივერსიტეტის გამოცდილებასა და რესურსებს, რაც სტუდენტებს გამოუმუშავებს საჭირო ცოდნასა და აუცილებელ უნარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმატებული წარმართვისათვის!

გვადევნეთ თვალი არ გამოგრჩეთ სიახლეები ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ!

NKU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა საუკეთესოთა შორისაა

SANGU-ს პარტნიორი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentucky University) ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA) US News და World Report-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით შეერთებულ შტატებში საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამებს შორისაა.

„აშშ-ს News & World Report-ის რეიტინგი არის პროგრამების რეიტინგის ოქროს სტანდარტი“, - აცხადებს დოქტორ ჰასან რ. ჰასაბელნაბი, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ჰაილის ბიზნესის კოლეჯის დეკანი და ბუღალტრული აღრიცხვის პროფესორი. „რეიტინგში გამოყენებული კრიტერიუმები უზრუნველყოფს, რომ NKU განაგრძობს უმაღლესი ხარისხის, MBA განათლების მიწოდებას, რომელიც შესძენს ჩვენს კურსდამთავრებულებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც გადამწყვეტია წარმატების მისაღწევად დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ გლობალურ გარემოში“.

ვულოცავთ NKU-ს დიდი შრომის შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებას.

ამჟამად SANGU NKU-თან პარტნიორობით ახორციელებს ერთობლივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას - კიბერუსაფრთხოება, რომელიც აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ახლო მომავალში, ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

იხილეთ დეტალურად

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამაზე ნაშრომის დაცვა გაიმართა

23 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბაკალავრო ნაშრომის დაცვა გაიმართა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: გივი შილაკაძე - „ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობა“; ლენა ლობჯანიძე - „ჰიბრიდული ომები და გამოწვევები საქართველოსთვის“; თამარ კახნიაშვილი -„თურქეთი-ევროკავშირის ურთიერთობები (თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები)“; ნინო გორგაძე - „რუსული პროპაგანდის როლი საქართველოში“; სოფიკო სირაძე - „აბრაჰამ ლინკოლნი და ემანსიპაციის პროკლამაცია“.

წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომებისთვის ავტორებმა მიიღეს უმაღლესი შეფასება და მიენიჭათ საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

ტრენინგი სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის შესახებ

სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ადმინისტრაციული სამსახურების ჩართულობა, განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ პროცესში მათი ერთობლივი მუშაობის საჭიროებისა და მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობის მიზნით SANGU-ს მრჩეველმა ირინე დარჩიამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.

ტრენინგის მსმენელები, სამი დღის მანძილზე, ინტერაქტიულ რეჟიმში დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის, სხვადასხვა პროცედურების, დეპარტამენტებს შორის შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის, მართვის ეფექტური მეთოდების და საჭირო რესურსების შესახებ.

გამოვლინდა 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გამოავლინა 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები.
გამარჯვებულთა შორის არის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლექტორის, ისტორიის დოქტორის გელა ქისტაურის პროექტი: ,,ხადას ხეობა - უცნობი სულიერი და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტერდისციპლინური კვლევა“.


პროექტში ჩართული სამეცნიერო პერსონალი:

  • პროექტის ხელმძღვანელი - ისტორიის დოქტორი გელა ქისტაური.
  • პროექტის კოორდინატორი - ისტორიის მაგისტრი და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ისტორიისა და ეთნოლოგიის კოლექციების თანამშრომელი მარიამ ხინთიბიძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).
  • პროექტის ძირითადი პერსონალი: ისტორიის მაგისტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების აღრიცხვა-დაცვისა და მართვის სექტორის ლაბორანტი თამარ დიდებაშვილი (SANGU-ს კურსდამთავრებული). ოთარ ჟიჟიაშვილი - SANGU-ს ისტორიის დოქტორანტი. ისტორიის დოქტორი ირაკლი ფერაძე (SANGU-ს კურსდამთავრებული).


ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

SANGU-ს სტუდენტები თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრში სტაჟირებას გაივლიან

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები - მარიამ ჯანიაშვილი და აკაკი ხურციძე თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის სტაჟირების პროგრამაში ჩაერთნენ. ისინი უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით იმუშავებენ და ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.

აკაკი ხურციძე: სწავლის პარალელურად, ხშირად ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი სამეცნიერო კონფერენციებში. მონაწილეობა მივიღე თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში ,,დიპლომატები’’, სადაც შესაბამისი სერტიფიკატი გადმომეცა. ასევე მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება ცენტრისთვის აქტუალურ საგნებში, რის გამოც მოხდა ჩემი შერჩევა. ამჟამად უმცროსი სტაჟიორ-მკვლევარი ვარ. სამუშაო გრაფიკიც მოქნილია და სწავლაში ხელი არ მეშლება.

მარიამ ჯანიაშვილი: SANGU-ში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საგნებიდან გამომდინარე დავინტერესდი ამ საკითხებით და სტაჟირების გამოცხადების შემდეგ მივმართე ცენტრის ხელმძღვანელობას. გასაუბრების საფუძველზე მიმიღეს კონტრტერორიზმის და უსაფრთხოების მიმართულების სტაჟიორის პოზიციაზე. ჯეფერსონის ცენტრი ძირითადად ორიენტირებულია ახალი წევრების თვითგანათლებაზე, სტაჟირების შემდგომ ინტერესის მიხედვით ჩავერთვები ცენტრის საქმიანობაში.

SANGU-ს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა (SANGU) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივ საერთაშორისო ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა დაიწყო.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი შეხვდა კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს.

ყველა სტუდენტის სწავლის სრული დაფინანსებით SANGU დებს ინვესტიციას, რომ ქვეყნისთვის მომზადდეს კიბერუსაფრთხოების კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრები.

პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის აღნიშნული პროგრამა უნიკალურია თავისი არსით და ითვლება მოწინავედ კიბერუსაფრთხოების სფეროში. ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კი ასეთი ტიპის პროგრამა პირველი და ერთადერთია.

პროგრამის სტუდენტები მოსაზრებებს გვიზიარებენ:

 

გიორგი ბასილაძე, ხალიკ ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მთავარი მენეჯერი - იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაციის 95-97% ელექტრონული სახით ცირკულირებს, იქმნება ამ ინფორმაციის დაზიანების, მოპარვის, მითვისების, არალეგალური გამოყენების საფრთხე. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროგრამა მაძლევს შანსს, რომ მე, როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტმა, ტექნიკური კუთხით კვალიფიკაცია ავიმაღლო.
კურსი შედგენილია ისე, რომ გამორიცხავს სტუდენტის პასიურობას, შესაბამისად, ყველა სტუდენტი ჩართულია სწავლების პროცესში. არის როგორც თეორიული, ისე ლაბორატორიული და სადისკუსიო ნაწილი, ხოლო დამატებითი შეფასებისთვის არის კითხვარიც, რომელიც სრულად ფარავს სალექციო კურსს.
აღნიშნული კურსი აუცილებლად დამეხმარება, რათა მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩვენი ქვეყნის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვისათვის და კრიტიკული ინფორმაციის არალეგალურად გამოყენების აღმოსაფხვრელად. იმედი მაქვს, გავიზრდები პროფესიულად და შემეძლება სხვდასხვა კუთხით დავინახო ესა თუ ის პრობლემა ჩემივე მიმდინარე სამუშაოებში. ასევე, მიღებულ ცოდნას გავუზიარებ და გადავცემ ჩემს სტუდენტებს და შევეცდები ტექნიკური მიმართულებით უკეთესი პრაქტიკული უნარები განვუვითარო მათ.


თამარ ბურჯანაძე, ქართულ-ჩინური სამედიცინო ცენტრ „GCMC”-ის ჩინური ენის თარჯიმანი - სკოლის ასაკიდან მოყოლებული, ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო, ვცდილობდი სხვადასხვა წყაროდან თუ კურსებიდან გამეგო მეტი, მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი. მაგისტრატურაზე ჩაბარებისას ავირჩიე ამ სფეროსთან მაქსიმალურად მიახლოებული ფაკულტეტი, სადაც ცალკე საგნად ისწავლებოდა კიბერუსაფრთხოება. მაგრამ მალევე გავიგე SANGU-ს ამ სიახლის შესახებ და დაუფიქრებლად შემოვიტანე საბუთები. ნამდვილად იშვიათია ასეთი შანსი ცხოვრებაში.
სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო და ინფორმაციულია, პროფესორები ყოველთვის მზად არიან უპასუხონ დასმულ კითხვებს და გაგზავნილ მეილებს. მასალები ძალიან კარგად არის შედგენილი და ორგანიზებული, დავალებები საინტერესოა, შეფასებები კი - ყოველთვის სამართლიანი. ორ კვირაში უკვე შევძელი ახალი უნარების გამომუშავება და ცოდნის შეძენა.
კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობა ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. ვიცოდი, საკუთარი ძალებით მიღებული ცოდნით დასაქმება გრძელვადიანი პროცესი იქნებოდა, მაგრამ მაინც არ ვკარგავდი იმედს და არ ვზოგავდი ძალისხმევას. ახლა ეს მიზანი ბევრად რეალურია და ეს, რა თქმა უნდა, SANGU-ს და ჩკუ-ს დამსახურებაა. იმედი მაქვს, მიღებული ცოდნა დამეხმარება განვითარებაში და ამ სფეროში არაერთი წარმატების მიღწევაში.


მამუკა ანჯაფარიძე, სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2G დეველოპმენტ-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი - საქართველო ყოველთვის იყო და არის უდიდესი პოტენციალის მატარებელი ქვეყანა, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური კლიმატითა და ლოკაციით, არამედ თავისი სიპატარავით. ცნობილია, რომ ახალ-ახალი ტექნოლოგიები ყველაზე მარტივად სწორედ პატარა, კომპაქტურ ქვეყნებში იკიდებს ფეხს და ვითარდება, ამას შეიძლება ინოვაციების ინკუბატორიც კი ვუწოდოთ. რომ გადავხედოთ წარსულ სტატისტიკას და შედეგებს, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრი იდეა, სტარტაპი და წარმატებული კომპანია სწორედ საქართველოში დაინერგა პირველად. გავიხსენოთ Pulsar AI-ის წარმატება, დეველოპერული ჰაბების აჩქარებული ზრდა, საერთაშორისო ბაზარზე ქართველ პროფესიონალებზე გაზრდილი მოთხოვნა, ასევე Fintech-ი და ციფრული ბანკინგი, რომელშიც დღემდე პირველ ადგილზე ვართ მსოფლიო მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო პოტენციური საბადოა, რომლის მისაგნებად მხოლოდ წარმოსახვის უნარი და კარგი იდეაა საჭირო.
მოხარული ვარ, რომ SANGU ჩაერთო ამ შესანიშნავ პროგრამაში. ეს არის თანამედროვეობის იდეალურად მორგება. სწავლა საინტერესო და უფრო მოქნილია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ონლაინ სწავლა უკვე ძალიან კომფორტული გახდა. ასეთ გარემოში სწავლა ფუფუნებაა, რომელზეც ბევრს არ მიუწვდება ხელი. მოხიბლული ვარ როგორც სალექციო მასალებითა და აქტივობებით, ასევე პროფესორების პროფესიონალიზმით.
მოგეხსენებათ, მსოფლიო და ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იჭერს ელექტრონული მოწყობილობები, ინტერნეტსივრცე ჩვენი ყოველდღიურობისგან განუყოფელი გახდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ამასთან ერთად იზრდება უსაფრთხოების რისკები. კიბერსივრცე იქნება აქტუალური, სანამ ცივილიზაცია დამოკიდებული იქნება ტექნოლოგიებზე.

 

ვულოცავთ ჩვენს მაგისტრანტებს სწავლის დაწყებას, ვუსურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს.

შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო.

აღნიშნულ კურსზე ჩარიცხული სტუდენტები სამი თვის მანძილზე, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად დაეუფლებიან პროგრამით გათვალისწინებულ თეორიულ მასალას, პრაქტიკულ ნაწილს კი - მძიმე მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობის, სამედიცინო, სამშენებლო და მომსახურების სფეროს მიმართულებით შესაბამის ორგანოებში გაივლიან.

SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა, დარგის პროფესიონალი, პრაქტიკოსი სპეციალისტების ჩართულობით, შრომის ბაზარზე ახალი, ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლების საუკეთესო შესაძლებლობაა.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს სწავლის დაწყებას და კურსის წარმატებულად დასრულებას ვუსურვებთ.

SANGU-სა და „CYSEC“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევით ცენტრ CYSEC-ს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და „CYSEC“-ის დირექტორმა ანდრია გოცირიძემ.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა ეფექტური და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა,  სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების  თანამედროვე მეთოდების გამოყენება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

„CYSEC“-ი უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ წარგზავნილი სტუდენტების  ჩართულობას მათ მიერ ორგანიზებულ პროექტებში; შიდა კონკურსის წესით შერჩეულ სტუდენტთა მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციებში; ჩართულობას სტაჟირების პროგრამებში როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში; სტუდენტების დასწრებას  ორგანიზაციის   მიერ ორგანიზებულ ისეთი ტიპის ღონისძიებებზე, რომლებზეც მოწვეული იქნებიან კიბერუსაფრთხოების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების  სპეციალისტები და  სხვა სტუმრები.

SANGU, თავის მხრივ, კოორდინაციას გაუწევს უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის  მიერ ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებას, განხორციელებას და მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.

 

 

SANGU-ში კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

5-10 დეკემბერს, SANGU-ში კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

სასწავლო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფები სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის. სემინარი თემაზე - "ხელოვნური ინტელექტი, თეორია და პრაქტიკა" წარმართა ასოცირებულმა პროფესორმა პაატა გოგიშვილმა; "3d მოდელირება" კი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახაბერ რევაზიშვილმა.

10 დეკემბერს, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი ვებინარი "კომპიუტინგის ზოგიერთი თეორიული და გამოყენებითი ასპექტი" შედგა, რომელშიც SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების პროფესორებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც მონაწილეობდნენ.

ვებინარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: პაატა გოგიშვილი - რამდენიმე მაგალითით სწავლა; ვახტანგ ლალუაშვილი - რევერსული ინჟინერია (დისასემბლინგი); ლელა მირცხულავა - 5G და IoT-ის კიბერუსაფრთხოების ანალიზი კვანტური ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით; ალექსანდრე გამყრელიძე, რევაზ ქურდიანი - პიქსელური გეომეტრიის საკითხები; გიგა ჩალაური - სტატიკური კოდის ანალიზატორი checkstyle; კობა გელაშვილი, პაატა გოგიშვილი - ინერციიანი მინიმაიზერი ოსცილაციის გარეშე.

 

SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას გვანცა ტაბაღუა უხელმძღვანელებს

SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. იგი ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია და უნივერსიტეტის თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის გასულ წელს ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს წარმატებულად ხელმძღვანელობდა. საინტერესოა, როგორია მისი, ახლა უკვე, როგორც პრეზიდენტის ხედვა და სამომავლო გეგმები.

გვანცა, მოგესალმები და გილოცავ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას.

დიდი მადლობა!

SANGU-ს სტუდენტებმა თავიანთი არჩევანით ნდობა გამოგიცხადეს, რომელსაც გამართლება სჭირდება, რამდენად ხარ მზად ამისთვის?
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც ნდობა გამომიცხადეს. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული მათგანის წინაშე. ვეცდები, გავამართლო სტუდენტთა იმედები. რაც შეეხება მზადყოფნას, რა თქმა უნდა, მეც და და ჩემი თანაგუნდელებიც ამ პასუხისმგებლობისთვის მზად ვართ.

ვინ იქნებიან ვიცე-პრეზიდენტები, გაგვაცანი.
თვითმმართველობას ჰყავს ორი ვიცე-პრეზიდენტი: შოთა ბითაძე და ქეთევან კაცელაშვილი. პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს თავად დანიშნოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ შემთხვევაში პირველ ვიცე-პრეზიდენტად შოთა ბითაძე დაინიშნა, მეორე ვიცე-პრეზიდენტად კი შიდა არჩევნების შედეგად თვითმმართველობის წევრებმა ავირჩიეთ ქეთევან კაცელაშვილი.
ორივე მათგანი მუშაობდა წინა მოწვევის თვითმმართველობაში. ქეთევანი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო, შოთა კი - სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

არც შენთვის არის ახალი სტუდენტური თვითმმართველობა, გასულ წელს საკმაოდ წარმატებულად ხელმძღვანელობდი ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს. ვის გადააბარე აღნიშნული კლუბი და რომელი კლუბები განაგრძობენ წელს აქტიურ საქმიანობას?
მართალია, წინა წელსაც ვიყავი თვითმმართველობაში და ვხელმძღვანელობდი ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგანაც პირველ კურსზე ვსწავლობდი, ამასთან, პანდემიის გამო სტუდენტების ნაწილი არ დადიოდა უნივერსიტეტში, რამაც ხელი ნაწილობრივ შეგვიშალა, თუმცა ექსკურსიებმა სტუდენტები ერთმანეთთან დააახლოვა და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. ლაშქრობა-ექსკურსიის დეპარტამენტს ამჟამად ორი ხელმძღვანელი ჰყავს, ესენი არიან: ნიკოლოზ კოკაია და მარიამ ყურუა. ნიკოლოზი კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია, მარიამი კი - ისტორიის მესამე კურსის. მარიამი წინა მოწვევის თვითმმართველობაში საქველმოქმედო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ნიკოლოზი კი წელს პირველადაა თვითმმართველობაში. ვფიქრობ, რომ ორივე კარგად გაართმევს თავს საქმეს. ამ დეპარტამენტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, რადგან მე ვხელმძღვანელობდი და დათმობაც კი გამიჭირდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სანდო ადამიანებს გადავაბარე და მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ.
რაც შეეხება დეპარტამენტებს, ვგეგმავთ, რომ ახალიც ჩამოვაყალიბოთ, მეტად აქტიური და საინტერესო სტუდენტებისთვის. ამის შესახებ დროთა განმავლობაში მივაწვდით ინფორმაციას სტუდენტებს ჩვენი თვითმმართველობის გვერდის საშუალებით, კერძოდ, instagram, facebook და Tik-Tok გვერდებიდან.

რა სიახლეებს შეიტანთ შენ და შენი გუნდი ახალი სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში?
ჩვენს გუნდს დიდი სურვილი აქვს, რომ სხვადასხვა ღონისძიებები ჩავატაროთ როგორც უნივერსიტეტში, ისე მის გარეთ SANGU- ს სახელით. რაც შეეხება სიახლეებს, ვგეგმავთ, რომ მეტი კომუნიკაცია გვქონდეს სტუდენტებთან და მათი საჭიროებიდან გამომდინარე გაკეთდეს ყველაფერი. რამდენიმე დღის წინათ სტუდენტებთან გვქონდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მათ შეეძლოთ ესაუბრათ თავიანთ სურვილებსა და საჭიროებებზე. სამომავლოდაც იგეგმება მსგავსი შეხვედრები, რათა გავიგოთ მათი საჭიროებების შესახებ. ჩვენც, თვითმმართველობის წევრებიც, ვართ სტუდენტები და ისეთ ღონისძიებას ან აქტივობას არ დავგეგმავთ, როგორიც ჩვენ არ გაგვიხარდებოდა, ამიტომ ვცდილობთ, სტუდენტების სურვილები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილ ღონისძიებებზე რას გვეტყვი?
თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტში ჩატარდა საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ SANGU-ს სტუდენტები. მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ შრომატევადი იყო, ყოველ დღე მიმდინარეობდა აქტიური რეპეტიციები. სტუდენტები ძალიან მონდომებული იყვნენ, თითოეულ ნომერში ძალიან დიდ შრომა ჩადეს და, მართლაც, ძალიან კარგი, სიურპრიზებით აღსავსე ღონისძიება გამოვიდა.

რას ურჩევ მათ, ვინც არ არის ჩართული აქტიურად სტუდენტურ ცხოვრებაში?
ჩვენი სურვილია, რომ აქტიური სტუდენტური ცხოვრება გვქონდეს, ამის შესაქმნელად ბევრს ვშრომობთ, თუმცა, სამწუხაროდ, სტუდენტთა ნაწილი არაა აქტიურად ჩართული ამ საქმიანობაში. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, პოსტპანდემიური პერიოდია, რადგან კოვიდის პერიოდში გაჩერებული იყო ყველაფერი. ამ ყველაფერმა კი მათ დააკარგვინა სტუდენტური ცხოვრების მიმართ ინტერესი. ამიტომ მინდა ვთხოვო მათ, ვინც ჯერ კიდევ არ მონაწილეობს სტუდენტურ ღონისძიებებში, რომ ჩაერთონ ამ აქტივობებში, რადგან ეს ყველაფერი მათთვის კეთდება, არ დაივიწყონ, რომ სტუდენტური პერიოდი აღარ დაბრუნდება. არა მარტო მათ, არამედ ჩვენც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო. თუ რომელიმე სტუდენტს რაიმე დააინტერესებს ან რაიმე იდეით მოვა, რომლის განხორციელებაშიც ჩვენი დახმარება დასჭირდება, მათთვის ჩვენი ოთახის კარი მუდამ ღიაა!

როგორია შენი რეზიდენტული ერთი დღე SANGU-ში?
ჩემი დღე იწყება დილით ლექციებით, ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ და მაქვს ლექცია-სემინარები. სალექციო დროის დასრულების შემდეგ თვითმმართველობის წევრები ერთმანეთს ვხვდებით და განვიხილავთ სხვადასხვა თემებს. თუ რაიმე ღონისძიებაა - ყველა ვართ ჩართული. ჩვეულებრივ დღეებში კი სტუდენტები ვართ ერთად ხან 112-ში, ხან სტუდენტურ სივრცეში, ხანაც აღმაშენებლის დარბაზში, სადაც ვმღერით, ვცეკვავთ და ვუყურებთ ხოლმე ფილმებს. დღის დასრულების შემდეგ კი ვბრუნდები სახლში, ვმეცადინეობ და ვემზადები შემდეგი დღისთვის.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

SANGU-ს სტუდენტთა ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

2022 წლის 21-23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელის, პროფესორ ევა გოცირიძის ინიციატივით და SANGU-ს ადმინისტრაციის ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით ქ. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, განხორციელდა სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ვიზიტი, რომლის მიზანი საკონსტიტუციო კონტროლის სხვადასხვა მატერიალურსამართლებრივი და პროცესუალურსამართლებრივი საკითხების გაცნობა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრაქტიკულ ასპექტებზე დაკვირვება იყო.

ვიზიტის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს სტუმრობდნენ სტუდენტები: მაია რაზმაძე, თემურ სუთიაშვილი, ნიკა კაპანაძე, ლუკა გაგუა, ნათია სიყმაშვილი, ხატია ორმოცაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე მარინე (ხათუნა) კუხალაშვილი და სამართლის სპეციალობის კოორდინატორი ქეთევან ხურცილავა.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს - „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" (კონსტიტუციური სარჩელი №1572), რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობას შეეხებოდა, რაც კანონით არის დაწესებული თავდაცვის ძალების, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფი ყველა პირისთვის. საქმეს განიხილავდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. სტუდენტებმა მოისმინეს საქმის მხარეების - სახალხო დამცველისა და საქართველოს პარლამენტის - პოზიციები და არგუმენტები.

ვიზიტის მეორე დღეს სტუდენტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა მერაბ ტურავამ და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ქალბატონმა ევა გოცირიძემ უმასპინძლეს. მათ სტუდენტებს დაათვალიერებინეს სასამართლოს შენობა, სამუშაო და საკონფერენციო დარბაზები, გააცნეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნებისა და 1921 წლის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული სტენდები და ისტორიული ფოტომასალა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სტუდენტებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ფუნქციასა და დანიშნულებაზე ესაუბრა, განუმარტა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები, სპეციფიკა და სირთულეები. თავმჯდომარემ სტუდენტების ყურადღება მუდმივი პროფესიული ზრდის აუცილებლობასა და ინდივიდუალური მუშაობის დიდ მნიშვნელობაზე გაამახვილა, უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

სტუდენტებმა შეიტყვეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული საზაფხულო სკოლის თაობაზეც, რომლის მიზანი კონსტიტუციური კონტროლისა და ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური დაცვის საკითხებში მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებაა. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში სპეციალურად SANGU-ს სტუდენტებისათვის მოსამართლის უფროსმა თანაშემწემ, გიორგი ხაზალიმ ჩაატარა ლექცია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ეტაპების, თითოეულ ეტაპზე გადასაწყვეტი საკითხებისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების შესახებ.
ვიზიტის ბოლოს სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საკონსტიტუციო სასამართლოსა და SANGU-ს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ტრენინგი თემაზე - „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები“

16 დეკემბერს, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინარტორმა ქეთევან ხურცილავამ სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგის თემა - „არასრულწლოვანთა შრომითი უფლებები“ იყო და ამ მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

ქეთევან ხურცილავამ ტრენინგის მსვლელობის დროს საინტერესოდ მიმოიხილა  შემდეგი საკითხები: შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა და სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი; არასრულწლოვანთა დასაქმების სფერო; სამუშაო დროის ხანგრძლივობა; შრომის საზიანო ფორმებისგან ბავშვის დაცვა; დამსაქმებლის ვალდებულებები.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული სკოლების მოსწავლეებს ტრენინგის მსვლელობის დროს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ კაზუსების განხილვაში.

ტრენინგში მონაწილე სამოცდაათამდე მონაწილეს ელექტრონული სიგელები გადაეცა.

ინტერვიუ სამართლის პროფესორ შალვა ქურდაძესთან

კიდევ ერთი შესანიშნავი გამოცემა შეემატა სამართლის სფეროს სამეცნიერო ლიტერატურას. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, შალვა ქურდაძემ, ავტორთა კოლექტივთან ერთად ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი“ გამოსცა. წიგნი, SANGU-ს ხელშეწყობით, გამომცემლობა ,,მერიდიანმა“ გამოსცა.

წიგნის შესახებ თავად ავტორი გვიამბობს.

ბატონო შალვა, მოგესალმებით!
მოგესალმებით.

გვიამბეთ, რა საკითხებია განხილული წიგნში და ვისთვის არის იგი განკუთვნილი?
ნაშრომი სამ წიგნად გამოიცემა: პირველ წიგნში, რომელიც ამჟამად შევთავაზეთ ფართო საზოგადოებას, განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზოგადი დებულებები, მეორე წიგნში განმარტებული იქნება ის ნორმები, რომლებიც შეეხება საქმის წარმოებას პირველი ინსტანციის სასამართლოებში, ხოლო მესამეში - ნორმები, რომლებიც შეეხება საქმისწარმოებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში. ეს წიგნი გამოადგებათ პრაქტიკოს იურისტებს, მოსამართლეებსა და ადვოკატებს. ამავე დროს, იგი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რადგან იგი შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო სამართლის პირველი ნაწილის სილაბუსით გათვალისწინებულ საკითხებს. მასში იპოვიან პასუხს კოდექსის ყველა მთავარ, აქტუალურ და პრობლემურ საკითხზე. ჩვენ შევეცადეთ, წიგნი პირველ რიგში, სტუდენტებისთვის ყოფილიყო გამოსადეგი. ამიტომ მასში ურთულესი დებულებები გადმოცემულია მაქსიმალურად იოლად აღსაქმელი, მარტივი და ყველასთვის გასაგები ენით.

სტუდენტების საჭიროებამ განაპირობა ამ წიგნის გამოცემა?
არა მხოლოდ, რადგან საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი დარგი, როგორიც არის სამოქალაქო საპროცესო სამართალი, სამწუხაროდ, არ არის ისე განვითარებული, როგორც სხვა დარგები.
ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. ავტორთა მიზანი იყო შეევსო ის დანაკლისი, რომელიც ამ სფეროში - საპროცესო სამართალში - არსებობს ლიტერატურის თვალსაზრისით. არადა, ეს დარგი უაღრესად მნიშვნელოვანია. ის შეეხება იმ წესების სისტემას, რომელიც გამოიყენება სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას და მაშასადამე, წიგნი გამოადგებათ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ საქმეებს. ამ თვალსაზრისით წიგნი უაღრესად მნიშვნელოვანი ნაშრომია. ზემოაღნიშნული წესები არ წარმოადგენენ უბრალოდ პროცედურულ ნორმებს, ტექნიკურ დებულებებს, არამედ ეს გახლავთ წესები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, განაპირობებენ საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას და სამართლის სუბიექტების უფლებების სწორად დაცვას.

მკითხველისთვის რა სიახლის შემცველია ეს წიგნი?
აბსოლუტურად ყველა საკანონმდებლო სიახლე არის გათვალისწინებული დღიდან
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლისა. დღიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამოქმედებისა, მასში უამრავი სიახლე იქნა შეტანილი. ყოველი ნოვაციის შესახებ წიგნში ჩამოყალიბებულია ჩვენი ხედვა, ჩვენი განმარტებები, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული თითოეული ეს ნორმა და წესი, თუ როგორ უნდა იმუშაოს მან პრაქტიკაში. ნაშრომი მოიცავს ისეთ უმთავრეს და ცენტრალურ საკითხებს, რომლებიც ფართო მკითხველისთვისაც იქნება საინტერესო. როგორებიც არის: მტკიცებულებები, მხარეების უფლებები და მოვალეობები პროცესში, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, შეჯიბრებითობის პრინციპი და საერთოდ, პროცესის და მართლმსაჯულების პრინციპები, სასამართლოების სისტემა, მათი ფუნქციონირების თავისებურებანი. ნაშრომში ასახულია სასამართლოს მიუკერძოებლობის და მხოლოდ კანონისადმი დამორჩილების საერთაშორისო სტანდარტები.

თუ აისახა ნაშრომში საერთაშორისო პრაქტიკა?
რა თქმა უნდა, ჩვენ უხვად ავსახეთ ნაშრომში საერთაშორისო პრაქტიკა. სახელდობრ, ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოების გადაწყვეტილებები თითოეულ იმ საკითხზე, რომლებიც კი ჩვენ განვიხილეთ ნაშრომში. წიგნში აისახა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც ანტიკონსტიტუციურად არის ცნობილი რიგი საკანონმდებლო დანაწესები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ამ თვალსაზრისით ნაშრომი ძალიან მდიდარია.

ავტორთა კოლექტივის შესახებ რას იტყვით, ვინ არიან თანაავტორები?
ეს ნაშრომი პროფესიონალთა გუნდის მიერ არის შექმნილი. ესენი გახლავთ: ნინო ხუნაშვილი, მაია ახალაძე, მაია ცქიტიშვილი, მარიამ კუბლაშვილი, გიორგი ქურდაძე და თქვენი მონა-მორჩილი. ყველა მათგანს აქვთ როგორც თეორიული მეცნიერული მუშაობის, ისე პრაქტიკული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ნაშრომს ერთვის ავტორთა მონაცემები, რომლებშიც ასახულია მათ მიერ განვლილი გზა და მკითხველისთვის თვალსაჩინო ხდება, თუ როგორი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ ამ წიგნზე.

სტუდენტებისთვის უფრო მეტად პრაქტიკული ღირებულება ექნება თუ თეორიული, რამდენად გამოადგებათ მათ?
ეს ნაშრომი სტუდენტებისთვის ძალიან სასარგებლო წიგნია, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ისინი ნახავენ მასში როგორც კანონის ტექსტს, ისე მის განმარტებებს. ფაქტობრივად, თეორიული და პრაქტიკული კომენტარია. ამდენად, წიგნს აქვს სტუდენტებისთვის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღირებულება.

როდის გამოიცემა შემდეგი ნაწილები?
დაგეგმილია 2023 წლისათვის. ჯერ გამოიცემა მესამე წიგნი, რადგან იგი უკვე მომზადებულია გამოსაცემად, შემდეგ კი - მეორე წიგნი, რადგან მას დახვეწა და დამუშავება სჭირდება. ეს უკანასკნელი მოცულობითია და გამოიცემა ორ ტომად.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

 

SANGU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

17 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „დემოკრატია და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები".

საერთაშორისო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა მაია მანჩხაშვილმა და თორნიკე შურღულაიამ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მის მუშაობას წარმატებები უსურვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა.

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „საზღვაო ძალის“ კონცეფციის რევიზია შავი ზღვის რეგიონში თანამედროვე ეტაპზე; ოკუპირებულ აფხაზეთში გაყალბებული ისტორიის სწავლების შესახებ; პან-თურქიზმის აღორძინება და რესპუბლიკური პრინციპების; დემოკრატიული ღირებულებები ქართულ-დასავლური ურთიერთობის კონტექსტში (XX საუკუნის 90-იანი წლები); სამხრეთ კავკასია და ახალი მსოფლიო წესრიგი (საქართველოს მაგალითზე); ელექტორალური ქცევის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოში; დემოკრატიზაციის პრობლემები სომხეთში; ევროპოლოგიის განვითარების ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები; რუსეთის იმპერიის დაისი; სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დემოკრატიის საფუძველი; მულტიკულტურალიზმი: ევროპული სოციუმის ოპტიმალური ორგანიზაციული მოდელი; დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიული შეცდომები, რომლებმაც დღევანდელობა განაპირობა; ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკანონმდებლო რეფორმა - გაკვეთილები საქართველოსთვის; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის. უცხოელმა მონაწილეებმა იანუშ ვჟენჩეკმა და თეოდორა კალიენსკამ წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის; გზა მე-6 გაფართოებისკენ. 

კონფერენციის პროგრამა

SANGU-მ ნატოს საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანი მაღალი კომპეტენციების მქონე კადრების მომზადების მიზნით, არსებული რესურსების გაზიარება და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.

საინფორმაციო ცენტრი, უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე, ხელს შეუწყობს და დაეხმარება მხარეთა შორის შეთანხმებული პროექტების განხორციელებას; საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტს მიაწვდის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემულ ლიტერატურასა და სასწავლო რესურსს, ასევე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას.

თავის მხრივ, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერას აღმოუჩენს საინფორმაციო ცენტრს. ინფორმაციას მიაწვდის საინფორმაციო ცენტრს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი აქტივობების, პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ. მოამზადებს საინფორმაციო ცენტრის მუშაობის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სამეცნიერო კონფერენციებს, აქტიურად მოახდენს სტუდენტების, ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის ინფორმირებას საინფორმაციო ცენტრში დაგეგმილი შესაბამისი აქტივობების შესახებ.

 

მასტერკლასი თემაზე - "ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში"

12 დეკემბერს, SANGU-ს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ ფოჩხუამ ჩაატარა მასტერკლასი თემაზე - "ლიდერთა როლი გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში".


მასტერკლასის ფარგლებში საჰაერო უნივერსიტეტის ომის კოლეჯის კურსდამთავრებულმა ზურაბ ფოჩხუამ ლიდერთა ფორმირების მნიშვნელოვანი ფაქტორები მიმოიხილა და გლობალურ და რეგიონალურ სამხედრო კონფლიქტებში ლიდერთა როლის შესახებ ისაუბრა.


მასტერკლასი ინტერაქციულ რეჟიმში საინტერესო თემების განხილვით წარიმართა. მასში მონაწილე სტუდენტებმა მოისმინეს მსჯელობა ისეთ საინტერესო თემებზე როგორიცაა: 21-ე საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების ობიექტური და სუბიექტური პირობები; ავღანეთის ოპერაცია (Freedom's Sentinel); ოპერაცია “Iraqi Freedom”; 21-ე საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის მიერ წარმოებული საომარი ოპერაციების სუბიექტური და ობიექტური პირობები.


დასასრულს მოეწყო ვორქშოფი. მასში მონაწილე აქტიურ სტუდენტებს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა სერტიფიკატები გადასცა.

SANGU-მ კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს უმასპინძლა

SANGU წელს მეხუთედ უერთდება კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2009 წლიდან აღინიშნება. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

8 დეკემბერს, საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, SANGU-მ უმასპინძლა  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების 35 მოსწავლეს. მათთვის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაატარეს სამუშაო სემინარები (ვორკშოპები): "ხელოვნური ინტელექტი, თეორია და პრაქტიკა" - პროფესორი პაატა გოგიშვილი; "3D მოდელირება" - საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსი კახაბერ რევაზიშვილი;

10 დეკემბერს, SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების პროფესორები კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ვებინარში "კომპიუტინგის ზოგიერთი თეორიული და გამოყენებითი ასპექტი".

აღნიშნული კვირეული, კომპიუტერული მეცნიერების პიონერის, ადმირალ გრეის მიურეი ჰოპერის  პატივსაცემად დეკემბერში ტარდება (ის  9 დეკემბერს დაიბადა).

გრეის მიურეი ჰოპერი იყო ამერიკული საზღვაო ფლოტის ადმირალი და ამავე დროს - გამომგონებელი, მეცნიერი და პროგრამისტი. მან შექმნა პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი და შემოიტანა ტერმინი „ბაგი“ (შეცდომა პროგრამაში). გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი (1991 წ).

ინტერვიუ SANGU-ს კურსდამთავრებულ მარიამ ქაშიაშვილთან

SANGU-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ქაშიაშვილი, სწავლას გერმანიის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში აგრძელებს. როგორც თვითონ ამბობს, გერმანული სამართლის საფუძვლებს პირველად SANGU-ში  გაეცნო, თან იმდენად საფუძვლიანად, რომ დღემდე ახსოვს და მიიჩნევს, რომ აქ მიღებული საბაზისო ცოდნა ძალიან გამოადგა ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაში. მისი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება, ის მიღებული ცოდნის გამოყენებას სამშობლოში გეგმავს.

 

მარიამ, მოგესალმები!

მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩემი პატარა წარმატების გაზიარებისთვის. აქვე, გამოვიყენებ შესაძლებლობას და უდიდესი პატივისცემით მოვიკითხავ ჩემს ყოფილ საუკეთესო ლექტორებს და უბრალოდ არაჩვეულებრივ ადამიანებს.

 

SANGU-ში სამართლის საბაკალავრო პროგრამა დაამთავრე, ახლა კი, გერმანიაში, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში აგრძელებ სწავლას...

დიახ, 2020 წლის ივლისში დავამთავრე SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამა. ახლა რომ ვუფიქრდები მაშინ მხოლოდ ოცნებებში შემეძლო მეფიქრა გერმანიის საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტობაზე. მახსოვს ვსწავლობდით გერმანულ სამართალს, მოგვყავდა პრეცედენტები, ქეისები და ვადარებდით ქართული სამართლის სისტემას გერმანულ სამართალს. იმდენად საინტერესო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ამ ყველაფერს ახლოდან რომ ვეცნობი და უშუალო კავშირი მაქვს უდიდესი სიამოვნება და შესაძლებლობაა სამართლებრივი საკითხების ღრმა შესწავლისთვის.

 

გვიამბე როგორ წახვედი და როდიდან აგრძელებ სწავლას სამართლის მაგისტრატურაზე?

გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ჩამოვედი 2 წლის წინ და 2022 წლის სექტემბრამდე დაკავებული ვიყავი სხვადასხვა პროგრამებით, რომელთა საშუალებით შევძელი გერმანული ენის შესწავლა, რადგან ლექცია-სემინარები გერმანულ ენაზეა. ამასთან ერთად მოვახერხე გამევლო სტაჟირება გერმანულ-შვეიცარიულ იურიდიულ კომპანიაში, რათა მიმეღო პრაქტიკული ცოდნა გერმანულ სამართლის სისტემაში. 2022 წლის სექტემბერში ჩავირიცხე ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სპეციალიზაციით: გერმანული სამართალი.

 

რამდენად დაგეხმარა SANGU-ში მიღებული ცოდნა გერმანიაში სწავლის გაგრძელებაში?

გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად საჭიროა ქართული დიპლომის აღიარება და აქაურ სისტემებთან გათანაბრება. დიპლომის აღიარების პროცედურა გაგრძელდა, ჩემ შემთხვევაში, 4 თვე და მივიღე პასუხად ის, რომ ჩემი ქართული ბაკალავრის დიპლომი უთანაბრდება გერმანული ბაკალავრის დონეს და შემეძლო უფრო მაღალი საფეხურიდან სწავლის გაგრძელება და ასევე, სამუშაო ბაზარზე გასვლა. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენი უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობაზე და განათლების მაღალ-ევროპულ ხარისხზე.

ამასთან ერთად, ზემოთაც აღვნიშნე, რომ SANGU-ში სწავლისას პროფესიონალი პროფესორების დახმარებით შევძელი გავცნობოდი გერმანული სამართლის საფუძვლებს და მიმეღო პირველადი ცოდნა, რაც იმდენად საფუძვლიანი აღმოჩნდა, რომ 2 წლის შემდეგაც თითოეული სიტყვა მახსოვს ჩვენი საინტერესო ლექციებიდან. ძალიან მეხმარება SANGU-ში მიღებული ცოდნა, ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველაფერს იგივეს ვსწავლობ, მაგრამ გერმანულ ენაზე. კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა თუ სხვა სამართლებრივი თანამედროვე მეთოდები არის იმდენად იდენტური, რომ ძალიან მიადვილებს სწავლას.

 

როგორია შენი ერთი დღე გერმანიაში?

რთულია ერთი კონკრეტული დღის აღწერა, რადგან ყველა დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია. საერთო ის არის, რომ ყველა დღე ძალიან დატვირთულია და იწყება მზის ამოსვლასთან ერთად.

 

გარდა სწავლისა რას საქმიანობ?

სწავლასთან ერთად ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში („All3DP“) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დეპარტამენტის განყოფილებაში. ვცხოვრობ ძალიან აქტიური ცხოვრების რიტმით. ყოველთვის ვცდილობ ჩართული ვიყო სხვადასხვა ღონისძიებებში. აქტიურად ვარ დაკავებული სპორტით და  შაბათ-კვირას აუცილებლად მაქვს გამოყოფილი დრო მეგობრებისთვის.

 

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, უკავშირდება ისევ საქართველოს. ჯერ რთულია რაიმე კონკრეტულზე საუბარი, თუმცა ძალიან მინდა ჩემი აქ მიღებული ცოდნა ჩემ სამშობლოში გამოვიყენო და ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ქვეყნის უკეთესობისკენ სვლაში. ვინ იცის იქნებ ერთ დღეს SANGU-ში წავიკითხო ლექციები?!

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

 

 

უწყვეტი პროფესიული განვითარება განათლების მიღების საუკეთესო პროცესია

პროფესიის არჩევა ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესმა განაპირობა. შემდეგ იყო სწავლის და პარალელურად მუშაობის წლები, ასევე პროფესიული და აკადემიური განვითარების რთული გზა, რომლითაც ის აქამდე მოვიდა.
დღეს სალომე წურწუმია სამართლის დოქტორი და SANGU-ს წარმატებული ლექტორია, რომელიც საკუთარ ცოდნას ახალ თაობას სიხარულით უზიარებს და ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას იმ უწყებაში სადაც თავად დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა.

სალომე მოგესალმები!
მოგესალმებით.

რატომ აირჩიეთ იურისტობა და სწავლების რა ეტაპები გაიარეთ?
ადამიანის უფლებების დაცვა - ეს იყო მიზეზი, რის გამოც ავირჩიე იურისტობა. ამიტომ ჩავაბარე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. დავასრულე ბაკალავრიატი და სწავლა გავაგრძელე სამაგისტრო პროგრამაზე. როდესაც დავასრულე სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩავაბარე. პარალელურად ვმუშაობდი, რაც შემაფერხებელი იყო სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას, ამიტომ რამდენჯერმე შევიჩერე სტუდენტის სტატუსი. 2022 წელს მოვიპოვე სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

რა თემაზე დაიცავით დისერტაცია?
ჩემი სადოქტორო ნაშრომი სიახლით იყო გამორჩეული. ადმინისტრაციულ სამართალში ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე მაშინ არავინ წერდა და ამდენად ეს ნაშრომი ამ საინტერესო მიმართულებაში ნათქვამი პირველი სიტყვა იყო.

სწავლა და მუშაობა ერთმანეთთან განუყრელად იყო დაკავშირებული თქვენს ცხოვრებაში. სად და რომელ პოზიციაზე მუშაობდით?
2010 წელს დავიწყე მუშაობა თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟიორად. 2011 წელს სხდომის მდივანი გავხდი, ხოლო 2011 წლის ბოლოს გადავედი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც თავიდან სპეციალისტად ვმუშაობდი, შემდეგ - კოორდინატორად და ბოლოს იურიდიულ სამსახურში დავების სამმართველოს უფროსად. 2015 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავედი სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსად, შემდეგ იმავე სამინისტროს საავტომობილო დეპარტამენტში ვიმუშავე იურიდიული სამსახურის უფროსად, ამჟამად ვარ დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

პარალელურად სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით.
დიახ, 2016 წლიდან ვაქვეყნებ სტატიებს. ვარ სახელმძღვანელოს ,,შესავალი კონსტიტუციონალიზმში“ ერთ-ერთი ქვეთავის, კერძოდ, ,,სახელმწიფოს პასუხისმგებლობის“ ავტორი. 2015 წლიდან ლექციებს ვკითხულობ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ყოველთვის ვზრუნავდი ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. მრავალი პროფესიული განვითარების კურსი მაქვს გავლილი. ახლა მიწვეული ვარ ლეიდენის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში სადაც საჯარო ლექცია უნდა ჩავატარო საქართველოს გამოცდილების შესახებ საერთაშორისო არბიტრაჟებში ინფრასტრუქტურულ დავებზე.

SANGU-ში რომელ საგანს კითხულობთ, რას მოიცავს იგი და თეორიასთან რამდენად არის შერწყმული პრაქტიკა?
მუნიციპალურ სამართალს ვუკითხავ ბაკლავრებს, ასევე იმიტირებულ პროცესს ადმინისტრაციულ სამართალში სემესტრის შესაბამისად.

როგორც ვიცი, თქვენს უწყებაში სტაჟიორებად იყვნენ SANGU-ს სტუდენტები, რომლებიც შემდეგ დასაქმდნენ.
დიახ, ვცდილობ, ჩემს უწყებაში მონდომებული ახალგაზრდები წავახალისო და რეკომენდაცია გავუწიო. რამდენიმე სტუდენტი წავიყვანე სტაჟირებაზე, აქედან ერთი დავასაქმეთ. სტუდენტებს ისე არ წავიყვანთ, რომ დასაქმების პერსპექტივა არ ჰქონდეთ და შემდგომი წარმატება მათზეა დამოკიდებული. მაგალითად, ერთი სტუდენტი წავიყვანეთ და დავასაქმეთ, ხოლო რამდენიმე თვის წინ დავაწინაურეთ - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციიდან, პირველზე, მისი მონდომების გათვალისწინებით. ეს, ბუნებრივია, ანაზღაურებაზეც აისახება. პანდემიამ ცოტა შეგვაფერხა, რადგან სპეციალურ რეჟიმზე ვიყავით გადასული, ახლა კი ეს გაგრძელდება და რამდენიმე სტუდენტს შემდგომშიც წავიყვანთ.

თქვენი აზრით, რომელი უნარებია ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი იურისტისთვის?
პირველ რიგში, კარგი კომუნიკაციის უნარი, შემდეგ სამართლის ცოდნა. რა თქმა უნდა, ყველა კანონის ზეპირად ცოდნა შეუძლებელია, მაგრამ მთავარია, პრინციპი იცოდეს. კონკრეტულ საკითხზე ზუსტი აქცენტის გაკეთება უნდა შეეძლოს. ბევრი საუბარი იურისტს არ სჭირდება, უნდა ახასიათებდეს ლაკონურობა და უნდა იცოდეს წერა. ეს უკანასკნელი დიდი პრობლემაა. წერა უჭირთ სტუდენტებს, ამიტომ სამართლებრივი წერის მიმართულება უნდა განვითარდეს. უცხოეთში სამართლებრივ წერას 5 სემესტრი ეთმობა, ჩვენთან კი ნახევარი სემესტრი ისწავლება. ამ უნარების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რას ურჩევთ სამართლის სტუდენტებს, რა არის საჭირო წარმატებული მომავლისთვის?
პირველ რიგში, უნდა ისწავლონ. დღეს ბევრი სტუდენტი ქულების მისაღებად დადის უნივერსიტეტში. ეს არ უნდა იყოს მიზანი. იურისტობა ისეთი პროფესიაა, რომ მასზე ადამიანის სიცოცხლე და მომავალი შეიძლება იყოს დამოკიდებული. ამიტომ უნდა ისწავლონ და ბევრი იშრომონ. წარმატება შრომით მიიღწევა და რაც მთავარია, მომავალმა იურისტებმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა ისწავლონ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

SANGU-ს სტუდენტები საქართველოს პარლამენტში
   

2022 წლის 30 ნოემბერს, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საქართველოს ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს საკანონმდებლო ორგანოს შენობა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და მოისმინეს საინტერესო ისტორიები საქართველოს საპარლამენტო წარსულიდან.

მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტს მასპინძლობისათვის.

თანამშრომლობის მემორანდუმი YATA Georgia-სთან

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდულ ასოციაციას (YATA Georgia) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და YATA Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა თამარ ჯიბლაძემ.

SANGU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სტაჟირების პროგრამებში როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და კომპეტენტური კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.

თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებისთვის განხორციელდება ერთობლივი ვორქშოფები, სემინარები, კონფერენციები, რომელიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.

სემინარი თემაზე „COPYRIGHT VS COPYWRITING?“

24 ნოემბერს SANGU-ში ქოფირაითერმა თინათინ დადუნაშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე „COPYRIGHT VS COPYWRITING?“.
PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტმა, თინათინ დადუნაშვილმა დაინტერესებულ სტუდენტებს ქოფირაითინგის დაარსების ისტორია და საფუძვლები გააცნო. მან ასევე კრეატიული პოსტების შექმნისა და შემოქმედებითი წერის ტექნიკების შესახებ ესაუბრა.
სემინარის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გუნდურად შეექმნათ სხვადასხვა თემატიკის ტექსტები.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

ტენინგი თემაზე: პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები

აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური აგრძელებს სტრაიკპლაგიატის კომპანიასთან თანამშრომლობას.


25 ნოემბერს, თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენელმა, ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა ფარიდა დზაზადემ SANGU-ს საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო პლაგიატის არსი, მისი არიდების ხერხები და პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.


აღნიშნული თანამშრომლობა აკადემიური სივრცის წარმომადგენლებს ნებისმიერი ფორმის პლაგიატის აღმოჩენაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ, ხელს შეუწყობს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისების თავიდან არიდებას.

ახალგაზრდა პროგრამისტი შოთა ჟვანია SANGU-ს სტუდენტებს შეხვდა

22 ნოემბერს, SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა Tesla-ს და Toptal-ის გუნდის წევრ შოთა ჟვანიასთან.

ახალგაზრდა წარმატებულმა პროგრამისტმა შოთა ჟვანიამ დეველოპმენტის მნიშვნელობაზე, სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო უნარებზე და ამ მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე ისაუბრა. მან აუდიტორიას გაუზიარა სამუშაო გამოცდილება და Tesla-ში განვლილი ეტაპებსა და ახლანდელ საქმიანობაზეც ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ლექცია-სემინარი თემაზე: „სამხედრო კამპანიების წარმატების და წარუმატებლობის მიზეზები“

21 ნოემბერს SANGU-ს სტუდენტებისთვის თავდაცვის კვლევების მაგისტრმა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა გიორგი ლეკვეიშვილმა ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: „სამხედრო კამპანიების წარმატების და წარუმატებლობის მიზეზები“.

ლონდონის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებულმა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J7 დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების დაგეგმვის განყოფილების უფროსმა გიორგი ლეკვეიშვილმა ლექცია-სემინარის ფარგლებში დეტალურად და ძალიან საინტერესოდ მიმოიხილა:

  • რატომ ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირმა 1979-89 წლებში ავღანეთის კამპანიის დროს წარმატების მიღწევა და რამ განაპირობა აღნიშნულ ქვეყანაში მისი პოლიტიკის წარუმატებლობა;
  • რატომ ვერ შეძლო აშშ-მ და მის მიერ ჩამოყალიბებულმა კოალიციამ 2001-2021 წლებში RSM-ის და ISAF-ის მისიების წარმატებით დასრულება და რამ განაპირობა მისი წარუმატებლობა;
  • რატომ ვერ მოახერხა აშშ-მ 2003-2011 წლებში ერაყის კამპანიის წარმატებით დასრულება და რამ განაპირობა მისი პოლიტიკის წარუმატებლობა აღნიშნულ ქვეყანაში;
  • მომხსენებელმა ასევე ისაუბრა რუსეთ უკრაინის 2014-2022 წლის ომებზე.

ინტერაქციული ლექცია-სემინარის ფარგლებში მოეწყო ვორქშოფი. დასასრულს, სემინარში მონაწილე აქტიურ სტუდენტებს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა სერტიფიკატები გადასცა.

ვიზიტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის „ქართული ფილოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის მაგისტრანტები, "ტექსტოლოგიის" სასწავლო კურსის ფარგლებში, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ეწვივენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ვიზიტი უზრუნველყო კურსის განმახორციელებელმა ასოცირებულმა პროფესორმა ეკა დუღაშვილმა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ჩატარებულმა ლექციამ სტუდენტებს საშუალება მისცა დეტალურად გასცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ტექსტებს. ასევე, მათ დაათვალიერეს დაზიანებული ფურცლებისა და ყდის აღდგენის სამუშაო პროცესი. რესტავრატორი დეტალურად ესაუბრა საქმის სპეციფიკასა და სირთულეზე. ეს დღე თითოეული სტუდენტისთვის შთამბეჭდავი, საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა, მათ თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც შეიძინეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი სასწავლო კურსის მიმართ.

პროფესიის სწორად არჩევა შემდგომი ბედნიერების საწინდარია

„პროფესიის სწორად არჩევა უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანმა უნდა გაარკვიოს, რა იზიდავს, რისი კეთება სიამოვნებს, რა საქმე მოსწონს. მთავარია, უყვარდეს და აინტერესებდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. თუ ეს ინტერესი გაჩნდა, ამ სფეროს თავს ვეღარ დაანებებს და ბედნიერი იქნება იმით, რომ საყვარელ საქმეს ემსახურება.“

SANGU-ს სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ლექტორი, გოგა ჩიფჩიური თვლის, რომ როცა იურიდიულზე ჩააბარა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რეალურად რა ხდება სამართალში. თვლის, რომ გაუმართლა ცხოვრებაში და ახლა ზუსტად იმ პროფესიის წარმომადგენელია, რომელიც მისია და სწორედ იქ არის, სადაც უნდა ყოფილიყო.

SANGU-ს პრაქტიკოსი ლექტორი, თავის სტუდენტებს, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც არც წიგნებში წერია და არც კანონებში.

გოგა, მოგესალმები.
მოგესალმებით.

რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი, ოჯახის რეკომენდაციებმა, ახლობლების რჩევამ, გარემომ თუ პიროვნულმა ინტერესმა?
- არცერთმა მათგანმა. ჩავაბარე იმიტომ, რომ ეს ფაკულტეტი და ეს პროფესია იმ დროს პოპულარული იყო. მეც, როგორც იმ ახალგაზრდების უმეტესობამ, რომელიც იურიდიულზე აბარებს, გვიან გავიგე, რა ხდება სამართალში. რა თქმა უნდა, ზოგადად ვიცოდი, რა არის სამართალი, მაგრამ შეუძლებელია წინასწარ გქონდეს ინფორმაცია, სამართალი როგორ მოქმედებს, რას არეგულირებს, რა სფეროში მოგიწევს მუშაობა, რადგან ის, რაც პრაქტიკაში ხდება, დიდად განსხვავდება იმისგან, რაზეც შეიძლება წინასწარი შეხედულება გქონდეს და იმისგანაც, რასაც უნივერსიტეტში სწავლობ. მართალია, ახლა სწავლება დაახლოებულია პრაქტიკასთან, მაგრამ მაინც შეუძლებელია წინასწარ გქონდეს წარმოდგენა, როგორ მუშაობს სამართალი. ეს ცოდნა გვიან მოდის, ჩაბარების შემდეგ.
პირველი კურსიდანვე დამაინტერესა ისეთმა საგნებმა, როგორებიცაა: საჯარო სამართალი და კონსტიტუციური სამართალი. დამაინტერესა იმიტომ, რომ სახელმწიფო მმართველობას შეეხებოდა და მმართველობის განხორციელებას, ზოგადად სამართალს, რომელსაც იყენებს მმართველი. ეს ახლოს იყო პოლიტიკასთან, პოლიტიკა კი ბავშვობიდან მაინტერესებდა. ამიტომ სიამოვნებით ვსწავლობდი კონსტიტუციურ სამართალს, თუმცა დასაქმების და შემოსავლის თვალსაზრისით არ იყო პერსპექტიული, მაგრამ როდესაც იმ საქმეს ირჩევ, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა აკეთო, ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, საყვარელი საქმე უნდა აირჩიო, რათა აკეთო ის, რაც გიყვარს.

როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
სამართალში ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ არ არის საკმარისი მხოლოდ კარგად სწავლა და ბევრი მუშაობა. საჭიროა როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ წრეში აქტიურობა. უნდა იტრიალო იმ წრეში, რომელშიც შემდეგ აპირებ მუშაობას, იქნება ეს სისხლის სამართალი თუ სხვა. საჭიროა ადრევე აირჩიო, რომელი მიმართულება გინდა და, რაც შეიძლება, მეტი კავშირი გქონდეს ამ პროფესიის წარმომადგენლებთან. კონფერენციებსა და განხილვებში მონაწილეობა, სტატიების გამოქვეყნება, თუნდაც სტუდენტის მიერ ინტერვიუს ჩაწერა, ეს არის პოტენციური დამსაქმებლების წრეში ტრიალი. მე ამ მხრივ გამიმართლა. საჭირო დროს გავახსენდი ჩემს ლექტორებს და ასე დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი სამსახური იყო პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი.

რა პოზიციაზე მუშაობდით?
პარლამენტში რამდენიმე ადგილზე ვიმუშავე. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში, შემდეგ იურიდიულ კომიტეტში, პარლამენტის წარმომადგენლად საკონსტიტუციო სამართალში. პარლამენტში მუშაობა დიდ დროს და ენერგიას ითხოვდა, ყოველ შემთხვევაში, იურიდიულ კომიტეტში წარმოუდგენელია, რომ 7-ის ნახევარზე დაამთავრო მუშაობა, გვიან ღამემდე მიწევდა იქ ყოფნა. ამიტომ გადავედი იუსტიციის სამინისტროში. იქ შედარებით უკეთესი სამუშაო პირობები იყო. მუშაობასთან ერთად სხვა რამისთვისაც მრჩებოდა დრო.

სამეცნიერო საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით?
აი, ახლახან გამოვიდა შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, თანაავტორი ვარ. რამდენიმე წლის წინ გამოვიდა სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო, რომლის წერაშიც ასევე მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა ვარ ოთხი კვლევის ავტორი და ახლა არის ჩაშვებული ნაშრომი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.

გოგა, თქვენ ძირითადად პრაქტიკოსი იურისტი ბრძანდებით და ახლა ბაკალავრებს უზიარებთ თქვენს პრაქტიკულ ცოდნას...
დიახ, პრაქტიკოსი ვარ და ვასწავლი იმას, რაც არც წიგნებში წერია და არც კანონებში. მაქვს იმის გამოცდილება, რომ გავუზიარო სტუდენტებს, როგორ დაიცვან ძირითადი უფლებები საკონსტიტუციო სასამართლოში და სხდომის მიმდინარეობისას, როგორ მოამზადონ იურიდიული დოკუმენტები, როგორ ხდება საპროცესო წარმომადგენლობა და სხვა.

ასევე ასწავლით მაგისტრატურაში
მაგისტრატურაში ვასწავლი არჩევით საგანს - ,,შედარებითი კონსტიტუციონალიზმი“. ვასწავლი, შედარებითი კვლევა როგორ ჩატარდეს. სამაგისტრო ნაშრომი შედარებითი კვლევის გარეშე ვერ იქნება და კვლევის მეთოდებს ვასწავლით. სტუდენტებს შევპირდი ექსკურსიას პარლამენტში და უზენაეს სასამართლოში. მათზეა დამოკიდებული, თუ მოიყრიან თავს, ყველა ერთად თუ გამონახავს დროს, აუცილებლად წავალთ.


რას ურჩევთ სამართლის სტუდენტებს, რა არის საჭირო წარმატებული იურიდიული მოღვაწეობისთვის?
მთავარია ინტერესი. უნდა იზიდავდეთ და უყვარდეთ საქმე, რომელსაც მერე მთელი ცხოვრება უნდა ემსახურონ და ეს სიყვარულის გარეშე ძნელია, მაგრამ ამ ინტერესის გაჩენა რთულია სამართალში. ლექტორმა უნდა დააინტერესოს. თუ ეს მოხდა, მერე ვეღარ დაანებებს თავს. შემდეგი, რაც მნიშვნელოვანია, არის შრომისმოყვარეობა. იურისპრუდენციას განსაკუთრებული ნიჭი არ სჭირდება, სჭირდება განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა. იურისტი ხდები მაშინ, როცა ხარ ძალიან შრომისმოყვარე.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტო: ნუგზარ შონია

 

SANGU-მ მართლმსაჯულების სახლთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

10 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ,,მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ეკა ბესელიამ.

მართლმსაჯულების სახლი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლას უზრუნველყოფს. მემორანდუმის მიზანი, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა ეფექტიან და ურთიერთსარგებლიან თანამშრომლობას სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ახლებური მეთოდების გამოყენების, სწავლის პარალელურად სამუშაო გამოცდილების შეძენის, კვლევითი საქმიანობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობით.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს და სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს. კომპეტენციის ფარგლებში, მოხდება ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებაც.

SANGU-ს და სამართლის მულტიფუნქციური განათლების და ექსპერტიზის ცენტრ „მართლმსაჯულების სახლის“ თანამშრომლობა, სწავლის პარალელურად, ხელს შეუწყობს სტუდენტთა მიერ სამუშაო გამოცდილების შეძენას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

სტუდენტები, რომლებიც „მართლმსაჯულების სახლში“ უკვე გადიან სტაჟირებას გამოცდილებას გვიზიარებენ.

მადონა ბერია - „სტუდენტთა შერჩევა აღნიშნული პრაქტიკისთვის მაღალი GPA-ით განისაზღვრა. პრაქტიკა მოიცავს, გარკვეულწილად თეორიულ ნაწილსაც, რადგან თუ არ აქვს გავლილი შესაბამისი თეორიული საკითხები, შეუძლებელია იცოდე, როგორ მიმდინარეობს დავა და როგორ უნდა წარდგეს სასამართლოში, როგორ უნდა შეადგინო სარჩელი, შესაგებელი ან სხვა ნებისმიერი დოკუმენტი.
მართლმსაჯულების სახლი გვეხმარება საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, გავიაროთ ფსიქოლოგიური და კომუნიკაციური ნაწილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იურისტისთვის.
აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გავიუმჯობესებ SANGU-ში შეძენილ ცოდნას, შევისწავლი იურიდიულ ტექნიკებს, რაც დამეხმარება, კარგ იურისტად ჩამოყალიბებაში.“

ნიკა გოლოშვილი - „აღნიშნული პრაქტიკისთვის შერჩევა მოხდა გასაუბრების ფორმით, ქალბატონმა ეკა ბესელიამ მოისმინა ჩვენი შეხედულებები, მონდომებები და მოგვცა მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. პრაქტიკა მოიცავს იმ უნარ-ჩვევების შეძენასა და გამომუშავებას რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის თანამშრომლობით ვფიქრობთ მივიღებთ გამოცდილებას პრაქტიკული კუთხით უნარების დაგროვებაში, რაც თეორიული სწავლების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

SANGU-ში კიბერუსაფრთხოების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად (NKU) შექმნა ინოვაციური, ხარისხიანი განათლებისა და მომავლის პროფესიის მიღების ახალი ექსკლუზიური შესაძლებლობა. ეს არის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი, საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი ხარისხის დიპლომი.

წელს, SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამაზე 30 მსურველს სწავლას სრულად დაუფინანსებს.

3 ნოემბერს, SANGU-ში აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის საზეიმო პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების, დიპლომატიური კორპუსის და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა.

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რომლის პირადი ინიციატივის და დიდი ძალისხმევის შედეგია ამ პროექტის შექმნა და წარმატებით განვითარება, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების მომავალზე, ინოვაციური განათლების აუცილებლობაზე და აღნიშნა - „დღეს დიდი დღეა, ამ პროგრამის ქართულ უნივერსიტეტში დანერგვით ჩვენ ვხდებით ცივილიზებული მსოფლიოს სრულუფლებიანი წევრი, შეიძლება ითქვას, დღეს ჩვენმა უნივერსიტეტმა განათლების სისტემის სხვა სფეროში შეაბიჯა. ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი წამყვანი უნივერსიტეტია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სწორედ ის უმზადებს სპეციალისტებს ნასას და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს, ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის ნდობა რაც მათ ჩვენთან თანამშრომლობით გამოგვიცხადეს“.
მეუფე იაკობმა პროგრამის ამერიკიდან გადმოტანაში დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ამერიკელ კოლეგებს და დასძინა, რომ კიდევ ბევრჯერ ჩავა პარტნიორ უნივერსიტეტში და კიდევ ბევრ პროგრამას ჩამოიტანს, რადგან ,,ერთობლივი თანამშრომლობა წაადგება ჩვენი ერების ურთიერთობასაც და ჩემი ქვეყნის განვითარებასაც. პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის შვილი ვარ და მინდა, რომ სხვას არ ჩამორჩებოდეს განათლებით“.

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართა აუდიტორიას. მან გამოხატა სიხარული SANGU-ში სტუმრობის გამო. ისაუბრა ზოგადად, კიბერუსაფრთხოების როლზე ქვეყნის თავდაცვაში და ქართულ-ამერიკული სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობაზე ამ თვალსაზრისით. გაიხსენა, რომ საქართველო გარკვეულ პერიოდში იყო კიბერთავდასხმების მსხვერპლი, ეს ახალი პროგრამა კი ,,გახლავთ გარანტი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის და განვითარების და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობებს, მათ შორის, დასაქმების კუთხითაც“, - აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა. მან ისაუბრა საქართველოში განათლების მიმართულებით არსებული დიდი და ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ, იმ უამრავი სასარგებლო პროექტის შესახებ, რომლებიც ამ თანამშრომლობით განხორციელდა და რომელთა მიზანი იყო ერთი - საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა და აღნიშნა, რომ ახლა კიდევ ერთი პარტნიორი შეგვემატა. ,,ამერიკის შეერთებული შტატები უაღრესად აფასებს ჩვენს თანამშრომლობას საქართველოსთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საქართველოს საპატრიარქოსთან, მართლმადიდებელ ეკლესიასთან და თქვენს უნივერსიტეტთან. ყველაფერს, რასაც ამერიკის მთავრობა აკეთებს საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, აქვს ერთი მიზანი და ეს მიზანია ქართველი ხალხის სურვილი, იყოს წარმატებული, განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა “ აღნიშნა მან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიულოცა ქართულ უნივერსიტეტს ეს მნიშვნელოვანი წარმატება და თვალი გადაავლო იმ გზას, რომელმაც ჩვენი განათლების სისტემა ამ წარმატებამდე მოიყვანა. მან ახალი სამაგისტრო პროგრამა შაფასა, როგორც უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ქართული უნივერსიტეტისათვის, არამედ მთელი საგანმანათლებლო სივრცისათვის. ამ რთულ და ხანგრძლივ სამუშაო პროცესებში გაწეული შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეუფე იაკობს და შემდეგ ყველას, ვინც ჩართული იყო პროექტის განხორციელებაში. მან განათლების მინისტრის სახელით კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ უნივერსიტეტს მხარდაჭერა ყველა იმ სასიკეთო საქმეში, რომელიც მიმართული იქნება ხარისხიანი განათლებისაკენ.

ამერიკიდან ონლაინ რეჟიმში დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა აშიშ ვადიამ და ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა კევინ კერბმა.

პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრეს პროგრამის კოორდინატორმა ინგა ნაფეტვარიძემ და პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა კობა გელაშვილმა.

 
SANGU-ს სტიპენდიანტები

მომავალ პროფესიაზე ოცნება ბავშვობიდან იწყება, მიზნები კი შემდეგ მოდის, უფრო გვიან, როცა ახალგაზრდა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ წარმართოს სწორად საკუთარი ცხოვრება. თუ ადამიანი მიზანსწრაფულია, წარმატებასაც აღწევს.

ქართული უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სტიპენდიანტი მერცია სოლოღაშვილი ამბობს, რომ მისი მიზნების განხორციელების მთავარი ეტაპი უნივერსიტეტში დაიწყო და დღემდე გრძელდება, რადგან მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა, უამრავი კარი გაეხსნა და დასახულ მიზანთან მიახლოების საშუალება მიეცა. უნივერსიტეტი ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი ეუფლება არჩეულ პროფესიას და ემზადება მომავალ გამოწვევებთან შესახვედრად.

ახლა უკვე SANGU-ს ბიზნესის კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი იხსენებს, რომ ბიზნესის ადმინისტრირებით საკმაოდ ადრეულ ასაკში დაინტერესდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში ეუბნებოდა ყველას, რომ „ბიზნესვუმენი“ უნდა გამოსულიყო. არც სკოლის დამამთავრებელ წლებში შეუცვლია აზრი და ჯიუტად მიჰყვებოდა არჩეულ გზას. როდესაც მეათე კლასში იყო, არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტში ჩაებარებინა. სწორედ ამ დროს მისმა დამ, რომელიც SANGU-ს მაგისტრატურის სტუდენტი იყო, ურჩია საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარება. მერციამ მოიძია ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ და, როგორც თვითონ ამბობს, საოცარი სიახლოვის გრძნობა დაეუფლა ამ უნივერსიტეტის მიმართ და მიზნად დაისახა, რომ აუცილებლად გამხდარიყო SANGU-ს სტუდენტი. ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაც SANGU-ს აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრს მიანდო, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუღრმავა არჩეული უნივერსიტეტისადმი სიყვარული.

როდესაც SANGU-ში როგორც სტუდენტი, ისე შემოვიდა, უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში და საოცარი ენთუზიაზმით მიიჩქაროდა აუდიტორიისკენ ლექციებზე დასასწრებად. სწორედ მაშინ გაიაზრა, თუ რამდენად სიღრმისეულად შეეძლო შეესწავლა არჩეული მიმართულება, რამდენი საინტერესო საგანი შეეძლო აერჩია, როგორ დაეხმარებოდა ეს ყველაფერი დასახული მიზნის მიღწევაში.

იგი პირველივე დღიდან არ იშურებდა ძალისხმევას, ვინაიდან ხასიათით მაქსიმალისტია, სტიპენდიანტობაც ყოველთვის უნდოდა. მეორე კურსზე კი ამასაც მიაღწია და უკვე ორი სემესტრია, სტიპენდიანტის წოდება აქვს. ეს კი ნიშნავს, იყოს სამაგალითო, მოტივაციის მიმცემი თანატოლებისთვის. ამ პასუხისმგებლობას კარგად გრძნობს და აპირებს იტვირთოს იგი უნივერსიტეტის დამთავრებამდე.

მერცია თვლის, რომ ამ ორი წლის განმავლობაში დიდი ცოდნა მიიღო, გაუჩნდა ახალი იდეები, SANGU-ს პროფესორებისგან კი უამრავ რჩევას იღებს ამ იდეათა განსახორციელებლად.

წინა სემესტრში მონაწილეობა მიიღო ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა კონფერენციაში. ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება. მან პროფესორ ნინო დამენიას ხელმძღვანელობით დაამუშავა და მსმენელს წარუდგინა მოხსენება თემაზე - „ნარჩენების გადამუშავების პრობლემები საქართველოში“, რასაც აუდიტორიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამან კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა სტიპენდიანტთა მომავალ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ამასთან ერთად, სხვა ახალი მიზნებიც აქვს დასახული. იგი თვლის, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა შორია და სირთულეებით სავსე. დიდი ნებისყოფა და სიყვარულია საჭირო ამ გზაზე. მიზნები არ ელევა, რადგან მისთვის რთულია ერთ ადგილზე გაჩერება. როგორც თვითონ ამბობს, ისწრაფვის მწვერვალისკენ, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

SANGU-ს წარჩინებულ სტუდენტს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

მედალოსანი სტუდენტების დაჯოლდოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს. SANGU-ში ჩარიცხულ მედალოსან სტუდენტებს, წახალისების მიზნით, უნივერსიტეტი ფასიან საჩუქრებს გადასცემს.

31 ოქტომბერს გაიმართა მედალოსანი სტუდენტების დაჯილდოება, სადაც საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პაპუნა გურულმა და ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა 10 მედალოსან სტუდენტს საჩუქრები გადასცეს.

ოქროს მედალოსან სტუდენტებს საჩუქრად ლეპტოპი, ვერცხლის მედალოსანს კი პლანშეტები გადაეცათ.

ისინი ემოციებს გვიზიარებენ:
ელენე ხაჭაპურიძე: როდესაც SANGU-ში ჩავაბარე, არ ვიცოდი ამ სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ, ძალიან გახარებული ვარ, რადგან ის შრომა რაც სკოლის ასაკში დამიფასდა, უნივერსიტეტმაც წაახალისა. SANGU-მ მომცა დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ ვისწავლო კარგად.

ირაკლი სარალიძე: ძალიან მოულოდნელი იყო ასეთი საჩუქარი უნივერსიტეტისგან, დიდ მადლობას ვუხდი მათ იმ სტიმულისთვის რაც ამ საჩუქრის მიღების შემდეგ მომეცა.

მიშა გაჩეჩილაძე: სწავლის გასაგრძელებლად SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა პირველ ნომრად ავირჩიე. ლეპტოპის შესახებ არაფერი ვიცოდი, როცა დამიკავშირდნენ და მითხრეს, ძალიან გამიხარდა. დიდი მადლობა მათ ამ საჩუქრისთვის.

ლიზა ბლიაძე: ამ სასიხარულო საჩუქრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე და ძალიან გამიხარდა. კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ვარ, პროფესიიდან გამომდინარე საჭირო ნივთია, შესაბამისად ძალიან გამომადგება როგორც პროფესიულ, ისე პირად საქმიანობაში.

ნიკოლოზ ტყეშელაშვილ: ამ არაჩვეულებრივი საჩუქრის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე, ძალიან ემოციური იყო, დიდი მადლობა SANGU-ს ასეთი წახალისებისთვის.
SANGU ამაყობს გამორჩეული სტუდენტებით და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მათ.

 

საჯარო ლექცია: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია"

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერში აღინიშნება. ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია".

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის, ნინო სიმონიშვილის მოდერატორობით დამსწრეთა წინაშე წარდგნენ: ინგა ქარჩავა (საქართველოს საბანკო ასოციაცია), ოთარ დანელია (საქართველოს ბანკი), ზაზა გაბაშვილი (TNET), რობერტ ჩილინგაროვი (ლიბერთი ბანკი), პაატა შეთეკაური (პროკრედიტ ბანკი), დავით პაპუაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკი) და პაატა გოგიშვილი (წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი).

მომხსენებლებმა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე და მის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრეს. ლექციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია არსებულ კიბერსაფრთხეებზე,  თავდაცვის მექანიზმებზე, საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევებზე.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

 

ტრენინგები სკოლის მოსწავლეებისთვის

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, მოსწავლეებისთვის სამართლის მიმართულებით ერთთვიანი ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი სკოლის მოსწავლეებისთვის უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლება, სამართლის სხვადასხვა ასპექტებისა და სამართალწარმოების პრაქტიკული კომპონენტების გაცნობა იყო.

შეხვედრები 28 სექტემბრიდან ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა და მასში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის 8-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჯანსაღი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმღებლობა

20 ოქტომბერს, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით SANGU-ს სტუდენტებისთვის გეშტალტთერაპევტმა მარიამ სახოკიამ გაიმართა ტრენინგი თემაზე: "ჯანსაღი თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმღებლობა".

ახალგაზრდა იურისტმა, პრაქტიკოსმა გეშტალტთერაპევტმა, ფსიქოკონსულტანტმა, ჯანსაღი ურთიერთობების ცენტრის დამფუძნებელმა და წიგნის: „მე და შენ - ურთიერთობის ხელოვნება“ ავტორმა ყოველდღიურ ცხოვრებაში თვითშეფასების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ინტერაქტიული შეხვედრა დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით.

გასვლითი ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ექსკურსია-ლაშქრობის დეპარტამენტი, სტუდენტთა უკეთ გაცნობის და დაახლოვების მიზნით, ყოველ წელს მართავს გასვლით ტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ოქტომბრის თვეში ორი ექსკურსია მოეწყო. 8 ოქტომბერს, პირველკურსელ სტუდენტთა ნაწილი სამთავისისა და ყინწვისის მონასტერს ესტუმრნენ, 15 ოქტომბერს კი, პირველკურსელ სტუდენტთა მეორე ნაწილი ბოდბეს სიღნაღსა და ხირსას მონასტერს.

SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობასთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ერთად პირველკურსელმა
სტუდენტებმა უკვე დაიწყეს სასიამოვნო და საინტერესო მოგონებების შეგროვება, რასაც ხელი შეუწყო დღის ბოლოს გამართულმა საერთო პიკნიკმა.

დეპარტამენტი მადლობას უხდის თითოეულ მათგანს სასიამოვნოდ გატარებული დღისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ.

კუს ტბის სტადიონზე ჩატარდა შეჯიბრი ფეხბურთში

16 ოქტომბერს, კუს ტბის სტადიონზე, SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის, სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა შეჯიბრი ფეხბურთში, რომელშიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

შეჯიბრში პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „ტულე“, რომელიც წარმოადგინა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლამ შემდეგი შემადგენლობით: ლაშა ჯაგოევი, ირაკლი ბაცანაძე, ვაჟა ფარეიშვილი, თემო ლაბაძე, ლუკა კობახიძე, ლევანი აბრამიშვილი, თემო ვაშალომიძე.

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი, რომელსაც წარმოადგენდნენ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები: მიშო ბითაძე, დავით ტაბატაძე, გიორგი ვარდოსანიძე, ალექსანდრე დოლაშვილი, გურამ კაცელაშვილი.

მესამეზე ადგილზე კი გავიდა, გუნდი, რომელსაც წარმოადგენდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების სტუდენტები: დავით ჟვანია, შოთა სარდალიშვილი, ლუკა ქარდავა, ნოდარ ბერიძე, ბესიკ მახარაძე.

შეჯიბრში მონაწილე პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებით.

 

SANGU-მ ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

13 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ასათიანმა.

მემორანდუმის მთავარი მიზანი საადვოკატო საქმიანობასთან სტუდენტთა დაახლოება, მათთვის საადვოკატო საქმიანობის გაცნობა და ადვოკატთა ეთიკის ნორმებისა და სხვა საქმიანობაში გაცნობიერებულობის დონის ამაღლებაა. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის სტაჟირების /პრაქტიკის გავლას.
მხარეები ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ჩაატარებენ სემინარებს, ტრენინგებს, კონფერენციებსა და საჯარო ლექციებს. მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების ახლებური მეთოდების გამოყენებას, კვლევითი საქმიანობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ყოველმხრივ ხელშეწყობას. ასევე გათვალისწინებულია ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოების და პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა.

SANGU-ს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტთა მიერ სწავლის პარალელურად სამუშაო გამოცდილების შეძენას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისათვის.

შეხვედრა GPI holding-ის წარმომადგენლებთან

12 ოქტომბერს, SANGU-ში დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა GPI holding-ის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა - გაყიდვების მხარდაჭერის და განვითარების მენეჯერმა ანანო სოხაძემ და გაყიდვების ჯგუფის უფროსმა ნათია კახურაშვილმა სტუდენტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი, სადაც დეტალურად ისაუბრეს CV-ის სწორად შედგენის, დამსაქმებლის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების სათანადოდ ძიებისა და გასაუბრებაზე ეფექტურად წარდგენის შესახებ.

ტრენინგის შემდეგ დაინტერესებულ სტუდენტებს კომპანიის წარმომადგენლებმა GPI holding-ში ამ ეტაპზე არსებული სტაჟირების პროგრამები და ვაკანსიები წარუდგინეს. ასევე დეტალურად გააცნეს სამუშაო მოვალეობები და ყველა ის კრიტერიუმი, რომელსაც კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს დასაქმებული.

ინტერაქციული შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა შეავსეს აპლიკაციები. გასაუბრების წარმატებულად გავლის შემთხვევაში მათ აქვთ შანსი, გახდნენ GPI holding-ის გუნდის წევრები.

SANGU-მ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა

2022 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს ლელა ჯანაშვილს და მის პირველ მოადგილეს, ოთარ ჩახუნაშვილს უმასპინძლა.

სამსახურის წარმომადგენლებმა SANGU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩაატარეს პრეზენტაცია, სადაც 21 საუკუნის გამოწვევის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის და მისი ინსტიტუციური ცნობადობის გაზრდის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. დამსწრეთ გაუზიარეს სამუშაო გამოცდილების ათ წლიანი პრაქტიკა და მიაწოდეს საინტერესო ინფორმაცია სამსახურის მისიის, ფუნქცია-მოვალეობების, ახალი და მიმდინარე პროექტების შესახებ.

მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და ამ მიმართულებით ნებისმიერი საკითხის არსებობის შემთხვევაში გამოთქვეს თანადგომის მზაობა.

ინტერაქციული შეხვედრა შეაჯამა SANGU-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

SANGU-ს სტიპენდიანტები

როდესაც სტუდენტი ცოდნის შეძენასა და ცხოვრებაში მის გამოყენებაზეა ორიენტირებული, მიზანდასახულია და იბრძვის ამ მიზნების განხორციელებისთვის, წარმატებაც თითქოს თავისით მოდის, მაგრამ რამდენი შრომა და საკუთარ თავთან ბრძოლაა ამ წარმატებისა და გამორჩეულობის მიღმა, ამის შესახებ გვესაუბრება SANGU-ს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიანტი ნათია სიყმაშვილი.

ნათია, მოგესალმები.
მოგესალმებით.

მიზნების განხორციელების მთავარი ეტაპი უნივერსიტეტში იწყება, როგორ დაიწყო და გრძელდება შენთვის ეს ეტაპი SANGU-ში?
მიზნების ზუსტად განსაზღვრა საინტერესო და წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენი მიზნების გარშემო ტრიალებს - მომავალთან დაკავშირებული გეგმა იქნება ეს თუ ხედვა, ყველაფერი, რაც გვსურს. როდესაც SANGU-ში ჩავაბარე, პირველივე დღიდან დავიწყე ჩემი მიზნების რეალურად განხორციელებაზე ზრუნვა. თავიდანვე ორიენტირებული ვიყავი, რომ სტუდენტობის წლები მაქსიმალურად ნაყოფიერად გამომეყენებინა, მაქსიმალურად ბევრი უნარი განმევითარებინა და ბევრი რამ ამეთვისებინა. სწავლის პირველივე სემესტრში წარჩინებულმა სტუდენტებმა გამიჩინეს სურვილი, რომ მეც მათთვის მიმებაძა და ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი, რასაც თავდაუზოგავი შრომის შედეგად მალევე მივაღწიე. თუმცა უნივერსიტეტამდე ამაში სკოლაც დამეხმარა. ის ჩემთვის აღმოჩნდა დასახული მიზნების მისაღწევი საშუალება, რადგან საკუთარი შესაძლებლობები სწორედ აქ აღმოვაჩინე და გავიაზრე. ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო სკოლაში ჯილდოდ გადმოცემული ლეპტოპი, სკოლის დასრულებისას კი - ოქროს მედალი. უკვე მეოთხე წელია, რაც SANGU-ს სტუდენტი და ამასთანავე სტიპენდიანტი ვარ, ამ ეტაპზე კი საუნივერსიტეტო სტიპენდია მაქვს. ყოველ სემესტრში წარჩინებულ სტუდენტთა შორის საკუთარი თავის ხილვა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, თუმცა დღესაც განსაკუთრებით მახსოვს ის ემოცია, რაც მაშინ დამეუფლა, როცა პირველად აღმოვჩნდი სტიპენდიანტთა შორის, უცბად ავტირდი კიდეც, თუმცა ვიცოდი, რომ ეს სიხარულის ცრემლები იყო. დავრწმუნდი, რომ სწორი მიზნები მქონდა დასახული და ვხვდებოდი, რომ სწორ გზას ვადექი - ოცნებები ასრულებას იწყებდნენ. დღესაც ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ვცდილობ SANGU-თან ერთად ყოველდღე გარკვეული ნაბიჯი გადავდგა დასახული მიზნების მიღწევისკენ.

სამართლის პროფესიით რა ასაკში დაინტერესდი და რატომ აირჩიე SANGU ამ სფეროს შესასწავლად?
მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება იურისტობა მინდოდა, ვერასოდეს წარმომედგინა თავი სხვა სფეროში და ვერც ახლა წარმომიდგენია. როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, ბევრი არ მიფიქრია, თუ რა მიმართულებით გამეგრძელებინა განათლების მიღება. ვიცოდი, რომ კარგ და წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბება ძალიან რთული და, ამასთანავე, ძალიან შრომატევადი იყო, მაგრამ იურიდიული სფეროს სრულყოფილად შესწავლის სურვილი იმდენად დიდი მქონდა, რომ მზად ვიყავი ყველანაირი სირთულე გადამელახა. ვიცოდი, რომ SANGU დამეხმარებოდა კარგ იურისტად ჩამოყალიბებაში. SANGU-ში ჩაბარება თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ვინაიდან აღნიშნული უნივერსიტეტი მრავალფეროვან შესაძლებლობებს მთავაზობდა: გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, საინტერესო სტუდენტური გარემო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები, ეს რეალურად ის, იყო რაც მჭირდებოდა პროფესიული განვითარებისთვის. რეალობამ კი მოლოდინს გადააჭარბა, პირველი ლექციის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, ვხვდებოდი, SANGU-თან ერთად წინ ძალიან რთული, თუმცა საინტერესო წლები მელოდა. წელს უკვე დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვარ, ამიტომ გარკვეული ნოსტალგია თითქოს უკვე მაქვს, ვცდილობ დარჩენილი დრო და სწავლის ის შესაძლებლობები, რომლებსაც SANGU მთავაზობს, მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენო და არც ერთი წამი არ დავკარგო ზედმეტად.

უკვე მეოთხე სემესტრია, ღირსეულად ინარჩუნებ სტიპენდიანტის სტატუსს, რასაც განსაკუთრებულად დიდი ძალისხმევა სჭირდება, როგორ ახერხებ?
მართლაც, უკვე მეოთხე სემესტრია, რაც სტიპენდიანტის წოდებას ვატარებ, ეს კი უდიდესი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, ჩემი თავის და შემდეგ უკვე პროფესორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წინაშე. ამასთანავე, დიდი სტიმულია, ჩვეული ტემპით განვაგრძო სწავლა და შევინარჩუნო სტიპენდიანტის სახელი. იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს იყო გამორჩეული და მუდმივად ცდილობდე ამ გამორჩეულობის შენარჩუნებას, რაც ნამდვილად არაა ადვილი და ძალიან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. ბევრი გათენებული, უძილო ღამე მახსენდება ამდენი წლის მანძილზე, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ სწავლობ და შრომობ იმისთვის, რომ საბოლოოდ ღირსეულ იურისტად ჩამოყალიბდე. ყოველთვის ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო, წავიკითხო, აღმოვაჩინო, გავიგო, ამდენ შრომას კი ავტომატურად მოჰყვება სტიპენდიანტის სტატუსი. ვატარო სტიპენდიანტის სახელი, ნიშნავს ვიყო გამარჯვებული ამ პატარა ბრძოლაში, რომელიც შემდგომ უფრო დიდ ასპარეზზე გასვლაში დამეხმარება. აღნიშნული სტატუსი მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი ვიშრომო განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო, რაც, ვთვლი, რომ SANGU-ს დახმარებით ნამდვილად შესაძლებელია. ვფიქრობ, ერთ-ერთი კარგი თვისება, რაც მაქვს და მეხმარება სტიპენდიის შენარჩუნებაში ისაა, რომ ყოველთვის ჩემი თავის კონკურენტად ჩემივე თავს აღვიქვამ, საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე დიდი გამარჯვება მგონია, თუმცა ძალიან რთულია გაიმარჯვო შენს თავზე და შენივე უარყოფით თვისებებზე, ამიტომ მუდმივად იმაზე უნდა იყო ორიენტირებული, რომ აღმოაჩინო რა სისუსტე გაქვს, იმუშაო მის აღმოფხვრაზე, რაც კიდევ უფრო გაახლოებს დასახულ მიზანთან და ხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი. ჩემი ერთ-ერთი ოცნება ისაა, რომ სტიპენდიანტობა ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატების პატარა დასაწყისი აღმოჩნდეს. საბოლოო მიზანი კი განათლებულ, რეალიზებულ და წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბებაა, რასაც ჩემი შრომითა და SANGU-ს დახმარებით, ვფიქრობ, აუცილებლად მივაღწევ.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
ვფიქრობ, წარმატების ასე ჩამოყალიბებული ფორმულა არ არსებობს, ჩემი აზრით, მთავარი მაინც შრომისმოყვარეობაა. პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს შენი პროფესია და მაქსიმალურად ბევრი იშრომო წარმატებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ გეშინოდეს წარუმატებლობის, ჩემს შემთხვევაშიც ყოფილა ბევრი სირთულე, პატარ-პატარა წარუმატებლობები, მაგრამ უნდა შეგვეძლოს, რომ ეს სირთულეებიც ჩვენი წარმატების მიღწევისთვის, ჩვენივე დასახული მიზნების განხორციელებისთვის გამოვიყენოთ. დანებება ყოველთვის ადვილია, თუმცა რთულია, მიუხედავად ყველაფრისა, იმაზე მეტი იშრომო ვიდრე ადრე და დაუმტკიცო ყველას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია და წარუმატებლობაც ისევ ჩვენი მიზნებისათვის და განვითარებისთვის არის საჭირო. ამ პერიოდში მივხვდი, რომ ფსიქოლოგიური სიძლიერის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. მნიშვნელოვანია რთულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნება და მუდმივად ფიქრი იმაზე, რომ მთავარი წარმატება ცხოვრებაში ჯერ კიდევ წინაა. წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა და თავდაჯერებულობა, რაც ნელ-ნელა, ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ყალიბდება. ჩვენივე უნარებში, შესაძლებლობებში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და გვჯეროდეს, რომ თუ რაღაც ძალიან გვინდა და ამ მიზნის მისაღწევად ძალიან, ძალიან ბევრს ვიშრომებთ, ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება, ყოველთვის მჯეროდა, რომ შეუძლებელია, რაღაც ძალიან გინდოდეს და მას ვერ მიაღწიო, თუ მის მისაღწევად იმაზე მეტს იშრომებ, ვიდრე შეგიძლია. რაც მთავარია, არ უნდა გვეშინოდეს ცვლილებების და მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვარიანტები გავხდეთ. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, წარმატებაც არ დააყოვნებს და ოცნებები რეალობად იქცევა.

წარმატებებს გისურვებ.
დიდი მადლობა

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ წელს! დარეგისტრირდი დღესვე!

უნიკალური შესაძლებლობა მხოლოდ წელს! დარეგისტრირდი დღესვე!

მიიღე საუკეთესო ამერიკული განათლება საქართველოში კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან!

მოთხოვნები:
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (ნებისმიერ სპეციალობაში) და შესაბამისი დიპლომის GPA არანაკლებ 2.5
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი/შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა
SANGU-სა და NKU-ს მიერ ერთობლივად ორგანიზებული გასაუბრება

რეგისტრაცია გაგრძელდება 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე. 

ხარისხიანი განათლება და მომავლის პროფესია, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

 

SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრადიციული გაცნობითი სახის შეხვედრა პირველკურსელებთან.

სტუდენტებს სწავლის დაწყება SANGU-ს რექტორმა, ბატონმა ირაკლი ბრაჭულმა მიულოცა: „ყველა სტუდენტს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს. მინდა გადმოგცეთ ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის და SANGU-ში უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მილოცვა.

თქვენს ცხოვრებაში ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, დამეთანხმებით, მხოლოდ ხარისხიანი და ინოვაციური განათლება შეცვლის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას უკეთესობისკენ, ჩვენ ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ამ ტენდენციას და გპირდებით, რომ SANGU-ს პროფესიონალ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, აქ საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტური წლები გელოდებათ“.

პირველკურსელებს ასევე სიტყვით მიმართეს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა; ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა; პროფესორებმა - კობა გელაშვილმა, თეა გოგოტიშვილმა, დიმიტრი ნადირაშვილმა, ევა გოცირიძემ, ბიბლიოთეკის დირექტორმა ნათია სადღობელაშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთევან კაცელაშვილმა.

პირველკურსელებთან შეხვედრები მიმართულებების მიხედვით შესაბამისი პროგრამების კოორდინატორთა და პროგრამის ხელმძღვანელთა ჩართულობით გაგრძელდა. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროცესისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას და მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

 

შრომის უსაფრთხოების პროგრამაზე სტუდენტებმა სწავლა წარმატებულად დაასრულეს

SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე პირველი მიღების სტუდენტებმა სასწავლო პროცესი წარმატებულად დაასრულეს.


სტუდენტები, სამი თვის მანძილზე დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ეუფლებოდნენ შრომის ბაზარზე ახალ, ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას.


სასწავლო პროცესში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, პროგრამით გათვალისწინებული თეორიული მასალის ათვისების პარალელურად სასწავლო პრაქტიკა გაევლოთ შესაბამის ორგანოებში: მძიმე მრეწველობის, მსუბუქი მრეწველობის, სამედიცინო, სამშენებლო და მომსახურების სფეროს მიმართულებით.


SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა ამ სპეციალობის დაუფლების საუკეთესო შანსს აძლევს მსურველებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური უნფორმაცია იხილეთ ბმულზე.

SANGU-ს და NKU-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა: კიბერუსაფრთხოება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით წარმოგიდგენთ ერთობლივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას - კიბერუსაფრთხოება.

Northern Kentucky University-ს კიბერუსაფრთხოების სკოლა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.

კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

სწავლის პერიოდში სტუდენტები გაემგზავრებიან ამერიკაში, მოისმენენ ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას, იცხოვრებენ ამერიკულ კამპუსთან. ამერიკელი პროფესორები ეწვევიან სანგუ-ს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს.

SANGU - ადგილი სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ

განვლილ სამ წელს რომ გადავხედავ ხოლმე, გამორჩეულად მახსენდება პირველი კურსი, რადგან ახალი ეტაპი, სტუდენტობა, საინტერესოდ დაიწყო. შემდეგ, პირველი ორი კურსი იყო პანდემია, რომლის დროსაც ახალ რეალობასთან ადაპტირება გამიჭირდა. ამ გამოწვევებმა ახალი უნარები აღმომაჩენინა. თუმცა კი - ცოცხალი ურთიერთობების დეფიციტი ყოველთვის ხელისშემშლელ ფაქტორად მევლინებოდა. რაც შეეხება მესამე კურსს, ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ბევრი შესაძლებლობით დატვირთული, რამაც ყველაზე მეტად გამახარა. ეს იყო მივიწყებული და თან ძალიან მონატრებული სიტუაციის დაბრუნება - სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლება, სტუდენტების სიმრავლე, სასიამოვნო ხმაური დერეფნებსა თუ ეზოებში.

გასულ 2021 წელს, STUDINFO.GE-თან დაწერილ წერილში, სადაც წინასაახალწლო სურვილებზე ვსაუბრობდი, ნატვრადაც კი ვახსენე სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესება და დასწრებული ფორმატით სწავლის გაგრძელება. ჩემი სურვილი ნამდვილად განხორციელდა.

არ ვიყავი პირველ კურსელი, არც სხვა საფეხურზე სწავლას ვიწყებდი, მხოლოდ ვაგრძელებდი ბაკალავრის მესამე კურსს, თუმცა განცდა მქონდა, თითქოს კიდევ ახალი ეტაპი იწყებოდა. SANGU-მ მესამე კურსის პირველ სემესტრში ჰიბრიდული სწავლის შესაძლებლობა მოგვცა. ამ ამბის გაგება ისეთი მოულოდნელი და სასიხარულო იყო, გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ მიფიქრია. დიახ, ბედნიერებისგან აფორიაქებულმა, დაბნეულმა და გულაჩქარებულმა მიღებულ შეტყობინებაზე - სწავლის რა ფორმატით გაგრძელებას ვისურვებდი, აუდიტორიებში დაბრუნება და ძველებურად ლექცია-სემინარების გაგრძელების შესაძლებლობა ავირჩიე.

ჰიბრიდული სწავლის დროს ცოტა სტუდენტი დადიოდა უნივერსიტეტში. მცირე რაოდენობის მიუხედავად, მაინც სხვანაირად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო სასწავლო პროცესი.

მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც სტუდენტებს გაახალისებდა, დააინტერესებდა. ვფიქრობდი, საიდან, როგორ შეიძლებოდა დამეწყო.

მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მივიღე მონაწილეობა და განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გავხდი. დეპარტამენტის, ასევე, ერთ-ერთ ხელმძღვანელთან ერთად დავგეგმე და განვახორციელე საჯარო ლექციები, ტრენინგ-კურსი, კალიგრაფიის კონკურსი, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები.

ჩემთვის სასიამოვნო საჩუქარია რექტორის, ბატონ ირაკლი ბრაჭულის საავტორო წიგნები: "ზეკაცის ჰერმენევტიკა" და "რა არის ფილოსოფია".

SANGU-სა და საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ცენტრს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში დავიწყე და დღესაც ვაგრძელებ ინდივიდუალურ თერაპიას, რაც სწავლის განმავლობაში დამეხმარა სირთულეების წარმატებით დაძლევაში. ჩემთვის ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი და იმ მოცემულ მომენტში არსებითად საჭირო იყო.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაფერი პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული. არაერთხელ მითქვამს უარი მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წასვლაზე, რადგან მოსამზადებელი მქონია სასწავლო მასალა. ამ დროს გულისწყვეტის მომენტი არ მიგრძნია, ვინაიდან გაცნობიერებულად ვამჯობინებდი მეცადინეობას და ეს ჩემთვის სასიამოვნო იყო.

შეტყობინებებზე დაგვიანებული პასუხის გამო განაწყენებული მეგობრებიც მახსენდებიან. მქონია დღეები, ოჯახის წევრებთანაც კი ვერ მისაუბრია ნორმალურად.

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო SANGU-ზე. გარემოზე, სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ. ადამიანებზე, რომელთან ურთიერთობამაც გამზარდა. გეტყვით, რომ ჩემთვის ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე, თუ რაიმე ვალდებულებაზე მეტია ურთიერთობები და აქედან მიღებული ემოციები, შეგრძნებები, მოგონებები. ყველაზე მეტს სწორედ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ვსწავლობ.

ხშირად უკვირდათ ჩემი დამოკიდებულება SANGU-ს მიმართ. კიდევ უფრო მეტად, როცა დილით უგუნებოდ გაღვიძებულს უნივერსიტეტში მისვლისას რადიკალურად მეცვლებოდა ხასიათი.

სასიამოვნო და თან საპასუხისმგებლო იყო საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება დიდებასთვის.

წელს სტაჟირება გავიარე საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტსა და დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

SANGU-ში მიღებული გამოცდილებები მუდმივად მეხმარება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.

და მაინც, ვფიქრობ, რომ წარმატებულად დავასრულე მესამე კურსი, რომელიც განვლილ სასწავლო წლებთან შედარებით, ყველაზე დატვირთული იყო.

ცოტა გული მწყდება, როცა ვიაზრებ, რომ ერთ წელში ბაკალავრს ვასრულებ და თან მიხარია, რომ მოვახერხე და ყველა დღიდან მნიშვნელოვანი გასახსენებელი მომენტები დამრჩა.

ამ ყველაფერში ყველაზე მეტად დამეხმარა საკუთარი თავის მხარდაჭერა, რომელსაც ასე - "სალი, შეძლებ"- გამოვხატავდი ხოლმე. მხარდაჭერის ეს ფორმა აბიტურიენტობის დროს დავიწყე. მიზანი ერთი იყო - საკუთარი თავისთვის შემეხსენებინა, რომ აუცილებლად შევძლებდი. იგივე პრინციპით გავაგრძელე სტუდენტობაც. უკვე რამდენი წელია ეს მეთოდები სურვილებისა და მიზნების განხორციელებაში მეხმარება.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უწმინდესს მივულოცო ანგელოზის დღე. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მხნეობას, უფალმა გააძლიეროს და დაიცვას. ჩვენ კი - მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვკლებოდეს.

მინდა, გაგიზიაროთ ბავშვობისდროინდელი მოგონება, რაც მასთან მაკავშირებს.

სამების საკათედრო ტაძარში ხშირად დავდიოდი ოჯახის წევრებთან ერთად. განსაკუთრებულად მახსენდება პატრიარქთან შეხვედრა, მისი დალოცვა.  მანამდე თუ მხოლოდ საკურთხეველში ვხედავდი, ერთ დღეს, ტაძრიდან გამობრძანების დროს, როცა ყველა ვცდილობდით მასთან მისვლას და ლოცვა-კურთხევის მიღებას, მე სხვებისგან განსხვავებით, ვერ ვახერხებდი მიახლოებას, მხოლოდ თავდახრილი ვიდექი. გაგვიმართლა და პატრიარქი თავად წამობრძანდა ჩვენი მიმართულებით და მე და ჩემ დას თავზე ხელი დაგვადო და დაგვლოცა.

სალომე სისაური

SANGU-ს სტუდენტი

2 აგვისტო - ილიაობა

2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორი დიდი წმინდანის - წინასწარმეტყველი ელია თეზბიტელის და ილია მართლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ქართველ ერს გვაქვს შესაძლებლობა, ანგელოზის დღე მივულოცოთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ეს.

ღვთისგან მიმადლებული მრავალმხრივი ნიჭის წყალობით, არ არსებობს სფერო, რომელთა განვითარებაში, დიდი წვლილი მის უწმინდესობას და უნეტარესობას არ მიუძღოდეს.

მომავალი თაობების სულიერ და ინტელექტუალურ აღზრდას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაზე განსაკუთრებული ზრუნვით ეხმიანება.

დღეისათვის მისი დიდი ძალისხმევის შედეგად 4 უნივერსიტეტი, 8 სასულიერო სემინარია, 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 12 გიმნაზია, 8 პანსიონი, რამდენიმე სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა, 13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალგაზრდული ცენტრი ფუნქციონირებს.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით დაარსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათაგან ერთ-ერთია, რომელიც დაარსების დღიდან ღირსეულად ცდილობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიცვას ქართული მეცნიერების საეკლესიო ტრადიციები და მემკვიდრეობა.

თქვენო უწმინდესობავ!

ქართული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მადლიერებით და სიყვარულით გილოცავთ ანგელოზის დღეს.

თქვენი მფარველი წმინდანების - წმიდა ელია თეზბიტელის და წმიდა ილია მართლის მეოხებით მოგმადლოთ ღმერთმა ჯანმრთელობა, მშვიდობა და კურთხევა თქვენს მწყემსმთავრულ მსახურებაში.

გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს.

ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე, მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ! ამინ!

SANGU-მ სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია განახორციელა

16-26 ივლისს, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის, „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის ბურსისა და დუზჯეს ილებში სამეცნიერო კვლევითი ექსპედიცია განახორციელა.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას, მკვლევარებმა იმუშავეს ბურსას ილის ინეგოლის ილჩეს ქართულ სოფლებში, ბურსას ილის ბურსას ილჩეს სოფლებში. ექსპედიციის ბოლო 3 დღე კი დუზჯეს ილის ილჩეების ქართულ სოფლებს დაეთმო, სადაც ჩაწერილ იქნა ახალი ტექსტები და მთქმელებთან შეჯერდა და შემოწმდა 2021 წელს, დისტანციურ რეჟიმში, ჩაწერილი საკვლევი მასალა.

გარდა ეთნიკური ქართველებისა ექსპედიციის წევრებმა მოინახულეს მათივე მეზობლად მოსახლე აფხაზ, ჩერქეზ, ბოსნიელ თუ ბულგარელ მუჰაჯირთა შთამომავლებიც, გაეცნენ მათ ენობრივ ვითარებას, ყოფა-ცხოვრებასა და კულტურას. ასევე, განხორციელდა საქმიანი ვიზიტები ინეგოლისა და დუზჯეს ქართულ სათვისტომოებში, საქარიის ქართველთა (გურჯთა და ლაზთა) კულტურულ გაერთიანებაში და დუზჯეს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მიმდინარეობისას მოპოვებული მასალა დამუშავდება, იქცევა ბეჭდურ ტექსტებად და შევა სამეცნიერო მიმოქცევაში. პროექტის დასრულებისას, დაიწერება შემაჯამებელი მონოგრაფია „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“, რომელშიც ვრცლად იქნება განხილული და გაანალიზებული საკვლევი თემა.

აღსანიშნავია, რომ ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებანი აქამდე არათუ ქართულ, არამედ - თურქულ და უცხოურ ენათმეცნიერებაშიც არავის უკვლევია. არადა, როგორც ცნობილია, სამეტყველო კოდთა შერევა თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური თემაა. შესაბამისად, პროექტის მონაწილეთა შემაჯამებელი მონოგრაფია მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქართველოლოგიისა და თურქოლოგიისთვის, ისე - ზოგადი ენათმეცნიერებისათვის. ეს იქნება ინტერდისციპლინარული ნაშრომი.

სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შემაჯამებელი ინტერდისციპლინარული ნაშრომი მალე იქნება ხელმისაწვდომი.

შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

SANGU-ში შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო.

შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ამდენად დასაქმების ბაზარზე საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე.

შრომის უსაფრთხოების სრულ აკრედიტებულ პროგრამის მუშაობაში ჩართულები არიან შრომის ინსპექციის მიერ სერტიფიცირებული დარგის წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები. პროგრამის მიზანია, მსმენელს მისცეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკაზე დაყრდნობილი გამოცდილება.

მსმენელები, სამი თვის მანძილზე, დარგის წამყვან ლექტორებთან ერთად დაეუფლებიან აღნიშნულ პროფესიას.

ნათია ნაჭყებია და გიორგი გულვერდაშვილი გვიზიარებენ, რატომ აირჩიეს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა SANGU-ში.

ნათია ნაჭყებია - ვარ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, მსურს, ვიყო სერტიფიცირებული სპეციალისტი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის გავლა.
ერთი კვირაა დაიწყო სწავლა და აქ არსებულმა გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მომწონს სალექციო პროცესი, ლექტორები გასაგებად გვაწვდიან პროგრამით გათვალისწინებულ მასალას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლექციები არის ინტერაქციული, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.

გიორგი გულვერდაშვილი - SANGU-ს შრომის უსაფრთხოების პროგრამის შესახებ მეგობრისგან გავიგე. მქონდა სამსახურის დაწყების შემოთავაზება ერთ-ერთი კომპანიიდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე, ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის გავლა. აქ ჩვენზე მორგებული ძალიან კარგი გარემოა.

SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამა ამ სპეციალობის დაუფლების საუკეთესო შანსს აძლევს მსურველებს.

SANGU-ს სტუდენტი მარიამ კვერნაძე კონკურსის ფინალისტია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ კვერნაძეც მონაწილეობდა. იგი ფინალისტთა შორისაა.

8 ივლისს ორბელიანების სასახლეში კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ორ ნომინაციაში დაწესდა: პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის. კონკურსში გამარჯვებულ პირველ ოთხეულს ელისაბედ ორბელიანის ჯილდო, მეორე ოთხეულს კი სამადლობელი სიგელები გადაეცათ.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურა გავაცნოთ ევროპას. გაიხსენა ჩვენი დიდი მოღვაწეები, მეფეები და პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის თარგმნიდნენ უცხო ენებზე - ,,საქართველოს სახელმწიფო და კულტურა თარგმნით იწყება. თუ არა ბიბლიის თარგმანები და შემდეგ მთელი ლიტერატურული თარგმანები, ჩვენ ეს საქართველო არ ვიქნებოდით. ჩვენ გვჭირდება თარგმანი იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა გავაცნოთ და ასევე, ქვეყანაში სხვისი კულტურა შემოვიტანოთ, გავეცნოთ და გავიზიაროთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან სიხარული გამოთქვა, კონკურსში უნივერსიტეტების აქტიურად ჩართულობის გამო, რომელიც ყოველწლიურ სახეს მიიღებს, და ისიც აღნიშნა, რომ მომავალ წელს დაემატება ნომინაციები ქართულიდან სხვა ენებზე თარგმანებისთვის.

დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს და წარმატებები უსურვა მათ.

სტაჟირება მე-200 სკოლაში

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს სტუდენტებმა თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში გაიარეს საწარმოო პრაქტიკა. მათთვის დიდი გამოცდილება იყო სასწავლო პროცესში, როგორც საგაკვეთილო, ისე წრეობრივ თუ თერაპიულ სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
კონკრეტულად რა სახის იყო საწარმოო პრაქტიკა და რა შესძინა მან სტუდენტებს, ამის შესახებ ვესაუბრებით პროექტის ორგანიზატორს, SANGU-ს კურსდამთავრებულს, რუსუდან კილაძეს.

მოგესალმები რუსუდან.
მოგესალმებით.

როგორ შეირჩა სტუდენტები პრაქტიკისთვის და რას მოიცავდა მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში?
მე-200 საჯარო სკოლა-პანსიონში სტაჟირება გაიარა თორმეტმა სტუდენტმა. სტუდენტების შერჩევისას გათვალისწინებული იყო მათი აკადემიური მოსწრება, შემდგომში გაიარეს გასაუბრება ადმინისტრაციასთან, ფსიქოლოგთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან. სტუდენტები სკოლაში დადიოდნენ კვირაში ორი დღე. ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს და ასრულებდნენ პირადი ასისტენტის ფუნქციას. იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების მხარდამჭერები, ეხმარებოდნენ ადაპტაციაში, სასწავლო პროცესში, საჭიროებისამებრ.

გარდა საგაკვეთილო პროცესისა, როგორც ვიცით, დღის მეორე ნახევარში სტუდენტები ესწრებოდნენ წრეების მუშაობას და თერაპიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაო პროცესებს. რას მოიცავდა ეს პროცესები?
ესენი იყო: სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის ინდივიდუალური მუშაობა; სამკურნალო ფიზკულტურა; ენისა და მეტყველების თერაპია; ძერწვის ხელოვნება; ,,ვსწავლობთ თამაშით“.
რაც შეეხება თერაპიულ სამუშაო პროცესებს, სტუდენტები ჩართული იყვნენ რამდენიმე სახის სამუშაო პროცესში. მაგალითად, ,,სოციალურ თერაპიაში“, პროცესში, რომელიც ითვალისწინებს ფუნქციური უნარების დასწავლას; ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარებას; საზოგადოებაში ადეკვატური ადაპტაციისათვის საჭირო უნარების და სოციალურად მისაღები ქცევის ჩამოყალიბებას.
სტუდენტები, ასევე, მონაწილეობდნენ თერაპიულ სამუშაო პროცესში სახელწოდებით ,,რთული ქცევა“. ეს გულისხმობს ქცევის მახასიათებლების შეფასებას; პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, ქცევის მიზნის განსაზღვრას, დადებითი განმტკიცების ტექნიკის გამოყენებას.
სტუდენტები გაეცნენ ,,სენსორული თერაპიის“ სამუშაო პროცესსაც. სენსორული ინტეგრაციის თერაპია გამოიყენება სენსორული გადამუშავების სირთულეების მქონე პირებთან. ეხმარება ბავშვს სხვადასხვა სენსორული არხიდან მიღებული სტიმულების გადამუშავებაში, რათა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია, ადაპტური პასუხი ბუნებრივ გარემოში მიღებულ ყოველდღიურ სტიმულებზე.
სკოლაში გავლილი საწარმოო პრაქტიკით, კერძოდ კი, ამ თერაპიულ სამუშაო პროცესებში ჩართვით სტუდენტებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. ისინი გაეცნენ პრაქტიკული მუშაობის სპეციფიკას, ეს მათ დაეხმარა იმ დეტალების დანახვაში, რომლებიც თეორიული სწავლების პროცესში ნაკლებად ჩანს.

როგორც პროექტის ორგანიზატორი, როგორ შეაფასებთ SANGU-ს სტუდენტების ჩართულობას სამუშაო პროცესებში, რა მიზანი გქონდათ და, როგორ ფიქრობთ, გაამართლა თუ არა თქვენმა მოლოდინმა?
პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო მე-200 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის, კოლექტივის, სკოლის დირექტორის, ქალბატონ მარინე უჯმაჯურიძის და ქართული უნივერსიტეტის პროფესორ თეა გოგოტიშვილის მიმართ. ამ ადამიანების მონდომების გარეშე ეს არაჩვეულებრივი საქმე არ გამოვიდოდა. დასაფასებელია სტუდენტების ჩართულობა, ისინი ეხმარებოდნენ მოსწავლეებს და თან სწავლობდნენ, რას ნიშნავს სწორად გაწეული დახმარება და ამ მიმართულებით მუშაობა. ვფიქრობ, აქ მიღებული გამოცდილება სტუდენტებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კარიერული განვითარებისა და წინსვლის პროცესში.
როგორია სამომავლო გეგმები? როგორც ვიცით, პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ვფიქრობ, პროექტის მომავალში გაგრძელება ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის, რომლებიც გადიან ნამდვილად მნიშვნელოვან პრაქტიკას, რაც განვითარებაში ეხმარებათ და, მეორე მხრივ, სკოლისთვის, რომელიც ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს დაინტერესებულ სტუდენტებს. ამასთან, საჯარო სკოლებისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ კარი გაუღონ სკოლებში ახალგაზრდა, მოტივირებულ კადრს, რომელსაც უკვე გავლილი აქვს პრაქტიკული მუშაობა. ეს პროექტი საშუალებას აძლევს სტუდენტებს არ იყვნენ მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე დამოკიდებულები. პრაქტიკის პროცესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უნიკალურია.

დიდი მადლობა რუსუდან, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობ.

საწარმოო პრაქტიკაში მონაწილე სტუდენტები ასე აფასებენ თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას და იქ გატარებულ დღეებს.

ქეთი ბექაური - მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო პროექტში, სადაც შევძლებდი სკოლის ფსიქოლოგის ასისტირებას. გავიარე პრაქტიკული სამუშაოები და მივიღე გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ უნდა დავხმარებოდი და ვეხმარებოდი კიდეც შშმ-მოსწავლეებს სირთულეების დაძლევასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტსა და თბილისის N200 საჯარო სკოლას. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ რუსუდან კილაძეს და მის გუნდს, რომელმაც უშუალოდ დაგვაკავშირა ამ სკოლასთან და მოგვცა საშუალება მიგვეღო გამოცდილება და მოგვესინჯა ჩვენი პირველი შესაძლებლობები. მინდა ვურჩიო სხვა სტუდენტებსაც, მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში, რადგან ამით ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ პროფესიონალი გუნდი და მათთან ერთად გაუმკლავდნენ სირთულეებს, რომლებიც ჩვენს შემდგომ კარიერაში აუცილებლად გამოგვადგება.


ეკატერინე მათითაშვილი - მე-200 სკოლაში სტაჟირების გავლა ძალიან დიდი გამოცდილება იყო. უნივერსიტეტმა და სკოლის ადმინისტრაციამ მომცა საშუალება, რომ ჩემი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა და უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შემეძინა. პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო რუსუდან კილაძეს და მის არაჩვეულებრივ გუნდს, რომლებმაც გამოიჩინეს ინიციატივა და მოგვცეს ძალიან საჭირო ცოდნა-გამოცდილება. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პრაქტიკის გავლის საშუალება ჰქონდეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს. სკოლა დამეხმარა ახალი უნარების გამოვლენასა და შიშების დაძლევაში, რომლებიც აქამდე მქონდა.

იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისთვის

იმ ახალგაზრდებს, რომელთაც აინტერესებთ იურისტობა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესები და მომავალში ამ სფეროში აპირებენ განათლების მიღებას, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უნიკალური შანსი მისცა, მიეღოთ მონაწილეობა იმიტირებულ სასამართლო პროცესში და გაეგოთ მეტი სამართლის პროფესიის შესახებ.

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სკოლის მე-8-მე-12 კლასის მოსწავლეებს.

მას შემდეგ, რაც მსურველები დარეგისტრირდნენ, მათ ჩაუტარდათ რამდენიმე ტრენინგი. სამი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათს მოსწავლეებს კაზუსებს და საქმის მასალებს, შესაბამისი დარგების მიხედვით, აცნობდნენ სპეციალისტები, SANGU-ს ლექტორები.

25 ივნისს კი ქართული უნივერსიტეტის იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

იმიტირებული სასამართლო პროცესი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბრალდებულის უფლებები; საქმის წარმოება; გამოძიების ჩატარება; მოწმის დაკითხვა; დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა; საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი; ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი; სამოქალაქო საქმის წარმოების სპეციფიკა; დავის საგანი; მხარეები; მტკიცებულებათა გამოკვლევა; სარჩელის და შესაგებლის შედგენის სპეციფიკა; მოსამართლის როლი დავათა განხილვის დროს.

პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეები, ღონისძიების ორგანიზატორმა ქეთევან ხურცილავამ, სამუშაო პროცესებში ჩართულ დარგის სპეციალისტებთან ერთად შეაფასა, გამოირჩა ხუთი საუკეთესო მონაწილე. დასკვნით ღონისძიებაზე SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა ყველა მონაწილეს მიულოცა პროცესებში წარმატებული მონაწილეობა და მათ სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

პროცესის მონაწილე მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს მიღებული ცოდნის და გამოცდილების გამო და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

თეკლა ციცვიძე: იმიტირებულ პროცესში ვმონაწილეობდი, როგორც გამომძიებელი მოწმე. ძალიან საინტერესო იყო, ყველაფერი ძალიან ჰგავდა რეალობას და მე ამით დიდი გამოცდილება მივიღე ჩემს საყვარელ სფეროში. ვაპირებ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებას, მაგრამ სამოქალაქო სამართლის განხრით, თუმცა სისხლის სამართლის პროცესიც ძალიან მაინტერესებს. ამიტომ როდესაც ამის შესახებ სკოლაში მასწავლებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, მე მაშინვე ჩავეწერე და დავრეგისტრირდი. ცოტას ვშიშობდი, არ ვიცოდი, როგორი გარემო დამხვდებოდა, როგორი ადამიანები. სასიხარულოა, რომ აქ ბევრი მეგობარი შევიძინე, დაწყებული ქალბატონი ქეთევანით, რომელიც ცდილობდა ისე მარტივად და საინტერესოდ აეხსნა საქმის ვითარება, რომ ყველაფერი ადვილად გასაგები ყოფილიყო. მომავალშიც აუცილებლად ჩავერთვები SANGU-ს მიერ დაგეგმილ იმიტირებულ პროცესებში.

ეკატერინე ნინიშევა: ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ტრენინგები. ძალიან მომეწონა, თუ როგორ გასაგებად გვიხსნიდნენ ლექტორები, როგორი კარგი გადმოცემის უნარი ჰქონდათ. უნდა აღვნიშნო, რომ სისხლის სამართლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე, მეტი ვისწავლე, რაც, რა თქმა უნდა, სამომავლოდ უსათუოდ გამომადგება. რაც შეეხება იმიტირებულ სასამართლოს, ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. მე ვიყავი ფსიქიატრის როლში, რაც ძალიან მომეწონა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე.

ნინო კუსრაშვილ: სკოლის დამრიგებელმა გვირჩია აქ მოსვლა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. პირველ რიგში, თვითონ უნივერსიტეტი ძალიან მომეწონა, არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა. მომეწონა ლექტორები, რომლებიც ძალიან საინტერესოდ გვიხსნიდნენ. ქალბატონი ქეთევანი გვიყვებოდა ისე გასაგებად, რომ ჩემი თავი მაპოვნინა. მე, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა იურისტობა, გამომძიებლობა თუ დეტექტივობა, მაგრამ ბოლომდე არ ვიყავი გარკვეული, რა მსურდა. ახლა კი ვიცი, რომ სისხლის სამართალი მაინტერესებს და ამ დარგს გავყვები. ამაში აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა. იმიტირებულ პროცესში დაცვის თანამშრომელი ვიყავი.

SANGU-ს იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.

ანალიტიკური დისპუტი "ქარაგმა: ერ-ეკლესია"

 

SANGU-ს ბიბლიოთეკამ და სტუდია "SANGU-ს სტუმარმა", პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, განაახლა შეხვედრები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ და ჯერ კიდევ უცნობ მოაზროვნეებთან, სულიერი სიტუაციის ანალიზისათვის მნიშვნელოვანი მხატვრული და თეორიული ტექსტების ავტორებთან.

23 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც განსახილველად იყო გამოტანილი ერთი, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი, ფრაზა, კერძოდ, ქარაგმა, რომელიც გვხვდება ისტორიულ ტექსტში, ერეკლე II-ის ბეჭდის ტაეპში: „მე ფერხთ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“.

მეფის სახელის ქარაგმის /“ხელრთვა“/: „ერ-ეკლესიის“ თანამედროვე კონტექსტში გაშიფვრის მიზნით ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ლიტერატორები, საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიტიკოსები.

შეხვედრა გახსნა, სტუმრებს მიესალმა და დალოცა ისინი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა. მან სიხარული გამოთქვა პანდემიის დამთავრების შემდეგ შეხვედრების გაგრძელების გამო. აღნიშნა, რომ ყველა მონაწილეს უდიდესი სიყვარული აკავშირებს საქართველოს ისტორიასთან და ეს არაპოლიტიკური შეხვედრები უნდა მიეძღვნას ისტორიული სიმართლის გარკვევას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სიმართლე. მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და დაეთმობა ჩვენს მეფეებს და ეკლესიას, მაგრამ, პირველ რიგში, მეფე ერეკლეს. მან მადლობა მოახსენა მოწვეულ საზოგადოებას სტუმრობისთვის, დისკუსიის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.

სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული. მან ისაუბრა ქარაგმაზე, რომელიც ახალი კუთხით დაგვანახვებს ჩვენი გამორჩეული მეფის ფენომენს და აღნიშნა, რომ ეს არის მთელი დისკურსული კონფიგურაცია, რომელიც დომინანტია ქართველებისთვის. არა მხოლოდ მათთვის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკასა და ფილოსოფიაში არსებული პროდუქციონალისტი ძალებისთვისაც ეს არის კონცეპტუალური აზროვნების პატაკი. მან მოუწოდა სტუდენტებს კრიტიკული აზროვნებისა და ევროპისა და რუსეთის რეალური კრიტიკული შეფასებისაკენ.

მონაწილეებს მიესალმა SANGU-ს ბიბლიოთეკის დირექტორი ნათია სადღობელაშვილი, რომელმაც აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ ქართულ უნივერსიტეტში გამახვილდა ყურადღება საანალიზო ფრაზაზე და საჯაროდ იქნა გამოტანილი განსახილველად. სწორედ აქ შენიშნეს მისი გაშიფვრის აუცილებლობა და ამ მიზნით შეიკრიბნენ მეცნიერები, რათა იმსჯელონ და თავიანთი მოსაზრებები და დასკვნები გააცნონ სტუდენტებს.

შეხვედრას მრავალრიცხოვან სტუმრებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სინოდის წევრები, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფეები ესწრებოდნენ. დისპუტის მონაწილეებს ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი მიესალმა, რომელმაც კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და სტუდენტთათვის ფართო ხედვის უნარების მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა, რისკენაც აღსაყდრების დღიდან მოგვიწოდებს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ე. მეუფემ აღნიშნა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მან წაიკითხა ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ეს შეხვედრა თავის თავში ატარებს მუხტს სამშობლოს მომავალზე ფიქრისა.

მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და განსახილველად წარმოდგენილი თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ - გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ისტორიკოსები: თამარ ქორიძე, ოთარ ჯანელიძე, ნიკო ჯავახიშვილი, პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე, ფილოსოფოსი ვალერიან რამიშვილი, ფოლკლორისტი ამირან არაბული.

შეხვედრა შეაჯამა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, რომელმაც მადლობა მოახსენა სტუმრებს და მონაწილეებს დისკუსიაში აქტიური მონაწილეობისთვის, შემდეგ კი, დარბაზში შეკრებილ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს და სტუდენტებს ერეკლე მეფის შესახებ სხვადასხვა კონფერენციებისა და პროექტების დაგეგმვისკენ მოუწოდა. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მეფე ერეკლეს შესახებ წარმოდგენილი პროექტების განსახორციელებლად, მონაწილეთა წახალისების მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 50 000 ლარს. მოგიწოდებთ, ჩვენთან ერთად აქტიურად ჩაერთოთ ახალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

 

დიალექტოლოგიური სამეცნიერო ექსპედიცია

2022 წლის 18 ივნისს, მოეწყო დიალექტოლოგიური სამეცნიერო ექსპედიცია თუშთა ბარის სოფლებში: ზემო ალვანსა და ქვემო ალვანში. საველე ექსპედიცია განხორციელდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის „ქართული ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კურსის „ქართველური დიალექტოლოგია (ზოგადი კურსი საველე პრაქტიკითურთ/“ ფარგლებში, სადაც მონაწილეობდნენ მესამე კურსის სტუდენტები.

სტუდენტებმა ლექციებზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და ველზე თვითონ ჩაწერეს რესპონდენტები. მოიპოვეს ხალხის მეტყველებაში დაცული საინტერესო სიტყვა-ფორმები, ტოპონიმები, სამზარეულოს ლექსიკა, ზოგადი დიალექტური ტექსტი. მოპოვებულ ორსაათიან ვიდეო-აუდიო მასალას სტუდენტები ტექსტურ ფაილად აქცევენ, გააკეთებენ ენობრივ ანალიზს და წარმოადგენენ „სტუდენტის საველე პრაქტიკის ანგარიშს“.

ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კურსის განმახორციელებელი და პრაქტიკის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა. ჯგუფური მუშაობისას სტუდენტებს ასევე ეხმარებოდნენ ქართველოლოგიის ცენტრის ასოცირებული მკვლევრები: ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა და ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე.

ფილოლოგიის დოქტორმა კესო გეჯუამ და ფილოლოგიის დოქტორმა სოფიო კეკუამ მთქმელებს საჩუქრად გადასცეს თავიანთი ახლადგამოცემული მონოგრაფიები.

ექსპედიციის ჯგუფის სახელით მადლობას მოვახსენებთ ფილოლოგიის დოქტორ, პროფ. ბელა შავხელიშვილს, რომელმაც აქტიური დახმარება გაგვიწია რესპონდენტთა მოძიებაში, ასევე, მადლობა ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისათვის.

სავალდებულო პროფესიული პრაქტიკის დაცვა

2022 წლის 21 ივნისს, SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სავალდებულო პროფესიული პრაქტიკის დაცვა გაიმართა, რომელიც  თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის ეგიდით ჩატარდა.

დამსწრე აუდიტორიას 17-მა სტუდენტმა წარუდგინა განვლილი თემების პრეზენტაცია და მათი მიმოხილვა.

სავალდებულო პროფესიული პრაქტიკა მოიცავდა დისტანციურ პროფესიულ კურსებს, რომლებიც გაეროს რამდენიმე ოფისის, ბრიტანეთის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის და დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის აკადემიურ ბაზაზე მიმდინარეობდა.

პრაქტიკის კურსის  მიზანია ქვეყნის მომავალ, პერსპექტიულ აქტივს  თანამედროვე და დასავლური სტანდარტების შესაბამისი პროფესიული ცოდნა და უნარები გამოუმუშაოს, რაც მათ დაეხმარება სპეციალური თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ასპარეზზე იმპლემენტირებაში.

სტუდენტური დღიური

მე-7 კლასში დავიწყე ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორთან სიარული. მსურდა  უფრო კარგად შემესწავლა ეს საგანი. არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, ქალბატონმა ნელი ბედუკაძემ,  მთელ საგურამოს მხარეში ცოდნით და გონიერებით სახელგანთქმულმა ქალბატონმა, მშობლიური ენის  ისეთ სიღრმეებს მაზიარა, რომ  ერთ წელიწადში უკვე მტკიცედ გადავწყვიტე,   ქართული ენის ფილოლოგი  გავმხდარიყავი.

ამ სიყვარულით და ინტერესით მოვედი ქართულ უნივერსიტეტში, თუმცა მანამდე დიდხანს ვფიქრობდი, სად გამეგრძელებინა სწავლა, რომელ უნივერსიტეტზე შემეჩერებინა არჩევანი. სიმართლე რომ  ვთქვა, აბიტურიენტობის პერიოდი ჩემთვის საკმაოდ მძიმე და უამრავი კითხვის ნიშნით იყო სავსე: სად მოვხვდები? ვინ მასწავლის? გავხდები კი ის,  რაც მინდა, რომ ვიყო? რამდენად მარტივად შევძლებ ადაპტაციას გარემოსთან და  მრავალი სხვა კითხვა მაწვალებდა. ვინტერესდებოდი ყველა იმ საკითხით, რომლებიც უნივერსიტეტის არჩევასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, სად რამდენი იყო  სწავლის საფასური, როგორი პროფესურა ჰყავდა ამა თუ იმ უნივერსიტეტს, როგორი იყო განათლების ხარისხი,  პასუხისმგებლობები...

ასე რომ, იოლად არ მოვსულვარ აქ. საქმე ისაა, რომ ჩემს ყველა კითხვას დადებითი პასუხი გასცა SANGU-მ.

2018 წლიდან, როგორც იტყვიან,  ,,თავი ქუდში მაქვს” და ვიცი, რომ იმ პლუს-მინუსებით, რომლებიც უნივერსიტეტს შეიძლება ჰქონდეს,  აქაურობა უფრო საინტერესოა  ჩემთვის.

ასე დავიწყე სწავლა. მეორე კურსი ჩემთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა... შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები...

ერთი სემესტრით სწავლაც კი შევწყვიტე დედას გარდაცვალების გამო და არც კი ვიცოდი,  გავაგრძელებდი თუ არა...

მაგრამ საკუთარ თავში უკანასკნელი ძალების მოკრების შემდეგ თავიდან შევუდექი საქმეს.

ერთი წლის შემდეგ სტიპენდიანტიც გავხდი,   რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ამის შესახებ დაგვიანებით გავიგე, უკვე სავსებით იმედგადაწურულმა.

2021 წლის დეკემბერში  ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ხმათა უმრავლესობით (39 ხმით) შევედი და გავხდი ვიცე-პრეზიდენტი, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ სტუდენტს.

თებერვლიდან გავიარე სამთვიანი სტაჟირება ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და უფრო მეტად დამაახლოვა სტუდენტებთან და წიგნებთან, რა თქმა უნდა...

მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრის დამამთავრებელ კურსზე ვარ, ვფიქრობ, რომ ისევ აქ გავაგრძელებ სწავლას, თუნდაც აქ არსებული გარემოს, აქ შეძენილი ადამიანების გამო...

დღეს იშვიათია  გარემოსა და განათლების ხარისხის დონის ისეთი თანხვედრა, როგორიც ჩვენს უნივერსიტეტშია.

რა თქმა უნდა, არ არსებობს უნაკლო უნივერსიტეტი, თუმცა სტუდენტებმა ეს ნაკლი დადებით მხარედ უნდა ვაქციოთ, მეტად მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავაფასოთ ის, რაც გვაქვს.

თუ ხდები სტუდენტი, შენი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, საჭიროებები იზრდება, მაგრამ თუ ამ ყოველივეს უნივერსიტეტი სხვა თვალით დაგანახვებს, გაგიადვილდება როგორც ადგილის დამკვიდრება, ისე შენი პროფესიის კარგად შესწავლაც.

კარგი იქნებოდა, რომ სტუდენტობის წლები დიდხანს  გრძელდებოდეს,  რადგან ცოდნასთან ერთად,  მეტ მოგონებებს დავაგროვებდით, მეტ ადამიანს გავიცნობდით, სწავლით მეტ სიამოვნებას მივიღებდით  და უკეთ შევიცნობდით საკუთარი თავს. ეს უკანასკნელი კი ცხოვრების მთავარი მიზანია.

მთავარია ადამიანს უყვარდეს ის საქმე,  რომელსაც აკეთებს. ეს კი სრულიად საკმარისია მისი, და არა მხოლოდ, წარმატების,  ბედნიერებისა და უკეთესი მომავლისათვის!

ასე რომ, გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, სადაც აკეთებთ და ეცადეთ, თითოეული დღე გამოიყენოთ იმისათვის, რომ გახდეთ უკეთესი,  ვიდრე იქამდე იყავით.

 

ევა შამხალაშვილი,  SANGU-ს სტუდენტი

ანსამბლების „იამბიკოს“ და "ქედელის" ეთობლივი კონცერტი

2022 წლის 22 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში თბილისის იაპონური ვოკალური გუნდის „იამბიკოს“ და თემ ქედელთან არსებული ანსამბლ "ქედელის" ერთობლივ მინი-კონცერტი გაიმართა.

ანსამბლი „იამბიკო" იაპონური "ქედელი" კი ქართული ხალხური სიმღერებით და საგალობლებით წარსდგა მაყურებელთა წინაშე. შესრულდა ერთობლივი სიმღერებიც.

მემორანდუმი შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსამთავრებულებისთვის

21 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და კომპანია „Safety Line +“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. "Safety Line +" ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ექსპერტებისა და საკონსულტაციო მენეჯმენტის სექტორში საერთაშორისო ბაზარზე გამოცდილი კომპანიაა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და კომპანია „Safety Line +“-ის დირექტორმა, ბატონმა ლუკა რუხაძემ.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრული აკრედიტებული პროგრამის კურსდამთავრებულები, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, სტაჟირების გავლას დასაქმების მიზნით კომპანია „Safety Line +“-ში შეძლებენ.

თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების და მათი პროფესიონალ სპეციალისტებად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღნიშნული მემორანდუმი SANGU-ს სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაღრმავების საუკეთესო შესაძლებლობაა.

როგორ მოვამზადოთ სილაბუსი (ტრენინგი)

20 ივნისს, 19:00 საათზე, უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი: როგორ მოვამზადოთ სილაბუსი.

ტრენინგს უძღვებოდნენ:
პაატა გოგიშვილი - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი;
თამარ ნაფეტვარიძე - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარი კოორდინატორი.

ესწრებოდნენ მასწავლებლის მომზადების 300 საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებლები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები.

ტრენინგის მიზანი იყო შემდეგი საკითხების გარჩევა:

  1. სილაბუსის ფორმის მიმოხილვა;
  2. სილაბუსის მიზნების ჩამოყალიბება;
  3. სილაბუსის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება (მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია);
  4. სწავლებისა და სწავლის მეთოდების შერჩევა;
  5. შეფასების სისტემის ჩამოყალიბება;
  6. თემების ცხრილის შედგენა;
  7. ლიტერატურის მითითება.
SANGU-ს ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური 2022 წელს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მიერ ჩატარებული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო აქტივობების შეფასების პროცედურის შედეგად გამოვლენილი, აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობისა და კვლევის ხარისხის შეფასების უმაღლესი შედეგისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.
 
17 ივნისს SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული მას SANGU-ს ბიბლიოთეკაში შეხვდა, მადლობა მოახსენა უმაღლეს სასწავლებელში მისი საქმიანობით მიღწეული წარმატებებისთვის და მადლობის სიგელთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
 
SANGU ულოცავს ქალბატონ იზას და წარმატებებს უსურვებს მას.
საჯარო ლექცია თემაზე: "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა"

2022 წლის 14 ივნისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა ირაკლი ჯავახიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: "ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა".

მომხსენებელმა ევროკავშირის დაფუძნების პერიოდის საგარეო პოლიტიკაზე, იმ პერიოდისათვის ევროპული გაერთიანების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ევროკავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ტრანსფორმაციაზე და უკვე ფორმირებული, თანამედროვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ლექცია თემაზე - "ნატყუარი დოკუმენტები"

9 ივნისს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორმა ნინო შიოლაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - "ნატყუარი დოკუმენტები".

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა, თუ როდის ჩაეყარა საფუძველი ნატყუარი დოკუმენტების კვლევას, ვინ იყვნენ მისი ქართველი და ევროპელი ფუძემდებლები და რა ნიშნით ხდებოდა ამ დოკუმენტების კვლევა და გამოაშკარავება.

წარმოდგენილი ლექციის თემატიკამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ მიერ დასმულ შეკითხვებს მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა.

SANGU-ში წიგნის - „გეშტალტთერაპია ბავშვებთან“ ქართული ვერსიის წარდგენა გაიმართა

SANGU-ში საინტერესო აქტივობებით დატვირთული გასული კვირა ფსიქოლოგიური საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით დასრულდა.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით შედგა წიგნის - „გეშტალტ თერაპია ბავშვებთან“ ქართული ვერსიის წარდგენა.

წიგნში ყურადღების ცენტრშია მოქცეული, თუ როგორ მუშაობენ თანამედროვე გეშტალტ თერაპევტები იმ კრიტიკულ სიტუაციებში, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ ბავშვებთან მიმართებაში. მისი მიზანია, ბავშვებთან შეხებაში მყოფი ზრდასრულებისთვის იმ ახალი პრაქტიკული "ინსტრუმენტების" შეთავაზება, რომელიც ბავშვებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აგრძნობინებს თავს. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი მოდალობის ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტებისთვის და ბავშვებთან მიდგომის საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

წარმოდგენილი წიგნი, იტალიურიდან ქართულად, SANGU-ს პროფესორების, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტების, თეა გოგოტიშვილისა და დიმიტრი ნადირაშვილის ძალისხმევით ითარგმნა.

