ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია: „გამოყენებითი ფსიქოლოგია და ახალი ფსიქოსოციალური რეალობა“
13 ივლისი 2020
17 ივლისს, 10 საათზე, გაიმართება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გამოყენებითი ფსიქოლოგია და ახალი ფსიქოსოციალური რეალობა“.
17 ივლისს, 10:00 საათზე, გაიმართება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის მიმართულების ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გამოყენებითი ფსიქოლოგია და ახალი ფსიქოსოციალური რეალობა“.
პირველ და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს ცენტრი „იდილია“ გადასცემს ფასდაკლების ვაუჩერს, პირველი ინდივიდუალური სესია უფასოდ, მომდევნო სესიები 20%-იანი ფასდაკლებით. პროექტი „ პრაქტიკა ფსიქოლოგებისათვის“ - 25%-იანი ფასდაკლება.
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
კონფერენციის პროგრამა:
10.00 - მიხეილ ოტიაშვილი -„სასკოლო დისტანციური სწავლების მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ სფეროებზე“;
10:15 - ნინო მაზიაშვილი - „ორსულთა ფსიქოდიაგნოსტიკა და კოვიდ-19-ის გავლენა მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე“;
10:30 - მილენა ტონოიანი - „ჩახუტების ფსიქოლოგია“;
10:45 - მარიამ ჯარმელიშვილი - „აკნეს ფსიქოემოციური მახასიათებლები მოზრდილებში“;
11:00 - ირმა შომახია - „სარკისებური ნეირონები“;
11:15- თამარ ჭიჭინაძე - “ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვა პრობლემური ქცევების რისკ და დამცავი ფაქტორების კვლევა საქართველოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში”;
11:30 - ხატია ტყეშელაშვილი - „გლობალური სტრესის გავლენა, სტრესზე რეაქცია და შფოთვის დონე, პოზიტიური და ნეგატიური ინტროექტრების მქონე ადამიანებში“.
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...