პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
გიწვევთ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგზე, რომელიც განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, და მისი მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს აუცილებელი ცოდნა გადაუდებელი შემთხვევების მართვაზე2024 წლის 2 ნოემბერს, ქ. ზუგდიდში გიწვევთ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგზე, რომელიც განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, და მისი მიზანია, მონაწილეებს მიაწოდოს აუცილებელი ცოდნა გადაუდებელი შემთხვევების მართვაზე.
ტრენინგის თემები მოიცავს:
- პირველადი სამედიცინო დახმარების ალგორითმი, არსი და მიზანი
- გულ-ფილტვის რეანიმაცია (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი)
- სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობისას პირველადი დახმარება (ბავშვები და ზრდასრულები)
- ჭრილობებისა და სისხლდენის მკურნალობა
- სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობის მართვა
ტრენინგის ჩატარების თარიღი:
თარიღი: 2 ნოემბერი; ქ. ზუგდიდი
დრო: 11:00
ტრენინგის ფორმატი და ხანგრძლივობა: ტრენინგი ტარდება 1 დღის განმავლობაში და მოიცავს 8 საკონტაქტო საათს.
რეგისტრაცია: მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 31 ოქტომბრამდე გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, მითითებულ ბმულზე.
საფასური: ტრენინგის ღირებულებაა 100 ლარი.
ტრენერი:
მაგდა გერანტია, National Association of Emergency Medical Technicians -პრეჰოსპიტალური ტრავმის მართვის ინსტრუქტორი; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრი - გადაუდებელი დახმარების ინსტრუქტორი; Training in Aid (WHO) ტრენერი;
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. (სერთიფიკატი ძალაშია 2 წელი)
უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
|
საინდენთიფიკაციო კოდი |
205233022 |
|
მომს. ბანკი |
თიბისი ბანკი |
|
ანგარიშის ნომერი |
GE92TB7488036020100005 |
|
ბანკის კოდი |
TBCBGE22 |
|
მისამართი |
ი. ჭავჭავაძის გამზ. 53ა; თბილისი; 0179 |
გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო მობილობის პროგრამა GCUB-MOB აცხადებს განაცხადების მიღებას
ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (GCUB) აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო მობილობის პროგრამის - GCUB-MOB-ის მეხუთე გამოცემის...
აკადემიური დისკუსია: „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“
19 ივნისს გაიმართება აკადემიური დისკუსია თემაზე „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“, რომლის ფარგლებში სტუდენტები წარადგენენ მოკლე პრეზენტაციებს და მონაწილეობას მი...
