მენიუ

საჯარო ლექცია: სკოლის მასწავლებელთა შრომითი მოტივაცია და პროფესიული მზადყოფნა

2025 წლის 28 მარტს 12:00 საათზე, გაიმართება ფსიქოლოგ ზურაბ ვახანიას საჯარო ლექცია თემაზე: სკოლის მასწავლებელთა შრომითი მოტივაცია და პროფესიული მზადყოფნა

2025 წლის 28 მარტს, 12:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „სკოლის მასწავლებელთა შრომითი მოტივაცია და პროფესიული მზადყოფნა (ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევების მაგალითზე)“.

ლექციას ჩაატარებს ზურაბ ვახანია – ქართველი ფსიქოლოგი, მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ფსიქოლოგიის სამეცნიერო ჟურნალების მთავარი საბჭოს წევრი და წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ლექტორი.

ლექცია განიხილავს მასწავლებელთა შრომით მოტივაციას, პროფესიულ მზადყოფნასა და მათ გავლენას სასწავლო პროცესზე. წარმოდგენილი იქნება ქართული უნივერსიტეტების სტუდენტთა კვლევების შედეგები, რაც შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს, უკეთ გაიაზრონ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

თარიღი: 28 მარტი, 2025
დრო: 12:00
მდებარეობა: წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU); წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი

დასწრება თავისუფალია!

 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა