31 მარტს, 17:00 საათზე, გაიმართება ონლაინ შეხვედრა ერეკლე იაშვილთან თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები".
31 მარტს, 17:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინ შეხვედრა ერეკლე იაშვილთან თემაზე: "დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკები". შეხვედრაზე თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:
როგორ მოვიპოვოთ დამსაქმებლის კეთილგანწყობა
რას ანიჭებენ დამსაქმებლები უპირატესობას და როგორ დავაინტერესოთ ჩვენით
სწორი კომუნიკაცია პოტენციურ დამსაქმებელთან
რაზე უნდა გააკეთოს სწორი აქცენტები დასაქმების მსურველმა
ერეკლეს სხვადასხვა კერძო კომპანიებში მენეჯერად მუშაობის და არასამთავრობო ორგანიზაცია ICSU – სტუდენტური პარლამენტის ფარგლებში პროექტების მენეჯერისა და მარკეტერის გამოცდილება აქვს.