ტრენინგი სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის შესახებ
ტრენინგი წარმართა SANGU-ს მრჩეველმა ირინე დარჩიამ
სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, ადმინისტრაციული სამსახურების ჩართულობა, განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ პროცესში მათი ერთობლივი მუშაობის საჭიროებისა და მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობის მიზნით SANGU-ს მრჩეველმა ირინე დარჩიამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.
ტრენინგის მსმენელები, სამი დღის მანძილზე, ინტერაქტიულ რეჟიმში დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების აკრედიტაციისა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის, სხვადასხვა პროცედურების, დეპარტამენტებს შორის შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის, მართვის ეფექტური მეთოდების და საჭირო რესურსების შესახებ.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი საგანმანათლებლო პროგრამისა და სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავებისა და შეფასების მეთოდოლოგია
საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრები მიეძღვნა საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო კურსების სილაბუსების დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების აქტუალურ საკითხებს.
ვორკშოპი დოქტორანტებისთვის „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით დოქტორანტებისთვის გაიმართა ვორკშოპი თემაზე „სამეცნიერო პუბლიკაციის შექმნა და გამოქვეყნება“.
