ცხადდება რეგისტრაცია (საბუთების მიღება) მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემდეგ მიმართულებებზე:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური);
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური).
საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 201-ე აუდიტორიაში შემდეგი გრაფიკით:
- 22 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
- 23 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
- 24 სექტემბერი 11:00-14:00 სთ.
- 26 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
- 27 სექტემბერი 11:00-18:00 სთ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
- ბაკალავრის ან მაგისტრის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი; (ნოტარიულად დამოწმება არ არის აუცილებელი);
- ცნობა მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (იმ კანდიდატებს, რომლებსაც გამოცდა ჩაბარებული აქვთ 2022 წელს, შეუძლიათ ცნობის მაგივრად წარმოადგინონ საგამოცდო ბარათი);
- სამხედრო აღრიცხვის ბარათის ასლი (ვაჟებისთვის).
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება რეგისტრაციის დროს.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577 31 55 94
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: teachers2022@sangu.edu.ge