მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა აცხადებს მიღებას
მსურველების რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 21 ივნისამდედაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ 2, 3 და 4 სემესტრიან მოდულებს. სამივე მოდულში შეისწავლება შემდეგი კურსები - თარგმანის თეორია, წერილობითი თარგმანი, ზეპირი თარგმანი, სინქრონული თარგმანი, ქართული ენის პრაქტიკული სტილისტიკა, მეორე უცხო ენა, დარგობრივი თარგმანები და სხვა. გვაქვს აგრეთვე არჩევითი საგნები - კულტურათშორისი კომუნიკაცია, ლიტერატურული თარგმანი და ა.შ.
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს და მოქმედ მთარგმნელ-თარჯიმნებს ასევე ვთავაზობთ 1 სემესტრიან მოდულს არჩევითი ორი ან სამი საგნით!
თქვენი მონდომება და გამორჩეული პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლების მიერ ჩატარებული ლექციები წარმატებული შედეგის გარანტიაა.
ერთი სემესტრის (16 კვირა, კვირაში 15 საათიანი დატვირთვა) გადასახადი შეადგენს 1400 ლ.
მთარგმნელ-თარჯიმანთა უმაღლეს სკოლაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ:
მსურველების რეგისტრაცია: 2024 წლის 21 ივნისამდე. აპლიკანტებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: hisit@sangu.edu.ge
- რეზიუმე (CV)
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
მსურველების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით:
- წერითი ტესტი უცხო ენასა და ქართულში
- ზეპირი გასაუბრება უცხო ენაში (საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სტუდენტები უცხო ენაში (C-1 დონეზე) განთავისუფლდებიან ტესტისგან)
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 22 ივნისს, 12:00 საათზე (აუდიტორია N 04)
გამოცდების განრიგი:
- 29 ივნისი, შაბათი - 12:00 საათი (წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში)
- 30 ივნისი, კვირა - 12:00 საათი (წერითი ტესტი ქართულ ენაში)
- 30 ივნისი, კვირა - 14:00 საათი (ზეპირი გასაუბრება ინგლისურ ენაზე)
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
