პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“ დაიწყო
25 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა დაიწყო საგრანტო პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკის პოპულარიზაციას VII-XII კლასის მოსწავლეებს შორის.
2025 წლის 25 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით დაიწყო საგრანტო პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკის პოპულარიზაციას VII-XII კლასის მოსწავლეებს შორის.
პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს SANGU-ს ფიზიკის ლაბორატორიაში, უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ შატბერაშვილის ხელმძღვანელობით ეძლევათ შესაძლებლობა: დაესწრონ სადემონსტრაციო ცდებს უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიაში; თავად ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ეტაპობრივად შეისწავლონ პროცესები და დამოუკიდებლად შეაფასონ ცდების შედეგები; გაეცნონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას და საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც დაეხმარებათ მომავალი კარიერული არჩევანის გაკეთებაში; მიიღონ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
პირველი ვიზიტი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის უფროსკლასელებმა განახორციელეს, რის შემდეგაც პროექტს შეუერთდნენ: მწვანე სკოლა, თბილისის 140 საჯარო სკოლა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სკოლა.
პროექტი 2025 წლის 30 მაისამდე გაგრძელდება, და სკოლებს შეუძლიათ წინასწარ დარეგისტრირდნენ ვიზიტის დასაგეგმად. შეხვედრები ტარდება სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ჯგუფების მაქსიმალური რაოდენობა 20 მოსწავლეა.
პროექტი „მე ექსპერიმენტატორი“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციისთვის. თანამედროვე განათლების სისტემაში პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობა მუდმივად იზრდება- თეორიული ცოდნის გაღრმავება ლაბორატორიულ გარემოში, ცდების უშუალო ჩატარება და შედეგების ანალიზი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, უკეთესად გაიგონ ფიზიკის ძირითადი პრინციპები.
მსგავსი სიახლეები
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
