მენიუ

სტუდენტები სტუმრად ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა არ არღვევს ტრადიციას და ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლა არ არღვევს ტრადიციას და ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას. სწორედ ამ მიზნით 2024 წლის 16 ოქტომბერს შედგა პირველკურსელთა ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. სტუდენტებს ბიბლიოთეკაში მეგზურობა ქალბატონმა ლოლა სანაიამ და ქალბატონმა მაია მიქაბერიძემ გაუწია. ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა მოინახულეს ის შიდა სივრცეები, რომელთა ნახვის შესაძლებლობა, როგორც მკითხველებს აღარ ექნებათ. გასაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დარბაზის მონახულება, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ ენახათ იაკობ გოგებაშვილის პირადი საარქივო ფონდიდან დედა ენის ნიმუშები. ასევე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წიგნის მუზეუმმა, სადაც სტუდენტებს საშუალება მიეცათ ენახათ ერთადერთი ეგზემპლარები ისეთი წიგნების, როგორიც არის 1609 წელს დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული გრამატიკა, ვახტანგ VI-ის დროინდელი წიგნები, სახარება, დავითნი და ა.შ. ამავე დარბაზში თაროზე იყო განთავსებული ყველა ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსანი".

ქართული უნივერსიტეტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ლოლა სანაის და ქალბატონ მაია მიქაბერიძეს გაწეული მეგზურობისათვის.

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა