ვიზიტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
ქართული ფილოლოგიის პროგრამის მაგისტრანტები, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ეწვივენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის „ქართული ფილოლოგიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის მაგისტრანტები, "ტექსტოლოგიის" სასწავლო კურსის ფარგლებში, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, ეწვივენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. ვიზიტი უზრუნველყო კურსის განმახორციელებელმა ასოცირებულმა პროფესორმა ეკა დუღაშვილმა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში ჩატარებულმა ლექციამ სტუდენტებს საშუალება მისცა დეტალურად გასცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ტექსტებს. ასევე, მათ დაათვალიერეს დაზიანებული ფურცლებისა და ყდის აღდგენის სამუშაო პროცესი. რესტავრატორი დეტალურად ესაუბრა საქმის სპეციფიკასა და სირთულეზე. ეს დღე თითოეული სტუდენტისთვის შთამბეჭდავი, საინტერესო და მრავლისმომცემი აღმოჩნდა, მათ თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული ცოდნაც შეიძინეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი სასწავლო კურსის მიმართ.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
