საჯარო ლექცია: კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია
28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, SANGU-ში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია"
ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს, უკვე მეორედ , კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება.
საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო პლატფორმა "ფინედუ", საბანკო ასოციაციის, “თინეთისა" და ხუთი კომერციული ბანკის - საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკის, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პროკრედიტ ბანკ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების თემაზე საჯარო ლექციას წარმოგიდგენთ.
ლექციის თემაა: "კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია", რომელიც 28 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (I კორპ. IV სართული).
ღონისძიებას ჩაატარებენ კომერციული სექტორის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ექსპერტები.
მომხსენებლები ისაუბრებენ კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის მნიშვნელობაზე და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ - ჩვევებზე.
სპიკერები:
- დავით პაპუაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკი
- ზაზა გაბაშვილი - TNET
- ოთარ დანელია - საქართველოს ბანკი
- ინგა ქარჩავა - საქართველოს საბანკო ასოციაცია
- პაატა შეთეკაური - პროკრედიტ ბანკი
- რობერტ ჩილინგაროვი - ლიბერთი ბანკი
- პაატა გოგიშვილი - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
მოდერატორი - ნინი სიმონიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკი
ლექციის საშუალებით, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ პროფესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას: რას ეხება კიბერუსაფრთხოება, რა მოვალეობები შეიძლება ჰქონდეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, გაიგონ მეტი დასაქმების პროცესთან დაკავშირებით და დასვან შეკითხვები.
საჯარო ლექცია ქართულ ენაზე ჩატარდება. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია
არ წამოეგო ანკესს #იყავიკიბერფრთხილი
#DoYourPart #BeCyberSmart #CyberMonth
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
