საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების კონკურსის შესახებ
SANGU-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის - ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების შემუშავების შესახებ
2024 წლის 19 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის - ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების შემუშავების (Erasmus Mundus Design Measures) შესახებ.
შეხვედრა ჩაატარა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, თათა ლორთქიფანიძემ, რომელმაც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული კონკურსის მოთხოვნებისა და შესაძლებლობების შესახებ.
Erasmus+ საგრანტო პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობას, ასევე კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებას.
საინფორმაციო შეხვედრაზე განხილული იყო:
- Erasmus Mundus Design Measures-ის კონკურსში მონაწილეობის ძირითადი ეტაპები;
- საჭირო დოკუმენტაციის შემუშავებისა და წარდგენის პროცესი;
- SANGU-ს პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ SANGU-ს აკადემიური პერსონალის აქტიური მონაწილეობა ასეთ პროექტებში უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების და პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
მსგავსი სიახლეები
AWS Agentic Football Cup Georgia
22 აგვისტოს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა AWS Agentic Football Cup Georgia-ს უმასპინძლა, რომელიც AWS User Group Tbilisi-ის ორგანიზებით გაიმართა.
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
