SANGU-ს ლიტერატურული კლუბი გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოთ სტუდენტურ კონფერენციაში: ,,ლიტერატურა ჟამიანობის დროს"
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული SANGU-ს ლიტერატურული კლუბი გაძლევთ შესაძლებლობას ჩაერთოთ სტუდენტურ კონფერენციაში: "ლიტერატურა ჟამიანობის დროს"
კონფერენცია გაიმართება 24 დეკემბერს 14:00 საათზე, Google Meet-ის საშუალებით. კონფერენციის ბმული: meet.google.com/mcq-ycet-ujp კონფერენციის თემატიკა: ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, მხატვრობა, მუსიკა, ფსიქოლოგია. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 23 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ თეზისები სანგუს ლიტერატურული კლუბის ელექტრონულ მისამართზე litclub@sangu.edu.ge
გაითვალისწინეთ:
ტექსტის აკადემიურობა;
მოხსენების word-ფაილში წარმოდგენა;
გამოყენებული ლიტერატურის მითითება.
კონფერენციის მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.