მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წარმატებული მეცნიერი ქალები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა, მან სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებულ მეცნიერ ქალებს შესაბამისი სიგელები პირადად გადასცა.
ნოდარ პაპუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალბატონებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და საუბრისას მათთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
დაჯილდოების ღონისძიებაზე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი.
ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანაორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე სიგელი გადაეცა SANGU-ს ასოცირებულ პროფესორს, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორს, იზა გიგაურს.
ვულოცავთ ქ-ნ იზას აღნიშნულ მიღწევას და მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
