თარიღი: 2026 წლის 27 მაისი
მისამართი: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ), ილია ჭავჭავაძის გამზირი №53ა, თბილისი
ადგილი: წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი
სამუშაო ენა: ინგლისური
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ), ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით, 2026 წლის 27 მაისს გაიმართება თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევების განხილვა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, ციფრული უსაფრთხოება კერძო სექტორში, ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე საერთაშორისო და მულტისექტორული თანამშრომლობის გაძლიერება.
კონფერენციაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და ამერიკელი სპიკერები, მათ შორის საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, SANGU-სა და NKU-ს აკადემიური პერსონალი.
| დრო | სესია |
|---|---|
| 10:00 - 10:30 | კონფერენციის გახსნა და მისალმება |
| 10:30 - 11:30 | აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება |
| 11:30 - 12:30 | ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება |
| 12:30 - 13:00 | ყავის შესვენება |
| 13:00 - 14:00 | კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება |
| 14:00 - 15:00 | ქალები კიბერუსაფრთხოებაში |
| 15:00 - 15:30 | ყავის შესვენება |
| 15:30 - 17:00 | ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები |
| 17:00 - 18:00 | დახურვის სესია და Networking Reception |
დასწრება უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია.
გთხოვთ შეავსოთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა.
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: info@sangu.edu.ge