10 ივნისს, SANGU-ს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, რომელმაც ისაუბრა ქართული განწყობის ფსიქოლოგიური სკოლის განვითარებასა და წინსვლაზე, რომელსაც აქტიურად ახორციელებენ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მესვეურები, პროფესორები დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი. „მათ განწყობის თეორია შეიტანეს გეშტალტ ფსიქოთერაპიის სფეროში და საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ მისი მიღწევები“აღნიშნა მან.
SANGU-ს ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა და საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დირექტორმა, წიგნის ქართველმა გამომცემელმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა, პროფესორ თეა გოგოტიშვილთან და საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფ წიგნის თანაავტორ ნურით ლევთან ერთად წარუდგინა ახალი გამოცემა ქართულ საზოგადოებას. მათ წიგნის აქტუალობის და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

წიგნს მაღალი შეფასება მისცეს და მის ქართველ და იტალიელ გამომცემლებს წარმატებები უსურვეს ღონისძიებაზე მყოფმა მოწვეულმა სტუმრებმა.

SANGU-ს პროფესორების, კავკასიაში პირველი საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის დამფუძნებლების ორგანიზებით SANGU-ში მრავალი საინტერესო პროექტი ხორციელდება. გარდა ფორმალური განათლებისა, მომავალ ფსიქოლოგებს, აქვთ შესაძლებლობა მათთან ერთად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში, მიიღონ პროფესიული რჩევები და განავითარონ მათთვის საჭირო უნარები.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ქართული მწიგნობრობა სამეცნიერო კვლევების ფონზე"

2022 წლის 14 ივნისს, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ქართული მწიგნობრობა სამეცნიერო კვლევების ფონზე".

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებებიდან გამოვლინდა სამი საუკეთესო მოხსენება: თეა ვარდოსანიძე - ,,ბიზანტიური მწერლობის როლი ქართულ ლიტერატურაში"; სოფიო ყაულაშვილი,, წმ. ეფთვიმე მთაწმინდელის, წმ. გიორგი მთაწმინდელისა და ეფრემ მცირის როლი ქართული მწერლობისა და კულტურის ისტორიაში"; ევა შამხალაშვილი - ,,ბალავარიანის საკითხი სამეცნიერო კვლევეთა ფონზე". ასევე გამოვლინდა მსმენელთა მიერ მოწონებული მოხსენება - „ვეფხისტყაოსნის თარგმანები“, რომელიც სალომე სანიკიძემ წარმოადგინა.

კონფერენციას ესწრებოდნენ: მოწვეული სტუმარი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი, ისტორიის დოქტორი მაია შაორშაძე; ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა დუღაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე ხათუნა კუხალაშვილი.

სემინარი შშმ პირთა საჭიროებების შესახებ

2022 წლის 15 ივნისს SANGU-ში, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ წარმომადგენლებმა, შშმ პირთა უფლებების აქტივისტებმა, SANGU-ს კურსდამთავრებულმა ანა ხაჭაპურიძემ და გიორგი ხომასურიძემ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის საქართველოში“ ფარგლებში სემინარი გიმართეს.

სემინარის მიზანი საზოგადოებისთვის შშმ პირთა საჭიროებებისა და მათთან ურთიერთობის ეტიკეტის გაცნობა იყო.

მომხსენებლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული სოციალური, უფლებადაცვითი, სამედიცინო და საქველმოქმედო მიდგომები, საკანონმდებლო ჩარჩოები, ქართულ რეალობაში არსებული ხელისშემშლელი ბარიერები მიმოიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სამეცნიერო კონფერენცია - „ილია ჭავჭავაძე და XIX საუკუნე“

 

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ორგანიზებით გაიმართა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - „ილია ჭავჭავაძე და XIX საუკუნე“, რომელიც ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს მიეძღვნა.


კონფერენცია გახსნა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნონო მამარდაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს: SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, პროფესორებმა ქეთევან შენგელიამ, ჯაბა მესხიშვილმა, მარინა ჩხარტიშვილმა.


სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნონო მამარდაშვილი და ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტი მარიამ ბახტაძე.


კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: ნინო ჩიღოშვილი - “ილია მემუარულ ლიტერატურაში”, მაგდა გულბანი - “ილია და “საქართველოს მოამბე”, ევა შამხალაშვილი - “ილია და ქართული კულტურის უცხოელი მეგობრები”, ანა პაპუნაშვილი - “ქრისტიანული ტენდენციები XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში”, მარიამ ბახტაძე - “ილია ჭავჭავაძე განათლებისა და პედაგოგიკის შესახებ”, ვერო ნებიერიძე - “თათქარიძეობა”, ქეთევან კაცელაშვილი - “ოლღა გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე”, თეონა ლომიძე - “ილია ჭავჭავაძე და “ივერია”, სალომე სანიკიძე - “განდეგილი XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში”, შოთა მუმლაძე - “ილია 1900 წლიდან აღსასრულამდე”.

 

მოხსენებების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

ტრენინგი: სწავლის შედეგები

9 ივნისს, 19:00 საათზე, ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის ორგანიზებით აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ტრენინგი: სწავლის შედეგები.

ტრენინგს უძღვებოდნენ:
პაატა გოგიშვილი - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი;
თამარ ნაფეტვარიძე - ხარისხის განვითარებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის მთავარი კოორდინატორი.

ესწრებოდნენ მასწავლებლის მომზადების 300 საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებლები და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლები.

ტრენინგის მიზანი იყო შემდეგი საკითხების გარჩევა:

  1. პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება;
  2. სილაბუსის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება;
  3. სილაბუსის სწავლის შედეგების შეფასება;
  4. პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება;


ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს არსებული 300 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები და მოახდინეს გამოსასწორებელი მხარეების იდენტიფიკაცია.
განიხილეს გამოსწორების გზები და დასახეს გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებები.

საჯარო ლექცია თემაზე - "ნარკომანია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“

8 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების ლექტორმა ანა ჭიღიტაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:"ნარკომანია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“.

მომხსენებელმა მიმოიხილა მსოფლიოში გავრცელებული ნარკოტიკები, ისაუბრა შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების როგორც სამკურნალო შესაძლებლობის, ისე მისი დამაზიანებელი ფიზიკური თუ სულიერი ჯანმრთელობის დამანგრეველი ფაქტორების და ფატალური შედეგების მიღების შესახებ.

აქტუალურ თემაზე მსჯელობა, სტუდენტთა ჩართულობით, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და ახალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისკენ მოუწოდა.

SANGU-ში სტუდენტური კონფერენცია „დიპლომატები“ გაიმართა

2022 წლის 7 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტის" ერთობლივი სტუდენტური კონფერენცია „დიპლომატები“ გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ ხათუნა კუხალაშვილმა.

სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: აკაკი ხურციძე - უშიშროება და დიპლომატია; სოფო მინდაძე, ნინო გორგაძე - “მეფე მზე“; ქეთევან ხურცილავა - მუსტაფა ქემალ ათათურქი; თეონა მინესაშვილი - ბენჯამენ ფრანკლინი; ირინა ჩერნიშევი - გიორგი V ბრწყინვალე; ელენე ციციშვილი - მაო ძედუნი; მონიკა ნანავა - დენ სიაოპინი; ლარისა ბედია - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში; არჩილ ცქიტიშვილი - რობესპიერი.

დასასრულს სტუდენტური კონფერენციის მონაწილეებს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა სერტიფიკატები გადასცა.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

სტიპენდიატთა სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 6 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიატთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის 4 კურსის სტუდენტი ანა ვაშაკიძე – ფსიქოტრავმა, როგორც პიროვნული ზრდის საფუძველი“ (ხელმძღვანელი - მოწვეული სპეციალისტი ზურაბ ვახანია); ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის 3 კურსის სტუდენტი საბა კუკავა – „ინტერნეტის როლი თანამედროვე ბიზნესში“; სოლოღაშვილი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის 2 კურსის სტუდენტი მერცია სოლოღაშვილი – „ნარჩენების გადამუშავების პრობლემები საქართველოში“ (ხელმძღვანელი - პროფესორი ნინო დამენია).


კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს - SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენია.


დასასრულს კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები.

SANGU-ს სტუდენტები საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ

2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები საქართველოს დაზვერვის სამსახურს ეწვივნენ.

SANGU-ს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სამსახურის უფროს ბატონ შალვა ლომიძესთან ერთად დასწრებოდნენ შეხვედრას და მიეღოთ ინფორმაცია დაზვერვის სამსახურის როლის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს დაზვერვის სამსახურს შეხვედრის უზრუნველყოფისთვის და SANGU-ს სტუდენტების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.

საჯარო ლექცია თემაზე: "ადვოკატის პროფესია“

3 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს უმასპინძლა.

ბატონმა დავით ასათიანმა SANGU-ს სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "ადვოკატის პროფესია“. მომხსენებელმა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დეტალურად მიმოიხილა ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები, ისაუბრა ადვოკატის პროფესიული ეთიკის შესახებ.

შეხვედრას SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პაპუნა გურული და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ევა გოცირიძე დაესწრნენ.

ინტერაქციული შეხვედრის დასასრულს ადვოკატთა ასოციაციის ბაზაზე დაიგეგმა SANGU-ს სტუდენტთა სტაჟირება. ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ასათიანმა შეხვედრის მონაწილეებს თავის ავტორობით გამოცემული წიგნი "პროფესია ადვოკატი - სამართლებრივი პროფესიები" უსახსოვრა.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე 

სტუდენტური დღიური

აბიტურიენტობის მიწურულს ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი სად გავაგრძელებდი სწავლას, თუმცა ის ნამდვილად ვიცოდი, რომ ფსიქოლოგია ჩემი სამომავლო პროფესია მინდოდა ყოფილიყო. მოვიძიე ინფორმაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების შესახებ, რჩევებს ვეკითხებოდი მეგობრებს, ნათესავებს, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ეს საკითხი მაინც გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო ჩემთვის. ერთ დღესაც, ქართულის რეპეტიტორმა მიამბო SANGU-ს შესახებ. საკმარისი ინფორმაცია უნივერსიტეტთან დაკავშირებით არ მქონდა, ამიტომ გულდასმით მოვუსმინე. საბოლოოდ, მისი რჩევითა და რეკომენდაციით გადავწყვიტე აქ ჩაბარება. მადლიერი ვარ რეპეტიტორის, რომელმაც გონივრული გადაწყვეტილებისკენ მიბიძგა.

მნიშვნელოვანია აკეთო ის, რაც მოგწონს, და ამასთან, იყო იმ გარემოსა და სივრცეში, სადაც თავს მშვიდად იგრძნობ და თავდაჯერებული გააგრძელებ განვითარებას. ჩემთვის სწორედ ასეთი უნივერსიტეტია SANGU.

მიხარია, რომ აქ გატარებულ მართლაც მნიშვნელოვან წლებს დასამახსოვრებელი მოგონებების სახით ვინახავ.

ჩემთვის SANGU ასოცირდება სიყვარულთან, მეგობრობასთან, მხარდაჭერასთან.

განსაკუთრებით გამოვარჩევდი პირველ სემესტრს. მაშინ ცოტა დაბნეული, ცნობისმოყვარე და ზოგჯერ ზედმეტად აქტიურიც კი ვიყავი, სულ რაღაცეებს ვეძიებდი. ვცდილობდი, ყველაფერი დამემახსოვრებინა: შეგრძნებები, კონკრეტული ძვირფასი მომენტები, ბევრი უცხო ადამიანის სახე, აუდიტორიები და... სიმსუბუქის და სისავსის განცდა მქონდა. ვფიქრობ, სწორედ ამ პერიოდში გატარებულმა დღეებმა და დაგროვილმა ემოციებმა შემაძლებინეს მქონოდა მომდევნო, თითქმის ორი წლის განმავლობაში ონლაინ სწავლისთვის საჭირო რესურსი და მოტივაცია. ცოცხალი კომუნიკაციის, ახმაურებული აუდიტორიების დეპრივაციას განვიცდიდი, რაც ძალიან მაწუხებდა. ეს პერიოდი დღესაც რთულად მახსენდება. თუმცა, თითქოს, პირველ კურსზე დადებითი განცდებით გაჟღენთილმა მომდევნო სემესტრებში დეფიციტის შევსება მოვახერხე.

სასიამოვნო ურთიერთობა მაქვს არამარტო კურსელებთან და ზოგადად, სტუდენტებთან, არამედ აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან. აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც დღეს უკვე ჩემი მეგობრები არიან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მონაპოვარია.

ყველაზე დიდი მიზანი - სტიპენდიანტობა, ხშირად მიუწვდომლად მეჩვენებოდა. მინდოდა, მეც მეგრძნო ის სიხარული, რაც შრომის დაფასებას, სწავლას მოჰყვება ხოლმე თან. გადავწყვიტე, მეცადა. სწავლის პროცესში ხშირად შემშინებია, არ ვიყავი დარწმუნებული, გამომივიდოდა თუ არა. და მაინც, რადგან ,,მცდელობა ქმედებებს შორის ერთადერთი საუკეთესო გზაა," მეც დავიწყე. დავიწყე და... სტიპენდიანტი გავხდი. ეს ერთი დიდი გამარჯვება იყო, რომელმაც თავდაჯერებულობა განმიმტკიცა და დამარწმუნა, რომ დიდ სურვილს და გარჯას სასურველი შედეგი აუცილებლად მოჰყვება.

გასულ, 2021 წელს მონაწილეობა მივიღე სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში. ბედნიერებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა, როცა საკმაოდ დიდი კონკურენციის მიუხედავად, სტუდენტთა უმრავლესობა ნდობას გიცხადებს და თვითმმართველობის წევრად გირჩევს. ახლა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. მიხარია, რომ ჩემი კიდევ ერთი სურვილის განხორციელება შევძელი.

და კიდევ, SANGU, ეს არის გარემო, სადაც შემიძლია აუთენტურობის შენარჩუნება, მუდმივი სიმშვიდის და დაცულობის განცდა, რაც მეხმარება სასწავლო პროცესის მართვაში, ასევე პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში.

მადლობა დასამახსოვრებელი ემოციებისთვის, მნიშვნელოვნობის განცდისთვის, მხარდაჭერისთვის.

ყველას გისურვებთ პროფესიულ ბედნიერებას, თქვენს საქმიანობაში კმაყოფილების განცდას და საკუთარ სფეროში საინტერესო აღმოჩენებს.

სალომე სისაური
SANGU-ს სტუდენტი

ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენება“

3 ივნისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში SANGU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის დირექტორმა ნათია სადღობელაშვილმა და სამეცნიერო კვლევისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ჯაბა მესხიშვილმა სტუდენტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენება“.

ინტერაქციული ტრენინგის მონაწილე სამეცნიერო-აკადემიური წყაროებითა და სხვა საჭირო ლიტერატურით დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების მნიშვნელობისა და მათი გამოყენების წესების შესახებ.

იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეებისთვის

გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს რეალური სასამართლო პროცესი?

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი გაძლევს უნიკალურ შანსს მიიღო მონაწილეობა იმიტირებულ სასამართლო პროცესში და გაიგო მეტი სამართლის პროფესიის შესახებ.

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო პროცესები გათვლილია, სკოლის მე-8; მე-9; მე-10; მე-11 და მე-12 კლასელი მოსწავლეებისთვის.

იმიტირებული სასამართლო პროცესი ფარავს ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

  • ბრალდებულის უფლებები;
  • საქმის წარმოება;
  • გამოძიების ჩატარება;
  • მოწმის დაკითხვა;
  • დაკავების ოქმის შედგენის ტექნიკა;
  • საგამოძიებო ექსპერიმენტის არსი;
  • ჩხრეკა-ამოღების ჩატარების წესი.
  • სამოქალაქო საქმის წარმოების სპეციფიკა;
  • დავის საგანი;
  • მხარეები;
  • მტკიცებულებათა გამოკვლევა;
  • სარჩელის და შესაგებლის შედგენის სპეციფიკა;
  • მოსამართლის როლი დავათა განხილვის დროს.

ტრეინინგი მოიცავს 3 შეხვედრას, სამი კვირის განმავლობაში ყოველ შაბათს 12:00 საათზე. თითოეული ტრეინინგის ხანგრძლივობა არის 45-50 წუთი.

მიმდინარეობა:
11 და 18 ივნისს ჩატარდება ტრენინგები შესაბამისი დარგის მიმართულებით;
18 ივნისს მონაწილეები გაეცნობიან კაზუსებს და საქმის მასალებს;
25 ივნისს იმიტირებული პროცესებისთვის განკუთვნილ დარბაზში ჩატარდება იმიტირებული პროცესი.

თემატური მიმართულებები:

  • სისხლის სამართალი;
  • სამოქალაქო სამართალი;

იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

ტრენინგზე დასასწრებად გაიარე წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.


იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობა არის უფასო.

ტრენერი: ქეთევან ხურცილავა
ელ. ფოსტა: k.khurtsilava@sangu.edu.ge
ტელ: 593 11 12 92

„ისტორიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული სიყალბის წინააღმდეგ"
   

2022 წლის 31 მაისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში SANGU-ს პროფესორმა ვახტანგ გურულმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ისტორიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული სიყალბის წინააღმდეგ“.

მომხსენებელმა დაწვრილებით მიმოიხილა: მონაწილეობდა თუ არა ვახუშტი ბაგრატიონი მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსებაში; ნამდვილად დაიდო თუ არა ტრაქტატი (ხელშეკრულება) ქართველ მეფე-მთავრებს შორის 1790 წელს; ვინ მოკლა რუსი გენერალი ივან ლაზარევი; როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთის ხაზინამ ჭავჭავაძეთა წინანდლის მამული; გაწირა თუ არა რუსეთის იმპერატორმა აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს ქართლ-კახეთის სამეფო; მონაწილეობდა თუ არა გრიგოლ ორბელიანი შამილის დატყვევებაში; ვისი ნასროლი ტყვიით დაიღუპა ილია ჭავჭავაძე.
ასევე საინტერესო იყო ლეგენდების მოსმენა ერეკლე მეორის დასაფლავების შესახებ და იმ მითისა თუ სინამდვილის შესახებ თხრობა, რომელიც საქართველოს გაერთიანების მცდელობის შესახებ არის გავრცელებული.

ლექციის დასასრულს პროფესორმა ვახტანგ გურულმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

SANGU-მ 75-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციას უმასპინძლა

 

2022 წლის 28 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ეროვნული სასახლის ორგანიზებით და SANGU-ს მხარდაჭერით, 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.

 

წლევანდელი კონფერენციის თემა: ,,მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა“ იყო. კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, სრული და არასრული საშუალო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და ცენტრების VIII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

მონაწილეებმა კონფერენციის 10 სექციაში მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სხვადასხვა სფეროში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომები წარმოადგინეს. სექციის სხდომებზე მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები SANGU-ს პროფესორებმა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა შეაფასეს.

 

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი გაგრძელდა SANGU-ს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, სადაც კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის მოსწავლეები პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

გამარჯვებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ.

 

ირაკლი ბრაჭული: სასიხარულოა, ისეთი ისტორიული კონფერენციის მასპინძლობა SANGU-თვის, როგორიც 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციაა. წლების წინ მეც ვიყავი ამ კონფერენციის გამარჯვებული და თქვენი აქ ხილვა კიდევ უფრო სასიხარულოა ჩემთვის. ეროვნულ სასახლესთან ერთად არაერთი ერთობლივი საერთო პროექტი განვახორციელეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ველოდებით თქვენგან საინტერესო პროექტებს და შემოთავაზებებს.

 

თიკა რუხაძე: „მიხარია, რომ კვლავ დიდია მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების ინტერესი 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციისადმი. ყველას გილოცავთ კონფერენციაში წარმატებულ მონაწილეობას. დღეს კონფერენციას მასპინძლობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მის ხელმძღვანელობას. თქვენ კი გისურვებთ პროფესიულ განვითარებას და მინდა, რომ იყოთ წარმატებული ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები“.

 

SANGU ყველა მონაწილეს ულოცავს კონფერენციის წარმატებით დასრულებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

სტუდენტური ექსკურსია კახეთში

 

2022 წლის 29 მაისს, SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ლაშქრობა-ექსკურსიების დეპარტამენტის ორგანიზებით, მოეწყო საუნივერსიტეტო ტური კახეთში.

შუამთა, იყალთო, ალავერდი, თელავში ერეკლე მეორეს სახლ-მუზეუმი და ნადიკვარი ექსკურსიის მონაწილეებმა გიდთან ერთად ისტორიულ ძეგლებსა და პიროვნებებზე საინტერესო თხრობის თანხლებით მოინახულეს, საინტერესო იყო სტუდენტთა ნაამბობიც კახეთის სხვადასხვა ისტორიული ძეგლების შესახებ.

სასიამოვნოდ დამღლელი ტურის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პიკნიკი, სადაც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა წაეკითხათ ლექსები, ემღერათ, ეცეკვათ და ეთამაშათ სხვადასხვა გასართობი თამაშობები.

ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო და სტუდენტთა გაცნობა-დაახლოებას ისახავდა მიზნად.

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე

ონლაინ ლექცია თემაზე: "გავამკაცროთ თუ არა სასჯელი"

2022 წლის 23 მაისს SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა წაიკითხა ონლაინ ლექცია თემაზე: "გავამკაცროთ თუ არა სასჯელი", რომელსაც "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პაპუნა გურულმა საქართველოში სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ მიდგომებზე, ნულოვანი ტოლერანტობის და ანომიის პრობლემების შესახებ ისაუბრა. დამსწრე აუდიტორიას გააცნო სასჯელთან დაკავშირებული აკადემიური შეხედულებები, პრაქტიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობები, ასევე განიხილა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული პრაქტიკა და მოახდინა მათი შედარებითი ანალიზი.


ლექციის დასასრულს უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

SANGU-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში

2022 წლის 20 მაისს, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა ნინო დამენიამ და ასოცირებულმა პროფესორმა იზა გიგაურმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანური რესურსების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაში.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ბულგარეთის, პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, რომელთანაც გასულ წელს ქართულმა უნივერსიტეტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და რომლის ფარგლებშიც მიწვეულ იქნენ პროფესორები ნინო დამენია და იზა გიგაური.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ევროპის უნივერსიტეტების აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე ბულგარეთისა და იტალიის სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელები.

კონფერენციის დასასრულს გამოითქვა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარების კუთხით.

სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 21 მაისს, SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულებისა და ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა, მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა პროფესორმა მანანა ტაბიძემ.

მოხსენებებით წარდგნენ როგორც ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

მოხსენებები წარმოადგენდა საენათმეცნიერო ხასიათის ნაშრომებს მრავალი მიმართულებით. სხდომას ესწრებოდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი რევაზ შეროზია, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა, სამეცნიერო ხელმძღვანელები: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა დადიანი, ფილოლოგიის დოქტორი ლუიზა ხაჭაპურიძე, ფილოლოგიის დოქტორი ნათია იაკობიძე, ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე.
დასასრულს გაიმართა დისკუსია-მსჯელობა. კონფერენცია შეაჯამეს პროფესორმა მანანა ტაბიძემ, პროფესორმა რევაზ შეროზიამ და ფილოლოგიის დოქტორმა მიხეილ ლაბაძემ.

სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს საინტერესო მოხსენებების წარმოდგენისთვის და წარმატებები უსურვა მათ.

მონოგრაფიების წარდგინება

2022 წლის 21 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ცენტრის თანამშრომლების, ფილოლოგიის დოქტორ კესო გეჯუას მონოგრაფიის „მეგრული სიტყვა-ფორმები და ქართველთა სამწიგნობრო ენის ლექსიკური ფონდი“ და ფილოლოგიის დოქტორ სოფიო კეკუას მონოგრაფიის - „ოდიშ-აფხაზეთის ონომასტიკა ისტორიული საეკლესიო საბუთების მიხედვით“ წარდგინება.

ღონისძიებას უძღვებოდა ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა და მადლობა გადაუხადა ქართული უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ტაბიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა. მონოგრაფიების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს რედაქტორებმა: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა რევაზ შეროზიამ, რეცენზენტებმა: ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა დადიანმა და ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ასმათ შონიამ. მონოგრაფიის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ, ფილოლოგიის დოქტორმა მანანა ბუკიამ. წარდგენას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი მარიამ კობერიძე, პროფესორი თამილა გოგალაძე, ფილოლოგიის დოქტორი სოფიკო ჭაავა, ფილოლოგიის დოქტორი ნათია იაკობიძე, ფერეიდნელი ქართველი, ისტორიის დოქტორი საიდ მულიანი, დუზჯეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებული პროფესორი მაკა სალია, იტალიელი ქართველოლოგი ვიტორიო სპრინგფილდ ტომელერი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ SANGU-ს ტუდენტები.

 

ტრენინგი SANGU-ს აკადემიური პერსონალისთვის

20 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივესრიტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების სამსახურისა და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენებასა და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობებს უცხოურ სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში.

ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია გრძელდება

თუ გსურთ, გახდეთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი აღნიშნულ პროგრამაზე, უნივერსიტეტში დარგის წამყვანი, პრაქტიკოსი სპეციალისტები და სფეროს ექსპერტები დაგხვდებიან. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდეთ სასურველი მიმართულებით.

რატომ გახდა შრომის უსაფრთხოების პროფესია მოთხოვნადი, ვისთვის არის განკუთვნილი და რას ემსახურება სასწავლო კურსი, გვესაუბრება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, SANGU-ს ლექტორი, ბატონი ლაშა სიხარულიძე.

ბატონო ლაშა, მოგესალმებით.
მოგესალმებით.

რას ემსახურება შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსი?
SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელებს მისცეს პრაქტიკაზე დაყრდნობილი ცოდნა და გამოცდილება, რათა ისინი კონკურენტუნარიანები იყვნენ დასაქმების ბაზარზე. სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადებას, საჭირო კომპეტენციების განვითარებას ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისთვის.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება სპეციალური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში. იგი გაიცნობს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, შეძლებს შეაფასოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები, ასევე უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რატომ გახდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესია ასეთი მოთხოვნადი?
შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, თუ კომპანიას არ ჰყავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, აღნიშნული კომპანია დაექვემდებარება შრომის ინსპექციის მხრიდან დაჯარიმებას ან სამუშაო პროცესის შეჩერებას. კანონის თანახმად, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია, დანიშნოს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

ვინ არიან სწავლების განმახორციელებელი პირები?
პროგრამა შემუშავებულია წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მიერ, რომელშიც ჩართული არიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები. სწავლების განმახორციელებელი ყველა პირი სერტიფიცირებულია შრომის ინსპექციის მიერ.

ვისთვის არის განკუთვნილი სასწავლო კურსი?
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი შეუძლია გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც გააჩნია პროფესიული ან უმაღლესი განათლება. სასწავლო კურსი განკუთვნილია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისა და დამწყებთათვის, რომლებიც სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებად საგამოცდო ცენტრში ჩააბარებენ სასერტიფიკატო გამოცდას და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატს.

რამდენი ხანი გაგრძელდება სასწავლო კურსი?
SANGU-ს შრომის უსაფრთხოების სრულად აკრედიტებული პროგრამა 230 საათისგან შედგება, სასწავლო პროცესი კი გაგრძელდება დაახლოებით სამი თვე. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. თეორიული კომპონენტი შედგება საბაზისო და თემატური მოდულებისგან, ხოლო პრაქტიკული კომპონენტი მოიცავს სასწავლო პრაქტიკის გავლას ხუთი ძირითადი მიმართულებით, როგორიცაა სამშენებლო, სამედიცინო, მსუბუქი მრეწველობა, მძიმე მრეწველობა და მომსახურების სფეროები.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

SANGU და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი განაგრძობენ აქტიურ თანამშრომლობას

 

 

18 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერალ ვეტცელი, საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ურსულა ოპერმანი, შიდა ოპერაციების მენეჯერი ნუცა ციგროშვილი, SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, დეკანის მოადგილე, პროფესორი ნინო დამენია, ტურიზმის ბიზნესის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია.


შეხვედრის ფარგლებში SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და პროფესორმა გერალ ვეტცელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც SANGU-ს ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საწარმოო პრაქტიკას გერმანიის წამყვან სასტუმროებში გაივლიან.


აღნიშნულ მემორანდუმს ხელი პირველად 2014 წელს მოეწერა. მხარეთა ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად პარტნიორული ურთიერთობა დღემდე წარმატებით გრძელდება.


მემორანდუმის ძალაში შესვლის დღიდან SANGU-ს 200-მდე სტუდენტმა გაიარა ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირება გერმანიაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრის დასრულების შემდეგ ხორციელდება.

 

საჯარო ლექცია თემაზე: "განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ"

10 მაისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ექსპერტმა და მწერალმა ლინკოლნ მიტჩელმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ".

კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორმა დეტალურად და საინტერესოდ მიმოიხილა ორი პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული განსხვავებები.

საჯარო ლექციამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია, პროფესორმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

დასასრულს პროფესორ ლინკოლნ მიტჩელს საჩუქრად SANGU-ს ბერნდირებული საჩუქრები და ბოდბის მარნის ღვინო გადაეცა.

საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიული პრაქტიკა

SANGU-ში უდიდესი ყურადღება ექცევა აკადემიური და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზს. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კურსდამთავრებული, პროფესორი თორნიკე შურღულაია, მუდმივად ცდილობს, სასწავლო კურსი ახალი, ორიგინალური, არაბანალური საგნებით და სწავლების უახლესი მეთოდებით გაამდიდროს. წელს სტუდენტებმა მასთან გაიარეს ახალი საგანი - საერთაშორისო ურთიერთობების  პროფესიული პრაქტიკა. საგანმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

თორნიკე შურღულაია - თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის ეგიდით, ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის ყველა სტუდენტი გადის სავალდებულო პროფესიულ პრაქტიკას. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის მომავალ, პერსპექტიულ აქტივს თანამედროვე და დასავლური სტანდარტების პროფესიული ცოდნა და უნარები გამოვუმუშაოთ, რის შემდეგაც ისინი ადვილად შეძლებენ სპეციალური თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ასპარეზზე იმპლემენტირებას. პრაქტიკის კურსზე დაინერგა დისტანციური პროფესიული სერტიფიცირებული კურსები, რომლებიც, გაეროს რამდენიმე ოფისის, ბრიტანეთის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის და დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის აკადემიურ ბაზაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ეტაპზე პრაქტიკის კურსი გაიარა 17-მა სტუდენტმა.

ამ ფორმატის დანერგვის შემდეგ სტუდენტს რეალურად შეუძლია განივითაროს ის ცოდნა და უნარები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე და სტრატეგიულ სფეროში დასაქმების შემდეგ გამოადგება. პროფესიული კურსები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის: კონტრტერორიზმი, გლობალური პოლიტიკის არსი, განიარაღების საკითხები, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს პროტოკოლების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართალში და სხვა მეტად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შესწავლაც სტუდენტს უმაღლებს ცოდნას მეტად სპეციფიკური მიმართულებებით. კურსები მოიცავს: სიმულაციებს, ვიდეო ლექციებს, ტესტებს, ქვიზებს და შესაბამის საკითხავ მასალას. პრაქტიკის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია, პრევენციის, საფრთხეების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა, საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, დიპლომატიურ თუ სხვა სტრატეგიულ პოზიციებზე დასაქმების შემდეგ შესაძლებელია სამსახურებრივად მივლინებულ იქნან მისიებში დიპლომატიური ან საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით, კონფლიქტურ ან მაღალი რისკის  დონის ქვეყნებში, სადაც მათ მიერ პრაქტიკის განმავლობაში მიღებული პროფესიული ცოდნა იქნება მათივე უსაფრთხოების  და წარმატებული პროფესიული საქმიანობის საწინდარი.

 

 

სტუდენტები, რომელთაც ბატონი თორნიკეს ხელმძღვანელობით გაიარეს სავალდებულო პროფესიული პრაქტიკის კურსი, მაღალ შეფასებას აძლევენ მას და ამგვარი საგნების სწავლების აუცილებლობაზე საუბრობენ:

ნინო გორგაძე - საგანი ძალიან საინტერესო და ბევრს მომცემი იყო,  სრულიად არასტანდარტული,  მოძველებული ჩარჩოების მიღმა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არ ტარდებოდა ჩვეულებრივი სტანდარტული ლექცია-სემინარები და სტუდენტები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში.  გავეცანით ისეთი სახის ინფორმაციებს, რომლებიც, როგორც წესი, რთულად მოსაპოვებელია. კურსი მოიცავდა სიმულაციებს, მინი ვიდეო ლექციებს და პრეზენტაციებს. 

სოფიკო სირაძე - ეს საგანი სტუდენტს ეხმარება ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში, პრაქტიკული მოდულების დაძლევაში და ყოველი პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შემდეგ, მისი ცოდნის შესაბამისი სერტიფიკატის მოპოვებაში. ეხმარება თეორიული მასალის პრაქტიკული მაგალითებით გამდიდრებაში, ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი ისეთი საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში,  რომლებიც სტანდარტული თეორიული სწავლების  პროცესში შესაძლოა განხილვის საგანს არ წარმოადგენდეს.

 

SANGU-ს კურსდამთავრებულები

სტუდენტობა, ძიებების, დაუვიწყარი შთაბეჭდილებების, პიროვნებად ჩამოყალიბების, საკუთარი თავის შეცნობის და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის განსაზღვრის არაჩვეულებრივი პერიოდია, ცხოვრების ხანმოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ეტაპია და სამუდამოდ იბეჭდება ადამიანის მეხსიერებაში.
გადის წლები და შორიდან უკეთ მოჩანს, რა შეგძინა ამ წლებმა როგორც განათლების და ინტელექტის, ისე ურთიერთობების, ლამაზი მოგონებების მხრივ.
SANGU-ს კურსდამთავრებული მარიამ გიგუაშვილი ახალი გადასახედიდან აფასებს სტუდენტობის წლებს და მათ დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს.

- მარიამ, მოგესალმები.
- მოგესალმებით.

- რა არის შენთვის SANGU?
- ადგილი, რომლის გახსენებაც ჩემში დადებით ემოციებს იწვევს.

- რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად და რატომ?
- SANGU ცხოვრების ახალი საფეხური იყო. ამიტომ აქ გატარებული თითოეული წუთი, ლექტორებთან, ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის თავიდან უჩვეულო აღმოჩნდა, რადგან სკოლაში გატარებული პერიოდის შემდეგ უნივერსიტეტში ფეხის დადგმა აბსოლუტურად განსხვავებულ სისტემაში შებიჯებას ჰგავდა. სკოლისგან განსხვავებით, აქ ადამიანური ურთიერთობების გარდა, სწავლის პროცესიც ძალიან განსხვავებული იყო. თუ დავფიქრდები, ალბათ, პირველი დღე და ლექცია ყველაზე სამახსოვრო იყო ჩემთვის. ამ დროს აანალიზებ, რომ გარდა ბიოლოგიური წლების მომატებისა, ფსიქოლოგიურადაც იზრდები და ვითარდები.

- როგორ გაიხსენებ სტუდენტურ ცხოვრებას?
- ჩემს ცხოვრებაში შემიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გამოვყო, მათგან ერთ-ერთი უნივერსიტეტში ჩაბარება და იქ გატარებული წლებია. ვფიქრობ, ჩემი პიროვნული და კარიერული განვითარება დიდწილად SANGU-ს დამსახურებაა, რადგან, პირველ რიგში, უნივერსიტეტი ზრუნავს, რომ მისმა სტუდენტებმა ცოდნა მაღალკვალიფიციური პროფესორებისაგან მიიღონ და ასევე ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ჩაბარების შემდეგ ადაპტირება მარტივია. სწავლის პერიოდში გრძნობ, რომ შენი, როგორც სტუდენტის აზრი მნიშვნელოვანი და დაფასებულია. უნივერსიტეტი მაქსიმალურად ცდილობს მოერგოს სტუდენტთა ინტერესებს და გაითვალისწინოს მათი სურვილები.

- შენი სტუდენტობის პერიოდი დაემთხვა პანდემიას. სტუდენტები ზოგჯერ ამის გამო წუხან, რომ ბევრი რამ დააკლდათ.
- დიახ, ჩემი სწავლის ბოლო პერიოდი მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას დაემთხვა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გარკვეული პერიოდი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, ლექტორები და ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობდა ზედმიწევნით კარგად შეესრულებინა ოფიციალურად დამტკიცებული სილაბუსის გეგმა. არასოდეს ჩაშლილა ლექცია თუ სემინარი აბსურდული მიზეზის გამო. ხარისხის შენარჩუნება საკმაოდ რთული იყო მსოფლიო არეულობის ჟამს, მაგრამ ჩემმა უნივერსიტეტმა ამის მარტივად დაძლევა შეძლო, ისე რომ მიღებული ცოდნის ნაყოფიერება გატოლებოდა სააუდიტორიო ლექცია/სემინარებს.

- SANGU-ს სამართლის პროგრამაზე სწავლის დროს, გარდა თეორიული ცოდნისა, კიდევ რა უნარები განავითარე პროფესიული მიმართულებით?
- SANGU-ში სწავლის პერიოდში, თეორიული ცოდნის გარდა, უამრავი პრაქტიკული უნარ-ჩვევა შევიძინე, მეტად კომუნიკაბელური და აქტიური გავხდი. გამოვიმუშავე კრიტიკული აზროვნების და ჯგუფური მუშაობის უნარი, დეტალებზე დაკვირვება, პრეზენტაბელურობა და ა.შ. ეს უნარები იურისტისათვის აუცილებელია, რათა მან შეძლოს საზოგადოებასთან ეფექტური და სწორი კომუნიკაციის დამყარება, სხვისი აზრის მოსმენა და გათვალისწინება, ემოციების მართვა, და ა.შ. ამიტომაც, თუ ჩვენ საწყის ეტაპზე აღნიშნულ უნარ-ჩვევებს არ გამოვიმუშავებთ, შემდგომ არა მარტო კარიერული წარმატება, არამედ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაც გაგვიჭირდება.

- სტუდენტობის წლები და სტუდენტური ცხოვრება ის საფუძველიც არის, რომელიც ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე წარმატებას და წინსვლას განსაზღვრავს. როგორ გამოიყენე უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, რა ეტაპები განვლე პროფესიული მიმართულებით და ახლა სად ხარ დასაქმებული?
- რა თქმა უნდა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობა გეხმარება იმაში, რომ პროფესიულად შემდგარი ადამიანი იყო. იურიდიულ სფეროში განსაკუთრებით საჭიროა ბევრი იმუშაო, რათა გახდე საუკეთესოთა შორის საუკეთესო. სწორედ ამიტომ ახლაც მაგისტრატურის საფეხურზე ვაგრძელებ სწავლას. ასევე, ისეთ პროექტებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა: საქართველოს არბიტრთა ასოციაციის I ეროვნული შეჯიბრი “კომერციულ არბიტრაჟში”; “SAKPATENTI”-სა და “World intellectual property organization”-ის ერთობლივი პროექტი “ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი”; კავკასიის აკადემიის ტრენინგი “Offenders anatomy and body language”; ასევე “Youth agency”-ისა და “UNYD”-ის ერთობლივი პროექტის “ქალთა თანასწორობის ფორუმის” დელეგატი გახლდით. ასევე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (LEPL National Food Agency) სტაჟიორ- იურისტი. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტროს“ 6 თვიანი სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის მონაწილე; ELSA -ს (ევროპის იურისტ-სტუდენტთა ასოციაცია) ორგანიზატორი და მენეჯერი “ISIE”-ში (ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა); ამ ეტაპზე, სულ ერთი თვეა, რაც მუშაობა დავიწყე სასჯელაღსრულებაში და დარწმუნებული ვარ, რომ საჯარო მოხელედ მუშაობა უდიდესი გამოცდილება იქნება ჩემთვის, როგორც დამწყები იურისტისთვის.

- რას უსურვებ მათ, ვინც ახლა გადის ცხოვრების იმ ეტაპს, რომელიც შენ საკმაოდ წარმატებულად გაიარე?
- მოქმედ სტუდენტებს, ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას კარიერაში, რადგან პიაჟეს თეორიის მიხედვით, ადამიანების გარკვეული ნაწილი თვითიდენტიფიკაციას სწორედაც რომ კარიერაში ახდენს, ხოლო ეს ადამიანის, როგორც შინაგანი, ასევე ფსიქოლოგიურ-მენტალური განვითარების საყრდენია. ცუდი ცხოვრებისეული გაკვეთილები, უარის მიღება, შრომის არდაფასება, ნეგატივი უფრო კარგად გვამახსოვრდება, ვიდრე დადებითი ენერგია, ამიტომ შეეცადეთ ეს ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ და თითოეული რთული წამი თქვენი მიზნების მიღწევის საშუალებად აქციოთ.

- მარიამ, წარმატებებს გისურვებ.
- დიდი მადლობა.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

სტუდენტური ექსკურსია
     

16 აპრილს SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ლაშქრობა-ექსკურსიების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო საუნივერსიტეტო ტური ჩარგალში.

სტუდენტებმა გიდის თანხლებით მოინახულეს ანანურის სამონასტრო კომპლექსი და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ბოლოს კი გამართეს საერთო პიკნიკი, სადაც დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ითამაშეს სხვადასხვა გასართობი თამაშები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები.

ექსკურსიის მიზანი სტუდენტთა დაახლოება და უკეთ გაცნობა იყო.

კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო მოწესრიგება

2022 წლის 27 აპრილს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში CDCPIII-ის პროექტის (კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ, აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ფაზა III) ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი თემაზე "კლიმატის ცვლილების საკანონმდებლო მოწესრიგება".

CDCPIII არის რეგიონული პროექტი, რომელიც ხორციელდება GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) მიერ და მხარს უჭერს პროცესების, მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავებას გრძელვადიანი დეკარბონიზაციის დაგეგმვისა და ეროვნულ დონეზე მისი ინტეგრაციისთვის, რაც ემსახურება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მიზნების მიღწევას. CDCPIII არის კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის (BMUV) ფედერალური სამინისტროს მიერ.

მასტერკლასს გაუძღვა ბატონი არნო კოლი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარი და ლონდონის ეკონომიკის სკოლის, გრანტჰემის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ მკვლევარი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატთან დაკავშირებულ კანონებსა და პოლიტიკაზე მთელს მსოფლიოში და ასპექტებზე, რამაც გამოიწვია კლიმატის ყოვლისმომცველი ჩარჩო კანონების ფართო გავრცელება. მასტერკლასის ფარგლებში ასევე იმსჯელეს საქართველოს სამომავლო სამართლებრივ და პოლიტიკურ ლანდშაფტზე კლიმატის ცვლილების კანონის კუთხით.

 

ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მარიამ კვერნაძე მეორე ეტაპზე გადავიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ/თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მარიამ კვერნაძე მეორე ეტაპზე გადავიდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ორ ნომინაციაში გაიცემა: პროზაული ნაწარმოების ქართული თარგმანისათვის და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისათვის.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისებაა. კონკურსის გამარჯვებულები ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდებიან.

ვულოცავთ მარიამს და კონკურსში გამარჯვებას ვუსურვებთ.

ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა
      

2022 წლის 21 აპრილს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ქართველი ისტორიკოსის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სხდომა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ივანე ჯავახიშვილის ღვაწლზე ისაუბრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. სხდომაზე ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა, ვახტანგ გურულმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: "ივანე ჯავახიშვილი ტირანიის სამსჯავროს წინაშე".

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.

პროფესორი ოთარ მათეშვილი 80 წლის იუბილეს ახალი წიგნით ხვდება

პროფესორი ოთარ მათეშვილი 80 წლის იუბილეს ახალი წიგნით ხვდება
საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომელნიც ჩუმად, უხმაუროდ ემსახურებიან საყვარელ საქმეს, აქვთ გასაოცარი ცოდნა, გამოცდილება, არ აკლიათ წარმატება, მაგრამ ამაში არაფერს განსაკუთრებულს არ ხედავენ და თავმდაბლად აგრძელებენ ცხოვრებას.

ასეთია წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ მათეშვილი, რომლის ბიოგრაფიის თვალის გადავლებითაც აშკარა ხდება, რომ იგი თავდაუზოგავად ემსახურება ქვეყანას და საყვარელ საქმეს. ბატონი ოთარი მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, SANGU-ში კი დაარსებიდან დღემდე ხელმძღვანელობს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლას, კითხულობს ლექციების სხვადასხვა კურსს და გამოსცემს სახელმძღვანელოებს. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია ის დიდი შრომა, რომელიც მან გასწია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ეპისტოლეთა ინგლისურ ენაზე თარგმნის ჯგუფის ხელმძღვანელობის დროს. მის ნაშრომთა შორის განსაკუთრებულია ,,ქართულ იდიომთა ლექსიკონი“, რომელმაც გამოცემისთანავე მიიპყრო სამეცნიერო წრეების ყურადღება. აღინიშნა, რომ ასეთი ლექსიკონი საქართველოს არასდროს ჰქონია, რომ იგი ახალ ფურცელს შლის ქართულ-ინგლისური ენობრივი კონტაქტების ისტორიაში.

მაღალი პროფესიონალიზმით და არაჩვეულებრივი პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მეცნიერს, ოთარ მათეშვილს 20 აპრილს 80 წელი უსრულდება. ახალი ლექსიკონის შესახებ ავტორი თავად გვიამბობს.

ბატონო ოთარ მოგესალმებით და გილოცავთ 80 წლის იუბილეს.
მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოლოცვისთვის და დაინტერესებისთვის.


ცნობილია, რომ ზოგადად, ლექსიკონზე მუშაობა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ იდიომთა ლექსიკონი ამ მხრივ განსაკუთრებულია. რამდენ ხანს მოუნდით მის შექმნას?
იდიომთა პირველ წიგნზე მუშაობას 5-6 წელი მოვანდომე. მართლაც, ძალიან რთული სამუშაო იყო. თავდაპირველად თავი მოვუყარე ინგლისურენოვან იდიომებს, შემდეგ შევუდექი მათ თარგმნას ქართულად. ამისთვის ძალიან ბევრი ლექსიკონის დამუშავება და გადაფურცვლა დამჭირდა.

იდიომების ლექსიკონის შედგენას, გარდა ორი ენის ზედმიწევნით ცოდნისა, ქართულ იდიომებზე მუშაობის გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაც სჭირდება. თქვენ როგორ დაიწყეთ მუშაობა?
წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ სფეროში. ქართული იდიომების შესახებ დისერტაციაც მაქვს დაცული 1975 წელს. ეს სფერო მაშინ აქტუალური იყო და მეც ვიყავი დაინტერესებული. ვხედავდი, რომ იდიომების ლექსიკონები არ იყო საქართველოში და გადავწყვიტე, დამეწყო მის შექმნაზე მუშაობა. მეგობრები და კოლეგებიც მირჩევდნენ, რადგან ეს ჩემთვის ნაცნობი თემა იყო. და ასე, ერთხელაც დავიწყე მასალის თავმოყრა, იდიომების შეგროვება. როდესაც წიგნი გამოვეცი, საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა და პოპულარულიც გახდა გარკვეული დროის განმავლობაში.

პროფესორმა მანანა ტაბიძემ ლექსიკონს მაღალი შეფასება მისცა და ქართული ენათმეცნიერების წარმატება უწოდა... დაახლოებით რამდენი იდიომი შევიდა პირველ ლექსიკონში?
დიახ, ქალბატონ მანანას შეფასება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ლექსიკონი საკმაოდ სქელტანიანი გამოცემა იყო, 11000 იდიომი იყო მასში შესული, ხოლო გვერდების რაოდენობა იყო 400.

როგორც აღნიშნავენ, ეს ლექსიკონი ორიგინალურია, რაში ვლინდება მისი სპეციფიკურობა?
ჩვეულებრივ, იდიომების ლექსიკონებში ინგლისურ იდიომს მოსდევს მისი ქართული ახსნა ან ქართული იდიომი. ამ ლექსიკონშიც, რა თქმა უნდა, არის პირველი - ძირითადი მნიშვნელობა, მაგრამ იდიომის ძირითადი მნიშვნელობის გვერდით მოცემულია მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა და შემდეგ ქართული თარგმანი ან იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესატყვისი, ქართული იდიომი. ამასთანავე, ამ ლექსიკონს ლათინური და ფრანგული პოპულარული გამოთქმების ლექსიკონიც ერთვის.

პირველი გამოცემის შემდეგ დაინტერესებულმა მკითხველმა მეორე, გადამუშავებული გამოცემა მიიღო. რას გვეტყვით ახალი წიგნის შესახებ?
დიახ, პირველი გამოცემის წარმატების შემდეგ დავიწყე გადამუშავებული გამოცემის მომზადება, დავამატე ათასი იდიომი, ლექსიკონის მოცულობაც შესაბამისად 548 გვერდამდე გაიზარდა, იდიომთა რაოდენობა კი 12000-მდე. ახალი გადამუშავებული ვარიანტის შექმნას ერთ წლამდე პერიოდი დასჭირდა. ესეც საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო. ახალი იდიომები უნდა შემედარებინა პირველ გამოცემაში შესული ნიმუშებისთვის, ხომ არ იყო მათ შორის. ამის შემდეგ, რასაც თავი მოვუყარე, ანბანის მიხედვით დავალაგე და გამოვეცი 100 ეგზემპლარი.

ლექსიკონი მარტომ შეადგინეთ თუ ვინმე იყო ჩართული მასზე მუშაობის პროცესში?
არა, დამოუკიდებლად, მარტო ვმუშაობდი, თუმცა შემდეგ, როდესაც თავი მოვუყარე მთელ მასალას და ეს ყველაფერი დავამთავრე, ძალიან დამეხმარნენ პროფესორები ნუგზარ რუხაძე და მანანა ტაბიძე. ბატონმა ნუგზარმა, ინგლისურის ბრწყინვალე მცოდნემ, დიდი დახმარება გამიწია. შემდეგ კი ქართულის ასევე ბრწყინვალედ მცოდნე პროფესორმა მანანა ტაბიძემ გადაათვალიერა და ჩაასწორა, რისთვისაც დღემდე ამ ძვირფასი ადამიანების მადლობელი ვარ.

რამდენად აქტუალურია თქვენ მიერ შედგენილი ლექსიკონი დღეს?
ზოგადად, ორენოვანი ლექსიკონი არ კარგავს თავის აქტუალურობას. ეს ლექსიკონიც გამოადგება ყველას, ვინც ინგლისური ენით არის დაინტერესებული და მისი ღრმად შესწავლა სურს, იმასაც, ვინც კითხულობს ინგლისურ ენაზე და ვთქვათ, ვერ გაიგო რომელიმე ფრაზის მნიშვნელობა, რადგან, მოგეხსენებათ, იდიომში შემავალი სიტყვების მნიშვნელობა სხვაა და მთელი ფრაზის აზრი სხვა, იდიომი დაუშლელია და სიტყვების ცოდნით აზრი არ ხდება გასაგები, ამდენად, ეს წიგნი ყველა ინგლისურის მცოდნეს და არმცოდნესაც დაეხმარება.

სად შეიძლება წიგნის შეძენა?
წიგნის შეძენა შესაძლებელია თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 7 ნომერში მდებარე წიგნის მაღაზიაში და ასევე ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ლიტერა“-ში, გამოწერა კი ბიბლუსის www.booksale.ge ქსელის მეშვეობით არის შესაძლებელი.


დიდი მადლობა ბატონო ოთარ, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან

2022 წლის 15 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან.

შეხვედრაზე მწერალმა SANGU-ს სტუდენტებს საკუთარი შემოქმედება გააცნო, წიგნიერების სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ახალგაზრდებს პიროვნული ზრდისთვის წიგნის კითხვის ყოველდღიურ ქცევაში დანერგვა ურჩია. საინტერესო იყო იმ ისტორიების მოსმენა, რომლებმაც ავტორის თითოეული წიგნის შექმნა განაპირობა.

დათო ტურაშვილმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს და მის წიგნებზე საჩუქრად სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა.

სტუმარს საჩუქრად გადაეცა SANGU-ს ბრენდირებული საჩუქრები და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ღვინო „ბოდბის მარანი“.

ტრენინგი თემაზე: „როგორ აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა“

2022 წლის 13 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება სასერტიფიკატო ტრენინგი თემაზე: „როგორ აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა“.

ტრენინგი წარმართა პირადი განვითარების სფეროს ქოუჩმა ნინო ძოწენიძემ, რომელმაც ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლის როლის მნიშვნელობაზე, დაშვებულ შეცდომებზე და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

 

შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი street ball-ში

2022 წლის 10 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი street ball-ში, სადაც ჩატარდა 3X3-ზე შეჯიბრება.


ტურნირში SANGU-ს სტუდენტებით დაკომპლექტებული შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: „ლომები“: ვაკო ადამაშვილი, ლუკა ჭიკაძე, ნოდარ ბერიძე; „შოთა“: შოთიკო ბითაძე, ომო მამუკაშვილი, ელენე რატიანი; "არწივები": დავით ჟვანია; ბესიკ მახარაძე; ნინო ხოზიაშვილი; "სლიზერინი": ნიკა ზიბზიბაძე, ვახო აბრამიშვილი, სალომე ვარიძე.


საუნივერსიტეტო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „ლომები“. გუნდის წევრები მედლებით დაჯილდოვდნენ.

საჯარო ლექცია: „დაკავება და პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება“

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა იოსებ წერეთელმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „დაკავება და პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება“.

სამხედრო მაიორმა, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ წერეთელმა დაკავების საფუძვლების, წესების, დამკავებლისა და დაკავებულის უფლება-მოვალეობების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ლექციის მსვლელობის დროს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი გამომძიებლისგან, აღნიშნული თემის ირგვლივ პრაქტიკული რჩევებიც მიეღოთ.

ლექცია-სემინარი ინტერაქციული იყო, სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

SANGU-ში მარიამ ბახტაძის ნახატების გამოფენა "იმაგინაცია" გაიმართა

11 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტ მარიამ ბახტაძის ნახატების გამოფენა "იმაგინაცია" გაიმართა.


მარიამ ბახტაძის შემოქმედებაში, გამოფენის სახელწოდების შესაბამისად, ფერებისგან დაცლილი არსის, ფორმებს მიღმა არსებული სულიერი მოვლენები იკვეთება.

ავტორი მიიჩნევს, რომ მის ნახატებში სიბნელიდან ამოსული ფორმები შესაქმის შემოქმედებით გზას ჰგავს, შინაარსი კი ერთგვარი სახეა კაცობრიობის განვითარების გზის, დასაბამიდან "სული - ადამიანამდე“.


ავტორის შემოქმედება შეაფასეს და წარმატებები უსურვეს მას SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და ღონისძიების ორგანიზატორმა, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ნათია სადღობელაშვილმა.


გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში დაცული მნიშვნელოვანი Art თემატიკის პუბლიკაციები; ,,დიდი მხატვრები" და გომბრიხის ხელოვნების ამბავი.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება

2022 წლის 2 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ, მიულოცეს სასწავლო კურსის წარმატებულად დასრულება და მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ზურაბ ბერიამ, პროფესორებმა ნინო კობალაძემ და მიხეილ ტეფნაძემ.

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს წარმატებული სწავლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

SANGU ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს პროგრამის წარმატებულად დასრულებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

SANGU-ს ბიბლიოთეკაში სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა

SANGU-ს ბიბლიოთეკამ სტუდენტთა დასაქმების და კარიერული განვითარების მიზნით დაიწყო სტაჟირების პროგრამა საბიბლიოთეკო ფონდის მენეჯმენტის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში სტაჟიორი სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ წიგნადი ფონდის მართვა, წიგნების დამუშავება და ამ პროცესში ყოველდღიური ჩართულობით შეიძინონ საბიბლიოთეკო საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობის შესახებ SANGU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნათია სადღობელაშვილი გვესაუბრება - ბიბლიოთეკა საუნივერსიტეტო სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმმართველი რგოლია. მნიშვნელოვანია, იგი ვითარდებოდეს და აკმაყოფილებდეს სტუდენტთა ინტერესებს და ამავდროულად, სტუდენტებიც ხედავდნენ თავიანთ წვლილს ბიბლიოთეკის განვითარების საქმეში. ამ მიზნით, სხვადასხვა გამოკითხვის საშუალებით, მუდმივად ვცდილობთ, გავეცნოთ მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებს.
ამჯერად, მათი უშუალო ჩართულობისთვის, გამოვაცხადეთ სტაჟირება საბიბლიოთეკო ფონდის მენეჯმენტის მიმართულებით. ეს იქნება, მთლიანად, SANGU-ს სტუდენტური საზოგადოების ხმა ბიბლიოთეკაში, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავიგოთ, რას კითხულობენ თანამედროვე ახალგაზრდები, რა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები აინტერესებთ, რა შეიძლება იყოს მათი სამომავლო გეგმები და ნაბიჯები. სტაჟირების წყალობით სტუდენტი შეძლებს გაეცნოს საბიბლიოთეკო საქმიანობას და ამ, ერთი შეხედვით, მივიწყებულ პროფესიაში დაინახოს ის შესაძლებლობები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში უკვე შემჩნეულია, რის გამოც მთელი დასავლური სამყაროს საუნივერსიტეტო ცხოვრება ეფუძნება თანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიებითა და რესურსებით აღჭურვილ ბიბლიოთეკას.
აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ბიბლიოთეკის უკეთ გაცნობა და წიგნებთან დაახლოება საუკეთესო შესაძლებლობაა პროფესიული უნარების შეძენისა და განვითარებისთვის. ამჯერად სტაჟირების პროგრამაში წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის IV კურსის სტუდენტი, სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-რეზიდენტი ევა შამხალაშვილი ჩაერთო.

ევა შამხალაშვილი - ვფიქრობ, ადამიანებს, რომელთაც წიგნებთან ურთიერთობა უყვართ, ეს ადგილი სწორედ მათთვისაა განკუთვნილი. როგორც, მომავალი ქართული ენის ფილოლოგი, დარწმუნებული ვიყავი, რომ უფრო მეტად საინტერესო და სასურველი აღმოჩნდებოდა SANGU-ს ბიბლიოთეკის კარს მიღმა ყოფნა.
ამ დროს, როცა სტუდენტთა ჟრიამული ყველაზე მეტად აკლია უნივერსიტეტს, აქ ყოფნა უცნაურია, თუმცა ის სივრცე, რომელიც ჩემთვის კარგადაა ნაცნობი და ერთ-ერთი საყვარელი ადგილიცაა SANGU-ში სასიამოვნოს ხდის თითოეულ დღეს. სრულიად ახალი გამოწვევაა ჩემთვის, ვიყო ბიბლიოთეკაში, თუმცა სხვა ამპლუაში. წიგნების დახარისხება, აღწერა, მათი შესწავლა... ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს „წიგნთა საცავი“ და სურთ, მომავალ თაობასაც გადასცენ. ძალიან მომწონს დროის გატარება იმ წიგნებთან, რომლებმაც უდიდესი ისტორია და ნააზრევი შემოინახეს.
ჩემი სტაჟირება, სამწუხაროდ, 31 მაისს სრულდება. ძალიან საინტერესოა საბიბლიოთეკო საქმიანობა, რადგან წიგნებთან მუდმივი ურთიერთობით, თანაც ისეთ გარემოში, რომელსაც SANGU გვთავაზობს, ადამიანის განათლება მტკიცდება და სრულქმნილი ხდება.

დასაქმების პროექტი დასრულებისთანავე განაახლებს ახალ სტაჟიორთა შერჩევას, მანმადე კი მსურველებს შეგიძლიათ ჩაერთოთ მიმდინარე საქველმოქმედო-საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის წიგნების შეგროვების მიმართულებით ხორციელდება. ყველა მსურველს შუძლია SANGU-ს ბიბლიოთეკაში განთავსებულ წიგნების ყუთში დატოვოს ნებისმიერი სახის ლიტერატურა და გაახაროს ადრესატი. წიგნების შეგროვება აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

,,წარმოიდგინე, რომ მიცურავ"

2022 წლის 3 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა ფილმის ,,წარმოიდგინე, რომ მიცურავ" პრემიერა.


ჩვენებას SANGU-ს სტუდენტებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ფილმში მონაწილე მსახიობები: ლუკა აბესაძე და ლიზა ორჯონიკიძე; რეჟისორები და სცენარისტები იკა უგლავა და დათო ქურდაძე.


ჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა, შემოქმედებითმა ჯგუფმა მადლობა გადაუხადა SANGU-ს სტუდენტურ თვითმმართველობას მოწვევისთვის და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.


მაყურებელმა დადებითად შეაფასა ახალგაზრდა ავტორთა მიერ შექმნილი ფილმი.

SANGU-ში კონკურსი "ჩემი თვალით დანახული SANGU" განხორციელდა

სტუდენტური თვითმმართველობის ხელოვანთა კლუბის ორგანიზებით, ხატვის ნიჭით გამორჩეული სტუდენტებისთვის, კონკურსი "ჩემი თვალით დანახული SANGU" განხორციელდა.

21-25 მარტის ჩათვლით საგამოფენო სივრცე გახსნილი იყო SANGU-ში სადაც მოსულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ხმა მიეცა თავისი რჩეული ნახატისთვის.

28 მარტს კონკურსში "ჩემი თვალით დანახული SANGU"-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. პირველი ადგილი დაიკავა დავით გერლიანმა, მეორე - ირინა ჯავახიამ მესამე კი ქეთევან კაცელაშვილმა.

გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები და ხელოვანთა კლუბის ხელმძღვანელის, რუსუდან გონაშვილის მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.

შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან

2022 წლის 17 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან.

უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-ს საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს ჰიროიუკი მორის უმასპინძლა.

სტუმრებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალს და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა

2022 წლის 16 მარტს, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა, ამავე სკოლის დეკანის მოადგილემ, დოქტორმა ხათუნა კუხალაშვილმა და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ.

შეხვედრა ნანა ცინცაძესთან

11 მარტს წმ. ანდრია ქართულ უნივერსიტეტში SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა პოეტ ნანა ცინცაძის პოეზიის საღამო - "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილება!".


პოეტმა ნანა ცინცაძემ ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარა და უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.


შეხვედრას SANGU-ს სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

წარმატებული სწავლისთვის ცოცხალი ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია

SANGU-ში ჩაბარება თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ვინაიდან ეს უნივერსიტეტი მრავალფეროვან შესაძლებლობებს მთავაზობდა - გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, საინტერესო სტუდენტური გარემო, ეს სწორედ ის იყო, რაც რეალურად მჭირდებოდა განვითარებისათვის.

უნივერსიტეტში ყოფნის პირველი სემესტრი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მქონდა ლექტორებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა, პირდაპირი კომუნიკაცია, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც სწავლის პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს და საინტერესოს ხდიდა.

სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მოკლე პერიოდში, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უნივერსიტეტს მოუწია დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლა, რაც ნამდვილად დიდ გამოწვევას წარმადგენდა იმ პერიოდში, რადგან არ არსებობდა დისტანციური სწავლების გამოცდილება. ამ პრობლემას SANGU-მ საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი. დისტანციური სწავლების ყველაზე დიდი პლუსი და ძლიერი მხარე SANGU-ში სწორედ ის აღმოჩნდა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ცხოვრების გართულებულ სიტუაციაში სწავლის ჩვეული რიტმი შეგვენარჩუნებინა. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე ყოფნა. ზოგჯერ სრულიად ჩაკეტილ მდგომარეობაში, ზოგჯერ კი შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა სტუდენტების მდგომარეობას და გვაძლევდა შესაძლებლობას, სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელებულიყო. SANGU-ში დისტანციური სწავლება დღემდე შეუფერხებლად მიმდინარეობს თუმცა არსებობს მრავალი შეუქცევადი პრობლემა რაც Online სწავლებას ახლავს. მაგალითად, ცოცხალი ურთიერთობების არარსებობა, ლექტორებთან პირადი კომუნიკაციის ნაკლებობა, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობა და აქტიური სტუდენტური ცხოვრების შეფერხება, რაც ნამდვილად მაკლდა დისტანციური სწავლების პერიოდში.

ახლა კი, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდა და ყველაფერი ნელ-ნელა ჩვეულ ტემპს უბრუნდება, უნივერსიტეტმაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და სტუდენტები აუდიტორიებს ვუბრუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონიდან ვარ და არსებობს სხვადასხვა პროცედურული პრობლემები, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა, რადგან სტუდენტებს გვექნება შესაძლებლობა გვქონდეს ერთმანეთთან ცოცხალი კომუნიკაცია. მიხარია, რომ კვლავ მექნება შესაძლებლობა სამართლის დარბაზში ისევ ჩავერთო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რომელსაც დარგის ცნობილი მოსამართლეები წარმართავენ, რაც სამართლის პროგრამაზე სწავლის პარალელურად საკმაოდ მნიშვნელოვანი და, ვფიქრობ, აუცილებელიც კია. დისტანციურმა სწავლებამ მრავალი სოციალური, ემოციური და ფიზიკური განვითარებისთვის ხელისშემშლელი პრობლემები წარმოშვა, აქედან გამომდინარე SANGU-ს გადაწყვეტილება დროული და ადეკვატური იყო. აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ ავინაზღაურებ იმ დანაკლისს, რასაც დისტანციური სწავლების პერიოდში ნამდვილად განვიცდიდი. უნივერსიტეტს ჰყავს შესანიშნავი სტუდენტური თვითმმართველობა, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს გეგმავენ. მეც მათ მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებში, ღონისძიებებსა თუ სხვა აქტივობებში ჩავერთვები, რაც რთული და დატვირთული სასწავლო პროცესის განმავლობაში განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ვფიქრობ, უნივერსიტეტში დაბრუნების შემთხვევაში ის სოციალური ინტერაქციის ნაკლებობის პრობლემა, რასაც პირადად მე ნამდვილად განვიცდიდი, აღმოფხვრილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და ფორუმების მეშვეობით მქონდა კონტაქტი, პირადი ურთიერთობები ნამდვილად შეუცვლელია, შესაბამისად, მოუთმენლად ველოდები აუდიტორიაში დაბრუნებას და SANGU-სთან ერთად კიდევ უფრო მზარდი განვითარების შესაძლებლობებს.

ნათია სიყმაშვილი
SANGU-ს სტუდენტი

 

SANGU-ში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებისთვის საოფისე ტექნოლოგიების მიმართულებით საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაატარეს ტრენინგები, რომლებიც მოიცავდა ლექციებს, ტესტებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.


პაატა გოგიშვილი, SANGU-ს ასოცირებული პროფესორი - საგანმანათლებლო პროექტი განკუთვნილი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლების საოფისე ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების გამომუშავება-განმტკიცებისთვის. ძალიან დასაფასებელია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხრიდან თავიანთი თანამშრომლებისთვის ზრუნვა. თანამედროვე სამყაროში კომპიუტერული უნარ-ჩვევების ქონა არსებითია ყველა ადამიანისთვის. ამიერიდან ტრენინგში მონაწილე ყველა თანამშრომელი შეძლებს გამოიყენოს მიღებული ცოდნა როგორც სამსახურებრივ, ისე პირად საქმიანობაში. თანამედროვე საოფისე ტექნოლოგიები SANGU-ს ყველა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე იკითხება, თუმცა ასეთი ტიპის ტრენინგი პირველად ჩავატარეთ, რომელიც ვფიქრობ, წარმატებული აღმოჩნდა. გვაქვს სურვილი, სამომავლოდაც ვუმასპინძლოთ მსმენელებს. ცოდნის გადაცემა ყველა ლექტორისთვის სასიამოვნო პროცესია. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებთან ურთიერთობა კი განსაკუთრებულად დიდი პატივია. დიდ მადლობას ვუხდი სასახლის დირექციას, რომ სწორედ ქართული უნივერსიტეტი შეარჩია ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის.


ლია შენგელია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საგნობრივი მიმართულებების ხელმძღვანელი - წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. ამ მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულმა სასახლემ უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამასთან ერთად რამდენიმე პროექტი განახორციელა. მათ შორის: უფროსკლასელთა გუნდური მათემატიკური შეჯიბრებები, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულები და სხვა. 2 წლის წინ, როცა COVID-19-ის პანდემია დაიწყო და საქართველოში სრული ლოქდაუნი იყო, SANGU-მ ერთ-ერთმა პირველმა მოახერხა და დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გავიხსენო თქვენი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პროფესორების - კობა გელაშვილის და პაატა გოგიშვილის დამსახურება, რომლებმაც უანგაროდ მოგვაწოდეს Online სასწავლო პლატფორმების zoom-ის და google meet-ის გამოყენების გზამკვლევები, ასევე დამხმარე ვიდეო მასალა. ამ მასალის გამოყენებით ეროვნულმა სასახლემაც უმოკლეს დროში შეძლო სასწავლო პროცესის აღდგენა Online რეჟიმში (გაცილებით ადრე, ვიდრე სკოლები განაახლებდნენ სასწავლო პროცესს). გარდა სასწავლო პროცესისა, ეროვნულ სასახლეში აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ადმინისტრირების კუთხით. ჩვენ გადავედით მოსწავლეთა მიღება-რეგისტრაციისა და აღრიცხვიანობის Online ფორმაზე, რაც მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საკმაოდ აადვილებს სასახლის წრეებზე დარეგისტრირებას. სწავლების შეუფერხებლად წარმართვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩართული არიან მოსწავლეთა მიღებისა და წრეებზე გადანაწილების პროცესში, დროულად შეძლონ ელექტრონული ფორმით მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება თანამედროვე საოფისე ტექნოლოგიებში. ამ შემთხვევაშიც, თქვენმა უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა საუკეთესო პირობები და ჩვენს მოთხოვნებზე მორგებული ტრენინგ-კურსი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 20-მა თანამშრომელმა (მიმართულებათა ხელმძღვანელებმა და კოორდინატორებმა) 2 კვირის მანძილზე სასიამოვნო გარემოში, კვალიფიციური ტრენერების დახმარებით გაიარეს სასწავლო კურსი, გაიღრმავეს ცოდნა და დახვეწეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკული უნარები. დიდი მადლობა ქართულ უნივერსიტეტს. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.


ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.


უცხო ენების მიმართულების ხელმძღვანელი ცაბუ პატარიძე - პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების გარეშე მუშაობა შეუძლებელია. ტრენინგები დაგვეხმარა არსებული ცოდნის განმტკიცებასა და ახლის შეძენაში. მადლობა ჩვენს ტრენერებს, რომლებიც ტრენინგების მსვლელობის დროს მაქსიმალურად ცდილობდნენ, გასაგებად მოეწოდებინათ ჩვენთვის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ასათვისებელი მასალა.


გრიგოლ ჩიგოგიძე, სტუდია პიონერფილმის ხელმძღვანელი – კინოსტუდიაში, რა თქმა უნდა, გვიწევს გადაღება-მონტაჟი და ვმუშაობთ შესაბამის პროგრამებში, მაგრამ ტრენინგების მსვლელობის დროს მქონდა შესაძლებლობა ამეთვისებინა დამატებითი პროგრამები. აღფრთოვანებული ვარ აქ არსებული გარემოთი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ვისურვებდი, რომ ჩვენი სასახლეც რეაბილიტაციის შემდგომ იყოს ისეთივე სასიამოვნო, კომფორტული და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი, როგორიც ქართულ უნივერსიტეტშია.


კახა ცაბაძე, მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი – დიდი მადლობა ბატონ პაატა გოგიშვილს იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩვენთან მუშაობის დროს გასწია. აღფრთოვანებული ვარ აქ არსებული გარემოთი, რომელმაც კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა ჩვენი სამუშაო პროცესი. დიდი მადლობა SANGU-ს და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პროფესურას, აქ შეძენილი ცოდნა დამეხმარება თანამდებობრივ, ყოველდღიურ საქმიანობაში.


SANGU ტრენინგის ყველა მონაწილეს წარმატებებს უსურვებს.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა სკოლამ კიდევ ერთი სასწავლო კურსი წარმატებულად დაასრულა
     

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესმა სკოლამ კიდევ ერთი სასწავლო კურსი წარმატებულად დაასრულა. სკოლა 10 წელიწადზე მეტია, მაღალკვალიფიციური პროფესურის ჩართულობით, მთარგმნელობითი საქმიანობისთვის საჭირო აპარატურით აღჭურვილ აუდიტორიაში, უახლესი მეთოდებით, ახორციელებს სწავლებას, როგორც ზეპირ ისე წერილობით თარგმანში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

22 თებერვალს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა 2022 წლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია. მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ოთარ მათეშვილმა სწავლის დასრულება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა: ნინო აბრამიძეს, მარიამ კვერნაძეს და ინგა ნაფეტვარიძეს.

SANGU ულოცავთ კურსდამთავრებულებს უმაღლესი სკოლის წარმატებით დასრულებას.

შეხვედრა თემაზე: „რა არის ქოუჩინგი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ეფექტიანობის ასამაღლებლად“

2022 წლის 9 მარტს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა Online შეხვედრა თემაზე: „რა არის ქოუჩინგი და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ეფექტიანობის ასამაღლებლად“.


შეხვედრა წარმართა ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებულმა ტრენერმა და ქოუჩმა, საქართველოს ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა ნინო ბერუაშვილმა.


ტრენერმა SANGU-ს სტუდენტებს განუმარტა ქოუჩინგის მნიშვნელობა და გაუზიარა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვისა და სწავლების სფეროში 15 წლიანი მუშაობის შედეგად შეიძინა. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სერტიფიცირებულ ქოუჩთან ერთად ემსჯელათ იმ საინტერესო გამოწვევებსა და მიდგომებზე, რომელიც დასაქმების ბაზარზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

სტუდენტობა - ცხოვრების საუკეთესო წლები

სტუდენტობის წლები თავისთავად უმნიშვნელოვანესი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ყალიბდება მისი მსოფლმხედველობა. პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში დიდი როლი ენიჭება გარემოს, რამდენად ჯანსაღია იგი, ფასეულობათა და ღირებულებათა რა სისტემა აქვს, რამდენად მზრუნველი და თბილია.


სტუდენტობის წლებზე გვესაუბრება SANGU-ს მაგისტრატურის სტუდენტი თამარ კურატიშვილი.

თამარ მოგესალმები!
მოგესალმებით

დამეთანხმები ალბათ, სტუდენტობა ცხოვრების საუკეთესო წლებია, შენი აზრით, რა ხიბლი აქვს მას?
ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, ყველას გვაქვს საკუთარი ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდი, როდესაც სრული სისავსით შევიგრძნობთ ჩვენს როლს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდად მე მივიჩნევ ჩემს სტუდენტურ წლებს. ვფიქრობ, რომ ადამიანები ყველაზე მეტად მაშინ ვართ ბედნიერი, თვითრეალიზებული, როდესაც მიზანი გვაქვს და მისკენ მივდივართ. შესაძლებელია, მიზნისკენ სვლა სკოლის ასაკიდან დაიწყოს ბავშვმა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის წლებში, რომელსაც დავარქმევდი სრული პიროვნული გარდატეხის პერიოდს, გავაცნობიერე, რა მსურდა. როდესაც ავირჩიე პროფესია, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სწორი იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თამარი, როგორც პიროვნება, უნივერსიტეტის პერიოდში შედგა. როდესაც იგებ, რა გინდა და სიამოვნებას განიჭებს პროფესია, რომელსაც ეუფლები, ეს ყველაფერი დიდი მოტივაციაა იმისათვის, რომ მეტად დაიხარჯო და მეტად განვითარდე.

როგორ მოხვედი უნივერსიტეტში?
აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა, რომელმაც მირჩია ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ასეთი რამ მითხრა - "SANGU ერთი დიდი ოჯახია, თუ იშრომებ, დაგიფასდება" და ვთვლი, რომ ასეც მოხდა. ამ სიტყვების გამო მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ამ ადამიანის და იმ შესაძლებლობის, რაც მომეცა ამ უნივერსიტეტში.

როგორ დაგეხმარა უნივერსიტეტი საკუთარი მიზნის და საკუთარი თავის პოვნაში?
უნივერსიტეტში გატარებულმა ოთხმა წელმა ნათლად დამანახა, როგორ შეიძლება საკუთარი ცხოვრება შემოაბრუნო უკეთესობისკენ. უკეთესობა იბადება და ჩნდება მაშინ, როდესაც არ გეშინია ცვლილებების, თუმცა ყველანი იმაზე ვთანხმდებით, რომ შიში ბუნებრივია მაშინ, როდესაც არ გაქვს გამოცდილება. ჩემი თავგადასავალი სწორედ გაბედვიდან დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლაში არ გამოვირჩეოდი მაღალი აკადემიური მოსწრებით, ეს კონკრეტული წარსულის გამოცდილება მაშინებდა, მაგრამ რადგანაც მყავდა ძალიან კარგი ლექტორები და ჯგუფელები, გავბედე და ვუთხარი საკუთარ თავს, მინდა რომ სხვა ვიყო, მინდა, რომ მეტი გავაკეთო. ამ პროცესში ბევრი სიამოვნებაც იყო და ბევრი იმედგაცრუებაც. ორი წელი ვცდილობდი სტიპენდიანტი გავმხდარიყავი, ძალიან ცოტა მაკლდებოდა, მაგრამ ბოლოს შევძელი, მადლობა ღმერთს, გამომივიდა შრომით და, ასევე, იმ ადამიანების გვერდში დგომით, რომლებიც წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა შემძინა.

დიდი პიროვნული გამარჯვებაა, როდესაც დასახულ მიზანს აღწევ. რა არის საჭირო კარიერული წინსვლისთვის?
მთავარია, არ შეგვეშინდეს ცვლილებების, გავბედოთ, რომ ვიყოთ საკუთარ თავზე უკეთესები, სინამდვილეში საკუთარ თავზე დაკვირვება და საკუთარ თავთან ჯანსაღი კონკურენცია ადამიანებს მეტად წარმატებულს ხდის.
ამ რთულ გზაზე მივხვდი, რომ პიროვნული სიძლიერის გარეშე წარმატებული კარიერა ვერ გექნება, პიროვნულ სიძლიერეს კი ქმნის ინტერპერსონალური ურთიერთობები და გამოცდილება. უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს პროფესიულ ცოდნასთან ერთად ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელოვნება გასწავლოს. სწორედ ბაკალავრიატზე შეძენილი პოზიტიური გამოცდილება გახდა იმის ყველაზე დიდი სტიმული, რომ მაგისტრატურაც ამავე უნივერსიტეტში გამეგრძელებინა და ისევ ვანდე ცოდნის გაღრმავება ამ უნივერსიტეტს და მთელ მის კოლექტივს.
საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ხარისხიანად გატარებული საათები მეტად გაახლოვებს, განცდა გიჩნდება, რომ აქაც სახლში ხარ. ჩვენი უნივერსიტეტი საშუალებას იძლევა, რომ სტუდენტმა გაიაროს სხვადასხვა ტრენინგი, რომლებიც მის უნარ-ჩვევებს მეტად ზრდის და ავითარებს. მართალია, ლექციების შემდეგ კიდევ სამ საათიან ტრენინგზე დასწრება დამღლელია, მაგრამ ამ ყველაფრის გახსენება ძალიან შთამბეჭდავია და ბევრი ემოცია მოაქვს ცოდნასთან ერთად.

რას ურჩევდი სტუდენტებს?
უნივერსიტეტი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით თვრამეტი-ცხრამეტი წლის მოზარდებისთვის, რომლებიც ჩემსავით დაბნეული არიან ცხოვრების გზაზე. უნივერსიტეტში არსებულმა სიტუაციამ მათ ფართო თვალსაწიერი უნდა დაანახვოს, სტუდენტი კი უნდა შეეცადოს გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები. ჩემს მეგობრებს, სტუდენტებს, ვურჩევდი, რომ დაუახლოვდნენ უნივერსიტეტს, ამ უნივერსიტეტში არის ის ყველაფერი, რასაც შეუძლია ადამიანი რეალიზებული გახადოს.
არ შეგეშინდეთ ცვლილებების, წარუმატებლობის, ბევრი შრომის და ცდის ხარჯზე აუცილებლად გაიმარჯვებთ, ჯერ საკუთარ თავზე, შემდეგ კი კონკრეტულ სიტუაციაზე.

დიდი მადლობა თამარ, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

შეხვედრა ბუქარესტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2022 წლის 3 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანს, ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორ ვიორელ ვიზურეანუს და ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე იუნესკოს კათედრის გამგეს, ლილიან ჩერჩილს უმასპინძლა.

სტუმრები გაეცნენ ქართულ უნივერსიტეტში არსებულ სკოლებსა და სასწავლო პროგრამებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტი და ქართულ-რუმინული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების განვითარების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრა ხელს შეუწყობს, სტუდენტთა ჩართულობით, ერთობლივი სამეცნიერო და კულტურული პროექტების განხორციელებას.

ტრენინგი SANGU-ს სტუდენტებისთვის

SANGU თავის სტუდენ

ტებს აძლევს შესაძლებლობას, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე იზრუნონ იმ უნარების განვითარებაზე რაც მათ დამსაქმებელთან ურთიერთობის დროს ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოადგებათ. აღნიშნული უნარების შეძენა-განვითარების მიზნით დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური სტუდენტებისთვის მუდმივად მართავს დასაქმების ფორუმებს და შეხვედრებს დამსაქმებლებთან.

28 თებერვალს გაიმართა Online მასტერკლასი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის უფროსთან - ლიკა კვირჭიაშვილთან. ტრენინგის ფარგლებში პრაქტიკოსმა HR მენეჯერმა ლიკა კვირჭიაშვილმა სტუდენტებს მისცა რჩევები CV-ის შედგენის თანამედროვე ტენდენციებისა და სამოტივაციო წერილის თავისებურებების შესახებ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარა, თუ როგორ უნდა მოემზადონ და რა მნიშვნელოვანი დეტალები გაითვალისწინონ იმისათვის, რომ შედგეს დამსაქმებელთან ეფექტური გასაუბრება.

შეხვედრა ინტერაქტივის რეჟიმში წარიმართა.

SANGU-ს წარმატებული კურსდამთავრებულები

SANGU-ს წარმატებულ კურსდამთავრებულს, ნინო მჟავანაძეს, თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვაში. განათლების ამ, დღესდღეობით საკმაოდ პრიორიტეტული სფეროთი იგი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაინტერესდა და დღეს წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებით.

ნინო მოგესალმები!
მოგესალმებით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, როდის მიხვდი, რომ ამ მიმართულებით გინდოდა მუშაობა?
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სტაჟირებას გავდიოდი ნეიროგანვითარების ცენტრში, ენისა და მეტყველების თერაპიის განხრით, სადაც ურთიერთობა მქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ინკლუზიური განათლება უპირველესად განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობას ნიშნავს, რაც შემდგომ არა მხოლოდ კონკრეტული სსსმ მოსწავლისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის კეთილდღეობის საწინდარი ხდება. ამ მიმართულებით პროფესიული ცოდნის მისაღებად აქტიურად დავიწყე ინფორმაციის მოძიება და აღმოვაჩინე სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა, რომელმაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სწავლების ეფექტური სტრატეგიების გაცნობისა და სპეციალური და ინკლუზიური განათლების პრაქტიკის კვლევის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მომცა.

როგორია დღეს საქართველოში ინკლუზიური განათლება?
დღევანდელ მრავალფეროვან სამყაროში ინკლუზიური განათლება უზრუნველყოფს სხვადასხვა შესაძლებლობის ინდივიდთა თანაბარ ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში, რათა დაკმაყოფილდეს ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური - განათლების უფლება. ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლება პრიორიტეტულია და მიმართულია ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და არასეგრეგირებული გარემოს შექმნისკენ. ინკლუზიური განათლება, ერთი მხრივ, თითქოს გამოწვევაა თანამედროვე პროგრესული სამყაროსთვის, სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემებისთვის, მეორე მხრივ კი, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ყველა ინდივიდისთვის მეტად მისაწვდომი გახადოს საგანმანათლებლო გარემოს ყველა კომპონენტი: ფიზიკური გარემო, ადამიანური რესურსი, კურიკულუმი, სწავლებისა და კომუნიკაციის მეთოდები. საქართველოში ადრეული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დონეზე ინკლუზიური განათლების პრაქტიკული განხორციელების ცალკეული წარმატებული პროექტები უკვე დაგროვდა. მაგალითად, თბილისის სკოლამდელ და ზოგადი განათლების დაწესებულებებში მუშაობს სპეციალური პედაგოგი, რომლის პასუხისმგებლობაა, დაეხმაროს ბავშვს/მოსწავლეს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის კუთხით. ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში საწყის ეტაპზეა და პირველ ნაბიჯებს დგამს. ინკლუზიური ადრეული განათლების განვითარებისთვის საჭიროა მეტი კომპეტენტური ადამიანური რესურსი, რაც მწირია საქართველოს რეგიონებში. მიუხედავად ინკლუზიური განათლების მოდელის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერისა, აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა საფეხურზე ყოველდღიურად ვდგავართ სხვა უამრავი გამოწვევის წინაშე, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ დროულად და ღირსეულად გავუმკლავდებით.

რაც შეეხება ყოველდღიურ გამოწვევებს, პანდემიამ, ალბათ, ბევრი რამ შეცვალა?
ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად კვლავ ონლაინ სწავლება რჩება, რის გამოც მთელი საგანმანათლებლო სისტემის მსგავსად მეც დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი. გაიზარდა სოციალური ურთიერთობების დისტანცირება. სსსმ მოსწავლეებთან კი საჭიროა ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობა ისევე, როგორც პირისპირ სწავლებისას, რათა ზუსტად განისაზღვროს მოსწავლის საჭიროებები და დამოკიდებულებები. სსსმ მოსწავლეების სწავლების, ისევე, როგორც მათი სწავლების მონიტორინგის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მშობლები. ისინი თავისთავად გახდნენ ამ პროცესის თანამონაწილენი, მშობლის ფაქტორმა კი დისტანციური სწავლებისას პოზიტიური გარემოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რაც ონლაინ სწავლების ყველაზე დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. თანამშრომლობითი ურთიერთობები დადებით გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე, რაც მნიშვნელოვნად მეხმარება არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში.

როგორ გაიხსენებ SANGU-ში გატარებულ წლებს, რამდენად გამოგადგა დღევანდელ საქმიანობაში უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები?
SANGU-სთან, მართლაც, საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს. აქ გატარებული ოთხი ნაყოფიერი და ბედნიერი წელი მოგვიანებით ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილებად იქცა. გულწრფელად ვთვლი, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა აღმოჩნდა ის მტკიცე საძირკველი, რომელზეც ჩემი შემდგომი პროფესიული ცოდნის დაშენება დავიწყე. შANGU-ში ურთიერთობის შესაძლებლობა მქონდა ჩვენი დარგის როგორც ძველი, ისე ახალი თაობის ყველაზე მაღალკვალიფიციურ და ავტორიტეტულ პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებიც, მართლაც, ნამდვილ მეცნიერებას გვაზიარებდნენ. შANGU-ს შიგნით ყოველთვის სხვა სამყარო გველოდებოდა, რომლის კარის შეღებისთანავე აუცილებლად მისი განუყოფელი ნაწილი ხდებოდი - სითბოთი, სიყვარულითა და განსაკუთრებული აურით მოჯადოებული. უნივერსიტეტში გატარებულ სტუდენტობის წლებს ყოველთვის სიამაყითა და მადლიერებით ვიხსენებ.

დიდი მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

SANGU-ს მასწავლებლის მომზადების პროგრამები

საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობა და ამ მხრივ განათლებისათვის ხელშეწყობა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პრიორიტეტია. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროგრამაა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. ახლახან შემუშავდა უფრო მასშტაბური მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა რამდენიმე საგნობრივი მიმართულებით. ასევე მზადაა ახალი პროექტებიც.
საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გვესაუბრება პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ბერია.

მოგესალმებით ბატონო ზურაბ!
მოგესალმებით.

საიდან გაჩნდა ახალი პროგრამის შექმნის იდეა?
5 წლის წინ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მომზადდა მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც სურთ მასწავლებლობა და ჩააბარებენ მასწავლებლის გამოცდას შესაბამის საგანში, ზოგადი პედაგოგიკის და საგნობრივი მეთოდიკის სწავლებას, ასევე, სასკოლო პრაქტიკის გავლას. პროგრამამ თავის დროზე წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და წელს უკვე მე-5 მიღება გვქონდა. ეს პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომწიფდა აზრი გაკეთებულიყო უფრო მასშტაბური 300-კრედიტიანი პროგრამა. თავად შეგიძლიათ შეაფასოთ 60-კრედიტიანი პროგრამა, თუ დააკვირდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობის ზრდას წლების მიხედვით: თუ 2017 წელს 16 სტუდენტი გვყავდა, 2018-წელს გახდა 30, 2019-ში - 70, 2020-ში - 140 და წელს უკვე 200-მდე სტუდენტი გვყავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის თავად სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მიერ პროგრამის შეფასება. ამ პროგრამაზე შეიკრა განათლების სპეციალისტთა ძალიან კარგი და უკვე გამოცდილი გუნდი, ამას დაუმატეთ ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის მიმართულების საკმაოდ ძლიერი და სახელოვანი აკადემიური პერსონალი და ასევე, თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული გეოგრაფთა ძლიერი კოლექტივი. ყველაფერმა ამან შექმნა წინაპირობა, რომ გაკეთებულიყო ახალი 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა რამდენიმე საგნობრივი მიმართულებით.

რას სთავაზობს ახალი პროგრამა სტუდენტებს?
პროგრამის სრული დასახელებაა - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და იგი 5-წლიანია. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ენიჭება: განათლების მაგისტრის ხარისხი; ერთი ან რამდენიმე საგნობრივი მიმართულებით უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ჩვენი უნივერსიტეტის შემთხვევაში ეს არის: ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობის მასწავლებელი ან ქართული ენა და ლიტერატურა-ინგლისური ენა-ქართული, როგორც მეორე ენა, მასწავლებელი.
როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი არჩევანია. მსურველს, ერთდროულად სამი საგნის მასწავლებელი შეუძლია გახდეს ორიდან რომელიმე ერთი პროგრამის გავლის შემდეგ; ასევე, შეუძლია გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში.

რას გულისხმობს 300 კრედიტი, გარდა სავალდებულო საგნებისა, კიდევ რას შეისწავლიან პროგრამის სტუდენტები?
რაც შეეხება სასწავლო კრედიტებს და სასწავლო კურსებს, სტუდენტები 180 კრედიტის ფარგლებში მიიღებენ შესაბამისი საგნობრივი მიმართულებით აკადემიურ ცოდნას (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა ან ქართული ენა და ლიტერატურა-ინგლისური ენა) არჩევითი და სავალდებულო სასწავლო კურსების საშუალებით, ასევე აიმაღლებენ ინგლისური ენის ცოდნას მინიმუმ B2 დონემდე; დანარჩენი 120 კრედიტი გადანაწილებულია ზოგად პედაგოგიკასა და საგნობრივ მეთოდიკებზე, კვლევისა და პრაქტიკის მიმართულებებზე.

პრაქტიკის მიმართულება, ალბათ, სასკოლო პრაქტიკას მოიცავს...
არა მხოლოდ. 40 კრედიტზე მეტია გათვალისწინებული ამ მიმართულებით; კერძოდ, ამაში შედის პრაქტიკული კვლევა, სამაგისტრო ნაშრომის მომზადება, სასკოლო პრაქტიკა.

სტაჟირებისთვის კონკრეტულად რომელიმე სკოლებთან ხომ არ თანამშრომლობთ ან გეგმავთ თანამშრომლობას?
ჩვენ 60-კრედიტიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს 100-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლასთან გვაქვს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი და მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველა მათგანის დირექტორებს და დამრიგებელ-მასწავლებლებს, რომ ჩართული არიან ამ პროცესში და ძალიან გვეხმარებიან. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება 300-კრედიტიანი პროგრამის ფარგლებშიც და ასევე, ჩვენი მხრიდანაც ვფიქრობთ სკოლებისთვის გარკვეული ღონისძიებების შეთავაზებას, რომ ეს თანამშრომლობა უფრო საინტერესო და ორმხრივ სასარგებლო გავხადოთ.

წელს პირველად ჰქონდა მიღება აღნიშნულ სასწავლო პროგრამას, როგორ მიმდინარეობს სწავლება, როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულად დაიწყო მისი ფუნქციონირება?
მოგეხსენებათ, პროგრამის აკრედიტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ამ პროგრამების აკრედიტაციაზე დადებითი გადაწყვეტილება ზაფხულში მივიღეთ, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ჩატარებული იყო, თუმცა მაინც გამოჩნდნენ ორივე პროგრამაზე სწავლის მსურველები, რომლებიც ჩაირიცხნენ და ახლა სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებული დასაწყისია. მათთვის გარკვეული ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რომ ამ პროგრამაზე სწავლა უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს.

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
განათლების მიმართულება ჩვენი უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, დიდია ხელშეწყობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან და საკმაოდ ამბიციური გეგმებიც გვაქვს. თითქმის მზად გვაქვს და მალე შევიტანთ აკრედიტაციაზე 60-კრედიტიანი პროგრამის ახალ პაკეტს, რომელიც მოიცავს ისეთ საგნობრივ მიმართულებებს, როგორებიცაა: დაწყებითი საფეხურის მათემატიკის, ქართული ენა და ლიტერატურის, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, კომბინირებული დაწყებითი საფეხურის (1-4) მასწავლებელი, ისტ-ის, მოქალაქეობის, ხელოვნების და მუსიკის მასწავლებელი, მომავალში ამას კიდევ გეოგრაფიის მიმართულება დაემატება. ასევე ვაპირებთ მოვამზადოთ 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები საბუნებისმეტყველო და მათემატიკის მიმართულებებით, რომლებიც ყველაზე დეფიციტური სპეციალობებია ჩვენს ქვეყანაში; ცოტა უფრო შორეულ მომავალში კი განათლების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებია გეგმაში.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ინტერვიუ ელენე ციციშვილთან

საამაყოა, როდესაც კურსდამთავრებული უნივერსიტეტს და ყოფილ პროფესორ-მასწავლებლებს კოლეგად მოევლინება. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შრომა შენიშნეს და დააფასეს, რასაც მოსდევს პასუხისმგებლობის გააზრება და მადლიერება. ელენე ციციშვილი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან მუშაობდა SANGU-ში, ამჟამად კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორია.

 

ლენე, მოგესალმები!

მოგესალმებით.

 

გვიამბე, როდის და რატომ გადაწყვიტე SANGU-ში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩაბარება?

ყოველთვის მაინტერესებდა საერთაშორისო ამბები, ის, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მიტაცებდა უცხო ქვეყნების, ნებისმიერი მათგანის, კულტურა, ყოფითი ცხოვრება. მაინტერესებდა მათი ეკონომიკა, მმართველობის ფორმები და ამასთან ერთად, ისიც, თუ პოლიტიკურად და კულტურულად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ქვეყნები როგორ პოულობდნენ საერთო ენას, როგორ ახერხებდნენ ურთიერთთანამშრომლობას. ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება. ვფიქრობდი, რომ ამ გზით დავიკმაყოფილებდი ცნობისმოყვარეობას. თანაც მჯეროდა, რომ გამაჩნდა ის უნარები, რომლებიც საჭიროა ამ პროფესიული განხრისთვის. ბავშვობიდანვე საკმაოდ დამოუკიდებელი ვიყავი. მიყვარდა პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება და ამ პასუხისმგებლობით მიღებული შედეგი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, კარგი შედეგით დამთავრდებოდა, თუ ცუდით. აქ მთავარი ჩემი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შეგრძნება იყო. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ნაწილია SANGU. ჩემი არჩევანი არც მინანია. ამას, პირველ რიგში, SANGU-ს უნდა ვუმადლოდე. ვფიქრობ, ჩემთვის SANGU-ში ჩაბარება ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იყო. თავდაპირველად მოვიძიე ინფორმაცია ამ უნივერსიტეტზე და გადავწყვიტე აქ ჩაბარება, ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა ახლობლის რჩევამაც, რომელიც ასევე SANGU-ს კურსდამთავრებულია.

 

ეს ის პროფესიაა, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდი?

სიმართლე რომ გითხრათ, ბავშვობაში ამაზე არ მიოცნებია, მაგრამ ეს სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ზრდასრულ ასაკში, გააზრებულად ჩემი ინტერესების კვალდაკვალ ავირჩიე.

 

ბაკალავრიატის დასრულებას მოჰყვა ერთწლიანი კურსი ჩინეთში, გვიამბე ამის შესახებ.

ქართული უნივერსიტეტი სიახლეების აღმოჩენაში დამეხმარა. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე ჩინური ენის პროგრამაზე ჩავირიცხე ჩინეთში. ეს იყო ჩემი სტუდენტობის ერთ-ერთი განსაკუთრებული მიღწევა. რა თქმა უნდა, მარტივად არაფერი მოდის, ამის უკან იყო თავდაუზოგავი შრომა, თუმცა ვთვლი, რომ შედეგი ამად ღირდა. მოვიპოვე კონფუცის ერთწლიანი სტიპენდია ლანჭოუს უნივერსიტეტში (兰州大学). მეორე კურსის დამთავრების შემდეგ ორი წელი უშედეგოდ ვცდილობდი ჩინეთში წასვლას. უკვე წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნდა ამ სურვილის ასრულება, მაგრამ გადავწყვიტე მაქსიმუმი გამეკეთებინა. შედეგმა არ დააყოვნა და მესამე წელს HSK და HSKK უმაღლესი ქულებით ჩავაბარე ჩემთვის სასურველ ჩინური ენის და ლიტერატურის პროგრამაზე, სრული დაფინანსებით.

 

რა იყო დაბრუნების შემდეგ?

დაბრუნების შემდეგ მქონდა სურვილი ჩინეთში დაგროვილი ცოდნა სხვებისთვის გამეზიარებინა. ვისაც სურვილი აქვს და აინტერესებს ჩინეთი და ჩინური, დღემდე ვუზიარებ ამ ცოდნას და, ალბათ, ასევე გავაგრძელებ. SANGU-მ არა მხოლოდ მომცა ხარისხიანი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, არამედ გამიკვალა გზა დიდი ჩინეთისკენ, ასევე, მომცა ჩემი ცოდნის მშობლიურ უნივერსიტეტში რეალიზაციის საშუალება. ალბათ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ აქედან დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა. მესამე კურსიდან ვმუშაობდი წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში. სამწუხაროდ, წელიწადნახევარში მომიწია სამუშაო ადგილის დატოვება ჩინეთში სწავლის გამო.

 

შემდეგ იყო მცირე პაუზა და კვლავ SANGU-ს თანამშრომლობა, ახლა უკვე სხვა პოზიციაზე...

დიახ, მცირე პაუზის შემდეგ ისევ SANGU-ში დავბრუნდი, მაგრამ ამჯერად ახალ პოზიციაზე. განსხვავებული გრძნობაა, როცა შენი ლექტორები შენი კოლეგები ხდებიან. თითქოს უფრო იზრდები და პასუხისმგებლობაც იზრდება შენთან ერთად.

 

რა პოზიციაზე ხარ, რას საქმიანობ დღის განმავლობაში?

ამჟამად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორის პოზიციაზე ვმუშაობ. სწორედ იქ, რომელი პროგრამაც მე დავამთავრე. რუტინული დღეები არ მაქვს, რადგან განვითარება მოითხოვს სიახლეებს. დღესდღეობით აქტიურად ვარ ჩაბმული უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. მუდმივად მაქვს კონტაქტი ლექტორებთან და სტუდენტებთან. პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, ვცდილობ შევქმნა ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა საერთშორისო ურთიერთობების მიმართულებით, სტუდენტებს კი შევთავაზოთ ბევრი სიახლე და, რაც მთავარია, ხარისხიანი განათლება. SANGU ჩემთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ უნივერსიტეტი. ეს ის ადგილია, სადაც ამჩნევენ და აფასებენ შენს შრომას. ყოველთვის სიამაყით ვამბობ, რომ ვარ იმ უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც დავამთავრე.

 

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

გმადლობ.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ქართული უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამები

ისტორიის კვლევას და მის შესწავლას ქართულ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან დიდი ყურადღება დაეთმო. პირველივე წლებში შემუშავდა ისტორიის პროგრამა, რომელშიც საქართველოს თუ მსოფლიო ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და სხვა საისტორიო დისციპლინებთან, მსოფლიო ცივილიზაციის მასალებთან ერთად, გაერთიანებული იყო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაც. ყოველწლიურად ახლდებოდა და იხვეწებოდა საისტორიო პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ ზოგადად ისტორიის, არამედ ისტორიული კვლევის მეთოდების თუ მიდგომების შესახებ ღრმა და საფუძვლიან ცოდნას აძლევს სტუდენტებს.


ისტორიის პროგრამებზე, რომლებიც დღეს SANGU-ში ფუნქციონირებს და მათზე მრავალწლიანი მუშაობის შესახებ გვესაუბრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული.

მოგესალმებით ბატონო ვახტანგ!
მოგესალმებით.

რას მოიცავს ისტორიის პროგრამის სასწავლო კურსი, რა არის მისი მიზანი?
სასწავლო პროგრამების შედგენას თავისი ისტორია აქვს. 2008-2009 წლებში ქართულ უნივერსიტეტში აკადემიკოს როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით ისტორიკოსთა ჯგუფმა (ზაზა აბაშიძე, დიმიტრი ახვლედიანი, ოთარ მიმინოშვილი, როზეტა გუჯეჯიანი, ემილ კოპალიანი, ავთანდილ წოწკოლაური, ვახტანგ გურული) დაიწყო სასწავლო პროგრამების შემუშავება. იმხანად ფაკულტეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა და არც აკადემიური პერსონალი იყო არჩეული. პირველად უნივერსიტეტში სტუდენტები მხოლოდ ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე მივიღეთ, შემდეგ ამოქმედდა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. პირველ ლექტორთა შორის იყვნენ: აკადემიკოსები მარიამ ლორთქიფანიძე და როინ მეტრეველი. პროგრამები მუდმივად იხვეწებოდა, დღეს უკვე თითქმის თოთხმეტწლიანი მუშაობის შედეგებს ვიმკით. ქართული უნივერსიტეტი რომ დაფუძნდა, საქართველოში ბევრ უნივერსიტეტს უკვე ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა, მათთან კონკურენცია და სტუდენტთა კონტიგენტის მოზიდვა ადვილი არ იყო. პროგრამის შედგენის მიზნით ისტორიკოსთა ჯგუფი თავდადებით მუშაობდა, თუმცა ამ თავდადებას ისეთი შედეგი არ ექნებოდა, რომ არა ერთი, უმთავრესი ფაქტორი: ქართული უნივერსიტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაფუძნებული იყო, რასაც აბიტურიენტთა მიერ უნივერსიტეტის არჩევის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ხოლმე. შემდგომ წლებში უნივერსიტეტი გაიზარდა, გაჩნდა ახალი სპეციალობები, ახალი პროგრამები, რამაც თავისთავად ბევრი პრობლემა წარმოშვა. მათ გადაჭრაში დიდი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში დამფუძნებლის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილმა). ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტი სადღეისოდ ქართველოლოგიის უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენს. ქართულ უნივერსიტეტში სწავლება სამსაფეხურიანია. ისტორიის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს სტუდენტისათვის ზოგადი განათლების მიცემას. მაგისტრატურაში სტუდენტი ღრმად და საფუძვლიანად ეუფლება კონკრეტულ საისტორიო დისციპლინას (მაგალითად, საქართველოს ისტორიას) და იძენს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ჩვევებს, წერს გამოკვლევას. დოქტორანტურის მიზანია დოქტორანტის მიერ აქტუალური პრობლემისადმი მიძღვნილი გამოკვლევის შექმნა და საპროფესორო მოღვაწეობისათვის მომზადება. 2021-2022 სასწავლო წლიდან ქართულ უნივერსიტეტში ამოქმედდა მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (ისტორია, გეოგრაფია, მოქალაქეობა). ამ პროგრამაზე სწავლის ვადა 5 წელია. კურსდამთავრებული იღებს განათლების მაგისტრის ხარისხს (საბაზო და საშუალო საფეხურის უფროსი მასწავლებელი ისტორიაში, გეოგრაფიასა და მოქალაქეობაში). ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამას დიდი პერსპექტივა აქვს.

SANGU-ში უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს ისტორიის პროგრამა, როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა მისი წარმატება?
წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: დახვეწილმა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილმა პროგრამებმა, ლექტორთა პროფესიულმა დონემ, სტუდენტთა მომსახურების კარგად გააზრებულმა სისტემამ, კარგმა მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ და სხვ.

რას შეისწავლიან მომავალი ისტორიკოსები, რითია გამორჩეული და საინტერესო აღნიშნულ პროგრამაზე სასწავლო პროცესი?
ქართულ უნივერსიტეტში, როგორც აღვნიშნეთ, სწავლება სამსაფეხურიანია. ისტორიაშიც სამი პროგრამა ფუნქციონირებს: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. ბაკალავრიატში ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან: საქართველოს ისტორიას, არქეოლოგიას (არქეოლოგიის შესავალი, საქართველოს არქეოლოგია), ეთნოლოგიას (ეთნოლოგიის შესავალი, საქართველოს ეთნოლოგია), ქართული კულტურის ისტორიას, მსოფლიო ისტორიას (ძველი აღმოსავლეთის ისტორიას, ანტიკურ ისტორიას, შუა საუკუნეების ისტორიას, ახალ ისტორიას), საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და სხვ. მსოფლიო ისტორიიდან ცალკეა გამოყოფილი საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებისა და ხალხების ისტორია: კავკასიის ხალხთა ისტორია, ოსმალეთის ისტორია, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია, სომხეთის ისტორია, რუსეთის ისტორია და სხვ. მაგისტრატურაში სტუდენტთა მიღება ხდება საქართველოს ისტორიის სპეციალობით. აქ ზოგადი კურსები აღარ იკითხება, პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრიატში მიღებული ცოდნის გაღრმავებას სპეციალური კურსებით: როგორ იწერებოდა საქართველოს ისტორია; ქართული საისტორიო აზროვნების ისტორიოგრაფია; ისტორიის ფილოსოფია; ქართულ-ევროპული ურთიერთობების ისტორია; საქართველო და გარესამყარო; ავტოკეფალისტური მოძრაობის ისტორია საქართველოში და სხვ. პროგრამა ითვალისწინებს სამაგისტრო ნაშრომის დაცვას, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს სამეცნიერო კვლევას. საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამაში მაქსიმალურად არის შემცირებული სასწავლო კურსები, ისწავლება სულ რამდენიმე საგანი: კვლევის მეთოდები ისტორიულ მეცნიერებაში; სწავლების თანამედროვე მეთოდები; საქართველოს ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები. დოქტორანტურაში მთელი ყურადღება გადატანილია სადოქტორო ნაშრომის მომზადებაზე, დოქტორანტის მიერ დაცვისათვის აუცილებელი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე. ქართულ უნივერსიტეტში გეზი თავიდანვე ისეთი სადოქტორო თემების შერჩევაზე იყო აღებული, რომლებიც მოითხოვდა საქართველოსა და უცხოეთში დაცული საარქივო და სამუზეუმო მასალების მოძიებასა და ანალიზს. მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებულ ნაშრომებს სადისერტაციო საბჭო ცალკე მონოგრაფიად გამოქვეყნების რეკომენდაციას აძლევს. ჩვენ სტუდენტებს პირველი კურსიდან ვუხსნით, რომ ზერელე დამოკიდებულებას მივყავართ ძალზე ცუდ შედეგებამდე, ვსწავლობთ ყველაფერს, სინამდვილეში კი არაფერს. ჩვენ გვინდა, ჩვენმა სტუდენტებმა გაითავისონ ანტიკურ სამყაროში გამოთქმული ჭეშმარიტება: „ღმერთმა მეცნიერება იმიტომ გააჩინა, რომ ადამიანს მოსვენება დაუკარგოს.“ ვინც ამ ჭეშმარიტებას ირწმუნებს, ის შედეგსაც მიაღწევს. ჩვენ ყურადღებით ვარჩევთ სასწავლო კურსებისათვის სახელმძღვანელოებს, ვადგენთ ახალ სალექციო კურსებს. ეს ყოველივე აკმაყოფილებს მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეს და მეთოდიკის მოთხოვნებს. იმავდროულად, სტუდენტები ყურადღებით ეცნობიან უკვე გამოქვეყნებულ საისტორიო წყაროებს, არქივებსა და მუზეუმებში დაცულ დოკუმენტებს. ამ შემთხვევაში სტუდენტი გაცილებით დიდ და საფუძვლიან ცოდნას იღებს, ვიდრე სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნაა.

სასწავლო პროცესში ბაკალავრების სტაჟირებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რა აქტივობებს სთავაზობთ ამ მიმართულებით მათ და რამდენად ზრუნავთ კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე?
ქართულ უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს დადებული საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. სტუდენტებს შეუძლიათ ამ დაწესებულებებში სტაჟირების გავლა. მიმდინარე სასწავლო წელს სამი სტუდენტი სამაგისტრო ნაშრომს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალების შესწავლის შედეგად წარმოადგენს. რაც შეეხება კურსდამთავრებულთა დასაქმებაზე ზრუნვას, ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან რამდენიმე თანამშრომელი ისტორიის პროგრამაზე მოწვეულია ლექციების წასაკითხად. ასე რომ, პოტენციური დამსაქმებლები ჩვენი სტუდენტების მომზადების დონის საქმის კურსში არიან და შეძლებისდაგვარად ასაქმებენ კიდეც მათ. კურსდამთავრებულთა ნაწილი დასაქმებულია ქართულ უნივერსიტეტში, რამდენიმე მათგანი სალექტორო მოღვაწეობასაც ეწევა.

ვის შეუძლია SANGU-ს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება?
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება შეუძლიათ მათ, ვისაც მოპოვებული აქვთ ისტორიის ბაკალავრის ხარისხი, ასევე, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ბაკალავრის ხარისხის მქონეთ. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ისტორიის მაგისტრის ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს. ცხადია, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში შემსვლელი გადის გასაუბრებას და აბარებს შესაბამის გამოცდებს.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობათ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

2022 წლის 28 იანვარს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები სერტიფიკატებით და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ.
კონკურსის თემატიკა იყო:

  • უმაღლესი განათლების გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე;
  • ვირტუალური რეალობისა (Virtual Reality, VR) და გაძლიერებული (Augmented Reality, AR) რეალობის როლი განათლებაში;
  • სტუდენტების როლი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსანტებს შორის საუკეთესოდ დასახელდნენ და ფულადი ჯილდო გადაეცათ: სამართლის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, ბარბარე ახვლედიანს (I ადგილი) - 1000 ლარი: ფილოლოგიის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტს, მარიამ ბახტაძეს (II ადგილი) - 700 ლარი: კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტს, ლამია მირზაევას (III ადგილი) - 500 ლარი.

ჩემმა ლექტორებმა მომცეს სტიმული მუდმივი განვითარებისთვის

ცხოვრებისეული შემთხვევებისა და ფაქტების სამართლებრივი ამოხსნის სურვილი და მათი სამართლებრივი ნორმით გადაჭრის შინაგანი მოთხოვნილება, ალბათ, ქვეცნობიერად არის იმ ადამიანთა უმრავლესობაში, რომლებიც სამართლის მიმართულებას, იურისტის პროფესიას ირჩევენ. ქართული უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების კურსდამთავრებული, ქეთი ხურცილავა, ამჟამად მშობლიური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის კოორდინატორი, იხსენებს, როგორ დაინტერესდა ამ პროფესიით, როგორ დაძლია სირთულეები და რამდენად საპასუხისმგებლოა, ატარო ყოფილი ლექტორების კოლეგის სტატუსი.

 

ქეთევან მოგესალმები!

მოგესალმებით.

 

რატომ აირჩიე SANGU- სამართლის მიმართულება?

მატერიალურ სამყაროში „სამართალმცოდნეობა“ საერო-სამოქალაქო ცხოვრების წესების წიგნია, სადაც პასუხი ყველა კითხვაზე არსებობს. სწორედ ამ მიზეზით დავინტერესდი ამ სფეროთი. SANGU-ში ლოგიკურად აღმოვჩნდი, ჭკვიანმა ადამიანებმა მირჩიეს. მინდოდა მესწავლა უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებზე იქნებოდა მორგებული და მომცემდა ხარისხიან განათლებას.

 

როდის მიხვდი, რომ პროფესიად სამართალი უნდა აგერჩია? სამართალმცოდნეობისადმი ინტერესი სკოლის ასაკში გამიჩნდა, როდესაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა შემოგვიტანა კაზუსი. წავიკითხე მისი შინაარსი, პირველად მაშინ გავიაზრე გამოთქმა: „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“ (homo homini lupus est) კაზუსი პირველად მაშინ ამოვხსენი და ეს ჩემი პირველი „მოგებული საქმე“ იყო. კვირიდან კვირამდე ველოდებოდი ახალ კაზუსს, მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი გარემო, სადაც კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია (dura lex,sed lex). სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი, რამაც გადამაწყვეტინა ეს სფერო ამერჩია.

 

როგორ წარიმართა შენი სტუდენტობა SANGU-ში და რა იყო სტუდენტობის შემდეგ? არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდი და შიშს ღიმილით ვმალავდი. უცხო ტერმინების, დიდი მოცულობის ინფორმაციის ათვისება მიწევდა. ახალი ურთიერთობები, დროის კონტროლი და, რა თქმა უნდა, ჩემი ლექტორები... მათ გარეშე ვერ შევდგებოდი. მათ დიდი სტიმული მომცეს მუდმივი განვითარებისკენ. ამიტომ აქვე გავაგრძელე მაგისტრატურა, რაც, რა თქმა უნდა, პროფესიული ზრდის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

 

რა შეგრძნება დაგეუფლა, როდესაც SANGU-ში თანამშრომლის სტატუსით დაბრუნების შესახებ გაიგე?

ბედნიერების, სიხარულის გრძნობა დამეუფლა, ისეთი კარგი სიტყვები მითხრეს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. როცა გავაცნობიერე, რომ უდიდესი ადამიანების წინაშე მიწევდა თავის დამკვიდრება, რომლებსაც კოლეგად უნდა მივეღე, ცოტა ავღელდი.

 

როგორია შენი დღევანდელობა SANGU-ში?

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის კოორდინატორი ვარ. საგნებთან, სილაბუსებთან, სასწავლო მასალებთან დაკავშირებით ლექტორებთან და სტუდენტებთან მიწევს მუდმივად კონტაქტი, რაც უზომოდ მახარებს. რა მიდგომა გაქვს სტუდენტებთან, ითვალისწინებ თუ არა იმას, რაც ოდესღაც შენ არ მოგწონდა და თვლიდი, რომ მათ ადგილას რაიმეს შეცვლა შეგეძლო? მე ჯერ ისევ სტუდენტი ვარ და, ამასთანავე, უნივერსიტეტის თანამშრომელი. ვცდილობ მეგობრული ურთიერთობა მქონდეს სტუდენტებთან, მაქსიმალურად ვითვალისწინებ მათ აზრს. ეს ორივე როლი ჩემია და შესაბამისად ვმოქმედებ. თუმცა, მირჩევნია ჩემი სამსახური სხვებმა შეაფასონ.

 

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

გმადლობ.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

 

SANGU-ში ახალი სტუდენტური თვითმმართველობა დაკომპლექტდა

2021 წლის 7 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა მერვე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. სტუდენტთა მაღალი აქტივობის შედეგად არჩეულ იქნა სტუდენტური თვითმმართველობის ახალი მმართველი გუნდი, რომელიც აქტიურ საქმიანობას გუნდის დაკომპლექტების დღიდან შეუდგა. მართალია, პანდემიით გამოწვეულმა რეგულაციებმა სტუდენტური ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახადა, მაგრამ ახალმა სტუდენტურმა თვითმმართველობამ SANGU-ში ახალი მუხტი შემოიტანა და უკვე რამდენიმე საინტერესო ღონისძიება განახორციელა.

 

ნიკოლოზ სიდამონიძე, თვითმმართველობის პრეზიდენტი - დიდი პატივია იყო უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც არ დაიზარა და აქტიურად ჩაერთო ხმის მიცემის პროცედურებში. გპირდებით, მაქსიმალურად შევეცდები, რომ გავამართლო ის ნდობა, რომელიც სტუდენტთა უმრავლესობამ გამომიცხადა.

მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად სტუდენტებს ჰქონდეთ არაფორმალური განათლების მიღების და განტვირთვის შესაძლებლობა.

დეკემბერში ჩავატარეთ რამდენიმე ღონისძიება, რომელთაც დადებითი შეფასებები მოჰყვა, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს არის დამატებითი მოტივაცია, რათა უფრო მეტი, ბევრად სერიოზული პროექტი დავგეგმოთ და განვახორციელოთ. ჩვენი მიზანია, სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო და სასიამოვნო აქტივობებით დავტვირთოთ. იმედი მაქვს, პანდემია დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში ხელს არ შეგვიშლის.


ვფიქრობ, წარმატებული და დასამახსოვრებელი იქნება ახალი თვითმმართველობის გუნდის საქმიანობა.

 

 

ქეთევან კაცელაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ვამაყობ, რომ არჩევნები ამომრჩეველთა დიდი აქტივობით ჩავატარეთ. პანდემიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ არჩევნები ონლაინ ჩაგვეტარებინა. ამ ფორმატით შევეცადეთ, იმ სტუდენტებისთვისაც მიგვეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ონლინე სწავლება აირჩიეს.

საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენელ კანდიდატებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის წარმომადგენლებს შორის. საბოლოოდ, დებულების თანახმად, ორივე სკოლიდან ხმათა უმრავლესობით 6-6 მანდატი შევიდა თვითმმართველობაში. არჩევნების მეორე დღეს მოვიწვიეთ კრება და ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად ავირჩიეთ ნიკოლოზ სიდამონიძე, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პირველ ვიცე-პრეზიდენტად ამირჩია მე. ამის შემდეგ კი შიდა არჩევნებით მეორე ვიცე- პრეზიდენტად ავირჩიეთ ევა შამხალაშვილი.


ქართული უნივერსიტეტის თვითმმართველობა აერთიანებს 6 დეპარტამენტს, აქედან ერთი არის საქველმოქმედო, რომელიც დავამატეთ ხმათა უმრავლესობით და ეს სასიამოვნო სიახლეა. დეპარტამენტების ხელმძღვანელები ასე განაწილდნენ: განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი - ნინო ბაბლიძე და სალომე სისაური; სპორტის დეპარტამენტი - შოთიკო ბითაძე; კულტურის დეპარტამენტი - ანა ქებურია და რუსუდან გონაშვილი; ექსკურსიებისა და ლაშქრობების დეპარტამენტი - გვანცა ტაბაღუა; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - მარიამ ქიზინიძე და მარიამ ჩერქეზიშვილი; საქველმოქმედო დეპარტამენტი - მარიამ ყურუა.


მიხარია, რომ SANGU-ს თვითმმართველობის წევრი ვარ. ვეცდები, გუნდთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევთავაზო ჩვენს სტუდენტებს. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და მომცა შესაძლებლობა, რომ შემეტანა ჩემი წვლილი სტუდენტური დღეების გამრავალფეროვნებაში.

 

ევა შამხალაშვილი, მეორე ვიცე-პრეზიდენტი - სტუდენტურმა თვითმმართველობამ წინასაახალწლო პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა: საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა თავისუფალი თეატრის მსახიობებთან, 28 დეკემბერს საახალწლო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც SANGU-ს სტუდენტებმა, ისე მოწვეულმა მუსიკოსებმაც. ამ ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი მიეცა და შეგროვილი თანხით დავეხმარეთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს, რომელთაც გავუზიარეთ ჩვენი განწყობა და რამდენიმე საკონცერტო ნომრით გავუხალისეთ დღე.

თვითმმართველობის თითოეულ წევრს საკმაოდ სერიოზული იდეები გვაქვს, მათ აუცილებლად განვახორციელებთ. ხოლო რაც შეეხება დეპარტამენტებს, ვფიქრობთ, რომ თითოეული მათგანის მუშაობა უფრო მეტად საინტერესო და აქტიური გახდება სტუდენტთა მხრიდან დაინტერესებისა და ჩართულობის შემდგომ.

გვსურს, სისტემატური სახე მივცეთ ინტელექტუალურ პროექტს „რა? სად? როდის?“, რომელშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას SANGU-ს სტუდენტები და, ამასთან ერთად, ჩამოყალიბდება ერთი ძლიერი გუნდი, რომელიც ითამაშებს სხვა უნივერსიტეტთა გუნდების წინააღმდეგ. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დახმარებით, ვფიქრობთ, კვლავ გავააქტიუროთ ფეხბურთის, ფრენბურთისა თუ კალათბურთის გუნდები; სტუდენტთა სურვილისამებრ კი, შესაძლოა, ამ ჩამონათვალს სპორტის სხვა სახეობებიც დაემატოს. კულტურის დეპარტამენტი საინტერესო ვიქტორინებსა და შეხვედრებს გეგმავს; გვინდა მოვიზიდოთ SANGU-ს ნიჭიერი სტუდენტები, რომლებიც ხატავენ, წერენ, ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს... მოვაწყოთ მათი ნამუშევრების გამოფენა და გავაცნოთ ისინი საზოგადოებას. განათლების დეპარტამენტი გაზაფხულის სემესტრის დადგომას სულმოუთქმელად ელის, რათა მოაწყოს შეხვედრები ცნობად თუ არაცნობად სახეებთან, რაც სტუდენტებს მისცემს ამ ადამიანთა შემოქმედებისა თუ ნააზრევის ახლოდან გაცნობის შესაძლებლობას. სტუდენტური თვითმმართველობის საქველმოქმედო დეპარტამენტი იზრუნებს იმაზე, რომ ჩატარებული ღონისძიებებით და აქტივობებით დავეხმაროთ მრავალ ადამიანს და მათი ცხოვრების ერთი დღე მაინც შევცვალოთ უკეთესობისკენ. გაზაფხულის სემესტრიდან განახლდება ლაშქრობები და ექსკურსიები, რაღა თქმა უნდა, თუ Covid-19 ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენს აქტივობებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სოციალურ ქსელში, რომელსაც თვითმმართველობის პიარი ხელმძღვანელობს.

ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო SANGU-ს ლიტერატურული კლუბი, რომელმაც განაახლა ფუნქციონირება და მე, როგორც ლიტ. კლუბის გვერდის ერთ-ერთი ,,ადმინი“, საინტერესო და სიახლეებით დატვირთულ წელს გპირდებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პროექტებსა და ღონისძიებებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან, ახალი იდეებითა და შემართებით დაუბრუნდებიან სტუდენტურ ცხოვრებას და უნივერსიტეტსაც ააჟრიამულებენ. მიუხედავად პანდემიისა, მთავარია, არ დავკარგოთ მონდომება, სიყვარული, შემართება და ეს ყოველივე გადავდოთ სხვებსაც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 89 წელი შეუსრულდა

თქვენო უწმინდესობავ! თქვენ მიერ დაარსებული წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები გილოცავთ აღსაყდრებისა და დაბადების დღის ღირსსახსოვარ თარიღებს ერთი ბერძენი მღვდელმთავრის სიტყვებით, რომელმაც ამბიონიდან მოგმართათ: „მთელი ზეციური იერარქია ამაყობს თქვენით“; დავამატებდით, რომ ჩვენც ვამაყობთ ჩვენი დამფუძნებლით.
დღეგრძელობას გისურვებთ, მრავალჟამიერ!

 




ჩვენი უნივერსიტეტის თანასაზოგადოება გულწრფელი სიხარულით უერთდება თავისი დამფუძნებლის, საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორის, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებისა და დაბადების დღის დღესასწაულებს, ვინც ამდენი გააკეთა ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოების სამი ბურჯის - სახელმწიფოს, უნივერსიტეტისა და ეკლესიის დაახლოებისა და ჰარმონიული ურთიერთობისათვის, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და მომავლის გამოწვევებისათვის მზაობის პირობაა. კვლავ ძალაშია თქვენი მთავარი მოწოდება, რომ განათლების სისტემაში აქცენტი გაკეთდეს „ანალიტიკური აზროვნების“ ანუ აზროვნებაზე აზროვნების განვითარებაზე. ყველა თაობის სამღვდელოებისა და ერისკაცთათვის სანიმუშოდ დარჩება თქვენი სიყვარული ფილოსოფიისადმი და ურთიერთობა ფილოსოფოსებთან, მეცნიერებთან, მხატვრული შემოქმედების მაესტროებთან.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ არა ასაკი ადამიანს, არამედ ადამიანი ამშვენებს თავის ასაკს. ჩვენ შემთხვევაში იმ ასაკს, რომელშიც, მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველმა შექმნა თავისი „გამოცხადება“, სოფოკლემ - თავისი მთავარი ნაწარმოები „ოიდიპოსი კოლონოსში“, ხოლო გრიგოლ ხანძთელმა დაიწყო თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის ახალი, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი.


დიდხანს იყავით ერის იმედად.
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებიდან 44-ე და დაბადებიდან 89-ე წლის იუბილეს. ეს ის ათეულობით წლებია, რომლებიც თქვენ ჩვენი ერისა და დედაეკლესიის, როგორც წმიდა ილია მართალი ბრძანებდა, ,,მამულისა და რჯულისათვის“ ბრძოლას, მათ გაძლიერებას და განმტკიცებას შეალიეთ.

ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდით მომავალი თაობის სულიერ და ინტელექტუალურ ზრდასა და განვითარებაზე, რასაც გამორჩეულად ვგრძნობთ თქვენ მიერ დაარსებული წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტის, რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევით და მზრუნველობით იქცა მეცნიერებისა და სულიერების ერთ-ერთ მძლავრ კერად, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი სტუდენტის სწავლა-განვითარებისთვის, რისთვისაც განსაკუთრებით გიხდით მადლობას. მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და მხნეობას. ღმერთმა მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ. მრავალჟამიერ თქვენს პატრიარქობას!

 

პატრიარქის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის სტუდენტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გვაქვს გასავლელი, თითოეულს, ამ მძიმე ეპოქაში, და ერს, ერთად აღებულს. ღვთის შეწევნაა გამჭრიახი წინამძღოლი ამ რთულ გზაზე, სულიერი მამა, როგორც გულმხურვალე მლოცველი და თან საქმით მაგალითის მომცემი. მგონია, რომ ეს შეწევნა გვაქვს უწმინდესის სახით.

ილია II-ს გადარჩენის გზად ესახებოდა ყოველთვის რწმენით და ცოდნით შეიარაღებული ერი. ალბათ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პირველად საქართველოს ისტორიაში, საპატრიარქოს წიაღში შექმნილიყო საერო უნივერსიტეტი, რომელშიც ახალგაზრდები შეძლებდნენ სასურველი პროფესიის დაუფლებას და ამავდროულად არ დაივიწყებდნენ მთავარ ღირებულებებს.

2008 წლის 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. გახსნაზე უწმინდესმა სიტყვით მიმართა პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს: „ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებიც აღემატება დღევანდელობას. ასეთი მოვლენის წინაშე ვდგავართ დღეს. ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც იხსნებოდა გელათის, იყალთოს აკადემიები, ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის ოცნებას, რომ გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებითა და მოღვაწეობით და „ახალი ათინა“ თავისი დიდი მეცნიერებით და აი, დღეს იხსნება საეკლესიო უნივერსიტეტი, რომელიც არის მემკვიდრე გელათის აკადემიისა...“

ეს სიტყვები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მიღვიძებს და ამავდროულად სიხარულს იმისა, რომ ამ უნივერსიტეტის ნაწილი ვარ. მინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს ერთად მივულოცო აღსაყდრების დღე და 89 წლის იუბილე. ღმერთმა მისცეს ძალა და შეწევნა, კიდევ დიდხანს შეძლოს ქართული ეკლესიის ღირსეულ საჭეთმპყრობლად და ერის იმედად ყოფნა.

 

აღსაყდრებიდან დღემდე - ჩვენი ცოდვების მტვირთველი.
ჩემთვის, როგორც წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მაგისტრანტის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპენდიანტისა და, პირველ რიგში, როგორც ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მივმართო მის უწმინდესობასა და უნეტარესობას მისი აღსაყდრებიდან 44 და დაბადებიდან 89 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ზოგადად, ადამიანებს ხშირად ულოცავენ ხოლმე მათი ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს და ამ თარიღების ყოველწლიურ განმეორებას. თუმცა არსებობდნენ და არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც, ჩემი აზრით, მილოცვაზე უფრო სწორი იქნებოდა მადლობის გადახდა. ასეთი მოღვაწენი, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის ერთმანეთისაგან განუყოფელ ისტორიაში მრავლად გვყოლია და სასიხარულოა, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის არცთუ სახარბიელო დროებაში კიდევ გვყავს. და თუ ასეთი ვინმე გაგვახსენდება, ეს, პირველ რიგში, სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა. სამადლობელ სიტყვებს, როგორც წესი, მილოცვაზე პასუხად ამბობენ ხოლმე და მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ერსა და ბერს და, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს, ხოლო რაც შეეხება მადლობას, იგი ჩვენგან, ყველასგან, სწორედ მის უწმინდესობას ეკუთვნის, ადამიანურ ძალებს და გამძლეობას აღმატებული მრავალწლიანი დაუღალავი მუშაკობისათვის.
დაბადებიდან თითოეულ ადამიანს თავისი ტვირთი დაჰყვება თან, რომლის ზიდვაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც გვიწევს. მისმა უწმინდესობამ კი, დაწყებული 1977 წლის 25 დეკემბრიდან, არა მხოლოდ თავისი, არამედ სრულიად საქართველოს ცოდვები, სასოწარკვეთა, ცოცხალი თუ დახოცილი იმედები იტვირთა და მათ ზიდვას დღესაც განაგრძობს. Pპატრიარქობა, დიდ პატივთან ერთად, უფრო დიდი პასუხისმგებლობაა და თუ როგორ გაართვა და ართმევს თავს ამ ჩვეულებრივი მოკვდავისათვის წარმოუდგენელ სიმძიმეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, იმ მრავლისმთქმელი მიღწევებიდან და უამრავ განსაცდელზე გაცემული პასუხებიდანაც ნათლად ჩანს, რომლებზეც ბევრი დაწერილა და კიდევ დაიწერება. ხალხსა და ეკლესიას შორის, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროიდან დაწყებული და საბჭოთა კავშირის დროს გაგრძელებული, ხიდჩატეხილობის დასრულება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა-რესტავრაცია, სასულიერო და საერო განათლების კერების შექმნა-განვითარება, ყოველგვარი განსაცდელის დროს ერის გვერდით, მის ავანგარდში დგომა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა და დამტკიცება, სულიერი შვილების შემწედ ყოფნა, განურჩევლად ამ უკანასკნელთა დამოკიდებულებებისა თუ მცირედმორწმუნეობისა - ეს იმ ღვაწლთა არასრული, მცირე ჩამონათვალია, რომელიც მისი უწმინდესობის სახელს უკავშირდება და რისთვისაც ყველანი მადლიერნი უნდა ვიყოთ მისი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არასოდეს უთხოვია მადლიერება და უფრო მეტიც, ადამიანისთვის ყველაზე დიდი ღირსებით, თავმდაბლობით უხვად შემკული, პატიობდა, პატიობს და მომავალშიც აპატიებს ჭეშმარიტების, ანუ უფლის გზას აცდენილ ადამიანებს, მიუხედავად მათი ცოდვებისა, და პირადად ჩემი გადმოსახედიდან, უპატიებელი ქმედებებისა. ხშირად გვსმენია, რომ მისმა უწმინდესობამ ,,სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა.“ მე არ მახსოვს ასეთი ეკლესია და ამისთვისაც მადლობა მას, რადგან ქვეყანაში სულიერი ცხოვრების გამოფხიზლება-გაცოცხლებასთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აქცია ერის იმედად, რაც დრომ და ისტორიამ არაერთგზის გამოსცადა და თვალნათლივ აჩვენა ყველას, ერსა თუ ბერს, რომ მაშინ, როდესაც შეიძლება დაკარგო ყველას და ყველაფრის იმედი, თვით საკუთარი სახელმწიფოს სამართლიანობის იმედიც კი, ეკლესია იყო, არის და მომავალშიც დარჩება იმ უკანასკნელ ბასტიონად, რომლის არსებობაც ნიშნავს ქართველი კაცის არსებობას და პირიქით. დღევანდელი ქართული ეკლესიის მთავარი მესაძირკვლე კი სწორედ მისი უწმინდესობაა, რომელმაც ამ უზარმაზარ გზაზე მრავალ წინააღმდეგობას ჩახედა თვალებში და ყველა გადაჭრა, უფლის შემწეობით, თავისი სიმშვიდით, გონიერებით, კაცთმოყვარეობითა და იმ ერთი დიდი პრინციპის დაცვით, რომ ემსახურა ღმერთის საკუთარი ერისა და ქვეყნისათვის, ემსახურა უანგაროდ და უპირობოდ. ეს მსახურება, ღმრთის ნებით და ჩვენდა სასიკეთოდ, დღესაც გრძელდება და პირველი, რასაც ვუსურვებდი ჩვენს ქვეყანას, არის ის, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა არის ყოველდღიური ბრძოლა იმისათვის, რომ ადამიანებს შორის სიყვარული და ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი, რწმენა განმტკიცდეს, გაძლიერდეს. ეს არის ბრძოლა სიყვარულისათვის და ამ ბრძოლის უკანასკნელმა 44-მა წელმა გვაჩვენა, რომ ყველა შეიძლება დაიღალოს, მაგრამ არა მისი უწმინდესობა. სწორედ მისი დაუღალავი ლოცვის, კაცთმოყვარეობისა და შეუფასებელი ღვაწლის საფასურად არგუნა ღმერთმა ხალხის უდიდესი სიყვარული, მადლიერება და პატივისცემა, რასაც ვერც დრო, ვერც ერისა და რწმენის მტრები ვერაფერს დააკლებენ.

დაბადების დღეს გილოცავ, ჩაუქრობელო შუქურავ, ჩემო პატრიარქო...
„არ შეგეშინდეთ, არ დაბრკოლდეთ, ადამიანის სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება...“
ილია მეორე, 2021 წ, ფერისცვალების დღესასწაული
არსებობენ ადამიანები და არსებობენ რჩეული ადამიანები... და არსებობენ ანგელოზები დედამიწაზე, ადამიანური სახით და ცხოვრებით, თუმცა თვალით უხილავი შარავანდედითა და ამაღელვებელი, ღვთაებრივი მისიით, რომ ერს გადარჩენის და რწმენის გზაზე წინ წაუძღვნენ, მტკიცე ზღუდედ და ფარად აღიმართონ, მოაბნიონ უფლის სიტყვა მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა, დარდიანთა და ბედნიერთა, მდიდართა და გლახაკთა გულებში.
მისი უწმინდესობა ილია მეორე, ჩვენი საოცარი, ბრძენი, ანგელოზად მოვლენილი პატრიარქი, ჩვენი იმედი და მაცოცხლებელი შუქურაა, ის წყაროა, რომლის შესმის შემდეგ მომაკვდავი გაცოცხლდება, ნაღველი სიხარულით შეიცვლება, ურწმუნოება - რწმენით. არ მეგულება არცერთი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც შეხვედრია პატრიარქს და მისგან მთელი ცხოვრების საკმარისი რწმენა არ წამოეღო, რაღაც არაამქვეყნიური ნათლით არ აღვსილიყო მისი გული.
ურიცხვ სიკეთეთა შორის, რომლებიც პატრიარქს ჩვენთვის უჩუქებია, გასაოცარია ის ნუგეში, ის ადამიანური თანაგრძნობა, რომელსაც მასთან მისული გულდაწყვეტილი, მწუხარე ადამიანები იღებენ. საყვარელი ადამიანების გარდაცვალების გამო რამდენი მწუხარე სულისთვის გამხდარა პატრიარქის სიტყვები, მისი დალოცვა თავიდან დაბადების საწინდარი.
ჩვენი უწმინდესის ღვაწლი არ არის მხოლოდ ხილული და მატერიალური. ასეულობით აშენებული ტაძრისა და თავშესაფრის მიღმა შობის ვარსკვლავივით ციმციმებს ღირსეულთა წმინდანად შერაცხვა. კათალიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ნებით საქართველოს ეკლესიის დასს მრავალი წმინდანი შეემატა, მათ შორის, წმიდა ილია მართალი, წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, ღირსი მამა ამბროსი (აღმსარებელი) ხელაია, ალექსი ბერი (შუშანია), წმიდა მიტროპოლიტი ნაზარი სამღვდელო დასთან ერთად, წმიდა ნინოს მშობლები - ზაბულონი და სოსანა, წმიდა თეოდორე კველთელი, წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე, წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე), წმიდა ცოტნე აღმსარებელი და სხვა მრავალი წმინდანი.
მისი უწმინდესობის ზრუნვა, მისი ეს გადაწყვეტილებები უხილავი, დამცავი სარტყელია ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც ოდესღაც ღვთისმშობელს ხვდა წილად და უამრავი წმინდანის, ღვთის ადამიანის სამშობლოდ იქცა. იქნებ ამიტომაც დავიმსახურეთ ისეთი არაამქვეყნიური, ანგელოზთა დარი სულის მოვლინება, როგორიც ილია მეორეა, იქნებ ეს არის ჩვენი მრავალწლიანი ტანჯვის, ომებისა და სისხლისღვრის საპირწონე საჩუქარი. ჰოდა, რომ უნდა მოვუფრთხილდეთ, ეს ახალი არ არის, უბრალოდ, ძალიან მინდა, ძალიან გვჭირდება რომ კიდევ დიდხანს, დიდხანს გვყავდეს გულმოკლულთა, ურწმუნოთა, უიმედოთა, მწუხარეთა გულების მანათობელი შუქურა, ორივე სამყაროს, ხილულისა და უხილავის მესაჭე, რომელიც ღელვებისა და ქარბორბალების დროს გემს სასწაულებრივად მართავს, რომელიც ხილულ სამყაროში ტაძრებს აშენებს ბოროტთა დასათრგუნად, ხოლო არახილულ სამყაროში კეთილშობილთა სულებს უერთებს წმინდანთა დასებს. მიზანი კი ერთია, რომ გადავრჩეთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენში გადავარჩინოთ ღვთის სიტყვა, სიყვარული, რწმენა. და არა მხოლოდ გადავრჩეთ, კიდევ უფრო გავძლიერდეთ და გავმრავლდეთ.
დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო, ყველას პატრიარქო - დიდხანს გეციმციმოთ და გეკაშკაშოთ, ჩვენო მანათობელო, ჩაუქრობელო შუქურავ, ანგელოზო - დედამიწაზე.

