საუკეთესო შეთავაზება SANGU-ს კურსდამთავრებულებს
თუ, საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას შეგიძლია ისარგებლო სპეციალური შემოთავაზებით.
თუ, საბაკალავრო საფეხური SANGU-ში დაამთავრე და ახლა სამაგისტრო პროგრამაზე გეგმავ სწავლის გაგრძელებას, მაშინ შენ:
- უფასოდ გაივლი, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს;
- გათავისუფლდები ინგლისური ენის შიდა გამოცდისგან, იმ შემთხვევაში თუ SANGU-ში გავლილი გაქვს ინგლისური ენა B2 დონეზე.
და რაც მთავარია, ისარგებლებ სპეციალური ფასებით სამაგისტრო სასწავლო პროგრამებზე:
- სამართალი - წლიური საფასური 2000 ლარი
- საჯარო მმართველობა - წლიური საფასური 2000 ლარი
- საქართველოს ისტორია - წლიური საფასური 2000 ლარი
- ქართული ფილოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
- სოციალური განწყობის ფსიქოლოგია - წლიური საფასური 2000 ლარი
- ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება - წლიური საფასური 3000 ლარი
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 71 ქულაზე.
დარეგისტრირდით წინასწარ თქვენთვის სასურველ პროგრამაზე
მსგავსი სიახლეები
შენი პროფესიული ბრენდი, როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ?
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება.
02 ნოემბერი 2026
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
