სერტიფიცირებული კურსები უფროსკლასელებისთვის
22 დეკემბერს, 19:00 საათზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შურღულაია გამართავს ონლაინ სერტიფიცირებულ კურსს: „რა არის პოლიტიკა“ და „რა არის ევროპა“.

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შურღულაია უფროსკლასელებს (IX-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს) გაუწევს მენტორობას დიდი ბრიტანეთის Open University-ის მიერ შემუშავებულ პროფესიულ სერტიფიცირებულ კურსებს: „რა არის პოლიტიკა“ და „რა არის ევროპა“.
კურსის ფარგლებში:
- შეისწავლით რა არის პოლიტიკა: პოლიტიკის არსი, პოლიტიკური ასპექტები, პერსპექტივები პოლიტიკაში.
- შეისწავლით ევროპის პოლიტიკურ სისტემას და ინსტიტუტებს.
- დეტალურად გაეცნობით ელექტრონული კურსის სპეციფიკას და პორტალის მუშაობის პრინციპებს.
წინასწარი რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/8wSslEXy
კურსის წარმატებით დასაძლევად, სასურველია ფლობდეთ ინგლისური ენის B1 დონეს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: t.shurghulaia@sangu.edu.ge
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
ონლაინ შეხვედრის ბმული: https://cutt.ly/VwSslGzS
შეხვედრის ხანგრძლივობა: 90 წუთი.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები პერსონალისათვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
09 ნოემბერი 2026
შენი პროფესიული ბრენდი, როგორ შეგამჩნიონ და აგირჩიონ?
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის შექმნის შესახებ შეხვედრა გაიმართება.
02 ნოემბერი 2026
