მენიუ

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 ოქტომბერს, SANGU-მ უმასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ირინე დახუნდარიძეს და მკვლევარს, ბატონ ნიკოლოზ რთველიაშვილს.

18 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) უმასპინძლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ირინე დახუნდარიძეს და მკვლევარს, ბატონ ნიკოლოზ რთველიაშვილს.

ღონისძიება გახსნა და სტუმარი აუდიტორიას წარუდგინა SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მაია მანჩხაშვილმა. სტუდენტებს ასევე მიესალმა დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ირინე დახუნდარიძე.

ბატონმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა, რომელიც 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დანიისა და ნორვეგიის სამეფოებში, წაიკითხა ლექცია თემაზე: „გლობალური და რეგიონული უსაფრთხოება“. ლექციის მსვლელობისას მან ამომწურავად უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს და საინტერესო ხედვები გაუზიარა აუდიტორიას.

შეხვედრა შეაჯამა SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა, რომელმაც აღნიშნა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში.
ლექციის დასრულების შემდეგ, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და SANGU-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

აღნიშნული ინიციატივა SANGU-სა და დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის ხელს შეუწყობს აკადემიური სივრცისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და ცოდნის გაცვლას, რაც კიდევ უფრო გაზრდის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის განვითარების შესაძლებლობებს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა