კომპანია Staracademy აცხადებს კონკურსს დევნილის სტატუსის მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
კომპანია Staracademy აცხადებს კონკურსს დევნილის სტატუსის მქონე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
რა არის "Summer Work & Travel"? - ეს არის საზაფხულო კულტურულ-გაცვლითი პროგრამა, რომელიც დამტკიცებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქმდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 თვის განმავლობაში და 1 თვე ეძლევათ ამერიკაში მოგზაურობისთვის (ნებაყოფლობითი).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულის (დევნილი) სტატუსის მქონე პირებს;
ასაკი 18-დან 26 წლის ჩათვლით.
ინგლისურის ცოდნის დონე - B1-დან;
აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე პირებს;
კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა მითითებულ პირობას.
დაფინანსება ითვალისწინებს:
პროგრამაში მონაწილეობის საფასური;
ორმხრივი ავიაბილეთები;
3 დღიანი სემინარი NEW YORK CITY-ში;
სემინარის განმავლობაში საცხოვრებლის, კვების და აქტივობების ხარჯები;
დასაქმების უზრუნველყოფა ზაფხულის განმავლობაში;
სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირება;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
უსაფრთხოების უზრუნველყოფა ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე;
დაფინანსება არ ითვალისწინებს:
სავიზო მოსაკრებლის გადახდას (160$);
მუშაობის დროს საცხოვრებლის/კვების ხარჯებს, რაც უნდა დაიფაროს თქვენი ხელფასიდან.