საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით და ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სემესტრის დასასრულს მიიღებენ SANGU-ს ერთჯერად სტიპენდიას 225 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ფინანსური მხარდაჭერა ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში გაუგრძელდებათ იმ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელიც წინა სემესტრში 81 ქულა და მეტი იქნება.