 

 

საახალწლო კონცერტი SANGU-ში

28 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს SANGU-ს სტუდენტებმა და ბენდმა "ჟოლომ".

სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, პროფესორებმა: ევა გოცირიძემ, თეა გოგოტიშვილმა, დიმიტრი ნადირაშვილმა, კობა გელაშვილმა, ზურაბ ბერიამ და ოთარ მათეშვილმა.

კონცერტი COVID-რეგულაციების დაცვით გაიმართა, ღონისძიების მსვლელობის დროს შეგროვილი თანხა მოხმარდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს.

კონცერტის დასასრულს გაიმართა "SECRET SANTA"-ს საჩუქრების გადაცემის ცერემონია.

 

ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე 

შეხვედრა თავისუფალი თეატრის მსახიობებთან

23 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თავისუფალი თეატრის მსახიობებთან, რომელიც წარმართა თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნიკოლოზ სიდამონიძემ.

თამუნა ნიკოლაძემ, აპოლონ კუბლაშვილმა, კახა მიქიაშვილმა და ჯაბა კილაძემ თავისუფალი თეატრის დაარსების ისტორიის, დადგმული სპექტაკლების, მათ მიერ შექმნილი და შესრულებული საყვარელი როლების შესახებ ისაუბრეს, გაიხსენეს ნიკო გომელაური და მისი ემოციური როლები. ძალიან საინტერესო იყო კულისებს მიღმა არსებული ამბების მოსმენა, რომელიც მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო და მიუწვდომელია.

შეხვედრის მონაწილეებმა გულახდილად და ამომწურავად უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა თავისუფალი თეატრის დასის მსახიობებს მადლობა გადაუხადა საინტერესო შეხვედრისთვის.

დასასრულს, სტუმრებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები.

ფოტოალბომის სანახავად გადადით ბმულზე

SANGU-ში პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეული გაიმართა


13-17 დეკემბერს წმ. ადნრიას ქართულ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ეფექტური CV-ის შედგენის, დამსაქმებელთან გასაუბრებისა და მიზნის მიღწევის ტექნიკების შესახებ.

პიროვნული და კარიერული განვითარების კვირეულის მუშაობაში მონაწილეობდნენ: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტრატეგიული ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მენეჯერი ინგა ნაფეტვარიძე, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ქვარიანი, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასისტენტ-პროფესორი გიგა ჩალაური.

კვირეული საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, სტუდენტთა დაინტერესების გამო აღნიშნული კვირეული მომავალში უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

მსურველთათვის შესაძლებელია ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა.
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ:

 

კომპიუტერულ მეცნიერებათა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეული

6-12 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, ტრადიციულად, შეუერთდა კომპიუტერულ მეცნიერებათა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულს, რომელშიც SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი კობა გელაშვილი; ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი და ასისტენტ-პროფესორი გიგა ჩალაური მონაწილეობდა.

კომპიუტერულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო კვირეული 2009 წელს დაფუძნდა, დეკემბრის წლევანდელი კვირეული კი კომპიუტერული პროგრამირების მიმართულების ერთ-ერთი უპირველესი წარმატებული მეცნიერის გრეის ჰოპერის ხსოვნას მიეძღვნა. მასში ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამის კვალიფიციური პროფესორები მონაწილეობენ. საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში წარმოებული სხვადასხვა აქტივობები დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს განათლების დონის გაუმჯობესებაში და ახალი უნარების შეძენაში ეხმარება.

 

ინტერვიუ ევა გოცირიძესთან

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია.


როგორია მისი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით, რა ხედვები აქვს სამართლის სწავლების თავისებურებების შესახებ და რა საინტერესო რჩევებს აძლევს ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგესალმებით ქალბატონო ევა!
მოგესალმებით.

როდის და რატომ დაინტერესდით სამართალმცოდნეობით როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით?
რა გითხრათ, ინტიუტიურად ბავშვობიდანვე ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან იურისპრუდენციის სფეროში ვიქნებოდი, თავი ყოველთვის მოსამართლედ წარმომედგინა, მომწონდა მსჯელობა, ზუსტი არგუმენტების მოძიება, ლოგიკის წესები, ცოტა ფილოსოფია და ფსიქოლოგიაც. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ იურისპრუდენცია, მეტად თუ ნაკლებად, ამ ყველაფერს აერთიანებდა. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობის დაწყებამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც გამამწესეს სისხლის სამართლის კოლეგიაში. ეს იყო შესანიშნავი გარემო იურიდიულ სფეროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ა. კარანაძემ უნივერსიტეტს სთხოვა, რომ იქ გავენაწილებინე სამუშაოდ (მაშინდელი სისტემა კურსდამთავრებულთა დასაქმებას უზრუნველყოფდა). ამის შემდეგ გავხდი უზენაესი სასამართლოს მთავარი კონსულტანტი, სასამართლო პრაქტიკის განყოფილების უფროსი. კონკურსში გამარჯვების შედეგად მოვიპოვე აშშ-ს მთავრობის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის და გავემგზავრე უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მიჩიგანი) აკადემიური საქმიანობისთვის. იქ დავამუშავე იმ დროისათვის ჩვენში სრულიად შეუსწავლელი და იმავდროულად ძალზე აქტუალური (რამდენადაც კონსტიტუციამ შემოიღო) იმპიჩმენტის ინსტიტუტი. 1998 წელს ამირჩიეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. ეს იყო საბჭოს პირველი შემადგენლობა მისი დაარსებიდან და მე გახლდით ერთადერთი ქალი საბჭოში. მაშინ იუსტიციის საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო და პრეზიდენტთან (ე. შევარდნაძე) ტარდებოდა ხოლმე სხდომები. 1999 წლიდან უცხოეთში (საფრანგეთში) ვცხოვრობდი. ეს შემოქმედებითად ძალზე აქტიური პერიოდი იყო ჩემთვის. სწორედ ამ პერიოდში დავწერე არაერთი წიგნი, მრავალი სამეცნიერო სტატია, რომლებიც მნიშვნელოვან ეროვნულ თუ საერთაშორისო გამოცემებში არის გამოქვეყნებული; 2013 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ამირჩია. 2017 წლის დეკემბერში იურიდიულ პროფესიებში, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი მოვიპოვე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა.

როგორი უნდა იყოს აღნიშნული დარგის სპეციალისტი, რომ სათანადო მომავალი თაობა აღზარდოს?
მას, უწინარესად, საფუძვლიანი ცოდნა უნდა გააჩნდეს შესაბამის დარგში. მნიშვნელოვანია, რომ პროფესორისათვის ცნობილი იყოს, რა არის მოქმედი სამართალი, როგორ გამოიყენება იგი პრაქტიკაში სამართლის შემფარდებლის მიერ; რა ხარვეზები არსებობს შესაბამის სფეროებში და როგორ უნდა მოხდეს მათი გამოსწორება; არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესორს შეეძლოს კონკრეტული სამართლის დარგისა თუ ცალკეული საკითხების სისტემურად გააზრება - სამართლის სხვა დარგებთან, სხვა, არსებულ თუ სამომავლო პრობლემებთან მიმართებაში; ლექტორს ფართო თვალსაწიერი უნდა გააჩნდეს და არ იყოს ჩაკეტილი თავისი დარგით; იგი მუდმივად უნდა ეცნობოდეს სიახლეებს სამართლის ყველა დარგში; ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლექტორს სიღრმისეული თუ არა, გარკვეული ცოდნა გააჩნდეს შესაბამის საკითხებში საერთაშორისო სტანდარტების, ანდა სხვა ქვეყნების სამართლის სპეციფიკის შესახებ.

სამართლის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის რა უნარებია საჭირო?
საგნის სიღრმისეული ცოდნა აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია გადმოცემის უნარი; ლექტორი გასაგებ ენაზე და მისაღები ტემპით უნდა საუბრობდეს, რათა სტუდენტს თქმულის ადეკვატურად აღქმა გაუადვილოს. პროფესორმა მხოლოდ სამართლის ესა თუ ის დარგი კი არ უნდა შეასწავლოს სტუდენტს, არამედ იურიდიული კატეგორიებით აზროვნება, სამართლებრივი დოქტრინები და კონცეფციები, სამართლებრივი ორიენტირების მოძიება, საკითხის ანალიზის წესები, გამოსაყენებელი კრიტერიუმები; კრიტიკული და ცნებითი აზროვნება, სამართლებრივი ტერმინოლოგია და მათში მოაზრებული სამართლებრივი შინაარსი; დამოუკიდებელი განსჯის უნარი, მათ შორის, სამართლებრივი აქტების კომენტირებისა თუ სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზის მეშვეობით. პროფესორი უნდა ცდილობდეს შესაბამისი თეორიული საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა დაანახოს სტუდენტს და ამა თუ იმ გზით საინტერესო გახადოს და „გააცოცხლოს“ ნებისმიერი თემა. არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია სტუდენტებთან ლექციის დროს თუ სემინარებისას, ინტერაქცია.

რას შეისწავლიან SANGU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები?
სხვა უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი პრივილეგიაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართლის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობა. მას ჩვენ სავალდებულო საგნის სტატუსი მივანიჭეთ. მისი შესწავლის შემდეგ სტუდენტს ექნება საკმაოდ ფართო წარმოდგენა და სერიოზული ცოდნა ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების თაობაზე.
დიდი ყურადღება ეთმობა უცხო ენის (განსაკუთრებით ინგლისურის) შესწავლას. სავალდებულოდაა მიჩნეული B2 დონის მიღწევა. სულ ახლახან გადაწყდა სამართლებრივი ინგლისურის (ინგლისური სამართლებრივი ტერმინოლოგიის) სწავლება უკვე საბაკალავრო პროგრამის ფარგლებშიც (სამაგისტრო პროგრამაში ეს კარგა ხანია უკვე არსებობს).
სწავლების პროცესის პარალელურად, უზრუნველყოფილია პროფესიული ორიენტაციის პროგრამა, რაც გულისხმობს ცალკეული იურიდიული პროფესიების ახლოს გაცნობას, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის, ნოტარიუსის, ადამიანის უფლებათა დამცველის და სხვ. მოწვევას სტუდენტებთან შესახვედრად. ამგვარი შეხვედრებით სტუდენტები ეცნობიან შესაბამისი პროფესიის სპეციფიკას.
ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის.

რას ურჩვევთ სტუდენტებს, რომლებიც სამართლის პროფესიას ეუფლებიან. როგორ წარმართონ და გამოიყენონ სასწავლო პერიოდი სწორად?
პირველ რიგში, მათ ვურჩევდი, იურისტის პროფესია შეიყვარონ. საზოგადოების კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ სამართლებრივ სისტემაზე, რომელსაც იურისტები ქმნიან და მოქმედებაში მოჰყავთ. ძალიან მინდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეფექტიანად გამოიყენონ სწავლის პერიოდი; საკითხის არსს ჩაწვდნენ, იურიდიული კატეგორიებით აზროვნება ისწავლონ, წერითი და მეტყველების უნარები გაიუმჯობესონ, საერთო განათლების დონე აიმაღლონ.


რას ურჩევთ თქვენს სტუდენტებს, როგორ გახდნენ სამართლის წარმატებული პროფესიონალები?

წარმატების ფორმულა განსხვავებული ადამიანებისათვის განსხვავებული შეიძლება იყოს, გააჩნია მათ შესაძლებლობებს, უნარებს, გარემოს და ა. შ. ჩემი აზრით, მთავარი მაინც პასუხისმგებლობის გრძნობაა. პასუხისმგებლიანი ადამიანები შრომისმოყვარენიც არიან. ეს ორი თვისება ერთობლიობაში, ჩემი აზრით, უკვე არის წარმატების ფორმულა, ხოლო თუ ამას კიდევ ცოტა ნიჭიერება და შემოქმედებითი უნარიც დაემატება, მაშინ ნებისმიერი მწვერვალის დალაშქვრა გახდება შესაძლებელი.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

SANGU-ში ახალი რექტორი დაინიშნა

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული დაინიშნა.

ბატონმა ირაკლიმ პროფესიული საქმიანობა 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო. მისი პროფესიული წინსვლა, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც იგი, წლების მანძილზე არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა და მრავალი საინტერესო პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო. იგი 80-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის, ოთხი მონოგრაფიის და 6 სახელმძღვანელოს ავტორია.

პროფესორი ირაკლი ბრაჭული 2008 წლიდან დღემდე იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრია.
ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წევრი.

ვულოცავთ ბატონ ირაკლის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად დანიშვნას. ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება # 123 

SANGU-მ საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, SANGU-ს სტუდენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციის/ფსიქოთერაპიის და ჯგუფური ფსიქოლოგიური ტრენინგის სერვისები სრულიად უფასოდ.

კრიზისულ ვითარებაში მყოფი საზოგადოება, საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროცესში ჩართული სტუდენტები, განიცდიან სხვადასხვა სახის სირთულეებს: ემოციურ გაღიზიანებას, გუნება-განწყობილების დაქვეითებას, მოტივაციის კლებას, ურთიერთობის პრობლემებს, რაც ქმნის მათთან ფსიქოლოგიური მუშაობის საჭიროებას.

ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაციები/ფსიქოთერაპია, საშუალებას მისცემს სტუდენტს დაძლიოს და გადაჭრას პირადი აქტუალური პრობლემები, გაააქტიუროს შინაგანი რესურსები, განახორციელოს პიროვნული ზრდა.

ფსიქოლოგიურ ტრენინგებზე სტუდენტები აითვისებენ იმ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც მათ დაეხმარება სტრესგამძლეობის, სირთულეებთან გამკლავების, ემოციების მართვის, ჰარმონიული ურთიერთობის, მიზანსწრაფვის, ნებისყოფის, მოტივაციის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება-განვითარებაში.

სტუდენტებთან იმუშავებენ, ევროპაში EAGT აკრედიტებული საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული ფსიქოთერაპევტები და ტრენერები.

2022 წლის 15 იანვრიდან - 25 მაისამდე ფსიქოლოგიური სერვისი ითვალისწინებს:

  • სტუდენტების ინდივიდუალურ სესიებს (1-დან 10-მდე), კვირაში 1 საათი;
  • ჯგუფურ ფსიქოლოგიურ ტრენინგებს, კვირაში 1 დღე - 3 საათი.


ფსიქოლოგიური სერვისით სარგებლობა ხორციელდება წინასწარი ჩაწერით, ინტსიტუტის ტელეფონზე 032 2920336 (სამუშაო პერიოდში).


ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა მიმდინარეობს ფსიქოთერაპიული ეთიკის და კონფიდენციალურობის სრულად დაცვით.

 

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი ჩემთვის შეუფასებელია

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი ჩემთვის შეუფასებელია. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ უფრო მეტად დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, მიზნებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბება. ძალიან გამიმართლა, რომ SANGU-ში ჩავაბარე, რადგან უნარები, რომლებმაც ძალიან ბევრი სიკეთე მომიტანა ცხოვრებაში, სწორედ აქ შევიძინე. ადამიანები ყველაზე უკეთ საკუთარ თავებს ვიცნობთ, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტუდენტობისას საოცარი პროგრესი განვიცადე.

SANGU-სთან საოცარი ემოციები მაკავშირებს. სწავლის დასაწყისში წარჩინებულმა სტუდენტებმა და სტიპენდიანტემა გამიჩინეს დიდი სურვილი, მეც მათ გვერდით ვყოფილიყავი. საოცარი ემოცია იყო, როდესაც სტიპენდიანტი გავხდი, თანაც რამდენიმეჯერ. ვფიქრობ, ეს ჩემი პატარა წარმატებების დიდი დასაწყისი იყო, რაც საკუთარი თავის განვითარებაში დამეხმარა. ყველაზე ძვირფასი კი, რაც უნივერსიტეტმა მაჩუქა, ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც ჩემი ცხოვრების უძვირფასესი ნაწილია. მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მათ გამო.

დამეთანხმებით, პროფესიის არჩევა ძალიან რთულია, მაგრამ თუ ვიპოვით იმ სფეროს, რომელიც გვაინტერესებს, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. ვფიქრობ, სამართლის პროგრამაზე ჩაბარება სწორი გადაწყვეტილება იყო, უნივერსიტეტში გატარებულმა პერიოდმა ამაში ნამდვილად დამარწმუნა. თითოეული ლექცია ჩემთვის საინტერესო იყო. მთავარი კი ისაა, რომ ამ სფეროში დავინახე საკუთარი თავი და საჭირო რესურსიც ჩავდე მასში. SANGU-მ მომცა შესაძლებლობა, მიმეღო საფუძვლიანი და მრავალფეროვანი განათლება. თეორიული ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა უნარების განვითარებაც, როგორიცაა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა, თავდაჯერებულობა და სხვა.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დავიწყე სხვადასხვა კომპანიებში სტაჟირების გავლა და მუშაობა. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს ბანკში და აქ ვაპირებ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას. წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო. უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში მიზანი და მივყვეთ მას. ამ პროცესში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ განტვირთვის შესაძლებლობაც მქონდეს, დამრჩეს დრო ჩემი საყვარელი საქმეებისთვის, ამ დროს უფრო პროდუქტიული ვარ. ვცდილობ დრო გავანაწილო და მხოლოდ ერთ რამეზე არ ვიყო კონცენტრირებული.

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. ჩემი ოცნებაა SANGU-ს კედლებში როგორც ლექტორი ისე დავბრუნდე, ვიმედოვნებ, შორეულ მომავალში მექნება ამის შესაძლებლობა.

 

სუსანა კაკოსიანი

SANGU-ს კურსდამთავრებული

იმიტირებული დისციპლინური პროცესები ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში

27-28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ-ის უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა რიგით მეოთხე იმიტირებული დისციპლინური პროცესები ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში.

იმიტირებულ პროცესებში საქართველოში ავტორიზებული სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან ერთად SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის პროგრამის სტუდენტები ქეთევან ხურცილავა და მარიამ ოსიყმიშვილი მონაწილეობდნენ.

იმიტირებული პროცესები Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

ფინალისტი გუნდები გამოავლინეს პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტ-მსაჯებმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა, ეთიკის კომისიის იურისტებმა, პრაქტიკოსმა ადვოკატებმა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ის გუნდები, რომელბიც ვერ გადავიდნენ ფინალში მიენიჭათ სპეციალური ნომინაციები, ფინალისტმა გუნდებმა კი თანაბარი გამარჯვება მოიპოვეს. მოპოვებული წარმატებისთვის წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდებს გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები - წიგნის მაღაზიის ვაუჩერები.

ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

 

sangu-მ უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის და ბევრი მეგობრის შეძენის შესაძლებლობა მომცა

აბიტურიენტობის პერიოდში მეგობრის რჩევით არჩევანი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტზე გავაკეთე.

SANGU-ში მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებული გარემო დამხვდა. უნივერსიტეტმა გარდა ხარისხიანი განათლების მიღებისა, უამრავ საინტერესო ადამიანთან შეხვედრის და ბევრი მეგობრის შეძენის შესაძლებლობა მომცა.

ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი მემსახურა საქართველოს თავდაცვის ძალებში და როგორც ღირსეული მოქალაქე გამოვდგომოდი ჩემს ქვეყანას. სწორედ ამ ოცნების ახდენაში დამეხმარა SANGU.

სწავლის პერიოდში წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა უზრუნველჰყო ჩემი პრაქტიკული ცოდნის გამყარება და რეკომენდაცია გამიწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. სტაჟირების დასრულების შემდგომ უნივერსიტეტის რეკომენდაციით დავსაქმდი ზემოთ აღნიშნულ სამინისტროში.

ყველას გისურვებთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს, რომელიც შრომისმოყვარეობით, ახალ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილით და სიახლეების ძიებით მიიღწევა.

 

ლევან სარდალიშვილი

კურსდამთავრებული

ინტერვიუ მაკა შუბლაძესთან

SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი, პროფესორი მაკა შუბლაძე ფიქრობს, რომ იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომლებიც თანამედროვე სამართლის სფეროში ხდება, კვალდაკვალ უნდა მიჰყვებოდეს განათლების სისტემა. მან მეცნიერულ დონეზე შეისწავლა ისეთი მუდმივად აქტუალური საკითხი, როგორიც არის სურსათის უვნებლობა და წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში შექმნა სურსათის უვნებლობის სამართლის სასწავლო კურსი.

რა უნარები ექნება კურსდამთავრებულ სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, რამდენად მოთხოვნადია შრომის ბაზარზე აღნიშნული დარგის სპეციალისტი და სად შეძლებენ ისინი დასაქმებას ინტერვიუდან შეიტყობთ.

მაკა, მოგესალმებით.
მოგესალმებით.

თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ სამართლის სფეროში. მუშაობდით იურისტად საჯარო სამსახურში, ასევე, გქონდათ კერძო პრაქტიკა, როდის და რატომ დაინტერესდით სურსათის უვნებლობის სამართლის საკითხებით?
როდესაც იურისტად მუშაობის ხუთწლიანი კერძო პრაქტიკის შემდეგ, 2006 წლიდან, საქმიანობა დავიწყე საჯარო სამსახურში, ეს იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც ამ საკითხმა კიდევ უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა: ნათლად წარმოჩინდა სურსათის უვნებლობის თანამედროვე, პროგრესული ნორმების იმპლემენტაციის აუცილებლობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე. ევროპული გამოცდილების გაზიარებით და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შეიქმნა სურსათის უვნებლობის თანამედროვე მაკონტროლებელი უწყება. ამ პერიოდიდან დაიწყო სურსათის უვნებლობის, როგორც დარგის, ჩამოყალიბება, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, საერთაშორისო მიდგომების დანერგვა და კადრების აღზრდა, რომლებსაც ევროპული მოთხოვნების შესაბამისად უნდა განეხორციელებინათ სურსათის უვნებლობის კონტროლი.

რამდენად იყო დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან?
ეს იყო ძალიან საინტერესო გამოწვევა, ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, სადაც, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვების საკითხს. მე, როგორც სურსათის უვნებლობის უწყების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამ პროცესებში დასაწყისიდანვე უშუალოდ ვარ ჩართული. ასე დაუკავშირდა ჩემი საქმიანობა ამ საინტერესო სფეროს. გარდა იმისა, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის უვნებლობასთან, თავის მხრივ, ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რეგულირებად სფეროს, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან.

თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებს, რომ 200-ზე მეტი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს სურსათი, რა თქმა უნდა ამ სფეროს განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რამდენად საინტერესო იყო ამ საქმიანობაში მონაწილეობა?
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული ეს საქმიანობა, არამედ, ასევე, მომხმარებლების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის გაძლიერებასთან. ამასთან, თანამედროვე რეგულაციების შემოღება და სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს არა მარტო შიდა, არამედ საერთაშორისო ბაზრის გაძლიერებასაც, მათ შორის, ევროპული მოთხოვნების დაკმაყოფილებით უზრუნველყოფილი იქნება ექსპორტის ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე მოხვედრა.

როდის გაგიჩნდათ სურვილი მეცნიერულ დონეზე შეგესწავლათ აღნიშნული საკითხი?
იმ გამოცდილებამ, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, გამიჩინა სურვილი უფრო ღრმად, მეცნიერულ დონეზე შემესწავლა ეს საკითხები. გარდა იმისა, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები აქტუალურია, ვინაიდან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების - ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ერთ-ერთი პირობაა და სურსათის მოხმარებით გამოწვეული რისკებისგან დაცვას გულისხმობს, როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე წელია ამ საკითხების რეგულირება სრულიად ახლებური და თანამედროვე პრინციპებით ხდება. ტერმინი ,,სურსათი“-ც კი რამდენიმე წელია გაჩნდა საკანონმდებლო სივრცეში. ოცდამეერთე საუკუნე სურსათის სამართლის ფუნდამენტური რეფორმის საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს. დარგი ვითარდება ინსტიტუციურად, იქმნება ახალი რეგულაციები, ყალიბდება სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორი ნერგავს ახალ სისტემებს, მომხმარებლის ცნობიერება მაღლდება, თუმცა, მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოები და სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა არ არის საკმარისი, რადგან ამ სისტემების განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემაც კვალდაკვალ მიჰყვეს ამ რეფორმას.

და ასე შეიქმნა თქვენი ინიციატივით ახალი სასწავლო კურსი - სურსათის უვნებლობის სამართალი...
დიახ, ამ სფეროში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის, დარგის განვითარების და პოპულარიზაციის სურვილით და იმის გათვალისწინებით, რომ SANGU დაინტერესებულია სიახლეებით, შეიქმნა სურსათის უვნებლობის სამართლის სასწავლო პროგრამა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებშიც.
გასათვალისწინებელია ის, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სურსათის უვნებლობის სამართლის სასწავლო კურსი წარმატებით მუშაობს და პოპულარულია, საქართველოში კი არცერთ უნივერსიტეტში არ ისწავლებოდა სურსათის უვნებლობის სამართალი. SANGU არის პირველი უნივერსიტეტი, რომლის სამართლის კურსდამთავრებულები, სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული საგნის საფუძვლიანად შესწავლას შეძლებენ.

რა ცოდნას მისცემს კურსი დაინტერესებულ სტუდენტებს და, გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, პრაქტიკულ კომპონენტსაც თუ ითვალისწინებს იგი?

ასობით ნორმატიული აქტის ერთობლიობაა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოს, ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც არის დამყარებული სურსათის უვნებლობის სამართალი. ისინი მიიღებენ ცოდნას ამ სფეროში არსებული ევროპული და ქართული რეგულაციების, თანამედროვე მოთხოვნების, რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის კონტროლის სისტემის, ბიზნესოპერატორების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე.

სტუდენტები კურსის ფარგლებში ეცნობიან როგორც ევროპულ, ასევე ქართულ სასამართლო პრაქტიკას, ამ სფეროში არსებულ სამართალდარღვევებს, მათზე რეაგირების და პრევენციის მეთოდებს.
ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სურსათის უვნებლობის სამართალს და სურვილი აქვთ ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში, სტაჟირებას გადიან სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა სამართლებრივი აქტების შემუშავებაში, დაესწრონ სააგენტოში ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებებს, სასამართლოში სარჩელების განხილვას და მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტები.
ამ კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იქნებიან კვალიფიციური იურისტები, რომლებიც წარმატებით შეიძლება დასაქმდნენ როგორც კერძო კომპანიებში, ასევე საჯარო სტრუქტურებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის უვნებლობის და მომხმარებლის უფლებების დაცვასთან.


რამდენად მოთხოვნადია შრომის ბაზარზე აღნიშნული დარგის სპეციალისტები?
სურსათის სფერო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და განვითარებად სფეროს და გამოირჩევა კვალიფიციური კადრების დეფიციტით. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებას სჭირდება შესაბამისი განათლების ადამიანური რესურსი და იმის გათვალისწინებით, რომ ეს დარგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, კვალიფიციური კადრების მოძიება სირთულეს წარმოადგენს. ბიზნესოპერატორები, რომლებიც არიან სურსათის მწარმოებლები, გადამამუშავებლები, დისტრიბუტორები და რეალიზატორები, ვალდებული არიან შეასრულონ მთელი რიგი საკანონმდებლო მოთხოვნები, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რათა უზრუნველყონ უვნებელი სურსათის ბაზარზე განთავსება და მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვა, რისთვისაც მათ სჭირდებათ კვალიფიციური კონსულტანტები, მათ შორის, იურისტები, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა. სახელმწიფო ორგანოებში, რომლებიც მუშაობენ სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო აქტების შემუშავებაზე, ასევე, ახორციელებენ მაკონტროლებელ ფუნქციებს. მნიშვნელოვანია, სურსათის უვნებლობის სამართლის მცოდნე სპეციალისტების არსებობა.

SANGU-ს სტუდენტები სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სად შეძლებენ დასაქმებას?
ბოლო პერიოდში სურსათის სფეროში აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო სექტორიც, სადაც ასეთივე წარმატებული საქმიანობის პერსპექტივა აქვთ იმ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სურსათის უვნებლობის სამართლის პროგრამა. ვფიქრობ, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს SANGU-ს კურსდამთავრებულებს წარმატებით დასაქმდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. სურსათის უვნებლობის სამართლის პროგრამა სტუდენტებს აძლევს ამ სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცოდნას და, რადგან თითოეული ჩვენგანი მომხმარებელია, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან განათლებული, დაკვირვებული და მომთხოვნი მომხმარებლები და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ სურსათის ბაზარზე ჯანსაღი გარემოს შექმნაში.


დიდი მადლობა მაკა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

 

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა

1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და პროფესორებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს, რომელსაც სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი ემსხვერპლა. ის დახვრიტეს. მისი დაკრძალვა საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა, სადაც ოკუპანტებმა ათობით სტუდენტი დააპატიმრეს.

17 ნოემბერს ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს და 1200-ზე მეტი სტუდენტი საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს, ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

ამ საზარელი ამბიდან ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

საქართველოში სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას 2009 წელს დაედო საფუძველი, რომლის ინიციატორიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა იყო.

წელს ტრატადიციულად სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტიც შეუერთდა.

შეხვედრას ONLINE რეჟიმში SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთი კაცელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე სტუდენტებს უამბო სტუდენტთა საერთაშორისო დღის დაწესების ისტორია, შემდეგ კი პირველკურსელ სტუდენტებს სტუდენტური თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები გააცნო, ისაუბრა თუ როგორი იყო და როგორ შეცვალა პანდემიამ სტუდენტური ცხოვრება. დასასრულს დაანონსა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების სავარაუდო თარიღი და ყველა სტუდენტს აქტიურობისკენ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

პირველივე დღიდან საუკეთესო, პროფესიონალიზმით სავსე გარემოში აღმოვჩნდი

SANGU-ში გატარებული წლები ჩემთვის არის საუკეთესო პერიოდი, რომელიც დამეხმარა წარმატების იმ ეტაპამდე მივსვლაში, რომელ ეტაპზეც ახლა ვარ. პირველივე დღიდან საუკეთესო, პროფესიონალიზმით სავსე გარემოში აღმოვჩნდი, სადაც დარგის წამყვანი სპეციალისტები მაქსიმუმს აკეთებდნენ სტუდენტთა განვითარებისთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ SANGU-ს სამართლის პროგრამა ავირჩიე, გადაწყვეტილების სისწორეს დღეს მე ჩემი ცოდნით ვადასტურებ.


SANGU-ს დამთავრების შემდეგ სწავლა გერმანიაში გავაგრძელე, დაბრუნების შემდეგ მუშაობა შსს-ს ერთ-ერთ დანაყოფში დავიწყე. ვარ პოლიციელი და ვთვლი, რომ ჩემს ყოველ გადადგმულ ნაბიჯში უდიდესი როლი აქვს წმ. ანდრიას ქართულ უნვერსიტეტში მიღებულ ცოდნას. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი განათლება სწორედ მას ვანდე.


SANGU-ს ვუსურვებ აუცილებლად გაფართოებას და უფრო მეტ განვითარებას, იმისთვის, რომ კიდევ ბევრმა სტუდენტმა შეძლოს ოჯახურ გარემოში პროფესიონალური განათლების მიღება.
მომავალ სტუდენტებს კი ვეტყვი - აირჩიეთ SANGU, რადგან აქ საუკეთესო სტუდენტური წლები გელოდებათ.

თათია ბექაური

სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული

მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სტუდენტობის ფერადი წლები SANGU-ში გავატარე

SANGU-ში გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის სასიამოვნო და პროდუქტიულ წლებთან ასოცირდება. აქ მივიღე ცოდნა, რომელიც დამეხმარა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. ყველაზე მეტად პროფესიონალი ლექტორები, მათ მიერ ჩატარებული ლექციები, თბილი და ოჯახური გარემო დამამახსოვრდა. ვფიქრობ, სწორად შევარჩიე SANGU-ს სამართლის პროგრამა, რასაც ჩემი დღევანდელი პროფესიონალიზმიც ადასტურებს. სასწავლო პროგრამამ, გარდა თეორიული ცოდნისა, პრაქტიკოს ლექტორთა მიერ მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მომცა საჭირო უნარ-ჩვევების გაღმავების შესაძლებლობა. ასევე გამიუმჯობესა პრეზენტირების უნარი, რაც ნამდვილად მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

SANGU-ს დამთავრების შემდეგ სწავლა გერმანიაში გავაგრძელე. ამჟამად ვარ შსს-ს თანამშრომელი და ვფიქრობ, ყოველ გადადგმულ ნაბიჯში ფუნდამენტური როლი აქვს ქართულ უნვერსიტეტში მიღბულ ცოდნას. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სტუდენტობის ფერადი წლები SANGU-ში გავატარე.

SANGU-ს ვუსურვებ გნვითარებას, ბევრ, კარგ და წარმატებულ სტუდენტს, რომელთა მეშვეობით განათლების სფეროში, როგორც უნივერსიტეტი პირველ ადგილს დაიკავებს. მომავალ სტუდენტებს კი, ცოდნის მიღებით პროფესიულ განვითარებას ვუსურვებ და ვეტყვი, რომ წინ ელოდებათ ისეთი სტუდენტობა, როგორზეც ოცნებობდნენ.

SANGU ნამდვილად იძლევა საშუალებას, მიიღოთ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული განათლება. წარმატებისთვის იპოვეთ თქვენი საქმე და მოძებნეთ ყველა, ვინც ამ სფეროში საუკეთესოა, რათა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა, აირჩიეთ საუკეთესო მენტორი და გადადგით ყოველდღე ერთი ნაბიჯი წინ, თქვენი წარმატებისკენ.

მეგი არველაძე
სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული

SANGU-ს სტუდენტებს ჩინურ ენას ჩვენი საამაყო კურსდამთავრებული ნინო ასანიძე შეასწავლის

დიდი ხანი არ გასულა რაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი დავასრულე. სულ რაღაც შარშან, ერთ-ერთი ვიყავი იმ სტუდენტთაგან, რომელმაც 100 ქულიანი შეფასებით დაასრულა SANGU-ს ტკბილად მოსაგონებელი ბაკალავრიატი. და მაშინ, სადღაც გულის სიღრმეში, რაღაც მოუსვენრად მიღიტინებდა, თითქოს მოვრჩი, უნივერსიტეტიც დავასრულე და თავი დიდი გოგო მეგონა, თუმცა ვაანალიზებდი, რომ SANGU დავტოვე, ჩემი მეორე მზის სხივებიანი სახლი, თბილი და კომფორტული. ვემზადებოდი ახალი ეტაპისთვის. ძალისხმევა არ დამიშურებია რათა ჩემი ოცნება ამესრულებინა და მაგისტრატურისთვის 100 %-იანი გრანტი მომეპოვებინა. იმ წელს, შარშან, ყველაფერი საათივით აწყობილი იყო. ივლისამდე SANGU-ს სტუდენტი მერქვა, თუმცა მაშინ, როცა სიით პირველმა, საბაკალავრო ნაშრომის წარდგენა დავასრულე და შეფასებაც მივიღე, ჩემი წოდებაც შეიცვალა და აწ უკვე, SANGU-ს კურსდამთავრებულად გადავიქეცი. დიახ, ასე უცებ გაირბინა წლებმა, რომლებიც ჩემს უსაყვარლეს უნივერსიტეტში გავატარე. ეს ის მომენტი იყო და არის, როცა ერთი წამითაც კი არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება, როცა SANGU-ში ჩავაბარე.

ღიმილიანი და სევდით სავსე გამომეტყველებით მინდა თქვენამდე მოვიტანო ჩემი ისტორია, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. შეიძლება ვიღაცისთვის უბრალოდ SANGU-ს რიგითი კურსდამთავრებული ვიყო, თუმცა მჯერა, რომ ჩემი უნივერსიტეტისთვის ისტორიის პატარა ნაწილი მაინც ვიქნები.

2016 წელს, იმ ბედნიერ წელს ჩავაბარე SANGU-ში... გამოვიპრანჭე და პირველ დღეს უნივერსიტეტისკენ გავეშურე. პატარა ქალაქიდან დიდ ქალაქში ჩამოსული პატარა დაბნეული გოგო ვიყავი. რას ვიფიქრებდი თუ ცხოვრება ამდენ სიურპრიზს მიმზადებდა.

05 აუდიტორია, 82 სტუდენტი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მაშინდელი ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ კიკნაძე, ეს არის ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილი, წარუშლელი მოგონება, რომელიც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეპიზოდს წარმოადგენს.

მაშინ, როცა მე ჩავაბარე, SANGU ცნობილი იყო აზიური და ევროპული ენების სიუხვით. ყველა სტუდენტს ჰქონდა საშუალება აერჩია მისთვის სასურველი ენა. ხუთი წლის წინ დავამსხვრიე ყველა სტერეოტიპი და ვთქვი, რომ დამატებით ენად ჩინური უნდა მესწავლა. დიახ, აზიური ენებიდან ერთერთი ურთულესი ენა, რომელიც დღეს ჩემი განუყოფელი ნაწილი და მეორე ენაა მშობლიური ენის შემდეგ. შეიძლება წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, თუმცა ერთი საათიც კი არ მქონდა გაცდენილი პირველ კურსზე ისე მომწონდა ენის შესწავლა. გადავწყვიტე ჩამებარებინა ჩინური ენის დონის გამოცდა (HSK) და, საკუთარი თავისთვის მიმეცა შანსი მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამებში.

2017 წელს კი, პირველად ჩემს ცხოვრებაში, მოვიპოვე ჩინეთის საელჩოს 100 %-იანი გრანტი, სრული დაფინანსება ერთწლიან ენის შემსწავლელ კურსზე, ჭეძიანის პროვინციაში, ულამაზეს ქალაქ ხანგჭოუში. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ ერთი საუკეთესო წელი. ერთ წლიანი აქტიური ცხოვრების შემდეგ კი, ჩავაბარე ჩინური ენის დონის გამოცდა, უკვე მეხუთე დონე (HSK5级). ძალიან ამაყი და ამაღლებული თვითშეფასების გრძნობით დავბრუნდი საქართველოში. მესამე კურსიდან კი, ჩემი ლექტორების რეკომენდაციების საფუძველზე სამსახური დავიწყე საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიაში. ჩინურ პლატფორმებზე დღემდეა განთავსებული ჩემი ავტორობით დაწერილი ჩინურენოვანი სტატიები საქართველოს შესახებ. ვიყავი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებების წამყვანი, გავხდი სინოლოგების წევრი, თარჯიმანი, მასწავლებელი და ასე მოვაღწიე დღევანდელ დღემდე.

მინდა ძალიან სათუთად შევეხო ჩემს ახალ წარმატებას. მანამდე კი გეტყვით, რომ არასოდეს იქნება შეუძლებელი ის, რასაც მიზნად დაისახავთ.

იქ სადაც ხუთი წლის წინ დიდი მოწიწებით შევაბიჯე, მორცხვი თვალებით, თავაზიანი მიდგომითა და მეგობრული დამოკიდებულებით, დღეს საშუალება მომეცა გავმხდარიყავი იმ ოჯახის წევრი, რომელსაც SANGU-ს ოჯახი და თანამშრომლობა ჰქვია. დიახ, დღეს მე, 25 წლის ასაკში, SANGU-ს კურსდამთავრებული, ჩინური ენის ლექტორი ვარ. ხანდახან ვფიქრობ და არ მჯერა, რომ ეს რეალობაა. დღეს შევდივარ იმ აუდიტორიაში სადაც, რამდენიმე წლის წინ, ლექტორის პირისპირ მდგარ მაგისთან ვიჯექი და დაფაზე დაწერილ იეროგლიფებს ნაზად ვიხატავდი რვეულში. ახლა კი, არც მეტი არც ნაკლები ლექტორის ადგილზე ვზივარ და გაცვლილი პოზიციიდან ახალ პროფესიას ნელ-ნელა ვეუფლები.

დღეს, ვარ ლექტორი, მაგისტრანტი, თარჯიმანი და ჩემი ყოველი დღე დილის 6:00 საათიდან იწყება. დატვირთული და აქტიური ცხოვრება ჩემი განუყოფელი რუტინის ნაწილია. რა შემიძლია ვთქვა თუ არა, რომ... SANGU არის შესაძლებლობა, ახალი ურთიერთობების, განვითარების, წინსვლის, მეგობრობის და ადამიანად ჩამოყალიბების გარანტი.

დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სტუდენტებისთვის გავხდე ისეთივე მისაბაძი ლექტორი, როგორიც ჩემი ლექტორი იყო ჩემთვის. იმედი მაქვს ჩემი დაგროვილი ცოდნით მათაც მივცემ საშუალებას, ისწავლონ, განვითარდნენ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. SANGU-ს კი ვუსურვებ, დიდხანს არსებობას, უამრავ მზის სხივს, ლაღ სტუდენტებს და კონკურენტუნარიანობას.
ნინო ასანიძე
SANGU-ს კურსდამთავრებული, ლექტორი

“SANGU ნამდვილად საუკეთესო არჩევანია”

SANGU-ში გატარებული წლები განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული, რომელიც სწავლის დასრულებამდე გამყვა და დღემდე ასეა.

უნივერსიტეტში გატარებული თითოეული მომენტი დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის, იქ შევიძინე მეგობრები, ურთიერთობა მქონდა საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლებთან. გამსაკუთრებულად მახსენდება თითოეული თანამშრომელი და მათი დამოკიდებულება სტუდენტებისადმი, რომელიც ერთიანობაში დადებით აურას ქმნიდა მთლიან საუნივერსიტეტო სივრცეში.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და უშუალოდ სამართლის სკოლა ორიენტირებული იყო და ცდილობდა ჩვენთვის თეორიული ცოდნის გარდა პრაქტიკული მიმართულებაც განევითარებინა, სწორედ მათი შუამავლობით მოხდა სამართლის სკოლის სტუდენტთა დასაქმება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც დღემდე ვმუშაობ და საკმაოდ დადებითად ვაფასებ აღნიშნულ პროცესს.

აბიტურიენტობის პერიოდში ჩემი უპირველესი სურვილი სამართლის პროგრამაზე ჩაბარება იყო, ვეძებდი უნივერსიტეტს, რომელიც სწავლის ხარისხითაც და დანარჩენი სხვა პირობებითაც მისაღები იქნებოდა ჩემთვის. მეგობრის რჩევით ავირჩიე SANGU და ვფიქრობ ჩემმა არჩევანმა გაამართლა. გარდა თეორიული ცოდნისა უნივერსიტეტმა პრაქტიკული გამოცდილებაც შემძინა რაც გამოიხატებოდა იმიტირებული პროცესების გამართვით და მასში მონაწილეობით. ცალკე აღნიშნვნის ღირსია სამართლის სფეროს ცნობილი წარმომადგენლების მიერ ჩატარებული საკმაოდ საინტერესო საჯარო ლექციები.

მინდა წარმატებები ვუსურვო SANGU-ს თითოეულ სტუდენტს და ყველა იმ აბიტურიენტს, რომლებიც მომავალში ფიქრობენ პროფესიის და ამასთანავე უნივერსიტეტის შერჩევას, SANGU ნამდვილად საუკეთესო არჩევანია, თქვენი პროფესიული განვითარებისათვის, რომელიც ბეჯითი შრომით და სწავლისადმი მაქსიმალური ორიენტირებულობით მიიღწევა.


დამიანე თავბერიძე
სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული

ინტერვიუ გიგა ჩალაურთან

SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ახალგაზრდა ლექტორი გიგა ჩალაური, ამავე პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ახალი პროექტის, TODO List-ის აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს. როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა, რა შესაძლებლობები ექნება მას, და იქნება თუ არა უკვე არსებული მსგავსი აპლიკაციებისგან განსხვავებული, ამის შესახებ თავად ავტორი გვიამბობს.

გიგა მოგესალმები.
მოგესალმებით.

როგორ გაჩნდა პროექტის TODO List იდეა და რა მიზანი ჰქონდა მის განხორციელებას?
პროექტის შექმნის იდეა გამიჩნდა მას შემდეგ, რაც წავიკითხე ბრაიან თრეისის წიგნი “Eat that Frog”. სადაც საუბარია იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გავწეროთ ჩვენი დავალებები, რომ უფრო ეფექტურები და მეტ-ნაკლებად ორგანიზებულები ვიყოთ. დავალებებს მეც ვინიშნავდი, მაგრამ ფურცელზე, რაც მოსაბეზრებელი აღმოჩნდა. სწორეს ამიტომ დავიწყე აპლიკაციის ძებნა, რომელიც ჩემი გეგმების უფრო კომფორტულად ჩანიშვნაში, დროის მენეჯმენტში დამეხმარებოდა. ვიპოვე რამოდენიმე ვერსია, მათ შორის უფასოც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანს ჰქონდა ის საბაზისო ფუნქციონალი რაც საჭირო იყო გეგმების დასაწყობად, მაინც აკლდა გარკვეული დეტალები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.

რითია გამორჩეული თქვენ მიერ შექმნილი აპლიკაცია, რა უპირატესობა აქვს, რით გაუწევს კონკურენციას უკე არსებულ მსგავს აპლიკაციებს?
რადგან უკვე ვახსენე, რომ მსგავსი აპლიკაციები არც ისე ცოტაა ინტერნეტში, ცხადია ჩვენი აპლიკაცია უნდა იყოს რაღაცით უკეთესი. “Eat That Frog”-ში ნახსენებია, რომ გარდა გეგმების ჩამოწერისა, უნდა მოვახდინოთ მათი ანალიზი და სტატისტიკური დათვლა. თუ რამდენი გეგმა განვახორციელეთ დროის კონკრეტულ პერიოდში (კვირაში, თვეში, წელიწადში, ან თუდანც ნებისმიერ სხვა პერიოდში). ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი დავალებების შესრულების წარმატების პროცენტულობა ვიცოდეთ. თავიდან, როცა ბლოკნოტში ვწერდი გეგმეებს, ამ ყველაფრის ექსელში გადატანა და იქ გამოთვლების განხორციელება მიხდებოდა, რაც არც ისე მცირე დროს მოითხოვს. ახლა კი წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ გაქვთ აპლიკაცია, ყველაფერი იქ გაქვთ გაწერილი და გინდათ საკუთარი გეგმების სტატისტიკას გადაავლოთ თვალი. გახსნით ამ აპლიკაციას და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ეს ყველაფერი თქვენს თვალწინ იქნება. აპლიკაცია ამ ინფორმაციას გარდა ტექსტური სახისა, გამოიტანს გრაფიკულადაც, რომ თვალისთვის უფრო აღსაქმელი იყოს, თუმცა ეს არ არის ყველაფერი. მის მომხმარებლებს, საშუალება ექნებათ, რომ ერთმანეთს შეადარონ დროის ნებისმიერი ორი მონაკვეთი და გააანალიზონ, როდის უფრო ეფექტურები იყვნენ.

ვინ არიან პროექტის მუშაობაში ჩართული თქვენთან ერთად, რა ეტაპზე ხართ და როდის დაასრულებთ მასზე მუშაობას?
პროექტის შექმნაში ჩართულები არიან SANGU-ს მესამე და მეოთხე კურსის მოხალისე სტუდენტები: ხატია გაფრინდაშვილი, გაბრიელ ფურელიანი, ზურაბ ფილფანი და მარიამ ხუნძაკიშვილი. თავიდან მათ გავუზიარე ეს იდეა და შევთავაზე, ხომ არ უნდოდათ ამ აპლიკაციაზე მუშაობა. გარდა იმისა, რომ ისინი ამ აპლიკაციის ავტორები იქნებიან, ეს დაეხმარებათ იმაში, რომ მომავალში თავიანთი პროექტების პორტფოლიოს დაამატონ კიდევ ერთი ჩანაწერი. ჯერ სულ რაღაც ორიოდე კვირაა რაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, თუმცა ზემოთ ხსენებული სტუდენტები აქტიურად არიან მის განხორციელებაში ჩართული და საკმაოდ კარგი სტარტი გვაქვს. ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს, პირველადი ვერსია უკვე გვქონდეს ვებგვერდის სახით და ამას ერთად წარვუდგენთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს და დიდი სიამოვნებით მოვისმენთ მათ შეფასებას ან რეკომენდაციებს.

მსგავსი აპლიკაციები მუდმივად განახლებადია, ხომ არ გაქვთ უკვე გაწერილი გეგმა თუ როგორ განავითარებთ და რა სასიამოვნო სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს?
დიახ, ნებისმიერი სახის აპლიკაცია განახლებადია. პირველ ეტაპზე, როგორც უკვე აღვნიშნე, გვექნება ვებგვერდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ დავასრულებთ პროექტზე მუშაობას. აქტიურად მოვისმენთ მომხმარებლების უკუკავშირს და რეკომენდაციებს, რომლებსაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მომდევნო ვერსიებში. პარალელურად დავიწყებთ მობილური ვერსიის შემუშავებაზე ზრუნვას.
აქვე მივმართავ SANGU-ს სტუდენტებს, ჩვენ მუდმივად მზად ვართ მათთან ურთიერთობისთვის. თუ სურვილი აქვთ, შემოგვიერთდნენ და აპლიკაციის განვითარებაში ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა.

დიდი მადლობა გიგა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

"მედიაწიგნიერება საუნივერსიტეტო სივრცეში"

29 ოქტომბერს, SANGU-ს ბიბლიოთეკაში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან - "მედიაწიგნიერება საუნივერსიტეტო სივრცეში".

მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს წელს პირველად, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაც შეურთდა. ბიბლიოთეკის დირექტორმა, ნათია სადღობელაშვილმა ისაუბრა მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე თანამედროვე განათლების სისტემაში, ასევე სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული სერვისების შესახებ, რომლებიც დაეხმარება მათ სწავლისა და კვლევის პროცესში.

დასასრულს სტუდენტებს სიმბოლურად წიგნები და უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

 

„არქიტექტურული ტურიზმი თბილისში/საქართველოში“ - ინტერვიუ პროფესორ ნიკო კვარაცხელიასთან

SANGU ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ერთად გეგმავს არქიტექტურული ტურიზმის კვლევითი პროექტის „არქიტექტურული ტურიზმი თბილისში/საქართველოში“ განხორციელებას. პროექტის შექმნის იდეას 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი თუმცა მის განხორციელებას პანდემიამ ხელი შეუშალა. როდიდან განახლდება მასზე მუშაობა, რას მოიცავს და ინტეგრირდება თუ არა მისი სწავლება SANGU-ს სამაგისტრო პროგრამაში, გვესაუბრება პროექტის ქართული მხარის წარმომადგენელი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკო კვარაცხელია.

მოგესალმებით ბატონო ნიკო.
მოგესალმებით.

გვიამბეთ როგორ გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა და რას მოიცავს იგი?
ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ რაინერ ჰარტმანთან ჩვენი ურთიერთობა დაიწყო 2019 წელს, როცა ვამზადებდით პროექტს თბილისში საქალაქო ტურიზმის განვითარების პრობლემებზე. სამწუხაროდ, ეს პროექტი კოვიდ-19 გამო არ შედგა. ბატონი ჰარტმანი არის არქიტექტურული ტურიზმის სპეციალისტი და ბრემენის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ტურიზმის მიმართულებას. მიუხედავად პირველი პროექტის ჩაშლისა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა ძალიან საინტერესო მიმართულებით - გერმანელ არქიტექტორთა ღვაწლი მე-19 საუკუნის თბილისის ევროპული იერსახის ჩამოყალიბებაში. ამ საინტერესო თემაზე მუშაობისას დაიბადა იდეა ერთობლივი კვლევის შესახებ. კვლევის მიზანია გერმანიიდან ჩამოსული ტურისტებისათვის მე-19 და მე-20 საუკუნეების გერმანული არქიტექტურის პოტენციალის გაანალიზება, ამის საფუძველზე უნდა შევიმუშაოთ მარკეტინგული სტრატეგია და კონცეფცია. დაიგეგმა, 2021/2022 წლისთვის თბილისში არქიტექტურის პოტენციალის ერთობლივი საველე კვლევა და შეფასება ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომელიც შემდგომში გაგრძელდება ორი უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობის გათვალისწინებით.

როდიდან ამოქმედდება პროექტი „არქიტექტურული ტურიზმი თბილისში/საქართველოში“ და ვინ მიიღებენ მის განხორციელებაში მონაწილეობას?
პროექტის მოქმედების პერიოდია 2021 წლის ივნისი - 2022 წლის დეკემბერი. კვლევით პროექტში „თბილისში არქიტექტურული ტურიზმის პერსპექტივების შესახებ“ საქართველოს მხრიდან მონაწილეობს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ პროფესორი, დოქტორი რაინერ ჰარტმანი სპონსორობას კი გვიწევს ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური - DAAD.

რა მიზანი აქვს აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ხომ არ იგეგმება სასწავლო პროცესში მისი ინტეგრირება?
სხვა საკითხებთან ერთად პროექტის ფარგლებში იგეგმება სამაგისტრო კურსის - არქიტექტურული ტურიზმის შექმნა. როგორც ცნობილია საქართველოში სასწავლო დისციპლინა - „არქიტექტურული ტურიზმი“ არცერთ უნივერსიტეტში არ იკითხება. ჩვენ ვფიქრობთ, ამ საგნის შემოტანაზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ბრემენის უმაღლესი სკოლის დასვენებისა და ტურიზმის საერთაშორისო კვლევები, მათი გაზიარება ქართულ უნივერსიტეტში შექმნის იმის საფუძველს, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ მოწინავე გერმანულ უნივერსიტეტებში დანერგილი და აპრობირებული გამოცდილება. 2022 წელს დაგეგმილია შემდგომი სამუშაო ნაბიჯები ერთობლივი მარკეტინგული კვლევისათვის ქალაქ თბილისში საქალაქო ტურიზმის მდგრადი განვითარების შესახებ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

დაბადების დღეს გილოცავ, უნივერსიტეტო!

ჩემი თაობის სტუდენტებისათვის SANGU განსაკუთრებულია, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენ ერთად გავიზარდეთ. უნივერსიტეტი 2008 წელს დაარსდა, მე კი 2012-ში ჩავაბარე და ჩემი ჯგუფი ჩვენი მიმართულების, ტურიზმის ბიზნესის, პირველი ნაკადი იყო. მახსოვს, როდესაც პირველი კურსის შუა პერიოდში სტუდენტურ დღეებზე ვმონაწილეობდით, SANGU-ს მნიშვნელობაც კი არ იცოდა ბევრმა, ჩვენგან იგებდნენ პირველად. თუმცა ოთხი წლის შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრებისას, უკვე ისეთი ცნობილი იყო, უამრავი ადამიანი მეკითხებოდა SANGU-ში ჩაბარებას ვაპირებ და ამიხსენი როგორი სიტუაციააო. ჩვენ ერთად გავიარეთ საწყისი წლები, ერთად განვვითარდით, გავიზარდეთ, ერთად გავხდით პროფესიონალები და იმაზე უკეთესები, ვიდრე შეხვედრამდე ვიყავით.

თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, SANGU-მ მომცა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი - ადამიანები, უახლოესი მეგობრები, რომლებიც დღესაც კი, უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წლის შემდეგ, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან.

ჩემთვის დამატებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო სტუდენტური თვითმმართველობაც, განსაკუთრებით პრეზიდენტობის ორი წელი - უკეთ გავიცანი უნივერსიტეტის სტრუქტურა, თითოეული ელემენტი, ვმონაწილეობდი ყველა სტუდენტური აქტივობის დაგეგმვა-განხორციელებაში. ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი უნარი განმივითარდა, რომელსაც დღესაც ვიყენებ ყოველდღიურობაში. SANGU ამითაც გამორჩეული იყო - შესაძლებლობა გქონდა, სურვილის შემთხვევაში, გეკეთებინა ყველაფერი, რაც გინდოდა. მაგალითად, თუ სპორტი მოგწონდა, გვქონდა ძალიან კარგი სავარჯიშო დარბაზი. ჩამოყალიბებული იყო ფეხბურთისა და რაგბის გუნდები, რომლებიც რეგულარულად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ჩემპიონატებში. ცეკვის მოყვარულებისათვის ფუნქციონირებდა ანსამბლი, რომელიც საუნივერსიტეტო დონეზე ძალიან გამორჩეული იყო. თუ ფიქრობდი, რომ იყავი აქტიური და შეგეძლო სარგებელი მოგეტანა შენი კურსელებისა და მთლიანად უნივერსიტეტისათვის, შეგეძლო გაწევრიანებულიყავი სტუდენტურ თვითმმართველობაში და დაგეგეგმა და განგეხორციელებინა სასურველი პროექტები.

SANGU-ს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება ჩვენი უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებაა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ორგანიზაცია “მოქალაქის” კონკურსში - “სტუდენტები თვითმმართველობისათვის”. აღნიშნულ პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სტუდენტური გუნდი მონაწილეობდა და საბოლოოდ 10 გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთა შორის მე და ჩემი ჯგუფელებიც ვიყავით. ეს წარმატება ძალიან ემოციური იყო, რადგან წარმოვადგენდით შედარებით “პატარა” უნივერსიტეტს და SANGU-ს ასეთ დონეზე წარმოჩენა ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყო იყო.

დასასრულს აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი ნიკო კვარაცხელია. ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, განსხვავებული ასაკისა და პროფესიის 50-ზე მეტი ლექტორი მყავდა, თუმცა ძალიან იშვიათად მინახავს საკუთარი საქმის ასეთი დიდი პროფესიონალი და ამავე დროს ისეთი უშუალო ადამიანი, როგორიც ბატონი ნიკოა. ვფიქრობ, მე და ჩემს ჯგუფს გაგვიმართლა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა მასთან. ბევრი ვისწავლეთ მისგან და არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით.

დაბადების დღეს გილოცავ, უნივერსიტეტო!

ვაჟა ხეცურიანი
ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ინტერვიუ პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილთან

ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული გეშტალტთერაპევტი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი ხელმძღვანელობს.
ის ადრეულ ასაკში დაინტერესდა ფსიქოლოგიით, რომელიც მოგვიანებით პროფესიად აქცია და რომელსაც, უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურება. იგი ცდილობს ხელი შეუწყოს დარგით დაინტერესებულ პიროვნებებს, განავითარონ თავიანთი უნიკალურობა და ჰუმანური ღირებულებები, რათა შეძლონ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, შეიძინონ ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც ფსიქოლოგიის სფეროში მუშაობისთვის არის აუცილებელი.
რატომ და როგორ აირჩია თავად პროფესია, რას შეისწავლიან SANGU-ს ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები და როგორია მეორე პანდემიური სასწავლო წელი, გვესაუბრება პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.

მოგესალმებით ბატონო დიმიტრი!
მოგესალმებით.

ბავშვობა ცნობილი ფსიქოლოგების გარემოცვაში გაატარეთ, როდის დაინტერესდით ამ დარგით და რამდენად განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი ოჯახმა?
ფსიქოლოგია ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური და, ამასთან, ბურუსით მოცული პროფესიაა. გაერკვე, როგორაა მოწყობილი ადამიანი და საზოგადოება, ნამდვილად არაა ადვილად გასაგები ბავშვისთვის, მითუმეტეს, შესაყვარებელი. ამიტომ მე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგების ოჯახში დავიბადე, ამ პროფესიით სერიოზულად მხოლოდ 16 წლის დავინტერესდი.
ჩემი ამ პროფესიით დაინტერესების მიზეზი იყო, ერთი მხრივ, ის ლიტერატურა ფსიქოლოგიაში, რომლის კითხვაც მერვე კლასში დავიწყე. ამ წიგნებმა ძალიან გამიტაცა და დამაინტერესა. მეორე მხრივ, ამ ინტერესს მიღრმავებდა ახლობელ ადამიანთა წრე, ფსიქოლოგების გარემო. ეს ადამიანები მშობლების მეგობრები და ახლობლები იყვნენ და მონაწილეობდნენ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ გადმომდეს ის განწყობები, რომელთაც თვითონაც ატარებდნენ. ეს ასე ხდებოდა, მაგალითად, ქალბატონმა მზია გომელაურმა მათხოვა ფროიდის წიგნი - თხუთმეტი ლექცია ფსიქოანალიზში. წაკითხულმა დამაფიქრა და გამაოცა. აღმოვაჩინე, რომ ჩემშიც არის განდევნილი არაცნობიერი. მახსოვს, ბატონი ზურა ბიგვავა ჭიდაობის ხერხებს მასწავლიდა, ხოლო ბატონ თამაზ ნონიაშვილს საიდანღაც ამერიკული ჯინსები მოჰქონდა მამაჩემთან, უყიდეო. ამ ადამიანებთან მეგობრულად ვურთიერთობდი.
თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ფსიქოლოგიის პროფესიას ვფლობ და ყოველდღე ვცდილობ გავიმდიდრო ეს ცოდნა. ის, გარდა იმისა, რომ ინტელექტუალურად მზრდის, ასევე მიადვილებს ცხოვრებას. გაცილებით საინტერესოს ხდის, კერძოდ, პიროვნებათშორის ურთიერთობას, სხვადასხვა ჯგუფებთან ყოფნას. მეხმარება იმაში, რომ მათთან საკუთარი თავი არ ვიგრძნო გაუცხოებულად, მეხმარება ავთენტურად ყოფნაში.

იყო შოთა ნადირაშვილის შთამომავალი, ალბათ, დიდი პატივია და პასუხისმგებლობაც.
აღზრდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ცხოვრებაში. ამას, როგორც ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მშობელი, ახლა უკვე ვაცნობიერებ.
მამაჩემი, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი, დიმიტრი უზნაძის დაარსებულ ფსიქოლოგიის ინსტიტუტს ოცდაათ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა. ამავე დროს, სათავეში ედგა საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებასაც, ხოლო ფსიქოლოგთა მსოფლიო კონფერენციებზე განწყობის ფსიქოლოგიის სექციას თავმჯდომარეობდა. იგი ოთხმოცამდე დისერტანტის ხელმძღვანელი იყო და მათ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. მას აღებული ჰქონდა პასუხიმგებლობა ფსიქოლოგიის განვითარებაზე საქართველოში და, ჩემი აზრით, ამ რთულ ამოცანას ენთუზიაზმით ართმევდა თავს. ამის და კიდევ კარგი მამობისთვის, ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ეს კი ჩემთვის ნიშნავს, როგორც მშობელმა და პედაგოგმა, ხელი შევუწყო ჩემთან ახლო ურთიერთობაში მყოფ პიროვნებებს, რათა მათ განავითარონ თავიანთი უნიკალურობა, ჰუმანური ღირებულებები და შეძლონ და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. ამ პროცესში ჩართული ვარ, ერთი მხრივ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, და მეორე მხრივ, როგორც ფსიქოთერაპევტი გეშტალტ სასწავლო ინსტიტუტში. ვერ ვიტყვი, რომ ეს პასუხისმგებლობა მამძიმებს, პირიქით, ენთუზიაზმს და ხალისს მმატებს.


რას მოიცავს ფსიქოლოგიის პროგრამა, რა ელით პირველკურსელებს, რომლებმაც SANGU-ში აღნიშნული პროგრამა აირჩიეს?
ჩვენი ფსიქოლოგიის პროგრამა უნიკალურია. ის სამ ძირითად ორიენტირზე, სვეტზე დგას. პირველი, ვაძლევთ ბაზისურ ზოგადფსიქოლოგიურ განათლებას, ვასწავლით უამრავ საინტერესო საგანს, რომლებიც ფსიქოლოგიის ანბანია. ასეთებია: ზოგადი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის ისტორია, პედაგოგიური და სოციალური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია...
მეორე სვეტია ქართული ფსიქოლოგიის მონაპოვარი და საგანძური - განწყობის ფსიქოლოგიის აღმოჩენები, დიმიტრი უზნაძიდან დაწყებული დღემდე. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა იცოდეს საკუთარი ფესვები, რომლებითაც ნამდვილად შეიძლება იამაყოს...
მესამეა გამოყენებითი ფსიქოლოგია, ის, რაც ფსიქოლოგისთვის ხელობას წარმოადგენს. აქაა ფსიქოთერაპიული მიმართულებები: გეშტალტთერაპია ფსიქოანალიზი. კლიენტზე ორიენტირებული თერაპია, ტრანსაქციული ანალიზი, ინკლუზიური მუშაობა... მოკლედ, საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელი ფსიქოლოგია, ჩვენი ხელობა, პური ჩვენი არსობისა...
ამ ყველაფერთან ერთად სტუდენტებს ვასწავლით ინგლისურს: პროფესიულ-ფსიქოლოგიურ ტერმინოლოგიას და ენას. ჩვენ ინგლისურენოვან გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ თუ გვინდა გადავრჩეთ, ან რაიმე შევცვალოთ პროფესიულ სამყაროში, ინგლისურის ცოდნა აუცილებელია და უფრო კონკრეტულად ინგლისურის პროფესიულად ცოდნა: ფსიქოლოგიური ტერმინები და ცნებები.

პანდემიამ სტუდენტური გარემო და ზოგადად მსოფლიო რადიკალურად შეცვალა, უკვე მეორე წელია SANGU-ში წარმატებულად ხორციელდება დისტანციური სწავლება. როგორ ფიქრობთ, გარდა სასწავლო პროცესის ონლიან რეჟიმში წარმართვისა კიდევ რა გამოწვევების წინაშე დააყენა არსებულმა ვითარებამ სტუდენტობა?
მართლაც, წელიწადზე მეტია უნივერსიტეტში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. სტუდენტებს ისე, როგორც ყველა დანარჩენს, მოუწიათ ახალ რეალობაში აღმოჩენა. ეს ადვილი არაა. სტუდენტების საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ ეს ადაპტაცია მოახერხეს. უფრო მეტიც, პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით ამგვარ სწავლის პროცესში დადებითი მხარეებიც ვნახეთ. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პლატფორმის ათვისებით, კონტაქტის პროცესი ლექცია-სემინარებზე დაიხვეწა. მეორე პლუსია, რომ სტუდენტები და პროფესურა, სახლიდან უნივერსიტეტში მისვლა-მოსვლაში, დროს გზაში არ კარგავს. არიან სტუდენტები, რომლებიც სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ერთვებიან.
ამგვარად, გამოწვევები სერიოზულია, მაგრამ სიძნელეები გადავლახეთ და სწავლა-განათლება წარმატებით გრძელდება.

როგორია ამ გამოწვევების დაძლევის გზები?
ჩემთვის პიროვნულად პანდემია პრობლემა აღარაა, ადავპტირდი, როგორც უნივერსიტეტის პროფესორიც. ყოველგვარი სიძნელისთვის მზად ვარ.

პირველკურსელებს უჩვეულო სტუდენტურ გერემოში უწევთ ადაპტირება, როგორია თქვენი, როგორც ფსიქოლოგის, რჩევები ახალ გარემოსთან შესაგუებლად?
ადამიანისთვის, რომელსაც პასუხისმგებლობა, იდეალები და დიდი მიზნები აქვს, გადაულახავი არაფერია. ასეთ სიძნელეებთან კი არა, გულაგში და საკონცენტრაციო ბანაკში ადაპტირდნენ და იქაურ სიძნელეებზე ღირსებით გაიმარჯვეს. სტუდენტები მინდა ყოველმხრივ დავაწყნარო, ჩვენი პროფესურის სახით გვერდში ისეთი ადამიანები ჰყავთ, რომ არა მარტო სიძნელეს გადალახავენ, არამედ სწავლა დიდ სიამოვნებად ექცევათ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

SANGU-ში უკვე შესაძლებელია აირჩიოთ დამატებითი (minor) სპეციალობა

SANGU-ს საბაკალავრო პროგრამის II-V სემესტრის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გარდა ძირითადი (major) სპეციალობისა, დარეგისტრირდნენ დამატებითი (minor) სპეციალობის პროგრამებზე.

 

რა არის დამატებითი (minor) პროგრამა?
საბაკალავრო პროგრამაში გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების/არჩევითი კურსების გავლის ნაცვლად, სტუდენტი ეუფლება დამატებით სპეციალობას.
ასეთ შემთხვევაში, სტუდენტის სახელზე გაცემულ დიპლომში მიეთითება:

  • ძირითადი სპეციალობა (რომელშიც კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია)
  • დამატებითი სპეციალობა

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეთავაზება არ ვრცელდება რეგულირებადი (სამართლის) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებზე. 

 

დამატებითი (minor) პროგრამის მიზანია, რომ სტუდენტი მინიმალურ დროში გაიყვანოს იმ სწავლის შედეგებზე, რომლებიც მითითებულია ძირითად (major), ანუ 240 კრედიტიან თანამოსახელე საბაკალაბრო პროგრამაში. დამატებითი პროგრამის საგნები ამოკრეფილია ძირითადი 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამის ძირითადი კურსებიდან. შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ერთი ან მეტი არჩევითი კურსი. დამატებით სპეციალობისთვის, ძირითადი პროგრამის საბაზო კურსებიდან ხდება მაპროფილებელი კურსების ამორჩევა, რომლებიც ორიენტირებულია კომპეტენციის გაძლიერებაზე და პრაქტიკული უნარების შეძენაზე. მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერების ძირითად (major) პროგრამაში გათვალისწინებულია 30 კრედიტის მოცულობით მათემატიკური საგნების სწავლება, ამდენივე კრედიტი ეთმობა ინგლისურის სწავლებას (თუ ნულოვანი დონიდან იწყებს სტუდენტი), აგრეთვე საუნივერსიტეტო არჩევითი და თავისუფალი კრედიტების საათები. დამატებით სპეციალობისთვის, ძირითადი სპეციალობიდან გამოირიცხება ეს (არამაპროფილებელი) საგნები და, შესაძლოა, არჩევითი კურსებიც. რჩება მხოლოდ ყველაზე არსებითი, სპეციალობასთან იდენტიფიცირებული კურსები.

დამატებითი სპეციალობით გათვალისწინებული ცოდნა და უნარები სრულიად საკმარისია მაგისტრატურაში მოცემული მიმართულებით სწავლის წარმატებით გაგრძელებისთვის და/ან შრომით საქმიანობის დაწყებისთვის.

 

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ 48 ECTS კრედიტიან დამატებით (minor) სპეციალობებს შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება, ტურიზნის ბიზნესი.

  1. ბიზნესის ადმინისტრირების დამატებითი (minor) პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია გაანალიზოს ბიზნესში მიმდინარე მოვლენები, მიიღოს მონაწილეობა დისტრიბუციის, გაყიდვების, ფინანსური რესურსების დაგეგმვის პროცესში ეკონომიკური, ფინანსური, მმართველობითი, მარკეტინგული და სამართლებრივი გარემოს ზოგადი შესწავლის საფუძველზე.
  2. კომპიუტერული მეცნიერების დამატებითი (minor) პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა დაპროგრამებისა და ალგორითმების საფუძვლებში, განუვითაროს დაპროგრამების უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბოს ალგორითმული აზროვნება. კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ისეთ სფეროში, როგორიცაა მართვის სახელმწიფო ორგანოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საკუთრების სხვადასხვა ორგანიზაციები, სადაც მოითხოვება ინფორმაციის ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული სპეციალისტები. მიღებული ცოდნა საკმარისია მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებისთვის.
  3. ტურიზმის ბიზნესის დამატებითი (minor) პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ ტურიზმის ბიზნესში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი, მოამზადოს ისინი ტურიზმის ბიზნეს სექტორში (სასტუმრო ბიზნესი, ტურისტული სააგენტო, ტურიზმის ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში და საკურორტო სექტორში) დასაქმებისათვის.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო ურთიერთობების 54 ECTS კრედიტიან დამატებით (minor) სპეციალობას.

  1. საერთაშორისო ურთიერთობების (minor) პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია იმსჯელოს საერთაშორისო ურთიერთობების დარგში არსებული ძირითადი  თეორიების შესახებ; გაანალიზოს საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში;  ჰქონდეთ პოლიტიკური პროცესების შეფასებისა და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უნარი; მონაწილეობა მიიღოს დებატებში და დისკუსიებში თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ;  საკვლევი პრობლემატიკის გასაანალიზებლად გამოიყენოს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.  

სასურველი დამატებითი პროგრამის შესახებ კონსულტაციების და რეგისტრაციისათვის 1 ოქტომბრამდე მიმართეთ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორებს:

ბიზნესის ადმინისტრირება - ლია მეტონიძე, ტელ.: 598 80 80 44
კომპიუტერული მეცნიერება - ნინო ქორჩილავა, ტელ.: 555 11 77 42
ტურიზმის ბიზნესი - ლია მეტონიძე, ტელ.: 598 80 80 44
საერთაშორისო ურთიერთობები - ელენე ციციშვილი, ტელ.: 557 64 45 69 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში 20 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. უკვე მეორე წელია SANGU სწავლას ონლაინ რეჟიმში წარმატებულად ახორციელებს. ჩვენი მიზანია, მოცემულ პირობებში სასწავლო პროცესი საინტერესო, სტუდენტზე მორგებული და მრავალფეროვანი გავხადოთ.

 

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პრორექტორი ლიკა გიორგაძე - მინდა მივესალმო ჩვენ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას და მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება.
გამორჩეულად მინდა მივულოცო SANGU-ს პირველკურსელებს, რომლებმაც გააკეთეს მნიშვნელოვანი არჩევანი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს წარმატებისკენ.
ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი გამოწვევაა და ახალი შესაძლებლობები მოაქვს.
მიმდინარე წელი გამორჩეულია SANGU-სთვისაც, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, მიუხედავად პანდემიისა, ახალი გეგმები დასახა და მნიშვნელოვან სასწავლო და ექსტრაკურიკულარულ აქტივობებს გეგმავს. მოხარულები ვართ, რომ სტუდენტებს საინტერესო პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას მივცემთ.
მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, ჩვენ ერთად ვქმნით სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს და ვაყალიბებთ მძლავრ პლატფორმას, სადაც სტუდენტები იღებენ ყველაზე მნიშვნელოვანს - განათლებას, მხარდაჭერას და ყალიბდებიან პროფესიონალებად.
გასულმა წელმა პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის მართვის კარგი გამოცდილება მისცა უნივერსიტეტს. სირთულეების გარეშე, წარმატებით დაინერგა ონლაინ სწავლება. წელს კიდევ უფრო მომზადებულები შევხვდით ამ გამოწვევას.
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ და მაქვს იმედი, მალე შევხვდებით უნივერსიტეტში.

 

 


ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი პაატა გოგიშვილი - გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ქართული უნივერსიტეტი ყოველმხრივ მზად არის სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების შესათავაზებლად.
საქართველოს დღეს მრავალი გამოწვევა აქვს, ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ახალგაზრდის საუკეთესოდ აღჭურვის გზა, მათთვის განათლების მიცემაა. ძვირფასო სტუდენტებო, მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი და აუცილებლად იქნებით წარმატებულები. ეს წლები ოქროს წლებია თქვენთვის. გირჩევთ, ძირითად სპეციალობასთან ერთად, აუცილებლად დაეუფლოთ დამატებით სპეციალობასაც (ქართული უნივერსიტეტი ორივეს გთავაზობთ). ჩვენ ყველანაირ თანადგომას და ხელშეწყობას გპირდებით სწავლის პროცესში.
სასწავლო პროცესის უწყვეტობის კონტექსტში მოგახსენებთ, რომ უნივერსიტეტისთვის ამ მიმართულებით არ არსებობს სირთულეები, პანდემიის დროსაც სრულად ვინარჩუნებთ სწავლების ხარისხს. მეცადინეობების (მათ შორის ონლაინ მეცადინეობების) ჩატარების მაღალი დონე, ჩანაწერების და სხვა სასწავლო მასალების მიწოდების დროულობა, დამატებითი კონსულტაციები და კვლევებში სტუდენტების ჩართვა ყოველთვის იყო ჩვენი უნივერსიტეტის ძლიერი მხარე და წელსაც იქნება ყველანაირი რესურსი სრულად მობილიზებული ამ პროცესების უნაკლოდ წარმართვისთვის.
გვაქვს ახალი სასწავლო პროგრამები, და მრავალი საინტერესო ინიციატივა. გისურვებთ და გპირდებით თქვენი იმედების გამართლებას.

 

 

ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური - ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას - სტუდენტობას!
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა მხოლოდ მესამე წელია ფუნქციონირებს, თუმცა აქ უკვე ბევრ სასარგებლო სიახლეს ჩაეყარა საფუძველი. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გადახალისდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, სასწავლო კურსების წასაკითხად მოწვეულ იქნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები.
პანდემიის გამო, გამოწვევების წინაშე დადგა განათლების სისტემა, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტი მოწინავე გახლდათ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დისტანციური სწავლების უხარვეზოდ წარმართვის მხრივ. თანამედროვე ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ფლობა ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტობას საშუალებას აძლევს დისტანციურადაც ისევე სრულყოფილად ითანაშრომლონ ერთმანეთთან, როგორც აუდიტორიაში.
სადღეისოდ ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრიატში სწავლა მიმდინარეობს შემდეგ პროგრამებზე: ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, კომპიუტერული მეცნიერება, ტურიზმის ბიზნესი და ფსიქოლოგია; ხოლო მაგისტრატურაში: კომპიუტერული მეცნიერება, ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი), სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება. სამომავლოდ იგეგმება ბაზარზე მოთხოვნადი ახალი კონკურენტუნარიანი პროგრამების შემოღებაც. ბაკალავრიატში ამოქმედდა დამატებითი (minor) პროგრამები, რაც სტუდენტს საშულებას აძლევს ძირითად სპეციალობასთან ერთად და დამატებითი ანაზღაურების გარეშე, შეიძინოს მეორე სპეციალობაც. უნივერსიტეტის მიერ საქართველოს თუ უცხოეთის უნივერსიტეტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან დადებული მემორანდუმების ფარგლებში სკოლის სტუდენტები გადიან პრაქტიკას და თეორიულ ცოდნას პრაქტიკული უნარ-ჩვევებით ამდიდრებენ. უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახური ხელს უწყობს სტუდენტთა დასაქმებას. სკოლის სტუდენტებს საშულება აქვთ ხალისიანად გაატარონ სტუდენტური წლები უნივერსიტეტში არსებულ სპორტულ სექციებსა თუ სხვადასხვა წრეებში გაერთიანებით.
ასე რომ, ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ სასწავლო პროცესის დაწყებას და წარმატებულ, შინაარსიან, საინტერესო წლებს გისურვებთ.
ჩვენ თქვენს სამსახურში ვართ!

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პაპუნა გურული - ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობასა და ღირსეულ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას!
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სასწავლო პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად მორგებული სტუდენტზე, მის საჭიროებებზე. ვცდილობთ, გავუმკლავდეთ პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს ისე, რომ არ დავწიოთ სწავლის ხარისხი და, ამავდროულად, შევქმნათ სტუდენტისთვის კომფორტული პირობები. თუმცა, ამისთვის საჭიროა თქვენი მაქსიმალური ჩართულობა სასწავლო პროგრამების, ჩვენი სკოლისა და მთლიანად უნივერსიტეტის გაძლიერებისა და განვითარების პროცესში.


იყავით აქტიურები!
ერთად გავხადოთ SANGU-ში სწავლა უკეთესი!

შეხვედრა პირველკურსელებთან

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანატის ორგანიზებით, 20 სექტემბერს გაიმართა დეკანატის თანამშრომელთა და პროგრამის ხელმძღვანელთა ონლაინ შეხვედრა პირველკურსელებთან.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს ქართული უნივერსიტეტის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანისთვის, ისაუბრა როგორც უნივერსიტეტის, ისე სკოლის სამომავლო პერსპექტივების, საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების და საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ, გააცნო მათ პროგრამის ხელმძღვანელები, მიმართულების კოორდინატორები.

სტუდენტებს ასევე მიესალმნენ, მიულოცეს ქართულ უნივერსიტეტში ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, უსურვეს მომავალი წარმატებები და ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ პროფესორებმა ნინო დამენიამ, კობა გელაშვილმა და ნიკო კვარაცხელიამ.

შეხვედრა საკმაოდ სასიამოვნო და აქტიურ ვითარებაში წარიმართა, დაისვა შეკითხვები, რომლებზეც პასუხი გასცეს როგორც პროგრამის ხელმძღვანელებმა, ასევე კოორდინატორებმა ნინო ქორჩილავამ, ლია მეტონიძემ და თინა გოროზიამ.

ონლაინ აუდიტორია კმაყოფილი დარჩა, სტუდენტებმა მადლობა გადაიხადეს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებისათვის.

სამაგისტრო პროგრამა - ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება

SANGU-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება გამორჩეულია იმით, რომ ფსიქოლოგიის მაგისტრისთვის აუცილებელი ცოდნის მიღებასთან ერთად, ის სტუდენტს აძლევს საშუალებას სიღრმისეულად დაეუფლოს გამოყენებითი ფსიქოლოგიის ორ მიმართულებას: ფსიქოლოგიურ დიაგნოსტირებას და ფსიქოლოგიურ კონსულტირებას/თერაპიას.

პროგრამის მუშაობაში ჩართული დარგის პროფესიონალი წარმომადგენლები სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდიან. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, ფსიქოლოგიის დოქტორ თინათინ ფანცულაიას თავად ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი სკოლის დასრულების შემდეგ გაუჩნდა და სწავლა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულებით განაგრძო. შემდეგ კი იყო ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია, კავკასიის ოჯახური ფსიქოთერაპიისა და გეშტალტთერაპიის ინსტიტუტი და აკრედიტაცია ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაშიაში. მისი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება ფსიქოკონსულტირებისა და პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიის მიმართულებით 20 წელს ითვლის და დღეს იგი თავისივე დაარსებული, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელია, სადაც SANGU-ს სტუდენტებიც არიან დასაქმებულნი.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის ორი კერძო მიმართულების - „ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოკონსულტირება“ სპეციალისტები, რომლებსაც ეცოდინებათ ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოლოგიური კონსულტირების სტრუქტურა, შეეძლებათ შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა, ადეკვატურად განსაზღვრონ რელევანტური კონსულტირების ფორმა და შეძლებენ მათ კონსულტირება გაუწიონ განსხვავებულ სიტუაციებში ტრანსფერული უნარების გამოყენებით და პროფესიული ღირებულებების საზღვრების გათვალისწინებით. კურსდამთავრებულები ასევე, შეძლებენ სუპერვიზირება/კონსულტაცია გაუწიონ თავიანთ კოლეგას.

პროგრამა აგრეთვე, ემსახურება ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკონსულტირების დარგების განვითარებას, საზოგადოების ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნების ხელშეწყობას, კლიენტთან, როგორც საზოგადოების წევრთან, პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვითა და კვალიფიციური პროფესიული მომსახურეობის გაწევის შესაძლებლობით.

ქალბატონი თინათინი მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგია მთლიანად დამყარებულია ურთიერთობაზე, ამიტომ სავალდებულოა დარგის სპეციალისტს შეეძლოს მეორე ადამიანის სურვილების გათვალისწინება. ეპათიისა და მხარდაჭერის უნარებთან ერთად ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის მეტი სიფრთხილე და ყურადღება მოეთხოვება სპეციალისტს. პროფესიის დაუფლების პროცესში მნიშნელოვანია მონდომება, მაღალი მოტივაცია, საკუთარ თავზე მუშაობა და თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარების გამომუშავება, რომლებიც მრავლად არის SANGU-ს სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში.

SANGU-ს ფსიქოდიაგნოსტიკის და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამა თეორიულ ნაწილთან ერთად მოიცავს ექვსი სახის პრაქტიკას და სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას სუპერვიზიასთან ერთად გაიაროს ინდივიდუალური ფსიქოთერაპია და ფსიქოკონსულტირება.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ბოსტოღანაშვილი

SANGU-ს სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტი, სამართლის მაგისტრი, რომელიც სამომავლო წარმატებული პროფესიული განვითარებისათვის აღჭურვილი იქნება შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებით და, ამასთან, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო კომპეტენციებით. პროგრამა ორიენტირებულია პროფესიონალი იურისტების მომზადებაზე. სტუდენტები შეიძენენ იურისტისთვის აუცილებელ ცოდნას მაღალი კლასის სპეციალისტებისგან. უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმები უზრუნველყოფს პრაქტიკის გავლას, რაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის საუკეთესო საშუალებაა.

პროგრამის ხელმძღვანელს, სამართლის დოქტორ დავით ბოსტოღანაშვილს ამ სფეროსადმი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში გაუჩნდა. ამ მიმართულებით ცოდნის შესაძენად გადადგმული ყოველი შემდგომი ნაბიჯი საკუთარი არჩევანის სისწორეში არწმუნებდა. მას დღეს უკვე საუნივერსიტეტო, პედაგოგიური საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს.

იგი მიიჩნევს, რომ მომავალი თაობის აღზრდისთვის, კერძოდ, სამართლის მიმართულებით პედაგოგიური საქმიანობისთვის, აუცილებელია, როგორც თეორიული (მეცნიერული), ისე პრაქტიკული უნარების, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ქონა, რასაც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სრულიად აკმაყოფილებს.

SANGU-ს სამართლის სამაგისტრო პროგრამა შესაბამისობაშია ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსა და დარგობრივი მახასიათებლის არსებულ მოთხოვნებთან, გავლილი აქვს აკრედიტაცია. უნივერსიტეტში სტუდენტებს დახვდებათ შესაბამისი მოთხოვნებით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, სასიამოვნო გარემო, კვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი. საშუალება ექნებათ შეიძინონ დასაქმების ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი თეორიული, პრაქტიკული და სამეცნიერო უნარ-ჩვევები.

ინტერვიუ სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელთან

SANGU-ში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა “სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია“ მაგისტრანტებს სთავაზობს კომპლექსური თეორიული ცოდნის მიღებას სოციალური და განწობის ფსიქოლოგიის სფეროში. სტუდენტები შეისწავლიან როგორც ქართული სკოლის, ასევე უცხოური სკოლების კვლევებს ამ მიმართულებით. სწავლის პროცესში ისინი დაეუფლებიან ექსპერიმენტული ტექნიკის გამოყენებას თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კვლევების ჩასატარებლად.

პროგრამის წარმატებულად წარმართვაში ჩართულნი არიან დარგის პროფესიონალი წარმომადგენლები. პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია ევროპაში აკრედიტებული გენშტალტ თერაპევტი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი. ქალბატონი თეა ფსიქოლოგიით 27 წლის ასაკში დაინტერესდა. ამ დროს უკვე მიღებული ჰქონდა პირველი უმაღლესი განათლება: მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი, სადაც მუშაობდა კიდეც ფოლკლორის კათედრაზე. ამ მიმართულებით სადისერტაციო თემაზე მუშაობასაც გეგმავდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, უკმარისობის განცდა ჰქონდა, თავს ვერ გრძნობდა რეალიზებულად და ეძებდა ახალ ინტერესს. მეგობრები და ახლობლები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მას ჰქონდა მოსმენის, გაგების, ემოციური მხარდაჭერის და პოზიტიური მიმართების დამყარების ისეთი უნარი, რომელიც დადებითად მოქმედებდა ადამიანებზე. ამ ფონზე გაუჩნდა მოთხოვნილება, შეესწავლა ადამიანის ბუნება, ფსიქიკური კანონზომიერებები და ძალიან კონკრეტულად იგრძნო მისწრაფება, გამხდარიყო ფსიქოთერაპევტი. მას კარგად ესმოდა, თუ რა ხანგრძლივი და რთული გზა უნდა გაევლო ამ დარგში სპეციალისტად დადგომისათვის, მაგრამ სურვილი, სწრაფვა იმდენად ძლიერი იყო, რომ შეუდგა ახალი პროფესიული სფეროს კიბეზე სვლას და დღეს იგი ერთ-ერთი წარმატებული დარგის სპეციალისტია.

რას შეისწავლიან სტუდენტები აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის პერიოდში და რა უპირატესობები აქვს SANGU-ს სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას, ამის შესახებ გვესაუბრება ქალბატონი თეა გოგოტიშილი.

ქალბატონო თეა, რა განსაკუთრებული ნიჭი და უნარებია საჭირო ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის?
ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული ნიჭი და ტალანტი, რომელიც შესაბამის უნარებში ვლინდება. მაგალითად, სახვით ხელოვნებაში ნიჭის მქონე ადამიანს „ეხერხება“ ხატვა, მათემატიკაში ნიჭიერს - ანგარიში და ამოცანების ამოხსნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას, ვისაც ესა თუ ის საქმე ადვილად არ გამოსდის, არ აქვს ამის უნარი. ნებისმიერი უნარის განვითარება და გამომუშავებაა შესაძლებელი. მთავარია ინტერესი, მონდომება და მაღალი მოტივაცია. ფსიქოლოგიაში ადამიანის ბუნების, მისი ფსიქიკისა და ორგანიზმის სპეციფიკის შესწავლის, გაგებისა და წვდომის ინტერესია ამოსავალი წერტილი, მაგრამ თუ სტუდენტი არ იქნა ბეჯითი, შრომისმოყვარე, მეცადინეობისა და წიგნზე მუშაობის მოყვარული, მისგან სპეციალისტი ვერ დადგება.

რა პერსპექტივები აქვთ სტუდენტებს, რომლებიც SANGU-ს სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას ირჩევენ, ამ პროგრამის რომელ უპირატესობებს გამოყოფდით?
ჩვენს სამაგისტრო პროგრამაში სტუდენტები შეისწავლიან სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში არსებულ თანამედროვე მიღწევებს, გამოიმუშავებენ უნარებს გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში და კვლევითი მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განწყობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებების, სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენის სპეციფიკის დაუფლებაზე, ადამიანური რესურსების სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით გამოყენებისა და რეალიზების შესაძლებლობების ათვისებაზე. ჩვენი პროგრამის კურსდამთარებულები წარმატებით საქმდებიან და ნაყოფიერად იყენებენ მიღებულ ცოდნას თავიანთ სამუშაო ადგილებზე.

თქვენი აზრით, რა არის ის აუცილებელი თვისება, რომელიც ზოგადად ყველა დარგის ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდეს?
ფსიქოლოგიის მეცნიერება მოიცავს სხვადასხვა მიმართულებებს: სოციალურ ფსიქოლოგიას, პიროვნების ფსიქოლოგიას, ბავშვისა და განვითარების ფსიქოლოგიას, განათლების ფსიქოლოგიას, შრომის ორგანიზაციის ფსიქოლოგიას, კლინიკურ ფსიქოლოგიას. ამ მიმართულებებს კიდევ აქვს ქვე-დარგები, რომლებიც სპეციალიზაციის სფეროებს წარმოადგენს და შესაბამის პროფესიულ მომზადებას საჭიროებს. საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტი უნდა ეზიაროს ამ მიმართულებებს, „გემო გაუგოს“ ყოველ მათგანს და იგრძნოს, რომელი იზიდავს ყველაზე მეტად. ფსიქოლოგიაში ნებისმიერი დარგის სპეციალისტად დადგომისათვის, ჩემი აზრით, პირველ რიგში, საჭიროა ადამიანის სიყვარული და მისი შინაგანის სამყაროს გაგების ძლიერი სურვილი, სიღრმისეული ცოდნის მიღების ინტერესი, რაც შეიძლება მეტის გაგებისა და შემეცნებისკენ მისწრაფება, წიგნზე მუშაობის სიყვარული, სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა, ინფორმაციის მიღებისა და გააზრების წყურვილი და აქტიურობა სწავლაში.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა

SANGU-ში საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებული ცოდნის ბაზაზე სტუდენტს გამოუმუშაოს ის უნარები, რაც აუცილებელია საჯარო მმართველობის ორგანოებში მმართველობითი უფლებამოსილებების განსახორციელებლად. პროგრამა შემუშავებულია ეროვნული საკვალიფიკაციო დოკუმენტის, დარგის მოთხოვნების და თანამედროვე საჯარო მმართველობის სფეროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. მასში თავმოყრილია საჯარო მმართველობის სფეროში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხებით დაკომპლექტებული სასწავლო კურსები. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, როგორც საჯარო მმართველობის მეცნიერების, ისე პრაქტიკის მრავალწლიანი გამოცდილებით.

პროგრამას სამართლის დოქტორი, პროფესორი პაატა ტურავა ხელმძღვანელობს, რომელმაც საჯარო მმართველობის მეცნიერებების შესწავლა 2000 წლიდან, გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტში დაიწყო. პროგრამა იმიტომ გახდა მისთვის საინტერესო, რომ ორი გერმანიის გაერთიანების შედეგად პოტსდამი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთ-ერთი ახალი მიწა, რომლის სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურების ჩამოყალიბებაში ჩართული იყო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რაც პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს აძლევდა შესაძლებლობას მიეღოთ როგორც თეორიული ცოდნა, ისე გაცნობოდნენ რეფორმის შედეგებს.

პროფესორი პაატა ტურავა გერმანულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში აქტიურად იყო ჩართული საჯარო სამსახურის რეფორმაში, როგორც რეფორმის კონცეფციის შემუშავების, ისე კანონმდებლობის შექმნის ეტაპზე. SANGU-ს საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა სწორედ აღნიშნულ რეფორმას ეფუძნება და პასუხობს საქართველოს საჯარო სამსახურის გამოწვევებს.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა სტუდენტს გამოუმუშავებს გადაწყვეტილების მიღების და პრობლემების გადაწყვეტის კომპეტენციებს, რაც მიიღწევა ისეთი უნარების საფუძველზე, როგორიცაა სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის, გუნდური მუშაობის, ინტერდისციპლინური აზროვნების და კომუნიკაციის უნარები. ამ ცოდნით აღჭურვილმა კურსდამთავრებულმა აქტიური როლი უნდა შეასრულოს საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესის წარმატებულად განხორციელებაში.
პროგრამის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ დარგის სპეციალისტი უნდა იყოს მედიატორი, რომელიც შეძლებს მომავალი თაობები აზიაროს საჯარო სამსახურის ძირითად სულისკვეთებას, რომ მათ შეძლონ ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება საკუთარი ქვეყნის და ხალხის სამსახურში ყოფნის სასარგებლოდ.
საჯარო მმართველობის პროგრამა არის ინტერდისციპლინური და აყალიბებს საჯარო სერვისების განხორციელებისათვის აუცილებელ უნარებს და კომპეტენციებს. პრაქტიკაზე ორიენტირებულმა სწავლებამ სტუდენტს უნდა მისცეს თეორიული ცოდნის სამუშაო ადგილზე ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში პრაქტიკულ უნარებად ტრანსფორმირების შესაძლებლობა სწავლის პროცესში მიღებული მეცნიერული რეფლექსიის, კვლევის მეთოდების და თეორიულად დასაბუთებული დისკუსიის კომპეტენციების გამოყენებით.

პროფესორი პაატა ტურავა თვლის, რომ საჯარო მმართველობის პროგრამის არჩევის შემთხვევაში სტუდენტს გააზრებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სამსახურის არსი და მისი ვალდებულება, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს. კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი და უნდა შეეძლოს საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების საფუძველზე დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.

ინტერვიუ გიგა ჩალაურთან

 

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება მუდმივად განვითარებადი დარგია, ამიტომ საკუთარ თავს არასდროს აძლევს მოდუნების უფლებას წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ასისტენტ-პროფესორი, გიგა ჩალაური. საკმაოდ ღრმა თეორიული ცოდნისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორი SANGU-ში უძღვება სასწავლო კურსებს: არარელაციურ მონაცემთა ბაზები და დიზაინის ნიმუშების გაღრმავებული კურსი. ამასთან, იგი მოქმედი პროგრამისტია და ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს.რა უნარებია საჭირო აღნიშნულ დარგში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, რა უპირატესობა აქვს SANGU-ს კომპიურეტული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამას, რას შეისწავლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველები, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.

გიგა, მოგესალმები.
მოგესალმებით.

როგორი უნდა იყოს აღნიშნული დარგის სპეციალისტი, რომ სათანადო მომავალი თაობა აღზარდოს?
ჩემი აზრით, თუ ვინმე გადაწყვეტს პროგრამისტობას და ზოგადად იმ დარგის სპეციალისტობას, რომელსაც კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება ჰქვია, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ეს დარგი არის მუდმივად განვითარებადი და მოდუნების საშუალება არ ექნება. თითოეულმა ადამიანმა ყოველდღიურად უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე, რომ არ ჩამორჩეს დროს და განვითარებას. რაც შეეხება მომავალი თაობის აღზრდას, მთავარი, ალბათ, სწორი მიმართულების მიცემაა, რადგან ამ მიმართულებაში უამრავი ქვემიმართულებაა და ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გარკვეულ ეტაპზე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რა მიმართულებებია და მას შემდეგ, რაც თითოეული მათგანი აირჩევს იმ ქვემიმართულებას, რომელიც მას უფრო მოსწონს, შეიძლება ვიფიქროთ სიღრმისეული ცოდნის მიცემაზე.

რამდენი წელია, რაც ამ მიმართულებით დაინტერესდით და რატომ, როგორია თქვენი სამუშაო გამოცდილება?
ტექნოლოგიები და მოწყობილობები ბავშვობიდან მაინტერესებდა, მაგრამ პირველი შეხება პროგრამირებასთან 2011 წელს მქონდა, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. დამთავრებული მაქვს თსუ-ს ბაკალავრიატი და მაგისტრატურა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით (ორივე წარჩინებით, წითელ დიპლომზე) და საკმაოდ კარგი თეორიული ცოდნა მივიღე, თუმცა, რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას, 2013 წლის აგვისტოდან დავიწყე სტაჟიორად მუშაობა ერთ-ერთ სამინისტროში. სამ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე და მას შემდეგ მივიღე შემოთავაზება პოლონეთის ერთ-ერთი კომპანიიდან. ამჟამად ვარ პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.

ევროპული ცოდნა-გამოცდილების გაზიარება რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისთვის, თქვენი საგნის სასწავლო სილაბუსიც, ალბათ, უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით არის შედგენილი?
პირველ რიგში, სილაბუსებზე ვიტყვი, რომ ნამდვილად ეფუძნება ევროპული და ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტების სილაბუსებს, თუმცა არ არის ,,გადმოკოპირებული“ და მაქსიმალურად მოვარგეთ საქართველოს რეალობას. ასევე, ჩვენ ვასწავლით იმ საკითხებს, რომელთაც დამსაქმებლების 99% ითხოვს გასაუბრების პირველივე ეტაპზე და ჩვენი სტუდენტები ამით ძალიან კმაყოფილი არიან. ძალიან ბევრი კარგი და წარმატებული ქართველი პროგრამისტია ისეთ დიდ კომპანიებში, როგორებიცაა Google, Facebook და მრავალი სხვა და მათი გამოცდილების გაზიარება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვესწრები ხოლმე მათ მოხსენებებს, როდესაც ამის საშუალება მაქვს.

საჭირო და აუცილებელი უნარები, რომლებიც ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის არის მნიშვნელოვანი?
ალბათ, ყველაზე საჭირო უნარი მაინც არის ის, რომ გქონდეს ნებისყოფა, დაუთმო ძალიან დიდი დრო საკუთარ თავს. ბევრი უშვებს შეცდომას და, როგორც კი სამსახურს იშოვის, ახალი რაღაცეების სწავლას ნელ-ნელა თავს ანებებს. ცუდად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ეს ნელი მოქმედების პროფესიულ გარდაცვალებას ჰგავს, რადგან რამდენიმე წელში, შეიძლება ის ტექნოლოგია, რომელზეც ახლა მუშაობს, საერთოდ არ იყოს პოპულარული. გარდა ამისა, ვფიქრობ, ძალიან კარგია კარგი მათემატიკური ცოდნა. ერთ მაგალითს გეტყვით, ამჟამად რომელ კომპანიაშიც ვმუშაობ (Grand Parade), გასაუბრებაზე მქონდა ამოცანა, რომელიც პროგრამირებაზე მეტად მათემატიკას წააგავდა, რადგან საკმაოდ კარგი მათემატიკური ბექგრაუნდი მქონდა სკოლიდანაც და უნივერსიტეტიდანაც, ამოცანასაც მარტივად გავართვი თავი. ამიტომ მოსაზრება, რომ პროგრამისტობა მინდა და რატომ მასწავლიან ამდენ მათემატიკას, ძალიან მცდარია.

რატომ უნდა აირჩიონ, რა უპირატესობა აქვს SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამას, რა გამოარჩევს მას, რითია უპირატესი?
SANGU-ს სამაგისტრო პროგრამა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, თუ ყველაზე საუკეთესო არა. ამ პროგრამაში გაერთიანებულია ისეთი თემები, როგორებიცაა: ნეირონული ქსელები, კიბერუსაფრთხოება, სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ბაზები, მონაცემთა ვიზუალიზაცია, პარალელური დაპროგრამება და ბევრი სხვა საინტერესო თემა, არ მინდა, უბრალოდ, რამე გამომრჩეს. თუ თქვენ თვალს გადაავლებთ იმ ტემპს, რომლითაც, მაგალითად, ნეირონული ქსელები და ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, ბევრი კითხვა გაგიქრებათ. გარდა ამისა, ამ საგნებს ასწავლიან ისეთი ახალგაზრდები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობაც ამასთანაა დაკავშირებული და ეს იმის გარანტიაა, რომ ისინი მუდმივად მიაწვდიან სტუდენტებს სიახლეების შესახებ ინფორმაციას. ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, ნაწილი ჩემი კურსელები არიან, ნაწილი ჩემი ძველი თანამშრომლები და ნამდვილად თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა



ტურიზმის ბიზნესის სტუდენტების პრაქტიკა გერმანიაში

ტურიზმის ბიზნესის სტუდენტები ვახტანგ ყიფიანი და ზაქარია დავრეშიძე 3-თვიან პრაქტიკას გაივლიან გერმანიაში, მეკლენბურგ - წინა პომერანიის მიწაზე არსებულ სასტუმროებში.

როგორ შეირჩა სტუდენტები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რომ მიეცეთ გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა?

ზაქარია დავრეშიძე: ამისთვის, პირველ რიგში, სტუდენტი უნდა იყოს ტურიზმის ბიზნესის ბაკალავრი, სადაც საბაკალავრო პროგრამაში გაწერილია სავალდებულო პრაქტიკა სასტუმროში. შემდეგი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა საწყის დონეზე. პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი ნიკო კვარაცხელია, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ამ პროგრამის დანერგვაში. ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას და პატივისცემას მის მიმართ.
ვახტანგ ყიფიანი: შერჩევის კრიტერიუმები არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ საქმეში ჩართული პირები არიან ძალიან კეთილი და ჰუმანური ადამიანები, რადგან სტუდენტებს განვითარებისა და პროფესიული ზრდის ასეთ არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევენ. ჩემი აზრით, აუცილებელია გერმანული ენის ცოდნა და ალბათ, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაც.

როგორ წარმოგიდგენიათ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება გერმანიის სასტუმროებში, რამდენად დაგეხმარებათ ეს ცოდნა და კონკრეტულად რა სახის იქნება პრაქტიკა?

ზაქარია დავრეშიძე: რაც შეეხება თეორიული ცოდნის გამოყენებას, განვლილი საგნები ნამდვილად გამომადგება პრაქტიკულად. მათ შორის გამოვარჩევდი „სასტუმროსა და რესტორნის მენეჯმენტს“, სადაც კონკრეტულად განხილულია სასტუმრო და მისი მუშაობის სპეციფიკა, რაც დამეხმარება სამუშაო პროცესის ათვისებაში. პრაქტიკა მოიცავს სასტუმროში შემდეგ პოზიციებზე მუშაობას: სამზარეულო, სერვისი, housekeeping. თუ სტუდენტი ფლობს გერმანულ ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, მას პრაქტიკის გავლა შეეძლება სასტუმროს მიმღებში.
ვახტანგ ყიფიანი: დარწმუნებული ვარ, ძალიან დამეხმარება გერმანიაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. დამეხმარება თუნდაც კომუნიკაციებში, თავდაჯერებას შეგვმატებს. გავეცნობით მომსახურების დონეს, შევადარებთ, შევაფასებთ, გავაანალიზებთ. ეს ყველაფერი კი ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

რა მოლოდინი გაქვთ, როგორ ფიქრობთ, რა უნარებით დაუბრუნდებით საქართველოს და როგორ გამოიყენებთ მათ?

ზაქარია დავრეშიძე: პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ შევიძენ იმას, რითიც განთქმულია გერმანელი ხალხი - ესაა მათი შრომის კულტურა და პუნქტუალურობა, ასევე, პრაქტიკა დამეხმარება თეორიული ცოდნის გამყარებაში და, საერთო ჯამში, კარგ და საჭირო გამოცდილებას მივიღებ, თუმცა დაბრუნების შემდეგ კონკრეტულად რაში გამოვიყენებ, არ ვიცი, არ მიფიქრია. ჯერჯერობით ვაპირებ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას.
ვახტანგ ყიფიანი: ვფიქრობ, რომ ვიქნები ბევრად უფრო გაზრდილი და ბევრად უფრო შემართული, როცა დავბრუნდები საქართველოში, თუმცა ჯერ არ მიფიქრია, მომავალში როგორ გამოვიყენებ პრაქტიკის შედეგებს.

როგორია თქვენი განწყობა გამგზავრების წინ?

ზაქარია დავრეშიძე: ვარ მოტივირებული და პოზიტიური განწყობით მივემგზავრები.
ვახტანგ ყიფიანი: რასაკვირველია, მიხარია, მაგრამ ჩემი განწყობა გამგზავრების წინ არ არის ერთგვაროვანი. მიძნელდება შეყვარებულის და ოჯახის წევრების დატოვება, თუმცა ვაცნობიერებ, რომ საქმეს ასე სჭირდება, რომ ეს ნაბიჯი მომავალში წარმატებებს მომიტანს.

ვახტანგს და ზაქარის წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ბედნიერ მგზავრობას და პრაქტიკული სწავლების წარმატებულად წარმართვას უსურვებს.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

საერთაშორისო ურთიერთობები - პროფესორი ვალერი მოდებაძე

თუ სწავლას საერთაშრისო ურთიერთობების მიმართულებით გეგმავ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია. განახლებული, ახლადაკრედიტებული ორენოვანი საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს დაეუფლოს ფართო ცოდნას და შეისწავლოს საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში არსებული თეორიები, ცნებები, პრინციპები და კვლევის მეთოდები. პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში და გამოუმუშაოს პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

პროგრამას ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ვალერი მოდებაძე ხელმძღვანელობს. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დარგის სპეციალისტს უნდა შეეძლოს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმისეული გაანალიზება და დაინტერესებული უნდა იყოს საერთაშორისო სისტემაში განვითარებული მოვლენებით.  მუდმივად თვალყურს უნდა ადევნებდეს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და ჰქონდეს პოლიტიკური პროცესების კრიტიკულად აღქმის უნარი.

თავად ამ მიმართულებით ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაინტერესდა. განსაკუთრებით აინტერესებდა პოლიტიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია, სოციოლოგია და ყველა ის საგნები, რომლებიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საერთაშორისო ურთიერთობებთან. როგორც იგი ბრძანებს,  სამეცნიერო დისციპლინა - საერთაშორისო ურთიერთობები,  ახალი დარგია ჩვენს ქვეყანაში და მისი სწავლება მას შემდეგ დაიწყეს, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. იგი იხსენებს ამ დარგის მიმართულებით გადადგმულ მის პირველ ნაბიჯებს და ამბობს, რომ გაუმართლა იმ მხრივ, რომ 1990-იან წლებში მშობლების ხელშეწყობით შესაძლებლობა მიეცა სწავლა გაერთიანებულ სამეფოში გაეგრძელებინა, იმ ქვეყანაში, სადაც პირველად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც სამეცნიერო დისციპლინა. ბრიტანული უნივერსიტეტები განთქმულია მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ძლიერია  ამ დარგში. ბატონი ვალერი წლების მანძილზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა თაობას.

დღეს, როდესაც ქვეყნების კეთილდღეობას ძირითადად სწორად წარმართული საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს, უმნიშვნელოვანესია ამ დარგში მაღალკვალიფიციური ადამიანების მუშაობა.  პროფესორი ვალერი მოდებაძე მიიჩნევს, - „რაც უფრო მომზადებული იქნება ქართული პოლიტიკური ელიტა ამ დარგში, მით უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს საერთაშორისო არენაზე. პატარა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას საერთაშორისო ასპარეზზე.  ხშირად ყველაზე უმნიშვნელო შეცდომაც კი ძვირად უჯდება ქვეყანას. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მსოფლიოს სახელგანთქმულ მეცნიერთა ნააზრევის გაანალიზება და ადეკვატური დასკვნების გამოტანა“. ამ მიზნით მან საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორებისა და სტუდენტებისთვის, ასევე საგარეო პოლიტიკაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისა და საგარეო პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის გამოსცა წიგნი -„გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლიტიკაში“. წიგნის მიზანია, მკითხველს გააცნოს, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკაში და რა სირთულეებსა და პრობლემებთან არის დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. წიგნი შვიდ ნაწილადაა დაყოფილი და ეტაპობრივადაა განხილული ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საგარეო პოლიტიკაში. აღნიშნული წიგნი აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსში.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე თეორიული ცოდნის პარალელურად სტუდენტს შესაბამის ორგანოებში პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობა აქვს. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში სტუდენტები ერთ წლიანი გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად მიემგზავრებიან ჩინეთის ავტონომიური რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში.

Online შეხვედრა კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების შესახებ

21 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება Online შეხვედრა SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო (ძირითადი და დამატებითი) და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო პროცესის, საგნების, სწავლის შედეგებისა და დასაქმების პერსპექტივის შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრებენ: გიგა ჩალაური, ვახტანგ ლალუაშვილი, მედეა იორდანიშვილი, ნანა ცომაია, ხატია გაფრინდაშვილი, პაატა გოგიშვილი, კახაბერ რევაზიშვილი, გურამ გოგიშვილი, კობა გელაშვილი.

შეხვედრა გაიმართება FB Live-ს მეშვეობით.

ნუცა გრიგალაშვილის წერილი აბიტურიენტებს

მოგესალმებით რეალურ სამყაროში.

აბიტურიენტობისას ინტუიტურად ვხვდებოდი, რომ შემდეგი 4 წელი თვითგანვითარებისთვის და შემეცნებისთვის უნდა დამეთმო. მაშინ ყველაზე ნაკლებ თვალსაჩინოდ აღვიქვამდი ფსიქოლოგიას, როგორც პროფესიას, რომელიც დახუნძლული იქნებოდა განსაზღვრული მოვალეობითა და სამომავლო საქმიანობით. ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ამ სფეროში ყოველგვარი მიზეზის გარეშეც შემეძლებოდა სწავლა. ვამბობდი, რომ ახლა იმიტომ ჩავაბარებ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურზე, რომ გავიგო რა მინდა-მეთქი. ბევრისთვის გაუგებარი და წარმოუდგენელი იყო, თუ როგორ არ ვიცოდი „ოქროს მედალოსანმა“, რა მინდოდა.

დასაქმების რთული სისტემის მქონე ქვეყანაში ჩემი განაცხადი იმის შესახებ, რომ მე უბრალოდ ჩავაბარებდი სწავლისთვის და იმის გაგებისთვის, თუ რა მინდოდა და არა იმისთვის, რომ დავსაქმებულიყავი, აღმაშფოთებელი აღმოჩნდა მართლა კეთილისმსურველებისთვისაც კი.

მაშინ ეჭვი საკუთარ თავში მეც მეპარებოდა, ხან ვფიქრობდი ამით პასუხისმგებლობებს ხომ არ გავურბივარ-მეთქი. სინამდვილეში კი ძალიან კარგად იცოდა ჩემმა „მე“-მ რა მინდოდა, საკუთარ თავად ყოფნა გადამიწყვიტავს. მე კიდევ ამ ავთენტური გადაწყვეტილების შელამაზებულ და რაციონალურ ახსნებს ვეძებდი. საქმე იმაშია, რომ მაშინ ამ ყველაფრის სწორად ვერბალიზაცია არ შემეძლო.
ახლა კი...

გაგიკვირდებათ რასაც გეტყვით, მაგრამ 5 წელი ვემზადებოდი თქვენთან „შესახვედრად“, ამიტომ მინდა პირდაპირი და გულწრფელი ვიყო. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს ახლა რა პროფესიას აირჩევთ. მნიშვნელობა არ აქვს პირველს, მეორეს თუ მესამეს რას დაწერთ, რამდენი ქულა აიღეთ, კმაყოფილი ხართ, თუ არა.

ადამიანი ყოველთვის მეტს მოელის, არა მხოლოდ საკუთარი თავისგან, არამედ მთელი სამყაროსგანაც. თუმცა, ეს მეტი რა არის, უმრავლეს შემთხვევაში, არც მან იცის და ხანაც რაღაც არსებულის საპირისპიროს, ან შედარებით უკეთეს მდგომარეობას ასახელებს. რეალურად კი ეს „მეტი“ თავად შენ ხარ, შენში არსებული ნამდვილი „მე“ და თუ საკუთარ თავად ყოფნას გადაწყვეტ, იმ „მეტამდეც“ მიხვალ, რომელიც სამყაროზე მშვენიერია.
რომანტიულად რომ არ ჟღერდეს ჩემი წერილი, იმის გაზიარებით გავაგრძელებ, თუ რას გვირჩევენ პროფორიენტაციის სპეციალისტები.

საზოგადოდ ცნობილია მარტივი სავარჯიშო, რომელიც მოიცავს შემდეგ სამ კითხვას, რაც პროფესიის არჩევისას უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: 1) მინდა ეს პროფესია? 2) რა შემიძლია?/რა უნარებს ვფლობ? 3) რამდენად საჭიროა ეს პროფესია დღეს? მიიჩნევენ, რომ ამ კითხვებზე პასუხების თანაკვეთა იქნება ის პროფესია, რომელიც თან შემოსავალს მოგვიტანს, თან შეგვეძლება იმ საქმიანობის შესრულება, რაც ყველაზე კარგად გამოგვდის და თან, ჩვენი სურვილის დაკმაყოფილების ფონზე, ბედნიერს გაგვხდის.

მოგეხსენებათ, არაფერია მუდმივი. დღეს არსებული აქტუალური პროფესია, შესაძლოა, ხვალ სულ გაქრეს. დღეს რაც გვინდა, არაა სავალდებულო მომავალშიც ის გვინდოდეს. ახლა რა უნარებიც გვაქვს, 4 წლის შემდეგ რომ გაგვიუმჯობესდება, ან სხვას აღმოვაჩენთ, საკუთარ თავს ახალი პერსპექტივით შევხედავთ. მაგალითად, ჩემთვის იმ უნარების გაუმჯობესება უფრო საინტერესოა, რაც მეხმარება საკუთარ თავში მთლიანობის შესავსებად. ბევრი წვალების შედეგად ახალი უნარის გაუმჯობესების ფონზე განცდილი სიხარული დედამიწაზე მეტია. სამართლიანი იქნება თუ იტყვით, ასე ხომ შეიძლება უფრო ჩიხში შეგვიყვანო და რაღას გვწერდიო. ამიტომ, აქვე დაგიტოვებთ შენიშვნაზე პასუხს.

სინამდვილეში, დღეს იქნება თუ ხვალ, ამას არ აქვს მნიშნელობა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ საქმეში სრულყოფილება გინდათ თუ არა. ეს კი, ზემოთ ვითომ და შემთხვევით ნახსენებ, საკუთარ თავში არსებულ „მე“-ზე მეტია. ის რაღაც, რაც ჩვენში ჩვენზე მეტია სრულყოფილებაა. საკუთარ თავში ავთენტურობის განცდისა და მთლიანობის აღმოჩენის შედეგად ადამიანს შეუძლია ყველაფერში თანაბრად საუკეთესო იყოს. თუ ერთ სფეროში იქნებით სრულყოფილი, აუცილებლად შეძლებთ სხვა პროფესიაშიც სრულყოფილებას, რადგან თქვენ უკვე მისული იქნებით „ნამდვილ მე“-მდე.

არცერთი ცოდნა თუ ახლად შეძენილი უნარი გამოუსადეგარი არ დაგრჩებათ. დღეს მით უფრო საინტერესო ხარ, რაც უფრო მეტად შეინარჩუნებ ინდივიდუალიზმს. სხვადასხვა ტიპის პროფესიების კომბინაციები კი ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. არ უარვყოფ იმას, რომ ერთ საქმეში სრულყოფა კარგი არაა, მაგრამ, არც ისაა საშიში, თუ სამშენებლოზე სწავლიდან უცბად ფოტოგრაფიაში გადანაცვლება მოგვინდება. პირიქით, უკეთესს გეტყვით, მათემატიკურ ფორმულასა და მუსიკაში ერთი და იგივე კანონზომეირება, ჰარმონია და წესრიგია.

ისიც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პროფესია მოიცავს რუტინას. ოქროს აღმოჩენისთვის სიღრმეში თხრაა საჭირო. ასეა ნებისმიერი სხვა საქმიანობაც, ზოგჯერ ერთ წერტილში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ შეგვიძლია სრულყოფილებამდე, სხვაგავრად, რომ ვთქვათ, შემოქმედებითობამდე მისვლა. ისეთი პროფესიებიც კი, როგორიცაა, მხატვრობა, თუ მუსიკოსობა, მოითხოვს რუტინას. ჩვენ თუ გადაწყვეტილი გვაქვს საქმის სრულყოფა, პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის.

ახლა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, რომელი პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, ის აუცილებლად იქნება სწორი, თუ გულისა და გონების თანამკვეთ წერტილს დაიჭერთ. იმასაც გაგიმხელთ, რომ ამ წერტილის მიგნებას მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობით შეძლებთ.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ის რაც თქვენი ნაწილია, აუცილებლად იქნება სიკეთის მომტანი, ხოლო, რასაც „დააკოპირებთ“ - აუცილებლად იქნება ბოროტი. ვინაიდან, რაც თქვენი ნაწილი არაა, ვერ აიღებთ იმაზე პასუხისმგებლობას. მხოლოდ და მხოლოდ შიგნიდან წამოსულ სურვილებზე შეძლებთ პასუხისმგებლობის აღებას. არადა, პასუხისმგებლობა და შემოქმედებითობა ერთი ნავის ორი ნიჩაბია.

გისურვებთ, თქვენი ფასეულობების შესაბამის სფეროში დასაქმებას. სწავლით კი - რაც არ უნდა ისწავლოთ ყველაფერი გამოგეყენებინოთ ერთი მთავარი კითხვის ამოსახსნელად, როგორიცაა „ვინ ვარ მე?“.

პ.ს. მხოლოდ შემეცნებისთვის სწავლის სურვილმა სამსახურის გარეშე არ დამტოვა, მეორე კურსიდან ვმუშაობ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, SANGU-ში მიღებულმა ფსიქოლოგიის ცოდნამ გამომიმუშავა ყველაფერში საკუთარი თავის გამოხატვის უნარი, რისთვისაც მუდამ მადლიერი ვიქნები.

მასწავლებლის მომზადების პროგრამა - პროფესორი ზურაბ ბერია

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სულ ახლახან გაიარა აკრედიტაცია მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა 300 კრედიტიანმა საგანმანათლებლო პროგრამებმა და წელს პირველად აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ქართული ენა და ლიტერატურა-ინგლისური ენა-ქართული, როგორც მეორე ენა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა.
მათი უპირობო წარმატების გარანტი SANGU-ში უკვე მოქმედი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ამ დარგით დაინტერესებულ საზოგადოებაში და რომელსაც უკვე არაერთი შემდგარი კურსდამთავრებული მასწავლებელი ჰყავს.

აღნიშნული პროგრამების წარმატებას მის მუშაობაში ჩართული პოფესორები განსაზღვრავენ. მისი ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ ბერიაა, რომელსაც ამ სფეროში დიდი და სერიოზული გამოცდილება აქვს. მისთვის მასწავლებლობა, როგორც ყველა სხვა საქმე, რა თქმა უნდა, აუცილებლად გულისხმობს გარკვეული ცოდნის, უნარების და თვისებების ქონას, თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მისი აზრით, მასწავლებლის რთული პროფესიის ათვისება ზოგს უადვილდება, ზოგს - არა. თუ ერთისთვის ეს ბუნებრივი საქმიანობაა და ლაღად და თავისუფლად ახერხებს, სხვისთვის უფრო მძიმეა და დამღლელი, რაც საბოლოოდ სადღაც შედეგში მაინც იჩენს თავს. მისთვის კი მასწავლებლობა მოწოდებაა. ამიტომაც უადვილდება და ეხალისება მოსწავლეებთან ურთიერთობა, ხოლო როცა შედეგს ხედავს და გრძნობს, რომ კარგ საქმეს აკეთებს, ეს ყველაფერი მეტ თავდაჯერებულობას ანიჭებს.

ზურაბ ბერია აღჭურვილია იმ უნარებით, რომელიც უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მოღვაწეს, რათა კარგი შედეგი მიიღოს და საინტერესოდ გადასცეს ცოდნა. მოსწავლესთან ურთიერთობაში იგი დიდ მოთმინებას, სამართლიანობას, ყურადღებას იჩენს, რაც თავისთავად, ბევრს ნიშნავს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი თვითონაც საინტერესო პიროვნება და ადამიანია.
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს საუნივერსიტეტო ცოდნა განათლების მეცნიერებების შესახებ და მოამზადოს განათლების მაგისტრი, რომელიც სამომავლო წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, აღჭურვილი იქნება შესაბამისი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნითა და გამოცდილებით.

რითია გამორჩეული SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამა, რა უნარებს უნდა ფლობდეს აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის მსურველი, რა კვალიფიკაცია მიენიჭება კურსდამთავრებულს და სად შეძლებენ ისინი სწავლის დასრულების შემდგომ დასაქმებას, ამის შესახებ ბატონი ზურაბ ბერია გვიამბობს.

- ბატონო ზურა მოგესალმებით!

- მოგესალმებით.

- რა უპირატესობა აქვს SANGU-ს მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიან პროგრამას, რა გამოარჩევს მას, რითია უპირატესი?

თუ გინდა განათლების მიმართულებით საქმიანობა, ამ პროგრამას ალტერნატივა არ აქვს, რადგან 5 წელიწადში კურსდამთავრებული პირდაპირ ხდება განათლების მაგისტრი, ამავე დროს ერთდროულად სამი საგნის მასწავლებელი, ერთ პროგრამაზე ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობის, მეორე პროგრამაზე კი ქართული ენისა და ლიტერატურის (7-12) - ინგლისური ენის - ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი. ამავდროულად კურსდამთავრებულს შეუძლია გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში, როგორც განათლების მიმართულებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით. ეს სულ ახალი აკრედიტებული პროგრამაა და მასში გათვალისწინებულია SANGU-ს შესაბამისი დარგობრივი საბაკალავრო პროგრამებისა და 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის წინარე გამოცდილება, რომლებიც საკმაოდ წარმატებით მოქმედებენ ჩვენს უნივერსიტეტში.

- სწავლება თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული კომპონენტსაც გულისხმობს?

- რა თქმა უნდა, 300-კრედიტში გათვალისწინებულია, როგორც თეორიულად ცოდნის მიღება, ასევე პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტიც. პროგრამაში შედის, როგორც საკუთარი პრაქტიკის კვლევის, ასევე სამეცნიერო კვლევის მეთოდების სწავლება და კვლევების პრაქტიკულად განხორციელებაც; ასევე შედის სასკოლო პრაქტიკის გავლა თითოეული პროგრამისთვის სამივე საგნობრივი მიმართულებით დამოუკიდებლად სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლაში.

- პროგრამის გავლის შემდგომ რა კვალიფიკაცია ენიჭება კურსდამთავრებულს, სად შეძლებენ დასაქმებას ისინი?

- პროგრამის გავლის შემდგომ კურსდამთავრებულს ენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია სამი საგნის მასწავლებლობის უფლებით; ეს ძალზედ მომგებიანია ჩვენს სასკოლო სივრცეში, როდესაც მასწავლებელს ერთდროულად შეუძლია სამი სხვადასხვა საგნის სწავლება, რაც ზოგ შემთხვევაში ისედაც უწევთ ჩვენ მასწავლებლებს, თუმცა ამის კვალიფიკაცია არ გააჩნიათ; კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება საჯარო და კერძო სკოლებში, სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განათლების სამინისტროს სსიპ-ებში, რესურს-ცენტრებში, სამეცნიერო დაწესებულებებში. მათ ასევე შეეძლებათ სწავლის გაგრძელება დოქტორანტურაში; არჩევანი მრავალფეროვანია. SANGU-ს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს პრაქტიკა, როდესაც მოგვმართავენ თხოვნით გავუწიოთ რეკომენდაცია ამა თუ იმ ვაკანსიაზე ჩვენს კურსდამთავრებულებს. არაერთი მათგანი დასაქმდა უკვე, რაც ჩვენთვისაც ძალზედ საამაყოა.

- ბევრ სტუდენტს და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ.

- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

კომპიუტერული მეცნიერება - პროფესორი კობა გელაშვილი

SANGU-ში კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს სწავლებას და მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც გარდა ზოგადი კომპეტენციებისა, ექნება დარგობრივი სფეროს ფართო ცოდნა.

პროგრამას უკვე მრავალი წარმატებული, პრაქტიკული უნარ-ჩვევებით და პროფესიული ღირებულებებით აღჭურვილი კურსდამთავრებული ჰყავს. მის წარმატებით ფუნქციონირებას აღნიშნულ პროგრამაში ჩართული დარგის წამყვანი, პროფესიონალი სპეციალისტები განსაზღვრავენ.

პროგრამას ხელმძღვანელობს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი კობა გელაშვილი, რომელიც SANGU-ში შემდეგ დისციპლინებს შეგასწავლით: დაპროგრამების საფუძვლები; მონაცემთა სტრუქტურები; თანამედროვე C++; დისკრეტული სტრუქტურები.

ბატონი კობა მიიჩნევს, რომ SANGU-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც არათუ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო და მუდმივად განახლებადია  საქართველოში. სასწავლო პროცესში ACM–ის კურიკულუმის საბაზო რეკომენდაციების გათვალისწინება კი უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებადი და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წარმატებული პროფესორი რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია: .ოპტიმაზიაცია და თამაშთა თეორია, თბილისი, 2002 ( ა. გაგნიძესთან ერთად); თამაშთა თეორია. სავარჯიშოების კრებული, თბილისი, 2002; მათემატიკური პროგრამირება, თბილისი, 2009 (თანაავტორებთან ერთად); დაპროგრამების ენა C, თბილისი, 2009 (თანაავტორებთან ერთად). ასევე, მას ეკუთვნის რამდენიმე ელექტრონული სახელმძღვანელო (იხ. https://kobage.info/):  ,,დაპროგრამების საფუძვლები“ (ი.ხუციშვილთან ერთად); ,,მონაცემთა სტრუქტურები“; თანამედროვე C++; ,,დისკრეტული სტრუქტურები“;  ,,მათემატიკური დაპროგრამება და AMPL”.

სიახლეების მაძიებელი და მუდმივად თვითგანვითარებაზე ორიენტირებული პროფესორი მიიჩნევს, რომ კომპიუტერული მეცნიერება, როგორც ტექნოლოგიები, მარად განახლებადია,  სწრაფად  ვითარდება და შესაბამისად, შეძენილი ცოდნაც მალე ძველდება. – „გასათვალისწინებელი ტენდენციები და ცვლილებები სისტემატურად ქვეყნდება და ჩვენც ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ არსებულ სიახლეებს, რადგან იცვლება არა მხოლოდ საგნები, არამედ თვით საგნების შიგთავსიც. ახლა ისეთი დროა, რომ თვითონ სტუდენტიც კარგად გრძნობს, რამდენად საფუძვლიან ცოდნას იღებს.“

კობა გელაშვილი არის მრავალი საინტერესო სტატიის ავტორი და სხვადასხვა პროფესიული კავშირის წევრი (SIAM – Society for Industrial and Applied Mathematics; ACM - Association for Computing Machinery)

 

ვებინარი: გენერაციული ნეირონული ქსელები

პატრიარქის ანგელოზის დღე

საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მუდამ ეკავა წამყვანი ადგილი ერის სულიერ თუ ზნეობრივ ცხოვრებაში. ისტორიულად სწორედ იგი იყო განათლებისა და კულტურის განვითარების მთავარი კერა. მეტწილად ეს ყველაფერი საქართველოს კათაოლიკოს-პატრიარქებზე იყო დამოკიდებული.

1977 წელს, კომუნისტური მმართველობისაგან უფლებრივად დამცრობილ საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა ილია II, რომელმაც თავისი მოღვაწეობის მანძილზე უდიდესი როლი შეასრულა ქართული ეკლესიის გაძლიერებაში, მისი დამსახურებით განისაზღვრა საქართველოში ეკლესიის სტატუსი და მოხდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო აღიარება. იგი არის პიროვნება, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ არა მარტო ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლები, არამედ სხვადასხვა კონფენსიის აღმსარებელი სასულიერო იერარქები.

ადამიანები ეპოქებს ქმნიან თავიანთი ღვაწლით ამა თუ იმ სფეროში, მისი უწმინდესობა კი სწორედ ის მოღვაწეა, რომლის მოღვაწეობის ხანასაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ილია მეორის ეპოქა. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის მმართველობის პერიოდში არსებობისა, პატრიარქმა შეძლო ის რაც ვერ მოახერხა ბევრმა ერისმთავარმა. მისი მმართველობის პერიოდში ეკლესია იქცა იმ მნიშვნელოვან ინსტიტუციად, რომელიც მიუხედავად ბრძოლისა კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც უდავოდ პატრიარქის დამსახურებაა.

პატრიარქის გამოჩენა ყველგან დიდ სიხარულს და აღმატებულ განცდას იწვევს, ისეთს, რომელსაც ვერ ახსნი. სწორედ იგივე, ცრემლნარევი სიხარულის განცდა დამეუფლა პატრიარქთან პირველად შეხვედრის შემდეგ, ამავდროულად საოცარი სიმშვიდის შეგრძნება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება სწორედ პატრიარქის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტს დავუკავშირე, სადაც ბაკალავრიატის პერიოდში პატრიარქის სახელობითი სტიპენდიანტი ვიყავი, რაც ორმაგად საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის.

მახსოვს დაარსების პირველ წლებში მისი ერთ-ერთი სტუმრობა საპატრიარქოს წმიდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტში, როდესაც ეზოში მყოფმა პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, რომ კარგი იქნებოდა თუ უნივერსიტეტის მთავარ კარიბჭეზე ეწერებოდა სიტყვები ,,NOSCE TE IPSUM - შეიცან თავი შენი“. ეს არის სიბრძნე იმის შესახებ, რომ ადამიანმა უნდა შეიგრძნოს საკუთარი სისუტეები თუ უარყოფითი მხარეები, პირველ რიგში განსაზღვროს საკუთარი პიროვნება და დაისახოს შესაბამისი მიზანი. ამ სიტყვების დაწერა უნივერსიტეტის კარიბჭეზე სწორედ, რომ იდიალურად შესაფერისი იყო, რაც შემდეგში დარწმუნებული ვარ ბევრი სტუდენტის ცხოვრებისეულ დევიზად იქცა.

2 აგვისტო პატრიარქის ანგელოზის დღეა, ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

პატრიარქმა ერთხელ განაცხადა, რომ მისი მოღვაწეობის ხანა ესაა ,,მზიანი ღამე“, მე მინდა უდიდესი მოკრძალებითა და სიყვარულით მოგილოცოთ ანგელოზის დღე და გისურვოთ ,,მზიანი ღამის“ საბოლოოდ გათენება. მრავალჟამიერ ჩვენო უწმიდესო და უნეტარესო!

ვალერი კეკენაძე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ლექტორი

2 აგვისტო ანგელოზის დღეა

2 აგვისტო წმიდა ელია თეზბიტელის და წმიდა ილია მართლის ხსენების დღეა. ეს ორი, დიდი წმინდანი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II მფარველი წმინდანები არიან.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ანგელოზის დღეს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელს, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II.

მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე.

გილოცავთ!

გილოცავთ! ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია! 

2020-2021 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის გამოსაშვები საღამო

2021 წლის 23 ივლისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა 2020-2021 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო. კურსდამთავრებულთა ტრადიციული ღონისძება, წითელი ხალიჩის ფონზე, საზეიმო ვითარებაში წარიმართა. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთვრებულებთან ერთად სიმბოლური სამახსოვრო სიგელები მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებსაც გადაეცათ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს და ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატებები უსურვეს, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, კანცლერმა, ბატონმა თამაზ ვაჩაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა. ქუდების აყრის ტრადიციული ცერემონიის შემდეგ, ანსამბლ ჰერიოს შესრულებით, მრავალჟამიერის ფონზე საზეიმო ვითარებაში გაიჭრა SANGU-ს სადღესასწაულო ტორტი. საზეიმო ღონისძებას უძღვებოდა მსახიობი და ტელეწამყვანი კახა მიქიაშვილი. მუსიკალურად კი აფორმებდა „სიმებიანი კვარტეტი“.

ფოტოალბომის სანახავად გადადით ბმულზე

Giffer-ის ბმული

მასწავლებლის მომზადების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

#SANGU-ს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულმა საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა) აკრედიტაცია გაიარა!

საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს
პროგრამაზე სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობაა 5 წელი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების მაგისტრი , რომელიც სამომავლო წარმატებული პროფესიული განვითარებისათვის, აღჭურვილი იქნება შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილებით და ამასთან, დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო კომპეტენციებით.

დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე

აირჩიე #145 - ხარისხიანი განათლება ჩვენი პრიორიტეტია!

SANGU უალტერნატივო არჩევანია

დღემდე მახსოვს ჩემი პირველი დღე SANGU-ში, როცა დაბნეული, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესით შემოვედი შენობაში და ვხვდებოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. პირველი შეხება ცხადია, ჩემს ჯგუფელებთან მქონდა, რომლებიც დღეს უკვე ახლო მეგობრები არიან. პირველი ორი წელი, ფაქტობრივად, მთელ დღეს უნივერსიტეტში ვატარებდით, ბიბლიოთეკა და კაფეტერია იყო ჩვენი საყვარელი ადგილი. ჩემთვის ყველაზე მეტად ამ უნივერსიტეტთან ასოცირდება პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ჩემს დღევანდელ პროფესიაში ყოველდღიურად ვიყენებ.

SANGU-ს წყალობით შევხვდი NATO-ს გენერალურ მდივანს, ვიყავი ერთი კვირით იაპონიაში 85 სტუდენტთან ერთად, რომლებიც მთელი მსოფლიოდან იყვნენ და დღემდე გვაქვს კონტაქტი. პირველი-მეორე კურსელისთვის ცხადია საინტერესო იყო მოქმედ დიპლომატებთან, ელჩებთან ხშირი შეხვედრა. აქ შემიყვარდა ეკონომიკა და ის თემები რაზეც დღეს ყოველდღიურად ვმუშაობ.  ძალიან სასიამოვნო განცდა იყო, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლექტორებთან მეგობრული და რაც მთავარია საქმიანი ურთიერთობა გავაგრძელეთ. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი ლექტორი იყო არჩილ კალანდია, რომელიც დღეს საქართველოს ელჩია ჩინეთში. 

დიდი უნივერსიტეტებისგან განსხვავებით აქ ძალიან უშუალო გარემოა და ფაქტობრივად როგორც ოჯახში ისე ვგრძნობდი თავს და ახლაც ასეა. დღეს ვარ დილის ბიზნეს გადაცემის წამყვანი, ვართ Bloomberg-ის ოფიციალური პარტნიორები. როცა ვფიქრობ, რამდენი შესაძლებლობა მომცა უნივერსიტეტმა: საჯარო გამოსვლებით, კონტაქტებით, კონფერენციებით, განათლებით - ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან გამიჭირდებოდა იქ ყოფნა, სადაც ახლა ვარ. 

ყოველთვის ვიმეორებდი და ახლაც ვიტყვი, რომ პატარა უნივერსიტეტს თავისი უამრავი დადებითი მხარე აქვს, რასაც SANGU-ში მოხვედრისას მალევე მიხვდებით.

არ უნდა დაკარგოთ არც ერთი წამი ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ეს პერიოდი აღარასდროს არ დაგიბრუნდებათ, ამიტომ დააფასეთ ყოველი წამი და თითოეული მიღებული გადაწყვეტილება. 

დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად პატრიოტი და პროფესიონალი კადრი სჭირდება და ეს უნივერსიტეტი ვფიქრობ, ორივე კომპონენტს აკმაყოფილებს

დღეს უკვე SANGU-ში ჩემი უმცროსი და სწავლობს და მისთვისაც მეორე ოჯახი გახდა ეს უნივერსიტეტი.

მოკლედ, თუ გინდათ, რომ რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, იყოთ საზოგადოების აქტიური წევრი და რაც მთავარია, წარმატებული თქვენს კარიერაში, შANGU უალტერნატივო არჩევანია.

გამოსაშვები საღამო 2020-2021

გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო 2020-2021 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 24 ივლისის ნაცვლად გაიმართება პარასკევს, 23 ივლისს, 17:00 საათზე.  

ტრადიციულად უნივერსიტეტის საზეიმოდ მორთულ ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე შედგება სიგელების გადაცემისა და ქუდების აყრის ცერემონია. 

გაითვალისწინეთ, რომ ცერემონიაზე აუცილებელია გამოცხადდეთ მანტიებით. 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 6 ივლისს გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის,  ტურიზმის ბიზნესის  პროგრამის სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 5 ივლისს გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია.

საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 28 ივნისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. მონაწილეებს ასევე მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია.

კონფერენციის მუშაობა წარმართა SANGU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ჯაბა მესხიშვილმა.

