ცხადდება სტატიების მიღება
მზადდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ ვახტანგ გურულის 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების კრებული.
მზადდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ ვახტანგ გურულის 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების კრებული.
სტატიები მიიღება შემდეგი მიმართულებით:
- საქართველოს ისტორია
- მსოფლიო ისტორია
- ეკლესიის ისტორია
- დიპლომატიის ისტორია
- ეთნოლოგია
- არქეოლოგია
- ნუმიზმატიკა
- ეპიგრაფიკა
წარმოდგენის ვადა: 2023 წ. 31 იანვრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: g.burduli@sangu.edu.ge
- სტატიის გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა − A4;
- კიდეები (მინდვრები) ზედა, ქვედა, მარცხნივ და მარჯვნივ − 2.5 სმ;
- შრიფტი ყველა სამუშაო ენისათვის - Sylfaen;
- ტექსტის ფონტის ზომა − 11;
- ტექსტის ხაზებს შორის ინტერვალი − 1.5;
- სქოლიოს ფონტის ზომა − 10;
- სქოლიოს ხაზებს შორის ინტერვალი − 1;
- სტატიის გვერდების ოდენობა − 20 გვერდი;
- სქოლიოს მითითების წესი:
- წიგნი: ავტორის გვარი, სახელის ინიციალ(ებ)ი., (გამოქვეყნების წელი). ნაშრომის სათაური (გამოცემა.). ქალაქი. გამომცემელი. გვერდი.
- სტატია: ავტორის გვარი, სახელის ინიციალ(ებ)ი., (გამოქვეყნების წელი). სტატიის სათაური, გამომცემელი, ტომი (გამოცემა), გვერდი.
- სტატიას უნდა ერთვოდეს საძიებო (საკვანძო) სიტყვები (მინიმუმ − 3 მაქსიმუმ − 7) და რეზიუმე ინგლისურ ენაზე 150-350 სიტყვა (მოკლედ და ზუსტად გადმოსცემს ნაშრომის შინაარსს იმგვარად, რომ მკითხველისათვის მეცნიერული პრობლემატიკა პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე გახდეს გასაგები.);
მსგავსი სიახლეები
გამოქვეყნდა Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო
Erasmus+-ის 2027 წლის პროგრამის სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე.
19 ნოემბერი 2026
ცხადდება ვაკანსია საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 დეკემბერი.
18 ნოემბერი 2026
„მე ექსპერიმენტატორი“ - რეგისტრაცია VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის
სანგუ VII-XII კლასის მოსწავლეებს სასკოლო პროექტში „მე ექსპერიმენტატორი“ მონაწილეობისა და ფიზიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა...
17 ნოემბერი 2026
