"სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობები"
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო გაჩეჩილაძემ, სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
19 ივნისს წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო გაჩეჩილაძემ, სამეცნიერო კვლევების დაფინანსების ადგილობრივი და საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელიც სპეციალურად SANGU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ის საგრანტო კონკურსები განიხილეს, უფრო დეტალურად კი ის პროექტები, რომელიც უნივერსიტეტისთვის ამ ეტაპზეა პრიორიტეტული.
საინფორმაციო შეხვედრას SANGU-ს საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