კონფერენციაზე წარსდგნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები შემდეგი მოხსენებებით: პროფესორი შუ უჩიდა (სპეციალური სტუმარი - ვასედას უნივერსიტეტი, იაპონია) - საჯარო ხელმძღვანელობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - საქართველოში პოლიტიკური ცვალებადობის ანალიზი; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ჰაკობ ჰაკობიანი (სპეციალური სტუმარი - სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მატენადარანის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი) - ქართულ-სომხური ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეა XVII-XIX საუკუნეებში და მისი პერსპექტივები; პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ზაქარია ჭიჭინაძე ქართველთა დეცანიონალიზაციაზე (XVI-XIX სს.); პროფესორი მანანა ტაბიძე - სახელმწიფო და საზოგადოება სახელმწიფო ენის სამსახურში; პროფესორი ლევან ჯიქია - COVID-19 და სასწავლო პროცესი საქართველოში; პროფესორი ვალერი მოდებაძე - მედიაციის როლი კონფლიქტის დარეგულირების პროცესში; პროფესორი გელა ქისტაური - ხალხური ქრისტიანული საკრალური ჯვრის ეთნო- რელიგიური შინაარსი; ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი კესო გეჯუა - დუზჯეს ილში (თურქეთი) მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა აჭარული მეტყველების ძირითადი თავისებურებანი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი - იაპონიისა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობები 1918-1923 წლებში.

შეხვედრა პოლონეთის ბელასტაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

2021 წლის 22 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ პოლონეთის ბელასტაკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის კათედრის გამგეს, პროფესორ ანტონ მირონოვიჩს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის წინამძღვარს პეტრე ფიოდოროვსკს უმასპინძლა.

შეხვედრის მონაწილეებმა უნივერსიტეტებს შორის მომავალ თანამშრომლობაზე იმსჯელეს, ბატონმა რექტორმა სტუმრებს წმიდა გრიგოლ ფერაძეზე არსებული საარქივო მასალების მოძიებისა და შესწავლის საქმეში დახმარება აღუთქვა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმსახურის, ისტორიის დოქტორის დეკანოზ ბორის ნიჩიპეროვიჩის მიერ.

„გლობალური კონკურენციის გამოწვევები და მენეჯმენტის ჰუმანიზების პრიორიტეტები“

21 ივნისს, ქართულ უნივერსიტეტში, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა რევაზ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „გლობალური კონკურენციის გამოწვევები და მენეჯმენტის ჰუმანიზების პრიორიტეტები“.

ლექციის შემდეგ გაიმართა საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო დისკუსია.

„საქართველოს სოფლის მეურნეობა, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები“

2021 წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტმა, მოწვეულმა ლექტორმა, ვალერი კეკენაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს სოფლის მეურნეობა, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები“.

შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

2021 წლის 17 ივნისს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პარლამენტის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის გასვლითი შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები. შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების, უმაღლეს სასწავლებლებში მეცნიერული კვლევების ხელშეწყობის, აკრედიტაციის და ავტორიზაცის საკითხებთან არსებული პრობლემები.

შეხვედრაზე გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი კახა შენგელია, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რედქტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, შეხვედრაზე გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა.

ონლაინ შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან

2021 წლის 17 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა წარმართა SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს წარმომადგენელმა მარიამ ქვარიანმა.

ლიბერთი ბანკის ადამიანური რესურსების შერჩევის განყოფილების უფროსმა ქალბატონმა მაია ბლიაძემ და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა თამუნა ხაინდრავამ დაინტერესებულ მესამე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე: კარიერული განვითარება - სტაჟირება/დასაქმების პერსპექტივები.

პრეზენტაციის მსვლელობის დროს სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული ვაკანსიებისა და იმ ტრენინგ კურსების შესახებ, რომელიც მომსახურების სტანდარტების შესახებ და გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

შერჩევა, სწავლა, განვითარება, მრავალფეროვნება, ეს ის ეტაპებია, რომელსაც დაინტერესებული სტუდენტი გაივლის. წარმატებული სტუდენტების შერჩევის ეტაპების დასრულების შემდეგ კი ისინი დასაქმდებიან “ლიბერთი ბანკში“ შესაბამის პოზიციაზე მათზე მორგებული გრაფიკითა და სასურველი სამუშაო ლოკაციით.

შეხვედრა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან

2021 წლის 17 ივნისს, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა, ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველს ქ-ნ ნინო ლომჯარიას უმასპინძლა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

„ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბარი, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრს საკითხთან დაკავშირებით, ბავშვების ინტერესთან მიმართებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა. ძირითადად ეს შეხვედრა იყო ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ქ-ნ ნინო ლომჯარიამ.

თავის მხრივ მეუფე იაკობმა შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა: „ჩვენ გვქონდა გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადი სიტუაცია. შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად წავალთ პანსიონში და ვნახავთ სიტუაციას.“

შეხვედრის დასასრულს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სტუმარს დაათვალიერებინა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა ბატონ გურამ პეტრიაშვილთან

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ინიციატივით ცნობილი მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ბატონი გურამ პეტრიაშვილი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

„მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევის“

2021 წლის 11 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ისტორიის დოქტორის, გელა ქისტაურის მონოგრაფიის „მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ-ეთნოლოგიური ნარკვევის“ პრეზენტაცია.
პრეზენტაცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. სიტყვით გამოვიდნენ ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგი ნინო ღამბაშიზე და მონოგრაფიის ავტორი, ისტორიის დოქტორი გელა ქისტაური.
მონოგრაფიის გამოცემა და კვლევა დაფინანსებული იყო რუსთაველი ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, რისთვისაც ქართული უნივერსიტეტი და მონოგრაფიის ავტორი დიდ მადლობას უხდის ფონდს თანადგომისთვის. 

უნივერსიადა 2021

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში.

ამჯერად უნივერსიადა 2021-ის ფარგლებში გაიმართა ჩემპიონატი ჯომარდობაში, სადაც SANGU-ს თვრამეტი სტუდენტისგან შემდგარმა 3 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთმა გუნდა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და გასავლელი მანძილი 9 წუთსა და 21 წამში დაფარა.

შეჯიბრის შემდეგ სტუდენტები დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით.

"კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე"

2021 წლის 28 მაისს, ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ ვალერი მოდებაძის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "კოვიდ-19-ის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე".

მოხსენებების თემატიკა:

  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე და საერთაშორისო ურთიერთობებზე
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო სისტემაზე
  • კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური დიპლომატია
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საგანმანათლებლო სისტემაზე. კორონავირუსის პანდემია და ვირტუალური სწავლება.
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაზე.
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკაზე
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ტურიზმზე და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე.
  • კორონავირუსის პანდემიის გავლენა საერთაშორისო ვაჭრობაზე
  • კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალური პრობლემების ანალიზი

სტატიების კრებული

„ტრენერთა ლაბორატორია“ აქტიურად გეგმავს და ახორციელებს ონლაინ ტრენინგებს დამწყებთათვის

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „ტრენერთა ლაბორატორია“ აქტიურად გეგმავს და ახორციელებს ონლაინ ტრენინგებს დამწყებთათვის.

2021 წლის 9 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში SANGU-ს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის წარმომადგენელმა მარიამ ქვარიანმა და ტრენერთა ტრენინგის ხელმძღვანელმა ნიკა გაბლიშვილმა ონლაინ ტრენერთა ტრენინგის რიგით 4 ნაკადის კურსდამთავრებულებს - სოფიკო სანაიას, სუსანა კაკოსიანს, რუსუდან ჯინჯიხაძეს, ნინო მინესაშვილს, ანი თურმანიძეს, ქეთევან ბაინდურაშვილს და რუსუდან არჩემაშვილს სერთიფიკატები და უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.

ტრენერთა ტრენინგი ონლაინ კურსის გავლის მსურველთათვის აგრძელებს მიღებას. რეგისტრაციის თარიღი უახლოეს ხანებში დაანონსდება.

„ტერორიზმთან ბრძოლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“

2021 წლის 8 ივნისს ქართული უნივერსიტეტის ყოფილმა დოქტორანტმა, ისტორიის დოქტორმა, სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტმა, პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობისა და რეგიონალური პროცესების სპეციალობის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ტერორიზმთან ბრძოლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“. ნაჩვენები იქნა, ასევე, ტელეკომპანია CGTN-ის მიერ ამავე თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი.

ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2021

2021 წლის 8 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია - ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2021. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართული უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დოქტორებმა, ასევე, ამავე უნივერსიტეტების დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა.
კონფერენციის დასაწყისში, მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდისანიძე და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის. კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ჯიქიამ და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ჯაბა მესხიშვილმა. მომხსენებლებისა და მოხსენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის პროგრამაში.

„ენები, დიალექტები და ეროვნული თვითმყოფადობა: ხორვატიის მაგალითი“

4 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენათმეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქით ლენგსტონმა წაიკითხა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: „ენები, დიალექტები და ეროვნული თვითმყოფადობა: ხორვატიის მაგალითი“.

“კონფლიქტები ცვალებად საერთაშორისო სისიტემაში”

ცნობილი გერმანული გამომცემლობის (Lambert Academic Publishig) „ლამბერტ აკადემიკ პაბლიშინგის” დაფინანსებით გამოქვეყნდა ვალერი მოდებაძის წიგნი “კონფლიქტები ცვალებად საერთაშორისო სისიტემაში” („Conflicts in the Changing International System“). წიგნი დაწერილია ინგლისურ ენაზე და მიმოიხილავს კონფლიქტების ფართო სპექტრს, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ არასტაბილურობას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
წიგნის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://www.morebooks.shop/store/gb/book/conflicts-in-the-changing-international-system/isbn/978-620-3-86101-3
წიგნის ელექტრონული ვერსია არის ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს წიგნში არსებულ ინფორმაციას.

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

SANGU -ის წარმატებულ სტუდენტებს ლიბერთიში დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ. სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ინტეგრირებით, წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი სტუდენტებს 2010 წლიდან სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

საქართველოს სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია

2021 წლის 26 მაისი, საქართველოს სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღისადმი მიძღვნილი ონლაინ-კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

მომხსენებლები: პროფესორი ვახტანგ გურული (ქართული უნივერსიტეტი),პროფესორი ზურაბ პაპასკირი (სოხუმის სახ.უნივერსიტეტი),პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე ( თსუ),პროფესორი ჯემალ კარალიძე (ბათუმის სახ.უნივერსიტეტი),პროფესორი სულხან კუპაშვილი, (ქუთაისის აკ.წერეთლის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტი),პროფესორი ლევან ჯიქია (ქართული უნივერსიტეტი).

„ენობრივი სიტუაცია ბრაზილიაში და ეროვნული იდენტობის საკითხები“

2021 წლის 26 მაისი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის  ცენტრის ორგანიზებით ოჰაიოს უნივერსიტეტის ესპანური ენათმეცნიერების, ესპანურ-პორტუგალიური ფილოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტმა მარსია მასედუმ წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: „ენობრივი სიტუაცია ბრაზილიაში და ეროვნული იდენტობის საკითხები“. 

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციების შესახებ

2021 წლის 21 მაისს, 14:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და ამავე სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ. 

საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი სტუმრად ბოდბის მონასტერში

დღეს, 2021 წლის 14 მაისს, ბოდბის მონასტერში ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია თეოდორამ (მახვილაძე) და სხვა სასულიერო პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ კელი დეგნანს უმასპინძლეს.

„ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომლებიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ აღნიშნული შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: https://www.facebook.com/usingeo/posts/10159213509477954

12 მაისი წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

2021 წლის 12 მაისს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ონლაინ სამეცნიერო სხდომა.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ.
ონლაინ აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ - პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი - ანდრია პირველწოდებულის გზა და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - როგორ დაარსდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ჰაიდელბურგის რიგით 52 კონფერენცაში მიიღებს მონაწილეობას

23-26 ივნისს გაიმართება ჰაიდელბურგის ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო საზოგადოება Spr-ის რიგით 52-ე კონფერენცია. აღნიშნული კონფერენცია ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და მიზნად ისახავს 52 წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარი ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრების და სხვა კოლეგებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობენ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი მაია კალანდარიშვილი და SANGU-ს მაგისტრი მაგდა მაჭავარიანი. რა თემით წარსდგებიან და რა მიზანს ისახავს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა ამის შესახებ ფსიქოლოგიის დროქტორი, პროფესორი მაია კალანდარიშვილი მოგვითხრობს.

- მოგესალმებით ქაბატონო მაია.
- მოგესალმებით, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

- გაგვაცანით საერთაშორისო საზოგადოება Spr-ის ჰაიდელბურგის სამეცნიერო კონფერენციის სპეციფიკა და მიზნები?
- Society for Psychotherapy Research (SPR) - ეს არის ფსიქოთერაპიული კვლევების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1970 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) ინიციატივით. დამფუძნებლები იყვნენ კ. ჰოვარდი დ. ორლინსკი. პირველი ოფიციალური კონფერენცია ჩატარდა ჰაილენდის პარკში, ილინოისის შტატში, 1969 წელს. ეს არის მულტიდისციპლინარული, საერთაშორისო ასოციაცია ფსიქოთერაპიის სფეროში სამეცნიერო კვლევისთვის წახალისებისა და წარმოებისთვის. საზოგადოებას აქვს ფილიალები გაერთიანებულ სამეფოში (UK), ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ასევე მოქმედებენ რეგიონალური ჯგუფები ავსტრალიაში, იტალიასა და სხვ. იგი უშვებს ყოველთვიურ სამეცნიერო ჟურნალს და ყოველწლიურად ატარებს დიდ სამეცნიერო კონფერენციებს.
SPR ხელს უწყობს ფსიქოთერაპიის კვლევის განვითარებას, ასევე მიზნად ისახავს ფსიქოთერაპიის კვლევის ემპირიული საფუძვლისა და გამოყენებითი ღირებულების მხარდაჭერასა და ამაღლებას. მაგალითად, ფსიქოთერაპიის კვლევა სტიმულირებულია მცირე საგრანტო გრანტების გამოყოფით საპილოტე კვლევებისთვის, რაც, თავის მხრივ, მკვლევარებს საშუალებას აძლევს მოგვიანებით მოიპოვონ უფრო დიდი გრანტი. საზოგადოება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოთერაპიის მკვლევარებისთვის ურთიერთქმედების და დიალოგის შესაძლებლობების უზრუნველყოფაში, რეგულარული შეხვედრების ორგანიზებით, კვლევის შესახებ კომუნიკაციის, მეთოდური ინოვაციების გაზიარების და კვლევის შედეგების და მათი გამოყენების ცოდნის გავრცელების მიზნით. იგი იყენებს ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას ფსიქოთერაპიის კვლევის შედეგების გასავრცელებლად და კვლევის მეთოდებთან დაკავშირებული იდეების გასაზიარებლად.
საზოგადოებაში არსებობს ხუთი განსაკუთრებულად საინტერესო სამეცნიერო მიმართულება. ესენია: კვლევები ბავშვის, მოზარდისა და ოჯახის ფსიქოთერაპიაში; კულტურა და ფსიქოთერაპია; თერაპევტის ტრენინგი და განვითარება; შემთხვევის ანალიზის კვლევა; კომპლექსური მეცნიერული მეთოდების გამოყენება ფსიქოთერაპიაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილია მრავალი სექცია, სხვადასხვა თემეტური პანელები, 300-ზე მეტი სხვადასხვა ფორმის პრეზენტაცია. 1000-ზე მეტი ავტორი იღებს მოაწილეობას უმეტსად გუნდურ მოხსენებებში (პრინსტონის, ხაიფას, კემბრიჯის, ამსტერდამის და სხვა ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები).

- რა სახის იქნება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჩართულობა აღნიშნულ კონფერენციაში, რა თემით წარსდგებით დამსწრეთა წინაშე?
- პირადად მე, ამ საზოგადოების წევრი გავხდი 2018 წელს და ამსტერდამის 49-ე საერთაშორისო კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა SANGU-ს სახელით. მას შემდეგ დავესწარი უამრავ ვორქშოფსა და სამუშაო შეხვედრას.
რაც შეეხება ჩვენს წლევანდელ მოხსენებას, რომელიც წარვადგინეთ აღნიშნულ კონფერენციაზე მე და ჩვენი უნივერსიტეტის მაგისტრმა მაგდა მაჭავარიანმა, მონაწილეობას ვიღებთ სექციაში: " ბავშვი/ოჯახი", რამდენადაც ჩვენი მოხსენების სათაურია: "მშობლის თვითზრუნვა, როგორც ოჯახის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მედიატორი.'' კვლევა ჩატარდა წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში. მე და მაგდა ერთადერთი მონაწილეები ვართ საქართველოდან და ცხადია, წარმოვადგენთ SANGU-ს.

- როგორც აღნიშნეთ კონფერენციის მუშაობაში ჩართულია SANGU-ს მაგისტრი მაგდა მაჭავარიანი, რა კრიტერიუმებით შეირჩა იგი.
- მაგდა მაჭავარიანმა დაამთავრა ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა: “სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია". ამასთან იგი არის საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის კურსდამთავრებული და გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი. შრომაზე მუშაობა ჩემი ხელმძღვანელობით მან დაიწყო 2020 წელს და მისი მიზანი იყო სამაგისტრო ნაშრომის შესრულება. მაგდასთან მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მას შეეძლო საერთაშორისო დონის კვლევის გაკეთება, რამდენადაც ზედმიწევით კარგად ფლობს ინგლისურ ენას (არის ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრი), აქვს მკვლევარის გამოკვეთილი უნარები და თან ძალიან შრომისმოყვარეა. ერთი წლის მუშაობამ კარგი ნაყოფი გამოიღო - კვლევა დავარეგისტრირეთ ჰაიდელბურგის კონფერენციაზე და მალე მივიღეთ დადებითი პასუხი. იგი მოწონებულ იქნა და 2021 წლის 25 ივნისს წარვადგენთ კონფერენციაზე მოკლე ნაშრომს (Brief-Paper) პრეზენტაციის სახით. ასევე, ვამზადებთ სტატიას SPR - საერთაშორისო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.
მე და მაგდა, ამჟამად, როგორც კოლეგები, ვიღებთ მონაწილეობას ახალ საერთაშორისო კვლევებში. მაგდა ასევე არის ბავშვებთან და მოზარდებთან გეშტალტთერაპიის დასავლეთ სანაპიროს ინსტიტუტის (კალიფორნია, აშშ) კურსდამთავრებული, ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის წევრია და ჩართულია ცნობილი ამერიკელი გეშტალტთერაპევტის, ფელისია ქეროლის, ხელმძღვანელობით ჩატარებულ ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპიის კვლევებში.
ასე, რომ, უამრავი სამომავლო გეგმა და პესპექტივა გვაქვს დასახული ფსიქოთერაპიული კვლევების მიმართულებით.

- მეორე წელია ნიდერლანდების სამეფოში გიწევთ ცხოვრების გაგრძელება, როგორია თქვენი ჰოლანდიური ცხოვრება და კავშირი საქართველოსთან?
- დიახ, ნიდერლანდების სამეფოში საცხოვრებლად ჩემოვედი 2019 წლის 23 ნოემბერს. აქ ვცხოვრობ წელიწადნახევარია. ჩამოსვლამდე წლების განმავლობაში ვმუშაობდი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად, ასევე სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად.
ევროპასთან ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდეც საქართველოში ყოფნისას დაიწყო 2018 წელს გავხდი შPღ-ის წევრი, ხოლო 2019 წელს MERI-ს წევრი, რომლის სათავო ოფისი ბრიუსელშია. ვიღიებდი მონაწილეობას კონფერენციებში და ვაქვეყნებდი სტატიებს ამ ორგანიზაციების ჟურნალებში. ნიდერლანდებში ჩამოსვლის მერე ჩვენი ურთიერთობა უფრო გამყარდა და ამჟამად ვარ ამ ორგანიზაციების საბჭოს წევრი და არა მხოლოდ ვისმენ ახალ ვორქშოფებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს, არამედ უკვე თავად ვატარებ და ვხელმძღვანელობ მსგავს ღონისძიებებს. 2020 წლის თებერვლიდან ვმუშაობ ნიდერლანდებში საერთაშორისო კომპანია "Elensario"-ს ადამიანური რესურსების განყოფილების მკვლევარ-კონსულტანტად. ჩემი საერთაშორისო კვლევითი გამოცდილება ძალიან გამომადგა ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის. ამასთან სამსახურშიც გავიარე არაერთი ტრენინგი, ძირითადად თანამედროვე ონლაინ პროგრამებსა და ტექნოლოგიებში. აქ ძალიან მაღალ დონეზეა, როგორც სამეცნიერო კვლევითი, ისე სატრენინგო და საგანმანათლებლო მიმართულებები. რაც მთავარია, მუდმივად აქვთ განვითარების ტენდენცია და არასოდეს ჯერდებიან მიღწეულს.
ამასთან, არ ვწყვეტ კავშირს საქართველოსთან და არც SANGU-სთან. ვხელმძღვანელობ გივი ქირიას სახელობის ექსპერიმენტული და საინჟინრო ფსიქოლოგიის ასოციაციას, რომლის მიზანია საქართველოს ფსიქოლოგიური კვლევითი კულტურის ამაღლება და საეთაშორისო დონესთან დაახლოება. კონფერენციების გარდა, MERI-ის ჟურნალში უკვე სამი სტატია გამოვაქვეყნე SANGU-ს სახელით, აქედან ორი ქართველ კოლეგებთან ერთად. ამ ჟურნალების ონლაინ ვერსიები იმყოფება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 2021 წლის 27 მაისს დაგეგმილი გვაქვს დიდი ვორქშოფი MERI-ს ბრიუსელის ორგანიზაციაში "ინკლუზიური განათლება საქართველოში" ქალბატონ თამარ ტუხაშვილთან ერთად, რომელსაც ისევ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით განვახორციელებთ. ასევე დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო კვლევა ,,ბარბარე ყიფიანის სახელობის მეტაფსიქოლოგიის სკოლის ბაზაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს SANGU-ს დოქტორი და ლექტორი ალექსანდრე რუსეცკი. ამ ორგანიზაციის საპატიო წევრად ამირჩიეს უკვე ჰოლანდიაში ყოფნის დროს. ასოციაციის მიზანია უცხოეთში მოღვაწე ქართველ სპეციალისტებთან თანამშრომლობით ამაღლდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მუშაობის დონე საქართველოში. რეგულარულად ვმონაწილეობ ამ ორგანიზაციის ვორშოფებსა და კოფერენციებში, სადაც ჩემს ევროპულ გამოცდილებას ვუზიარებ ქართულ აუდიტორიას.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

მემორანდუმი პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლეს სკოლასთან

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ბულგარეთის, პლოვდივის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლეს სკოლასთან (https://www.vusi.bg/en/about/).

მემორანდუმი მიზნად ისახავს სასწავლო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულებით.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი ნინო დამენია და ასოცირებული პროფესორი იზა გიგაური, მიმდინარე წლის 27 აპრილს, ონლაინ ჩართვის საშუალებით ესაუბრნენ ბულგარეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის უმაღლეს სკოლის პრეზიდენტს, პროფესორ გეორგი მანოლოვს და ეკონომიკისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის წარმომადგენლებს. ისაუბრეს უნივერსიტეტების პროგრამებზე, პროექტებზე, სამეცნიერო კვლევებზე. დეტალურად განიხილეს ის სასწავლო და სამეცნიერო აქტივობები, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის პროგრამებს უკავშირდებოდა. დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები ინტერნაციონალიზაციის გაფართოვების კუთხით.

პროფესორებმა ნინო დამენიამ და იზა გიგაურმა აღნიშნეს, რომ: მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს განახორციელონ ერთობლივი კვლევითი საქმიანობა, მიიღონ მონაწილეობა ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულებით მომზადებულ სემინარებსა და ონლაინ შეხვედრებში, დაესწრონ ონლაინ ლექციებს, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის გამართონ ერთობლივი ღონისძიებები/დისკუსიები, მონაწილეობა მიიღონ ტრეინინგებში, კონფერენციებში და სხვა სახის სამეცნიერო აქტივობებში ბულგარეთის უმაღლესი სკოლის პროფესურასა და სტუდენტებთან ერთად.

ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით წარდგენილ კულტურულ მარშრუტს: „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ მინიჭებოდა ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტის კანდიდატის სტატუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის ოქტომბერში, საბჭო საბოლოოდ განიხილავს თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება აღნიშნული პროექტი. უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აგრძელებს მუშაობას პროექტის სრულყოფისათვის. ამ მიზნით, 23 აპრილს, სკოლის პედაგოგებისა (პროფ. ნინო დამენია; პროფ. ნიკო კვარაცხელია; ლექტორი მარინა ჩხარტიშვილი, კოორდინატორი ლია მეტონიძე) და სტუდენტების (რუსუდან ჩანტლაძე, მზია აფციაური, დაჩი ჩიქოვანი, გიორგი ბადაგაძე, ქეთევან ოსაძე, ვასილ ჩიტიძე, მანანა ცირდავა, გიორგი ბოლქვაძე, საბა ზღუდაძე) მონაწილეობით ჩატარდა კულტურული მარშრუტის აპრობაცია: მარშრუტის შემოვლა; გაჩერებებისა და საჩვენებელი ობიექტების დაზუსტება; სავარაუდო დროის და ტექსტების შეჯერება და საჩვენებელ ობიექტებზე ექსკურსიის ჩატარება.

ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილების დასათვალიერებლად მარშრუტი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონიდან დაიწყო. სადაც, წმინდა ილია მართლის საფლავთან, სტუდენტმა მზია აფციაურმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ილია ჭავჭავაძის, როგორც საზოგადო მოღვაწის შესახებ. პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ ექსკურსიის მონაწილეებს გააცნო მწუხარე საქართველო - ილია ჭავჭავაძის საფლავის არქიტექტურა, რომელიც პეტრე მამრაძის მიერ შეიქმნა და შემდეგ მონუმენტი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ პარიზში შექმნა და ჩამოასხა. პანთეონიდან მონაწილეებმა გეზი წიწამურისაკენ აიღეს, სადაც, სტუდენტმა რუსუდან ჩანტლაძემ ისაუბრა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ. წიწამურთან, მარშრუტის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია, წმინდა ილიას დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”, ხოლო ვაჟა-ფშაველა კი წერდა, რომ: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ“ და რომ 1987 წელს, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა. წიწამურის შემდეგ გზა საგურამოსკენ აიღეს, სადაც მათ ელოდებოდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ბატონი ანდრო ბედუკაძე. მუზეუმის თანამშრომლებმა სასიამოვნო მასპინძლობა გაუწიეს სტუდენტებს და მუზეუმის დათვალიერების შემდეგ პასუხი გასცეს მათ ყველა შეკითხვას.

მარშრუტის აპრობაციამ ნათლად აჩვენა, რომ საჭიროა კიდევ რიგი აქტივობების განხორციელება, იმისათვის, რომ კულტურულმა მარშრუტმა მიიღოს საბოლოო სახე. კერძოდ, საჭიროა მარშრუტის ტექნოლოგიური რუკის და გიდისთვის სამუშაო ტექსტის შედგენა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის ივნისისათვის. ამ დროისთვის მზად იქნება კრებული, რომელშიც შევა მარშრუტთან დაკავშირებული ყველა მოძიებული მასალა, რომელიც გახდება გიდის სახელმძღვანელო აღნიშნულ მარშრუტზე.

პროექტზე მომუშავე სტუდენტებმა აირჩიეს მარშრუტთან დაკავშირებული ცალკეული თემები: კლასიკური გიმნაზია და მთაწმინდის პანთეონი (მზია აფციაური); ილია ჭავჭავაძის საქმიანი და პირადი ურთიერთობები ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეებთან (დაჩი ჩიქოვანი); წიწამური მემორიალი და საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი (რუსუდან ჩანტლაძე). გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმები დასახა პროექტის კოორდინატორმა, პროფ. ნიკო კვარაცხელიამ.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქართული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძესა და კანცლერს, ბატონ თამაზ ვაჩაძეს, ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილების ექსკურსიის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მადლობა საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერს, ბატონ ნუგზარ შონიას ფოტოდოკუმენტაციისათვის.

აღნიშნული მარშრუტი ასახულია კულტურული მარშრუტების მობილურ აპლიკაციაში.

აპლიკაცია Android პლატფორმისთვის

აპლიკაცია iOS პლატფორმისთვის

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეების დაჯილდოება

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტრენერთა ლაბორატორია უკვე მეხუთე წელია გეგმავს და წარმატებულად ახორციელებს ტრენერთა ტრენინგებს დამწყებთათვის, რომელიც მონაწილეებს ამ მიმართულებით, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში ან უბრალოდ სათანადო ცოდნის შეძენაში ეხმარება.

2021 წლის 14 აპრილს SANGU-ში ონლაინ ტრენერთა ტრენინგის მესამე ეტაპის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

მონაწილეებს სერთიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა დავით გორგიაშვილმა და ტრენერთა ტრენინგის ტრენერებმა ნიკოლოზ გაბლიშილმა და ნინო სალაძემ გადასცეს.

როგორ ჩაიარა რიგით მესამე ონლაინ ტრენინგმა, რას მოიცავდა, რამდენად წარმატებულად ჩატარდა და როგორია მონაწილეთა განწყობა ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

დავით გორგიაშვილი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - მეხუთე წელია უნივერსიტეტი ტრენერთა ლაბორატორიასთან ერთად გეგმავს და ახორციელებს ტრენერთა ტრენინგებს დამწყებთათვის. ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გვყავს, რამოდენიმე მათგანი უკვე ქართული უნივერსიტეტის თანამშრომელია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე შევეცადეთ ფეხი აგვეწყო დღევანდელობისთვის და აღნიშნული ტრენინგი ონლაინ ფორმატში განგვეხორციელებინა. უკვე მესამე ეტაპს ვასრულებთ წარმატებით, რაც ტრენერთა ლაბორატორიის ტრენერების დამსახურებაა. მათი მონდომებით უამრავი მადლიერი კურსდამთავრებული გვყავს.

ნიკოლოზ გაბლიშილი, ტრენერთა ტრენინგის ხელმძღვანელი, ტრენერი - ჩვენ ჩავატარეთ ონლაინ ტრენერთა ტრენინგი, რომელმაც საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. შევარჩიეთ 15 მონაწილე, თუმცა 12-მა შეძლო ტრენინგის დასრულება. მონაწილეებს გავაცანით ონლაინ ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით პროცესი ბევრად სახალისო და მრავალფეროვანი იყო. ტრენინგის მსვლელობის დროს ყველა მონაწილეს მივეცით შესაძლებლობა ჩაეტარებინა ტრენინგი და მიეღო ჩვენგან უკუკავშირი, რამაც ხელი შეუწყო მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. დიდი მადლობა წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის და მადლობა თითოეულ მონაწილეს კურსის წარმატებულად დასრულებისთვის.

ნინო სალაძე, ტრენერთა ტრენინგის ტრენერი - ონლაინ ტრენერთა ტრენინგის მესამე ეტაპი დავასრულეთ. მინდა აღვნიშნო მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი, ჩართულობა და მზაობა, იმისათვის, რომ ესწავლათ, მიეღოთ ცოდნა და გამოცდილება. განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის ონლაინ პროცესის დაგეგმვა და მართვა, რადგან ეს არის ახალი გამოცდილება, როგორც ტრენერებისთვის ისე მონაწილეებისთვის. დიდი მადლობა SANGU-ს მსგავსი აქტივობების დაგეგმვის და განხორციელებისთვის.

ქრისტინე ბურჯანაძე - ტრენერთა ტრენინგი არის კურსი რომელმაც საშუალება მომცა, თეორიული ცოდნა განმეხორციელებინა პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგი ონლაინ მიმდინარეობდა, სასწავლო პროცესი იყო ძალიან საინტერესო. არ შემიძლია მადლიერებით არ აღვნიშნო ტრენერების ძალიან დადებითი დამოკიდებულება მონაწილეებისადმი. ასევე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისთვის.

მადონა გიგლემიანი - ონლაინ ტრენერთა ტრენინგი საუკეთესო საშუალებაა სტუდენტებისთვის, რადგან თეორიულ ცოდნასთან ერთად, რომელიც სწავლის პროცესში გვიგროვდება, საშუალება გვეძლევა თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოვიყენოთ. ტრენინგის არაჩვეულებრივმა ტრენერებმა ნიკამ და ნინომ ტრენინგის მსვლელობის დროს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ტრენინგი გარდა სალექციო ფორმატისა, დატვირთული იყო ინტერაქცივებით და სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობებით. საშუალება გვქონდა თავად ჩაგვეტარებინა ტრენინგი და პრაქტიკაში შეგვეგრძნო თუ როგორი იყო ტრენერობა. დიდი მადლობა SANGU-ს, ტრენერებს და ყველა მონაწილეს, რომელთა ერთობით, შეიქმნა ძალიან კარგი და სასიამოვნო გარემო და დაგვარწმუნა იმაში, რომ ონლაინ სწავლება სურვილის შემთხვევაში ძალიან მარტივია, დაიმსხვრა მითი, რომელიც მისი სირთულეების შესახებ ვიცოდით.

ნატალია კირვალიძე - ონლაინ ტრენერთა ტრენინგი არის კურსი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ თეორიული ცოდნა და გადავიტანოთ პრაქტიკულ საქმიანობაში. ტრენინგის დასასრულს ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ტრენინგის ჩატარება იყო ცალსახად საჭირო და მნიშვნელოვანი, რადგან ამ შესაძლებლობით შევძელით ჩვენი ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მომავალ ფსიქოლოგიურ საქმიანობაში აუცილებლად დამეხმარება. დიდი მადლობა ნინო სალაძეს, ნიკა გაბლიშვილს და ჩვენს უნივერსიტეტს იმისთვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა დავსწრებოდით აღნიშნულ ტრენინგს.

გიორგი ბადაგაძე - ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობით მივიღე ტრენერობისთვის საჭირო და აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, შევიძინე საჭირო უნარები. აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამომადგება ჩემს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში. დიდი მადლობა SANGU-ს და ტრენერთა ტრენინგის ტრენერებს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ტრენერთა ტრენინგის კურსდამთავრებულებს წარმატებებს უსურვებ, ტრენერთა ტრენინგის გავლის მსურველებს კი შევახსენებთ, ტრენერთა ლაბორატორია გეგმავს "Online ტრენერთა ტრენინგს" SANGU-ს კურსდამთავრებულებისთვის, რომელიც 27 აპრილს დაიწყება. სურვილის შემთხვევაში შეავსეთ აპლიკაცია 22 აპრილამდე.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

კონფერენცია თემაზე - „ქართული, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა (პრობლემები, პერსპექტივები)"

2021 წლის 13 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის ინიციატივით გაიმართა ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ქართული, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენა. პრობლემები, პერსპექტივები".

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროსესორი გიორგი სოსიაშვილი.

მოხსენებებით წარსდგნენ: ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ტაბიძე - თემა „14 აპრილიდან - 14 აპრილამდე“; მწერალი როსტომ ჩხეიძე - „როგორ მზადდებოდა 14 აპრილი";სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე - „ქართული და აფხაზური ენები აფხაზეთში და მათი სტატუსი წარსულში და ამჟამად“; კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ფუტკარაძე - ქართულის, როგორც მშობლიური ენის სწავლების ტარიელ ფუტკარაძისეული კონცეფცია ემიგრანტთა შვილებისათვის“; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი, მიხეილ ლაბაძე - „სახელმწიფო ენის რაობა (საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით)“.

30 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

9 აპრილს წმ. ანდრიას ქრთულმა უნივერსიტეტმა ტრადიციისამებრ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ონლაინ კონფერენციით აღნიშნა.

კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც გაიხსენა 1991 წლის 9 აპრილის მოვლენები და ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 30 წლიანი რთული განვლილი გზის შესახებ ისაუბრა. მადლობა მოახსენა კონფერენციაში მონაწილე დეპუტატებს იმ მოქალაქეობრივი გმირობისა და თავგანწირვისთვის, რომლითაც მათ ხელი შეუწყეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღის 30 წლისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობდენ: უზენაესი საბჭოს დეპუტატები - ვლადიმერ მირცხულავა, თეიმურაზ გვანცელაძე, ბიმურზა დადეშქელიანი, ჯემალ იოთანაშვილი, მანანა ტაბიძე; ასევე ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი ჯაბა მესხიშვილი და ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

ონლაინ შეხვედრა თემაზე - "პიროვნული განვითარება“

2021 წლის 1 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე - "პიროვნული განვითარება“.

საუბარი წარმართა ალტერბრიჯის სტრატეგიული განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო ქვარცხავამ, რომელმაც პიროვნული განვითარების არსის შესახებ საკუთარ მაგალითებზე დაყრდნობით ისაუბრა. ონლაინ აუდიტორიას ურჩია, არასოდეს შეწყვიტონ ზრუნვა განვითარებისთვის, არ მოდუნდნენ, იყვნენ მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებულნი და მაქსიმალურად ეცადონ ხელის შემშლელი გარემო ფაქტორების გადალახვას.

ცხოვრებასა და კარიერაში „პიროვნული განვითარება“ უდიდეს გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის კარიერულ თუ პიროვნულ კეთილდღეობაზე, ამიტომ ურჩია მათ, არ დარჩნენ კომფორტის ზონაში და ისწავლონ სურვილების, შეგრძნებების და დამოკიდებულებების მართვა მათივე სასიკეთოდ.

დასასრულს უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ისტორიის საბაკალავრო პროგრამა

SANGU-ს ისტორიის სასწავლო საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. ორიენტირებულია სტუდენტს მისცეს საფუძვლიანი და ღრმა ცოდნა საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ყველა პერიოდის შესახებ.

პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ-საველე სამუშაობზე, კონკრეტულ არქეოლოგიურ ძეგლებზე ყოფნის დროს, თეორიულ ცოდნასთან ერთად იძენენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, ახდენენ ადგილზე მიღებული ინფორმაციისა და გავლილი თეორიული მასალის შეჯერებას.

რა გამოარჩევს SANGU-ს ისტორიის საბაკალავრო პროგრამას, როგორია სწავლების მეთოდები, რა უნარები შეიძინეს აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის დროს და როგორ აფასებენ აქ მიღებულ თეურიულ და პრაქტიკულ ცოდნას თავად სტუდენტები სტატიიდან შეიტყობთ. 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია - ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან როგორც უფროსი თაობის გამოცდილი კადრები, ასევე ახალგაზრდა კვალიფიციური ისტორიკოსები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს აღიარება ქართულ საისტორიო წრეში. პროგრამის განხორციელებაში ჩართული ახალგაზრდა ისტორიკოსების უმეტესობა ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. აკადემიური პერსონალი სასწავლო პროცესის დროს ხელმძღვანელობს ინოვაციური სწავლების მეთოდებით.
პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს ანალიტიკურად მოაზროვნე ისტორიკოსი, რომელიც: აანალიზებს საქართველოს და მსოფლიო ისტორიის (ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური ქვეყნების, შუა საუკუნეების და დასავლეთ ევროპის ახალი და უახლესი ისტორიის, უძველესი დროიდან XXI  საუკუნის ჩათვლით) განვითარების ეტაპებს; ლოგიკურად მსჯელობს  საქართველოს და მსოფლიო ისტორიის (ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური ქვეყნების, შუა საუკუნეების და დასავლეთ ევროპის ახალი და უახლესი ისტორიის) სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გარშემო; მსჯელობს კავკასიის ხალხთა ისტორიული განვითარების საბაზისო საკითხებზე; აცნობიერებს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ისტორიის შესწავლისათვის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, პალეოგრაფიული და ეპიგრაფიკული მასალების მნიშვნელობას; მოიძიებს წყაროებს, ასევე, ბიბლიოგრაფიულ, დოკუმენტურ, საარქივო  მასალებს ისტორიის სფეროში  კვლევითი საქმიანობისათვის; მონაწილეობს დისკუსიებში საქართველოს და მსოფლიო ისტორიის, კავკასიის ხალხთა ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის საკვანძო საკითხებზე და პატივს სცემს განსხვავებულ თვალსაზრისს; იყენებს ქართული სამწერლობო სისტემის ასომთავრულ და ნუსხურ სახეობებს; ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და აკადემიური წერის უნარებს; იყენებს ერთ-ერთ უცხო ენას ზეპირი და წერითი კომუნიკაციისათვის; პატივს სცემს: სამართლებრივ ღირებულებებს და აფასებს მათ გავლენას საზოგადოების განვითარებაზე; ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს.

გვანცა ბურდული - ისტორიის დოქტორი - ისტორიის საბაკალავრო პროგრამა წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ხორციელდება 2009 წლიდან. მთელი ამ პერიოდიდან მოყოლებული პროგრამამ არაერთხელ გაიარა აკრედიტაცია, დაიხვეწა და შეიცვალა სტუდენტთა შესაბამისი მოთხოვნების ინტერესების გათვალისიწინების შედეგად.
ქართულ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან მაღალკვალიფიციური მეცნიერები. თითოეული მათგანი დარგის აღიარებული სპეციალისტია. ამ მხრივ არც ისტორიის საბაკალავრო პროგრამაა გამონაკლისი.
პროგრამის მიზანია, მოამზადოს დარგის სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს და მსოფლიო ისტორიაში. პროგრამის სტრუქტურა საკმაოდ მოქნილია, რომელიც ითვალისწინებს როგორც ძირითადი სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კომპონენტს, ასევე არჩევით სასწავლო კურსებს. ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იძენენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს.
საბაკალავრო პროგრამის რამოდენიმე სასწავლო კურსი: საქართველოს არქეოლოგია, ქართული კულტურის ისტორია, სამუზეუმო-საარქივო საქმე ითვალისიწინებს ასევე პრაქტიკულ-საველე სამუშაობესაც. მაგალითად: პროგრამაში წარმოდგენილი სავალდებულო სასწავლო კურსი „საქართველოს არქეოლოგია“ ითვალისწინებს, უნივერსიტეტის დაფინანსებით, პრაქტიკას, რაც გულისხმობს ერთდღიან საველე გასვლას კონკრეტულ არქეოლოგიურ ძეგლებზე. აქ სტუდენტი ახდენს ადგილზე მიღებული ინფორმაციისა და გავლილი თეორიული მასალის შეჯერებას.
ისტორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროები შესაძლოა იყოს: არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, გამომცემლობა, პერიოდული პრესის რედაქციები, ტურიზმის სექტორი, მასმედია; ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებებში („მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის“ გავლის შემდეგ), უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სხვადასხვა პოზიციაზე. კურსდამთავრებული შესაძლოა ასევე დასაქმდეს სახელმწიფო (მათ შორის, სამთავრობო უწყებებში და ა.შ.) და არასამთავრობო ორგანიზაციებში, კერძო სექტორში.

ვალერი კეკენაძე - SANGU-ს კურსდამთავრებული, ლექტორი - 18 წლის ვიყავი, როდესაც 2010 წელს ქართულ უნივერსიტეტში ჩავაბრე. ეს პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხია; ამ დროს ყალიბდები როგორც პიროვნება, გიყალიბდება ღირებულებები და იაზრებ რა წარმოადგენს შენს მიზანს ცხოვრებაში. ამ ყველაფერში უნივერსიტეტს და გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სკოლის პერიოდიდანვე გატაცებული ვიყავი ისტორიით, პირველი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ვისი სახელმძღვანელოებითაც ვსწავლობდი სკოლაში, ვკითხულობდი წიგნებს, პირველივე დღიდანვე სწორედ ამ ავტორების (სერგო ვარდოსანიძე, როინ მეტრეველი, ვახტანგ გურული და ა.შ.) ჩატარებულ ლექციებს ვუსმენდი, მქონდა უშუალო დისკუსია. ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. თეორიული ცოდნა, რომელიც ამ პიროვნებებისაგან მივიღე, მართლაც ამომწურავი იყო. ისინი ნამდვილად არიან თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტები.
თეორიულ ცოდნასთან ერთად უნივერსიტეტი ზრუნავდა ჩვენი, როგორც მკვლევარების ჩამოყალიბებაზე. ხშირი იყო სამეცნიერო კონფერენციები, სადაც უკვე ჩვენი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვსწავლობდით.
ყველაზე სასიამოვნო ჩემს ცხოვრებაში სწორედ ისაა, რომ აუდიტორიაში, სადაც წინა წელს თავად ვისმენდი ლექციებს, ეხლა უკვე მე ვუკითხავ საქართველოს გეოგრაფიას და ისტორიულ გეოგრაფიას სტუდენტებს. ამ ყველაფრის საშუალება უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ მომცა, რაც ახალგაზრდისთვის უდავოდ დიდი სტიმულია.
ქართული უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის არის არა მარტო პროფესიული, არამედ უშუალო მეგობრული ურთიერთობებიც. ადმინისტრაცია მოტივირებულია ახალ-ახალი სიახლეები მუდმივად შესთავაზოს სტუდენტს, ეს ყველაფერი თავის დროზე საკუთარ თავზე გამოვცადე. დიდი უნივერსიტეტებისაგან განსხვავებით, რექტორი, დეკანი, ადმინისტრაცია პირადად იცნობს თითქმის ყველა სტუდენტს, რაც კიდევ უფრო კარგ ატმოსფეროს ქმნის. მეც, როგორც ლექტორს, თითქმის ყველა ჩემს ყოფილ თუ მოქმედ სტუდენტთან მაქვს უშუალო და მეგობრული ურთიერთობა.

შოთა მუმლაძე - ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი - ჰუმანიტარული პროფილის საგნები ყოველთვის მიზიდავდა. სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა, რომ არჩევანი SANGU-ს, ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე შევაჩერე. ისტორიის ჯეროვნად შემეცნებისათვის, აუცილებელია, არა ერთი მომიჯნავე ჰუმანიტარული დისციპლინის გარკვეულ დონეზე ათვისება. ამის საშუალება ნამდვილად მომცა SANGU-ს ისტორიის საბაკალავრო პროგრამამ, თავისი მრავალფეროვნებით, უფრო კი, ჩემმა ფავორიტმა რამდენიმე ლექტორმა, რომელთაც დიდი ფაქტოლოგიური მასალის ცოდნა, განსჯისა და კრიტიკული ანალიზის უნარი შემძინეს, ასევე მკაფიოდ დამანახეს თანამედროვე ჰუმანიტარული მეცნიერებების გამოწვევები და ტენდენციები. 
ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლის პერიოდში, ავირჩიე არა ერთი არჩევითი საგანი.
მათ ფარგლებში ჩამომიყალიბდა ისტორიულ საბუთებსა და დოკუმენტებზე მუშაობისა და მათი თანამედროვე აკადემიურ დონეზე გადმოცემის უნარები; კურსის ფარგლებში ვეწვიე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსაც... სურვილის შესაბამისად, 2 სემესტრის განმავლობაში ვეუფლებოდი ძველ ბერძნულ ენას, რომლის სწავლაც დამეხმარა ისტორის, წყაროთმცოდნებისა და ქართული მწერლობის სიღრმისეულად გააზრებაში; ძველი ბერძნული ენიდან ხომ უამრავი საერთაშორისო ტერმინია შემოსული და დამკვიდრებული ქართულ ენაში, მათ შორის თავად „ისტორიაც“! აღარ ვსაუბრობ ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლაც, სანგუში ყველასათვის სავალდებულოა - B2 დონეზე.
SANGU-ში მიღებული ცოდნის გარდა, სწავლის განმავლობაში, 2-ჯერ გავხდი სტიპენდიანტი, რაც ჩემთვის გარკვეული სტიმულის მომცემი აღმოჩნდა, მეტი წარმატებისათვის. ქართული ისტორიოგრაფია არა ერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა თანამედროვე ისტორიოგრაფიული სკოლებისა და მეთოდოლოგიური მიღწევების ათვისება და ქართულ რეალობაში მათი დანერგვა-ადაპტაცია, საქართველოს უახლესი ისტორიის მსოფლიო კონტექსტით შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმე და სხვა არაერთი საკითხი. ასე რომ, წინ დიდი და საინტერესო გზა ელის ყველას, ვინც SANGU-ში ისტორიის დაუფლებას განიზრახავს!

"გეოპოლიტიკური პროცესები მსოფლიოში და კავკასია"

2 აპრილს,  წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა დებატები თემაზე "გეოპოლიტიკური პროცესები მსოფლიოში და კავკასია". დებატებში მონაწილეობა მიიღო ექსპერტმა საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ.

ონლაინ შეხვედრა თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები"

2021 წლის 31 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები". შეხვედრა წარმართა ერეკლე იაშვილმა, რომელსაც კერძო კომპანიებში მენეჯერად მუშაობის და არასამთავრობო ორგანიზაცია ICSU – სტუდენტური პარლამენტის ფარგლებში პროექტების მენეჯერისა და მარკეტერის გამოცდილება აქვს.

ონლაინ შეხვედრაზე ერეკლემ სამსახურისადმი ადეკვატური დამოკიდებულების, ვაკანსიის სწორად შერჩევის, დამსაქმებლის კეთილგანწყობის მოპოვების და სწორი კომუნიკაციის დამყარების შესახებ ისაუბრა. დეტალურად მიმოიხილა გასაუბრების დროს არსებული სიტუაციები და ონლაინ აუდიტორიას პრაქტიკული რჩევები მისცა. ისაუბრა ეგრეთ წოდებული შვიდი წამის ეფექტის შესახებაც, რომელიც პირველად ეფექტს ახდენს და პოტენციური დასაქმებულისადმი დამსაქმებლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ერეკლე იაშვილმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ქართული უნივერსიტეტის ლექტორის საერთაშორისო წარმატება

სისხლის სამართლის მეცნიერების ნორდიკულ ჟურნალში (Nordisk Tidsskrift for Kriminalvidenskab (ნორვეგია, შვედეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია)) გამოქვეყნდა ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის პაპუნა გურულისა და ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ანდერს ლოვლის ერთობლივი ნაშრომი "Public or private administration of justice: privatization of prisons."

ქართული უნივერსიტეტი ულოცავს პაპუნა გურულს მიღწეულ წარმატებას!

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე - 104

2021 წლის 25 მარტს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 104 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია გაიმართა.


კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.


კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: პროფესორი როლანდ კოპალიანი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლევან ჯიქია, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი.


კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება 1811-1814 წლებში - ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბორის ნიჩიპეროვიჩი; ანტონ მეორე, დოსითეოს ქუთათელი, ეფთვიმე გაენათელი და მათი ბრძოლა რუსეთის იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ - ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე; 1906 წლის რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი - ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული; საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისტები და ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა - ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე; საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის ცნობა-აღიარების პრობლემები, საქართველოს ეკლესიის აღდგენილი ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ - ისტორიის დოქტორი ბესიკ გაფრინდაშვილი.

 

 

„საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობები“

2021 წლის 23 მარტს წმ. ანდრიას ქართული უნივერტიტის სტუდენტებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა გიორგი ჯანჯღავამ წაიკითხა საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე „საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობები“.


ბატონმა ელჩმა თურქეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ისაუბრა.

საუბარი დისკუსიის რეჟიმში კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევების, თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთობების, თურქოლოგიის დარგის განვითარების, რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და სხვა მრავალი აქტუალური საკითხების ირგვლივ წარიმართა.


ბატონმა ელჩმა ამომწურავი და საინტერესო პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს.

SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა 10 წლისაა

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა, რომელიც პროფესორ ოთარ მათეშვილის ინიციატივით დაარსდა ათი წლის წინ. აქ შექმნილ განსაკუთრებულ გარემოში, განსაკუთრებული აპარატურით აღჭურვილ აუდიტორიაში როგორც სტუდენტები, ისე დაინტერესებული მსმენელები, მათ შორის მოქმედი თარჯიმნები და საელჩოს წარმომადგენლებიც,  უახლესი მეთოდებით ეუფლებიან ზეპირ და წერილობით თარგმანს, ხვეწენ საკუთარ უნარებს. 

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დაარსების, მისი 10-წლიანი წასრულისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ მათეშვილი.

 - ბატონო ოთარ, მოგესალმებით და პირველ რიგში, გილოცავთ  საიუბილეო თარიღს.
- მოგესალმებით, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

- გვიამბეთ, როგორ გაჩნდა უმაღლესი სკოლის დაარსების იდეა?
- ჩვენს უნივერსიტეტში მისი დაარსების პირველივე დღიდან ვმუშაობ. მანამდე სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად ილიას უნივერსიტეტი).  1992-2004 წლებში ვიყავი  სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსების გამგე. როგორც მოგეხსენებათ, 2000-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში ძირეული ცვლილებები მოხდა, რაც უმაღლეს სკოლასაც შეეხო. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აღარ ჩათვალა საჭიროდ სინქრონული თარგმნის განყოფილების არსებობა  (არადა, ის 1980 წლიდან ფუნქციონირებდა და ძალიან პოპულარული იყო). 2010 წლის ბოლოს მივმართე ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს და შევთავაზე სინქრონული თარგმნის განყოფილების ანალოგიური მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი კურსების/სკოლის გახსნა. საბედნიეროდ, ამ იდეამ მოწონება დაიმსახურა (მხარდაჭერა გამოთქვა ბრიტანეთის საბჭომაც) - გამოიყო ერთი აუდიტორია, რომლის მოწყობას და აღჭურვას დიდი ძალისხმევა შევალიე - დამონტაჟდა სინქრონული თარგმნისთვის აუცილებელი აპარატურა. სავარაუდოდ, ასეთი აღჭურვილობა მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტშია.

- ამ ათი წლის მანძილზე ასზე მეტმა სტუდენტმა და მსმენელმა დაამთავრა თქვენი კურსები. როგორც ვიცი, ისინი არ იყვნენ მხოლოდ  ბაკალავრები ან  მაგისტრები.
- ჩვენი სტუდენტები იყვნენ როგორც ბაკალავრები და მაგისტრები, ასევე მოქმედი (პროფესიონალი) მთარგმნელ-თარჯიმნები. ჩვენი კურსების სტუდენტები გახლდნენ  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მთარგმნელ-თარჯიმნები (რომელთაგან ბევრი ავღანეთში მუშაობდა), სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები, რომლებსაც უწევდათ უცხოელებთან ურთიერთობა.

- მოგეხსენებათ,  რაოდენ  დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგების მაღალ კვალიფიკაციას. ვინ გედგათ მხარში, როცა თქვენი სკოლა პირველ ნაბიჯებს დგამდა, ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?
- როცა სინქრონული თარგმნის განყოფილების ანალოგიური უმაღლესი სკოლის გახსნაზე ვფიქრობდი,  გადაწყვეტილების მიღება  არ გამჭირვებია, რადგან ვიცოდი, რომ არსებობდნენ მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ ასეთ საქმიანობაში. თქვენი ნებართვით, მოვიხსენიებ და დიდ მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც პირველივე დღიდან თანამშრომლობდა ჩვენთან,  უმეტესი მათგანი დღესაც ჩვენთან არის.   ესენი არიან უცხო ენის ცნობილი სპეციალისტები, სახელგანთქმული პედაგოგები, მაგალითად, ინგლისურ ენაში: ეკა ხუნდაძე, მაია გვიტიძე, მარინა ხუროშვილი, ლელა ებრალიძე, ნუგზარ რუხაძე, მარტა ფერერ ლუბეკი, ტერნერ ჯეკობსი; გერმანულ ენაში: ერეკლე ჩიგოგიძე და მარინა ქურდაძე; ფრანგული ენის პედაგოგია: მარიამ ფარეშიშვილი; რუსულის - ირინა კაპანაძე და ტატიანა მოსკალენკო-ჭეიშვილი; ქართულის კი მანანა ტაბიძე.

- რა სასწავლო მოდულს სთავაზობს სკოლა დაინტერესებულ პირებს, რა მეთოდებით მიმდინარეობს სწავლება?

- დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ოთხ ე.წ. მოდულს: ოთხ-სემესტრიანს - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სამ-სემესტრიანს - ბაკალავრის დიპლომის მქონე ნებისმიერი სპეციალობის მქონე პირს, ორ-სემესტრიანს - ფილოლოგიის მაგისტრის დიპლომის მქონეთ, ერთ-სემესტრიანს - მოქმედ (პროფესიონალ) მთარგმნელ/თარჯიმნებს. ყველა მსურველი (ერთ-სემესტრიანის გარდა) აბარებს სამ გამოცდას - წერილობით ტესტს უცხო ენასა და ქართულში და გასაუბრებას - უცხო ენაში. ჩვენთან მოხვედრის მსურველი უნდა ფლობდეს უცხო ენას B2/C1დონეზე. სტუდენტები/მსმენელები გადიან ზეპირ თარგმანს (სინქრონულსა და თანმიმდევრულს), სხვადასხვა დარგის/სფეროს წერილობით თარგმანს, ირჩევენ მეორე უცხო ენას... სწავლება ეფუძნება უახლეს, პროფესიონალურ დონეზე მოქმედ მეთოდებს.
ჩვენთან სწავლა საღამოს საათებშია, რადგან დიდი უმრავლესობა მუშაობს და ასეთი განრიგი მათთვის ხელსაყრელია. წარმოიდგინეთ, სამსახურის შემდეგ, სამი საათის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური დატვირთვით მეცადინეობა... მაგრამ ამას ისინი სიამოვნებით აკეთებდნენ, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულის მომცემი იყო.

- როგორია სამომავლო გეგმები, სიახლეებს ხომ არ გეგმავთ?
- ამ ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვამზადებდით პრაქტიკოს მთარგმნელ/თარჯიმნებს. ბოლო დროს ზოგი კურსდამთავრებული გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენი სკოლა მაგისტრატურის დონეს მიუახლოვდეს. ეს საინტერესო აზრია. ალბათ, კონსულტაციებს ჩავატარებთ შესაბამის უწყებებთან და ვნახავთ, თუ რამდენად არის ეს შესაძლებელი...

-  როგორ შეაფასებთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის 10 წლიან საქმიანობას?

- ვფიქრობ, ეს ათი წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყო, რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელების, ყველა პედაგოგის და კურსდამთავრებულის  დამსახურებაა, რითვისაც თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი...

-    დიდი მადლობა ბატონო ოთარ, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა მართლაც წარმატებით ითვლის არსებობის 10 წელიწადს, ამაში კურსდამთავრებულთა კომენტარებიც დაგვარწმუნებს.

მარიამ კაჯილაშვილი - SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლას ვულოცავ ათი წლის საიუბილეო თარიღს. თქვენს უნივერსიტეტში გატარებული წლები უმაღლესი კურსის გავლის პერიოდში ყველაზე საუკეთესო წლებია ჩემი ცხოვრების, მაღალკვალიფიციური ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდი კი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ინგლისურ ენაში მიღებული თეორიული ცოდნის გარდა, სრულფასოვანი  პრაქტიკული უნარ -ჩვევები გამოიმუშაოს სტუდენტმა წერითი, თანმიმდევრული  თუ სინქრონული  თარგმანის მიმართულებით და სრულად დაეუფლოს იმ ტექნიკურ მახასიათებლებს და უნარ-ჩვევებს, რაც ინგლისური ენით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის აუცილებელია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კურსის ხელმძღვანელს ბატონ ოთარ მათეშვილს. გისურვებთ უმარავ წარმატებას და წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას.

თამარ მჭედლიძე - მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში მიღებულმა ცოდნამ ფასდაუდებელი გამოცდილება  შემძინა და დღემდე მეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ბატონი ოთარისა და მისი ხელმძღვანელობით შეკრებილი მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების გუნდის მიერ შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვის გარდა, მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი მათ არაჩვეულებრივ პიროვნულ თვისებებს. 10 წლის შემდეგაც სიამოვნებით ვისხსენებ იმ პერიოდს და ვფიქრობ, რომ დღესაც ისეთივე ინტერესით და მონდომებით დავესწრებოდი მათ მიერ ჩატარებულ ლექციებს. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თითოეულ მათგანს საქმის მიმართ პროფესიონალური მიდგომის, გულისხმიერებისა და იმ მეგობრული გარემოსთვის, რომელსაც გვიქმნიდნენ მთელი სასწავლო კურსის განმავლობაში. გილოცავთ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმეღლესი სკოლის დაარსების 10 წლის იუბილეს! გისურვებთ წარმატებებს და კიდევ მრავალი პროფესიონალი მთაგმნელ-თარჯიმნის აღზრდას! 

მარიამ ქვრივიშვილი - წმინდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტთან არსებულ მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში გატარებული თითოეული საათი უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, შედეგებზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები, კეთილგანწყობილი გარემო - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც სკოლას განსაკუთრებულს ხდის. გუნდის თითოეული წევრი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმითა და მდიდარი გამოცდილებით. ჩემთვის, როგორც იმ დროისათვის ახალბედა თარჯიმანისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სწორედ ასეთ გარემოში მემუშავა საკუთარი უნარების დახვეწის მიმართულებით, ხოლო პედაგოგები, მხარდაჭერითა და გაწეული დახმარებით, მეტ სტიმულს მაძლევდნენ, რათა გავმკლავებოდი გამოწვევებს და მერწმუნა საკუთარი შესაძლებლობების. SANGU-ს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის დაარსებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ულევი წარმატება ვუსურვო როგორც სკოლას, ასევე მის გუნდსა და მსმენელებს. ამასთან, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ხელმძღვანელს, პროფესორ ოთარ მათეშვილს, რომელიც გარდა მაღალი პროფესიონალიზმისა, გამოირჩევა  ყურადღებითა და ინდივიდუალური მიდგომით თითოეული მსმენელის მიმართ.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ულოცავს მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლას 10 წლის იუბილეს. ვუსურვებთ, კიდევ მრავალ წარმატებულ და საინტერესო წელიწადს პროფესიონალ კურსდამთავრებულებთან ერთად.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

პანდემია და სტუდენტობა

სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში ახალი და განსაკუთრებული ეტაპია. ახალ ცხოვრებასთან და სოციუმთან ადაპტაციას ახლავს ემოციური მდგომარეობის ცვლილება, რასაც ადამინი განიცდის სიალხეებთან შეგუების დროს. 2020-2021 წელი სტუდენტებისთვის პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო სანსხვავებული და ემოციური აღმოჩნდა. ცხოვრების ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც ისინი მოუთმენლად ელოდნენ დისტანციურ გარემოში, ონლაინ პლატფორმების მეშვეობით დაიწყო. რამდენად მარტივად აუღეს ალღო დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესს და როგორია მათი განწყობა სტუდენტებისგან შევიტყობთ.

გიორგი გრიგალაშვილი - ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის I კურსის სტუდენტი.
გული მწყდება, რომ სტუდენტობის პირველი დღეები ვირტუალურ რეალობაში გავატარეთ. სტუდებტობა ხომ ბევრ ახალ ურთიერთობასთან, ხალხმრავალ აუდიტორიებში სწავლასთან, ახალ მეგობრებთან ერთად გართობასა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებასთან ასოცირდება.
სწავლის დაწყებამდე შეგუებული ვიყავი, რომ დისტანციურ რეჟიმში მოგვიწევდა ყოფნა, თუმცა მაინც რთულია, როცა არც ერთ შენს ლექტორსა და კურსელს არ იცნობ პირადად და მათთან ერთად ვირტუალურ რეალობაში გიწევს დღის გარკვეული მონაკვეთის გატარება. რა თქმა უნდა, რეალურ ურთიერთობებს ვერ ანაცვლებს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული ლექციები, როგორი მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს ის. თუმცა, ძალიან კარგია ის, რომ ლექციები სრულყოფილად, ცხრილის მიხედვით გვიტარდება და შესაბამისი პლატფორმების გამოყენებით სტუდენტებსაც შეგვიძლია სალექციო პროცესში ჩართვა, დისკუსიის წარმართვა, კითხვების დასმა, საშინაო დავალებების შესრულება და ა.შ.

სწავლის დაწყებამდე დისტანციურად ვმუშაობდი, შეგუებული ვიყავი ადამიანებთან ამ გზით კომუნიკაციას. Mონლაინ სწავლებას დადებითი მხარეებიც გააჩნია, ასეთ რეჟიმში სწავლა დიდ დროს გითავისუფლებს. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია ლექციაზე დასწრება, რაც განსაკუთრებულად ხელსაყრელია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და ოჯახებს ისედაც რთულ ეკონომიკურ პირობებში აღარ უწევთ სხვა მრავალი ხარჯის გაწევა.
დისტანციურად სწავლა ხელსაყრელია მათთვისაც, ვინც მუშაობს. და ლექციებზე დასწრებას სამსახურიდან და ტრანსპორტიდანაც კი ახერხებს. ყველაზე კარგია ის, რომ თითოეული ონლაინ ლექცია იწერება და ჩანაწერები გვეგზავნება შესაბამის სასწავლო პროგრამაში. ძალიან კარგი საშუალებაა ჩაწერილი ლექციები საგამოცდოდ მომზადების პერიოდში. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტს ლექციის გაცდენა უწევს, ეს ზოგჯერ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც უკავშირდება, სტუდენტს მისი მოისმენა მოგვიანებითაც შეუძლია. მეც, როცა ცოვიდ-19-ით დავინფიცირდი, ონლაინ სწავლების არსებობის გარეშე ლექციების გაცდენა მომიწევდა, ამ შემთხვევაში კი დაავადების გადატანის პერიოდშიც სრულყოფილად ვახერხებდი ლექციებზე დასწრებას.

მანანა ცირდავა - ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის პროგრამის I კურსის სტუდენტი.
 ვნატრობდი, რომ გავმხდარიყავი სტუდენტი. სტუდენტობა განსაკუთრებული ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში. ვფიქრობდი იმაზე თუ, როგორ შევეჩვეოდი ახალ გარემოს, როგორი განცდები მექნებოდა სიახლეებთან შეგუების დროს, როგორ გადავლახავდი ამ ყველაფერს, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე სულ სხვა სტუდენტურ გარემოში აღვმოვჩნდი. ჩემი ლექტორებისა და მეგობრების გაცნობა ონლაინ რეჟიმში მომიწია. დიდი მოლოდინი მაქვს იმისა თუ როდის შევხვდები მათ.
იმდენად კარგი ლექტორები შემხვდნენ, რომ არ გამჭირვებია დისტანციურ პროცესში, როგორც ლექცია-სემინარების სწავლა, ასევე გამოცდების ჩაბარება თუმცა, მაინც მაკლდა სტუდენტური გარემო, აუდიტორია, მეგობრული ურთიერთობები, ამა თუ იმ საკითხების ჯგუფური გადაწყვეტა.
ონლაინ სწავლებისას მქონდა დიდი დრო, რომ ჩემი ტურიზმის განხრით მიღებული ცოდნა გამეღრმავებინა. ჩემივე სოფელში შევისწავლე კანიონინგი და გავიარე პრაქტიკები გიდ ინსტრუქტორთან ერთად. დავიპყარი ჩანჩქერები: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩანჩქერი ხოკო, ასევე ჩხოროწყუს რაიონ სოფელ მუხურში გვალაშარას ჩანჩქერი და მარტვილის სოფელ წაჩხურუში თხოპრას კანიონი.
ძალიან მიყვარს ჩემ მიერ არჩეული პროფესია და მზად ვარ სწავლების ყველანაირი გზით სრულყოფილად დავეუფლო მას.

გიორგი ჭანტურია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლიის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის I კურსის სტუდენტი.
რამდენიმე წლით ადრე, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ მნიშვნელოვან დღეს უნივერსიტეტის მაგივრად კომპიუტერის ეკრანთან თუ გავატარებდი. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. შეგუება და ალღოს აღება არ გამჭირვებია, რადგან ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დისტანციურად ვსწავლობდი და ასეთი რეჟიმი სიახლე არ ყოფილა ჩემთვის. ამ ყველაფერში დადებითია ის, რომ სახლიდან სწავლა ძალიან კომფორტულია. სასწავლო კვირის ბოლოს დაღლას თითქმის ვერ ვგრძნობ. სემინარების საფუძვლიანად მოსამზადებლადაც საკმაოდ დიდი დრო მრჩება, რაც შედეგებშიც აისახება.

თათია ჯანხოთელი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის პროგრამის I კურსის სტუდენტი.
უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირი იყო. როდესაც გავაცნობიერე, რომ პროფესია უნდა ამერჩია და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავსულიყავი, ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჯერ საკუთარი თავის, შემდეგ კი ოჯახის წინაშე.
ყოველთვის ვოცნებობდი ჩამებარებინა ქართულ უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე და მიმეღო ის ცოდნა, რომელიც დამეხმარებოდა პიროვნულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში. როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოცნება ახდა და ქართულ უნივერსიტეტში მოვხვდი, ძალიან გამიხარდა. სიხარულით ველოდი სწავლის დაწყებას, ახალი მეგობრების შეძენას, აქტიურ საუნივერსიტეტი ცხოვრებას, მაგრამ სწავლა ონლაინ რჟიმში წარიმართა. მოლოდინი და იმედები გამიცრუვდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ონლაინ სწავლებას ქართულმა უნივერსიტეტმა კარგად გაართვა თავი და დღემდე ასე გრძელდება. ცუდია, რომ არ შედგა სააუდიტორიო ურთიერთობა ლექტორებთან, მაგრამ ვფიქრობ, ონლაინ სწავლებითაც შეიძლება იმ ცოდნის მიღება, რასაც სააუდიტორიო მოგვცემდა.
უნივერსიტეტში სიარული პირველკურსელისთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომელიც, სამწუხაროდ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო არ დაგვცალდა. გაგებით ვეკიდები ამ მდგომარეობას იმ იმედით, რომ მალე გაივლის ცოვიდ-19, მსოფლიო დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას, სტუდენტები კი უნივერსიტეტში დაბრუნებას შევძლებთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში

2021 წლის 4 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში - ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა -  პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უნივერსიტეტში უმასპინძლეს საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს - საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს. 

შეხვედრაზე განიხილეს კიბერუსაფრთხოების ახალი ამერიკული საბაკალავრო პროგრამა, რომლის დანერგვასაც წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი უახლოეს ხანებში გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტთან ერთად. 

უნივერსიტეტი მადლობას მოახსენებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და გაწეული დახმარებისთვის. 

„აფხაზეთის მოკლე ისტორია უძველესი დროიდან დღემდე“

1 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა გელა ცაავამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „აფხაზეთის მოკლე ისტორია უძველესი დროიდან დღემდე“.

100 წელი საქართველოს ოკუპაციიდან

25 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ გაიხსენა 100 წლის წინ საქართველოში განვითარებული მოვლენები, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა მოჰყვა და პარალელი გაავლო დღეს არსებულ საგარეო საფრთხეებთან. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი როლანდ კოპალიანი. მოხსენებები წაიკითხეს პროფესორებმა: ვახტანგ გურულმა, ზურაბ პაპასკირმა, იოსებ ალიმბარაშვილმა, სულხან კუპრაშვილმა, ლევან ჯიქიამ, ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ, ირაკლი ლორთქიფანიძემ, დოქტორანტმა ბექა გაჩეჩილაძემ.

„საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“

22 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტისა" (სსკი) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა არჩილ კალანდიამ, წაიკითხა საჯარო ლექცია: „საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები“.
ლექციის შემდეგ ბატონმა არჩილ კალანდიამ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა მოახსენა მომხსენებელს,საინტერესო ლექციისათვის და ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უნივერსიტეტებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრა საპატრიარქოს სკოლების წარმომადგენლებთან

2021 წლის 18 თებერვალს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ საგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.


ქართული უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს აღნიშნულ სკოლებთან. შეხვედრის მიზანი, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება იყო.


ბატონმა რექტორმა შეხვედრაზე განიხილა ყველა ის კომპონენტი, რომელთა განხორციელება ქართული უნივერსიტეტისთვის სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან ერთად იქნება შესაძლებელი.


დასასრულს გაიმართა დისკუსია და გამოითქვა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ორმხრივი მზაობის სურვილი.
 

წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია

2021 წლის 8 თებერვალი ,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერიტეტში გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის ხსენების და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს.

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

 

დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტიპენდიანტს, ბექა ზაქარიაშვილს, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან აფასებს უნივერსიტეტამდე განვლილ გზას, იხსენებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს და საუბრობს იმის შესახებ,  თუ რამდენად იპოვა მან თავი არჩეულ პროფესიაში.

გვიამბე შენ შესახებ, რა იყო SANGU-მდე?
ქართულ უნივერსიტეტში მოსვლამდე იყო სკოლა. სკოლის პერიოდმა შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ჩემი სკოლის პედაგოგების დამსახურებით მივიღე სათანადო განათლება და ჩამოვყალიბდი პიროვნებად. სკოლა ხომ იგივე მეორე სახლია, იქ ხომ ჩვენ მთელი 12 წლის განმავლობაში ნახევარ დღეს ვატარებთ. შემდეგ კი ჩემი მეორე სახლი გახდა ქართული უნივერსიტეტი. პირადად დავრწმუნდი იმაში, რომ SANGU გამოირჩევა სწავლების ძალიან მაღალი ხარისხით, მას ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ის მზრუნველი, თბილი და მეგობრული გარემო, რომელიც არის უნივერსიტეტში. მე დღეს ვიცი, რომ ნამდვილად გავაკეთე ერთ-ერთი სწორი და ღირსეული არჩევანი, როდესაც ავირჩიე 145.

როგორც ვიცი, მრავალმხრივი ინტერესები გქონდა და საბოლოოდ აირჩიე ის პროფესია, რომელსაც დღეს ეუფლები. რამ  განაპირობა ეს არჩევანი, რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?
ბავშვობიდანვე ძალიან მსურდა გავმხდარიყავი ექიმი, მესწავლა ძალიან კარგად, მიმეღო შესაბამისი ცოდნა, მიმეღწია მაქსიმუმისთვის და შემდეგ უკვე ჩემი პროფესიით დავხმარებოდი ადამიანებს. მინდოდა მეც შევერთებოდი იმ გამოცდილი ექიმების რიგს, ვინც მკურნალობდა, ეხმარებოდა და გადაარჩენდა ადამიანების სიცოცხლეს, რადგან ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა შემდეგ სამედიცინო სფეროსადმი ჩემი შიშის გამო მივხვდი, რომ ამ პროფესიის დაუფლება, სამწუხაროდ, არ გამომივიდოდა. ძალიან მსურდა, აგრეთვე, პედაგოგობაც. თუმცა ბოლოს არჩევანი შევაჩერე ეკონომიკაზე, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური პრობლემები უკვე დიდი ხანია არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ეს პრობლემები მუდმივად იჩენს ხოლმე თავს. სამწუხაროდ, ამას ახლა კიდევ დაემატა COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ავირჩიე ეკონომიკა და გადავწყვიტე მესწავლა და მიმეღო ისეთი განათლება, რომლითაც მომავალში გამოვადგებოდი ჩვენს ქვეყანას. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სპეციალობაზე შეყვარებული ვარ. ყოველდღიურად ვცდილობ მოვიპოვო ყველანაირი ინფორმაცია ეკონომიკურ სიახლეებზე. ვაკვირდები მოვლენებს, ვაანალიზებ და ვცდილობ ჩემეული დასკვნები გამოვიტანო. 

სად წარმოგიდგენია თავი სწავლის დასრულების შემდეგ?
მე მაქვს ძალიან ბევრი და, შეიძლება ითქვას, შორსმჭვრეტელი გეგმები. რამდენად შევძლებ ჩემი ყველა გეგმის განხორციელებას, ამას ვერ გეტყვით, თუმცა გეტყვით იმას, რომ აუცილებლად ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა ჩემი მიზნები სისრულეში მოვიყვანო. ამჟამად, ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ უფრო მეტად დავეუფლო ჩემს პროფესიას და ავიმაღლო კვალიფიკაცია. მსურს წარმატებით დავამთავრო უმაღლესი სწავლების სამივე საფეხური. შემდეგ კი, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, გავხდე ლექტორი. მინდა, მიღებული ცოდნა მაქსიმალურად გადავცე სტუდენტებს, რათა უფრო მეტად დავეხმარო, იყვნენ წარმატებულები. ჩემი დიდი სურვილია ხალხის სამსახურში ყოფნა და წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში, არა ბრძოლით და იარაღით, არამედ ცოდნით. დღევანდელ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე „ძლიერი იარაღი“, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ხომ ცოდნა არის.

იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს...
ვიყო სტიპენდიანტი, ნიშნავს, რა თქმა უნდა, დიდ სტიმულს, ბედნიერებას, წარმატებას, მაგრამ, ამავე დროს - დიდ პასუხისმგებლობას. იყო ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, ეს ნამდვილად არ არის მარტივი. ჩემი მრავალწლიანი შრომა SANGU-ში დამიფასდა სწორედ სტიპენდიანტობით. სტიპენდიანტობა და ზოგადად მიღწეული თითოეული წარმატება ნამდვილად არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. სტიპენდიანტი ხომ მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სხვებისთვის. სტიპენდიანტობა ყველაზე მეტად მინდოდა იმისთვის,  რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდში მეც შევერთებოდი საუკეთესო სტუდენტების რიგს და დავრჩენილიყავი ქართული უნივერსიტეტის ისტორიაში, როგორც სტიპენდიანტი. მე ეს ოცნება ავისრულე. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავხდებოდი კიდევ სტიპენდიანტი, მაგრამ უკეთესი იქნება, თუკი ახლა ჩემ მაგივრად სხვა მოინდომებს, ისწავლის კარგად და ნამდვილად დამსახურებულად გახდება სტიპენდიანტი და ისიც გამოცდის იმ ბედნიერებას, რაც მე გამოვცადე.

გაიხსენე, ყველაზე მეტად რამ ან ვინ მოახდინა შთაბეჭდილება შენზე უნივერსიტეტში?
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ქართული უნივერსიტეტის უდიდესი დამსახურება, რადგან მან მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი რესურსები და უნარები გამომეყენებინა მაქსიმალურად. ამაში კი უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს უსაყვარლეს ლექტორებს, რომელთაგან ვერცერთს ვერ გამოვყოფ, რადგან ისინი ერთმანეთზე უკეთესი არიან. მათი ლექცია-სემინარები ყოველთვის მემახსოვრება, როგორც საუკეთესო სტუდენტობის პერიოდი. მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ უნივერსიტეტს, რომ სტუდენტს აძლევს საშუალებას სრულყოფილად დაეუფლოს თავის პროფესიას, აძლევს სტიმულს, რომ აიმაღლოს მოტივაცია, ისწავლოს მთელი მონდომებით და, ამავდროულად, გამოირჩეოდეს მაღალი აკადემიური მოსწრებითაც. ჩემი მიზანი SANGU-ში მოსვლის პირველივე სემესტრიდანვე არ ყოფილა მხოლოდ 81 ქულის მიღება თითოეულ საგანში, რომ ამეღო 100%-იანი გრანტი დაფინანსებისთვის. ჩემი მიზანი იყო, მიმეღო შესაბამისი ცოდნა, გამომემუშავებინა საჭირო უნარ-ჩვევები, მქონოდა უმაღლესი აკადემიური მოსწრება და, ამავდროულად, გავმხდარიყავი სტიპენდიანტი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს უკვე მივაღწიე.

რა არის შენი წარმატების ფორმულა?
როდესაც რაიმე კონკრეტულ საქმეს ვაკეთებ, ან მსურს რაიმე მიზნის განხორციელება, ყოველთვის ვცდილობ, რომ მას მოვეკიდო მთელი პასუხისმგებლობით და გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად მეხმარება, რადგან ასეთ დროს შედეგიც მაქვს ყოველთვის საუკეთესო. ამიტომაც, მოვუწოდებ ყველას, რომ ისინიც თავიანთ საქმეს მიუდგნენ მთელი მონდომებითა და პასუხისმგებლობით, რათა მიაღწიონ მაღალ შედეგებს. ამავდროულად, მე ყოველთვის ვაცნობიერებდი იმას, რომ მქონოდა მაღალი აკადემიური მოსწრება. ეს ჩემგან მოითხოვდა დიდ შრომას ყოველდღიურად და აგრეთვე ბევრ რაღაცაზე უარის თქმასაც. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ეს გზა ავირჩიე. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, არის ის, რომ მეგობრებთან ერთად ვატარებ ძალიან მცირე დროს. რადგან ჩემი დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ სწავლას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, დავისახე მიზნები და მათ  მისაღწევად მე არ დავიშურე არც დრო, არც ძალა და არც ენერგია. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მე ნამდვილად გავიზარდე, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. დღითიდღე უფრო და უფრო მეტად ვხვდები და სრულიად ვაცნობიერებ იმას, თუ  რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა. 
ახლა ვინც ამას კითხულობს, მინდა მივმართო ძალიან დიდი თხოვნით და მოვუწოდო ყველა იმ სტუდენტს, რომ გამოიყენონ საკუთარი რესურსები მაქსიმალურად, ისწავლონ კარგად, არ დაიშურონ ამისათვის დრო და დამერწმუნეთ ეს ცოდნა, გამოცდილება, რასაც სტუდენტობის პერიოდში მიიღებთ აუცილებლად დაგიფასდებათ და გამოგადგებათ მომავალში. არასოდეს დანებდეთ და არ თქვათ უარი საკუთარ მიზნებზე, იბრძოლეთ ბოლომდე ამ მიზნის მისაღწევად და თქვენი შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ქართული უნივერსიტეტი ჩემთვის ასოცირდება მუდმივ ზრდასთან და განვითარებასთან. ამიტომაც, არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა.

დიდი მადლობა ბექა, წარმატებებს გისურვებ.
მადლობა თქვენ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ასეთ რთულ ვითარებაში ყველას ვუსურვო ჯანმრთელობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას.

მოამზადა ნინო აბრამიშვილ

ტრენერთა ტრენინგი დამწყებთათვის წელს ონლაინ სივრცეში წარმატებით განხორციელდა

ქართული უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტრენერთა ლაბორატორია უკვე მრავალი წელია ახორციელებს ტრენერთა ტრენინგებს დამწყებთათვის, რომელიც მონაწილეებს ეხმარება აღმოაჩინონ შესაძლებლობა და იპოვონ საკუთარი თავი არაფორმალური განათლების სფეროში. „არ არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური კრიტერიუმები, რომელთა არ ქონა შეიძლება იყოს ტრენერის პროფესიაზე უარის თქმის საფუძველი“ - აღნიშნავს კურსის ერთ-ერთი ტრენერი ნინო სალაძე, რომელიც ნიკოლოზ გაბლიშვილთან ერთად ტრენერობის მსურველ გამოცდილ და გამოუცდელ მონაწილეებს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

როგორ ჩაიარა პირველმა ონლაინ ტრენინგმა, რას მოიცავდა, როგორ დაიგეგმა და რადენად წარმატებულად ჩატარდა იგი, ნინო სალაძის და ნიკოლოზ გაბლიშვილის მონათხრობიდან და მონაწილეთა კომენტარებიდან შეიტყობთ.

პანდემიის პორობებში ტრენერთა ლაბორატორიამ განახორციელა პირველი ონლაინ ტრენერთა ტრენინგი. როგორ წარმოგედგინათ მისი წარმართვა და რა შედეგი მიიღეთ, რა შეფასებას მისცემთ მის მიმდინარეობას?
ნინო - ონლაინ სწავლება მნიშვნელოვნად განსხვავდება აუდიტორული მეცადინეობისაგან, შესაბამისად მისი დაგეგმვისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინება მოგვიწია. დაახლოებით 2 კვირა ვგეგმავდით ტრენინგს. თითოეული დეტალი რამდენჯერმე გავიარეთ, რომ დავრწმუნებულიყავით ტრენინგის გამართულობაში.  ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა მონაწილეთა მართვა, ტექნიკურ სირთულეებთან გამკლავება, მაგრამ შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. მთავარი მიზანი იყო სწავლების პროცესი ყოფილიყო აქტიური, საინტერესო და ეფექტიანი, რაც ვფიქრობ შევასრულეთ. ამაზე მონაწილეების ჩართულობის ხარისხი და კურსის დასასრულს  მათ მიერ ჩატარებული ტრენინგები მოწმობს.

რას მოიცავს ონლაინ ტრენერთა ტრენინგის კურსი?
ნიკოლოზი - ონლაინ ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს შევასწავლეთ ისეთი საკითხები და პლატფორმები, რომლებიც მათ დაეხმარებათ ეფექტიანად წარმართონ როგორც ონლაინ, ასევე აუდიტორული მეცადინეობები. კურსის ფარგლებში მონაწილეებს შევასწავლეთ: ტრენინგისა და სესიის დაგეგმვა, მონაწილეთა მართვა, აქტიური სწავლების მეთოდები, აქტივობების ჩატარების ტექნიკები და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ვფიქრობ, აქტივობებისა და ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობაა, რომელიც მონაწილეებს ეძლევათ კურსის ფარგლებში.

არის თუ არა საჭირო განსაკუთრებული უნარები პროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბებისთვის, რა დოზით უნდა ფლობდეს კურსის გავლის მსურველი საჭირო უნარ-ჩვევებს?
ნინო - კურსში მონაწილეები შევარჩიეთ გასაუბრების შედეგად, სადაც მთავარი შერჩევის კრიტერიუმი მონაწილეთა მოტივაცა იყო. შესაბამისად კურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ, როგორც გამოცდილ ლექტორებსა და ტრენერებს, ასევე გამოუცდელ სტუდენტებს. ვთვლით, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია შედარებით ძლიერი და სუსტი მხარეები. არ არსებობს აბსოლუტური და უნივერსალური კრიტერიუმები, რომელთა არ ქონა შეიძლება იყოს ტრენერის პროფესიაზე უარის თქმის საფუძველი. კურსის განმავლობაში მუდმივად ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ მონაწილის ძლიერ მხარეებზე და დავანახოთ მიმართულებები, რომ იპოვოს თავისი ნიშა არაფორმალური განათლების სფეროში.

როდის იგეგმება შემდეგი ონლაინ ტრენინგი და ვინ შეძლებს მასში მონაწილეობას?
ნიკოლოზი - წელს, მაღალი დაინტერესების გამო ტრენინგი პარალელურად ჩატარდა ორ ჯგუფთან. თუკი მოთხოვნა გაჩნდება, ჩვენი გუნდი მუდმივად მზადყოფნაშია.
მომდევნო ტრენინგზე, შესაძლოა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რომ არამხოლოდ წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტთან აფილირებული პირებისთვის, არამედ, ზოგადად, ყველა დაინტერესებული პირისთვის გამოცხადდეს მიღება.


ონლაინ ტრენინგმა რომ წარმატებულად, ნაყოფიერად, საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა, ამას მოწმობს მონაწილეთა მოსაზრებები.


ქეთი კაცელაშვილი - ორი თვის წინ სრულიად შემთხვევით წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდიდან გავიგე ტრენერთა ტრენინგის შესახებ. როდესაც  სააპლიკაციო ფორმას ვავსებდი, ვფიქრობდი, რომ მომეცემოდა საშუალება გამევლო ეს კურსი, მაგრამ გასაუბრების დროს ვნერვიულობდი, რადგან  დარწმუნებული არ ვიყავი ჩემ შესაძლებლობებში. ჩემდა სასიხარულოდ შემარჩიეს და საკამოდ წარმატებითაც გავიარე იგი. კურსის განმავლობაში გავიგე სხვადასხვა მეთოდების შესახებ: თუ როგორ უნდა დავგეგმო ტრენინგი, როგორ უნდა გავცე სწორი უკუკავშირი, გავეცანი სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომლებიც როგორც ონლაინ, ისე აუდიტორიული ტრენინგის ჩატარებისას დამჭირდება. ვისწავლე თუ როგორ უნდა ავაწყო სწორად პრეზენტაცია, რომ არ იყოს დამღლელი და მოსაბეზრებელი აუდიტორიისათვის. სხვადასხვა აქტიური სწავლების მეთოდებსაც გავეცანი, რაც სამომავლოდ ძალიან გამომადგება და მადლობა ამისათვის ჩვენს ტრენერებს და თითოეულ მონაწილეს. ბოლოს კი ყველას მოგვეცა საშუალება დაგვეგეგმა და ჩაგვეტარებინა წყვილებში ტრენინგი, რასაც, ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებით გავართვი თავი ჩემს მეწყვილესთან ერთად. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კურსმა მომცა ის ყველაფერი, რაც სჭიროა საუკეთესო ტრენერისა და ტრენინგისათვის.

 

ლანა ადამაშვილი - ტრენერთა ლაბორატორია ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ადგილია, რომელმაც მომცა მიზანმიმართული და საჭირო ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება  და უნარები, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად დამეხმარება საკუთარი თავის კარგ ტრენერად ჩამოყალიბებაში.  12 შეხვედრის განმავლობაში ტრენერებმა მკაფიოდ დაგვისახეს მიზანი, რომ აგვეთვისებინა აუდიტორიის მართვის, ტრენინგის თემის არჩევის, დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდები. გაგვაცნეს უამრავი მნიშვნელოვანი  ვებ-ინსტრუმენტი, რომლებიც ხელს უწყობენ როგორც ტრენინგის დაგეგმვისა და გადანაწილების პროცესებს, ისე გამოსადეგია ონლაინ სწავლების დროს, რაც ვფიქრობ, დღევანდელ ეპიდ-სიტუაციაში ნამდვილად ხელშემწყობი ფაქტორია. განწყობისათვის და მონაწილეებს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად ტრენინგი გაჯერებული იყო საინტერესო და სახალისო სავარჯიშოებითა და აქტივობებით, რამაც ჯგუფის წევრები ონლაინ სივრეშიც კი მჭიდროდ დაგვაახლოვა ერთმანეთთან და მეგობრული განწყობა შეგვიქმნა.
მომეწონა, რომ ტრენინგის 12 შეხვედრა დაყოფილი იყო ლოგიკურად გათვლილ ნაბიჯებად და განკუთვნილი იყო იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ თვითგამორკვევას სატრენერო სივრცეში და აუდიტორიაში. შესაბამისად, ჩემთვის როგორც მონაწილისათვის, ნდობის ფაქტორი ნიკამ და ნინომ პირველივე შეხვედრისას მოიპოვეს, რაც როგორც მათი პროფესიონალიზმის, ასევე  ჩვენდამი კეთილგანწყობის დამსახურებაა. 
ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც პირადად ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი, დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და, ვთვლი, რომ მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ, ჯგუფური მუშაობის გამოცდილება, ადეკვატური შეფასების უნარი და ტრენინგის სწორად დაგეგმვის ეტაპებია. ვფიქრობ, რომ  ტრენერთა ლაბორატორია სწორი თანამედროვე ხედვით წარმატებით ახოციელებს იმ მიზანს, რომელსაც ასე აქტიურად, დადებითად და შემართებით ემსახურება.


მარიამ გელაშვილი - “ტრენერთა ტრენინგის” მეშვეობით ქართულმა უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერ აქტივობაში. სატრენინგო პროცესი იყო საკმაოდ დატვირთული, მრავალფეროვანი და სასიამოვნო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტრენერების ძალისხმევა და დაუღალავი მცდელობა, რომ თითოეული ჩვენგანი აქტიურად ჩართულიყო პროცესში და გამოგვემუშავებინა კონკრეტული, ჩვენთვის საჭირო უნარები. ასევე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ტრენინგის მონაწილე სტუდენტები, რომლებიც ნამდვილ საგანძურს წარმოადგენენ უნივერსიტეტისთვის. იმედი მაქვს, რომ მიღებულ უნარებსა და ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენი პროფესიული მიზნებისთვის.

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ულოცავს მონაწილეებს ონლაინ ტრენინგის წარმატებით დასრულებას, ტრენერებს კი სააუდიტორიო სივრცეში მალე დაბრუნებას უსურვებს.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესი და უნეტარესი ილია ll  საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 43 წლის აღსანიშნავად ონლაინ კონფერენცია გამართა.


კონფერენციის მონაწილეებმა - რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე პატრიარქის მიერ გაწეულ ღვაწლზე და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში მისი უწმინდესობის მოღვაწეობის პერიოდში, მისი ინიციატივით განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრეს. გაიხსენეს პატრიარქთან ურთიერთობის საინტერესო დეტალები და აღნიშნეს, რომ მის ეპოქაში ცხოვრება თიოეული ჩვენგანისთვის პატივია.


დასასრულს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სახელით მიულოცეს აღსაყდრების 43 წლის იუბილე, დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე უსურვეს მას ჩვენი ერისა და ეკლესიის სასიკეთოდ.
 

კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში

2020 წლის 17 დეკემბერს ქართული უნივერსიტეტის ეგიდით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - "კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში". 


კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვალერი მოდებაძემ, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების შემაფერხებელი ფაქტორები”.

ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ - ალიკა გუჩუა, გორდა ღიბრაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; „თურქეთის კავკასიური პოლიტიკა 1992-2020 წლებში“ - მაია მანჩხაშვილი, ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი; „მთიანი ყარაბაღის ომის შემდგომი გეოსტრატეგიული ბალანსი: ახალი რეგიონული უსაფრთხოება და მისი გეოპოლიტიკური ასპექტები“ - ვახტანგ მაისაია, კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტი; „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები სომხეთის ხავერდოვანი რევოლუციიდან მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დაწყებამდე“ - სანდო ჯიბლაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; „მიწა მშვიდობის ნაცვლად: საფრთხეები თუ შესაძლებლობები“ - ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტი; „სამხრეთ კავკასიის რეგიონი და კიბერუსაფრთხოება“ - თორნიკე ზედელაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნვივერსიტეტი; „თურქეთის გეოპლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში“ - მირანდა მიქაძე, თამარ დევიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; „ამერიკული სახალხო დიპლომატიის მდგრადობა საქართველოში: რეგიონული პარტნიორობის მიმართულება სამხრეთ კავკასიაში“ - მარიამ ხატიაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი; „აზერბაიჯანის და სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო“ - ქეთევან ჯოჯიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნვიერსიტეტი; „ჰიბრიდული ომი - როგორც ომის მოგების ახალი მეთოდი: რუსული პროპაგანდა და საქართველოს გამოწვევები“ - ნატო ჯიაძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

კონფერენციაში მონაწილე მეცნიერებმა წარმოდგენილ მოხსენებებში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები გააანალიზეს  და განსაზღვრეს ის ფაქტორები, რომლებიც რეგიონალურ ძალებს შორის კონფლიქტის გამწვავებას იწვევს.

კონფერენციის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო.
 

მიმაგრებული დოკუმენტები:

კომპიუტერული მეცნიერების ონლაინ სამუშაო სემინარი

12 დეკემბერს, კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებაზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო სემინარი. მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა SANGU-დან და TSU-დან:

სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ:

  • გიგა ჩალაური  - SANGU-ს მოწვეული ლექტორი: „მონოლითურიდან მიკროსერვისების არქიტექტურამდე“
  • კობა გელაშვილი - SANGU-ს  პროფესორი: „მცირე მეხსიერებიანი ძებნის ორობითი ხე“
  • პაატა გოგიშვილი - SANGU-ს  ასოცირებული პროფესორი: „თანამედროვე ნეირონული ქსელები“
  • ნიკოლოზ ქებულაძე - SANGU-ს  ბაკალავრიატის სტუდენტი: „Thread pool-ის იმპლემენტაცია C++-ში“
  • დავით კურცხალია - თსუ, მაგისტრტურის სტუდენტი: „სახის ამოცნობის პროგრამა“
  • ვახტანგ ლალუაშვილი - თსუ დოქტორანტურის სტუდენტი და SANGU-ს მოწვეული ლექტორი: „ბრაუზერი როგორც ოპერაციული სისტემა“

საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე: "მოსამართლის პროფესია"

2020 წლის 12 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ონლაინ ლექცია თემაზე „მოსამართლის პროფესია“, რომელიც წარმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ევა გოცირიძემ.

მომხსენებელმა მოსამართლის პროფესიის მნიშვნელობის და იურიდიულ პროფესიათა შორის მისი გამორჩეულობის შესახებ ისაუბრა, განმარტა სამოსამართლო საქმიანობის სირთულები და სპეციფიკა. თემით დაინტერესებულ სტუდენტებს საინტერესოდ მოუთხრო თუ რა პრინციპებს ემყარება მოსამართლის დამოუკიდებლობა და როგორია მისი გარანტიები. საუბრის მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა სამოსამართლო სამართალის  და სამოსამართლო ეთიკის პრაქტიკაში არსებული მაგალითებით განხილული  საკითხებიც.

მოსამართლის პროფესიის მსურველ სტუდენტებს ურჩია, პროფესიის არჩევის დღიდან დაიწყონ ზრუნვა მოსამართლის პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, მუდმივი განვითარებით შეიძინონ ცოდნა და სიბრძნე, რომელიც გამოცდილებასთან ერთად აუცილებლად  დაიხვეწება.

მოსამართლის პროფესიის თავისებურებებზე, სირთულეებზე, დადებით მხარეებზე საუბრის შემდეგ პროფესორმა ევა გოცირიძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გიორგი შონია, ირინა ბეროშვილი, მარიამ გიგუაშვილი, გივი გრიგორიანი, მარიამ ხუციშვილი.

მსგავსი ონლაინ ლექციები მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება.
 

„ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ - პროფესორ ნიკო კვარაცხელიას ავტორობით შექმნილი ახალი სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტი

კულტურის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ახალი კულტურული მარშრუტი – „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები ქართული უნივერსიტეტის პროფესორის ნიკო კვარაცხელიას ავტორობით შეიქმნა.


რა მიზანს ემსახურება, რა კონტიგენტზეა გათვლილი და ვინ იქნებიან ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბატონო ნიკო მოგესალმებით და გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებას.
მოგესალმებით, მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.

საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების უწყებათაშორისმა საბჭომ განიხილა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სერტიფიკატები მიანიჭა 5 ახალ მარშრუტს: მათ შორის მოხვდა თქვენ მიერ წარმოდგენილი მარშრუტი - „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“.  რას წარმოადგენს, რა მიზანს ისახავს,  რა კონტიგენტზეა, გათვლილი თქვენი პროექტი?
კულტურული მარშრუტი - „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ მოწოდებულია, რომ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობას გააცნოს დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის პიროვნება, მის მიერ გაწეული ღვაწლი, მისი ურთიერთობები ქართველ და უცხოელ თანამედროვეებთან, დიდი პიროვნების პირადი ცხოვრება. მისი სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ერის მამა, რომელმაც ტიტანური შრომა გასწია საკუთარი ქვეყნის ბედნიერებისათვის. ილიას ბიოგრაფია ნათლად წარმოაჩენს საქართველოს ისტორიულ და კულტურული ღირებულებებს. კულტურული მარშრუტი განეკუთვნება ადგილობრივ დონეს (კერძოდ, დედაქალაქ თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს).

რას მოიცავს ,,კულტურული მარშრუტი’’, ვინ არიან უნივერისტეტის პარტნიორები პროექტის ფარგლებში, ტურის მონაწილე რის ნახვას შეძლებს და რა სახის ინფორმაციას მიიღებს?
უნივერსიტეტს ჰყავს ორი ოფიციალური პარტნიორი: 1. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, რომელიც  დიდი ხანია რაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას და არსებულის პოპულარიზაციას ასოციაციის წევრ ტურისტულ სააგენტოებთან და ტუროპერატორებთან თანამშრომლობით; 2. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პროცესის გაშუქებისათვის. კულტურული ტური „ილია ჭავჭავაძის მემორიალური ადგილები“ ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ სტუდენტებს და მოსწავლე-ახალგაზრდობას მიეცეთ საშუალება უკეთ გაიცნონ ილია ჭავჭავაძის ცხოვრება, მისი მოძღვრების არსი. გარდა იმისა, რომ ერთდღიანი ტური სტუდენტს ილია ჭავჭავაძის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივაც, რომლის საშუალებითაც სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ კვლევებში ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. 

ვინ იქნებიან ტურის მომზადებაში ჩართული, ვინ გაუწევს ოპერირებას ტურისტებს?
იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუკი უნივერსიტეტი შეძლებდა შესაფერისი პირობების შექმნას, რაც იოლი საქმე არ არის. კერძოდ: მიკროავტობუსის შეძენა, რადგან კოვიდ-19-ის გამო დიდი ჯგუფების ფორმირება არ არის შესაძლებელი; უნივერსიტეტის ეგიდით სპეციალიზებული სააგენტოს შექმნა, დახმარება მარშრუტში შემავალი ობიექტების GPS კოორდინატების დადგენაში, სარეკლამო მასალების ტიპოგრაფიული წესით დამზადებაში და ა. შ. უნდა დაზუსტებით ითქვას, რომ გვაქვს სურვილი ყველაფერი უნივერსიტეტის კედლებში გაკეთდეს, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა, მაშინ უნივერსიტეტის გარეთაც შეიძლება პარტნიორების მოძებნა.

სტუდენტების ჩართულობა თუ მოხდება აღნიშნულ პროექტში და რა სახით?
საყოველთაოდ ცნობილია, რომ პროექტში ჩართვა ნებისმიერი სავარაუდო მონაწილისათვის არის შესაძლებელი, ძირითადად მაშინ, როცა პროექტის კონტურები ხდება რეალურად გამოკვეთილი. ჩემმა სტუდენტებმა იცოდნენ პროექტის შესახებ, ხშირად ვმსჯელობდით მასზე. მაგრამ რეალურად ახლა იღებენ მონაწილეობას. ესენი არიან: ტურიზმის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის ოთხი სტუდენტი: ქეთევან ოსაძე; მზია აფციაური; რუსუდან ჩანტლაძე და დაჩი ჩიქოვანი. მათი მონაწილეობით უნდა მოხდეს ტექსტზე მუშაობა, საინტერესო ფაქტების მოძიება, რაც მთავარია მათ აქვთ მოტივაცია.

თქვენ უკვე ისაუბრეთ პროექტის მიზანზე, რა შედეგს ელოდებით მისი განხორციელებით?
ყველა ერს ჰყავს საამაყო შვილები, რომელთა საქმიანობის პოპულარიზაცია ეროვნული მნიშვნელობის საქმეა. ყველა სფერომ უნდა მიიღოს ასეთ საქმეში მონაწილეობა. ტურიზმი ვალშია დიდი მამულიშვილების წინაშე, რადგან დღემდე არ შექმნილა ასეთი თემატური მარშრუტი, რომელიც სტუდენტებს და მოსწავლე-ახალგაზრდობას მისცემს საქართველოს მღელვარე ისტორიაზე დაფიქრების საშუალებას.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია „დიპლომატები“

2020 წლის 10 დეკემბერს გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისსაქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტისა" (სსკი) და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური კონფერენციადიპლომატები“.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა დიპლომატიის საკითხებზე საინტერესოდ იმსჯელეს. წარმოდგენილი მოხსენებებისთვის მოგვიანებით სერტიფიკატები გადაეცემათ.

კონფერენციას პროფესორი მაია მანჩხაშვილი უძღვებოდა.

სტიპენდიანტთა ონლაინ კონფერენცია

2020 წლის 27 ნოემბერს გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა ონლაინ კონფერენცია. კონფერენციას უძღვებოდა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური. მომხსენებლებს და ონლაინ კონფერენციის დამსწრეებს მიესალმა და შემდგომი წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ:

  1. ანა ვაშაკიძე - ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ფონდ „იავნანას“ სიპენდიანტი, მოხსენების თემა: COVID 19 ფსიქოლოგიის ჭრილში;
  2. ბექა ზაქარაშვილი - ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ბკსმ სკოლის სტიპენდიანტი, მოხსენების თემა:დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა (ხელმძღვანელი - იოსებ არჩვაძე);
  3. ქეთევან ოსაძე - ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ბკსმ სკოლის სტიპენდიანტი, მოხსენების თემა: ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში (ხელმძღვანელი - იოსებ არჩვაძე);
  4. ნიკოლოზ ქებულაძე - კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ბკსმ სკოლის სტიპენდიანტი, მოხსენების თემა: Thread pool-ის იმპლემენტაცია C++-ში(ხელმძღვანელი - კობა გელაშვილი).

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ, პროფესორებმა კობა გელაშვილმა და ნიკო კვარაცხელიამ, ასოცირებულმა პროფესორმა ფიქრია წოწკოლაურმა, უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა - ჯაბა მესხიშვილმა. შეხვედრის ბოლოს სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა მადლობა გადაუხადა როგორც კონფერენციის მონაწილეებს, ასევე მათ ხელმძღვანელებს, პროფესორ კობა გელაშვილსა და მოწვეულ პროფესორ იოსებ არჩვაძეს და განუცხადა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში მისვლისას მათ დახვდებათ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატი, ისევე როგორც თემის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელი.
 

შეხვედრა SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

30 ნოემბერს გაიმართა ონალაინ შეხვედრა SANGU-ს სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ქეთი კაცელაშვილთან. 

შეხვედრაზე ქეთიმ ისაუბრა თვითმმართველობის ფუნქციების შესახებ, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა პანდემიამდე და რა ღონისძიებები იგეგმება ონალაინ რეჟიმში დისტანციური სწავლების პირობებში. 

შეხვედრაზე სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები, გამოიკვეთა ის თემები რა მიმართულებითაც უფრო მეტი ინტერესია. 
დაიგეგმა ასეთი სახის შეხვედრების ხშირად ჩატარება.
 

საჯარო ლექცია - ქართული დიპლომატია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე

2020 წლის 7 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ალექსანდრე რონდელის სახელობის საქართველოს სტრატეგიის და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, გიორგი ბადრიძემ, წაიკითხა ონლაინ ლექცია თემაზე: „ქართული დიპლომატია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე“. 

ქართულმა დიპლომატიამ სერიოზული გამოწვევები განვლო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. ბატონი გიორგი პირველივე დღეებიდან  აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. იგი ბოლო 30 წლის მანძილზე განვითარებული თითქმის ყველა მოვლენის მონაწილეა. მისი როგორც პროფესიონალის გამოცდილების გაზიარება მომავალი დიპომატებისა და ელჩებისთვის მნიშვნელოვანია. 

ონლაინ ლექციაზე - „ქართული დიპლომატია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე“ -  მომხსენებელმა მიმოიხილა ქართული დიპლომატია და დიპლომატიური სამსახურის საქმიანობა, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები, გააანალიზა საქართველოს საგარეო პოლტიკა, საერთაშორისო, ეროვნულ და პიროვნულ დონეზე, მომავალ ელჩებსა და დიპლომატებს თეორიულ სამეცნიერო ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ საქმიანობაზე დაყრდნობით პირადი გამოცდილება გაუზიარა.

ონლაინ ლექცია დისკუსიით დასრულდა.
 

„მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს რკინიგზის (აფხაზეთის მონაკვეთი) ამოქმედების რეალური პერსპექტივები“

4 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის პროფესორმა გელა ცაავამ წაიკითხა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - „მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს რკინიგზის (აფხაზეთის მონაკვეთი) ამოქმედების რეალური პერსპექტივები“.

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციების შესახებ

2020 წლის 2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციებისა შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო, პლაგიატის არსი და პლაგიატის ნაირსახეობები და დამსწრეებს გაეცნო პლაგიატის აღმოჩენის რეკომენდაციები და მასთან ბრძოლის სხვადასხვა ხერხები.

პროფესორ სერგო ვარდოსანიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

3 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თეოლოგიის დოქტორის პროფესორ სერგო ვარდოსანიძის 65 წლის იუბილეს. კონფერენციის პირველ ნაწილში პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს იუბილე მიულოცეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძემ), საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა (პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, პროფესორმა როლანდ კოპალიანმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, პროფესორმა დავით ჩერქეზიშვილმა), სასულიერო პირებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, დოქტორანტებმა და სხვ. კონფერენციის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო მოხსენებები პროფესორ სერგო ვარდოსანიძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ. მოხსენებები წარმოადგინეს: პროფესორმა ვახტანგ გურულმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ, ისტორიის დოქტორმა ირაკლი ლორთქიფანიძემ.

დასასრულს პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა მოახსენა დამსწრე საზოგადოებას და კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიაზე ისაუბრა, რომლის გამოქვეყნებასაც გეგმავს ის უახლოეს მომავალში.

ევროკავშირის ქვეყნებიდან სამეცნიერო გრანტების მოძიების შესაძლებლობების შესახებ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა

2020 წლის 30 ნოემბერს, 14:00 საათზე წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის და საზოგადოებასთან და საერთაშორისო სამსახურის ორგანიზებით, პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო პერსონალისთვის გაიმართა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებიდან სამეცნიერო გრანტების მოძიების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრაზე სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ჯაბა მესხიშილმა ისაუბრა პორტალ "EURAXESS საქართველოს" შესახებ. პორტალზე რეგისტრაციის გავლით, უნივერსიტეტის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში ყველა სამეცნიერო მიმართულებით, ექნებათ წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან  კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე.

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის შესახებ

2020 წლის 27 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და ამავე სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ.

„თურქეთის საგარეო პოლიტიკა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის "საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტისა" (სსკი) და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიერ 2019 წლის 25 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, სსკი-ის ინიციატივით, ამა წლის 4-25 ნოემბრის ჩათვლით, ჩატარდა სტაჟიორის პროგრამა „თურქეთის საგარეო პოლიტიკა“.

სტაჟიორის პროგრამის ავტორი და შემსრულებელი გახლდათ სსკი-ს თანა-დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი მაია მანჩხაშვილი. 

პროგრამის მიზანი გახლდათ სტუდენტებისათვის გაეცნო თანამედროვე თურქეთის საგარეო პოლიტიკის წინაშე მდგარი ამოცანები, თურქეთის საგარეო პოლიტიკის თავისებურებები, პრიორიტეტები და პოლიტიკური ტენდენციები.

სტაჟიორის პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ თურქეთის რესპუბლიკის პოლიტიკის თავისებურებებს დაფუძნებიდან დღემდე, თურქეთის რესპუბლიკის მთავარ იდეოლოგიურ ფუნდამენტურ პრინციპებს.

პროგრამის ფარგლებში განხილულ იქნა თურქეთის საშინაო, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და მოვლენები.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის ათმა სტუდენტმა: მარიამ ქამუშაძემ, თეონა მინესაშვილმა, მარიამ თაღიაშვილმა, ნინო ცაბაძემ, სოფიო მინდაძემ, ლარისა ბედიამ, ნინო გორგაძემ, გიორგი რომელაშვილმა, მარიამ ცნობილაძემ, ვახტანგ ღაჭავამ.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ლექცია თემაზე - „ქეთევან წამებული საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიულ მეხსიერებაში“

2020 წლის 26 ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ისტორიის დოქტორმა, კინოდოკუმენტალისტმა ბესიკ გაფრინდაშვილმა წაიკითხა ონლაინ ლექცია თემაზექეთევან წამებული საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიულ მეხსიერებაში“.

ონლაინ კონფერენცია თემაზე „თანამედროვე სკოლის დანიშნულება და გამოწვევები“

18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ონლაინ კონფერენცია თემაზე „თანამედროვე სკოლის დანიშნულება და გამოწვევები“. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობას მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა აღიარებული პედაგოგ-ნოვატორი შალვა ამონაშვილი. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ფინური საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ნატალია ედიშერაშვილი; არქიმედეს სკოლის დირექტორი ირაკლი მანელიძე; წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის თანადამაარსებელი, მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ექსპერტი, თეოლოგი, კახა ჟღენტი; რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე; ბოლნისის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე; თბილისის 192-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გოჩალეიშვილი. მომხსენებლებმა უპასუხეს ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტების კითხვებს.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ ბერიამ.
 

ლევან თაღიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე „გზა სულ არის, როგორ გამოვიყენოთ პანდემია, როგორც შესაძლებლობა“

19 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულმა ლევან თაღიაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „გზა სულ არის, როგორ გამოვიყენოთ პანდემია, როგორც შესაძლებლობა“.

SANGU-ს სტიპენდიანტები

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლიტერატურის მიმართულების ერთ-ერთ წარმატებულ სტუდენტს, მარიამ ჯიშკარიანს.
როგორი იყო მარიამის ცხოვრება სტუდენტობამდე, როგორია ახლა, რამ განაპირობა პროფესიის არჩევა და რა მიზნები აქვს მომავალში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგესალმები მარიამ.
მოგესალმებით.

როგორი იყო შენი ცხოვრება SANGU-მდე და როგორია მასთან ერთად?
SANGU-მდე ჩემი ცხოვრება ვერ ვიტყვი რომ ბანალური იყო, თუმცა ბევრად უკეთესია დღეს, SANGU-თან ერთად.  სასკოლო მეცადინეობებში და ღონისძიებებში აქტიურად ვიყავი ჩართული. ყველა საგანს თანაბარი მონდომებით ვსწავლობდი, თუმცა მეტ უპირატესობას ვანიჭებდი ქართულ ენას და ლიტერატურას. ამას ხელს უწყობდა, რაღა თქმა უნდა, ამ საგნის პედაგოგი, ჩემთვის გამორჩეული ადამიანი, ნინელი ობგაიძე და მამა, რომელიც ბავშვობიდან მიწვეთებს გულში ლიტერატურის სიყვარულს. სწავლასთან ერთად  დაკავებული ვიყავი მუსიკით. მაქვს დამთავრებული მუსიკალური ცხრაწლედი და ვაპირებდი კიდეც ჩემი მომავალი ამ სფეროსთან დამეკავშირებინა, ჩამებარებინა კონსერვატორიაში და განმევითარებინა ის რაც კარგად გამომდიოდა და ძალიანაც მიყვარდა. მაგრამ საბოლოოდ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღე, რაშიც დედაც დამეხმარა და ჩავაბარე SANGU-ში,  ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამის მიუხედავად მუსიკასთან განშორება მაინც არ დავუშვი და ორივე პროფესიას წარმატებით ვინარჩუნებ დღემდე.

ლიტერატურის სიყვარულმა მუსიკისას სძლია, რა გხიბლავს მასში ყველაზე მეტად?
ლიტერატურის არჩევა განაპირობა მისმა სიყვარულმა, სკოლის სხვა საგნებთან შედარებით თავს ყველაზე კომფორტულად ამ მიმართულებით ვგრძნობდი და ასეა დღესაც. ეს სიყვარული და ინტერესი კი მაძლევს მეტ სტიმულს და ძალას, რომ რაც დავიწყე და რა გზაზეც დავდექი, ბოლომდე საფუძვლიანად მივიყვანო. ყველაზე ძალიან, რაც ამ პროფესიაში მომწონს არის ის, რომ მაძლევს ზღვა ცოდნას, ვეცნობი მსოფლიო დონის მოაზროვნე ხალხის დანატოვარს, იმ დიდ საგანძურს რომელსაც ლიტერატურა ჰქვია. სხვადასხვა მკვლევრებისა და მეცნიერების მოსაზრებებს, საფუძვლიანად შევისწავლი ჩვენს ენას, გრამატიკას და ა.შ. ძალიან ბევრი რამით შეიძლება მოიწონოს თავი ამ პროფესიამ და მხოლოდ ერთს ვერ გამოვყოფდი.

მომავალში იქნები პრაქტიკოსი მასწავლებელი, მეცნიერი თუ სხვა გეგმები გაქვს?
როცა ჩემს პროფესიას ვასახელებ, ყოველთვის იქმნიან შთაბეჭდილებას, რომ მომავალში ვიქნები მასწავლებელი და ჩემი მოღვაწეობა შემოიფარგლება სკოლით. თუმცა ეს ასე არ არის, მე უფრო მეტის ამბიცია, უფრო დიდი მიზნები მაქვს,  ვიდრე სკოლაში პედაგოგობაა, მაგრამ ამ პროფესიასაც, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ. თავადაც უკვე მივიღე სკოლაში მუშაობის გამოცდილება და ძალიან ბევრი საინტერესო და ძვირფასი დღეები გავატარე ჩემს პატარებთან ერთად  ევროპულ სკოლაში. მაგრამ მაინც  მინდა მუდმივად განვითარების პროცესში  და რაღაც ახლის ძიებაში  ვიყო. ბაკალავრიატის შემდეგ ვაპირებ მაგისტრატურაზე ჩაბარებას, ამის შემდეგ ვგეგმავ დოქტორანტურასაც, ჩემს თავს ამ ეტაპზე მომავალში  ვხედავ კარგ ლიტერატორად და ლექტორად.

რას გავალებს სტიპენდიანტობა?
იყო სტიპენდიანტი ნიშნავს კეთილსინდისიერად ასრულებდე შენს, როგორც სტუდენტის ვალდებულებებს და მუდმივად, აქტიურდ იყო ჩართული საკუთარი თავის განვითარებასა და წარმოჩენაში. სტიპენდიანტობა არის დადასტურება ჩემი შრომისმოყვარეობისა, ეს არის სტატუსი, რომელიც მეტი პასუხისმგებლობით განმაწყობს როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს გამოიყენო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, აკეთო ბევრად მეტი და იყო გამორჩეული.

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო წარმატებისთვის?
წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა, საკუთარი თავის რწმენა, მიზანდასახულობა და მისკენ უშიშრად სწრაფვაა საჭირო. სირთულეების გადალახვაში მეხმარება ჩემს გონებაში  მუდმივად  მოძრავი ფრაზები დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთადან“, რომ - „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი“, „სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდებისო“ ამბობს იგი,  ხოდა მეც ვუმკლავდები სირთულეებს, „კენწეროში გატკბილების“ იმედით.


დიდი მადლობა მარიამ, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.
 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

SANGU-ს სტიპენდიანტები

დღეს SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებატა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტს, ეკატერინე მათითაიშვილს გაგაცნობთ.
რატომ გადაწყვიტა ფსიქოლოგიის შესწავლა და რა მოსწონს ყველაზე მეტად მის პროფესიაში ინტერვიუდან შეიტყობთ.

მოგესალმები ეკატერინე.
მოგესალმებით.

გვიამბე შენს შესახებ, რა იყო SANGU-მდე?
SANGU-მდე იყო ბათუმი. იქ დავიბადე და 18 წელიც ზღვის პირას გავატარე. სკოლის წლები არაფრით განსაკუთრებული არ ყოფილა. ვსწავლობდი, დედას პატარა და-ძმის გაზრდაში ვეხმარებოდი და პარალელურად წიგნების მაღაზიაში ვმუშაობდი. სკოლაში გვიან შემიყვანეს და გადავწყვიტე, ექსტერნის გამოცდები ჩამებარებინა, ერთი წელი რომ არ დამეკარგა. ჩავაბარე და მერე, SANGU-შიც მოვხვდი..

რატომ გადაწყვიტე ფსიქოლოგიის შესწავლა?
პროფესია სკოლაში გატარებულმა წლებმა ამარჩევინა. უფროსი და მყავს, რომელიც სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე იყო. ამის გამო, ხშირად მას მადარებდნენ და რაღაც მხრივ, მბოჭავდნენ. სულ მინდოდა, ისეთი ადამიანი ყოფილიყო იქვე, ვისთანაც ამ პრობლემებზე ვისაუბრებდი. ის კი, მასწვლებლებს აუხსნიდა, რომ ყოველივე, ცუდად მოქმედებდა ბავშვზე. ჰოდა, გადავწყვიტე, ადამიანის ფსიქოლოგია შემესწავლა და სკოლის ფსიქოლოგი გამოვსულიყავი, რომ სხვებს ჰქონოდათ ის, რაც მე მაკლდა იმ წლებში.

რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს პროფესიაში?
ყველაზე მეტად, ალბათ ის მომწონს, რომ ადამიანებს ვსწავლობ. ვიაზრებ, რას როგორ და რატომ ვაკეთებთ, და იმასაც ვხვდები, როგორ გავხადო ჩემი თავი უფრო უკეთესი. თან, იმის საშუალებაც მექნება, რომ სხვებს პრობლემების გადაჭრაში დავეხმარო და ეს, ყველაზე მეტად მახარებს. მიყვარს ხალხის დახმარება.

სად წარმოგიდგენია თავი სწავლის დასრულების შემდეგ?
ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე, თუ სად ვიქნები სწავლის დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიით ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, თუმცა წინასწარ საუბარი არ მინდა.

იყო სტიპენდიანტი ნიშნავს...
დიდ პასუხისმგებლობას. მინდა, უნივერსიტეტის იმედები გავამართლო და დავამტკიცო, რომ ამ ყველაფერს ვიმსახურებ.

ყველაზე შთამბეჭდავად რა გახსენდება SANGU-დან?
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ქალბატონმა თამუნა მერაბიშვილმა მოახდინა. გარდა იმისა, რომ მისი საგანი, ტრანსსაქციული ანალიზი ძალიან საინტერესოა, მისმა სტუდენტებისადმი დამოკიდებულებამაც ძალიან მომხიბლა. ამ საგნის გავლისას ყველაზე მეტად ვიგრძენი, რომ ჩემი შრომა ფასდებოდა და ლექტორიც სიხარულით ხსნიდა ნებისმიერ თემას. ალბათ, ჩემთვის, ქალბატონი თამუნა პედაგოგის იდეალია. რა თქმა უნდა, ყველა ლექტორთან ურთიერთობა გამორჩეულია. ძალიან ბევრმა მათგანმა  უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მასწავლეს, რომ ურთიერთობისას სტატუს არ აქვს მნიშვნელობა. ასევე, მახსენდება, ჩემი ერთ-ერთი ლექტორი, რომელმაც თავისი დამოკიდებულებით, განათლებით, შრომისმოყვარეობით, მაჩვენა,  რომ პროფესონალიზმს ასაკი არ განსაზღვრავს. მასთან ურთიერთობა, მისი ყოველი ლექცია შთამაგონებელი იყო ჩემთვის. უნდა აღვნიშნო ჩემი მეგობრები, რომლებიც სანგუს მეშვეობით მყავს და ალბათ, ამის გამო ყველაზე მადლიერი ვარ უნივერსიტეტის. მათთან უერთიერთობა ყოველ დღე ბევრ რამეს მასწავლის და ზოგიერთმა მათგანმა უკეთესი მეგობარი და ადამიანი გამხადა.

რა არის შენი წარმატების ფორმულა?
შრომა, მიზანდასახულობა და  საკუთარი თავის რწმენა.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

პროფესორ ვახტანგ მაისაიას საჯარო ლექცია "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები“

12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები“. პროფესორი ვახტანგ მაისია შეეხო ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცა:

  • ყარაბაღის კონფლიქტის პრეისტორია 2020 წლის სექტემბრამდე;
  • 2020 წლის სექტემბრიდან 10 ნოემბრის შეთანხმებამდე განვითარებული საომარი მოქმედებები;
  • 2020 წლის 10 ნოემბრის ცხრა პუნქტიანი შეთანხმება და შეთანხმების ბუნდოვანი ნაწილი;
  • რუსეთ-თურქეთის ინტერესების თანხვედრა და თანამშრომლობა რეგიონში;
  • სომხეთის სატრანზიტო ფუნქციის დაბრუნების შესაძლებლობები;
  • 10 ნოემბრის შეთანხმების მნიშვნელობა საქართველოსთვის;
  • ირანის გეოსტრატეგიული ინტერესი რეგიონში;
  • აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და თურქეთში.

დასასრულს პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ დასმულ კითხვებს უპასუხა.
 

SANGU-ს სტიპენდიანტები

რუბრიკაში SANGU-ს სტიპენდიანტები წარმოგიდგენთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების IV კურსის სტუდენტ მარიამ ციცვიძეს.
მარიამი მიიჩნევს, რომ ქართული უნივერსიტეტი აფასებს სტუდენტთა მონდომებას, ნიჭიერებას, შესაძლებლობებს. ამგვარ დაფასებად კი მისი სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტს, სტიპენდიანტობას გულისხმობს.

მარიამ, რატომ გადაწყვიტე SANGU-ში ისტორიის შესწავლა?
ისტორიის დიდმა სიყვარულმა 2017 წელს წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში მომიყვანა. ეს არის ადგილი, სადაც საუკეთესო პირობები და მუდამ მეგობრული გარემოა. სწავლა დავიწყე სრულიად ახალ გარემოში, სადაც ჩემი თავი უფრო მეტად აღმოვაჩინე. სწორედ აქ მივხვდი, რომ შესაძლებლობები ფასდება. 

ახლა როცა დამამთავრებელ კურსზე ხარ, როგორ ფიქრობ, რა მოგცა SANGU-მ?
SANGU-მ მომცა გამბედაობა და მასწავლა შრომისუნარიანობა, ჩემი მონდომებაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ აქ არ მთავრდება, მომავალში მეტად ამაყი და გაბედული ვიქნები, რათა მივაღწიო ყველა დასახულ მიზანს. 

იყო სტიპენდიანტი ნიშნავს...
ვიყო სტიპენდიანტი ჩემთვის დიდი სტიმულია, ვინაიდან წინსვლასა და წარმატებასთან ერთად მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. უნივერსიტეტის უმაღლესი დონის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით, მე შევძელი თითოეული საკითხი საფუძვლიანად შემესწავლა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.

რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად?
განვლილმა წლებმა მიმახვედრა, რომ მიზანდასახულობითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, ამიტომ სტუდენტებს ვურჩევდი, იყვნენ ორიენტირებულები და იმუშაონ საკუთარ თავზე რაც შეიძლება მეტი.

წარმატებებს გისურვებ.

გმადლობთ.

ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

6 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორისა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის დაბადებიდან 300 წლისთავს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ქართული უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები. 
 

SANGU-ს სტიპენდიანტები

მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც ათასობით ჩინური იეროგლიფის დამახსოვრებასა და წერას ახლავს, ალექსანდრე მგალობლიშვილმა პირველი კურსიდანვე გადაწყვიტა  შესწავლა იმ  ენისა, რომელმაც მსოფლიოში ერთადერთმა შემოინახა იდეოგრაფიული დამწერლობა. ალექსანდრე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.

მოგესალმები ალექსანდრე.
მოგესალმებით.

რამ განაპირობა შენი არჩევანი პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევის დროს?
უკვე ოთხი წელია წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ეს ჩემთვის საამაყოა. უნივერსიტეტში სწავლის უმაღლესი ხარისხია ყველა მიმართულებით. პროფესიის არჩევა მეტწილად განაპირობა ენებისადმი ადრინდელმა ინტერესმა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა ნამდვილად საამაყო და საპასუხისმგებლო საქმიანობაა. ჩემი პროფესიაც ამ მოტივით შევარჩიე. სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე ვანდე ჩემი განათლება ქართულ უნივერსიტეტს, მის პროფესურას.

ჩინური ენით პირველივე კურსიდან დაინტერესდი, მაგრამ ჩინეთში როგორ მოხვდი?
დიახ, პირველი კურსიდანვე დავიწყე ენის შესწავლა და როდესაც პედაგოგებთან ერთად გაწეული შრომის შედეგად ჩავაბარე ჩინური ენის დონის განმსაზღვრელი გამოცდა, წარმატებით გავიარე გასაუბრების ეტაპი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში, სრული სტიპენდიით ჩავირიცხე ნომერ პირველ პრიორიტეტად მითითებულ უნივერსიტეტში. 

რა მოგცა განვლილმა გზამ, რა უნარებით დაბრუნდი სამშობლოში?
განვლილი გზა იყო გამოწვევებით სავსე. დასახული მიზნისკენ სვლა უდიდეს სიამოვნებას და ენერგიას სძენს პიროვნებას. Zhejiang University-ში გატარებული თვეები განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტმა შემომთავაზა სწავლის უმაღლესი ხარისხი. ამასთანავე, სწავლის პერიოდში, შევხვდი და დავუმეგობრდი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, ხალხთა შორისი ურთიერთობები ხომ უაღრესად მნიშვნელოვანი გახლავთ.

2019 წლის შემოდგომის სემესტრში გახდი სტიპენდიანტი.
ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი ენერგია და მოტივაცია შემძინა. მიღწეულ წარმატებაში აუცილებლად მინდა აღვნიშნო თითოეული პროფესორ-მასწავლებლის ღვაწლი და მადლობა გადავუხადო მათ!

შენი აზრით, როგორ გამოიყურება უნივერსიტეტი პანდემიის პირობებში?
მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ამჟამად ქართული უნივერსიტეტი სწავლის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. უდავოა, რომ ქართული უნივერსიტეტის გუნდმა, სტუდენტებთან ერთად, მოახერხა, შექმნილი რთული ვითარება არ ასახულიყო სწავლის ხარისხზე. უნივერსიტეტი წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას, სტუდენტები ვითარდებიან, იღებენ ახალ ცოდნას და გამოცდილებას, ხშირია ონლაინ-კონფერენციები და დისკუსიები საინტერესო თემებზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული სტუდენტი იზიარებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, სწორედ პრობლემისადმი ამგვარი მიდგომით ყველა ერთად დავამარცხებთ პანდემიას და მალე დავუბრუნდებით ცხოვრების აქტიურ რეჟიმს.

დატვირთული გრაფიკის შემდეგ რით ახერხებ განტვირთვას?
ვფიქრობ თითოეულ ადამიანს სჭირდება პერიოდული განტვირთვა და დასვენება. პირადად ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება, ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითი. უნივერსიტეტი ყოველთვის გვთავაზობდა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, ასევე სხვადასხვა სპორტული კლუბი. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ჩემი დამოკიდებულება კალათბურთისადმი. ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ სპორტის ამ სახეობით, რამდენადაც მასში ერთდროულად არის საჭირო როგორც ფიზიკური მონაცემები, ასევე გონებრივი აზროვნება, რაც უაღრესად საინტერესოს ხდის თამაშის პროცესს.

რას ურჩევ ჩინური ენით დაინტერესებულ სტუდენტებს, რომლებსაც ჩინურის სწავლა ძნელად წარმოუდგენიათ?

მინდა თითოეულ სტუდენტს ვურჩიო, არ შეუშინდნენ ჩინური ენის სირთულეს და არ თქვან უარი საკუთარ მიზნებზე. გჯეროდეთ, რომ შრომა აუცილებლად დაგიფასდებათ!

დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


 მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

30 წელი 1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან

2020 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს უახლესი ისტორიისათვის. 28 ოქტომბერს ქართველმა ერმა განაჩენი გამოუტანა საბჭოთა რეჟიმს, საქართველოში მშვიდობიანად მოხდა ხელისუფლების შეცვლა. უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა, ასევე, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. სამწუხაროდ, საქართველოს უზენაესი საბჭოს მოღვაწეობა უცხო სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილმა სახელმწიფო გადატრიალებამ შეაჩერა. უზენაესი საბჭოს წევრების დიდმა ნაწილმა დევნა და რეპრესიები განიცადა, ბევრმა მათგანმა ბოლომდე უერთგულა ეროვნულ ინტერესებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ უზენაესი საბჭოს დეპუტატები: პროფესორები - ტარიელ ფუტკარაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, მანანა ტაბიძე; სოციოლოგიის დოქტორი ბიმურზა დადეშქელიანი, ისტორიის დოქტორები - მანანა გაბაშვილი, ლევან ჯიქია, ბადრი ნაჭყებია, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ირაკლი ლორთქიფანიძე, ეკატერინე ფავლენიშვილი.

დასასრულს პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ შეაჯამა კონფერენციის მუშაობა და მადლობა მოახსენა თითოეულ მომხსენებელს კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
 

SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

რუბრიკაში SANGU-ს წარმატებული სტუდენტები ძალიან საინტერესო და ყველაზე არაორდინალურ გოგონას, მარიამ მიხელიძეს გაგაცნობთ, რომელსაც გარდა სწავლისა უამრავი გატაცება აქვს და რომლისთვისაც არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც გადაულახავია.
მარიამი SANGU-ს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებული და ახლა უკვე ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონდულტირების მაგისტრატურის სტუდენტია.

მოგესალმები მარიამ.
მოგესალმებით.

რატომ აირჩიე პროფესიად ფსიქოლოგია?
ჩემი პროფესიის ქართველი ვარსკვლავების - თეა გოგოტიშვილის და დიმიტრი ნადირაშვილის გამო, თუმცა, ბაკალავრიატზე სწავლისას აღმოვაჩინე, რომ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ღირსეული პიროვნება მოღვაწეობს ამ სფეროში ჩვენს უნივერსიტეტში, ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან საუბარი, თანამშრომლობა.

გარდა ამისა, ალბათ, არანაკლებ სიამოვნებას და სიხარულს განიჭებდა ის აქტივობები,  რომლებშიც სტუდენტობის წლებში იყავი ჩართული.
დიახ, წილად მხვდა ბედნიერება, სანგუში მოწვეული თორნიკე სხიერელის მოსწავლე ვყოფილიყავი ორი წელი და მასთან ერთად მემღერა ჩვენი უნივერსიტეტის ანსამბლში. პარალელურად, ტანგოს ვცეკვავდი. ორჯერ გავუკეთე ორგანიზება ტანგოს გაცნობით საღამოს SANGU-ში ქართველი და არგენტინელი მოცეკვავეების მონაწილეობით.

ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ შენს შემდგომ განათლებაზე ზრუნვა ისევ ქართულ უნივერსიტეტს ანდე.  ახლა, როცა დისტანციურად აგრძელებ  სწავლას მაგისტრატურაში, როგორია  ვირტუალური SANGU?
სწავლის ვირტუალური პროცესი დროის მენეჯმენტს მიადვილებს, სამსახურიდან ლექციაზე დროულად დასწრება ბევრად უფრო მარტივი გახდა, - უკვე მეორე სემესტრია, ამ მოდელს ვიყენებთ, დასაწყისში ცოტა მერთულა და მეუცნაურა, მაგრამ შემოქმედებითი ადაპტაცია ამ სიტუაციაშიც დამეხმარა.

პირველივე კურსიდან სანგუში ველოსიპედით გამოჩნდი, ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ გამორჩეული და ყველაზე საყვარელი ადგილი შენთვის კავკასიის ველო ქსელია, რომელიც  გასულ წელს  მეგობრებთან ერთად  დააფუძნე.
კავკასიის ველო ქსელს ვეძახი ჩემს შვილს და ყველა ნაბიჯს, ღონისძიებას, აქტივობას, - რომელთაც ვახორციელებთ, ვაკეთებთ მთელი გულით და ძალიან ყურადღებით. მე და ჩემი მეგობრები წლებია გადავადგილდებით ველოთი ქალაქში, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. არსებობს ბევრი პრობლემა და დაბრკოლება, რომლებიც გვაერთიანებს და ამ საკითხების გადასაჭრელი ჩვენეული ფორმა მოვიფიქრეთ - ჩვენს რეგიონში ველოკულტურის განვითარების და პოპულარიზებისთვის შევქმენით "კავკასიის ველო ქსელი" საზოგადოება, რომელიც დღითიდღე იზრდება. ვავრცელებთ იმ ძირითად ინფორმაციას, რომელიც ველოთი უსაფრთხოდ გადაადგილებისთვისაა საჭირო. ვატარებთ არაკომერციულ ველო ტურებს და საინფორმაციო შეხვედრებს.

როგორც ვიცი, შენმა  პროექტმა იდეების კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსდა.
დიახ, ასეა, დაგვაფინანსეს და ვემზადებით ველო შეჯიბრისთვის, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართება, ეს იქნება პირველი ველო შეჯიბრება „კავკასიის ველო ქსელისთვის“.

გარდა ამ საქმიანობისა მუშაობ საბავშვო ბაღში.
ბაღში ადრეული განათლების სპეციალიზაციით ვარ - ჩემს პროფესიასთან ყველაზე ახლოსაა, სადაც კი ოდესმე მიმუშავია, ჩემს სამსახურებს ძირითადად, ბავშვები აერთიანებდნენ. პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს გლოვოში დავიწყე მუშაობა, რადგან იძულებული გავხდი, რამე გამოსავალი მომეძებნა იმ პირობებში, როცა ყველაფერი დაიკეტა, მათ შორის ბაღიც. ველოთი კურიერობა ჩემთვის მაინცდამაინც გამოწვევა არ ყოფილა - ველოზე ცხოვრება შემიძლია, ძირითად პრობლემას ჩანთის სიმძიმე და საზოგადოების უკონტროლო ინტერესი წარმოადგენს, რომელსაც გოგო კურიერის დანახვისას იჩენენ და საკმაოდ შემაწუხებელია.

რა გეგმები გაქვს სწავლის დასრულების შემდეგ?
ვგეგმავ ველოთი მოგზაურობას ისეთ ადგილებში, სადაც ტანგოს ცეკვაც იქნება შესაძლებელი. მოგზაურობის შემდეგ კი ვაპირებ ფსიქოლოგიურ კვლევით ცენტრში მუშაობას, თუ  უკვე არსებულში  ვერ ჩავერთვები,  რამე "ახლის" შექმნაზე ვიზრუნებ.

საუბრის დასასრულს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ძალიან უშიშარი და მიზანდასახული გოგო ხარ,  ყველა სიტუაციიდან პოულობ გამოსავალს და ნებისმიერი წვრილმანი გაბედნიერებს...
მთავარია არ შეგვაშინოს არსებულმა პრობლემებმა. იმ გარემოს, იმ ადამიანებს, რაც და ვინც არიან ჩვენ გარშემო, განსაკუთრებულად გავუფრთხილდეთ, ნებისმიერი წინააღმდეგობის შეხვედრისას  გვჯეროდეს, რომ უკეთესი გამოსავალი არსებობს და არასდროს შევწყვიტოთ ამ უკეთესის ძიება ჩვენს თავში და ჩვენ გარშემო.

დიდი მადლობა მარიამ, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

AIESEC-ი მსოფლიოს 126 ქვეყანაში SANGU–ს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებს სთავაზობს

2020 წლის 20 ოქტომბერს SANGU–ს გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ახალგაზრდულმა საერთაშორისო ორგანიზაცია – AIESEC-მა ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია AIESEC-ის მოხალისეობრივი და პროფესიული ანაზღაურებადი გაცვლითი პროგრამების შესახებ,  რომელიც 126 ქვეყანას მოიცავს.

AIESEC-ის პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 18-30 წლამდე ასაკის პირებისთვის. 

ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები. პრეზენტაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროექტების შესახებ, ყველა საკითხზე მნიშვნელოვანი დიალოგი გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობის მონაწილეობა ხელს შეუწყობს AIESEC-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ სტუდენტებში ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელებას.  


 

SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

SANGU-ში სხვადასხვა სფეროში წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდები სწავლობენ.
დღეს გაგაცნობთ ბოლნისის სიონის ფეხბურთელს, თორნიკე ჯანგიძეს, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების II კურსის სტუდენტია.
11 წელია აქტიური საფეხბურთო ცხოვრებით არის დაკავებული, მისი სურვილია ორივე სფეროში წარმატებას მიაღწიოს. მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის - „მთავარია არ დანებდე არასდროს და განაგრძო შრომა დასახული მიზის მისაღწევად“.

