სპეციალური მასწავლებლების ტრენინგი SANGU-ში!
28 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, SANGU-ს მასწავლებელთა ჰაბის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სპეციალური მასწავლებლის როლი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფში“, რომელსაც უძღვებოდა ნათია ნიაური, SANGU-ს სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი.
ტრენინგზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა:
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის პრინციპები
- პრიორიტეტული სასწავლო მიზნები
- MTSS სისტემის დონეები
- გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმები
- სპეც. მასწავლებლის პორტფოლიოს მნიშვნელობა
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო“, „ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის (LLD) მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და ინტერვენცია“, მეგობართა წრე - ეფექტური ინტერვენცია სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად“ ტრენინგები გადაეცათ სერტიფიკატები, რაც მათი პროფესიული განვითარებისაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
SANGU განაგრძობს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტრენინგებს სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის.
მსგავსი სიახლეები
შეხვედრა პროფესიული ბრენდის შექმნისა და განვითარების შესახებ
5 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის პროფესიული ბრენდის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...
