"კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები"
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს “ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში” გაიმართა კონფერენცია თემაზე - "კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები".
17 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს “ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში” ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტების და პროფესორების მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია თემაზე - "კომპიუტინგის კვლევის სწავლებისა და ტექნოლოგიის ასპექტები".
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ SANGU-ს რექტორი, პროფესორი ირაკლი ბრაჭული და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბატონი ზაზა მარუაშვილი.
პირველი მოხსენება - „ასიმეტრიული კრიფტოგრაფია და CA ალგორითმი“ აუდიტორიას წარუდგინა SANGU-ს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსმა კახა რევაზიშვილმა; შემგეგი მოხსენებები SANGU-ს სტუდენტმა წარმოადგინეს: „კრიპტოგრაფია ძველი რომიდან დღემდე“ - გიორგი ცქიფურიშვილი; „გრაფები და მათი ალგორითმები“ - დავით კიკნაძე; „მეხსიერების მენეჯმენტი C++“ - ილია ჭიჭიკაშვილი; ბოლო მოხსენება - „მაშინლერნინგის მინიმიზების ალგორითმები“, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელმა, კობა გელაშვილმა შესთავაზა აუდიტორიას.
კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მკვლევართა პოპულარიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებას.
კონფერენცია წარმართა SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ქვარიანმა.
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი სანგუს ეწვია
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პა...
ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს უნივერსიტეტმა პირველკურსელებს უმასპინძლა.
