გრძელდება რეგისტრაცია შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
- სამართალი - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი (მიუხედავად ჯამური ქულათა საშუალო შეწონილისა) ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 3000 ლარი.
- საქართველოს ისტორია - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
- ქართული ფილოლოგია - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
- სოციალური და განწყობის ფსიქოლოგია - ჩარიცხული ყველა მაგისტრანტი, იმ შემთხვევაში თუ ბაკალავრიატის საფეხურის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3.5 და მეტია, ისარგებლებს SANGU-ს შიდა გრანტით - წლიური საფასური 2000 ლარი.
მაგისტრატურაში მიღების პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- საბუთების მიღება: 22-25 სექტემბერი (17:00 საათამდე)
- გამოცდა უცხო ენაში: 26 სექტემბერი
- გამოცდა სპეციალობაში: 27 სეტქმებრი
- შედეგების გამოცხადება: 27-28 სექტემბერი
- შედეგების გასაჩივრება: 28 სექტემბერი - 1 ოქტომბერი
- საბოლოო შედეგების გამოცხადება: 3 ოქტომბერი
- რანჟირების დოკუმენტის გამოცემა: 3 ოქტომბერი
- ხელშეკრულების გაფორმება: 28 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
- ჩარიცხვის ბრძანების მომზადება და მისი ასახვა საგანმანათლებლო რეესტრში: 4 ოქტომბერი
მაგისტრანტობის კანდიდატების მიერ ონლაინ რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (შემოთავაზებული ფორმით)
- ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების თაობაზე
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, (2022 წლის კურსდამთავრებულებისთვის დასაშვებია ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე)
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) შესაბამის დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო მოწმობის/სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- პირადობის მოწმობა (პასპორტი) - ასლი
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებმა) - ასლი
- ფოტოსურათი (3×4) ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე (გვარისა და სახელის დისკზე მითითებით)
- სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა (შემოთავაზებული ფორმით)
- სამოტივაციო წერილი (თავისუფალი ფორმით) სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
- კონკურსანტის CV (შემოთავაზებული ფორმით) ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე შემსვლელთათვის
მიმაგრებული დოკუმენტები:
ონლაინ რეგისტრაციის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: registration@sangu.edu.ge
რეგისტრაციისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:
- დოკუმენტაცია გადმოაგზავნეთ დასკანირებული სახით
- სრულად ატვირთეთ ყველა საჭირო დოკუმენტი
- სათაურის ველში მიუთითეთ სახელი, გვარი და აკადემიური საფეხური (მაგისტრატურა)