მოგესალმები თორნიკე.
მოგესალმებით.

უკვე მეორე წელია SANGU-ში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობას ეუფლები, რამ განაპირობა პროფესიის არჩევა?
სკოლის და აბიტურიენტობის წლებში ხშირად მეცვლებოდა პროფესიებისადმი შეხედულებები. საბოლოოდ ბიზნესის ადმინისტრირებაზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ვფიქრობ, რომ დღეს ერთ-ერთი პერსპექტიული სფეროა, რომელსაც ბევრი საინტერესო განხრა აქვს.

სანგუში სწავლის გადაწყვეტილება...
უპირველეს ყოვლისა, თუ რატომ ავირჩიე სანგუ, არის ის, რომ უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და აკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს.  SANGU-ში არის ძალიან თბილი გარემო, რაც სასწავლო პროცესს ბევრად სასიამოვნოს ხდის.

რა ასაკიდან ხარ სპორტით დაკავებული, მიღწეულ წარმატებათა შორის რომელს გამოარჩევ?
8 წლის ასაკში, ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მშობლებმა შემიყვანეს ფეხბურთზე და მას შემდეგ  სპორტის ამ სახეობით ვარ დაკავებული. ამ ხნის მანძლზე ბევრი გამორჩეული მომენტი დამიგროვდა, თუმცა მაინც ყველაზე დიდი წარმატება იყო საქართველოს ნაკრების 19 წლამდელთა მაისურით უნგრეთში მოპოვებული ელიტ რაუნდის საგზური. ამჟამად ვთამაშობ ბოლნისის სიონში, იჯარის წესით.

სწავლა და აქტიური საფეხბურთო ცხოვრება, როგორ უთავსებ ერთმანეთს?
11 წელია აქტიურად ვთამაშობ ფეხბურთს და ფაქტიურად მთელი ცხოვრება მიწევს სწავლის და სპორტის შეთავსება, რაც ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ჩვეულებრივზე მეტი მონდომება და შრომაა საჭირო რათა ფიზიკურად დამღლელი დღის შემდეგ დრო სწავლასაც დაუთმო.

ფეხბურთი ისეთი სპორტია, ძირითადად ღია ცის ქვეშ ხდება თამაში, მაგრამ კოვიდმა, ალბათ, რაღაც დოზით მაინც შეცვალა აქტიური სპორტული ცხოვრება...
დიახ, კოვიდმა ნამდვილად შეცვალა ჩვენი აქტიური სპორტული ცხოვრება. საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებით რამდენიმე თვით მოგვიწია გაჩერება, რაც სპორტსმენისთვის ძალიან დიდი დროა. ამჟამად ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს ჩემპიონატი, თუმცა მაყურებლის გარეშე.

რა არის მნიშვნელოვანი წარმატებისთვის?
იმისათის რომ წარმატებული იყო სფეროში რომელიც აირჩიე, საჭიროა ძალიან ბევრი შრომა. მთავარია არ დანებდე არასდროს და განაგრძო შრომა დასახული მიზის მისაღწევად.

რა გეგმები გაქვს სწავლის დასრულების შემდეგ?
სწავლის დასრულების შემდგომი გეგმები დამოკიდებულია როგორც სწავლაზე, ასევე სპორტზეც, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმედი მაქვს, შევძლებ ორივე სფეროში სათანადოდ დავიმკვიდრო ადგილი და ბოლომდე მივყვე არჩეულ გზას.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

"ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020"-ის მასალები

2020 წლის 22 ივნისს, გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია: ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დოქტორებმა, ასევე, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტებმა. კონფერენცია გაიმართა ორ სექციად, ისტორიისა და ფილოლოგიის მიმართულებით.    

კონფერენციის მასალები იხილეთ ბმულზე
 

ქართული უნივერსიტეტი იუბილარია

12 წლის წინ, 2008 წლის 12 ოქტომბერს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე (53 ა) უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი:
"ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებიც აღემატება დღევანდელობას. ასეთი მოვლენის წინაშე ვდგავართ დღეს-ასე დაიწყო თავისი გამოსვლა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც იხსნებოდა გელათის, იყალთოს აკადემიები, ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის ოცნებას, რომ გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებითა და მოღვაწეობით და `ახალი ათინა თავისი დიდი მეცნიერებით და აი, დღეს იხსნება საეკლესიო უნივერსიტეტი, რომელიც არის მემკვიდრე გელათის აკადემიისა. საკითხი ურთიერთობის ცოდნისა ანუ მეცნიერებისა და სარწმუნოებისა, ეს არის უძველესი თემა. ეს თემა ჯერ კიდევ პირველ-მეორე საუკუნეებში იყო აქტუალური, ამაზე მსჯელობდნენ და ფიქრობდნენ დიდი მეცნიერები და განსაკუთრებით ისეთი ცნობილი და დიდი მეცნიერი, როგორიც იყო კლიმენტი ალექსანდრიელი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრია იყო ცენტრი მეცნიერებისა, იქ მოღვაწეობდნენ უდიდესი ფილოსოფოსები. ცნობილი იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, სკოლა. კლიმენტი ალექსანდრიელი თავის ისტორიულ ნაშრომში წერს, თუ რა ურთიერთდამოკიდებულებაშია ცოდნა და რწმენა. იგი ამბობს, რომ პირველადი არის რწმენა და ზედ დაშენებულია ცოდნა, ბოლოს კი აკეთებს ასეთ დასკვნას, რომ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი კი მეგობარი ღვთისა აი, ასეთ საფეხურზე აჰყავს კლიმენტი ალექსანდრიელს ადამიანი. თქვენ ასევე იცით, რომ ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა ცოდნის შეძენას, იგი მუდამ ეწაფებოდა მეცნიერებას, მის გონებაში არასოდეს იყო წინააღმდეგობა ცოდნასა და რწმენას შორის, გავიხსენოთ თუნდაც პეტრიწონის მონასტერყ, სადაც სატრაპეზოს კედლები იყო მოხატული ანტიკური ფილოსოფოსების პორტრეტებით, მუდამ იყო საფუძველი დიდი ღვთისმეტყველებისა და გამოთქმული იყო ასეთი სიტყვები, რომ ფილოსოფია არის მსახური თეოლოგიისა. დღეს ბედნიერი დღეა, იხსნება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც გააგრძელებს იმ ტრადიციებს, რომლებიც არსებობდა ჩვენს ისტორიულ წარსულში. მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს მოვლენა. მინდა აღვნიშნო, რომ დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენი ხელისუფლებისაგან. დღეს არის ზეიმი ქართველი ადამიანის გონებაში, გულში. ამ ისტორიულ დღეს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს გახსნილად ვაცხადებ".

გილოცავთ ქართული უნივერსიტეტის დღეს.
 

შეხვედრა საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, გაეროს მოსახლეობის ფონდის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს, კონრად ადენაუერის ფონდის, ევროპის ფონდის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ: ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი.

სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობებისა   და ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ისაუბრეს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა, საქართველოს საპატრიაქროს წარმომადგენელმა ინტერრლიგიურ საბჭოში, პროფესორმა თეა გოგოტიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გაჩეჩილაძემ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გერმანიის ელჩი, ბატონი ჰუბერტ ქნირში; საბერძნეთის ელჩი, ბატონი დიმიტრიოს კარაბალისი; შვეიცარიის ელჩი, ბატონი პატრიკ ფრანცენი; საფრანგეთის ელჩი, ბატონი დიეგო კოლასი; იტალიის ელჩი, ბატონი ანტონიო ენრიკო ვალვო, მიტროპოლიტი შიო, მთავარეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

დისკუსია შეაჯამა შეხვედრის მოდერატორმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

SANGU-ს სტიპენდიანტები

რუბრიკაში SANGU-ს სტიპენდიანტები წარმოგიგდენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების IVკურსის სტუდენტ შოთიკო ყურუას, რომელსაც უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე ერთი სული ჰქონდა, კურსელი ბიჭები გაეცნო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ჯგუფში მხოლოდ გოგონები იყვნენ. შოთიკო იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ნიჭიერი, წარმატებული, საინტერესო პიროვნებაა,  რომელმაც წიგნის სიყვარულით აირჩა პროფესია და სრულიად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ პროფესიით მომუშავეს უნდა ჰქონდეს მომავალი თაობის წინაშე. ეს რომ ხმამაღალი ნათქვამი არ არის, ამაში ინტერვიუ დაგარწმუნებთ. 


მოგესალმები შოთიკო.
მოგესალმებით.


გვიამბე შენ შესახებ, როგორ მოხვედი უნივერსიტეტში, როგორ სწავლობ, რა ინტერესები გაქვს...
2017 წლიდან ვარ წმ. ანდრიას ქართული უნივერისტეტის სტუდენტი. რა თქმა უნდა, სტუდენტობამდე იყო სკოლა და აბიტურიენტობის მძიმე  წლები, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ძალიან ტკბილად მახსენდება. უნივერისტეტში სწავლამდე მქონდა სამი ძირითადი ჰობი: კითხვა, სიმღერა და თქვენის ნებართვით, ერთ მათგანს საიდუმლოდ შევინახავ, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა დროს მასაც გავამხელ! უნივერისტეტში სწავლის პერიოდში ბევრმა დროებითმა გატაცებებმაც იჩინა თავი სწავლის პარალელურად. შემიძლია დავასახელო მთაში მოგზაურობა, ბუკინისტური იშვითი წიგნების შეძენა (ეს ბოლო უკვე  ძირითადში გადადის).
სტუდენტობის პირველ წელს ბევრს მოველოდი უნივესრიტეტისგან. მათგან ბევრი ამისრულდა, ბევრი განვახორციელე მე თვითონ. ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუდენტობის პირველ სამ წელს არ დაემთხვა კორონავირუსის პანდემია - ეს მნიშვნელოვნად დამაზარალებდა!
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ვაპირებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობას. მართალია, სათქმელად ძალიან ადვილია, რომ გინდა იყო მასწავლებელი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდ შინაგან ძალებსა თუ ბრძოლასთან არის დაკავშირებული. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ვგეგმავ მაგისტრატურის მიმართულებით გავაგრძელო სწავლა და ამით კიდევ ერთი ნაბიჯით მვუახლოვდე იმ მიზანს, რომელსაც - ჩემი ქვეყნის სამეცნიერო სამსახურს ვუწოდებ!

როდის მიხვდი, რომ ფილოლოგი უნდა ყოფილიყავი?
როგორც ზევით აღვნიშნე, გსურდეს გახდე მასწავლებელი ძალიან დიდ შინაგან ძალისხმევასა და ბრძოლას მოითხოვს. სკოლაშივე გადავწყვიტე, რომ პროფესიად ფილოლოგია უნდა ამერჩია, რადგან  ჩემს თავს სხვა სფეროში უკვე ვეღარ ვხედავდი.

ალბათ, რომელიმე მასწავლებელმა იქონია ზეგავლენა ამ გადაწყვეტილების მიღებაზე?  
ფილოლოგიის სიყვარული ჩემში ორმა ახლობელმა ადამიანმა ჩანერგა და თუ შესაძლებელია, მათ აქ დავასახელებ, რაც ჩემგან დიდი სიყვარულისა და მადლობის დასტური იქნება. ეს ადამიანები არიან კლარა ზარანდია და ნანა ფაჩულია (მენჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) - პირველმა ადამიანმა შემაყვარა წიგნების კითხვა, მას მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სავსე მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტებით, ხოლო ჩემმა მასწავლებელმა ეს სიყვარული კიდევ უფრო გააღვივა და საბოლოოდ ასე გავხდი  „სიტყვის სიყვარულის“ ნაწილი. ხშირად მეკითხებიან ხოლმე - რატომ აირჩიე? ვის სჭირდება დღეს ეგ პროფესია? და ა.შ. მაგრამ დღეს ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან მასწავლებლობა მომავლის პროფესიაა, რომელიც დღეის მდგომარეობით ფერფლიდან უნდა აღდგეს, როგორც ფენიქსი.

საინტერესოა, რომ ასე ხალისით და მსუბუქი იუმორით საუბრობ ამ სერიოზულ თემებზე. 
 მეტი სიხალისისთვის ერთ რამესაც გაგიმხელთ, ჩემი კურსელებისთვისაც ბევრჯერ მითქვამს: როგორც კი ჩავირიცხე, მაშინვე უნივერისტეტის გვერდზე დავიწყე ჩემი კურსელების მოძებნა, მოკლედ 11-12 გოგო გამომეხმაურა, რომლებიც ჩემი კურსელები იყვნენ, მე ველოდი, რომ ბიჭებიც გამოჩნდებოდნენ და ეს იმედი 17 სექტემბრამდე არ დამიკარგავს, მაგრამ ამაოდ: ჩემს კურსზე 23 გოგო და ერთი მე აღმოვჩნდით. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იმდენად გამიმართლა კურსელებშიც კი, რომ დღემდე საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს და აუცილებლად ასე გაგრძელდება სწავლის დასრულების შემდეგ.

შენ ხარ სტიპენდიანტი და დარწმუნებული ვარ, გაცნობიერებული გაქვს ეს პასუხისმგებლობა. 
სტიპენდიანტობა არ არის მხოლოდ ახალი შემოსავლის წყარო, არამედ გარკვეული პასუხისმგებლობა  უნივერსიტეტის, ფაკულტეტისა თუ პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე. მე დღეს ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ისეთ რთულ პერიოდში გავხდი SANGU-ს სტიპენდიანტი, როდესაც  შინაგანი თუ ფიზიკური ძალების მაქსიმალური მობილიზება მართებს ადამიანს, რადგან ეპიდემიურ სიტუაციას, ჩაკეტილობას, ონლაინ სწავლებას თავისი ფსიქოლოგიური წნეხი ახლავს. ამასთან, იმ დღის შემდეგ, რაც გავხდი წმ. ანდრიას ქართული უნივერისტეტის სტიპენდიანტი, ხშირად ვამბობ: „რა ყოფილა კორონა“. 

როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება დღეს, თვითონვე ახსენე, კორონავირუსის პირობებში?
ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სტუდენტური ცხოვრება პირველივე კურსიდან არ ყოფილა ერთფეროვანი. ჩემს თავს ამის საშუალებას არასდროს ვაძლევდი და ამაში ხელს პროფესორ-მასწავლებლებიც მიწყობდნენ. ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა აქტივობებში, კონფერენციებში და ა.შ. სხვანაირად სტუდენტური ცხოვრება ვერც წარმომიდგენია! პანდემიის პერიოდში, როდესაც უნივერისტეტი ონალინ სწავლებაზე გადავიდა (აქვე მადლობას გადავუხდი უნივერისტეტს ორგანიზებული მოქმედებისთვის ონლაინ სწავლის წარმათვაში) ვეცადე მასში სიახლე და ახალი შესაძლებლობა დამენახა, ამიტომ ჩემთვის ეს სემესტრი ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი აღმოჩნდა. ონალინ სწავლების ფორმატმა შესაძლებლობა მომცა გამომეცადა საკუთარი თავი ამ გზით და, რაც მთავარია, ბევრი დრო მქონდა მეკითხა ჩემთვის საყვარელი ნაცნობი თუ უცნობი ავტორები. ამასთან, ეს პერიოდი საოცრად თვითშემეცნებითი და  უჩვეულოდ ამაღელვებელი გამოდგა. სტიპენდიანტობამ კი დააგვირგვინა ჩემი შრომა და მონდომება  და დამანახა, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას. ძალიან მინდა „გავხდე მაგალითი“ იმ პირველკურსელთათვის, რომლებიც სწავლას დისტანციურ რეჟმში განაგრძობენ და ვუსურვო მათ წარმტებები!

და ბოლოს, ისიც გვითხარი, რატომ ანდე შენი განათლება SANGU-ს ?
2017 წელს, როდესაც ვაბარებდი ეროვნულ გამოცდებს SANGU-ს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. განათლების სამინისტროს კედელზე ვნახე პოსტი და გადავედი ჩვენი უნივერისტეტის გვერდზე. პირველი, რა თქმა უნდა, იყო ემოციური მიახლება და უნივერსიტეტით დაინტერესება. შემდეგ, როგორც კი გავიგე, რომ ფილოლოგიის ფაკულტეტი  ჰქონდა უნივერისტეტს, იმ დღიდან იქცა ჩემს ფავორიტად - ხოლო ჩარიცხვის შეტყობინების ნახვისას განცდილ სიხარულს სიტყვებით ვერ აღვწერ. SANGU იყო და დღემდე არის ჩემთვის პატარა უნივერისტეტი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს და განსაკუთრებული სიყვარული შეუძლია, ხშირად ვამბობ - SANGU არის პატარა უნივერისტეტი, რომელსაც მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს განვითარდეს და ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდეს საქართველოში. იშვითია გარემო, რომელშიც ადამიანი ისე გრძნობდეს თავს, როგორც საკუთარ სახლში, SANGU-ში ჩემთვის სწორედ ეს მომაჯადოებელი გარემოა და დღემდე არ ვნანობ, რომ  145  ჩემი მომავლის გარანტად დავსახე!


დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.
 


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

SANGU-ს სტიპენდიანტები

ჩვენს დღევანდელ რუბრიკაში გაგაცნობთ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის ბიზნესის მეოთხე კურსის სტუდენტს, ქეთი ოსაძეს.
რა გზა განვლო აბიტურიენტობიდან დამამთავრებელ კურსამდე, რა მისცა უნივერსიტეტმა  და  რა - უცხოეთში გავლილმა პრაქტიკამ,  რას მიაღწია და რა დარჩა შესასრულებელი, რას ავალებს სტიპენდიანტობა ინტერვიუდან შეიტყობთ.

როგორ აირჩიე პროფესია, რატომ ტურიზმი?
ბავშვობიდანვე მიზიდავდა მოგზაურობა. როდესაც პირველად ვიმოგზაურე საზღვარგარეთ, აღმოვჩნდი ახალ და ჩემთვის უცხო გარემოში, რომელმაც უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია ჩემში. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი თავი ზუსტად ტურიზმის მიმართულებით უნდა განმევითარებინა.

რატომ ანდე შენი განათლება SANGU -ს?
აბიტურიენტობის დროს, როდესაც ვარჩევდი უნივერსიტეტს, არჩევანი შევაჩერე SANGU-ზე. ამის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი მთავაზობდა ისეთ პირობებს, რომლებიც ჩემს ინტერესებს აკმაყოფილებდა. სწავლების მაღალი დონე, პროფესორ-მასწავლებლების ავტორიტეტი, გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლბლობა, გერმანული ენის უფასო კურსი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც არის გამორჩეული თბილი, მეგობრული  ურთიერთობებით.

რა მოგცა SANGU-მ?
უნივერსიტეტმა მომცა საშუალება საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიაში, გამევლო სამთვიანი პრაქტიკა. 2018 წელს უნივერსიტეტის ხელშეწყობით აღმოვჩნდი სრულიად უცხო ახალ გარემოში,  სადაც შევიძინე  უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: პასუხისმგებლობის გრძნობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და  სწრაფად რეაგირების უნარი, ასევე მივიღე გუნდური მუშაობის გამოცდილება. ამ პრაქტიკის მეშვეობით გავიუმჯობესე როგორც ინგლისური, ასევე გერმანული ენის ცოდნა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უნივერსიტეტმა დამასაქმა და მომეცა საშუალება კიდევ უფრო განმევითარებინა საკუთარი თავი.

გარდა ტურიზმისა კიდევ რითი ხარ დაინტერესებული?
ჩემი ინტერესები არ შემოიფარგლება მხოლოდ ტურიზმის ბიზნესით, მაინტერესებს სხვადასხვა სფერო, განსაკუთრებით დავინტერესდი ბუღალტერიით, რის შედეგადაც გადავწყვიტე ტურიზმთან ერთად შემესწავლა ბუღალტერია და მართლაც, 2020 წლის დასაწყისში ვისწავლე ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება.

რას ნიშნავს სტიპენდიანტობით გამორჩეულობა შენთვის?
ვიყო სტიპენდიანტი, ნიშნავს ვიყო საოცრად ამაყი საკუთარი თავით. მართალია, ეს ყოველივე ჩემი მომავალი წარმატებისთვისაა, მაგრამ, ამას გარდა, ეს არის უდიდესი სტიმული, ვიყო უფრო მიზანდასახული და გამბედავი. გამორჩეულობა ამავდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა როგორც უნივერსიტეტის, ასევე საკუთარი თავის მიმართ, ატარო სტიპენდიანტის სახელი, ნიშნავს იყო გამარჯვებული ამ პატარა ბრძოლაში, რომელიც შემდგომ უფრო დიდ ასპარეზზე გასვლაში დამეხმარება.

როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება დღეს?
წინა წლებთან შედარებით, რომელიც საოცრად აქტიური იყო, დღევანდელი სტუდენტობა განსხვავებულია. მოგეხსენებათ მიზეზები, თუმცა მიუხედავად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციისა, ლექტორები ცდილობენ მოსახერხებელი და საინტერესო გახადონ სასწავლო პროცესი. 

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

ცოდნა, პიროვნული ზრდა და განვითარება, სულიერება, უამრავი ახლობელი ადამიანი და საყვარელი ლექტორები, - არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც ქართული უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტებს. ყოველივე ეს კი განსაკუთრებით ძვირფასი ხდება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ.
დღევანდელ რუბრიკაში ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების პროგრამის 2020 წლის კურსდამთავრებულს, ელენე ციციშვილს გაგაცნობთ, რომელიც SANGU-ს ბაკალავრი და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიანტი ერთდროულად გახდა.
თუ როგორ აფასებს ის SANGU-ში გატარებულ წლებს, რას მოიცავს მისი ჩინური სასტიპენდიო პროგრამა და რა გეგმები აქვს მომავალში ინტერვიუდან შეიტყობთ

-    მოგესალმები ელენე.
-    მოგესალმებით.

-    წელს დაამთავრე ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამა, რა მოგცა SANGU-მ, როგორ შეაფასებ აქ გატარებულ წლებს?
-    ძალიან გამიჭირდება აქ გატარებული წლების ერთი სიტყვით შეფასება. ქართული უნივერსიტეტი ეს იყო ადგილი, საიდანაც დავიწყე განვითარება და გავცდი კომფორტის ზონას. ვიპოვე ჩემი თავი, მივხვდი, რისი კეთება მინდოდა სამომავლოდ, რა იყო ჩემი ცხოვრების მიზანი და უბრალოდ, რისთვის ღირდა დილით გაღვიძება. ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ კვირა დღეს ვატარებდი სახლში, თუმცა ესეც იშვიათი მოვლენა იყო. ერთი სული მქონდა უნივერსიტეტში წავსულიყავი, სადაც საოცარი გარემო, ჯგუფელები, ლექტორები და თანამშრომლები მელოდნენ. პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ ოჯახში. SANGU ეს იყო ურთიერთობა, განვითარება და ადგილი, სადაც უსაზღვრო ცოდნას და გამცოდილებას ვიღებდი.

-    ალბათ, ძალიან ამაყი ხარ იმით, რომ ქართული უნივერსიტეტის ბაკალავრი და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიანტი თითქმის ერთდროულად გახდი, გვიამბე რას მოიცავს შენი სასტიპენდიო სასწავლო პროგრამა?
-    დიახ, გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ამაყი ვარ, ეს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ერთსა და იმავე თვეში რომ მოხდა. ამაყი ვარ ჩემი შრომით, განვლილი გზით და თეთრად ნათენები ღამეებით. ბაკალავრის საფეხურზე სწავლა და კონფუცის სტიპენდიანტობისთვის ბრძოლა ერთნაირად დავიწყე და შედეგმაც არ დააყოვნა. ეს არ იყო მარტივი გზა. დაფინანსებაზე ჩინეთიდან ორჯერ მომივიდა უარი, მაგრამ ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი, ჩემი ოცნებები, რომლებიც ჩინეთს უკავშირდებოდა. ცდამაც უშედეგოდ არ ჩაიარა და ბაკალავრის საფეხურის დასრულებასთან ერთად გავხდი კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიანტი და მოვიპოვე ერთწლიანი სრული დაფინანსება ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში - ლანჭოუში. პროგრამის სახელწოდებაა: 汉语国际教育/Teaching Chinese to Speakers of Other Languages,TCSOL, - რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ერთწლიანი კურსის დასრულების შემდეგ უფლება მექნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს და ეროვნების ადამიანს ვასწავლო ჩინური ენა (ვიქნები სერთიფიცირებული ამ მიმართულებით). თუმცა, არსებული ეპიდმდგომარეობის გამო სწავლა დავიწყე საქართველოდან, დისტანციურ რეჟიმში, იმედი მაქვს, მალე გაიხსნება ჩინეთისკენ მიმავალი გზა და შევძლებ სწავლის გაგრძელებას ჩინეთში.


-    ამ ეტაპზე დასაქმებული ხარ ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში, როგორია შენი ერთი სამუშაო დღე უნივერსიტეტში?
-    მხოლოდ ბაკალავრის საფეხურის წარმატებით დასრულების და კონფუცის სტიპენდიანტობით არ ვარ ბედნიერი და ამაყი. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 2019 წლის 4 სექტემბერი, როდესაც ოფიციალურად ქართული უნივერსიტეტის თანამშრომელი გავხდი და დღემდე ამ სტატუსით ვსარგებლობ. ყოველი დღე საინტერესო, დატვირთული და, ამავდროულად, სასიამოვნოც არის. ახლა განსაკუთრებულად დატვირთულია ყველა დღე, რადგან ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. მიხარია ჩემს სამსახურში მოსვლა, თითოეული თანამშრომლის დანახვა და ჩვენი ადამიანური ურთიერთობები.

-    როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-    ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, მოვასწრებ კი ამდენი რამის განხორციელებას ცხოვრებაში? ყველაფერი სულ რაღაც ორ თვეში მოხდა: ბაკალავრის საფეხურის დასრულება, კონფუცის სტიპენდიანტობა და დაოჯახება. ბედნიერების 2020 წელი იდგა ჩემს ცხოვრებაში ყველა მხრიდან. ახლა უკვე ჩემს მეორე ნახევართან ერთად ვაგრძელებ გეგმების განხორციელებას. ამ ეტაპზე მუშაობას ვაგრძელებ ქართულ უნივერსიტეტში, პარალელურად დისტანციურად ვსწავლობ ჩინეთში და ასევე ვიწყებ სწავლას ადამიანური რესურსების მიმართულებით, მომავალ წელს კი ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას ისევ და ისევ ჩემს უნივერსიტეტში (შANGU-ში), საიდანაც გადავდგი პირველი ნაბიჯები დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ეს იმ მოკლევადიანი მიზნების ჩამონათვალია, რომელთა განხორციელებას უახლოეს ორ წელიწადში ვგეგმავ და რომელთა გამჟღავნებაც ამ ეტაპზე შემიძლია თქვენთვის. მომწონს ჩემი ცხოვრება ბევრი ოცნებებით, მიზნებით, რომლებიც ჯერჯერობით სულ რეალურად გადაქცეულა. გაღვიძება უფრო სხვანაირად მიხარია რაღაცის მოლოდინში. და შენ, ვინც ამას კითხულობ, უბრალოდ დაისახე მიზნები და ყოველ დღეს ეცადე მათ განხორციელებას. ოცნებები, მიზნები, გეგმები და საყვარელი ადამიანები გვერდით უფრო ფერადს ხდიან ჩვენს ცხოვრებას.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
-    გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

„ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“

გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორის, სახალხო დიპლომატიის მკვლევრის  მარიამ ხატიაშვილის მონოგრაფია „ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“. მონოგრაფია მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის სახალხო დიპლომატიის ადგილსა და როლზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში და, ზოგადად, ცივი ომის პერიოდიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამ ურთიერთობის შედარებით სრულ სურათს გააცნობს. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებით არის დაინტერესებული. 2017 წელს მარიამ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მკვლევართა გაცვლით პროგრამაში. მისი კვლევის სფერო ამერიკისმცოდნეობის დარგში ინტერდისციპლინურია და ძირითადად მოიცავს სახალხო დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის შესწავლას. მარიამი ამ მიმართულებით არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოცემულია როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში. 

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრები წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან!

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის დანერგვის, ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება.

თანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი) ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებით:

  • განათლების ხელშეწყობის მიზნით, აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებზე სწავლის წლიური საფასურის უნივერსიტეტის მხრიდან 50%-ით, ხოლო სამინისტროს მხრიდან 50%-ით (არაუმეტეს 1125 (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე) ლარის ოდენობით) თანადაფინანსება;
  • 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ, სტუდენტს დაენიშნება 125 (ას ოცდახუთი) ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია. 

ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება ყოველ მომდევნო სემესტრში, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში თოთოეულ სასწავლო კურსში არ იქნება 81 ქულაზე ნაკლები;

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის TOP 5 კურსდამთავრებული

ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე SANGU-ში?
ანა ბერიაშვილი - სანგუმ შემმატა საკუთარი თავის რწმენა, რადგან უნივერსიტეტში ნებისმიერი პატარა წარმტების დროს გრძნობ საკუთარი შრომის შედეგს, რაც გარწმუნებს საკუთარ შესაძლებლობებში. ასევე, მან მასწავლა სირთულეებთან გამკლავება, რადგან ეს იყო პირველი ეტაპი, სადაც სირთულეებთან მარტო დავრჩი და მათთან გამკლავებას დამოუკიდევლად ვცდილობდი. 

წელს ვინც აბარებს იმათ რას ურჩევდი?
დავით გოგლიძე - წლევანდელ აბიტურიენტებს ვურჩევდი სამ რამეს:
1. დროის ეფექტიანად მართვას: წარმოიდგინეთ წესიერი სამკუთხედი, რომლის წვეროებია სწავლა, სოციალური ურთიერთობა და პირადი სივრცე. თუ ამ სამიდან მხოლოდ ერთს აირჩევთ, დანარჩენი ორისთვის დრო აღარ გექნებათ. მაგრამ, თუ სამკუთხედის ცენტრში დადგებით და საჭიროებისამებრ იმოძრავებთ იმ მხარისკენ, რომელიც კონკრეტულ მომენტში მეტად მნიშვნელოვანი იქნება, მაშინ წარმატების მეტი შანსი გექნებათ.
2. სხვა ინტერესების პროფესიასთან შერწყმას: უნივერსიტეტში ჩაბარებისას არ არის აუცილებელი თავი დაანებო იმ დარგს რომელიც ასევე გაინტერესებს. მაგალითად, მე ჯერ კიდევ 10-ე კლასიდან მიზიდავდა როგორც ეკონომიკა, ისე ინფორმატიკა. შესაბამისად, ჩავაბარე ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებაზე და პარალელურად ვცდილობდი მიღებული ცოდნის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებას, რაც გამოიხატა ჩემ საბაკალავრო ნაშრომში და კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტთან თანამშრომლობით დაწერილ საკონფერენციო თემაში;
3. ცვლილებების დროულად განხორციელებას: სტუდენტობა არის პერიოდი, როდესაც ხდება საკუთარი თავის შეცნობა. ამ დროს, სტუდენტმა შესაძლოა ვერ დაინახოს საკუთარი თავი იმ მიმართულებით რაზეც დაიწყო სწავლა. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ დროულად შეცვალოს არჩევანი და მისდიოს იმ გზას, რომელიც არის მისთვის საინტერესო და პერსპექტიული.

ახლა რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?
დავით კურცხალია - ახლა ვაპირებ სწავლა მაგისტრატურაზე გავაგრძელო, თუმცა ამავდროულად მუშაობასაც ვაპირებ რადგან თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც მინდა დავაგროვო.

არსებობს საგანი/ლექცია ან ლექტორი, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა? (ნებისმიერი თვალსაზრისით)
ნუცა გრიგალაშვილი - სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე სათქმელი ბევრი მაქვს, ყველასგან რაღაც განსაკუთრებული ვისწავლე და მადლობა მათ ამისთვის. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ყველა საგანი თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ ნაწილს სრულყოფილად მოიცავდა. ლექტორებისგან მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას, მოტივაციას, არა მხოლოდ სალექციო საკითხებში, არამედ  პიროვნულ და პროფესიულ ნაწილშიც. ბოლოს  კი მაინც იმათ გამოვყოფ, ვინც ლექციების მიღმა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე იზრუნეს და არაერთი შემოთავაზებით, შანსის მოცემით, გამზარდეს. ესენი არიან: პროფესორი ირმა ხაჩიძე, ლია სვანიძე, თეა გოგოტიშვილი, დიმიტრი ნადირაშვილი, მაია კალანდარიშვილი, ალექსანდრე რუსეცკი, თამარ ტუხაშვილი, ნონა ახალაშვილი. არასდროს დამავიწყდება სტუდენტობის პირველ დღეს დიმიტრი ნადირაშვილთან საუბარი და შედეგად იმის განცდა, რომ SANGU-ში პიროვნულად გავიზრდებოდი. სიმბოლურია, რომ დიმიტრი ნადირაშვილის ხელმძღვანელობით დავწერე კვლევითი ნაშრომი „აქ და ამჟამად“ მდგომარეობის, კორონა პანდემიისგან გამოწვეულ შფოთვაზე და ამით დავაგეშტალტე ჩემი სტუდენტობა. 

ყველაზე მეტად რა მოგენატრება უნივერსიტეტში?
მარიამ შოთიაშვილი - უნივერსიტეტმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, შევიძინე უამრავი მეგობარი. ყველაზე მეტად კი მომენატრება ის მეგობრული და თბილი გარემო, რომელიც უნივერსიტეტშია, 
ლექციები და ლექტორები ,რომლებიც გვიქმნიდენ საჭირო პირობებს სწავლისთვის.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის TOP 5 კურსდამთავრებული

საგანი/ლექცია ან ლექტორი, რომელიც გამორჩეულად დაგამახსოვრდა?
ანა მამუკაშვილი - ყველაზე მეტად ალბათ დამამახსოვრდება ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის, ტარიელ ფუტკარაძის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ,იგი  ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და  გვერდში ედგა მათ,რაც, ვფიქრობ, ნამდვილად დასაფასებელია. რაც შეეხება ლექციებს /საგანს, უნდა აღვნიშნო,რომ ყოველთვის გამოვარჩევდი  ენათმეცნიერების შემსწავლელ  საგნებს, რომელთაც დიდი სიყვარულით ვსწავლობდი. განსაკუთრებით  დაინტერესებული ვიყავი მორფოლოგიით (ზმნა), რომლის ლექციებიც  ჩემთვის ძალიან საინტერესო და გამორჩეული  იყო.

ყველაზე მეტად რა მოგენატრება უნივერსიტეტში?
მარიამ ყიფშიძე - ყველაზე მნიშვნელოვანი რაც სანგუმ დაიმტოვა, ესაა დამოკიდებულელები. ამ 4 წელმა მასწავლა, რომ ლექტორი შეიძლება იყოს შენი დიდი მეგობარი და მასთან იგრძნო თავი ისე როგორც შენს თანასწორთან, გაუზიარო შენი შეხედულებები და სწავლის პროცესიც იყოს ისეთი რომ არ დაიკარგოს ის ნიშა, რაც ლექტორს უნდა ჰქონდეს ლექციის დროს, ამ მხრივ SANGU ნამდვილად გამორჩეულია ჩემთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი რა ისწავლე SANGU-ში?
ნათია კალანდაძე  - ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე გახლავთ ის რომ ვიპოვნე საკუთარი თავი, პროფესიული თვალსაზრისით ავიღე სწორი გეზი ცხოვრებაში და ვისწავლე, ის რომ მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლო, უნდა იშრომო და არასოდეს დანებდე.

წელს ვინც აბარებს იმათ რას ურჩევდი?
სუსანა კაკოსიანი - სტუდენტობა არის ძალიან ბევრი და კარგი შესაძლებლობების პერიოდი. აბიტურიენტებს, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ ძალიან კარგად ისწავლონ. სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია, სწორად წარმართოს საკუთარი დრო და უნარები, ეს კი სწორედ შესაფერისი დროა. 
თუმცა, სტუდენტობა მხოლოდ კარგად სწავლა არ არის. ყოველთვის ვცდილობდი, პროფესიის გარდა, ჩემი სხვა მხარეებიც განმევითარებინა. ჩემი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია მეგობრებთან ყოფნის, კითხვისა თუ სხვადასხვა საქმეების გარეშე. ეს არის ის, რაც გვაძლევს სულიერ და ფიზიკურ რესურსებს, რაც თავისთავად ისახება ჩვენს წარმატებულობაზე. ამიტომ, ვურჩევ მათ, მაქსიმალურად შეეცადონ სწორად განსაზღვრონ

ახლა რას აპირებ? რა გეგმები გაქვს?
ელენე ციციშვილი -  ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ზოგჯერ ვფიქრობ, მოვასწრებ თუ არა ამდენი რამის განხორციელებას. ამ ეტაპზე, მუშაობას ვაგრძელებ ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო პორცესის რეგულირებისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში. პარალელურად ვაგრძელებ ჩინური ენის შესწავლას და სამომავლოდ ვგეგმავ ჩინეთში ვიზიტს. ახლა დავხურე საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის საფეხური და ერთ წელში მაგისტარტურის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით ვაპირებ.  ბოლო დროს დავინტერესდი იურისპრუდენციით და ამ მიმართულებითაც ექვსთვიან სტაჟირებას ვგეგმავ. უამრავი რამ მიტრიალებს თავში, უამრავი რამ მაინტერესებს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, მთელი ცხოვრების მანძილზე არასოდეს შევწვეტ სწავლას, რადგან ეს არის პროცესი, რომლის მსვლელობაც უდიდეს სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს. არ მჩვევია ერთ ადგილზე გაჩერება და ფუჭად წუთების დაგარკვა. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა : "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!".
 

SANGU-ს წარმატებული სტუდენტები

დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების პროგრამის 2020 წლის წარმატებულ კურსდამთავრებულს, ნინო ასანიძეს.
ნინომ ქართული უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით დაასრულა, ბაკალავრიატში სწავლის დროს ჩინეთში გაიარა ენის ერთწლიანი კურსი, ცოტა ხნის წინ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიპენდია მოიპოვა და ჩაირიცხა ქალაქ ხანგჭოუს ჭ’ეძიან კონშანის უნივერსიტეტში მაგისტრატურის სამწლიან პროგრამაზე.
როგორ აფასებს ამ გადასახედიდან ქართულ უნივერსიტეტში გატარებულ წლებს და რა გეგმები აქვს მომავალში, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- მოგესალმები ნინო.
- მოგესალმებით და მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის.

- ახლა, როცა წარმატებით დაამთავრე უნივერსიტეტი, როგორ გაიხსენებ სტუდენტობის წლებს?
- დიახ, დავასრულე საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების ბაკალავრიატის პროგრამა ძალიან წარმატებულად, მივიღე უმაღლესი 100-ქულიანი შეფასება.
SANGU-სთან ბევრად მეტი წელი მაკავშირებს, ვიდრე სასწავლო პროცესით გათვალისწინებული ოთხი წელია. სულ მინდოდა ამის დაწერის საშუალება მქონოდა. დღევანდელი დღესავით მახსოვს 2014 წლის სექტემბერი, როცა პირველად გადავაბიჯე უნივერსიტეტის ზღურბლს და გაცეცებით ვიყურებოდი აქეთ-იქეთ, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს იყო ახალი ცხოვრების სურნელის კორიანტელი, რომელიც ჩემს მომავალს შეცვლიდა და ჩემს ჩამოყალიბებაში დიდ როლს შეასრულებდა. თუმცა, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგანაც მალევე მომიწია აკადემიურის აღება უდიდესი ტრაგედიის გამო, და ამ ტრაგედიას დედის გარდაცვალება ჰქვია... მაშინ, როცა ჩემი კურსელები აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის ცხოვრებაში, მე შავ სამოსში დედას ვგლოვობდი, მანამდე კი მისი მოვლით ვიყავი დაკავებული. ამიტომაც ყველაფერზე ფიქრი, მათ შორის სწავლაზეც, მეასეხარისხოვანი გახდა... მაგრამ  ყველაფერს აქვს კეთილი დასასრული: 2015 წელს კვლავ დავბრუნდი უნივერსიტეტში, თუმცა, ახალი არჩევანის წინაშე მდგომი, უფრო გაზრდილი  და მაშინ ვთქვი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი წარმატებული სტუდენტი, კარგი შვილი და ჩემს ყოველ წარმატებას ყოველთვის ვუძღვნი დედაჩემს.
და აი, ბაკალავრიატიც დასრულდა...

- საბაკალავრო ნაშრომის თემა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ამ დროს შენ უკვე იცოდი ჩინური ენა და თემის არჩევაც, ალბათ, ამან განაპირობა. 
-  არ დაგიმალავთ და, ეს იყო გამოწვევა, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ველოდი და სასწაულად დაგვირგვინდა, ნამდვილი ტრიუმფი იყო. თემა გახლდათ „ტიბეტის ფაქტორი ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში“. არ ავირჩიე მარტივი თემა, არც ბიოგრაფიული და არც რაიმე ბანალური საკითხი. ეს თემა საკმაოდ მწვავე პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში და ამდენად, ნაშრომიც აქტუალური და ნამდვილად საინტერესო გამოვიდა. გამოვიყენე ზღვა ლიტერატურა და შრომაც დამიფასდა. მიღწეულ წარმატებაში კი დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს არაჩვეულებრივ ხელმძღვანელს, ბატონ ზვიად ტყაბლაძეს. 

- რატომ და როდის შეისწავლე ჩინური ენა?
- ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი, რადგან ჩინური ენა ჩემი განუყოფელი ნაწილი და ჩემი კარგი „მეგობარია“... ჩინურის ენის შესწავლა SANGU-ში დავიწყე. კარგად მახსოვს და მეცინება ამ ფაქტზე, პირველად, როცა ბატონმა ავთანდილ კიკნაძემ, მაშინდელმა საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების ხელმძღვანელმა, იკითხა, ვის სურდა აზიური ენების (ჩინური, იაპონური) შესწავლა, აუდიტორიაში სიცილი ატყდა, ვერავის წარმოგვედგინა, რომ ოდესმე შეიძლებოდა გვესწავლა ენა და თანაც ჩინური... გამოთქმაც ხომ არსებობს: „ეს ჩემთვის ჩინურია“... დღეს კი ჩინური ენა ჩემი მომავლის იმედია და ძალიან მადლობელი ვარ ბატონი ავთოსი, რადგან ამის საშუალება მომეცა...
მახსოვს მეორე სართულზე, 208-ე აუდიტორიაში, ოთხი წლის წინ როგორი ენთუზიაზმით სავსე შევედი ლექციაზე და დღემდე გამორჩეულად მიყვარს ის პერიოდი, საღამოს ლექციები, საინტერესო საუბრები. ხანდახან ვფიქრობ, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, სწორედ ამ ოქროს ხანას და სანატრელ ლექციებს დავიბრუნებდი-მეთქი. წარმატებას მალევე მივაღწიე, პირველი კურსის ბოლოს, მეორეს დასაწყისში, მესამე კურსელებთან ერთად გავედი ჩინური ენის მესამე დონის გამოცდაზე (სულ 6 დონეა, HSK), ერთ თვეში კი მოვიდა დადებითი პასუხი, რომ მხოლოდ მე და ორმა მესამეკურსელმა სტუდენტმა ჩავაბარეთ. სწორედ იმავე წელს, 2017 წელს ბატონი ავთოს დახმარებით, მოვიპოვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 100%-იანი გრანტი და გავემგზავრე ჩინეთში ერთწლიან ენის შემსწავლელ კურსზე. დაბრუნებისთანავე გამიმართლა და ისევ ჩემი ჩინური ენის ლექტორის რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა და თანაც ძალიან კარგ ადგილას. ამით ჩემი ჩინეთში მოგზაურობა არ მინდოდა რომ დამესრულებინა და იქვე ვიზრუნე იმაზე, რომ ჩამებარებინა ისევ ენის გამოცდა, რაც დამეხმარებოდა სრულიად დავფინანსებულიყავი მაგისტრატურაზე. ერთწლიანი სწავლის დასასრულს ჩავაბარე ჩინური ენის მეხუთე დონის გამოცდა და ვიყავი ჩვენს უნივერსიტეტში პირველი სტუდენტი, რომელმაც ამ გამოცდის სირთულე დაძლია და მიაღწია წარმატებას.

- ეს წარმატებები ნამდვილად თავბრუდამხვევი და მოსალოცია, შენ შეძელი დაგეძლია საელჩოს მიერ დაწესებული ყველა ბარიერი და მიგეღო გრანტი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ?
- მართლაც ამაყი ვარ, ძალიან, ძალიან ამაყი, რადგან მიხარია, როცა იმედებს არ ვუცრუებ, პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემთან ერთად უხარიათ და განიცდიან ჩემს ყოველ წარმატებას და წინსვლას.
მიხარია და დაუსრულებლად შემიძლია საუბარი ჩინეთზე, ჩემსა და ჩინური ენის დამოკიდებულებაზე.

-კარგი, რა მოგცა ჩინეთმა?
- ვგიჟდები ამ ქვეყანაზე, მიყვარს ჩინელი ხალხი და ძალიან მინდა უფრო ღრმად და საფუძვლიანად შევისწავლო ენა, კულტურა, ტრადიციები და ა.შ. ჩინეთმა განათლება მომცა, დიახ, ჩინეთმა შანსი მომცა, რომ მეც გავხდე ერთ დღეს პერსონა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ღვაწლმოსილი იქნება საკუთარ ქვეყანაში, რომელიც მოაგვარებს უამრავ საჭირბოროტო საქმეს, რომელიც იზრუნებს მომავალი თაობის განვითარებაზე. დღეს სინოლოგი მქვია და მიხარია, რომ შემიძლია მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს ენაზე თავისუფლად საუბარი.

- წინ მაგისტრატურა და საინტერესო 3 წელი გელოდება, რა მოლოდინი გაქვს?
- დიახ, მაისის თვეში ონლაინ გასაუბრების საფუძველზე, რომელიც უშუალოდ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების ატაშესთან, ელჩის პირად მოადგილესა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად ჩატარდა, წარმატებით გადავლახე ყველა ბარიერი და ჩემს ერთწლიან გამოცდილებაზე, ენის სრულყოფილად ფლობის საფუძველზე მივიღე სამწლიანი სრული დაფინანსება ჭეძიანის პროვინციაში, ულამაზეს ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიან კონშანის უნივერსიტეტში, სადაც სრულიად უფასოდ და ყოველთვიური სტიპენდიით გავაგრძელებ სწავლას, ახლა უკვე ახალ პროფესიასა და მიმართულებაზე, რომელსაც ტურიზმის მენეჯმენტი ჰქვია. (旅游管理专业) 
მჯერა, რომ ყოველი ჩემი წარმატება, ყოველი ჩემი ახალი ნაბიჯი იმ შრომის და ცრემლების საფასურია, რომელიც მე გამოვიარე... მჯერა, რომ გავხდები წარმატებული ადამიანი, რომელიც არასოდეს დაკარგავს მეობას, და არასოდეს დაივიწყებს, ვინ არის, საიდან მოვიდა და რა გამოიარა.
სულმოუთქმელად ველოდები სწავლის დაწყებას, ველოდები როდის აფრინდება ჩემი თვითმფრინავი ჩემი მეორე სახლის მიმართულებით და როდის დაიწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში...

-    დიდი მადლობა ნინო, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

SANGU-ს სტუდენტური ცხოვრება

ყველაზე მთავარს რასაც, სტუდენტებს ვთავაზობთ არის შესაძლებლობა, რომ მათ თავიანთი იდეები აქციონ პროექტებად და მოიყვანონ რეალობაში. შექმნან სტუდენტური კლუბები/ორგანიზაციები, სადისკუსიო და საგანმანათლებლო პლატფორმები.

აქტივობის ინიცირება სტუდენტური თვითმმართველობის, დეკანატების ან თავად სტუდენტების შექმნილი სტუდენტური კლუბების მიერ ხდება. შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან ჩარევის ფორმა მხოლოდ მხარდაჭერა და საჭირო რესურსებით ხელშეწყობაა.

გარდა ამისა, არის რამდენიმე გეგმიური აქტივობა: მაგალითად, გასვლითი ღონისძიება პირველკურსელთათვის, წარჩინებულთათვის და აქტიური სტუდენტებისთვის, რაც თავის მხრივ ემსახურება სტუდენტების მოტივაციის ზრდას.

სხვადასხვა თემატური კლუბების გარდა უნივერსიტეტს ჰყავს, საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული და გრამპრის მფლობელი ქართული ცეკვების ქორეოგრაფიული ანსამბლი „კარიბჭე“ - გოჩა ჯოხაძის ხელმძღვანელობით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ვაჟთა ვოკალური ანსამბლიც „ჰერიო“ - ნიკოლოზ კირვალიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობს საუნივესიტეტო და გარე ღონისძიებებში, ანსამბლმა ცოტა ხნის წინ გამოსცა საკუთარი ალბომიც.

ანსამბლებსა თუ კლუბებში გაწევრიანება შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს"

კიდევ ერთი გამორჩეული სტუდენტი – გიორგი ხუნძაკიშვილი

გვინდა, გაგაცნოთ კიდევ ერთი გამორჩეული სტუდენტი – გიორგი ხუნძაკიშვილი, რომელმაც ტარტუს უნივერსიტეტის და ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებული პროგრამა -Software Engineering გაიარა.

გიორგი გვიზიარებს თავის გამოცდილებას და ცხოვრებისეულ გამოწვევებს უცხოეთში ყოფნის დროს

- როგორ მოხვდი ესტონეთში სამაგისტრო პროგრამაზე?
ესტონეთში ჩემი მეგობრები სწავლობდნენ და ერთგვარი ბიძგი სწორედ ესეც იყო. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალეტაპიანი გამოდგა – ტარტუს უნივერსიტეტის კი ერთ–ერთი რჩეული. საბოლოოდ, მოვხვდი “Dora+”-ის სტიპენდიანტებს შორის. ეს იყო 1 წლიანი სტიპენდია პირველი კურსის განმავლობაში.

- როგორი იყო პირველი დღე უნივერსიტეტში?
გაცნობითი ხასიათის სემინარით დავიწყეთ, საღამოს საათებში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართა ახალი სტუდენტებისთვის.

- რა უნარები წაიღე SANGU–სგან, რომელიც ესტონეთის უნივერსიტეტებში გამოგადგა?
პრეზენტაციები და ჯგუფური მუშაობა – ეს ორი თემა აქტუალური იყო მთელი პროგრამის განმავლობაში. SANGU–ში კი ამ ორ ფაქტორს დიდი ყურადღება ექცევა.

- მოგვიყევი, როგორ გრძელდება შენი ურთიერთობა SANGU-სთან.
სწავლის პერიოდში დავიწყე უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და განხორციელება დეველოპერების გუნდთან ერთად. ამჟამად უნივერსიტეტთან ვთანამშრომლობ პროგრამული პროდუქტის გაუმჯობესების და განვითარების კუთხით.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?
უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის რეალურ პროექტებში გადმოტანა და საკუთარი თავის რეალიზაცია.
 

SANGU–ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, მარიამ ზაქარიაშვილი

ამჯერად, სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს – სტუდენტურ თვითმმართველობას შევეხებით.

SANGU–ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, სამართლის მე–4 კურსის სტუდენტი – მარიამ ზაქარიაშვილი ისაუბრებს, სტუდენტური თვითმართველობის როლზე.

"სტუდენტური თვითმმართველობა უმეტესად აკავშირებს სტუდენტს ადმინისტრაციასთან და ზრუნავს, რომ სტუდენტის ცხოვრება გახდეს უფრო მრავალფეროვანი, შემეცნებითი და სახალისო.

ამისთვის SANGU–ში იგეგმება, როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული, კულტურული და სალაშქრო-საექსკურსიო ღონისძიებები. სტუდენტთა დაინტერესება მსგავსი ღონისძიებებით საკმაოდ მაღალია, ამდენად ვფიქრობ, ეფექტურად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით.

თვითმმართველობა და მისი აქტივობები ხელს უწყობს ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, რომელშიც სტუდენტები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას"

გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას

მსოფლიოში განვითარებული პანდემიის ფონზე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს, ისევე როგორც ქვეყნის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციურ სწავლებაზე მოუწია გადასვლა. ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაცია, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ელექტრონული რესურსების რეგულირების, საგამოცდო და სასწავლო სამსახურები. ბუნებრივია იყო სირთულეებიც, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრი წარმატებით დასრულდა.

უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციას ვულოცავთ სასწავლო წლის დასრულებას და მადლობას მოვახსენებთ გამოჩენილი ძალისხმევისათვის...

ახლა უნივერსიტეტი აქტიურად ემზადება 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებისათვის.

მშვიდობას, ჯანმრთელობას, შინაარსიან დასვენებას გისურვებთ მეგობრებო.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

"აშშ– სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა მსოფლიო ჰეგემონობისათვის"

2020 წლის 30 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია: "აშშ-სა და ჩინეთს შორის მეტოქეობა მსოფლიო ჰეგემონობისათვის." 


ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება მნიშვნელოვნად გამძაფრდა, პიკს მიაღწია ეკონომიკურმა კომფლიქტმაც. ჩინეთი ცდილობს დაფაროს აშშ-სთვის მსოფლიო ჰეგემონის სტატუსის წაართმევის სურვილი, მაგრამ მათი ამბიციური ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროექტები ცხადყოფს, რომ საბოლოო მიზანი მსოფლიო ჰეგემონობის მოპოვებაა. აშშ მსოფლიოში თავისი ჰეგემონიის გასახანგრძლივებლად ყველაფერს აკეთებს. ღონისძიების მიზანი იმ ფაქტორების დადგენა იყო, რომლებიც ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონფლიქტის გამძაფრებას იწვევს.

კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. წარმოდგენილ მოხსენებებში იმსჯელეს გარდაუვალია თუ არა აშშ-სა და ჩინეთს შორის ომი და ბრძოლა გლობალური ლიდერობისთვის,   გააანალიზეს აქვს თუ არა აშშ-ს ძალა და შესაძლებლობა მსოფლიოში ჩინეთის ბატონობის შესაჩერებლად.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვალერი მოდებაძე.

თეზისების კრებული 

ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020

2020 წლის 22 ივნისს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია: ახალგაზრდა დოქტორთა და დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 2020. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დოქტორებმა, ასევე, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტებმა. კონფერენციის დასაწყისში, მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდისანიძე და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის. კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ჯიქიამ, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ჯაბა მესხიშვილმა. მისალმებების შემდეგ კონფერენციამ მუშაობა გააგრძელა 2 სექციად: ისტორიის სექციას წარუძღვა პროფესორი ლევან ჯიქია, ხოლო ფილოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე. მომხსენებლებისა და მოხსენების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის პროგრამაში.

SANGU-ში სტუდენტთა სპორტულ აქტივობებს გაგვაცნობს ამ მიმართულების მენეჯერი - რევაზ ქარჩხაძე

როგორ ხდება სტუდენტების ჩართვა სპორტულ აქტივობებში?

- ყოველ წელს იმართება ქართულ უნივერსიტეტში სპორტული ტურნირები: მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი და სხვა შეჯიბრებები, რომელთა გამართვასაც სტუდენტთა ინტერესები განაპირობებს.

სპორტის რომელი სახეობებით ინტერესდებიან უმეტესად სტუდენტები?

- SANGU-ში ჩამოყალიბებულია მინი-ფეხბურთის, მკლავჭიდის, გოგონათა ფრენბურთისა და ჭადრაკის კლუბი. სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას თავად შექმნან სხვადასხვა სპორტული გუნდი.

როგორ მიმდინარეობს გუნდების მომზადების პროცესი?

- პროფესიონალი მწვრთნელები, სატრენაჟორო დარბაზი, ყოველწლიურად განახლებადი ინვენტარი და ეკიპირება – სტუდენტებს ყველნაირ პირობას უქმნის განსავითარებლად.

როგორ ხდება სპორტსმენი სტუდენტების წახალისება?

- მოქნილი კალენდარი, სწავლის საფასურის გადანაწილების სისტემა და სპორტული დარბაზებით უფასოდ სარგებლობა უკვე დანერგილია ჩვენთან. ხოლო, 2018 წლიდან ამოქმედდა ბრძანება, რომლის საფუძველზე თუ ფუტსალის გუნდი მოახერხებს საქართველოს უნივერსიადაზე გამარჯვებას, მათ სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.

როგორია უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები?

 - ქართული უნივერსიტეტი აგრძელებს და მომავალშიც გეგმავს მხარი დაუჭიროს სტუდენტების ჯანმრთელი ცხოვრების წესს. იგეგმება, როგორც შიდა სპორტული ღონისძიებები, ასევე უფრო ფართო მასშტაბიანი ტურნირების ორგანიზება.

გაიცანით, ჩვენი კიდევ ერთი აქტიური და საამაყო სტუდენტი – სანდრო ბარნაბიშვილი

სანდრომ მაგისტრატურა შვეიცარიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაიარა. მიღებულ გამოცდილებას კი ახლა ჩვენც გვიზიარებს.

რატომ SANGU და შემდეგ, რატომ შვეიცარია...

- SANGU-ში ჩაბარება პროფესორ – თემურ ზარქუას რჩევით გადავწყვიტე, რამაც საბოლოოდ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. შვეიცარიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კი მრავალი წელია საუკეთესო სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება და მცდელობად ნამდვილად ღირდა.

პირველი დღე უნივერსიტეტში....

- როგორც ველოდი, პირველმა დღემ კამპუსის დათვალიერებაში და უცხო გარემოს გაცნობაში ჩაიარა.

მოლოდინები, რომლებიც გამართლდა....

- კურსის განმავლობაში მივიღე სიღრმისეული ცოდნა. შევიძინე პრაქტიკული გამოცდილება და საინტერესო ხალხთან ურთიერთობა შევძელი.

რა მომეწონა და რა არა...

- კარგადაა დაბალანსებული პრაქტიკული და თეორიული სასწავლო პროგრამა. უარყოფით მხარეს რაც შეეხება – კამპუსის გარეთ კომუნიკაცია ინგლისურად ჭირს.

უნარები, რომლითაც დავბრუნდი...

- საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება ჩემს სპეციალობაში, ასევე გავიუმჯობესე კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.

შვეიცარიის როლი შენს განვითარებაში...

- ამჟამად, უფროსი ინჟინერის პოზიციაზე ვმუშაობ, მონაცემთა ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს სწორედ წარსულში გადადგმული ამ ნაბიჯების შედეგია.

სიამაყით გაგაცნობთ #SANGU–ს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტს თეონა არაბულს.

სიამაყით გაგაცნობთ #SANGU–ს ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტს თეონა არაბულს.

იგი გაცვლითი პროექტის ფარგლებში გერმანიაში იმყოფებოდა სტაჟირებაზე.

როგორ მოვხვდი პროექტში...
– საინფორმაციო სამსახურისგან გავიგე პროექტის შესახებ. დავინტერესდი, რადგან ვფლობდი გერანულ ენას და პრაქტიკის გაუმჯობესების შესანიშნავი შესაძლებლობა დავინახე.

ვიდრე გერმანიში ჩავიდოდი...
– #SANGU-ს ორგანიზებით ჩატარდა ლექციები „სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტში“, ამ ყველაფერს თან ახლა გამოცდები და გასაუბრება უცხოელ პროფესორთან. რთული ეტაპი უკან მოვიტოვეთ, წინ გერმანია გველოდა.

მოლოდინები ...
– გავეცნობოდი კულტურას, ხალხს, მუშაობის სპეციფიკას, ცხოვრების სტილს. გავიცნობდი საინტერესო ადამიანებს, რომლებიც გამიზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი გამართლდა.

პირველი ემოცია...
ბედნიერება და აღფრთოვანების განცდა. ცოტა შიშიც, რამდენად შევძლებდი უცხო გარემოში ადაპტაციას.

სტაჟირების პერიოდი…
– ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მუშაობა რთული, მაგრამ საოცრად საინტერესო აღმოჩნდა. ერთიდაიგივე დავალება არასდროს მქონია, აუცილებელი იყო თითქმის ყველაფერი გცოდნოდა საჭიროების შემთხვევაში.

უნარები, რომლითაც საქართველოში დავბრუნდი...
ყოველთვის მემახსოვრება ის სიტყვები, რომელიც სასტუმროს შესასვლელში იყო დაწერილი –„მოთმინება – ეს არის გზა წარმატებისკენ“. გავხდი ბევრად ორგანიზებული, პუნქტუალური და რაც მთავარია, ვისწავლე სტრესულ გარემოში მუშაობა.

რჩევა სხვა სტუდენტებს...
არასოდეს გადადონ დღევანდელი საქმე ხვალისთვის, ნაყოფიერად გამოიყენონ თითოეული წამი. გამოავლინეთ თქვენი მაქსიმალური შესაძლებლობები.

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები
kartuli-universitetis-stipendian-8

როდესაც ჩვენი უნივერსიტეტის სტიპენდიანტების ცხოვრებას ვეცნობით, გვაინტერესებს მათი შინაგანი სამყარო, განვლილი ცხოვრება, დამოკიდებულება საკუთარი თავის, სწავლის პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი. მაგრამ რამდენად საინტერესო ხდება მონათხრობი, როცა ამ საკითხებზე გვესაუბრება  ფსიქოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი, რომელმაც საკუთარ თავში ჩაღრმავებით ბევრ კითხვას გასცა პასუხი და ახლა შეუძლია ჩვენც უფრო ღრმად ჩაგვახედოს ცხოვრებაში, თავის სულიერ სამყაროში, დაგვაფიქროს   ცხოვრებისეულ ორიენტირებზე და გვესაუბროს  თვითშემეცნების პროცესზე.
დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების მეორე კურსის სტუდენტს, ანანო ვაშაკიძეს.

- მოგესალმები, ანანო!
- მოგესალმებით.

- გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში უნივერსიტეტში მოსვლამდე? 
- მოგესალმებით და მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება მოულოდნელი იყო ჩემი ახლობლებისთვის, გარემოსთვის, რომელშიც ვცხოვრობდი, ვიზრდებოდი, ჩემი სოციუმისთვის. არ გავამართლე მათი მოლოდინი და სულ სხვა გადაწყვეტილება მივიღე. იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ელოდა ჩემგან, რომ ჟურნალისტის პროფესიას ავირჩევდი, ვინაიდან სკოლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული არაფორმალურ განათლებაში, გავდიოდი პრაქტიკას ტელეკომპანია „მეცხრე ტალღაში“, ვმონაწილეობდი სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების მიერ განხორციელებულ მრავალ საქველმოქმედო-საგანმანათლებლო პროექტში. ეს აქტივობები ჩემს ექსტრავერტულ მხარეს ნათლად წარმოაჩენდა, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ამ გზას გავაგრძელებდი.

- რამ განაპირობა მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება?
- ჩემი შინაგანი ხმის კარნახმა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება პერიოდი, როდესაც „ეგზისტენციალურ ვაკუუმში“ ექცევა და შემდგომ უჩნდება თვითგამორკვევის კითხვები. ამ დროს მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა ვერ შეძლებდა ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემას და სხვა რა, თუ არა ფსიქოლოგია, დამეხმარებოდა თვითშემეცნებაში, საკუთარი დანიშნულებისა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. ამასთან, მიმოვიხედე ირგვლივ და ნათლად დავინახე ჩემი, როგორც ფსიქოლოგის, საჭიროება ადამიანების გვერდით. ვფიქრობდი, რომ მას შემდეგ, რაც სუბიექტურ განცდაში ბევრ პრობლემას  გადავლახავდი, ადვილად შევძლებდი სხვებსაც დავხმარებოდი. ამგვარად აღმოვჩნდი აქ, ამ ფაკულტეტზე და ვეუფლები პროფესიას, რომელიც დღეს ჩემთვის ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორ არჩევნად მიმაჩნია.

- რა მოგცა ქართულ უნივერსიტეტში გატარებულმა ორმა წელმა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდისა და ჩამოყალიბების თვალსაზრისით?
- ქართულმა უნივერსიტეტმა, ვიტყოდი, რომ საუკეთესო ნიადაგი შემიქმნა პიროვნული ზრდისთვის, თვითშემეცნებისთვის. თუ აქამდე მუდმივად სხვა ადამიანებზე ვიყავი ორიენტირებული და ექსტრავერტული მხარე სჭარბობდა ჩემში, აქ გატარებულმა ორმა წელმა საკუთარ თავში „ჩამაბრუნა“ და შეძლო ექსტრავერსიისა და ინტრავერსიის ჰარმონიული სინთეზი მოეხდინა ჩემში. ფსიქოლოგიამ შემაძლებინა ყველა აქამდე ამოუხსნელი მოვლენა გამეცნობიერებინა, შევძელი გაგება და ღრმა წვდომა იმისა, თუ რა შეიძლება იდგეს ადამიანების ქცევებისა და სიტყვების მიღმა. გაცნობიერებული ურთიერთობების შესაძლებლობა მომეცა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ლექტორები, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები, გარე მოტივაციისა და საყრდენის როლს ასრულებენ ჩემს წინსვლაში, რადგან უდიდეს ძალას და გამბედაობას ანიჭებს ადამიანს ის გარემოება, რომ მისი სჯერათ, მისი შესაძლებლობების, ნიჭისა და წარმატების სწამთ. 

- სტიპენდიანტობა მარტივი არაა და სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. თუ გრჩება დრო გასართობად?
- ვერ ვიტყოდი, რომ სტიპენდიანტობა ძნელია და არ მგონია, რომ ვინმესთვის მიუღწეველი იყოს რაიმე, თუკი ნამდვილად სურს, მთავარია სურვილის სიძლიერე. სემესტრის დასაწყისში მახსოვს, როგორ მივეცი ჩემს თავს სიტყვა, რომ აუცილებლად ყველა საგანს 100 ქულაზე დავხურავდი, მიზანს მივაღწიე, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია, რადგანაც იმდენად საინტერესო საგნებს გავდიოდი, რომ თავად სწავლის პროცესი იყო ჩემთვის სასიამოვნო. თანაც მაქსიმალისტი ვარ, თუკი რაიმე მიზნად დავისახე, ყველა დაბრკოლება, რომელიც შემდგომ მიზნისკენ სავალ გზაზე მხვდება, აუცილებლად მაძლიერებს და განმამტკიცებს. სწავლისთვის დიდი დრო არ მეხარჯება, ადვილად ვითვისებ, ამიტომაც თანაბრად ყველაფრისთვის მყოფნის. ჩემთვის მიღებულ ცოდნასთან ერთად ყველაზე ღირებული ის ურთიერთობებია, რომელიც უნივერსიტეტმა მაჩუქა. ბედნიერი ვარ, როცა ჩემს ცოდნას მეგობრებს ვუზიარებ, ერთად განვიხილავთ, ვმსჯელობთ, ვადარებთ ნასწავლ მასალას და ვავლებთ საინტერესო პარალელებს ჩვენს გამოცდილებასთან. ამასთან, ისიც დიდი ფუფუნებაა, როცა შეგიძლია ისეთ კომპეტენტურ და პროფესიონალ ლექტორებთან, რომელთა სტუდენტობის ბედნიერებაც მე მხვდა წილად, ღირებულ საკითხებზე იმსჯელო, გაუზიარო მათ შენი შეხედულება, ერთად გააანალიზოთ და აღმოაჩინოთ მნიშვნელოვანი კავშირები ფსიქოლოგიაში. ფსიქოლოგია მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება არაა, ეს არის თეორიულ საგანძურთან ერთად დინამიური და უწყვეტი შემეცნების, დაკვირვების, ანალიზის, საკუთარ და სხვების გამოცდილებაზე მორგების, საინტერესო აღმოჩენების პროცესი, რომელიც მიღებულ ცოდნასთან ერთად შენც გზრდის, პიროვნებად გაყალიბებს და გაძლევს საშუალებას შენი ცოდნითა და გამოცდილებით სხვებსაც დაეხმარო. შეუძლებელია ის პროფესია, რომლის მუდმივი თანმდევია საინტერესო აღმოჩენები და მიგნებები, ოდესმე მოგწყინდეს.

- ახლა, როცა დისტანციურმა სწავლებამ მეტი თავისუფალი გრაფიკი მოგცათ სტუდენტებს,   როგორია შენი სტუდენტური დღეები?
- დისტანციური სწავლება ყველასთვის ახალი გამოწვევაა, თუმცა მიხარია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ლექტორებმაც და სტუდენტებმაც საკმაოდ ადვილად მოვახერხეთ ადაპტაცია არსებულ რეალობასთან. ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ, ამ პირობების მიუხედავად, სწავლების მაღალი ხარისხი კვლავინდებურად შევინარჩუნოთ. ისე კი ძალიან მენატრება ლექტორებთან და მეგობრებთან ცოცხალი ურთიერთობები და აქტიური სტუდენტური ცხოვრება, რომელიც ამ პირობებში კიდევ უფრო მეტად დავაფასე.

- გზავნილი თანატოლებს...
- ყოველთვის ისიამოვნეთ სწავლის პროცესით, გაიხადეთ სწავლა არა რუტინად, არამედ შემეცნებისა და განვითარების წყაროდ. როცა სწავლის პროცესი სასიამოვნო იქნება და თქვენც შემეცნებაზე იქნებით ორიენტირებული - შედეგიც არ დააყოვნებს და აუცილებლად დაგიფასდებათ. თქვენ მიერ განვლილი ყველა საგნიდან შეიძლება მიიღოთ ის ცოდნა, რომელიც თქვენი განვითარებისთვის არის საჭირო, ისევე, როგორც ყველა ადამიანისგან შეიძლება ისწავლოთ რაღაც ღირებული. და მაინც ყველაზე მთავარი საკუთარ თავზე და არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება მგონია. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ, იყავით მიზანდასახულები და ყველა მარცხი გაიხადეთ არა დანებებისა და უკუსვლის საფუძვლად, არამედ ძალად თქვენი  წარმატებისკენ სავალ გზაზე და მაშინ, როცა ნამდვილად მიაღწევთ წარმატებას, არასდროს დაივიწყოთ, საიდან დაიწყეთ და ვინ გყავდათ გვერდით.  არასდროს შეწყვიტოთ განვითარება და საკუთარ თავზე მუშაობა.

- შესანიშნავი სიტყვებია, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
- გმადლობთ.
 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები

2020 წლის 29 მაისს, 11:00 საათზე, წმ. ანდრიას უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური პრობლემები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართული უნივერსიტეტის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციას მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდისანიძე და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის. კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ოთარ მათეშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა რუსეიშვილმა. კონფერენცია ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. 

კონფერენციის პროგრამა 

1918 წლის 26 მაისისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

26 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 1918 წლის 26 მაისს მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც გაზი გაუსვა 26 მაისის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. 26 მაისს უკავშირდება საქართველოს უახლეს ისტორიაში სამი მნიშვნელოვანი მოვლენა: 1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღიდგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა, 1939 წლის 26 მაისს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა და 1991 წლის 26 მაისს საქართველომ აირჩია პირველი პრეზიდენტი. სამწუხაროდ საბჭოთა რუსეთმა მალევე შეძლო საქართველოს დაპყრობა, მაგრამ სწორედ 26 მაისს მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ასულდგმულებდა ანტისაბჭოთა მოძრაობას საქართველოში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი ზურაბ პაპასქირი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი ლევან ბებურიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები ირაკლი ხვადაგიანი, ირაკლი ირემაძე, დიმიტრი სილაქაძე.

ახალი წიგნი „გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლიტიკაში“

დღეს, როდესაც საგარეო პოლიტიკას გადამწყვეტი როლი უჭირავს ქვეყნების კეთილდღეობაში, უმნიშვნელოვანესია ამ დარგში მაღალკვალიფიციური ადამიანების მუშაობა. „გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საგარეო პოლიტიკაში“ არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელ ვალერი მოდებაძის ახალი წიგნი, რომელიც უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოიცა.
გთავაზობთ ინტერვიუს წიგნის ავტორთან:

საგარეო პოლიტიკის სწორად მართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ქვეყნებისთვის, კონკრეტულად რა საკითხებს ეხება წიგნი?

გეთანხმებით, რომ საგარეო პოლიტიკის სწორად მართვა ურთულესი საკითხია და ერთ-ერთ მთავარ გამოწვეევას წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნისათვის. წიგნი აღწერს გადაწყვეტილების მიღების რთულ და კომპლექსურ პროცესს ცვალებად და არასტაბილურ საერთაშორისო სისტემაში.  ამ წიგნის მიზანია, მკითხველს გააცნოს, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საგარეო პოლიტიკაში და რა სირთულეებსა და პრობლემებთან არის დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. 
წიგნი შვიდ ნაწილადაა გაყოფილია და ეტაპობრივადაა განხილული ის მთავარი ფაქტორები (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე საერთაშორისო,  საშინაო და გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები), რომლებიც გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე საგარეო პოლიტიკაში.

ვისთვის არის განკუთვნილი წიგნი, მხოლოდ სტუდენტებისთვისაა, თუ ნებისიერი ადამიანისთვის საინტერესო იქნება მისი წაკითხვა?

წიგნი განკუთვნილია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორებისა და სტუდენტებისათვის, ასევე საგარეო პოლიტიკაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისა და საგარეო პოლიტიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უწევთ მაღალი სტრესის პირობებში უამრავი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.    
საჭიროა, რომ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ასევე ქართული პოლიტიკური ელიტა კარგად იყოს გათვითცნობიერებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მეცნიერულ დონეზე შეისწავლოს ეს დარგი.  რაც უფრო მომზადებული იქნება ქართული პოლიტიკური ელიტა ამ დარგში, მით უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს საერთაშორისო არენაზე.  პატარა ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას საერთაშორისო ასპარეზზე.  ხშირად ყველაზე უმნიშვნელო შეცდომაც კი ძვირად უჯდება ქვეყანას.  სწორედ ამიტომ, აუცილებელია მსოფლიოს სახელგანთქმულ მეცნიერთა ნააზრევის გაანალიზება და ადეკვატური დასკვნების გამოტანა. 

როგორც ვიცით, თქვენი წიგნი პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოა საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ, რამ გადაგაწყვეტინათ მისი დაწერა?

მას შემდეგ რაც 2010 წელს დოქტორის ხარისხი დავიცავი  და გავხდი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, აქტიურ მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2015 წელს ერთ-ერთ უნივერსიტეტში  შემომთავაზეს ლექციების წაკითხვა შემდეგ საგანში - „გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლიტიკაში“. ლექციების მომზადების პროცესში აღმოვაჩინე რომ ქართულ ენაზე არ არსებობდა სახელმძღვანელო ამ თემაზე.  გადავწყვიტე რომ ეს პრობლემა გადამეჭრა და დამეწერა სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. 
სამწუხაროდ, ამ საკითხს საქართველოში ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა. არცერთ მეცნიერს, პროფესორს ან მკვლევარს არ დაუწერია და გამოუქვეყნებია ქართულ ენაზე რაიმე მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო, რომელიც ამ თემას შეეხებოდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტი გახდა და საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა.  1992 წლიდან დღემდე ძალზე ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დარგში სასიკეთო და საიმედო ძვრები მომხდარიყო.  მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაჩნდა საერთაშორისო ურთიერთობებში რამდენიმე სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.  დღეისათვის ამ დარგში აშკარად შეინიშნება რელევანტური ლიტერატურის ნაკლებობა.   სამწუხაროდ, არცერთ ქართულენოვან სახელმძღვანელოში არ არის გაანალიზებული და განხილული გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლიტიკაში. 
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე გამომეცა ქართულ ენაზე სახელმძღვანელო და ჩემი  წვლილი შემეტანა საქართველოში ამ დარგის განვითარებაში. 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, რისი გადმოცემაც ამ წიგნის საშუალებით გინდოდათ?

ამ წიგნის ყველაზე მთავარი გზავნილია ის, რომ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება საგარეო პოლიტიკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.უმიშვნელო შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ნებისმიერი ქვეყნისათვის. წიგნში დეტალურად არის აღეწერილი ის შეცდომები, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები უშვებენ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.  გადაწყვეტილების მიღება კოგნიტური პროცესია და გადაწყვეტილების მიმღები პირის ფსიქოლოგიურ ნიშან-თვისებებზე, პროფესიონალიზმზე და გამოცდილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. წიგნში დეტალურად არის გაანალიზებული ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც აფერხებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას.გარკვეული მიზეზების გამო, ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია რთული გათვლების გაკეთება და რაციონალურად მოქმედება. ისეთი ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად დროის სიმცირე, ინფორმაციის სიმცირე, ორაზროვნება, დინამიური გარემოცვა, რისკი, სტრესი აფერხებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას.  წიგნში დეტალურად არის გაანალიზებული ყველა ეს ფაქტორი და აღწერილია თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები   შეზღუდული რაციონალობის პირობებში.    
განსაკუთრებით დიდი გამოწვევების დაპრობლემების წინაშე დგას პატარა ქვეყანა, რომელსაც ახალი მოპოვებული აქვს დამოიკიდებლობა. სამწუხაროდ პატარა სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები გააჩნია, რომ წარმატებული საგარეო პოლიტიკური კურსი გაატაროს და საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას.   პატარა სახელმწიფოს ადამიანური რესურსი მცირე და შეზღუდულია.  სწორედ ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ამ შეზღუდული რესურსის რაციონალურად გამოყენებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. 
შეზღუდული რესურსების გამო, პატარა ქვეყნის საგარეო უწყებას, ძლიერი ქვეყნის ანალოგიურ უწყებებთან შედარებით, არ გააჩნია მრავალრიცხოვანი დიპლომატიური პერსონალის შენახვის შესაძლებლობა.  სწორედ ამიტომ, პატარა ქვეყნის შესაძლებლობა, რომ დიპლომატიურ პერსონალზე დაყრდნობით სანდო ინფორმაცია მიოპოვოს და სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს საკმაოდ შეზღუდულია.
ზემოთ დასახელებული პრობლემების გამო საჭიროა გადაწყვეტილების მიღების პროცესის მეცნიერულად გაანალიზება და შესწავლა, რომ ნათლად დავინახოთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ლიდერები, როდესაც მათ უწევთ სარისკო და არასტაბილურ გარემოში საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

იგეგმება თუ არა ამ წიგნის SANGU-ს სასწავლო მასალებში შეტანა?

უნივერსიტეტში უკვე ერთი წელია რაც არსებობს სასწავლო კურსი „გადაწყვეტილების მიღების პროცესი საგარეო პოლტიკაში“.  წიგნი უკვე აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში.    ჩვენი უნვერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ წიგნში არსებულ თეორიებს და დეტალურად შეისწავლონ ის საკითხები, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს უკავშირდება საგარეო პოლიტიკაში.   სტუდენტები ლექციების დროს ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, საფრთხეებს გადაყწვეტილების მიღების პროცესში და აცნობიერებენ თუ რა ურთულეს ვითარებაში უწევთ საელმწიფოს ლიდერებს საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.  
წიგნი უკვე დამტკიცებულია სახელმძღვანელოდ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამეცნიერო საბჭოს მიერ  და იგეგმება მისი უფრო აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში. 

ძალიან აინტერესებთ ხოლმე სტუდენტებს კონკრეტული მაგალითები Case study, რამდენად გაქვთ განხილული ისინი სახელმძღვანელოში?

წიგნში  ძალიან ხშირად მაქვს გამოყენებული კონკრეტული ქეისები, იმისათვის რომ სტუდენტები უკეთესად გაერკვნენ თუ რასირთულეებთან არის დაკავშირებული საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.  მაგალითად, წიგნის მეორე ნაწილში განხილულია თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები კოალიციური მთავრობების მიერ.განხილულია ისრაელის მთავრობის მაგალითი, ასევე ისლანდიის მაგალითი.  
წიგნში ასევე გაანალიზებულია  ქეისები, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები  ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, ასევე მაღალი სტრესის პირობებში.მაგალითად, განხილულია ფოლკლენდის ომი, როდესაც ბრიტანეთის ხელისუფლებას მაღალი სტრესის პირობებში უხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება.   
წიგნში განხილულია კონკრეტული ქეისები, როდესაც ლიდერი ილუზორული წარმოდგენის გამო ვერ ახერხებს რეალობის სწორად აღქმას და გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს.მაგალითად, წიგნში განხილულია დარდანელის ოპერაციის დროს ჩერჩილის მიერ დაშვებული შეცდომები.
წიგნში მოყვანილია ასევე ჯგუფური აზროვნების მაგალითები.  კონკტერული ქეისების საფუძლველზე ნაჩვენებია თუ რა საზიანო შეიძლება იყოს ჯგუფური აზროვნება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.  განხილულია კონკრეტული ქეისი-2003 წლის ერაყის ომი, როდესაც ბუშის ადმინისტრაცია ტენდენციურად იღებდა საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ახლო აღმოსავლეთში.   
საგარეო პოლიტიკაში ხშირად ხდება ანალოგიების გამოყენება.   ანალოგიებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაამარტივონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, თუმცა მათ ასევე შეიძლება გამოიწვიონ სავალალო შედეგის დადგომა.  წიგნში განხილულია ანალოგიების კონკრეტული მაგალითები.   დეტალურად არის გაანალიზებული და განხილული მიუნხენის ანალოგია, ენტებეს ანალოგია.   წიგნის მეხუთე ნაწილში აღწერილია თუ როგორ იყენებდნენ ანალოგიებს აშშ-სა და კუბის ხელმძღვანელობა 1950-იან და 1960-იან წლებში.

სად შეიძლება წიგნის შეძენა?

წიგნის გამოცემას მალე ვაპირებთ.  დროებით ვერ ვახერხებთ წიგნის დაბეჭდვას კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.  ველოდებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებას და როგორც კი  ხელსაყრელი დრო დადგება,  აუცილებლად გამოვცემთ.

მნიშვნელოვანი მოვლენის 100 წელი

26 მაისს 102 წელი სრულდება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 1918 წლის 26 მაისს მიღებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში“ ჩაიწერა: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფვის ყოველ ხალხთან და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან მეგობრული განწყობილობა იქონიოს“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოსთან - საბჭოთა რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებას. ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა... საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. 7 მაისს ამ ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის ვახტანგ გურულის წერილს „საქართველო -რუსეთის მოსკოვის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება“.

წმიდა ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

12 მაისს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციისამებრ, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას მიეძღვნა. კონფერენცია ამჯერად ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ დღის მნიშვნელობას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და სრულიად საქართველოსთვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი ლევან ჯიქია, პროფესორი გვანცა ბურდული, პროფესორი ბესიკ გაფრინდაშვილი, ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე. კონფერენციას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები.

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

23 აპრილს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, გაიმართა აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, ამჯერად ონლაინ რეჟიმში. კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა დიდი ივანეს ღვაწლზე საქართველოს ისტორიისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის პირუთვნელად შესწავლის საქმეში.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: ვახტანგ გურული, ტარიელ ფუტკარაძე, ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი, ჯაბა მესხიშვილი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერიტეტის პროფესორი ოთარ ჯანელიძე; ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე.

კონფერენციას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
 

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 

14 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 14 აპრილს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ინიციატივით გაიმართა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 14 აპრილს მიეძღვნა.
კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 14 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სცადა ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოეშორებინა. ქართველი სტუდენტების, ინტელიგენციის წარმომადგენლების მასშტაბურმა საპროტესტო მოძრაობამ შექმნა საბჭოთა კავშირში პრეცენდენტი და საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკან დაიხია - საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში ქართულ ენას შეუნარჩუნდა სახელმწიფო ენის სტატუსი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი თეონა ხუფენია; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი მერაბ ბერიძე; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი შალვა კირთაძე; ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, გიორგი ალიბეგაშვილი (ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე), ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი, ჯაბა მესხიშვილი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა ხაჩიძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია ბარამიძე; საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბიმურზა დადეშქელიანი. კონფერენციას ესწრებოდნენს ხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

P.S. კონფერენციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, მომზადდება წერილი ხელისუფლებისადმი, სადაც იქნება არგუმენტირებული თხოვნა, 14 აპრილს ოფიციალურად ეწოდოს ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დღე.
 

სადისერტაციო ნაშრომის ონლაინ დაცვა

2020 წლის 13 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში დისერტანტმა ეკატერინე ახვლედიანმა დისერტაცია თემაზე „თანამედროვე თურქული რომანის ქართული თარგმანების ძირითადი პრობლემები მთარგმნელობითი თეორიის ფონზე“ ონლაინ რეჟიმში დაიცვა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის სექციისა და სადისერტაციო კომისიის წევრებმა დისერტაციის დაცვაში მონაწილეობა პლატფორმა Zoom.us-ის მეშვეობით მიიღეს.

9 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო დისკუსია ქართულ უნივერსიტეტში

9 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ სამეცნიერო დისკუსია ქართულ უნივერსიტეტში 

2020 წლის 9 აპრილს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე“. დისკუსია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. ბატონმა სერგომ, საუბრისას მოკლედ შეაჯამა 1802 წლიდან 1991 წლამდე ქართველთა ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის და ხაზი გაუსვა უთანასწორო ბრძოლაში მონაწილე გამორჩეული პირების უდიდეს ღვაწლს. გაიხსენა 1989-1991 წლების პერიოდის საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიები. საუბრის ბოლოს მსმენელებს მიულოცა დამოუკიდებლობის აღდგენის 29 წლისთავი და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა დამოუკიდებობის აღდგენაში.

 დისკუსიაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი, ჯაბა მესხიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, დოქტორანტი კესო გეჯუა, მაგისტრანტი გოდერძი ბოლქვაძე, სტუდენტი ნიკა წკრიალაშვილი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს 1989 წლის 9 აპრილის, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 1991 წლის 9 აპრილის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. სწორედ ამ თარიღებმა განსაზღვრეს თანამედროვე საქართველოს ორიენტირები..

გილოცავთ ხარების დღესასწაულს

7 აპრილს საქართველოს სამოციქულო ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი წარმატება

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამას, რომელთა მიზანი ევროპული ცოდნის მიღება და დასაქმების დონის ამაღლებაა. 


2019 წლის მარტში ქართულმა უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ამჯერად Campus Lions Club Tbilis-თან. ამით უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ ევროკავშირის საგრანტო პროგრამა ERASMUS+, რომელიც ახორციელებს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებს.


ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები: ელენე ციციშვილი, მარიამ თაღიაშვილი და გიგა ცერცვაძე 3-10 მარტის ჩათვლით Erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ რუმინეთში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტში - Beyond Media Influence. 


მსოფლიოში განვითარევბული პანდემიის ფონზე როგორ ჩაიარა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების რუმინულმა მოგზაურობამ და რამდენად ნაყოფიერი იყო პროექტში მონაწილეობა მათთვის გვესაუბრება ერთ-ერთი მონაწილე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონალური პროცესების მიმართულების სტუდენტი ელენე ციციშვილი.

- მოგესალმები ელენე.
- მოგესალმებით.

- როგორ შეირჩა ERASMUS+ მონაწილეები და თქვენ როგორ ჩაერთეთ მასში?
- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ უნივერსიტეტს და Campus Lions Club Tbilis, რომ არა მათი ურთიერთთანამშრომლობა, ვერ გავხდებოდი ERASMUS+ პროგრამის მონაწილე. მათ შორის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამოცხადდა, რომ შეგვეძლო მონაწილეობის მიღება ERASMUS+ პროექტების წერაში და გვქონოდა ევროპის ქვეყნებში  წასვლის შანსი. ამ არაჩვეულებრივი სიახლის გამოცხადებისთანავე გადავგზავნე CV და გასაუბრების გავლის შემდგომ ჩავერთე ERASMUS+ პროექტების წერაში. შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა გქვონდა წავსულიყავით რუმინეთში ERASMUS+ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. უნივერსიტეტმა დაიწყო მონაწილეების შერჩევა. გამოცხადდა კონკურსი, მაგრამ მე, როგორც ERASMUS+ პროექტების წერაში ჩართული სტუდენტი, კონკურსის გავლის გარეშე, ავტომატურად აღმოვჩნდი მონაწილეთა შორის, რომლებიც რუმინეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ. ესენი იყვნენ ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სტუდენტები: მარიამ თაღიაშვილი და გიგა ცერცვაძე. მათ წარმატებით გაიარეს კონკურსი, რომელიც მოიცავდა ორ ეტაპს: სამოტივაციო წერილის გაგზავნას და გასაუბრების გავლას. 
მარიამი პირველი კურსის სტუდენტია, მე და გიგა კი მეოთხე კურსის სტუდენტები ვართ. წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით ჩვენ გავემგზავრეთ რუმინეთში 2 მარტს და იქ დავრჩით 12 მარტის ჩათვლით. ძალიან სასიამოვნო იყო მარიამსა და გიგასთან ერთად მგზავრობა და პროექტში მონაწილეობა.

- მსოფლიოში განვითარებული პანდემიის ფონზე თქვენი გამგზავრება საფრთხის შემცველი იყო, მაგრამ უკან არ დაიხიეთ...
- რა თქმა უნდა, გამგზავრება იყო საფრთხის შემცველი. რისკი ყველგან და ყოველთვის იარსებებს, თუ არ იქნა მიღებული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. ჯგუფმა, რომელიც მივემგზავრებოდით საქართველოდან, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება გამგზავრების შესახებ. მიმდინარე პროცესები ჩვენს ყოველდღიურობაზე არ ასახულა, არც პანიკა იყო იმ ქალაქში, სადაც ვიმყოფებოდით და ინფიცირებულთა ერთი შემთხვევაც კი არ იყო დაფიქსირებული იმ დროისთვის. ამის გამო ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, უბრალოდ, უფრო მეტად ვიცავდით უსაფრთხოების ზომებს და ჰიგიენურ ნორმებს. ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველდღიურად გვიკავშირდებოდა და ზრუნავდა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს და მადლობელი ვარ იმის გამოც, რომ თანამშრომლობს ისეთ სანდო ორგანიზაციასთან, როგორიც არის Campus Lions Club Tbilisi. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, რატი ქირია, იყო ჩვენი გუნდის ლიდერი ამ პროექტში. ტრენინგის განმავლობაში იგი გამუდმებით ზრუნავდა ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. საქართველოში დავბრუნდით 12 მარტს. ყველა მონაწილემ საზღვარზე გავიარეთ შემოწმება და სრულიად ჯანმრთელები დავბრუნდით ქვეყანაში. უსაფრთხოების პრევენციის მიზნით, ჩვენივე სურვილით, იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფოს არანაირი შეზღუდვა საზღვარზე შემოსვლის დროს არ დაუწესებია, გავიარეთ ორკვირიანი იზოლაცია და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობთ. ასე რომ, არაჩვეულებრივად ჩაიარა პროექტმა და ჩვენმა რუმინულმა მოგზაურობამ. თვალს ვადევნებდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ვასრულებდით. იქ სადაც იცავენ წესებს, პანიკის საფუძველი არ არის!

- ახლა თვითონ პროექტის შესახებ გვიამბე. ERASMUS+ საგანმანათლებლო პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, თქვენ რა პროექტში მონაწილეობდით?
- დიახ, ERASMUS+ უამრავი საგანმანათლებლო პროექტი აქვს. ჩვენ ვიმყოფებოდით რუმინეთში, ქალაქ რამნიცუ ვალჩეაში 3-10 მარტის ჩათვლით. საქართველოსთან ერთად ამ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: რუმინეთი, უკრაინა, მაკედონია, თურქეთი და სხვა. სულ 36 აქტიური მონაწილე!  რაც შეეხება პროექტის თემას, ეს იყო მედიის გავლენა  ("Beyond Media Influence").
დღესდღეობით მედია ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.  ამიტომ ვთვლი, რომ საზოგადოების ყველა წევრმა უნდა იცოდეს რამდენად ხარისხიანად და სწორად გვაწვდის მედიასაშუალებები სხვადასხვა სახის ინფორმაციებს. ტრენინგ-კურსი ძირითადად დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით. გავეცანით ყალბი სიახლეების გავლენას საზოგადოებაზე, თუ როგორ ახორციელებს პროპაგანდას თითქმის ყველა სახელმწიფო მედიის საშუალებთ, როგორ შეიძლება შევქმნათ ყალბი ნიუსი ისე, რომ იყოს დამაჯერებელი, რა ბერკეტი გააჩნია საზოგადოებას მედიის ზეგავლენისგან თავის დასაცავად, როგორ ჩავწეროთ ინტერვიუ და მოვამზადოთ კარგი სტატია.

- როგორ მიმდინარეობდა თქვენი სამუშაო დღეები, თავისუფალ დროს რითი იყავით დაკავებული?
- ვერ ვიტყვი, რომ ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა. ტრენინგები დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, ძირითადად დატვირთული იყო პრაქტიკული დავალებებით, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ტრენინგის მსვლელობის პროცესს. თუმცა თავისუფალ დროს ყველა ქვეყნის მონაწილე ვატარებდით ერთად, ვსეირნობდით ქალაქში და ვეცნობოდით ისტორიას, სხვადასხვა გასართობ აქტივობებს ვაწყობდით და უკეთ ვეცნობოდით ერთმანეთს. ყოველდღე, ცხრა საათზე იმართებოდა ინტერკულტურული საღამო და თითოეული ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ვაცნობდით ჩვენს ქვეყანას. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს დღე იყო ზეემოციური ყველასთვის. მონაწილეებმა შევასრულეთ ქართული ნაციონალური ცეკვა „აჭარული“, ვაჩვენეთ უამრავი ვიდეო რგოლი საქართველოს შესახებ და დავაგემოვნებინეთ ჩვენ მიერ მომზადებული ხინკალი, საქართველოდან ჩატანილი ქართული სამზარეულოს ნაირსახეობები, ლიმონათი, ჭაჭა და ასევე ქართული ღვინო, რომელიც ჩვენმა უნივერსიტეტმა ამ დღისთვის გვისაჩუქრა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს თვალებზე ცრემლი ჰქონდათ. იცით, რამდენს ჰყვარებია და შეუყვარდა საქართველო? ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა ერთხმად აღიარებს: რუსეთი ოკუპანტია! 10 დღის განმავლობაში გვქონდა ერთი არასატრენინგო დღე, რომელიც დაეთმო რუმინეთის ყველაზე ძველ და ისტორიულ ქალაქ სიბიუში მოგზაურობას.

- როგორ შეაფასებ პროექტში მონაწილეობის შედეგად მიღებულ ცოდნას, რა გამოცდილება მიიღე, მომავალში როგორ გამოიყენებ მას?
- იმისდა მიუხედავად, რომ პროექტი იყო მოკლევადიანი და მოიცავდა 10 დღეს, საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა შეხვედრებმა. აღმოვაჩინე, რომ ის პრობლემები, რომლებიც არსებობს ჩემს ქვეყანაში, არსებობს სხვაგანაც. რეალურად ძნელია აკონტროლო მედია და იქ არსებული ინფორმაციები. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლის ცოდნის შემდეგაც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ ყალბი ნიუსების ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. სწორედ ამ საკითხებზე მიღებული ცოდნა დაგვეხმარება მე და ჩემს მეგობრებს, ვიცხოვროთ რეალურ სამყაროში და არა ილუზიურში, რომელსაც მასმედია ძალიან ხშირად ქმნის.
ეს იყო პროექტი, რომელმაც შემმატა ცოდნა, დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში და მაზიარა ხუთი ქვეყნის კულტურას. ფიზიკურად ვიმყოფებოდი რუმინეთში, მაგრამ ვირტუალურად ვმოგზაურობდი ხუთ ქვეყანაში. მედია ჩვენ ვართ! მას ვქმნით ჩვენ!
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ქართულ უნივერსიტეტს და იმედი მაქვს ასეთი სახის პროექტები გაგრძელდება, რადგან არაფორმალური განათლება არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა გამოავლინონ და განავითარონ საკუთრი შესაძლებლობები.

- პროექტის სამივე მონაწილეს წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა.

 


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება

როგორც უწყებაში აცხადებენ,  უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ.

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

რუბრიკაში საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ლიტერატურის მიმართულების IV კურსის სტუდენტს, ნათია ჩხარტიშვილს და ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური მუშაობის მიმართულების IV კურსის სტუდენტს, ანა სადაღაშვილს. რა ინტერესები ჰქონდათ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, რატომ აირჩიეს განათლების მიასაღებად ქართული უნივერსიტეტი და მარტივია თუ არა სტიპენდიანტობა, ინტერვიუდან შეიტყობთ.

-    გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში მოსვლამდე - სკოლა, ინტერესები, ქართლი უნივერსიტეტის არჩევა.
-    ნათია ჩხარტიშვილი - ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია განათლების მიღება. განათლების მიღების ძირითადი გზა კი სწავლაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამიტომ, საჭიროა მათი სწორად შერჩევა, ვინაიდან სწორედ იქ მიღებულ განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი. უნივერსიტეტში მოსვლამდე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლაში ყოფნის პერიოდი, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან სკოლაში მყოფი პედაგოგების დამსახურება უაღრესად დიდია ჩემს აღზრდასა და განათლებაში. თავიდანვე დაინტერესებული ვიყავი ფილოლოგიით და ჩემი მიზანი იყო ღრმად და საფუძვლიანად შემესწავლა ეს სპეციალობა. ამიტომაც ავირჩიე ქართული უნივერსიტეტი, სადაც არის თბილი და მყუდრო გარემო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ფილოლოგიის მიმართულებას ჰყავს გამორჩეული პროფესორ-მასწავლებლები, როგორც ლიტერატურის, ისე ენათმეცნიერების მიმართულებით. თითოეული მათგანი არის საკუთარი საქმის პროფესიონალი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა კი განაპირობა, რომ არჩევანი გამეკეთებინა ქართულ უნივერსიტეტზე.
-    ანა სადაღაშვილი - დამეთანხმებით, ალბათ, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება თითოეული მოზარდისთვის ახალი და განსხვავებული ეტაპის საწყისია, ისევე როგორც ჩემთვის. უნივერსიტეტში შევიძინე არაერთი კარგი თვისება, გავხდი უფრო შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ვისწავლე სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავება. როდესაც სკოლასთან ვავლებ პარალერს, მინდა გითხრათ, რომ ახლა ,,სტიპენდიანტი გოგო“, მაშინ არ ვიყავი წარჩინებული მოსწავლე. სკოლის ქულებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი და ახლაც, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ სკოლაში მიღებული ქულებით არ განისაზღვრება ადამიანის მომავალი, წარმატება და კარიერული წინსვლა. ბავშობიდან აქტიურად ვიყავი ჩართული სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში, განსაკუთრებით კარგად მახსენდება ,,მომავლის ბანაკი“, რომელიც ჩემს სკოლაში თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა, რამაც ხელი შეუწყო იმ უნარების განვითარებას რაც მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნული ზრდისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარებული სხვადასხვა სახის ტრენინგები: ძალადობასთან, მოზარდთა უფლებებთან დაკავშირებით, რამაც დამაფიქრა ჩემს მომავალ და უკვე არჩეულ პროფესიაზე. დიდ ინტერესს ვიჩენდი, მიყვარდა და სიამოვნებას მანიჭებდა: ხატვა, ქარგვა, სხვადასხვა ნივთების გაფორმებები. ასეთი ლაღი და უდარდელი ბავშობიდან უცებ დავდექი პროფესიული არჩევანის წინაშე და ჩემი ძმის რჩევით გადავწყვიტე, ჩამებარებინა ქართულ უნივერსიტეტში, სოციალურ მუშაობაზე. ვინაიდან, მისი თქმით, აქ მელოდა ის თბილი და პატარა ოჯახური გარემო, სადაც თავს ვიგრძნობდი კომფორტულად. იგი მომცემდა საშუალებას გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები და მეპოვა საკუთარი თავი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს უნივერსიტეტი და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გაკეთებული არჩევანი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა.

-    რამდენად ნაყოფიერი იყო შენთვის განვლილი ოთხი წელი ქართულ უნივერსიტეტში?
-    ნათია ჩხარტიშვილი - ქართულ უნივერსიტეტში განვლილი ოთხი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ამ ოთხი წლის განმავლობაში სიღრმისეულად და საფუძვლიანად გავეცანი იმ საკითხებს, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება აუცილებელია ფილოლოგისთვის, რათა გახდეს თავისი საქმის პროფესიონალი.
-    ანა სადაღაშვილი - განვლილი ოთხი წელი იყო ძალიან საინტერესო, შრომატევადი, ნაყოფიერი და სიახლეებით აღსავსე. ცოდნასთან ერთად შევიძინე ახალი მეგობრები, რომლებმაც გამიფერადეს და გამილამაზეს სტუდენტური წლები.

-    სტიპენდიანტობა მარტივი არაა და სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს. როგორია შენი მიდგომა სწავლისადმი, თუ გრჩება დრო გართობისთვის?
-    ნათია ჩხარტიშვილი - მართალია, სტიპენდიანტობა არ არის მარტივი და სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს მაშინ, როცა უნივერსიტეტში არის ყველაფერი იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კარგად სწავლა. მთავარია დრო სწორად გავანაწილოთ, ჩემ შემთხვევაშიც ასეა, სწავლას ვუთმობ დიდ დროს, თუმცა, რა თქმა უნდა, დრო გასართობადაც მრჩება.
-    ანა სადაღაშვილი - იყო სტიპენდიანტი არ არის მარტივი, რადგან ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას. მე პარალელურ რეჟიმში მუდმივად ვმუშაობდი სხვადასხვა დაწესებულებებში, რაც მაძლევდა სტიმულს ვყოფილიყავი უფრო შრომისუნარიანი, მობილიზებული, პასუხისგებლიანი და მოტივირებული. გართობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად მაინც მაქვს ამის შესაძლებლობა, რადგან ყოველთვის ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო. დღესაც, დასაქმებული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ხელი ხელს“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ასისტენტად და ამავდროულად აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა აქტივობებში, რაც ხელს უწყობს ჩემს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას.

-    რატომ აირჩიე ეს დარგი, რა აქტივობებში ხარ ჩართული ამ მიმართულებით?
-    ნათია ჩხარტიშვილი - ფილოლოგიით თავიდანვე ვიყავი დაინტერესებული. გადავწყვიტე, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო ამ მიმართულებით და სწორედ ამიტომ ავირჩიე ფილოლოგია.
-    ანა სადაღაშვილი - სოციალურ მუშაობაზე ჩაბარება გადავწყვიტე იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები, სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა, დახმარება და სწორედ სოციალური მუშაობა არის ის პროფესია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების კეთილდღეობას, მათ გაძლიერებას. ამ პროფესიის მთავარი ამოცანაა დაეხმაროს ადამიანებს შესაძლებლობების და უნარების გაუმჯობესებაში, რესურსების სწორად გამოყენებაში.

-    გზავნილი თანატოლებს...
-    ნათია ჩხარტიშვილი - მათ, ვისაც სურთ სრულყოფილი განათლების მიღება, ვურჩევ, თავიანთი არჩევანი შეაჩერონ ქართულ უნივერსიტეტზე. საამისოდ აქ დახვდებათ ძალიან თბილი და მეგობრული გარემო და რაც მთავარია, სამაგალითო პროფესორ-მასწავლებლები. 
და ბოლოს, მადლობა ქართულ უნივერსიტეტს და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რადგან ასე ზრუნავენ მომავალი თაობის სწორად აღზრდასა და განათლებაზე.
-    ანა სადაღაშვილი - მინდა მოვუწოდო თანატოლებს, რომ იყვნენ მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში, მნიშვნელობა არ აქვს დროს. ეძიეთ ბედნიერება და სიამოვნება მიიღეთ თითოეული წამისგან, დაისახეთ მიზანი და არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, ცხოვრება ისედაც სავსეა წინააღმდეგობებით, უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება.

 

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

ყოველი ადამიანი, როგორც განუმეორებელი ინდივიდი, საინტერესოა თავისი ცხოვრების წესით, სტუდენტობა კი ის პერიოდია, როდესაც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების შემდეგ თვალს ავლებ უნივერსიტეტამდე განვლილ გზას და სახავ გეგმებს მომავლისთვის. სტუდენტობა პიროვნულად ჩამოყალიბების პერიოდია. რუბრიკა ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები წარჩინებულ სტუდენტთა ცხოვრების გაცნობას ისახავს მიზნად, გაგაცნობთ მათ სულიერ სამყაროს, გაიგებთ, რა გზა გამოიარეს ქართულ უნივერსიტეტში მოსვლამდე, რა შეცვალა მათ ცხოვრებაში იმ დიდმა პასუხისმგებლობამ, რასაც უნივერსიტეტის სტიპენდიანტობა ჰქვია...


დღეს ქართული უნივერიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტს, IV კურსის სტუდენტს, სალომე ჭოველიძეს გაგაცნობთ, რომელიც ამჟამად სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამთვიან პრაქტიკას გადის გერმანიაში.

- სალომე მოგესალმები.
- მოგესალმებით.

- როგორი იყო შენი ცხოვრება სტუდენტობამდე, რა იყო ისეთი, რამაც შენი დღევანდელობა განსაზღვრა?
- მოგესალმებით, უნივერსიტეტში მოსვლამდე ჩემი ცხოვრება პირობითად ორ პერიოდად უნდა დავყო: 10 წლამდე და 10 წლის შემდეგ. ბავშვობის წლები გავატარე გორის რაიონ სოფელ ძარწემში, რომელიც დღეს ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასე რომ, 2008 წლის ომის შემდეგ ჩემს ბავშვობაში შედარებით რთული ეტაპი დაიწყო, რადგან მომიწია ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმით ცხოვრების გაგრძელება. სკოლა დავასრულე მცხეთის რაიონ სოფელ წეროვანში, ვერ ვიტყვი, რომ ვიყავი ათოსანი მოსწავლე. სწორედ სკოლის პედაგოგისგან გავიგე ქართული უნივერსიტეტის შესახებ.

- და გადაწყვიტე ამ უნივერსიტეტში გესწავლა. ტურიზმის მიმართულებაზე ჩაბარების გადაწყვეტილება რამ განაპირობა? 
- ბავშვობიდან მიზიდავდა სამართალი და მინდოდა მესწავლა შესაბამის ფაკულტეტზე. ვერ ვიტყვი, საიდან მოდიოდა ეს ბავშვობისდროინდელი ოცნება, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი, ეს არ იყო ჩემი მოწოდება. აბიტურიენტობის პერიოდში კიდევ უფრო მკაფიოდ გავაცნობიერე, რომ საერთოდ არ მომწონდა ეს პროფესია. აი, მაშინ გადავწყვიტე ტურიზმის მიმართულებაზე ჩამებარებინა, ალბათ, იმიტომ, რომ მსოფლიოს წარმატებული დარგი და ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ განვითარებადი სფეროა. არც შევმცდარვარ არჩევანში. მაშინაც ძალიან მაინტერესებდა და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ფაკულტეტია, მოიცავს ბევრ საინტერესო ინფორმაციას. ჩემი სამომავლო გეგმებიც ისევ და ისევ ჩემს პროფესიას უკავშირდება. მინდა ვიყო წარმატებული ამ სფეროში, რაც, ალბათ, გამომივა.

- ამისთვის მაქსიმუმს აკეთებ, რასაც მოწმობს ის, რომ ხარ ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.
- სტიპენდიანტის სტატუსი ძალიან სასიხარულო და საამაყოა ჩემთვის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თითოეული წარმატება ზრდის ადამიანს პიროვნულად და ზუსტად ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ეს წარმატება, ეს სტატუსი საკმაოდ სასიამოვნოა, რადგან ხვდები, რომ შრომა დაგიფასდა. 
იყო სტიპენდიანტი, ნიშნავს გქონდეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, შემდგომ ოჯახის და მეგობრების წინაშე.

- სტიპენდიანტობა უკვე გულისხმობს იმას, რაც შენ გვითხარი - დიდ შრომას, მაგრამ ამის გარდა, რით არის გამორჩეული შენი სტუდენტური ცხოვრება, თუ ხარ ჩართული უნივერსიტეტის აქტივობებში?
- იქიდან გამომდინარე, რომ დიდად არ გამოვირჩევი აქტიურობით, უნივერსიტეტის დაგეგმილ ღონისძიებებშიც არ ვიღებდი მონაწილეობას, რასაც ამ გადასახედიდან ძალიან ვნანობ. დამამთავრებელ კურსზე რომ არ ვიყო, აუცილებლად გამოვასწორებდი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სტიპენდიანტთა საშემოდგომო კონფერენციაში, სადაც წარვადგინე თემა „ველნეს ტურიზმი საქართველოში“.

- ამჟამად პრაქტიკას გადიხარ გერმანიაში. ამ პროგრამის შესახებ გვიამბე, როგორ ჩაერთე მასში და რას მოიცავს შენი საქმიანობა გერმანიაში?
- უნივერსიტეტს აქვს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები გერმანიის სხვადასხვა სასტუმროში გადიან სამთვიან პრაქტიკას. ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც. ამჟამად გავდივარ ამ პრაქტიკას სასტუმრო Aრბორეა Mარინა ღესორტ Nეუსტადტ‎-ში. აქ პრაქტიკულად ვეუფლები მომხმარებელთან ურთიერთობის საკმაოდ რთულ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემს პროფესიაში. მაქვს ურთიერთობა უცხო ხალხთან, ვეცნობი მათი ცხოვრების სტილს. ცხოვრების ამ სტილს ფეხი უნდა ავუწყოთ, ეს კი გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი 3 თვე ახლობლებისგან მოშორება და უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა ყველამ ვიცით, რომ მრავალმხრივ არის შედეგიანი. გარდა პროფესიის პრაქტიკულად ათვისებისა და დაუფლებისა, გარდა დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა, პიროვნული ზრდისა, იგი გვეხმარება გერმანული ენის დახვეწაშიც. ამ პროგრამაში მოსახვედრად კი მთავარია სურვილი, ხოლო შემდგომ ქმედება ამ სურვილის ასახდენად. აქვე ყველა სტუდენტს მინდა ვურჩიო ჩაერთონ ამ პროგრამაში.


მათ შეუძლიათ მივიდნენ ქალბატონ თამარ პოპიაშვილთან რომელიც ასწავლის გერმანულ ენას უნივერსიტეტში და მისი დახმარებით აუცილებლად აიხდენენ სურვილს. ამ პროგრამით პირველი კურსიდან ვიყავი დაინტერესებული, ხოლო ჩემივე სიზარმაცის გამო საკმაოდ გვიან, მეოთხე კურსის პირველ სემესტრში ჩავერთე და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამეხმარა ქალბატონი თამარი. მასთან ვისწავლე ენა და სამ თვეში მოვახერხე აქ წამოსვლა, ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მას და ქართულ უნივერსიტეტს, რომელმაც მომცა ეს შესაძლებლობა.

-    როგორ ფიქრობ, რას მოგცემს გერმანიაში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და რა გეგმები გაქვს დაბრუნების შემდეგ? 
- ეს პროგრამა დამეხმარება, პირველ რიგში, საკუთარი თავის ზრდასა და ჩამოყალიბებაში. ჩემთვის ეს არის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც საჭიროა და დამეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, პროგრამამ მასწავლა უცხო გარემოში თავის წარმოჩენა და დამკვიდრება. დაბრუნების შემდგომ გეგმებში, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის ბოლო ეტაპის წარმატებით დამთავრება მაქვს.

- რას უსურვებ სტუდენტებს, რომლებიც წარმატების მისაღწევად იღვწიან?
- პირველ რიგში, ვუსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას და ვურჩევ აუცილებლად გააკეთონ და მიიღონ ის მაქსიმუმი, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევ ჩაერთონ ყველა ღონისძიებაში, იქნება ეს მსხვილმასშტაბიანი თუ არა. ეს მათ დაეხმარება საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში. მთავარი კი არის ის, რომ დრო არ დაკარგონ უქმად, აუცილებლად გამოიყენონ თითოეული წუთი სტუდენტობისა. დაისახეთ მიზანი და იბრძოლეთ ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე!

- დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

დისტანციური სწავლების პირველმა დღემ #SANGU-ში მარტივად, ყოველვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა

გაზაფხულის სემესტრის პირველი სასწავლო დღე უჩვეულო რეჟიმში, მაგრამ იგივე მონდომებითა და ემოციებით მიმდინარეობდა.

დისტანციური სწავლების პირველმა დღემ #SANGU-ში მარტივად, ყოველვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა.

გვჯერა, რომ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შესაძლებელია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით.

ჩვენი უნივერსიტეტის ღვინომ (რქაწითელი) "ბოდბის მარანი" ვერცხლის მედალი დაიმსახურა კიშინოვში გამართულ ღონისძიებაზე Eurasia Wine & Spirits Competition 2020

ჩვენი უნივერსიტეტის ღვინომ (რქაწითელი) "ბოდბის მარანი" ვერცხლის მედალი დაიმსახურა კიშინოვში გამართულ ღონისძიებაზე Eurasia Wine & Spirits Competition 2020.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მფლობელობაშია მიწები სიღნაღის რაიონში, სადაც ხარობს რქაწითელის, ხიხვისა და ქისის ჯიშები.

ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას და სწორედ ამიტომ უნივერსიტეტში ვქმნით მეღვინეობის კურსებს, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და FHS St.Gallen-ის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეს შეთანხმება ორიენტირებულია უმეტესად სოციალური მუშაობის პროგრამებზე და მოიცავს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების გაცვლით სასწავლო პროგრამებში ჩართვას.

გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია კოლაბორაციული კვლევების ჩატარება.

ამ ეტაპზე კი SANGU და St. Gallen–ის უნივერსიტეტი ერთობლივ საგრანტო კონკურსში მონაწილეობენ – Movetia Project 2020-2022 “International Curriculum of Social Work and Social Change - a Alliance of Swiss and Eastern Universities"

აბიტურიენტების რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე დაიწყო!

აბიტურიენტების რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე დაიწყო!

გაიარე რეგისტრაცია online.naec.ge-ზე 30 მარტის ჩათვლით და გააკეთე წლის ყველაზე საინტერესო არჩევანი - SANGU #145
დეტალურ ინფორმაციას პროგრამების შესახებ ნახავთ აბიტურიენტთა ცნობარში, 707-ე გვერდზე

გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე - https://online.naec.ge/defonline/
 

ჩვენი სტუდენტების კიდევ ერთი წარმატება.

ელენე ციციშვილი, მარიამ თაღიაშვილი და გიგა ცერცვაძე 3-10 მარტის ჩათვლით გაემგზავრებიან რუმინეთში Erasmus+ პროგრამით - Beyond Media Influence.

პროგრამა საშუალებას მისცემს სტუდნტებს მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის.
#145 #SANGU

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს ყველაზე საინტერესო არჩევანია

უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში ხარ? ????
???? მაშინ ჩართე ვიდეო და გაიგე რატომაა #SANGU წელს ყველაზე საინტერესო არჩევანი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკე 032 225 00 77 ან მოდი და გვესაუბრე.
#SANGU #145

კორონა ვირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონა ვირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად 2020 წლის 29 თებერვალს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო აუდიტორიებში, ბიბლიოთეკაში, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებში ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები, ყველა სართულზე დამატებით განთავსდა ანტისეპტიკური საშუალებები.

სანტ/გალენის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის, MOVETIA-ს პრეზენტაცია

2020 წლის 1 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა სანტ/გალენის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის სკოლის პროფესორს შტეფან შლენკერს უმასპინძლა.


შეხვედრის მიზანი ორ უნივერსიტეტს შორის, ინტერდისციპლინარული და სოციალური მუშაობის სფეროში, სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი კურიკულუმების შედგენის და საზაფხულო სკოლის მოწყობა იყო.


თანამშრომლობის პირველ ეტაპზე პროფესორმა შტეფან შლენკერმა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს  წარუდგინა სანტ/გალენის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტის, MOVETIA-ს პრეზენტაცია.


აღნიშნული თანამშრომლობის წამოწყება ხელს შეუწყობს ამ სფეროში თანამედროვე მიდგომების გააზრებას და განათლების დონის ამაღლებას.

საუკეთესო შანსი საერთაშორისო ცოდნის და გამოცდილებისთვის

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისთვის 2020 წელი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა: ნიდერლანდების ბიზნეს სკოლასთან, ლიტვის რეგიონული კვლევის ინსტიტუტთან, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტთან და თესალონიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევით ცენტრთან.

მემორანდუმის ფარგლებში ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების და ეკონომიკის მიმართულების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები შეძლებენ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ონლაინ ლექციების და შეხვედრების ჩატარებას, სტუდენტთა კვლევითი პროექტების ერთობლივად შეფასებას, თეზისების განხილვას, ტრენინგებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას.

ჩამოთვლილი აქტივობები წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ხელს შეუწყობს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და ჩაერთონ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

მორიგი სპორტული წარმატება

წინა ნომერში გიამბეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, სამართლის მიმართულების IV კურსის სტუდენტის, ლევან სარდალიშვილის მოსწავლის, 15 წლის სპორტსმენი გოგონას, ლიკა კეჭაღმაძის შესახებ, რომელმაც ქართული უნივერსიტეტის სახელით კიკ-ბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში დაამარცხა ირანელი და სომეხი მონაწილეები, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და გახდა სარეიტინგო ქამრის მფლობელი.


ქართული უნივერსიტეტის სახელით იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს სპორტულ შეჯიბრებებში. 19-23 თებერვალს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი კრივში, სადაც ლიკა კეჭაღმაძე მონაწილეობდა ასპარეზობაში ჭაბუკ მოკრივეთა შორის და სადაც ის 2020 წლის ჩემპიონი გახდა. ლიკას უკვე აქვს დიდი შანსი, იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც წელს, საქართველოში, ივლისში გაიმართება. ლიკა სიღნაღის მუნიციპალიტეტის „კომპლექსური სასპორტო სკოლების გაერთიანების“ სპორტსმენია (მწრთვნელები - დავით და ლევან სარდალიშვილები).


ვულოცავთ ლიკა კეჭაღმაძეს, მის მწრთვნელებს და გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

მასტერკლასი - „გახდი სუპერმეხსიერების მქონე ადამიანი“

11 თებერვალს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ქართული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მეხსიერების აკადემიის დამფუძნებელმა, გიორგი ცინარიძემ ჩაატარა მასტერკლასი: „გახდი სუპერმეხსიერების მქონე ადამიანი“.


მასტერკლასის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამახსოვრების ტექნიკებს, ყურადღების კონცენტრაციის განვითარების, მათი დანერგვისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების მეთოდებს.


მსგავსი მასტერკლასები მალე ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც გამიმართება.

SANGU ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე

ქართულ უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახური, რომელიც ზრუნავს და ხელს უწყობს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიონალური განვითარების შესაძლებლობის, კარიერული წინსვლის, ცოდნისა და უნარების სრულ რეალიზაციას. მათი ორგანიზებით ხშირად ტარდება შეხვედრები დამსაქმებლებთან, სადაც სტუდენტს საშუალება ეძლევა გაეცნოს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სამსახურის მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიას.

დღეს ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების IV კურსის სტუდენტს, მარიამ გოშაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანსიით დაინტერესდა.

მარიამ გოშაძე - ,, ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარებულ დასაქმების ფორუმზე გავეცანი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ახალი, ერთიანი სტანდარტის ელექტრონული სისტემის დანერგვას. პროექტის განხორციელება ემსახურება საქართველოს მთავრობის ინიციატივას, შეიქმნას ქვეყნის რეგიონებისათვის განვითარების თანაბარი პირობები. პროექტის მიზანია რეგიონების მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტებში მიიღონ ისეთი ხარისხის სერვისი და მომსახურება როგორიც დედაქალაქშია.“

მარიამისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა დასაქმების ფორუმზე დასწრება. დაინტერესების შემდეგ ქართული უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სამსახურმა უზრუნველყო მისი და სააგენტოს კომუნიკაცია და დღეს მარიამი არის დასაქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

იყავი ყურადღები, თვალი ადევნე შემოთავაზებულ ვაკანსიას და მიეცი შენს თავს შანსი, გახდე დასაქმებული სტუდენტი.

ინტერვიუ სტუდენტური თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტთან

ქართული უნივერსიტეტის თვითმმართველობას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 2019 წლის მიწურულს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების IV კურსის სტუდენტი, მარიამ ზაქარიაშვილი აირჩიეს, რომელიც თავის გუნდთან ერთად აქტიურ მუშაობას ახალი სემესტრიდან შეუდგება.

-    მარიამ, მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

- პირველ რიგში, გილოცავ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას. უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თავიანთი არჩევანით, გამოგიცხადეს დიდი ნდობა, რომელსაც გამართლება სჭირდება, რამდენად ხარ მზად ამისთვის?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის თქვენ, მადლობა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს და ჩემი გუნდის წერვებს. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობა მართლაც, საპასუხისმგებლო საქმეა, იმედი მაქვს გავამართლებ იმ ადამიანთა იმედებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. ჩემი არჩევის დღიდან თითქმის ყველა სტუდენტი გავიცანი და ვეცადე არსებულ სიტუაციას მოვრგებოდი. უნივერსიტეტში ბევრი რამ ვისწავლე, ძალიან მონდომებული ვარ და დიდი სურვილი მაქვს ჩემი გუნდის ხედვები წარმატებულად განვახორციელოთ. იმედი მაქვს, სტუდენტები მაქსიმალურად ჩაერთვებიან ჩვენ მიერ შეთავაზებულ აქტივობებში და ერთად შევძლებთ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო გავხადოთ.

- როგორ დაკომპლექტდა ახალი გუნდი, გაგვაცანი არსებული დეპარტამენტები და მათი ხელმძღვანელები?
ქართული უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას ჰყავს ორი ვიცე- პრეზიდენტი: რუსლან გერლიანი და ზურაბ (იაკობ) შანშიაშვილი;  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ანა პაპავამ და ნინი კანტიძემ ჩაიბარეს; განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტს ქეთი კაცელაშვილი და ვლად ბასარია წარმოადგენენ, კულტურის დეპარტამენტს - დაჩი ჩიქოვანი და ნინო ჯანგავაძე; სპორტის დეპარტამენტს - გიორგი ბენდელიანი და ხვიჩა გელაძე; ექსკურსიისა და ლაშქრობების დეპარტამენტს კი გიორგი ბადაგაძე. იმედი მაქვს, სტუდენტური თვითმმართველობის ახალი შემადგენლობა, ერთობლივად, სტუდენტთათვის ბევრ სასიკეთო და საინტერესო აქტივობას განვახორციელებთ.

- როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა სიახლეებს შეიტანთ შენ და შენი გუნდი ახალი სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში?
- ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ შეგვიძლია შევქმნათ ის გარემო, რაც სტუდენტებს სჭირდებათ სტუდენტური ცხოვრებისთვის, ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული შესაძლებლობები. დაგეგმილი ღონისძიებები მაქსიმალურად მორგებული იქნება სტუდენტთა ინტერესებზე.

- რას ურჩევ მათ, ვინც არ არის ჩართული აქტიურად სტუდენტურ ცხოვრებაში?
- ყველა აქტიურად უნდა იყოს ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში. სტუდენტობის პერიოდი რაღაც გარდამავალ პერიოდს ჰგავს, ბავშვობიდან სრულ მოზრდილობამდე, და ვთვლი, რომ მსგავს აქტივობებში ჩართვა თითოეული სტუდენტისთვის გარკვეულწილად მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებას ვუთმობთ დროს. ამასთან ერთად, თითოეული სტუდენტის ცხოვრებას მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ამრავალფეროვნებს და საინტერესოს ხდის. სწორედ ამ მიზეზების გამო ვურჩევ იმ სტუდენტებს, რომლებიც აქტიურად არ მონაწილეობენ სტუდენტურ ცხოვრებაში, ჩაერთონ აქტივობებში, რომლის დახმარებითაც გაიცნობენ უამრავ საინტერესო ადამიანს და გარკვეულწილად გაიფერადებენ სტუდენტობას.

- რამდენად შეგეცვალა ცხოვრების წესი, როგორია შენი ერთი დღე უნივერსიტეტში?
- სანამ პრეზიდენტი გავხდებოდი, მანამდეც საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი უნივერსიტეტში, ახალ ეტაპზე გადავედი და შესაბამისად უფრო დიდ დროს ვუთმობ აქაურობას. ოფიციალურ საქმიანობას ახალი სემესტრიდან დავიწყებ ჩემს გუნდთან ერთად და ჩემი საუნივერსიტეტო დღეებიც უფრო გამრავალფეროვნდება.

- წარმატებებს გისურვებთ.
- დიდი მადლობა.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

,,ფუნდამენტური კვლევებისთვის“ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ,,ფუნდამენტური კვლევებისთვის“ სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში, ქართული უნივერსიტეტის სახელით, გაიმარჯვა პროფესორ ნინო შიოლაშვილის მიერ წარდგენილმა პროექტმა - „თრუსოს ხეობის დემოგრაფია და მოსახლეობის კულტურული იდენტობები“.


პროექტის განხორციელებაში ნინო შიოლაშვილთან ერთად ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორები: გელა ქისტაური, გვანცა ბურდული, ლია ახალაძე, თამარ ფხალაძე და ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ოთარ ჟიჟიაშვილი ჩაერთვებიან.


ქართული უნივერსიტეტი პროექტის მონაწილეებს ულოცავს კონკურსში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირი 2020 ბაქოში


2020 წლის 1-2 თებერვალს ბაქოში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 11 ქვეყნის 300 ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.


ტურნიში საქართველოდან ქართული უნივერსიტეტის სახელით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის, სამართლის მიმართულების 4 კურსის სტუდენტის, ლევან სარდალიშვილის მოსწავლე, 15 წლის ლიკა კეჭაყმაძე ასპარეზობდა, რომელმაც დაამარცხა ირანელი და სომეხი მონაწილეები, პირველი ადგილი დაიკავა და გახდა სარეიტინგო ქამრის მფლობელი.


19-23 თებერვალს ქუთაისში გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი კრივში, სადაც ქართული უნივერსიტეტის სახელით კვლავ კიკბოქსინგის საქართველოს ჩენმპიონი ორ წონით კატეგორიაში და შავი ზღვის თასის გამარჯვებული ლიკა კეჭაყმაძე იასპარეზებს.


ვულოცავთ ლევანს და ლიკას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

ქართული უნივერსიტეტის ანსამბლი “ჰერიო” 10 წლისაა

ანსამბლ ,,ჰერიოს" სახელი კარგა ხანია გასცდა ქართულ უნივერსიტეტს, მას  კარგად იცნობს ქართული სიმღერის მოყვარული საზოგადოება. რეპერტუარში ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებთან ერთად შედის ქალაქური, თანამედროვე ქართული სიმღერებიც, რომლებიც იმდენად არის პოპულარული, რომ ძნელია მათი ახლებურად შესრულება, თუმცა ანსამბლს თავისი გამორჩეული ხელწერა აქვს. ამასთან, ,,ჰერიო" ისეთ სიმღერებსაც ასრულებს, რომლებიც საგანგებოდ მისთვის დაწერეს ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორებმა.

ახლახან ანსამბლმა ხალხური სიმღერების დისკი გამოუშვა და საგაზაფხულოდ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც კონსერვატორიაში გაიმართება. თუმცა ,,ჰერიოსთვის" არც სოლო კონცერტია უცხო. 2016 წელს ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრის სცენაზე წარდგა ფართო მაყურებლის წინაშე. ეს იყო პირველი სერიოზული გამოსვლა ქართველი მაყურებლის წინაშე. შემდეგ იყო კონცერტები: ჩეხეთში, ჩინეთში, ყაზახეთში. დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2019 წლის 10 ნოემბერს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩის წინა ჰიმნის შესრულებას, რომელიც ანსამბლმა შვიდკაცასთან ერთად შეასრულა. საქართველოდან ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან „არტემიო ფრანკის“ სახელობის სტადიონზე აჟღერდა. ბიჭებმა ჩეხეთის ელჩის მიწვევით პრაღაში ყოფნისას ქართულად შეასრულეს ჩეხეთის ჰიმნი, მათ ისეთი მოწონება დაიმსახურეს, რომ შემოთავაზება მიიღეს მეფის სასახლის დაგეგმილი გახსნა სწორედ ამ ჰიმნით დაწყებულიყო.

ყველაფერი კი დაიწყო ძალიან ადრე, ბავშვობიდან, ოჯახებიდან, საიდანაც მომავალი ანსამბლის წევრებს გამოჰყვათ სიმღერის სიყვარული, რამაც მათ ერთად მოუყარა თავი და ანსამბლის ჩამოყალიბება გადააწყვეტინა. ბიჭები თავდაპირველად ანსამბლის ერთ-ერთი წევრის, გივიკო სირბილაძის ოჯახში იკრიბებოდნენ სარეპეტიციოდ. სწორედ გივიკოს ოჯახი იყო ყველაფრის საწყისი, მაგრამ ანსამბლის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ნიკოლოზ კერვალიძემ ითამაშა, რომელმაც გივიკოს ძმის, დათუნა სირბილაძის თხოვნით ხმები შეუმოწმა ბიჭებს და მისი დიდი ხნის ოცნების, ჰყოლოდა საკუთარი ანსამბლი, განხორციელებას შეუდგა.

ნიკოლოზ კირვალიძის პირველი ნაბიჯები ამ სფეროში მალხაზ ერქვანიძის სახელს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ, რაც თავი ახსოვს, სულ მღერის. 6 წლიდან 28-ე მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული, ბედმა გაუღიმა და ბატონ მალხაზთან მოვხვდა, სადაც ბავშვთა გალობის პირველ გუნდში გალობდა. ნიკოლოზი თვლის, რომ მალხაზ ერქვანიძის დამსახურებით მან ბევრი ისეთი რამ ისწავლა ბავშვობაში, რაც დიდობაშიც არ იცის ბევრმა. შემდეგ იყო ანსამბლი ,,მთიები“ და შესანიშნავი ლოტბარი ედიშერ გარაყანიძე, შემდეგ ,,ფესვები“, ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელა და ბოლოს ,,შვიდკაცა”.

სწორედ ნიკოლოზის მრავალწლიანი გამოცდილება გახდა ბიჭების წარმატებისა და წინსვლის საფუძველი. თავდაპირველად ის დაეხმარა მათ სხვადასხვა კონცერტებში მიეღოთ მონაწილეობა. განსაკუთრებით გაუმართლა ანსამბლს, როდესაც ქართულმა უნივერსიტეტმა ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხა და ჯგუფის წევრებს უნივერსიტეტის დარბაზი დაუთმო სარეპეტიციოდ. 2013 წლიდან ბოდბელი ეპისკოპოსის, ქართულ უნივერსიტეტში მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, ილია II-ის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მეუფე იაკობის ლოცვა-კურთხევით ანსამბლი “ჰერიო” ოფიციალურად გახდა ქართული უნივერსიტეტის ანსამბლი.

ასე მოხვდა ,,ჰერიო" იმ დიდ ოჯახში, რომელსაც ქართული სიმღერა ჰქვია. თვით ანსამბლიც მისი წევრებისთვის ერთ დიდ ოჯახად იქცა. დროთა განმავლობაში თანდათან იცვლებოდა ჯგუფის შემადგენლობა, ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა. დღეს ანსამბლ ,,ჰერიოს" შემადგენლობაში 10 წევრია: დავით ჩხაიძე, ავთო ლურსმანაშვილი, ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე, თორნიკე მაისურაძე, ბაქარ ლუტიძე, შოთა ავალიანი, გივიკო სირბილაძე, ზუკა გიორგაძე, ლუკა წიკლაური, ლაშა ლუტიძე.

მათ ერთმანეთთან მეგობრობის გარდა ნათელმირონობა, მეჯვარეობა აკავშირებთ და თვლიან, რომ ერთ ოჯახად არიან შეკრული. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი არ არის პროფესიით მუსიკოსი, მათ უმრავლესობას ტექნიკური განათლება აქვს და პროფესიით მუშაობს, სამსახურის შემდეგ კი იკრიბებიან სარეპეტიციოდ და როგორც თავად ამბობენ, თავიანთ ტკივილს, სიხარულს, ემოციებს აქსოვენ სიმღერაში და სიმღერით უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებსა და გამოწვევებს, ემსახურებიან საყვარელ საქმეს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ვულოცავთ მათ 10 წლის იუბილეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

“წინსვლა თუ კომფორტის ზონაში დარჩენა”

უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ჩემი ცხოვრება სრულიად სხვანაირი იყო, გულწრფელად რომ ვთქვა, სკოლაში არ გამოვირჩეოდი აკადემიური მოსწრებით. საშუალო მოსწავლე ვიყავი. როდესაც გავაცნობიერე, რომ პროფესია უნდა ამერჩია და ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავი, დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დავდექი, ჯერ საკუთარი თავის წინაშე, შემდეგ კი ოჯახის.

ჩემმა ერთ-ერთმა ახლო ადამიანმა მირჩია ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი და მითხრა, რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩემი ყოველი ძალისხმევა, მონდომება და წარმატება დაფასებული იქნებოდა. როდესაც საკუთარი პროფესიის დაუფლება დავიწყე და დღითი დღე ვხვდებოდი, რომ მე იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი, მივხვდი იმასაც, რომ აღარ მინდოდა საშუალო დონის "მოსწავლეობა". მაღალი დონის მისაღწევად კი გაცილებით მეტი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია, რადგან მე არ ვიყავი მიჩვეული საკუთარ სურვილებზე უარის თქმას სწავლის გამო.

3 წლის განმავლობაში ამ უნივერსიტეტმა ცოდნასთან და თავდაჯერებულობასთან ერთად, ძვირფასი ადამიანები შემძინა, რომლებიც მუდმივად გვერდში მიდგანან მარცხის თუ წარმატების დროს. ეს კი ბევრს ნიშნავს, როცა უნივერსიტეტს შეუძლია ცოდნასთან ერთად ადამიანური ურთიერთობებიც გასწავლოს, რაც უშუალოდ კავშირშია ჩემ პროფესიასთან. ფსიქოლოგიის არჩევა საკუთარი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდა. მუდმივად ვცდილობ აქტიური ვიყო უნივერსიტეტშიც და მის გარეთ, მუდმივად ახალი გამოცდილებისკენ მივისწრაფი, ჩართული ვარ სტუდენტურ კონფერენციებში, აქტიური წევრი ვიყავი ჩვენს უნივერსიტეტში არსებული: "ტრენერთა ლაბორატორიის".

ყველანაირად ვცდილობ უნივერსიტეტში კარგი სტუდენტი ვიყო, უნივერსიტეტის გარეთ კი სოციალურად აქტიურიც, რაც მოიაზრებს მეგობრებთან დროის გატარებას და უბრალოდ იმის კეთებას, რაც მსიამოვნებს. თუმცა არ არის მარტივი ყველაფერს თანაბრად დაუთმო დრო, შენც კმაყოფილი დარჩე და გარშემომყოფებიც. ასეთ სიტუაციებში საკუთარი თავისთვის ბევრჯერ მითქვამს, რა გინდა, ახლა ერთია და რა გჭირდება გარკვეული მიზნის მისაღწევად, მეორე. ვთვლი, რომ დროის გადანაწილებაც პრიორიტეტების საკითხია. ზოგჯერ უბრალოდ, რაც თავს კარგად მაგრძნობინებდა იმ მომენტში იმას ვაკეთებდი.

მუდმივად წარმოვიდგენდი როგორი იქნებოდა, სტიპენდიანტის ამპლუაში ყოფნა, როცა რეალობის წინ აღმოვჩნდი, გახარებულთან ერთად დაბნეული ვიყავი. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სტიპენდიანტობა ერთის მხრივ, ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა ჩემთვის, მუდმივად ვცდილობ უფრო ორგანიზებული, მოტივირებული და მიზანდასახული ვიყო, მეორეს მხრივ, თავდაჯერებულობა მომემატა. გავიგე რა გამომდის კარგად და რას უნდა დავუთმო მეტი დრო, რომ იმ უნარებსაც კარგად ვფლობდე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში გავაცნობიერე, რომ პასუხისმგებლობა ტვირთი არასდროს არაა, თუ კი იმ გარემოში აკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან გიყვარს.

ჩემთვის წარმატება ნებისყოფის გამოცდაა, თუ რამდენჯერ შეგიძლია რომ სცადო ერთი და იგივე, სანამ არ მიიღებ იმ შედეგს, რაც გინდა, რომ გქონდეს. თუ ორჯერ არ გაგიმართლათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მესამეჯერ აუცილებლად უნდა სცადოთ.

ყოველთვის გვაქვს არჩევანი წინსვლასა და კომფორტის ზონაში დარჩენას შორის, მთავარია შენ რას ირჩევ!

თამარ კურატაშვილი
ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი

ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია
 

აუდიტორული კომპანიების მრგვალი მაგიდა

2020 წლის 30 იანვარს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, RSF მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „აუდიტორიული ფირმების მართვის კოდექსი და გამჭვირვალეობის ანგარიში“, რომელშიც წამყვანი აუდიტორიული კომპანიები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


შეხვედრა გახსნა ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა RSF აღმასრულებელი თავმჯდომარე გიორგი თაბუაშვილი.


აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ შემდეგი მომხსენებლები: ირინა გორდელაძე, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის უფროსი კონსულტანტი მმართველობის საკითხებში - ,,EU-BW პროექტის მიმოხილვა - უკეთესი ფინანსური ინფორმაცია და ანგარიშვალდებულება“; ჟაკ პოტდევინი, RSF პრეზიდენტი და ევროპის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი,   JPA international თავმჯდომარე -,,ევროკავშირში სდპ კანონქვემდებარე აუდიტთან დაკავშირებით სპეციფიკური მოთხოვნების მიმოხილვა“; გიორგი რუსიაშვილი, RSF დირექტორი -,,FRC აუდიტორული ფირმის მართვის კოდექსის გამჭვირვალობის ანგარიშის და აუდიტის ხარისხის ინდიკატორების მიმოხილვა - მეთოდოლოგია, პროცესი და კრიტერიუმები“.


მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა პროფესიულ საზოგადოებას გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ შემუშავებული ქართულად თარგმნილი აუდიტორული მართვის კოდექსი გააცნეს. შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირში აპრობირებული გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის სურვილი. მსგავსი შეხვედრები უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება.
 

