მენიუ

„ისტორიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული სიყალბის წინააღმდეგ"

2022 წლის 31 მაისს, SANGU-ს პროფესორმა ვახტანგ გურულმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ისტორიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული სიყალბის წინააღმდეგ“.
   

2022 წლის 31 მაისს, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში SANGU-ს პროფესორმა ვახტანგ გურულმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ისტორიულ მეცნიერებაში დამკვიდრებული სიყალბის წინააღმდეგ“.

მომხსენებელმა დაწვრილებით მიმოიხილა: მონაწილეობდა თუ არა ვახუშტი ბაგრატიონი მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსებაში; ნამდვილად დაიდო თუ არა ტრაქტატი (ხელშეკრულება) ქართველ მეფე-მთავრებს შორის 1790 წელს; ვინ მოკლა რუსი გენერალი ივან ლაზარევი; როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთის ხაზინამ ჭავჭავაძეთა წინანდლის მამული; გაწირა თუ არა რუსეთის იმპერატორმა აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს ქართლ-კახეთის სამეფო; მონაწილეობდა თუ არა გრიგოლ ორბელიანი შამილის დატყვევებაში; ვისი ნასროლი ტყვიით დაიღუპა ილია ჭავჭავაძე.
ასევე საინტერესო იყო ლეგენდების მოსმენა ერეკლე მეორის დასაფლავების შესახებ და იმ მითისა თუ სინამდვილის შესახებ თხრობა, რომელიც საქართველოს გაერთიანების მცდელობის შესახებ არის გავრცელებული.

ლექციის დასასრულს პროფესორმა ვახტანგ გურულმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

Learn More

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა