პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის
17 მარტი 2025
დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით 26 მარტს, 14:00 საათზე, იგეგმება პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით 26 მარტს, 14:00 საათზე, იგეგმება პროფესიული მასტერკლასი კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებისთვის.
მასტერკლასი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
LinkedIn-სა და რეზიუმეს ოპტიმიზაცია კარიერული წინსვლისთვის;
IT მიმართულებით კარიერული თვითგანვითარების ინსტრუმენტები;
AI ხელსაწყოების გამოყენება სამუშაოს ძიების პროცესში;
საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე შერჩევის პროცესი;
გასაუბრებისა და სახელფასო მოლაპარაკების წარმართვა.
მასტერკლასს გაუძღვება - ანა ანდღულაძე - კარიერული კონსულტანტი ტექნოლოგიურ სფეროში, DataArt-ის (წამყვანი საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის ფირმა) - Senior Tech Talent Acquisition Manager.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ კონსულტირება მათთვის მნიშვნელოვან საკითხვებზე.
შეხვედრის ხანგრძლივობა - 2 საათი. შეხვედრის ადგილი: ილია მართლის სახელობის მცირე დარბაზი