ცხადდება სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების კონკურსი
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსი.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგი ორი მოთხოვნიდან:
- აპლიკანტი უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ან ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართულებით
- მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზე იმყოფება და ამასთანავე, მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების, ან კვლევითი მიმართულებით
აღნიშნული პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ასევე ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან - მ.წ. 6 მარტის ჩათვლით. განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://en.snu.ac.kr/admission
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://en.snu.ac.kr/admission/overview/notice?sc=y
დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას: ტელ.: +82 2 880 2519; ელ. ფოსტა: intlscholarship@snu.ac.kr
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები პერსონალისათვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის საერთაშორისო მოკლევადიანი მობილისათვის.