უნივერსიტეტის წარმატების საფუძველი წარმატებით გავლილი ავტორიზაციაა

ქართულმა უნივერსიტეტმა გაიარა ავტორიზაცია, რაც უნივერსიტეტის მიერ წარმატებით გადალახული მნიშვნელოვანი ეტაპია.
პოზიტიური მოლოდინი პოზიტიური შედეგით დასრულდა, თუმცა, უნივერსიტეტის სათანადოდ წარმოჩენა ქართული უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის ჩართულობით დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული.
ავტორიზაციის მოპოვების პროცესების მიმდინარეობისა და ექსპერტთა ჯგუფის შეფასებების შესახებ გვესაუბრება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი.

- ბატონო პაატა მოგესალმებით და გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებულად დასრულებას.
- დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამშრომლებს.

- ქართულმა უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ეს პროცესი და მიიღო 6 წლიანი ავტორიზაცია. როგორია თქვენი შეფასება?
- ჩვენი მოლოდინი პოზიტიური იყო, თუმცა, უნივერსიტეტის სათანადოდ წარმოჩენა დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. საავტორიზაციო დოკუმენტაცია 15 000-მდე გვერდისგან შედგებოდა და მის მომზადებაში მთელი უნივერსიტეტი ჩაერთო. ავტორიზაციის ექსპერტებმა წინასწარ შეისწავლეს დოკუმენტაცია და ამის შემდეგ დაიგეგმა უნივერსიტეტში ვიზიტი. ვიზიტი 3 დღეს გაგრძელდა და მოიცავდა ათეულობით შეხვედრას უნივერსიტეტის პერსონალთან, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და დამსაქმებლებთან. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს უნივერსიტეტი, რაც საბოლოოდ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე დასრულდა ჩვენთვის ავტორიზაციის მინიჭებით. ავტორიზაციის წარმატებით გავლა არის უნივერსიტეტის მიერ წარმატებით გადალახული მნიშვნელოვანი ეტაპი.

- რას ნიშნავს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მოპოვება, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის?
- სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ განათლებას. შესაბამისად, ავტორიზაციის მიღებისთვის, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული. საქართველოში რამდენიმე წლის წინ მოხდა ავტორიზაციის სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, რაც, გაცილებთ მეტ ვალდებულებას გულისხმობს, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ქვეყანაში მიღებულ განათლებას ევროპული სივრცისთვის მეტად თავსებადს ხდის. ავტორიზაციის თანამედროვე სტანდარტის დასაკმაყოფილებლად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება ევალება. ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს მოთხოვნები: 
• უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული საკუთარი მისია, ჰქონდეს განსაზღვრული სტრატეგია, და მისი მიზნების მიღწევის გეგმა; 
• აუცილებელია მწყობრი ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ეფექტიანად იმართება ადმინისტრაციის მიერ;
• საგანმანათლებლო პროგრამები უნდა უზრუნველყოფდეს თანამედროვე დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადებას;
• უნივერსიტეტი უნდა იწვევდეს მაღალკვალიფიციურ პერსონალს და მუდმივად უნდა ზრუნავდეს მათი კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებაზე;
• უნივერსიტეტი სტუდენტებს უნდა უჭერდეს მხარს სწავლის პროცესში, ასევე მუდმივად ზრუნავდეს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის;
• უნივერსიტეტს ევალება კვლევების განხორციელება თანამედროვე დონეზე და მკვლევარების სათანადო მხარდაჭერა; 
• უნივერსიტეტს ევალება საკმარისი ფინანსური და მატერიალური რესურსების ფლობა სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
    სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში ავტორიზაციის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხერხდება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საკმაოდ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

-    ავტორიზაციისთვის მზადების პროცესის პარალელურად, უნივერსიტეტში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე, მოხდა ფაკულტეტების პროგრამების ოპტიმიზაცია და ახალი პროგრამების შემუშავება. როგორია მათი განვითარება ამ ეტაპისთვის?
-    საგანმანათლებლო პროგრამების მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მიღწევის მიზნით გადაწყდა, რომ გამოკვეთილიყო პრიორიტეტული მიმართულებები და კონცენტრირება მხოლოდ ამ მიმართულებებზე მოგვეხდინა. ამ მიზნის მისაღწევად, უნივერსიტეტმა დახურა 50-მდე საგანმანათლებლო პროგრამა. სულ რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამა შევქმენით, რომლებზეც სტუდენტების აქტიურობა არის მაღალი. არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რომლის მიღწევისკენ არის მიმართული დიდი ძალისხმევა.

-    როგორი იყო ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რა რეკომენდაციები მიიღო მათგან უნივერსიტეტმა?
-    როგორც მოგახსენეთ, ექსპერტების დასკვნა დადებითი იყო. ჩვენ უნივერსიტეტს 6 წლით მიენიჭა ავტორიზაცია. ექსპერტებმა სტანდარტის ყველა მოთხოვნასთან მიმართებით გამოთქვეს მოსაზრებები. განსაკუთრებით, აქცენტი გააკეთეს ინტერნაციონალიზაციასა და კვლევითი მიმართულებების გაძლიერებაზე. უნივერსიტეტს თავადაც ჰქონდა გაანალიზებული საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც სამოქმედო გეგმაში იყო ასახული. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს სიტუაციის სრული სურათი და შეგვიძლია სწორი მიმართულებებით მივმართოთ ძალისხმევა.
ავტორიზაციის წარმატებით დაძლევა არის უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ეტაპი, თუმცა, წარმატებული მოღვაწეობა, თანამედროვე, კონკურენტულ გარემოში, დაკავშირებულია შემდგომ თავდაუზოგავ მუშაობასთან.
ვფიქრობ, რომ ქართულ უნივერსიტეტს აქვს ყველანაირი რესურსი, იმისთვის, რომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქართულ განათლების სივრცეში.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

დასკვნითი ლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

2019 წლის 23 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და მესამე კურსის სტუდენტები სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგიის" დასკვნითი ლექციის (ლექტორი - არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია) ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც დაათვალიერეს მუზეუმის პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური და ეთნოლოგიური ექსპოზიციები. ამასთანავე, სტუდენტებმა მოინახულეს არქეოლოგიური საგანძური და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.
 

ინტერვიუ ნუცა გრიგალაშვილთან

თავისთავად განუმეორებელი და საინტერესოა თითოეული სტუდენტის შეხედულებები და მოსაზრებები, მათი პირადი ცხოვრება, აზროვნება, საგნებისა და მოვლენებისადმი დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა, მაგრამ ყოველივე ეს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, როდესაც რამდენიმეგზის სტიპენდიანტი გვაცნობს თავის გეგმებსა და მიზნებს და გვახედებს თავის სამყაროში. 
- ნუცა მოგესალმები.
- მოგესალმებით.
- პირველი კურსიდან სტიპენდიანტი ხარ, მეტად მნიშვნელოვანი სახელობის სტიპენდიების მფლობელი იყავი, ალბათ, ძალიან ამაყი ხარ ამით?
- პირველ რიგში, მოკრძალებულ მადლიერებას გამოვხატავ დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის. არასდროს ვყოფილვარ საკუთარი თავით კმაყოფილი და თითქოს ვაუფასურებდი ჩემს მიღწევებს. თუმცა ახლა, როდესაც უკვე ბაკალავრიატის დასასრულს მივუახლოვდი, მალე აღარ ვიქნები სტუდენტი და აღარც სტიპენდიანტი, ვგრძნობ, რომ ეს მდგომარეობა ძალიან, ძალიან დიდი მოტივატორი და ბევრი ენერგიის მომცემი იყო ჩემთვის. თითქოს, ჩემს ყოველდღიურობას პოზიტივს მატებდა. როგორც ჰილი იტყოდა: „ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს“, მეც ამის მჯერა და ყოველ დილით საკუთარ თავს ვთხოვ იმოქმედოს, აღმოაჩინოს და იოცნებოს. გარდა სიამაყისა და სიხარულისა, სტიპენდიანტობა ჩემთვის არის პასუხიმგებლობა.
- პირველად მოხდა, რომ სტუდენტი ორჯერ გახდა ფონდ „იავნანას“ სახელობის სტიპენდიანტი, რაზე იყო დამოკიდებული და რატომ დაუშვეს ეს პრეცედენტი?
- დიახ, უკვე მეორედ ვარ ფონდ „იავნანას“ სახელობის სტიპენდიანტი, პირველად პირველი კურსის მეორე სემესტრის მაღალი აკადემიური მოსწრების გამო დამინიშნეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ უნივერსიტეტის მაშტაბით ყველა სტუდენტს შორის უნდა გქონდეს უმაღლესი შეფასება. ამჯერად ჩემი საშუალო ქულა 100-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საგანი 100 ქულაზე დავხურე და, შესაბამისად, კვლავ მერგო ეს ჯილდო.
- უკვე ოთხი წელია ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლები, როგორ შეაფასებ  განვლილ პერიოდს. პროფესიულად, ალბათ, ძალიან გაიზარდე...
- სხვადასხვა ასაკში განსხვავებული პროფესიები მიზიდავდა და ვცდილობდი უფრო ახლოს გავცნობოდი მათ, უშუალოდ ჩართული ვყოფილიყავი ჩემს მომავალ საქმიანობაში. თუმცა, გადამწყვეტი ფაქტორი მაინც პუბერტულ პერიოდში მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა. საკუთარ თავს და გარემოს, ჩემს რეალობას მუდმივად ვაკვირდებოდი და როდესაც აღმოვაჩინე, რომ მე ისეთი არ ვიყავი, როგორსაც „სამყარო“ აღმიქვამდა, გადავწყვიტე მეტად გამერკვია და ღრმად შევხებოდი ამ საკითხს. დამეთანხმებით, რომ საკუთარი თავის შეცნობა უპირველესია ადამიანისთვის, რათა საკუთარი მთლიანობა გააცნობიეროს, „მე“-ში იპოვოს საყრდენი და თავად იყოს ცხოვრების დირიჟორი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე მესწავლა. განვლილი პერიოდის „გაშინაგანებას“, ვფიქრობ, კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ოთხი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით მივიღე გამოცდილება, უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში ვატარებდი კვლევებს, ასისტირებას ვუწევდი ლექტორებს, გავიარე სტაჟირება დიმიტრი უზნაძის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა პროფესიულადაც გამზარდა. თუმცა, მიმაჩნია, რომ მთავარი არა თეორიული ცოდნის მიღება და პროფესიული პრაქტიკაა, არამედ ამ ცოდნის პიროვნულ ზრდაში ასახვა. ვგრძნობ, რომ გავიზარდე, ვგრძნობ, რომ დავიწყე აუთენტური მე-ს გამოხატვა, ნელ-ნელა მოლოდინებისგან ვთავისუფლდები და ზრდასრულობას ვუახლოვდები. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? „ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზრახვები.“ (მერაბ მამარდაშვილი) ეს გათავისუფლებს და გაძლევს შანსს სრულად გამოხატო შენი შესაძლებლობები.
- ერთი წელია დასაქმებული ხარ ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების რეგულაციისა და სტუდენტთა მომსახურების სამმართველოში, შენი საქმიანობის შესახებ გვიამბე.
- სამართლიანი იქნება, თუ ჩემი თანამშრომლების მიმართ მადლიერებით დავიწყებ, მათი ხელშეწყობით ვუთავსებ სწავლას და სამსახურს ერთმანეთს.  მნიშვნელოვანია, აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამავე განყოფილებაში შევძელი პროფესიული ზრდა და დაწინაურება. ჩემი საქმიანობა მოიცავს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას სტუდენტებისთვის და მათ მომსახურებას, კომუნიკაციას ლექტორებთან, სასწავლო ცხრილების დაგეგმარებას, შიდა რეგულაციების კონტროლს და უნივერსიტეტის სხვადასხვა განყოფილებებთან თანამშრომლობას.
- არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქოლოგიის სახლი“, რომელიც მეგობრებთან ერთად სულ ახლახან ჩამოაყალიბე, რა სახის საქმიანობას გეგმავს?
- “ფსიქოლოგიის სახლი“-ს დაარსება არის ჩემი და ჩემი  მეგობრების, ამასთან, ჯგუფელების და ახლა უკვე კოლეგების, ოთხწლიანი სწავლის ნაყოფი. „ფსიქოლოგიის სახლი“ ჩვენთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიხარულთან, სიყვარულთან, სითბოსთან, თავისუფლებასთან, მიმღებლობასთან, შემოქმედებითობასთან, განათლებასთან, მრავალფეროვნებასთან, მხარდაჭერასთან, სტაბილურობასთან და საყრდენთან. გვინდა ეს მთლიანობა ყველა ახალგაზრდას მთელი ჩვენი რესურსის ჩადებით სათანადოდ გავუზიაროთ. ამ ეტაპზე ვიკვლევთ სკოლის მოსწავლეთა საჭიროებებს, ვგეგმვათ სხვადასხვა ტრენინგს ყველასთვის აქტუალურ საკითხებზე და კიდევ ბევრ სხვა ინოვაციურ პროექტს. „ფსიქოლოგიის სახლი“ ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც საზოგადოების ცხოვრებაში პოზიტიური წვლილის შეტანა უნდა და რა თქმა უნდა, გვსურს და ველით ქართულ უნივერსიტეტთან კიდევ უფრო მეტ სიახლოვეს.
- რა გზავნილი გექნება თანატოლებისთვის...
- „ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, ეს არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა.“ (ზიგმუნდ ფროიდი) სწორედ, ეს გაგვხდის ჩვენი საქმიანობის პროცესზე ორიენტირებულებს და არა შედეგზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენი საქმით მივიღებთ სიამოვნებას და მივაღწევთ წარმატებას. აგრეთვე, წარმატებისთვის, როგორც დ. უზნაძე მიიჩნევს, საჭიროა „პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეების.“ თქვენი მიზნის მისაღწევად ყოველთვის იქონიეთ ალტერნატიული საშუალება და გახსოვდეთ, რომ მცდელობა  ქმედებებს შორის, ერთადერთი სწორი გზაა.
- დიდი მადლობა ნუცა, წარმატებებს გისურვებ.
- გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

კესო ყაველაშვილის პოეზიის საღამო

25 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტში გაიმართა კესო ყაველაშვილის პოეზიის საღამო სახელწოდებით: "იის სურნელი მაღვიძებს დილით, თითქოს რაღაცას მეჩურჩულება". ღონისძიება მიეძღვნა 9 წლის ელენიკოს, რომელსაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ელენე ციციშვილმა, ხოლო საღამო წაიყვანა გაბრიელ თაგაურმა. 

რექტორის მილოცვა

1963 წელს, როდესაც მცხეთაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II-ის ძალისხმევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, მისი ხელმძღვანელობა დაევალა 30 წლის შემოქმედელ ეპისკოპოს ილიას (შიოლაშვილი), რომლის დიდი ღვაწლით სამოძღვრო კურსები მალე სასულიერო სემინარიად გარდაიქმნა. პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ  უწმიდესი და უნეტარესი  ილია II-ის დიდი ძალისხმევით 1988 წლის 1 ოქტომბერს თბილისში სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით საზეიმოდ გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია, რომელიც პატრიარქმა გამოაცხადა გელათის, გრემის,  იყალთოს აკადემიათა დიდი ტრადიციების გამგრძელებლად, ,,აკადემიაში უნდა მიმდინარეობდეს არა მარტო მომავალი განათლებული სასულიერო პირების მომზადება, არამედ სასწავლებელი უნდა იქცეს  კვლევის ცენტრად, რომელთანაც დაკავშირებულნი იქნებიან როგორც ჩვენი სასულიერო პირნი, ისე მეცნიერები. კავშირი გვექნება როგორც უმაღლეს სასწავლებლებთან, ისე მართლმადიდებლურ და საერთოდ ქრისტიანულ უმაღლეს ცენტრებთან“ - ბრძანა მისმა უწმიდესობამ. თბილისში აკადემიასთან ერთად გადმოვიდა სემინარიაც. 


2013 წლის 15 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოში უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის თავმჯდომარეობით, შედგა ერთჯერადი დაცვა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. საბჭომ 10 მეცნიერს მიანიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი, რამაც შესაძლებელი გახადა თბილისის სასულიერო აკადემიაში შექმნილიყო სადისერტაციო საბჭო. აკადემია გადავიდა (ბაკალავრიატი-სემინარია, მაგისტრატურა-აკადემია და დოქტორანტურა) სამსაფეხუროვან სწავლებაზე. აკადემიის დოქტორანტურა დამთავრებულმა ორმა სტუდენტმა უკვე წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მათ მიენიჭათ ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.


1995 წელს პატრიარქის გადაწყვეტილებით ქუთაისში დაარსდა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო სემინარია, აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, ასევე დაფუძნდა გელათის მეცნიერებათა აკადემია. 
2008 წლის 12 ოქტომბერს თბილისში პატრიარქის კურთხევით საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. „ჩვენს ცხოვრებაში არის მოვლენები, რომლებიც აღემატება დღევანდელობას - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-ემ, ასეთი მოვლენის წინაშე ვდგევართ დღეს.  ჩვენ ვიხსენებთ დავით აღმაშენებლის დროს, როდესაც იხსნებოდა გელათის, იყალთოს აკადემიები, ჩვენ ვისხენებთ დავით აღმაშენებლის ოცნებას, რომ გელათის აკადემია უნდა ყოფილიყო მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებითა და მოღვაწეობით და „ახალი ათინა“ თავისი დიდი მეცნიერებით და აი, დღეს იხსნება უნივერსიტეტი, რომელიც არის მემკვიდრე გელათის აკადემიისა. იგი გააგრძელებს იმ ტრადიციებს, რომლებიც არსებობდა ჩვენს ისტორიულ წარსულში.


ქართული უნივერსიტეტი ერთადერთი საერო უმაღლესი სასწავლებელია საპატრიარქოს სივრცეში, რომელსაც აქვს უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჰყავს მაღალრეიტინგული პროფესურა და სწავლება მიმდინარეობს სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). 2019 წელს დასრულდა სასწავლო პროგრამების აკრედიტაცია, უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ქართული უნივერსიტეტი არის მემკვიდრე იმ უნივერსიტეტის სულისკვეთებისა, რომელიც 1918 წლის 8 თებერვალს თბილისში გაიხსნა. სადაც ცოდნისა და რწმენის ერთობის ნიშნად ივანე ჯავახიშვილმა და კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონ II-ემ საზეიმო პარაკლისის დროს დაანთეს  წმიდა სანთელი. 2008 წლის 16 აპრილს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მთიან აჭარაში, ხიჭაურში გაიხსნა წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, 2009 წლის 12 მარტს თბილისში გაიხსნა წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი. 2017 წელს, ფოთში დაფუძნდა ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტი“. საპატრიარქოს სივრცეში ფუნქციონირებს სასულიერო სემინარიები: ახალციხეში, გორში, ნეკრესში, ბათუმში, 40-ზე მეტი სკოლა, პანსიონი, გიმნაზია. როგორც პატრიარქი ბრძანებს: ,,ამ სასწავლებლებმა გამოიღეს კეთილი ნაყოფი, მათ აქვთ ძალიან კარგი შედეგები და ჩვენ ვმადლობთ უფალს ასეთი დიდი წყალობისათვის, ჩვენს ეკლესიაში წინა პატრიარქების მმართველობის ეპოქაში ამდენი სასწავლებლის ეკლესიის ეგიდის ქვეშ ყოფნა წარმოუდგენელი იყო“. თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, კიდევ რამდენიმე დღეც და მთელი საქართველო მოგილოცავთ აღსაყდრების 42-ე და დაბადების 87-ე წლისთავს. მინდა, საპატრიარქოს სივრცეში თქვენს მიერ შექმნილი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების და რექტორების სახელით მოგილოცოთ საიუბილეო თარიღები და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი დიდი მოწიწება და სიყვარული. 
მრავალსა წელსა თქვენი სიცოცხლე.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
 

„ეკლესიის, ერისა და ქვეყნისათვის დაუღალავად მლოცველო”!

„ეკლესიის, ერისა და ქვეყნისათვის დაუღალავად მლოცველო”!


თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრების 42 წლისთავს და დაბადების დღეს! 
ჯანმრთელად და მხნედ გვიმყოფოს უფალმა თქვენი თავი, ჩვენზე გულშემატკივარო, მზრუნველო; ეკლესიის, ერისა და ქვეყნისათვის დაუღალავად მლოცველო! 
სამშობლოს და ხალხისადმი თქვენი უსაზღვრო სიყვარული, ჩვენზე მუდმივად ფიქრი და მხარდაჭერა გვაგრძნობინებს საყრდენს და გვაიმედებს.


42 წელია გვიწევთ არა მხოლოდ სულიერ მამობას, არამედ გვიქმნით ინტელექტუალურ ორიენტირს, გვიჩვენებთ გზას გადარჩენის და განვითარებისკენ. თქვენი ქადაგებები და ეპისტოლეები ქრესტომატიული დანიშნულებისაა. თითოეულ მათგანში ვპოულობთ აქტუალური პრობლემების, ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხების განმარტებებს, გამოსავლის გზებს და რეკომენდაციებს ერის, ბერისა თუ ხელისუფლებისთვის.
აღსანიშნავია თქვენი ხედვა ოჯახის, მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საკითხებზე და ქვეყნის წინსვლაში მეცნიერების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე (თქვენს მიერ დაფუძნებული წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართული უნივერსიტეტი“ ამის ფაქტობრივი დადასტურებაა). 


თქვენ ბევრჯერ ხაზი გაგისვამთ ეროვნული სამეცნიერო სკოლების შენარჩუნება-განვითარების მნიშვნელობაზე; ყურადღება გაგიმახვილებიათ, თუ რა გამოუსწორებელი შეცდომაა, ქვეყანამ არ გამოიყენოს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია. ეს საკითხი კი, უშუალოდ ეხება ქვეყნისათვის ესოდენ საჭირო და გამოსადეგ განწყობის ფსიქოლოგიურ სკოლას, რომელიც დღეს გადარჩენას საჭიროებს; რომლის შესაძლებლობებზე, რესურსებზე არაერთხელ გაგიმახვილებიათ ყურადღება თქვენს ეპისტოლეებში, ქადაგებებსა თუ ტელევიზიით გადაღებულ საუბრებში. მიგითითებიათ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ დიმიტრი უზნაძის მიერ შექმნილი განწყობის თეორია აღზრდისა და განვითარების სფეროში, ქვეყნისათვის აქტუალური საკითხების მოგვარების საქმეში. 


თქვენი ლოცვა-კურთხევით, საქართველო გამოირჩევა სხვა რელიგიურ კონფესიებთან, ქვეყანაში მოქმედ რელიგიურ გაერთიანებებთან ჰარმონიული  თანამშრომლობით, რომლებიც ეკლესიასთან ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ წვლილის შეტანას საზოგადოებაში არსებული ისეთი პრობლემების დაძლევაში, როგორიცაა ნარკომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ოჯახში ძალადობა და სხვა.  
ვიცით და ვგრძნობთ, თუ როგორ გტკივათ ხალხის პრობლემები, როგორ გულმხურვალედ ლოცულობთ საქართველოს გამთლიანებისა და კეთილდღეობისთვის. 


შევთხოვთ უფალს თქვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და თქვენი ლოცვა-კურთხევის აღსრულებას!

თეა გოგოტიშვილი
ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი


 

პრეზენტაციები თემაზე "ანტიკური ლიტერატურა და ცივილიზაცია"

24 დეკემბერს, ფილოლოგიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე "ანტიკური ლიტერატურა და ცივილიზაცია". პრეზენტაციები მომზადდა სასწავლო კურსის "ანტიკური ლიტერტურის ისტორიის" შესაჯამებლად.
თემები ეძღვნებოდა ძველი ბერძენი და რომაელი ავტორების შემოქმედებას და მათ მნიშვნელობას მსოფლიო ლიტერტურაში.

ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნეოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემის, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების მხრივ. სწორედ ელინებმა შეასრულეს უდიდესი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში და მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში. საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ბერძნული მოდელის მიხედვით ვითარდებოდა. ევროპის არც ერთ ხალხს ასე არ გაუმდიდრებია ევროპული კულტურა, როგორც ძველ  ბერძნულს, თვით ბერძნული ცივილიზაციის თავისებურებამ მისცა დასაბამი თანამედროვე ევროპული კულტურული, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების განვითარებას ამიტომაც ამ კულტურის და ლიტერტურის შესწავლას  მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს.

პრეზენტაციების ხელმძღვანელი იყო ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა დუღაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი ლევან ჯიქია, ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, დეკანატის თანამშრომლები ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა კუხალაშვილი, ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული, გიორგი შონია, თამარ ბოტკოველი და უნივერსიტეტის სტუდენტები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა

2019 წლის 23 დეკემბერი,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
სხდომაზე გამოვიდნენ: აკადემიკოსი როინ მეტრეველი,პროფესორები:ტარიელ ფუტკარაძე,მანანა ტაბიძე,თეა გოგოტიშვილი და ვახტანგ გურული.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

23 დეკემბერს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის 2019 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლოკო-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 42-ე წლისთავს.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ:
1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - დავით გოგლიძე  და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - დავით კურცხალია თემით: „როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და რა არის კრიპტოვალუტა“; 
2. ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი -  მაკა მარქარაშვილი თემით: „შრომითი ბაზრისა და დასაქმების ეკონომიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები“ (ხელმძღვანელი - მოწვეული პროფესორი ლია ქურხული);
3. ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - სალომე ჭოველიძე თემით: „ველნეს ტურიზმი და სპა ინდუსტრია საქართველოში“ (ხელმძღვანელი - მოწვეული პროფესორი გიგი ყუფარაძე);
4. ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - მარი ხმალაძე  თემით: „ჩვენ და ემოციები“;
5. ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - ანა ყოჩაშვილი  თემით: „სწრაფვა თვითაქტუალიზაციისკენ“;
6. სოციალური მუშაობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტიპენდიანტი - ანა სადაღაშვილი თემით:  „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები“.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატი და საჩუქრები.
 

„ეროვნული ერთიანობის იდეა საისტორიო მწერლობასა და ხალხურ სიტყვიერებაში“

2019 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ფოლკლორისტმა, პროფესორმა ამირან არაბულმა გამართა საჯარო ლექცია „ეროვნული ერთიანობის იდეა საისტორიო მწერლობასა და ხალხურ სიტყვიერებაში“. შეხვედრის ბოლოს, მან დამსწრე საზოგადოების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 42-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია სიტყვით გახსნა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა. ხოლო კონფერენციას მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია.  კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ:  

  • ნინო ხატიაშვილი, ქართული ფილოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრება;
  • გიორგი მირზაშვილი, ისტორიის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და სასულიერო განათლება საქართველოში;
  • სუსანა კაკოსიანი, სამართლის სპეციალობის IV კურსის სტუდენტი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მართლმადიდებლური მსოფლიო;
  • მარიამ თაღიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სპეციალობის I კურსის სტუდენტი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ქართული უნივერსიტეტი;
  • ანა პაპუნაშვილი, ქართული ფილოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ცივილიზაციათა დიალოგი;
  • შოთა ყურუა, ქართული ფილოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტი და ბარბარე ახვლედიანი, სამართლის სპეციალობის II კურსის სტუდენტი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არსებული ეპარქიები.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ღვაწლს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე.

კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული

9-15 დეკემბერი კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2014 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. 

კვირეული ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერების პიონერის - ადმირალ გრეის ჰოპერის დაბადების დღეს. გრეის მიურეი ჰოპერი იყო  ამერიკელი გამომგონებელი, მეცნიერი და საზღვაო ფლოტის ადმირალი,  ამავე დროს  ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი, რომელმაც შექმნა კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი. გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი. 2019 წლის კვირეულის დევიზია: "ისწავლე კომპიუტერული მეცნიერება. შეცვალე სამყარო!" (Learn computer science. Change the world!)

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და  წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი წელს მეორედ შეუერთდნენ კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს, რომლის ფარგლებში კომპიუტერული მეცნიერების წამყვანმა სპეციალისტებმა წაიკითხეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები: კომპიუტერული 3D გრაფიკა (კახაბერ რევაზიშვილი, ქართული უნივერსიტეტის IT სამსახურის უფროსი), ხელოვნური ინტელექტი (პაატა გოგიშვილი, ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი), ჩვენი სამყარო და ციფრული წარმოდგენები სამყაროს შესახებ (გიორგი ჯავახიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმის კონსულტანტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი). ასევე ჩატარდა კოდირების საათისა და რობოტიკის პრაქტიკული გაკვეთილები (კობა გელაშვილი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ნანა ნოზაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები, ქეთი კახნიაშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკული კუთხის STEM-კლუბის ხელმძღვანელი).  

ღონისძიებებს ესწრებოდნენ თბილისისა და სხვადასხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოალბომი ფეისბუქზე

 

"იდიომა როგორც ენაში ასახული ეროვნული მემკვიდრეობა"

2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში უნივერსიტეტის მთარგმნელ-თარჯიმანთა სკოლის ხელმძღვანელმა პროფესორმა ოთარ მათეშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:"იდიომა როგორც ენაში ასახული ეროვნული მემკვიდრეობა".
ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია,რომელშიც მონაწილეობდნენ:პროფესორები ამირან არაბული,ელდარ ნადირაძე,მანანა ტაბიძე, თინათინ მარგალიტაძე,ზაზა აბზიანიძე,აკადემიკოსი ინესა მერააბიშვილი,მსახიობი ელგუჯა ბურდული.

"წმიდა ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობა"

2019 წლის 13 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საზეიმო სხდომა, სადაც მოხსენება: "წმიდა ანდრია პირველწოდებულის მისიონერული მოღვაწეობა" წაიკითხა ისტორიის დოქტორმა გვანცა ბურდულმა.
სხდომაზე გამოვიდნენ: ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დოქტორანტი გიორგი ბერიძე.

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის შესახებ

2019 წლის 13 დეკემბერს, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა. ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, ჯაბა მესხიშვილმა განიხილა პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები. შეხვედრის ბოლოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ და პროფესორმა ჯაბა მესხიშვილმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს. 

საქველმოქმედო ღონისძიება გაბრიელისთვის

11 დეკემბერს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო საღამო პატარა გაბრიელის დასახმარებლად. მისი დიაგნოზია შუასაყრის სიმსივნე. ჩაუტარდა სამი ოპერაცია, ამ ეტაპზე ესაჭიროება მეოთხე, რომ სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება. 
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ: სალომე ეფრემიძე, სალომე სისაური, ქეთევან კაცელაშვილი,
ეკუნა მიქაშავიძე. ღონისძიებაზე სტუდენტებმა შეასრულეს ქართული და უცხოური სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. (მონაწილეები: თათია ილურიძე, კესო ყაველაშვილი, მარიამ ხუნძაკიშვილი, ქეთევან კაცელაშვილი, დაჩი ჩიქოვანი, საბა ღურცკაია) 
ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით გაბრიელის მკურნალობისათვის 1000 ლარი გადაირიცხება.    

დაიწყო შეხვედრების ციკლი „საუბრები ელჩებთან“

2019 წლის 12 დეკემბერს, ქართულ უნივერსიტეტში რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, შეხვედრების ციკლ „საუბრები ელჩებთან“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა 1994-2002 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თედო ჯაფარიძესთან. შეხვედრას დაესწრნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ბატონმა თედო ჯაფარიძემ ისაუბრა საკუთარი დიპლომატიური კარიერის მნიშვნელოვან და საკვანძო პერიოდებზე, ასევე დღესდღეობით არსებულ საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე.  საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის დასრულებისას, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 

საჯარო ლექცია „შეიცანი და აღმოაჩინე ჩინეთი: ქართულ-ჩინური ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები“

2019 წლის 10 დეკემბერს, 12:00 საათზე,  ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სინოლოგმა ალექსანდრა ლატარიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „შეიცანი და აღმოაჩინე ჩინეთი: ქართულ-ჩინური ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები“. ქალბატონმა ალექსანდრამ ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიც იყო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ჩინეთის კულტურა და ა.შ. შეხვედრას დაესწრნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.  

საჯარო ლექცია „ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელის შემშლელი ფაქტორი"

2019 წლის, 5 დეკემბერს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ა(ა)იპ - "სამოქალაქო განათლების ცენტრის" თავმჯდომარემ ბაქარ მაცაბერიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია „ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელის შემშლელი ფაქტორი". ლექციის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის პრაქტიკული ასპექტები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური პრობლემები. ლექციის ბოლოს სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 

საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ქართული უნივერსიტეტის პროფესორის როინ მეტრეველის წიგნის "წარსულის გახსენება" წარდგინება

2019 წლის 6 დეკემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, ქართული უნივერსიტეტის პროფესორის როინ მეტრეველის წიგნის "წარსულის გახსენება" წარდგინება, რომელიც დაემთხვა აკადემიკოს როინ მეტრეველის დაბადების 80 წლისთავს.
იუბილარის ღვაწლზე და წიგნის ავ-კარგზე ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აკადემიკოსმა დავით მუსხელიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა, თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის და თეოლოგიის დოქტორმა გიორგი ზვიადაძემ, რომელმაც ასევე წაიკითხა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვა, პროფესორებმა ბუბა კუდავამ, ჯაბა სამუშიამ, გია ჯოხაძემ, პოეტმა ლია სტურუამ, მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეთ ხუხაშვილმა. აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მადლობა მოახსენა დამსწრე საზოგადოებას, ქართულ უნივერსიტეტს და ისაუბრა თავისი განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე.

პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ტრადიციად იქცა ყოველი წლის 3 დეკემბერს რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თეოლოგიის დოქტორის პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მიერ საჯარო ლექციის წაკითხვა ამა თუ იმ აქტუალურ და პრობლემატურ საკითხზე (3 დეკემბერი პროფესორ სერგო ვარდოსანიძის დაბადების დღეა).  ამჟამად საჯარო ლექციის თემად შეირჩა დღევანდელი რეალობისთვის უაღრესად აქტუალური თემა: „ერთიანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური ცნობიერების პრობლემა პროვინციებად დაშლილ საქართველოში (XV-XIX ს.ს.)“. 

ბევრჯერ ყოფილა საქართველოს წარსულში მრავალრიცხოვან მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების მაგალითები, თუმცა ყველაზე მტკივნეული ერისთვის ერთიანობის  განცდის არარსებობა იყო. ეს კარგად ჰქონდათ გათვითცნობიერებული საქართველოს მტრებს, შესაბამისად პირველ დარტყმას ისინი ერის ერთიანობის წინააღმდეგ ახორციელებდნენ. პოლიტიკურად დანაწევრებული საქართველოს მორჩილებაში ყოლა ადვილი იყო.  პოლიტიკურად დაშლილ საქართველოში ქართული ეკლესია რჩებოდა ერის შემკრებად და გამაერთიანებლად. შესაბამისად მტერი ანალოგიურად ახორციელებდა დარტყმას ეკლესიური ერთობის დასარღვევად. 

მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძე დამწუხრებული აცხადებდა: „აბა დაიძახე: ქართველო-თქო, თუ შავის ზღვიდამ მოყოლებული კასპიის ზღვამდე მარტო ღიპ-გადმოგდებულის ქართველის მეტმა (ე.ი. გორის მაზრაში მცხოვრებელმა) შემოგხედოს ვინმემ, და თუ გაჭირდა, იქნება კახელმაც თავისი სხვილი კისერი შენკენ მოიღრიჯოს, სხვანი კი ყურსაც არ გათხოვებენ, თითქო ამათ არ ეძახიო, თითქო ისინი კი ქართველები არ არიანო“. 

საბედნიეროდ ყველა საუკუნეში იყვნენ ეროვნული ცნობიერების მატარებელი მოღვაწენი: გიორგი ბრწყინვალე, ბაგრატ მესამე, ლუარსაბ პირველი, სვიმონ პირველი, ერეკლე მეორე, ილია ჭავჭავაძე და სხვები. მათმა საღმა, სწორმა ორიენტირმა, მტერს ხელი შეუშალა მიზნის მიღწევაში. მტერმა ვერ ამოშანთა ქართველის მეხსიერებიდან ეროვნული ცნობიერება. არანაკლები გამოწვევები დაუდგა ქართველ ერს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებშიც. ამ გამოწვევებს დღევანდელმა ახალგაზრდობამ უნდა უპასუხოს.
ლექციის დასასრულს პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს დაბადების დღე მიულოცეს, მადლობა გადაუხადეს საინტერესო ლექციისთვის და შეკითხვები დაუსვეს პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ, დიმიტრი ნადირაშვილმა, ვახტანგ გურულმა, ტარიელ ფუტკარაძემ, თეა გოგოტიშვილმა და სხვებმა.

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უპასუხა დასმულ კითხვებს და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და კეთილი სურვილებისთვის. 


 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან

ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, პროფესორ ლევან ქისტაურის ორგანიზებით, ქართულ უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ბატონი გელა წიკლაურის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის.
მემორანდუმი შეეხება საჯარო აუდიტის დარგში სასწავლო პროგრამებს და ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის განხორციელებას, რომლის მიზანია სტუდენტებსა და თანამშრომლებს შესთავაზოს საჯარო აუდიტის დარგში საგანმანათლებლო შესაძლებლობები მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, გამოცდილების მიღების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით. 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბატონმა გელა წიკლაურმა ისაუბრა საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის შესახებ და აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის დაწესებულია მომსახურების სპეციალური, შეღავათიანი საფასური.
 

მეუფე იაკობის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში. (სრული ვერსია) ბრიუსელი, 19.11.2019

"ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან"

2019 წლის 26 ნოემბერს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სემინარის: "ქართველოლოგიური საუბრები მრგვალ მაგიდასთან" ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე: "ქართული ენა - ქართველთა (/საქართველოს მოქალაქეთა) გამაერთიანებელი ფენომენი გლობალისტურ ეპოქაში". დისკუსია გახსნა ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა შემდეგი სამი პრობლემის შესახებ: 1) ქართული ენის სწავლება; ვებპორტალის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება უცხოეთში მცხოვრები 4 000 000 ქართველზე; 2) ქართულის, როგორც საქართველოს მოქალაქეთა საკომუნიკაციო ენა (არსებული პრობლელემის ანალიზი); 3) ქართულიდან და ქართულად ავტომატური თარგმანების კომპიუტერული პროგრამების შექმნის კოორდინაციის შესახებ.
თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით არსებული პრობლემების  შესახებ ისაუბრეს ასევე მოწვეულმა სტუმრებმა: ფოტოჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა, ენათმეცნიერმა, კავკასიოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ; პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ; ენათმეცნიერმა ლია ქაროსანიძემ; ისტორიკოსმა, ქართველოლოგმა საიდ მულიანმა, პროფესორმა ამირან არაბულმა, პროფესორმა ნინო მამარდაშვილმა.
შეხვედრა შეაჯამა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ. 
შეჯამებისას ითქვა, რომ აუცილებელია საზოგადოების ყველა რგოლის (მეცნიერები, ფართო საზოგადოება, ხელისუფლება) მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია.

გასვლითი შეხვედრა-მასტერკლასი

2019 წლის 15 ნოემბერს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის მოეწყო გასვლითი შეხვედრა-მასტერკლასი "შემთხვევის ადგილის დათვალიერება. პრაქტიკული ასპექტები." მასტერკლასი ჩაატარა მოწვეულმა სპეციალისტმა იოსებ წერეთელმა. განხილულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების სპეციფიკური საკითხები. აგრეთვე შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კინოლოგიური მეთოდების გამოყენებისა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის პრაქტიკული ასექტები. მასტერკლასის ბოლოს მონაწილეებმა შეაჯამეს მასტერკლასის შედეგები. 

შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან, პროფესორ ზვიად გაბისონიასთან

2019 წლის 18 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან, პროფესორ ზვიად გაბისონიასთან. პროფესორი ზვიად გაბისონია ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ესაუბრა თემებზე: სამეცნიერო ფონდის ევრაქსესში გაწევრიანება, მეცნიერების რეფორმა, ფონდის პროექტებსა და გეგმებზე, ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვებს. შეხვედრის დასასრულს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტში სტუმრობისათვის და სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა მას.

"ფუტსალის თასი 2019"-ის კენჭისყრა

ქართულ უნივერსიტეტში გაიამრთა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის "ფუტსალის თასი 2019"-ის კენჭისყრა, რომელსაც ესწრებოდნენ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯება არჯევანიძე, ფედრაციის წევრები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ქართული უნივერსიტეტი განაგრძობს საუნივერსიტეტო სპორტული ცხოვრების განვითარებასა და მხარდაჭერას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდას და ხელშეწყობას. 
ფედერაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და გამოთქვეს სურვილი სამომავლო თანამშრომლობაზე.
მოგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ქართული უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩაერთვება სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ტურნირში, სადაც პირველ მატჩს გამართავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 

ვუსურვებთ წარმატებას ჩვენს გუნდს!   

სოციალური ტანგო

31 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტის სტუდენტის მარიამ მიხელიძის ორგანიზებით შედგა სოციალური ტანგოს განცობითი ხასიათის საღამო. პროფესიონალმა მოცეკვავეებმა სესილია აკოსტამ (არგენტინა) და ლევან გომელაურმა (საქართველო) დაინტერესებულ სტუდენტებს ასწავლეს ტანგოს  ძირითადი ილეთები. 

სემინარი: "ყრუ-უსინათლო ადამიანთა პრობლემები"

1 ნოემბერს, ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი, სადაც მონაწილეებს ინტერაქტიული ფორმის მეშვეობით მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ყრუ-უსინათლო ადამიანებთა პრობლემები, ევროკავშირის დონეზე საკანონმდებლო ჩარჩო ყრუ-უსინათლო ადამიანებთან მიმართებაში, ყრუ-უსინათლო ადამიანებთან ურთიერთქმედების სპეციფიკა. სემინარი ჩატარდა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პოლონური ფონდი Human Doc-ის პროექტის: "მხედველობა და სმენადაქვეითებული ადამიანების მხარდაჭერის სისტემის შექმნა საქართველოში" ფარგლებში. სემინარს უძღვებოდნენ ტრენერები: კამილა სკალსკა, მიხალ დრზევეკი, ლეილა და მაცაცო ხაჭაპურიძეები. დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

ერთი წელი ლაშა მღებრიშვილის გარდაცვალებიდან

ერთი წელი გავიდა, რაც ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი ლაშა მღებრიშვილი, საუნივერსიტეტო რაგბის ტურნირის თამაშის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.   

ლაშა საკმაოდ წარმატებული ძიუდოისტი იყო. ის ხშირად ასპარეზობდა ქართული უნივერსიტეტის სახელით  და სხვადასხვა ტურნირის მრავალგზის გამარჯვებული იყო. 

დღეს, ლაშას გარდაცვალების ადგილზე შეიკრიბნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური,  პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. დეკანოზმა მამა მიქაელ ბუკიამ სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. 

29 წელი 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნებიდან

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში აღინიშნა 29 წელი 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნებიდან.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და პირველი მოხსენება წაიკითხა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების მნიშვნელობაზე.
პროფესორმა მანანა ტაბიძემ ისაუბრა თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის განცდებზე, ზვიად გამსახურდიაზე, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერზე და გაიხსენა დემოკრატიული არჩევნების მოსამზადებელი პერიოდი.
პროფესორმა ვახტანგ გურულმა შეადარა 1917-1918 წლებისა და 1990-1991 წლების საქართველოს ვითარება და ისაუბრა რუსული სპეც სამსახურების აქტიურ მუშაობაზე. 
ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ მიმოიხილა მრავალპარტიული არჩევნების შედეგები.
დასასრულს, სიტყვით გამოვიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე; აქვე წარმოვადგენთ მისი მოხსენების თეზისებს: 
1. გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო დეოკუპაციის ორი გზა: - ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ბლოკის - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" გზა: მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლა და ერის (საქართველოს მოქალაქეების) მობილიზება საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად; - "ეროვნული კონგრესის" გზა: ოკუპაციის პირობებში დეოკუპაციისათვის ბრძოლა პარალელური ხელისუფლების შექმნის გზით; 
2. მრავალპარტიული, საყოველთაო და დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ბლოკის - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს" მიერ მოკლე დროში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები: 
2.1. ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით; 
2.2. 1991 წლის 31 მარტის საყოვოველთაო რეფერენდუმისათვის ხალხის მობილიზება და რეფერენდუმით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძვლის შექმნა; 
2.3. 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობიოს აღდგენის აქტის მიღება და დე იურე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა; 
2.4. სსრ კავშირის (რუსეთის) ჯარისათვის საოკუპაციო ჯარის სტატუსის მინიჭება... 
3. 1990-91 წლების სამ არჩევნებსა და რეფერენდუმში გამარჯვებით ჩვენი ხელისუფლება არ ჩავარდნილა ეიფორიაში; ვიცოდით, რომ წინ დიდი ბრძოლები გველოდა რუსეთის იმპერიასთან, რომელსაც არ სურდა კავკასიის დაკარგვა; მართლაც 1992-93 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამომცხადებელი ხელისუფლება დაამხო რუსეთის იმპერიამ (რომელმაც გამოიყენა ქართველ კომუნისტთა და კონგრესმენთა ნაწილი; ასევე, "მრგვალი მაგიდის" დეპუტატთა ნაწილი) და საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანა პრორუსული ხუნტა. რუსეთს კავკასიის სახელმწიფოებში პრორუსული ხელისუფლების მოყვანის საშუალება მისცა 1989 წლის 2 დეკემბრის მალტის გარიგებამ; 
4. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა დიდმა ნაწილმა უერთგულა საქართველოს ინტერესებს დევნილობაშიც კი... საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებილი: საქართველოს მეხუთედი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ; აუცილებელია ჩვენი კონსოლიდაცია უზენაესი საბჭოს ორიენტირების გარშემო დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით; 
5. დღესაც ბოლომდე არაა დასრულებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანი - საქართველოს სრული დეოკუპაცია; აუცილებელია, უახლესი წარსულის სწორად წარმოჩენა, რომ სწორი ორიენტირებით წინსვლა გაგრძელდეს...
 

შეხვედრა სამხრეთ კორეის, ინჰას უნივერსიტეტის დელეგაციასთან

28 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სამხრეთ კორეის, ინჰას უნივერსიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საერთაშორსიო საქმეთა დეკანი, პროფესორი, ჯუნგ ჰო კიმი. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჯაბა მესხიშვილი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფეოსრი ლევან ჯიქია. 

შეხვედრაზე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავალო თანამშრომლობის შესაძლებლობები: კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ერთობლივი საბაკალავრო პროგრამების დანერგვა.  
 

პავლე ინგოროყვას უცნობი ნაშრომი „საქართველოს რაიონები“

დაიბეჭდა ცნობილი მეცნიერის პავლე ინგოროყვას ნაშრომი „საქართველოს რაიონები“ (გამომცემელი ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია, რედაქტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე). ცნობილმა მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ (1893-1983) საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებას წარუდგინა საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ე.წ. „საშუალო ოლქების“ პროექტი, თუმცა ის ხელისუფლებამ დაიწუნა. ნაშრომი ქვეყნდება პირველად.
 

საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა

22 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალვრო პროგრამის პირველი და მესამე კურსის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა (ლექტორი - არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია). საველე ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს შიდა ქართლის ძეგლები: წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, ძალისის ანტიკური ხანის ნაქალაქარი, სამთავისის ტაძარი, გორის ციხე და უფლისციხის კომპლექსი. ძეგლების ვიზიტის დროს სტუდენტები გაეცნენ რომაულ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ქალაქგეგმარების საკითხებს, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო სისტემებს, ასევე, უშუალოდ ძეგლებზე გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ფენების გამიჯვნის ნიუანსებსა და წესებს.

ახალი წიგნი - „ტერორიზმის ისტორია“

გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის ბადრი ნაჭყებიას მონოგრაფია „ტერორიზმის ისტორია“ (რედაქტორი ზაურ ნაჭყებია). ნაშრომში განხილულია ტერორიზმის ანატომია, ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები, ტერორისტული დაჯგუფებების ისტორია, საქართველოში განხორციელებული და აღკვეთილი ტერორისტული აქტები და სხვ. ნაშრომის გაცნობა შეგიძლიათ ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. 
 

მასტერკლასი "პირის ბრალდებულად დაკავება"

2019 წლის 18 ოქტომბერს, სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის გაიმართა მასტერკლასი "პირის ბრალდებულად დაკავება". მასტერკლასი ჩაატარა შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორმა იოსებ წერეთელმა. განხილულ იქნა: დაკავების საფუძველი, დანაშაულის გამოვლენა, დაკავების ტაქტიკა, ხერხები, პირადი ჩხრეკა, იარაღის იდენტიფიკაცია, ოქმის შედგენა, პირის გადაყვანა პროკურორისთვის შეტყობინება, სხვა პრაქტიკული საკითხები. მასტერკლასის მეორე ნაწილში სტუდენტებმა თავად განახორციელეს დაკავების იმიტაცია და მასთან დაკავშირებული მოქმედებები. 

დასაქმების ფორუმი

18 ოქტომბერს, სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის შიდა ეზოში გაიმართა დასაქმების ფორუმი. სტუდენტები გაეცნენ დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებულ, სტუდენტებზე მორგებულ ვაკანსიებს და ადგილზე შეავსეს განაცხადები.    

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 20-ამდე დამსაქმებელმა: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ბანკი, "ვი თი ბი" ბანკი, ლიბერთი ბანკი, სადაზღვევო კომპანია „თი ბი სი დაზღვევა“, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი", სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტი”, სადაზღვევო კომპანია „ალფა“, სადაზღვევო კომპანია „პსპ”, სადაზღვეო კომპანია "ალდაგი",  პსპ ფარმა, ევექსი, KMS Georgia, საბროკერო კომპანია „ვაისი“, კარფური, ორი ნაბიჯი, აგროჰაბი, ნიკორა, ვენდისი/დანკინი. 

ფორუმში მონაწილე დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი ვაკანსიები ძირითადად მორგებული იყო ბაკალავრიატის სტუდენტებზე. სამომავლოდ დაგეგმილია მასშტაბური ფორუმის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას კიდევ უფრო მეტი დამსაქმებელი მიიღებს და შემოთავაზებული ვაკანსიები მორგებული იქნება, როგორც ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებზეც. 

ქართველოლოგიის ცენტრის XII სამეცნიერო კონფერენცია „მერაბ კოსტავა - 80“

2019 წლის 16 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩატარდა ქართველოლოგიის ცენტრის XII სამეცნიერო კონფერენცია - „მერაბ კოსტავა - 80“.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ზვიად გამსახურდიას შვილები, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები,მერაბ კოსტავას შვილი თამთა კოსტავა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები.
კონფერენცია გახსნა და პირველი მოხსენება წაიკითხა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ისაუბრა საბჭოთა პერიოდში ეროვნული გმირების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დიდ ღვაწლზე საქართველოში ქართველთა ეროვნული იდენტობის აღდგენისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მიმართულებით.
შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ:
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე - მერაბ კოსტავას როლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში;
პროფესორი მანანა ტაბიძე - ქართული ენა და მერაბ კოსტავა;
ისტორიკოსი კონსტანტინე გამსახურდია - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პროექტი ქართველი ეკომიგრანტების განსახლების შესახებ;
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორი ციცინო მაღლაფერიძე - მერაბ კოსტავას პატიმრობა შსს არქივის მასალებისა და პირადი წერილების მიხედვით;
პუბლიცისტი სერგი საჯაია - ღალიძგის ინციდენტი და მერაბ კოსტავა;
განათლების მეცნიერებათა დოქტორი ზვიად მიმინოშვილი - მერაბ კოსტავას ეთიკური ღირებულებები;
სტუდენტი შოთა მუმლაძე - მერაბ კოსტავა თანამედროვე სტუდენტის თვალით;
ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი - მერაბ კოსტავას პოეზიის რამდენიმე ასპექტი.
ბოლოს დისკუსიის ფორმატში ეროვნული მოძრაობის ლიდერების შესახებ ისაუბრეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ და ბატონმა გურამ გოგბაიძემ.

სიმულაციური სამაშველო ოპერაცია

17 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ორგანიზებით რეალური განგაშის სიტუაციაში მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მოეწყო სიმულაციური სამაშველო ოპერაცია (სასწავლო განგაში). 

ქართული უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის მიერ წინასწარ შედგენილი სამაშველო სქემის მიხედვით მოხდა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ევაკუაცია და უნივერსიტეტის ორივე შენობის სრული დაცლა. 

"ბავშვთა ქორწინება და ოჯახური ძალადობა"

2019 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა "კავშირი ოცდამეერთე საუკუნის" მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა პრობლემურ საკითხზე:"ბავშვთა ქორწინება და ოჯახური ძალადობა". 
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქრთველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლები.

ისტორიკოსთა კლუბის "ოქროს საწმისის" პრეზენტაცია

2019 წლის 17 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიკოსთა კლუბის "ოქროს საწმისი", დაფუძნება, პირველი სხდომა მიეძღვნა პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის ხსოვნას.
შეხვედრაზე ახლად დაარსებულ მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს სტუდენტებმა მარიამ ყიფშიძემ და გიორგი მუზაშვილმა. პროფესორი გურამ ლორთქიფანიძე გაიხსენეს: პროფესორებმა ტარიელ ფუტკარაძემ, ნანა გელაშვილმა, ელენე გეგეშიძემ, მარიკა მშვილდაძემ, ლევან ჯიქიამ.
განსვენებულის მცირე პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა გოჩა როგავამ. ოჯახის სახელით ქალბატონმა ნინო კიღურაძე-ლორთქიფანიძემ მადლობა მოახსენა ქართული უნივერსიტეტის რექტორს,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანატს, სტუდენტებს, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის გახსენებისათვის და ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მისი წიგნები.

საჯარო ლექცია: „ოთარაანთ ქვრივი“ - ტრადიციული და თანამედროვე ინტერპრეტაციები“

2019 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ლევან ბებურიშვილის საჯარო ლექცია „ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ - ტრადიციული და თანამედროვე ინტერპრეტაციები“.
ლევან ბებურიშვილმა ისაუბრა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: „ოთარაანთ ქვრივის“ შემოქმედებითი ისტორია, მწერლის იდეური ჩანაფიქრის გამოხატვის თავისებურებები ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში, ნაწარმოების პრობლემატიკა თანამედროვეობის კონტექსტში, „ოთარაანთ ქვრივის“ რეცეფცია ილიას ეპოქისა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში. 
ილიას მოთხრობის შესახებ დაწერილი რამდენიმე უახლესი ლიტერატურათმცოდნეობითი ნაშრომის საკვანძო დებულებების კრიტიკის გზით ლექტორმა წარმოაჩინა თანამედროვე ლიტერატორთა ერთი ნაწილის აზროვნების სქემატურობა და შაბლონურობა, კლასიკური მწერლობისადმი სკეპტიკური, ნიჰილისტური დამოკიდებულების ერთგვარ ლიტერატურულ მოდად გადაქცევა.
ლექციის დასასულს გაიმართა დისკურია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, პროფესორმა ამირან არაბულმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

შეხვედრა „სტრაიქპლაგიარიზმის’’ წარმომადგენლებთან

2019 წლის 15 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში, რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ჯაბა მესხიშვილმა, ანტიპლაგიატური სისტემის პოლონური კომპანიის „სტრაიქპლაგიარიზმის’’ წარმომადგენლებს, ნარმინ ალიევას და აუგულ სამადოვას უმასპინძლეს. 
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ქართულ უნივერსიტეტში „სტრიქპლაგიარიზმის’’ პლაგიატის აღმომჩენი სისტემა 2019 წლის მარტიდან დაინერგა და პლაგიატთან ბრძოლისთვის წარმატებით გამოიყენება. 

V საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ კვლევებსა და ქცევით მეცნიერებებში

11 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში გაიხსნა V საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ კვლევებსა და ქცევით მეცნიერებებში. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ლიტვისა და გერმანიის უნივერსიტეტების პროფესორებმა.

ღონისძიება დაიგეგმა ქართული უნივერსიტეტისა და სოციალური კვლევებისა და ქცევითი მეცნიერებების ჟურნალის (SADAB) ორგანიზებით. კონფერენცია მიზნად ისახავს სამეცნიერო გარემოში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებისა და სხვადასხვა აქტუალური თემების განხილვის მიზნით მკვლევარების, ექსპერტების, პედაგოგების, სტუდენტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთად შეკრებას.  

გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია

2019 წლის 8 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა დიდი ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც დაახასიათა გიორგი ლეონიძის, როგორც გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებისა და ლიტერატურის მკვლევარის, ქართული კულტურის მოამაგის ფასდაუდებელი ღვაწლი.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ამირან არაბული, მანანა ტაბიძე, ქეთევან შენგელია, ნინო მამარდაშვილი, ლევან ბებურიშვილი, ნათია სიხარულიძე. მოხსენებები შეეხებოდა გიორგი ლეონიძის საზოგადოებრივი, ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობის არსებით საკითხებს. 

EAGT საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია

8 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში შედგა ფსიქოლოგიის დოქტორების, ევროპაში ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტების, პროფესორების დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის მიერ ბუდაპეშტში, გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთშორისო კონფერენციაზე მიღწეული წარმატებების და სიახლეების პრეზენტაცია.
 
2019 წლის 18-23 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა გეშტალტთერაპევტთა EAGT საერთშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს მოწინავე ფსიქოთერაპევტები ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 

ქართული უნივრტსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა, ბუდაპეშტის საერთაშორისო კონგრესზე თავიანთი საავტორო ლექცია-ვორქშოფი „კონფლიქტი "მე"-სა და ფონს შორის, სიმპტომები და პრევენცია (გულივერის კომპლექსის ფენომენი)“ წარმოადგინეს;  პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი EAGT სამეცნიერო კვლევით კომიტეტში აირჩიეს, ხოლო პროფესორი თეა გოგოტიშვილი ევროპაში აკრედიტებულ ინსტიტუტთა შორის  სამეცნიერო თანამშრომლობის კოორდინატორი გახდა.

ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზე მიღწეული წამრატებები ქართული ფსიქოლოგიური სკოლის და  ქართული უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის საქმეში წინ გადადგმული ნაბიჯია. 
 

საჯარო ლექცია თემაზე: "ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა"

4 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა".

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები. 

ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა დამსწრე საზოგადოების კითხვებს.  

SANGU WELCOME PARTY

4 ოქტომბერს, კაფე-ბარ გალერეა იტალიანაში გაიმართა WELCOME PARTY პირველკურსელებისთვის. 

საღამოს წამყვანები იყვნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ნინი ჩექურიშვილი და ამავე უნივერსიტეტის სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურის მენეჯერი რევაზ ქარჩხაძე. 

ღონისძიებაზე ქართულ უნივერსიტეტში სახელმწიფო გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" სასაჩუქრე ვაუჩერები და უნივერსიტეტის ბრენდირებული აქსესუარები. საღამოზე სტუდენტების ინიციატივით ჩატარდა სახალისო თამაშები, გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ უნივერსიტეტის სპორტ-დარბაზის ერთთვიანი აბონემენტები. 

საღამო ცოცხალი შესრულებით მუსიკალურად გააფორმა ბენდმა "NEW ONE & TIKA BALANCHINE".

საინფორმაციო შეხვედრა ამერიკაში სწავლის შესაძლებლობების შესახებ

3 ოქტომბერს, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა "განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით" ქსელის წარმომადგენელთან დალი ხომერიკთან. 

პროექტის კოორდინატორმა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ამერიკაში სწავლის შესაძლებლობების შესახებ, ისაუბრა ამერიკულ განათლების სისტემაზე და განმარტა როგორ ხდება სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიების მოპოვება.

სტაჟირება გერმანიაში - პიროვნული ზრდისა და ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება

უკვე რამდენიმე წელია ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, გერმანიის სხვადასხვა სასტუმროებში, გადიან სამთვიან პრაქტიკას. 
ამჯერად გერმანიაში გაემგზავრნენ ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები: ხათუნა მელიქიძე, ზურაბ კოტრიკაძე, ნინო მაისურაძე, გიორგი ლორთქიფანიძე, მარიამ ხასაია, ნატალი ხაჭაპურიძე, თამუნა კაპანაძე და მარიამ შოთაშვილი.  

ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ ერთ-ერთ მათგანს, III კურსის სტუდენტ ნინო მაისურაძეს, რომელმაც ორჯერ გაიარა აღნიშნული პროგრამა. პირველად გასულ წელს გაემგზავრა გერმანიაში. ახლაც, როცა ნინო იხსენებს, თუ როგორ შეიტყო ამ პროგრამის შესახებ ქართულ უნივერსიტეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც ტურიზმის ბიზნესის პროგრამის სტუდენტმა ნუცა ციგროშვილმა გაუზიარა დამსწრეთ თავისი გამოცდილება გერმანიაში სტაჟირების შესახებ, ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიხვდა, რომ ეს იყო გამოწვევა მის ცხოვრებაში, რომელზეც უარი არ უნდა ეთქვა. 2018 წელს უზედომის ნახევარკუნძულზე წასვლა და იქ სტაჟირების პროგრამის გავლა იყო მის ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა. ამ ვიზიტის შემდეგ ნინოს გაუჩნდა სურვილი, კიდევ უფრო კარგად ესწავლა გერმანული ენა. წელს კი გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გამგზავრებულიყო გერმანიაში, ამჯერად 3 თვით. სტაჟირების პროგრამა ნინომ ქალაქ ლუბეკში გაიარა, სადაც ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები ორ სასტუმროში გადაანაწილეს, "Zur Linde"-სა და "aja Travemünde"-ში, პირველ მათგანში 5 სტუდენტი, მეორეში - 3.  

ნინო იხსენებს, როგორი აქტიური ურთიერთობა ჰქონდა მომხმარებლებთან, რამაც დიდი როლი შეასრულა მისი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბუნებრივია, სხვა  თვალსაზრისითაც იყო საინტერესო და შედეგიანი: ეს იყო დიდი პრაქტიკა,   მომხმარებელთან ყოველდღიური კონტაქტები ქართული უნივერსიტეტის სტაჟიორს  ეხმარებოდა  გერმანული ენის ცოდნის განმტკიცებაში. ამასთან, ნინო ხაზს უსვამს იმ ,,ზოგად" შედეგსაც, როგორც თვითონ უწოდებს,  რომელიც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გერმანიაში სტაჟირების პროგრამის გავლის დროს: ეს იყო პიროვნული ზრდისა და ჩამოყალიბების   პერიოდი, რომელიც დაეხმარა საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც იქ მიიღო და იმ უამრავი ახალი ადამიანის გაცნობა, რომლებთანაც დღესაც აქვს ურთიერთობა.

ასე რომ, ახლა, როდესაც ამ გადასახედიდან აფასებს გერმანიაში გატარებულ დროს, ნინო თვლის, რომ იგი საკმაოდ შედეგიანი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა მისთვის. 3 თვე ოჯახსა და მეგობრებთან განშორება მისთვის იოლი არ ყოფილა, მაგრამ იმდენად გაამართლა მისი იმედები ამ პროგრამამ, რომ სურვილი აქვს, კიდევ წავიდეს სტაჟირებით გერმანიაში.

ყოველივე ამისთვის იგი დიდ მადლობას უხდის ქართულ უნივერსიტეტს, რომელმაც გერმანიაში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მისცა მას და იმ სტუდენტებსაც, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ ლუბეკში. 
 

ახალი წიგნი: „ქართული ენის პრაქტიკული კურსი“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა გამოსცა ახალი წიგნი „ქართული ენის პრაქტიკული კურსი“ (ავტორები: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე და პროფესორი იამზე ვაშაკიძე. რედაქტორი პროფესორი მერაბ ნაჭყებია.). 
წარმოდგენილი სახელმძღვანელო მსგავსი გამოცემებისაგან განსხვავდება თეორიულ ნაწილში საინტერესო სიახლეებით, მრავალფეროვანი პრაქტიკული მართლწერის წესებით, ნორმატიულ და არანორმატიულ ფორმათა შეპირისპირებითი ცხრილებით, თეორიული ნაწილის აღსაქმელი სავარჯიშოებითა და ტესტებით. ვფიქრობთ, ახლებური მიდგომებით შექმნილი „ქართული ენის პრაქტიკული კურსი“ აბიტურიენტებსა და ბაკალავრიატისა სტუდენტებს მისცემს საშუალებას, ნათლად გაიაზროს მრავალსაუკუნოვანი ქართული ენის სტრუქტურა და შეისწავლოს ქართული სამწიგნობრო ენა. 

„ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი 2019“

26-27 სექტემბერს კუს ტბის მინი-ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა „ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი-2019“-ის გათამაშება. ჩემპიონატზე წარმოდგენილი იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტების ოთხი გუნდი:„West ham”-ი, “კუნინძები“, „Salzburg”-ი და გუნდი „ტულე“ ასევე ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ერთი გუნდი  „Southampton”-ი. 

26 სექტემბერს გაიმართა ჯგუფური შეხვედრები. დაძაბულმა და სანახაობრივმა შეხვედრებმა გამოავლინა ნახევარფინალისტი გუნდები. ასევე ტურნირის ბომბარდირთა პრეტენდენტები. შემდეგ ეტაპზე გავიდა გუნდები: „West ham”-ი, “კუნინძები“, „Salzburg”-ი და „Southampton”-ი.

27 სექტემბერს კი გაიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ  „კუნინძები“ და „Southampton-ი”, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული იყო, ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. საბოლოოდ   „Southampton”-მა დაამარცხა  „კუნინძები“  ანგარიშით 3 – 0. მეორე ნახევარფინალში, „West ham”-მა დაძაბულ შეხვედრაში გაიმარჯვა ანგარიშით 4 – 2.
მესამე საპრიზო ადგილი  დაიკავეს "კუნინძელებმა", მათ 4 უპასუხო გოლი გაუტანეს „Salzburg”-ს.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს  „West ham”-ი და „Southampton”-იდაუპირისპირდნენ, თამაში ფინალის შესაფერისი გამოვიდა, დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი. ორი სკოლის დაპირისპირებაში ჰუმანიტარებმა იმარჯვეს, მათ ხუთი გოლი გაიტანეს ორის წინააღმდეგ და დაეუფლნენ „ანდრიას პირველწოდებულის თას - 2019“-ს.

ტურნირის ბომბარდირი გახდა „West ham”- ელი, მიქაელ იორამაშვილი. საუკეთესო მეკარე -  „Southampton”- ის მეკარე  გოგა გაფრინდაშვილი, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - რაჟდენ ოქრუაშვილი („West ham”).გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ: მედლები, სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია „ანდრიას თასი-2019“.

ტრადიციული ექსკურსია პირველკურსელებისთვის

2019 წლის 28-29 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია პირველკურსელებისთვის. 

28 სექტემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის პირველკურსელები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიით კახეთში. ექსკურსიის მარშრუტი იყო: თბილისი-წინანდალი-თელავი-ალავერდი-თბილისი. ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ერეკლე მეფის სასახლე და ალავერდის ტაძარი. 

29 სექტემბერს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პირველკურსელები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე შიდა ქართლში. გასვლითი ტურის ფარგლებში სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს ატენის სიონი და უფლისციხე.

ექსკურსიების მთავარი მიზანი იყო პირველკურსელებს უნივერსიტეტის გარეთ, არაფორმალურ გარემოში უკეთ გაეცნოთ როგორც თავიანთი თანაკურსელები, ასევე ის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ვისთან ერთადაც გაატარებენ საუნივერსიტეტო ცხოვრების უმეტეს ნაწილს. 
 

ქართველი ფსიქოლოგები ბუდაპეშტის საერთაშორისო გეშტალტთერაპევტთა მე-15 კონფერენციაზე

2019 წლის 27-30 სექტემბერს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გეშტალტთერაპევტთა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და წელს მას უნგრეთი, ბუდაპეშტი მასპინძლობდა. ქართველმა ფსიქოლოგებმა და ევროპაში ლიცენზირებულმა გეშტალტთერაპევტებმა კონფერენციაზე ჩაატარეს ლექცია-ვორქშოფი, რომელიც მათი ორიგინალური კონცეფციითაა შექმნილი, სათაურით „პიროვნების ხასიათის ფორმირება და ცვლილებების შესაძლებლობანი“. ლექციის ნაწილში წარმოდგენილ იქნა კონცეფცია, რომელიც პიროვნების ხასიათის წარმოშობას უკავშირდება, ხოლო პრაქტიკულ ვორქშოფში ნაჩვევები იქნა მეთოდი თუ როგორ ხდება ხასიათის გაცნობიერება და მასში ცვლილების შეტანის შესაძლებლობანი. პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი გეშტალტთერაპევტები მართავდნენ ლექცია-სემინარებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს.

ქართველი გეშტალტთერაპევტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევნები, კერძოდ ასოციაციის კვლევით კომიტეტში გაიმართა არჩევნები, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის რვა კანდიდატი მონაწილეობდა, საკონკურსო ოთხ ადგილზე. ქართული დელეგაციის სასიხარულოდ პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი არჩეულ იქნა კვლევით კომიტეტში. კომიტეტის მიზნებია გეშტალტთერაპიაში კვლევების ხელშეწყობა ევროპასა და მსოფლიოში და მომავალი კვლევითი კონფერენციის მომზადება, რომელიც გერმანიაში ქალაქ ჰამბურგში გაიმართება.

ფსიქოთერაპია და გეშტალტთერაპია მაღალ დონეზე ისწავლება ქართულ უნივერსიტეტში, ის განწყობის თეორიასთან ერთად პრიორიტეტულადაა წარმოდგენილი. პროფესორებმა თეა გოგოტიშვილმა და დიმიტრი ნადირაშვილმა დაბრუნების შემდეგ უნივერსიტეტში გამართეს ანალოგიური ლექცია, რომელიც ბუდაპეშტში იყო წარმოდგენილი. სტუდენტებმა მოისმინეს და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები მომხსენებლებთან. უნივერსიტეტში არსებული ინტერესი ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მიმართ კარგი სტიმულია ამ მიმართულებების განსავითარებლად საქართველოში და მიღწევების გასატანად ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატება

ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის IV კურსის სტუდენტის ზუკა კოტრიკაძის ფოტოები გამოიფინება პარიზში მობილური ფოტოგრაფიის გამოფენაზე - "Cheerz Photo Festival". 
ასევე ზუკა გახდა კონკურსის ჟიურის ფავორიტი და პირველი ადგილის მფლობელი, რაც ითვალისწინებს ფულად ჯილდოსა და "Google Pixel"-ის ბოლო მოდელის მობილურ ტელეფონს.  

ქართული უნივერსიტეტი ულოცავს ზუკას ამ წარმატებას. 
 

"თურქეთის შუა შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა შთამომავლების სამეტყველო კოდები და განსახლების არეალი"

ორშაბათს, 30 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე: "თურქეთის შუა შავიზღვისპირეთში მცხოვრებ ქართველურენოვან მუჰაჯირთა შთამომავლების სამეტყველო კოდები და განსახლების არეალი".
მოხსენება დამუშავებულია ამა წლის 8-18 ივლისს, ქართველოლოგიის ცენტრის მიერ შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2018 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით“ ფარგლებში, თურქეთის შუა შავიზღვისპირეთში მოწყობილი პირველი მივლინების მასალათა საფუძველზე.
მოხსენება წაიკითხა ქართველოლოგიის ცენტრის ასოცირებულმა მკვლევარმა, ფილოლოგიის დოქტორმა მიხეილ ლაბაძემ. შემდგომ აზრი გამოთქვეს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, პროფესორებმა: ტარიელ ფუტკარაძემ, ლევან ბებურიშვილმა, ჯაბა მესხიშვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა სოფიო კეკუამ, ასევე დოქტორანტებმა, მაგისტრანტებმა და ბაკალავრებმა.
 

„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა“

30 ოქტომბერს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში პროფესორმა ვალერი მოდებაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა“. 

მომხსენებელმა ისაუბრა ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე მეზობელი ქვეყნებისა და ევროპის მიმართ, ასევე წარმოადგინა მსოფლიოს წინაშე არსებული გლობალური ეკოლოგიური პრობლემების ანალიზი და განიხილა ტრამპის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.   
 

"ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები"

ქართულ უნივერსიტეტში გრძელდება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 
27 სექტემბერს ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები".  კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართველოლოგიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების გზებზე. 

პრეზენტაცია: "პიროვნული ხასიათი, მისი ფორმირების სპეციფიკა და განვითარების შესაძლებლობანი"

ქართულ უნივერსიტეტში გრძელდება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 
27 სექტემბერს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა, EAGT აკრედიტებულმა და EAP სერტიფიცირებულმა გეშტალტთერაპევტებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაცია: "პიროვნული ხასიათი, მისი ფორმირების სპეციფიკა და განვითარების შესაძლებლობანი". პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფსიქოლოგიური კონცეფცია ადამიანის ხასიათის ფორმირების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს. 

"ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში"

ქართულ უნივერსიტეტში გრძელდება "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესიტავლი 2019". 26 სექტემბერს ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "ინოვაციური მიდგომები საექსკურსიო მენეჯმენტში".

ექსკურსიებს ტურიზმის სფეროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ზოგადად ექსკურსია ახდენს გავლენას,  ადამიანის შეხედულების ფორმირებაზე, რაც გარკვეულწილად ზემოქმედებს სამოგზაურო ქვეყნის შესახებ მისი აზრის ჩამოყალიბებაზე, საბოლოოდ კი ქვეყნის იმიჯზე. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ექსკურსიის ახალი ფორმა - საავტორო ექსკურსიები, რაც არამხოლოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა, არამედ გიდისათვის შრომატევადი და შემოქმედებითი საქმიანობაა. მასტერკლასის მთავარი თემა სწორედ ასეთი სახის  ექსკურსიები იყო, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილ საზოგადო მიღვაწეს, უდიდეს მწერალსა და მოაზროვნეს, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ილია ჭავჭავაძეს. 
 

„საქართველოს ეკლესია და განსხვავებული კონფესიები“

ქართულ უნივერსიტეტში გრძელდება "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესიტავლი 2019".  26 სექტემბერს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ეკლესია და განსხვავებული კონფესიები“. 

ლექციაზე რექტორმა ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებაზე საქართველოში არსებულ კონფესიებთან მიმართებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. 

"საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები"

25 სექტემბერს "მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019"-ის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის დავით ონოფრიშვილის საჯარო ლექცია: "საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სადაზღვევო ბაზრის პერსპექტივები". 
სტუმარს მიესალმნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური. 
ლექციას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
 

„ქართული ენის ზმნის მწკრივთა სისტემა“

2019 წლის 25 სექტემბერს "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის საჯარო ლექცია: „ქართული ენის ზმნის მწკრივთა სისტემა“.

"ევროკავშირის მომავალი და დღევანდელი პრობლემები"

25 სექტემბერს "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის პროფესორ დიტერ უმბახის საჯარო ლექცია: "ევროკავშირის მომავალი და დღევანდელი პრობლემები". 

სტუმარმა ისაუბრა ნაციონალური სამართლის ევროპეიზაციის ასპექტებსა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, ასევე მიმოიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკის გამოწვევები და ქართული სამართლის განვითარების პერსპექტივები.

"ევროკავშირის გაფართოება-პრობლემები და პერსპექტივები"

2019 წლის 23 სექტემბერი, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ევროკავშირის გაფართოება-პრობლემები და პერსპექტივები".

კონფერენციის თეზისების კრებული 

„ენა და იდენტობა“

2019 წლის 23 სექტემბერი,მეცნიერების და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის,პროფესორ მანანა ტაბიძის საჯარო ლექცია: „ენა და იდენტობა“.მომხსენებელმა ისაუბრა ენის როლზე და მის მნიშვნელობაზე იდენტობასთან მიმართებაში. 

ინტერვიუ 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ მარიამ თაღიაშილთან

„ვფიქრობ, SANGU დამეხმარება წარმატების კარი შევაღო,
 თუ კი მეც არ დავიშურებ ძალისხმევას“

დაიწყო ახალი სასწავლო წელი. იმ პირველკურსელთა შორის, რომელთაც ქართულ უნივერსიტეტზე შეაჩერეს არჩევანი, ბევრმა მოიპოვა სასწავლო გრანტი, ანუ სახელმწიფო დაფინანსება, მაგრამ მათ შორის მაღალი რეიტინგით გამორჩეულია ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი მარიამ თაღიაშვილი, რომელსაც სწავლას სრულიად დაუფინანსებს სახელმწიფო, რადგან იგი  100%-იანი გრანტის მფლობელია.
-    მოგესალმები მარიამ.
-    მოგესალმებით.
-    პირველ რიგში, გილოცავთ ამ დიდ წარმატებას, რომლის მიღწევას, ბუნებრივია, მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. 
-    დიდი მადლობა.
-    როგორი იყო სკოლის პერიოდი და შენი დამოკიდებულება სწავლისადმი?
-    სკოლა ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ის ადგილი, სადაც პირველი თავგადასავლები გადამხდა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ყველაფერს იდეალურად ვერ ვაკეთებდი, თუმცა ვგრძნობდი პასუხისმგებლობას და ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა, რა მიზნით, ეს ნელ-ნელა გავაცნობიერე. თავიდან ყველა საგანი ერთნაირად მაინტერესებდა, მერე მივხვდი, რომ ჰუმანიტარული საგნები უფრო მომწონდა, განსაკუთრებით შემიყვარდა წერა.
-    ახლა, როცა დასრულდა შენი ცხოვრების ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი, სტუდენტობის ხანა, როგორ შეაჯამებდი, რა მოგცა სკოლამ?
-    მგონია, რომ სკოლა ჩვენი მთავარი სამჭედლოა. აქ ვიწყებთ, პირველ რიგში, საკუთარი თავის შემეცნებას და იმ თვისებების აღმოჩენას, რომლებიც ჩვენში იმალება. ის დამეხმარა, ჩემი უნარები მეპოვა და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, საზოგადოებასთან კომუნიკაციაც პირველად აქ ვისწავლე, კლასელები და მასწავლებელი ხომ ჩვენი პირველი, პატარა აუდიტორიის წევრები არიან. სკოლამ შემახვედრა ისეთ ადამიანებსაც, რომლებმაც წაუშლელი კვალი დატოვეს ჩემზე და დამანახეს, როგორი პროფესიონალი შეიძლება გახდე, თუ მართლა გიყვარს და გაინტერესებს შენი საქმე. როგორ შემიძლია, არ ვახსენო მეგობრები, რომლებიც სკოლის ასაკში შევიძინე. ამდენ დროს ასე ხანგრძლივად მერე აღარავისთან ატარებ და სკოლის მეგობრები ოჯახის წევრები ხდებიან შენთვის.
-    ვინ ან რამ მოახდინა გავლენა შენს არჩევანზე, რატომ აირჩიე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება?
-    სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა. განსხვავებული პროფესიის ადამიანებს ვესაუბრებოდი, თავიანთ საქმიანობაზე მიყვებოდნენ და თითქოს ბევრი რამ ჩანდა მიმზიდველი. შემდეგ ჩემმა ძმამ ჩააბარა საერთაშორისო ურთიერთობებზე და მეც მომეცა შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია მიმეღო ამ ფაკულტეტთან დაკავშირებით. მივხვდი, რომ მაინტერესებდა საკითხები, რომლებსაც ის სწავლობდა და ძირითადად სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი. სურვილი გამიჩნდა, ამ მხრივ გამეღრმავებინა ცოდნა.
-    შენი ძმა ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია, ალბათ, მისგან გარკვეული წარმოდგენა გაქვს ამ უნივერსიტეტის შესახებ, რას ელოდები SANGU-სგან?
-    ვიცი, რომ ქართული უნივერსიტეტი არაერთ შესაძლებლობას აძლევს მონდომებულ სტუდენტებს, რაც მთავარია, პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც გამოიყენეს ეს შესაძლებლობები. ვფიქრობ, SANGU დამეხმარება წარმატების კარი შევაღო, თუ კი მეც არ დავიშურებ ძალისხმევას.
-    წარმატებებს გისურვებ.
-    დიდი მადლობა.
 

ახალი სასწავლო წელი

2019 წლის 16 სექტემბერს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუდენტებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა მათ.

სტუდენტებს არჩეული სპეციალობების და მომავალი სასწავლო პროცესის თავისებურებებზე ესაუბრნენ: ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია.

სტუდენტთა სახელით გამოვიდნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი, 100% სახელმწიფო გრანტის მფლობელი მარიამ თაღიაშვილი და სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ქეთევან ხურცილავა.

"ცისარტყელას იქით საქართველოა"

2019 წლის 16 სექტემბერს, ქართულმა უნივერსიტეტმა იმ ფერეიდანელ ქართველებს უმასპინძლა, რომელთაც 31 დღიანი ფეხით მოგზაურობის შემდეგ გადმოკვეთეს "ცისარტყელა" და ჩამოვიდნენ იმ საქართველოში, საიდანაც ოთხასი წლის წინ შაჰ-აბას პირველის ბრძანებით მათი წინაპრები იძულებით გადაასახლეს.

საოცარი თბილი და ამაღელვებელი შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. სტუმრებს მიესალმნენ: უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პოეტი ეთერ თათარაიძე, ბატონი ზვიად ტომარაძე, პროფესორი ვაჟა შუბითიძე, მისი ოფიციალური სტატუსია: საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მეორე რანგის მრჩეველი მოჰამად ყობადი რადი, ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტი ნაზი ხუციშვილი.

ფერეიდნელმა ქართველებმა შაჰრამ ონიკაშვილმა, ისმაილ დავითაშვილმა, ამირან გუგუნაშვილმა მადლობა მოახსენეს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნეს, აქ კიდევ ერთხელ იგრძნეს ის სითბო ,სიყვარული და მადლი, რომელიც თან ახლდა მათ შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს და უნეტარეს ილია მეორესთან.

SANGU-მდე და SANGU-ს შემდეგ

საქართველოში იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო, საკუთარი შემოსავალი გქონდეს და აკეთებდე იმას, რაც გიყვარს, აუცილებლად გჭირდება „დიდ ავიაციაში“ მოსვლა. ეს მარტივად გულისხმობს საჭირო ადამიანების, კომპანიების, საგანმანათლებლო პროგრამების თუ სხვა აქტივობების გაცნობას იმისათვის, რომ განვითარდე, შეგამჩნიონ და შემდეგ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდე. SANGU ამაში ძალიან დამეხმარა.

უნივერსიტეტში მოსვლის პირველი დღე ახლაც მახსოვს. ვიცოდი, ეს დღე ჩემს ცხოვრებაში აუცილებლად გარდამტეხი იქნებოდა და ამიტომაც, როგორც კი პირველი ნაბიჯი შემოვდგი შენობაში ყველაფერს კადრებად ვიმახსოვრებდი და ვცდილობდი, პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარი ყოფილიყო. პატარა უნივერსიტეტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რასაც 4 წლის შემდეგ ბევრად უკეთ ვხვდები და ვაანალიზებ. პირველივე წელს მიზნად დავისახე ჩემი სიტყვა მეთქვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. გამეცნო საინტერესო ადამიანები, მემეგობრა მათთან და, რაც მთავარია, მიმეღო ისეთი განათლება-გამოცდილება, რომელიც დამეხმარებოდა საკუთარი თავის რეალიზებაში.

ხშირად გვგონია, რომ ბევრი დრო გვაქვს და ყველაფერს „ხვალაც მოვასწრებთ“, მაგრამ სინამდვილეში დრო ბევრად უფრო ჩქარა გადის ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ, მეტიც, დრო სინათლის სისწრაფით მიფრინავს და მას ვერასდროს ვერ დავეწევით. ამიტომაც ხშირად ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ ყველაზე მეტად დროის მეშინია. არის მომენტები, როდესაც გვგონია, ჩვენს ოცნებებს აუცილებლად ავიხდენთ, ოღონდ ამის გასაკეთებლად დღეს არაფერს ვაკეთებთ, ნაბიჯსაც არ ვდგამთ. ეს არასწორია და ამაში უფრო მეტად მაშინ ვრწმუნდები, როდესაც გარშემო ადამიანებს ვაკვირდები და დასკვნები გამომაქვს.


უნდა ვისწავლოთ საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა და გავთავისუფლდეთ კომფორტის ზონისგან, რომელიც შესაძლოა დამღუპველიც კი აღმოჩნდეს. ტყუილად ხომ არ უთქვამს ზვიად გამსახურდიას - „დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო“.

ამ 4 წლის განმავლობაში მქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი, რთულიც, სასიამოვნოც. არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ყველაფერი „გათენებული ღამეების“ შედეგებია. ხშირად ადამიანებს არ ესმით, რომ მხოლოდ ბევრი შრომა არაფერს არგებთ და აუცილებელია შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. მხოლოდ 500 გვერდიანი წიგნის წაკითხვა არაფერს მოგცემს თუ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის მოძიება, საკუთარი აზრის ლაკონიურად გადმოცემა და წაკითხულის გააზრება არ ვისწავლეთ. დღეს განათლების მიღების ფორმები რადიკალურად შეცვლილია. ჩემი აზრით, ლექტორები მხოლოდ მიმართულებას უნდა აძლევდნენ სტუდენტებს, აჩვენებდნენ კომპეტენტურ წყაროებს, უქმნიდნენ ღირებულებათა ფუნდამენტს და აძლევდნენ მოტივაციას, დანარჩენში მათი ჩარევა უბრალოდ შედეგის მომტანი არ იქნება და შესაძლოა უარყოფითი პროცესებიც კი გამოიწვიოს. ადამიანი ყველაზე ბევრს მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობის დროს სწავლობს. აღარაა აუცილებელი ვიცოდეთ რამდენია ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, ან მთლიანი შიდა პროდუქტი, ამ ყველაფრისთვის Google არსებობ. მთავარი ახლა ღირებულებები, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და რაიმე ინოვაციურის შექმნაა. არ აქვს მნიშვნელობა იურისტი ხარ, IT სპეციალისტი, ეკონომისტი, ბიზნესმენი თუ ფილოლოგი, ტექნოლოგიებთან წვდომა, სიახლეების დანერგვა ყველასთვის სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ პროცესებს ფეხი ვერ ავუწყეთ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ და არა სხვას.

სწორედ ეს აზროვნება ჩამომიყალიბდა SANGU-ში 4 წლიანი სწავლის შემდეგ.  მიხარია, რომ გამორჩეული ჯგუფი შემხვდა, ასევე ლექტორები თუ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაგანაც ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას და მათი თითოეული გამამხნევებელი სიტყვა დიდ ძალას მაძლევდა, რის გამოც მათ მინდა მადლობა გადავუხადო, საბოლოო ჯამში ხომ მთავარი ადამიანია და ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. SANGU-მ მომცა საშუალება დავსწრებოდი უამრავ ღონისძიებას, ხშირად სწორედ მე მაძლევდნენ შანსს ფართო საზოგადოებისთვის წარმედგინა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სახელი და ამით ყოველთვის ამაყი ვიყავი. ცხადია, გული მწყდება, რომ ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდა, თუმცა იწყება ახალი, სავსე გამოწვევებით და თავგადასავლებით. ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემი დაც სწორედ ამ უნივერსიტეტში, ჩემს ფაკულტეტზე აბარებს. 

აქვე ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, რომლის სიტყვებმაც აბიტურიენტობის დროს გადამაწყვეტინა სწორედ ამ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. მას ჩვენი ქვეყნის წინაშე ენით აღუწერელი დამსახურება აქვს და მინდა იცოდეს, რომ ახალგაზრდა თაობა ყველაფერს ვხედავთ, ვაფასებთ და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ღირებული ტრადიციები, განვავითაროთ ისინი და პარალელურად ვისწავლოთ რაღაც ახალი, რათა ეს ყველაფერი ისევ ჩვენი ქვეყნის წინსვლას მოვახმაროთ.

ლევან თაღიაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის კურსდამთავრებული

2 აგვისტო - ილიაობა

სერგო ვარდოსანიძე ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი - თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, 2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, მისი მრევლი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით აღნიშნავს წმიდა ილია თეზბიტელის, წმიდა ილია მართლის ხსენების და თქვენი ანგელოზის დღეს.


როცა ამ სტრიქონებს ვწერ, ვგრძნობ, თუ რა რთული, მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს საქართველო, რომელსაც ყოველთვის ბეწვის ხიდზე უხდება სიარული. ერთადერთი გამაერთიანებელი, ბრძენი მოძღვართ-მოძღვარი, ვისაც შეუძლია განსაცდელებს აარიდოს ჩვენი ხალხი თქვენ ბრძანდებით. დიახ, თქვენ შეუცვლელი, აღიარებული ლიდერი, რომლის მრავალჟამიერ სიცოცხლე ძალიან სჭირდება საქართველოს.

ლევან ქისტაური ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი - რელიგიას დიდი გავლენა აქვს ცალკეული ინდივიდის ჩამოყალიბებასა და მთლიანად საზოგადოების განვითარებაზე. იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის მსოფლმხედველობასა და ცხოვრების წესს. ქართველისათვის მამული, ენა, სარწმუნოება მუდამ ერთ მცნებას წარმოადგენდა. საუკუნეები მოვდიოდით ამ შეგნებით. მერე კი, როცა სახელმწიფოებრივი ფუნქცია დავკარეთ, როცა ქამარ-ხანჯალი კედლის მოსართავ სამკაულად გვექცა და ეროვნული აზროვნების ნაცვლად ამქვეყნიურ სიამეთა მოხვეჭაში გავერთეთ, გადაგვავიწყდა ცოდვებზე მოხეტიალე ჩვენი განძარცული სული. უწმინდესო, თქვენ ჩვენი სულიერი შეჭირვების სწორედ იმ უმძიმეს წლებში ჩაიბარეთ ეკლესიის საჭეთმყრობლის კვერთხი და ლამის ნახევარი საუკუნეა იობის მოთმინებით ცდილობთ ჯვარზე მოაკვდინოთ ქართველთა ცოდვანი. ერთხელ ვიღაც გულუბრყვილოს უკითხავს თქვენთვის - ოქროსია თუ არა პატრიარქის მიტრაო, რაზეც ასეთი პასუხი მიგიციათ: „ეს ძალიან მძიმეა, ეს ეკლის გვირგვინია“. იმ რწმენით, რომ „ეკლესია და ხალხი განუყოფელია“, თქვენ კვლავ ააღორძინეთ მართლმადიდებლობა საქართველოში.

უნივერსიტეტის მაშინდელ სტუდენტებს არასდროს დაგვავიწყდება 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი განთიადი. „უფალი მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას. მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს,” - ასეთი იყო მწყემსმთავრის შეგონება... არ შევისმინეთ... იმ დილით საქართველოს პატრიარქი უცებ დაუბერდა. 

თქვენი სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელსაც, ჩემი აზრით,  ყველაზე მეტად შესტკივა სამშობლოზე გული და რომელსაც, თავისი კონკრეტული ქმედებებით არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისი სიტყვა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე რომელიმე საზოგადო მოღვაწის თუ პოლიტიკოსის. მხოლოდ თქვენ შეძელით სამაჩაბლოს ომის შემდგომ, მტრის მიერ ოკუპირებულ მიწაზე შესვლა და იქიდან ყველასგან მიტოვებული ქართველი ბიჭების ცხედრების გასაპატიოსნებლად გამოტანა. 

თქვენ საოცარი კეთილგანწყობით და პატივისცემით სარგებლობთ როგორც კათოლიკური, ასევე მუსლიმური სამყაროს კონფესიათა წარმომადგენლებში. გასულ წელს ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მერსედეს ვერა მარტინმა. ქალბატონი მერსედესი ესპანელი კათოლიკეა, კათოლიკური უნივერსიტეტის კურსამთავრებული. თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობამ ეს ქალბატონი ჯერ კიდევ ამერიკაში მოხიბლა. თბილისში ყოფნისას მეუფე იაკობის ძალისხმევით საპატრიარქოში მართლაც შედგა თქვენი შეხვედრა, რომელზეც მეც მხვდა პატივი ვყოფილიყავი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელისა და საქართველოს პატრიარქის დიალოგი ზოგიერთ საკითხზე კოლეგების საუბარს უფრო ჰგავდა. აღმატებული შთაბეჭდილებებით დატვირთული ქალბატონი ცრემლებს ვერ მალავდა. 

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი დაარსებული ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და პირადად ჩემი სახელით, მსურს ანგელოზის დღე მოგილოცოთ! რა შეიძლება საქართველოს პატრიარქს უსურვოს ჩვეულებრივმა ცოდვილმა მოკვდავმა... ვცდილობ სიკეთის მსახური ვიყო, რადგან, სადაც სიკეთეა, იქ ღმერთია... და სადაც ღმერთია, იქ გზაც არის. თქვენ შეძელით თქვენი სულიერი შვილებისთვის ამ გზის ჩვენება. დაე, უფლის ნებით, დიდხანს ისმოდეს თქვენი წირვა-ლოცვა ქართული ეკლესიის წმინდა ამბიონიდან!

ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი - XIX საუკუნის 80-იან წლებში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში ილიას სურვილითა და ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ ტრადიციას - ილიაობას, რომელიც მოგვიანებით საერთო-სახალხო დღესასწაულად იქცა. წმიდა ილია მართალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნელებელი მოთხოვნილება ჰქონდა ახლოს ყოფილიყო თავის ხალხთან, გაეზიარებინა მისი გულისთქმა და საფიქრალი. ილიაობის დღესასწაული ამ ყოველივეს პრაქტიკულ აღსრულებად იქცა. როგორც იონა მეუნარგია იგონებს, ყოველწლიურად 20 ივლისს (ახალი სტილით 2 აგვისტოს, წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს) მთელი საქართველოდან – ქართლ-კახეთიდან, იმერეთიდან, გურია-სამეგრელოდან – მიეშურებოდა ხალხი საგურამოში ილიასათვის ანგელოზის დღის მისალოცად. დიდსა და პატარას, ინტელიგენტსა თუ გლეხს თავის ზნეობრივ მოვალეობად მიაჩნდა სტუმრებოდა ქართველთა სულიერ წინამძღოლს და მისდამი უღრმესი პატივისცემა შეძლებისამებრ გამოეხატა. თავის მხრივ, ილიაც საოცარი გულუხვობით მასპინძლობდა ყველას. როგორც გადმოგვცემენ, იგი ხშირად ილხენდა გლეხებს შორის და მათთან ერთად მღეროდა თავის საყვარელ სიმღერას – „ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ“, რომელიც თითქოს მის ტრაგიკულ აღსასრულზე წინასწარმეტყველურ მინიშნებად გაისმოდა. ილიაობაზე საგურამოს სტუმრობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, არტურ ლაისტი, ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, კიტა აბაშიძე, ეკატერინე გაბაშვილი და ჩვენი ინტელიგენციის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები. დროთა განმავლობაში ეს დღე სახალხო ზეიმად, ეროვნულ დღესასწაულად იქცა.

სიმბოლურია, რომ 2 აგვისტო არის აგრეთვე ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისა, იმ ადამიანისა, ვინც დღესდღეობით ილია ჭავჭავაძის ღვაწლის ერთ-ერთ უმთავრეს დამფასებლად გვევლინება. სწორედ უწმინდესი ილია II-ის ძალისხმევით საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1987 წელს წმიდათა დასში შერაცხა წმიდა ილია მართალი. როგორც თავის დროზე საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა მიუთითებდა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ამ აქტით უნიკალური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც წმიდათა დასში შეირაცხა საერო მწერალი. კანონზომიერია ის ფაქტი, რომ წმიდა ილია მართლის სახელის საკრალიზაცია სწორედ იმ პიროვნებასთანაა დაკავშირებული, რომელმაც ჩვენს დროში იტვირთა ერის სულიერი წინამძღოლობა და ილიასეული „სამი ღვთაებრივი საუნჯის“ დაცვასა და განმტკიცებას შეალია თავისი სასიცოცხლო ძალები.

გულითადად ვულოცავთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს ანგელოზის დღეს და ვუსურვებთ დღეგრძელობასა და სულიერ მხნეობას!
 

ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგების ახალი, საერთაშორისო წარმატება

ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებებში პროფესიული ჩართულობა და ინტერნაციონალიზაცია. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესურა, ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილის ინიციატივით 2018 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი „პულიის გეშტალტ ინსტიტუტთან“ (იტალია). მისი ხელმძღვანელის, იტალიის გეშტალტთერაპევტთა ფედერაციის პრეზიდენტის, პროფესორ ალექს ლომაჩის ინიციატივით, სამხრეთ იტალიაში ყოველწლიურად ტარდება გეშტალტ ფსიქოთერაპევტთა საერთაშორისო ფორუმი (საზაფხულო სკოლა), სადაც გეშტალტთერაპიასა და ფსიქოლოგიური კონსულტირების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნების პროფესორ-მასწავლებლები და ტრენერები იყრიან თავს, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და სამეცნიერო-პრაქტიკული მიგნებები.

სწორედ ამ მიზნით წლევანდელ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც 28-ივნისიდან 8 ივლისამდე მიმდინარეობდა, თავიანთი საავტორო ტრენინგ-სემინარის ჩასატარებლად მიიწვიეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორები - დიმიტრი ნადირაშვილი და თეა გოგოტიშვილი, რომლებიც ფსიქოთერაპიაში ევროპული EAGT აკრედიატაციის და EAP სერტიფიკატის მფლობელი, ფსიქოთერაპიის კვლევითი საერთაშორისო საზოგადოების SPR ნამდვილი წევრები არიან.

ფორუმი ტარდებოდა სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ლეჩეს მახლობლად მდებარე ისტორიული სალენტოს რეგიონში - „სანტა ჩეზარია ტერმე“, რომელიც ქრისტიანობაში ცნობილ, წმინდა ჩეზარიასთან არის დაკავშირებული და მისი სახელობის ტაძრით არის აღსანიშნავი.

პროფესორებმა დიმიტრი ნადირაშვილმა და თეა გოგოტიშვილმა გეშტალტთერაპევტებს და ფსიქოკონსულტანტებს რომის, ფლორენციის, პულიის, რიო დე ჟანეიროს და სხვა გეშტალტ ისნტიტუტებიდან, წარმოუდგინეს  თავიანთი 4 დღიანი საავტორო ტრენინგ-სემინარი „სხეულის ენა და განწყობის ფსიქოლოგიური მექანიზმები პიროვნული ავთენტობის თვალსაზრისით“. თემამ და მისმა მეთოდურმა მიგნებებმა საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან იგი ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში სიახლეს წარმოადგენს. იგი ადამიანის პიროვნული ხასიათის ფორმირების და მისი ცვლილების ფსიქოლოგიურ მექანიზმებს ხნის განწყობის თეორიის და გეშტალტ ფსიქოთერაპიის პრაქტიკულ რესურსებზე დაყრდნობით.

აღნიშნული თემა, როგორც ერთ-ერთი „ნოუ ჰაუ“, შევა პროფესორების -  დიმიტრი ნადირაშვილისა და თეა გოგოტიშვილის ახალ მონოგრაფიაში „ცხოვრება, როგორც განწყობათა გეშტალტები“. წიგნი დამთავრების პროცესშია და გამოიცემა 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად, რაც ქართული ფსიქოლოგიური სკოლის საერთაშორისო აღიარების სრულიად ახალ, თვისობრივად განსხვავებულ პერსპექტივას ქმნის.
 

სამეცნიერო კონფერენცია „სპეციალური ღონისძიება ექსპერიმენტული ალგორითმების ანალიზის შესახებ“ (Special Event on Analysis of Experimental Algorithms).

ა.წ. 24-29 ივნისს, საბერძნეთის ქალაქ კალამატაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია „სპეციალური ღონისძიება ექსპერიმენტული ალგორითმების ანალიზის შესახებ“ (Special Event on Analysis of Experimental Algorithms). ამ კონფერენციაზე მოხსენებით: „გადაბალანსების ერთი ახალი ალგორითმი“ წარდგა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის პროფესორი კობა გელაშვილი. თანამომხსენებელი იყო ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ თუთბერიძე. 

კონფერენციაზე მუშაობდა ორი სექცია (ალგორითმების დამუშავება და აგება (Algorithms Engineering and Design) და გამოთვლითი ოპტიმიზაცია და ოპერაციათა კვლევა (Computational Optimization and Operations Research)). თითოეულზე გაკეთდა ათეულობით მოხსენება (პროგრამა).  

ზოგადად, კონფერენციის ავტორიტეტს განსაზღვრავენ პლენარული მოხსენებების ავტორები. ამ ტიპის მოხსენებებიდან კალამატაში გამორჩეულად საინტერესო იყო სამი გამოსვლა. 

დიმიტრიოს თილიკოსი - მონტპელიე-ს უნივერსიტეტის პროფესორი (საფრანგეთი), რომლის შრომებზეც 5000 ციტირებაზე მეტი არის გაკეთებული. ისაუბრა გრაფების (მაგალითად, სოციალური ქსელების) გადაგვარების ხარისხის გაზომვადობაზე, რაც მნიშვნელოვანია გამოყენებების თვალსაზრისით. 

შტეფან ვოსი - ჰამბურგის უნივერსიტეტიდან (გერმანია). ეს ადამიანი უშუალოდ ხელმძღვანელობდა გერმანიის დიდი მდინარეების პორტებში ტერმინალების განთავსების დაგეგმვას. ქმნიდა და სწავლობდა შესაბამის მოდელებს. იგი შედეგებს უკავშირებდა გამოყენებითი მათემატიკის და ინფორმატიკის საკვანძო თემებს და ახდენდა საჭირო განზოგადებებს. 

სირანი პერერა - ახალგაზრდა ასისტენტ პროფესორი ქალი ფლორიდის (აშშ) საავიაციო უნივერსიტეტიდან. მოხსენება ეხებოდა ისეთი ელექტრონული მოწყობილობების შექმნას, რაც მინიმუმამდე ამცირებს სხივის გამრუდებას. თითოეულ განხილულ ალგორითმს ავტორი უკავშირებდა თანხებს (ხშირად ძალიან დიდს) რაც შედეგად მოჰყვა ალგორითმის გაუმჯობესებას. 

პროფესორ კობა გელაშვილის მოხსენება ეხებოდა კონსტრუქციას, რომელზეც არის დაფუძნებული თანამედროვე დაპროგრამების ენებში გამოყენებული კონტეინერების უმეტესობა. ტრადიციული მიდგომები გაჯერებულია და ვეღარ პასუხობს პარალელურ და კონკურენტულ დაპროგრამებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. შეთავაზებული მიდგომა შესაძლოა აღმოჩნდეს ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. მოხსენებამ მსმენელების ინტერესი გამოიწვია. რამდენიმე საინტერესო კითხვის განხილვამ კი უფრო ცხადი გახადა შემდგომი კვლევის საჭიროება და მიმართულება. 
კონფერენციიის მოხსენებების შესაბამისი სტატიები იბეჭდება ჟურნალში  Lecture Notes in Computer Science, რაც აგრეთვე მნიშნელოვანია ჩვენთვის - სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი არის დოქტორანტი ნიკოლოზ გრძელიძე, რომლისთვისაც ეს არის მეორე სამეცნიერო ნაშრომი და მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი მისი სადოქტორო დისერტაციისკენ. ნიკოლოზი წარმატებული პროგრამისტია და, ახალგაზრდობის მიუხედავად, ასევე არის წარმატებული ლექტორი - წლების განმავლობაში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის ჯავას საბაზო და გაღრმავებულ კურსებს. შემოდგომიდან, მისი დებიუტი შედგება წმიდა ანდრიას ქართულ უნივერსიტეტშიც. 
 

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია

2019 წლის 16 ივლისს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია.


ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, უნივერსიტეტის ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე მისასალმებელი სიტყვებით და სიგელების გადაცემით დაიწყო. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე ახალი წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, კანცლერმა, ბ-ნმა თამაზ ვაჩაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებთა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა.


საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა რესტორან "ოტიუმში". კურსდამთავრებულთა განწყობაზე ბენდმა "Goofyland"-მა იზრუნა. გრანდიოზული ფოიერვერკის ფონზე გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი, საღამო კი DJ Goofy-მ დაასრულა.

სრული ალბომის სანახავად გადადით ბმულზე

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა

2019 წლის 8 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა დეკანმა ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სკოლის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე. როგორც ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ აღნიშნა წარმატებით განხორციელდა საბაკალავრო პროგრამების „ისტორია“, „ქართული ფილოლოგია“, „სამართალი“, სადოქტორო პროგრამების „საქართველოს ისტორია“, „ფილოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „საქართველოს ისტორია“ აკრედიტაცია. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, განსაკუთრებით სასიხარულოა საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მეოთხე კურსის სტუდენტის გიორგი გაბრიჩიძის მონაწილეობა ვესტმისტერის უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაში. 
რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ქართული უნივერსიტეტი. განათლების სისტემა მოგეხსენებათ მუდმივ განახლებად რეჟიმშია, აღნიშნა მან, პრიორიტეტები იცვლება, შესაბამისად უნდა ავუწყოთ ფეხი ახალ რეალობას. მოგეხსენებათ, ჩვენი უნივერსიტეტისათვის სერიოზული გამოწვევა იყო რამდენიმე სპეციალობის დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აღმოჩნდა არჩევანის წინაშე: ან უარი ეთქვა ისტორიის, ფილოლოგიისა და სხვა სპეციალობებზე ან თავად უნდა დაეფინანსებინა ისინი. უნივერსიტეტმა თავის თავზე აიღო ამ სპეციალობების სრულად დაფინანსება. რა შეიძლება ითქვას დღევანდელი გადმოსახედიდან? სამწუხაროდ ამ სტუდენტების სწავლის საფასურში გადახდილი თანხა არ არის მიღებული რეზულტატის უკუპროპორციული. აქედან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად მომავალი სასწავლო წლიდან ამ სპეციალობებზე ჩარიცხული სტუდენტები არ დაფინანსდებიან უნივერსიტეტის მხრიდან. ეს იქნება სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის და გვჭირდება მუშაობის გააქტიურება ამ მიმართულებით.
მთელმა რიგმა უნივერსიტეტებმა შეიმუშავეს ე. წ. 300 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლის კურსდამთავრებული უთანაბრდება მაგისტრს და ენიჭება მასწავლებლის კვალიფიკაცია. აუცილებელია დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და შევქმნათ ანალოგიური პროგრამები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით არათანაბარ პირობებში სხვა უნივერსიტეტებთან.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი ვახტანგ გურული, პროფესორი ევა გოცირიძე, პროფესორი მინდია უგრეხელიძე, პროფესორი ეკა დუღაშვილი, პროფესორი ქეთევან შენგელია, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი პროფესორი პაატა გოგიშვილი. გამომსვლელებმა აქცენტი გააკეთეს შემდეგ საკითხებზე: დოქტორანტურაში მიზნობრივი პრინციპის დანერგვის აუცილებლობაზე, სტუდენტთა პრეზენტაციების კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობაზე, უნივერსიტეტში საჯარო ლექციების უფრო მეტი სიხშირით ჩატარების აუცილებლობაზე,  სტუდენტთა შუალედური და დასკვნითი ნამუშევრების სავალდებულოდ განხილვის დანერგვაზე და სხვ.
დასასრულს, რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წამოაყენა ინიციატივა, სემესტრის განმავლობაში სპეციალობების მიხედვით დაინერგოს მსგავსი შეხვედრები, ხოლო სასწავლო წლის ბოლოს შემაჯამებელ სხდომაზე პროგრამის ხელმძღვანელებმა წარმოადგინონ ანგარიშები.


 

ტრენინგი: პირის ბრალდებულად დაკავება და პირადი ჩხრეკა

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი პირის ბრალდებულად დაკავება და პირადი ჩხრეკა. ტრენინგი ჩაატარა მოწვეულმა სპეციალისტმა იოსებ წერეთელმა. სტუდენტები გაეცნენ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის პრაქტიკულ ასპექტებს და საკუთარი ხელით ჩაატარეს აღნიშნული საპროცესო მოქმედებები, რაც დაეხმარება მათ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში.

ქართული უნივერსიტეტის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაზე

2019 წლის 12 ივნისს რუმინეთის ქალაქ ტირგუ მურეშში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "Stronger together: Building up security through cooperation, health, research and innovation", რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესორები საქართველოს, რუმინეთის, ბელგიის, მოლდოვის, ბელორუსიის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან.


კონფერენციის მთავარი თემა იყო ჯანდაცვისა და სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა დასახელებულ ქვეყნებში. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სახელით კონფერენციაზე მიწვეულები იყვნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია და პროფესორი მარიამ ხატიაშვილი.


ახლო მომავალში კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს.

აკადემიკოს ინესა მერაბიშვილის საჯარო ლექცია ქართულ უნივერსიტეტში

12 ივნისს, ქართული უნივერსიტეტის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფრენციო დარბაზში  აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: "დედნისეული ტექსტის ანალიზი, როგორც თარგმანის აუცილებელი პირობა  ბაირონის პოემის ,,The Prisoner of Chillon” (,,შილონელი ტუსაღის“) მაგალითზე".

ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია

2019 წლის 11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა.


კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციაში ქართული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების გარდა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა. მუშაობდა ორი სექცია (ხელმძღვანელები: პროფესორები ვახტანგ გურული და ტარიელ ფუტკარაძე).


მოხსენებები წაიკითხეს პროფესორებმა: ტარიელ ფუტკარაძემ, ვახტანგ გურულმა, დავით ბასიაშვილმა, გვანცა ბურდულმა, ალექსანდრა ლატარიამ, დურმიშხან ლაშხმა, ვალერი მოდებაძემ, ნინო სეფაშვილმა, გელა ქისტაურმა, ნინო შიოლაშვილმა, დავით ჭელიძემ, გურამ ჯოლიამ, თინათინ თურქიამ, ნომადი ბართაიამ, იამზე ვაშაკიძემ, მანანა ტაბიძემ, ბელა შავხელიშვილმა, ეკა დუღაშვილმა, მიხეილ ლაბაძემ, მაგდა ჭიქაბერიძემ, მაია ცერცვაძემ, ლევან ბებურიშვილმა.
 

რა? სად? როდის?

7 ივნისს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შიდა ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში, "რა? სად? როდის?". ჩემპიონატში მონაწილეობდა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი სამი გუნდი: „შარახვეტია“, „გლობალი“ და“აბრაკადაბრა-დუ“.  თითოეული გუნდი შედგებოდა 6  წევრისგან.


ჩემპიონატი სანახაობრივი და საინტერესო იყო. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები.


III ადგილზე გასულმა გუნდმა - „შარახვეტია“ მოიპოვა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით. გუნდს კაპიტნობდა ზურაბ ლობჯანიძე, გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ზურაბ ლობჯანიძე, გური ბაბილოძე, თამარ კუტალია, ვანო გელაშვილი, დავით რაზმაძე, მიქაელ იორამაშვილი.
II ადგილი დაიმსახურა „გლობალმა“და მიიღო ფულადი ჯილდო, 200 ლარი. გუნდს კაპიტნობას უწევდა მარიამ პაპაშვილი. გუნდის წევრები იყვნენ: მარიამ იაკობაშვილი, ანი ცუხიშვილი, გაბრიელ თაგაური, ლევან ლეშკაშვილი, შაკო მაქაცარია.
I ადგილიზე გავიდა „აბრაკადაბრა-დუ“, ფულადი ჯიდო 300 ლარი. გუნდის კაპიტანი იყო ნოდარ ქველაძე. გუნდის წევრები კი იყვნენ: ნოდარ ქველაძე, სუსანა კაკოსიანი, ნათია ბუთხაშვილი, გიორგი მირზაშვილი, შოთა მუმლაძე, ცოტნე ჟვანია.


ქართული უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
 

კონკურსი ლექსიკურ მარაგში ინგლისური ენის B2 დონის ბაკალავრებისთვის

8 ივნისს ქართული უნივერსიტეტის ენების ცენტრის ორგანიზებით ინგლისური ენის B2 დონის ბაკალავრებისთვის ჩატარდა კონკურსი ლექსიკურ მარაგში (Vocabulary Contest). კონკურსი მიზნად ისახავდა ინგლისური ენის ლექსიკაში B2 დონის შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდების გამოვლენას. კონკურსი შედგებოდა რამდენიმე ეტაპისა და სხვადასხვა სახალისო აქტივობებისგან. შეჯიბრი სანახაობრივ და დინამიურ გარემოში მიმდინარეობდა.

კონკურსში მონაწილეობდა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი ხუთი გუნდი: „Logos“, „Dragons“, „Killer Wits“, „Eagles“, „Warriors“. თითეული გუნდი შედგებოდა არაუმეტეს 10 წევრისგან.

გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები:
I ადგილზე გავიდა გუნდი „Logos“. კაპიტანი იყო ბარბარე ახვლედიანი, წევრები კი იყვნენ: გიორგი შამათავა, თორნიკე შერმადინი, ნინო მექერიშვილი, სოფიო ქამუშაძე.
II ადგილი დაიმსახურა გუნდმა „Dragons“. გუნდს კაპიტნობას უწევდა გიორგი სიკინჭალაშვილი, წევრები კი იყვნენ: ნინო ყავალაშვილი, ეკა მათითაიშვილი, ია მურმანიშვილი, ლიკა ნაროუშვილი.
III ადგილზე გვიდა გუნდი „Killer Wits“. გუნდს კაპიტნობდა მადონა გიგლემიანი, ხოლო მის შემადგენლობაში იყვნენ: ნაზი ხუციშვილი, ანნა თოლორაია, ნანა გაბაძე, მარიამ გოგიშვილი, ვერა ჭიღლაძე, სალომე კაპანაძე.

ყველა გუნდს გადაეცემა კონკურსში მონაწილის სერტიფიკატი, გამარჯვებული გუნდის წევრებს კი სერტიფიკატებთან ერთად დასაჩუქრდნენ სამახსოვრო წიგნებით.

ქართული უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ გუნდს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სტუდენტი ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

2019 წლის 11-12 მაისს , ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გაბრიჩიძე მონაწილეობდა ვესტმისტერის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „Democratic Education Network-Westminster University 2019 LONDON“. გიორგი გაბრიჩიძის მოხსენება თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს როლს შეეხებოდა. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. 

2018 წლის მაისში ქართულ უნივერსიტეტს სტუმრობდა დელეგაცია ვესტმისტერის უნივერსიტეტიდან პროფესორ Farhang Morady-ის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სტუდენტები. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუმრებისთვის საჯარო ლექციები წაიკითხეს. პროფესორმა Farhang Morady-მ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები 2019 წლის მაისში ლონდონში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია.
 

სპორტული ცხოვრება და სპორტსმენ სტუდენტთა მიღწევები

ქართულ უნივერსიტეტში სწავლობენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც არა მარტო ცოდნის მაღალ დონეზე დაუფლებით, არამედ სპორტულ არენაზე გამარჯვებებითაც გამოირჩევიან. უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა ახლახან წარმატებით ისაპარეზა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფუტსალის ჩემპიონატში და გადავიდა მეორე ეტაპზე. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და გთავაზობთ ინტერვიუს სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახურის სპორტის მენეჯერ რევაზ ქარჩხაძესთან, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების სპორტული მიღწევებისა და ზოგადად, საუნივერსიტეტო სპორტული ცხოვრების შესახებ გვესაუბრება.

-    რევაზ მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

-    როგორ შეაფასებდით ჩვენი ბიჭების თამაშს, როდის გაიმართება შემდეგი შეჯიბრი  და როგორია თქვენი მოლოდინი?
-    ჩვენმა გუნდმა მოახერხა მეორე ეტაპზე გადასვლა, რაც უკვე დიდი წარმატებაა, რადგან ამით გუნდმა მოიპოვა მომავალი სეზონისთვის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება. აქამდე გავმართეთ ექვსი შეხვედრა, მოვახერხეთ სამ მათგანში გამარჯვება, ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ვინარჩუნებთ პოზიციებს. ორშაბათს, 11 ივნისს, ქართული უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი მნიშვნელოვან და პრინციპულ თამაშს გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მატჩი გაიმართება ახალ სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს სტუდენტების მხარდაჭერის და გამარჯვების მოპოვების. გუნდი აქტიურად ემზადება ამ შეხვედრისთვის. ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისათვის,  ყველას ველოდებით სტადიონზე.

-    ქართულ უნივერსიტეტში სწავლობენ პროფესიონალი სპორტსმენები,  რომლებიც საკმაოდ წარმატებული არიან კონკრეტულ სპორტის სახეობებში, მათ შესახებ რას გვეტყვით, ვინ არიან ისინი?
-    დიახ, ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩევა სპორტსმენი სტუდენტებით. სულ ახლახან ჩვენმა სტუდენტმა, გოჩა სიჭინავამ, რომელიც არის  საქართველოს ნაკრების წევრი მკლავჭიდში, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ახალგაზრდებში, პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში დიდებს შორის და გახდა ჩემპიონი (მარცხენა ხელი, 70 კილოგრამი). 2019 წლის ივნისში მან ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის ქალაქ ლაუთრაკიში ახალგაზრდებს შორის მოიპოვა ორი მედალი, მარცხენა ხელით მკლავჭიდში - ვერცხლის მედალი, მარჯვენა ხელით - ბრინჯაოს მედალი. მეორე დღეს კი მან დიდებს შორის მარცხენა ხელით შეჯიბრში მოახერხა მესამე ადგილზე გასვლა და ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ასე რომ, სულ სამი მედალი მოიპოვა, რაც ბრწყინვალე შედეგია ახალგაზრდა სპორტსმენისთვის. მას ნამდვილად დიდი პოტენციალი და მომავალი აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არის საკმაოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რაც ორმაგად სასიხარულო და სამაგალითოა სხვა სპორტსმენებისთვისაც.
ასევე სასიხარულოა, რომ გოგონებიც არ ჩამორჩებიან სპორტულ ცხოვრებას, სამართლის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი ლიკა ტორონჯაძე, პროფესიონალი ტაეკვონდოისტია, 11-გზის საქართველოს ჩემპიონი, გერმანიის ევროპის ჩემპიონატის სალიცენზიო ტურნირის გამარჯვებული. ლიკა არის ერთადერთი ქალი იმ ოთხ ქართველ ტაეკვონდოისტ სპორტსმენს შორის, რომლებიც იბრძვიან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის, ეს კი არის უმაღლესი მასშტაბის ღონისძიება. რაც მთავარია, ლიკა სულ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა მსოფლიო უნივერსიადაზე ქალაქ ნაპოლიში, სადაც 9 ივლისს ის დაიცავს საქართველოს სახელს ქართული უნივერსიტეტიდან. ეს არის ორმაგად სასიხარულო, მოუთმენლად ველით მის გამოსვლას. მინდა დავამატო, რომ მიუხედავდ დატვირთული გრაფიკისა, გამუდმებული ვარჯიშებისა, ლიკა გამოირჩევა აკადემიური მოსწრებით, რაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, დიდი მაგალითი და მოტივაციაა ჩვენი სტუდენტებისთვის. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სტუდენტების და განსაკუთრებით, სპორტსმენი სტუდენტების მხარდაჭერას, მათ სრულიად უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით.

-    რა სახის შიდა ტურნირები იმართება ქართულ უნივერსიტეტში და რამდენად არიან სტუდენტები ჩართული მსგავს აქტივობებში?
-    უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა ფეხბურთის და კალათბურთის ტურნირები. შემოდგომის სემესტრის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში ვატარებთ შეჯიბრებებს, რათა გამოვავლინოთ ჩემპიონი გუნდები, აღმოვაჩინოთ ახალი სპორტსმენები, რომლებიც შემდგომ მოხვდებიან უნივერსიტეტის გუნდებში. ასევე ტრადიციად გვექცა ქართული უნივერსიტეტის მკლავჭიდის ჩემპიონატი, რომელსაც სხვა უნივერსიტეტებშიც აქვს საკმაოდ დიდი გამოხმაურება. რამდენიმე წარმატებული ტურნირის შემდგომ გაჩნდა იდეა, რომ დაწესდეს ქართული უნივერისტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გარდამავლი თასი - მკლავჭიდში, რომელშიც ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტი შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ვფიქრობთ, ეს იქნება საკმაოდ შთამბეჭდავი და მაღალორგანიზებული შეჯიბრი, რითაც, პირველ რიგში, მხარს დავუჭერთ სპორტული, ჯანმრთელი ცხოვრების წესს, მივცემთ დამატებით მოტივაციას სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს უნივერსიტეტს და მის ღირებულებებს. ყოველწლიურად ვატარებთ ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის, ფრენბურთის შეჯიბრებებს, ასევე სტუდენტებისგან წამოსულ ინიციატივებს სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებით. ორი წლის განმავლობაში გვყავდა გოგონათა ფრენბურთის გუნდი, ასევე, როგორც იცით, ჩვენს უნივერსიტეტს აქვს თანამედროვე, კომფორტული სპორტული დარბაზი, რომელიც ემსახურება უნივერსიტეტის თანამშრომელებს და, რაც მთავარია, სტუდენტებს. 

-    ქართული უნივერსიტეტის განახლებული სატრენაჟორო დარბაზი რა სიახლეებს სთავაზობს სტუდენტებს?
-    ჩვენს დარბაზში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მოწესრიგდა სავენტილაციო სისტემა, დაგვემატა ახალი ტრენაჟორები, დარბაზი წარჩინებულ სტუდენტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, თანამშრომლებს ემსახურება უფასოდ, ხოლო სხვა დანარჩენს კი სიმბოლურ ფასად. ჩვენ მოხარული ვართ, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი მოდის დარბაზში და მოვუწოდებთ ყველას, რომ არ გადადონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დღეიდანვე შეუდგნენ მას. ველოდებით ყველას, ვისაც აქვს ამის სურვილი. ქართული უნივერსიტეტის სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების ორგანიზების სამსახური მუდამ ცდილობს და გააგრძელებს სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და გაძლიერებას.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

პლაგიატის არსი და მისი არიდების ინსტრუქცია

პლაგიატის მოკლე განმარტება

აკადემიურ წერაში პლაგიატი არის სხვა პირის იდეის ან ინფორმაციის გამოყენება ნამუშევარში, შესაბამისი წყაროს ციტირებისა და მითითების გარეშე. ეს ეხება ნებისმიერ წყაროს; ბეჭდურს ან ელექტრონულს, გამოქვეყნებულს ან გამოუქვეყნებელს.

პლაგიატის გამომწვევი ძირითადი მიზეზები

  • პლაგიატის არსის არ ცოდნა.
  • ბოლო ვადები (ე.წ. დედლაინი)  და/ან  დროის არასწორი მართვა, როცა ვეღარ ესწრება კვლევა და სხვისი მასალების ნაჩქარევად ჩასმას მიმართავენ საკუთარ ნაშრომში.
  • არაორგანიზებული კვლევა და კონსპექტირება, რაც ხშირად იწვევს დაბნევას საკუთარსა და სხვა წყაროებიდან აღებულ იდეებს შორის.
  • აზრის ჩამოყალიბებისას თვითრწმენის ნაკლებობა.

პლაგიატის ფორმები

  • პირდაპირი პლაგიატი - სხვისი ნამუშევრის (იქნება ეს იდეა, ნაწერი, გამოსახულება, გრაფიკი, ცხრილი, ფორმულა, დიაგრამა, კითხვარი, კომპიუტერული კოდი, აუდიო ჩანაწერი და სხვა) მითვისება ავტორის მითითების გარეშე;
  • პარაფრაზირებული პლაგიატი - სხვისი მოსაზრებების პარაფრაზი ავტორის ერთმნიშვნელოვანი მითითების გარეშე. პარაფრაზირებული პლაგიატია ასევე პარაფრაზისას ავტორის სიტყვების უმნიშვნელო ცვლილება, რაც ავტორობის საკითხს ბუნდოვანს ხდის;
  • მოზაიკური პლაგიატი - სხვადასხვა წყაროებიდან აღებული მოსაზრებების გაერთიანება ცალკეული ავტორების მითითების გარეშე;
  • თვითპლაგიატი - ერთი და იმავე ნაშრომის ან ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილების ორჯერ ან მეტჯერ წარდგენა/გამოქვეყნება საკუთარი ნაშრომის ციტირების გარეშე;
  • ფარული თანამშრომლობა სხვების მოტყუების მიზნით - აკადემიური არაკეთილსინდისიერების ფორმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სხვა პირისგან მიღებული დახმარების არაღიარებას, ჯგუფურ პროექტზე მუშაობისთვის დადგენილი წესების არ გათვალისწინებას;
  • ნამუშევრის ან მისი ნაწილის სხვა პირისგან შეძენა და მისი საკუთარ ნაშრომად წარმოჩენა.

პლაგიატისგან არიდების ხერხები

პლაგიატის თავიდან არიდებისთვის შემდეგი რჩევები გამოგვადგება:

  • წინასწარი დაგეგმნვა: დაუთმეთ საკმარისი დრო ნაშრომის სტრუქტურისა და შინაარსის დაგეგმარებას.
  • გმაოყვენებული წყაროების შენახვა: ჩაიწერეთ    და    შეინახეთ    ყველაფერი    რასაც კითხულობთ; ავტორი, სათაური, გვერდი, გამოცემის ადგილი და თარიღი. თუ  კითხულობთ ონლაინ მასალებს, ჩაინიშნეთ ავტორი, სათაური, თარიღი (ასეთის არსებობის  შემთხვევაში), ბმული და ვებ-გვერდის ნახვის თარიღი.
  • სიფრთხილე პერეფრაზირებისას: პერეფრაზირება    მოახდინეთ    ყურადღებით     და ფრთხილად,   ჩაინიშნეთ   საიდან   რისი   პერიფრაზირება   მოახდინეთ.   ამგვარად   როდესაც დაუბრუნდებით შესაბამისი ნაწილის წერას თქვენი და სხვა ავტორების აზრები არევას თავიდან აიცილებთ.
  • სწორად მოახდინეთ ციტირება: თქვენს ჩანაწერებში სხვისი ტექსტის ნაწილების ჩასმის დროს ფრაზები მოათავსეთ ბრჭყალებში და შეინახეთ წყაროები. ეს დაგეხმარებათ ცოდნაში, რომ პირდაპირი ციტირება არის და არ წარმოადგენს თქვენს ნააზრევს.
  • პერეფრაზირება წყაროს მითითების გარეშე: არასდროს მოახდინოთ პერიფრაზირება ან ციტირება  წყაროდან,  თუ  მაშინვე  არ  გააკეთებთ  წყაროს  მითითებას  ჩანაწერებში.  რადგან არსებობს  რისკი  იმისა,  რომ  შესაძლოა  შემდგომში  დაგავიწყდეთ  ციტირების  მითითება  და უყურადღებობის გამო უნებლიეთ მიითვისოთ ნამუშევარი, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით.
  • არ დაიზაროთ შეკითხვა:  თუ  არ  ხართ  დარწმუნებული  ან  გაქვთ  რამე   კითხვები პლაგიატის შესახებ კვლევაზე მუშაობის დროს შეეკითხეთ თქვენს ლექტორს ან ხელმძღვანელს.
  • გამოყენებული მასალების შენახვა: შეინახეთ ყველაფერი რაც გამოიყენეთ  კვლევისას, მაგ.  ჩანიშვნები,  ასლები,  PDF-ები,  ნაბეჭდები  და  ა.შ.  სანამ  თქვენი  ნამუშევარი  არ  იქნება შეფასებული.
  • ნამუშევრის გადაცემამდე პრევენციული შემოწმება:
    • ყველა პირდაპირ ციტირებული ციტატა არის თუ არა ბრჭყალებში ჩასმული და მითითებულია თუ არა  შესაბამისი წყარო;
    • ყველა პერიფრაზირებულ ტექსტს მითითებული აქვს თუ არა ციტირების წყარო;
    • ციტირებულ ტექსტს აქვს თუ არა ნამუშევრის ბოლოს მითითებული დამოწმება.

PDF ფორმატი

სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფისა და სიძველეების შესახებ

6 ივნისს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ისტორიის დოქტორის, გელა ქისტაურის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ყოფისა და სიძველეების შესახებ.


კონფერენცია  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსებული საგრანტო პროექტის - "მთიულეთის სინკრეტული რელიგიის ისტორიულ - ეთნოლოგიური ნარკვევი"-ს ფარგლებში ჩატარდა.


კონფერენცია შესავალის სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.


მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორებმა როლანდ თოფჩიშვილმა, ნინო მინდაძემ, ნათია ჯალაბაძემ, ნინო ღამბაშიძემ, ამირან არაბულმა, თემო ჯოჯუამ, გელა ქისტაურმა, ოთარ ჟიჟიაშვილმა, ნუნუ ხარაიშვილმა.

ნოდარ წულეისკირის გახსენების საღამო

გასული საუკუნის ბევრ მოღვაწეს თავისი ბიოგრაფიის ერთგვარი გალამაზება უხდება, რას ვიზამთ, ეპოქა იყო რთული, ძნელი იყო შეგენაჩუნებინა პრინციპები, სულისკვეთება და შთამომავლობის წინაშე ბოლომდე პირნათელი დაჩენილიყავი... მწერალ ნოდარ წულეისკირის ბიოგრაფიას შელამაზება და გამშვენიერება არ სჭირდება, იგი სუფთა და ანკარაა, მან იცხოვრა, როგორც ჭეშმარიტმა მამულიშვილმა და არასოდეს სამშობლოს ინტერესების ხარჯზე პირადი კეთილდღეობა არ აუწყვია. უფროს თაობას ახსოვს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების დროს მისი უშიშარი გამოსვლა საქართველოს მწერალთა კავშირის სხდომაზე, შემდეგ... ნოდარ წულეისკირი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი...1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ განერიდა  თბილისს დასახლდა მიხეილ ჯავახიშვილის მშობლიურ სოფელ წერაქვში, სადაც იყო საჯარო სკოლის გამგე - მასწავლებელი. 2015 წლის 11 თებერვალს ბატონი ნოდარი უხმაუროდ გავიდა ამ სოფლიდან მარადისობაში, ასეთ ადამიანებს არ უნდა ივიწყებდეს სამშობლო, მისი თანამემამულენი.


2019 წლის 5 ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ნოდარ წულეისკირის გახსენების საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს: პროფესორებმა სოსო სიგუამ, მანანა ტაბიძემ, ამირან გომართელმა, როსტომ ჩხეიძემ, ქეთევან შენგელიამ, ტარიელ ფუტკარაძემ, პოეტმა ელგუჯა მარღიამ, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა ანა პაპუნაშვილმა.

პროფესორ თამარ გელიტაშვილის საჯარო ლექცია

2019 წლის 5 ივნისს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ფილოლოგიის დოქტორმა თამარ გელიტაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „აკაკის „განთიადი“.


მომხსენებელმა ისაუბრა აკაკი წერეთის ლექსის მხატვრული ანალიზის შესახებ, ყურადღება გაამახვილა „განთიადის“ აქამდე ამოუცნობ ქრისტიანულ სახე-სიმბოლოებზე და ახლებურად და სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგინა ლექსის სათაურის ჰერმენევტიკული ანალიზი.


თამარ გელიტაშვილმა აუდიტორიას სრულიად განსხვავებული კუთხით გააცნო აკაკი წერეთლის შედევრის აზრობრივი შინაარსი. დამსწრე საზოგადოებამ ლექცია დადებითად შეაფასა.

ოსლოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანდერს ლოვლი სტუმრად ქართულ უნივერსიტეტში

2019 წლის 31 მაისს, ქართულ უნივერსიტეტს, ასოცირებულ პროფესორ თამარ ლალიაშვილის ინიციატივით, ეწვია ოსლოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანდერს ლოვლი. სტუმარმა სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "სისხლისსამართლებრივი შეურაცხადობა: კონცეფცია და მტკიცებულება." მან ისაუბრა შეურაცხადობის დადგენის ქართულ და ნორვეგიულ გამოცდილებაზე და გააკეთა შედარებითი ანალიზი.

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ლევან ჯიქიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისათვის და უნივერსიტეტის სახელით სამახაოვრო საჩუქრები გადასცა. ქართული უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტებისათვის უცხოური გამოცდილების გაზიარებას და მომავალშიც გეგმავს მსგავს აქტივობებს.

საჯარო ლექცია თემაზე: "კაპილატის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა"

30 მაისს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა ნიკა შენგელიამ და მოქმედმა გამოცდილმა ტრეიდერმა დავით ღაღანიძემ საჯარო ლექცია გამართეს.


სტუმრებს მიესალმნენ და მადლობა მოახსენეს მობრძანებისთვის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური.


ლექციის თემა იყო: „კაპიტალის ბაზარი და ონლაინ ვაჭრობა“. მომხსენებლებმა განიხილეს დღეისათვის აქტუალური თემები: ბირჟები და მათი ფორმირების ისტორია, ბირჟების კლასიფიკაცია, ისაუბრეს საბირჟო ინსტრუმენტების თვისებებზე, საერთაშორისო სავალუტო ფორექსის ბაზრის, მისი მონაწილეებისა და მუშაობის თავისებურებებზე, განიხილეს საბროკერო კომპანიებისა და ბირჟებზე ონლაინ ვაჭრობის საკითები, აუდიტორიას გააცნეს ბირჟაზე მომუშავე ერთ-ერთი სავაჭრო პლათფორმა, ეკონომიკური კალენდარი და მასში მოცემული ინდიკატორები, კაპიტალის ბაზარი და სახელმწიფო რეგულირება.


დასასრულს მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
 

ვიქტორინა - "ელინოფილობა"

27 მაისს, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ვიქტორინა სახელწოდებით "ელინოფილობა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფილოლოგიის პროგრამის II კურსის სტუდენტებმა. ვიქტორინის თემა იყო ანტიკური და ბიზანტიური ლიტერატურისა და ძველი ბერძნული ენის საკითხები. 
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ნინო ხატიაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ვიქტორინის საუკეთესო მოთამაშეები: დიანა ვოლკოვი, სოფიო ჯანჯღავა და მაია თოდაძე.
ვიქტორინის ყველა მონაწილემ მიიღო ჯილდოდ წიგნები.  
 

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის არსისა და მისი თავიდან არიდების შესახებ

2019 წლის 24 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, ბატონმა ჯაბა მესხიშვილმა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის გამართა პლაგიატის არსისა და მისი არიდების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა.


შეხვედრისას ბატონმა ჯაბა მესხიშვილმა ისაუბრა პლაგიატის არსისა და მისი როგორც მსოფლიო გამოწვევის შესახებ, ასევე დამსწრეებს გააცნო. ქართულ უნივერსიტეტში პლაგიატთან ბრძოლის მექანიზმები და მისი თავიდან არიდების ხერხები.


შეხვედრის ბოლოს უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსის აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია - "ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლები"

2019 წლის 23 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დიდი ქართველი პედაგოგის, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, აკადემიკოს შალვა ამონაშვილის საჯარო ლექცია: "მასწავლებელი ჰუმანური პედაგოგიკის მთავარი საყრდენია".

ლექციის შემდეგ ქართული უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების მსმენელებს აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სერთიფიკატები გადასცა.

დასასრულს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა მოახსენა სტუმარს შთამბეჭდავი ლექციისათვის და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მას.
 

საჯარო ლექცია თემაზე: “სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს ისტორიის ჭრილში"

2019 წლის 23 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ქართული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ლიტვაში მოღვაწე სასულიერო პირმა, დეკანოზმა იოსებ ზეთეიშვილმა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოს ისტორიის ჭრილში".

"ევექსის" პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები"

23 მაისს ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" სტუდენტური პროგრამის ფარგლებში გაიმართა პრაქტიკული სემინარი: "მიზნის მიღწევის ტექნიკები", რომელიც წარმართა საჯარო მმართველობის დოქტორმა, PR აკადემიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნათია გოცაძემ.


სტუდენტებმა სემინარის მსვლელობისას მიიღეს პრაქტიკული რჩევები მიზნების განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების შესახებ, გაეცნენ აპრობირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდოლოგიებს, რომლებიც მათ მომავალში დაეხმარებათ ეფექტიანად მართონ საკუთარი მიზნები და სურვილები.


პრაქტიკული სემინარის შემდეგ სამედიცინო კორპორაცია "ევექს"-მა გამოავლინა სამი სტიპენდიანტი: ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები მარიამ გელაშვილი და ნინო შუკაკიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტი მარამ ქაშიაშვილი, ისინი 6 თვის მანძილზე მიიღებენ ევექსის მიერ დაწესებულ დამსახურებულ სტიპენდიას.


დასასრულს ევექსმა სემინარში მონაწილეებს ფურშეტით უმასპინძლა.
 

პროფესორი ვალერი მოდებაძე მაკედონიაში გამართულ საერთაშორსიო სამეცნიერო კონფერენციაზე

მიმდინარე წლის 10-12  მაისს, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე მიწვეულ იქნა წმიდა კლიმენტ ოხრიდსკის უნივესტიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „Towards a Better Future: Democracy, EU integration and Criminal Justice“ („უკეთესი მომავლის მოსაპოვებლად: დემოკრატია, ევროკავშირში ინტეგრაცია და სისხლის სამართალი“).  კონფერენცია ჩატარდა მაკედონიაში, ქალაქ ბიტოლაში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან  და ევროპის ისეთი ცნობილი  უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა ფრაიბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი), სკოპიის წმინდა კირილეს და მეთოდის უნივერსიტეტი (მაკედონია), ბელგრადის უნივერსიტეტი (სერბეთი), ბელგრადის სამხედრო აკადემია (სერბეთი), სეგედის უნივერსიტეტი (უნგრეთი), ზაგრების უნივერსიტეტი (ხორვატია),წმიდა კლიმენტ ოხრიდსკის უნივერსიტეტი (მაკედონია),.  
კონფერენციაზე პროფესორ ვალერი მოდებაძის მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება (სტატია) ინგლისურ ენაზე:  „Rise of Populism – Major Threat for the European Union“.   კონფერენციაზე წარდგენილი სტატიები გამოქვეყნდა წმიდა კლიმენტ ოხრიდსკის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ჟურნალში.
საერთაშორისო კონფერენციაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის პროფესორ ვალერი მოდებაძეს გადაეცა სერთიფიკატი.

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში 2019-ის დაჯილდოება

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა მზიურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის მიზანი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ახალგაზრდების გამოვლენა, განათლება და მათი ნიჭის ხელშეწყობაა.


ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მათ პირველი ერთობლივი პროექტი „საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში - 2019“ განახორციელეს. ჩემპიონატი მიზნად ისახავდა ინფორმატიკაში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების იდენტიფიკაციასა და სტიმულირებას; ინფორმატიკით დაინტერესებული სტუდენტებისა და მაღალი კლასების მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოებას, მოსწავლეებისთვის სწორი სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას; სკოლებისა და უნივერსიტეტების გააქტიურებას ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად.


„საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში -  2019“-ის  პირველი  ონლაინ ტური 5 მაისს გაიმართა. ონლაინ ჩემპიონატის მიზანი დასკვნითი ტურისთვის მონაწილეების შერჩევა იყო.


19 მაისს ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა დასკვნითი, დასწრებული ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ონლაინ ტურის გამარჯვებულებმა. დასკვნითი ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ამავე დღეს გაიმართა მათი დაჯილდოების ცერემონია.


ჩემპიონატი ჩატარდა მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადის ანალოგიური ფორმატით - ყოველ ტურში 3 ამოცანა, დრო - 5 სთ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით. 


ათეულში გასულ მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ქართული უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები, ხუთეულში გამარჯვებულ მოსწავლეებს - სასწავლო ვაუჩერები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები, მეოთხე და მეხუთე ადგილის მფლობელებს გარე ვინჩესტერი, მესამე ადგილის მფლობელი არჩილ ბასაძიშვილი და მეორე ადგილზე გასული გიორგი სხირტლაძე დაჯილდოვდნენ პირველი ხარისხის დიპლომითა და პლანშეტით. პირველი ადგილის მფლობელი ნიკოლოზ ბირკაძე კი დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით და პერსონალური კომპიუტერით.
 

პროფესორი ვალერი მოდებაძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

მიმდინარე წლის 20-21 აპრილს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე მიწვეულ იქნა სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, როგორც კონფერენციის თავმჯდომარე და მთავარი მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პროფესორები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებიდან  და ევროპის ცნობილი  უნივერსიტეტებიდან.  
კონფერენციაზე პროფესორ ვალერი მოდებაძის მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება (სტატია) ინგლისურ ენაზე შემდეგი სათაურით:  „Challenges facing the European Union and the European integration process due to the refugee crisis and Brexit“. კონფერენციაზე წარდგენილი სტატიები გამოქვეყნდება  სოციალური კვლევისა და ქცევითი მეცნიერებების ჟურნალში (Journal of Social Research and Behavioral Sciences)
საერთაშორისო კონფერენციაში შეტანილი წვლილისა და მონაწილეობისათვის პროფესორ ვალერი მოდებაძეს გადაეცა სერთიფიკატი.
კონფერენციის ორგანიზატორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შემდეგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გამართონ საქართველოს საპარტიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია

2019 წლის 21 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენვიო დარბაზში გაიმათა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დაბადების 80 წლისთავისადმი  მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

კონფერენციას მიესალმნენ: საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი, ტარიელ ფუტკარაძე, კონფერენციის ორგანიზატორი, პროფესორი ლევან ბებურიშვილი, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის დირექტორი ციცინო მაღლაფერიძე.

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა: შოთა ყურუამ, გაბრიელ თაგაურმა, ანა პაპუაშვილმა, სოფიო ჯანჯღავამ, თსუ სტუდენტებმა: გიორგი არქანიამ, გიგი გიოშვილმა, ბაქარ ნადარაიამ.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

“ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები”

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების სტიპენდიანტს, მარიამ ქაშიაშვილს, რომელიც სკოლიდანვე წარმატებული - ოქროს მედალოსანი, სახელმწიფო და შიდა საუნივერსიტეტო გრანტის მფლობელია.

- მარიამ მოგესალმები.
- მოგესალმებით.

- სტიპენდიანტობა ცხოვრების ახალი ეტაპი არ არის, მაგრამ შედეგის დადგომას ნამდვილად ნიშნავს. როგორ მოხვედი აქამდე, ამ გადასახედიდან როგორ აფასებ უნივერსიტეტამდელ ცხოვრებას?
- უნივერსიტეტში მოსვლამდე ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვობის პერიოდი, ჩემთვის, ისევე, როგორც, ალბათ, ყოველი ადამიანისთვის, თბილი და ღიმილით მოსაგონებელია. იგი განუმეორებელია თავისი სიწრფელით, ბავშვური გულუბრყვილობითა და სიმართლით. ,,ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“- ტყუილად კი არ ამბობდა სენტ-ეგზიუპერი. ბავშვობა გვასწავლის სილაღეს, ოცნებას, გვასხამს ფრთებს. რაც შემეხება მე, განვეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც ცხოვრება მალე ზრდის და სხვა ცოდნას აძლევს. ბავშვობაში მიღებულმა ტკივილმა მე გამაძლიერა და განსაკუთრებული შემართება მომცა ცხოვრებისთვის. სკოლის წარჩინებით, ოქროს მედალზე დამთავრებამ ასევე დიდი სტიმული მომცა. შემდეგ იყო ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული "გრანტს+გრანტი"-ს პროგრამა, რომელიც ჩემ მიერ აღებულ სახელმწიფო გრანტს უმატებს უნივერსიტეტის შიდა გრანტს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ.

- როგორ მიიღე ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება?
- ქართული უნივერსიტეტის შესახებ გავიგე ჩემი ქართულის პედაგოგისგან, შემდეგ პირადადაც ვეწვიე უნივერსიტეტს, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია სწავლების მეთოდებზე, ლექტორების პროფესიონალიზმზე და გადავწყვიტე აქ ჩაბარება. იმედები ნამდვილად არ გამცრუებია, ეს ის უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ლექტორები დაუზარებლად, დიდი ენერგიით ცდილობენ მოგვცენ მაქსიმალური ცოდნა, ადგილი, სადაც შენი შრომა აუცილებლად ფასდება. პროფესიის არჩევისას ბევრი არ მიფიქრია, ერთადერთი, სადაც ჩემი თავი წარმომედგინა, ეს იურისპრუდენცია იყო.

- და ახლა, როცა სწავლობ იურისპრუდენციას, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი ამ ფაკულტეტზე, თუ ხარ ჩართული სტუდენტურ აქტივობებში?
- ჩვენ ხშირად ვატარებთ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, რომლებიც ძალიან გვეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ასევე უნივერსიტეტში ტარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესზე, ხელშეკრულების შედგენასა თუ სხვა საკითხებში, რაც ძალიან ბევრის მომცემია პირადად ჩემთვის.

- სტიპენდიანტობა არის ის დიდი პასუხისმგებლობა...
- როცა ფაკულტეტზე გამოგარჩევენ, თანაც უკვე მეორედ და სხვას კი არა, მაინცდამაინც შენ მოგანიჭებენ რაიმე ჯილდოს, ფულადი იქნება ეს თუ სხვა სახის. ცხადია, საამაყოც არის და დასაფასებელიც. მე ვგრძნობ, რომ ფაკულტეტი ხედავს ჩემს მონდომებას და მომავალი პროფესიის დაუფლებისკენ სწრაფვის სურვილს შესაბამისად აფასებს კიდეც, ეს დამატებითი მოტივაციაა სტუდენტისთვის.

- არ გამიკვირდება, თუ მეტყვი, რომ დროის ამ საყოველთაო დეფიციტის ფონზე მაინც ყველაფერს ასწრებ, რადგან ის, ვინც სწავლაშია წარჩინებული, ყოველთვის ახერხებს დროის სწორ გადანაწილებას...
- მართლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო მასალა ნამდვილად დიდია და ბევრ შრომას მოითხოვს, ყოველთვის ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო, რაც ძალიან მეხმარება ყველაფრის მოსწრებაში. რისთვის მრჩება დრო? მრჩება დრო ფილმის საყურებლად, სასეირნოდ, ლიტერატურის წასაკითხად... მთავარია, სწორად განსაზღვრო პრიორიტეტები და დროც ამის მიხედვით გაანაწილო.

- უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მდიდარია არა მხოლოდ სასწავლო, არამედ მხატვრული ლიტერატურითაც, რამდენად გეხმარება?
- ბიბლიოთეკას ხშირად მივმართავ, როგორც სამეცადინოდ, ასევე ჩემთვის სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად. ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამორჩეულია თემატური მრავალფეროვნებით ნებისმიერ დარგში, მათ შორის, სამართალშიც, არის როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი მსოფლიო დონის ლიტერატურა.

- რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ იყონ წარმატებული, რეალიზებული ადამიანები?
- იმ სტუდენტებს, რომლებიც მოწადინებულნი არიან მაქსიმალურ წარმატებებს მიაღწიონ ცხოვრებაში, ვურჩევ აქცენტი გააკეთონ სწავლაზე. ვუსურვებ, რომ მალე მათაც გაეზიარებინოთ ის სიხარული, რასაც სტიპენდიანტობა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თუ ბევრს იშრომებენ, ასეც მოხდება, რადგან შრომა ყოველთვის ფასდება. ასევე ვურჩევ, რომ იკითხონ, რაც შეიძლება მეტი, რადგან დღევანდელ კონკურენტუნარიან გარემოში ერთადერთი რაც გამოგარჩევს, სწორედ განათლებაა.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

ისტორიის სპეციალობის სტუდენტები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

2019 წლის 17 მაისს ქართული უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები სასწავლო კურსის „საარქივო და სამუზეუმო საქმე“ (ლექტორი პროფესორი მირიან ხოსიტაშვილი) ფარგლებში იმყოფებოდნენ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიის მუზეუმში.
 

ისტორიის სპეციალობის სტუდენტების საველე ლექცია შიდა ქართლში

2019 წლის 14 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, პროფესორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით, სასწავლო კურსის "საქართველოს არქეოლოგია" ფარგლებში მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა. საველე ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს შიდა ქართლის ძეგლები: წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი; ძალისის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და IV-V საუკუნეების ქრისტიანული აკლდამა; სამთავისის ტაძარი; გორის ციხე და უფლისციხის კომპლექსი. სტუდენტები გაეცნენ რომაულ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ქალაქგეგმარების საკითხებს, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების საფოტიფიკაციო სისტემებს, ასევე, უშუალოდ ძეგლებზე გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ფენების გამიჯვნის ნიუანსებსა და წესებს.

შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

15 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ტადაჰარუ უეჰარამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,იაპონიის დიპლომატია’’.


შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც შესავალ სიტყვაში ისაუბრა იაპონიისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობის შესახებ და იაპონიის ელჩს მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.


საჯარო ლექციისას იაპონიის ელჩმა ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ ისაუბრა იაპონიის საგარეო პოლიტიკის შესახებ, მის წარმატებებზე, გამოწვევებსა და მიზნებზე. იაპონიის ელჩმა განსაკუთრებულად დეტალურად ისაუბრა საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიურ ურთიერთობების ეტაპებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.


ლექციის ბოლოს ბატონმა ელჩმა უპასუხა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკითხვებს. 
 

საჯარო ლექცია თემაზე:" საქართველოს ისტორიაზე მატენადარანში დაცული უცნობი სომხური წყაროები"

2019 წლის 15 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის მატენადარანის მეცნიერ-მკვლევარმა, ისტორიის დოქტორმა ჰაიკ ჰაკობიანმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:" საქართველოს ისტორიაზე მატენადარანში დაცული უცნობი სომხური წყაროები".

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სასწავლო-შემოქმედებით კონფერენცია

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ყოველწლიურად ატარებს სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც  მონაწილეობას  იღებენ   VIII-XII  კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით.

2019 წლის 11 მაისს ჩატარდა 73-ე სასაწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტური. კონფერენციის 22-ე სექციაში საკუთარი ნაშრომი დაიცვა 270 მოსწავლემ, გამარჯვებულები გამოვლინდნენ სექციების მიხედვით. 

ისტორიის სექციაზე გამოვლენილი თბილისის 117-ე საჯარო სკოლის XII კლასის წარმატებული მოსწავლე, ანა კვანტრიშვილი დააჯოლდოვა ქართულმა უნივერსიტეტმა და საჩუქრად სასწავლო ვაუჩერი გადასცა. 

ვულოცავთ ანას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს.

პროფესორ ნინო დამენიას წარმატებები ICEBMM 2019-ზე

მიმდინარე წლის 1-4 მაისს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო დამენია მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის მიერ მიწვეული იყო იტალიის ქალაქ რომში, ICEBMM 2019: 21-ე საერთაშორისო კონფერენციაზე ბიზნესი, ეკონომიკა,  მარკეტინგსა და მენეჯმენტში, რომლის ფარგლებში მეცნიერთა მიერ განიხილება თანამედროვე მსოფლიო გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები ბიზნესის, ეკონომიკის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი სტატიის რეცენზირება და ინდექსირება ხდება:  Open Science Index,  Google Scholar,  Semantic Scholar, Zenedo,  OpenAIRE,  BASE,  WorldCAT,  Sherpa / RoMEO  

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები მსოფლიოში ისეთი აღიარებული უნივერსიტეტებიდან,  როგორიცა: ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი (აშშ); ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი შარლოტში (აშშ); ლახტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (ფინეთი); პალერმოს უნივერსიტეტი (იტალია); ტენესის უნივერსიტეტი (აშშ); იედიტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი); ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი); ლონდონის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი (ლიბანი); სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი (სინგაპური); ფინეთის გარემოს დაცვის უნივერსიტეტი (ფინეთი) და ა.შ.

კონფერენციაზე პროფესორ ნინო დამენიას მიერ წარდგენილი იქნა მოხსენება (სტატია) სათაურით: „ქალთა დასაქმების პრობლემები საქართველოში და მათი გადაჭრის გზები ევროპული გამოცდილების საფუძველზე“. სტატიის თანაავტორები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ე.ხარაიშვილი, ნ.საღარეიშვილი და მ.საღარეიშვილი. უნდა აღინიშნოს, რომ სტატიის წარმდგენი და მომხსენებელი გახლდათ ქალბატონი ნინო, როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია წირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ICEBMM 2019: 21-ე საერთაშორისო კონფერენციაში შეტანილი სამეცნიერო წვლილისა და  გაკეთებული ზეპირი და ტექნიკური მოხსენებისათვის პროფესორ ნინო დამენიას გადაეცა სერტიფიკატი.

ამის გარდა,  ICEBMM 2019: 21-ე საერთაშორისო კონფერენციის 2 მაისის სესიის თავმჯდომარეობა დაეკისრა ქალბატონ ნინოს, რისთვისაც  მას გადასცეს  საპატიო სიგელი სერთიფიკატით.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ICEBMM 2019: 21-ე საერთაშორისო კონფერენციის სარეცენზიო საბჭოსა და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია წირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ნინო დამენიას ხელმძღვანელობით წარმოდგენილი სტატია შეფასდა როგორც „კონფერენციის საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი“, რისთვისაც მას ცალკე გადაეცა სერტიფიკატი. 
 

კომპანია ვაისის საინფორმაციო შეხვედრა

2019 წლის 13 მაისს, ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ვაისის წარმომადგენლებთან. ვაისის დირექტორმა ლაშამ ბაკურაძემ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ.

ვაისი სადაზღვევო კომპანიებისთვის კადრების გადამზადებას იწყებს - მასტერკლასი გაყიდვებში, გაყიდვების მართვასა და სადაზღვევო საქმეში. 
სალექციო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ GPI ჰოლდინგიში საცალო დაზღვევის სპეციალისტის თანამდებობაზე.
 

12 მაისი - ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე

2019 წლის 10 მაისს, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. სხდომის მონაწილეებს მიესალმნენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: “დღესასწაული - ღმრთით გარდამოვლენილი მადლის, კურთხევის, განახლება” - თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია; „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 2000 წელი“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ზურაბ პაპასკირი.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ანსამბლმა “სახიობამ” (ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე) შეასრულა საგალობლები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე), სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები.
 

ქართულმა უნივერსიტეტმა ერევნის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს უმასპინძლა

2019 წლის 10 მაისს ქართულმა უნივერსიტეტმა ერევნის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ედვარდ სანდოიანს უმასპინძლა. 

პროფესორი ედვარდი შეხვდა ქართული უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, სკოლების დეკანებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის წარდგენა

2019 წლის 7 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ცნობილი იტორიკოსის და მწერლის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის ახალი წიგნის "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორე ეგზარქოს ვლადიმირის შიდა ქართლში მოგზაურობის შესახებ" წარდგინება.

შეხვედრა გახსნა და წიგნის მეცნიერულ ღირებულებებზე ისაუბრა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

წიგნის და მისი ავტორის მიერ გაწეულ შრომაზე ვრცლად ისაუბრეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა ვახტანგ გურულმა, ტარიელ ფუტკარაძემ, ლევან ჯიქიამ, გვანცა ბურდულმა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, პროფესორებმა იოსებ ალიმბარაშვილმა, სოსო ჭუმბურიძემ.

დასასრულს წიგნის ავტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა საზოგადოებას მადლობა მოახსენა წიგნის ავ-კარგზე პირუთვნელი მსჯელობისათვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.

ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ ხრისტოს კარაინისის საჯარო ლექცია

2019 წლის 7 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ ხრისტოს კარაინისის საჯარო ლექცია თემაზე: 
1."ქართული საგანძური იერუსალიმის მაცხოვრის საფლავის საცავებში"
2."მონოთეიზმი ძველი აღთქმის ეპოქაში".
ქართული უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო სტუმარს მადლობა მოახსენა საინტერესო ლექციისათვის და უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

გერმანიის ელჩის საჯარო ლექცია თემაზე „გერმანია-საქართველო. წარსული, აწმყო და მომავლის პერსპექტივები“

2 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ჰუბერტ ქნირშმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „გერმანია-საქართველო. წარსული, აწმყო და მომავლის პერსპექტივები“.

შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა გერმანელი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების საქართველოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. “გერმანიის აქტიური სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. კოლოსალური იყო მეოცე საუკუნის 90-იან წლებში გერმანიის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას საგანმანათლებლო სფეროში, რისი წყალობითაც არაერთი ქართველი ახალგაზრდის გერმანიაში სწავლა სრულად დაფინანსდა. მათ შესაძლებლობა მიეცათ წარმატებულად ეღვაწათ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მსაშტაბით” - აღნიშნა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

რექტორმა მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს სტუმრობისათვის და მადლიერების ნიშნად „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვანი თარგმანი გადასცა. 

ბატონმა ელჩმა დეტალურად ისაუბრა გერმანია-საქართველოს ურთიერთობის პოლიტიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ეკონომიკურ ასპექტებზე. განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ედუარდ შევარდნაძისა და ჰანს დიტრიხ გენშერის მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს. გერმანელ და ქართველ ერებს ჰქონდათ ძნელბედობის ჟამი, როდესაც ისინი დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნენ და იარაღით ხელში ებრძოდნენ ერთმანეთს, თუმცა ამით ორივე ერი დიდად დაზარალდა და საბედნიეროდ ეს მხოლოდ მცირე გამონაკლისია. ქართულ-გერმანული ურთიერთობები მდიდარია მხარდაჭერის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. გერმანიამ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის დაწესებას. იმედია გერმანულ-ქართული ურთიერთობა მომავალშიც ნაყოფიერი და ორმხრივ სასარგებლო იქნება.

დასასრულს ბატონმა ელჩმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

„ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები”

სუსანა კაკოსიანი სამართალმცოდნეობით სკოლის დამამთავრებელ კლასებში დაინტერესდა, აირჩია პროფესია და დღეს იგი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის III კურსის სამართლის მიმართულების სტიპენდიანტია. ამ გადასახედიდან, როდესაც თვალს ავლებს უნივერსიტეტში მოსვლამდე განვლილ ცხოვრებას, ფიქრობს, რომ სკოლამ დიდი როლი შეასრულა მის პიროვნულ სრულყოფასა და ჩამოყალიბებაში.

სუსანა მოგესალმები.
მოგესალმებით.

მიზნების განხორციელების მთავარი ეტაპი უნივერსიტეტში იწყება. რა იყო მანამდე, სად სწავლობდი და როგორ გაჩნდა ინტერესი შენ მიერ არჩეული სფეროს მიმართ?
სკოლის პერიოდი კახეთში გავატარე, სოფელ ხირსაში, სადაც მე-9 კლასის ჩათვლით ვსწავლობდი. შემდეგ კი სწავლა ქ. წნორის სკოლა "ინტელექტში" გავაგრძელე. ორივე სკოლამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაზე. ჩემ გარშემო ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდით მედგნენ, მახალისებდნენ და ძალას მაძლევდნენ... ჩემი პროფესიით, სამართალმცოდნეობით უშუალოდ უკვე დამამთავრებელ კლასებში დავინტერესდი და გადავწყვიტე კიდეც. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ყველა საგანში ერთნაირად ბეჯითი და მონდომებული არ ვყოფილვარ. იყო გარკვეული საგნები, რომლებიც გამორჩეულად მომწონდა და მეცადინეობის უდიდეს დროს სწორედ მათ ვუთმობდი. ეს თვისება ცოტა არ იყოს, მაშინებდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის უნივერსიტეტში სირთულეებს მომიტანდა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ პირველივე კურსიდან მომეწონა, თანდათანობით კი ძალიან შემიყვარდა საგნები, რომლებსაც ვსწავლობ, ამიტომ მყოფნის ნებისყოფა, მათ დიდი დრო დავუთმო. სკოლის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგანაც ვფიქრობ, რომ სკოლამ ძალიან დიდი სამსახური გამიწია, ძალიან გამზარდა და ჩამომაყალიბა. 

ასევე გაგიმართლა იმედები უნივერსიტეტმაც და შენ უკვე მეორედ გახდი სტიპენდიანტი. რას ნიშნავს შენთვის ეს სტატუსი?
სტიპენდიანტის სტატუსი დიდ და მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას უკავშირდება. არა მხოლოდ სწავლაში, არამედ ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის მიმართ ვგრძნობ. მგონია, რომ ვალდებული საკუთარი თავის, იმ მიზნების მიმართ ვარ, რომლებისთვისაც ვშრომობ. თითოეული წარმატება ადამიანს ზრდის პიროვნულად, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობასაც მეტს აკისრებს. სტიპენდიანტის საპატიო სტატუსს უკვე მეორედ ვატარებ, ეს ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა. როდესაც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტის სტატუსს ირგებ, ვალდებული ხდები ეს სახელი გაამართლო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლების თვალში, არამედ მოიაზრებს პასუხისმგებლობას ოჯახის მიმართ, მეგობრების მიმართ. რომელთა დახმარების გარეშეც, ყველაფერი მეტად რთული იქნებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხშირად მიწევს ჩემს ქმედებებზე დაფიქრება. შტიპენდიანტობა, ასე ვთქვათ, მუდმივად გაფხიზლებს და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოგიწოდებს.

თუ ახერხებ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად შევსებას და სრულყოფას, რა პრაქტიკულ და სამეცნიერო აქტივობებში ხარ ჩართული?
სამართალი ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი სამეცნიერო დარგია - მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება მას ძალიან ზედაპირულს ხდის. ამიტომ თეორიული სალექციო კურსის გარდა, ვცდილობ ცოდნა და გამოცდილება მივიღო სხვადასხვა საჯარო ლექციიდან თუ პრაქტიკული ტრენინგებიდან. აგრეთვე, ვცდილობ, ჩართული ვიყო სხვადასხვა საზაფხულო პროექტში, რომელთა თემატიკა ასევე დამეხმარება კონკრეტული ცოდნის გაღრმავებაში. მოგეხსენებათ, სამართალი, როგორც დარგი, ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობებზეა აგებული, ამიტომ მსგავსი პროექტები გამოცდილების მიღების მიზნით, ძალიან საჭიროა.

თავისუფალი დრო, ალბათ, ნაკლებად გაქვს, მოკლედ რომ გვიამბო, როგორია სტუდენტური ცხოვრება, რით ერთობით?
ამ ეტაპზე მეექვსე სემესტრის სტუდენტი გახლავართ. თითოეული სემესტრი სპეციფიკურია - განსხვავდება სწავლის სირთულე, ინტერესი კონკრეტულ საგნებთან მიმართებაში. მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კი ყოველთვის დიდი შრომა და მონდომება არის საჭირო, თანაც ყოველდღიურად. მქონდა პერიოდი, როდესაც მიჭირდა საკუთარი დროის მართვა და ამ მხრივ გარკვეულ პრობლემებსაც ვაწყდებოდი. ბოლო თვეებია აქტიურად ვმუშაობ ამ საკითხზე და შედეგით ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ... 
ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ გამოვნახო დრო მათთვის. ვიტყოდი, რომ მეგობრებთან ყოფნა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი და შეუცვლელი ნაწილია. უნივერსიტეტში სწავლის გარდა, რამდენიმე თვეა დამატებით დროს ვუთმობ უცხო ენებში მეცადინეობას.ასევე დავდივარ ქართული ცეკვების შემსწავლელ სამოყვარულო სტუდიაში, თავისუფალ დროს ვცდილობ ვესტუმრო სპორტულ დარბაზს, რადგანაც იქ ყოფნა და განტვირთვა ძალიან მიყვარს. თავისუფალი დრო მაქსიმალურად მაქვს განაწილებული ისე, რომ მეყოს როგორც სწავლისთვის, ასევე განტვირთვისა და დასვენებისთვის.

რას ნიშნავს შენთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო?
უნდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტში ყოფნა ძალიან მიყვარს, რადგანაც ამ გარემოცვაში თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. უნივერსიტეტში დროს ძირითადად ვატარებ ლექციებისა და სემინარების პერიოდში და თუ დრო მრჩება, სპორტული დარბაზითაც ვსარგებლობ. უკვე მესამე წელია, რაც უნივერსიტეტი ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომაც აქ დიდი დროის გატარება მიწევს.  თუმცა, ჩემი თითოეული დღე უნივერსიტეტის გარეთაც ძალიან მრავალფეროვანია. როგორც მოგიყევით, ყოველდღიურად არაერთ აქტივობაში ვარ ჩართული. მიყვარს ასევე შემოქმედებითი ღონისძიებები და საღამოები, რომლებსაც ხშირად ვესწრები...

რამდენად ხშირად მიმართავ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომელიც მრავალი სახის სერვისს გთავაზობთ?
ბიბლიოთეკით სარგებლობა როდესაც მჭირდება, ძირითადად მივმართავ უნივერსიტეტს, რადგანაც თითქმის ყოველთვის ვახერხებ საჭირო მასალისა და ინფორმაციის მოპოვებას. ასევე ვსარგებლობ სხვადასხვა ელექტრონული ბიბლიოთეკით.

და ბოლოს, რა რჩევას მისცემდი იმ სტუდენტებს, რომლებიც მიზნად ისახავენ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას?
ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, სტუდენტებს ჩემი პატარა გამოცდილება გავუზიარო. მთავარია, რომ ჩვენ გაგვაჩნდეს მიზანი და მუდმივად მივისწრაფოდეთ მისი რეალიზებისკენ. ჩემი აზრით, რაც უფრო აქტიურია ადამიანი, წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს. როდესაც გაქვს მიზანი და მისთვის არ იშურებ დროს, ძალასა და ენერგიას, შენ ამ დროს გადიხარ იმ რთულ გზას, რომელსაც გამარჯვებისკენ მიჰყავხარ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

“შეიცან თავი შენი” - ნინო მაისურაძე

ქართული უნივერსიტეტის შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე და მაშინვე დავინტერესდი. უკვე 3 წელია, რაც ვსწავლობ ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულებაზე.
ჩემი აზრით, ეს უნივერიტეტი არის ადგილი, სადაც შეგიძლია შეიცნო საკუთარი თავი. უკვე მესამე წელია უნივერსიტეტი მაფინანსებს, ანუ უფასოდ ვსწავლობ. შეიძლება ითქვას, დაფინანსება მაძლევს სტიმულს, რომ ვისწავლო მეტი მონდომებით და სრულყოფილად დავეუფლო ჩემს პროფესიას. ეს უნივერსიტეტი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას. მიხარია, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი მქვია.

თავიდანვე საინტერესოდ წარიმართა ჩემი სტუდენტური ცხოვრება, მაგრამ მეორე კურსი ჩემთვის უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან სტუდენტური თვითმმართველობის წევრი გავხდი. პარალელურად გავიარე ტრენერთა ტრენინგი, სადაც ვისწავლე აუდიტორიასთან მუშაობა, ტრენინგის დაგეგმვა და წარმართვა.

ამავე წელს ქართული უნივერსიტეტიდან პრაქტიკებზე გამიშვეს გერმანიაში, სადაც წელსაც მივდივარ. ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი არის ჩემს ცხოვრებაში დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. სწორედ ამ დროს შეგიძლია შეიცნო შენი თავი.


ნინო მაისურაძე
ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი

 

“ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები”

წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების IV კურსის სტიპენდიანტ ერეკლე შონიას, რომელსაც ბავშვობიდან უყვარდა დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებების კითხვა, სწორედ მაშინ გაუჩნდა სამართლის შესწავლის სურვილი. ამ ფაკულტეტზე ჩაბარება მისი ოცნება იყო, რომელიც 2015 წელს აიხდინა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისთვის იყო ის, რომ გახდა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი. თვლის, რომ ეს დღე მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.

შემდეგ დაიწყო საკმაოდ დამღლელი და მძიმე შრომა, რომელმაც გამოიღო შედეგი და გახდა სტიპენდიანტი. ახარებს ის, რომ უნივერსიტეტმა შრომა დაუფასა. სტიპენდიანტის სტატუსი მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ის პასუხისმგებლობაც კარგად ესმის, რასაც წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტობა აკისრებს.

იცის, რომ არ უნდა მოდუნდეს, ამიტომ განაგრძობს აქტიურად მონაწილეობას საუნივერსიტეტო ღონისძიებებში: სამეცნიერო კონფერენციებში, ტრენინგებში, საჯარო ლექციებში. ამასთან ერთად სტაჟირებას გადის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიულ სამსახურში.

ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც რჩება თავისუფალი დრო, რომელსაც განტვირთვისთვის იყენებს, ვინაიდან არ მიაჩნია გამართლებულად მხოლოდ სწავლა და დასვენებასა და გართობაზე უარის თქმა. ცდილობს ეს დრო მეგობრებს დაუთმოს. თუმცა ძალიან უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვაც, არც ფილმების და სატელევიზიო სერიალების ყურებაზე ამბობს უარს.

დღის უმეტეს ნაწილს მაინც უნივერსიტეტში ატარებს, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ქართული უნივერსიტეტი მისთვის პროგრესზე ორიენტირებული ადგილია, სადაც გატარებული ყოველი დღე მისთვის სასიამოვნოა. აფასებს იმ მყუდრო და თბილ მშობლიურ გარემოს,  რომელსაც, მისი თქმით, შეიგრძნობს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი. აქ მან უამრავი მეგობარი შეიძინა. ასევე დიდ დროს ატარებს ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, რომელსაც დიდძალი, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული რესურსი აქვს. ასევე ხშირად იყენებს სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას.

წარჩინებული სტუდენტი ურჩევს თანატოლებს, არ შეეშინდეთ სირთულეების, უკან არ დაიხიონ, ბოლომდე იბრძოლონ, ბოლომდე მისდიონ საკუთარ მიზნებს, რადგან განათლების მიღება, ცოდნის დაუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც არ რჩება დაუფასებელი. ასევე ურჩევს, რომ თეორიულთან ერთად ყურადღება პრაქტიკულ საკითხებზეც გაამახვილონ.

წარმატებებს ვუსურვებთ გონიერ, მონდომებულ, სწავლასა და ცოდნის დაუფლებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომელიც დიდი ცხოვრებისათვის ემზადება.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

მორიგი შეხვედრა დამსაქმებელთან

2019 წლის 30 აპრილს, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მორიგი შეხვედრა დამსაქმებელთან. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იწყება მუშაობა თვითმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სისტემების დანერგვაზე. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიქმნა რეგიონებში ელექტრონული სისტემების დამნერგავი „ბიზნეს ანალიტიკოსთა“ გუნდის ფორმირების აუცილებლობა.

არსებული ვაკნასიის შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა რეფორმის "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება" კოორდინატორმა თემურ კაკრიაშვილმა.  

საჯარო ლექცია:"ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხები"

2019 წლის 23 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დიდი ქართველი ისტორიკოსის, თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებლის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მოხსენება თემაზე: "ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის საკითხები" წაიკითხა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. 
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: პროფესორები ტარიელ ფუტკარაძე, ნიკო კვარაცხელია.

სამაგისტრო პროგრამის "ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების" შესახებ გვესაუბრება პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი თინათინ ფანცულაია

ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა ,,ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება“ მრავალმხრივ საყურადღებო და საინტერესოა. დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც არა მხოლოდ აკადემიური განათლებით, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებითაც არიან გამორჩეული, სამი სახის არჩევითი პრაქტიკა, მემორანდიუმით გაფორმებული თანამშრომლობა ცენტრებთან, სუპერვიზია, თვისობრივი კვლევების მასშტაბურობა და კიდევ ბევრი სხვა რამ გამოარჩევს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელმაც ახლახან გაიარა აკრედიტაცია.

საგანმანათლებლო პოგრამისა და აკრედიტაციის მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრება ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამის - ,,ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება“ ხელმძღვანელი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ ფანცულაია.

ქალბატონო თინათინ მოგესალმებით.
მოგესალმებით.

გვიამბეთ რას  სთავაზობს ეს პროგრამა დაინტერესებულ სტუდენტს და რას მოიცავს იგი?
საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა ,,ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება“  ფსიქოლოგიის კერძო მიმართულების - კლინიკური ფსიქოლოგიის დარგია. იგი ორი კერძო მიმართულებით აძლევს სტუდენტს კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობას. ესაა ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოკონსულტირება. კონკრეტული პროგრამის დასრულების შემდეგ სპეციალისტები შეძლებენ ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოლოგიური კონსულტირების სტრუქტურის ჩამოყალიბებას, შეეძლებათ კლიენტის, პაციენტის მდგომარეობის განსაზღვრა, რელევანტური კონსულტაციის ფორმის შემუშავება და განსხვავებულ სიტუაციებში კონსულტირება და ტრანსფერული უნარების გამოყენებით, პროფესიული ღირებულებების საზღვრების გამოყენებით თავიანთ კოლეგასთან კონსულტირება და სუპერვიზირება. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ შეეძლებათ  კლიენტის, პაციენტის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტირება, ამავე პაციენტების კონსულტირება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში და ასევე შეეძლებათ შეფასების საფუძველზე გადაამისამართონ კლიენტი, პაციენტი სხვა უფრო კერძო მიმართულების სპეციალისტებთან.

- ვის შეუძლია ამ პროგრამაზე ჩაბარება, ვის აქვს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება?
- ფსიქოლოგიის სპეციალობის  ბაკალავრებს ან ხუთწლიანი განათლების მქონე ფსიქოლოგებს, რომლებიც ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო გამოცდებს და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მისაღებ გამოცდებს სპეციალობასა და ინგლისურ ენაში B2 დონეზე. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს ენის დონის ფლობის საერთაშორისო სერტიფიკატი ან უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ინგლისურენოვან პროგრამაზე და წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს.

რომელი თეორიული დისციპლინები ისწავლება ან რა სახის პრაქტიკას სთავაზობთ სტუდენტებს?
ეს არის ორწლიანი ანუ ოთხსემესტრიანი სწავლება, სადაც  პირველი სემესტრი ეთმობა იმ საგნებს, რომელთაც აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: შეუქმნან მომავალ მაგისტრს ფსიქოკონსულტირების საორიენტაციო რუკა და ფსიქოკონსულტირების კერძო მიმართულებისთვის თეორიული ბაზისი. ამისათვის პირველ სემესტრში ისინი გადიან ისეთ საგნებს, როგორებიცაა: ფსიქიატრიული,  ნეიროფსიქოლოგიური, ფსიქოსომატიური ტიპის დიაგნოსტიკა, ანუ თეორიული ნაწილი,  რომელიც აძლევს საშუალებას მომავალ მაგისტრს, შეაფასოს კლიენტი, პაციენტი. მეორე სემესტრში მათ უკვე აქვთ საგნები, რომლებიც ამზადებს უშუალო პრაქტიკისთვის. ეს არის საგნები როგორც ფსიქოდიაგნოსტიკის, ასევე ფსიქოკონსულტირებისთვის. მეორე სემესტრის ფუნქცია არის ის, რომ კონკრეტული მაგისტრი მოამზადოს სამომავლო პრაქტიკის განხორციელებისთვის. ამ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება ისაა, რომ თუ ადრინდელ პროგრამაში პრაქტიკა შესაძლებელი იყო მხოლოდ  ორი მიმართულებით, ახლა  სამი მიმართულებაა  შსაძლებელი  და თითოეულ მათგანს აქვს თავისი თეორიული ბაზა.  როდესაც მაგისტრი  პრაქტიკას ირჩევს, მას  შეუძლია წყვილში  აირჩიოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ვთქვათ, მას უნდა ფსიქოსინთეზის პრაქტიკის გავლა, ფსიქოსინთეზის თეორიულ ნაწილს მესამე სემესტრში აირჩევს, ხოლო ამის შესაბამის პრაქტიკას გაივლის  კონკრეტულ ცენტრში მეოთხე სემესტრში, ასევე ხდება გეშტალტთერაპიის  და ქცევითი დარღვევების  პრაქტიკის შემთხვევაშიც.

მემორანდუმით გათვალისწინებულ რომელ ფსიქოლოგიურ ცენტრებში გაივლიან სტუდენტები პრაქტიკას?
პროგრამას ჰყავს კონტრაქტორი ორგანიზაციები მემორანდუმით. ესენია ,,პირველი ნაბიჯი“, ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი „იდილია" და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. თუ მაგისტრი აირჩევს ქცევითი დარღვევების პრაქტიკას, ის გაივლის თეორიულ ნაწილს და ამავდროულად, პრაქტიკას გაივლის ,,პირველ ნაბიჯში“, სადაც შეხება ექნება  უშუალოდ  ბავშვებთან, რაც მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკულად გაიაროს ის თეორიული ბაზისი, რომელიც მან შეისწავლა. ასევე გვყავს მეორე კონტრაქტორი ორგანიზაცია - ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრი ,,იდილია“, სადაც მაგისტრები გადიან პრაქტიკას ორი მიმართულებით: გეშტალტთერაპიასა და ფსიქოსინთეზში. ამას გარდა, გვაქვს კიდევ დამატებითი პრაქტიკა. ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ეხებოდა ფსიქოკონსულტირების მიმართულებით პრაქტიკას. პროგრამას ასევე აქვს  ფსიქოდიაგნოსტიკის მიმართულებით პრაქტიკა. აქაც არჩევითია ყველაფერი. თუ სტუდენტი აირჩევს ფსიქოდიაგნოსტიკაში კლინიკური ინტერვიუს  მიმართულებას, ის შეისწავლის თეორიულ საგანს, შემდეგ არჩეული თეორიული საგნის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა მენტორის თანდასწრებით მოამზადოს სამუშაო გეგმა, შევიდეს პაციენტთან და მოახდინოს მისი დიაგნოსტირება. ასევე თუ რორშახის წესს აირჩევს, მოემზადება და გაივლის პრაქტიკულად.  საბოლოო ჯამში, რომ შევაფასოთ, ჩვენ გვყავს სამი კონტრაქტორი ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკონსულტაციის მიმართულებით.

რამდენად ზრუნავთ თქვენი მაგისტრების დასაქმებაზე?
ჩვენი პროგრამის აკრედიტაციის წინ მოხდა გამოკვლევა და ამ კვლევის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ შედეგი: არ არსებობს საქართველოში ცენტრი, სადაც ჩვენი კურსდამთავრებული არ იყოს დასაქმებული. მეტიც, ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ მოსული კონკრეტული თხოვნით, მათ ცენტრებში ესაჭიროებოდათ კონკრეტული ცოდნა და მათი თხოვნის გათვალისწინებით პროგრამაში ცვლილებები შევიტანეთ კონკრეტულ საკითხებში სილაბუსის დონეზე. კონკრეტული საკითხები შევცვალეთ, რათა დამატებით გადამზადება აღარ დასჭირდეთ ჩვენს კურსდამთავრებულებს, როდესაც მიდიან ცენტრებში. აკრედიტაციის ცენტრმაც დაადასტურა, რომ ორ ცენტრში მაიც არიან დასაქმებული ჩვენი კურსდამთავრებულები.

პროფესორ-მასწავლებლებზე რას გვეტყვით?
ფსიქოკონსულტირების და ფსიქოდიაგნოსტიკის მოწვეული ლექტორების 90 პროცენტი პრაქტიკაში ჩართულები არიან. პედაგოგთა შერჩევის დროს ამოსავალი წერტილი იყო, ისინი დაკავებული ყოფილიყვნენ პრაქტიკულად და მართლაც, ჩვენ გვყავს არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე ლექტორები. სასწავლო პროცესში ჩართული არიან ასევე ორი უმაღლესი სპეციალიზაციის მქონე უცხოელი ლექტორები, პროფესორები - რასსელ ჰაბერი და  ადამ კინსლერი, რომელთაც აკადემიურ განათლებასთან ერთად  დიდი  პრაქტიკული გამოცდილება გამოარჩევთ. ისინი ლექციებს  ინგლისურ ენაზე დისტანციურად წაიკითხავენ.

როგორი იყო აკრედიტაციის პროცესი და რამდენად წარმატებულად დასრულდა იგი, რა სიახლეები გამოიკვეთა?
პროგრამამ ერთი თვის წინ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. პრაქტიკულად შევძელით ყველა იმ მოთხოვნის გათვალისწინება, რომელთაც  მას უყენებდა, ერთი მხრივ, მომავალი მაგისტრი და მეორე მხრივ, უკვე დასაქმებული. ადრე ამ პროგრამას ჰქონდა ფსიქოლოგიის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ახლა კი მიიღო ახალი კვალიფიკაცია, დაკონკრეტდა ორი მიმართულება: ფსიქოკონსულტირების და ფსიქოდიაგნოსტირების. ამით პროგრამამ ვიწრო სპეციალობები შეიძინა. ეს არის სიახლე. ეს მოთხოვნა იყო როგორც სუდენტების, ისე ადმინისტრაციის მხრიდან. ასევე, კვლევების მიმართულებით უფრო მეტი ყურადღება დაეთმო თვისობრივ კვლევას. პრაქტიკული საგნების არჩევითობა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჩვენი მაგისტრები პირდაპირ არ გადიან პრაქტიკას, არამედ  პრაქტიკის გავლამდე მისთვის მომზადება ხდება. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა წარმატებით: 5 კრიტერიუმით აძლევენ შეფასებას და ხუთივე კრიტერიუმით მიიღო უმაღლესი შეფასება, მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია მივიღეთ საგნების სახელწოდებასთან დაკავშირებით. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გადიან სუპერვიზირებას. მიღების დროს უპირატესობა ენიჭებათ მათ, ვინც  უკვე მუშაობენ. სასემინარო შეხვედრაზე მათ შეუძლიათ კონკრეტული საკითხის სუპერვიზირება, შეუძლიათ საკუთარი სამუშაო შემთხვევა (ქეისი) მოიტანონ. სუპერვიზიით მუშაობა არის დღევანდელ თანამედროვე სტანდარტთან შესაბამისობით მუშაობის მოთხოვნაა, მომხმარებლისთვის მომსახურების ხარისხის დამადასტურებელია. ამ საგნის არსებობით ჩვენ პირდაპირ ვეუბნებით სტუდენტს, რომ როდესაც დაამთავრებს, მისი ხარისხის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანი იქნება სუპერვიზია.


- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის დღეები ქართულ უნივერსიტეტში

2019 წლის 15 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - დღეების ფარგლებში, ჩატარდა დისკუსია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო ენა: თანამედროვეობა და გამოწვევები“. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. 
ღონისძიებას უძღვებოდა მესამე კურსის სტუდენტი ანა მამუკაშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გია ალიბეგაშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრები: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, პროფესორი მანანა ტაბიძე, პროფესორი ნაირა ბეპიევა; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი მაია ინასარიძე.
აზრი გამოთქვეს ფიზიკის დოქტორმა, მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელმა ზურაბ ბერიამ, 14 აპრილის მონაწილე გიორგი თამლიანმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ფილოლოგიის მიმართულების სხვა სპეციალისტები და სტუდენტები.
დისკუსიის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები.


ქართულ უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის - ქართული ენის - დღეები 17 აპრილს გაგრძელდა, რომლის ფარგლებში, ჩატარდა ქართული მხატვრული სიტყვის ზეიმი: „ო, ენავ ჩემო!“ ღონისძიებას უძღვებოდა მეორე კურსის სტუდენტი ანა პაპუნაშვილი. მონაწილეებს მიესალმა ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. საკუთარი ლექსები წაიკითხეს სტუმრებმა: ნომადი ბართაიამ, ზაურ მოლაშხიამ, თემურ ჩალაბაშვილმა, შოთიკო ხორავამ. საკუთარი ჩანახატები წაიკითხეს პირველი კურსის სტუდენტებმა: ნინო კანტიძემ, მარიამ ბახტაძემ, თაკო სულაბერიძემ, ელენე დავითაშვილმა. ქართული ენის როგორც სალიტერატურო, სახელმწიფო ენის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ღონისძიების ორგანიზატორმა, უნივესიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.


18 აპრილს საქართველოს სახელმწიფო ენის - ქართული ენის - დღეების ფარგლებში გაიმართა დასკვნითი ღონისძიება. ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა როსტომ ჩხეიძეს, რომელმაც საზოგადოებას წარუდგინა ახალი წიგნი: „ჟარგონი და მეტსახელი და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ შეხვედრის ფარგლებში გაიმართა წიგნის განხილვა. ღონისძიებას უძღვებოდა ნათია იაკობიძე. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და მადლობა გადაუხადა მწერალ როსტომ ჩხეიძეს მობრძანებისთვის. წიგნის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: ნათია იაკობიძემ, ხატია ჯანგავაძემ, მანანა ხვინგიამ, მიხეილ ლაბაძემ; ასევე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა: მანანა ტაბიძემ და ტარიელ ფუტკარაძემ. აზრი გამოთქვეს პროფესორებმა ამირან არაბულმა და ქეთევან შენგელიამ. მწერალმა მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს მისი ლინგვისტური რომანის განხილვისათვის და საჩურად გადასცა წიგნი - „ახალი ელეაზარი - პავლე ინგოროყვა პოეტთა და პროზაიკოსთა წარმოსახვაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია, ფილოლოგიის დოქტორი მარინე კუხალაშვილი, ისტორიის დოქტორი გვანცა ბურდული, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, დოქტორანტები: კესო გეჯუა და გაბრიელ თაგაური; ქართული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და თბილისის 173-ე სკოლის მასწავლებელი ჯუანშერ წიქარიშვილი მის მოსწავლეებთან ერთად. 


შეხვედრებს ორგანიზება გაუწიეს ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრმა და ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტებმა.
 

ქართულ უნივერსიტეტში “ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში 2019” გაიმართება

საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობისა და მათი გამოვლენის მიზნით ქართულ უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული საინფორმაციო  ტექნოლოგიების ცენტრ ,,მზიურთან”.  5 მაისს ჩატარდება მათი პირველი ერთობლივი ღონისძიება - ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში - 2019, რომლის დასკვნითი ტური 19 მაისს გაიმართება ქართულ უნივერსიტეტში.
ჩემპიონატის პირობებსა და მიმდნარეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გვესაუბრება ცენტრ ,,მზიურის” დირექტორის მოადგილე ამირან მეტრეველი.

- ბატონო ამირან მოგესალმებით.
- მოგესალმებით.

- მოკლედ რომ მოგვითხროთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის და მემორანდუმის შესახებ, რას გულისხმობს თქვენი თანამშრომლობა?
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი ,,მზიური” დიდი ხანია არსებობს, 1987 წლიდან. ეს არის საკმაოდ დიდი სასწავლო-კომპიუტერული ცენტრი, სადაც ძირითადად ახალგაზრდები, მაგრამ ასევე უფროსი ასაკის მსმენელებიც ეუფლებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს.  ქართულ უნივერსიტეტთან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენი საერთო ინტერესია საინფორმაციო ტექნოლოგიების მიხედვით ახალგაზრდების განათლება. წელს უფრო სერიოზულ სახეს ვაძლევთ ამ თანამშრომლობას და ვაწყობთ ჩემპიონატს, რათა გამოვავლინოთ ახალგაზრდები, რომელთაც არა მხოლოდ აინტერესებთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, არამედ აგრეთვე სათანადო უნარებსაც ფლობენ. 

- ჩემპიონატი პროგრამირებაში წელს პირველად ტარდება, რას გვეტყვით მის შესახებ, ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება? 
- დიახ, პირველად ტარდება, თუმცა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ტრადიციულ ყოველწლიურ ჩემპიონატად იქცეს. მოგეხსენებათ ბევრი სხვადასხვა ოლიმპიადა ტარდება ცალკე მოსწავლეებისა და ცალკე სტუდენტებისთვის. ასეა ინფორმატიკაშიც, სტუდენტებს სკოლის ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. დიდი ხანია ვფიქრობდით იმაზე, რომ მოგვეწყო ოლიმპიადა, სადაც ეს შეზღუდვა არ იქნება და ერთნაირად მიიღებენ მონაწილეობას მოსწავლეებიც და სტუდენტებიც.

- ჩემპიონატი არის ახალგაზრდული, რა ასაკის მონაწილეებისათვის ტარდება იგი, როგორია ასაკობრივი ზღვარი?
- ასაკობრივი ზღვარი არის დაწესებული, მასში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც 5 მაისამდე არ შეუსრულდება 21 წელი. მნიშვნელობა არა აქვს ის  სტუდენტი იქნება, მოსწავლე თუ ნებისმიერი სხვა სტატუსის ახალგაზრდა. 

- რამდენ ეტაპად გაიმართება ჩემპიონატი და როგორ შეძლებენ მსურველები დარეგისტრირებას?
- წელს ოლიმპიადას ორი ეტაპი ექნება: პირველი დაუსწრებელი ანუ ონლაინ შეჯიბრი, ინტერნეტით მიიღებენ მონაწილეობას და 5 მაისს სწორედ ეს ეტაპი იმართება, ხოლო ორი კვირის შემდეგ, 19-ში დასწრებული, დასკვნითი ტური გაიმართება, მასში მონაწილეობას მიიღებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ტურში სათანადო შედეგს აჩვენებენ. შემდეგ წლებში გვინდა, რომ უფრო განვავითაროთ და ერთის ნაცვლად რამდენიმე ონლაინ ტური ჩავატაროთ. ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ხალხი ჩავრთოთ, გეოგრაფიაც გავზარდოთ შეჯიბრის, რათა მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვავლინოთ ის ახალგაზრდები, რომელთაც შეუძლიათ ასეთ საქმეში გაიმარჯვონ. ჩემპიონატისთვის შეიქმნა სპეციალური საიტი, geochampion.ge მსურველებს შეუძლიათ ნახონ ეს საიტი, იქვე გაიარონ რეგისტრაცია, რომელიც უფასოა, რადგან გვინდა, რომ უფრო მეტი ხალხი დაინტერესდეს და უფრო მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს მონაწილეობა.

- მონაწილეობის მსურველებს საჩუქრები და პრიზებიც დააინტერესებთ...
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მონაწილეები დასაჩუქრდებიან სხვადასხვა ხარისხის დიპლომებით, მაგრამ იქნება ფასიანი საჩუქრებიც, ამისთვის ფონდი არის გამოყოფილი, ჯერჯერობით უნივერსიტეტი აფინანსებს. ჩვენი სტრატეგია ზოგადად, ასეთია, როდესაც ბავშვებს ეხება საქმე, ძვირფასი საჩუქრები არ მიგვაჩნია გამართლებულად, არამედ უფრო ნაკლებფასიანი და ბევრი საჩუქარი გვინდა ხოლმე, რათა რაც შეიძლება მეტ ბავშვს გადავცეთ, მაგრამ ეს ჩემპიონატი სხვანაირია, აქ მაინც უფრო მაღალი ასაკის ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ისინი ერთმანეთის გვერდით გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და ამიტომ გვინდა ფონდი ისე გამოვიყენოთ, რომ რამდენიმე პრიზი დაწესდეს და იყოს ღირებული. 

- გარდა ამ ჩემპიონატისა, კიდევ რა ღონისძიებებია განსაზღვრული მემორანდუმით? 
- ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვიწყებთ მათემატიკურ კონკურსს - ,,იმედი ხვალის“. რამდენიმე წელია, რაც ეს კონკურსი ტრადიციულად ტარდება ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. წელსაც აუცილებლად ჩატარდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით. ეს კონკურსი ეხება მესამედან დან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, ვეძებთ მათემატიკური ნიჭით გამორჩეულ ადრეული ასაკის ბავშვებს და შემდეგ მათ ვთავაზობთ მათი ნიჭის განვითარების სხვადასხვა გზას. მემორანდუმი მოიცავს იმ საქმიანობასაც, რომ მოსწავლეებს გავაცნოთ ყველა ის სიახლე, რაც ამ სფეროში უნივერსიტეტში ხდება და ახალგაზრდობას მივაწოდოთ ინფორმაცია ამის შესახებ.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
 

“ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები”

ჩვენ დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების IV კურსის სტუდენტ სალომე ქასაბიშვილს.

სალომე უნივერსიტეტში ადვილად არ მოსულა. როგორც თვითონ იხსენებს, ამისთვის ბევრი შრომა დასჭირდა. არც ახალ ცხოვრებასთან შეგუება და მისი გათავისება აღმოჩნდა ადვილი. როგორც ამბობს, ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დამთავრდა და დაიწყო ახალი უფრო მნიშვნელოვანი პერიოდი, პიროვნების ჩამოყალიბების, პროფესიული სრულყოფის ეტაპი, მაგრამ  გადასასვლელი გზაც რთული გამოდგა. სრულიად ახალი ცხოვრება ახალ,  უცხო გარემოში...

ასე აფასებს იგი ამ პერიოდს: ,,ამ ეტაპზე საკუთარი თავის ძიება, საკუთარი გზის გაგნება, როცა გინდა უკეთ გაიგო, ვინ ხარ, რისთვის მოხვედი და რა გინდა, ძალიან რთულია. საკუთარ თავში ჩაღრმავებით ეძებ, ძიების შემდგომ კი პროფესიაში ავლენ შენს ნამდვილ ცხოვრების გზას“, - ამბობს სალომე ქასაბიშვილი, რომელიც უკვე მეორედ გახდა სტიპენდიანტი. ის თვლის, რომ აქ, უნივერსიტეტში თავისი თავი, თავისი გზა იპოვა. ,,და დავადექი ამ არჩეულ გზას, რომელზედაც ვთვლი, რომ მყარად ვდგავარ და ბოლომდე გავყვები, იქამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევ....“

რა მიზნები აქვს სალომეს და რაზე ოცნებობს იგი? ამას არც მალავს. ეს არის ცოდნის დაუფლება, პროფესიული სრულყოფა, მაგრამ ეს არ არის მისთვის მთავარი, არა პირადული, არამედ საქვეყნო საქმე და თავისი ადგილი ამ ქვეყანაში, საქვეყნო ინტერესები. მოსწონს და უყვარს თავისი პროფესია და სამომავლოდ კონკრეტული მიმართულებაც არჩეული აქვს, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, მთავარია, ,,ამ ქვეყნის შვილმა გავაკეთო ის, რითაც გამოვადგები ქვეყანას, სოფელს და ოჯახს.“ - ეს მისი მიზანია, ხოლო ოცნება მშვიდობიან და ნორმალურ, დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრებაა. ,,ვიყო მომავალი წარმტებული ქვეყნისათვის“ - ეს არის ყველაზე ძვირფასი, მისი აზრით, რაც მას უნივერსიტეტმა შესძინა. 

თვლის, რომ უნივერსიტეტმა შრომა დაუფასა. სტიპენდიანტობა მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც კარგად აქვს შეგნებული და გაცნობიერებული. იცის, რომ უფრო მეტი და მეტი უნდა გააკეთოს, რათა  უფრო მეტად განვითარდეს. სტიპენდიანტობა მისთვის ის სტიმულია, რომელიც აიძულებს საკუთარ თავს მეტი მოსთხოვოს და წარმატებული იყოს მომავალში.

მისთვის მთავარი ქულები არ არის, არამედ იმაზე ფიქრობს, მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს ცხოვრებაში, მთავარი ის ქულებია, რომელთაც ცხოვრებაში მიიღებს, ცხოვრების ურთულესი გამოცდების ჩაბარების დროს.  უნივერსიტეტი კი მისთვის მეორე სახლია, მშობლიური სახლი. ფიქრობს, რომ ვერასდროს დაივიწყებს აქ გატარებულ წლებს, ცხოვრების საუკეთესო, ტკბილ დღეებს. კარგად ესმის, რა დამსახურებაც მიუძღვის უნივერსიტეტს არა მარტო მისი, არამედ სტუდენტი-ახალგაზრდობის პიროვნულ ჩამოყალიბებასა და სრულყოფაში. აქ ჩატარებული მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავ ყოველ კონფერენციას, სტუდენტურ შეხვედრას თუ სხვა ღონისძიებებს იგი აღიქვამს, როგორც უდიდეს სტიმულს და მოტივატორს, რომელიც ახალგაზრდობას, სტუდენტობას აძლევს ძალისხმევას, იყოს აქტიური მომავალი თაობა, ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი. 

ამისთვის კი თვითონაც აქედანვე ემზადება... როგორც დამწყები მკვლევარი, ცდილობს შეხება ჰქონდეს პირველწყაროებთან, რამდენადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი ისტორიკოსებისთვის, მკვლევარებისთვის პირველწყაროებთან მუშაობას. ამ მხრივ შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა:  საქართველოს ეროვნულ არქივში გაიარა სტაჟირება, იმუშავა წყაროებზე,  უშუალოდ დედნებზე, რამაც ძალიან ბევრი რამ ასწავლა. პირველწყაროებზე დაყრდნობით მოამზადა თემა. სამომავლოდ გეგმავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე მის წარდგენას.

ქართული უნივერსიტეტი ულოცავს სალომეს სტიპენდიანტობას და დასახული მიზნების ასრულებას უსურვებს.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

განვაგრძობთ რუბრიკას “ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები” და წარმოგიდგენთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების სტიპენდიანტს მარიამ მახარაშვილს. ამბები ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ ბავშვობიდან საინტერესო იყო მისთვის, რომელსაც დედა უყვებოდა, მისი ინტერესი კი სკოლაში გამძაფრდა სადაც ჩართული იყო ყველა ისტორიულ ღონისძიებაში და აქტიურად ამზადებდა თემებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის შესახებ. რატომ აირჩია პროფესიად ისტორიკოსობა და როგორია მისი დამოკიდებულება სწავლისადმი ინტერვიუდან შევიტყობთ.

-    მარიამ მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

-    ისტორიის მიმართულების არჩევა და შემდეგ სტიპენდიანტის სტატუსის მოპოვება თავისთავად მეტყველებს ისტორიის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე. როდის და როგორ გააცნობიერე ეს ინტერესი, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარების გადაწყვეტილება?
-     ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობას უკავშირდება ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ისტორიის მიმართ. ძალიან მომწონდა დედის მიერ მონათხრობი გმირული ამბები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, რომელთაც ყოველთვის დიდი ინტერესით ვუსმენდი. შემდეგ კი ეს ინტერესი გამიძლიერდა სკოლაში, სადაც აქტიურად ჩავერთე ყველა ისტორიულ ღონისძიებაში, ვამზადებდი თემებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის შესახებ. როდესაც ისტორიის მასწავლებელმა შეამჩნია ჩემი სიყვარული ისტორიისადმი, ყოველმხრივ მეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში, მაწვდიდა დამატებით ლიტერატურას. სწორედ ამ ყველაფერმა იქონია გავლენა ჩემზე და გადამაწყვეტინა ამესრულებინა ბავშვობის ოცნება, გავმხდარიყავი ისტორიკოსი და შემდეგ უკვე ჩემი მასწავლებლის მსგავსად შემეტანა წვლილი სხვა ბავშვების განათლების საქმეში. ქართულმა უნივერსიტეტმა კი ჩემი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მომცა. უკვე მესამე წელია, ყველა პირობა მაქვს ამ უნივერსიტეტში იმისთვის, რომ ვიყო განათლებული და რეალიზებული ისტორიკოსი.

-    სტიპენდიანტობა თავისთავად სასიხარულო მოვლენაა, შრომა გიფასდება, ამასთან, სტიმულიც არის, რომ მეტად მოინდომო, გამოავლინო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, თუ მონაწილეობ სამეცნიერო კონფერენციებში ან უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვა აქტივობებში?
-     რაც შეეხება სტიპენდიანტობას, გამიჭირდება იმის გადმოცემა, თუ რა დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ რთული სასწავლო პროცესის, დაძაბული გამოცდების შემდეგ, შრომა დამიფასდა. ამით უნივერსიტეტი დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ უფრო განათლებული და წარმატებული ვიყო. ვცდილობ არ გავუცრუო იმედები. ამისთვის კი აუცილებელია ყოველ სემესტრში უფრო მეტად განვითარება, ყურადღების მეტი მობილიზაცია. ჩემი აზრით, დიდი პასუხისმგებლობაა, გერქვას ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი.Aამას, ორი სემესტრია, კარგად ვაცნობიერებ.Eეს ნიშნავს იმას, რომ საუკეთესო სტუდენტის სახე ხარ, რითაც მაგალითის მიმცემი უნდა იყო დანარჩენი სტუდენტებისთვის, ეს კი მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. ვესწრები უნივერსიტეტის მიერ გამართულ კონფერენციებს სხვადასხვა თემებზე. ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობაში. მაგალითად, ჩემთვის საინტერესოა საზოგადო მოღვაწეების უნივერსიტეტში მოწვევა და მათი საჯარო ლექციების მოსმენა, ასევე, სხვადასხვა მუზეუმის დათვალიერება, რომლებიც ფაკულტეტის დეკანისა და ლექტორების მიერ არის ორგანიზებული. სხვა სტიპენდიანტებთან ერთად ერთ-ერთი ოჯახის მონახულებისა და საახალწლო საჩუქრებით გახარების პროცესშიც ვიყავი ჩართული, რამაც დიდი სიხარული მომანიჭა.

-     მართლაც, როგორც ჩანს, მოდუნების საშუალებას არ აძლევ საკუთარ თავს, მაგრამ განტვირთვაც ხომ აუცილებელია, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
-    დროის დიდ ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ, ნაწილს კი სწავლას ვანდომებ. თუმცა ვცდილობ, რომ ცოტა დრო მეგობრებსაც დავუთმო. შაბათ-კვირას იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხებ განტვირთვას და ქალაქიდან გასვლას, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც სწავლის პროცესია. ამიტომ ბედს არ ვუჩივი.

-     ის დრო, რომელსაც უნივერსიტეტში ატარებ, როგორც ჩანს მნიშვნელოვანი ნაწილია შენი ცხოვრების, როგორია შენი ერთი დღე უნივერსიტეტში?
-     ჩემი დღე იწყება უნივერსიტეტში წასვლით, რაც ძალიან მახარებს, რადგან ჩემთვის უნივერსიტეტი, შეიძლება ითქვას, მეორე სახლივითაა. აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, რომლებიც დღეს მილამაზებენ და მიადვილებენ სწავლის პროცესს. მყავს გამორჩეული და საყვარელი ლექტორები, რომელთა ლექციებს დიდი სიხარულით ვესწრები, სწორედ მათი საშუალებით ვსწავლობ და ვიგებ უამრავ სიახლეს. უნივერსიტეტში ძალიან მეგობრული გარემოა. ჩვენი ფაკულტეტის დეკანი კი თითოეული სტუდენტის პრობლემითაა დაინტერესებული, ხელს გვიწყობს ჩვენი თავის რეალიზებაში, ცდილობს აქტიურად ჩაგვრთოს საგანმანათლებლო პროგრამებში, რაც გვეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.

-    უნივერსიტეტში გატარებულ დროში ბიბლიოთეკაში მუშაობაც იგულისხმება?
-    ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღიურად, მიწევს ბიბლიოთეკით სარგებლობა. ამ კუთხით ქართული უნივერსიტეტი გამორჩეულია. აქვს შესანიშნავი ბიბლიოთეკა, თუმცა, ამასთანავე ხშირად დავდივარ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში, სადაც უამრავ ახალ ინფორმაციას ვეცნობი.

-     დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
-     გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

ახალი წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენი" წარდგინება

2019 წლის 4 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, არქიმანდრიტ ადამის (ახალაძე) ახალი წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენი" წარდგინება.


საღამო შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მამა ადამის შემოქმედებაზე ისაუბრეს: მაკა ჯოხაძემ, სალომე კაპანაძემ, მარინა ტურავამ, ლევან ბებურიშვილმა, ჯამლეტ ხუხაშვილმა, ელენე სარალიძემ, მამა ადამის ახალი წიგნიდან ნაწყვეტები წაიკითხეს: ვახტანგ ახალაძემ, მაკა შალიკაშვილმა.


ღონისძიების დასასრულს მამა ადამმა მადლობა მოახსენა ყველას მისი შემოქმედების შეფასებისათვის და ისაუბრა თავისი ახალი პროზაული ნაწარმოებების თავისებურებებზე.
 

საჯარო ლექცია: "გულივერის კომპლექსი"

2019 წლის 5 აპრილს, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო თავისი ახალი, ორიგინალური ფსიქოლოგიური კონცეფცია "გულივერის კომპლექსი". ჯონათან სვიფტის ცნობილი ნაწარმოები „გულივერის მოგზაურობა“, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილისთვის ახალი ფსიქოლოგიური ფენომენის შექმნის ინსპირაციის წყაროდ იქცა.

მან განმარტა თუ რა ემართება ადამიანს და საზოგადოებას, როდესაც ჩვეული გარემოდან მკვეთრად შეცვლილ რეალობაში აღმოჩნდება. „გულივერის კომპლექსის“ კონცეფციაში, პროფესორმა დიმიტრი ნადირაშვილმა გაანალიზა ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს საზოგადოება ერთი სახელმწიფოებრივი წყობის ნგრევის შემდგომ, ახალ გამოწვევებთან გამკლავების და რადიკალურად განსხვავებულ სინამდვილესთან ადაპტაციის პროცესში, ასევე განიხილა არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზები.

დასასრულს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ დამსწრე საზოგაადოების სახელით მადლობა გადაუხადა პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილს საინტერესო ახალი ფსიქულოგიური კონცეფციის წარდგენისთვის. 

პროექტი "ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის - elFL"

2019 წლის 1 აპრილს, ორშაბათს, 12:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის საკონფერენციო დარბაზში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრეინინგი: პროექტ ,,ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის - elFL’’ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემების მასალების, ისეთების როგორებიც არის, Cambridge Journals Online, e-Duke Journals Scholarly Collection, SAGE Premier და ა.შ. გამოყენებისა და უფასოდ წვდომის შესახებ. ტრეინინგი ჩაატარა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ქალბატონმა მარიკა ჟორჟოლიანმა.

ფრანკოფონია 2019

2019 წლის 1 აპრილს, ქართულმა უნივერსიტეტმა ფრონკოფონია 2019-ის აღსანიშნავად უმასპინძლა ცნობილ ქართველ მთარგმნელს, თინათინ ღარიბაშვილს. ქალბატონი თინათინი მთარგმნელია არაერთი ფრანგული წიგნისა და პიესისა. შეხვედრაზე უნივესრიტეტის რექტორმა, ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ ყურადღება გაამახვილა ფრანგული ენის მნიშვნელობასა და თარგმნის იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე, რომელიც საქართველოს გააჩნია, ასევე ღვაწლმოსილ ქართველ მთარგმნელებზე, მათ შორის, გერონტი ქიქოძეზე და სხვებზე, რომელთაც უნდა ვუმადლოდეთ ქართველი მკითხველის ლიტერატურული თვალსაწიერის გამრავალფეროვნებას. 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ კანტროშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფრანკოფონიის საერთაშორისო მნიშვნელობასა და ქალბატონი თინათინის თარგმანებზე. 
ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე: თარგმანსა და მხატვრულ ლიტერატურაზე. ქალბატონმა თინათინმა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა თავისი ნათარგმნი წიგნები: ჟან-პოლ სარტრის „გულისრევა“, ჟორჟ სიმენონის „წერილის დედას“, ფედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“, რითაც უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკითხველებს უკვე შეუძლიათ სარგებლობა. 

ქართული უნივერსიტეტი მადლობას უხდის ქალბატონ თინათინ ღარიბაშვილს, სტუმრობისათვის და ფრანკოფონია2019-ის დამაგვირგვინებელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

სამეცნიერო კონფერენცია: "ზვიად გამსახურდია 80"

2019 წლის 28 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავს.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს დიპლომატიური კორპუსის სახელით მიესალმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი პასკალ მენიე, მოხსენებები წაიკითხეს პროფესორებმა: მანანა ტაბიძემ, ტარიელ ფუტკარაძემ, მანანა გაბაშვილმა, სერგო ვარდოსანიძემ, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ნემო ბურჭულაძემ, ბიმურზა აფრასიძემ, ლევამ ჯიქიამ, ლევან ბებურიშვილმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ: იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი კარლო ნატალე, საბერძნეთის საელჩოს პირველი კონსული ბატონი ნიკოლაოს პიპერიგოსი.
 

ქართულმა უნივერსიტეტმა თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

2019 წლის 27 მარტს, ქართულმა უნივერსიტეტმა თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ჯიქიას, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ნინო დამენიას.

მოსწავლეებმა შეხვედრის ფარგლებში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ, დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიურეტული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი და ბიბლიოთეკა.
 

ქართულმა უნივერსიტეტმა ლინკოლნის უნივერსიტეტთან „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“ გააფორმა

თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაციაა, რაც გულისხმობს ქართული უნივერსიტეტების მჭიდრო სასწავლო-სამეცნიერო კონტაქტებს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან. ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია მსოფლიოში. 2018 წლის  “San Francisco Business Times”-ის მიერ გამოქვეყნებულ უნივერსიტეტების რეიტინგში, ლინკოლნის უნივერისტეტი მესამე ადგილს იკავებს. 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის და უნივერსიტეტის კანცლერის ბატონ თამაზ ვაჩაძის შემადგენლობით 2019 წლის 6-7 მარტს საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ში, ოკლენდში. 

ისინი შეხვდნენ ლინკოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, შეხვედრაზე გადაწყდა ორ  უნივერსიტეტს შორის გაფორმდეს „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, რომელშიც განსაზღვრულია თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები. 

მემორანდუმი სამომავლოდ გულისხმობს განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობას  და  ითავლისწინებს:  ა)საგანმანათლებლო აკადემიურ პროგრამებში თანამშრომლობას  ბ)ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნას გ)უნივერსიტეტის პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას დ)სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას ე)სწავლების შედეგებთან და კვლევით თანამშრომლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას. ლინკოლნის უნივერსიტეტთან მიღწეული შეთანხმების თანახმად ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა აიღონ ორმაგი დიპლომი. 

ლინკოლნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კიდევ უფრო დახვეწას, ინტერნაციონალიზაციას და კონკურენტულობას, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში იყო ნაყოფიერი და წარმატებული. 
 

შეხვედრა თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

2019 წლის 26 მარტს, ქართულმა უნივერსიტეტმა თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის კოორდინატორს გვანცა ბურდულს და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს.

მოსწავლეებმა შეხვედრის ფარგლებში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ, დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიურეტული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი და ბიბლიოთეკა.

შეხვედრის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი გოჩა სიჭინავა საქართველოს ჩემპიონია

2019 წლის 20 -24 მარტს მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მეორე კურსის სტუდენტმა გოჩა სიჭინავამ, ბრწყინვალედ იასპარეზა. 20 მარტს ის გახდა გამარჯვებული 70 კილო კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ( მარცხენა ხელი), ხოლო მარჯვნა ხელში ვერცხლის მედალს დაეუფლა. 23 მარტს გამართულ ასპარეზობაზე იგი საქართველოს ჩემპიონი გახდა 70 კილოგრამიანთა კატეგორიაში ( მარცხენა ხელი), მარჯვენა მკლავით ორთაბრძოლაში კი ბრინჯაოს მედალი აიღო, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ბრწყინვალე ასპარეზობა, ოთხი მედალი ოთხ კატეგორიაში. ქართული უნივერსიტეტი ულოცავს გოჩა სიჭინავას ამ გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სტუმრად ბოდბის მონასტერში

23 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ბოდბის მონასტერში უმასპინძლა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ როს უილსონს, მეუღლესთან, ქალბატონ მარგო სქუაერთან ერთად.

გამოვლინდნენ გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტები

სტუდენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მთავარი ცოდნაა და არა ქულები. მართლაც, ისინი ცოდნის შეძენაზე არიან ორიენტირებული, მაგრამ თუ ამ პროცესში მაღალი ქულებიც დააგროვეს, მაშინ უკვე სხვებისგან სტიპენდიანტობა გამოარჩევთ, რომელიც დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა.
უკვე გამოვლინდნენ 2019 წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტები. იმის შესახებ, თუ როგორ მოვიდნენ აქამდე, რამდენად გააზრებულად აირჩიეს პროფესია და რა პასუხისმგებლობას აკისრებთ სტიპენდიანტობა, გვესაუბრებიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტიპენდიანტები მარიამ კოტრიკაძე და ნინო აღდგომელაშვილი.

-    წარჩინებული სტუდენტის ცხოვრება სხვებისთვისაც საინტერესოა, გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში უნივერსიტეტში მოსვლამდე?
-    მარიამ კოტრიკაძე - სკოლაშიც აქტიური მოსწავლე ვიყავი. თითქმის ყველა სახის ღონისძიებასა და აქტივობაში ვიღებდი მონაწილეობას. სწორედ ჩემმა სკოლამ შემძინა დიდი ადამიანური ფასეულობები და, რა თქმა უნდა, საფუძვლიანი განათლება. ბავშვობიდანვე მომწონდა ქართულ ენასთან და ლიტერატურასთან ურთიერთობა. თუმცა, ეს ყველაზე უკეთ აბიტურიენტობისას გავაცნობიერე და შეიძლება ითქვას, სწორედ, აბიტურიენტობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პერიოდი. 
-    ნინო აღდგომელაშვილი - უნივერსიტეტში მოსვლამდე იყო სკოლა. სკოლაში სწავლის პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობდი მესწავლა კარგად, რათა მიმეღწია დასახული მიზნისთვის, გავმხდარიყავი სტუდენტი. სწავლასთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი სასკოლო ოლიმპიადებში და სპორტულ აქტივობებში, ასევე დავდიოდი  ქართულ ცეკვაზე. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე წარმატებით ჩავაბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები.
-    სტიპენდიანტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას, რას გავალებს იგი?
-    მარიამ კოტრიკაძე - სტიპენდიანტობა ნამდვილად უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელსაც, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ ვგრძნობ. იგი მოითხოვს აქტიურობას ნებისმიერ სტუდენტურ საქმიანობაში და არა მხოლოდ სწავლაში. ჩემთვის სტიპენდიანტობა დიდი სტიმულია, რომელიც საუკეთესო შეგრძნებებს უკავშირდება. უკვე მეორედ ვატარებ ამ სტატუსს, მაგრამ ზუსტად ისეთივე სიხარულს ვგრძნობ, როგორც პირველად. წინა სემესტრში სტიპენდიანტებმა ერთი კეთილი საქმე გავაკეთეთ, სტიპენდიიდან გაღებული თანხით დავეხმარეთ უპოვარ ოჯახს, რამაც ჩემი სიხარული კიდევ უფრო გააძლიერა. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტს ამ შანსისთვის.
-    ნინო აღდგომელაშვილი - იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და, ამავდროულად, სტიპენდიანტი, მართლაც, დიდი პასუხისმგებლობაა. სტიპენდიანტობა, გამორჩეულ სწავლასთან ერთად, მავალდებულებს სხვადასხვა სახის კონფერენციების და აქტივობების დაგეგმვას და ჩატარებას, რაც საშუალებას მომცემს უკეთ განვავითარო საკუთარი თავი და ხელი შევუწყო სხვა სტუდენტების აქტიურობას. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია სისტემატიური სახე მიეცეს საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებას.
-    სტიპენდიანტობა სწავლის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოითხოვს, რისთვის გრჩება დრო სწავლის გარდა?
-    მარიამ კოტრიკაძე - ყოველთვის ვცდილობ, დრო სწორად გადავანაწილო და მეტ-ნაკლებად ყველაფერს დავუთმო. ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს ბევრ საინტერესო ღონისძიებაში ჩართულობის შანსს გვაძლევს. ერთ-ერთი ასეთი არის ტრენერთა ლაბორატორია, რომელიც წარმატებით გავიარე. მან საკმაოდ ბევრი უნარი გამომიმუშავა, რომელთაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ. ხშირად ვესწრები საჯარო ლექციებსა და საღამოებს, რომლებიც ახლოსაა ჩემს სფეროსთან. მომწონს წერა. ხშირად ვწერ ჩანახატებს, მაგრამ ისინი ჯერჯერობით მხოლოდ ჩემთვისაა ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ დროს ისევ და ისევ სწავლას ვუთმობ. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს განსახორციელებელი, ამისთვის კი ყოველდღიური განვითარებაა საჭირო.
-    ნინო აღდგომელაშვილი - სწავლასთან განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, მაინც მრჩება თავისუფალი დრო ვაკეთო ჩემთვის საყვარელი სხვა საქმე: შევხვდე მეგობრებს, ვიკითხო ლიტერატურა, ვიარო ცეკვაზე, დავხატო, ვიზრუნო მიუსაფარ ცხოველებზე და ა.შ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია
 

ქართული უნივერსიტეტის სტიპენდიანტები

წარმოგიდგენთ გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტს, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის პროგრამის IV კურსის სტუდენტ სალომე ნებიერიძეს, რომელიც სტიპენდიანტობის მიუხედავად, თვლის, რომ არცერთი ახალგაზრდა არ უნდა უთმობდეს დროის მთლიან ნაწილს მხოლოდ მეცადინეობას. - “რაც უფრო გავიხალისებთ ცხოვრებას, მით უფრო წარმატებულები და ბედნიერები ვიქნებით”.

მისი ისტორიით გატაცება ბავშვობას უკავშირდება, როგორც იგი იხსენებს, ისტორიით დაინტერესებაში ძალიან დიდი წვლილი დედას მიუძღვის, რომელიც ასევე ისტორიის პედაგოგია და რომელმაც ისე შეაყვარა ისტორია, რომ ამ მიმართულებაზე შემთხვევით მოხვედრის მიუხედავად, იგი სერიოზულად მოეკიდა პროფესიის შესწავლას და წარჩინებული სტუდენტის სტატუსის შემდეგ სტიპენდიანტიც გახდა.

სალომე მოგესალმები.
მოგესალმებით.

გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში მოსვლამდე, როგორ მიიღე ისტორიის ფაკულტეტზე ჩაბარების გადაწყვეტილება?

2015 წელს გავხდი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი და ამ მოვლენამ ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. ქართულმა უნივერსიტეტმა საკმაოდ დიდძალი ცოდნა და გამოცდილება შემმატა, თუმცა ამ კუთხით ჩემს ცხოვრებაში არანაკლები გავლენა სკოლამ და ოჯახმა მოახდინა. ისტორია ყოველთვის მიყვარდა, რაშიც უდიდესი წვლილი დედაჩემს მიუძღვის, რომელიც ასევე ისტორიის მასწავლებელია. ინტერესის გამო სკოლაშიც საკმაოდ კარგად ვსწავლობდი ამ საგანს, თუმცა ამ მიმართულებაზე ჩაბარება ჩემს სურვილს არ წარმოადგენდა. 2015 წელს შემთხვევით მოვხვდი ამ ფაკულტეტზე და ინტერესის გამო სწავლა განვაგრძე, თუმცა მერე ისე მომეწონა სწავლის პროცესი და უნივერსიტეტის გარემო, რომ სწავლა არ შევწყვიტე და როგორც ხედავთ დღეს სტიპენდიანტიც ვარ...

სტიპენდიანტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას, რას გავალებს იგი?
ჩემთვის ეს მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და სიხარულია, თუმცა არ ვთვლი, რომ ამის გამო სხვებისგან გამორჩეული ვარ. ჩემს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი წარჩინებული სტუდენტია, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ და შრომობენ, თუმცა სტიპენდიანტები ვერ გახდნენ. სტიპენდიანტობა არ ნიშნავს იმას რომ წარჩინებულ სტუდენტზე მშრომელი, ჭკვიანი ან ნიჭიერი ხარ, უბრალოდ ვიღაცის შრომა მეტად ფასდება, ვიღაცის ნაკლებად და სწორედ ეს გვანიჭებს სტიპენდიანტებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევეცადოთ უნივერსიტეტის ცხოვრება სტუდენტისთვის უფრო საინტერესო, კომფორტული გავხადოთ. უნდა შევეცადოთ, რომ სამაგალითო სტუდენტები ვიყოთ და ჩვენი აქტიურობა მხოლოდ სემინარებითა და გამოცდების ჩაბარებით არ შემოიფარგლებოდეს.

გარდა სწავლისა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ რა აქტივობებში ხარ ჩართული?
ყოველთვის ვცდილობ დავესწრო და მონაწილეობა მივიღო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა კონფერენციაში. განსაკუთრებით საინტერესოა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციები. ასევე ვარ უნივერსიტეტის ფან კლუბის წევრი.

სტიპენდიანტობა სასწავლო პროცესში განსაკუთრებულ ჩართულობას მოითხოვს, რისთვის გრჩება დრო გარდა სწავლისა, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
იმის მიუხედავად, რომ სწავლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვცდილობ დროის მთლიანი ნაწილი მას არ დავუთმო. ქართულ უნივერსიტეტში სრულიად შესაძლებელია თან კარგად ისწავლო და თან აქტიური ცხოვრებით მცხოვრები ახალგაზრდა იყო. ვფიქრობ, რომ არცერთი ახალგაზრდა არ უნდა უთმობდეს დროის მთლიან ნაწილს წიგნების კითხვასა და კონსპექტების კეთებას, პირიქით, რაც უფრო გავიხალისებთ ცხოვრებას, მით უფრო წარმატებულები და ბედნიერები ვიქნებით. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ ხოლმე. ასევე ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგებში, ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ წიგნებს და ა.შ.

როგორია შენი ერთი დღე უნივერსიტეტში და მის გარეთ?
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ უნივერსიტეტში ძალიან კომფორტული გარემოა. უკვე მეოთხე წელია დროის დიდ ნაწილს უნივერსიტეტში ვატარებ და ვთვლი, რომ სწავლის დასრულების შემდეგ ეს პერიოდი, მეგობრული გარემო ძალიან მომენატრება. ქართულ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი კარგი ლექტორის გაცნობის ბედნიერება მხვდა წილად, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ სტუდენტს დაეხმარონ ცოდნის გაღრმავებაში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი კი ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს სტუდენტების დახმარებას და მათი პრობლემების გაზიარებას. ხშირად ვტუმრობ უნივერსიტეტის კაფეტერიას. უნივერსიტეტის მერე კი მეგობრებთან ერთად ვატარებ დარჩენილ დროს.

რამდენად ხშირად მიმართავ ბიბლიოთეკას სამეცადინოდ და სოციალურ ქსელს თუ იყენებ უახლესი ინფორმაციის მოსაპოვებლად?
დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ხშირი სტუმარი ვარ ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკითაც საკმაოდ ხშირად ვსარგებლობ. ისტორიკოსისთვის უახლეს ინფორმაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ვარ.

პოტენციურად ისტორიის მომავალი მკვლევარი ხარ. ისტორიის სწორად გაგებისა და გააზრებისთვის მნიშვნელოვანია ისტორიული წყაროების ცოდნა, თუ ეცნობი საარქივო მასალებს და მუშაობ პირველწყაროზე?
ისტორიის სწორად გაგებისთვის მნიშვნელოვანია სწორი აზრის და შეხედულების ჩამოყალიბება. ამიტომ ისტორიკოსისთვის პირველწყაროს შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, ამა თუ იმ წყაროს განხილვის წაკითხვამდე ყოველთვის ვცდილობ წყაროს გაცნობას და გააზრებას, რაც ისტორიული მოვლენის უკეთ აღქმაში მეხმარება.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.
გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

“შეიცან თავი შენი” - მარიამ ქვარიანი

2016 წლიდან ქართული უნივერსიტეტი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ეს არის ადგილი, რომელიც სტუდენტებს გვაძლევს საშუალებას, ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების პარალელურად წვლილი შეიტანოს ჩვენი პიროვნული ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის განვითარებაში.

ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე, რადგან ვიცოდი თუ როგორი აკადემიური პერსონალით იყო იგი დაკომპლექტებული, თუმცა ბუნებრივია მქონდა გარკვეული შიში იმისა, რომ შეიძლებოდა მოლოდინები არ გამმართლებოდა. საბედნიეროდ, უნივერსიტეტის ოჯახურმა გარემომ და აქ გატარებულმა დღეებმა ყოველგვარი შიში გამიქარწყლა და უკვე მესამე წელია რაც წარმატებულად ვსწავლობ ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის პროგრამაზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტში არის მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება. ხშირად ეწყობა დისკუსიები და კონფერენციები, სადაც აქტიურად ვარ ჩართული, ასევე ხდება იმ სტუდენტების წახალისება, რომლებსაც გვაქვს მაღალი აკადემიური შეფასება. ამავდროულად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა წარმატებული და კომპეტენტური ადამიანების მოწვევა და მათი სტუდენტებთან კომუნიკაცია, იმართება საჯარო ლექციები, ტარდება ტრენინგები, სადაც სტუდენტებს საშუალება გვაქვს ცოდნასთან ერთად შევიძინოთ ახალი გამოცდილებაც. პირადად მე მივიღე უნივერსიტეტში ჩატარებულ 2 ტრენინგში მონაწილეობა, ესენია: Iთ პროექტების მართვა და ტრენერთა ტრენინგი, რომლებმაც ბევრი საინტერესო ინფორმაცია შემძინა.

ქართულმა უნივერსიტეტმა, აქ გატარებული დროის მანძილზე, ბევრი რამ შემმატა: სხვადასხვა სტუდენტურ კონფერეციებში, ტრენინგებსა თუ პრეზენტაციებში მონაწილეობამ საშუალება მომცა, გამომემუშავებინა ახალი უნარ-ჩვევები, უკვე არსებული კი გამეუმჯობესებინა. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა, რაც ამ უნივერსიტეტის კედლებში მივიღე, მომცემს საშუალებას განვახორციელო ჩემი სამომავლო გეგმები - გავხდე წარმატებული და თვითრეალიზებული ჩემს პროფესიაში.


მარიამ ქვარიანი
ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი

 

შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

2019 წლის 22 მარტს ქართულმა უნივერსიტეტმა თბილისის კერძო საშუალო სკოლა „აისის“ და 61 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შეხვდნენ ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ჯიქიას, ბიზნესის კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს და ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილს.

მოსწავლეებმა შეხვედრის ფარგლებში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ, დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო და კომპიურეტული აუდიტორიები,  საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი და ბიბლიოთეკა.

შეხვედრის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

20 მარტს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.

ღონისძება გაიხსნა გამოფენით, სადაც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ლევან ჯიქიამ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სასწავლო-საკვალიფიკაციო პროგრამების კოორდინატორმა ეკა დუღაშვილმა, საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის ხელმძღვანელმა ნესტან ბაგაურმა.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს საჩუქრად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცათ.

ქართული უნივერსიტეტის პროფესორები საბაკალავრო პროგრამების შესახებ

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: ფსიქოლოგია
პროგრამის კოდი: 1450109
პროგრამის შესახებ: https://goo.gl/5jjpVW
სწავლის შეღავათიანი პირობები: https://goo.gl/4MidUT

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: სამართალი
პროგრამის კოდი: 1450103
პროგრამის შესახებ: https://goo.gl/Qt3sxS
სწავლის შეღავათიანი პირობები: https://goo.gl/4MidUT

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება
პროგრამის კოდი: 1450108
პროგრამის შესახებ: https://goo.gl/nLMx86
სწავლის შეღავათიანი პირობები: https://goo.gl/4MidUT

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: ტურიზმის ბიზნესი
პროგრამის კოდი: 1450106
პროგრამის შესახებ: https://goo.gl/h6S2xV
სწავლის შეღავათიანი პირობები: https://goo.gl/4MidUT

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: ქართული ფილოლოგია
პროგრამის კოდი: 1450102
პროგრამის შესახებ: https://goo.gl/DFxyRF
სწავლის შეღავათიანი პირობები: https://goo.gl/4MidUT

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: ისტორია
პროგრამის კოდი: 1450101
პროგრამის შესახებ: https://goo.gl/TQHhzJ
სწავლის შეღავათიანი პირობები: https://goo.gl/4MidUT

პროგრამის კოდი: 1450104
პროგრამის შესახებ: https://bit.ly/2Ukk05A
სწავლის შეღავათიანი პირობები: https://bit.ly/2CWAO84

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტების მორიგი ვიზიტი აშშ-ის საელჩოში

2019 წლის 19 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო შეხვედრების სერიის ფარგლებში, მორიგი ვიზიტი შედგა.

მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, ქალბატონმა სოფო გელავამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „მედიაწიგნიერება და ყალბი ინფორმაციის გარჩევის გზები".
შეხვედრას ესწრებოდა ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვალერი მოდებაძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი ჯაბა მესხიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის მოწვეული სპეციალისტი, ლექტორი მარიამ ხატიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი გიორგი შონია. 

შეხვედრა პროზაიკოს დათია ბადალაშვილთან

2019 წლის 18 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა პროზაიკოს დათია ბადალაშვილთან.

ახალგაზრდა მწერალი საზოგადოებას წარუდგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ამირან არაბულმა, რომელმაც აუდიტორიას გააცნო დათია ბადალაშვილის ბიოგრაფია და დაახასიათა მისი, როგორც ორიგინალური ხელწერის მქონე ავტორის შემოქმედებითი თავისებურებები.

ახალგაზრდა პროზაიკოსს მიესალმნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი, დეკანოზი მიქაელ ბუკია.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ავტორი დიდ, ეროვნულ საქმეს ემსახურება, რადგანაც თავისი ძალისხმევით პატრონობს ბიბლიოთეკას სოფელ დიდ თონეთში და ყველა ზნეობრივი ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია ასეთი ახალგაზრდების მხარდაჭერა.

ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ახალგაზრდა ავტორი მცირე პროზის ჟანრში მუშაობს, რაც მწერლისაგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დათია ბადალაშვილის პროზაული ნიმუშები კი უდავოდ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მისი სახით ერთ-ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა შეემატა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.

პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ, როცა გარკვეული წრეები საზოგადოებაში დიდი მონდომებით აღვივებენ ეროვნულ ნიჰილიზმს, აუცილებელია დათია ბადალაშვილის მსგავს ახალგაზრდა შემოქმედთა წარმოჩენა, რომელთა შემოქმედებაც ჰუმანიზმით და ეროვნული სულით სუნთქავს.

დეკანოზმა მიქაელ ბუკიამ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა პროზაიკოსის ნიჭის დამფასებლებს და იმედი გამოთქვა, რომ დათია ბადალაშვილი თავის ღირსეულ კვალს დატოვებს ქართული მწერლობის ისტორიაში.

ამის შემდეგ დათია ბადალაშვილმა თავისი მცირე პროზაული თხზულებანი გააცნო საზოგადოებას. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდა პროზაიკოსმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების მორიგი ვიზიტი აშშ-ის საელჩოში

2019 წლის 12 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო შეხვედრების სერიის ფარგლებში, მორიგი ვიზიტი შედგა.
ქალბატონმა დალი ხომერიკმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში".
შეხვედრას ესწრებოდა ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი ჯაბა მესხიშვილი.

პროფესორ ევა გოცირიძის საჯარო ლექცია

2019 წლის 13 მარტს, ქართული უნივერსიტეტში პროფესორმა ევა გოცირიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "საქართველოს კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა დებულებები, სივრცე შემდგომი განვითარებისათვის". 
შეხვედრა გახსნა რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა პროფესორ ევა გოცირიძის როლს ადამიანის უფლებათა საკითხების მეცნიერულ შესწავლასა და განვითარებაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროფესორმა ევა გოცირიძემ ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის იმ დებულებების შესახებ, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან. განიხილა კონსტიტუციის ახალი  რედაქციის ძლიერი და სუსტი მხარეები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. 
ლექციის ბოლოს პროფესორმა  ევა გოცირიძემ უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.

საქართველოს დამფუძნებელი კრება - 100

2019 წლის 11 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

მოხსენებები წაიკითხეს: ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ გურულმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ, სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დაზმირ ჯოჯუამ, ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ქართული უნივერსიტეტის პროფესორებმა: გვანცა ბურდულმა, ჯაბა მესხიშვილმა.

“შეიცან თავი შენი” - შოთა მუმლაძე

სტუდენტობის წლები, ადამიანის ცხოვრებაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო შთამბეჭდავი პერიოდია. ადამიანი, პიროვნებად საბოლოოდ ამ დროს ყალიბდება; იძენს განათლებასა და გამოცდილებას მომავალი ცხოვრებისათვის. ცხადია, ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს უნივერსიტეტი, აძლევს რა, სტუდენტს განათლებას; ეხმარება მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ჰუმანიტარულმა სფერომ ბავშვობიდანვე დამაინტერესა. წიგნიერების თვალსაზრისით საქართველოს მდიდარი ისტორიული წარსული გააჩნია, საკმარისია, გავიხსენოთ მე-4 საუკუნის ფაზისის და განვითარებული შუა საუკუნეების გელათისა და იყალთოს აკადემიები, ასევე უცხოეთში არსებული არაერთი ქართული საგანმანათლებლო კერა.

ამ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვსწავლობდი თეოლოგიას, თუმცა გადავწყვიტე, სპეციალობა შემეცვალა და ამ უნივერსიტეტში ისტორიის მიმართულებაზე ჩამებარებინა. აქ გატარებულმა 2 წელმა დამარწმუნა, რომ თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ეს უნივერსიტეტი ავირჩიე. ვარ სრულიად თავისუფალ გარემოში, სადაც არაერთი ადამიანისაგან ვგრძნობ თანადგომასა და მხარდაჭერას, განვითარებისა და მეტი ცოდნის შეძენისათვის.
ვსწავლობ თითქმის ყველა ძირითად საისტორიო დისციპლინასა და საგანს; ასევე არჩევით საგნებს, რაც საშუალებას მაძლევს მივიღო არა მხოლოდ ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა, არამედ გავიღრმავო ცოდნა სხვა მიმართულებებითაც, რომლებიც მე მაინტერესებს.

ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად სამი რამ არის საჭირო: პირველი -  პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; რა საკითხია ან რომელი სამეცნიერო თუ სასწავლო პროგრამაა აქტუალური, რომელიც კარგ ცოდნას მოგცემს და სამომავლოდ შენი წარმატების გარანტიც იქნება. მეორე - სასწავლო გარემო, კარგი უნივერსიტეტი, მაღალი დონის პროფესურით. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი - თავდაუზოგავი შრომა დასახული მიზნის მისაღწევად.

ვფიქრობ, ამ უნივერსიტეტში სამივე ეს კომპონენტი ჩინებულადაა გაერთიანებული.

იმიტირებული დანაშაულის ადგილის დათვალიერება

2019 წლის 6 მარტს ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა "შემთხვევის ადგილის დათვალიერება", რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოახდინეს იმიტირებული დანაშაულის ადგილის დათვალიერება, მოწმის გამოკითხვა, ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დათვალიერება და ამოღება.

მეცადინეობა ჩაატარა მოწვეულმა სპეციალისტმა იოსებ წერეთელმა. დასასრულს  სტუდენტებმა და ტრენერმა ერთად შეაჯამეს იმიტირებული პროცესის შედეგები.
 

შეხვდერა წმიდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებთან

2019 წლის 7 მარტს ქართულმა უნივერსიტეტმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ისინი შეხვდნე ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ჯიქიას და ბიზნესის კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ქისტაურს.

დეკანებმა დაინტერესებულ მოსწავლეებს სასურველ მიმართულებაზე არსებული სასწავლო პროგრამები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ მათ დაათვალიერეს ქართული უნივერსიტეტი.
დასასრულს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.

გვახსოვდეს სისხლიანი 9 მარტი

1956 წლის 9 მარტს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 63 წელი გავიდა, აქ საბჭოთა იმპერიის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის (ნიკიტა ხრუშჩოვი, მარშალი გიორგი ჟუკოვი) ბრძანებით დახვრიტეს მშვიდობიანი მიტინგის მონაწილე ახალგაზრდები. ამ დიდმა ტრაგედიამ პირველი სინათლეც მოიტანა თბილისის ქუჩებში გაჩნდა ასეთი შინაარსის პროკლამაციები: "ხომ არ დაგავიწყდათ 9 მარტის სისხლიანი ღამე, ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი. ქართველი ხალხის გაჟლეტის და აოხრების წლები? როდემდის უნდა გვქონდეს ქედი მტარვალი კომუნისტების მახვილქვეშ? ჩვენ წინაპრებს სისხლი არავისთვის შეურჩენიათ და არც ჩვენ უნდა შევარჩინოთ... მიმოიხედეთ ირგვლივ. მსოფლიო ბობოქრობს. განკითხვის დღე მზადდება კრემლის ჯალათებისთვის. თბილისში, პოზნანში და ბუდაპეშეტში მათ მიერ დაღვრილი უდანაშაულო ადამიანთა სისხლი სამართალს ითხოვს. მათი აღსასრული მოახლოებულია... სიკვდილი ქართველ კომუნისტებს!"

1956 წლის 9 მარტის მოვლენას მიეძღვნა საგანგებო სხდომა, რომელიც 2019 წლის 7 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. 

1956 წლის 9 მარტის მოვლენებზე ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ. პროფესორებმა ვახტანგ გურულმა, ვალერი მოდებაძემ, გელა ქისტაურმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებმა: მარიამ ყიფშიძემ, სალომე ქასაბიშვილმა. 
9 მარტს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ვაკის სასაფლაოზე კიაზო ჭანტურიძის საფლავთან გადაიხდიან 9 მარტს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
 

გამოქვეყნდა ვალერი მოდებაძის წიგნი "უსაფრთხოების გამოწვევები გლობალიზებულ სამყაროში"

ცნობილი გერმანული გამომცემლობის (Lambert Academic Publishig) „ლამბერტ აკადემიკ პაბლიშინგის” დაფინანსებით გამოქვეყნდა ვალერი მოდებაძის წიგნი „უსაფრთხოების გამოწვევები გლობალიზებულ სამყაროში“ („safety and security challenges in a globalized world“).  წიგნი დაწერილია ინგლისურ ენაზე და მიმოიხილავს კაცობრიობის წინაშე არსებულ გამოწვევებს გლობალიზებულ სამყაროში: ეთნიკურ კონფლიქტებს და ომებს, ეკოლოგიურ პრობლემებს და გარემოს დეგრადაციას, ცივი ომის შემდგომ პერიოდში სახელმწიფოების წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეებს. 

წიგნის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე

წიგნის ელექტრონული ვერსია არის ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და დაინტერესებულ მკითხველს  შეუძლია გაეცნოს წიგნში არსებულ ინფორმაციას.

შეხვედრა აშშ-ის საელჩოში

2019 წლის 5 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორმა ქალბატონმა თეა კუჭუხიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე" ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი პროგრამები".

შეხვედრას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი ჯაბა მესხიშვილი.

შეხვედრა თბილისის მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეებთან

2019 წლის 6 მარტს ქართულმა უნივერსიტეტმა მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შეხვდნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანს, პროფესორ ლევან ჯიქიას; ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ნინო დამენიას.
მოსწავლეებმა შეხვედრის ფარგლებში მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის სასურველი მიმართულებებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ, დაათვალიერეს ქართული უნივერსიტეტის სასწავლო და  კომპიურეტული აუდიტორიები,  საკონფერენციო დარბაზები, სატრენაჟორო დარბაზი და ბიბლიოთეკა.
შეხვედრის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.

თანამშრომლობის ხელშეკრულება ,,სტრაიქპლაგიარიზმის’’ წარმომადგენლებთან

ქართულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება დაიდო. 2019 წლის 5 მარტს შედგა შეხვედრა ანტიპლაგიატური სისტემის პოლონური კომპანია ,,სტრაიქპლაგიარიზმის’’ წარმომადგენლებთან. აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტი, რომელიც ქართულ უნივერსიტეტს მისცემს  პლაგიატის დადგენის და მასთან ბრძოლის მეტ შესაძლებლობას.  კონტრაქტს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და ,,სტრაიქპლაგიარიზმის“ საერთაშორისო მარკეტინგის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ალი ტაჰმაზოვმა.

ხელშეკრულება, რომლის მიზანიც არის პლაგიატთან ბრძოლა, ითვალისწინებს ქართული უნივერსიტეტის მეცნიერის ან სტუდენტის სტატიისა თუ ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომის ატვირთვას კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში, სადაც ისინი  შეინახება გარკვეული ზღვრული ვადით, რათა განხორციელდეს შედარებითი ანალიზი. ამ გზით  მონაცემთა ბაზაც გაფართოვდება და ნაშრომის ავტორსაც შემოწმებულ  დოკუმენტსა და მონაცემთა ბაზაში არსებულ დოკუმენტებს შორის აღმოჩენილი მსგავსების შესახებ მიეწოდება ინფორმაცია. დადებული ხელშეკრულებით, მსგავსების   აღმოჩენის ალბათობა 100%-ით იქნება ხელმისაწვდომი ქართული უნივერსიტეტისათვის. ხელშეკრულებით განსაზღვრულია სისტემით სარგებლობის პირობები და შესადარებელი დოკუმენტების შემოწმების ვადები.

სტუმრებმა ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტებს  გააცნეს მათ მიერ შემუშავებული სისტემა, რომელიც გამოიყენება პლაგიატიზმის დასადგენად. სადაც კომპიუტერული პროგრამა უზრუნველყოფს დოკუმენტების შინაარსის შედარებას. ამ მიზნით ,,სტრაიქპლაგიარიზმის“ წარმომადგენლებმა სისტემის გამოყენების შესახებ ჩაატარეს ტრეინინგი, რომელიც საინტერესო იყო როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ისე სტუდენტთათვის.

ხელშეკრულების გაფორმებით ქართული უნივერსიტეტი შეძლებს წარმატებით ბრძოლას პლაგიატიზმის  წინააღმდეგ.

წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგინება

2019 წლის 28 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზშიგაიმართა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამარტლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ტარიელ ფუტკარაძის წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგინება.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა და წიგნის ღირსებებზე ისაუბრა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
წიგნის შესახებ ისაუბრეს: წიგნის რედაქტორმა პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, პროფესორებმა: რევაზ შეროზიამ, ამირან გომართელმა, ნიკო ჯავახიშილმა, ლევან ჯიქიამ, ნომადი ბართაიამ, ლევან ბებურიშვილმა, პოეტმა ელგუჯა მარღიამ, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატმა რეზო კემულარიამ.

მონოგრაფიაში საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი,რომელიც ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნში გაანალზიებულია დღეს ლინგვისტური ქართველოლოგიის წინაშე არსებულ ხუთი არსებით გამოწვევა: 1. საერთაშორისო აკადემიურ ველში ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის საწინააღმდეგო იდეოლოგემ(ებ)ის დაბალანსება /თავდაცვა საინფორმაციო ომში/; 2. „რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევრო-პული ქარტიის“ რატიფიცირების კონტექსტში საქართვე-ლოს ენობრივი სიტუაციის ადეკვატური აღწერა; 3. რუსული ენობრივი პოლიტიკის წიაღში შექმნილი ტერ-მინოლოგიური დივერსიების განეიტრალებით სწორ სა-ხელმწიფოებრივ ორიენტირთა გაბუნდოვნების თავიდან აცილება; 4. ქართული ენის პრესტიჟის შენარჩუნების მიზნითა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ქართუ-ლი ენის ტექნოლოგიზება (ავტომატური ორენოვანი აკა-დემიური თარგმანის განხორციელება); 5. საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართველთა დედა-ენის, ქართული (/ქართველური) სამწიგნობრო ენის – კონსტიტუციური სტატუსის დაცვის უზრუნველყოფა, ქართველური ზეპირი მეტყველებების შენარჩუნებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ქართველობის ენობრივი იდენტობის გადარჩენა.

წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის. გამოკვლევაში ძირითადი ადგილი უჭირავს ხელისუფლებისათვის მომზადებულ რეკომენდაციებს, რომლებიც საყურადღებოა საინფორმაციო ომში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის. 

წიგნში გამოკვლევას ეთმობა 184 გვერდი; საარქივო და სხვა დოკუმენტური მასალების დანართს - 114 (დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად იბეჭდება), წიგნის რეცენზიებს - 20; 22 გვერდს მოიცავს პირთა, ენათა, დიალექტთა, კილოკავთა,ასევე: ერების, ეთნოსების, ტომების, თემებისა და ტერმინების საძიებელი.
წიგნის რედაქტორია პროფ. მერაბ ჩუხუა; რეცენზენტები: პროფ. ნუგზარ ანთელავა, პროფ. ეკა დადიანი, პროფ. რევაზ შეროზია. წიგნის გარეკანის კომპოზიციას ამშვენებს დუტუ მეგრელის ფოტო. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“.

დასასრულს პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ სტუმრებს მადლობა მოახსენა სტუმრობისა და მისი მონოგრაფიით დაინტერესებისთვის.

ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრად აშშ-ის საელჩოში

2019 წლის 26 თებერვალს ქართული უნივერსიტეტის (SANGU) რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ჯიქია, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელჩ როს უილსონთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ხუან ხოსე აპარისიოსთან. შეხვედრის თემა იყო „აშშ-საქართველოს ურთიერთობა და აშშ-ის დახმარება საქართველოს მიმართ“.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ამ შეხვედრით SANGU-ს სტუდენტებისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით, დაიწყო საგანმანათლებლო შეხვედრების სერია, რომლის ინიციატორი არის SANGU-ს მოწვეული სპეციალისტი, ლექტორი მარიამ ხატიაშვილი.

შეხვედრა Campus Lions Club Tbilisi-ის წარმომადგენლებთან

2019 წლის 27 თებერვალს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის Lions Clubs International-ის საქართველოს ფილიალის Campus Lions Club Tbilisi (CLCT) წარმომადგენელმა რატი ქირიამ, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერაზმუსის პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც შეხვედრის ორგანიზატორებს სტუმრობისა და სტუდენტთა დაინტერესებისთვის მადლობა მოახსენა.

შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია ერასმუსის პროგრამაზე განსაზღვრული შემდეგი თავისუფალი სამუშაო პოზიციების შესახებ: პროექტის მენეჯერი, სოციალური მედიის მენეჯერი, გრაფიკული დიზაინერი.

პროექტის მენეჯერის პოზიციის დასაკავებლად სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილების ქონა, თუმცა ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც აკმაყოფილებენ მინიმალურ მოთხოვნებს განხილული იქნებიან ამ პოზიციაზე.

სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციას დაიკავებს კრეატიული ადამიანი, რომელსაც აქვს ტექსტური მედიის საშუალებით ინფორმაციის გაზიარების საუკეთესო შემოქმედებითი უნარ ჩვევები.

გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე კი აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტუდენტს ჰქონდეს საშუალო ცოდნა ან გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მინიმუმ ერთ პროგრამაში. (Adobe Photoshop, Illustrator, Affinity Photo, Sketch, GIMP ან სხვა).

Campus Lions Club Tbilisi (CLCT) მისია საქართველოში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების აქტიური განხორციელებაა. 2013 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ არა ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიება განახორციელა.
ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 2018 წლიდან CLCT აქტიურად ჩაერთვება ერასმუსის საგანმანათლებლო პროექტებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში იგეგმება რამდენიმე სამუშაო პოზიციის დამატება, რაც მოიაზრებს ახალი წევრების მიღებას. წევრების შერჩევა მოხდება უშუალოდ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებიდან. შერჩეულ წევრებს მიეცემათ შანსი უფასოდ მიიღონ მონაწილეობა უცხოეთში გამართულ სხვადასხვა ტრეინენგებსა და პროექტებში.

აკრედიტებული პროგრამა ისტორიაში - ინტერვიუ ლევან ჯიქიასთან

ქართული უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს წარმართავს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით, რომლებიც შეესაბამება  აკრედიტაციის სტანდარტებს. რამდენიმე პროგრამამ უკვე გაიარა აკრედიტაცია, მათ შორის  შვიდი წლით სრული აკრედიტაცია მოიპოვა ისტორიის საბაკალავრო პროგრამამ.

რა პროცესები ახლდა აკრედიტაციის გავლას, როგორ მიმდინარეობდა იგი, რა გაკეთდა და რა კეთდება სწავლების ხარისხის ასამაღლებლად,  ამ საკითხებზე გვესაუბრება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის  დეკანი, ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია.

- ბატონო ლევან, მოგესალმებით.
- მოგესალმებით.

- სრული აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა უნივერსიტეტის რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამას და მათ შორის ისტორიის საბაკალავრო პროგრამას, ნიშნავს იმას, რომ თითოეულმა მათგანმა  სრულად დააკმაყოფილა სტანდარტის ყველა მოთხოვნა. რას გვეტყვით ისტორიის პროგრამის შესახებ, ვინ არიან მისი ხელმძღვანელები?  
- ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, თანახელმძღვანელი კი - მე ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მუდმივად ცვლის იმ სტანდარტებს, რომელთაც თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს. ისტორიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამაში ჩავრთეთ მთელი საქართველოს მასშტაბით დარგის აღიარებული სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ ფუნდამენტური კვლევები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის მიმართულებით. პროგრამა შევადარეთ როგორც საქართველოში, ისე ევროპაში არსებულ მსგავს პროგრამებს, გავიზიარეთ უცხოელი კოლეგების რჩევები. აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე პროგრამამ უპირობო მხარდაჭერა მოიპოვა, შესაბამისად პროგრამას მიენიჭა სრული შვიდწლიანი აკრედიტაცია. მიღწეულით ტკბობას არ ვაპირებთ, ჩვენი მიზანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ეტაპობრივად დანერგვა ჩვენს უნივერსიტეტში. 

- რამ განაპირობა პროგრამის წარმატება, რა განასხვავებს მას სხვა უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამებისაგან, რა ქმნის მის სპეციფიკას, რა არის ის, რის გამოც შეიძლება აბიტურიენტმა უპირატესობა მიანიჭოს ჩვენს უნივერსიტეტს და აქ ისურვოს ჩაბარება?  
-ჩვენი პროგრამის წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: აკადემიური პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით დაკომპლექტებული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები (სმარტდაფები და სხვ.), სტუდენტთა ინტერესების მუდმივად გათვალისწინება და სხვა. სასიხარულოა, რომ სამეცნიერო პროდუქტიულობით გამორჩეული ჩვენი აკადემიური პერსონალის სახელმძღვანელოებითა და მონოგრაფიებით მიმდინარეობს სწავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგალითისთვის პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს, აკადემიკოს როინ მეტრეველსა და პროფესორ ვახტანგ გურულს დავასახელებ. უფროსი თაობის აკადემიურ პერსონალს სასემინარო მუშაობისას ახალგაზრდა კადრები ეხმარებიან. შესაბამისად შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ დროთა განმავლობაში უნივერსიტეტისთვის თაობათა ცვლის პროცესი კანონზომიერად და უმტკივნეულოდ მოხდება. ჩვენი მიზანია სტუდენტების სრულფასოვნად მომზადება როგორც სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ისე შემდგომი პედაგოგიური საქმიანობისათვის. გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენა, რათა კურსდამთავრებულებმა ადვილად შეძლონ კომუნიკაცია უცხოელ კოლეგებთან და დაიცვან საკუთარი პოზიციები დისკუსიაში. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებულ უთანასწორო საინფორმაციო ომში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდა ისტორიკოსებმა უნდა თქვან. 

-  უნივერსიტეტში სალექციო სწავლებასთან ერთად დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ მუშაობას. რა აქტივობებს სთავაზობთ სტუდენტებს?
- მუდმივ დიალოგში ვართ სტუდენტებთან და ვარკვევთ მათი პროფესიული ინტერესების სფეროს. ეს ინტერესი აპირობებს ღონისძიებების შინაარსსა და ფორმას. სასწავლო სემესტრის დაწყებამდე ვადგენთ განსახორციელებელი აქტივობების ნუსხას, რომელსაც სასწავლო პროცესის დამხმარე ფუნქცია ენიჭება. სემესტრის განმავლობაში იმართება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციები, საჯარო ლექციები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩებთან თუ ცნობად სახეებთან შეხვედრები, შემოქმედებითი საღამოები, ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრებები. გვაქვს ასევე გასვლითი ღონისძიებები, როდესაც საქართველოს მასშტაბით ვსტუმრობთ ამა თუ იმ ღირსშესანიშნავ ადგილებს. უნივერსიტეტის დაფინანსებით პირველკურსელებისა და წარჩინებული სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ეწყობა ექსკურსია საქართველოს სხვადასხვა მხარეში. გარდა ამისა, სასიხარულოა, რომ ხშირ შემთხვევაში ინიციატივა სტუდენტების მხრიდან მოდის და ისინი თავად ერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. მაგალითად, ჩვენი პროგრამის სტუდენტები ეხმარებიან საჯარო სკოლის პედაგოგებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლეებზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ჩვენმა რექტორმა ერთ-ერთი საჯაროს სკოლის დირექტორისგან მადლობის წერილიც მიიღო. 

- რა სახის სტიპენდიები გაიცემა ისტორიის მიმართულებაზე და რა შემთხვევაში ენიშნება იგი სტუდენტს?  
- არსებობს ორი საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია - „წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის“ და „უწმიდესის და უნეტარესის, ილია მეორის სახელობის“, ცალკეა სკოლის სტიპენდიები. საუნივერსიტეტო სახელობითი სტიპენდია ენიშნება უნივერსიტეტის მასშტაბით საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ორ სტუდენტს. სკოლაში გვაქვს ათი სტიპენდია, რომელიც სპეციალობების მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. ისტორიის სპეციალობაზე ორი სტიპენდიაა დაწესებული, რომელიც ეძლევა სტუდენტს მთელი სემესტრის განმავლობაში, ანუ ექვსი თვე. სტიპენდიის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობაა მაღალი აკადემიური მოსწრება ე.წ. „ფრიადი“, თანაბარი ქულების შემთხვევაში ყურადღება ექცევა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებს. სტიპენდიანტობა, დამეთანხმებით, დიდი პასუხისმგებლობაა, შესაბამისად სემესტრის განმავლობაში სტიპენდიანტთა ეგიდით რამდენიმე აქტივობა ხორციელდება. გასულ სემესტრში სტიპენდიანტებმა სტიპენდიიდან შეგროვილი თანხით თბილისში ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს აღმოუჩინეს მცირე დახმარება. მსგავსი საქველმოქმედო აქციები ჩვენთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. 

- ჩვენი უნივერსიტეტი გამორჩეულია სტუდენტთა დასაქმებაზე ზრუნვით, როგორია თქვენს პროგრამაზე კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი?
- დასაქმება არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ვცდილობთ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. უნივერსიტეტში შექმნილია სამსახური, რომელიც მუდმივად აწვდის კურსდამთავრებულებს ინფორმაციას გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ. გარდა ამისა, უნივერსიტეტის მაგისტრალური ხაზია საკუთარი კურსდამთავრებულების უნივერსიტეტში დასაქმება სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე, რომელთა შორის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებიც არიან. ის სტუდენტები, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს შემდეგ საფეხურებზე და მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, ამჟამად ჩვენს უნივერსიტეტში ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას. გარდა ამისა, საამაყოა, რომ ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები მუშაობენ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში. მათ ჩვენი ღირსეული უფროსი თაობის ღირსეულ შემცვლელებად მოვიაზრებთ.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

გვახსოვდეს 1921 წლის 25 თებერვალი

25 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა გაიმართა.


სხდომა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც 98 წლის წინ საქართველოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. 1918-1921 წლებში საქართველოში ევროპული ტიპის სახელმწიფო შენდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებით, სადაც გარანტირებული იყო თითოეული მოქალაქის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებები. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ ქართველი ერის პროევროპული არჩევანი 70 წლით დაასამარა. ქართველი ერის ისტორიაში უმძიმესი ხანა დაიწყო... დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსების განქიქებით არიან დაკავებული და მათ სდებენ ბრალს ოკუპანტისადმი არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაში. ეს სუბიექტური მიდგომა და საქართველოს უახლესი ისტორიის არცოდნაა. ჩვენი ვალია სათანადო პატივი მივაგოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში, შემდეგ კი მის დაცვაში. საერთაშორისო არენაზე ძალთა ბალანსი სამწუხაროდ ოკუპანტის სასარგებლოდ გადაიხარა, რაც რა თქმა უნდა არ აკნინებს ქართველი პატრიოტების ღვაწლს, აღნიშნა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.


სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: ვახტანგ გურული, ტარიელ ფუტკარაძე, ლევან ჯიქია, ვალერი მოდებაძე, სტუდენტები: გური ბაბილოძე და შოთა მუმლაძე.
 

რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის პრეზენტაცია

2019 წლის 23 თებერვალს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ რამაზ ლომინაძის სახელობის ფონდის წარდგენა, რომლის მიზანი აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნული ფონდის დამფუძნებლები არიან: მარინე ვეკუა, მერაბ ლომინაძე, თეა ლომინაძე, ეკატერინე ბარნაბიშვილი და ავთანდილ გასვიანი. ქართულ უნივერსიტეტთან ერთად ფონდის პარტნიორები არიან ევროპის უნივერსიტეტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია. ფონდის საქმიანობა მოიცავს - საქართველოს უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის რამაზ ლომინაძის სახელობის სტიპენდიის დაწესებას, აკდემიური ფორუმების ორგანიზებას,  სამეცნიერო ლიტერატურის გამოქვეყნებას, პროფესიული სწავლების ხელშეწყობას და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

შეხვედრა გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მან გაიხსენა ბატონი რამაზი და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრივით მტკივნეული იყო რამაზ ლომინაძის გარდაცვალება სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებისა  და იმ სტუდენტებისთვის რომლებსაც იგი ასწავლიდა.

ფონდის პრეზენტაციას ბატონი რამაზის ოჯახის წევრები, მეგობრები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები და მისი სტუდენტები დაესწრნენ, ერთად გაიხსენეს მასთან ურთიერთობის სასიამოვნო დეტალები და პატივი მიაგეს მის უკვდავ ხსოვნას. ბატონი რამაზ ლომინაძე წლების განმავლობაში ქართულ უნივერსიტეტში სხვადასხვა სალექციო კურსს კითხულობდა.


ღონისძიების დასასრულს მისი ოჯახისა და რამაზ ლომინაძის ფონდის გადაწყვეტილებით ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ პირველი კურსის სტუდენტ მანანა ესიტაშვილს დაენიშნა რამაზ ლომინაძის სახელობითი სტიპენდია და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

"ვირტუსის" საბუნებისმეტყველო ფინალური პრეზენტაციები

22 თებერვალს ქართულ უნივერსიტეტში კერძო სკოლა-პანსიონ „აიბი მთიების“ საგანმანათლებლო პრორგრამა ,,ვირტუსის“ საბუნებისმეტყველო ფინალური პრეზენტაციები გაიმართა.

ბაკალავრიატის საფეხურის აკადემიური პროექტი უკვე ხუთი წელია წარმატებით ახორციელებს  საშუალო სკოლის ცოდნის სინქრონიზაციას, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის აკადემიურ სტანდარტებთან არის მიახლოებული.

პროექტ „ვირტუსის“ მიზანია მოსწავლეებში განავითაროს სხვადასხვა საკითხებისადმი მეცნიერული მიდგომები და ახალგაზრდებს დაეხმაროს ელემენტარული კვლევითი უნარების გამოვლენაში.

პროექტი მსგავსი აქტივობებით ცდილობს ხელი შეუწყოს „აიბი მთიების“ მოსწავლეების მომავალი პროფესიის სწორად არჩევას და დაუფლებას. პროექტი „ვირტუსი“ ტრადიციულად  საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით ტარდება და მისი მონაწილეები არიან „აიბი მთიების“  მოსწავლეები, პედაგოგები  და კოორდინატორები.

პროექტის წამყვანი თემა იყო „მათემატიკა - სამყაროს ენა“. პროექტის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, „აიბი მთიების“ უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა ყარალაშვილი, საბუნებისმეტყველო პროფილის სკოლის ხელმძღვანელი ნანა მიგინეიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედროს ხელმძღვანელი ნანა კობახიძე, ფიზიკის პედაგოგები: სოფიო მეტრეველი და ლუიზა დოლიძე.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ 10-11-12 კლასის მოსწავლეები. დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტაციის ავტორები: ალექსანდრე თათარაშვილი, ლაშა გოგოლაშვილი, ლუკა გონაშვილი, ნინია პაპუკაშვილი და თამარ რომელაშვილი. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ გამარჯვებულებს უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ინფორმატიკის ნიჭის მქონე მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის გამოვლენის, წახალისებისა და ოლიმპიადისთვის მომზადების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი დოკუმენტი გააფორმა შპს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურთან“.

დოკუმენტს, "საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში“, ხელი მოაწერეს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ,,მზიურის“ დირექტორმა, ბატონმა გიორგი თოდრიამ. ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს მოსწავლეებისა და სტუდენტების მომზადებას ოლიმპიადისათვის. ამ მიმართულებით ქართული უნივერსიტეტი გაააქტიურებს მუშაობას, რათა აღნიშნულ ცენტრთან ერთად გამოავლინოს ნიჭიერი ახალგაზრდები, დააახლოვოს ისინი ერთმანეთთან და უნივერსიტეტში ჩაატაროს ორი ოლიმპიადა - მათემატიკური კონკურსი „იმედი ხვალის“ და საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი პროგრამირებაში. აღნიშნული აქტივობები ერთ ან რამდენიმე ტურად ჩატარდება. დასკვნითი ტურიც ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება და გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.

ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსური საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ ორივე მხარის მიერ არჩეული საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ხოლო შინაარსობრივ მხარეს სამეცნიერო კომიტეტის წევრები, რომელთაც ასევე ერთად ირჩევენ  ქართული უნივერსიტეტი და ცენტრი ,,მზიური.“

მემორანდუმს, რომელიც ქართულ უნივერსიტეტში გაფორმდა, დიდი  მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქართული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისათვის, არამედ ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისათვის.

"შეიცან თავი შენი" - თათა ქუტიძე

„2015 წლიდან ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ... მეოთხე წელია მის ფანჯრებთან იწყება ჩემი დილა და ცოტა არ იყოს თვითკმაყოფილების შეგრძნება მაქვს, დიდი ხნის წინ სწორი არჩევანი რომ გავაკეთე. ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ კი ვიტყვი, რომ ამ უნივერსიტეტში თავი უკვე გარკვეულწილად ამოვწურე. 2016 წელს თვითმმართველობის პრეზიდენტი გავხდი ხმათა უმრავლესობით და საკმაოდ საინტერესო გუნდთან ერთად ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ... უფრო მიმართულება პიარისკენ მქონდა აღებული, მინდოდა უნივერსიტეტი ისე გაეცნო საზოგადოებას, როგორიც რეალურად იყო და არა როგორი წარმოდგენაც ექმნებათ. სახალისო იყო ყოველი დღე და, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო. შემდეგ იყო ჩინეთი.  ჩინეთის მთავრობის გრანტი მოვიპოვე და ერთი წლით დავტოვე საქართველო, გადავსახლდი ჩინეთის ერთ-ერთ საკმაოდ მოდერნიზებულ ქალაქში და ვსწავლობდი საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, რაც, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევა იყო ამხელა კონკურენციის ფონზე. იქ გამგზავრებაზე ჩემი სპეციალობის ყველა სტუდენტი ოცნებობს და, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ რომ მე მერგო ეს ყველაფერი... ცალკე ცხოვრებამ კი ძალიან ბევრი რამ მასწავლა... მაგრამ ვიცი, რომ გასავლელი კიდე ბევრი მაქვს, ოცნება არ მჩვევია, თუმცა ძალიან მინდა, რადგან აზიური მიმართულება ავიღე, ჩინეთში გავიარო მაგისტრატურა... წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რადგან აქამდე მოვედი, თუნდაც იმ დიდი შრომის ხარჯზე, არც ეს დამრჩება აუხდენელი“.

აკრედიტებული პროგრამა ფსიქოლოგიაში - ინტერვიუ დიმიტრი ნადირაშვილთან

ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია. როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და როგორ გაგრძელდება მუშაობა აკრედიტაციის შემდეგ, რით არის გამორჩეული ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამა, ამის შესახებ გვესაუბრება მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი.

-ბატონო დიმიტრი მოგესალმებით.
- მოგესალმებით.

- როგორი იყო აკრედიტაციის პროცესი და რამდენად წარმატებულად დასრულდა იგი? 
- ყოველ აკრედიტაციაზე ასე იყო და ახლაც ჩვენმა პროგრამამ წარმატებით გაიარა პროცედურა და დიდი მოწონება დაიმსახურა. აკრედიტაციის დამთავრების შემდეგ თითოეული ასეთი პროგრამა თავის მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. ახალი მიმართულებები, რომლებიც შემოგვაქვს ამ საფეხურების დასრულების შემდეგ არის ლოგიკური გაგრძელება იმ დინამიკის და პროცესის, რომელიც დაწყებული გვაქვს ქართულ უნივერსიტეტში. ვერთვებით განათლების ევროპულ პროცესში, ჩვენთან ურთიერთობაში შემოდიან პარტნიორები - უცხოეთის უნვერსიტეტები. ამ ცოდნის და გამოცდილების შემდეგ უკვე ადვილია თამამი დიდი ნაბიჯების წინ გადადგმა.

- რა შეიცვალა აკრედიტაციის შემდეგ?
- გამოიკვეთა საინტერესო პროცესები ამ მხრივ: სწავლებაში პრაქტიკული მეცადინეობები, ახალი პროგრამები, ასევე განხორციელდა ის ახალი ნაბიჯები სწავლების პროცესში, რომლებიც გადაიდგმება ნოვატორულად ფსიქოლოგების მიერ. მაგალითად, სპეციალობა ინგლისური შემოვიტანეთ სწავლების პროცესში. აქტუალური გახდა, რომ ინგლისურის სწავლება არ იყოს მარტო ინგლისურისთვის, არამედ ფსიქოლოგიისთვისაც იყოს, რათა ფსიქოლოგიური ტერმინოლოგიით, ფსიქოლოგიური დეფინიციებით, სახელმძღვანელოებით იყოს განმტკიცებული ეს ცოდნა. აგრეთვე დავაკვირდით და დავამატეთ ახალი პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც მანამდე ისეთი ფორმით და ზომით არ იყო. მეტი და მეტი პროფესიონალები მოვიზიდეთ, მოწვეული პროფესორები. 

- თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ  ჩვენი უნივერსიტეტი სპეციფიკურია, მეტიც, უნიკალურია ფსიქოლოგიის სწავლების თვალსაზრისით, რა ქმნის მის განსხვავებულობას, რას სთავაზობთ ფსიქოლოგიით დაინტერესებულ სტუდენტებს?
- აქ მოხვედრის შემთხვევაში ისინი მიიღებენ ღრმა და საფუძვლიან, სპეციფიკურ განათლებას. პირველ და მეორე კურსზე ძალიან დიდ ზოგად ფსიქოლოგიურ განათლებას ვაძლევთ სტუდენტებს: ეს არის ზოგადი ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, სპეცკურსები. ასეთი განათლების დეფიციტია საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მეორე, რითაც გამოირჩევა ქართული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სასწავლო პროცესი, არის ის, რომ ჩვენ ვასწავლით ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მონაპოვარს,  განწყობის თეორიას, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოში ცნობილი ხუთი დიდი თეორიიდან. ეს თეორია სიღრმისეულად ისწავლება ჩვენთან. კიდევ მინდა აღვნიშნო ჩვენი სპეციფიკა - ეს არის გამოყენებითი ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით ძალიან აქტუალურია, რადგან მოგეხსენებათ, ყოფილ საბჭოთა კავშირში არ ისწავლებოდა. ახლა ჩვენშიც ძალიან აქტუალური გახდა გამოყენებითი ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, ისევე როგორც ეს არის დასავლეთში.

- შეიძლება ითქვას, რომ აქ ასწავლით პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დიდ თეორიულ ცოდნას ფლობთ?
- დიახ. დღეს დასაქმებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს, რომ ის იყოს მოთხოვნადი ბაზრის სივრცეში. ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, ჩვენთან ასწავლიან ისეთი სპეციალისტები, რომლებიც სერტიფიცირებული არიან ევროპის დონეზე. ჩვენს უნივერსიტეტში ოთხი ასეთი სპეციალისტია, რომლებიც ფლობენ ევროპულ ცოდნასა და გამოცდილებას და შეუძლიათ ევროპაშიც ასწავლონ, ჩაატარონ ფსიქოთერაპია და მკურნალობა მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ესენი არიან  პროფესორები: თეა გოგოტიშვილი, თინა ფანცულაია, მაია კალანდარიშვილი და თქვენი მონა-მორჩილი. 

- ქართულ უნივერსიტეტში ხშირად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები ფსიქოლოგიის მიმართულებით, რამდენად არიან მათში ჩართული  სტუდენტები?
- წელიწადში ოთხჯერ ვატარებთ კონფერენციებს, რომლებიც ეძღვნება დიმიტრი უზნაძის, შოთა ნადირაშვილის, ნოდარ ნათაძის ხსოვნას, მათ დაბადების დღეებთან დაკავშირებით.  მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, იმის მიხედვით,  ვინ როგორ გამოვიდა, ვაძლევთ სერტიფიკატებს. სხვა უნივერსიტეტებიდანაც  მოდიან სტუდენტები და ისინიც იღებენ სერტიფიკატს. ეს დიდი სტიმულია მათთვის. ასევე დიდი სტიმულია ევროპელი სპეციალისტების ლექციები. სტუდენტები მოწყურებულნი არიან ევროპულ განათლებას, ამიტომ ვაძლევთ საშუალებას, მოისმინონ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული უცხოელი სპეციალისტების  ლექციები, დაესწრონ მათ, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ ვორშოფებში და ამით გაიმდიდრონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მათ 4 წლის მანძილზე დიდი გამოცდილება უგროვდებათ.

- რამდენად ზრუნავთ თქვენი კურსდამთავრებულების დასაქმებაზე?
- ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ იმ ორგანიზაციებთან, იმ ინსტიტუტებთან, იმ ადამიანებთან,  რომლებიც ასაქმებენ ჩვენს სტუდენტებს. ისინი ჩართული არიან სწავლების პროცესში, გვაძლევენ მონაცემებს, თუ რა სჭირდებათ და ეს ძალიან ხელსაყრელია ჩვენთვისაც, ვახერხებთ დავინახოთ რეალობა და კორექტივები  შევიტანოთ სწავლების პროცესში. ამასთან, სტუდენტების სადიპლომო ნაშრომებს ვაფასებთ და ვაქვეყნებთ  ჩვენს ჟურნალებსა და სხვა საერთაშორისო ჟურნალებშიც. ამით ფართო საზოგადოებას ვაცნობით ახალგაზრდა კადრებს, მომავალ ფსიქოლოგებს და ამასთან სპეციალისტებსაც ვაცნობთ, რომლებიც ორიენტირებული არიან მცოდნე ახალგაზრდების მოძიებაზე.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
- გმადლობთ.


მოამზადა ნინო აბრამიშვილმა
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

გიორგი დელიბაშვილი - “შეიცან თავი შენი”


ვფიქრობ, სკოლის დამთავრებისას ადამიანის ძირითადი პიროვნული თვისებები უკვე ჩამოყალიბებულია, ამის შემდეგ კი იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც გძენს მეტ ცოდნას და გამოცდილებას. ოთხი წლის წინ ჩავაბარე ქართულ უნივერსიტეტში და ამ პერიოდში გარდა ჩემი პროფესიული ცოდნისა შევიძინე მეტი თავდაჯარებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა საქმის მიმართ. ეს ყველაფერი მომავალში დამეხმარება ცხოვრების სიძნელეების იოლად გადალახვაში.

ქართულ უნივერსიტეტში დამხვდა ძალიან თბილი და მეგობრული გარემო, სწავლის გარდა აქ შეგიძია დაკავდე მრავალი სხვა სახის გასართობი ან სპორტული აქტივობებით. ვფიქრობ, ის რაც ოთხი წლის განმავლობაში მივიღე ამ უნივერსიტეტისგან იქნება უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი ჩემი მიზნების მიღწევაში.

გიორგი დელიბაშვილი
ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტი

 

ზუკა კოტრიკაძე - პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში

ჩვენი დღევანდელი ინტერვიუერი ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი ზუკა კოტრიკაძეა, რომელიც გარდა იმისა, რომ წარმატებული სტუდენტია და ქართულ უნივერსიტეტში სემესტრული დაფინანსებით უფასოდ ეუფლება არჩეულ პროფესიას, თავისი გატაცების, ფოტოგრაფიის წყალობით, რომელიც მისთვის მალე პროფესიად იქცევა, გასულ წელს არაერთ წარმატებას მიაღწია.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუკა ფოტოებს ტელეფონით იღებს და მისი შემოქმედებითი ტექნიკა იმდენად საინტერესოა, რომ მისი ფოტონამუშევრები არაერთი პროექტისა და პოპულარული ვებგვერდების მიერ ჩატარებული ფოტოკონკურსების გამარჯვებული გხდა.
თუ როგორ იქცა მისი ბავშვობისდროინდელი გატაცება რეალობად და რამდენად წარმატებულად გადადგა პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში ინტერვიუდან შევიტყობთ.

-    ზუკა მოგესალმები.
-    მოგესალმებით.

-    გვიამბე შენ შესახებ, როგორი ბავშვობა გქონდა, სად დაიბადე, როდის აღმოაჩინე, რომ ხელოვნება იყო შენი სფერო, შენი საქმე, გატაცება...
-    დავიბადე გურიის ერთ-ერთ პატარა სოფელში. ეს არის ადგილი, რომელმაც მასწავლა წარმატებისთვის ბრძოლა, გამბედაობა, სამართლიანობა და მაჩუქა უნარი, რომ მიყვარდეს.  ბავშვობიდანვე ვიპოვე ჩემი ადგილი და ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. ბევრი წინააღმდეგობრივი ფაქტორის მიუხედავად, მქონდა თავისუფლება, რომ მეკეთებინა მხოლოდ ის, რაც ბედნიერებას მომანიჭებდა. სწორედ ხელოვნება იყო ის ერთადერთი. შეიძლება ითქვას, მუდმივად სცენაზე ვიდექი და სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებდი. 

-     რა გავლენა მოახდინა შენს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე ამ ბავშვობისდროინდელმა გატაცებამ?
-    მუსიკამ და კინოხელოვნებამ იქონია ჩემს შეხედულებებსა და მენტალობაზე დიდი გავლენა და შემიქმნა კულტურა. დღემდე ძალიან მიყვარს, მუდმივად ახალი ინფორმაციების, მეტის გაგების რეჟიმში ვარ. ისე მოხდა, რომ ყველაფერი, რაც შემიძლია ვაკეთო და რაზეც მუდმივად ვფიქრობ, მხოლოდ ხელოვნებაა. ზოგჯერ შეიძლება ყველაზე ძლიერი ნაწილი სუსტ მხარედაც იქცეს, მაგრამ ეს არ მაშინებს, რადგან თავდაჯერებულობას, დაუშრეტელ სურვილსა და სიყვარულს მოაქვს სასურველი შედეგი.

-    როდის დაინტერესდი კონკრეტულად ფოტოგრაფიით და როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
-    ფოტოგრაფია გაუცნობიერებლად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყოველდღიური ფიქრის საგნად იქცა. ალბათ, სულ რაღაც 3 წელი იქნება, რაც ვიღებ და ამ 3 წელშიც კი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე. ვიღებ მობილურით, რაც იწვევს ხოლმე გაკვირვებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სწორედ მობილურით გადაღება მეხმარება სასურველი კადრის მისაღებად. მაგალითად, ვიყო შეუმჩნეველი და გადავიღო ფოტო ისე, რომ არ მივიქციო გარშემომყოფების ყურადღება. ზოგადად, ბევრს ვფიქრობ და ამას საჭიროდაც ვთვლი, მაგრამ არის შემთხვევები, რომლებსაც ვერ გათვლი და ინსტიქტით უნდა გააკეთო. ჯერჯერობით სხვადასხვა ჟანრის ფოტოებს ვიღებ, ალბათ იმიტომ, რომ ერთ კადრზე ვარ დამოკიდებული. ბევრს დავდივარ ფეხით და მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობაა, თან მქონდეს ჩემი მობილური. ერთადერთი, ცალსახად რაც შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თითქმის არ ვიღებ შავ-თეთრ ფოტოებს, ძალიან მიყვარს ფერები, სულ ასე იყო, მაგრამ ახლა ვცდილობ შემოქმედებაში გადმოვცე ეს დამოკიდებულება.

