შეხვდი დიდ დამსაქმებლებს პირისპირ
28 თებერვალს, 17:00 საათზე SANGU-ს სტუდენტებისთვის გაიმართება Online შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის უფროსთან.
28 თებერვალს, 17:00 საათზე SANGU-ს სტუდენტებისთვის გაიმართება Online შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის უფროსთან - ლიკა კვირჭიაშვილთან.
ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ პრაქტიკოსი HR მენეჯერისგან მოისმინონ რჩევები CV-ის შედგენის თანამედროვე ტენდენციების შესახებ, როგორ უნდა მოემზადონ გასაუბრებისთვის, რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება გასაუბრების დროს.
ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
მსგავსი სიახლეები
WELCOME PARTY 2026
2026 წლის 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რესტორან „ოტიუმში“ გაიმართება პირველკურსელთა წვეულება WELCOME PARTY.
29 სექტემბერი 2026
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2026
2026 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულების გამოსაშვები საღამო გაიმართება 3 ოქტომბერს, 16:00 საათზე
29 სექტემბერი 2026
ცხადდება კონკურსი იურიდიულ კლინიკაში სტუდენტური პრაქტიკის გასავლელად
პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები იმუშავებენ რეალურ სამართლებრივ საქმეებზე, მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტაციას და გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას.
29 სექტემბერი 2026
