წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" წარდგინება
21 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია“ (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, გამომცემლობა "არტანუჯი“) წარდგინება
ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2023 წლის 21 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის "ქართული დიპლომატიის ისტორია" (მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი, 2022) წარდგინება.
დღის წესრიგი:
- გახსნა - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული;
- მისალმება - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი;
- როგორ იწერებოდა "ქართული დიპლომატიის ისტორია" – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
- ინფორმაცია გამოცემის შესახებ - გამომცემლობა "არტანუჯის" დირექტორი, პროფესორი ბუბა კუდავა;
გამომსვლელები:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია;
- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი;
- ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული;
- სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი.
მსგავსი სიახლეები
საუნივერსიტეტო ინტელექტუალური ოლიმპიადა სტუდენტებისთვის
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებისთვის სამეტაპიან ინტელექტუალურ ოლიმპიადას გამართავს. რეგისტრაცია 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.
29 ოქტომბერი 2026
როგორ ვისარგებლოთ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით?
2 ნოემბერს, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზების გამოყენების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართე...
29 ოქტომბერი 2026
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს
22 ოქტომბერს სტუდენტები „დავითიანნის“ პროექტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს გაეცნობიან.
21 ოქტომბერი 2026