-    გასული წელი შენთვის წარმატებებით იყო დახუნძლული, როგორი იყო პირველი წარმატებით გამოწვეული ემოცია და რამდენად გქონდა მოლოდინი, რომ შენი ფოტო წარმატებას მოგიტანდა?
-    გასულ წელს, გაზაფხულზე, სახელოვნებო კვირეულის ფარგლებში მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ,,ფერები’’. ნამუშევრები აგებული იყო მინიმალისტური სტილით. ვფიქრობ, რომ პროექტმა მოლოდინზე მეტად გაამართლა, რადგან გამოფენის ფოტოები ათეულობით გვერდსა და საიტზე არის განთავსებული. ამ პერიოდის შემდეგ აქტიურად დავიწყე მინიმალიზმის გადაღება. მაქვს ორი პროექტი, რომელიც BoredPanda-ს საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. ნოემბერი-დეკემბერი იყო ფოტოკონკურსებში გამარჯვებით დატვირთული. გავხდი ,,გალერია თბილისის’’ ფოტოკონკურსის “ჩემი თბილისის’’ გამარჯვებული, რის შემდეგაც ფოტოს ნახვა თბილისის რამდენიმე გაჩერებაზე შეგვეძლო. გამოფენიდან ერთ-ერთი ფოტო გახდა Avon-ის ფოტოკონკურსის “გაიფერადე დღე” გამარჯვებული. ვარ მსოფლიო ბანკის პროექტის “სიღარიბის სახის’’ ფინალისტი, ფოტო აუქციონზე 300 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. შემოსული თანხა კამპანიის ბენეფიციარებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვებს მოხმარდა. ჩემი ფოტოები განთავსებულია საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის სამსუნგის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდებზე. 

-    ამის შემდეგ იყო კიდევ არაერთი წარმატება, რომელ პროექტს გამოარჩევდი?
-    ტელეფონის ნოუთში ერთგვარ გეგმას ვწერ ხოლმე, რა მინდა გავაკეთო და რას ველოდები. ყველაზე მეტად მიხარია, როცა ამ შედეგს ვიღებ. ეს ემოცია ყველაზე იმედისმომცემი და უდიდესი სტიმულია. 5 ფოტო მოხვდა ‘‘’VSCO’’’-ს კოლექციაში. EyeEm-მა ჩემი ფოტო “minimal thoughts” 35 საუკეთესო ფოტოში შეიყვანა. 

-    რატომ აირჩიე ქართული უნივერსიტეტი, რა პროფესიას ეუფლები და როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტში?
-    ქართული უნივერსიტეტის შესახებ ჩემი დისგან გავიგე, მისივე რეკომენდაციითა და სურვილით გავხდი ამ უნივერსიტეტის სტუდენტი. ეკონომიკის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ვარ. მაქვს შესაძლებლობა, რომ ვისწავლო უფასოდ, სემესტრული დაფინანსებით, რაც ვფიქრობ, კარგი საშუალებაა და დიდი დახმარება უნივერსიტეტის მხრიდან. შესაძლოა, ჩემი მომავლი ძირითადი საქმიანობა “ეკონომიკას’’ არ დაუკავშირდეს, თუმცა, აქაც ვეძებ რაღაც ისეთს, რაც კომფორტის ზონაში მომაქცევს და შევძლებ მის გამოყენებას. ვცდილობ, ხშირად მივიღო მონაწილეობა ქართული უნივერსიტეტის პროექტებში. ვმონაწილეობ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ტრენინგსა და ღონისძიებაში. მიყვარს სიახლეები და მრავლფეროვნება, რაც სჭირდება ჩვენს უნივერსიტეტს და რასაც ვუსურვებდი მას.

-    დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
-    გმადლობთ.

ფოტოები იხილეთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/zuka.kotrikadze/

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ანა პაპუნაშვილი - სტუდენტური დღიური

ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარება არ ყოფილა ჩემი სპონტანური გადაწყვეტილება, ეს იყო გააზრებულად გადადგმული ნაბიჯი. პირველად უნივერსიტეტში ღია კარის დღეზე ვიყავი, ჩემი მეგობრის, ნინო ბახსოლიანის რჩევითა და დახმარებით. მახსოვს სიყვარულით და სიხარულით სავსე გარემო, რომელმაც უფრო გამიმძაფრა ქართულ უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი. პასუხების მოლოდინში, ყველა აბიტურიენტის მსგავსად, მეც ძალიან ვღელავდი. როდესაც ჩარიცხვის ამბავი გავიგე, შუამთის დედათა მონასტერში ვიყავი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ჩემთვის და წარმოუდგენელია ოდესმე დამავიწყდეს იმ დღის სიხარული. 

უნივერსიტეტის პირველი დღე ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა ჩემთვის დაუვიწყარი იყო სიახლისგან გამოწვეული ეიფორია. სტუდენტობა არის ახალი ეტაპი, როდესაც იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას. თავდაპირველად სიახლისადმი შიშის განცდაც კი დამეუფლა, მაგრამ მშობლების, უნივერსიტეტის პერსონალისა და მეგობრების მხარდაჭერით აქტიურად და გაბედულად ჩავები სტუდენტურ ცხოვრებაში.

განსაკუთრებულად თბილად და სასიამოვნოდ მახსენდება უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელთან, ბატონ ტარიელ ფუტკარაძესთან პირველი შეხვედრა და მისი სიტყვები, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნებოდა და ყველაფერში დაგვეხმარებოდა. ეს დაპირება ბატონმა ტარიელმა თავისი საქმით მრავალგზის დაადასტურა.

აღსანიშნავია ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანის, ბატონი ლევან ჯიქიას თანადგომა და გულისხმიერი დამოკიდებულება, რასაც გრძნობს ყველა სტუდენტი.
ქართულმა უნივერსიტეტმა საშუალება მომცა მომეხდინა ჩემი თავის რეალიზაცია. ლექტორების მხარდაჭერითა და დახმარებით, პირველივე კურსიდან მქონდა შესაძლებლობა, დამეწერა სამეცნიერო შინაარსის თემები და მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, რამაც, ვფიქრობ, დიდად შეუწყო ხელი ჩემს პროფესიულ ზრდას. 

მეორე კურსი ახალი გამოწვევებითა და სიახლეებითაა სავსე. თითოეული ახალი ადამიანის გაცნობისას მე ვხდები იმაზე უკეთესი, ვიდრე ვარ, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. მეორე კურსზე ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემია ქალბატონი ხათუნა კალანდარიშვილის ლექციები ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, რომლებმაც ახალი თვალით დამანახა მე-19 საუკუნის ქართული მწერლობა.
ჩემთვის უნივერსიტეტი არაა ადგილი, სადაც, უბრალოდ, ყოველ დილით  მივდივარ. ყოველი ახალი სასწავლო დღე არის ახალი შესაძლებლობა, რომ უფრო გავიღრმავო ცოდნა და უფრო მეტად შევიყვარო ჩემი მომავალი პროფესია. 

როდესაც ვფიქრობ, რა არის ჩემთვის უნივერსიტეტი - გონებაში მრავალი აზრი მომდის, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ქართული უნივერსიტეტი არის ის ადგილი, რომელიც მეხმარება უფრო მეტად შევიცნო საკუთარი თავი და გავხდე სრულფასოვანი პიროვნება. ყოველდღე ვრწმუნდები იმაში, რომ მე გავაკეთე სწორი და ღირსეული არჩევანი.


ანა პაპუნაშვილი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტი
ფოტოს ავტორი: ნუგზარ შონია

 

სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში

2019 წლის 7 თებერვალს ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის საუნფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნულ უწყებაში დასაქმების მსურველ სტუდენტებს მიაწოდეს დაწვრილებითი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შეახებ. სტუდენტები გაეცვნენ პროკურატურის მუშაობისა და პროკურორის პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებს. შეხვედრა  ინტერაქტივის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: მალხაზ გეწაძე - ძველი თბილისის რაიონული პროკურორი; ირაკლი ქარდავა - თბილისის ისან-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი; სოფო ბაბუციძე - ადამიანური რესურსების მართვის განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის მრჩეველი. 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი საქართველოს პროკურატურამ მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან, გამოაცხადა, რომელიც მოტივირებული და დაინტერესებული პირებისათვის არის საუკეთესო შესაძლებლობა - დასაქმდნენ და განავითარონ საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს მიერ.

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ ბმულზე

წიგნი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საინფორმაციო ომის შესახებ

ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრში გამოსაცემად მომზადდა პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის მონოგრაფია: „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“.  საარქივო და სხვა დოკუმენტური წყაროების ანალიზის საფუძველზე, წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის და შეიცავს არგუმენტირებულ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რატომ ებრძოდა ლავრენტი ბერია იოსებ სტალინის ფავორიტ ისაკ ჟვანიას და რა როლი ჰქონდათ ამ ბრძოლაში ქართველ ენათმეცნიერებს: არნოლდ ჩიქობავას, გიორგი ახვლედიანს, აკაკი შანიძეს, ვარლამ თოფურიას?

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საერთაშორისო დასკვნის ავტორი ჰაიდი ტალიავინი რატომ უწოდებს ქართველებს არშემდგარ ერს?

დღეს როგორაა შეფუთული რუსული ენობრივი პოლიტიკა საქართველოში და ენათმეცნიერების დარგში არსებული რომელი „კონცეფციის“ მიხედვით  ნაწილდებოდა 2006-2018 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო (რუსთაველის) ფონდის მიერ? და სხვ.

მონოგრაფიაში ძირითადი ადგილი უჭირავს ლინგვისტური ქართველოლოგიის, ზოგადად, საქართველოს წინაშე დღეს არსებული გამოწვევების ანალიზსა და ხელისუფლებისათვის მომზადებულ შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებიც საყურადღებოა საინფორმაციო ომში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის. 

წიგნში გამოკვლევას ეთმობა 184 გვერდი; საარქივო და სხვა დოკუმენტური მასალების დანართს - 114 (დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი პირველად იბეჭდება), წიგნის რეცენზიებს - 20; 22 გვერდს მოიცავს პირთა, ენათა, დიალექტთა, კილოკავთა, ასევე: ერების, ეთნოსების, ტომების, თემებისა და ტერმინების საძიებელი.

წიგნის რედაქტორია პროფ. მერაბ ჩუხუა; რეცენზენტები: პროფ. ნუგზარ ანთლავა, პროფ. ეკა დადიანი, პროფ. რევაზ შეროზია. წიგნის გარეკანის კომპოზიციას ამშვენებს დუტუ მეგრელის ფოტო. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა „უნივერსალში“.
 

სოფიო ჯანჯღავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტი

„ცოდნა, სწავლა-განათლება დღევანდელი კაცისათვის არსებითი პურია“, - ბრძანებს  ილია ჭავჭავაძე.

სკოლაში სწავლის პერიოდში ყველა მოსწავლის სურვილია კარგი განათლების მიღება და წარმატების მიღწევა, რაც უშუალოდ შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის შერჩევას გულისხმობს. მეც, ამ სურვილით აღვსილმა, დიდი პატივისცემითა და სიხარულით არჩევანი შევაჩერე ქართულ უნივერსიტეტზე. უნივერსიტეტის შესახებ ჩემი უახლოესი მეგობრის, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის ნინო მარგველანისაგან შევიტყვე. იგი იმდენად იყო შეყვარებული უნივერსიტეტზე და ისეთი სითბოთი საუბრობდა იქ არსებულ გარემოზე, რომ ჩემი დიდი დაინტერესება გამოიწვია. სანამ უნივერსიტეტში მოვიდოდი უკვე ბევრი კარგი რამ ვიცოდი მასზე. თუმცა სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემს არჩევანზე, გარდა უნივერსიტეტში არსებული სწავლების მაღალი დონის კოეფიციენტისა და სხვა ფაქტორებისა, დიდი გავლენა იქონია იმან, რომ უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით არის დაარსებული. ჩემთვის დიდი პატივია სწავლა-განათლების მიღება უწმიდესის მიერ დალოცვილ კედლებში.   

უნივერსიტეტში მოვედი დიდი ენთუზიაზმით, მისწრაფებებითა და მოლოდინებით, დღეს კი ბევრად აღმატებული განცდებითა და მიზნებით ვაგრძელებ წინსვლას. კარგად მახსოვს უნივერსიტეტის პირველი დღე. ვიფიქრე, თავს უცხოდ ვიგრძნობდი და დიდი დროც დასჭირდებოდა ახალ გარემოსთან შეგუებას, თუმცა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ მეორე დღესვე მე სახლში ვგრძნობდი თავს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის ადამიანები არიან, ვინც დაუღალავი შრომითა და დადებითი ემოციებით ცდილობენ ღირსეულად აღასრულონ თავიანთი საქმე და ცოდნასთან ერთად დიდ სიყვარულს გიზიარებენ. არ შემიძლია არ ვახსენო, პირველი ლექტორი, ბატონი თეიმურაზ გვანცელაძე, ადამიანი რომელმაც ერთი ლექციით შეძლო გაეფანტა ყველა ის ემოცია, რაც პირველ დღესთან, უცნობ გარემოსთან და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებასთან არის დაკავშირებული. ამგვარი განცდა იყო ყველა ლექტორთან შეხვედრა. 

უკვე ორი წელი სრულდება, რაც ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ და დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად დიდ სიხარულს განვიცდი. აქ გატარებული ყოველი დღე არის სიახლე, მრავლისმომცველი, მრავლისმომცემი, საინტერესო, შემეცნებითი და რაც მთავარია, მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი.     

აქ ყველა შენი მეგობარია, ყველა გეხმარება და გასწავლის, ერთის წარმატება ყველას წარმატებას ნიშნავს. აქ სწავლობ ურთიერთპატივისცემას, მეგობრობას, თანადგომას. უნივერსიტეტში არსებული გარემო გაძლევს დიდ სტიმულს გადალახო ყველა შემხვედრი დაბრკოლება და გაუჩერებლად იარო წინ დასახული მიზნისკენ, რაც არის კარგი განათლების საწინდარი; კარგი განათლება კი არის მთავარი ძალისა და ღონის მიმცემი, როგორც პიროვნებისთვის, ისე ქვეყნისთვის.

ქართული უნივერსიტეტი უკვე 10 წელია ღირსეულად ასრულებს თავის მისიას, ამართლებს დევიზსს, "შეიცან თავი შენი" და "არსებითი პურის" მიღებაში ეხმარება ახალგაზრდებს. 

კიდევ ერთხელ გამოვხატავ დიდ მადლიერებასა და პატივისცემას ამ უნივერსიტეტში მოღვაწე თითოეული ადამიანის მიმართ. მინდა ჩემს უნივერსიტეტს წინსვლა და კიდევ ბევრი წარმატება ვუსურვო.
 

შეხვედრა "ფილოლოგიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან

2019 წლის 29 იანვარს, ქართულ უნივერსიტეტში, წმიდა ილია მართლის სახელობის დარბაზში „ფილოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ და ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა შეხვედრა გამართეს სამაგისტრო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან. სხდომას ესწრებოდნენ:  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები: სკოლის დეკანი პროფ. ლევან ჯიქია, კოორდინატორი, ფილოლოგიის დოქტორი მარინე კუხალაშვილი; პროგრამის განმახორციელებლები: პროფ. მანანა ტაბიძე, პროფ. მერაბ ჩუხუა, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა; დამსაქმებლები: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი, გამომცემლობა „უნივერსალის“ დამფუძნებელი კახა ჭეიშვილი, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ანთელავა, ჟურნალ „ანეულის“ რედაქტორი თამარ შაიშმელაშვილი. სტუდენტები: მოვლუდ მეჰრაბოვი, ნათია სუბელიანი, ანა ცუხიშვილი, მარიამ იაკობაშვილი. ასევე მოწვეული ლექტორები.

შეხვედრა გახსნა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „ფილოლოგიის“ ბოლო ვარიანტი და ისაუბრა იმ ძირითად საკითხებზე, რაც ასახულია ახალ პროგრამაში. აღნიშნა, რომ  ერთ-ერთი მთავარი, რაც განხორციელდა პროგრამის ფარგლებში არის ის, რომ გაერთიანდა ენათმეცნიერება და ლიტერატურის მიმართულება, ასევე, პროგრამაში შემოვიდა ისეთი სილაბუსები, რომლებიც საშუალებას აძლევს სტუდენტს, შეისწავლოს ქართულისა და პალეოკავკასიური ენების მიმართებები. 

ლიტერატურის მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე კი ისაუბრა ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა. მან საზოგადოებას წარუდგინა ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალიზაციის სავალდებულო საგანთა ჩამონათვალი და არჩევითი სასწავლო კურსები. ლევან ბებურიშვილმა აღნიშნა, რომ ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ მრავალფეროვანი სასწავლო კურსები ძველი, ახალი, უახლესი ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურულ-თეორიული აზროვნების ისტორიის მიმართულებით.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პოტენციური დამსაქმებლები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ პროგრამა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მაგისტრანტმა მიიღოს შესაბამისი განათლება და გახდეს კარგი სპეციალისტი. დამსაქმებლებმა პროგრამის ხელმძღვანელებს მისცეს რამდენიმე რეკომენდაციაც და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, თუ რა მიმართულებით შეძლებენ კურსდამთავრებულების დასაქმებას. 

დამსწრე საზოგადოებას ასევე, სიტყვით მიმართეს პროგრამის განმახორციელებლებმა: პროფ. მერაბ ჩუხუამ და პროფ. მანანა ტაბიძემ. 

პროფ. მერაბ ჩუხუამ მადლობა გადაუხადა პროფ. ტარიელ ფუტკარაძეს იმის გამო, რომ იბერიულ-კავკასიური ენთმეცნიერების მიმართულების შემოტანის შესაძლებლობა მიეცა. მან  გაიხსენა ძველი პერიოდიც, კერძოდ, როდესაც უნივერსიტეტი შეიქმნა, ერთიანი სივრცე არსებობდა და  კავკასიოლოგია, ქართველოლოგია ჰარმონიულად იყო შერწყმული. მათ დანაწევრებას კი სპეციალობების მიხედვით, მოჰყვა ის, რომ ერთმანეთს მოსწყდა ისეთი მიმართულებები და სპეციალობები, რომლის გარეშეც არ იქმნება ერთიანი კვალიფიციური ცოდნა. როგორც პროფ. მ. ჩუხუამ აღნიშნა, ამ ახალი შეთავაზების შემდეგ, იმ ძველი ტრადიციებიდან გამომდინარე, მისი მთავარი მიზანი გახდა ამ მიმართულებების ისევ გამთლიანება. იგი მიესალმება იმას, რომ გაერთიანდა ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა. მისი თქმით, აქ შემოვა, ასევე, უძველესი ცივილიზაციის ენებიც.

პროფ. მანანა ტაბიძემ  ისაუბრა სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ ბევრი იმუშავეს იმისათვის, რომ ეს პროგრამა პრაგმატულად საჭირო ყოფილიყო ახალგაზრდებისათვის. მან ისაუბრა იმ გამოწვევებზე და პრობლემებზეც, რომლის წინაშეც დგას დღეს ქართული ენა. აღნიშნა, რომ პროგრამა არის აწყობილი ისე, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ ის ცოდნა, რომელიც მას მოთხოვნად სპეციალისტად აქცევს საქართველოს სივრცეში თავისი ქვეყნისა და თავისი მომავლისათვის. ამ თვალსაზრისით, სოციოლინგვისტური დარგები, სოციოლოინგვისტიკის კვლევის მეთოდები, ნორმები და ა.შ.  გვაჩვენებს რა უბნებში უჭირს დღეს ქართულს და სად შეიძლება გამოდგეს მოცემული პროგრმის მიხედვით მომზადებული სპეციალისტი. მაგ. ნორმათა საკითხები რედაქტორებისათვის; კვლევები, რომლებიც სწავლობს თანამედროვე სოციალურ საზოგადოებას, მის მოთხოვნებს და მის ენობრივ კომპენტეციას, მოსწავლე–ახალგაზრდობისათვის დამახასიაებელ შეცდომებს და ამ შეცდომების გამოსწორების გზებს,  თარგმნილი ტექსტების რედაქტირების ტექნიკას და ა.შ. 

დასასრულს სიტყვით გამოვიდა სკოლის დეკანი ლევან ჯიქია, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სტუდენტების პრაქტიკებზე გამომცემლობებსა თუ სხვა დაწესებულებებში და რეკომენდაციის სახით აღნიშნა, რომ ამისათვის საჭირო იქნება, პრაქტიკის ნაწილი პროგრამაში გაწერილი იყოს პრაქტიკის სილაბუსის სახით, ასევე საჭირო იქნება პრაქტიკის დღიური და ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ამ დაწესებულებებთან. სურვილის შემთხვევაში კი დეკანმა სტუდენტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
 

ურთიერთგაგების მემარანდუმი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან
urtiertmegobrobis-memarandumi-fr

2019 წელი ქართული უნივერსიტეტისთვის სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. უნივერსიტეტსა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს შორის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის დასტურად 24 იანვარს დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესისათვის.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი განახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სექტორის თაობაზე  იმ ინფორმაციით უზრუნველყოფას, რომელიც სასარგებლო და საჭირო იქნება უნივერსიტეტისთვის, მოამზადებს აუთლაინებს ამ სფეროს მიმდინარე საკითხებზე ადგილობრივი მოთხოვნების შესახებ. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტისთვის დახმარების  აღმოჩენას დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების დაგეგმვასა და კომუნიკაციაში,  უზრუნველყოფს პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს მიმდინარე საკონსულტაციო მომსახურების საკითხებში უნივერსიტეტთან ერთად.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტსა და წამყვან ფრანგულ უნივერსიტეტებს შორის (ანჟერის უნივერსიტეტი) თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერას და სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების წახალისებას. ურთიერთგაგების მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია: ანალიტიკური ეკონომიკური ჟურნალისტიკის განვითარებისათვის ხელის შეწყობა, სასწავლო პროგრამების რესურსული უზრუნველყოფა (თანამედროვე სახელმძღვანელო ლიტერატურით და პროფესიული კომპიუტერული პროგრამებით), ლიტერატურის თარგმნა და ამ პროცესში სტუდენტების ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკების დამკვიდრება, სასწავლო-პრაქტიკული სემინარების და ვორკშოპების ორგანიზება, სამუშაო ძალის ბაზარზე დაკვირვების შედეგად უნივერსიტეტების და ფაკულტებების რანგირება სამუშაო ძალის მიწოდების კუთხით და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და სპეციალობების სტატისტიკური ინფორმაციის გენერირება სახელმწიფო ორგანოების მიერ მისი შემდგომი დამუშავების და გამოყენების მიზნით.

თავის მხრივ, უნივერსიტეტმაც აიღო გარკვეული ვალდებულებები ფონდის მიმართ. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა,  პროფესორმა  სერგო ვარდოსანიძემ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ჟაკს პოტდევინმა. ეს დოკუმენტი საუკეთესო პერსპექტივებს უქმნის ქართული უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტებს და იგი წინაპირობაა ფრანგულ უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების მომზადებისა.

ინტერვიუ მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელთან, პროფესორ ზურაბ ბერიასთან

ქართულ უნივერსიტეტში ისევე, როგორც რამდენიმე სხვა უნივერსიტეტშიც, მუშაობს მასწავლებლის ჩამოყალიბების პროგრამა, რომელზეც მსმენელთა მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. რას ითვალისწინებს ეს პროგრამა და რითია გამორჩეული ამ პროგრამის მუშაობა ჩვენს უნივერსიტეტში, რას ჰპირდება და რას სთავაზობს იგი მსმენელს, ამის შესახებ გვესაუბრება ქართული უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ბერია.

მოგესალმებით ბატონო ზურაბ!
მოგესალმებით.

გვიამბეთ მასწავლებლის პროგრამის ჩამოყალიბების შესახებ, რამდენი ხნის ისტორია აქვს მას?
მესამე წელია, რაც ეს პროგრამა მუშაობს საქართველოში. ეს არის 60-კრედიტიანი პროგრამა და განკუთვნილია მათთვის, ვისაც მასწავლებლობა უნდა, ესე იგი, მასწავლებლის სქემაში ჩართვა, ან მასწავლებლობის უფლების მოპოვება. მოგეხსენებათ, დღევანდლამდე უნივერსიტეტებში ისწავლება ოთხწლიანი საბაკალავრო კურსები შესაბამისი საგნობრივი მიმართულებებით, მაგრამ კურსდამთავრებულებს არა აქვთ მასწავლებლობის უფლება. წლების წინათ პარალელურად ინტეგრირებულად ისწავლებოდა საგანი პედაგოგიკა. მაგალითად, უნივერსიტეტდამთავრებულ ქართულის მასწავლებელს პარალელურად დიპლომში ეწერა, რომ ის არის ქართულის მასწავლებელი. შემდეგ შეჩერდა ასეთი მიმართულებები და ახლა იმისთვის, რომ ბაკალავრებმა შეძლონ მასწავლებლობა, შეიქმნა ერთწლიანი 60-კრედიტიანი პროგრამა, მათთვის, ვისაც სურთ მასწავლებლობის უფლების მოპოვება. აქ საგანს კი არ სწავლობენ, არამედ სწავლების მეთოდიკას, შესაბამისი საგნის ზოგადი და სპეციალური მოდულებია.

როგორია საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, რა კრიტერიუმებით ფასდებიან კონკურსანტები?
ამ პროგრამაზე მოხვედრის პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ჩააბარონ მასწავლებლების გამოცდა ანუ დაადასტურონ საგნის ცოდნა შესაბამისი მიმართულებით. ეს ცოდნა მათ უნდა ჰქონდეთ მიღებული ბაკალავრიატში, რომელიც დაამთავრეს. შემდეგ არის შიდა გასაუბრება ან შიდა გამოცდა იმის მიხედვით, თუ რომელ უნივერსიტეტში აბარებენ. დღეისათვის 15 უნივერსიტეტს აქვს ეს პროგრამა და ყველა უნივერსიტეტი თვითონ ირჩევს, შიდა გამოცდა ჩატარდეს თუ შიდა გასაუბრება. ჩვენთან არის გასაუბრება, თუმცა ეს გასაუბრება გაწერილია კრიტერიუმებით, თუ რა მოეთხოვებათ. ასე რომ, ჩვენთან პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებში, მასწავლებლობის გამოცდის ჩაბარებაა (ცხადია, იგულისხმება, რომ ბაკალავრიატი დამთავრებული აქვს), რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად ტარდება ზაფხულში, შემდეგ ინდივიდუალურად გადიან გასაუბრებას, სადაც ვთხოვთ სხვადასხვა კომპეტენციებს, მაგალითად, რამდენად არის მოტივირებული ამ საგნის მასწავლებლობისთვის, როგორ იცნობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სხვა. ამ მოთხოვნებს ეცნობიან რეგისტრაციის დროს. შემდეგ მსურველები ფასდებიან ქულებით და მაქსიმალური  ქულიდან რამდენი ადგილიც არის, იმდენ მსმენელს ვიღებთ.

როგორი იყო გასული 2018 წელი, რამდენი მსმენელი ირიცხებოდა და რა შედეგები აჩვენეს მათ, რომელიმე მათგანს ხომ არ გამოყოფდით?
ჩვენთან მეორე წელია 30 ადგილია, მსურველი კი გაცილებით მეტია. სამომავლოდ აუცილებლად უნდა ვთხოვოთ სამინისტროს, რომ გაგვიზარდოს კვოტა. პირველ წელს ნახევრამდე შეივსო ეს 30 ადგილი, 16 კაცი მოვიდა, 2018 წელს კი მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. 60 მსურველი მოვიდა და ადგილები არ გვეყო. გვყავდა ძალიან კარგი, მართლაც, გამორჩეული მსმენელები ისე, რომ ლექტორები აღფრთოვანებული იყვნენ,  რომელიმეს დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ ზოგიერთი გამორჩეული და განსაკუთრებული მსმენელი ჩვენ დავასაქმეთ, ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყეს მუშაობა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ვასაქმებთ, მაგრამ 10-კრედიტიანი -პრაქტიკა ყველამ უნდა გაიაროს. აქაც მოქნილი პროგრამა გვაქვს. ზოგი მსმენელი ჩვენთან რომ მოდის, უკვე მუშაობს, ამიტომ მას ურჩევნია თავის სკოლაში გაიაროს პრაქტიკა. ვინც არ არის სკოლაში დასაქმებული, მათ შესახებ სკოლებს მივმართავთ, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლასთან მემორანდუმს ვაფორმებთ. მსმენელის სურვილის მიხედვით ვარჩევთ სკოლას.  

პროგრამის გავლის შემდგომ კურსდამთავრებულები მოიპოვებენ სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და დასაქმების უფლებას, რომელი საგნობრივი მიმართულებებით შეძლებენ მუშაობას ისინი?
ჩვენ გვაქვს შვიდი საგნობრივი მიმართულება: საბუნებისმეტყველო, ცალ-ცალკე ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ასევე მათემატიკა, ქართული, ისტორია, ინგლისური.  ყველა საგანი, გარდა ინგლისურისა, არის საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის უფლების  მოსაპოვებლად, მხოლოდ ინგლისურს აქვს ერთიანად პირველიდან მეთორმეტეს ჩათვლით სწავლების უფლება, რადგან თვითონ არა აქვთ დაყოფა საფეხურებად. 
პირველ წელს ყველაზე მეტი, 11 მსმენელი მოვიდა ინგლისურზე, 4 კი -ქართულზე. წელს 30 ადგილზე 60 მსმენელიდან თითქმის ყველა საგნობრივი მიმართულებით გვყავს მსმენელი, გარდა ბიოლოგიისა და ამიტომ ბიოლოგიის ადგილები გადავანაწილეთ სხვა მიმართულებებზე და 30-ვე ადგილი შეივსო. განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა ქართულზე, ინგლისურზე, მათემატიკაზე, ისტორიაზე. რამდენიმე მსმენელია ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებაზე.  

არსებული კონკურენციის პირობებში რითია ქართული უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამა მიმზიდველი, რატომ უნდა მოვიდნენ აქ? 
თხუთმეტამდე უნივერსიტეტს აქვს ეს პროგრამა. ჩვენ იმით ვართ გამორჩეული, რომ ცხრილს ვადგენთ მსმენელებთან ერთად. მათთვის მოსახერხებელ დროს ვარჩევთ, რადგან მოგეხსენებათ, უმრავლესობა მუშაობს. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ სურვილებს, არის კიდევ სხვა მომენტებიც, რითაც მიმზიდველია ჩვენი უნივერსიტეტი. იმის გარდა, რომ ეს პროგრამა არის საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, რასაც თავისი დატვირთვა აქვს, ამასთან, კონკტრეტულად ამ პროგრამას გამოარჩევს სხვა ფაქტორებიც... 

ალბათ, პედაგოგები, რადგან პროგრამაში ჩართულთა მომზადების შედეგებს, პირველ რიგში, განსაზღვრავს პედაგოგთა არა მხოლოდ დონე, არამედ ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 
დიახ, რა თქმა უნდა. მასწავლებელთა მომზადების პროგრამის პედაგოგები არიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული, მეტიც, ძირითად ბირთვს წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიონალური ამაღლების, გადამზადების პროგრამების პედაგოგები. ამ პროექტის ფარგლებში თანამედროვე სწავლების მეთოდებით გადამზადდა დიდი ნაწილი პედაგოგებისა და ამას ახორციელებდა ის ხალხი, რომელიც ჩვენთან ასწავლის ამ პროგრამას. ისინი მუშაობენ მასწავლებლის სახლში, განათლების სამინისტროში. ასე რომ, რაც იქ კეთდებოდა, ჩვენ პირდაპირ გადმოვიტანეთ აქ და ჩვენთან დავნერგეთ. ის ადამიანები, რომლებიც ამ სიახლეებს ახორციელებდნენ საჯარო სკოლებში, ჩვენთან ასწავლიან როგორც ზოგად ნაწილში, პედაგოგიკის ზოგადი მიმართულებით, ასევე ცალკეული, კონკრეტული საგნების მიხედვითაც. ჩვენთან ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებლის სახლის ერთობლივი პროექტის ექსპერტ-კონსულტანტები ასწავლიან. 

სამომავლო გეგმები...
სამომავლოდ გვინდა დავამატოთ დაწყებითების მიმართულებით პედაგოგების მომზადება, რადგან დიდია მოთხოვნა, მოდიან და გვთხოვენ კურსის გახსნას რამდენიმე საგანში და პარალელურად გვინდა კვოტის გაზრდის თხოვნით მივმართოთ სამინისტროს ამ შვიდივე საგანზე. ეს 60-კრედიტიანი პროგრამა არის მათთვის, ვისაც მასწავლებლობა სურს, პარალელურად დაიწყო უკვე ახალი 300-კრედიტიანი პროგრამა. ის არის 5-წლიანი, რომლის დამთავრების შემდეგ გამოდის მაგისტრი საგნის მასწავლებლის უფლებით. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, მოგეხსენებათ დიდი პროგრამაა და დიდ დროსაც მოითხოვს მასზე მუშაობა. 

გისურვებთ წარმატებებს.
დიდი მადლობა.                  

ესაუბრა ნინო აბრამიშვილი

"სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევის" წარდგენა

21 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში "სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების წლის საუკეთესო მიღწევის" წარდგენა გაიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წლის საუკეთესო ღონისძიება - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - 100“ დამსწრე საზოგადოებას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ წარუდგინა. სამდღიანი სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა 2018 წლის 15-17 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა. 15 მაისს კონფერენცია გაიხსნა საქართველოს პარლამენტში, სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. კონფერენციას მიესალმნენ ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგა ზედანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მოგვიანებით კონფერენცია ქართულ უნივერსიტეტში გაგრძელდა. 16 მაისს კონფერენციას უმასპინძლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, 17 მაისს - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. დასკვნითი სხდომა ჩატარდა და კონფერენციის მუშაობა შეჯამდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, სადაც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

გვანცა გაბიანი

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლასთან შედარებით სტუდენტობის პერიოდი ერთ-ერთი ნათელი წლებია ჩემს ცხოვრებაში. ქართულ უნივერსიტეტში გააზრებულად ჩავაბარე, თუმცა ნამდვილად ვერასდროს გავიაზრებდი ჩემს პიროვნულ ზრდაში ამხელა როლს თუ ითამაშებდა.
პირველივე კურსი საინტერესო ღონისძიებებით დაიწყო. ერთ-ერთი უდიდესი დადებითი მხარე ის აქვს ქართულ უნივერსიტეტს, რომ გვერდით უდგას სტუდენტის ყოველ ინიციატივას, პროფესიულ, პიროვნულ თუ სულიერ ზრდას.

ყოველი წელი სიახლით და სტუდენტური ცხოვრებით დატვირთული იყო. სტუდენტურ ცხოვრებაში ვგულისხმობ იდეალურ კომბინაციას განტვირთვისა და განათლების მიღებისა. არ შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს თავად უნივერსიტეტის შეუჩერებელი და პროგრესული ზრდა. ცხადია ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები, ნიუანსები, რომლებიც ისევ სტუდენტების კომფორტულობის გამო უნდა დაიხვეწოს. ამ მოვალეობას კი პირნათლად ასრულებს ჩემი უნივერსიტეტი.

ვისარგებლებ შემთხვევით და ხაზს გავუსვამ რექტორის მიდგომას სტუდენტების მიმართ. კარგად მახსოვს მისი სიტყვები - ჩემი კაბინეტის კარები ყოველთვის ღიაა და ნებისმიერ დროს დახმარების ან რჩევისთვის მომმართეთო. მართლაც, პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, მისი კარები ყოველთვის ღია იყო და არის ჩვენს დასახმარებლად, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდი პირადად მე.

ჩემთვის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების სკოლის სტუდენტისთვის, უმნიშვნელოვანესი და დასამახსოვრებელი იყო ის მოვლენები, როცა ქართული უნივერსიტეტი ისეთ სტუმრებს მასპინძლობდა, როგორიცაა გელა ჩარკვიანი, ასევე იაპონიის ელჩი და მრავალი სხვა. ასე დეტალურად რომ გავაგრძელო, ძალიან გამიგრძელდება სათქმელი. უბრალოდ, მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ უნივერსიტეტს, რომ გვეხმარება იდენტურობის განვითარებაში და ამავე დროს გვაძლევს საშუალებას პროფესიული განათლება მივიღოთ წარმატებული, სპეციალისტი ლექტორებისგან. დანარჩენი ყველაფერი ჩვენზე, სტუდენტებზეა დამოკიდებული.

ჩვენ ყოველდღე, მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებთ არჩევანს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გვაახლოვებს საკუთარ მიზნებთან, ქართული უნივერსიტეტი კი იყო ის ერთ-ერთი არჩევანი, რომელიც, ალბათ, საკვანძო ადგილს დაიკავებს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. 
მეოთხე კურსზე ვარ და რაც უფრო ვუახლოვდები ბაკალავრიატის დასასრულს, მით უფრო სხვა კუთხით ვაფასებ განვლილ დროს, ამ დროში გაცნობილ უამრავ ლექტორს, სტუდენტსა და საკუთარ თავს, ვინ ვიყავი და ვინ ვარ ახლა.
ვაფასებ და ვიაზრებ ქართული უნივერსიტეტის მთავარ დევიზს - "NOSCE TE IPSUM".

ყველას გისურვებთ გეპოვოთ საკუთარი თავი დიდ საზოგადოებაში.
 

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

საინფორმაციო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების შედგენაზე მომუშავე ჯგუფთებთან

2018 წლის 24 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის დარბაზში ენათმეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ და პროფესორმა მანანა ტაბიძემ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს პროგრამის შედგენაზე მომუშავე ჯგუფთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: 
პროგრამის განმახორციელებლები: პროფესორი მერაბ ჩუხუა, ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, ფილოლოგიის დოქტორი თამარ ლომაძე.   
თვითშეფასების ჯგუფის წევრები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია; ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი; ფილოლოგიის მიმართულების კოორდინატორი მარინე კუხალაშვილი;  ფილოლოგიის დოქტორი მიხეილ ლაბაძე; მაგისტრანტები: ანა ცუხიშვილი, ნათია სუბელიანი, ნანა აფციაური; დოქტორანტები:  გაბრიელ თაგაური, კესო გეჯუა. 

2018 წლის 25 დეკემბერს შედგა  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მომზადების 300 კრედიტიანი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მოსამზადებელი ჯგუფის წევრთა შეხვედრა.  

შეხვედრას ესწრებოდნენ: 
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფილოლოგიის დოქტორი ლევან ბებურიშვილი, განათლების მეცნიერებების დოქტორი მაკა კორძაძე;
თვითშეფასების ჯგუფის წევრები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია; ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი; სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ჯაბა მესხიშვილი; ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა, დოქტორანტი კესო გეჯუა, მოწვეული სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი ნათია სიხარულიძე. მასწავლებელთა მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელი ზურაბ ბერია.
სასწავლო კურსის სავარაუდო განმახორციელებლები: ფსიქოლოგიის  დოქტორი ნინო ლაბარტყავა; პედაგოგიურ  მეცნიერებათა  დოქტორი  ნინო ჭიაბერაშვილი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი დავით ლიპარტელიანი;  განათლების ექსპერტი გიორგი  გახელაძე;  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ინასარიძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი  ნინო კობალაძე; მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების სქემის მართვის პროგრამის მენეჯერი კახა  ჟღენტი; საბავშვო ლიტერატურის  ფონდის  დამფუძნებელი,  მწერალი ირმა  მალაციძე; ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი რუსუდან მარკოზაშვილი.

პროფესორ თამარ გელიტაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 26 დეკემბერს ფილოლოგიის დოქტორმა თამარ გელიტაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - ,,წარმართული და ქრისტიანული პარადიგმები კონსტანტინე გამსახურდიას ,,მთვარის მოტაცებაში“. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კონსტანტინე გამსახურდიას მრავალპლანიანი რომანის ისეთ აზრობრივ შინაარსსა და სიმბოლურ-ალეგორიულ ასპექტებზე, რომლებზეც მანამდე ჩვენს ლიტერატურათმცოდნეობაში არ ყოფილა მსჯელობა.

ტურიზმის ბიზნესის პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ნიკო კვარაცხელიას მადლობის სიგელი გადაეცა

2018 წელს აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოიცა კოლექტიური ნაშრომი: გიდის პროფესია (პრაქტიკული სახელმძღვანელო), რომელიც სარგებლობს დიდი მოწონებით და პოპულარული გახდა აჭარის ტურისტულ ორგანიზაციებში. ნაშრომის უმეტესი ნაწილის ავტორია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ტურიზმის ბიზნესის პროგრამის ხელმძღვანელი - ნიკო კვარაცხელია. 

2018 წლის 24 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო ინტურისტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“. ღონისძიებას ტურიზმის სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 22-მდე ორგანიზაციასა და კომპანიას ტურიზმის დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე დეპარტამენტთან თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

აჭარის არ კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტმა პროფესორი ნიკო კვარაცხელია დააჯილდოვა მადლობის სიგელით საუკეთესო პარტნიორობისათვის.

გილოცავთ ბატონო ნიკო, გისურვებთ თქვენი ნიჭი და გონება კიდევ მრავალი წელი იყოს ქართული უნივერსიტეტის და ქართველი ერის სამსახურში.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა

2018 წლის 24 დეკემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, ერის სულიერი წინამძღოლის მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენებები წაიკითხეს: ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ,ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, პროფესორმა ეკა დუღაშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების და რეგიონული პროცესების სპეციალობის სტუდენტმა ლევან თაღიაშვილმა, თბილისის ამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ყოფილმა პროტოდიაკონმა ამირან ამირანაშვილმა.

დისკუსია თემაზე „თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები“

26 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დისკუსია თემაზე „თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები“. დისკუსიას წარმართა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ბანკირმა კახა ჩარგეიშვილმა, რომელიც Deutsche Bank-ის ჩრდილოეთ ამერიკის სათაო ოფისში მუშაობს სტრატეგიულ საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების კურსდამთავრებულის გიორგი მოსულიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

26 დეკემბერს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ქართული უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების კურსდამთავრებულმა გიორგი მოსულიშვილმა, რომელიც ამჟამად სწავლობს ტარტუს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე “Quantitative Economics”, გამართავა შეხვედრა  სტუდენტებთან. შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ  საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებს და სასტიპენდიო პროგრამებს.

თანამედროვე საქართველოს აქტუალური ფსიქოლოგიური პრობლემები, მათი ანალიზი და გადაჭრის გზები

21 დეკემბერს, 11:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დიმიტრი უზნაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: "თანამედროვე საქართველოს აქტუალური ფსიქოლოგიური პრობლემები, მათი ანალიზი და გადაჭრის გზები".

პროფესორ ნიკოლოზ ესიტაშვილის საჯარო ლექცია: "ინდივიდის ფსიქოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები"

2018 წლის 25 დეკემბერს, წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორმა პროფესორმა ნიკოლოზ ესიტაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "ინდივიდის ფსიქოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები".

ტრენინგი: ჩხრეკისა და ამოღების პრაქტიკული ასპექტები

2018 წლის 19 და 20 დეკემბერს სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა იმიტირებული პროცესები სამოქალაქო სამართალში. პროცესების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც განხილულ იქნა სტუდენტების მიერ ჩატარებული სამუშაო, ძლიერი და სუსტი მხარეები. იმიტირებული პროცესები ემსახურება სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე პრაქტიკული უნიარ-ჩვევების განმტკიცებას. პროფესორმა იოსებ წერეთელმა სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგი: ჩხრეკისა და ამოღების პრაქტიკული ასპექტები.

შეხვედრა „StrikePlagiarism“-ის წარმომადგენლებთან

2018 წლის 21 დეკემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა პოლონური კომპანიის „StrikePlagiarism“-ის წარმომადგენლებთან ნარმინ ალიევასთან და აიგულ სამადოვასთან. შეხვედრაზე პლაგიატის აღმომჩენ სისტემაში ქართული უნივერსიტეტის ჩართვის საკითხი იქნა განხილული.

მადლიერების წერილი

2018 წლის 20 დეკემბერს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ მარინე ნიჟარაძის წერილი მიიღო. გთავაზობთ, ამ წერილს:

„ბატონო სერგო, მაქვს პატივი მოგესალმოთ და წინასწარ მოგილოცოთ შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მინდა გისურვოთ მშვიდობიანი წელი.
თქვენდამი დაქვემდებარებული უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სტუდენტებმა:

  1. სოფიო ჯანჯღავა
  2. შოთა ყურუა
  3. ანა პაპუნაშვილი
  4. ნინო ხატიაშვილი
  5. დარეჯან ახალკაცი
  6. გიორგი მირზაშვილი
  7. სოფო ილარიონი
  8. ნატა ივანიშვილი

ინიციატივით მოგვმართეს, რომ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის შეეთავაზებინათ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება უსასყიდლოდ. შემოთავაზებული ინიციატივის განხორციელება დავიწყეთ ჩვენს სკოლაში ორი თვის წინ. პროექტის სახელწოდებაა „როცა ერთმანეთს ვჭირდებით“. შედეგი უკვე სახეზეა. მათი მონდომების წყალობით ადვილად მოწყვლადი ჯგუფის მოსწავლეებს უკვე დაეტყოთ წინსვლა, გახდნენ აქტიურები, ერთვებიან გაკვეთილის მსვლელობაში. გვინდა ადამიანური მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს პროფესორ-მასწავლებლებს ასეთი ახალგაზრდების აღზრდისთვის. გისურვებთ წარმატებებს, ერთად ვაშენოთ საქართველოს ჯანსაღი მომავალი“.

საქართველოს ისტორიის პროგრამის დოქტორანტების სამეცნიერო მოხსენებების (კოლოქვიუმის) მოსმენა

2018 წლის 27 დეკემბერს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს ისტორიის პროგრამის დოქტორანტების სამეცნიერო მოხსენებების (კოლოქვიუმის) მოსმენა.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სახელობით სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 27 დეკემბერს ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სახელობით სტიპენდიანტთა სამეცნიერო კონფერენცია.

საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში

27-28 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, მენეჯმენტის სპეციალობის, IV კურსის სტუდენტი გიორგი გველესიანი.

ჩემპიონატის შედეგების მიხედვით შერჩეული მედალოსნები და პრიზიორები ავტომატურად მოხვდებიან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ქართულ უნივერსიტეტთან ერთად გულშემატკივრობს, გიორგის და უსურვებს წარმატებას!

პროფესორ ნინო გომართელის საჯარო ლექცია

2018 წლის 20 დეკემბერს ქართულ უნივერსიტეტში პროფესორმა ნინო გომართელმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "ქალი - ღვთის მადლი ცოდვილ მიწაზე"

ზაურ ქობალიას წიგნის „დაბრუნება დაბადებაში“ განხილვა

2018 წლის 20 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის, ბატონ ზაურ ქობალიას წიგნის „დაბრუნება დაბადებაში“ განხილვა. 

შეხვედრა გახსნა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელმაც ისაუბრა ზაურ ქობალიაზე როგორც დიდებულ ქართველზე, ერთგულ მეგობარზე, ნიჭიერ პოეტზე და  შესანიშნავ მწერალზე; ყურადღება გაამახვილა მისი ტანჯული ცხოვრების (ჯერ რუსული კატორღა, მცირე ხნით - წარმატება; შემდეგ ისევ დევნილობა და ციხე...) სიმძიმეზე. მან სინანულით აღნიშნა, რომ სასამართლო წესით დღემდე შეფასებული არ არის 1991-1992 წლების პუტჩი, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა და სხვა თანამდევი მოვლენები. თუნდაც ის, რომ დამოუკიდებლობის გამომცხადებელი საქართველოს პატრიოტი დეპუტატები „გაასამართლა“ კრიმინალურმა ხუნტამ „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის თხოვნით დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო იმ გმირებს, ვინც საქართველოს შეეწირა.  

საზოგადოებას მიესალმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანი პროფესორი ლევან ჯიქია, რომელმაც  ყურადღება გაამახვილა საქართველოს ავბედით პერიოდზე და 9 აპრილის მნიშვნელობაზე. აღნიშა, რომ 9 აპრილი უნდა გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ. ბატონმა ლევანმა კიდევ ერთხელ გამოხატა უდიდესი მოწიწება უზენაესი საბჭოს დეპუტატების მიმართ, მადლობა გადაუხადა ედემ კვირტიას ზაურ ქობალიას წიგნის „დაბრუნება დაბადებაში“ გამოცემის გამო და უნივერსიტეტის სახელით საჩუქარი გადასცა.

ზაურ ქობალიას ცხოვრებაზე, მის ჩანაწერებსა და პოეზიაზე ვრცლად ისაუბრა წიგნის რედაქტორ-შემდგენელმა ედემ კვირტიამ. მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს ასევე: ლიტერატურათმცოდნე ლევან ბებურიშვილმა; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, პოეტმა ლაშა გვასალიამ.
ზაურ ქობალიას ღვაწლი და მისი ცხოვრების მძიმე პერიოდი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა რობერტ პეტრიაშვილმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა ნუგზარ შავთვალაძემ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრმა და მწერალმა ჯემალ შონიამ,  პუბლიცისტმა სერგი საჯაიამ, საბჭოთა პერიოდის დროინდელმა დისიდენტმა გურამ გოგბაიძემ.

საღამოს ესწრებოდა ზაურ ქობალიას ქალიშვილი მაია ქობალია, რომელმაც მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს, ღონისძიების ორგანიზატორს პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს, გამომსვლელებს, დამსწრე საზოგადოებას და სიხარულით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ზაურ ქობალიას  სახელი დავიწყებას არ მიეცა.  

სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა გამომსვლელთა მიერ წაკითხული ზაურ ქობალიას ლექსები, ემოციური მოგონებები და ის მძიმე ფაქტები უახლესი წარსულიდან, რომელიც უხვად არის წარმოდგენილი ბატონი ზაურ ქობალიას წიგნში. 
 

თვითშეფასების ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 13 დეკემბერს გაიმართა ქართული უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის თვითშეფასებაში ჩართული ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელები პროფესორი ვახტანგ გურული და პროფესორი ლევან ჯიქია, კანცლერი თამაზ ვაჩაძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი პროფესორი ჯაბა მესხიშვილი,ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის თანამშრომლები: სამსახურის უფროსი პროფესორი პაატა გოგიშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილე ლიკა გიორგაძე, სპეციალისტი ლალი ყრუაშვილი, დამსაქმებლები, კურდსამთავრებულები და სტუდენტები. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ვახტანგ გურულის ახალი მონოგრაფიის "მეფე ერეკლე და რუსეთი" წარდგინება

2018 წლის 19 დეკემბერს წმ. ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ გურულის ახალი მონოგრაფიის "მეფე ერეკლე და რუსეთი" წარდგინება.

ნაშრომის წინასიტყვაობას ავტორი ასე ამთავრებს: "პროფესორმა ვალერიან მაჭარაძემ, ადამიანმა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში, რთული ოპერაციის წინ მითხრა: ,,ძალიან მინდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობის გეორგიევსკის ტრაქტატის შემდგომი პერიოდის ისტორიის შესწავლა. მე, ალბათ ამას ვეღარ შევძლებ, მინდა ის ნაშრომები დავამთავრო, რომლებიც დაწყებული მაქვს (ეს ნაშრომები მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა ვ.გ.), იქნებ შენ გამოიკვლიო ეს ეპოქა. ეს ძალიან დიდი და ძნელი საქმეა, მაგრამ აუცილებელია". მასწავლებლის სურვილის შესრულებას ძალზედ დიდხანს მოვუნდი, თუმცა ახლაც არ ვიცი, შევასრულე კი დანაპირები, არის კი წინამდებარე ნაშრომი ის, რასაც ჩემგან მოელოდა ადამიანი, რომელიც უკვე აშკარად გრძნობდა ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის მოახლოებას". თამამად შეიძლება ითქვას ბატონმა ვახტანგმა პირნათლად შეასრულა მასწავლებლის სურვილი და თავის დაბადების 66-წლისთავი ამგვარად აღნიშნა. 

წიგნის მეცნიერულ ღირებულებებზე ვრცლად ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, წიგნის რედაქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ, ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, პროფესორებმა ბეჟან ხორავამ, თეიმურაზ გვანცელაძემ, დავით მერკვილაძემ.

რექტორმა კიდევ ერთხელ მიულოცავ დაბადების დღე და საჩუქრად გადასცა საქართველოს ეკლესიის ისტორიის ორტომეული (ქართულ და ინგლისურ ენაზე).
პროფესორმა ვახტანგ გურულმა მადლობა მოახსენა საზოგადოებას და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.  

დამატებითი ინფორმაცია მონოგრაფიის შესახებ:

2018 წელს გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტის“ გრიფით გამოვიდა პროფესორ ვახტანგ გურულის მონოგრაფია „მეფე ერეკლე და რუსეთი“. წიგნის რედაქტორია პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რეცენზენტები - ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია და ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობვა „მერიდიანის“ სტამბაში.

მონოგრაფია ეყრდნობა ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებულ საარქივო დოკუმენტებსა და მასალებს, პრობლემისადმი მიძღვნილ ნაშრომებს. წიგნი ექვსი თავისაგან შედგება: თავი პირველი - „წყაროებისა და ლიტერატურის მიმოხილვა“, თავი მეორე - „რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო დაზვერვის ცნობები ქართლ-კახეთის სამეფოს შესახებ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროისათვის (XVIII საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანები)“, თავი მესამე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა 1782-1784 წლებში“, თავი მეოთხე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა 1783-1787 წლებში“, თავი მეხუთე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა 1787-1797 წლებში“, თავი მეექვსე - „ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის ურთიერთობა აღა მაჰმად ხანის ლაშქრობის წინ და ლაშქრობის შემდეგ (1791-1797 წწ.)“

მონოგრაფიაში წარმოდგენილია რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა ისტორიოგრაფიის შეხედულებების კრიტიკა, სამეცნიერო მიმოქცევაშია შემოტანილი ისეთი დოკუმენტები და მასალები, რომელთაც წინათ არ ექცეოდათ ყურადღება. ავტორმა მთელ რიგ შემთხვევებში ახლებურად ახსნა რუსეთის კავკასიური პოლიტიკა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მიზნები, როგორც ქართული ისე რუსული მხრიდან და ტრაქტატის შედეგები ქართლ-კახეთის სამეფოსათვის.

ივანე წიკლაურის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ivane-tsiklauris-dabadebidan-100

2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით გაიმართა ცნობილი ქართველი მელექსის ივანე წიკლაურის ("მამუკათ ივანეს") დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

სხდომას უძღვებოდნენ ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ივანე წიკლაურის პოეზიის განუმეორებლობაზე და აღნიშნა, რომ პოეტს ერთი გენიალური ლექსის  - „რამ დამაბერა“ - გარდა სხვა რომ არც არაფერი დაეწერა, ის მაინც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებდა  ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში.

გამომსვლელთა ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, მოქცეული იყო ივანე წიკლაურის ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური ქმნილება "რამ დამაბერა", რომელიც გახმიანებისა და გამოქვეყნებისთანავე იქნა აღიარებული თანამედროვე ხალხური პოეზიის უბადლო ნიმუშად.

პროფესორმა ამირან არაბულმა გაიხსენა ლექსის შექმნისა და საზოგადოების წინაშე მისი პირველად წარდგენის ისტორია. ეთერ თათარაიძემ კი მოიგონა პოეტთან ურთიერთობის ეპიზოდები და საზოგადოებას ცხოვლად დაუხატა ივანე წიკლაურის, როგორც პიროვნული ღირსების გამძაფრებული გრძნობით დაჯილდოებული ადამიანის სახე. მანვე გააცნო საზოგადოებას პოეტის პირადი წერილები და აღნიშნა, რომ საშური საქმეა ივანე წიკლაურის ნაწერების თავმოყრა და მისი თხზულებების სრული კრებულის გამოცემა. 

ივანე წიკლაურის პოეზიის თავისებურებებზე ისაუბრეს პროფესორებმა: ნინო მამარდაშვილმა, ლევან ბებურიშვილმა, ფილოლოგმა ბაბუა ალუდაურმა. სიტყვით გამოვიდნენ მწერლის შთამომავლებიც, რომელთაც აუდიტორიას გააცნეს პოეტის შედარებით უცნობი ლექსები. ღონისძიების დასასრულს ლექსი წაიკითხა პოეტის შვილთაშვილმა, პატარა ივანე წიკლაურმა.

გუნდური პაექრობა მათემატიკაში
gunduri-paekroba-matematikashi

ქართული უნივერსიტეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად მათემატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ატარებს „გუნდურ პაექრობას მათემატიკაში“. ეს არის შეჯიბრი, რომლის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება მათემატიკით, მათემატიკური ცოდნის ამაღლება მოსწავლეებში, ამოცანათა ამოხსნის და დასაბუთების, მსჯელობის და ოპონირების კულტურის ჩამოყალიბება და განვითარება, ინდივიდუალური და გუნდური  პასუხისმგებლობის განვითარება.

მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბებიან მათემატიკის ცნობილი ახელმძღვანელოებიდან არჩეული ამოცანების ამოხსნაში, რომლებიც მათ რამდენიმე კვირით ადრე ეგზავნებათ. ჟიურის შემადგენლობაში კი არიან სწორედ ამ სახელმძღვანელოთა ავტორები.

კონკურსი გასულ სასწავლო წელსაც ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ X-XII კლასის მოსწავლეები. გამარჯვებული გუნდის წევრები - ფოთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულმა უნივერსიტეტმა დააჯილდოვა პლანშეტებით.

მიმდინარე სასწავლო წელს „პაექრობა“ ტარდება ორ ასაკობრივ ჯგუფში: VII-IX და X-XII კლასებში.

2 დეკემბერს ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა გუნდური პაექრობის პირველი შესარჩევი ტური უმცროსი ასაკის მოსწავლეებში. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა გუნდმა: თბილისის "არქიმედეს" სკოლა (პედაგოგი გიორგი გომარელი), თბილისის 72-ე საჯარო სკოლა (პედაგოგი ანა ფურცელაძე) და სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა (პედაგოგი ქეთევან ტალაბაძე).

"პაექრობა" საკმაოდ დაძაბულად წარიმართა, რადგან ქულებს შორის სხვაობა მინიმალური იყო. საბოლოოდ პაექრობა სამტრედიის მე-11 სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დამთავრდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალში, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება."

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ყველა მონაწილე სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია თემაზე: "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები"
profesor-sergo-vardosanidzis-saj

2018 წლის 3 დეკემბერს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის საჯარო ლექცია თემაზე: ,,საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და თანამედროვე გამოწვევები.“

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის მტკივნეულ პრობლემებზე, რომლებიც აღელვებს ყოველ მორწმუნეს და რომელთა გაანალიზება და მათზე დაფიქრება მართებთ როგორც სასულიერო პირებს ისე მრევლს. მან ბრძანა, რომ მისი უწმინდესობისა და  უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II მიერ ეკლესიის ისტორიაში შექმნილ უზარმაზარ მონაპოვარს - მთელ ეპოქას  დაცვა სჭირდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სხვადასხვა ეპარქიიდან ჩამოსული მღვდელმთავრები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საჯარო ლექცია მიეძღვნა უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის დაბადების დღეს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საგანმანათლებლო სფეროს მიუძღვნა  და საინტერესო ფაქტია, რომ ეს თარიღი უკვე რამოდენიმე წელია ამ ფორმით საგანმანათლებლო სივრცეში აღინიშნება.

ჩვენც ვუერთდებით მილოცვებს და ბატონ სერგოს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ მრავალი წელი დაუცხრომელ მოღვაწეობას ჩვენი უნივერსიტეტისა და ეკლესიისთვის.

სემინარი თემაზე: "სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია"
seminari-temaze-siqvaruli-da-urt-1

2018 წლის 12-13 ნოემბერს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაჩვეულებრივი საჩუქარი მიიღეს. ფსიქოლოგიურმა საკონსულტაციო ცენტრმა "იდილიამ" 10 გამორჩეულ სტუდენტს მისცა უნიკალური შესაძლებლობა უფასოდ დასწრებოდნენ მსოფლიო დონის 90 წლის მეცნიერის, ცოცხალ ლეგენდად წოდებული ოტო კენბერგის ონლაინ სემინარს - "სიყვარული და ურთიერთობები, ნორმა და პათოლოგია“, რომელიც ცენტრ "იდილიისა" და ქართული უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და  უამრავი თეორიული შრომის ავტორი, 90 წლის ოტო კენბერგი, რომელიც დღესაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის დარგში, ნებისმიერი მოქმედი ფსიქოლოგის, ფსიქოლოგიური სკოლის სტუდენტებისა და, მათ შორის, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც საინტერესო მეცნიერია. მან ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირი ტრანსლაციით (რუსულ და ინგლისურ ენებზე) ჩართულიყვნენ სემინარის მუშაობაში, კერძოდ, შემთხვევების განხილვაში. ასევე, მათ მიიღეს სუპერვიზიის და ვორქშოფის მასალები, დასასრულს კი სერტიფიკატი, ოტო კენბერგის ხელმოწერით.

სემინარის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნაც, რომელსაც მომავალში წარმატებით გამოიყენებენ პრაქტიკაში.

პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის სტუმრობა ქართულ უნივერსიტეტში
polonetis-respublikis-elchis-stu

2018 წლის 16 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინკის სახელობის უნივერსიტეტის (პოლონეთი) დელეგაცია რექტორ პროფ. სტანისლავ ჯიეკონსკისა და კანცლერ პროფ. ზენონ ჰანასის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა ორივე უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობა, როგორც სამეცნიერო და აკადემიურ სფერეოებში, ასევე სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. რექტორმა პროფ. სტანისლავ ჯიოკენსკიმ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ქართული უნივერსიტეტის დელეგაცია მიიწვია ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინკის სახელობის უნივერსიტეტში.

საპატიო მისიით იაპონიაში
sapatio-misiit-iaponiashi

ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ახლახან დაბრუნდა ,,ამომავალი მზის ქვეყნიდან“, როგორც უწოდებენ იაპონიას, კერძოდ, ქ. კობედან, სადაც იგი საპატიო მისიით იმყოფებოდა: მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში. პროფესორი სერგო ვარდოსანიძე გვიზიარებს იაპონიაში მიღებულ შთაბეჭდილებებს, მოგვითხრობს იქაური მასპინძლების შესახებ.

8-14 ნოემბერს კობეს მშვიდობის ინსტიტუტის მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად ვიმყოფებოდი იაპონიაში. თბილისი-დუბაი-ოსაკა, 13- საათიანი საჰაერო მგზავრობის შემდეგ, 9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე (ჩვენი დროით, 12:00 სთ.) ჩავფრინდით ოსაკაში, სადაც დაგვხვდნენ მასპინძლები. 10 ნოემბერს, ჩვენი ძირითადი მასპინძლის, პროფესორ სომა კოჯის თანხლებით, ვესტუმრეთ იაპონიის კათოლიკური ეკლესიის კარდინალს, მთავარეპისკოპოს ტომას მაიდანს, რომელმაც ბევრი რამ იცოდა საქართველოზე, ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელ უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ზე. მას ვუსახსოვრე წმიდა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვრის ასლი და პატრიარქის საგალობლები, ამის შემდეგ დავათვალიერეთ ქ. ოსაკას ღირსშესანიშნაობანი და გვიან საღამოს გავემგზავრეთ ქ. კობეში.

11 ნოემბერს, ქ. კობეში სასტუმრო ,,პორტოპიას“ საკონფერენციო დარბაზში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კონფრონტაციიდან თანხმობამდე“, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ 100-ზე მეტი ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორი მოხსენება: 1) პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ,,საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია (წარსული, აწმყო და მომავალი) და მსოფლიო მშვიდობის ასპექტები“. 2) პროფესორი ვახტანგ ლიჩელი - ,,ძველი საქართველო, მშვიდობა და კულტურა“.

მომხსენებლებმა ურთულესი ამოცანა შეასრულეს, მრავალრიცხოვან აუდიტორიას დამაჯერებლად მოუთხრეს უმრავლესობისათვის უცნობი უძველესი ცივილიზაციის მატარებელი ხალხის წარსული და აწმყო (მოხსენებას თან ერთვოდა მრავალრიცხოვანი ვიდეო და აუდიო მასალა). იყო გაოცებული სახეები, კვალიფიციური კითხვები და მომავალი თანამშრომლობის სურვილები. იმავე კონფერენციის ორგანიზატორების ძალისხმევით გაიმართა საზეიმო ვახშამი, რომელზეც გამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელნიც აცხადებდნენ: მრავალეროვნულ, მრავალკონფესიურ მსოფლიოში ყველა შეგნებული ადამიანის ვალია ხელი შევუწყოთ მშვიდობიან თანაცხოვრებას. საზეიმო ვახშამზე კონფერენციის მონაწილეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს: უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ,,კირიელეისონ“, ,,სულიკო“, ,,ჩაკრულო“ და ,,ცედური მრავალჟამიერი“.

12-14 ნოემბერს მასპინძლების თანხლებით დავათვალიერეთ იაპონიის ძველი დედაქალაქი კიოტო, ვიყავით ფუშიმი ინარის ტაძარში, როკუონჯის ოქროს ტაძარში, რომელიც XV საუკუნეში აშენდა, ასევე საინტერესო იყო რიოანჯის ძენ ბუდისტი ბერების ტაძარი თავისი ულამაზესი ქვის ბაღებით. ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქ. ნარას ომივა ჯინჯას (შინტოისტური ღმერთის), კასუგა ტაიშას ტაძარმა. ჰიმეჯის ციხე-სიმაგრემ, ენგიოჯის X საუკუნის ტაძარმა, რომელიც მდებარეობს შოშას მთის წვერზე და სადაც გადაუღიათ ცნობილი ფილმი ,,უკანასკნელი სამურაი“...

იაპონია არის მაღალგანვითარებული ქვეყანა, ყველგან სიმშვიდე, ღიმილი და თავაზიანობა გვხვდებოდა.

დიდი მადლობა უნდა მოვახსენოთ მასპინძლებს, ბატონ სომა კოჯის და აონო კაძუიუკის, რომელთაც მოგვცეს შესაძლებლობა წარმოგვეჩინა საქართველო, ასევე მადლობა ჩვენს თარჯიმანს, კობეს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მაგისტრს, სოფიო გოგოლაძეს.

შეხვედრა პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან
shekhvedra-poet-temur-chalabashv-1

2018 წლის 22 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თანამედროვეობის გამორჩეულ ქართველ პოეტთან თემურ ჩალაბაშვილთან.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც დაახასიათა თემურ ჩალაბაშვილის, როგორც პოეტისა და მოქალაქის ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე და უნივერსიტეტისაგან სამახსოვრო საჩუქარი გადასცა პოეტს.

თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედების მხატვრულ თავისებურებებზე ისაუბრა ფილოლოგიის დოქტორმა ლევან ბებურიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოეტი ქართული პატრიოტული ლირიკის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელია. თემურ ჩალაბაშვილის შემოქმედება გულიდან მომდინარე პოეზიაა, რომელსაც ორიგინალური ხელწერის ბეჭედი აზის და თავისი უშუალობით, მძლავრი პათოსით ხიბლავს მკითხველს.

თემურ ჩალაბაშვილის პოეზიის აკადემიზმზე საგანგებო ყურადღება გაამახვილა პოეტმა  ქეთევან შენგელიამ. მისი თქმით, როდესაც თანამედროვე უმწიფარ ხელოვანთა ერთი ნაწილი ებრძვის კონვენციურ ლექსს, თემურ ჩალაბაშვილის პოეზია თავისი აკადემიურობითა და თვითმყოფადობით ორიენტირი უნდა იყოს სიახლის მაძიებელი ახალგაზრდა პოეტებისთვის.

თემურ ჩალაბაშვილის, როგორც პიროვნებისა და შემოქმედის ღვაწლზე ისაუბრეს: პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ, პროფესორმა ამირან არაბულმა, პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა, პროფესორმა დავით ბოსტოღანაშვილმა.

შემდეგ სიტყვა გადაეცა თავად პოეტს, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი შემოქმედებიდან რჩეული ლექსები წაუკითხა მსმენელებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. თემურ ჩალაბაშვილმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხებს.

შეხვედრის დასასრულს კომპოზიტორმა და მომღერალმა ია მაისაიამ შეასრულა პოეტის ლექსზე შექმნილი სიმღერა.

შუალედური გამოცდები
shualeduri-gamotsdebi

ქართულ უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრის შუალედური გამოცდები დაიწყო. სემესტრული გამოცდების ორგანიზებას ახდენს უნივერსიტეტის გამოცდების ცენტრი, რომელიც სტუდენტების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით 2014 წელს შეიქმნა. გვესაუბრება გამოცდების ცენტრის უფროსი, თიკო კობაძე.

- თიკო მოგესალმები.

- მოგესალმებით.

- ქართული უნივერსიტეტის შუალედური გამოცდები, რომლებმაც უნდა გამოავლინოს სტუდენტის ცოდნა სემესტრის განმავლობაში დაიწყო. როგორ მოემზადა ცენტრი გამოცდებისთვის?

- ქართულ უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები დაიწყო 5 ნოემბერს     ბაკალავრებისთვის,  ხოლო 12 ნოემბრიდან - მაგისტრანტებისთვის. გამოცდები გაგრძელდება ორ კვირას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ პირველკურსელთა მიმართ, რადგან მათთვის ეს პირველი გამოცდებია და ყველანი, მთელი გუნდი, მობილიზებული ვართ იმისათვის, რომ შევუქმნათ მათ მშვიდი და კომფორტული გარემო, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ ცოდნა.

- 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ უნივერსიტეტში შეიქმნა  გამოცდების ცენტრი. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში,  რა შედეგები მოჰყვა ამ სიახლეს?

- ეს 4 წელი, მართლაც, ნაყოფიერი და შედეგის მომტანი აღმოჩნდა. თავიდან ბევრი სირთულე შეგვხვდა, გაუმართავი იყო ცხრილები და ბევრი სხვა პრობლემაც გვქონდა ბადესთან დაკავშირებით, მაგრამ უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით შევძელით იმ შედეგებამდე მისვლა, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის სრულიად გამართული სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ის არის, რომ სტუდენტს შეუძლია თავად დააგენერიროს საგამოცდო ცხრილი. ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ დღეებს და საათებს და სტუდენტი, სურვილისამებრ  მოიწყობს საგამოცდო ცხრილს. ეს არის ის მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენს უნივერსიტეტს განასხვავებს სხვა უნივერსიტეტებისაგან. ამით შევამცირეთ სტუდენტების მხრიდან განცხადებების დაწერა და მოთხოვნა, რომ ამა თუ იმ დღეს ვერ შეძლებენ გამოცდაზე გამოცხადებას, მივეცით მაქსიმალური შესაძლებლობა იმისა, რომ თვითონ აირჩიონ დღე და საათი.

- უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრი არა მხოლოდ წერით, არამედ კომპიუტერულ გამოცდებსაც ატარებს. როგორ მოემზადეთ კომპიუტერული გამოცდების ჩასატარებლად?  

- ტექნიკურადაც ყველანაირი პირობა შევქმენით როგორც წერითი, ისევე კომპიუტერული გამოცდების კომფორტულ გარემოში ჩასატარებლად. პირველ რიგში,  გამართული აუდიტორიები, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა. ამაში ყველაზე მეტად გვეხმარება ის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს გამოცდების მიმდინარეობას, საგამოცდო პროცესს და მზად არის დაეხმაროს სტუდენტებს.

- სპეციალურად მოწვეული დამკვირვებლების შესახებ რას გვეტყვი, რამდენად ხშირად არიან ჩართული გამოცდების მიმდინარეობაში?

- სემესტრში ორჯერ საგამოცდო ცენტრი იწვევს გამოცდილ დამკვირვებელთა ჯგუფს, რომლებიც ესწრებიან როგორც შუალედურ, ისე დასკვნით გამოცდებს და უზრუნველყოფენ სტუდენტების დაკვირვებას საგამოცდო პროცესში. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი საგამოცდო ცენტრი მუდმივად დგამს ახალ ნაბიჯებს, რათა ყოველწლიურმა სიახლემ გაამდიდროს საგამოცდო პროცესი და იგი უფრო მოქნილი გახდეს სტუდენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ საგამოცდო ცენტრის ნებისმიერ ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს ბატონი რექტორი და ადმინისტრაცია, რაც უფრო მიმზიდველს ხდის საგამოცდო პროცესს სტუდენტებისთვის.

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ?

- საგამოცდო ცენტრი გეგმავს ახალი მოდელის შემუშავებას, რომლის მეშვეობითაც  ლექტორებს აღარ მოუწევთ ნაწერების გასასწორებლად მოსვლა, არამედ მათ ელექტრონულ ბაზაში აეტვირთებათ სტუდენტთა საგამოცდო ნაშრომები და ონლაინ შეძლებენ შეფასების დაწერას და კომენტარის გაკეთებასაც, რაც დაეხმარება სტუდენტს საკუთარი შეცდომების გაანალიზებასა  და გამოსწორებაში.

- ბუნებრივია, საგამოცდო პროცესზე ვიდეოკონტროლიც ხორციელდება...

- დიახ, უნივერსიტეტის საგამოცდო აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, წერითი გამოცდებისათვის გამოყოფილია ორი დიდი აუდიტორია, ასევე ორი აუდიტორია ეთმობა კომპიუტერულ გამოცდებს. თითოეულ მათგანზე, რასაკვირველია, ცენტრი მეთვალყურეობას ახორციელებს ვიდეოკამერებით, სპეციალურად ვიდეოკონტროლისთვის გამოყოფილი თანამშრომლების მეშვეობით და თუ რაიმე დარღვევას ექნა ადგილი, ისინი აცნობებენ დამკვირვებელს, რომელიც სტუდენტს ხსნის გამოცდიდან. თუმცა მსგავსი შემთხვევები ძალიან ცოტაა, რაგდან ისინი ინფორმირებულები არიან ამის შესახებ.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

როგორც ვხედავთ, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ გამოცდები ობიექტურ და კომფორტულ გარემოში ჩატარდეს და სტუდენტის სემესტრული ცოდნა, ამ ცოდნის გამოყენების უნარები და კრიტიკული თუ ანალიტიკური აზროვნება, მაქსიმალურად გამოვლინდეს.

ქართული უნივერსიტეტის გამოცდების ცენტრის გუნდს წარმატებებს, სტუდენტებს კი ცოდნის სათანადოდ გამოვლენას და დამსახურებულ შეფასებებს ვუსურვებთ.

გამოცდები დაიწყო, ვინ მოხვდება ობიექტივში?
gamotsdebi-daitsqo-vin-mokhvdeba

ის ხმაურიანი პერიოდი დაიწყო ჩვენს უნივერსიტეტში, ყველანი რომ ვამბობთ: "აუ, რამდენი საკითხია, ამდენს რა ისწავლის!" ჯგუფელებისგან კონსპექტებს, ქსეროქსებს და ფოტოებს რომ ვითხოვთ, ჩვენს ჯგუფებში დღეში 10 პოსტი რომ იწერება... რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირად იწყება: "აუუ, ბავშვებო..." ერთ დღეში რომ ვსწავლობთ მთელი ორი თვის მასალას, აი, ეგ პერიოდია... გამოცდები... გამოცდები, რომელიც ყველას ერთ ოთახში გვაერთიანებს, გვაფორიაქებს და გვაიძულებს წინა ღამით ყველაფერი გადავიკითხოთ.

ლექტორები ცოტა ხნით ისვენებენ, აღარ უყურებენ ამდენ განსხვავებულ ახალგაზრდას. ალბათ, რა დიდი ნებისყოფა უნდა გქონდეს, რომ აიტანო სტუდენტთა ის სულელური კითხვები, რომელთა სულელობასაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ, ვერაფერს ვატყობთ, ან უყურო, როგორ თამაშობს ნახევარი აუდიტორია მობილურით, როცა შენ იმას უხსნი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი, იკვლევდი და ღამეებს ათენებდი, მათ კი ეს სულ არ აინტერესებთ. პირველი 20 წუთი თვალებში გიყურებენ, თუმცა დარწმუნებული მაინც არ ხარ, გისმენენ თუ ფიქრებით სხვაგან არიან. გამოცდების წინა კვირას კი ცდილობენ საკითხები დაგტყუონ, ტესტებს თუ შეუდგენ და თან მისცემ, ყველაზე მაგარი ლექტორი იქნები მათ თვალში. ურჩევნიათ 150 ტესტის პასუხი დაიზეპირონ, ვიდრე განვლილი მასალის შინაარსი წერონ... სტიპედიანტებისთვისაც არ არის ადვილი გამოცდები, მაშინღა აღმოაჩენენ ხოლმე, რომ რაღაცეები ცოტა ზედაპირულად უსწავლიათ, ამიტომ გამოცდები ყველასთვის გამოცდებია...

ისედაც დაძაბულ სტუდენტებს (ზოგი ძალიან დაძაბულია, ზოგი ცოტათი) მკაცრი დამკვირვებლებიც არ გვაკლებენ ნერვიულობას, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არიან მკაცრი... ისინიც დაძაბული არიან, იმიტომ რომ ვერ გადავეჩვიეთ შპარგალკებს... რეალურად კი, ძალიან თბილი, მხიარული და მეგობრული არიან, ოღონდ ამ ოთახის გარეთ და ამ პერიოდის გარდა... მათ სამუშაო ოთახში სანამ არ შეიხედავთ, ვერ დააფასებთ მათ მუშაობას. მთელი 2 კვირა არეულობა აქვთ, ტესტებით აქვთ სავსე მაგიდები, აჯგუფებენ, ალაგებენ, საგნების მიხედვით, დღეების მიხედვით, უსახელო ნაწერების მიხედვით... ქსეროქსის აპარატის სუნი კარის გამოღებისთანავე იგრძნობა, მთელი დღე ტესტებს გვიბეჭდავენ. ნეტავ იმდენი გამოსხივებისგან დღის ბოლოს თავი არ სტკივათ?! ან იმისგან, ასი კაცი რომ ითხოვს გამოცდის გადატანას?...

დამკვირვებლები ჩვენ გვაკვირდებიან, ჩვენ კი ფოტოგრაფს ვაკვირდებით, ხომ არ გვიახლოვდება, თუ ახლოს არის, მაშინ დროა წელში გავიშალოთ და ისე გავაგრძელოთ წერა, ან სახეზე ავიფაროთ ხელი, ან თავი ისე დავხაროთ, რომ ვერ ამოგვიცნონ, ეს უკვე ჩვენი გემოვნების ამბავია. საღამოობით უნივერსიტეტის გვერდს ვამოწმებთ, შემთხვევით ჩვენი ფოტო ხომ არ დევს, ახლოდან ვათვალიერებთ სტუდენტებს, რომლებსაც არ ვიცნობთ, ხოლო რომლებსაც ვიცნობთ, მათ ფოტოებს ვალაიქებთ... ფოტოგრაფიც, ძალიან კარგი ადამიანია, ჯერ ვერავინ გავიგეთ, რის მიხედვით არჩევს, თუ ვის მოახვედრებს თავის ობიექტივში... მოკლედ, ვინც პირველ კურსზე ხართ, იცოდეთ, რომ ერთი კარგი ფოტო მისგან თქვენც გექნებათ...

ისევ ლექტორებს უნდა დავუბრუნდე, იმიტომ, რომ გამოცდების მერეც მათზე ვბრაზობთ, დაბალ ქულას რომ გვიწერენ, თითქოს მეტს ვიმსახურებდეთ... იშვიათად ვართ კმაყოფილი, ძირითადად მაშინ, თუ ადრე 30 ქულა დაგვიწერეს და ახლა 29-ს გვიწერენ. ასეთ დროს ვამბობთ, რომ რაღაც დაგვაკლეს. იმაზე კი არავინ ვფიქრობთ, მათაც მთელი ღამის გათენება რომ მოუწიათ ჩვენი ნაჯღაპნების შესასწორებლად. ალბათ, რამდენ დაულაგებელ წინადადებაზე იფიქრეს, ნეტავ რისი დაწერა უნდოდაო, ან რამდენ არასწორ ტერმინსა ან წინადადებაზე გაეღიმათ, 30 ან შეიძლება 50 განსხვავებული კალიგრაფიის წაკითხვა მოუწიათ, 3-4 ისეთიც იქნებოდა, პატრონიც რომ ძლივს კითხულობს ხოლმე. ალბათ, ასეთ შემთხვევებში ლექტორები თავიანთ მეუღლეებს ან შვილებს ეკითხებიან, აქ რა უწერიაო. ზოგ ლექტორს, ალბათ, გული წყდება, ყველა ლექციას კარგად გვიხსნიდა, ენერგიას არ იშურებდა, ჩვენ კი მაინც ვერ დავუწერეთ კარგად.

დამიჯერეთ, ძალიან გაგიმართლათ ამ უნივერსიტეტში რომ მოხვდით, იმიტომ რომ ეს ერთი დიდი ოჯახია. აქ ყველა ყველას ვიცნობთ, ვმეგობრობთ, თბილად ვსაუბრობთ, დაწყებული ბატონი იურათი, ჩვენს ყვავილებზე რომ ზრუნავს და დამთავრებული ჩვენი უმაგრესი რექტორით - ბატონი სერგოთი.

პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, შეგიყვარდებათ აქაური გარემო და ის ხალხი, რომელიც აქ თითქმის ყოველ დღე გხვდებათ..

მე ის გოგონა ვარ, რომელსაც ყველაზე მეტად მეშინოდა და არ მინდოდა სიარული, მაგრამ ყველაფერი მაშინვე შეიცვალა, როცა უნივერსიტეტში პირველად შემოვგორდი ჩემი ეტლით.

შეხვედრა პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილთან
shekhvedra-profesor-avtandil-nik

2018 წლის 27 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ ლიტერატურათმცოდნესთან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნვერსიტეტის პროფესორთან ავთანდილ ნიკოლეიშვილთან.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნაუნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგოვარდოსანიძემ, რომელმაც მეცნიერს მიულოცასაიუბილეო თარიღი და დაახასიათა ავთანდილ ნიკოლეიშვილის, როგორც ღირსეული პიროვნების, მრავალდარგოვანი მკვლევარის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლი.

ავთანდილ ნიკოლეიშვილის დამსახურებაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.

პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა ავთანდილ ნიკოლეიშვილის კონცეპტუალური სიახლით აღბეჭდილ ნაშრომებზე, რომლებიც თავის დროზე დიდი გამონათება იყო საბჭოთა იდეოლოგიზებული ლიტერატურათმცოდნეობის ფონზე.

პროფესორმა ლადო მინაშვილმა ისაუბრა ავთანდილ ნიკოლეიშვილის, როგორც ლიტერატურათმცოდნის ინტერესების მრავალმხრივობაზე, ფართო ერუდიციაზე, პროფესორმა ნინო მამარდაშვილმა კი ყურადღება გაამახვილა მეცნიერის აზროვნებისა და წერის ნათელ სტილზე, აგრეთვე, გამოკვეთა მისი ღვაწლი მივიწყებული მწერლების  წარმოჩენის საქმეში.

ავთანდილ ნიკოლეიშვილს მიესალმა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, პოეტი დავით შემოქმედელი, რომელმაცსაზოგადოების სახელით მეცნიერს დავით გურამიშვილის სახელობის პრემია გადასცა.

ავთანდილ ნიკოლეიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „საქართველო: აზია თუ ევროპა (ქართველ მწერალთა თვალთახედვით)“. მეცნიერმა მიმოიხილა მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ აზროვნებაში გამოთქმული შეხედულებები ხსენებული საკითხის ირგვლივ და აღნიშნა, რომ ქართველ მწერალთა ნააზრევი საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე დღესაც მრავალი თვალსაზრისით ინარჩუნებს სახელმძღვანელო მნიშვნელობას.

საერთაშორისო კონფერენცია
saertashoriso-konferentsia-profe-1

28-30 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილება და ქართული მოდელის შექმნის პერსპექტივა“, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები (5 ქვეყნის 11 წარმომადგენელი).

პროექტი, რომლის ხელმძღვანელია ქართული უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა, გამარჯვებულია საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში. საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსს. საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების სისტემა ჩვენს ქვეყანაში 2019 წლიდან უნდა დაინერგოს. ამისთვის უნდა შეიქმნას საჯარო სამსახურში მოხელეთა პროფესიული განვითარების ქართული მოდელი. კონფერენცია მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურის ქართული მოდელის მეცნიერული საფუძვლების გაანალიზებას და უცხოური გამოცდილების გაცნობას. პროფესიული საჯარო მოხელის სწავლების სისტემის დასანერგად საჭირო რეკომენდაციების შემუშავების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვარგარეთის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებას, უცხოელი ექსპერტების მოსაზრებების გაცნობას. გარდა თემის სამართლებრივი ასპექტებისა, რომელთა განხილვას დაეთმო კონფერენცის მუშაობის პირველი დღე, სადაც ამ თემასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს მომხსენებლებმა, პროფესორებმა პაატა ტურავამ, ნინო სარიშვილმა, ეკატერინე ქარდავამ, თემურ მაისურაძემ, მაია დვალიშვილმა, ვალერი მოდებაძემ და უცხოელმა ექსპერტებმა, მნიშვნელოვანი იყო რეფორმების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმები, რომელთა განხილვაში მეორე დღეს უკვე უცხოელ კოლეგასთან ერთად ქართველი ფინანსისტები და ეკონომისტები მონაწილეობდნენ: ლევან ქისტაური, მიხეილ ჯიბუტი,  ირაკლი მექვაბიშვილი, ნინო ჭოველიძე. ხოლო კონფერენციის მუშაობის მესამე დღე დაეთმო სტუდენტთა მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას. სამეცნიერო კონფერენციაზე იმუშავა სამმა სტუდენტურმა სექციამ, რომელშიც გარდა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებისა, მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები საჯარო მოხელეების პროფესიული მახასიათებლების, მოხელის სწავლებისა და საჯარო ფინანსური ხარჯების კონტროლის ინსტრუმენტების მიმართულებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე შემუშავდა მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბების მხარდამჭერი რეკომენდაციები.

დოქტორანტმა ნინო ზაალიშვილმა სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა
doktorantma-nino-zaalishvilma-sa

2018 წლის 12 ნოემბერს, 16:00 საათზე ქართული უნივერსიტეტში სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ქართველური ენათმეცნიერების“ მიმართულების დოქტორანტმა ნინო ზაალიშვილმა.

სადოქტორო ნაშრომის თემა: "ნუმერაციული ფრაზეოლოგიზმები სხვადასხვა სისტემის ენებში (ქართული, რუსული და ესპანური მასალის მიხედვით)“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი.

ოფიციალური შემფასებლები: 

  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ტაბიძე; 
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ციური ახვლედიანი. 

ექსპერტები:

  • ფილოლოგიის დოქტორი, მიხეილ ლაბაძე;
  • ფილოლოგიის დოქტორი, ნათია იაკობიძე.

სადისერტაციო კომისიის წევრები: 

  • პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე (კომისიის თავმჯდომარე),
  • პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე,
  • პროფესორი ივანე ლეჟავა;
  • პროფესორი მერაბ ნაჭყებია,
  • ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა (კომისიის მდივანი),  
  • ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან გაბუნია (მოწვეული),
  • ფილოლოგიის დოქტორი, მარინე კობეშავიძე (მოწვეული),
  • ფილოლოგიის დოქტორი,  ხატია ხატიაშვილი (მოწვეული).

სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის წევრები: 

  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე (სექციის თავმჯდომარე);
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ მინაშვილი (სექციის თავმჯდომარის მოადგილე);
  • ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნინო მამარდაშვილი (სექციის მდივანი);
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე;
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ტაბიძე;
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივანე ლეჟავა;
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ირინე კაპანაძე;
  • ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ოთარ მათეშვილი;
  • ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია;
  • ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ბელა შავხელიშვილი;
  • ფილოლოგიის დოქტორი სოფიო კეკუა.
     
ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი
kartvelologiis-tsentris-mudmivmo-1

2018 წლის 6 ნოემბერს ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ენათმეცნიერების საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ სხდომაზე განსახილველად გამოიტანა სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ვარიანტი.

მოგვიანებით ამავე დარბაზში გაიმართა ქართველოლოგიის ცენტრის მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი. ბატონმა ვასილ ტროშინმა წაიკითხა მოხსენება: "ოთხენოვანი (ქართულ-ინგლისურ-რუსულ-სომხური) დიდი ელექტრონული ლექსიკონის მონაცემთა ბაზა (ლექსიკა-ფრაზეოლოგიზმები)".

სხდომებს ესწრებოდა ქართული უნივერსიტეტის ბაკალავრი, კონსერვატორიის სტუდენტი დუდი კვალიაშვილი, რომელმაც რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესთავაზა მსმენელს.

ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი - 100
kutateli-mitropoliti-antoni-100-1

2018 წლის 2 ნოემბერს ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯიქიამ.

ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ ისაუბრა მიტროპოლიტ ანტონის განსაკუთრებულ ღვაწლზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა, აღნიშნულით დაინტერესებისთვის მადლობა მოახსენა და წარმატებები უსურვა იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარემ, მამა კონსტანტინე გიორგაძემ.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსგნენ ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ისტორიის მიმართულების დოქტორანტები: ირაკლი ლორთქიფანიძე - მკვლელობა თუ გარდაცვალება?! ანტონ ქუთათელი; ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - მიტროპოლიტ ანტონის მოღვაწეობა ქუთაისის კათედრაზე.

დასასრულს საინტერესო მოხსენებების წარმოდგენისთვის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

მარადისობაში გადაინაცვლა
maradisobashi-gadainatsvla

ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე გამოკრული განცხადება რაგბის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირის გამართვის შესახებ სამძიმრის ფურცელმა ჩაანაცვლა, რომელიც ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის ბიზნესის სტუდენტის, ლაშა მღებრიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას იუწყებოდა.

29 ოქტომბრის დილას ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები სიხარულით ემზადებოდნენ რაგბის შიდასაუნივერსიტეტო ტურნირზე წასასვლელად და გუნდის წევრებივით უხაროდათ მისი ჩამოყალიბება. ფიზკულტურის ინსტიტუტის რაგბის სტადიონზე ბიჭების საგულშემატკივროდ მთელი უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ, მაგრამ მოხდა ტრაგედია - პირველი ტაიმის შემდეგ ლაშა მოულოდნელად დაეცა და მალევე გარდაიცვალა...

ეს დღე უმძიმესი იყო ქართული უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლის თუ სტუდენტისთვის, სიხარული უდიდეს ტკივილად რამდენიმე წუთში გადაიქცა.

ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები  და მეგობრები ასე იხსენებენ ლაშა მღებრიშვილს:

სერგო ვარდოსანიძე - ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი. სამი წლის წინ საქართველოს ისტორიის გაერთიანებულ ლექციაზე ჩემი ყურადღება ერთმა ახალგაზრდამ მიიპყრო. ინტერესით ისმენდა, შემდეგ კითხვაც დამისვა, გამოვკითხე ვინაობა, ტურიზმის მიმართულების სტუდენტი ლაშა მღებრიშვილი აღმოჩნდა... “ძალიან მაინტერესებს საქართველოს ისტორია, თუ შეიძლება დამატებითი ლიტერატურა დამისახელეთ”. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ლაშასთან. ყოველი შეხვედრის დროს სახე გაუნათდებოდა და დიდი პატივისცემით მხვდებოდა. ერთხანს ვეღარ ვხედავდი, მოვიკითხე, მითხრეს, სხვა სასწავლებელში გადავიდაო. რამდენიმე კვირის წინ მეორე სართულზე შევხვდი - “სად წახვედი ლაშა-მეთქი”, ვუსაყვედურე, ისევ აქ ვარ, აღარსად აღარ წავალ, აქ რომ სითბო და ყურადღებაა, ის სხვაგან არ არისო, მიპასუხა...

როდესაც სტადიონზე ეს უბედურება მოხდა, რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი, ექიმები თავს დასტრიალებდნენ, შემდეგ სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს... იყო მცირე იმედებიც, მაგრამ...

დღეს უკვე ლაშა მღებრიშვილზე წარსულში გვიხდება საუბარი, მშვიდობით, ჩემო ვაჟკაცო, ნათელი დაადგეს შენს უკვდავ სულს, ამინ.

ნიკო კვარაცხელია - ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი. ლაშა ჩვენს ფაკულტეტზე ტურიზმის ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა, ძალიან წესიერი, მოწესრიგებული და გულისხმიერი იყო. მასთან სამი წლის ნაცნობობა მაკავშირებდა და ცუდი არაფერი მახსენდება, არც მეგულება მასზე განაწყენებული ადამიანი. ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური იყო, საოცარი აურა ჰქონდა, მუდმივად იღიმებოდა, მის სახეზე ღრუბელი არასდროს გვინახავს. ექსკურსიებზე და სპორტულ შეჯიბრებებში ყოველთვის აქტიური და გამორჩეული იყო.

წელს ზაფხულში ქობულეთში შევხვდით, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, ფოტოც კი გადავიღეთ ერთად, რომელიც სოციალურ ქსელში განუთავსებია წარწერით ,,ჩემი უსაყვარლესი ლექტორი”.

ლაშას გარდაცვალებამ ძალიან მატკინა გული. ამ საზარელი დღის შემდეგ სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი და უნებლიეთ შევნიშნე, რომ ვტიროდი, ასე დიდი ხანია არაფერი განმიცდია.

გიორგი შონია - ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, ლაშას მეგობარი - უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც ლაშა აღარ არის. მისმა გარდაცვალებამ ყველას დაგვწყვიტა გული, ჯერაც ვერ ვიჯერებ იმას, რომ ვეღარასდროს ვნახავ მის ღიმილიან სახეს.

ჩემი და ლაშას ურთიერთობა დაიწყო 2 წლის წინ, როდესაც ქათული უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ სერგო ვარდოსანიძის ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა გარკვეულ სამეცნიერო საკითხებზე. რამდენიმე ხნის შემდეგ ლაშა იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა, რადგან მას ძალზე დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. მოგეხსენებათ, ძიუდოისტი იყო და დიდ დროს ატარებდა სპორტულ დარბაზში, თუმცა უნივერსიტეტში თითქმის ყოველ დღე ვხვდებოდი.

ლაშა იყო არაჩვეულებრივი, მეგობრული, მოაზროვნე და მომავალზე ორიენტირებული ადამიანი, რომლის სახეზე ვერ შეამჩნევდით ნაღველს. მისგან მხოლოდ დადებითი ემოციები მოდიოდა. ვერ ვიხსენებ ვერავის, ვისაც ლაშასთან რაიმე კონფლიქტი ჰქონდა, პირიქით, ყველასთან თავმდაბალი და გამგებიანი იყო.

ბოლო პერიოდში ძალიან დავახლოვდით, თითქმის ყოველ დღე გვქონდა მიმოწერა სოციალურ ქსელში. მალე შიდასაუნივერსიტეტო რაგბის ტურნირი იწყებოდა და სურდა, მეც მეთამაშა, დავთანხმდი და ერთ გუნდში მოვხვდით. თამაშის დღეს მის სახეზე უჩვეულო განწყობა შევნიშნე, თუმცა მაშინ ამაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, რადგან კაცი მისი საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ იაზრებს ბევრ რამეს და უფიქრდება მის თითოეულ სიტყვასა და ნაბიჯს. ამას წინათ ლაშას სტატუსი გამოუქვეყნებია ფეისბუქზე: „სიკვდილით ყველაფერი არ მთავრდება, სიკვდილით იწყება“.

მე ვარ ერთ-ერთი, ვინც ბოლო წუთებში ლაშასთან იყო. იმ დღეს საშინელება დაგვატყდა თავს, მთელი უნივერსიტეტი თვალს ადევნებდა თამაშს, მათ შორის, ლაშას და გვანცაც. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ვერც კი გავიაზრე, რა ხდებოდა. ყველანი შოკში ვიყავით, ახლოს მივედი, მუხლებზე დავეცი და ვტიროდი, ვტიროდი და ღმერთს ვევედრებოდი, რომ ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

ახლა ყველაზე მეტად ლაშას ოჯახს სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა. სტუდენტები ვიყავით ჩასული კახეთში, ლაშას მშობლიურ სოფელში სამძიმარზე.  მამამისმა საუბრისას გვითხრა, ძალიან მინდოდა ლაშას ქორწილში შემეკრიბეთო...

ეს არის უდიდესი ტრაგედია, ყველანი ძალიან განვიცდით და ყველას გვტკივა ლაშას ამქვეყნიდან წასვლა. სამწუხაროა, კეთილსინდისიერი და გულანთებული ახალგაზრდები რომ გვტოვებენ.

დაჩი ჩიქოვანი - ლაშას ჯგუფელი. ლაშას გარდაცვალება დაუჯერებელია დღემდე, როგორც ჩემთვის, ისე ჩვენი სტუდენტური ოჯახისთვის. ის იყო ერთგული, თბილი, მოსიყვარულე და გამორჩეული ჩვენს ჯგუფში. ალბათ, საკუთარმა ინტუიციამ ან უფლის კარნახით, რაღაც წინასწარმა ხედვამ უკარნახა, რა ახლოს იყო ჩასაფრებული სიკვდილი. უფალს ვთხოვთ, დაუმკვიდროს მას ცათა სასუფეველი, ჩვენ კი, მის მეგობრებს, ძალიან გაგვიჭირდება მასთან განშორება, ის მარად იცოცხლებს ჩვენს გულებსა და მოგონებებში, როგორც კეთილშობილი, ლაღი, მუდამ მომღიმარი ძმა და მეგობარი!

მახსენდება პირველი დღე ქართულ უნივერსიტეტში და ლაშას გაცნობა. ძალიან დაბნეული ვიყავი იმ დღეს, რადგან არავის ვიცნობდი. საინფორმაციო შეხვედრაზე ლაშას გვერდით აღმოვჩნდი. მან პირველმა გამომიწოდა ხელი და გამეცნო, ჩვენ ძალიან ადვილად შევედით კონტაქტში და დავახლოვდით, თუმცა მას არ უთქვამს, რომელ ფაკულტეტზე ჩააბარა. მოგვიანებით გავიგე, რომ ის ჩემს სპეციალობაზე სწავლობდა და ძალიან გამიხარდა, რადგან მეყოლებოდა ისეთი კურსელი, როგორიც იყო ლაშა მღებრიშვილი.

დღეს ყველაზე მეტად თანადგომა მის ოჯახს სჭირდება, რათა მისი სიკვდილით გამოწვეული ტკივილი ცოტათი მაინც განუქარვდეთ, თუმცა, მისი გარდაცვალება ყოველთვის იქნება ჭრილობა, რომელიც გვემახსოვრება და არასოდეს შეხორცდება.

გიორგი ჩაჩიბაია - ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი. ლაშა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, რომელიც ყოველთვის გვერდში მედგა და მეხმარებოდა. იგი იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს მოგცემდა იმის უფლებას, რომ მოგეწყინა, სულ მომღიმარი და პოზიტივით სავსე იყო.   მახსოვს კურსელებთან ერთად გამოვთქვით სურვილი ყაზბეგში წავსულიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მარტო მე და ლაშა წავედით ერთად ტურზე, სადაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. არასოდეს მეგონა, რომ ლაშასთან გატარებული დრო და მოგონებები ჩემთვის დიდ ტკივილად დარჩებოდა.

მიჭირს იმაზე ფიქრი, რომ ის აღარ არის, მაგრამ ჩემს გულში ყოველთვის ცოცხალი იქნება. ამ მძიმე დროს ვუსამძიმრებ და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. იმით ვინუგეშოთ გული, რომ ლაშას სული უფალმა მიიბარა და უფალთან არის.

ძალიან წესიერი, გულისხმიერი, მეგობრული, მოსიყვარულე, მოაზროვნე, მომავალზე ორიენტირებული... ეს ის თვისებებია, რომლებითაც ლაშა მღებრიშვილს მეგობრები გამოარჩევდნენ.

იმ საბედისწერო დღის შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში თითქოს ყველაფერმა ხალისი დაკარგა. სტუდენტთა ღიმილიანი სახეები ტრაგიკულმა განწყობამ შეცვალა. დაკრძალვის წინა დღეს ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილმა სტუდენტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს სიცოცხლით სავსე, მუდამ მომღიმარ და ყველასთვის საამაყო ბიჭს, ხოლო დაკრძალვის დღეს მთელი უნივერსიტეტი მის მშობლიურ ჩომლაყში სევდით და ტკივილით დაემშვიდობა ლაშა მღებრიშვილს, რომელმაც უკვე მარადისობაში გადაინაცვლა.

 

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

საუნივერსიტეტო ბიბლიოთება - სერიოზული სამეცნიერო რგოლი უნივერსიტეტის ცხოვრებაში
sauniversiteto-biblioteba-serioz

ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ზედმიწევნით კომფორტული გარემო და უნიკალური წიგნთსაცავი საკმარისი მიზეზი და საფუძველია იმისა, რომ ბიბლიოთეკა დიდი დატვირთვით მუშაობდეს. როგორ ფუნქციონირებს იგი, რა სიახლეებია და რა სამომავლო გეგმები აქვს, გვესაუბრება ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონ თამარ კანტროშვილი.

ქალბატონო თამარ, მოგესალმებით.

მოგესალმებით.

როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი? როგორ და რამდენად აკმაყოფილებს იგი უნივერსიტეტის სტუდენტთა ინფორმაციულ თუ ბიბლიოგრაფიულ მოთხოვნებს?

საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა სერიოზული სამეცნიერო რგოლია უნივერსიტეტის ცხოვრებაში, რომელიც საკუთარი საბიბლიოთეკო რესურსების მაქსიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს. ამ მხრივ ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სასწავლო და კვლევით  პროცესს მკითხველს სთავაზობს მრავალფეროვან სამეცნიერო ლიტერატურას. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობას წარმართავს კომპიუტერული სამუშაო პროგრამის მიხედვით; ეს არის ელექტრონული კატალოგი OpenBiblio,  რომელიც განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე. ლექტრონული კატალოგი აადვილებს ინფორმაციის სწრაფ მოძიებას, მომხმარებელს და ბიბლიოთეკარს საშუალება აქვთ მოძებნონ ლიტერატურა არა მხოლოდ ავტორისა და სათაურის, არამედ თემატიკის მიხედვით. ელექტრონულ კატალოგს აქვს წიგნის დაჯავშნის სერვისი, ცირკულაციის პროცესი: წიგნების გაცემა-დაბრუნება, სტუდენტს შეუძლია დაჯავშნოს წიგნი არა მარტო სამკითხველო დარბაზში, არამედ სახლიდან გაუსვლელად მოიძიოს საჭირო ლიტერატურა. ამ მხრივ ელექტრონული კატალოგი ძალიან გვიადვილებს სამუშაო პროცესს. ჩვენთან არაჩვეულებრივი გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტმა კარგად ისწავლოს და ჩამოყალიბდეს კვალიფიციურ სპეციალისტად.

თქვენი მკითხველები ძირითადად  უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები არიან, კიდევ ვის შეუძლია ბიბლიოთეკის ფონდით  სარგებლობა?

ძირითადად სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სარგებლობენ ჩვენი ბიბლიოთეკით, თუმცა გარდა სტუდენტებისა, გარეშე პირსაც შეუძლია გაწევრიანდეს ბიბლიოთეკაში, მაგრამ წიგნს სახლში ვერ გაიტანს, მას მხოლოდ სამკითხველო დარბაზში შეუძლია მუშაობა. 

არის თუ არა ფონდში სასწავლო პროცესისთვის საჭირო სილაბუსებში მითითებული ლიტერატურა და როგორ ივსება იგი ახალი პროგრამების შესაბამისად?

ბიბლიოთეკის მრავალათასიან ფონდში თავმოყრილია სასწავლო-კვლევითი პროცესისათვის  აუცილებელი უახლესი სახელმძღვანელოები და წიგნები ყველა იმ საგანში, რომლებიც უნივერსიტეტის  პროგრამებით იკითხება. ეს სტუდენტს საშუალებას აძლევს შეუფერხებლად მიიღოს სასწავლო ლიტერატურა და გაიღრმავოს ცოდნა უნივერსიტეტის ტერიტორიიდან გაუსვლელად. აქტიურად ვართ ჩართული ახალი საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლი პროგრამების აკრედიტაციის პროცესში. ეს არის  სილაბუსებში მითითებული ლიტერატურის შეჯერება ბიბლიოთეკის ფონდთან და შემდეგ მათი მოპოვება.  ბიბლიოთეკის ფონდი ძირითადად ივსება უნივერსიტეტის მიერ შეძენილი ახალი წიგნებით.

რამდენად არის ბიბლიოთეკა ინტეგრირებული  საბიბლიოთეკო ქსელში?

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა არის საბიბლიოთეკო კონსორციუმის წევრი, ჩვენი  კონსორციუმი თავის მხრივ არის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,EIFL“-ის წევრი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ბიბლიოთეკას კონსორციუმთან ხელშეკრულების საფუძველზე აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს უცხოური სამეცნიერო ბაზებით, ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მოიცავს უცხოურ სამეცნიერო კვლევებს და მიზნად ისახავს, ქართველმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა შეძლონ ზღვა ინფორმაციის უფასოდ მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული ბაზები ფარავენ თითქმის ყველა სასწავლო მიმართულებას. აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალები განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე და აერთიანებს 100-ზე მეტი განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნების ბიბლიოთეკებს. 

ბიბლიოთეკის საფონდო მასალა ყოველწლიურად ივსება და მდიდრდება,  რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ფონდის შევსებისა და საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით, ვისთან თანამშრომლობთ, მემორანდუმები თუ გაქვთ გაფორმებული?

სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსამზადებლად საჭიროა საბიბლიოთეკო ფონდის  მუდმივად  გამდიდრდება, ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გათვალისწინებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისად, ახალი ციფრული და ბეჭდური გამოცემებით. წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით გავაფორმეთ მემორანდუმები გამომცემლობებთან: ,,უნივერსალთან“, ,,მერიდიანთან“, ,,პალიტრა L-თან”, რომლებიც პერიოდულად საჩუქრად გვაწვდიან სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას. აგრეთვე ვთანამშრომლობთ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან,  ალექსანდრე დიუმას ცენტრთან, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან. ჩვენს სტუდენტებს აქვთ წვდომა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ განყოფილებასთან, მათ შეუძლიათ ჩამოტვირთონ საჭირო ლიტერატურა.

მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია საუნივერსიტეტო  საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებით. ვგეგმავთ ჩავატაროთ გაფართოებული შეხვედრა თითოეული პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის მონაწილეობით, რათა ყველასათვის გასაგები გავხადოთ ელექტრონული ბაზებით სარგებლობის აუცილებლობა, საჭიროება და უპირატესობები. სამომავლოდ ვაპირებთ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ვაქციოთ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. ამისთვის ვგეგმავთ შეხვედრების ორგანიზებას სხვადასხვა ავტორ-გამომცემლებთან და მთარგმნელებთან, რათა უნივერსიტეტის საზოგადოებას გავაცნოთ გამომცემლობების ახალი სტრატეგიები, სტანდარტები და მთარგმნელობით დარგში მიმდინარე პროცესები.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ.

ქართული უნივერსიტეტის მასშტაბით აკადემიური მოსწრების ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი (99.66)
kartuli-universitetis-masshtabit

როგორც მათემატიკოსი, მოკლე, მაგრამ ზუსტი პასუხებით გამოჩეული, საქმიანი, ბეჯითი... მისი საუბრიდან იკვეთება წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიის მფლობელი სტუდენტის პასუხისმგებლობითა და თავდაუზოგავი შრომით აღსავსე ცხოვრება და მიზანდასახულობა.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქართული უნივერსიტეტის, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტ, თამარ ტაბატაძესთან.

მოგესალმები, თამარ.

მოგესალმებით.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის, ზოგადად, წმინდანის სახელობის სტიპენდიანტობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. როგორ იაზრებ ამ პასუხისმგებლობას, რას გავალებს იგი?

რასაკვირველია, წმინდანის სახელობის სტიპენდია ნებისმიერი სტუდენტისთვის   ორმაგ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.Aამავეს ვგრძნობ მეც, თუმცა ჯერ თითქოს ვერც ვიაზრებ ბოლომდე. წმიდა ანდრია პირველწოდებულისადმი ყოველთვის დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვიყავი განმსჭვალული, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ დადგებოდა ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა მე მისი სახელობის სტიპენდიანტი მერქმეოდა. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამომეყენებინა რესურსები და ჩემი უნარები, ამიტომაც უნვერსიტეტის წინაშე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას.  ვეცდები, რომ ყოველთვის ვიყო წარმატებული.

წარჩინებული სტუდენტის ცხოვრება სხვებისთვისაც საინტერესოა, გვიამბე, რა იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტში მოსვლამდე?

უნივერსიტეტში მოსვლამდე ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვიყავი. ვოცნებობდი სტუდენტობაზე, რის გამოც აბიტურიენტობის პერიოდი მქონდა ორმაგად დატვირთული და საპასუხისმგებლო. იყო თავდაუზოგავი შრომა. მქონდა მიზანი ჩამებარებინა საატესტატო და შემდეგ ეროვნული გამოცდები. ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, მე ეს ოცნება ავიხდინე.

სტიპენდიანტი ვერ გახდები მხოლოდ ბეჯითი შრომით, ის გამორჩეულ ნიჭსა და უნარებსაც გულისხმობს, რისთვის გრჩება დრო სწავლის გარდა?

სტიპენდიანტობა დიდ შრომას და სისტემურ მეცადინეობას მოითხოვს. ამის გამო თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. თუმცა ვცდილობ მაინც გამოვნახო თავისუფალი დრო და მას იმისთვის ვიყენებ, რომ ჩემი ცოდნა სხვებსაც გავუზიარო, მყავს მოსწავლეები მათემატიკაში, რომლებსაც ჩემი თავისუფალი დროის გარკვეულ ნაწილს ვუთმობ. დროის ძალიან მცირე ნაწილს კი შეძლებისდაგვარად დასვენებისთვის ვიყენებ.

რამდენად გრძნობ უნივერსიტეტის მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, ზრუნვას და რა არის შენთვის ქართული უნივერსიტეტი?

პირველივე დღიდან გამაოცა უნივერსიტეტის გარემომ, სწავლების მაღალმა დონემ, ინფრასტრუქტურამ, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია მზრუნველი და თბილი გარემო. ქართულ უნივერსიტეტში არის ყველა ძალიან მეგობრული: ლექტორები, სტუდენტები, ზოგადად, თბილი გარემოა, თითქოს თვითონ უნივერსიტეტის შენობის კედლებიდანაც კი რაღაც საოცარი სითბო იღვრება. ეს არის ადგილი, სადაც იზრდები, ყალიბდები, ვითარდები. ქართული უნივერსიტეტი სხვა დიდ უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო მცირე მოცულობის არის, მაგრამ გამორჩეულია თავისი დიდი შესაძლებლობებით და მიზნებით.

თუ გაქვს სხვა ფაკულტეტების სტიპენდიანტებთან ურთიერთობა, თუ ტარდება შეხვედრები ან ერთობლივი ღონისძიებები, გარდა სამეცნიერო კონფერენციებისა?

სხვა ფაკულტეტის სტიპენდიანტებთან მაქვს ურთიერთობა და საკმაოდ კარგი, ერთობლივი კონფერენციებიც გვქონია. შეხვედრებიც ხშირად ეწყობა და ყოველთვის ვცდილობ დავესწრო. გარდა ამისა, ყოველ წელს ეწყობა ექსკურსია წარჩინებული სტუდენტებისთვის, რომელიც უკვე იქცა ტრადიციად ჩვენს უნივერსიტეტში და მისი ერთ-ერთი მიზანი სწორედ წარჩინებულ სტუდენტთა დაახლოება, მათ შორის ურთიერთობის განმტკიცებაა. მე სიხარულით ვიღებ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში და, შესაბამისად, ახლო ურთიერთობა მაქვს სხვა სტიპენდიანტებთან.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციები, ავტორიზაციისთვის მზადების რთული და ხანგრძლივი პროცესები, ახალი პროგრამები და პრიორიტეტები
akhali-sastsavlo-tseli-ganakhleb

ბატონო პაატა, მოგესალმებით!

მოგესალმებით!

როგორ მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციები და როგორია უნივერსიტეტის ძირითადი სტრატეგია?

ჩვენი უნივერსიტეტი შედარებით ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება. უნივერსიტეტმა ძირითადი სტარტეგია სწორად აირჩია, რის გამოც ძალიან ბევრი პრობლემა და დაბრკოლება გადავლახეთ შედარებით სწრაფ ტემპში. მოგეხსენებათ, რომ ახლად განხორციელებული განათლების რეფორმის შემდეგ სტანდარტები არის გაცილებით კომპლექსური და კონკურენციაც გაიზარდა უნივერსიტეტებს შორის. ჩვენ ამ გაზრდილ გამოწვევებს წარმატებით ვუმკლავდებით, მაგალითად, ახლა მიმდინარეობს ახალი სტანდარტებით რამდენიმე პროგრამის აკრედიტაცია ჩვენს  უნივერსიტეტში. პროცესი კარგად მიმდინარეობს და წარმატების იმედი გვაქვს. 2019 წლისთვის ავტორიზაციისთვის ვემზადებით და ვფიქრობთ, რომ ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა ასეთ გამოწვევას.

რა თქმა უნდა, ავტორიზაციისათვის მზადება რთული და ხანგრძლივი პროცესია, როგორ ემზადებით, რა გაკეთდა, როგორ გაართვით თავი ამ სირთულეებს?

უნივერსიტეტში განხორციელდა დიდი რეფორმა, მოხდა ფაკულტეტების ოპტიმიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამების ოპტიმიზაცია, თუმცა ამის ფონზე ჩვენ ახალი პროგრამებიც შევიმუშავეთ, მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, რომელიც საკმაოდ წარმატებულია ჩვენს უნივერსიტეტში. პირველ წელს მიღება იყო საკმაოდ კარგი, შემდეგ წელს უფრო გაიზარდა და მომავალი წლისთვის ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო დიდი ოდენობით გამოვაცხადოთ მიღება, რადგან მოსწონთ ეს პროგრამა. ასევე გაამართლა და საკმაოდ წარმატებულია სამართლის სკოლა. გვაქვს საჯარო მმართველობის პროგრამა, რომელიც პოპულარულია და უყვართ სტუდენტებს, გვაქვს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამა, რომელიც სულ ახალია და ჩვენ დიდი იმედებით ვუყურებთ ამ პროგრამას. ნამდვილად აღნიშვნის ღირსია ფსიქოლოგიის პროგრამა და ფსიქოლოგიის სკოლა ჩვენს უნივერსიტეტში. პოპულარულია ეს პროგრამა და უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომლის განვითარებასაც ვგეგმავთ ჩვენს უნივერსიტეტში. ასევე უნდა გამოვყოთ ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება, რადგან ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული და ეს პროგრამა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი უნივერსიტეტისთვის. ასევე გვაქვს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი. იმ აბიტურიენტებს ვისაც სურს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ჩვენ ვთავაზობთ საუკეთესო პირობებს, სწავლება მიმდინარეობს ყველა ძირითად საგანში, რომელიც სჭირდებათ მათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება, დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე სანგუ.ედუ.გე. ქართულ უნივერსიტეტში გვაქვს მრავალი მიმართულება, მიზანმიმართულად, დაგეგმილად და გაწერილი გრაფიკით ვმოქმედებთ. იმედი გვაქვს და კარგი გაგებით, ამბიციაც გაგვაჩნია, რომ ყველა მიმართულებას განვავითარებთ.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც უნივერსიტეტი არსებობს, ჩვენ ბოლო დროს, მაგალითად, მთლიანად  გადავახალისეთ მთელი საბაკალავრო საფეხური და ყველა ახალი პროგრამა, რომლებიც აკრედიტაციაზე წარვადგინეთ, დამატებითი სპეციალობების მიღებასაც ვთავაზობთ სტუდენტებს, ეს კარგი შანსია მათთვის.

უცხო ენების სწავლების მოცულობა და ხარისხიც რადიკალურად გავზარდეთ. უფრო მოქნილი პროგრამები გავაკეთეთ, რომელთა მიხედვითაც სტუდენტს შეუძლია თვითონ დაგეგმოს და თავისზე მორგებულ პროგრამაზე ისწავლოს. ჩვენ ეს ძალიან გვეამაყება და ვფიქრობთ, რომ ეს ამ კონკურენტულ გარემოში ჩვენს უნივერსიტეტს გარკვეულ პრიორიტეტს მიანიჭებს.

მთლიანად გადავხედეთ სადოქტორო საფეხურსაც ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით. აქაც ვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების ოპტიმიზაციას და მთელი რესურსების ძირითადი მიმართულებების გასაძლიერებლად გამოყენებას.

უნივერსიტეტის განვითარების გეგმების შემუშავებაში ჩართულია უნივერსიტეტის ყველა სამსახური. ვფიქრობ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ასეთი სტრუქტურა არის ეფექტური და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები (როგორიც არის კონკურენცია უნივერსიტეტებს შორის, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილება და ასე შემდეგ) არ მესახება გადაუჭრელად.

რას იტყვით საუნივერსიტეტო პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ?

მიუხედავად იმისა, რომ ქართული უნივერსიტეტი პატარაა, ჩვენ გვაქვს  ჩვენი საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შემუშავებულია უნივერსიტეტის მიერ, ფაქტობრივად, ეს გაკეთდა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მიერ. პროგრამა იხვეწება, თუმცა ამ ეტაპზეც საკმაოდ კომფორტული და წარმატებულია. პროგრამა მოსახერხებელია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვისაც, რადგანაც მოახდინა მრავალი პროცესის ავტომატიზაცია.

როგორ მიმდინარეობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაცია?

უნივერსიტეტმა გადადგა სერიოზული ნაბიჯები  ინტერნაციონალიზაციისკენ. დამყარდა ბევრი საერთაშორისო ახალი კონტაქტი, ტარდება საერთაშორისო კონფერენციები. ახლახან უნივერსიტეტმა გაიმარჯვა რუსთაველის  ეროვნული  ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მათი თანადგომითაც ჩატარდება ერთ-ერთი  საერთაშორისო საკმაოდ კარგი და ძლიერი კონფერენცია სამართლის და საჯარო მმართველობის მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს მიმართულება ძალიან გავააქტიუროთ, რათა საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ ძლიერი ორგანიზაცია.

რა ღონისძიებებს მიმართავთ ხარისხის უზრუნველყოფის გააქტიურებისთვის?

ვაპირებთ გავააქტიუროთ და გავაძლიეროთ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, რადგანაც ახალ გამოწვევებს სჭირდება უფრო მაღალი დონის ხარისხი და ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვართ უნივერსიტეტის განვითარებით, თუმცა არ ვაპირებთ გავჩერდეთ და ახალ-ახალ გამოწვევებს განახლებული ძალებით ვუპასუხებთ.

დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ტელეხიდი ჩინეთში სასტიპენდიო პროგრამით სასწავლებლად წასულ სტუდენტებთან
telekhidi-chinetshi-sastipendio-

2018 წლის 22 ოქტომბერს, ქართული უნივერსიტეტის ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტელეხიდი ჩინეთში სასტიპენდიო პროგრამით სასწავლებლად წასულ საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან. ქართული უნივერსიტეტიდან ჩინეთში სასწავლებლად წასულმა სტუდენტებმა გამოცდილება გაუზიარეს თავიანთ კურსელებს, ისაუბრეს ჩინეთის სასწავლო სისტემასა და უცხო ქვეყნის კულტურაზე.

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წარმატება უსურვა ორივე სტუდენტს და აღნიშნა, რომ მომდევნო წელს ჩინეთის საელჩო ისევ დაეხმარება და დააფინანსებს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლას ჩინეთში.

სამეცნიერო კონფერენცია: "ქართულ-ოსური ურთიერთობების გაყალბებული ისტორია და სინამდვილე"
sametsniero-konferentsia-kartul-

2018 წლის 29 ოქტომბერს, ორშაბათს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „ქართულ-ოსური ურთიერთობების გაყალბებული ისტორია და სინამდვილე“.

კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოსები საქართველოში ყველაზე მეტად ინტეგრირებული არაქართული ეთნიკური ჯგუფი იყო, თუმცა გარეშე ძალის ჩარევის შედეგად მოხდა ქართველებისა და ოსების ერთმანეთთან დაპირისპირება. მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული კულტურული ძეგლების ოსურად მონათვლა, ქართული ტოპონიმიკის შეცვლა. შორსმიმავალი გეგმის მიზანს შეადგენს ყოველგვარი ქართული ნიშანწყალის შეცვლა ცხინვალის რეგიონში. საჭიროა ამ პრობლემური საკითხის სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს მომავალში სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. 

ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიის გაყალბების კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრა პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა რუსულ ენაზე გამოცემული ნაშრომები, რომელშიც აღნიშნული საკითხი მრუდე სარკეშია დანახული. ოსების მეშვეობით კრემლი ცდილობს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოაშოროს თრუსოს ხეობა, რომელიც, თითქოს წარსულში ოსებით დასახლებულ ადგილს წარმოადგენდა, თრუსოს ხეობას შემდეგ სხვა ტერიტორიებიც მიემატება.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ოსების შიდა ქართლის ტერიტორიაზე მიგრაციის საკითხზე ისაუბრა და ე.წ. „სამხრეთ-ოსეთის“ ავტონომიური ოლქის საზღვრის ხელოვნურ ცვლილებაზე.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, პროფესორმა ნათია ჯალაბაძემ და პროფესორმა ლავრენტი ჯანიაშვილმა.

პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ წამოაყენა წინადადება შემუშავდეს მიმართვის ტექსტი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს გაეგზავნება. ტექსტში ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორიის გაყალბების პრობლემატიკაზე იქნება საუბარი და მის გადასაჭრელად სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსების აუცილებლობაზე.

კონფერენცია თემაზე - "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი"
konferentsia-temaze-sakartvelos-

2018 წლის 24 ოქტომბერს ქართული უნივერსიტეტის წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" და საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი"-ს ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი."

კონფერენცია გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

  • „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი: კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები„ - თამუნა ქოჩორაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
  • "საქართველო და ევროკავშირი" - ევროკავშირის ისტორია, ინსტიტუტები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა; ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ისტორია - ეკატერინე ცანავა;
  • ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები - ანალიტიკოსი ზურაბ მოდებაძე.

კონფერენცია სტუდენტთა ინტერაქტიური ჩართვებით საინტერესოდ წარომართა. მისი მიზანი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ დამსწრეთა ინფორმირება, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ახალგაზრდების გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება.

ეთიკის მსოფლიო დღე
etikis-msoflio-dghe

2018 წლის 18 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური პროცესების საბაკალავრო პროგრამის საგნის „აშშ და ახალი მსოფლიო წესრიგი“ მოწვეულმა სპეციალისტმა მარიამ ხატიაშვილმა სტუდენტებისთვის ლექცია-აქტივობა ჩაატარა, რომელიც მიუძღვნა საერთაშორისო საქმეებში ეთიკის საკითხთა კარნეგის საბჭოს (აშშ) მიერ დაწესებულ ეთიკის მსოფლიო  დღესა და აკადემიური პატიოსნების საერთაშორისო ცენტრის (აშშ) მიერ „გარიგებული გადაწერის“ (Contract Cheating) წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო დღის აღნიშვნებს.

მარიამ ხატიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკვლევართა 2017 წლის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. 2017 წელს ამ პროგრამაში მონაწილეობისას ის იმყოფებოდა ქ. ნიუ იორკში, სადაც საერთაშორისო საქმეებში ეთიკის საკითხთა კარნეგის საბჭოს თანამშრომლებსა და პრეზიდენტს შეხვდა.  2017 წელს მარიამმა საქართველოში პირველად აღნიშნა ეთიკის მსოფლიო დღე, წელს კი პირველად მან ამ დღის აღმნიშვნელი შეხვედრა ქართულ უნივერსიტეტში ჩაატარა. შეხვედრისას მარიამმა ისაუბრა ამ ორი საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე და სტუდენტებთან ერთად განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა ეთიკის როლი საგარეო პოლიტიკაში, ეთიკა და ამერიკული დემოკრატია, ეთიკა და ლიდერობა, ეთიკა და კულტურა, ეთიკა და მეცნიერება, ეთიკა და აკადემიური სფერო, ეთიკა და ახალი მსოფლიო წესრიგი.

საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებმა იმსჯელეს თანამედროვე მსოფლიოში მწვავე და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხების შესახებ. მათ დისკუსია გამართეს თემაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ უფრო მეტად ეთიკური მსოფლიო.

აქტივობის პერიოდში სტუდენტები ჩაერთვნენ „გარიგებული გადაწერის წინააღმდეგ“ მიმართულ საერთაშორისო აქტივობაშიც, რომლის დროსაც დააფიქსირეს აზრი, თუ რატომ არ სურთ „გარიგებულ გადაწერაში“ მონაწილეობის მიღება და რატომ არის „გარიგებული გადაწერა“ მცდარი.

მარიამმა ჩვენი უნივერსიტეტი კარნეგის საბჭოს ეთიკის მსოფლიო დღის აღმნიშვნელი ორგანიზაციების სიაში გააერთიანა. მოხარული ვართ, რომ მარიამ ხატიაშვილის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს ჩვენს უნივერსიტეტში ამ ორი დღის პირველად აღნიშვნა სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.

შეხვედრა შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტებთან
shekhvedra-shemodgomis-semestris

18 ოქტომბერს ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი ლევან ქისტაური და დეკანატის თანამშრომლები შეხვდენენ 2018 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტებს. შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა, დაისახა სამომავლო გეგმები, ხოლო სტიპენდიანტების მხრიდან გამოითქვა სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მზადყოფნა.

ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის 2018 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიანტები არიან:

  • ბერიაშვილი ანი - ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • დანელია ნანა - ფინანსები და საბანკო საქმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • გელაშვილი მარიამ - ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • აფრიამაშვილი თეონა - ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • აირაპეტოვი ნინო - გამოყენებითი ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • შუკაკიძე ნინო - ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ბრეგვაძე ნინო - ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ღოლიჯაშვილი ალექსანდრე - ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • პაპიაშვილი გვანცა - მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • მარქარაშვილი მაკა - ეკონომიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • ტაბატაძე თამარი - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიანტი, მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
  • გრიგალაშვილი სოსანა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის  სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიანტი, ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა.
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობასთან
shekhvedra-saertashoriso-savalut

19 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტში ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის, პროფესორ ლევან ქისტაურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობასთან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა  მერსედეს ვერა მარტინესმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა და პერსპექტივები“.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრი უმანგ რავატი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

ქალბატონმა მარტინესმა ისუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზე გლობალურ კონტექსტში და უფრო დეტალურად განიხილა საქართველოში ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, ქვეყნის პერსპექტივები და ისუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოამზადა და გამოადგება ქვეყანას.

საჯარო ლექციის ბოლოს გაიმართა დიალოგი, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები. ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინესს მობრძანებისათვის, საინტერესო საჯარო ლექციის წაკითხვისა და დისკუსიაში მონაწილეობისათვის.
 

DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ვიზიტი
daad-is-tbilisis-sainformatsio-t-1

2018 წლის 19 ოქტომბერს ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი გებჰარდ როილი. ბატონმა როილმა სტუდენტებს გააცნო DAAD-ის ფონდის მუშაობის სპეციფიკა, გერმანიაში სწავლისა და კვლევების შესაძლებლობები, სტიპენდიების ჩამონათვალი და მათი მოპოვების გზები. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდულ ორგანიზაცია AIESEC-თან
sainformatsio-shekhvedra-akhalga

2018 წლის 21 სექტემბერს ქართულ უნივერსიტეტში ახალგაზრდულმა საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-მა სტუდენტებისთვის გაცნობითი შეხვედრა გამართა.

AIESEC (აისეკი) მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაცია, წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას ახალაგაზრდებისათვის, რომელიც ეხმარება მათ აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი პოტენციალი, რათა იქონიონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. გარდა იმისა, რომ AIESEC-ი თავის წევრებს ყოველწლიურად სთავაზობს 24,000 ლიდერულ პოზიციას და მთელს მსოფლიოში 100,000 წევრისათვის 500 კონფერენციას უწვეს ორგანიზებას, ასევე AIESEC 27,000-მდე გაცვლით პროგრამას ახორციელებს ყოველწლიურად, რაც გამოცდილების საზღვარგარეთ მიღების, უნიკალური შესაძლებლობაა.

საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის კვლევის პრეზენტაცია
sakartvelos-ekonomikis-da-sabank

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის  კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით “საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018”.

კვლევა წარადგინეს  ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა და საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი შერვაშიძემ.

კვლევა ჩატარდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით და გიორგი ცუცქირიძისა და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის თანაავტორობით.

პროფესორმა ლევან ქისტაურმა ისაუბრა კვლევის მნიშვნელობაზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ სახის კომპლექსური კვლევა პირველია, უახლოესი განვლილი პერიოდის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის მიმართულებით მსგავსი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. მანვე ისაუბრა საბანკო სისტემასა და საქართველოს ეკონომიკას შორის ურთიერთკავშირზე, ერთი მხრივ, იმ გავლენაზე, რომელსაც საბანკო სისტემა ახდენს  ეკონომიკაზე და მეორე მხრივ, საბანკო სისტემის განვითარებაზე მაკროეკონომიკური ფონის გავლენა-ზემოქმედების შესახებ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა კი აღნიშნა კვლევის ფართო სპექტრი და განხილული საკითხების  პრობლემატურობა. ყურადღება გაამახვილა იმ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, კერძოდ, საბანკო სექტორის ალტერნატიული დარგების განვითარებასა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ და დაწესებულ რეგულაციებზე კრედიტების ლიმიტებთან დაკავშირებით.

კვლევის - “საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია. პრეზენტაციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი – 2018
tsmida-andria-pirveltsodeblis-sa

2018 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინი-ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა ტურნირი ქართული უნივერსიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის თასი 2018.

თასის გათამაშება  უკვე მეშვიდე წელია ტარდება და შეიძლება ითქვას, მისი დონე ყოველწლიურად იზრდება, წელს ტურნირზე რეგისტრაცია გაიარა რვა გუნდმა. გაიმართა მეოთხედფინალური შეხვედრები, შემდგომ ნახევარფინალი, ბოლოს კი ფინალური მატჩი. სამწლიანი პაუზის შემდეგ, თასი დაიბრუნა ბიზნესის, კომპიუტინგისა და საოციალურ მეცნიერებათა სკოლამ, გუნდი „MALAGA” გახდა ჩემპიონი. გუნდის კაპიტანმა, ცოტნე ჩილაჩავამ, კარგი გუნდის შეკრება შეძლო. ალექსანდრე დოლაშვილი, რომელიც წელს ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტში „MALAGAS” და გათამაშების ბომბარდირი გახდა, მან ჯამში 18 გოლი გაიტანა. გამორჩეული იყო ჩემპიონი გუნდიდან, მეკარე გიორგი რეხვიაშვილი. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ ნიკო ჩაჩავა ჩემპიონი გხდა. ფინალურ მატჩში მეორე გუნდი წინა წლის ჩემპიონი  საკმაოდ სიმპატიური და დაბალანსებული გუნი „WEST HAM” იყო. გუნდის კაპიტანის, რაჟდენ ოქრუაშვილის, იგივე „ერთი დარტყმის“ დიდი შემართების მიუხედავად “MALAGA” აშკარად მაღლა იდგა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სანდრო მაისურაძე, გუნდის „WAST HAM”, ბომბარდირი ალექსანდრე დოლაშვილი, საუკეთესო მეკარე – გიორგი რეხვიშვილი.

ტურნირს მსაჯობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არბიტრი ზვიად ბლიაძე. დასასრულს გაიმართა დაჯილდოვება – გუნდებს გადაეცათ მედლები, სიგელები, სამახსოვრო საჩუქრები, რაც მთავარია, გუნდმა “MALAGAM” ერთი წლით მოიპოვა  წმიდა ანდრია პირველწოდებლის სახელობის თასი  – 2018.

თამარ ტაბატაძეს აკადემიური მოსწრების ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს

გამოვლინდა ქართული უნივერსიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საუნივერსიტეტო სტიპენდიის მფლობელი, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტი თამარ ტაბატაძე, რომელსაც უნივერსიტეტის მასშტაბით აკადემიური მოსწრების ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს (99.66).

ვულოცავთ თამარს ამ წარმატებას!

ქართული უნივერსიტეტის აბიტურიენტთა მოსამზადებელ ცენტრში სწავლა სტუდენტობის გარანტია
kartuli-universitetis-abiturient

გთავაზობთ ინტერვიუს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელთან, პროფესორ გურამ გოგიშვილთან.

- ბატონო გურამ, მოგესალმებით.

- მოგესალმებით.

- მალე ცენტრი შეუდგება 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა მომზადებას. როგორი იყო 2018 წელი ცენტრისთვის? რა შედეგებით დაამთავრეს ცენტრის მსმენელებმა მისაღები გამოცდები, ალბათ წარმატებებსაც გამოყოფთ.

- 2018 წელი ისევე, როგორც წინა სასწავლო წლები, ჩვენი ცენტრის მიერ მიღწეული შედეგების მხრივ, წარმატებულად შეიძლება შეფასდეს. ჩვენი კურსდამთავრებულები, მაღალი აკადემიური დონის აბიტურიენტები, სტუდენტებად მოევლინენ უმაღლეს სასწავლებლებს, მათ შორის ჩვენ უნივერსიტეტსაც. წინა წლების ჩვენმა არაერთმა კურსდამთავრებულმა უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტის სახელი მოიხვეჭა.

- ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, აბიტურიენტთა რა ნაკადი მოვა, რამდენად აითვისებს იმას, რასაც ასწავლიან, მაგრამ მაინც სწავლების მაღალ დონეს რა განსაზღვრავდა გასულ წელს და რამდენად შენარჩუნდება ან გაუმჯობესდება იგი?

- მართალს ბრძანებთ, დიდი მნიშვნელობა აქვს აბიტურიენტთა ნაკადის საწყის აკადემიურ დონეს, მაგრამ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს ცენტრში სწორად წარმართულ სასწავლო პროცესს, მასში აბიტურიენტთა ჩართულობას, პედაგოგებისა და აბიტურიენტების შემოქმედებით თანამშრომლობას, საქმიანი და ამავდროულად ლაღი ატმოსფეროს შექმნას. სასწავლო პროცესის დამახასიათებელი ეს მხარეები წელს უფრო გაღრმავდება.

- არსებული კონკურენციის პირობებში რით არის ჩვენი უნივერსიტეტის ცენტრი მიმზიდველი აბიტურიენტთათვის, რატომ უნდა მოვიდნენ აქ, რას სთავაზობს განსხვავებულს ჩვენი მოსამზადებელი ცენტრი აბიტურიენტებს სხვა ცენტრებისგან განსხვავებულს?

- ამ კითხვაზე პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცი. ყველა პირობა, რაც განაპირობებს წარმატებას აბიტურიენტთა მომზადებისას, რეალიზებულია ჩვენს ცენტრში. დავამატებდი - შექმნილი ჰარმონიული გარემო, საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება, აბიტურიენტთა ხშირი ტესტირება და მიღებული შედეგების საჯარო ანალიზი უზრუნველყოფს მაღალი წარმატებების მიღწევას. სასწავლო პროცესში აბიტურიენტთა ინდივიდუალური შესაძლებლობები შეხამებულია გუნდურ მუშაობასთან, რაც ამაღლებს სწავლების ეფექტს, ხელს უწყობს საკუთარი შედეგების პრეზენტაციის ხელოვნების გაღრმავებას. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ იმ უნარების განვითარებასაც, რომლებიც აბიტურიენტს ამ ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობასაც მისცემს საჭირო დროს საჭირო პირობებში.

- მომზადების შედეგებს, პირველ რიგში, განსაზღვრავს პედაგოგთა არა მხოლოდ აკადემიური დონე, არამედ აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება. ძირითადად ცენტრში ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა იყო დასაქმებული, წელს ხომ არ ფიქრობთ სხვების მოწვევასაც?

- ახლა ცენტრის პედაგოგებზეც მოგახსენებთ. მათ გამოარჩევთ მაღალი აკადემიური დონე, ერთიანი ეროვნული გამოცდების სპეციფიკის სრული ფლობა, უმაღლეს და საშუალო სკოლებში ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება, სწავლების თანამედროვე ფორმების ეფექტიანი გამოყენება, გადასაცემი მასალის კრიტიკული გააზრება, ამ მასალის აბიტურიენტებთან მარტივი ფორმით მიტანა. რამდენიმე პედაგოგი თავად არის აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი მაღალი დონის სახელმძღვანელოების ავტორი. დადებით ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ ჩვენი პედაგოგების მუდმივი კონტაქტი აბიტურიენტთა მშობლებთან და ერთობლივი ძალისხმევით ზრუნვა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობისთვის სასწავლო პროცესში. აქვე აღვნიშნავდი, რომ ჩვენი ცენტრი აბიტურიენტებს სთავაზობს ერთ ან რამდენიმე საგანში მომზადებას, მეცადინეობები დაგეგმილია სასკოლო გაკვეთილების შემდეგ, სწავლის საფასურის გადახდის გაიოლების მიზნით დასაშვებია თანხის ეტაპობრივი გადახდა.

- 15 ოქტომბრიდან ცენტრი იწყებს მუშაობას, რა სიახლეებით ეგებებით აბიტურიენტებს?

- ახალ სასწავლო წელს ჩვენს ცენტრში სწავლების ზემოთჩამოთვლილი ფორმები კიდევ უფრო დაიხვეწება და კვლავ ორიენტირებული იქნება მაღალი დონის შედეგების მიღწევაზე - არა „ენის წვერზე დამახსოვრებული ცოდნით“ გაწაფვისკენ, არამედ ღრმა ცოდნით აღჭურვილი მოსწავლეების მომზადებისკენ. ისინი დაეუფლებიან შესწავლის სწავლას, განუვითარდებათ ის შემოქმედებითი უნარები, რომლებიც შემდგომ, სტუდენტობის პერიოდში, ასეთ დიდ მნიშვნელობას იძენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღზრდის ფაქტორიც, სასწავლო გარემო. ჩვენი უნივერსიტეტი, მისი პედაგოგები ამ მხრივ უაღრესად კეთილმყოფელ გავლენას მოახდენენ აბიტურიენტებზე.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ.

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

ქართულმა უნივერსიტეტმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩს უმასპინძლა

დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩი, ბატონი გერტ-ჰაინრიხ არენსი და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში ქალბატონი გაბრიელა სკულოვა. სტუმრებს უმასპინძლა ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

მეუფე იაკობმა ხაზი გაუსვა ეუთოს მისიის მნიშვნელობას საქართველოში და მადლობა გადაუხადა ელჩს მისი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

მეტის ნახვა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მეტის ნახვა