პროექტის მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების კურსი
ახალგაზრდა ლიდერთა აკადემიაში, პროექტის მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების კურსი იწყება.თუ ხარ 17-დან 21 წლამდე, გსურს გახდე მეწარმე და ამავდროულად, დადებითი ცვლილებები მოუტანო საზოგადოებას, დარეგისტრირდი პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სოციალური გავლენის მქონე სტარტაპის შესაქმნელად.
- გაიზიარე პროფესიონალების გამოცდილება;
- მიიღე კვალიფიციური მენტორების მხარდაჭერა;
- წარადგინე შენი ბიზნეს-იდეა ახალგაზრდა სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტზე და მიიღე ფინანსური მხარდაჭერა 2000 ევროს ოდენობით.
განაცხადების მიღება სრულდება 25 მარტს.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
- საჯარო გამოსვლებს
- ეფექტურ კომუნიკაციას
- გუნდურობასა და გუნდის მართვას
- ანალიზის უნარს
- დებატებს
- ლიდერობას
- დროის მენეჯმენტს
მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ; ლოკაცია, ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი #21
რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/MQk9exvSbJu1LXAW6
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598473110
პრე-აქსელერაციის პროექტი მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად ხორციელდება საქართველოში, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკაში.
პროგრამა ხორციელდება „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“-ს მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://jag.ge/index.php?page=projects_single&id=19
მსგავსი სიახლეები
WELCOME PARTY 2026
2026 წლის 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რესტორან „ოტიუმში“ გაიმართება პირველკურსელთა წვეულება WELCOME PARTY.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2026
2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამო გაიმართება 3 ოქტომბერს, 16:00 საათზე
