მენიუ

სემინარი: Erasmus+ პროგრამის „შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების მიმართულებით (CBHE)“

მონაწილეებმა ასევე მიიღეს შესაბამისი რჩევები თუ როგორ დაწერონ წარმატებული განაცხადი, რაზე გაამახვილონ ყურადღება აპლიკაციის გაკეთების დროს და როგორ მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები

7 სექტემბერს, SANGU-ში სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა თამარ ლორთქიფანიძემ Erasmus+ პროგრამის „შესაძლებლობების გაძლიერება უმაღლესი განათლების მიმართულებით (CBHE)“ ფარგლებში საინფორმაციო სემინარი გამართა.

შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, რათა გასცნობოდნენ როგორც ზოგად ინფორმაციას Erasmus+ პროგრამის შესაძლებლობებისა და სიკეთეების შესახებ, ასევე მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ინსტიტუციური განვითარების (უმაღლესი განათლების მიმართულებით) ქვეპროგრამის კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების, პრიორიტეტებისა და მიზნების თაობაზე.


სემინარის მონაწილეებმა ასევე მიიღეს შესაბამისი რჩევები თუ როგორ დაწერონ წარმატებული განაცხადი, რაზე გაამახვილონ ყურადღება აპლიკაციის გაკეთების დროს და როგორ მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები.

გააზიარე

მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა

მეტის ნახვა

სწავლის შეღავათიანი პირობები

აირჩიეთ SANGU პირველ, მეორე ან მესამე ნომრად და ისარგებლეთ ფინანსური მხარდაჭერით
Learn More

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა
მეტის ნახვა