შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან
2022 წლის 17 მარტს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან.
უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო JICA-ს საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს ჰიროიუკი მორის უმასპინძლა.
სტუმრებმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალს და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
