ერი და ეროვნული ცნობიერება
2023 წლის 20 ოქტომბერს, SANGU-ში ჩატარდა სემინარი - „ერი და ეროვნული ცნობიერება“
2023 წლის 15-18 თებერვალს თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“. სიმპოზიუმი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.
სამეცნიერო ფორუმის დამთავრების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრს მისცა ლოცვა-კურთხევა გაეგრძელებინა მუშაობა სიმპოზიუმზე განხილული საკითხების გარშემო. ამ მიზნით საერთაშორისო ქრისტიანული ცენტრის გადაწყვეტილებით დაფუძნდა მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“.
2023 წლის 20 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ამ სემინარის პირველი სხდომა - „ერი და ეროვნული ცნობიერება“.
მომხსენებლები:
- მიტროპოლიტი დანიელი - „ეროვნული ცნობიერების უმთავრესი ნიშნები“
- გიორგი გვასალია - „ეროვნული თვითშეგნების ბიბლიური გააზრება“
- თეიმურაზ ბუაძე - „ეროვნული ცნობიერება ფასეულობები დანიშნულება თვითმყოფადობა“
მსგავსი სიახლეები
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
