მენიუ

აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით ცხადდება ღია კონკურსი ასოცირებული პროფესორის 1 აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით); მიმართულება - ქართული ენა და ლიტერატურა.

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის ერთ აკადემიურ თანამდებობაზე (აფილირების პირობით); მიმართულება - ქართული ენა და ლიტერატურა.

კონკურსში მონაწილეთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის და მათი რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 28 და 29 აპრილი. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი № 53ა, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, პირველი კორპუსი (ოთახი N104), 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე.


საკონკურსო კომისია უფლებამოსილია კონკურსის ჩატარება განახორციელოს (კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, კონკურსანტთა შეფასება და გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის 30 აპრილიდან, ხოლო  შედეგები წარმოადგინოს არაუგვიანეს 16 მაისისა.


1. ასოცირებული პროფესორის  აკადემიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკანონმდებლო მოთხოვნაა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

2. კანდიდატთა მონაცემების განხილვისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის მიღწევები საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებელია შეფასდეს და დადასტურდეს შემდეგით:

  1. სამეცნიერო ნაშრომები, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები, მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში და სხვა სამეცნიერო აქტივობები;
  2. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  3. საერთაშორისო თანამშრომლობა და საქმიანობა აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით;
  4. პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში, უნივერსიტეტში შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა.
  5. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  6. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა, რომელიც, კონკურსანტის აზრით, უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს;
  7. კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული სხვა სპეციფიკური მოთხოვნები.

 

3. კანდიდატებისთვის განსაზღვრულია დამატებითი საუნივერსიტეტო (სპეციფიკური) მოთხოვნები:

  1. უმაღლეს საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  2. გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  3. სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ტრენინგებში, ვებინარებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
  4. მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიანი ან/და ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
 

  1. შევსებული განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  2. ავტობიოგრაფია-CV, (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  3. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით);
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  5. ერთი ფოტოსურათი, ზომით 3×4;
  6. შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები ნოტარიულად დამოწმებული; (ელექტრონული და ბეჭდვითი ფორმით)
  7. სტიპენდიების, გრანტების, სხვა სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  8. კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;(ბოლო 5 წლის)
  9. შესაბამისი პროგრამული მიმართულების განვითარების ხედვა; -ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისთვის;
  10. სილაბუსი/სილაბუსები (ფასდება მისი შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით). კონკურსის მიზნებისთვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს არა უმეტეს სამი სილაბუსი;
  11. სამეცნიერო ნაშრომი/პროექტი/კვლევა;
  12. შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმანობის განხორციელების შესახებ დოკუმენტაცია, ან სამეცნიერო თუ პრაქტიკული ხასიათის კვლევით პროექტში ჩართულობის გამოცდილების შესახებ დოკუმენტაცია, ან გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები.
  13. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;(არსებობის შემთხვევაში)
  14. დამატებითი საუნივერსიტეტო სპეციფიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  15. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  16. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან წარმოდგენილი ცნობა ნასამართლობის შესახებ და ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ.

 

მიმაგრებული დოკუმენტაცია: 

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა