2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბაკალავრიატში ჩარიცხულთა საყურადღებოდ!
წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამა წლის 3-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 11:00-დან 18:00 საათამდე.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 53ა, II კორპუსი; II სართული; ოთახი - 201
რეგისტრაციისას წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ან ცობა იუსტიციიდან - ატესტატის მიღების შესახებ)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკზე;
- სტუდენტის ანკეტა (CV) შემოთავაზებული ფორმით (ივსება ადგილზე);
- სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სრული, ან ნახევარი);
- სამხედრო პირის ოჯახის წევრობის შემთხვევაში - ცნობა სამხედრო პირის სამსახურიდან (წოდების/პოზიციის მითითებით);
- სოციალური სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მედალოსნებმა - მედალოსნობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სკოლიდან);
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, გთხოვთ მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონიოთ:
- მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
- მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილი პირის პირადობის მოწმობის ასლი.
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22,
ანგარიშის ნომერი: GE76 TB74 8803 6020 1000 02;
სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბრიდან.