პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა
2022 წლის 16 მარტს, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
2022 წლის 16 მარტს, ქართულ უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა პლაგიატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს განხილული იყო, პლაგიატის არსი, პლაგიატის არიდების ხერხები და უნივერსიტეტში დანერგილი პლაგიატის აღმომჩენი კომპიუტერული სისტემის მუშაობის პრინციპები.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს, დოქტორმა ჯაბა მესხიშვილმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა, ამავე სკოლის დეკანის მოადგილემ, დოქტორმა ხათუნა კუხალაშვილმა და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დამენიამ.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
