SANGU-მ ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
31 იანვარი 2025
2025 წლის 31 იანვარს, სანგუს ელჩებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის აკადემიური და სტუდენტური შესაძლებლობები გააცნეს.
2025 წლის 31 იანვარს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს.
სანგუს ელჩებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის აკადემიური და სტუდენტური შესაძლებლობები გააცნეს; ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, გაცვლით შესაძლებლობებზე, სტუდენტური აქტივობებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივების შესახებ. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი.
სანგუსა და ლიდერთა სკოლის პარტნიორობა სკოლის მოსწავლეებს უმაღლესი განათლების გარემოსთან აკავშირებს და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვაბატონი ირაკლი ბრაჭულის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებითგულითადად ვულოცავთ დაბადებიდან 70 წელს ბატონ ირაკლი ბრაჭულ...