SANGU-მ ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გაგა შურღაიას უმასპინძლა
16 აპრილი 2024
სტუმარმა აუდიტორიას წარუდგინა ლეგენდა ბალავარსა და იოდასაფზე და დინო ბუცატის ნოველის ,,შვიდნი მალმსრბოლნი“ საკუთარი ქართული თარგმანი გააცნო
SANGU-მ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სპეციალური მოწვევით, ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორს, გაგა შურღაიას უმასპინძლა.
საეკლესიო მეცნიერებათა დოქტორმა, მწერალმა გაგა შურღაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა დიალოგი და შუა საუკუნეების საქართველო: ლეგენდა ბალავარსა და იოდასაფზე". მან აუდიტორიას ასევე წარუდგინა იტალიელი პოსტმოდერნისტი მწერლის დინო ბუცატის ნოველის ,,შვიდნი მალმსრბოლნი“ საკუთარი ქართული თარგმანი.
შეხვედრის მეორე ნაწილში სტუმარმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...