SANGU-ს და NKU-ს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა: კიბერუსაფრთხოება
08 აგვისტო 2022
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით წარმოგიდგენთ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას - კიბერუსაფრთხოება.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (SANGU) ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით წარმოგიდგენთ ერთობლივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას - კიბერუსაფრთხოება.
Northern Kentucky University-ს კიბერუსაფრთხოების სკოლა აღიარებულია საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ.
კურსდამთავრებულს მიენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.
სწავლის პერიოდში სტუდენტები გაემგზავრებიან ამერიკაში, მოისმენენ ლექციებს, გაივლიან პრაქტიკას, იცხოვრებენ ამერიკულ კამპუსთან. ამერიკელი პროფესორები ეწვევიან სანგუ-ს და ჩაატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...