ლექცია-სემინარი თემაზე: „სამხედრო კამპანიების წარმატების და წარუმატებლობის მიზეზები“
სემინარი წარმართა თავდაცვის კვლევების მაგისტრმა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა გიორგი ლეკვეიშვილმა
21 ნოემბერს SANGU-ს სტუდენტებისთვის თავდაცვის კვლევების მაგისტრმა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა გიორგი ლეკვეიშვილმა ჩაატარა ლექცია-სემინარი თემაზე: „სამხედრო კამპანიების წარმატების და წარუმატებლობის მიზეზები“.
ლონდონის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებულმა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J7 დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების დაგეგმვის განყოფილების უფროსმა გიორგი ლეკვეიშვილმა ლექცია-სემინარის ფარგლებში დეტალურად და ძალიან საინტერესოდ მიმოიხილა:
- რატომ ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირმა 1979-89 წლებში ავღანეთის კამპანიის დროს წარმატების მიღწევა და რამ განაპირობა აღნიშნულ ქვეყანაში მისი პოლიტიკის წარუმატებლობა;
- რატომ ვერ შეძლო აშშ-მ და მის მიერ ჩამოყალიბებულმა კოალიციამ 2001-2021 წლებში RSM-ის და ISAF-ის მისიების წარმატებით დასრულება და რამ განაპირობა მისი წარუმატებლობა;
- რატომ ვერ მოახერხა აშშ-მ 2003-2011 წლებში ერაყის კამპანიის წარმატებით დასრულება და რამ განაპირობა მისი პოლიტიკის წარუმატებლობა აღნიშნულ ქვეყანაში;
- მომხსენებელმა ასევე ისაუბრა რუსეთ უკრაინის 2014-2022 წლის ომებზე.
ინტერაქციული ლექცია-სემინარის ფარგლებში მოეწყო ვორქშოფი. დასასრულს, სემინარში მონაწილე აქტიურ სტუდენტებს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა სერტიფიკატები გადასცა.
მსგავსი სიახლეები
ნარდის, შაშისა და ჭადრაკის ტურნირები SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში
28 ოქტომბერს SANGU STUDENTS LIFE-ის ფარგლებში ნარდის, შაშისა და ჭადრაკის შიდა ტურნირები გაიმართა.
30 ოქტომბერი 2026
პრაქტიკული სემინარი მაგისტრანტებისთვის: „ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“
27 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო სტატიის მომზადების შესახებ პრაქტიკული სემინარი გაიმართა.
29 ოქტომბერი 2026
სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა
23 ოქტომბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის იუბილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
23 ოქტომბერი 2026
