SANGU-მ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი გააფართოვა
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა (SANGU) მიმდინარე წლის განმავლობაში გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რაც სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებასა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.
მემორანდუმები გაფორმდა შემდეგ პარტნიორებთან:
- ბულგარეთი: Higher School of Security and Economics - HSSE
- რუმინეთი: Petroleum-Gas University of Ploiesti
- ნორვეგია: University of Oslo (Faculty of Law)
- იტალია: University of Naples L’Orientale
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე სამეცნიერო თანამშრომლობას, მათ შორის კონკრეტული აქტივობებისა და პროექტების ხელშეწყობას.
მემორანდუმები ითვალისწინებს:
- ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას;
- სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლების წახალისებას;
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას;
- საჯარო ლექციებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
- საგრანტო კონკურსებში ერთობლივი მონაწილეობის გაძლიერებას და სხვა აქტივობებს.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში SANGU აძლიერებს საკუთარ საერთაშორისო პარტნიორთა ქსელს, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, მიიღონ უკეთესი გამოცდილება, განავითარონ კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებები, და ხელი შეუწყონ ახალი იდეების გენერირებასა და დანერგვას.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
