საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა
2 ნოემბერს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გაცნობა და მათი ეფექტიანად გამოყენების პრაქტიკული მეთოდების სწავლება.
შეხვედრაზე განხილული იქნება:
საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა და გამოყენება;
სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი მასალების მოძიების ეფექტიანი სტრატეგიები;
საკვანძო სიტყვებისა და საძიებო ფილტრების სწორად გამოყენება;
სანდო აკადემიური წყაროების შერჩევა და გამოყენება;
მონაცემთა ბაზების ეთიკური გამოყენება და დამოწმება.
შეხვედრა სტუდენტებს დაეხმარება სასწავლო და კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, მართვასა და გამოყენებაში.
თარიღი: 2 ნოემბერი
დრო: 13:00 საათი
ადგილი: II კორპუსი, 208-ე აუდიტორია
ღონისძიება ღიაა ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის.
მსგავსი სიახლეები
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...
