ამერიკული განათლების ყველაზე მასშტაბურ ონლაინ გამოფენა
„განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ყველაზე მასშტაბურ ონლაინ გამოფენას.გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, შაბათს, 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი „განათლება ამერიკაში“ (EducationUSA) საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ყველაზე მასშტაბურ ონლაინ გამოფენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ამერიკული კოლეჯი და უნივერსიტეტი.
გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები. დამსწრეებისთვის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და პირადი ჩატი/კომუნიკაცია კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. გაეცნობით მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების და განათლების საფეხურის მიხედვით, ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს.
გამოფენაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.
- გამოფენაზე რეგისტრაცია: https://educationusa.events/november6
- გამოფენის გვერდი სოციალურ მედიაში: https://bit.ly/2Zcgail
- მონაწილე უნივერსიტეტები: https://cutt.ly/eRP9TSp
გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA (www.educationusa.state.gov), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.
გამოფენა ხელს უწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
